„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 204/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 84, 12/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 280070010.22.035.014848
  • Word
204/ნ
07/07/2010
სსმ, 84, 12/07/2010
280070010.22.035.014848
„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.014.848

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №204/ნ

2010 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში (სსმ III, 10.02.2006 წ., №19, მუხლი 241) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ დანართი №1-ის:

ა) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე დანიშნული „მარჩენალის გარდაცვალების გამო შრომის პენსიის“ 23 წლის ასაკის შესრულებამდე მიღების უფლება სწავლის პერიოდში უნარჩუნდებათ პირებს, რომლებმაც ამავე კანონის ძალაში შესვლამდე გააგრძელეს სწავლა სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და კანონის ძალაში შესვლამდე უკვე მოპოვებული ჰქონდათ სწავლის პერიოდში პენსიის 23 წლამდე მიღების უფლება, თუ არ დადგა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი, გარდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებისა. პენსიის გაცემა ხდება ყოველი სასწავლო წლის პირველ თვეში წარმოდგენილი სწავლის შესახებ ცნობის საფუძველზე. მოცემულ ვადაში აღნიშნული ცნობის წარ-მოუდგენლობის შემთხვევაში პენსიის გაცემა შეჩერდება და განახლდება ამ წესით განსაზღვრულ პირობებით.“;

ბ) მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

    „მუხლი171. სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი ზოგიერთი კატეგორიის პირის საპენსიო უზრუნველყოფის განსაკუთრებული წესი

1. თუ სააგენტოს მეურვეობა/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს პენსიის მიღების უფლება სააგენტო პენსიის გამცემ საბანკო დაწესებულებაში არასრულწლოვნის სახელზე ხსნის საანაბრე ანგარიშს, სადაც ყოველთვიურად ირიცხება პენსიის თანხა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ საანაბრე ანგარიშზე ჩარიცხული თანხის განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ პირის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ან ამ ვადამდე სააგენტოს ნებართვით, რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვნის საანაბრე ანგარიშზე დაგროვილი თანხა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას სრულწლოვანების მიღწევამდე ამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდა შემთხვევისა, როდესაც არსებობს პირის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელიც ასევე იმყოფება სააგენტოს მეურვეობა/მზრუნველობის ქვეშ. ამ შემთხვევაში საანაბრე ანგარიშზე დაგროვილი თანხის გაცემა მოხდება აღნიშნულ მემკვიდრეზე.“;

გ) მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში, გარდა სააგენტოს მეურვეობა/მზრუნველობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნისა. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით.“

დ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას, გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

 ე) მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნა, გარდა ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში და მინდობით აღზრდაში ყოფნისა.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი