მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 280
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 118, 16/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.016003
  • Word
280
10/09/2010
სსმ, 118, 16/09/2010
330130000.10.003.016003
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 280 

2010 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.  მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების შეკეთება;.

2. 45-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.;

ბ) მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3.  62-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) II კლასს მიკუთვნებულ ობიექტებზე თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა ყოველ 100 მ2-მდე ფართობზე 1.0 მ2 სიზუსტით, III და IV კლასებს მიკუთვნებულ  ობიექტებზე თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა ყოველ 200 მ2-მდე ფართობზე 1.0  მ2 სიზუსტით,  რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება;;

ბ) ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) ექსტერიერის გაბარიტების ცვლილება  არა უმეტეს 0.2 მეტრისა;;

გ) ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ინტერიერის არამზიდი და თვითმზიდი კონსტრუქციული ელემენტების გადაადგილება/შეცვლა ან/და დამატება/მოკლება;;

დ) ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) შენობა-ნაგებობების ცალკეული ლოკალური საინჟინრო-კომუნალური სისტემების შეცვლა;.

4. 65-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ ქვეპუნქტი:

კ) ლანდშაფტური მშენებლობა..

5. 65-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

21. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვროს შესაბამისი ზონები და პირობები, სადაც I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა გარკვეული სახეობების განთავსება/მშენებლობა აკრძალულია..

6. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 პუნქტი:

62. ლანდშაფტური მშენებლობისას განცხადებას თან უნდა დაერთოს:

) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

) ხე-ნარგავების ინვენტარიზაციის გეგმა (განმარტებითი ბარათით და ხე-ნარგავების აღწერის მონაცემთა ცხრილით);

) დენდროპროექტი;

) ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი ლანდშაფტის კეთილმოწყობის გეგმა (მასშტაბი 1:2000)..

7. 89- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 89. მშენებლობის ეტაპის დასრულება V კლასს მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობაზე

1. V კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპის დასრულებამდე შვიდი დღით ადრე ნებართვის მფლობელი ვალდებულია, შეატყობინოს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ.

2. მშენებლობის დასრულების შესახებ ოქმი დგება სამშენებლო მოედანზე წარმოებული სამუშაოების დათვალიერებისა და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.

3. თუ წარმოებული სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამება სანებართვო პირობებს, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენელი გასცემს მითითებას ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4. მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმს ხელს აწერს დამკვეთი, მენარდე ან/და მათი საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი და სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენელი.

5. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაუსწრებლობის შემთხვევაში, მშენებლობის დასრულების შესახებ ოქმი დგება დამკვეთის, მენარდის ან/და მათი საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ, რაც წერილობითი სახით დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს და მხოლოდ ამ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ წარმოადგენს იგი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს..

8. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 891 მუხლი:

     „მუხლი 891. მშენებლობის ეტაპის დასრულება  II, III და IV კლასებს მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობებზე

1.  სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის თითოეული ეტაპის დასრულებისას ნებართვის მფლობელი ვალდებულია, შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმი  სამშენებლო მოედანზე წარმოებული სამუშაოების დათვალიერებისა და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.

2.  მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმს ხელს აწერენ დამკვეთი და მენარდე ან/და მათი საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი.

3. შედგენილი ოქმი სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე  წერილობითი სახით უნდა წარედგინოს შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე უფლებამოსილ შესაბამის ორგანოს და მხოლოდ ამ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ წარმოადგენს იგი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს.

4. მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმის შედგენის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ოქმის შემდგენელს. ოქმის შეუდგენლობა ან ოქმში არასწორი მონაცემების შეტანა გამოიწვევს ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5. ეს მუხლი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და II კლასს მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობებზე, გარდა ამ დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობებისა..

9. 96-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი.

10.  96-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. თუ შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებისათვის წარდგენილი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ეტაპის დასრულების დროს არ იყო შედგენილი ან სათანადო წესით არ შედგა ოქმები, დამკვეთი ვალდებულია, განცხადებას დაურთოს საექსპერტო დასკვნა სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ..

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ნ. გილაური

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.