საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო 2008 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №745 - „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ“
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა ცვლილების დოკუმენტები საინფორმაციო ბარათი ბეჭდვა ფაილის გადმოწერა
დოკუმენტის ნომერი 745
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 13/11/2008
დოკუმენტის სახე საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 165, 20/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.22.023.012.379
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა

თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.22.023.012.379

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №745

2008 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ

„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშ-ვების ტექნიკური რეგლამენტი (დანართი 1);

ბ) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი (დანართი 2);

გ) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის ფორმა (დანართი 3);

დ) ტექნიკური რეგლამენტი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი საქმიანობებისთვის (დანართი 4);

ე) ტექნიკური რეგლამენტი მრგვალი ხეტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი სახერხი საამქროებისა და საწარმოებისათვის (დანართი 5).

2. ამ ბრძანების დანართი 5-ით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტი მრგვალი ხეტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი სახერხი საამქროებისა და საწარმოებისათვის“ ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

გ. ხაჩიძე

დანართი 1

საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტი

1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ყველა იმ საწარმოო და არასაწარმო ობიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვებას და რომელთა საქმიანობაც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას.

2. საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტი დგინდება ჩამდინარე წყალში შესაბამისი ინგრედიენტისათვის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის განსაზღვრით და მდგომარეობს შემდეგში:

 

 

ინგრედიენტი

ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია ჩამდინარე წყალში

შეწონილი ნაწილაკები

60 მგ/ლ

ჟბმ (ჟანგბადის ბიოქიმიური მოთხოვნილება)

25 მგ 02/ლ

ჟქმ (ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება)

125 მგ 02/ლ

საერთო ფოსფორი

2 მგ/ლ

ნავთობპროდუქტები*

5,0 მგ/ლ

საერთო აზოტი

15 მგ/ლ

დეტერგენტები (სზან)

2,0 მგ/ლ

ცხიმები

5 მგ/ლ

ფენოლები

0,1 მგ/ლ

ქრომი (Cr+6)*

0,1 მგ/ლ

ნიკელი (Ni+2)*

1,0 მგ/ლ

თუთია (Zn+2)*

4,0 მგ/ლ

ტყვია (Pb+2)*

1,0 მგ/ლ

კალა (Sn+2)*

2,0 მგ/ლ

რკინა საერთო*

2,0 მგ/ლ

სპილენძი (Cu+2)*

3,0 მგ/ლ

ფორმალდეჰიდი

0,05 მგ/ლ

pH

6,5-8,5

ტემპერატურა

ჩაშვებული ჩამდინარე წყლის ტემპერატურამ არ უნდა მოიმატოს 50  C-ზე მეტად ზედაპირული წყლის ობიექტის ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვის წყლის საშუალოთვიურ ტემპერატურასთან შედარებით

 

3. მე-2 პუნქტში მოყვანილ ცხრილში *-ით აღნიშნული ინგრედიენტების ჩაშვევის პირობები არ ვრცელდება იმ წყალმოსარგებლეებზე (პროფილისა და წარმადობის მიუხედავად), რომელთა ჩამდინარე წყლები ჩაედინება ზედაპირული წყლის ობიექტში ან წყლის ობიექტის გარკვეულ მონაკვეთზე, რომელიც განსაზღვრულია როგორც დაცული ზონა, ანუ რომელიც:

ა) განკუთვნილია წყალაღებისთვის მოსახლეობის წყალმომარაგების მიზნით;

ბ) განკუთვნილია ეკონომიკურად მნიშვნელოვანი წყლის მობინადრეების სახეობების დაცვისათვის;

გ) განკუთვნილია მოსახლეობის დასვენებისათვის.

4. მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყალმოსარგებლე ვალდებულია ჩამდინარე წყლის ხარისხი მოიყვანოს შესაბამისობაში ,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებთან.

5. ზედაპირული წყლის ობიექტებში არ შეიძლება ჩაშვებულ იქნეს ისეთი დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომელთათვისაც არ არის დადგენილი ზედაპირული წყლის ობიექტებში ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები ან არ არსებობს ანალიტიკური კვლევის მეთოდები.

6. ზედაპირული წყლის ობიექტებში დაუშვებელია გაუწმენდავი ან არასაკმარისად გაწმენდილი და ინფექციური დაავადებების გამომწვევების შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვება.

დანართი 2

ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი

1. ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ყოველი ამოღებისას, ცალკეული წყალმოსარგებლე შეიმუშავებს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის პროექტს, რომელსაც ითანხმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის უფროსი.

2. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი დგინდება 5 წელიწადში ერთხელ.

3. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის ფორმა განსაზღვრულია დანართი 3-ით.

დანართი 3

შეთანხმებულია

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების სამინისტროს გარემოს

ინტეგრირებული მართვისა და ბიომრავალფეროვნების

დეპარტამენტის უფროსი

 

_______________________________________________________________________

,,____ _____________“ ,,_____ ____________ __________________“ 200 .

მოქმედების ვადა ________________________

 

 

ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი   რ ე გ ლ ა მ ე ნ ტ ი

ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღებაზე

200– 200– წლების პერიოდისათვის

საწარმოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ადგილმდებარეობა, მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გამოშვებული პროდუქცია (რაოდენობა წელიწადში) –––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მუშაობის რეჟიმი (სამუშაო დღეების რაოდენობა/წელ., სამუშაო საათების რაოდენობა/დღ.)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ზედაპირული წყლის ობიექტი, საიდანაც ხდება წყლის ამოღება ––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

წყლის ამოღების წერტილი (მანძილი შესართავიდან, კმ) ––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ამოღებული წყლის რაოდენობა:

                                                                                                                  ათასი კუბ.მ

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ივნისი

ივლისი

  გვისტო

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

სულ წელიწადში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საწარმოს ხელმძღვანელი ––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––

                                                                                                                    (სახელი, გვარი)                                                                               (ხელმოწერა)

                                                                               ,,–––––“ ,,––––––––––––––––“ 200 წ.

                                                                                                                  ბ.ა

დანართი 4

ტექნიკური რეგლამენტი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი საქმიანობებისთვის

1. ტექნიკური რეგლამენტი მტკიცდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ყველა იმ საქმიანობისათვის, რომლებიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას.

2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების იმ საქმიანობების, რომლებიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას, განმახორციელებელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის სავალდებულოა შემუშავდეს ,, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში“, ,, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ გავრცელდება საქმიანობის განმახორციელებელ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებსაც, ამ ბრძანების ამოქმედებამდე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უკვე შეთანხმებული და დამტკიცებული ჰქონდათ ,, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშები“, აღნიშნული ანგარიშების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

4. ტექნიკური რეგლამენტით დგინდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ცალკეული გაფრქვევის წყაროში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობები.

5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ცალკეული გაფრქვევის მილში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობები (C x , მგ/3 ) გაფრქვევის მილის სიმაღლის (H, ), გაფრქვევის მილის დიამეტრის (D, ) და მავნე ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაციისგან (C , მგ/3 ) დამოკიდებულებით განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

C x =30C (H+D)/D,

 

მავნე ნივთიერების დასახელება და მისი ქიმიური ფორმულა

მავნე ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია, მგ/მ3

არაორგანული მტვერი, გოგირდის დიოქსიდი SO2

0,5

ჭვარტლი (ნახშირბადი შავი) C

0,15

აზოტის დიოქსიდი NO2

0,085

ნახშირბადის ოქსიდი CO, ეთილის სპირტი (ეთანოლი) C2H6O

5,0

ნახშირწყალბადები (ჯამურად) CxHy, მეთილის სპირტი (მეთანოლი) CH4O

1,0

ვანადიუმის ხუთჟანგი (დი-ვანადიუმ-პენდოქსიდი) V2O5, სპილენძის

ოქსიდი CuO

0,002

ბენზოლი C6H6

1,5

ტოლუოლი C7H8

0,6

ამიაკი NH3, ქსილოლი C8H10, ქლორწყალბადმჟავა (ეიდროქლორიდი) HCl, ძმარმჟავა C2H4O2

0,2

გოგიდწყალბადი H2S

0,008

კალას ოქსიდი SnO და კალას დიოქსიდი SnO2, მოლიბდენი Mo და მისი ნაერთები MoA, ფტორწყალბადი (ჰიდროფტორიდი ) HF

0,02

თუთიის ოქსიდი ZnO

0,05

ფორმალდეჰიდი CH2O

0,035

დარიშხანი As და მისი ნაერთები AsA

  0,003

ალუმინის ოქსიდი Al2O3, მანგანუმი Mn და მისი ნაერთები MnA, ფენოლი C6H6O, ციანწყალბადმჟავა (ეიდროციანიდი ) HCN

0,01

ვერცხლისწყალი Hg და მისი ნაერთები HgA, კადმიუმის ნაერთები CdA

0,0003

ქრომის (VI)-ის ნაერთები CrA

0,0015

ბენზაპირენი C20H12

0,000001

აზოტმჟავა HNO3, მაგნიუმის ოქსიდი MgO

0,4

აცეტონი (პროპან-2-ონი) C3H6O

0,35

სკიპიდარი

2,0

გოგირდმჟავა H2SO4

0,3

ეთილმერკაპტანი (ეთანთიოლი) C2H6S, ბუნებრივი მერკაპტანების ნარევი

0,00005

მეთილმერკაპტანი (მეთანთიოლი) CH4S

0,0001

რკინის ოქსიდი Fe2O3, FeO

0,04

ტყვია Pb და მისი ნაერთები PbA, ნიკელი Ni და ნიკელის ოქსიდი NiO, კობალტის ოქსიდი CoO

0,001

 

სადაც მავნე ნივთიერებათა მაქსიმალური კონცენტრაციის მნიშვნელობები აიღება შემდეგი ცხრილის მიხედვით:

 

6. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ სტაციონარულ ობიექტში რამდენიმე გაფრქვევის მილის არსებობის შემთხვევაში და, ამავე დროს, ორი ან ორზე მეტი მათგანიდან ერთი და იმავე სახეობის მავნე ნივთიერების გაფრქვევისას, მე-5 პუნქტის თანახმად, ცალკეულ გაფრქვევის მილში განსაზღვრული მავნე ნივთიერების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობა მცირდება იმდენჯერ, რამდენი გაფრქვევის მილიცაა იმავე სახეობის მავნე ნივთიერების გაფრქვევით სტაციონარულ ობიექტში.

7. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში გაფრქვევის მილის გარეშე მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემთხვევაში, თითოეულ ამ წყაროსთვის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქ-სიმალურ მნიშვნელობებად აიღება მე-2 პუნქტში წარმოდგენილ დოკუმენტში დადგენილ შესაბამის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაჩვენებლები.

დანართი 5

ტექნიკური რეგლამენტი მრგვალი ხეტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი სახერხი საამქროებისა და საწარმოებისათვის

1. აკრძალულია მრგვალი ხეტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი სახერხი საამქროებისა და საწარმოებისათვის (შემდეგში – სახერხი საამქროები) ფუნქციონირება სახელმწიფო ტყის ფონდის ტე-რიტორიაზე; დაცული ტერიტორიის ფარგლებში, მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს 50 მეტრის ფარგლებში; ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში (რომელიც შეადგენს 300 მ-ს და განისაზღვრება წყლის მაქსიმალური დონის შესაბამისი სანაპირო ხაზის კიდიდან) და შავი ზღვის სანაპირო ზოლში – ნაპირიდან 300 მეტრზე ნაკლები დაცილებით; აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულ სხვა ადგილებში.

2. აკრძალულია სახერხი საამქროების ფუნქციონირება მისი ტერიტორიის შემოღობვის გარეშე. ასევე, გადასამუშავებელი ხეტყის განთავსება შემოღობილი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

3. მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ხეტყის გადამუშავების შედეგად ნარჩენების შენახვა საწარმოს ტერიტორიაზე ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

4. აკრძალულია სახერხი საამქროების ფუნქციონირება (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა), თუ მისი მფლობელის მიერ არ ხორციელდება ,,ხეტყის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალის“ (შემდეგში – ჟურნალი) წარმოება დამტკიცებული ფორმის მიხედვით (ცხრილი 1). ჟურნალი ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას. ჟურნალი არის ზონარგაყრილი, დანომრილი და მისი დამოწმება ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის (შემდეგში – ინსპექცია) ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ მისი სამოქმედო ტერიტორიაზე სახერხი საამქროს ადგილმდებარეობის მიხედვით, ადგილზე გადამოწმების შემდეგ. ,,ხეტყის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალის“ გარემოს დაცვის ინსპექციაში დასამოწმებლად წარმოდგენისას, მფლობელი ვალდებულია წარმოადგინოს ასევე დაკავებული მიწის საკუთრების ან მისი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ჟურნალში ხორციელდება საამქროში შემოსული ხეტყისა და მათი კანონიერად დამზადების შესაბამისი დოკუმენტების აღრიცხვა დადგენილი წესით. ჟურნალში ჩანაწერების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. სახერხ საამქროში ხეტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელ დოკუმენტთან ხეტყის მოცულობის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დათვალიერებას ახორციელებს ინსპექცია.

6. იმ შემთხვევაში, თუ სახერხმა საამქრომ ფუნქციონირება დაიწყო ამ ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლამდე და არ შეესაბამება მის მოთხოვნებს, საამქროს მფლობელმა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად უნდა მოახდინოს საწარმოს რეკონსტრუქცია ან მისი ადგილმდებარეობის შეცვლა (გადატანა) რეგლამენტის ძალაში შესვლიდან არა უმეტეს ორი თვის ვადაში.

7. თუ სახერხი საამქროს მიერ ყოველწლიურად გადამუშავებული ნედლეულის მოცულობა შეადგენს 3500 კუბ.მ-ზე მეტს და მასში დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება 100 კაცს, მისი რეკონსტრუქციის, განთავსებისა და შემდგომი ფუნქციონირების გასაგრძელებლად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ადგენს სპეციალურ მოთხოვნებს.

8. კონტროლს წინამდებარე რეგლამენტით გათვალისწინებული წესების შესრულებაზე ახორციელებს ინსპექცია.


ხეტყის მოძრაობის აღრიცხვა-სისტემატიზაციის ჟურნალი                                                                           

რიგითი

ხეტყის შემოსვლის თარიღი (წელი,თვე, რიცხვი, საათი)

ხეტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და №

სახეობა (ჯიში)

ხეტყის მოცულობა, მ 3

დახერხვის თარიღი

გადატანილია

შენიშვნა

სახერხიდან გასვლის თარიღი

მასალა სორტიმენ-ტების მიხედვით, მ 3

სასაქონლო ზედნადების და თარიღი

ჩავაბარე

ჩავიბარე

საწარმოს თანაშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა

ხელმოწერა

გამტანი პირის სახელი, გვარი, პირადობის ან მართვის მოწმობის

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა:

მონაცემები შეიტანება თითოეული დოკუმეტის მიხედვით

 

 

 

 

 

 

 

 

 


პირველადი სახე (20/11/2008 - 29/03/2010)