„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ” დებულების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ” დებულების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 417
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 68, 15/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
417
14/06/2010
სსმ, 68, 15/06/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ” დებულების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №417

2010 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ” დებულების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №92, მუხ. 662) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარი გეგმა – კონკრეტული საქონლის განაწილების გეგმა, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდეგში – შემოსავლების სამსახური) ტერიტორიულ ორგანოში ამ საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მისანიჭებლად.”;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2

1. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ საიმპორტო საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მისანიჭებლად შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოში (შემდეგში – უფლებამოსილი ორგანო) უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის წერილობითი მომართვა საიმპორტო საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით;

ბ) ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის წესდების ასლი;

გ) დონორსა და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულების ან ჰუმანიტარული საქონლის გამოყოფის შესახებ დონორის წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია (ან მიმღები), რომელი ჰუმანიტარული დახმარების პროგრამისათვის იგზავნება საქონელი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ღირებულება და ჰუმანიტარული დახმარების მიზანი;

დ) საქონლის ინვოისის (ან პროფორმა ინვოისის ან ანგარიშფაქტურის) ასლი;

ე) თუ ხელშეკრულება ან წერილობითი გადაწყვეტილება სრულყოფილად არ ასახავს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“  ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა აღნიშნოს მომართვის წერილში. ამასთან, თუ საქონელი ექვემდებარება განაწილებას, წარმოდგენილ უნდა იქნეს ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარი გეგმაც. 

2. უცხო ენაზე შედგენილ ყოველ დოკუმენტს, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია წარუდგენს უფლებამოსილ ორგანოს, უნდა ერთოდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

3. უფლებამოსილი ორგანო საქონელს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსს არ ანიჭებს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე.”;

გ) 21 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საგანგებო სიტუაციების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების თავიდან აცილების, მათი შედეგების შემსუბუქებისა და ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე საზღვარგარეთიდან უსასყიდლოდ გადმოცემული მატერიალური და ფინანსური საშუალებები ითვლება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონედ და, შესაბამისად, მათზე არ ვრცელდება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მისაღებად ამ დებულების მე-2 მუხლითა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.”;

გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ მუხლის საფუძველზე ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განხორციელების შესახებ ანგარიში წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთიდან მატერიალური და ფინანსური საშუალებების უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე  წერილობით ინფორმაციას წინასწარ აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.”;

დ) მე-3, მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3

1. უფლებამოსილი ორგანო ამ დებულებით განსაზღვრული  სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსს ან იძლევა დასაბუთებულ უარს.

2.  უფლებამოსილი ორგანო აღრიცხავს საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებულ საქონელს. სრულყოფილად აღრიცხვის მიზნით, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია, საიმპორტო საქონელზე ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებიდან 30 კალენდარულ დღეში უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ანგარიში ჰუმანიტარული სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების შესახებ (თუ საქონელი ექვემდებარებოდა განაწილებას). იმ შემთხვევაში, თუ ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ვადა აღემატება 30 კალენდარულ დღეს, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია, უფლებამოსილ ორგანოს ყოველი თვის 10 რიცხვამდე წარუდგინოს მიმდინარე ანგარიში. წარმოდგენილი ანგარიში (თითოეული გვერდი) ხელმოწერილი უნდა იყოს ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის მიერ.

    მუხლი 4

1. უფლებამოსილი ორგანო ახდენს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების მონიტორინგს, რაც მოიცავს, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი ანგარიშის ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარ გეგმასთან შედარებასა და ანალიზს.

2. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების გამო ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილება (განაწილების წინასწარი გეგმის შესაბამისად), ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია, ანგარიშის წარდგენის ვადაში უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განმარტება დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ და შეუთანხმოს გასანაწილებელი საქონლის შემდგომი განაწილების (გამოყენების) მიმართულებები.

3. უფლებამოსილი ორგანო განიხილავს ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წარდგენილ, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ წერილობით განმარტებას და გასანაწილებელი საქონლის შემდგომი განაწილების (გამოყენების) მიმართულებებს და წერილობითი განმარტების მიღებიდან 10 სამუშაო დღეში შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელ ორგანიზაციას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული წერილობითი განმარტების ან ანგარიშების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის, ასევე ჰუმანიტარული დახმარების წინასწარი განაწილების გეგმის შეუსაბამოდ განაწილების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის მინიჭებული ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის გაუქმების თაობაზე. უფლებამოსილი ორგანო ჰუმანიტარული დახმარების სტატუსს აუქმებს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზეც (რომელშიც მითითებული უნდა იყოს სტატუსის გაუქმების მიზეზები). საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის იმპორტი და შემდგომი გადაცემა დაიბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ამ დებულების 21 მუხლით განსაზღვრული პირობების დარღვევით ჰუმანიტარული საქონლის განაწილებისას უქმდება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი და საქონელი იბეგრება მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად.

6. საქონელი, რომელსაც მიენიჭება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი, არ ექვემდებარება მონეტიზაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონეტიზაციის პროგრამა შეთანხმებულია შემოსავლების სამსახურთან და როდესაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს საქონლის მონეტიზაციის შედეგად მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებას.

    მუხლი 5

1. საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია, უფლებამოსილ ორგანოში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) გრანტის მიმღების წერილობითი მომართვა;

ბ) გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ან გრანტის გამოყოფის შესახებ გრანტის გამცემის წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;

გ)  გრანტის მიმღები ორგანიზაციის წესდების ასლი;

დ)  საიმპორტო საქონლის ინვოისის (ან პროფორმა ინვოისის ან ანგარიშფაქტურის) ასლი;

ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, თუ გრანტის მიმღები საქართველოს მოქალაქეა.

2. უცხო ენაზე შედგენილ ყოველ დოკუმენტს, რომელსაც გრანტის მიმღები წარუდგენს უფლებამოსილ ორგანოს, უნდა ერთოდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

3. უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს გრანტის სტატუსს ან იძლევა დასაბუთებულ უარს.

4. გრანტის მიმღების წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გრანტის სტატუსის გაუქმების მიზეზები, უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის მინიჭებული გრანტის სტატუსის გაუქმების თაობაზე.

5. საქონლისათვის გრანტის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის იმპორტი დაიბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი