„სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 329/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 11/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 130, 11/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016004
  • Word
329/ნ
11/10/2010
სსმ, 130, 11/10/2010
470230000.22.035.016004
„სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №329/ნ

2010 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

„სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის №4/ნ ბრძანებით დამტკიცებული (სსმ, III, №3, მუხ. 19) „სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის” მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო დახმარების დანიშვნა ხორციელდება სააგენტოში განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. სახელმწიფო დახმარების დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტ(ებ)ის არა უგვიანეს 2011 წლის 1 იანვრამდე წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო დახმარების გაცემა განხორციელდება 2010 წლის 1 იანვრიდან, სახელმწიფო პენსიის/კომპენსაციის დანიშვისა და სტატუსის მინიჭების თარიღის მიუხედავად.“.

    მუხლი 2

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს 2010 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო დახმარების ანაზღაურება იმ პირებისათვის, რომლებსაც აღნიშნული გასაცემელი დანიშნული ჰქონდათ ამ ბრძანების ამოქმედებამდე.

    მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ურუშაძე