დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 184 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 22/03/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 24/03/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №184
2010 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
„პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის № 660 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №168, მუხ. 1859) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„22. ამ წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებულ და დაუმთავრებელ 500 კვ.მ-მდე საერთო ფართობის მქონე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, თუ ნულოვან ნიშნულამდე მათი მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.“;
ბ) მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს 21 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მონაწილე სხვა პირი
1. „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანამდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №963 ბრძანებულებით განსაზღვრული მაგისტრალური მილსადენების დაცვის III და IV ზონებში უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბუნებრივი გაზის ან ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის მფლობელი პირი ან პირი, რომელიც ახორციელებს მაგისტრალური მილსადენის ოპერირებას (ექსპლუატაციას) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, ხოლო ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში – მაგისტრალური მილსადენის მესაკუთრე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანო ვალდებულია ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს მაგისტრალური მილსადენის დაპროექტებისა და მშენებლობის დროს მოქმედი ნორმებით დადგენილი შეზღუდვები.“;
გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესის პირველი მუხლის 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განმცხადებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს არქიტექტურული პროექტი, რომლის შესაბამისადაც უნდა მოხდეს ობიექტის მშენებლობის დასრულება. ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის დასასრულებლად წარმოდგენილი პროექტი არ უნდა ითვალისწინებდეს მიშენების გაზრდას ან/და დამატებითი სართულის (მანსარდის) დაშენებას.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები