„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 368
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 12/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.014473
  • Word
368
12/04/2010
სსმ, 38, 12/04/2010
140130000.22.034.014473
„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.014.473

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №368

2010 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 (სსმ III, 13.08.2007 წ., №113 მუხ. 1256) ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 33-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდები ტარდება (გამოცდების ჩატარების მეთოდიკის შესაბამისად) განყოფილების უფროსის მითითებით შექმნილი კომისიის მიერ, რომელსაც თავმჯდომარეობს განყოფილების უფროსი ან ამავე სამსახურის თანამშრომელი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თეორიულ გამოცდაში მიღებული დადებითი შეფასება მოქმედია ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.”;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირმა, რომელმაც ვერ ჩააბარა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდა, დამატებით გამოცდაზე დაიშვება უარყოფითი შეფასების მიღებიდან არანაკლებ მეშვიდე დღისა. ეს ვადა შეიძლება შემცირდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.”

დ) მე-13 პუნქტი ამოღებული იქნეს.

2. 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მძღოლობის კანდიდატებისაგან პრაქტიკული გამოცდის მიღება ხდება შესაბამისი კატეგორიის მექანიკური გადამცემი კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებით.“.

3. 39-ე მუხლის მე-15, მე-16, მე-17 და 26-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. 40-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 42. მძღოლობის კანდიდატის პრაქტიკული მომზადების შეფასება

1 . მძღოლობის კანდიდატების პრაქტიკული მომზადების დონე ფასდება ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი ელემენტების და მოთხოვნების შესრულების საფუძველზე.

2. „ A“ კატეგორიის მართვის უფლების მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სახის ელემენტები:

ა) მოძრაობა სწორზე გადაცემის გადართვით დაბლიდან მაღალზე და პირიქით;

ბ) მოტოციკლის მართვა მინიმალური სიჩქარით , საფეხურიდან ფეხის აუღებლად;

გ) მცირე რადიუსის მოხვევისა და მობრუნების შესრულება საგაბარიტო წრეში , ზიგზაგში და რვიანში .

3. „B“ კატეგორიის მართვის უფლების მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს შემეგი სახის ელემენტები:

ა) მოძრაობის მიმართულებისადმი პერპენდიკულარულად განლაგებულ ბოქსში უკუსვლისას მობრუნებით შესვლა უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით. ამასთან, გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მოექცეს ბოქსის შიდა არეალში;

ბ) ბოქსში უკუსვლით შესვლა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

გ) შეზღუდული სიგანის უბანზე შესვლა და მობრუნება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;

დ) შეზღუდული სიგანის უბანზე მობრუნება შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ე) რვიანში მოძრაობა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ვ) აღმართზე მოძრაობის დაწყება, 20 სმ მეტზე სატრანსპორტო საშუალების უკან დაგორების გარეშე;

ზ) აღმართზე მოძრაობის დაწყება ძრავის ჩაქრობის გარეშე;

თ) პარალელური პარკირება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;

ი) პარალელური პარკირების უბანში მოძრაობა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

კ) ზიგზაგში მოძრაობა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ლ) რეგულირებული გზაჯვარედინის გავლა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნათა დაცვით;

მ) რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელის გავლა სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვით .

4. „C” კატეგორიის მართვის უფლების მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სახის ელემენტები:

ა) მოძრაობის მიმართულებისადმი პერპენდიკულარულად განლაგებულ ბოქსში უკუსვლისას მობრუნებით შესვლა უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით. ამასთან, გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მოექცეს ბოქსის შიდა არეალში;

ბ) ბოქსში უკუსვლით შესვლა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

გ) აღმართზე მოძრაობის დაწყება 20 სმ მეტზე სატრანსპორტო საშუალების უკან დაგორების გარეშე;

დ) აღმართზე მოძრაობის დაწყება ძრავის ჩაქრობის გარეშე;

ე) სატრანსპორტო საშუალების პლატფორმასთან დაყენება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;

ვ) სატრანსპორტო საშუალების პლატფორმასთან დაყენება შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ზ) რეგულირებული გზაჯვარედინის გავლა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნათა დაცვით;

თ) რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელის გავლა სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვით .

5.„ D” კატეგორიის მართვის უფლების მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სახის ელემენტები:

ა) მოძრაობის მიმართულებისადმი პერპენდიკულარულად განლაგებულ ბოქსში უკუსვლისას მობრუნებით შესვლა უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით. ამასთან, გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მოექცეს ბოქსის შიდა არეალში;

ბ) ბოქსში უკუსვლით შესვლა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

გ) აღმართზე მოძრაობის დაწყება 20 სმ მეტზე სატრანსპორტო საშუალების უკან დაგორების გარეშე;

დ) აღმართზე მოძრაობის დაწყება ძრავის ჩაქრობის გარეშე;

ე) პარალელური პარკირება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;

ვ) პარალელური პარკირების უბანში მოძრაობა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ზ) ზიგზაგში მოძრაობა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

თ) რეგულირებული გზაჯვარედინის გავლა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნათა დაცვით;

ი) რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელის გავლა სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვით .

6. „E” კატეგორიის მართვის უფლების მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სახის ელემენტები:

ა) მოძრაობის მიმართულებისადმი პერპენდიკულარულად განლაგებულ ბოქსში უკუსვლისას მობრუნებით შესვლა უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით. ამასთან, გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მოექცეს ბოქსის შიდა არეალში;

ბ) ბოქსში უკუსვლით შესვლა შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

გ) აღმართზე მოძრაობის დაწყება, 20 სმ. მეტზე სატრანსპორტო საშუალების უკან დაგორების გარეშე;

დ) აღმართზე მოძრაობის დაწყება ძრავას ჩაქრობის გარეშე;

ე) სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის პლატფორმასთან დაყენება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;

ვ) სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის პლატფორმასთან დაყენება შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან შეჯახების გარეშე;

ზ) რეგულირებული გზაჯვარედინის გავლა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნათა დაცვით;

თ) რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელის გავლა სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვით .

7. ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ელემენტების შესრულებისას მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხონები:

ა) სწორედ გამო იყენოს ავტომობილის სამართავი საშუალებები;

ბ) მოძრაობის დაწყებისას ჩართოს სატრანსპორტო საშუალების ძრავა;

გ) მოძრაობის დაწყებისას დაუშვას ხელის მუხრუჭი;

დ) მოძრაობის დაწყებისას დროულად ჩართოს გამაფრთხილებელი სიგნალები;

ე) მოძრაობის დაწყებისას ისარგებლოს უკანა ხედვის სარკეებით;

ვ) მოძრაობის დაწყებისას არ ჩაუქრეს ძრავა;

ზ) მოძრაობა დაიწყოს მდორედ, ძიგძიგის გარეშე;

თ) სატრანსპორტო საშუალების დაძვრის შემდეგ სათანადოდ გააქანოს სატრანსპორტო საშუალება და სწორად განახორციელოს გადაცემის გადართვა;

ი) იმოძრაოს სწორხაზოვნად;

კ) მოძრაობისას არ გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება გაუმართლებლად;

ლ) მოძრაობისას არ ჩაუქრეს ძრავა;

მ) მოძრაობისას მდორედ შეცვა ლოს სიჩქარე ;

ნ) სწორედ შეარჩიოს სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალების განლაგება;

ო) მოძრაობისას შეასრულოს საგზაო ნიშნების და მონიშვნის მოთხოვნები;

პ) მოძრაობისას შეასრულოს „სდექ“ ხაზის მოთხოვნა;

ჟ) მოძრაობის დროს დაიცვას რეკომენდებული სიჩქარე;

რ) დაიცვას სატრანსპორტო საშუალებებს შორის დისტანცია და ინტერვალი;

ს) მოძრაობისას (მანევრირებისას) დროულად გამოიყენოს გამაფრთხილებელი სიგნალები;

ტ) მოძრაობისას (მანევრირებისას) გამოიყენოს უკუხედვის სარკეები;

უ) დაიცვას გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების და სხვა წინაღობათა შემოვლის სისწორე;

ფ) დაიცვას ერთი ზოლიდან მეორეში გადაადგილების წესი;

ქ) იქონიოს შესაბამისი რეაგირება მოძრაობის სხვა მონაწილეთა მიერ მიცემულ სიგნალზე;

ღ) სწორად შეა ფასოს გზაჯვარედინთან მიახლოებისას საგზაო სიტუაცია , აუცილებლობის შემთხვევაში ჩართოს გამაფრთხილებელი სიგნალები;

ყ) გზაჯვარედინთან დაიცვას გაჩერების სისწორე;

შ) გზაჯვარედინთან გაჩერების შემდეგ დაიცვას ადგილიდან დაძვრის სინარნარე;

ჩ) დაუთმოს გზა გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს ;

ც) ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი გაიაროს უსაფრთხოების წესების დაცვით ;

ძ) მოსახვევში შესვლისას შეა რჩიოს სათანადო სიჩქარე ;

წ) მოსახვევში შესვლისა და გამოსვლისას იმოძრაოს სწორი ტრაექტორიით ;

ჭ) გასწრების დაწყების წინ სწორად შეა ფასოს საგზაო სიტუაცია , გაი თვალისწინოს საგზაო ნიშნების, მონიშვნების მოთხოვნები და მოძრაობის სხვა მონაწილეთა მოქმედება ;

ხ) გასწრების დაწყებისა და დასრულებისას ი მოძრაოს სწორი ტრაექტორიით;

ჯ) სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებისას დროულად ჩართოს გამაფრთხილებელი სიგნალები და დაიცვას ზოლიდან ზოლში გადასვლის წესები;

ჰ) სწორა დ გაა ჩეროს სავალ ნაწილებზე (გვერდულზე) ავტომობილ ი.

8. ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული რომელიმე ელემენტის ერთხელ ან ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის ორჯერ ვერშესრულების შემთხვევაში გამოცდა წყდება და ითვლება ჩაუბარებლად.

9. გამოსაცდელის მიერ დაშვებული ყოველი შეცდომა ფიქსირდება ცალ-ცალკე.

10. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია გამომცდელის მოთხოვნით განმეორებით შეასრულოს რომელიმე ელემენტი.

11. გამოცდის დამთავრებისას გამომცდელი ვალდებულია მძღოლობის კანდიდატს აცნობოს გამოცდის საბოლოო შედეგი.

შენიშვნა:

თუ მძღოლობის კანდიდატი ქმნის საავარიო სიტუაციას, ვერ უზრუნველყოფს ავტომობილის დროულ გაჩერებას, გამომცდელი ერევა სატრანსპორტო საშუალების მართვაში და გამოცდა ითვლება ჩაუბარებულად.“.

6. ბრძანების №2 დანართი ამოღებული იქნეს.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი