„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 377
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 82, 03/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.
  • Word
377
03/07/2009
სსმ, 82, 03/07/2009
010.210.040.08.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №377

2009 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას; საინვესტიციო გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;“;

ბ) მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საორგანიზაციო სამსახური;“;

გ) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი;

დ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:

„ტ) საგარეო ურთიერთობათა და ინვესტიციების ხელშეწყობის სამსახური;

უ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“;

ე) მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საორგანიზაციო სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო) ორგანიზაცია;

ბ) ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;

გ) საქმისწარმოების ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება;

დ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების, რეზოლუციებისა და წერილების პროექტების რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება;

ე) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების რეესტრების წარმოება;

ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ზ) ადმინისტრაციის არქივის წარმოება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“;

ვ) ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-16 პუნქტი;

ზ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-19 და მე-20 პუნქტები:

„19. საგარეო ურთიერთობათა და ინვესტიციების ხელშეწყობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას შესაბამისი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის თაობაზე ინფორმაციის მომზადება და ანალიზი;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყნის საგარეო მდგომარეობის შესახებ;

დ) საერთაშორისო მოვლენების სისტემატური ანალიზი;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობის კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ვ) ინვესტირების შესაძლებლობების, საინვესტიციო სფეროებისა და პერსპექტივების ანალიზი და სათანადო წინადადებების შემუშავება;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ინვესტიციების მოსაზიდად სათანადო ღონისძიებების განხორციელება და აღნიშნული საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა;

თ) საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პრეზიდენტის მიერ სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად წინადადებების მომზადება;

ი) საინვესტიციო გარემოს განვითარების ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების მიზნით წინადადებების მომზადება;

კ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.

20. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი მოქალაქეთა თხოვნების, შუამდგომლობების, განცხადებების მიღება, აღრიცხვა და სისტემატიზაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათი განხილვა, ანალიზი, მათში დასმულ პრობლემათა განზოგადება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილ მოქალაქეთა თხოვნებზე, შუამდგომლობებზე, განცხადებებსა და სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებულ შესაბამის პასუხებზე სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება;

გ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი მოქალაქეთა თხოვნების, შუამდგომლობებისა და განცხადებების განხილვის პროცესის ოპტიმიზაციისა და მათზე დროული რეაგირების მიზნით სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

დ) საპრეზიდენტო ღონისძიებების ორგანიზებასა და დაგეგმვაში მონაწილეობა და ამ მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება;

ე) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი