დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 245/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 09/08/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 98, 12/08/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 170230000.22.035.014964 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.230.000.22.035.014.964
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №245/ნ
2010 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანების (სსმ III, 26.02.2010წ., №23, მუხ. 310) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. გარდამავალი დებულება
1. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე გაფორმებული მიმდინარე ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვროს არა უმეტეს 2011 წლის 1 იანვრამდე.
2. თუ არ არსებობს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, მაგრამ მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებულია მითითებული კანონის ძალაში შესვლამდე, ცალკეულ შემთხვევებში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, რეგიონული საბჭო უფლებამოსილია „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2011 წლის 1 იანვრამდე პერიდში გააგრძელოს კონკრეტული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არა უმეტეს 2011 წლის 1 იანვრისა.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
დოკუმენტის კომენტარები