სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივების დამტკიცების შესახებ

  • Word
სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 374
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 14/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.014489
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
374
14/04/2010
სსმ, 39, 14/04/2010
140060000.22.034.014489
სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (14/04/2010 - 01/03/2013)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.22.034.014.489   

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება 374

2010 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივების დამტკიცების შესახებ

„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „სახანძრო-ტექნიკურ საშუა­ლე­ბა­თა გამოყენების ნორმატივები“ (დანართი №1).

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარ­ტა­მენტმა უზრუნველყოს ბრძანების შეს­წავლის ორგანიზება ადგი­ლობრივი თვითმმარ­თვე­ლო­ბის ორგა­ნოე­ბის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამო­ქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

დანართი №1

სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივები

    მუხლი 1.

1. სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივები (შემ­დ­გომ­ში – ნორმა­ტი­ვე­ბი) შემუ­შა­ვე­­ბუ­ლია სახანძრო უსაფრთხოების შე­სა­ხებ“ საქართველოს კა­ნო­ნის და საქართველოში სახანძრო უსაფრ­­თხოების სფეროში მოქმედი სხვა ნორ­მა­­ტიული აქტების მოთხოვნების შე­სა­ბამისად.

2. ნორმატივები ადგენს ადგი­ლობ­რი­ვი თვითმ­მარ­­თვე­ლობის ორგანოების, საუწყებო, კერძო და ნებაყოფლობითი სახ­ან­ძ­რო დაცვის სა­ხანძრო-სამაშველო და­ნა­­ყო­ფე­ბის ცალკეული თანამშრომლების, გათვლების, მო­­რიგე ცვლების წინაშე დასახული კონკრეტული ამო­ცანების, მათ შორის, სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა და სამაშველო მოწყობილობების გამოყენების და მოქმედებაში მოყვანის ვადებს, ხარისხობრივ და დროით მაჩვენებლებს.

    მუხლი 2.

ნორმატივების შესრულება ხელს უწყობს სა­­ხანძრო-სამაშველო დანაყო­ფე­ბის პირადი შემადგენლობის წინაშე დასახული ამოცანების, მოქ­მე­დებათა ხერ­ხე­ბისა და წე­სე­ბის დახვეწას, სახანძრო-ტექნიკური საშუალებების და სამაშველო მოწყო­ბი­ლო­ბე­ბის გამო­ყე­ნების შეს­წავ­ლას, მათი მოქ­მედებაში მოყვანის ვადების შემცირებას.

    მუხლი 3.

ნორმატივების შესრულებამდე პირადი შემადგენლობა სწავ­ლობს სა­­­­­­­­­­ხან­­ძრო-ტექნიკურ საშუალებებს და სამაშველო მოწყო­ბი­ლო­ბებს, მათთან მოპ­ყ­რო­­ბის და მუ­შა­­­­­­­ობის წესებს, უსაფრთხოების ზომებს, აგრეთვე შე­საბამისი წეს­დე­ბებით, ინსტრუქციებით, სახელმძღვანელოებით და წესებით დად­გენილ მოთ­ხოვ­ნებს. მეცადინეობების დროს პირადი შე­მად­გენ­ლო­­ბა თავ­და­პირ­ველად სწავ­ლობს ცალკეული ელემენტების (მოქ­მედებების) სწორად და დრო­ულად შესრუ­ლე­ბას (ნელ ტემპში) და მხოლოდ შემდეგ გადადის მთლიანი ნორ­­მა­ტი­ვის შესრუ­ლებაზე.

    მუხლი 4.

ნორმატივების შესრულების შემოწმებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული შემდეგი:

ა) ნორმატივები ითვლება შესრულებულად, თუ მუშაობის დროს დაცულ იქნა მათი შეს­რუ­­­­­­ლე­ბის პირობები და არ ჰქონდა ადგილი წესდებებით, ინს­ტრუქ­ცი­ებით, სახელმძღვა­ნე­ლო­ე­ბით და წესებით დადგენილი მოთხოვნების, აგრეთვე უსაფრ­თხოების ზომების დარ­ღ­ვე­ვებს;

ბ) თუ შემსრულებლის მიერ დაშვებული შეც­­დო­­­­მა გამოიწვევს პირადი შემადგენლობის ტრავმირებას, სახანძრო-ტექ­ნი­კუ­რი საშუალებების, სამაშველო მოწ­ყო­ბილობების, დაცვის საშუალებების დაზიანებას, ნორ­მა­ტივის შეს­­რულება დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და შეფასდეს არადამაკმა­ყო­ფი­ლე­ბლად“.

გ) აღმოჩენილი ტექნიკური გაუმართაობები არ აღმოიფ­ხ­ვ­­­რება (თუ ისინი არ აფერ­ხე­ბს ნორმატივის შესრულებას და არ უქმნის საფრთხეს ადა­მი­ან­თა სი­ცოცხლესა და ჯან­მ­რ­თე­ლობას), ხოლო ნორმატივის შესრულების შემდეგ შემ­­ს­რუ­ლე­ბე­ლი მოახსენებს აღმო­ჩე­ნილი გაუ­მართაობების შესახებ.

    მუხლი 5.

თანამშრომლის, გათვლის, მორიგე ცვლის, დანაყოფის მიერ ნორ­მატივის შეს­რულების დრო აითვ­ლე­ბა წამზომით, ნორმატივების პირობებში გათ­ვა­ლის­წი­ნებული წესის მიხედვით.

    მუხლი 6.

ყველა ნორმატივი სრულდება სპეციალური ტანსაცმლითა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით სე­ზო­­­ნის­­­ მიხედვით. ნორმატივის შესრულება იწყება განგაშის სიგ­­­­­­ნა­ლით, ხოლო სრულდება ნორმატივების პირობებში გათ­ვალისწინებული წესის მიხედ­ვით.

    მუხლი 7.

ნორმატივების შესრულების დრო და პირობები განსაზღვრულია 30 წლამ­დე ასა­­­კის პირადი შემადგენლობისათვის და ზაფხულის პირო­ბე­ბი­სათ­ვის.

    მუხლი 8.

ვარჯიშები გასაშლელი კიბით და გაშლა (სახანძრო-ტექნიკური სა­შუა­ლე­ბების მზადყოფნაში მოყვანა) ნორმირდება ასფალტირებული უბნე­ბისათვის.

    მუხლი 9.

სხვა ასაკობრივი კატეგორიის პირადი შემადგენლობის მიერ ნორ­მა­ტი­ვის შეს­რუ­­ლე­ბის შე­­ფასების განსაზღვრისას საჭიროა შესწორების კოეფიციენტის შე­მოღება, რომლის მნიშ­­ვ­­ნე­ლო­ბა მრავ­ლდება ნორმატივით გათვალისწინებულ საწყის დროზე. რამდენიმე რთული ფაქ­­ტო­­რის ერ­თ­­­დროულად მოქმედების შემთხვევაში ნორ­მატივის შესასრულებლად საჭირო დრო გა­­მო­ით­ვ­ლე­ბა საწ­ყისი დროის შესაბამის შეს­წორების კოეფიციენტზე თანმიმდევრული გამრავ­ლე­ბით.

    მუხლი 10.

პირადი შემადგენლობის მიერ სპეციალურ დამცავ ტან­საც­მელ­ში ნორ­მა­ტი­ვე­ბის შესრუ­ლე­­ბის დრო იზრდება 25%-ით, გარდა ნორმატივებისა, რომელთა შესრულება გათ­ვა­ლის­წი­ნე­­­­ბულია დაცვის საშუალებებით.

    მუხლი 11.

იმ სახანძრო მანქანებზე, რომლებზეც შემწოვი მილყელი გან­ლა­გე­ბულია წინ და გვერდით, ნორმატივის შეს­­­­რულების დრო მუშა და მა­გის­ტრა­ლუ­რი ხაზების თითოეულ სა­ხე­ლო­ზე (ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ხაზზე) იზრდება 2 წა­მით, წყლის მიწოდების გათვ­ა­ლის­წი­ნე­ბით – 5 წამით, ქაფის მიწო­დე­ბის გათ­ვა­ლის­წინებით – 7 წა­­­­მით.

    მუხლი 12.

იმ სახანძრო ავტოცისტერნებზე, რომლებზეც შემწოვი სახელო მოთავსებულია სპეციალურ ყუთში, ხოლო გასაშლელ კიბეს გააჩნია დამატებითი სამაგრები, ნორმატივის შესრულების დრო იზრდება 12 წამით.

    მუხლი 13.

სახანძრო ტექნიკასთან ჩასატარებელ მოქმედებებზე ნორმა­ტი­ვე­ბის შესრუ­ლე­ბამ­დე წვ­რ­­თ­­ნა­ში მონაწილე პირები დგებიან მწყობრში წინა თვლე­ბ­თან ავტო­მო­­­­ბი­ლის ნე­ბისმიერი მხრიდან (მწყობრში მიმმართველი უკანა თვლის ღერ­ძის საპირისპიროდ), ამას­თან, ძრა­ვა მუშაობს დაბალ ბრუნზე, სახანძრო-ტექ­ნი­კუ­რი საშუალებები (სამაშ­ველო მოწ­­­­ყო­­ბილობები) და­მაგრებულია, სახანძრო სა­ხე­ლო­ები დახვეული ან დაკეცილი, ხოლო ნა­კვე­თურების კარებები დაკეტილია.

    მუხლი 14.

ძრავის გაშვებასთან დაკავშირებული ნორმატივების შესრუ­ლე­ბისას სა­ჭი­როა ძრავის გა­­­­ხურება ექსპლუატაციის ინსტრუქციების მოთხოვნების შე­საბამისად და გა­რე­მოს ტემპერა­ტუ­რის გათვალისიწინებით (+500C და ნაკ­ლე­ბი).

    მუხლი 15.

სახანძრო ავტომობილის წყლის წყაროზე დაყენებისას უკანა სა­ხელოს კო­ჭა სა­­­ჭი­რო­­ე­­­ბის­­­­და­მიხედვით წინასწარ იხსნება. ტუმბოს შემწოვი მილ­ყელი განთავ­სდება სა­ხან­ძ­რო ჰიდრანტიდან 3 მეტ­­რის დაშორებით და ჰიდ­რან­ტის ხუფი იხსნება.

    მუხლი 16.

ავტოკიბის გაშლისას 30 მეტრ და მეტ სიმაღლეზე ბო­ლო მუხლი უნ­და დაეყრდნოს შენობის კონსტრუქციას.

    მუხლი 17.

პირადი შემადგენლობა, რომელსაც არ გააჩნია მუშაობის საკ­მა­რისი გამოც­დი­­­ლე­ბა, სა­ხან­­ძრო კიბეზე ასვლის ნორმატივებს ასრულებს სპე­ცი­ა­ლური დამცავი მოწყობი­ლო­­ბების (სა­შუ­ალებების) გამოყენებით.

    მუხლი 18.

ნორმატივები სრულდება რეზინის ჩექმებსა და ხელჯაგებში, თუ მათი შეს­რუ­ლე­ბა საჭიროებს ელექტრომოწყობილობების გამო­ყე­­ნებას.

    მუხლი 19.

ნორ­მა­ტი­ვე­ბის შესრუ­ლე­ბი­სას მე­­­­­ლუ­­ლე­ების პოზიცია განისაზღვრება გაყვა­ნი­ლი სახელოს ხა­ზის სიგრძის ტოლი მან­ძი­ლით (გა­ნი­საზ­ღვრება ნორმატივის შესრულებამდე), თუ სხვა რამ არ არის გათვალის­წი­ნე­ბული პი­­რო­­ბე­ბით. შედეგი ფიქსირდება რიგით ბო­ლო მელულის მიერ პოზიციის ხაზის გადაკ­ვე­თისას, ან უკანასკნელი ოპერა­ცი­ის, ან ბოლო ლულაში (ლუ­ლე­ბში) ცეც­ხლმაქრი საშუა­ლე­ბების გა­მო­ჩენის მი­ხედ­ვით, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული პირობებით.

    მუხლი 20.

პირადი შემადგენლობის, გათვლის, მორიგე ცვლის მიერ ნორ­მა­ტივის შე­ს­რუ­ლების შეფას­ება სახანძრო ტექნიკისა და სახანძრო-ტექნიკური საშუ­ა­ლე­ბე­ბის გამოყენებით, ნორმატივების შესრულების პირობებისა და ნორმების (დანართი 3) გათვალისწინებით, განისაზღვრება:

ა) ფრიადით“ – თუ თანამშრომელმა, გათვლამ, მორიგე ცვლამ ნორ­მა­ტი­ვი შეას­რულა სა­­თა­­­ნადოდ, სრული მოცულობით და აღნიშნული შეფასებისათვის გან­საზღვრულ დროში;

ბ) კარგით“ – თუ თანამშრომელმა, გათვლამ, მორიგე ცვლამ ნორმატივი შეას­რულა სა­თა­­ნა­დოდ, სრული მოცულობით და აღნიშნული შეფასებისათვის გან­საზღვრულ დროში;

გ) დამაკმაყოფილებელით“ – თუ თანამშრომელმა, გათვლამ, მორიგე ცვლამ ნორმატივი შე­­­­ას­­­­რულა სათანადოდ, სრული მოცულობით და აღნიშნული შე­ფა­სებისათვის განსაზღვრულ დრო­ში;

დ) არადამაკმაყოფილებელით“ – თუ თანამშრომელმა, გათვლამ, მორიგე ცვლამ ვერ შე­ას­­რუ­­­ლა ნორმატივი დადებითი შეფასებისათვის განსაზღვრულ დროში.

    მუხლი 21.

თანამშრომლის ინდივიდუალური შეფასება რამდენიმე ნორმა­ტი­ვის შეს­რუ­­ლე­ბისათვის და დანაყოფის შეფასება მორიგე ცვლის, გათვლის შე­მად­გენლობაში ნორ­მა­ტივების შეს­რუ­ლ­ებისათვის გა­ნისაზღვრება თითოეული ნორ­მატივის შესრულებისათვის მიღე­ბული შეფასებების მიხედვით და არის:

ა) ფრიადი“ – თუ შემოწმებული ნორმატივების ნახევარზე მეტის შეს­რუ­ლება შე­ფას­და რო­გორც ფრი­ადი“, ხოლო დანარჩენი – კარგი“;

ბ) კარგი“ – თუ შემოწმებული ნორმატივების ნახევარზე მეტის შეს­რუ­ლება შეფასდა რო­­­გორც კარ­გი”, ხოლო დანარჩენი – დამაკმაყოფილებელი“;

გ) დამაკმაყოფილებელი“ – თუ შემოწმებული ნორმატივების არანაკლებ 70% შე­ფას­და და­­­დებითი ნიშნით, ხოლო სამი ნორმატივით შეფასების შემ­თხვე­ვა­ში უნდა შესრულდეს ორი, ამასთან, ერთ-ერთი შეფასდეს როგორც კარგი“ ან ფრიადი”.

    მუხლი 22.

მორიგე ცვლის, გათვლის მიერ ცალკეული ნორმატივების შეს­რულების შე­ფა­სება ხორ­ცი­ელდება თანამ­შრო­მელთა ინდივიდუალური შე­ფა­სე­ბე­ბის მი­ხედ­ვით და განისაზ­ღ­ვრება:

ა) ფრიადით“ – თუ თანამშრომლების არანაკლებ 100%-მა მიიღო და­დე­ბი­თი ნიშნები, ამას­­თან, 50%-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო ფრიადი“;

ბ) კარგით“ – თუ თანამშრომლების არანაკლებ 100%-მა მიიღო და­დე­ბითი ნიშ­ნები, ამას­თან, 50 %-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო შეფასება ფრიადი“ ან კარგი“;

გ) დამაკმაყოფილებელით“ – თუ თანამშრომლების არანაკლებ 90%-მა მი­ი­ღო დადე­ბითი ნიშ­ნები.

    მუხლი 23.

მორიგე ცვლის, გათვლის შემადგენლობაში და ინდი­ვიდუ­ა­ლუ­რი ნორმა­ტი­ვე­ბის შეს­რუ­ლე­­ბის შემოწმებისას დანაყოფის საერთო შეფასება ნორ­­მატივების შესრუ­ლე­ბი­სათ­ვის განისაზ­ღ­ვ­რება:

ა) ფრიადი“ – თუ პირველი ნიშანია ფრიადი“, ხოლო მეორე – არა­ნაკ­ლებ კარგი“;

ბ) კარგი“ – თუ პირველი ნიშანია კარგი“, ხოლო მეორე – არანაკლებ და­მაკმაყო­ფი­ლე­ბელი“;

გ) და­მაკმაყოფილებელი“ – თუ ორივე ნიშანი არ არის დამაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ­ზე” ნაკ­ლე­ბი.

    მუხლი 24.

შესწორების კოეფიციენტები, რომლებიც ითვალისწინებს ზამთრის პი­რო­ბებისა და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებას, გარემოს ტემპერატურის ზემოქმედებას, ასაკს და ვარჯიშების შესრულების ფაქტორების ზემოქმედებას, მოყვანილია დანართ №2-ში, ხოლო სახანძრო ტექნიკისა და სახანძრო-ტექ­ნიკური საშუალებების გამოყენებით ნორმა­ტი­­ვების შეს­რულების პირობები და ნორმები, საშუალებების გაშლის დროს, ძირითადი სახანძრო ავტო­მობილებიდან სახელოების გაშლის დროს მოყვანილია დანართ №3-ში.

    მუხლი 25.

1. სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის №1254 ბრძანებით დამტკიცებული წესდების 23-ე მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ნორმატივების შესრულება მოწმდება ინსპექტირების ჩა­ტა­რე­ბი­სას, სა­ხან­ძ­რო-სა­­მა­შველო დანაყოფების შემაჯამებელი შემოწმებების დროს, აგრეთ­ვე გეგ­მურ და საკონ­ტ­რო­­­ლო მეცა­დი­ნე­ო­ბებსა და სწავლებებზე.

2. ამ ბრძანების დანართი №3-ის პირველი ცხრილის პირველ, მე-2, მე-11, მე-19 და მე-20 პუნ­ქტებსა და დანართი №3-ის მე-3 ცხრილის მე-2 და მე-8 პუნქტებში მოყ­ვა­ნი­ლი ნორმატივები სავალდებულოდ უნდა შესრულდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ ინსპექტირების ჩატარებისას, სა­ხანძრო-სამაშველო და­ნა­ყო­ფე­ბის შესაჯამებელი შე­მო­­­მე­ბების დროს, აგრეთვე სა­კონ­ტროლო მეცა­დი­ნე­­ბებ­ზე. ნორ­მა­ტივი შეიძლება შესრულდეს რამდენჯერმე, მაგრამ არა უმეტეს სამი ჯერისა. ნორ­მატივის შეს­რუ­ლების შეფასება განი­საზ­ღვრება საუკეთესო შედეგის მი­ხედ­ვით.

დანართი №2

                                                       ცხრილი 1

კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს ზამთრის პირობებისა და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებას

თოვლის საფარის

სიმაღლე, სმ

0

10

20

30

40

50

60

70

80

კოეფიციენტი

1,1*

1,4

1,8

2,2

2,6

3,2

3,9

4,7

5,7

კოეფიციენტი

1,2**

 

 

 

 

 

 

 

 

* ზამთრის პერიოდში ასფალტზე თოვლის (ყინულის) გარეშე.

** ზამთრის პერიოდში დატკეპნილ თოვლზე.

                                                 

     ცხრილი 2

კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს გარემოს ტემპერა­ტურის ზემოქ­მედებას

ტემპერატურა, 0 C

0- (+25)

+30

+35

+40

+50

კოეფიციენტი

1,0

1,1

1,2

1,35

1,45

                                                                                                                    

ცხრილი 3

კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს ასაკს

ასაკობრივი ჯგუფები*

30-მდე

31-35

36-40

41-45

46-50

51      და მეტი

კოეფიციენტი

1,0

1,1

1,3

1,4

1,5

1,8

* ნორმატივის შესრულებისას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის თანამშრომელთა ჯგუ­ფე­ბის მიერ, კოეფიციენტი მიიღება ნორმატივის შემსრულებლების საშუალო ასაკისათვის.

                                                      

                                                       ცხრილი 4

კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს ვარჯიშების შესრულების

ფაქტო­რე­ბის ზემოქმედებას

ნორმატივების შესრულების ფაქტორები

 

1

ღამის საათები

1,6

2

ღამის საათები მთვარის ან ქუჩის განათების პირობებში

1,1

3

ზაფხულში, დღის საათებში, გრუნტის ნიადაგზე

1,1

4

სასუნთქი ორგანოების დაცვით არადაკვამლიანებულ ატმოსფეროში*

1,5

5

კიბეების გამოყენებით ნორმატივებისათვის ზამთრის პირობებში

1,3

6

ერთ წლამდე სტაჟის მქონე პირადი შემადგენლობისათვის (ინ­დი­ვი­დუ­ალური ნორმატივების შესრულებისას)

1,1

* გარდა ნორმატივებისა, რომელთა შესრულება ითვალისწინებს დაცვის საშუალებების გამოყენებას.

 

დანართი 3

ცხრილი 1

სახანძრო ტექნიკისა და სახანძრო-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ნორმატივის

შეს­რულების პირობები და ნორმები

ნორმატივის სახეობა

შეფასება დროის მიხედვით, წამი

ნორმატივის შესრულების პირობები

ფრიადი

კარგი

დამაკმაყოფილებელი

1

სპეციალური ტანსაცმლის ჩაც­მა და აღჭურვა

21

24

27

1. სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა დაწყობილია ნე­ბის­­­­მიერი ხერხით. ქამარი კარაბინით და ბუ­­­დეში მოთავ­სე­ბუ­ლი სახანძრო ნაჯახით დევს ტანსაცმლის ქვეშ, ბრეზენტის ხელ­ჯაგები – ქურთუკის ჯიბეებში, ჯიბე­ე­ბის არ არსებობის შემ­თ­ხვევაში – ქამრის ქვეშ

2. მეხანძრე-მაშველი დგას პირისახით სპეციალური ტან­საც­­მ­ლიდან და აღ­ჭურ­­ვი­ლობიდან 1 მ დაშორებით

3. ამოცანის დასრულება: სპეციალური ტანსაცმელი და აღჭუ­რ­ვი­ლო­ბა ჩაც­­მუ­­ლია, ქურთუკი შეკრულია ყველა ღილზე, ქამარი შეკ­რუ­ლია და ჩა­ტანებულია ბალთაში

2

თბოამრეკლი კოსტიუმის ჩაცმა

70

75

80

1. კოსტიუმი ამოღებულია ტომრიდან და დევს მაგიდაზე (თა­რო­ზე)

2. მეხანძრე-მაშველი დგას პირისახით ფორმის ტან­საც­­მ­ლი­სა და აღ­ჭუ­რ­­­ვი­ლობიდან 1 მ დაშორებით

3. ამოცანის დასრულება: კომბინიზონი ჩაცმულია და დამაგ­რე­ბუ­ლია მხ­რის ღვე­­­დებით, მოლითონებული ქსოვილის ქურთუკი ჩაც­მუ­­ლია და შეკ­რუ­­ლია ყველა ღილზე. ჩაფხუტი-ნიღაბი ჩამო­ცმული ჩაჩქანზე და შეკ­რულია, ხელჯაგები ჩაცმულია

3

თბოამრეკლი კოსტი­უ­მის ჩაცმა

სისწორეზე

1. მეხანძრე-მაშველი ფორმის ტანსაცმელში ორ ასისტენტთან ერთად დგას 1 მ დაშორებით მომზადებული კოსტიუმიდან

2. კომბინიზონის შარვლის და ჩექმების ჩაცმა

3. სასუნთქი აპარატის ზურგზე მოკიდება

4. კომბინიზონის ზედა ნაწილის ჩაცმა, მომჭერი ქამრის შეკ­ვ­­­­­­რა, შეუკრავი რჩება ერთი ზედა მომ­­ჭერი ქამარი

5. სასუნთქი აპარატის შემოწმება ან ბალონის ვენ­­­­ტილის ბოლომდე გახ­სნა. სასუნთქ აპა­რატ­ში ჩარ­თვა. სახანძრო ჩაჩქანის დახურვა

6. ამოცანის დასრულება: ხელჯაგები ჩაცმულია, სახანძრო ქა­მა­რი შეკრულია

4

შეკრება და გასვლა განგაშის სიგნალზე (ავ­ტო­­­მო­ბილში ჩასხდომით გარაჟის ჭიშკარს გარეთ)

1. სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა დაწყობილია №1 ნორ­­მატივის შესრულების პირობის მსგავსად

2. მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობა იმყოფება მორიგე ცვ­­­ლის სათავსში

მან­­ქანაში ჩასხდომა წარმოებს სპეციალური ტან­საც­მლისა და აღ­ჭურ­­­ვი­ლობის ჩაცმის შემდეგ

 დასაშვებია სპეციალური ტანსაცმლის ჩაცმა და სახანძრო ქამრის შემორტყმა ავ­ტობილის კაბინაში

3. ამოცანის დასრულება: ავტომობილი დგას გარაჟის ჭიშკრის გა­რეთ, გათ­­­ვლის პირადი შემადგენლობა იმყოფება ავტო­მო­ბი­ლში. კა­რე­­­ბი მიხურულია

შედეგი ფიქსირდება ავტომობილის უკანასკნელი კარების და­კეტ­­­ვის მომენტში

შენიშვნა: “კამაზის” სამუხრუჭე სისტემის მქონე ავტომობი­ლე­­ბი­სათვის ნორმატივით განსაზღვრული დრო იზრდება 60 წ

გათვლა

30

34

38

 

მორიგე ცვლა ორი ან

მე­ტი გათვლის შემადგენლობით

34

38

42

5

40 მ სიგრძის “Бლუ­­­ლი­­ანი სახე­ლოს ხა­­ზის გა­ყ­ვანა ჰიდ­რან­ტ­ზე და­ყე­ნებული სვეტიდან

15

17

19

1. სახანძრო ინვენტარი განთავსებულია სვეტიდან ერთი მეტ­რის მო­შო­რებით. მეხანძრე-მაშველი დგას ინვენტართან

2. ამოცანის დასრულება: სახელოს ხაზი გაყვანილია, ლულა მი­ერ­თე­ბუ­ლია სახელოზე, მეხანძრე-მაშველი თავის პოზიციაზეა

6

77 მმ მაგისტრალური ხაზის გაყვანა ერთი მე­ხან­­ძრის მიერ:

1. დახვეული სახელოები ჩალაგებულია სახანძრო ავტომო­ბი­ლის ნაკვეთურებში

2. ამოცანის დასრულება: ხაზი (განშტოებებით) აწყობილია და მიერთე­ბუ­ლია ტუმბოს სადაწნეო მილყელზე

შედეგი ფიქსირდება უკანასკნელი შეერთების მიხედვით

3 სახელო

45

50

55

4 სახელო

70

80

90

5 სახელო

105

120

135

6 სახელო

140

160

180

7 სახელო

210

235

265

7

77 მმ მაგისტრალური ხაზის გაყვანა ორკაცია­ნი ჯგუფის მიერ

1. დახვეული სახელოები ჩალაგებულია სახანძრო ავტომო­ბი­ლის ნაკვეთურებში

2. ამოცანის დასრულება: ხაზი (განშტოებებით) აწყობილია და მიერთე­ბუ­­ლია ტუმბოს სადაწნეო მილყელზე

 შედეგი ფიქსირდება უკანასკნელი შეერთების მიხედვით

 

5 სახელო

65

70

75

6 სახელო

70

80

90

7 სახელო

105

115

125

8 სახელო

125

140

155

10 სახელო

200

220

240

8

77 მმ მაგისტრალური ხაზის გაყვანა

სამკა­ცი­ა­ნი ჯგუფის მიერ:

1. დახვეული სახელოები ჩალაგებულია სახანძრო ავტომო­ბი­ლის ნაკვეთურებში

2. ამოცანის დასრულება: ხაზი (განშტოებებით) აწყობილია და მიერთე­ბუ­ლია ტუმბოს სადაწნეო მილყელზე

შედეგი ფიქსირდება უკანასკნელი შეერთების მიხედვით

 

6 სახელო

40

45

50

7 სახელო

65

70

75

8 სახელო

70

80

90

10 სახელო

130

145

135

9

ორმაგი მაშველი მა­რ­ყუ­­­ჟის შე­კვრა გადა­სარ­ჩენ ადა­მი­ან­ზე მიბ­მის გარე­შე

6

7

8

1. მაშველი თოკის გორგალი მოთავსებულია მეხანძრის მხა­რ­ზე გადაკიდებულ ღვედებიან შალითაში

2. ამოცანის დასრულება: მაშველი მარყუჟი შეკრულია

10

ორმაგი სამაშველო მა­რ­ყუ­­ჟის შეკვრა გადასარ­ჩენ ადა­მიანზე მიბმით

21

25

29

1. მეხანძრე-მაშველი დგას 1 მ დაშორებით გა­და­სა­რ­ჩენი ადა­მი­ა­ნისაგან, რომელიც წევს ზურგზე

2. მაშველი თოკის გორგალი მოთავსებულია მეხანძრის მხარ­ზე გადაკიდებულ ღვედებიან შალითაში

3. ამოცანის დასრულება: მაშველი მარყუჟი შეკრულია, მიბ­მუ­ლი­ა გა­და­სა­რ­ჩენ ადამიანზე, თოკის გრძელი ბოლო დახვეულია კარაბინზე

11

მაშველი თოკის და­მაგ­რე­ბა შე­ნობის კონსტრუქ­ცი­ა­ზე (4 ხერხიდან ერთ­ე­რ­თი)

4

5

6

1. მეხანძრე-მაშველი დგას კონსტრუქ­ცი­აზე თოკის მი­მაგ­რე­ბის ადგილიდან ერთი მეტრის დაშორებით

2. მაშველი თოკის გორგალი მოთავსებულია მეხანძრის მხარ­ზე გადაკიდებულ ღვედებიან შალითაში

3. ამოცანის დასრულება: თოკი დამაგრებულია კონსტრუქციაზე, მარყუჟი სა­იმედოდ შეკრულია

12

30(50)მ სიგრძის მაშ­ვე­ლი თო­კის დაგორგვლა

სისწორეზე

1. მეხანძრე-მაშველი დგას ერთი მეტრის დაშორებით დაშ­ლი­­ლი თოკიდან, რომლის ერთი ბოლო უკავია ხელში

2. ამოცანის დასრულება: თოკი დახვეულია გორგლისებურად და მო­თავ­­­სე­­ბუ­ლი­ა შალითაში, თოკის თავისუფალი ბოლო ჩატანებულია გორ­გალ­ში

13

სტაციონარული კიბით მოცემულ სიმაღ­ლე­ზე ასვ­ლა:

1. მეხანძრე-მაშველი დგას სტაციონარულ კიბესთან

2. ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი დგას ორივე ფეხით მო­­ცე­მულ სი­მაღ­ლეზე, კიბის საფეხურზე მიმაგრებულია კარაბინით

 შედეგი ფიქსირდება კარაბინის დამაგრების მიხედვით

შენიშვნა: თუ სტაციონარული კიბე მიწას არ წვდება, მას მიედ­გმე­ბა ჯოხ-კი­ბე, ნორმატივის შესრულების დრო იზრდება 5 წამით

8 მ

8

10

12

12 მ

12

14

16

16 მ

17

20

23

20 მ

24

28

32

14

მშრალი სახელოს ხაზზე მიმაგრებული “Бლუ­­­­ლით სტაციონარულ კიბეზე ასვ­­ლა მოცე­მულ სიმაღლეზე:

1. მეხანძრე-მაშველი დგას კიბის ასასვლელთან. დახვეული სა­ხე­­ლოს ხა­ზი დევს მის ფეხებთან, შემაერთებელი თავები შე­ერ­თე­ბულია, ხაზის ერთი, ლულიანი ბოლო გადაკიდებულია მარ­ცხე­ნა მხა­რ­ზე, ლულით ზურგისკენ

2. ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი ორივე ფეხით დგას მო­ცე­მულ სი­მაღ­ლე­­ზე, კარაბინით მიმაგრებულია კიბის საფეხურზე, სა­ხელოს ხა­ზი დამაგრებულია საკავით. შედეგი ფიქსირდება საკავის და­მაგ­რე­ბის მიხედვით

შენიშვნა: ჯოხ-კი­ბის გამოყენებისას დრო იზრდება 5 წამით

8 მ

15

17

19

12 მ

22

25

28

16 მ

30

34

38

20 მ

39

44

49

15

ავტო-კიბეზე ასვლა, რომელიც გაშლილია:

1. ავტოკიბე დგას და გაშლილია მოცემულ სიმაღლეზე 700ჩ დახ­­­რის კუთხით, მეხანძრე-მაშველი დგას კიბის ასასვლელთან

2. ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველმა მიაღწია მოცემულ სი­მაღ­ლე­ს და კა­რა­ბინით დაფიქსირდა კიბის ბოლოს-წინა სა­ფე­ხუ­რზე, სახე­ლოს ხაზი დამაგრებულია საკავით

შე­დეგი ფიქსირდება კარაბინის დამაგრების მიხედვით

შენიშვნა: ჯოხ-კი­ბის გამოყენებისას დრო იზრდება 5 წამით

 

15 მ

13

15

17

20 მ

21

24

27

25 მ

27

30

33

30 მ

32

36

40

35 მ

38

43

48

40 მ

45

50

55

45 მ

54

60

66

50 მ

63

70

77

16

მშრალი სახელოს ხაზზე მიმაგრებული “Бლუ­­­­­­­­­ლით ავტო-კიბეზე ასვ­­ლა მოცე­მულ სიმაღ­ლე­ზე:

1. მეხანძრე-მაშველი დგას კიბის ასასვლელთან. დახვეული სა­ხე­ლოს ხა­­ზი დევს მის ფეხებთან, შემაერთებელი თავები შეერ­თე­ბუ­ლია, ხაზის ერთი ბოლო მიერთებული ლულით გადა­კი­დე­ბუ­ლია მარ­ც­ხენა მხარზე, ლულით ზურგისკენ

2. ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველმა მიაღწია მოცემულ სი­მაღ­ლე­ს და კა­რაბინით დაფიქსირდა კიბის ბოლოს-წინა საფე­ხურ­ზე, სახე­ლოს ხაზი დამაგრებულია საკავით

შედეგი ფიქსირდება საკავის დამაგრების მომენტის მიხედვით

15 მ

17

19

21

20 მ

24

27

30

25 მ

32

36

40

30 მ

42

47

52

17

საიერიშო კიბის გადა­ტა­­ნა და ჩამოკიდება

7

8

9

1. კიბე მე-7 საფეხურით ეხება სასტარტო ზოლს (32მ 25 სმ მან­­­ძილ­ზე სასწავლო კოშკიდან). მეხანძრე-მაშველი დგას სას­ტარ­ტო ზოლ­თან მოხერხებულ პოზიციაში, ხელებით და ფე­ხე­ბით არ ეხება სასტარტო ზოლს

2. ამოცანის დასრულება: კიბე ჩამოკიდებულია სასწავლო კოშ­­კის მე-2 სართულის რაფაზე კაკვის მთელ სიგრძეზე

შე­დეგი ფიქსირდება რაფის ზედაპირთან კაკვის შეხების მო­მე­­ნ­­ტის მიხედვით

18

ჩამოკიდებული საიე­რი­შო კი­ბით სას­წავ­­­ლო კოშ­კის მე-4 სართულზე ასვლა

20

22

24

1. კიბე ჩამოკიდებულია სასწავლო კოშ­კის მე-2 სართულის რა­­­­­ფაზე. მეხანძრე-მაშველი მარცხენა ფეხით დგას პირველ სა­ფე­ხურზე, ორივე ხელი უკავია ჩანზე

2. ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი ორივე ფეხით ეხე­ბა სა­ს­წავ­ლო კოშ­­­კის მე-4 სართულის იატაკს

შე­დეგი ფიქსირდება მეორე ფეხით იატაკთან შეხების მო­მენ­ტის მიხედვით

19

საიერიშო კიბით სას­წავ­­­­ლო კოშკის მე-4 სარ­­თულზე ასვლა

28

30

36

1. კიბე მე-7 საფეხურით ეხება სასტარტო ზოლს (32მ 25 სმ მა­ნ­­­­­ძილ­ზე სასწავლო კოშკიდან). მეხანძრე-მაშველი დგას სასტარტო ზოლ­თან მოხერხებულ პოზიციაში, ხელებით და ფე­ხე­ბით არ ეხება სასტარტო ზოლს

2. ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი ორივე ფეხით ეხე­ბა სას­წავ­ლო კოშ­კის მე-4 სართულის იატაკს

შე­­დეგი ფიქსირდება მეორე ფეხით იატაკთან შეხების მო­მენ­ტის მიხედვით

20

მიდგმული გასაშ­ლე­ლი კი­ბით სას­წავლო კოშ­კის მე-3 სართულის ფან­ჯა­რა­ში ასვლა

8

10

12

1. გასაშლელი კიბე დამაგრებულია მე-7 საფე­ხურზე, პირ­ვე­ლი ნო­მერი დგას კიბესთან, ხელი უკავია ჩანზე, მარცხენა ფე­ხი პი­რ­­ველ (მეორე) საფეხურზეა. მეორე ნომერი დგას კე­დე­ლსა და კიბეს შორის, იჭერს კიბეს

2. ამოცანის დასრულება: პირველი ნომერი ორივე ფეხით ეხე­­ბა სას­წავ­ლო კოშკის მე-4 სართულის იატაკს

შე­დეგი ფიქსირდება მეორე ფეხით იატაკთან შეხების მო­მენ­ტის მიხედვით

21

გასაშ­ლე­ლი კიბის მიდ­გ­მა სასწავლო კოშკის მე-3 სართულის ფან­ჯა­რაზე

15

18

21

1. გასაშლელი კიბე დაკეცილია და დამაგრებულია სას­წავ­ლო კო­შკიდან 30 მეტრით დაშორებული ავტო­მო­ბილის სახუ­რავ­ზე (უკანა თვლების ღერძი ემთხვევა 30 მ ნიშ­­ნულს). სა­ხე­ლოს კოჭა მოხსნილია

2. ორი მეხანძრე-მაშველი იმყოფება ავტომობილის უკანა თვალთან სა­ს­­ტარტო ზოლს უკან

3. ამოცანის დასრულება: გასაშლელი კიბე მოხსნილია, გა­და­ტა­­ნილი, დად­­გ­მული და დამაგრებულია მეშვიდე საფე­ხურ­ზე. პირველი ნო­­მერი დგას კიბიდან ნახევარ ნაბიჯში, სა­ხით კი­ბესთან, მე­ო­რე ნომერი – კიბესა და კედელს შორის

შე­დეგი ფიქსირდება რაფაზე კიბის ჩანას შეხების მომენტის მიხედვით

22

გასაშ­ლე­ლი კიბის მიდგმა სას­წავლო კოშკის მე-3 სართულის ფან­ჯა­რაზე და ასვლა

26

30

34

1. გასაშლელი კიბე დაკეცილია და დამაგრებულია სასწავლო კოშკიდან 30 მეტრით დაშორებული ავტომობილის სახუ­რავ­ზე (უკანა თვლების ღერძი ემთხვევა 30 მეტრიან ნიშ­ნულს). სახელოს კოჭა მოხსნილია

2. ორი მეხანძრე-მაშველი იმყოფება ავტომობილის უკანა თვალთან სას­­­­ტარტო ზოლს უკან

3. ამოცანის დასრულება: პირველი ნომერი ორივე ფეხით ეხება სას­წავ­ლო კოშკის მე-3 სართულის იატაკს

შე­დეგი ფიქსირდება იატაკთან მეორე ფეხით შეხების მო­მენ­ტის მიხედვით

23

100 მეტრიანი ზოლის დაბრკოლებებით) დაძ­ლევა

27

30

33

1. მეხანძრე-მაშველი ლულით ხელში დგას მოხერხებულ პო­ზი­ციაში სას­ტარტო ზოლთან, ამასთან არ ეხება სასტარტო ზოლს ხელით ან ფეხით (ლულის მდგომარეობა ნებისმიერია)

2. ამოცანის დასრულება: დაბრკოლებები გადალახულია, დის­ტან­ცია და­ს­რულებულია; ლულა მიერთებულია სახელოს ხაზ­თან, სა­ხე­ლოები შეერთებულია და მიერთებულია განშ­ტო­ე­ბა­ზე

 

  ცხრილი 2

ნორმატივების შესრულების პირობები და ნორმები საშუალებების გაშლის დროს

ნორმატივის სახეობა

შეფასება დროის მიხედვით, წამი

ნორმატივის შესრულების პირობები

ფრიადი

კარგი

დამაკმაყოფილებელი

1

დისკოიანი ან ჯაჭვიანი ხერ­­­­­­­ხის სამუ­შა­ოდ მომ­ზა­­­­დე­ბა

18

19

20

1. ნორმატივს ასრულებს ერთი

2. ხერხი მოხსნილია და აწყობილია

2

ელექტროკვამლსაწოვის დაყენება, საკაბელო ხაზის 60 მეტრზე გაშლით და დენგამა­ნა­წი­­ლე­ბელი ყუთის მოწყობით

1. ნორმატივს ასრულებს გათვლა ექვსი ადამიანის შემადგენ­ლო­­­ბით

2. დასრულება: კვამლსაწოვი დაყენებულია, საკაბელო ხაზები მი­ერთებულია კვამლსაწოვთან, ავტომობილის გამანაწილებელ ფარ­თან, დენგამანაწილებელ ყუთთან

3. შენიშვნა: საკაბელო ხაზის დაგრძელებასთან ერთად კაბელის ყოველ 30 მეტრზე იზრდება დროითი მაჩვენებელი 15-15 წამით

თითო-თითო ხისტი და რბი­ლი სახელო

100

110

120

2-2 ხისტი და რბილი სა­ხე­­ლო

130

150

170

 

ცხრილი 3

ნორმატივების შესრულების პირობები და ნორმები ძირითადი

სახანძრო ავტომობილებიდან სახელოების გაშლის დროს

სახელოების რაოდენობა (ნ) , დიამეტრით (დ)

გათვლა,

ადა­მიანი

შეფასება დროის მიხედვით, წამი

გაშლის სქემა და ნორმატივის შესრუ­ლე­­ბის პი­რო­ბები.

/დ

1/დ1

2/დ2

ფრიადი

კარგი

დამაკმაყოფილე­ბელი

1

2

26(40)

29(43)

32(46)

1. ავტოცისტერნა (ტუმბო-სახელოს ავტო­მო­ბილი) დგას ჰიდრანტთან

2. ამოცანის დასრულება: სვეტი ბოლომდე არის და­ჭერილი ჰი­დ­რანტის დგარზე, შემწოვი სა­ხე­ლო­ები მიერ­თე­ბულია

ფრჩხილებში მითი­თე­ბუ­ლია დრო სადაწ­ნე­ო მილყე­ლი­დან წყლის გაშვების გათვალისწინებით

2

2

39(75)

45(82)

52(88)

1. ავტოცისტერნა (ტუმბო-სახელოს ავ­ტო­­მო­ბი­ლი) დგას წყა­ლსაცავთან, დაკომ­პ­ლე­ქ­ტებულია შემ­­წო­­ვი სა­ხელო­ე­ბით

2. ამოცანის დასრულება: შემწოვი სახელოს ხაზი აწ­ყო­­­ბილია, შემ­წოვი ბადის თოკი დაშლილია ფრჩ­ხი­ლებ­ში მითი­თე­ბუ­ლია დრო წყლის გაშვების გათვალის­წი­ნე­ბით

 

3

2

72(110)

80(121)

88(132)

1. ავტოცისტერნა (ტუმბო-სახელოს ავ­ტო­­მო­­ბი­ლი) დგას წყა­ლსაცავთან, დაკომ­პ­ლე­ქ­ტე­ბუ­ლია შემ­­წო­­ვი სა­ხელო­ებით

2. დასრულება: შემწოვი სახელოს ხაზი აწ­ყო­­ბი­ლია, შემ­წო­ვი ბადის თოკი დაშლილია, თოკის თა­ვისუფალი ბო­ლო მიმაგრებულია კონსტრუქ­ციაზე ან შემწოვ სახე­ლო­ზე ფრჩხილებში მითი­თე­ბუ­ლია დრო წყლის გაშვების გათვალისწინებით

 

4

3

115(220)

130(240)

145(260)

1. სახანძრო სატუმბი სადგური დგას წყა­ლ­­­­საცავთან

2. ამოცანის დასრულება: შემწოვი სახელოს ხაზი აწ­ყო­­­­ბი­ლია, შემ­­­წოვი ბადის თოკი დაშლილია, თო­­კის თა­ვი­სუფალი ბო­ლო მიმაგრებულია კონსტრუქ­ციაზე ან შემწოვ სა­ხელოზე

ფრჩხილებში მითი­თე­ბუ­ლია დრო წყლის გაშ­ვების გათვალისწინებით

5

2

45

50

55

1. მოტოპომპა (ხელით გადასატანი) და ბა­დი­­­ა­­ნი შე­მ­წო­­­ვი სახელო განთავ­სე­ბუ­ლია წყა­ლ­სა­ცავ­თან. ძრა­ვა არ მუ­­შა­ო­ბს. გათ­ვ­ლა ორი კაცის შემადგენლობით დგას 1 მ დაშორებით მო­ტო­პომპისაკენ სახით

2. მოტოპომპა მომართულია, წყალი გა­­მოჩნდა ტუმ­ბოს სადაწნეო მილ­ყელ­ში

6

2

70

80

90

1. მოტოპომპა (მისაბმელი) დგას წყალ­სა­ცავ­თან, ძრა­­ვა არ მუ­შა­ობს. გათ­ვ­ლა ორი კაცის შემად­გე­ნლობით დგას 1 მ დაშორებით მო­ტო­პომპისაკენ სახით

2. მოტოპომპა მომართულია, წყალი გა­­მოჩნდა ტუმ­ბოს სადაწნეო მილ­ყელ­ში

 

7

 

 

 

2/51

 

 

 

3/51

 

 

 

2

 

 

 

2

11

 

 

 

17

12

 

 

 

19

13

 

 

 

21

1. ავტოცისტერნა დგას მოედანზე

2. ამოცანის დასრულება: ძრავა გადართულია ტუმ­ბო­ზე, სა­­ხე­ლოს ხაზი გაყვანილია, შემაერთებელი თა­ვე­ბი შე­­ერ­თებულია, მეხანძრე-მაშველი ლუ­­ლით დგას პოზ­იციაზე, მძღოლი იმყოფება ტუმ­ბოს­თან

8

3/77

2/51

 

2

126

140

154

1. ავტოცისტერნა დგას წყალსაცავთან (ჰი­დ­­რან­ტ­თან)

2. ამოცანის დასრულება: ავტოცისტერნა დგას წყალ­სა­ცავთან (ჰიდ­რანტთან), სა­ხელოების ხაზები გაყვა­ნი­­ლი და შე­­­ე­რ­თებულია, მეხანძრე-მაშველი ლუ­­ლით დგას პო­ზი­­ციაზე, მძღო­ლი იმყოფება ტუმბოს­თან

ფრჩხილებში მითი­თე­ბუ­ლია დრო ტუ­მ­­ბოს წყლით შევ­სე­ბის გათვალისწინებით

3-4

63(70)

70(75)

77(80)

5-6

47(70)

52(75)

57(80)

4/77

2/51

2

126

140

154

3

67(70)

75(75)

83

4

63(70)

70(75)

77(80)

5-6

54(70)

62(75)

68(80)

6/77

2/51

2

180

200

220

3

80

90

100

4

72

80

88

5-6

67(70)

75(75)

83

9

3/77

2/51

2/51

-66

3

67(70)

75(75)

83

1. ავტოცისტერნა დგას წყალსაცავთან (ჰი­დ­­რან­ტ­თან)

2. ამოცანის დასრულება: ავტოცისტერნა წყალსა­ცავ­თან (ჰიდ­რა­ნ­ტთან), სა­ხელოების ხაზები გაყვა­ნი­ლი და შე­ე­რ­თე­ბუ­ლია, მეხანძრე-მაშველი ლუ­­ლით დგას პო­ზი­ციაზე, მძ­ღოლი იმ­ყო­ფება ტუმბოს­თან

 ფრჩხილებში მითი­თე­ბუ­ლია დრო ტუ­მ­­ბოს წყლით შევ­სე­ბის გათვალისწინებით

4

63(70)

70(75)

77(80)

5-6

47(70)

52(75)

57(80)

5/77

2/51

2/51

 

-66

3

80

90

100

4

72

80

88

5-6

67(70)

75(75)

83

10

3/77

2/51

2/51

-66

4

72

80

88

1. ავტოცისტერნა დგას წყალსაცავთან (ჰი­დ­­რან­ტ­თან)

2. ამოცანის დასრულება: ავტოცისტერნა დგას წყალ­სა­­ცავ­თან (ჰიდ­რან­ტთან), სა­ხელოების ხაზები გაყვა­ნი­­ლია და შე­ე­რ­თე­ბულია, მეხანძრე-მაშველი ლუ­­ლით დგას პო­ზი­ციაზე, მძღოლი იმყოფება ტუმბოს­თან

ფრჩხილებში მითი­თე­ბუ­ლია დრო ტუ­მ­­ბოს წყლით შევ­სე­ბის გათვალისწინებით

5-6

67(70)

75(75)

83

5/77

2/51

2/51

-66

4

117

130

143

5-6

90

100

110

11

3/77

2/51

-66

4

100

110

120

1. ავტოცისტერნა დგას წყალსაცავთან (ჰი­დ­­რან­ტ­თან)

2. ამოცანის დასრულება: ავტოცისტერნა წყალ­სა­ცავ­თან (ჰიდრან­­ტთან), სა­ხელოების ხაზები გაყვა­ნი­ლია და შე­ე­რ­თე­ბულია, მეხანძრე-მაშველი ლუ­­ლით დგას პოზიციაზე, მძღოლი იმ­ყოფება ტუმბოს­თან

 ფრჩხილებში მითი­თე­ბუ­ლია დრო ტუ­მ­­ბოს წყლით შევ­სე­ბის გათვალისწინებით

5

72

80

88

6

67(70)

75(75)

83

5/77

2/51

-66

4

160

180

200

5

135

150

165

6

110

125

140

12

3/77

2/51

-66

3

80

90

100

1. ავტოცისტერნა დგას მოედანზე

2. ამოცანის დასრულება: ძრავა გადართულია ტუმ­ბო­ზე, ტუმბო შე­ვ­­­­­სებულია წყლით, სა­­ხე­ლოების ხაზები გაყ­ვა­ნი­ლი და შე­­ერთებულია, მუშა ხაზი დამაგრებულია სახე­ლოს დამ­ჭე­რით, განშტოება სასწავლო კო­შ­კის ძირ­შია, შე­­მაე­რ­თე­ბე­ლი თა­ვე­ბი შე­ერ­თებულია, მე­ლუ­ლე ლუ­­­ლით დგას სას­წავ­ლო კოშკის მე-3 სართულზე, მძღოლი იმ­ყო­ფე­ბა ტუმ­ბოს­თან

ფრჩხილებში მითი­თე­ბუ­ლია დრო ტუ­მ­­ბოს წყლით შევ­სე­ბის გათვალისწინებით

4

72

80

88

5-6

67(70)

75(75)

83

13

3/77

2/51

 

2/51

4

90

100

110

1. ავტოცისტერნა (ტუმბო-სახელოს ავტო­მო­ბილი) დგას ჰიდრანტთან

2. ამოცანის დასრულება: ავტოტუმბო (ტუმბო-სახე­ლოს ავ­­­ტო­მო­ბილი) დაყენებულია ჰიდრანტზე, ძრავა გა­­და­რ­თუ­ლია ტუმბოზე, სახელოების ხაზები გაყ­ვა­ნი­ლია, შე­ერ­თე­ბული და დამაგრებულია სახელოს სა­­კა­ვებით, ერ­თი ლულა სტაციო­ნა­რული კიბით მი­წო­დებუ­ლია მე-2 სარ­თულის ფანჯარაში, მელუ­ლე­ები ლუ­ლებით დგა­ნან სარ­თულებზე თავის პოზიციებზე, მძღო­ლი იმყოფება ტუმ­ბოს­თან

5

80

90

100

6

72

80

88

7-9

63

70

77

5/77

2/51

 

2/51

4

160

180

200

5

135

150

165

6

113

125

137

7

80

90

100

8-9

70

75

80

14

10/77

2/51

2/51

5

260

280

300

1. ავტოცისტერნა (ტუმბო-სახელოს ავტო­მო­ბილი) დგას ჰიდრანტთან

2. ამოცანის დასრულება: ავტოტუმბო (ტუმბო-სა­ხე­­­­ლოს ავ­­­ტო­­­მო­ბილი) დაყენებულია ჰიდრანტზე, ძრა­ვა გა­და­რ­თულია ტუმბოზე, ტუმბო შევსებულია წყ­ლი­თ, სა­ხე­ლოების ხაზები გაყ­ვა­ნი­ლი და შეერ­თე­ბუ­­ლია, მელუ­ლე­­ები დგანან პოზიციებზე, მძღო­ლი იმყო­ფე­ბა ტუმ­ბოს­თან

6

135

150

165

7

110

125

140

8-9

90

100

110

15/77

2/51

2/51

5

530

580

630

6

410

450

490

7

290

320

350

8-9

160

175

190

15

5/77

2/51

2/51

-66

6

180

200

220

1. ავტოცისტერნა (ტუმბო-სახელოს ავტო­მო­ბილი) დგას ჰიდრანტთან

2. ამოცანის დასრულება: ავტოტუმბო (ტუმბო-სა­ხე­­ლოს ავ­­­ტო­­­მო­ბილი) დაყენებულია ჰიდრანტზე, ძრა­ვა გა­და­რთულია ტუმბოზე, ტუმბო შევსებულია წყ­ლი­თ, სა­ხე­ლოების ხაზები გაყ­ვა­ნი­ლი და შეერ­თე­ბუ­ლია, მე­ლუ­ლე­ები დგანან პოზიციებზე, მძღო­ლი იმყო­ფება ტუმ­ბოს­თან

7

112

125

138

8

80

90

100

9

70

75

80

10/77

2/51

2/51

-66

6

360

400

440

7

225

250

275

8

180

200

220

9

160

180

200

16

10/77

4

112

125

138

1. ავტოცისტერნა (ტუმბო-სახელოს ავტო­მო­ბილი) დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან)

2. ამოცანის დასრულება: ავტოტუმბო (ტუმბო-სა­ხელოს ავ­­­ტო­­­­მო­ბილი) დაყენებულია წყლის წყა­როზე, სახე­ლო­­ების ხაზები გაყ­ვა­ნი­ლი და შეერ­თე­ბუ­ლია გა­და­სა­ტან ლა­ფე­ტის ლულასთან, მელუ­ლე­ები დგანან პოზი­ციებ­ზე, მძ­ღო­­­ლი იმყოფება ტუმ­ბოს­თან

ფრ­ჩ­ხილებში მითითებულია დრო ტუ­მ­­ბოს წყლით შევ­სე­ბის გათვალისწინებით

ჰიდ­რანტიდან წყლის აღებისას ტუმბოს წყლით შევ­­სე­ბის დრო არ არის გათვალისწინებული

5

72

80

88

6

70

75

80

7-9

58(70)

65(75)

72(80)

15/77

4

225

250

275

5

180

200

220

6

135

150

165

7-9

90

100

110

17

5/77

4

100

110

120

1. ავტოტუმბო (ტუმბო-სახელოს ავტო­მო­ბილი) დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან)

2. ამოცანის დასრულება: ავტოტუმბო (ტუმბო-სახე­ლოს ავ­­­ტო­მო­ბილი) დაყენებულია წყლის წყაროზე, სა­­­­ხე­­ლოს ხაზები გაყ­ვა­ნი­ლია და შე­ერ­თე­ბულია გა­და­სატან ლა­ფე­­ტის ლულასთან, მელუ­ლე­ები დგანან პო­ზი­ციებზე, მძღო­ლი ტუმ­­ბოს­თან

ფრჩხილებში მითი­თე­ბუ­ლია დრო ტუ­მ­­ბოს წყლით შევ­სე­ბის გათვალისწინებით

ჰიდ­რანტიდან წყლის აღებისას ტუმბოს წყლით შევ­­სე­ბის დრო არ არის გათვალისწინებული

5

90

100

110

6

54(70)

60(75)

66(80)

7-9

45(70)

50(75)

55(80)

10/77

4

225

250

275

5

205

225

245

6

117

130

143

7-9

110

120

130

18

5/77

2/51

3

80

90

100

1. ავტოტუმბო (ტუმბო-სახელოს ავტო­მო­ბილი) დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან)

2. ამოცანის დასრულება: ავტოტუმბო (ტუმბო-სახე­ლოს ავ­­­ტომო­ბილი) დაყენებულია წყლის წყაროზე, ძრა­­­ვა გა­და­რთულია ტუმბოზე, ტუმბო შევსებულია წყ­ლით, სა­ხე­ლოების ხაზები გაყ­ვა­ნი­ლი და შეერთე­ბუ­­ლია, მე­ლუ­ლე­ები დგანან პოზიციებზე, მძღო­ლი ტუმ­­­­ბოს­თან

ფრჩხილებში მითი­თე­ბუ­ლია დრო ტუ­მ­­ბოს წყლით შევ­სე­ბის გათვალისწინებით

ჰიდ­რანტიდან წყლის აღებისას ტუმბოს წყლით შევ­­სე­ბის დრო არ არის გათვალისწინებული

4

72

80

88

5-9

67(70)

75(75)

83(80)

7/77

2/51

5

78

85

92

19

2

20

23

25

1. მაღალი წნევის ტუმბოიანი ავტოცისტერნა დგას მოე­დანზე

2. ამოცანის დასრულება: ძრავა გა­და­რთულია ტუმ­ბო­ზე, შლან­გი კოჭადან გაყვანილია, მე­ლუ­ლე­ები დგანან პოზი­ცი­ებზე, მძღო­­­ლი - ტუმ­ბოს­თან.

შენიშვნა: /დ სახელოების რაოდენობა მაგისტრალურ ხაზზე / მაგისტრალური ხაზის სახელოების დიამეტრი