„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/842
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 25/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 330010040.22.024.014669
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-1/842
25/05/2010
სსმ, 59, 25/05/2010
330010040.22.024.014669
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/05/2010 - 23/12/2010)

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.010.040.22.024.014.669

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

 მინისტრის  ბრძანება №1-1/842

2010 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 99 1 -ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ზ. პოლოლიკაშვილი

დანართი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულე­ბების მიერ მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის წარმოებისათვის ქალაქთმშენებლობითი, ტექნიკური და სხვა ხასიათის პირობების დადგენის, ამ პირობების საფუძველზე სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენისა და შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების პროცედურებს.

     2. ამ წესზე ვრცელდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინთა განმარტებები.

3. წესზე ასევე ვრცელდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39-ე და 65-ე მუხლების დებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის წესს და ობიექტებს, რომელთა მშენებლობას არ ესაჭი­როება მშენებლობის ნებართვა.

 

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დადგენილებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

ა) მშენებლობის თაობაზე შეთანხმება – მშენებლობის შემთანხმებელი ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ადასტურებს ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რის საფუძველზეც შესაძლებელია მშენებლობის განხორციელება;

ბ) მშენებლობის განმახორციელებელი (განმცხადებელი) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;

გ) მშენებლობის შემთანხმებელი ორგანოები – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;

დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანო – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ადგენს/ითანხმებს მშენებლობის განსახორციელებლად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ან/და სხვა ტექნიკურ პირობებსა და ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა დადგენის პროცედურებზე ვრცელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის წესები და პრინციპები;

ე) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 79-ე მუხლით განსაზღვრული ობიექტები;

ვ) სამშენებლო დოკუმენტაცია – კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლის საფუძველზე გაიცემა მშენებლობის თაობაზე შეთანხმება.

    მუხლი 3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება/შეთანხმება

1. მშენებლობის განმახორციელებელი იკვლევს მშენებლობისათვის საჭირო ქალაქთმშენებლობით პირობებს და იმ ტექნიკურ, თუ სხვა სახის პირობებს, რომლებიც საჭიროა სამშენებლო დოკუმენტაციის შესაქმნელად.

2. მშენებლობის განმახორციელებელი დაპროექტებისათვის საჭირო პირობების მოსაპოვებლად/შესათანხმებლად მიმართავს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კომპანიებს, ესენია:

ა) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისათვის და საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისთვის – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილ ორგანოებს;

ბ) IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის შეთანხმების გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში – სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელ შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს, გარდა აფხეზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შესათანხმებელი მშენებლობისა. აფხეზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში, IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის შეთანხმება ხორციელდება აფხეზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სამშენებლო საქმიანობის განმსაზღვრელ შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშენებლობის შეთანხმება გაიცემა სოხუმისა და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

გ) გუდაურის, ბაკურიანის, ბახმაროს, ურეკის სარეკ­რეაციო ზონებისათვის, ასევე ქ. ბორჯომის ტერიტორიაზე განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებისათვის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;

დ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა ქალაქ თბილისის ტერიტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) – საქართველოს კულტურის, ძეგლ­­თა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა კულ­ტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) – აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, რომლის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს კულ­ტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შე­თანხ­მებით;

ვ) დაცული ტერიტორიისა და იმ ობიექტებისათვის, რომ­ლებშიც განსახორციელებელი სამშენებლო საქმიანობა ექვემ­დება­რება გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და, შესაბამისად, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას – საქართვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამი­ნისტრო;

ზ) სანაპირო ზოლში ან/და სანაპირო ზონებში – საქარ­თველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო;

თ) სასაზღვრო ზოლში ან/და სასაზღვრო ზონებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;

ი) ისეთი შენობა-ნაგებობისათვის, რომელიც უკავშირდება საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემას, ან/და რომელიც უშუალოდ გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოე­ბისათვის, მათ შორის, იმ ენერგეტიკული ობიექტების, რომელ­თა განთავსებაც გათვალისწინებულია შემდეგ მდინარეებზე: ენგური, რიონი, ყვირილა, მტკვარი, ხრამი, თერგი, ქსანი, არაგვი, სუფსა, ბახვისწყალი, ხობისწყალი, ტეხური, ცხენისწყალი, ძირულა, ნენსკრა, კინტრიში, ჯეჯორა, ხანისწყალი, გუბაზეული, ფარავანი, სტორი, ნაკრა, ხელედულა, ჯანაული, საკაურა, ჩაქვისწყალი, წაბლარისწყალი, სამყურისწყალი, მა­განა, პირიქითა ალაზანი, ჭანის წყალი, ლებარდე, წაჩხურუ, ხუმპრერი, ჩეშურა, დუმალა, შავი წყალი, აკავრეთა, სხალთა, იორი, ავანის ხევი, დურუჯი, ურაველი, ჩელთი, ბჟოლის ხევი, ლუხუნის წყალი, აჭარის წყალი, ამალა, ჩხერი, ჯუთა და ხდის წყალი – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

კ) მაგისტრალური ნავთობსადენისათვის, მაგისტრალური (მაღალი წნევის) გაზსადენისათვის, ფუნიკუ-ლიორისათვის, სა­ჰაე­რო-საბაგირო გზისა და იმ შენობა-ნაგებობისათვის, რო­მელ­შიც საშიში საწარმოო პროცესის მიმდინარეობის ან კა­ნონ­მდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სახიფათო ნივ­თიე­რე­ბების შენახვა-გამოყენების გამო საჭიროებს უსაფრ­თხოე­ბის დაცვის განსაკუთრებულ პირობებს – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია;

ლ) წყალსადენკანალიზაციის, ელექტრომომარაგების, გაზმომარაგებისა და კავშირგაბმულობის სისტემებისათვის – შესაბამის კომპანიებს;

მ) ხაზოვანი ნაგებობების განსხვისების ზოლებში მშენებლობისას, კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევისათვის – ხაზოვანი ნაგებობების შესაბამის მფლობელ ორგანიზაციას.

3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება/შეთანხმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

4. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება/შეთანხმებისათვის განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარედგინება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 45-ე მუხლით განსაზღვრული ფორმითა და შემადგენლობით.

    მუხლი 4. საპროეტო დოკმენტაიის ეთანმება

1. მშენებლობის განმახორციელებელი უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური პირობების საფუძველზე და მათი დაცვით საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებას.

2. დადგენილი შემადგენლობით დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინება დაპროექტებისათვის პირობების დამდგენ/შემთანხმებელ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კომპანიებს შესათანხმებლად.

3. შესათანხმებლად წარსადგენი დოკუმენტების შემადგენლობა და რაოდენობა დგინდება პირობების დამდგენი/შემთანხმებელი ორგანოების მიერ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების X თავის შესაბამისად.

4. ადმინისტრაციულ ორგანოებში საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება წარმოებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. თითოეული ორგანო გამოსცემს სათანადო აქტს.

5. თუ მშენებლობის თაობაზე შეთანხმების გაცემა დაკავშირე­ბულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვა­ლის­წინებული საქმიანობა „გარემოზე ზემოქმედების ნებარ­თვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ექვემდე­ბა­რება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, მშენებლობის განმახორციელებელმა მშენებლობის შეთანხმების გამცემ ორგანოში და­მატებით უნდა წარადგინოს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამი­ნისტრო გასცემს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას „გარემოზე ზემოქმედების ნებარ­თვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3, მე-4 და- მე-5 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად.

7. IV და V კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციას უტარდება სავალდებულო ექსპერტიზა, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით.

8. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების გაცემა ხდება სამ სტადიად, გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რის საფუძველზეც გამოიცემა შემდეგი სახის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები:

ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართ­ლებრივი აქტი;

ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

გ) III სტადია – მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

    მუხლი 5. მენებლობის თაობაზე ეთანმების მისაებად განცხადების არდგენა

1. მშენებლობის განმახორციელებელი მშენებლობის შეთანხმების მისაღებად მშენებ­ლობის შეთანხმების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარა­დ­გენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქარ­თველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) მიწის ნაკვეთზე და, საჭიროების შემთხვევაში, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების ან სარგებ­ლობის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირო­ბე­ბის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებ­რივი აქტი;

გ) არსებობის შემთხვევაში, არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

დ) ობიექტის ადგილმდებარეობის მისამართი და საკადას­ტრო კოდი;

ე) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი;

ვ) შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის მონაცემები სახე­ლი/იურიდიული დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ამო­ნა­წერი სამე­წარმეო რეესტრიდან, ამ უკანასკნელის არ­ქონის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუ­მენ­ტის ასლი;

ზ) თუ შესრულებულია სამშენებლო მიწის ნაკვეთის (სამ­შენებლო მოედნის) კვლევა, მკვლევარის მონაცემები სახე­ლი/დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ამო­ნა­წერი სამე­წარმეო რეგისტრაციიდან, ამ უკანასკნელის არქონის შემ­თხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუ­მენ­ტის ასლი;

თ) დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთ­ხვე­ვაში – გამოყენების მოთხოვნილი პერიოდი;

ი) სანებართვო შენობა-ნაგებობის კლასისა და სამშე­ნებლო საქმიანობის სახეობისათვის ამ წესით გათვა­ლისწინებული დოკუმენტაცია;

კ) ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, საე­ქს­პერტო დასკვნა;

ლ) ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია არქიტექ­ტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმება, მშენებლობის განმახორციელებლის დასაბუთებული შუამდგომ­ლობის საფუძველზე მშენებლობის შეთანხმების გამცემი ორგანო უფლება­მოსილია გასცეს მშენებლობის შეთანხმება შენობის ფასადების შეთანხ­მებული პროექტის გარეშე და შეთანხმების პირობებით განუ­საზღვროს ამ უკანასკნელის წარმოდგენის პირობები და ვა­დები, თუმცა ფასადების პროექტები წარდგენილ უნდა იქნეს შენობის ნულოვანი ეტაპის დასრულებამდე.

4. თუ V კლასს დაქვემდებარებული ობიექტების მშე­ნებ­ლობა დაკავშირებულია დასამუშავებელი მშენებლობის გან­­ხო­რციელების დოკუმენტების დიდ მოცულობასთან და შემ­ჭიდ­როებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაო­ებთან, აგრეთვე გართულებულია დაპროექტებისათვის საჭირო გარემოებათა დაზუსტება, რის გამოც შეუძლებელია ბოლო სტა­დიისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შე­საბამისი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის წარდგენა, მშენებლობის განმახორციელებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომ­ლობის შემთხვევაში გაიცემა მშენებლობის შეთანხმება და სანებართვო პირობებში განისაზღვრება სამშენებლო დოკუმენ­ტის პროექტის დარჩენილი ნაწილების წარდგენის პირობები და ვადები.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც დამკვეთს წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ (შემდგომში – საავტომობილო გზების დეპარტამენტი), გზების ან მათზე განთავსებული საინჟინრო ნაგებობების (ხიდი, გვირაბი და სხვა) საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანისას, რომლებზეც გაცემულია შეთანხმება მშენებლობაზე და რაც არ არის დაკავშირებული გზის კონფიგურაციის მნიშვნელოვან ცვლილებასთან (არ ცილდება პროექტით დადგენილ განთვისების ზოლის ფარგლებს) ან ახალი რთული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობასთან (ხიდი, ესტაკადა, გვირაბი და სხვა), ამ შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი შემთანხმებელ ორგანოში წარადგენს სათანადო წერილობით ინფორმაციას, რასაც თან უნდა დაერთოს ­– საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დამოწმებული შეცვლილი საპროექტო დოკუმენტაცია (2 ეგზ.) და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური საბჭოს დადებითი დასკვნა (2 ეგზ.) წარდგენილი მასალის ერთ ეგზემპლარს შემთანხმებელი ორგანო ურთავს ამ ობიექტზე მშენებლობის შეთანხმების მიღებისთვის წარმოდგენილ პირველად დოკუმენტაციას, რაც წარმოადგენს საშემთანხმებლო დოკუმენტაციის განუყოფელ ნაწილს, მეორე ეგზემპლარს უგზავნის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – „მთავარ არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციას“ (შემდგომში – მთავარი არქმშენინსპექცია), ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტს წერილობით აცნობებს წარმოდგენილი მასალების მიღების თაობაზე.

6. მშენებლობის განმახორციელებელი მშენებლობის შეთანხმების გამცემ ადმინის­ტრაციულ ორგანოში წარადგენს მშენებლობის განხორციე­ლების დოკუმენტების მინიმუმ სამ და მაქსიმუმ ექვს ეგზემ­პლარს. IV და V კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგე­ბობების მშენებლობისას მშენებლობის განმახორციელებმა მშენებლობის შეთანხმების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს დამა­ტებით ერთი ციფრული ეგზემპლარი.

7. სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული ობიექტების პროექტზე მშენებლობის განმახორციელებელი წარადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 25-ე მუხლის შესაბამისად შერჩეული ექსპერტების მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.

    მუხლი 6. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების მიღების წესი და სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება

1. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების მიღებისათვის გამოიყენება და მშენებლობის განმახორციელებელსა და შემთანხმებელ ორგანოზე ვრცელდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების XI-XXIII თავებით განსაზღვრული პროცედურები და შემთანხმებელი ორგანო მოქმედებს ამ დადგენილებით ნებართვის გამცემი ორგანოსათვის დადგენილი წესით.

2. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ გამოიცემა სათანადო ადმინისტრაციული აქტი, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების საფუძველს.

3. მშენებლობის ეტაპების დასრულებაზე და სანებართვო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქარ-თველოს კანონით განსაზღვრული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო – მთავარი არქმშენინსპექცია.

4. თუ წარმოებული სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამება მშენებლობის შეთანხმების პირობებს, მთავარი არქმშენინსპექციის წარმომადგენელი შესაბამის სამინისტროს ან საქვეუწყებო დაწესებულებას უგზავნის სარეკომენდაციო ხასიათის წერილს დარღვევის გამოსწორების მიზნით. რის შემდეგაც აღნიშნული დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება შესაბამის სამინისტროს ან საქვეუწყებო დაწესებულებას.