დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 84/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 03/09/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 114, 09/09/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.015153 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (09/09/2010 - 17/03/2011)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.015.153
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №84/ნ
2010 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვროს 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად 15 ივნისი.
2. თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყოს 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს; თუ 15 ივნისი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დასრულდეს 15 ივნისამდე ბოლო სამუშაო დღეს.
3. საქართველოს საჯარო სკოლებში პირველი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდეს 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღი განისაზღვრება ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ზამთრის არდადეგები დაიწყოს 24 დეკემბერს და დასრულდეს 19 იანვარს.
5. საგაზაფხულო არდადეგები დაიწყოს დიდი პარასკევის წინა დღეს და გაგრძელდეს ექვს კალენდარულ დღეს.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების თარიღები შემდეგ შემთხვევებში:
ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას;
ბ) საჯარო სკოლებში ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას (სტიქიური მოვლენები, მასობრივი არეულობები და სხვა), აგრეთვე საჯარო სკოლების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას.
7. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 5 სექტემბრის №759 ბრძანება ,,საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების, სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის, არდადეგების დროის განსაზღვრის შესახებ”.
8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დოკუმენტის კომენტარები