„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 08/02/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.004
  • Word
67
05/02/2008
სსმ, 20, 08/02/2008
010.210.040.08.002.004
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №67

2008 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები;

ბ) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) ეკონომიკური სამსახური;“;

გ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-6 მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტები;

დ) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-17 პუნქტი:

„17. ეკონომიკური სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) ადმინისტრაციის ქონების აღრიცხვა, შენობების საინჟინრო სისტემების ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაცია;

გ) დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა;

დ) ადმინისტრაციის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ე) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

ვ) ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზება;

ზ) ადმინისტრაციის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, კომპიუტერების ტექნიკური უზრუნველყოფა;

თ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი წინადადებების მომზადება პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების თაობაზე;

ი) ერთიანი კომპიუტერული სისტემის ფორმირება, კოორდინაცია და ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ერთიანი ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

კ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი