მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 314
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 134, 19/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 010140010.10.003.016045
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
314
13/10/2010
სსმ, 134, 19/10/2010
010140010.10.003.016045
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/10/2010 - 23/02/2011)

  საქართველოს მთავრობის

დადგენილება 314

2010 წლის 1 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

 მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი ვაშაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე

ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ნინო კალანდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

თამარ მარტიაშვილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე

აბესალომ კეკელია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

დავით ლომიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გიორგი გამსახურდია – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

თენგიზ ცეკვავა – სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

 მუხლი 2. დამტკიცდეს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.

 მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                           ნ. გილაური

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიზანი

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია მიგრაციის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.

    მუხლი 2. კომისიის ფუნქციები და ამოცანები

კომისიის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება შიდა და გარე მიგრაციის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის გაუმჯობესების მიზნით;

ბ) წინადადებების შემუშავება ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის სათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად;

გ) ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე მიგრაციის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების შემუშავება.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები;

ბ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;

გ) შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;

დ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

    მუხლი 4. კომისიის მუშაობის ორგანიზება

1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი.

 2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეს პირველ სხდომაზე ირჩევს კომისია.

 3. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

 4. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.

 5. კომისიის სხდომების დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.

 6. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

 7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

 8. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლას და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას.

 9. კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი.

 10. კომისია იკრიბება, როგორც წესი, წელიწადში 2-ჯერ, თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით. საჭიროების შემთხვევაში კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე.

    მუხლი 5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

    მუხლი 6. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა

კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საქართველოს მთავრობა.

12. 18/07/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 372 - ვებგვერდი, 19/07/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 23/07/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 370 - ვებგვერდი, 26/07/2021 10. 08/08/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 407 - ვებგვერდი, 10/08/2018 9. 23/03/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 144 - ვებგვერდი, 27/03/2017 8. 15/02/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 89 - ვებგვერდი, 16/02/2017 7. 15/09/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 483 - ვებგვერდი, 16/09/2015 6. 17/06/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 396 - ვებგვერდი, 18/06/2014 5. 25/04/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 95 - ვებგვერდი, 29/04/2013 4. 17/12/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 470 - ვებგვერდი, 20/12/2012 3. 14/02/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 51 - ვებგვერდი, 17/02/2012 2. 23/09/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 369 - ვებგვერდი, 110927022, 27/09/2011 1. 23/02/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 94 - ვებგვერდი, 280211, 28/02/2011