დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/842 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 25/05/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 59, 25/05/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 330010040.22.024.014669 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/05/2010 - 23/12/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.010.040.22.024.014.669
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/842
2010 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 99 1 -ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. პოლოლიკაშვილი
დანართი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის წარმოებისათვის ქალაქთმშენებლობითი, ტექნიკური და სხვა ხასიათის პირობების დადგენის, ამ პირობების საფუძველზე სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენისა და შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების პროცედურებს.
2. ამ წესზე ვრცელდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინთა განმარტებები.
3. წესზე ასევე ვრცელდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39-ე და 65-ე მუხლების დებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის წესს და ობიექტებს, რომელთა მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა) მშენებლობის თაობაზე შეთანხმება – მშენებლობის შემთანხმებელი ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ადასტურებს ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რის საფუძველზეც შესაძლებელია მშენებლობის განხორციელება;
ბ) მშენებლობის განმახორციელებელი (განმცხადებელი) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
გ) მშენებლობის შემთანხმებელი ორგანოები – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანო – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ადგენს/ითანხმებს მშენებლობის განსახორციელებლად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ან/და სხვა ტექნიკურ პირობებსა და ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა დადგენის პროცედურებზე ვრცელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის წესები და პრინციპები;
ე) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 79-ე მუხლით განსაზღვრული ობიექტები;
ვ) სამშენებლო დოკუმენტაცია – კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლის საფუძველზე გაიცემა მშენებლობის თაობაზე შეთანხმება.
მუხლი 3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება/შეთანხმება
1. მშენებლობის განმახორციელებელი იკვლევს მშენებლობისათვის საჭირო ქალაქთმშენებლობით პირობებს და იმ ტექნიკურ, თუ სხვა სახის პირობებს, რომლებიც საჭიროა სამშენებლო დოკუმენტაციის შესაქმნელად.
2. მშენებლობის განმახორციელებელი დაპროექტებისათვის საჭირო პირობების მოსაპოვებლად/შესათანხმებლად მიმართავს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კომპანიებს, ესენია:
ა) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისათვის და საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისთვის – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილ ორგანოებს;
ბ) IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის შეთანხმების გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში – სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელ შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს, გარდა აფხეზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შესათანხმებელი მშენებლობისა. აფხეზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში, IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის შეთანხმება ხორციელდება აფხეზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სამშენებლო საქმიანობის განმსაზღვრელ შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშენებლობის შეთანხმება გაიცემა სოხუმისა და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
გ) გუდაურის, ბაკურიანის, ბახმაროს, ურეკის სარეკრეაციო ზონებისათვის, ასევე ქ. ბორჯომის ტერიტორიაზე განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებისათვის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
დ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა ქალაქ თბილისის ტერიტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, რომლის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით;
ვ) დაცული ტერიტორიისა და იმ ობიექტებისათვის, რომლებშიც განსახორციელებელი სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და, შესაბამისად, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
ზ) სანაპირო ზოლში ან/და სანაპირო ზონებში – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო;
თ) სასაზღვრო ზოლში ან/და სასაზღვრო ზონებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
ი) ისეთი შენობა-ნაგებობისათვის, რომელიც უკავშირდება საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემას, ან/და რომელიც უშუალოდ გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისათვის, მათ შორის, იმ ენერგეტიკული ობიექტების, რომელთა განთავსებაც გათვალისწინებულია შემდეგ მდინარეებზე: ენგური, რიონი, ყვირილა, მტკვარი, ხრამი, თერგი, ქსანი, არაგვი, სუფსა, ბახვისწყალი, ხობისწყალი, ტეხური, ცხენისწყალი, ძირულა, ნენსკრა, კინტრიში, ჯეჯორა, ხანისწყალი, გუბაზეული, ფარავანი, სტორი, ნაკრა, ხელედულა, ჯანაული, საკაურა, ჩაქვისწყალი, წაბლარისწყალი, სამყურისწყალი, მაგანა, პირიქითა ალაზანი, ჭანის წყალი, ლებარდე, წაჩხურუ, ხუმპრერი, ჩეშურა, დუმალა, შავი წყალი, აკავრეთა, სხალთა, იორი, ავანის ხევი, დურუჯი, ურაველი, ჩელთი, ბჟოლის ხევი, ლუხუნის წყალი, აჭარის წყალი, ამალა, ჩხერი, ჯუთა და ხდის წყალი – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;
კ) მაგისტრალური ნავთობსადენისათვის, მაგისტრალური (მაღალი წნევის) გაზსადენისათვის, ფუნიკუ-ლიორისათვის, საჰაერო-საბაგირო გზისა და იმ შენობა-ნაგებობისათვის, რომელშიც საშიში საწარმოო პროცესის მიმდინარეობის ან კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სახიფათო ნივთიერებების შენახვა-გამოყენების გამო საჭიროებს უსაფრთხოების დაცვის განსაკუთრებულ პირობებს – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია;
ლ) წყალსადენკანალიზაციის, ელექტრომომარაგების, გაზმომარაგებისა და კავშირგაბმულობის სისტემებისათვის – შესაბამის კომპანიებს;
მ) ხაზოვანი ნაგებობების განსხვისების ზოლებში მშენებლობისას, კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევისათვის – ხაზოვანი ნაგებობების შესაბამის მფლობელ ორგანიზაციას.
3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება/შეთანხმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
4. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება/შეთანხმებისათვის განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარედგინება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 45-ე მუხლით განსაზღვრული ფორმითა და შემადგენლობით.
მუხლი 4. საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება
1. მშენებლობის განმახორციელებელი უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური პირობების საფუძველზე და მათი დაცვით საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებას.
2. დადგენილი შემადგენლობით დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინება დაპროექტებისათვის პირობების დამდგენ/შემთანხმებელ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კომპანიებს შესათანხმებლად.
3. შესათანხმებლად წარსადგენი დოკუმენტების შემადგენლობა და რაოდენობა დგინდება პირობების დამდგენი/შემთანხმებელი ორგანოების მიერ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების X თავის შესაბამისად.
4. ადმინისტრაციულ ორგანოებში საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება წარმოებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. თითოეული ორგანო გამოსცემს სათანადო აქტს.
5. თუ მშენებლობის თაობაზე შეთანხმების გაცემა დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, მშენებლობის განმახორციელებელმა მშენებლობის შეთანხმების გამცემ ორგანოში დამატებით უნდა წარადგინოს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გასცემს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3, მე-4 და- მე-5 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად.
7. IV და V კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციას უტარდება სავალდებულო ექსპერტიზა, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების გაცემა ხდება სამ სტადიად, გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რის საფუძველზეც გამოიცემა შემდეგი სახის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები:
ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
გ) III სტადია – მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მუხლი 5. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების მისაღებად განცხადების წარდგენა
1. მშენებლობის განმახორციელებელი მშენებლობის შეთანხმების მისაღებად მშენებლობის შეთანხმების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთზე და, საჭიროების შემთხვევაში, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი;
ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
გ) არსებობის შემთხვევაში, არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
დ) ობიექტის ადგილმდებარეობის მისამართი და საკადასტრო კოდი;
ე) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი;
ვ) შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის მონაცემები სახელი/იურიდიული დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ზ) თუ შესრულებულია სამშენებლო მიწის ნაკვეთის (სამშენებლო მოედნის) კვლევა, მკვლევარის მონაცემები სახელი/დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ამონაწერი სამეწარმეო რეგისტრაციიდან, ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
თ) დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში – გამოყენების მოთხოვნილი პერიოდი;
ი) სანებართვო შენობა-ნაგებობის კლასისა და სამშენებლო საქმიანობის სახეობისათვის ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;
კ) ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, საექსპერტო დასკვნა;
ლ) ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმება, მშენებლობის განმახორციელებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მშენებლობის შეთანხმების გამცემი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მშენებლობის შეთანხმება შენობის ფასადების შეთანხმებული პროექტის გარეშე და შეთანხმების პირობებით განუსაზღვროს ამ უკანასკნელის წარმოდგენის პირობები და ვადები, თუმცა ფასადების პროექტები წარდგენილ უნდა იქნეს შენობის ნულოვანი ეტაპის დასრულებამდე.
4. თუ V კლასს დაქვემდებარებული ობიექტების მშენებლობა დაკავშირებულია დასამუშავებელი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების დიდ მოცულობასთან და შემჭიდროებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაოებთან, აგრეთვე გართულებულია დაპროექტებისათვის საჭირო გარემოებათა დაზუსტება, რის გამოც შეუძლებელია ბოლო სტადიისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის წარდგენა, მშენებლობის განმახორციელებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში გაიცემა მშენებლობის შეთანხმება და სანებართვო პირობებში განისაზღვრება სამშენებლო დოკუმენტის პროექტის დარჩენილი ნაწილების წარდგენის პირობები და ვადები.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც დამკვეთს წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ (შემდგომში – საავტომობილო გზების დეპარტამენტი), გზების ან მათზე განთავსებული საინჟინრო ნაგებობების (ხიდი, გვირაბი და სხვა) საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანისას, რომლებზეც გაცემულია შეთანხმება მშენებლობაზე და რაც არ არის დაკავშირებული გზის კონფიგურაციის მნიშვნელოვან ცვლილებასთან (არ ცილდება პროექტით დადგენილ განთვისების ზოლის ფარგლებს) ან ახალი რთული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობასთან (ხიდი, ესტაკადა, გვირაბი და სხვა), ამ შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი შემთანხმებელ ორგანოში წარადგენს სათანადო წერილობით ინფორმაციას, რასაც თან უნდა დაერთოს – საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დამოწმებული შეცვლილი საპროექტო დოკუმენტაცია (2 ეგზ.) და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური საბჭოს დადებითი დასკვნა (2 ეგზ.) წარდგენილი მასალის ერთ ეგზემპლარს შემთანხმებელი ორგანო ურთავს ამ ობიექტზე მშენებლობის შეთანხმების მიღებისთვის წარმოდგენილ პირველად დოკუმენტაციას, რაც წარმოადგენს საშემთანხმებლო დოკუმენტაციის განუყოფელ ნაწილს, მეორე ეგზემპლარს უგზავნის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – „მთავარ არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციას“ (შემდგომში – მთავარი არქმშენინსპექცია), ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტს წერილობით აცნობებს წარმოდგენილი მასალების მიღების თაობაზე.
6. მშენებლობის განმახორციელებელი მშენებლობის შეთანხმების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მინიმუმ სამ და მაქსიმუმ ექვს ეგზემპლარს. IV და V კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას მშენებლობის განმახორციელებმა მშენებლობის შეთანხმების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს დამატებით ერთი ციფრული ეგზემპლარი.
7. სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული ობიექტების პროექტზე მშენებლობის განმახორციელებელი წარადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 25-ე მუხლის შესაბამისად შერჩეული ექსპერტების მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.
მუხლი 6. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების მიღების წესი და სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება
1. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების მიღებისათვის გამოიყენება და მშენებლობის განმახორციელებელსა და შემთანხმებელ ორგანოზე ვრცელდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების XI-XXIII თავებით განსაზღვრული პროცედურები და შემთანხმებელი ორგანო მოქმედებს ამ დადგენილებით ნებართვის გამცემი ორგანოსათვის დადგენილი წესით.
2. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ გამოიცემა სათანადო ადმინისტრაციული აქტი, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების საფუძველს.
3. მშენებლობის ეტაპების დასრულებაზე და სანებართვო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქარ-თველოს კანონით განსაზღვრული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო – მთავარი არქმშენინსპექცია.
4. თუ წარმოებული სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამება მშენებლობის შეთანხმების პირობებს, მთავარი არქმშენინსპექციის წარმომადგენელი შესაბამის სამინისტროს ან საქვეუწყებო დაწესებულებას უგზავნის სარეკომენდაციო ხასიათის წერილს დარღვევის გამოსწორების მიზნით. რის შემდეგაც აღნიშნული დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება შესაბამის სამინისტროს ან საქვეუწყებო დაწესებულებას.
დოკუმენტის კომენტარები