სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/1486
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 07/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 09/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 040090000.22.024.015149
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/09/2010 - 21/06/2012)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.22.024.015.149

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1486

2010 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 10 აგვისტოდან.

ვ. ქობალია

სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები

    მუხლი 1

1. ეს წესი შემუშავებულია სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის (შემდგომში – ქონების ურთიერთგადაცემის) პირობებს.

2. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) საქართველოს მთავრობის თანხმობით.

3. ქონების ურთიერთგადაცემის მხარე სახელმწიფოს გარდა შეიძლება იყოს:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან ამ პირთა გაერთიანებისათვის გადაცემის შემთხვევაში – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება:

 ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.

    მუხლი 2

1. ქონების ურთიერთგადაცემის ინიციატორი შეიძლება იყოს სამინისტრო, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება.

2. ურთიერთგადასაცემი ქონების ღირებულება დგინდება აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის საფუძველზე.

3. თუ ურთიერთგადასაცემი ქონება არატოლფასოვანია, ქონების ნაწილი შეიძლება ანაზღაურდეს ფულადი თანხით ან სხვა ქონებით.

4. სამინისტრო, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ ინტერესის წერილობით გამოხატვის ან სამინისტროს მიერ საკითხის ინიცი რების შემდეგ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ.

    მუხლი 3

1. სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ცნობები მხარეების შესახებ;

ბ) ურთიერთგადასაცემი ქონების დასახელება ან/და მისამართი (საკადასტრო ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები);

გ) ურთიერთგადასაცემი ქონების ღირებულება;

დ) არატოლფასოვანი ქონების შემთხვევაში, ფულადი თანხის ოდენობა ან მონაცემები იმ ქონების შესახებ, რომლითაც ხდება ქონების ნაწლის ანაზღაურება;

ე) სხვა მონაცემები ქონების ურთიერთგადაცემის საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით.

2. სამინისტროს მიერ ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში მხარეებს შორის იდება ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება.

3. უძრავი ქონების ურთიერთგადაცემისას ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებიდან არანაკლებ 10 დღის ვადაში , საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

    მუხლი 4

ქონების ურთიერთგადაცემასთან დაკავშირებით მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 5

ქონების ურთიერთგადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს განიხილავს სასამართლო.

 

 

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.