დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3044 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 17/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.060.000.05.001.004.029 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N56, 28.12.2005, მუხ. 390) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნისას (გარდა ხანდაზმულთა თავშესაფარში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში მყოფი და მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირებისა);“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 4 მაისი.
N 3044 – Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები