დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ

  • Word
დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 04/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 04/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010.080.000.08.002.004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
110
04/03/2008
სსმ, 33, 04/03/2008
010.080.000.08.002.004
დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/03/2008 - 14/03/2008)

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №110

2008 წლის 4 მარტი

 ქ. თბილისი

დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული „დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესი“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი ადგენს:

ა) დასახლების (დაბა, სოფელი) შექმნისა და გაუქმების წესს;

ბ) დასახლების (ქალაქი, დაბა, სოფელი) ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, აგრეთვე დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესს.

2. ეს წესი არ აწესრიგებს თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მქონე დასახლების (თვითმმართველი ქალაქი) ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლისა და მისთვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის საკითხებს.

    მუხლი 2. დასახლების შექმნა ან გაუქმება

1. დასახლების (დაბა, სოფელი) შექმნის ან გაუქმების შუამდგომლობით თვითმმართველი ერთეულის საკრებულო მიმართავს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს.

2. საკრებულოს შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს:

ა) დასახლების შექმნის ან გაუქმების საჭიროების დასაბუთება;

ბ) შესაქმნელ ან გასაუქმებელ დასახლებაში მოსახლეთა რიცხოვნობა;

გ) შესაქმნელი ან გასაუქმებელი დასახლების სახელი (დასახლების შექმნის შემთხვევაში – მისი დასაბუთება), ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.

3. დასახლების შექმნის შესახებ საკრებულოს შუამდგომლობას აგრეთვე თან უნდა დაერთოს შესაქმნელი დასახლების შესაბამისობის დასაბუთება შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

4. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი საკრებულოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარდგინებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს დასახლების შექმნის ან გაუქმების თაობაზე. წარდგინებას თან უნდა დაერთოს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. დასახლების შექმნის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 3. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა

1. დასახლების (ქალაქი, დაბა, სოფელი) ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შუამდგომლობით თვითმმართველი ერთეულის საკრებულო მიმართავს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს.

2. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ საკრებულოს შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს:

ა) დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის საჭიროების დასაბუთება;

ბ) დასახლების ახალი ადმინისტრაციული საზღვარი და სქემატური რუკა.

3. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი საკრებულოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარდგინებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის თაობაზე. წარდგინებას თან უნდა დაერთოს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 4. დასახლებისათვის სახელის შეცვლა

1. დასახლებისათვის (ქალაქი, დაბა, სოფელი) სახელის შეცვლის შუამდგომლობით თვითმმართველი ერთეულის საკრებულო მიმართავს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს.

2. დასახლებისათვის სახელის შეცვლის შესახებ საკრებულოს შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებული იქნება შესაბამისი სახელის შეცვლის საჭიროება.

3. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი საკრებულოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარდგინებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს დასახლების სახელის შეცვლის თაობაზე. წარდგინებას თან უნდა დაერთოს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. დასახლების სახელის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. სახელის მინიჭებისა და შეცვლის დროს არ დაიშვება ქალაქებისა და დაბებისათვის საქართველოში უკვე არსებული სახელის მიკუთვნება, ხოლო სოფლისათვის – შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებული სახელისა.

    მუხლი 5. გადაწყვეტილებების მიღების რიგითობა

დასახლების შექმნა ან გაუქმება, მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა, რაც იწვევს თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლას, შესაძლებელია განხორციელდეს თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

    მუხლი 6. მონაცემების რეგისტრაცია

ამ წესის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დასახელების შექმნის (გაუქმების), მისი ადმინისტრაციული საზღვრისა და სახელის შეცვლის შესახებ მონაცემების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 7. წესში ცვლილებების შეტანა

ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, მისი გაუქმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.