„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 393
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 86, 14/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08
  • Word
393
10/07/2009
სსმ, 86, 14/07/2009
010.210.040.08
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №393

2009 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებით (სსმ III, 2005წ., №78, მუხ. 831) დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას;“;

ბ) მე-5 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) საგარეო ურთიერთობათა სამსახური;“;

გ) მე-6 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ფუნქციებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას შესაბამისი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის თაობაზე ინფორმაციის მომზადება და ანალიზი;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყნის საგარეო მდგომარეობის შესახებ;

დ) საერთაშორისო მოვლენების სისტემატური ანალიზი;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობის კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ვ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი