„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3602-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 12/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 450030000.05.001.016023
  • Word
3602-IIს
17/09/2010
სსმ, 54, 12/10/2010
450030000.05.001.016023
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 89) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ პირის პირადი ბარგის შემოწმება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. მე-19 და მე-20 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანის წესი

საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანილი კულტურული ფასეულობა ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ აუცილებელ სახელმწიფო კონტროლს, ტარდება სპეციალურ რეგისტრაციაში და ამის შესახებ ერთი კვირის ვადაში ეცნობება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

    მუხლი 20. კულტურული ფასეულობის ტრანზიტი

კულტურული ფასეულობის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ტრანზიტის დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრული საბუთები, რომელთა საფუძველზედაც დგინდება ამ კულტურული ფასეულობის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის მიზნით შემოტანა.“.

3. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვარგარეთიდან დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობა საქართველოში ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ რეგისტრაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“. 

4. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვა ამ ფასეულობის საქართველოს ეკონომიკურ და სახელმწიფო საზღვარზე გადატანის საფუძველია.“.

5. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35. საგადასახადო ან/და სამართალდამცავი ორგანოების მიერ კულტურული ფასეულობის დაკავება

1. კულტურული ფასეულობა, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა და რომელიც დროებით დაკავებულია საქართველოს საგადასახადო ორგანოების, შინაგან საქმეთა ან სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ, კულტურული ფასეულობის მესაკუთრის დადგენამდე შესანახად გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ახორციელებს აღნიშნული კულტურული ფასეულობის დაცვას, მის სახელმწიფო ექსპერტიზას და მასზე საკუთრების უფლების დადგენის მიზნით ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას. 

3. სასამართლოს მიერ აღნიშნული კულტურული ფასეულობის მესაკუთრის დადგენისას იგი გადაეცემა მესაკუთრეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, თუ დადგინდა, რომ კულტურული ფასეულობა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული  წესების დარღვევის საგანი გახდა მათი სურვილისგან დამოუკიდებლად.

4. აღნიშნული კულტურული ფასეულობის დაცვისა და შენახვის, ასევე  ექსპერტიზასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მესაკუთრე, თუ სასამართლო სხვა რამეს არ დაადგენს.

5. დაკავებულ კულტურულ ფასეულობას, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საკუთრების უფლებით გადასცემს სახელმწიფო მუზეუმს, ბიბლიოთეკას და არქივის ფონდს. 

6. კულტურული ფასეულობა, რომელიც არ გადაეცემა საკუთრების უფლებით მუდმივი შენახვისა და დაცვისათვის სახელმწიფო ან მუნიციპალურ მუზეუმს, არქივს, ბიბლიოთეკას ან კულტურული ფასეულობის დაცვის სხვა სახელმწიფო დაწესებულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება რეალიზაციას და თანხა შეიტანება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

6. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 38. საგადასახადო  პირობები  კულტურული  ფასეულობის საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებისას

ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაფორმებული კულტურული ფასეულობის საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებისას გადაიხდება იმპორტის გადასახდელები კულტურული ფასეულობის გაფორმების სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად დადგენილი წესით.“.

7. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კულტურული ფასეულობის საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილების წესის შესახებ ინსტრუქციას ამტკიცებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 სექტემბერი.

№3602–II