ამომრჩეველთა სიების ფორმირების დამატებითი წესისა და საარჩევნო ღონისძიების ვადის განსაზღვრის თაობაზე

ამომრჩეველთა სიების ფორმირების დამატებითი წესისა და საარჩევნო ღონისძიების ვადის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 26/04/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 27/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.014552
34/2010
26/04/2010
სსმ, 48, 27/04/2010
010190020.15.008.014552
ამომრჩეველთა სიების ფორმირების დამატებითი წესისა და საარჩევნო ღონისძიების ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.014.552

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

 დადგენილება №34/2010

2010 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

ამომრჩეველთა სიების ფორმირების დამატებითი წესისა და საარჩევნო ღონისძიების ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტისა და 77–ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

2010 წლის 30 მაისის არჩევნებისათვის საქართველოს დედაქალაქში – თბილისში; თვითმმართველ ქალაქებში – ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი და ფოთი; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში (ყოფილი რაიონული ცენტრები) განთავსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩვენო კოდექსი“ დადგენილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიის (კედლის ვერსია) გარდა, დამატებით გამოიკრას ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის ვერსია), რომელშიც ამომრჩევლები შეყვანილნი იქნებიან საარჩევნო უბნის საზღვრებში მოქცეული მისამართების მიხედვით.

    მუხლი 2.

ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩეველთა სია ცესკოს მიერ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს გადაეცემა არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 28-ე დღისა. თავის მხრივ, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა სიების აღნიშნული ვერსია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 25-ე დღისა გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნებს. საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების მიერ ამომრჩეველთა სიის აღნიშნული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

    მუხლი 3.

 არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩეველთა სიის დაზუსტებული საბოლოო ვერსია გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნებს. საუბნო საარ-ჩევნო კომისიების მდივნების მიერ ამომრჩეველთა სიის აღნიშნული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

    მუხლი 4.

 ამომრჩეველთა ერთიანი სიების საარჩევნო კომისიებისათვის და საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილ და ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ ვერსიებში ამომრჩევლის სიიდან ამოღების შემთხვევაში, მისი სიითი ნომერი გაუქმდება და შემდგომ სიაში მყოფი ამომრჩევლების სიითი ნომრის წინ წანაცვლება არ მოხდება. ის ამომრჩევლები, რომელთა დამატებაც მოხდება ერთიან სიებში, მასში აღნიშნული იქნებიან ბოლო სიითი ნომრის შემდგომი შესაბამისი ნომრებით.

    მუხლი 5.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სა­სა­მართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მი­სამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდა­რული დღის ვადაში.

    მუხლი 6.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                           . ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                                        . მჭედლიძე