„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 11/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.210.000.08.002.004
  • Word
133
11/03/2008
სსმ, 38, 11/03/2008
010.210.000.08.002.004
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №133

2008 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი და მე-6 მუხლის მე-15 პუნქტი;

ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ანალიტიკური სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა;

ბ) ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო-კულტურული, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, აგრეთვე ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს, კერძო სექტორის, ბიზნესისა და ეკონომიკური ზრდის ანალიზი და საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება;

გ) საქართველოს პრეზიდენტისათვის ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხების შესახებ წინადადებების შემუშავება;

დ) საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიღება და პრეზიდენტისათვის ანგარიშის წარდგენა;

ე) საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

ვ) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას შესაბამისი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის თაობაზე ინფორმაციის მომზადება და ანალიზი;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყნის საგარეო მდგომარეობის შესახებ;

თ) საერთაშორისო მოვლენების სისტემატური ანალიზი;

ი) საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობის კოორდინაცია და ხელშეწყობა;

კ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი