დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 374 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 14/04/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 14/04/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 140060000.22.034.014489 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/04/2010 - 01/03/2013)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.22.034.014.489
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №374
2010 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივების დამტკიცების შესახებ
„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივები“ (დანართი №1).
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა უზრუნველყოს ბრძანების შესწავლის ორგანიზება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დანართი №1
სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივები
მუხლი 1.
1. სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივები (შემდგომში – ნორმატივები) შემუშავებულია „ სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად.
2. ნორმატივები ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საუწყებო, კერძო და ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ცალკეული თანამშრომლების, გათვლების, მორიგე ცვლების წინაშე დასახული კონკრეტული ამოცანების, მათ შორის, სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა და სამაშველო მოწყობილობების გამოყენების და მოქმედებაში მოყვანის ვადებს, ხარისხობრივ და დროით მაჩვენებლებს.
მუხლი 2.
ნორმატივების შესრულება ხელს უწყობს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის წინაშე დასახული ამოცანების, მოქმედებათა ხერხებისა და წესების დახვეწას, სახანძრო-ტექნიკური საშუალებების და სამაშველო მოწყობილობების გამოყენების შესწავლას, მათი მოქმედებაში მოყვანის ვადების შემცირებას.
მუხლი 3.
ნორმატივების შესრულებამდე პირადი შემადგენლობა სწავლობს სახანძრო-ტექნიკურ საშუალებებს და სამაშველო მოწყობილობებს, მათთან მოპყრობის და მუშაობის წესებს, უსაფრთხოების ზომებს, აგრეთვე შესაბამისი წესდებებით, ინსტრუქციებით, სახელმძღვანელოებით და წესებით დადგენილ მოთხოვნებს. მეცადინეობების დროს პირადი შემადგენლობა თავდაპირველად სწავლობს ცალკეული ელემენტების (მოქმედებების) სწორად და დროულად შესრულებას (ნელ ტემპში) და მხოლოდ შემდეგ გადადის მთლიანი ნორმატივის შესრულებაზე.
მუხლი 4.
ნორმატივების შესრულების შემოწმებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული შემდეგი:
ა) ნორმატივები ითვლება შესრულებულად, თუ მუშაობის დროს დაცულ იქნა მათი შესრულების პირობები და არ ჰქონდა ადგილი წესდებებით, ინსტრუქციებით, სახელმძღვანელოებით და წესებით დადგენილი მოთხოვნების, აგრეთვე უსაფრთხოების ზომების დარღვევებს;
ბ) თუ შემსრულებლის მიერ დაშვებული შეცდომა გამოიწვევს პირადი შემადგენლობის ტრავმირებას, სახანძრო-ტექნიკური საშუალებების, სამაშველო მოწყობილობების, დაცვის საშუალებების დაზიანებას, ნორმატივის შესრულება დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და შეფასდეს „ არადამაკმაყოფილებლად“.
გ) აღმოჩენილი ტექნიკური გაუმართაობები არ აღმოიფხვრება (თუ ისინი არ აფერხებს ნორმატივის შესრულებას და არ უქმნის საფრთხეს ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას), ხოლო ნორმატივის შესრულების შემდეგ შემსრულებელი მოახსენებს აღმოჩენილი გაუმართაობების შესახებ.
მუხლი 5.
თანამშრომლის, გათვლის, მორიგე ცვლის, დანაყოფის მიერ ნორმატივის შესრულების დრო აითვლება წამზომით, ნორმატივების პირობებში გათვალისწინებული წესის მიხედვით.
მუხლი 6.
ყველა ნორმატივი სრულდება სპეციალური ტანსაცმლითა და აღჭურვილობით სეზონის მიხედვით. ნორმატივის შესრულება იწყება განგაშის სიგნალით, ხოლო სრულდება ნორმატივების პირობებში გათვალისწინებული წესის მიხედვით.
მუხლი 7.
ნორმატივების შესრულების დრო და პირობები განსაზღვრულია 30 წლამდე ასაკის პირადი შემადგენლობისათვის და ზაფხულის პირობებისათვის.
მუხლი 8.
ვარჯიშები გასაშლელი კიბით და გაშლა (სახანძრო-ტექნიკური საშუალებების მზადყოფნაში მოყვანა) ნორმირდება ასფალტირებული უბნებისათვის.
მუხლი 9.
სხვა ასაკობრივი კატეგორიის პირადი შემადგენლობის მიერ ნორმატივის შესრულების შეფასების განსაზღვრისას საჭიროა შესწორების კოეფიციენტის შემოღება, რომლის მნიშვნელობა მრავლდება ნორმატივით გათვალისწინებულ საწყის დროზე. რამდენიმე რთული ფაქტორის ერთდროულად მოქმედების შემთხვევაში ნორმატივის შესასრულებლად საჭირო დრო გამოითვლება საწყისი დროის შესაბამის შესწორების კოეფიციენტზე თანმიმდევრული გამრავლებით.
მუხლი 10.
პირადი შემადგენლობის მიერ სპეციალურ დამცავ ტანსაცმელში ნორმატივების შესრულების დრო იზრდება 25%-ით, გარდა ნორმატივებისა, რომელთა შესრულება გათვალისწინებულია დაცვის საშუალებებით.
მუხლი 11.
იმ სახანძრო მანქანებზე, რომლებზეც შემწოვი მილყელი განლაგებულია წინ და გვერდით, ნორმატივის შესრულების დრო მუშა და მაგისტრალური ხაზების თითოეულ სახელოზე (ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ხაზზე) იზრდება 2 წამით, წყლის მიწოდების გათვალისწინებით – 5 წამით, ქაფის მიწოდების გათვალისწინებით – 7 წამით.
მუხლი 12.
იმ სახანძრო ავტოცისტერნებზე, რომლებზეც შემწოვი სახელო მოთავსებულია სპეციალურ ყუთში, ხოლო გასაშლელ კიბეს გააჩნია დამატებითი სამაგრები, ნორმატივის შესრულების დრო იზრდება 12 წამით.
მუხლი 13.
სახანძრო ტექნიკასთან ჩასატარებელ მოქმედებებზე ნორმატივების შესრულებამდე წვრთნაში მონაწილე პირები დგებიან მწყობრში წინა თვლებთან ავტომობილის ნებისმიერი მხრიდან (მწყობრში მიმმართველი უკანა თვლის ღერძის საპირისპიროდ), ამასთან, ძრავა მუშაობს დაბალ ბრუნზე, სახანძრო-ტექნიკური საშუალებები (სამაშველო მოწყობილობები) დამაგრებულია, სახანძრო სახელოები დახვეული ან დაკეცილი, ხოლო ნაკვეთურების კარებები დაკეტილია.
მუხლი 14.
ძრავის გაშვებასთან დაკავშირებული ნორმატივების შესრულებისას საჭიროა ძრავის გახურება ექსპლუატაციის ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად და გარემოს ტემპერატურის გათვალისიწინებით (+500C და ნაკლები).
მუხლი 15.
სახანძრო ავტომობილის წყლის წყაროზე დაყენებისას უკანა სახელოს კოჭა საჭიროებისდამიხედვით წინასწარ იხსნება. ტუმბოს შემწოვი მილყელი განთავსდება სახანძრო ჰიდრანტიდან 3 მეტრის დაშორებით და ჰიდრანტის ხუფი იხსნება.
მუხლი 16.
ავტოკიბის გაშლისას 30 მეტრ და მეტ სიმაღლეზე ბოლო მუხლი უნდა დაეყრდნოს შენობის კონსტრუქციას.
მუხლი 17.
პირადი შემადგენლობა, რომელსაც არ გააჩნია მუშაობის საკმარისი გამოცდილება, სახანძრო კიბეზე ასვლის ნორმატივებს ასრულებს სპეციალური დამცავი მოწყობილობების (საშუალებების) გამოყენებით.
მუხლი 18.
ნორმატივები სრულდება რეზინის ჩექმებსა და ხელჯაგებში, თუ მათი შესრულება საჭიროებს ელექტრომოწყობილობების გამოყენებას.
მუხლი 19.
ნორმატივების შესრულებისას მელულეების პოზიცია განისაზღვრება გაყვანილი სახელოს ხაზის სიგრძის ტოლი მანძილით (განისაზღვრება ნორმატივის შესრულებამდე), თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული პირობებით. შედეგი ფიქსირდება რიგით ბოლო მელულის მიერ პოზიციის ხაზის გადაკვეთისას, ან უკანასკნელი ოპერაციის, ან ბოლო ლულაში (ლულებში) ცეცხლმაქრი საშუალებების გამოჩენის მიხედვით, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული პირობებით.
მუხლი 20.
პირადი შემადგენლობის, გათვლის, მორიგე ცვლის მიერ ნორმატივის შესრულების შეფასება სახანძრო ტექნიკისა და სახანძრო-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ნორმატივების შესრულების პირობებისა და ნორმების (დანართი №3) გათვალისწინებით, განისაზღვრება:
ა) „ ფრიადით“ – თუ თანამშრომელმა, გათვლამ, მორიგე ცვლამ ნორმატივი შეასრულა სათანადოდ, სრული მოცულობით და აღნიშნული შეფასებისათვის განსაზღვრულ დროში;
ბ) „ კარგით“ – თუ თანამშრომელმა, გათვლამ, მორიგე ცვლამ ნორმატივი შეასრულა სათანადოდ, სრული მოცულობით და აღნიშნული შეფასებისათვის განსაზღვრულ დროში;
გ) „ დამაკმაყოფილებელით“ – თუ თანამშრომელმა, გათვლამ, მორიგე ცვლამ ნორმატივი შეასრულა სათანადოდ, სრული მოცულობით და აღნიშნული შეფასებისათვის განსაზღვრულ დროში;
დ) „ არადამაკმაყოფილებელით“ – თუ თანამშრომელმა, გათვლამ, მორიგე ცვლამ ვერ შეასრულა ნორმატივი დადებითი შეფასებისათვის განსაზღვრულ დროში.
მუხლი 21.
თანამშრომლის ინდივიდუალური შეფასება რამდენიმე ნორმატივის შესრულებისათვის და დანაყოფის შეფასება მორიგე ცვლის, გათვლის შემადგენლობაში ნორმატივების შესრულებისათვის განისაზღვრება თითოეული ნორმატივის შესრულებისათვის მიღებული შეფასებების მიხედვით და არის:
ა) „ ფრიადი“ – თუ შემოწმებული ნორმატივების ნახევარზე მეტის შესრულება შეფასდა როგორც „ ფრიადი“, ხოლო დანარჩენი – „ კარგი“;
ბ) „ კარგი“ – თუ შემოწმებული ნორმატივების ნახევარზე მეტის შესრულება შეფასდა როგორც „ კარგი”, ხოლო დანარჩენი – „ დამაკმაყოფილებელი“;
გ) „ დამაკმაყოფილებელი“ – თუ შემოწმებული ნორმატივების არანაკლებ 70% შეფასდა დადებითი ნიშნით, ხოლო სამი ნორმატივით შეფასების შემთხვევაში უნდა შესრულდეს ორი, ამასთან, ერთ-ერთი შეფასდეს როგორც „ კარგი“ ან „ ფრიადი”.
მუხლი 22.
მორიგე ცვლის, გათვლის მიერ ცალკეული ნორმატივების შესრულების შეფასება ხორციელდება თანამშრომელთა ინდივიდუალური შეფასებების მიხედვით და განისაზღვრება:
ა) „ ფრიადით“ – თუ თანამშრომლების არანაკლებ 100%-მა მიიღო დადებითი ნიშნები, ამასთან, 50%-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო „ ფრიადი“;
ბ) „ კარგით“ – თუ თანამშრომლების არანაკლებ 100%-მა მიიღო დადებითი ნიშნები, ამასთან, 50 %-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო შეფასება „ ფრიადი“ ან „ კარგი“;
გ) „ დამაკმაყოფილებელით“ – თუ თანამშრომლების არანაკლებ 90%-მა მიიღო დადებითი ნიშნები.
მუხლი 23.
მორიგე ცვლის, გათვლის შემადგენლობაში და ინდივიდუალური ნორმატივების შესრულების შემოწმებისას დანაყოფის საერთო შეფასება ნორმატივების შესრულებისათვის განისაზღვრება:
ა) „ ფრიადი“ – თუ პირველი ნიშანია „ ფრიადი“, ხოლო მეორე – არანაკლებ „ კარგი“;
ბ) „ კარგი“ – თუ პირველი ნიშანია „ კარგი“, ხოლო მეორე – არანაკლებ „ დამაკმაყოფილებელი“;
გ) „ დამაკმაყოფილებელი“ – თუ ორივე ნიშანი არ არის „ დამაკმაყოფილებელზე” ნაკლები.
მუხლი 24.
შესწორების კოეფიციენტები, რომლებიც ითვალისწინებს ზამთრის პირობებისა და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებას, გარემოს ტემპერატურის ზემოქმედებას, ასაკს და ვარჯიშების შესრულების ფაქტორების ზემოქმედებას, მოყვანილია დანართ №2-ში, ხოლო სახანძრო ტექნიკისა და სახანძრო-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ნორმატივების შესრულების პირობები და ნორმები, საშუალებების გაშლის დროს, ძირითადი სახანძრო ავტომობილებიდან სახელოების გაშლის დროს მოყვანილია დანართ №3-ში.
მუხლი 25.
1. „ სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის №1254 ბრძანებით დამტკიცებული წესდების 23-ე მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ნორმატივების შესრულება მოწმდება ინსპექტირების ჩატარებისას, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შემაჯამებელი შემოწმებების დროს, აგრეთვე გეგმურ და საკონტროლო მეცადინეობებსა და სწავლებებზე.
2. ამ ბრძანების დანართი №3-ის პირველი ცხრილის პირველ, მე-2, მე-11, მე-19 და მე-20 პუნქტებსა და დანართი №3-ის მე-3 ცხრილის მე-2 და მე-8 პუნქტებში მოყვანილი ნორმატივები სავალდებულოდ უნდა შესრულდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ ინსპექტირების ჩატარებისას, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შესაჯამებელი შემოწმებების დროს, აგრეთვე საკონტროლო მეცადინეობებზე. ნორმატივი შეიძლება შესრულდეს რამდენჯერმე, მაგრამ არა უმეტეს სამი ჯერისა. ნორმატივის შესრულების შეფასება განისაზღვრება საუკეთესო შედეგის მიხედვით.
დანართი №2
ცხრილი 1
კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს ზამთრის პირობებისა და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებას
თოვლის საფარის სიმაღლე, სმ | 0 | 10 | 20 | 30 | 40 | 50 | 60 | 70 | 80 |
კოეფიციენტი | 1,1* | 1,4 | 1,8 | 2,2 | 2,6 | 3,2 | 3,9 | 4,7 | 5,7 |
კოეფიციენტი | 1,2** |
|
|
|
|
|
|
|
|
* ზამთრის პერიოდში ასფალტზე თოვლის (ყინულის) გარეშე.
** ზამთრის პერიოდში დატკეპნილ თოვლზე.
ცხრილი 2
კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს გარემოს ტემპერატურის ზემოქმედებას
ტემპერატურა, 0 C | 0- (+25) | +30 | +35 | +40 | +50 |
კოეფიციენტი | 1,0 | 1,1 | 1,2 | 1,35 | 1,45 |
ცხრილი 3
კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს ასაკს
ასაკობრივი ჯგუფები* | 30-მდე | 31-35 | 36-40 | 41-45 | 46-50 | 51 და მეტი |
კოეფიციენტი | 1,0 | 1,1 | 1,3 | 1,4 | 1,5 | 1,8 |
* ნორმატივის შესრულებისას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის თანამშრომელთა ჯგუფების მიერ, კოეფიციენტი მიიღება ნორმატივის შემსრულებლების საშუალო ასაკისათვის.
ცხრილი 4
კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს ვარჯიშების შესრულების
ფაქტორების ზემოქმედებას
№ | ნორმატივების შესრულების ფაქტორები |
|
1 | ღამის საათები | 1,6 |
2 | ღამის საათები მთვარის ან ქუჩის განათების პირობებში | 1,1 |
3 | ზაფხულში, დღის საათებში, გრუნტის ნიადაგზე | 1,1 |
4 | სასუნთქი ორგანოების დაცვით არადაკვამლიანებულ ატმოსფეროში* | 1,5 |
5 | კიბეების გამოყენებით ნორმატივებისათვის ზამთრის პირობებში | 1,3 |
6 | ერთ წლამდე სტაჟის მქონე პირადი შემადგენლობისათვის (ინდივიდუალური ნორმატივების შესრულებისას) | 1,1 |
* გარდა ნორმატივებისა, რომელთა შესრულება ითვალისწინებს დაცვის საშუალებების გამოყენებას.
დანართი 3
ცხრილი 1
სახანძრო ტექნიკისა და სახანძრო-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ნორმატივის
შესრულების პირობები და ნორმები
№ | ნორმატივის სახეობა | შეფასება დროის მიხედვით, წამი | ნორმატივის შესრულების პირობები | ||||||
ფრიადი | კარგი | დამაკმაყოფილებელი | |||||||
1 | სპეციალური ტანსაცმლის ჩაცმა და აღჭურვა | 21 | 24 | 27 | 1. სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა დაწყობილია ნებისმიერი ხერხით. ქამარი კარაბინით და ბუდეში მოთავსებული სახანძრო ნაჯახით დევს ტანსაცმლის ქვეშ, ბრეზენტის ხელჯაგები – ქურთუკის ჯიბეებში, ჯიბეების არ არსებობის შემთხვევაში – ქამრის ქვეშ 2. მეხანძრე-მაშველი დგას პირისახით სპეციალური ტანსაცმლიდან და აღჭურვილობიდან 1 მ დაშორებით 3. ამოცანის დასრულება: სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა ჩაცმულია, ქურთუკი შეკრულია ყველა ღილზე, ქამარი შეკრულია და ჩატანებულია ბალთაში | ||||
2 | თბოამრეკლი კოსტიუმის ჩაცმა | 70 | 75 | 80 | 1. კოსტიუმი ამოღებულია ტომრიდან და დევს მაგიდაზე (თაროზე) 2. მეხანძრე-მაშველი დგას პირისახით ფორმის ტანსაცმლისა და აღჭურვილობიდან 1 მ დაშორებით 3. ამოცანის დასრულება: კომბინიზონი ჩაცმულია და დამაგრებულია მხრის ღვედებით, მოლითონებული ქსოვილის ქურთუკი ჩაცმულია და შეკრულია ყველა ღილზე. ჩაფხუტი-ნიღაბი ჩამოცმული ჩაჩქანზე და შეკრულია, ხელჯაგები ჩაცმულია | ||||
3 | თბოამრეკლი კოსტიუმის ჩაცმა | სისწორეზე | 1. მეხანძრე-მაშველი ფორმის ტანსაცმელში ორ ასისტენტთან ერთად დგას 1 მ დაშორებით მომზადებული კოსტიუმიდან 2. კომბინიზონის შარვლის და ჩექმების ჩაცმა 3. სასუნთქი აპარატის ზურგზე მოკიდება 4. კომბინიზონის ზედა ნაწილის ჩაცმა, მომჭერი ქამრის შეკვრა, შეუკრავი რჩება ერთი ზედა მომჭერი ქამარი 5. სასუნთქი აპარატის შემოწმება ან ბალონის ვენტილის ბოლომდე გახსნა. სასუნთქ აპარატში ჩართვა. სახანძრო ჩაჩქანის დახურვა 6. ამოცანის დასრულება: ხელჯაგები ჩაცმულია, სახანძრო ქამარი შეკრულია | ||||||
4 | შეკრება და გასვლა განგაშის სიგნალზე (ავტომობილში ჩასხდომით გარაჟის ჭიშკარს გარეთ) | 1. სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა დაწყობილია №1 ნორმატივის შესრულების პირობის მსგავსად 2. მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობა იმყოფება მორიგე ცვლის სათავსში მანქანაში ჩასხდომა წარმოებს სპეციალური ტანსაცმლისა და აღჭურვილობის ჩაცმის შემდეგ დასაშვებია სპეციალური ტანსაცმლის ჩაცმა და სახანძრო ქამრის შემორტყმა ავტობილის კაბინაში 3. ამოცანის დასრულება: ავტომობილი დგას გარაჟის ჭიშკრის გარეთ, გათვლის პირადი შემადგენლობა იმყოფება ავტომობილში. კარები მიხურულია შედეგი ფიქსირდება ავტომობილის უკანასკნელი კარების დაკეტვის მომენტში შენიშვნა: “კამაზის” სამუხრუჭე სისტემის მქონე ავტომობილებისათვის ნორმატივით განსაზღვრული დრო იზრდება 60 წ | |||||||
გათვლა | 30 | 34 | 38 | ||||||
| მორიგე ცვლა ორი ან მეტი გათვლის შემადგენლობით | 34 | 38 | 42 | |||||
5 | 40 მ სიგრძის “Б” ლულიანი სახელოს ხაზის გაყვანა ჰიდრანტზე დაყენებული სვეტიდან | 15 | 17 | 19 | 1. სახანძრო ინვენტარი განთავსებულია სვეტიდან ერთი მეტრის მოშორებით. მეხანძრე-მაშველი დგას ინვენტართან 2. ამოცანის დასრულება: სახელოს ხაზი გაყვანილია, ლულა მიერთებულია სახელოზე, მეხანძრე-მაშველი თავის პოზიციაზეა | ||||
6 | 77 მმ მაგისტრალური ხაზის გაყვანა ერთი მეხანძრის მიერ: | 1. დახვეული სახელოები ჩალაგებულია სახანძრო ავტომობილის ნაკვეთურებში 2. ამოცანის დასრულება: ხაზი (განშტოებებით) აწყობილია და მიერთებულია ტუმბოს სადაწნეო მილყელზე შედეგი ფიქსირდება უკანასკნელი შეერთების მიხედვით | |||||||
3 სახელო | 45 | 50 | 55 | ||||||
4 სახელო | 70 | 80 | 90 | ||||||
5 სახელო | 105 | 120 | 135 | ||||||
6 სახელო | 140 | 160 | 180 | ||||||
7 სახელო | 210 | 235 | 265 | ||||||
7 | 77 მმ მაგისტრალური ხაზის გაყვანა ორკაციანი ჯგუფის მიერ | 1. დახვეული სახელოები ჩალაგებულია სახანძრო ავტომობილის ნაკვეთურებში 2. ამოცანის დასრულება: ხაზი (განშტოებებით) აწყობილია და მიერთებულია ტუმბოს სადაწნეო მილყელზე შედეგი ფიქსირდება უკანასკნელი შეერთების მიხედვით
| |||||||
5 სახელო | 65 | 70 | 75 | ||||||
6 სახელო | 70 | 80 | 90 | ||||||
7 სახელო | 105 | 115 | 125 | ||||||
8 სახელო | 125 | 140 | 155 | ||||||
10 სახელო | 200 | 220 | 240 | ||||||
8 | 77 მმ მაგისტრალური ხაზის გაყვანა სამკაციანი ჯგუფის მიერ: | 1. დახვეული სახელოები ჩალაგებულია სახანძრო ავტომობილის ნაკვეთურებში 2. ამოცანის დასრულება: ხაზი (განშტოებებით) აწყობილია და მიერთებულია ტუმბოს სადაწნეო მილყელზე შედეგი ფიქსირდება უკანასკნელი შეერთების მიხედვით
| |||||||
6 სახელო | 40 | 45 | 50 | ||||||
7 სახელო | 65 | 70 | 75 | ||||||
8 სახელო | 70 | 80 | 90 | ||||||
10 სახელო | 130 | 145 | 135 | ||||||
9 | ორმაგი მაშველი მარყუჟის შეკვრა გადასარჩენ ადამიანზე მიბმის გარეშე | 6 | 7 | 8 | 1. მაშველი თოკის გორგალი მოთავსებულია მეხანძრის მხარზე გადაკიდებულ ღვედებიან შალითაში 2. ამოცანის დასრულება: მაშველი მარყუჟი შეკრულია | ||||
10 | ორმაგი სამაშველო მარყუჟის შეკვრა გადასარჩენ ადამიანზე მიბმით | 21 | 25 | 29 | 1. მეხანძრე-მაშველი დგას 1 მ დაშორებით გადასარჩენი ადამიანისაგან, რომელიც წევს ზურგზე 2. მაშველი თოკის გორგალი მოთავსებულია მეხანძრის მხარზე გადაკიდებულ ღვედებიან შალითაში 3. ამოცანის დასრულება: მაშველი მარყუჟი შეკრულია, მიბმულია გადასარჩენ ადამიანზე, თოკის გრძელი ბოლო დახვეულია კარაბინზე | ||||
11 | მაშველი თოკის დამაგრება შენობის კონსტრუქციაზე (4 ხერხიდან ერთერთი) | 4 | 5 | 6 | 1. მეხანძრე-მაშველი დგას კონსტრუქციაზე თოკის მიმაგრების ადგილიდან ერთი მეტრის დაშორებით 2. მაშველი თოკის გორგალი მოთავსებულია მეხანძრის მხარზე გადაკიდებულ ღვედებიან შალითაში 3. ამოცანის დასრულება: თოკი დამაგრებულია კონსტრუქციაზე, მარყუჟი საიმედოდ შეკრულია | ||||
12 | 30(50)მ სიგრძის მაშველი თოკის დაგორგვლა | სისწორეზე | 1. მეხანძრე-მაშველი დგას ერთი მეტრის დაშორებით დაშლილი თოკიდან, რომლის ერთი ბოლო უკავია ხელში 2. ამოცანის დასრულება: თოკი დახვეულია გორგლისებურად და მოთავსებულია შალითაში, თოკის თავისუფალი ბოლო ჩატანებულია გორგალში | ||||||
13 | სტაციონარული კიბით მოცემულ სიმაღლეზე ასვლა: | 1. მეხანძრე-მაშველი დგას სტაციონარულ კიბესთან 2. ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი დგას ორივე ფეხით მოცემულ სიმაღლეზე, კიბის საფეხურზე მიმაგრებულია კარაბინით შედეგი ფიქსირდება კარაბინის დამაგრების მიხედვით შენიშვნა: თუ სტაციონარული კიბე მიწას არ წვდება, მას მიედგმება ჯოხ-კიბე, ნორმატივის შესრულების დრო იზრდება 5 წამით | |||||||
8 მ | 8 | 10 | 12 | ||||||
12 მ | 12 | 14 | 16 | ||||||
16 მ | 17 | 20 | 23 | ||||||
20 მ | 24 | 28 | 32 | ||||||
14 | მშრალი სახელოს ხაზზე მიმაგრებული “Б” ლულით სტაციონარულ კიბეზე ასვლა მოცემულ სიმაღლეზე: | 1. მეხანძრე-მაშველი დგას კიბის ასასვლელთან. დახვეული სახელოს ხაზი დევს მის ფეხებთან, შემაერთებელი თავები შეერთებულია, ხაზის ერთი, ლულიანი ბოლო გადაკიდებულია მარცხენა მხარზე, ლულით ზურგისკენ 2. ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი ორივე ფეხით დგას მოცემულ სიმაღლეზე, კარაბინით მიმაგრებულია კიბის საფეხურზე, სახელოს ხაზი დამაგრებულია საკავით. შედეგი ფიქსირდება საკავის დამაგრების მიხედვით შენიშვნა: ჯოხ-კიბის გამოყენებისას დრო იზრდება 5 წამით | |||||||
8 მ | 15 | 17 | 19 | ||||||
12 მ | 22 | 25 | 28 | ||||||
16 მ | 30 | 34 | 38 | ||||||
20 მ | 39 | 44 | 49 | ||||||
15 | ავტო-კიბეზე ასვლა, რომელიც გაშლილია: | 1. ავტოკიბე დგას და გაშლილია მოცემულ სიმაღლეზე 700ჩ დახრის კუთხით, მეხანძრე-მაშველი დგას კიბის ასასვლელთან 2. ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველმა მიაღწია მოცემულ სიმაღლეს და კარაბინით დაფიქსირდა კიბის ბოლოს-წინა საფეხურზე, სახელოს ხაზი დამაგრებულია საკავით შედეგი ფიქსირდება კარაბინის დამაგრების მიხედვით შენიშვნა: ჯოხ-კიბის გამოყენებისას დრო იზრდება 5 წამით | |||||||
| 15 მ | 13 | 15 | 17 | |||||
20 მ | 21 | 24 | 27 | ||||||
25 მ | 27 | 30 | 33 | ||||||
30 მ | 32 | 36 | 40 | ||||||
35 მ | 38 | 43 | 48 | ||||||
40 მ | 45 | 50 | 55 | ||||||
45 მ | 54 | 60 | 66 | ||||||
50 მ | 63 | 70 | 77 | ||||||
16 | მშრალი სახელოს ხაზზე მიმაგრებული “Б” ლულით ავტო-კიბეზე ასვლა მოცემულ სიმაღლეზე: | 1. მეხანძრე-მაშველი დგას კიბის ასასვლელთან. დახვეული სახელოს ხაზი დევს მის ფეხებთან, შემაერთებელი თავები შეერთებულია, ხაზის ერთი ბოლო მიერთებული ლულით გადაკიდებულია მარცხენა მხარზე, ლულით ზურგისკენ 2. ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველმა მიაღწია მოცემულ სიმაღლეს და კარაბინით დაფიქსირდა კიბის ბოლოს-წინა საფეხურზე, სახელოს ხაზი დამაგრებულია საკავით შედეგი ფიქსირდება საკავის დამაგრების მომენტის მიხედვით | |||||||
15 მ | 17 | 19 | 21 | ||||||
20 მ | 24 | 27 | 30 | ||||||
25 მ | 32 | 36 | 40 | ||||||
30 მ | 42 | 47 | 52 | ||||||
17 | საიერიშო კიბის გადატანა და ჩამოკიდება | 7 | 8 | 9 | 1. კიბე მე-7 საფეხურით ეხება სასტარტო ზოლს (32მ 25 სმ მანძილზე სასწავლო კოშკიდან). მეხანძრე-მაშველი დგას სასტარტო ზოლთან მოხერხებულ პოზიციაში, ხელებით და ფეხებით არ ეხება სასტარტო ზოლს 2. ამოცანის დასრულება: კიბე ჩამოკიდებულია სასწავლო კოშკის მე-2 სართულის რაფაზე კაკვის მთელ სიგრძეზე შედეგი ფიქსირდება რაფის ზედაპირთან კაკვის შეხების მომენტის მიხედვით | ||||
18 | ჩამოკიდებული საიერიშო კიბით სასწავლო კოშკის მე-4 სართულზე ასვლა | 20 | 22 | 24 | 1. კიბე ჩამოკიდებულია სასწავლო კოშკის მე-2 სართულის რაფაზე. მეხანძრე-მაშველი მარცხენა ფეხით დგას პირველ საფეხურზე, ორივე ხელი უკავია ჩანზე 2. ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი ორივე ფეხით ეხება სასწავლო კოშკის მე-4 სართულის იატაკს შედეგი ფიქსირდება მეორე ფეხით იატაკთან შეხების მომენტის მიხედვით | ||||
19 | საიერიშო კიბით სასწავლო კოშკის მე-4 სართულზე ასვლა | 28 | 30 | 36 | 1. კიბე მე-7 საფეხურით ეხება სასტარტო ზოლს (32მ 25 სმ მანძილზე სასწავლო კოშკიდან). მეხანძრე-მაშველი დგას სასტარტო ზოლთან მოხერხებულ პოზიციაში, ხელებით და ფეხებით არ ეხება სასტარტო ზოლს 2. ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი ორივე ფეხით ეხება სასწავლო კოშკის მე-4 სართულის იატაკს შედეგი ფიქსირდება მეორე ფეხით იატაკთან შეხების მომენტის მიხედვით | ||||
20 | მიდგმული გასაშლელი კიბით სასწავლო კოშკის მე-3 სართულის ფანჯარაში ასვლა | 8 | 10 | 12 | 1. გასაშლელი კიბე დამაგრებულია მე-7 საფეხურზე, პირველი ნომერი დგას კიბესთან, ხელი უკავია ჩანზე, მარცხენა ფეხი პირველ (მეორე) საფეხურზეა. მეორე ნომერი დგას კედელსა და კიბეს შორის, იჭერს კიბეს 2. ამოცანის დასრულება: პირველი ნომერი ორივე ფეხით ეხება სასწავლო კოშკის მე-4 სართულის იატაკს შედეგი ფიქსირდება მეორე ფეხით იატაკთან შეხების მომენტის მიხედვით | ||||
21 | გასაშლელი კიბის მიდგმა სასწავლო კოშკის მე-3 სართულის ფანჯარაზე | 15 | 18 | 21 | 1. გასაშლელი კიბე დაკეცილია და დამაგრებულია სასწავლო კოშკიდან 30 მეტრით დაშორებული ავტომობილის სახურავზე (უკანა თვლების ღერძი ემთხვევა 30 მ ნიშნულს). სახელოს კოჭა მოხსნილია 2. ორი მეხანძრე-მაშველი იმყოფება ავტომობილის უკანა თვალთან სასტარტო ზოლს უკან 3. ამოცანის დასრულება: გასაშლელი კიბე მოხსნილია, გადატანილი, დადგმული და დამაგრებულია მეშვიდე საფეხურზე. პირველი ნომერი დგას კიბიდან ნახევარ ნაბიჯში, სახით კიბესთან, მეორე ნომერი – კიბესა და კედელს შორის შედეგი ფიქსირდება რაფაზე კიბის ჩანას შეხების მომენტის მიხედვით | ||||
22 | გასაშლელი კიბის მიდგმა სასწავლო კოშკის მე-3 სართულის ფანჯარაზე და ასვლა | 26 | 30 | 34 | 1. გასაშლელი კიბე დაკეცილია და დამაგრებულია სასწავლო კოშკიდან 30 მეტრით დაშორებული ავტომობილის სახურავზე (უკანა თვლების ღერძი ემთხვევა 30 მეტრიან ნიშნულს). სახელოს კოჭა მოხსნილია 2. ორი მეხანძრე-მაშველი იმყოფება ავტომობილის უკანა თვალთან სასტარტო ზოლს უკან 3. ამოცანის დასრულება: პირველი ნომერი ორივე ფეხით ეხება სასწავლო კოშკის მე-3 სართულის იატაკს შედეგი ფიქსირდება იატაკთან მეორე ფეხით შეხების მომენტის მიხედვით | ||||
23 | 100 მეტრიანი ზოლის დაბრკოლებებით) დაძლევა | 27 | 30 | 33 | 1. მეხანძრე-მაშველი ლულით ხელში დგას მოხერხებულ პოზიციაში სასტარტო ზოლთან, ამასთან არ ეხება სასტარტო ზოლს ხელით ან ფეხით (ლულის მდგომარეობა ნებისმიერია) 2. ამოცანის დასრულება: დაბრკოლებები გადალახულია, დისტანცია დასრულებულია; ლულა მიერთებულია სახელოს ხაზთან, სახელოები შეერთებულია და მიერთებულია განშტოებაზე | ||||
ცხრილი 2
ნორმატივების შესრულების პირობები და ნორმები საშუალებების გაშლის დროს
№ | ნორმატივის სახეობა | შეფასება დროის მიხედვით, წამი | ნორმატივის შესრულების პირობები | ||||
ფრიადი | კარგი | დამაკმაყოფილებელი | |||||
1 | დისკოიანი ან ჯაჭვიანი ხერხის სამუშაოდ მომზადება | 18 | 19 | 20 | 1. ნორმატივს ასრულებს ერთი 2. ხერხი მოხსნილია და აწყობილია | ||
2 | ელექტროკვამლსაწოვის დაყენება, საკაბელო ხაზის 60 მეტრზე გაშლით და დენგამანაწილებელი ყუთის მოწყობით | 1. ნორმატივს ასრულებს გათვლა ექვსი ადამიანის შემადგენლობით 2. დასრულება: კვამლსაწოვი დაყენებულია, საკაბელო ხაზები მიერთებულია კვამლსაწოვთან, ავტომობილის გამანაწილებელ ფართან, დენგამანაწილებელ ყუთთან 3. შენიშვნა: საკაბელო ხაზის დაგრძელებასთან ერთად კაბელის ყოველ 30 მეტრზე იზრდება დროითი მაჩვენებელი 15-15 წამით | |||||
თითო-თითო ხისტი და რბილი სახელო | 100 | 110 | 120 | ||||
2-2 ხისტი და რბილი სახელო | 130 | 150 | 170 | ||||
ცხრილი 3
ნორმატივების შესრულების პირობები და ნორმები ძირითადი
სახანძრო ავტომობილებიდან სახელოების გაშლის დროს
№ | სახელოების რაოდენობა (ნ) , დიამეტრით (დ) | გათვლა, ადამიანი | შეფასება დროის მიხედვით, წამი | გაშლის სქემა და ნორმატივის შესრულების პირობები. | ||||
ნმ/დმ | ნ1/დ1 | ნ2/დ2 | ფრიადი | კარგი | დამაკმაყოფილებელი | |||
1 | – | – | – | 2 | 26(40) | 29(43) | 32(46) | 1. ავტოცისტერნა (ტუმბო-სახელოს ავტომობილი) დგას ჰიდრანტთან 2. ამოცანის დასრულება: სვეტი ბოლომდე არის დაჭერილი ჰიდრანტის დგარზე, შემწოვი სახელოები მიერთებულია ფრჩხილებში მითითებულია დრო სადაწნეო მილყელიდან წყლის გაშვების გათვალისწინებით
|
2 | – | – | – | 2 | 39(75) | 45(82) | 52(88) | 1. ავტოცისტერნა (ტუმბო-სახელოს ავტომობილი) დგას წყალსაცავთან, დაკომპლექტებულია შემწოვი სახელოებით 2. ამოცანის დასრულება: შემწოვი სახელოს ხაზი აწყობილია, შემწოვი ბადის თოკი დაშლილია ფრჩხილებში მითითებულია დრო წყლის გაშვების გათვალისწინებით
|
3 | – | – | – | 2 | 72(110) | 80(121) | 88(132) | 1. ავტოცისტერნა (ტუმბო-სახელოს ავტომობილი) დგას წყალსაცავთან, დაკომპლექტებულია შემწოვი სახელოებით 2. დასრულება: შემწოვი სახელოს ხაზი აწყობილია, შემწოვი ბადის თოკი დაშლილია, თოკის თავისუფალი ბოლო მიმაგრებულია კონსტრუქციაზე ან შემწოვ სახელოზე ფრჩხილებში მითითებულია დრო წყლის გაშვების გათვალისწინებით
|
4 | – | – | – | 3 | 115(220) | 130(240) | 145(260) | 1. სახანძრო სატუმბი სადგური დგას წყალსაცავთან 2. ამოცანის დასრულება: შემწოვი სახელოს ხაზი აწყობილია, შემწოვი ბადის თოკი დაშლილია, თოკის თავისუფალი ბოლო მიმაგრებულია კონსტრუქციაზე ან შემწოვ სახელოზე ფრჩხილებში მითითებულია დრო წყლის გაშვების გათვალისწინებით
|
5 | – | – | – | 2 | 45 | 50 | 55 | 1. მოტოპომპა (ხელით გადასატანი) და ბადიანი შემწოვი სახელო განთავსებულია წყალსაცავთან. ძრავა არ მუშაობს. გათვლა ორი კაცის შემადგენლობით დგას 1 მ დაშორებით მოტოპომპისაკენ სახით 2. მოტოპომპა მომართულია, წყალი გამოჩნდა ტუმბოს სადაწნეო მილყელში
|
6 | – | – | – | 2 | 70 | 80 | 90 | 1. მოტოპომპა (მისაბმელი) დგას წყალსაცავთან, ძრავა არ მუშაობს. გათვლა ორი კაცის შემადგენლობით დგას 1 მ დაშორებით მოტოპომპისაკენ სახით 2. მოტოპომპა მომართულია, წყალი გამოჩნდა ტუმბოს სადაწნეო მილყელში
|
7 | –
– | 2/51
3/51 | –
– | 2
2 | 11
17 | 12
19 | 13
21 | 1. ავტოცისტერნა დგას მოედანზე 2. ამოცანის დასრულება: ძრავა გადართულია ტუმბოზე, სახელოს ხაზი გაყვანილია, შემაერთებელი თავები შეერთებულია, მეხანძრე-მაშველი ლულით დგას პოზიციაზე, მძღოლი იმყოფება ტუმბოსთან
|
8 | 3/77 | 2/51 | –
| 2 | 126 | 140 | 154 | 1. ავტოცისტერნა დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან) 2. ამოცანის დასრულება: ავტოცისტერნა დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან), სახელოების ხაზები გაყვანილი და შეერთებულია, მეხანძრე-მაშველი ლულით დგას პოზიციაზე, მძღოლი იმყოფება ტუმბოსთან ფრჩხილებში მითითებულია დრო ტუმბოს წყლით შევსების გათვალისწინებით
|
3-4 | 63(70) | 70(75) | 77(80) | |||||
5-6 | 47(70) | 52(75) | 57(80) | |||||
4/77 | 2/51 | – | 2 | 126 | 140 | 154 | ||
3 | 67(70) | 75(75) | 83 | |||||
4 | 63(70) | 70(75) | 77(80) | |||||
5-6 | 54(70) | 62(75) | 68(80) | |||||
6/77 | 2/51 | – | 2 | 180 | 200 | 220 | ||
3 | 80 | 90 | 100 | |||||
4 | 72 | 80 | 88 | |||||
5-6 | 67(70) | 75(75) | 83 | |||||
9 | 3/77 | 2/51 | 2/51 -66 | 3 | 67(70) | 75(75) | 83 | 1. ავტოცისტერნა დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან) 2. ამოცანის დასრულება: ავტოცისტერნა წყალსაცავთან (ჰიდრანტთან), სახელოების ხაზები გაყვანილი და შეერთებულია, მეხანძრე-მაშველი ლულით დგას პოზიციაზე, მძღოლი იმყოფება ტუმბოსთან ფრჩხილებში მითითებულია დრო ტუმბოს წყლით შევსების გათვალისწინებით
|
4 | 63(70) | 70(75) | 77(80) | |||||
5-6 | 47(70) | 52(75) | 57(80) | |||||
5/77 | 2/51 | 2/51
-66 | 3 | 80 | 90 | 100 | ||
4 | 72 | 80 | 88 | |||||
5-6 | 67(70) | 75(75) | 83 | |||||
10 | 3/77 | 2/51 | 2/51 -66 | 4 | 72 | 80 | 88 | 1. ავტოცისტერნა დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან) 2. ამოცანის დასრულება: ავტოცისტერნა დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან), სახელოების ხაზები გაყვანილია და შეერთებულია, მეხანძრე-მაშველი ლულით დგას პოზიციაზე, მძღოლი იმყოფება ტუმბოსთან ფრჩხილებში მითითებულია დრო ტუმბოს წყლით შევსების გათვალისწინებით
|
5-6 | 67(70) | 75(75) | 83 | |||||
5/77 | 2/51 | 2/51 -66 | 4 | 117 | 130 | 143 | ||
5-6 | 90 | 100 | 110 | |||||
11 | 3/77 | 2/51 -66 | – | 4 | 100 | 110 | 120 | 1. ავტოცისტერნა დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან) 2. ამოცანის დასრულება: ავტოცისტერნა წყალსაცავთან (ჰიდრანტთან), სახელოების ხაზები გაყვანილია და შეერთებულია, მეხანძრე-მაშველი ლულით დგას პოზიციაზე, მძღოლი იმყოფება ტუმბოსთან ფრჩხილებში მითითებულია დრო ტუმბოს წყლით შევსების გათვალისწინებით
|
5 | 72 | 80 | 88 | |||||
6 | 67(70) | 75(75) | 83 | |||||
5/77 | 2/51 -66 | – | 4 | 160 | 180 | 200 | ||
5 | 135 | 150 | 165 | |||||
6 | 110 | 125 | 140 | |||||
12 | 3/77 | 2/51 -66 | – | 3 | 80 | 90 | 100 | 1. ავტოცისტერნა დგას მოედანზე 2. ამოცანის დასრულება: ძრავა გადართულია ტუმბოზე, ტუმბო შევსებულია წყლით, სახელოების ხაზები გაყვანილი და შეერთებულია, მუშა ხაზი დამაგრებულია სახელოს დამჭერით, განშტოება სასწავლო კოშკის ძირშია, შემაერთებელი თავები შეერთებულია, მელულე ლულით დგას სასწავლო კოშკის მე-3 სართულზე, მძღოლი იმყოფება ტუმბოსთან ფრჩხილებში მითითებულია დრო ტუმბოს წყლით შევსების გათვალისწინებით
|
4 | 72 | 80 | 88 | |||||
5-6 | 67(70) | 75(75) | 83 | |||||
13 | 3/77 | 2/51
| 2/51 | 4 | 90 | 100 | 110 | 1. ავტოცისტერნა (ტუმბო-სახელოს ავტომობილი) დგას ჰიდრანტთან 2. ამოცანის დასრულება: ავტოტუმბო (ტუმბო-სახელოს ავტომობილი) დაყენებულია ჰიდრანტზე, ძრავა გადართულია ტუმბოზე, სახელოების ხაზები გაყვანილია, შეერთებული და დამაგრებულია სახელოს საკავებით, ერთი ლულა სტაციონარული კიბით მიწოდებულია მე-2 სართულის ფანჯარაში, მელულეები ლულებით დგანან სართულებზე თავის პოზიციებზე, მძღოლი იმყოფება ტუმბოსთან
|
5 | 80 | 90 | 100 | |||||
6 | 72 | 80 | 88 | |||||
7-9 | 63 | 70 | 77 | |||||
5/77 | 2/51
| 2/51 | 4 | 160 | 180 | 200 | ||
5 | 135 | 150 | 165 | |||||
6 | 113 | 125 | 137 | |||||
7 | 80 | 90 | 100 | |||||
8-9 | 70 | 75 | 80 | |||||
14 | 10/77 | 2/51 | 2/51 | 5 | 260 | 280 | 300 | 1. ავტოცისტერნა (ტუმბო-სახელოს ავტომობილი) დგას ჰიდრანტთან 2. ამოცანის დასრულება: ავტოტუმბო (ტუმბო-სახელოს ავტომობილი) დაყენებულია ჰიდრანტზე, ძრავა გადართულია ტუმბოზე, ტუმბო შევსებულია წყლით, სახელოების ხაზები გაყვანილი და შეერთებულია, მელულეები დგანან პოზიციებზე, მძღოლი იმყოფება ტუმბოსთან
|
6 | 135 | 150 | 165 | |||||
7 | 110 | 125 | 140 | |||||
8-9 | 90 | 100 | 110 | |||||
15/77 | 2/51 | 2/51 | 5 | 530 | 580 | 630 | ||
6 | 410 | 450 | 490 | |||||
7 | 290 | 320 | 350 | |||||
8-9 | 160 | 175 | 190 | |||||
15 | 5/77 | 2/51 | 2/51 -66 | 6 | 180 | 200 | 220 | 1. ავტოცისტერნა (ტუმბო-სახელოს ავტომობილი) დგას ჰიდრანტთან 2. ამოცანის დასრულება: ავტოტუმბო (ტუმბო-სახელოს ავტომობილი) დაყენებულია ჰიდრანტზე, ძრავა გადართულია ტუმბოზე, ტუმბო შევსებულია წყლით, სახელოების ხაზები გაყვანილი და შეერთებულია, მელულეები დგანან პოზიციებზე, მძღოლი იმყოფება ტუმბოსთან
|
7 | 112 | 125 | 138 | |||||
8 | 80 | 90 | 100 | |||||
9 | 70 | 75 | 80 | |||||
10/77 | 2/51 | 2/51 -66 | 6 | 360 | 400 | 440 | ||
7 | 225 | 250 | 275 | |||||
8 | 180 | 200 | 220 | |||||
9 | 160 | 180 | 200 | |||||
16 | 10/77 | – | – | 4 | 112 | 125 | 138 | 1. ავტოცისტერნა (ტუმბო-სახელოს ავტომობილი) დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან) 2. ამოცანის დასრულება: ავტოტუმბო (ტუმბო-სახელოს ავტომობილი) დაყენებულია წყლის წყაროზე, სახელოების ხაზები გაყვანილი და შეერთებულია გადასატან ლაფეტის ლულასთან, მელულეები დგანან პოზიციებზე, მძღოლი იმყოფება ტუმბოსთან ფრჩხილებში მითითებულია დრო ტუმბოს წყლით შევსების გათვალისწინებით ჰიდრანტიდან წყლის აღებისას ტუმბოს წყლით შევსების დრო არ არის გათვალისწინებული
|
5 | 72 | 80 | 88 | |||||
6 | 70 | 75 | 80 | |||||
7-9 | 58(70) | 65(75) | 72(80) | |||||
15/77 | – | – | 4 | 225 | 250 | 275 | ||
5 | 180 | 200 | 220 | |||||
6 | 135 | 150 | 165 | |||||
7-9 | 90 | 100 | 110 | |||||
17 | 5/77 | – | – | 4 | 100 | 110 | 120 | 1. ავტოტუმბო (ტუმბო-სახელოს ავტომობილი) დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან) 2. ამოცანის დასრულება: ავტოტუმბო (ტუმბო-სახელოს ავტომობილი) დაყენებულია წყლის წყაროზე, სახელოს ხაზები გაყვანილია და შეერთებულია გადასატან ლაფეტის ლულასთან, მელულეები დგანან პოზიციებზე, მძღოლი ტუმბოსთან ფრჩხილებში მითითებულია დრო ტუმბოს წყლით შევსების გათვალისწინებით ჰიდრანტიდან წყლის აღებისას ტუმბოს წყლით შევსების დრო არ არის გათვალისწინებული
|
5 | 90 | 100 | 110 | |||||
6 | 54(70) | 60(75) | 66(80) | |||||
7-9 | 45(70) | 50(75) | 55(80) | |||||
10/77 | – | – | 4 | 225 | 250 | 275 | ||
5 | 205 | 225 | 245 | |||||
6 | 117 | 130 | 143 | |||||
7-9 | 110 | 120 | 130 | |||||
18 | 5/77 | 2/51 | – | 3 | 80 | 90 | 100 | 1. ავტოტუმბო (ტუმბო-სახელოს ავტომობილი) დგას წყალსაცავთან (ჰიდრანტთან) 2. ამოცანის დასრულება: ავტოტუმბო (ტუმბო-სახელოს ავტომობილი) დაყენებულია წყლის წყაროზე, ძრავა გადართულია ტუმბოზე, ტუმბო შევსებულია წყლით, სახელოების ხაზები გაყვანილი და შეერთებულია, მელულეები დგანან პოზიციებზე, მძღოლი ტუმბოსთან ფრჩხილებში მითითებულია დრო ტუმბოს წყლით შევსების გათვალისწინებით ჰიდრანტიდან წყლის აღებისას ტუმბოს წყლით შევსების დრო არ არის გათვალისწინებული
|
4 | 72 | 80 | 88 | |||||
5-9 | 67(70) | 75(75) | 83(80) | |||||
7/77 | 2/51 | – | 5 | 78 | 85 | 92 | ||
19 | – | – | – | 2 | 20 | 23 | 25 | 1. მაღალი წნევის ტუმბოიანი ავტოცისტერნა დგას მოედანზე 2. ამოცანის დასრულება: ძრავა გადართულია ტუმბოზე, შლანგი კოჭადან გაყვანილია, მელულეები დგანან პოზიციებზე, მძღოლი - ტუმბოსთან.
|
შენიშვნა: ნმ/დმ – სახელოების რაოდენობა მაგისტრალურ ხაზზე / მაგისტრალური ხაზის სახელოების დიამეტრი
დოკუმენტის კომენტარები