საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 98/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 126, 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 300160080.22.022.016013
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
98/ნ
01/10/2010
სსმ, 126, 01/10/2010
300160080.22.022.016013
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/10/2010 - 04/05/2011)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №98/ნ

2010 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებია და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონ ს 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ქვეპუნქტის, „ უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის 2 ქვეპუნქტისა და 89-ე მუხლის 22-ე პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებია და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი დანართი №1 შესაბამისად.

2. დამტკიცდეს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურები დანართი 2-ის შესაბამისად.

3 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

 შაშკინი

დანართი №1

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტებ ის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წეს

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

2. ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება ხორციელდება „დ ოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის 406 ბრძანებულებისა და „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის 404 ბრძანებულების შესაბამისად.

3. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას.

4. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება (შემდგომში – უმაღლესი განათლების აღიარება) გულისხმობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენას სახელმწიფოს მიერ აღიარებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან.

5. ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარება გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.

6. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების ობიექტი არის საგანმანათლებლო დოკუმენტი ან ფაქტი, რომელიც ასახავს/ადასტურებს უმაღლესი, პროფესიული ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლას.

    მუხლი 2

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანო

1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას საქართველოში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა უფლებამოსილი ორგანოები ვალდებულნი არიან , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში ცენტრს სრული მოცულობით მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია.

4. პასუხისმგებლობა წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობაზე ეკისრება განმცხადებელს და ამ ინფორმაციის გამცემ შესაბამის ორგანოს/დაწესებულებას.

5. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემები, აგრეთვე შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.

6. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარებისათვის აუცილებელი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.

7. ცენტრის დირექტორი, ამ დანართით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას კომისია, რომელიც წარუდგენს რეკომენდაციას საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებასთან დაკავშირებით.

8. ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის შეიმუშავებს ზოგად რეკომენდაციებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით.

    მუხლი 3. განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა

1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი, ამ პირის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი ან სხვა დაინტერესებული პირი, ცენტრში წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებულ განცხადებას. განცხადება და თანდართული დოკუმენტები ცენტრს შესაძლებელია წარედგინოს ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის მეშვეობით, ქართულ ან ცენტრის მიერ დადგენილ უცხო ენაზე.

2. უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების შესახებ განცხადებაში მიეთითება ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, რომელშიც ისწავლა ამ დაწესებულებაში ჩარიცხულმა პირმა და საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზნებისთვის დაინტერესებული პირი ითხოვს უმაღლესი განათლების აღიარებას.

3. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დოკუმენტი ან მისი დამოწმებული ასლი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დოკუმენტის ასლი ან ცნობა ამ დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის, ასევე ამორიცხვის ან სწავლის დასრულების თაობაზე და სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ნუსხა, მათი კრედიტების ან/და შეფასებების მითითებით;

ბ) განმცხადებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (არსებობის შემთხვევაში) ან მითითება საფასურისაგან განთავისუფლების დანართი 2-ის გათვალისწინებულ საფუძველზე.

4. ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული ის პირები, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას დაურთავენ მიღებული განათლების დამადასტურებელ, მათ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს ან/და მიუთითებენ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

5. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, განცხადებას დაურთავენ იმ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვას.

6. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადი უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

7. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

    მუხლი 4. განცხადების განხილვის წესი

1. განცხადების განხილვა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში, გარდა ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურების განხორციელებისა.

2. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ფაქტს, პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს, საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

3. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, აგრეთვე საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალურ შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაცია ან გავლილი სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, ცენტრი ვალდებულია ნამდვილობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს აღნიშნულის თაობაზე.

4. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი ახდენს უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებასა და საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენას.

5. ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს, გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. ამ მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას.

6. თუ საგანმანათლებლო დოკუმენტი ლეგალიზებულია ან დამოწმებულია აპოსტილით, მისი ნამდვილობის დადასტურების მიზნებისთვის ითვლება, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტი გაცემულია იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში და მოწმდება მხოლოდ არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას.

7. შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.

    მუხლი 5. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების თავისებურებანი

1 . უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარდგენის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე, ცენტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო დაწესებულებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვის ცენტრში წარდგენილი დოკუმენტაციის ასლები.

2 . ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება დაინტერესებული პირის მიმართვიდან 2 კვირის ვადაში, ცენტრის მიერ შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების საფუძველზე, ადგენს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან და შეიმუშავებს დასკვნას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ. დასკვნაში მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს, ამ საგნებში მიღებული შეფასებების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალიწინებულ შეფასებებზე გადაყვანის შედეგად მიღებული შეფასებები, ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი განსხვავებული სავალდებულო საგნები, რომლებიც მოსწავლემ უნდა დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო წლის დასრულებამდე, ასევე ზოგადი განათლების კლასი, რომელშიც პირმა უნდა გააგრძელოს სწავლა.

3 . ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის გათვალისწინებით ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე , რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის მიერ სწავლის გაგრძელების საფუძველია გადაწყვეტილებით განსაზღვრულ კლასში, მისი ასაკის და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის თავისებურებების გათვალისწინებით.

4 . პირი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში მითითებული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებიც არ იქნა მიჩნეული დაძლეულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

5. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით დაწესებულება ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.

6 . აღიარებას ექვემდებარება დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7 . შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი და მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.

8 . დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით.

9 . დაწესებულება უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად.

10 . უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა კვალიფიკაციის მინიჭება, არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სხვა საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის.

11. აღიარება ფორმდება დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული დასკვნით , რომელშიც მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიმღები დაწესებულების პროგრამასთან, ასევე აღიარებული კრედიტების რაოდენობა.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის გათვალისწინებით ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული/უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე , რაც პროფესიულ ან უმაღლეს დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების საფუძველია გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობისა და აღიარებული კრედიტების რაოდენობის გათვალისწინებით.

    მუხლი 6. უმაღლესი განათლების აღიარების თავისებურებანი

1. უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობაა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დაინტერესებული პირის განაცხადის წარმოებაში მიღების შემდეგ ცენტრი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს პროგრამას, რომლის მიზნებისათვის განმცხადებელს სურს უმაღლესი განათლების აღიარება. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე გამართულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართოს თავისი წარმომადგენელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

3. ცენტრი უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესწავლის შედეგად მიზანშეწონილად მიიჩნიოს და შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართულობით უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეულ კომპონენტებში გამოცდის ჩატარება, რომლის მიზანია დადგინდეს, ფლობს თუ არა პირი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტული კომპონენტით გათვალისწინებულ კომპეტენციას.

4. განათლების აღიარების მსურველის გამოცდის ჩატარების წესი და გამოცდის თემატიკა, მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების პოზიციის გათვალისწინებით, მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. დაინტერესებულ მხარეს გამოცდის შესახებ უნდა ეცნობოს მის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ითხოვს გამოცდის უფრო მოკლე ვადაში ჩატარებას.

    მუხლი 7. გადაწყვეტილება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებასთან დაკავშირებით

1. ამ დანართის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:

ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას/აღიარებს განათლებას;

ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე/უარს ამბობს განათლების აღიარებაზე.

2 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და გამომდინარეობდეს ამ დანართის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურებიდან.

3. გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ ძალაშია მხოლოდ მისთვის თანდართული საგანმანათლებლო დოკუმენტის დამოწმებულ ასლთან ერთად.

4. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტი არ არის გაცემული დოკუმენტში მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ან გაცემულია შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე/განათლების აღიარებაზე და მიმართავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

5. განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება განათლების რა ნაწილი იქნა მიჩნეული აღიარებულად.

 

 

დანართი №2

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურები

    მუხლი 1. საფასურის ოდენობები

1. საფასურის ოდენობებია:

ა) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის – 25 ლარი, ხოლო 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 50 ლარი;

ბ) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დამოწმებისათვის – 20 ლარი;

გ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის – 30 ლარი, ხოლო 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 60 ლარი;

დ) ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისათვის – 250 ლარი;

2. იმ შემთხვევაში, თუ აღიარებაზე ან ინფორმაციის გაცემაზე უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო ითხოვს შესაბამისი საფასურის გადახდას, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს ამ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 2. საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.

2. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების რეგისტრაციამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;

ბ)  ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ცენტრის მიზეზით.

3. თუ დაინტერესებული პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამის ვადაში და სურვილი აქვს, ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას მომსახურებაზე და მოითხოვოს გადახდილი საფასურის სრულად დაბრუნება, თუ შესაბამის ვადაში მომსახურება ვერ იქნა გაწეული ცენტრის მიზეზით.

4 . თუ დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ამ ბრძანებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტში არსებული ხარვეზის ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო, ცენტრი ვალდებულია აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში განახორციელოს მომსახურება უკვე გადახდილი საფასურის საფუძველზე. მომ ახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, საფასურის დაბრუნების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, გადახდილი საფასური ექვემდებარება სრულად დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებისათვის წარდგენილი იყო ყალბი დოკუმენტი.

5 . თუ მომსახურების გაწევისას ცენტრმა დაუშვა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტები შედგენილი ან/და გაცემულ იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას უბრუნდება გადახდილი საფასური.

6 . თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით დადგენილ განაკვეთს შორის.

7 . ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

    მუხლი 3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

1 . საკუთარი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მოთხოვნისას ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

გ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 %-ით ;

დ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50%-ით.

2 . ამ წესით დადგენილი საფასური არ გადაიხდევინება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

32. 19/07/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 126/ნ - ვებგვერდი, 22/07/2024 31. 21/02/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 43/ნ - ვებგვერდი, 22/02/2024 30. 10/11/2023 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/7/1528 - ვებგვერდი, 15/11/2023 29. 02/11/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 99/ნ - ვებგვერდი, 03/11/2023 28. 26/09/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 93/ნ - ვებგვერდი, 27/09/2023 27. 27/04/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 26/ნ - ვებგვერდი, 28/04/2023 26. 13/12/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 129/ნ - ვებგვერდი, 14/12/2022 25. 17/03/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 39/ნ - ვებგვერდი, 17/03/2022 24. 20/05/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 16/ნ - ვებგვერდი, 21/05/2021 23. 09/01/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 02/ნ - ვებგვერდი, 09/01/2020 22. 21/10/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 213/ნ - ვებგვერდი, 22/10/2019 21. 27/05/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 97/ნ - ვებგვერდი, 28/05/2019 20. 26/03/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 62/ნ - ვებგვერდი, 27/03/2019 19. 08/05/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 64/ნ - ვებგვერდი, 10/05/2018 18. 22/08/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 143/ნ - ვებგვერდი, 23/08/2017 17. 07/08/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 126/ნ - ვებგვერდი, 08/08/2017 16. 30/12/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 179/ნ - ვებგვერდი, 03/01/2017 15. 26/12/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 169/ნ - ვებგვერდი, 27/12/2016 14. 03/11/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 147/ნ - ვებგვერდი, 03/11/2016 13. 22/03/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 22/ნ - ვებგვერდი, 23/03/2016 12. 22/03/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 21/ნ - ვებგვერდი, 23/03/2016 11. 31/12/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 169/ნ - ვებგვერდი, 05/01/2015 10. 09/10/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 134/ნ - ვებგვერდი, 09/10/2014 9. 18/09/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 139/ნ - ვებგვერდი, 18/09/2013 8. 07/06/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 64/ნ - ვებგვერდი, 11/06/2013 7. 12/11/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 240/ნ - ვებგვერდი, 14/11/2012 6. 23/08/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 165/ნ - ვებგვერდი, 29/08/2012 5. 27/06/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 124/ნ - ვებგვერდი, 28/06/2012 4. 06/06/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 108/ნ - ვებგვერდი, 07/06/2012 3. 29/12/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 221/ნ - ვებგვერდი, 30/12/2011 2. 26/07/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 128/ნ - ვებგვერდი, 110726012, 28/07/2011 1. 04/05/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 64/ნ - ვებგვერდი, 110504010, 04/05/2011