2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 26/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/04/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 19/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.014518
  • Word
26/2010
16/04/2010
სსმ, 43, 19/04/2010
010210010.15.008.014518
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.518

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №26/2010

2010 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის; 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

საარჩევნო სუბიექტი, რომლიც კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-40 დღისა (2010 წლის 20 აპრილის 18 სთ.) არ მიმართავს ცესკოს და არ მოითხოვს იმ რიგითი ნომრის მინიჭებას, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებში, 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის, მისი რიგითი ნომერი განისაზღვრება წილისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 120-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესითა და ვადაში.

    მუხლი 2

საარჩევნო სუბიექტი, რომელიც მონაწილეობს 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან ერთად საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, ამ არჩევნებისათვის ისარგებლებს თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის მინიჭებული რიგითი ნომრით.

    მუხლი 3

საარჩევნო სუბიექტი, რომელიც მონაწილეობს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის შუა-ლედურ არჩევნებში, ისარგებლებს 2008 წლის 21 მაისის საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს მისთვის მინიჭებული რიგითი ნომრით და თუ საარჩევნო სუბიექტი არ მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, მისი რიგითი ნომერი განისაზღვრება ასევე წილისყრით, რომელიც გაიმართება ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი წესითა და ვადაში.

     მუხლი 4

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა­მართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენ­დარული დღის ვადაში.

    მუხლი 5

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                    ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                 გ. მჭედლიძე