საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე

  • Word
საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/03/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 17/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.014349
  • Word
11/2010
16/03/2010
სსმ, 29, 17/03/2010
010340000.15.008.014349
საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.15.008.014.349

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №11/2010

2010 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარ­ჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით დადგენილ რაოდენობას, გარდა შემდეგი კატეგორიის ამომრჩევლებისა:

ა) სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე არ დგანან;

ბ) სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან;

გ) სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები;

დ) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;

ე) სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლები.

    მუხლი 2

ცესკოს აპარატის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩეველთა შესახებ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის.

    მუხლი 3

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 4

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე   ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი       გ. მჭედლიძე