„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 560
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 27/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
560
27/07/2010
სსმ, 91, 27/07/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №560

2010 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-3 მუხლის მე-2, მე-3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მრჩევლები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.

3. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეების, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლების უფლება-მოვალეობებს და მათი საქმიანობის წესს განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსი. ადმინისტრაციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

31. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, მისივე დავალების შესაბამისად.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეების კანდიდატურებს;“;

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან: ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილეები (რომელთაგან ერთ-ერთი იმავდროულად შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი), საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5.  ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები

ადმინისტრაციის სტრუქტურული  ერთეულებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის სამდივნო (სამსახური);

ბ) ადმინისტრაციის უფროსის სამდივნო (სამსახური);

გ) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახური;

დ) იურიდიულ საკითხთა სამსახური;

ე) პრესსამსახური;

ვ) პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახური;

ზ) მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოებისა და შეწყალების საკითხთა სამსახური; 

თ) საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახური;

ი) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;

კ) კულტურული ღონისძიებების სამსახური;

ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“;

ე) მე-6 მუხლის:

ე.ა) მე-3 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის ფუნქციებია:“;

ე.ბ) მე-4 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. იურიდიულ საკითხთა სამსახურის ფუნქციებია:“;

ე.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“6. პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ოფიციალური ვიზიტების, მიღებების მომზადებისა და ორგანიზების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება, სხვა საპრეზიდენტო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების კოორდინაცია;

გ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

დ) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას შესაბამისი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის თაობაზე ინფორმაციის მომზადება და ანალიზი;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობის კოორდინაცია და ხელშეწყობა; საერთაშორისო (გაცვლითი, საგანმანათლებლო და ა.შ.) პროგრამების თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ვ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“;

ე.დ) მე-9 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოებისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის ფუნქციებია:“;

ე.ე) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო) ორგანიზაცია;

ბ) ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;

გ) საქმისწარმოების ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება;

დ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების, რეზოლუციებისა და წერილების პროექტების რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება;

ე) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების რეესტრების წარმოება;

ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ზ) ადმინისტრაციის არქივის წარმოება;

თ) საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა საკადრო საკითხებში, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

 ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამართლებრივი აქტების მომზადება;

კ) ადმინისტრაციაში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა; ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;

ლ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, მათი გადამზადებისა (კვალიფიკაციის შეცვლის) და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; ადმინისტრაციაში შრომის ორგანიზაციისა და მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის უზრუნველყოფა; 

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“;

ე.ზ) მე-17 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

17. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ფუნქციებია:“;

ე.თ) მე-18 პუნქტის პირველი აბზაცი და ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. კულტურული ღონისძიებების სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გასამართი კულტურული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;“;

ე.ი) მე-18 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

1)   ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში გასამართი სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ან/და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;“;

ე.კ) მე-19 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ლ) მე-20 პუნქტის “დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი