,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საინფორმაციო ბარათი ბეჭდვა ფაილის გადმოწერა
დოკუმენტის ნომერი 1198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/11/2007
დოკუმენტის სახე საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 158, 09/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.067

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.067

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება N1198

2007 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

 ,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ» ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის N228 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

«ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 36-ე მუხლის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ» ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის N228 ბრძანებაში (სსმ III, 11.04.2005წ., N42, მუხ. 450) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა)  ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. დადგენილ ვადამდე წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების მონაცემები, როგორც წესი, გპაბ-ზე აისახება ვადის დადგომის თარიღისათვის, დადგენილ ვადაში წარმოდგენილი, ასევე დაზუსტებული დეკლარაციების მონაცემები გპაბ-ზე აისახება მათი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, დეკლარაციების ბარათზე გატარება ხორციელდება ქრონოლოგიური წესით, კუთვნილი სავადო თარიღის მიხედვით, წარმოდგენილი პერიოდის გადახდის ვადით, ხოლო დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების მონაცემები გპაბ-ზე აისახება, საგადასახადო ინსპექციაში მათი წარმოდგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.»

ბ) ინსტრუქციის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-101 პუნქტი:

,,101. გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ერთობლივი შემოსავლების და გამოქვითვების შესახებ წარდგენილი დეკლარაციის გპაბ-ზე ასახვის სავადო თარიღი განისაზღვროს – განცხადების წარდგენიდან 30-ე დღე.»

გ) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა» ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებული არ არის წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია.»

დ) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-151 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,151. საგადასახადო შემოწმების (აუდიტის) ჩატარების შედეგად დამატებით დარიცხული (შემცირებული) გადასახადის, საურავის და ფულადი ჯარიმის სახით დარიცხული თანხების გპაბ-ზე დანაწილება (დარიცხვა, შემცირება) ხორციელდება საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების დარიცხვის (შემცირების) შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.»

ე) ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-31 პუნქტის ,,გ» და ,,დ» ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საგადასახადო ინსპექცია, საიდანაც გადადის გადასახადის გადამხდელი, მისი ახალი ადგილმდებარეობის მიხედვით საგადასახადო ინსპექციას უგზავნის წერილს შედარების აქტთან ერთად. წერილს ხელს აწერს საგადასახადო ინსპექციის უფროსი, რომელიც უნდა დამოწმდეს საგადასახადო ინსპექციის ბეჭდით;

დ) გადასახადის გადამხდელის ახალი ადგილმდებარეობის მიხედვით საგადასახადო ინსპექცია უზრუნველყოფს არსებული დავალიანებების ბიუჯეტში ამოღებას და სხვა მიმდინარე ოპერაციებს დადგენილი წესის შესაბამისად.»

ვ) ინსტრუქციის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-51 პუნქტი:

,,51. გპაბ-თან დაკავშირებული პირველად დოკუმენტები მოიცავს: საგადასახადო დავალებას, საგადასახადო დეკლარაციას, დაზუსტებულ საგადასახადო დეკლარაციას, დასკვნას ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან გადატანის თაობაზე, გადაწყვეტილებებს სავარაუდო დარიცხვის, საგადასახადო შემოწმების (აუდიტის) აქტით დარიცხული ან შემცირებული თანხების, საგადასახადო დავალიანების დაფარვის ვადის გაგრძელების შესახებ, კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს დადგენილებას ან განჩინებას და სხვა დოკუმენტებს, რომელთა ტიპური ჩამონათვალი მოცემულია ამ ბრძანების მე-4 დანართში.»

ზ) ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,20. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი ან/და ზედმეტად ამოღებული გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება ან სხვა გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა,  შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში. თუ საგადასახადო კოდექსით, რომელიმე კონკრეტული შემთხვევისათვის (საქართველოს საგადასახადო კოდექსი 252-ე მუხლი) სხვა ვადა არ არის დადგენილი.

თ) ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,91. იმ შემთხვევაში როდესაც რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პერიოდში წარმოიშობა ზედმეტად გადახდილი თანხა და იგი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მიმართული იქნება მიმდინარე საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად და მისი დაფარვისას კვლავ დარჩება ზედმეტდ გადახდილი თანხები, იგი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში შეიძლება მიმართული იქნას რესტრუქტურიზებული თანხის ვადამდე ადრე დასაფარავად. თუ ზედმეტად გადახდილი თანხით მთლიანად დაიფარება რესტრუქტურიზებული დავალიანება, მაშინ მოხდება რესტრუქტურიზებული თანხის მთლიანად აღდგენა, ხოლო ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში, რესტრუქტურიზებული თანხის გადაუხდელი ნაწილი ვადამდე ადრე აღდგენას არ ექვემდებარება. რესტრუქტურიზაციის (რეაბილიტაციის) რეჟიმში მუშაობის პერიოდში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება არ ხდება.»

ი) ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ,,საგადასახადო მოთხოვნა» (დანართი N10, N10, N10, N10 და N10) წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც წარედგინება გადასახადის  გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს და მისი შესრულება სავალდებულოა».

კ) ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის ან საგადასახადო შემოწმებისას აღმოჩენილი შეუსრულებელი ან არასწორად შესრულებული საგადასახადო ვალდებულების შემთხვევაში საგადასახადოს ორგანოს უფროსი ან მისი მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი თანხების დარიცხვის შესახებ და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს - ,,საგადასახადო მოთხოვნა»-ს, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში ეგზავნება (ან უშუალოდ ბარდება) გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს.»

ლ) ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. თუ საგადასახადო ორგანო საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში აღიარებს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მოთხოვნას, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის» შესრულებაზე უარის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანომ მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მოთხოვნის წარმდგენს უნდა გაუგზავნოს წერილობითი შესაგებელი. თუ ამ ვადაში მან მოთხოვნის წარმდგენს შესაგებელი არ გაუგზავნა, ჩაითვლება რომ უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.»

მ) ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. გადამხდელისა და საგადასახადო ორგანოს მონაცემებს შორის განსხვავების გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს პასუხისმგებელი მუშაკი ახორციელებს საგადასახადო ორგანოს ელექტრონული მონაცემების და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული დოკუმენტების ურთიერთშედარებას, დაფიქსირებული განსხვავების მიზეზების აღმოსაფხვრელად. განსხვავების მიზეზების დადგენისა და მისი აღმოფხვრის შემდეგ გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს პასუხისმგებელი მუშაკის მიერ განმეორებით ამოიბეჭდება სრულყოფილი შედარების აქტი.»

ნ) ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშწორების შედარების აქტის გაფორმება სავალდებულოა გადამხდელის მიერ ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საგადასახადო შემოსავლების თანხის დაბრუნების პროცედურების დაწყების წინ. ამასთან, საგადასახადო ინსპექცია ელექტრონულ ვერსიაზე დაყრდნობით ამოწმებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 95-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად წარსადგენი საგადასახადო დეკლარაციების და გაანგარიშებების თავისდროულობას და გადახდილი თანხების გპაბ-ზე ასახვის სისრულეს.»

ო) ბრძანებას დაემატოს დანართი N10 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პ) დანართი N13 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   ნ. გილაური                                        

                                   დანართი N 10  

                                                       

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური
_______________________________ საგადასახადო ინსპექცია     მისამართი _____________________

(საგადასახადო ინსპექციის დასახელება) საგადასახადო მოთხოვნა N ____________________________

მიწაზე ქონების გადასახადის თაობაზე * _________________                         ______________________                                   __________________

             რიცხვი                                                  თვე                                                                    წელი გადამხდელის /საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის რეკვიზიტები

______________________________________________________________________________________

(გვარი, სახელი/დასახელება) საიდენტიფიკაციო ნომერი __ __ __ __ __ __ __ __ __  პირადი ნომერი__ __ __ __ __ __ __ __ __ __ __ მისამართი __________________________________________________________________________ საგადასახადო კოდექსის ...................................................   მუხლ(ები)ს საფუძველზე

.............................................................................................................................................................

200------  წლის საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით გადასახდელად დაგერიცხათ:

 

მიწის კატეგორია

მდებარეობა

დასაბეგრი მიწის ფართობი
(ჰა; კვ.მ)

შეღავათის შესაბამისი პუნქტის ნომერი
(იხ.მე-2გვ.)

დასაბეგრი მიწის ფართობი
(ჰა; კვ.მ) შეღავათის გათვალისწინებით

გადასახადის განაკვეთი

ქონების გადასახადი
(ლარი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადასახადის გადახდის დრო და წესი:  მიწაზე ქონების გადასახადი მითითებული სახაზინო კოდების და თანხების მიხედვით გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 200... წლის 15 ნოემბრისა.

სულ მიწაზე ქონების გადასახადი

 

 

მათ შორის სახაზინო კოდების მიხედვით

 

სახაზინო კოდი

თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყებული იქნება საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის  ღონისძიებები.

თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 39-42 მუხლებით.

"საგადასახადო მოთხოვნა" შეიძლება გასაჩივრდეს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურში

წერილობითი საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე, სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საგადასახადო ინსპექციის უფროსი _____________________________________

                                                                                             (ხელმოწერა) * გარდა არამეწარმე ფიზიკური პირის საკუთრებაში (სარგებლობაში, მფლობელობაში)

არსებული მიწისა. მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება:

 

01

მიწის ის ფართობები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავებული სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი საქმიანობისათვის, მათ შორის, ლიანდაგებისა და სალიანდაგო დისტანციების, სავაგონო და სალოკომოტივო დეპოების, რკინიგზის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობებისა და კომუნიკაციების, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით განსაზღვრული გასხვისების ზოლისა და დამცავი ზონის მიერ, გარდა სამედიცინო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, სავაჭრო, სპორტული და უშუალოდ რკინიგზის ფუნქციონირებასთან კავშირში არმყოფი ობიექტების მიერ დაკავებული მიწებისა. მიწის გადასახადისაგან აგრეთვე არ თავისუფლდება რკინიგზის ვაგზლის შენობის ქვეშ არსებული მიწის ფართობები;

02

მიმოსვლის გზები, საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზები;

03

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც გადაცემული აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას, გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული მიწებისა;

04

ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ორგანიზაციების მიწის ფართობები, რომლებზედაც განლაგებულია სახელმწიფოს მიერ ისტორიულ, კულტურულ ან/და არქიტექტურულ ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები, თუ ისინი არ გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისათვის, რომელშიც არ იგულისხმება შესასვლელი ბილეთების რეალიზაცია;

05

ბუნებრივი პარკებით, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღებით, კულტურისა და დასვენების მუნიციპალური პარკებით ან/და სასაფლაოებით, ზოოლოგიური ბაღებით ან/და პარკებით, ოკეანერიუმებით, სკვერებით, ხეივნებით, დაცული ტერიტორიებით, სატყეო ორგანიზაციებით, აგრეთვე ღია საუწყებო პარკებით, ბაღებითა და ტყე-ბაღებით დაკავებული მიწები, გარდა ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ნაკვეთებისა;

06

ქალაქის წყალსაცავები და მათი აკვატორიები, ის მიწები, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, თუ ისინი არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის;

07

ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრების, გარემოს დაბინძურების კონტროლის სადგურებისა და დანადგარების ფუნქციონირებისათვის გამოყენებული მიწები;

08

სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისათვის, ელექტროსადგურებისა და სამელიორაციო სისტემებისა და მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი წყალსაცავებით დაკავებული მიწები და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი და ტექნიკური ზონები;

09

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი სხვა მიზნით არ გამოიყენება;

10

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის შედეგად;

11

ის მიწები, რომლებიც გამოიყენება აეროდრომების, აეროპორტების, ვერტოდრომებისა და აერონავიგაციის უსაფრთხოების ზონებად და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, აგრეთვე ნავსადგურებისათვის პერსპექტიული განვითარების მიზნით დამაგრებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

12

ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები – მიღებიდან 5

წლის განმავლობაში;

 

 

13

სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი არ გამოიყენება არასამედიცინო ეკონომიკური საქმიანობისათვის;

14

სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტული, ჯიშთა გამოცდის მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოები ფინანსდება ბიუჯეტიდან;

15

მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება ბიუჯეტიდან დაფინანსებული უსინათლოების, ყრუ-მუნჯების, გონებრივად ჩამორჩენილი და ფიზიკურად განუვითარებელი ბავშვების, ომის ვეტერანთა საზოგადოებების, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების, მოზარდთა სოციალური ადაპტაციისა და შრომითი რეაბილიტაციის ცენტრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) მიერ თავიანთი ძირითადი ფუნქციების  შესრულებისათვის; მიწის ნაკვეთები, გამოყენებული  ბავშვთა სახლების, სპეციალური სკოლა-ინტერნატების, ბავშვთა სოფლებისა და საბავშვო ბაღების მიერ, რომლებიც უსასყიდლოდ ეწევიან ბავშვთა მოვლა-აღზრდას და მათთვის განათლების მიცემას, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

16

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხალი, სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად. მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით. კომისიის დასკვნა დგება ორჯერ – სტიქიის დამთავრების მომენტიდან 2 კვირის ვადაში და მოსავლის აღების წინ;

17

საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული სხვა შეღავათები.

 

 

 

       შენიშვნა:

       ქონების გადასახადის განაკვეთები აღებულია შესაბამისი ტერიტორიების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტის მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საგადასახადო ინსპექციას ტელეფონის ნომერი

ან იხილეთ შემოსავლების სამსახურის  ვებ-გვერდზე   https://www.taxdep.ge


 

                                                                                                     დანართი N13

გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი "გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის" სარეგისტრაციო ჟურნალი

N

გადასახადის გადამხდელის დასახელება

საიდენტიფიკაციო ნომერი

                            «გადასახა-დის გადამხდე-ლის მოთხოვნის»

გადასახა-დის გადამხდე-ლის მოთხოვნის საგადასახა-დო ინსპექციაში რეგისტრაციის თარიღი

რა თანხაზე იქნა წარმოდგენილი "გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა"

"გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის" შესრულების მიმდინარეობა

"გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის" შესრულებაზე  გადაწყვეტილების მიღება

ჩაბარდა გადამხდელს

გადამხდელის

ხელისმოწერა

გაიგზავნა ფოსტით

 

 

 

N

თარიღი

 

 

ხარვეზი

უარი ეთქვა (შესაგებელი)

დადებითი

გადაეცა აუდიტს

N

თარიღი

 

N

თარიღი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


09/11/2007
პირველადი სახე