დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 04/01/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 10/01/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 330.130.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №7
2008 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
„პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №168, მუხ. 1859) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და ბრძანებულებით დამტკიცებული წესის:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენებისა;
გ) მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემთხვევაში ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
დ) მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემთხვევაში სამშენებლო მოცულობის აზომვითი ნახაზი, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში არსებული ობიექტის პროექტი;
ე) ფოტოსურათები;
ვ) დასკვნა კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენებისა.“;
გ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემთხვევაში შენობა-ნაგებობების მდგრადობასა და სიმტკიცეზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება ლეგალიზებაზე უფლებამოსილ ორგანოს და ეს სრულიად წარმოადგენს შენობა-ნაგებობის მესაკუთრის რისკს.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 11 იანვრიდან.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
დოკუმენტის კომენტარები