„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 475
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 117, 20/08/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.004
  • Word
475
16/08/2007
სსმ, 117, 20/08/2007
010.210.040.08.002.004
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №475

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) დამ­ტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის ადმინის­ტრა­ციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 პუნქტი:

„31. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის შემ­თხვე­ვაში მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე.“;

ბ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„პ) საგარეო ურთიერთობათა სამსახური;

ჟ) ანალიტიკური სამსახური.“;

დ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-15 და მე-16 პუნქტები:

„15. საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ფუნ­ქციებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესე­ბისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავ­ლის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასა­ლე­ბის მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის ოფი­ციალური ვიზიტისას შესაბამისი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის თაობაზე ინფორმაციის მომზადება და ანა­ლიზი;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყნის საგარეო მდგომარეობის შესახებ;

დ) საერთაშორისო მოვლენების სისტემატური ანალიზი;

ე) საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ორ­განიზაციებთან და უცხო სახელმწიფოებთან ურ­თიერ­თობის კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ვ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.

16. ანალიტიკური სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ინფორ­მაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა;

ბ) ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართუ­ლებების, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური, საგან­მა­ნათლებლო-კულტურული, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, აგრეთვე ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს, კერძო სექტორის, ბიზნესისა და ეკონომიკური ზრდის ანალიზი და საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბა­მისი წინადადებების მომზადება;

გ) საქართველოს პრეზიდენტისათვის ეროვნებათა­შორისი ურთიერთობებისა და სამოქალაქო ინტეგრა­ციის საკითხების შესახებ წინადადებების შემუშავება;

დ) საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსე­ბული დაწესებულებების საქმიანობის თაობაზე ინ­ფორმაციის მიღება და პრეზიდენტისათვის ანგარიშის წარდგენა;

ე) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მეათე დღეს.

მ. სააკაშვილი