"ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა–ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა–ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 754
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 126, 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016011
  • Word
754
29/09/2010
სსმ, 126, 01/10/2010
190040000.22.033.016011
"ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა–ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №754

2010 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 `ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ III,30.12.09, №159, მუხლი 1980) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი რეგიონული ცენტრის ან მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის (შემდგომში – უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო) მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.“.

2. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.“;

გ) მე-4 პუნქტის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი იმ გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;“;

დ) მე-4 პუნქტის გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) საბაჟო კუთხით ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის გადამხდელისათვის დაბრუნების შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობით მიმართვას თან უნდა ახლდეს გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს წერილობითი დასტური აღნიშნული ინფორმაციის მიღების თაობაზე.“;

ე) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სახელმწიფო ხაზინის მიერ გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება წარმოებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;

ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია.“.

3. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ეს მუხლი განსაზღვრავს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული საგადახდო დავალების წარდგენის საფუძვლებსა და საგადახდო დავალების წარდგენამდე განსახორციელებელ პროცედურებს.“;

ბ) მე-2 პუნქტის ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ადასტურებს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელს უფლება აქვს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დარიცხულ დღგ-ს თანხაზე ჩასათვლელი თანხის გადამეტების წარმოქმნის საანგარიშო პერიოდიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხა უნდა დაბრუნდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილ ვადაში.“;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” არასრულად ან არასწორად შევსების შემთხვევაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის უკან დაბრუნების შესახებ და აცნობოს გადამხდელს, რომელიც უფლებამოსილია გაასაჩივროს მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.“;

ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12. უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე დასართავი საბუთების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

4. მე-14 მუხლის:

ა) პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით წარმოებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარებს ხელს აწერენ უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს უფროსი და შესაბამისი უფლებამოსილი პირი და დადასტურებულია ბეჭდით.

4. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანის შესახებ უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების წარდგენის მომენტისათვის კალენდარული წლის განმავლობაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის სახეში მობილიზებული სახსრები არასაკმარისია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის პ. პეტრიაშვილი

შემსრულებელი