„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 242
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 10/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.210.000.08.002.004
  • Word
242
10/04/2007
სსმ, 49, 10/04/2007
010.210.000.08.002.004
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №242

2007 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მრჩევლები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.

3. ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლების უფლება-მოვალეობებს და მათი საქმიანობის წესს განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსი.“;

ა.ბ) მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს;“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან: ადმინისტრაციის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი