თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

  • Word
თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 30/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 010020000.35.154.016021
  • Word
63
15/09/2010
სსმ, 32, 30/09/2010
010020000.35.154.016021
თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №63

 2010 წლის 15 სექტემბერი

დ. თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის, აგრეთვე ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული თიანეთის მუნიციპალიტეტის შემდეგი სიმბოლოები:

ა) თიანეთის მუნიციპალიტეტის გერბი, რომელიც წარმოადგენს: გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. I ნაწილი მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვარი, რომლის მკლავები ბოლოში ფართოვდება, ხოლო მკლავებს შორის მოთავსებულია ცხრასხივიანი მზის ოთხი სიმბოლო. II ნაწილი მწვანე ველზე ოქროს ჯაჭვზე ჩამოკიდებული ოქროს მუხა; ჯაჭვის ზედა ნაწილი ეხება ფარის ზედა კიდეს. გერბის ფარის მეწამულ და მწვანე ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს ვერცხლის სამი ვიწრო (შემცირებული) სარტყელი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხესიმაგრის ფორმის ) ნახევრად ია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „თიანეთი“ (დანართი 1);

ბ) თიანეთის მუნიციპალიტეტის დროშა, რომელიც წარმოადგენს: დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი მეწამულ და მწვანე ველებად. დროშის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ჯვარი, რომლის მკლავები ბოლოში ფართოვდება, ხოლო მკლავებს შორის ცხრასხივიანი მზის სიმბოლოა გამოსახული.

დროშის პროპორციაა 2/3 (დანართი 1).

2. დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №51 განკარგულება „თიანეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1