საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ

  • Word
საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 84/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 03/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 09/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.015153
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
84/ნ
03/09/2010
სსმ, 114, 09/09/2010
430030000.22.022.015153
საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/09/2010 - 17/03/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.015.153

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №84/ნ

2010 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვროს 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად 15 ივნისი.

2. თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყოს 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს; თუ 15 ივნისი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დასრულდეს 15 ივნისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

3. საქართველოს საჯარო სკოლებში პირველი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდეს 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღი განისაზღვრება ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ზამთრის არდადეგები დაიწყოს 24 დეკემბერს და დასრულდეს 19 იანვარს.

5. საგაზაფხულო არდადეგები დაიწყოს დიდი პარასკევის წინა დღეს და გაგრძელდეს ექვს კალენდარულ დღეს.

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების თარიღები შემდეგ შემთხვევებში:

ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას;

ბ) საჯარო სკოლებში ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას (სტიქიური მოვლენები, მასობრივი არეულობები და სხვა), აგრეთვე საჯარო სკოლების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას.

7. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 5 სექტემბრის №759 ბრძანება ,,საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების, სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის, არდადეგების დროის განსაზღვრის შესახებ”.

8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

11. 11/03/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 29/ნ - ვებგვერდი, 12/03/2020 10. 02/03/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 28/ნ - ვებგვერდი, 02/03/2020 9. 10/10/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 210/ნ - ვებგვერდი, 11/10/2019 8. 11/05/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 68/ნ - ვებგვერდი, 11/05/2018 7. 31/05/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 81/ნ - ვებგვერდი, 01/06/2017 6. 30/12/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 176/ნ - ვებგვერდი, 30/12/2016 5. 29/03/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 23/ნ - ვებგვერდი, 29/03/2016 4. 11/09/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 119/ნ - ვებგვერდი, 11/09/2015 3. 15/07/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 88/ნ - ვებგვერდი, 15/07/2014 2. 29/07/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 102/ნ - ვებგვერდი, 30/07/2013 1. 17/03/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 38/ნ - ვებგვერდი, 110317061, 24/03/2011