დოკუმენტის ნომერი 239/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2007
დოკუმენტის სახე საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 116, 16/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.745
ძალის დაკარგვის თარიღი 06/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა

თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.745

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №239/ნ

2007 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ

,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სარეზიდენტო პროგრამები შემდეგ სპეციალობებში:

ა) შინაგანი მედიცინა (თერაპია) (დანართი №1);

ბ) ზოგადი ქირურგია (დანართი №2);

გ) მეანობა-გინეკოლოგია (დანართი №3);

დ) პედიატრია (დანართი №4);

ე) საოჯახო მედიცინა (დანართი №5)

2. ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული სპეციალობების გარდა, დანარჩენ საექიმო სპეციალობებში დიპლომისშემდგომი მზადება განხორციელდეს შესაბამის საექიმო სპეციალობებში მოქმედი სარეზიდენტო პროგრამებით, რომ ლთაც დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიერ დროებით მინიჭებული აქვთ აკრედიტაცია.

3. მაძიებლები, რომლებმაც 2006 წელს ჩააბარეს ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა და გაიარეს (მათ შორის, გამოცდის ჩაბარებამდე) სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი, გააგრძელებენ დიპლომისშემდგომ მზადებას (პროგრამით გათვალისწინებული დარჩენილი მოდულების გავლა) შესაბამის საექიმო სპეციალობაში ახალი სარეზიდენტო პროგრამებით გათვალისწინებული მოცულობითა და ვადით, გარდა სტომატოლოგიური სპეციალობებისა, რომელთა დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების დასრულება შესაძლებელია 2007 წლამდე მოქმედი სარეზიდენტო პროგრამების მოცულობითა და ვადებში.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

დანართი №1

რეზიდენტურის (დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების) პროგრამა

„შინაგანი მედიცინა“

 (საექიმო სპეციალობა)

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ზოგადი განსაზღვრებები

1. შინაგანი მედიცინა – წარმოადგენს დამოუკიდებელ საექიმო სპეციალობას,,,შინაგანი მედიცინა“ მედიცინის ის განხრაა, რომელიც ორიენტირებულია მოზრდილებში შინაგანი ორგანოების დაავადებების დიაგნოსტიკასა და არაქირურგიულ მკურნალობაზე.

2. შინაგანი მედიცინის სპეციალისტი (ინტერნისტი) არის ინტეგრირებული ცოდნის მქონე ექიმი, რომელიც ორიენტირებულია მოზრდილთა ჯანმრთელობის პრობლემებზე და, რომელსაც გავლილი აქვს რეზიდენტურის სპეციალური კურსი,,შინაგან მედიცინაში”. აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ ინტერნისტი სრულად ფლობს მოზრდილებში შინაგანი ორგანოების დაავადებების დიაგნოზის, დიფერენციული დიაგნოზის, მკურნალობისა და პრევენციის საფუძვლებს. ინტერნისტი უნივერსალური ცოდნით შეიარაღებული სპეციალისტია, რომელიც მკურნალობს არა რომელიმე ცალკეული ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადებას, არამედ პაციენტს მთლიანობაში. მისი კომპეტენციებია:

ა) ფლობდეს ყველანაირი პროფილის შინაგანი დაავადების ანამნეზის შეკრების ტექნიკას;

ბ) ფლობდეს კლინიკური გასინჯვის ყველა აღიარებულ ფიზიკურ მეთოდს;

გ) შეეძლოს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის თანამედროვე საშუალებების მონაცემთა კვალიფიცირებული ინტერპრეტაცია და ფლობდეს ელემენტარულ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მანიპულაციებს;

დ) შეეძლოს მიღებულ მონაცემთა განზოგადება;

ე) შეეძლოს ყველა შინაგანი პათოლოგიის ბაზისური დიაგნოსტიკა;

ვ) შეეძლოს ეტიოლოგიურად და პათოგენეზურად გამართული კონსერვატიული მკურნალობის დანიშვნა;

ზ) შეეძლოს ყველა შინაგანი პათოლოგიის ადეკვატური მართვა დაავადების ნებისმიერ ეტაპზე როგორც დაავადების გამწვავების, ასევე რემისიის სტადიაში;

თ) შეეძლოს ყველა შინაგანი პათოლოგიის პრევენციული ღონისძიებების ადეკვატური წარმართვა;

ი) შეეძლოს რთულ შემთხვევებში, პაციენტის პროფილის მაქსიმალურად შესაძლებელი სიზუსტით განსაზღვრა და მივლინება ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტთან დამატებითი დიაგნოსტიკური გამოკვლევისათვის და სპეციალიზებული არაინვაზიური ან ინვაზიური მკურნალობის ჩატარებისათვის;

კ) შეეძლოს აუცილებელი კომუნიკაციის დამყარება საშუალო მედპერსონალთან, სტუდენტებთან, ექიმებთან, პაციენტებთან და მათ ახლობლებთან.

3. შინაგანი მედიცინის ექიმ-სპეციალისტად მზადების სარეზიდენტო პროგრამა ეფუძნება:

ა) კლინიკური უნარ-ჩვევების დაუფლებას და დახელოვნებას;

შინაგანი მედიცინის ცოდნის გაღრმავებას, რაც ითვალისწინებს ყველა შინაგანი პათოლოგიის დიაგნოსტიკაში, პრევენციასა და მკურნალობის ძირითად მეთოდებში დახელოვნებას.

4. შინაგანი მედიცინის სარეზიდენტო პროგრამა შედგება მოდულებისაგან და გულისხმობს რეზიდენტის მიერ შინაგანი მედიცინის ყველა სუბსპეციალობის გავლას. მოდულები არის სასწავლო თემები, რომლებშიც მოცემულია მზადების მიზანი, ასათვისებელი საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, მზადების ფორმები, მეთოდები, ხანგრძლივობა და შეფასების კრიტერიუმები. როტაციის პრინციპი გულისხმობს ერთი მოდულის დასრულების შემდეგ მეორის შესწავლის დაწყებას, რაც მიღებულია კლინიკური საგნების სწავლების დროს.

    მუხლი 2. მიზანი და ამოცანები

1. სარეზიდენტო პროგრამა „შინაგან მედიცინაში“ განკუთვნილია უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომირებული სპეციალისტისათვის, რომელიც ფლობს საექიმო სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელ მოწმობას და/ან სწავლობს რეზიდენტურაში სახელმწიფო დაფინანსებით.

2. პროგრამის მიზანია – საბაზისო სამედიცინო განათლების მქონე პირის შინაგანი მედიცინის კონკურენტუნარიან სპეციალისტად (ინტერნისტად) დახელოვნება და მომავალი დამოუკიდებელი საექიმო (ამბულატორიული, სტაციონარული) და სამეცნიერო საქმიანობისათვის სათანადო გამოცდილების შეძენა; ასევე, შინაგანი მედიცინის საფუძვლების მცოდნე რეზიდენტებისა და სპეციალობის მაძიებლების მომზადება სხვადასხვა სამედიცინო დისციპლინებში შემდგომი დახელოვნების მიზნით.

3. შინაგანი მედიცინის სარეზიდენტო პროგრამის დასრულებისას სპეციალისტის კომპეტენციებია:

ა) ამბულატორიული და სტაციონარული პაციენტის გასინჯვა და ავადმყოფობის დიაგნოსტიკა;

ბ) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დიაგნოსტიკური პროგრამის შემუშავება;

გ) მკურნალობის ძირითადი ტაქტიკის განსაზღვრა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

დ) დაავადების პრევენციის ღონისძიებების დასახვა;

ე) ვიწრო სპეციალისტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში ჩართვის შემთხვევაში მათი ოპტიმალური შერჩევა;

ვ) ქრონიკულ ან გაქრონიკებულ პაციენტთა ზოგადი მდგომარეობისა და მკურნალობის პროცესის მონიტორინგი (დღის სტაციონარი, ბინაზე პაციენტის დიაგნოსტიკა);

ზ) კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის თანამედროვე საშუალებების მონაცემთა კვალიფიცირებული ინტერპრეტაცია და ფლობდეს ელემენტარულ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მანიპულაციებს;

თ) მიღებულ მონაცემთა განზოგადება;

ი) ყველა შინაგანი პათოლოგიის ბაზისური დიაგნოსტიკა;

კ) ეტიოლოგიურად და პათოგენეზურად გამართული კონსერვატიული მკურნალობის დანიშვნა;

ლ) ყველა შინაგანი პათოლოგიის ადეკვატური მართვა დაავადების ნებისმიერ ეტაპზე როგორც დაავადების გამწვავების, ასევე რემისიის სტადიაში;

მ) ყველა შინაგანი პათოლოგიის პრევენციული ღონისძიებების ადეკვატური წარმართვა;

ნ) რთულ შემთხვევებში, პაციენტის პროფილის მაქსიმალურად შესაძლებელი სიზუსტით განსაზღვრა და მივლინება ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტთან დამატებითი დიაგნოსტიკური გამოკვლევისათვის და სპეციალიზებული არაინვაზიური ან ინვაზიური მკურნალობის ჩატარებისათვის;

ო) აუცილებელი კომუნიკაციის დამყარება საშუალო მედპერსონალთან, სტუდენტებთან, ექიმებთან, პაციენტებთან და მათ ახლობლებთან.

4. შინაგანი მედიცინის სპეციალისტმა (ინტერნისტი) უნდა იცოდეს:

ა) საქართველოს კანონი,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”;

ბ) საქართველოს კანონი,,საექიმო საქმიანობის შესახაბ”;

გ) საქართველოს კანონი,,პაციენტის უფლებების შესახებ”;

დ) ექიმისა და პაციენტის ურთიერთობების საფუძვლები;

ე) ბიოეთიკის თანამედროვე პრინციპები.

5. შინაგანი მედიცინის სპეციალისტთა სამუშაო სფერო:

ა) ჯანდაცვის პირველადი რგოლის ამბულატორიული ტიპის დაწესებულებები;

ბ) ყველა სახის მრავალ- და მონოპროფილური საავადმყოფო;

გ) ყველა სახის მონოპროფილური დაწესებულება, კლინიკა, ფირმა, ჰოსპისი.

თავი II

შინაგანი მედიცინის სპეციალობის მოცულობა

    მუხლი 1

შინაგანი მედიცინის სპეციალობა მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას:

1. ზოგადი თერაპია

ა) დიფერენციული დიაგნოზი ტემპერატურის მომატებისა და ცხელების დროს;

ბ) დიფერენციული დიაგნოზი პლევრული გამონაჟონის დროს;

გ) დიფერენციული დიაგნოზი რესპირატორული უკმარისობის დროს;

დ) დიფერენციული დიაგნოზი არტერიული ჰიპერტენზიის დროს;

ე) დიფერენციული დიაგნოზი არტერიული ჰიპოტენზიის დროს;

ვ) დიფერენციული დიაგნოზი გულ-მკერდში ტკივილის დროს;

ზ) დიფერენციული დიაგნოზი შეშუპების დროს;

თ) დიფერენციული დიაგნოზი ფილტვში ინფილტრაციის დროს;

ი) დიფერენციული დიაგნოზი სიყვითლის დროს;

კ) დიფერენციული დიაგნოზი ასციტის დროს;

ლ) დიფერენციული დიაგნოზი ჰეპატო-სპლენომეგალიის დროს;

მ) დიფეფენციული დიაგნოზი მუცლის არეში ტკივილის დროს;

ნ) დიფერენციული დიაგნოზი შარდის სინდრომის დროს;

ო) დიფერენციული დიაგნოზი ანემიების და ლიმფადენოპათიის დროს;

პ) დიფერენციული დიაგნოზი სახსროვანი სინდრომის დროს;

ჟ) დიფერენციული დიაგნოსტიკა ჰემორაგიული დიათეზების და სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლდენების დროს;

რ) დიფერენციული დიაგნოსტიკა შეშუპებითი სინდრომისა და ასციტის დროს;

ს) დიფერენციული დიაგნოზი მჟავა-ტუტოვანი და წყალ-მარილოვანი დარღვევების დროს;

ტ) დიფერენციული დიაგნოზი გამონაყარის დროს;

უ) დიფერენციული დიაგნოზი ცნობიერების დარღვევის დროს.

2. ჰოსპიტალური მდგომარეობების (hospital-ecquired conditions) და მათი რისკ-ფაქტორების შეფასება და მართვა

ა) შარდის გამომყოფი ტრაქტის ნოზოკომიალური ინფექციები;

ბ) ნოზოკომიალური პნევმონია ასპირაციული პნევმონიის ჩათვლით;

გ) თრომბოემბოლიური დაავადებები;

დ) წყლულოვანი დეკუბიტუსი;

ე) ნაწლავთა გაუვალობა/შეკრულობა;

ვ) თირკმლის მწვავე უკმარისობა;

ზ) გულის შეგუბებითი უკმარისობა;

თ) ცნობიერების დარღვევები.

3. სტაციონარულ პაციენტებში შემდეგი სიმპტომების აღმოცენების მიზეზთა იდენტიფიკაცია:

ა) ტკივილი გულ-მკერდის არეში;

ბ) სუნთქვის გაძნელება, ტაქიპნოე;

გ) თავის ტკივილი;

დ) სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ცნობიერების დარღვევა (დელირიუმი, სტუპორი, კომა);

ე) მწვავედ აღმოცენებული აბდომინალგია;

ვ) ცხელება;

ზ) გამონაყარი;

თ) ქვემო კიდურების შეშუპება;

ი) ანორექსია, შეკრულობა, დიარეა, გულისრევა/ღებინება;

კ) ხველა;

ლ) სახსრის შეშუპება.

4. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

ა) კორონარული სისხლძარღვების დაავადება;

გ) კარდიომიოპათია;

დ) არიტმიები;

ე) პერიკარდიუმის დაავადებები;

ვ) ენდოკარდიტები;

ზ) ფილტვისმიერი გული და ფილტვისმიერი ჰიპერტენზია;

თ) გულის სარქვლოვანი პათოლოგია;

ი) გულის უკმარისობა.

5. სასუნთი სისტემის დაავადებები

ა) სასუნქი სისტემის ანთებითი დაავადებები (ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური პნევმონია, ასპირაციული პნევმონია);

ბ) სასუნთქი სისტემის დაჩირქებითი დაავადებები (ფილტვის აბსცესი და განგრენა);

გ) ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები;

დ) ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები;

ე) სასუნქი სისტემის პროფესიული დაავადებები;

ვ) ფილტვების და მკერდშიდა ლიმფური კვანძების სარკოიდოზი;

ზ) იდიოპათიური მაფიბროზირებელი ალვეოლიტი;

თ) ფილტვების დაზიანება შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებების დროს;

ი) სისხლის მიმოქცევის მცირე წრის დარღვევებთან და ფილტვების სისხლძარღვთა შეძენის დროს;

კ) დაზიანებებთან დაკავშირებული პათოლოგიური მდგომარეობები (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლირუი დაავადება, მცირე წრის პირველადი ჰიპერტენზია, ქრონიკული ფილტვისმიერი გული);

ლ) ფილტვებისა და შუასაყარის სიმსივნეები;

მ) პლევრის დაზიანებით მიმდინარე დაავადებები

6. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები

ა) საყლაპავის დაავადებები (ეზოფაგიტი, საყლაპავის ქიმიური დამწვრობა და სტრიქტურა, კარდიის აქალაზია, საყლაპავის დივერტიკული და თიაქარი, საყლაპავის ინფექციური დაავადებები, საყლაპავის რუპტურა, საყლაპავის კიბო);

ბ) კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები (გასტრიტები, პეპტიკური წყლული);

გ) პანკრეასის დაავადებები (ქრონიკული და მწვავე პანკრეატიტი);

დ) მალაბსორბციის სინდრომი (ცელიაკია, უიპლის დაავადება, ნაშირწყლების აუტანლობა, ტროპიკული სპრუ, ნაწლავური ლიმფანგიექტაზია);

ე) ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი);

ვ) ნაწლავის ფუნქციური დარღვევები (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, მეტეორიზმი);

ზ) ანორექტალური მიდამოს პათოლოგია (ბუასილი, უკანა ხვრელის ნაპრალი, ანორექტალური აბსცესი და ფისტულა, პარაპროქტიტი)

თ) ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება;

ი) ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება;

კ) ღვიძლის ფიბროზი და ციროზი;

ლ) ჰეტატიტები (მწვავე და ქრონიკული);

მ) ღვიძლის ქრონიკული დაავადებები (პირველადი მასკლეროზირებადი ქოლანგიტი, ალფა-ანტიტრიფსინის დეფიციტი, პირველადი ბილიარული ციროზი);

ნ) ღვიძლის მედიკამენტური დაზიანება;

ო) ღვიძლის პოსტოპერაციული დისფუნქცია;

პ) ღვიძლის გრანულომები;

ჟ) ჰეპატო-ვასკულური დაავადებები (ბად-კიარის სინდრომი, ღვიძლის ვენების დაზიანება, კარის ვენის დაზიანება, ღვიძლის არტერიის დაზიანება);

რ) ჰეპატო-ვასკულური დაავადებები შემართებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების დროს;

ს) ნაღვლის ბუშტის დაავადებები (ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები, მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტები, ქოლედოქოლითიაზი, სანაღვლე გზების დისკინეზიური დაავადებები, დივერტიკული)

7. თირკმლის დაავადებები

ა) გლომერულოპათიები;

ბ) თირკმლის დაზიანება შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების დროს;

გ) თირკმლის დაზიანება ტუმორული და ლიმფოპ როლიფერაციული დაავადებების დროს;

დ) წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები;

ე) მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევები;

ვ) თირკმლის თანდაყოლილი დაავადებები;

ზ) საშარდე გზების ინფექციები;

თ) ნეფროლითიაზი;

ი) ინტერსტიციული ნეფროპათიები;

კ) თირკმლის დაავადებები ორსულობის დროს;

ლ) არტერიული ჰიპერტენზია;

მ) თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა.

8. რევმატოლოგიური დაავადებები

ა) შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, სისტემური სკლეროდერმია, დერმატომიოზიტი, შეგრენის დაავადება, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები, რევმატული პოლიმიალგია, მორეციდივე პოლიქონდრიტი ტიტცეს სინდრომის ჩათვლით);

ბ) სისტემური ვასკულიტები (კვანძოვანი პერიარტერიიტი, გრანულომური არტერიიტები – ვეგენერის გრანულომატოზი, გიგანტურუჯრედოვანი ტემპორალური არტერიიტი; არასპეციფიკური აორტოარტერიიტი, ჰიპერერგული ანგიიტი, ჰემორაგიული ვასკულიტი, გუდპასჩერის სინდრომი, შერეული კრიოგლოგულინემია, მაობლიტირებელი თრომბაგნიიტი, ბეხჩეტის სინდრომი, კავასაკის სინდრომი;

გ) რევმატოიდული ართრიტი (სეროდადებითი და სერონეგატიური პოლიართრიტი, რევმატოიდული ართრიტი სისტემური გამოვლინებებით, ფელტის სინდრომი);

დ) იუვენილური ართრიტი (იუვენილური რევმატოიდული ართრიტი – სტილის სინდრომი, იუვენილური ქრონიკული ართრიტი);

ე) მაანკილოზირებადი სპონდილოართრიტი – ბეხტერევის დაავადება;

ვ) სპონდილოართრიტთან შერწყმული ართრიტები (ფსორიაზული ართრიტი, რეიტერის დაავადება, ნაწლავების ქრონიკულ არასპეციფიკურ დაავადებებთან ასოცირებული ართრიტები);

ზ) ინფექციურ დაავადებებთან ასოცირებული ართრიტები;

თ) მიკროკრისტალური ართრიტები (პოდაგრა, პსევდოპოდაგრა, ქონდროკალცინოზი);

ი) ოსტეორართროზები;

კ) სახსარგარეშე რბილი ქსოვილების დაავადებები.

9. ენდოკრინული დაავადებები

ა) შაქრიანი დიაბეტი;

ბ) ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

გ) ლიპიდური ცვლის დაავადებები – დისლიპიდემია;

დ) არტერიული ჰიპერტენზია;

ე) ძვლის მეტაბოლური დაავადებები;

ვ) თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები;

ზ) ჰიპოფიზის დაავადებები, ჰიპონატრემიისა და SIADH-ის მიზეზებისა და მართვის ცოდნა;

თ) სასქესო ჯირკვლების დისფუნქცია;

ი) კალციუმის დაავადებები.

10. ინფექციური დაავადებები

ა) ფებრილური ნეიტროპენია;

ბ) ნოზოკომიალური და არაჰოსპიტალური პნევმონიები;

გ) ცელულიტი;

დ) ჭრილობებთან ასოცირებული ქრონიკული ინფექცია;

ე) ენდოკარდიტი;

ვ) ორგანის ტრანსპლანტაციის შემდგომი ინფექციები;

ზ) მკურნალობის მიმართ რეზისტენტული ინფექციები ( MRSA AND VRE);

თ) სეფსისი;

ი) მენინგიტი;

კ) FUO;

ლ) ინფექციური პათოლოგიის დიაგნოსტიკის საფუძვლების ცოდნა;

მ) დუნედ მიმდინარე ინფექციური დაავადებების თავისებურებების ათვისება.

11. ნერვული დაავადებები

ა) თავის ტკივილი, დიაგნოსტიკა, დიფერენციული დიაგნოზი და მართვა;

ბ) კუნთების სისუსტე (მიასთანია), დიფერენციული დიაგნოზი და მართვა;

გ) სხვადასხვა ხარისხის ცნობიერების მწვავე დარღვევები (სტუპორი, სოპორი, კომა) აღნიშნულ სინდრომთან ასოცირებული დაავადებების დიფერენციული დიაგნოზი და მდგომარეობის მართვა;

დ) ალკოჰოლური აბსტინენცია;

ე) კრუნჩხვითი განტვირთვები, დიაგნოსტიკა, მართვა;

ვ) თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები ( თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის

იშემიური მოშლა, ჰემორაგიული ინსულტი);

ზ) ზურგის ტვინის კომპრესია, დიაგნოსტიკა, მართვა;

თ) ქალა-ტვინის ტრავმები;

ი) ქალაშიდა წნევის მომატება;

კ) ძილის დარღვევები.

12. ფსიქიატრიული დაავადებები

ა) ნევროზული მდგომარეობების და ვეგეტატიური აშლილობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

13. სისხლის დაავადებები

ა) თანდაყოლილი და შეძენილი ანემიების დიაგნოსტიკა და მართვის თანამედროვე პრინციპები;

ბ) ონკოჰემატოლოგია: ლეიკემიების და ლიმფომების დიფერენციული დიაგნოსტიკა და ქიმიოთერაპიის საფუძვლები;

გ) ლეიკემოიდური რეაქციები;

დ) ჰემოსტაზის დარღვევები – თრომბოზები და ჰემორაგიები;

ე) თერაპიული ტრანსფუზიოლოგია.

14. კრიტიკული მედიცინა

ა) ნერვული სისტემის პათოლოგიასთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები ( ტვინის სიკვდილი, ქრონიკული ვეგეტატიური მდგომარეობები, აპალიური კომა, ტვინის შეშუპება, ტვინის ღეროს დისლოკაციური სინდრომი და ჩაჭედვის ფენომენი, ბულბულრი დამბლა, ჰიპერთერმიული და ჰიპოთერმიული სინდრომი, ეპილეფსიური სტატუსი, ძილის აპნოეს სინდრომი, კომატოზური მდგომარეობები, ტვინის ინფარქტი, ჰემორაგიული ინსულტი, ცერებრულ სისხლძარღვთა თრომბოზი, ბაქტერიული, ვირუსული და მიკობაქტერიული მენინგიტის, ენცეფალიტი/ ენცეფალოპათია, ნევრ- კუნთოვანი დაავადებები ჟულიან- ბარის სინდრომი, მიასთენია გარავის, პოლინეიროპათია, პარანეოპლაზური სინდრომი, ზურგის ტვინის ტრავმული დაზიენება და ნერვული სისტემის სხვა დაავადებებთან ასოცირებული მდგომარეობები);

ბ) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით განპირობებული კრიტიკული მდგომარეობები: კორონარული არტერიის დაავადება, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ვირუსული მიოკარდიტი და კარდიომიოპათია, ფილტვების კარდიოგენული შეშუპება, ფილტვისმიერი გული, არითმია, გულის მანკები, ენდოკარდიტი ( ბაქტერიული, ფუნგალური), არტერიული ჰიპერტენზია, სხვადასხვა გენესის პერიკარდიტი და გამონაჟონი პერიკარდიუმის ღრუში, აორტის განშრევებადი ანევრიზმა, პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადება და პერიფერიული არტერიის მწვავე ოკლუზია;

გ) სასუნთქი სისტემის დაავადებებთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები: ასთმა, მწვავე და ქრონიკული ასპირაცია, ალვეოლური ჰემორაგიული სინდრომი, ატელექტაზი, ბეხჩეტის დაავადება, ბრონქოექტაზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, სისტემური ვასკულიტები, ემპიემა, ჰემოპტისი, ფილტვის ინტერსიციული დაავადებები, ფილტვის კიბო, ფილტვის მეტასტაზური სიმსივნე, პნევმონია, სხვადასხვა გენესის პლევრალური გამონაჟონი, ფილტვის აბსცესი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ფილტვის განგრენა, სხვადასხვა მიზეზით განპრობებული ფულმონალური ჰიპერტენზია, სხვადასხვა მიზეზით განპირობებული ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია. თრაქეისტომის ჩვენებები, პროცედურის შესწავლა;

დ) კანისა და რბილი ქსოვილების დაავადებებთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები: ცელულიტი, დამწვრობა და ინფექცია, დეკუბიტუს და კანის სხვა ტიპის წყლულოვანი დაზიანება ( დიაბეტი, ვენოზური სტაზი, სისხლძარღოვანი უკმარისობა), მიონეკროზი, გამონაყარი, ვასკულიტი, ჭრილობის ინფექცია;

) კუჭ- ნაწლავის ტრაქტის დაავადებებთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები: სხვადასხვა მიზეზით განპირობებული ზედა და ქვედა გასტროინტერსტინალური სისხლდენა, ჰეპატიტი ( ვირუსული, ტოქსიური, აუტოიმუნური), ღვიძლის ციროზი, ღვიძლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, აცეტამინოფენის დოზის გადაჭარბება, დიარეა, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი ( კალკულოზური და აკალკულოზური), აპენდიციტი, ნაწლავთა ადინამიური გაუვალობა, წვრილი ნაწლავების ობსტრუქცია, ნაწლავთა ინფექცია;

) ენდოკრინულ დაავადებებთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები: დიაბეტური კეტოაციდოზი, ჰიპეროსმოლარული არაკეტოაციდოზური კომა, თირეოტოქსიკოზი, მიქსედემური კომა, ჰიპოთირეოზი, ადისონის კრიზი, უშაქრო დიაბეტი, SIADH;

) თირკმლის დაავადებებთან და ელექტროლიტურ დისბალანსთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები: თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, ATN, გლომერულონეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი, ობსტრუქციული ნეფროპათია, RTA, ფულმორენალური სინდრომი, MODS; ანიონური და არაანიონური ჩავარდნა, მეტაბოლური აციდოზი, ნატრიუმის, კალიუმის, აგნიუმის, კალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევები. ჰემოდიალიზი, ულტრაფილტრაცია, CAVH და CAVH-D;

თ) ჰემატოლოგიურ დაავადებებთან და ჰემოსტაზის დარღვევებთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები: სვადასხვა გენეზის ანემიები, ჰემოლიზური ანემია, დიკ სინდრომი, ჰემოფილია, ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა, სხვადასხვა გენეზის თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, იმუნური თრომბოციტოპენიური პურპურა, სხვადასხვა გენეზის ლეიკოპენია, ლიმფომები (ჰოდჯკინის და არა-ჰოდჯკინის);

ი) ინფექციურ დაავადებებთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები: პულმონური და ექსტრაპულმონური ინფექციები, ენდოკარდიტი, რიკეტსიული ინფექცია, HIV და ასოცირებული ინფექციები.

15. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

16. თვალის დაავადებები

ა) თვალის ჰიპერემია (კონიუქტივიტი, ბაქტერიული, ალერგიული, მედიკამენტური, რქოვანას დაზიანება);

ბ) რქოვანას წყლულოვანი დაზიანება;

გ) თვალისა და ქუთუთოების გარეგანი დაზიანება (ბლეფიტი, კერატოპათია);

დ) თვალის ტრავმა;

ე) გლაუკომა;

ვ) თვალის დაზიანება შაქრიანი დიაბეტის დროს;

ზ) თვალის დაზიანება იმუნოდეფიციტის დროს (კანდიდოზური, ციტომეგალოვირუსული და სხვა ინფექციებთან ასოცირებული რეტინიტის);

თ) მხედველობის ნერვის შეშუპება.

17. ტოქსიკოლოგია

ა) ანტიქოლინერგული სინდრომი;

ბ) მეტაბოლური აციდოზი ინიონური ინტერვალის გაზრდით;

გ) ნარკოტიკული ინტოქსიკაციის სინდრომი;

დ) შეძენილი ჰემოგლობინოპათიები;

ე) სალიცილიზმი;

ვ) სიმპათომიმეტური სინდრომი;

ზ) ქოლინერგული სინდრომი;

თ) ციანიდებით მოწამვლის სინდრომი;

ი) ექსტრაპირამიდული სინდრომი.

18. ალერგოლოგია/იმუნოლოგია

ა) ალერგიული და არაალერგიული ასთმის, ალერგიული და არაალერგიული რინიტის, მწვავე და ქრონიკული ურტიკარიის, ანაფილაქსიის, შუა ყურის მწვავე და ქრონიკული ანთების, მწვავე და ქრონიკული სინუსიტის, კონტაქტური დერმატიტის დიაგნოზი და მკურნალობა;

ბ) ალერგიული, არაალერგიული და იმუნურ დაავადებათა პათოფიზიოლოგიური მექანიზმები და ამ დაავადებათა მართვის ფარმაკოლოგიური პრინციპები;

გ) ადრეული და დაგვიანებული ალერგიული რეაქციების პათოფიზიოლოგიური მექანიზმები, ბრონქიალური და ნაზალური ჰიპერეაქცია, ეოზინოფილების და ლიმფოციტების როლი ალერგიული რეაქციის განვითაებაში;

დ) იმ პაციენტების სკრინინგი, რომლებიც ალერგოლოგის შემდგომ კონსულტაციას საჭიროებენ; კანის სინჯის მნიშვნელობა ალერგიული დაავადებების დიაგნოზში;

კრიტიკული მდგომარეობები ალერგოლოგიაში დიაგნოსტირება და მართვა (ასთმური შეტევა და სტატუსი, მწვავე ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური შოკი, შრატისმიერი დაავადება და შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი)

19. ნერვული დაავადებები

ა) თავის ტკივილი, დიაგნოსტიკა, დიფერენციული დიაგნოზი და მართვა;

ბ) კუნთების სისუსტე (მიასთანია), დიფერენციული დიაგნოზი და მართვა;

სხვადასხვა ხარისხის ცნობიერების მწვავე დარღვევები (სტუპორი, სოპორი, კომა) აღნიშნულ სინდრომთან ასოცირებული დაავადებების დიფერენციული დიაგნოზი და მდგომარეობის მართვა;

გ) ალკოჰოლური აბსტინენცია;

დ) კრუნჩხვითი განტვირთვები, დიაგნოსტიკა, მართვა;

ე) თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური მოშლა, ჰემორაგიული ინსულტი);

ვ) ზურგის ტვინის კომპრესია, დიაგნოსტიკა, მართვა;

ზ) ქ ალა-ტვინის ტრავმები;

თ) ქალაშიდა წნევის მომატება;

ი) ძილის დარღვევები.

20. კანის დაავადებები

21. ფტიზიატრია

    მუხლი 2. იმ ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩამონათვალი, რომელთა შედეგების ინტერპრეტაცია და კლინიკური შეფასება უნდა შეეძლოს შინაგანი მედიცინის სპეციალისტს

1. კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევის მეთოდები და მათი შედეგების ინტერპრეტაცია;

2. ბიოქიმიური კვლევის მეთოდები და მათი შედეგების ინტერპრეტაცია;

3. იმუნოლოგიუი კვლევის მეთოდები და მათი შედეგების ინტერპრეტაცია;

4. მორფოლოგიური კვლევის მეთოდები და მათი შედეგების ინტერპრეტაცია;

5. სისხლის საერთო ანალიზის ინტერპრეტაცია;

6. სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევის ინტერპრეტაცია;

7. სისხლის იმუნოლოგიური და ბაქტერიული კლევის ინტერპრეტაცია;

8. სისხლის სეროლოგიური კვლევის ინტერპრეტაცია;

9. ჰემოსტაზიოგრამის ინტერპრეტაცია;

10. არტერიული სისხლის გაზების და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის მაჩვენებლების ინტერპრეტაცია;

11. სისხლში ჰორმონული სტატუსის ინტერპრეტაცია;

12. შარდის საერთო ანალიზი;

13. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის ინტერპრეტაცია;

14. ნახველის მიკროსკოპული (ციტოლოგიური) და ბაქტერიოლოგიური მაჩვენებლების ინტერპრეტაცია;

15. პლევრის პუნქტატის ციტოლოგიური, ბიოქიმიური მაჩვენებლების ინტეპრეტაცია;

16. გარეგანი სუნთქვის ფუნქციის მაჩვენებლების ინტერპრეტაცია;

17. ელექტროკარდიოგრამის შეფასება და ინტერპრეტაცია;

18. ექოკარდიოგრაფიული გამოკლვევის ინტერპრეტაცია;

19. ჰოლტერ-მონიტორირების ინტერპრეტაცია;

20. გულის ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევის ინტერპრეტაცია;

21. კორონარული ანგიოგრაფიის ინტერპრეტაცია;

22. ტრანსეზოფაგური ექოკარდიოსკოპიის ინტერპრეტაცია;

23. დატვირთვის ტესტების ინტერპრეტაცია;

24. ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკლვევის ინტერპრეტაცია;

25. ფილტვების კომპუტერული ტომოგრაფიის ინტერპრეტაცია;

26. ბრონქოსკოპიის ინტერპრეტაცია;

27. კუჭის წვენის ლაბორატორიული კვლევის მონაცემების ინტერპრეტაცია;

28. დუოდენური ზონდაჟის მაჩვენებლების ინტერპრეტაცია;

29. განავლის მიკრობიოლოგიური და ციტოლოგიური ინტეპრეტაცია;

30. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი და ენდოსკოპიური გამოკვლევების იტნერპრეტაცია;

31. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბიოფსიური კვლევის ინტერპრეტაცია;

32. ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის ლაბორატორიული მაჩვენებლების ინტერპრეტაცია;

33. ღვიძლის და სანაღვლე გზების ულტრასონოგრაფიული, კომპუტერულ- ტომოგრაფიული და ბიოფსიური კვლევის ინტერპრეტაცია;

34. შარდის გამომყოფი სისტემის რენტგენოლოგიური, რადიოიზოტოპური, ულტრასონოგრაფიული, კომპუტერულ-ტომოგრაფიული და ბიოფსიური კვლევის ინტერპრეტაცია;

35. სინოვიალური სითხის ლაბორატორიული კვლევის ინტერპრეტაცია;

36. სახსრების რენტგენოლოგიური და ულტრასონოგრაფიული კვლევის ინტერპრეტაცია;

37. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული მაჩვენებლების ინტერპრეტაცია;

38. ძვლის ტვინის და ლიმფური ჯირკლვების მორფოლოგიური შეფასება.

    მუხლი 3. შინაგანი მედიცინის სპეციალისტის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები (დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციები)

1. პაციენტის გასინჯვა: ანამნეზის შეგროვება, სუბიექტური და ობიექტური მონაცემების შეფასება, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების რაციონალური და მიზნობრივი დანიშვნა;

2. კუნთებში, ვენაში, კანქვეშ ინექციები;

3. მაგისტრალური ვენების კათეტერიზება;

4. არტერიების პუნქცია და კათეტერიზება;

5. სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება: ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, გულის არაპირდაპირი მასაჟი, გულის ელექტრული სტიმულაცია, ელექტრული დეფიბრილაცია, კარდიოვერსია, ტრაქეის ინტუბაცია;

6. სამკურნალო და სადიაგნოზო თორაკოცენტეზის, პარაცენტეზის და სხვა სახის პუნქციების ჩატარება;

7. პერიკარდიუმის ღრუს პუნქცია და კათეტერიზება;

8. ელექტროკარდიოგრამის გადაღება და მისი დამოუკიდებელი ინტერპრეტაცია;

9. ექოკარდიოგრაფიული მონაცემების ინტერპრეტაცია;

10. მუცლის ღრუს ორგანოთა სონოგრაფიული მონაცემების ინტერპრეტაცია;

11. ელექტრული კარდიოვერსია;

12. ნაზოგასტრალური ზონდის ჩადგმა;

13. ზონდით კვება;

14. პარენტერალური და შერეული კვება;

15. ჰემოსორბციისა და პლაზმაფერეზის ჩვენებების განსაზღვრა და ტექნიკა;

16. რინოსკოპია, ოტოსკოპია, ლარინგოსკოპია;

17. ცვირის წინა და უკანა ტამპონადა სისხლდენის დროს;

18. ოფთალმოსკოპია;

19. პირველადი სასწრაფო დახმარება თვალის ტრავმის, ჭრილობების, დამწვრობის დროს;

20. შარდის ბუშტის კათეტერიზება;

21. ფიზიოლოგიური მშობიარობის მიღება;

22. სისხლდენის შეჩერების დროებითი მეთოდები;

23. მოტეხილობების დროებითი იმობილიზაცია;

24. ტრანსფუზიული თერაპიის ჩვენებების განსაზღვრა და ტექნიკა.

    მუხლი 4. იმ დაავადებების და პათოლოგიური მდგომარეობების ჩამონათვალი, რომელთა პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, პირველადი დახმარება და მკურნალობა უნდა შეეძლოს შინაგანი მედიცინის სპეციალისტს :

1. ჰიპერტენზიული კრიზი;

2. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;

3. გულის რიტმისა და გამტარებლობის მწვავე მოშლა;

4. გულის მწვავე უკმარისობა;

5. სუნთქვის მწვავე უკმარისობა;

6. ბრონქული ასთმა;

7. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;

8. მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი;

9. თირკმლის მწვავე უკმარისობა;

10. თირკმლის კოლიკა;

11. შოკი (კარდიოგენული, ენდოტოქსიური, ანაფილაქსიური, ჰიპოვოლემიური, ენდოტოქსიური, ჰემოტრანსფუზიული, ტრავმული);

12. მჟავე-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევები;

13. წყალ-მარილოვანი წონასწორობის დარღვევები;

14. ჰემოსტაზური დარღვევები;

15. გულისრევა, ღებინება, დიარეა;

16. ტუმორ-ლიზისის სინდრომი.

თავი III

 სწავლების/შეფასების მეთოდები

მუხლი №1

უნარ-ჩვევების შეფასების სისტემა, რასაც უნდა ფლობდეს შინაგანი მედიცინის სპეციალისტი ასახულია ცხრილში № 1

ცხრილი №1

  შეფასების ფურცელი

 

როტაცია

რეზიდენტი

როტაციის პერიოდი

კლინიკური ბაზა

სპეციალობა

1. შეფასების სისტემა

 

 

 

100 96

92 89

85 81

77 73

68 61

N/A

განსაკუთრებული

საუკეთესო

კარგი

დამაკმაყოფილებელი

არადამაკმ.

2.პროფესიული ცოდნა

ასახავს სამედიცინო ცოდნის ეფექტურ გამოყენებას პაციენტის მკურნალობის დროს და აფასებს კონსულტაციებით ან/და შესაბამისი ლიტერატურის დამუშავებით მიღებულ ცოდნას

O O

O O O

O O O

O O

O

3. ანამნეზის შეკრება:          

ასახავს ანამნეზის სრულყოფილ შეკრებას და ინფორმაციის მიღებას

(მათ შორის ფსიქიატრიულ პაციენტებში)

O O

O O O

O O O

O O

O

4. ფიზიკალური გასინჯვა და დოკუმენტაცია

გულისხმობს სრულყოფილ ფიზიკალურ გამოკვლევას და ლოგიკური და შინაარსიანი დოკუმენტაციის

წარმოდგენას მენტალური სტატუსის გათვალისწინებით

O O

O O O

O O O

O O

O

5. დიაგნოზი:                 

ლოგიკური დიფერენციალური

დიაგნოზის ჩამოყალიბება

კლინიკური და ლაბორატორიული

მონაცემების სინთეზის საშუალებით.

O O

O O O

O O O

O O

O

6. მკურნალობის სქემა:      დაიწეროს ადეკვატური

და სრულყოფილი მკურნალობის სქემა

O O

O O O

O O O

O O

O

7. უნარ-ჩვევები და პროცედურები:         

სწორად და კორექტულად ასრულებს მანიპულაციებს.

O O

O O O

O O O

O O

O

8. შემთხვევების პრეზენტაციის უნარი:        

კლინიკური შემთხვევის ლოგიკური

და სრულყოფილი წარმოჩენალ

O O

O O O

O O O

O O

O

9. მოტივაცია და პროფესიონალიზმი:

O O

O O O

O O O

O O

O

10. კომუნიკაბელობა და ურთიერთობები:     

პროფესიული და ყოფითი ურთიერთობის

უნარი (თანამშრომლებთან, პაციენტებთან

და პაციენტის პატრონებთან)

O O

O O O

O O O

O O

O

11. პროფესიული მუშაობის საბოლოო შეფასება:       

O O

O O O

O O O

O O

O

 

12. ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE)

                                                                                                                                                                    

 

13. სფერო, რომელიც საჭიროებს დახვეწას:                                                                                             

 

14. კომენტარები                                                                                                                                                

                                                                                 თარიღი

ხელმძღვანელი ––––––––––––––––––––––––––       –––––––––––––––––––––––––––

                                        სახელი, გვარი                                    ხელმოწერა

 

რეზიდენტი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                   სახელი, გვარი                                                                       ხელმოწერა

თავი IV

პროგრამის ხანგრძლივობა, მზადების მეთოდური უზრუნველყოფისა და ორგანიზაციის წესი

    მუხლი 1. პროგრამის ხანგრძლივობა

1.,,შინაგანი მედიცინის” რეზიდენტურის პროგრამის ხანგრძლივობა სამი წელია.

2. პროფესიული მზადების I წლის მიზანია ექიმის და პაციენტის ურთიერთობების ეთიკური და სამართლებრივი, დაავადებათა ეპიდემიოლოგიის და მტკიცებულებითი მედიცინის საფუძვლების შესწავლა; შინაგანი მედიცინის და მისი მომიჯნავე სპეციალობების (ზოგადი თერაპია, ინტენსიური და ზოგადი კარდიოლოგია), დიაგნოსტიკის, მართვისა და მათთან ასოცირებული პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისება; აგრეთვე, მომიჯნავე და ზოგიერთი სხვა სპეციალობის (ყელ-ყურ-ცხვირის, თვალის მედიცინა, ფსიქიატრია, ტოქსიკოლოგია, მეან-გინეკოლოგია) საფუძვლების დაუფლება.

3. პროფესიული მზადების II წლის მიზანი: შინაგანი მედიცინის მომიჯნავე სპეციალობების (სასუნქი, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, საშარდე გზების სისტემების დაავადებები, რევმატოლოგია, ალერგოლოგია) დიაგნოსტიკის, მართვისა და მათთან ასოცირებული პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისება; აგრეთვე, ზოგიერთი სხვა სპეციალობის (ნევროლოგია, ონკოლოგია) საფუძვლების დაუფლება.

4. პროფესიული მზადების III წლის მიზანი: შინაგანი მედიცინის მომიჯნავე სპეციალობების და, ასევე, სხვა სპეციალობის (ენდოკრინოლოგია, ჰემატოლოგია, ინფექციური, ფტიზიატრია, პროფესიული დაავადებები) დიაგნოსტიკის, მართვისა და მათთან ასოცირებული პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისება; აგრეთვე, ზოგიერთი მომიჯნავე და სხვა სპეციალობების (სამედიცინო რეაბილიტაცია, დერმატოლოგია, ლაბორატორიული საქმე, ქირურგია) საფუძვლების დაუფლება.

    მუხლი 2. მზადების მეთოდური უზრუნველყოფისა და ორგანიზაციის წესი

1. რეზიდენტურაში პროფესიული მზადება წარიმართება საქართველოს კანონების – „საექიმო საქმიანობის შესახებ“,,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” შესაბამისად.

2. რეზიდენტურაში პროფესიული მზადება ხორციელდება დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული რეზიდენტურის პროგრამებით საექიმო სპეციალობათა ნუსხის შესაბამისად.

3. რეზიდენტურაში პროფესიულ მზადებას სრულად აფინანსებს სახელმწიფო (სტომატოლოგიურ სპეციალობებში დასაშვებია კერძო დაფინანსება), სამინისტროს სპეციალური სახელმწიფო პროგრამის – „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამისფარგლებში . ამავე დროს, არსებობს რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება), რომელიც გულისხმობს სარეზიდენტო პროგრამის ყველა მოდულის გავლას ცალკეული მოდულისა და მთლიანად პროგრამის ხანგრძლივობის ზუსტად განსაზღვრის გარეშე და ფინანსდება კერძო პირის მიერ მოძიებული სახსრებით („რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №135/ნ ბრძანების შესაბამისად)

4. რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესი განისაზღვრება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით:,,ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ” (№295/ნ; 3.11.2006), ხოლო რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი მზადების წესი: „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ (№135/ნ; 18.04.2007)

5. რეზიდენტურის პროგრამის განხორციელება მიმდინარეობს საუნივერსიტეტო კლინიკებსა და იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომელთაც მიღებული აქვთ აკრედიტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით („რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №135/ნ ბრძანების შესაბამისად)

6. რეზიდენტურის კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო მოწმობა.

7. რეზიდენტურის პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელნი არიან: რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი, პროგრამის დირექტორატი, ლოკალური ხელმძღვანელები, რეზიდენტები, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

8. პროგრამის დირექტორი:

ა.ადგენს მისაღები გამოცდის პროგრამას და მონაწილეობს რეზიდენტურაში მიღების პროცესში;

ბ.კოორდინაციას უწევს სპეციალობის აღწერილობის საფუძველზე შედგენილ დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურის) აკრედიტებულ პროგრამის განხორციელებას;

გ.ადგენს რეზიდენტის ინდივიდუალურ გეგმა-გრაფიკს სამედიცინო დაწესებულების და ლოკალური ხელმძღვანელის მითითებით და განსაზღვრავს რამდენ რეზიდენტს შეიძლება ზედამხედველობდეს ერთი ლოკალური ხელმძღვანელი;

დ.კონტროლს უწევს რეზიდენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობასა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობას წინასწარ დადგენილი ინდიდვიდუალური გრაფიკის მიხედვით;

ე.დირექტორატის წევრებთან ერთად დადგენილი წესის მიხედვით ყოველწლიურად აფასებს რეზიდენტის მუშაობას და აბარებს ანგარიშს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;

ვ.ყოველწლიური შეფასების შედეგების გათვალისწინებით რეზიდენტს აძლევს რეკომენდაციას პროგრამის გაგრძელების შესახებ;

ზ.რეზიდენტის საქმიანობის არადამაკმაყოფილებელი წლიური შეფასებისას, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირს წარუდგენს დასაბუთებულ მოხსენებით ბარათს გარიცხვის შესახებ;

თ.რეზიდენტურის კურსის წარმატებული დასრულების შემდეგ ატარებს რეზიდენტის შემაჯამებელ ატესტაციას და აძლევს რეკომენდაციას დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობის გაცემის შესახებ.

ი.პროგრამის დირექტორი ზედამხედველობას უწევს და აფასებს ლოკალური ხელმძღვანელების საქმიანობას.

9. პროგრამის დირექტორატის წევრები:

ა.მონაწილეობენ რეზიდენტების შერჩევის პროცესში;

 ბ.პროგრამის დირექტორთან ერთად ყოველწლიურად აფასებენ რეზიდენტების მუშაობას დადგენილი წესის მიხედვით;

გ.პროგრამის დირექტორთან ერთად შეიმუშავებენ რეზიდენტის ატესტაციის ფორმატს;

დ.მონაწილეობენ რეზიდენტის შემაჯამებელი ატესტაციის პროცესში;

ე.  საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციას უწევენ პროგრამის დირექტორს რეზიდენტურის პროგრამასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხებზე.

10. ლოკალური ხელმძღვანელი:

ა.წარმართავს სამედიცინო დაწესებულებაში რეზიდენტის მუშაობას;

 ბ.თავისი საქმიანობის განსაზღვრულ დროს უთმობს რეზიდენტებთან პედაგოგიურ მუშაობას;

გ.თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ, დადგენილი წესის მიხედვით, წარუდგენს ანგარიშს პროგრამის დირექტორს რეზიდენტის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

დ.რეზიდენტის დღიურში ხელმოწერით ადასტურებს რეზიდენტის მიერ შესრულებულ სამუშაოს.

11. რეზიდენტი:

ა.რეზიდენტი შეიძლება გარიცხული იქნეს რეზიდენტურიდან ერთი თვის განმავლობაში გამოუცხადებლობის ან პროგრამის ვერ დაძლევის შემთხვევაში. გადაწყვეტილებას რეზიდენტის გარიცხვის შესახებ იღებს პროგრამის დირექტორი სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირთან შეთანხმებით;

გ.რეზიდენტს უფლება აქვს პროგრამის კურიკულუმის დარღვევის ან შეფერხების შესახებ წერილობით აცნობოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირს;

დ.რეზიდენტს უფლება აქვს პროგრამის დაუბრკოლებელი დაძლევისათვის მოითხოვოს შესაბამისი სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა (კვალიფიციური ხელმძღვანელი, თანამედროვე ტიპის კლინიკური და საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამუშაო ოთახი);

ე.რეზიდენტი ვალდებულია შეასრულოს რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრული კურიკულუმი;

ვ.რეზიდენტი ვალდებულია პროგრამით განსაზღვრული და შესრულებული საქმიანობა დააფიქსიროს პერსონალურ დღიურში;

ზ.რეზიდენტი ვალდებულია ყოველი წლის ბოლოს წარუდგინოს პროგრამის დირექტორს გაწეული მუშაობის ანგარიში და გაიაროს ეტაპობრივი და დამასრულებელი ატესტაცია დადგენილი წესით;

თ.რეზიდენტი ვალდებულია დაიცვას სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესი და შეასრულოს დაწესებულების განრიგით განსაზღვრული საქმიანობა.

თავი V

პროგრამის ეტაპობრივი განხორციელების ზოგადი აღწერილობა

    მუხლი 1. რეზიდენტურის პირველი წლის მოდულებია:

1. ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები;

2. ფუნდამენტური მედიცინის თანამედროვე ასპექტები;

3. ზოგადი თერაპია/ამბულატორიული თერაპია;

3.1. ზოგადი თერაპია;

3.2. ამბულატორიული თერაპია;

4.თერაპიული სტაციონარი;

4.1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

4.2. რევმატიული დაავადებები;

4.3. გერიატრია.

    მუხლი 2. რეზიდენტურის მეორე წლის მოდულებია:

1. თერაპიული სტაციონარი:

1.1. სასუნთქი სისტემების დაავადებები;

1.2. კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები;

1.3. თირკმლის დაავადებები.

2.საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია;

3. მტკიცებითი მედიცინისა და სამედიცინო სტატისტიკის საფუძვლები;

4. ოტორინოლარინგოლოგია (უნარ-ჩვევები);

5. ოფთალმოლოგია (უნარ-ჩვევები);

6. ფსიქიატრია;

7. გადაუდებელი მედიცინა.

    მუხლი 3. რეზიდენტურის მესამე წლის მოდულებია:

1. ნევროლოგია;

2. ენდოკრინოლოგია;

3. ჰემატოლოგია;

4. დერმატოლოგია;

5. ინფექციური დაავადებები;

6. ფთიზიატრია;

7. ონკოლოგია;

8. ალერგოლოგია;

9. ტოქსიკოლოგია;

10. ქირურგია.

თავი VI

პროფესიული სწავლების პირველი წლის მოდულები

    მუხლი 1. მოდული 1. –- ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები

1. მოდულის ხანგრძლივობაა 2 კვირა.

2. მოდულის მიზანია საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო ნორმების და თანამედროვე ბიოეთიკის პრინციპების შესაბამისი ცოდნის შეძენა და მისი გამოყენების უნარის გამომუშავება რეზიდენტის/სპეციალობის მაძიებლისათვის.

3. მოდულის ამოცანებია რეზიდენტმა/სპეციალობის მაძიებელმა შეისწავლოს:

ა) საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმები არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, პაციენტის უფლებების დაცვის სამართლებრივი საკითხები;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ბიოსამედიცინო ეთიკის საყოველთაოდ აღიარებული ნორმები და პროფესიული საქმიანობის თანამედროვე სამედიცინო ეთიკის პრინციპები;

გ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობის სამართლებრივი საკითხები;

დ) ადამიანზე ჩატარებული სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევების სამართლებრივი და ეთიკური საკითხები, საერთაშორისო ნორმებისა და საქართველოს არსებული კანონმდებლობების შესაბამისად.

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა მოცემულია ცხრილი №2-ის სახით.

 

ცხრილი №2

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა

თეორიული კურსი

დავალება

1. კანონისა და ეთიკის როლი სამედიცინო მომსახურების გაწევისას

ბიოეთიკის შესწავლის საგანი, სამედიცნო ეთიკა, ისტორიული ასპექტები, ,,ჰიპოკრატეს ფიცი“, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების ისტორიული ასპექტები

 

2. ბიოეთიკის ძირითადი პრინციპები

,,არ ავნო”,,,ჰქმენი სიკეთე”,,,ავტონომია”,,,სამართლიანობა, კონფიდენციალურობა;

 

3. ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის მოდელები

პრეზენტაციების ანალიზი

4. საექიმო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების ისტორიული მაგალითები

-საქართველოს კანონმდებლობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში;

-კანონი პაციენტის უფლებების შესახებ , საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის კანონი, კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ

 

5. სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანმრთელობა

-ჯანმრთელობა და ავადმყოფობა,

-ექიმი, პაციენტი, საზოგადოება;

 

6. პაციენტის ინდივიდუალური უფლებები,

-საქართველოს კანონმდებლობა პაციენტის ინდივიდუალური უფლებების შესახებ,

-ინფორმაციის მიღების უფლება, სამედიცინო პერსონალის და სამედიცინო დაწესებულების არჩევის უფლება, ინფორმაციის კონფიდენციალურობა;

 

7. ინფორმაციული თანხმობა – სამედიცინო მომსახურების განხორციელების საფუძველი

-ინფორმაციული თანხმობის ელემენტები და აუცილებელი პირობები ;

-ინფორმაციული თანხმობის განხორციელების მეთოდები .

 

8. პაციენტის ქმედუნარიანობა

-მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი ;

-არაქმედუნარიანი პაციენტი .

ტესტირება

9. სიცოცხლე და სიკვდილი– ბიოეთიკური კატეგორიები

-ბიოლოგიური სიკვდილი,თავის ტვინის სიკვდილი,

-გარდაცვალება- დეფინაცია და ეთიკური ასპექტები

პრეზენტაციების ანალიზი

10. ტკივილის მართვა

-უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტი ;

პალიატიური მკურნალობა, ჰოსპისი .

 

11. ევთანაზია, ისტორიული, რელიგიური, ეთიკური ასპექტები

-ევთანაზიის სამართლებრივი და ეთიკური პრობლემები;

-ევთანაზიის ფორმები; სიკვდილი ექიმის დახმარებით;

 

12. სუიციდი, მასთან დაკავშირებული ეთიკური ასპექტები

-ექიმის დახმარება თვითმკვლელობაში,

-მკურნალობაზე უარის თქმის სამართლებრივი და ეთიკური საკითხები,

 

13. სამედიცინო მეცნიერების პროგრესი -ახალი ტექნოლოგიები

-ტრანსპლანტაცია, ადამიანის ორგანოების გადანერგვის სამართლებრივი და ეთიკური საკითხები, დონორის თანხმობის საკანონმდებლო მოდელები

 

14. რეპროდუქტოლოგიის სამართლებ რივი და ეთიკური საკითხები;

-ხელოვნური განაყოფიერება, in-vitro – ხელოვნური განაყოფიერების ეთიკური ასპექტები, სუროგატული დედობა,

-ადამიანის რეპროდუქციული კლონირება;.

 

15. სოციალურად საშიში ინფექციები

-შიდსი, ნარკომანია, ინფექციური ჰეპატიტები . მათთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური საკითხები

 

16. ადამიანზე ჩატარებული კვლევები

 

17. საერთაშორისო დოკუმენტები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებებზე

-ბიოეთიკის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია,

-მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის ეთიკის კოდექსი,

-კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ და სხვა

 

 

5. მოდულის დასრულების შემდეგ რეზიდენტის/სპეციალობის მაძიებელმა უნდა იცოდეს/შეე ძლოს:

ა) პროფესიული საქმიანობისას კონკრეტული შემთხვევის სამართლებრივი და ეთიკური მხარეების წარმოჩენის უნარის გამომუშავება რეზიდენტის მიერ;

ბ) პროფესიული საქმიანობისას თანამედროვე სამედიცინო ეთიკის პრინციპებისა და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვის უნარი;

გ) ეთიკური დილემების გადაწყვეტის უნარის გამომუშავება;

დ) ადამიანზე ჩატარებული სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევების სამართლებრივი და ეთიკური საკითხების წარმოჩენის, ანალიზის და ბიოსამედიცინო ეთიკისა და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედების უნარის გამომუშავება რეზიდენტისთვის.

    მუხლი 2. მოდული 2.   ფუნდამენტური მედიცინის თანამედროვე ასპექტები

1. მოდულის ხანგრძლივობაა 2 კვირა.

2. მოდულის მიზანია რეზიდენტის/სპეციალობის მაძიებლისათვის მედიცინის ფუნდამენტური და კლინიკური კვლევის თანამედროვე პრინციპების შესახებ საჭირო ცოდნის შეძენა და მისი გამოყენების უნარის გამომუშავება. პროგრამა კომპლექსურია, შედგება ოთხი – იმუნოლოგიის, კლინიკური ფარმაკოლოგიის, ფიზიოლოგიის და პათფიზიოლოგიის – ქვემოდულისაგან, შესაბამისი ამოცანების თანმიმდევრული განხორციელებით.

3. მოდულის ამოცანები:

ა) ფიზიოლოგიის ქვემოდული:

ა.ა) ადამინის ორგანიზმის ფუნქციური სისტემების ორგანიზაციისა და ცენტრალურ ნერვულ სისტემა ში მიმდინარე ნეირობიოლოგიური პროცესების ბიოქიმიური საფუძვლები ინტეგრაციის სხვადასხვა დონეზე ;

ა.ბ) ცალკეული ნეირომედიატორული სისტემის ფუნქციონირების (სინაფსური მედიაციის) ნატიფი მოლეკულური მექანიზმები; სინაფსური გადაცემის სხვადასხვა საფეხურზე ქიმიური პრეპარეტების ზემოქმედების ეფექტური გამოვლინებები და დაავადებათა კორექციის ზოგადი პრინციპები;

ა.გ) ტკივილისა და გაუტკივარების ფუნქციური სისტემის ნეირობიოლოგიური საფუძვლები; ნოციცეპციის პერიფერიული და ცენტრალური მექანიზმების ნეიროქიმიური საფუძვლები; ენდოგენური ოპიოიდური და სხვა პეპტიდების რეცეპტორული სისტემის როლი ანალგეზიის განვითარებაში;

ა.დ) მოტივაცია და ემოცია. ლიმბური სისტემა (ჰიპოკამპი, სარტყლებრი ხვეული, ნუშისებრი კომპლექსი), სტრიოპალიდური სისტემა და ინტეგრაციის თალამური დონე ადამიანის ქცევის ორგანიზაციაში. ჰიპოთალამუსის როლი ინტეგრაციულ მოქმედებაში და ძირითადი ბიოლოგიური მოტივაციების ფორმირებაში;

ა.ე) ფიზიოლოგიაში, მოლეკულურ ბიოლოგიაში და თეორიულ მედიცინაში უკანასკნელ წლებში (2000-2005) განხორციელებული მნიშვნელოვანი კვლევის შედეგების მიმოხილვა და ანალიზი;

ბ) პათფიზიოლოგიის ქვემოდული:

ბ.ა) ადაპტაციის პროცესი. ორგანიზმის ზოგადი რეაქცია ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორის ზემოქმედებაზე. ორგანიზმის შეგუებადობა შეცვლილ საარსებო გარემოსთან;

ბ.ბ) ორგანიზმის სარეგულაციო სისტემების როლი ადაპტაციის განხორციელებაში ფიზიოლოგიურ და ექსტრემალურ სიტუაციებში. პარაკრინული რეგულაციის მოლეკულური მექანიზმები. მეხსიერების როლი ადაპტაციური ქცევის რეალიზაციაში;

ბ.გ) ადაპტური სტრეს-რეაქცია. სტრესული და ანტისტრესული მექანიზმები. ექსტრემალური ფაქტორის ზემოქმედებით განვითარებული პათოგენური სტრესი. შოკური მდგომარეობის ზოგადი პათოგენეზი. ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ფუნქციობის და ინტეგრაციის მოშლის მექანიზმები შოკის დროს.

გ) კლინიკური ფარმაკოლოგიის ქვემოდული:

გ.ა) კერძო კლინიკური ფარმაკოლოგიის ძირითადი საკითხები ფუნდამენტური და კლინიკური მედიცინის ბოლო მიღწევების შესაბამისად. ფარმაკოთერაპია მტკიცებითი მედიცინის პოზიციებიდან.

გ.ბ) სამკურნალოდ პრაქტიკაში გამოყენებული სამკურნალო პრეპარატების ძირითადი ჯგუფების ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის შესწავლა. სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატების ურთიერთდამოკიდებულების და არასასურველი გვერდითი ეფექტების შესწავლა. აგრეთვე, გამოყენებული ფარმაკოლოგიური პრეპარატების რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა.

 დ) იმუნოლოგიის ქვემოდული:

დ.ა) ფუნდამენტური და კლინიკური იმუნოლოგიის – იმუნური სისტემის ორგანოებისა და უჯრედების, იმუნოგლობულინების, ანტიგენის გამომცნობი და წარმდგენი მოლეკულების სტრუქტურისა და ფუნქციის თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები;

დ.ბ) დაავადებათა განვითარებაში იმუნური მექანიზმების როლის, როგორც ახალი სადიაგნოზო და თერაპიული სტრატეგიის საფუძვლები;

4. შესასრულებელი სამუშაოებ ს მოცულობა მოცემულია ცხრილი №3-ის სახით.

ცხრილი №3

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა:

თეორიული კურსი

დავალება

1. ორგანიზმის ფუნქციების რეგულაცია და ფიზიოლოგიური ინტეგრაცია

ნეირონის მორფოლოგიური სპეციალიზაცია და ნეირონთაშორისი კომუნიკაციის საფუძვლები ცნს-ის ინტეგრაციული მოქმედების განხორციელებაში. ნეიროსეკრეცია, როგორც ძირითადი ბიოლოგიური კანონზომიერება და ცნს-ის სუბუჯრედული რეგულაციის ელემენტი.

 

2. ნეირონთაშორისი კომუნიკაციის საფუძვლები

ნეირორეგულატორების კლასიფიკაცია და მათი განსაზღვრის კრიტერიუმები. ნეირორეგულატორების მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორების კლასიფიკაცია და მათი მოქმედების კანონზომიერებანი.,,რეტროგრადული მესენჯერი”. სინაფსის პლასტიკურობა. ნეირონული ინტეგრაცია. ცალკეული ნეირორეგულატორები (ბიოგენური ამინები, ამინომჟავები, არაპეპტიდური კანდიდატები, ნეიროპეპტიდები)

პრეზენტაციების ანალიზი

3. ტკივილის ნეიროფიზიოლოგია

პრობლემის ზოგადი მიმოხილვა. ნოციცეპტური სისტემა და ტკივილის სენსიტიური აღმავალი გზები. ენდოგენური ოპიოიდური და სხვა პეპტიდების როლი. ანტინოციცეფციური სისტემა, გაუტკივარების ბიოლოგიური მნიშვნელობა. ტკივილის სახეები. ტკივილის ნეირობიოლოგიური საფუძვლები. ტკივილის ცენტრალური და პერიფერიული მექანიზმები. ენდოგენური ოპიატები (ოპიოიდები) ოპიოიდებით გამოწვეული ანალგეზიის ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები. სუბსტანცია და მისი როლი ტკივილის შეგრძნებაში.

პრეზენტაციების ანალიზი

4. მოტივაცია და ემოცია

ლიმბური სისტემის ანატომიის და ფუნქციის ზოგადი მიმოხილვა. ადამიანის ქცევის ორგანიზაცია.,,მოტივაციის” და,,ემოციის” მნიშვნელობა ქცევის ორგანიზაციაში.,,ფსიქოანალიზის” თეორია. ჰიპოთალამუსის როლი ინტეგრაციულ მოქმედებაში და ძირითად ბიოლოგიურ მოტივაციების ფორმირებაში. ლიმბური სისტემა (ჰიპოკამპი, სარტყლებრი ხვეული, ნუშისებრი კომპლექსი) სტრიოპალიდური სისტემა და ინტეგრაციის თალამური დონე.

რეფერატი

5. ფიზიოლოგიაში, მოლეკულურ ბიოლოგიაში და თეორიულ მედიცინაში უკანასკნელ წლებში (2004-2006) განხორციელებული მნიშვნელოვანი კვლევის შედეგების მიმოხილვა და ანალიზი;

ტესტირება

6. ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციურ-სტრუქტურულ დონეზე განვითარებული პათოლოგიური პროცესების ურთიერთობისა და ინტეგრაციის კანონზომიერებანი. ორგანიზმის და გარემოს ფიზიკო-ქიმიური და ინფორმაციული ურთიერთობა. რეაქტიულობის როლი შეცვლილ საარსებო გარემოსთან ადაპტაციის განვითარებაში.

 

7. სარეგულაციო სისტემების როლი ადაპტაციური პროცესების განვითარებაში. პარაკრინულ-აუტოკრინული რეგულაცია. ციტოკინები უჯრედშორისი ურთიერთობების პეპტიდური რეგულატორები. აზოტის ოქსიდი და მისი მოქმედების მოლეკულური მექანიზმები.

პრეზენტაციების ანალიზი

8. მეხსიერების როლი ადაპტაციური ქცევის განხორციელებაში. სხვადასხვა ტიპის მეხსიერების ნეირობიოლოგიური მექანიზმები. მეხსიერების დარღვევა.

პრეზენტაციების ანალიზი

9. სპეციფიკური ადაპტაციის მექანიზმები. სტრეს-რეაქცია. ზოგადი ადაპტაციური სინდრომი. სტრესული ჰორმონები. ცენტრალური და პერიფერიული ანტისტრესული მექანიზმები, სტრესული ცილები.

პრეზენტაციების ანალიზი

10. ექსტრემალური მდგომარეობის ზოგადი პათოგენეზი. შოკი, შოკის სტადიები. ნეიროენდოკრინული რეგულაციისა და ორგანოთა სისტემების ინტეგრაციის მოშლის მექანიზმები. შოკური თირკმლის, შოკური ღვიძლის, შოკური ფილტვის განვითარების მექანიზმები. მოზრდილთა მწვავე რესპირაციული დისტრეს-სინდრომი.

ტესტირება

11. იმუნური სისტემის ზოგადი დახასიათება

საკუთარისა და უცხოს გარჩევა. თანდაყოლილი და შეძენილი იმუნური პასუხი. იმუნური სისტემის უჯრედები. იმუნური პასუხის მედიატორები. უჯრედშიდა და უჯრედგარეთა პათოგენის საწინააღმდეგო დაცვა. ვაქცინაცია. იმუნოპათოლოგია და ატოპია.

 

12. იმუნური პასუხის რეგულაცია

ანტიგენით იმუნური პასუხის რეგულაცია. ანტიგენწარმდგენი უჯრედები. ანტისხეულებით რეგულაცია. ლიმფოციტებით რეგულაცია. იდიოტიპური მოდულაცია. ნეიროენდოკრინული მოდულაცია. იმუნური პასუხის გენეტიკური კონტროლი.

ტოლერანტობის ინდუქცია ექსპერიმენტში. საკუთარი ანტიგენებისადმი ცენტრალური თიმუსური ტოლერანტობა. საკუთარი ანტიგენებისადმი პერიფერიული – პოსტთიმუსური ტოლერანტობა. საკუთარი ანტიგენებისადმი B-უჯრედული ტოლერანტობა. in vitroდა in vivoხელოვნურად ინდუცირებული ტოლერანტობა. ტოლერანტობის გამოყენება თერაპიაში.

პრეზენტაციების ანალიზი

13. სიმსივნის იმუნოლოგია

სიმსივნე როგორც ქსოვილოვანი ტრანსპლანტანტი. იმუნური ზედამხედველობა. სიმსივნესთან ასოცირებული ანტიგენები. სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნური პასუხი. სიმსივნის მიერ იმუნური პასუხის თავიდან აცილება. იმუნოდიაგნოსტიკა. იმუნოთერაპია.

პრეზენტაციების ანალიზი

14. აუტოიმუნიტეტი და აუტოიმუნური დაავადებები

აუტოიმუნიტეტის კავშირი დაავადებებთან. ორგანოსპეციფიკური და არაორგანოსპეციფიკური აუტოიმუნური დაავადებები. გენეტიკური ფაქტორები. პათოგენეზი. აუტოიმუნურ დაავადებათა მოდელები: ინდუცირებული და სპონტანური აუტოიმუნიტეტი. დაავადებები, განპირობებული პათოგენური აუტოანტისხეულებით: თირეოტოქსიკოზი, ავთვისებიანი მიასთენია, I ტიპის დიაბეტი, მამაკაცის უშვილობა, პერნიციოზული ანემია, გუდპასჩერის სინდრომი, სისხლის დაავადებები. დაავადებები, განპირობებული პათოგენური იმუნური კომპლექსებით: სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული პოლიართრიტი, სკლეროდერმა, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი.

პრეზენტაციების ანალიზი

15. იმუნური სისტემის კლინიკური და ლაბორატორიული შეფასება

ჰუმორული იმუნური პასუხის შეფასება. უჯრედული იმუნური პასუხის შეფასება.

ლიმფოციტთა რაოდენობისა და ფუნქციის შეფასება: იმუნოფენოტიპირება გამჭოლი ციტოფლუორომეტრიით, in vitroლიმფოციტების პროლიფერაცია, ციტოკინ-მაპროდუცირებელი უჯრედების განსაზღვრა (ELISPOT მეთოდი), ციტოტოქსიურობის ტესტი. კომპლემენტის სისტემის გამოკვლევა. ფაგოციტების ფუნქციის გამოკვლევა.

ანტიგენის/ანტისხეულის აღმოსაჩენი რეაქციები: პრეციპიტაციის რეაქცია, ჰემაგლუტინაციის რეაქცია, კომპლემენტის შებოჭვის რეაქცია, პირდაპირი და არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენციის რეაქცია, იმუნოფერმენტული რეაქცია, იმუნობლოტინგი და იმუნოპრეციპიტაცია. ანტისხეულთა იზოლაცია. მონოკლონური ანტისხეულების პროდუქცია.

ტესტირება

16. კლინიკური ფარმაკოკინეტიკისა და კლინიკური ფარმაკოდინამიკის ძირითადი პრინციპები, რაციონალური ფარმაკოთერაპია.

 

17. არასასურველი წამლისმიერი რეაქციები. კლინიკური ფარმაკოეკონომიკა, ფარმაკოეპიდემიოლოგია. სამკურნალო დოზების გათვლა თირკმლის ქრ. უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. მედიკამენტოზული საშუალებების მეტაბოლიზმი, ბიოტრანსფორმაცია.

პრეზენტაციების ანალიზი

18. ფარმაკოთერაპია და მტკიცებითი მედიცინა.

მედიკამენტების შეწოვისა და ორგანიზმში განაწილების მექანიზმები

პრეზენტაციების ანალიზი

19. ფარმაკოთერაპიის სახეები-ეტიოტროპული, პათოგენეზური

 

20. ფარმაკოთერაპიის სახეები – სიმპტომატური, პროფილაქტიკური. რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის საკითხები. მედიკამენტოზური მონიტორინგი (ჩვენებები, კლინიკური მნიშვნელობა და შედეგების ინტერპრეტაცია)

პრეზენტაციების ანალიზი

21. გადაუდებელ მდგომარეობათა კლინიკაში გამოყენებულ მედიკამენტთა ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური დახასიათება. არასასურველი მედიკამენტოზური ეფექტები, მათი კარცენოგენობა.

ტესტირება

 

5. მოდულის დასრულების შემდეგ რეზიდენტს/სპეციალობის მაძიებელმა უნდა იცოდეს/შეეძლოს:

ა) ინტეგრაციის სხვადასხვა დონეზე ორგანიზმის ცხოველმოქმედების ზოგადი კანონზომიერებების (მოლეკულურიდან-ორგანიზმულამდე) და პრინციპების შეფასება;

ბ) დაავადებულ ორგანიზმში მიმდინარე ადაპტაციური პროცესების, ავადმყოფობის აღმოცენების, მიმდინარეობისა და გამოსავლის ზოგადი მექანიზმების, პათოგენეზური პროფილაქტიკის, თერაპიის პრინციპების და მეთოდების შეფასება;

გ) იმუნოპათოლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტიკური და თერაპიული სტრატეგიის საფუძვლების შეფასება; ალერგიული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის შესახებ ცოდნას;

დ) ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური მონაცემების შესაბამისად სამკურნალო საშუალებების შერჩევა. ინდივიდუალური მგრძნობელობიდან გამომდინარე, პრეპარატის არასასურველი ეფექტების გათვალისწინება; დატვირთვისა და შემანარჩუნებელი დოზების შერჩევა; ზოგიერთ კატეგორიის ავადმყოფთათვის (ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის ქრ. უკმარისობა, ხანდაზმული და ხანშიშესული პირები, ბავშვები) სამკურნალო დოზის გათვლა; არასასურველი წამლისმიერი რეაქციის პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა; სამკურნალო პრეპარატების ზედოზირების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

    მუხლი 3. მოდული 3. 3.1 . ზოგადი თერაპია

1. მოდულის ხანგრძლივობაა 2 თვე.

2. მოდულის მიზანია დიაგნისტიკური თვალსაზრისით რთული სინდრომების (ანემია, ფებრილური მდგომარეობა, ლიმფადენოპათია) მონიტორინგი;

3. მოდულის ამოცანები: რეზიდენტის პროფესიული სრულყოფა შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების ამოცნობაში, დიაგნოსტიკაში, მკურნალობასა და პროფილაქტიკაში

ა) შინაგანი დაავადებების ყველა ძირითადი სინდრომის დიაგნოსტიკა;

ბ) შერწყმული პათოლოგიის მონიტორინგი და მკურნალობა;

გ) რეზიდენტის მზადება და პროფესიული სრულყოფა შინაგანი ორგანოების მწვავე და ქრონიკული დაავადებების (მდგომარეობების) ამოცნობასა და დიაგნოსტირებაში ანამნეზის შეკრების, პაციენტის ფიზიკური კვლევის მეთოდების, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური კვლევის მონაცემთა ინტერპრეტაციაში დახელოვნების გზით;

დ) შინაგანი დაავადებების მართვის ადეკვატური მეთოდების შერჩევა, არასტაბილური პაციენტების მართვის თავისებურებები, დაავადების მართვის შემდგომი ტაქტიკის შემუშავება, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ინფორმირება დაავადების პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მეთოდების დასახვაში;

ე) ინფუზიური თერაპიის (სითხეები, ანტიბიოტიკები და სხვა ფარმაკოლოგიური და თერაპიული საშუალებების) ჩვენებებისა და გამოყენების საფუძვლების შესწავლა;

) ქრონიკული დაავადების მართვის პრინციპების ცოდნა დაავადების ნებისმიერ ეტაპზე სტაციონარული მკურნალობიდან ამბულატორიული მონიტორირების ჩათვლით;

ზ) დიეტოთერაპიის მნიშვნელობისა და საფუძვლების გაცნობა შინაგანი ქრონიკული დაავადებების მართვის პროცესში;

თ) ნოზოკომიალური (ჰოსპიტალური) ინფექციების და სხვა იატროგენული გართულებების პროფილაქტიკის საფუძვლების ათვისება.

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №4-ის სახით.

 

ცხრილი №4

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

დავალება

1. დიფერენციული დიაგნოზი ტემპერატურის მომატებისა და ცხელების დროს;

2. დიფერენციული დიაგნოზი პლევრული გამონაჟონის დროს;

3. დიფერენციული დიაგნოზი რესპირატორული უკმარისობის დროს;

4. დიფერენციული დიაგნოზი შეშუპების დროს;

5. დიფერენციული დიაგნოზი ფილტვში ინფილტრაციის დროს;

6. დიფერენციული დიაგნოზი სიყვითლის დროს;

7. დიფერენციული დიაგნოზი ასციტის დროს;

8. დიფერენციული დიაგნოზი ჰეპატოსპლენომეგალიის დროს;

9. დიფერენციული დიაგნოზი შარდის სინდრომის დროს;

10. დიფერენციული დიაგნოზი ანემიების და ლიმფადენოპათიის დროს;

11. დიფერენციული დიაგნოსტიკა ჰემორაგიული დიათეზების და სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლდენების დროს;

12. დიფერენციული დიაგნოსტიკა შეშუპებითი სინდრომისა და ასციტის დროს;

13.დიფერენციული დიაგნოზი არტერიული ჰიპერტენზიის დროს;

14.დიფერენციული დიაგნოზი არტერიული ჰიპოტენზიის დროს;

15. დიფერენციული დიაგნოზი გულ-მკერდში ტკივილის დროს;

16. დიფერენციული დიაგნოზი მუცლის არეში ტკივილის დროს;

17. დიფერენციული დიაგნოზი სახსროვანი სინდრომის დროს;

18. დიფერენციული დიაგნოზი მჟავა-ტუტოვანი და წყალ-მარილოვანი დარღვევების დროს;

19. დიფერენციული დიაგნოზი გამონაყარის დროს;

20. დიფერენციული დიანგოზი ცნობიერების დარღვევის დროს .

ანამნეზის შეკრება და პაციენტის ფიზიკური კვლევის უნარ-ჩვევები;

კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევის მეთოდები და მათი შედეგების ინტერპრეტაცია;

ბიოქიმიური კვლევის მეთოდები და მათი შედეგების ინტერპრეტაცია;

იმუნოლოგიუი კვლევის მეთოდები და მათი შედეგების ინტერპრეტაცია;

მორფოლოგიური კვლევის მეთოდები და მათი შედეგების ინტერპრეტაცია;

პლევრის პუნქცია – 10;

პუნქტატის ციტოლოგიური, ბიოქიმიური მაჩვენებლების ინტეპრეტაცია;

გარეგანი სუნთქვის ფუნქციის მაჩვენებლების ინტერპრეტაცია;

ელექტროკარდიოგრამის შეფასება და ინტერპრეტაცია;

ელექტროკარდიოგრაფია – 50;

ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკლვევის ინტერპრეტაცია – 50;

ფილტვების კომპუტერული ტომოგრაფიის ინტერპრეტაცია – 20;

ბრონქოსკოპიის ინტერპრეტაცია.

რეფერატი ან მოხსენება – 1;

ავადმყოფის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა – 10;

ავადმყოფობის ისტორიის დამოუკიდებელი დაწერა – 4;

მორიგეობა – თვეში 4;

 

    მუხლი 4. მოდული 3.2 ამბულატორიული თერაპია

1. მოდულის ხანგრძლივობაა 2 თვე.

2. მოდულის მიზანია დიაგნისტიკური თვალსაზრისით რთული სინდრომების (ანემია, ფებრილური მდგომარეობა, ლიმფადენოპათია) მონიტორინგი;

3. მოდულის ამოცანები: რეზიდენტის პროფესიული სრულყოფა შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების ამოცნობაში, დიაგნოსტკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკაში ;

ა) შინაგანი დაავადებების ყველა ძირითადი სინდრომის დიაგნოსტიკა;

ბ) შერწყმული პათოლოგიის მონიტორინგი და მკურნალობა;

გ) რეზიდენტის მზადება და პროფესიული სრულყოფა შინაგანი ორგანოების მწვავე და ქრონიკული დაავადებების (მდგომარეობების) ამოცნობასა და დიაგნოსტირებაში ანამნეზის შეკრების, პაციენტის ფიზიკური კვლევის მეთოდების, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური კვლევის მონაცემთა ინტერპრეტაციაში დახელოვნების გზით;

დ) შინაგანი დაავადებების მართვის ადეკვატური მეთოდების შერჩევა, დაავადების მართვის შემდგომი ტაქტიკის შემუშავება, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ინფორმირება დაავადების პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მეთოდების დასახვაში;

ე) ფარმაკოთერაპიის (ანტიბიოტიკები და სხვა ფარმაკოლოგიური და თერაპიული საშუალებების) ჩვენებებისა და გამოყენების საფუძვლების შესწავლა;

ვ) ქრონიკული დაავადების მართვის პრინციპების ცოდნა დაავადების ნებისმიერ ეტაპზე, ამბულატორიული მონიტორირება;

ზ) დიეტოთერაპიის მნიშვნელობისა და საფუძვლების გაცნობა შინაგანი ქრონიკული დაავადებების მართვის პროცესში.

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №5-ის სახით.

ცხრილი №5

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

დავალება

1. დიფერენციული დიაგნოზი ტემპერატურის მომატებისა და ცხელების დროს;

2. დიფერენციული დიაგნოზი რესპირატორული დაავადებების დროს;

4. დიფერენციული დიაგნოზი შეშუპების დროს;

5. დიფერენციული დიაგნოზი ფილტვში ინფილტრაციის დროს;

6. დიფერენციული დიაგნოზი სიყვითლის დროს;

7. დიფერენციული დიაგნოზი ჰეპატო-სპლენომეგალიის დროს;

8. დიფერენციული დიაგნოზი შარდის სინდრომის დროს;

9. დიფერენციული დიაგნოზი ანემიების და ლიმფადენოპათიის დროს;

10. დიფერენციული დიაგნოსტიკა ჰემორაგიული დიათეზების და სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლდენების დროს;

11 . დიფერენციული დიაგნოზი არტერიული ჰიპერტენზიის დროს;

12.დიფერენციული დიაგნოზი არტერიული ჰიპოტენზიის დროს;

13. დიფერენციული დიაგნოზი მუცლის არეში ტკივილის დროს;

14. დიფერენციული დიაგნოზი სახსროვანი სინდრომის დროს;

დარღვევების დროს;

15. დიფერენციული დიაგნოზი გამონაყარის დროს;

15. დიფერენციული დიანგოზი ცნობიერების დარღვევის დროს;

ანამნეზის შეკრება და პაციენტის ფიზიკური კვლევის უნარ-ჩვევები;

კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევის მეთოდები და მათი შედეგების ინტერპრეტაცია;

ბიოქიმიური კვლევის მეთოდები და მათი შედეგების ინტერპრეტაცია;

იმუნოლოგიუი კვლევის მეთოდები და მათი შედეგების ინტერპრეტაცია;

მორფოლოგიური კვლევის მეთოდები და მათი შედეგების ინტერპრეტაცია;

გარეგანი სუნთქვის ფუნქციის მაჩვენებლების ინტერპრეტაცია;

ელექტროკარდიოგრამის შეფასება და ინტერპრეტაცია;

ელექტროკარდიოგრაფია – 50;

ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკლვევის ინტერპრეტაცია – 50;

ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფიის ინტერპრეტაცია – 20;

რეფერატი ან მოხსენება – 1;

ავადმყოფის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა – 10;

ავადმყოფობის ისტორიის დამოუკიდებელი დაწერა – 4;

მორიგეობა – თვეში 4;

 

    მუხლი 5. მოდული 4.1. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

1. მოდულის ხანგრძლივობაა 3 თვე.

2. მოდულის მიზანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დიგნოსტიკა და მართვა.

3. მოდულის ამოცანები:

ა) კარდიოლოგიური პროფილის პაციენტის ანამნეზის შეკრება და ფიზიკური კვლევის მეთოდების სრულყოფილი ცოდნა;

ბ) კარდიოლოგიური პროფილის პაციენტის დოკუმენტაციის წარმოება;

გ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ფარმაკოლოგია;

დ) კორონარული სისხლძარღვების დაავადებები ( გულის იშემიური დაავადება. აუცილებელია შემუშავდეს დიფერენციალური მიდგომის პრინციპები კარდიალგიის დროს, ეკგ, არითმიის შეფასება, მედიკამენტური, და ინვაზიური მკურნალობის რაციონალური შერჩევა (ანტითრომბული აგენტები, ანგიოპლასტიკა, აორტო-კორონარული შუნტირება და მკურნალობის სხვა მეთოდები), სასწრაფო ანგიოგრაფიის და ბალონური კონტრაპულსაციის ჩვენებები. გულის ფუნქციური და ჰემოდინამიკური მაჩვენებლების შეფასება (ექოკარდიოსკოპია, ჰოლტერული გამოკვლევები), რისკის სტრატიფიკაცია. ანამნეზური მონაცემების შეგროვება, ფიზიკალური გამოკვლევა: ეკგ, რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ბიომარკერების მნიშვნელობა, დატვირთვის ტესტები და ექოკარდიოგრაფია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკის ფაქტორების მართვა, ლიპიდური პროფილის შეფასება პაციენტის მოვლა გულის დაავადების დროს);

ე) არტერიული ჰიპერტონზია ( არტერიული ჰიპერტენზიის დიფერენციალური დიაგნოზი; ჰიპერტონიის მართვა თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით; (JNC-VII, ESC- ESH-2003) არტერიული ჰიპერტენზიის გართულებები); ბივენტრიკულური რესინქრონიზაცია და იმპლანტირებადი კარდიოვერტერდეფიბრილატორი დილატაციური კარდიომიოპათიის დროს; სპეციფიკური კარდიომიოპათიები);

ვ) არიტმიები ( ტაქი და ბრადიარიტმიების, სუპრავენტრიკულური და ვენტრიკულური (ფართე და ვიწრო QRS-კომპლექსიანი) ტაქიარიტმიების დიფერენცირება და მკურნალობა; ელექტრული კარდიოსტიმულაცია, ელექტრული კარდიოვერსია და დეფიბრილაცია; ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევის და ტრანსკათეტერული აბლაციის ჩვენებები; სინკოპე, მდგომარეობის შეფასება (ჰოლტერით, ექოსკოპიით, ელექტროფიზიოლოგიური კვლევით, მარყუჟოვანი იმპლანტატორით და დახრილი მაგიდის ტესტით) თერაპიული და ქირურგიული მკურნალობის მეთოდების განსაზღვრა; ანტითრომბული თერაპია წინაგულების ფიბრილაციის დროს);

ზ) პერიკარდიუმის დაავადებები მდგომარეობის შეფასება და ტაქტიკის შემუშავება (მწვავე პერიკარდიტი: ექსუდაციური, ფიბრინული და რესტრიქციული. (ფიბრინული პერიკარდიტის და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიფერენციალური დიაგნოზი; გულის ტამპონადა, პერიკარდიოცენტეზის ჩვენებები; თერაპიული და ქირურგიული მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა);

თ) ფილტვისმიერი გული და ფილტვისმიერი ჰიპერტენზია – მდგომარეობის შეფასება და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება და თერაპიული და ქირურგიული მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა (დაფილტვის არტერიის ემბოლიის, პირველადი და მეორადი პულმონარული ჰიპერტენზიის შეფასება);

ი) გულის სარქვლოვანი პათოლოგია – (მდგომარეობის შეფასება, თერაპიული და ინტერვენციული მკურნალობის ჩვენებები აორტული სტენოზის, აორტული რეგურგიტაციის, მიტრალური სტენოზის და მიტრალური რეგურგიტაციის დროს. ქირურგიული მკურნალობის მეთოდის შერჩევ);

კ) გულის უკმარისობა – (სისტოლური და დიასტოლური, დაქვეითებული და შენარჩუნებული განდევნის ფრაქციით; გულის უკმარისობის დეკომპენსაცია, ფილტვების მწვავე შეშუპება, დიაგნოსტიკა, მკურნალობა)

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №6-ის სახით.

ცხრილი №6

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

დავალება

1.

გულის იშემიური დაავადება, სტაბილური სტენოკარდია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა;

ელექტროკარდიოგრაფია – 50;

ექოკარდიოგრაფიული გამოკლვევის ინტერპრეტაცია 20;

ჰოლტერ-მონიტორირების ინტერპრეტაცია – 20;

გულის ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევის ინტერპრეტაცია – 10;

კორონარული ანგიოგრაფიის ინტერპრეტაცია – 10;

ტრანსეზოფაგური ექოკარდიოსკოპიის ინტერპრეტაცია – 5;

დატვირთვის ტესტების ინტერპრეტაცია – 10;

რეფერატი ან მოხსენება – 1;

ავადმყოფის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა – 10;

ავადმყოფობის ისტორიის დამოუკიდებელი დაწერა – 4;

მორიგეობა – თვეში 4.

2.

მწვავე კორონარული სინდრომი – მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია; მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტების მართვა; თრომბოლიზური თერაპიის და ანგიოპლასტიკის ჩვენებები მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს;

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რწუნებულებებით გამყარებული და კვლევის ეკონომიური მეთოდების დაგეგმვა და გამოყენება;

მწვავე ჰემოდინამიკური დარღვევბის ადეკვატური შეფასება და მედიკამენტების კორექტული შერჩევა;

მწვავე კარდიოვასკულური მდგომარეობების ადეკვატური მართვა (ჰემოდინამიური არასტაბილურობა, მწვავე იშემიური სინდრომი, მწვავე არითმია, კარდიო-ფულმონური რეანიმაცია);

მწვავე გადაუდებელი კარდიოლოგიური მდგომარეობების შეფასებისა და მართვის უნარ-ჩვევები (მწვავე კორონარული სინდრომი – თრომბოლიზისი, პირველადი ანგიოპლასტიკა და კონსერვატული მკურნალობა), ურგენტული არტერიული ჰიპერტენზია, გულის მწვავე უკმარისობა;

ანტიკოაგულაციური თერაპიის სრულყოფილი ცოდნა – ვარფარინი, ჰეპარინი, ანტითრომბოციტული თერაპია;

დეფიბრილაციის და ინტრააორტული ბალონიზაციის ჩვენებების ცოდნა;

 

3.

გულის სარქვლოვანი პათოლოგიის მქონე პაციენტების მართვა.

 

 

4.

ენდოკარდიტის დიაგნოსტიკა, მართვა და გართულებები.

 

 

5.

კარდიომიოპათიები.

 

 

6.

ქირურგიული პაციენტების პრეოპერაციული შეფასება.

 

 

7.

დისლიპიდემიის მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა.

 

 

8.

გულის რიტმის დარღვევა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა.

 

 

9.

გულის უკმარისობა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა.

 

 

10.

არტერიული ჰიპერტენზია.

 

 

    მუხლი 6. მოდული 4.2. რევმატიული დაავადებები

1. მოდულის ხანგრძლივობაა 2 თვე.

2. მოდულის მიზანია შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა. როტაციის გავლის შემდეგ რეზიდენტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს რევმატიული პროფილის დაავადებების ჩივილების, სიმპტომების ადეკვატური შეფასების და პაციენტის ფიზიკური კვლევის უნარ-ჩვევებს. მას უნდა შეეძლოს რევმატიულ დაავადებათა ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკლვევების სრულყოფილი ინტერპრეტაცია, ასევე, რევმატიული დაავადებების მართვა დაავადების ნებისმიერ ეტაპზე. როტაციის პერიოდში რეზიდენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნული დაავადებების მართვის თანამედროვე რეკომენდაციებისა და გაიდლაინების სახით.

3. მოდულის ამოცანები:

ა) მოხდეს ართრიტების პათოფიზიოლოგიური მექანიზმის შეფასება და მართვა;

ბ) შეფასდეს სერონეგატიური სპონდილოართრიტი;

გ) მოხდეს შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა;

დ) მოხდეს ვასკულეტების დიაგნოსტიკა და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა;

ე) მოხდეს არასახსროვანი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა;

ვ) რევმატიული დაავადებების ჩამონათვალი.

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №7-ის სახით.

 

ცხრილი №7

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

დავალება

1. შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, სისტემური სკლეროდერმია, დერმატომიოზიტი, შეგრენის დაავადება, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები, რევმატული პოლიმიალგია, მორეციდივე პოლიქონდრიტი ტიტცეს სინდრომის ჩათვლით);

2. სისტემური ვასკულიტები (კვანძოვანი პერიარტერიიტი, გრანულომური არტერიიტები – ვეგენერის გრანულომატოზი, გიგანტურ-უჯრედოვანი ტემპორალური არტერიიტი; არასპეციფიკური აორტოარტერიიტი, ჰიპერერგული ანგიიტი, ჰემორაგიული ვასკულიტი, გუდპასჩერის სინდრომი, შერეული კრიოგლოგულინემია, მაობლიტირებელი თრომბაგნიიტი, ბეხჩეტის სინდრომი, კავასაკის სინდრომი;

3. რევმატოიდული ართრიტი (სეროდადებითი და სერონეგატიური პოლიართრიტი, რევმატოიდული ართრიტი სისტემური გამოვლინებებით, ფელტის სინდრომი);

4. იუვენილური ართრიტი (იუვენილური რევმატოიდული ართრიტი – სტილის სინდრომი, იუვენილური ქრონიკული ართრიტი);

5. მაანკილოზირებადი სპონდილოართრიტი – ბეხტერევის დაავადება;

6. სპონდილოართრიტთან შერწყმული ართრიტები (ფსორიაზული ართრიტი, რეიტერის დაავადება, ნაწლავების ქრონიკულ არასპეციფიკურ დაავადებებთან ასოცირებული ართრიტები);

7. ინფექციურ დაავადებებთან ასოცირებული ართრიტები;

8. მიკროკრისტალური ართრიტები (პოდაგრა, პსევდოპოდაგრა, ქონდროკალცინოზი);

9. ოსტეორართროზები;

10. სახსარგარეშე რბილი ქსოვილების დაავადებები.

1. რევმატიულ დაავადებათა დიანგოსტიკა:

ანამნეზის შეგროვება

პაციენტის ობიექტური გამოკვლევა

სისხლის და შარდის ბიოქიმიური და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის პრინციპები, დანიშნულება და ინტერპრეტაცია

სეროლოგიური კვლევის პრინციპები, განსაკუთრებით სისტემური დაავადებების დროს. სპეციფიკური ანტისხეულების ინტერპრეტაცია და მართვა მკურნალობის პროცესში;

  საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის რენტგენოლოგიური გამოკვლევის ინტერპრეტაცია;

  სახსარშიდა მანიპულაციები: მედიკამენტების სახსარშიდა შეყვანა – 20;

  სახსრის დიანგოსტიკური პუნქცია – 20;

  სახსრების სონოგრაფიული მონაცემების ინტერპრეტაცია;

  ოსტეოდენსიტომეტრიული კვლევის ინტერპრეტაცია.

რეფერატი ან მოხსენება – 1;

ავადმყოფის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა – 10;

ავადმყოფობის ისტორიის დამოუკიდებელი დაწერა – 4;

მორიგეობა – თვეში 4.

    მუხლი 7. მოდული 4.3. გერიატრია

1. მოდულის ხანგრძლივობაა 1 თვე.

2. მოდულის მიზანია ხანდაზმულ პაციენტებში დაავადების მიმდინარეობის სპეციფიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობის თავისებურებები.

3. მოდულის ამოცანები:

ა) ხანდაზმული პაციენტის თავისებურებები (სიბერე, ნორმალურ სიბერესთან ასოცირებული ცვლილებები, პათოლოგიური სიბერე, გერიატრიის კლინიკური ასპექტები);

ბ) ხანდაზმული პაციენტის გამოკვლევა: გამოკვლევის ზოგადი პრინციპები, ხანდაზმული პაციენტის ფიზიკური გამოკვლევა, ლაბორატორიული გამოკვლევა, ფუნქციური სტატუსის შეფასება.

გ) ფსიქიკის შესწავლა ხანდაზმულებში: ფსიქიური მდგომარეობის ზოგადი შესწავლა, ფსიქიკის დარღვევის დიფერენციული დიაგნოზი გერიატრიულ პრაქტიკაში, დელირიუმი, დემენცია, დეპრესია, ხანდაზმულ პაციენტებში ფსიქიური დარღვევების მკურნალობა

დ) შარდისა და განავლის შეუკავებლობა შარდის შეუკავებლობის ძირითადი მიზეზები და ტიპები, შარდის შეუკავებლობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. განავლის შეუკავებლობა.

ე) წაქცევა ხანდაზმულ ასაკში: ხანდაზმულთა წაქცევის ხელშემწყობი პირობები, წაქცევის ძირითადი მიზეზები, წაქცევის პრევენცია, პაციენტის გამოკვლევა, მკურნალობა.

ვ) უმოძრაობა: უმოძრაობის გამომწვევი მიზეზები, უმოძრაობის გართულებები, უმოძრაო მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფის გამოკვლევა, უმოძრაობის მკურნალობა, ოსტეოპოროზი, ბარძაყის ძვლის მოტეხილობები, პარკინსონის დაავადება, ინსულტი, ნაწოლების მკურნალობა და პრევენცია.

ზ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავისებურებები ხანდაზმულებში: გულ-სისლხლძარღვთა სისტემის ასაკობრივი ცვლილებები, არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა, გულის იშემიური დაავადება, გულის მანკები, არიტმიები, გულის უკმარისობა.

თ) სასუნთქი სისტემის დაავადებების თავისებურებები ხანდაზმულებში: სასუნთქი სისტემის ზოგიერთი დაავადების თავისებურებები ხანდაზმულებში, პნევმონია, ფილტვების ტუბერკულოზი,

ი) საჭმლის მომნელებელი სისტემის და ღვიძლის დაავადებების თავისებურებები ხანდაზმულებში:

კ) ენდოკრინოპათიები და მეტაბოლიზმის მოშლა ხანდაზმულ ასაკში: ნახშირწყლების ცვლის მოშლა, ფარისებრი ჯირკვალი ხანდაზმულ ასაკში, ვაზოპრესინის სეკრეცია, იატროგენული ენდოკრინული დაავადებები, ანამიები, კვებადობა, ინფექცია, თერმორეგულაციის მოშლა.

) სენსორული დისფუნქცია ხანდაზმულებში: მხედველობა, სმენა, გემო.

მ) ხანდაზმულთა მედიკამენტური მკურნალობა: მედიკამენტურ მკურნალობაზე მოქმედი ზოგადი ფაქტორები, მედიკამენტების გვერდითი მოქმედებები, მედიკამენტთა გვერდითი მოქმედების პრევენცია ხანდაზმულებში, გერიატრიული ფარმაკოლოგია.

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №8-ის სახით.

 

ცხრილი №8

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

დავალება

1. ხანდაზმული პაციენტის თავისებურებები.

2. ფსიქიკის შესწავლა ხანდაზმულებში.

3. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავისებურებები ხანდაზმულებში;

4. სასუნთქი სისტემის დაავადებების თავისებურებები ხანდაზმულებში;

5. საჭმლის მომნელებელი სისტემის და ღვიძლის დაავადებების თავისებურებები ხანდაზმულებში;

6. ენდოკრინოპათიები და მეტაბოლიზმის მოშლა ხანდაზმულ ასაკში;

7. სენსორული დისფუნქცია ხანდაზმულებში;

8 ხანდაზმულთა მედიკამენტური მკურნალობა; გერიატრიული ფარმაკოლოგია;

10. შარდისა და განავლის შეუკავებლობა;

11. წაქცევა, უმოძრაობა;.

12. ინსულტი;

13. ოსტეოპოროზი;

14. პარკინსონიზმი.

ხანდაზმული პაციენტის გამოკვლევა.

ფსიქიური მდგომარეობის ზოგადი შესწავლა,

შარდის შეუკავებლობის დიაგნოსტიკა;

უმოძრაო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გამოკვლევა; .

 

ავადმყოფობის ისტორიის დამოუკიდებელი დაწერა – 4;

მორიგეობა – თვეში 4;

 

თავი VII

პროფესიული სწავლების მეორე წლის მოდულები

    მუხლი 1. მოდული 1.1. სასუნთქი სისტემის დაავადებები

1. მოდულის ხანგრძლივობაა 2 თვე.

2. მოდულის მიზანია რეზიდენტის მზადება და პროფესიული სრულყოფა პულმონოლოგიური პროფილის დაავადებების ადეკვატური შეფასების, დიაგნოსტიკასა და მართვაში. როტაციის დამთავრების შემდეგ რეზიდენტს უნდა შეეძლოს პულმონოლოგიური დაავადების სრულყოფილი შეფასება კლინიკური, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული (სუნთქვის ფიზიოლოგია, არტერიული სისხლის გაზები და ა;შ) მონაცემების ადეკვატური ინტერპრეტაციის საფუძველზე.

3. მოდულის ამოცანები:

ა) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;

ბ) პნევმონია, ასპირაციული სინდრომი, ფილტვის აბსცესი;

გ) ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;

დ) მოზრდილთა რესპირატორული დისტრესს-სინდრომი;

ე) ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები;

ვ) მცირე წრის ჰიპერტენზიით მიმდინარე დაავადებები, ქრონიკული ფილტვისმიერი გული;

ზ) ფილტვების და მკერდშიდა ლიმფური კვანძების სარკოიდოზი;

თ) ფილტვებისა და შუასაყარის სიმსივნეები;

ი) პლევრის დაზიანებით მიმდინარე დაავადებები;

კ) მწვავე რესპირატორული უკმარისობა.

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №9-ის სახით.

 

ცხრილი №9

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

დავალება

1. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები; სასუნქი სისტემის ანთებითი დაავადებები;

2. პნევმონია, ასპირაციული სინდრომი, ფილტვის აბსცესი;

3. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;

4. მოზრდილთა დისტრეს სიდნრომი;

5. ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები;

6. პლევრის დაზიანებით მიმდინარე დაავადებები;

7. სარკოიდოზი.

  არტერიული სისხლის გაზების განსაზღვრა და მიღებული მონაცემების შეფასება – 25;

  გარეგანი სუნთქვის ფუნქციის შეფასება – 20;

  გულ-მკერდის რენტგენოგრაფიული გამოკვლევის ინტერპრეტაცია, ფილტვის ინფილტრატული ჩრდილის აღწერა, რენტგენოლოგიური დიანგოზის დასაბუთება – 50;

  ბრონქოსკოპიის ჩვენების განსაზღვრა; ბრონქოსკოპიის ტექნიკის ათვისება, მისი წარმოება და მიღებული შედეგების აღწერა; ბრონქო-ალვეოლური ლავაჟის წარმოება – 5;

  ენდობრონქული ჩასხმის (ინსტილაციის) ტექნიკის ათვისება და ჩვენებების განსაზღვრა;

  პლევრის ღრუს პუნქციის წარმოება (თორაკოცენტეზი), სითხის ევაკუაცია – 10.

რეფერატი ან მოხსენება – 1;

ავადმყოფის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა – 10;

ავადმყოფობის ისტორიის დამოუკიდებელი დაწერა – 4;

მორიგეობა – თვეში 4.

 

    მუხლი 2. მოდული 1.2. კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები

1. მოდულის ხანგრძლივობაა 2 თვე.

2. მოდულის მიზანია რეზიდენტის მზადება და პროფესიული სრულყოფა კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკაში, მკურნალობასა და პროფილაქტიკაში. აღნიშნული როტაციის გავლის შემდეგ რეზიდენტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს გასტროენტეროლოგიური დაავადებების ჩივილების, სიმპტომების ( დისფაგია, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან, სიყვითლე და ასციტი) ადეკვატური შეფასების და ფიზიკური კვლევის უნარ-ჩვევებს. მას უნდა შეეძლოს გასტროენტეროლოგიურ დაავადებათა ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკლვევების სრულყოფილი ინტერპრეტაცია და ანალიზი. აღნიშნულთან ერთად, რეზიდენტის მზადების მიზანი გასტროენტეროლოგიური დაავადებების მართვის პრინციპების სრულყოფილი ცოდნა დაავადების ნებისმიერ ეტაპზე დაავადების გამწვავებისა და რემისიის ჩათვლით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, როტაციის პერიოდში რეზიდენტს მიეწოდოს ინფორმაცია გასტოენტეროლგიური დაავადებების მართვის თანამედროვე რეკომენდაციებისა და გაიდლაინების სახით.

3. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №10-ის სახით

 

ცხრილი №10

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

დავალება

1. საყლაპავის დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა;

2. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დიანგოსტიკა და მართვა;

3. პანკრეასის დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა;

4. ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა;

5. ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა;

5. ნაღვლის ბუშტის დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა .

კუჭის წვენის ლაბორატორიული კვლევის მონაცემების ინტერპრეტაცია 10;

;დუოდენური ზონდაჟის მაჩვენებლების ინტერპრეტაცია 10;

განავლის მიკრობიოლოგიური და ციტოლოგიური ინტეპრეტაცია 10;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი და ენდოსკოპიური გამოკვლევების იტერპრეტაცია 20;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბიოფსიური კვლევის ინტერპრეტაცია;

ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის ლაბორატორიული მაჩვენებლების ინტერპრეტაცია 20;

ღვიძლის და სანაღვლე გზების ულტრასონოგრაფიული, კომპუტერულ ტომოგრაფიული და ბიოფსიური კვლევის ინტერპრეტაცია 10;

ნაზოგასტრალური ზონდის ჩადგმა; კუჭის ამორეცხვა ზონდით 5;

კუჭის წვენის მიღების წესები და მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია  – 5.

რეფერატი ან მოხსენება – 1;

ავადმყოფის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა – 10;

ავადმყოფობის ისტორიის დამოუკიდებელი დაწერა – 4;

მორიგეობა – თვეში 4.

    მუხლი 3. მოდული 1.3. თირკმლის დაავადებები

1.მოდულის ხანგრძლივობაა 2 თვე.

2. მოდულის მიზანია ნეფროლოგიის როტაცია/მოდული მიზნად ისახავს რეზიდენტის მზადებას და პროფესიულ სრულყოფას შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკაში, მკურნალობასა და პროფილაქტიკაში. აღნიშნული როტაციის გავლის შემდეგ რეზიდენტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ნეფროლოგიური პროფილის დაავადებების ჩივილების, სიმპტომების ადეკვატური შეფასების და ფიზიკური კვლევის უნარ-ჩვევებს. მას უნდა შეეძლოს ნეფროლოგიურ დაავადებათა ლაბორატორიული, ინსტრუმენტული, რენტგენოლოგიური და ბიოფსიური გამოკლვევების სრულყოფილი ინტერპრეტაცია და ანალიზი. აღნიშნულთან ერთად, რეზიდენტის მზადების მიზანი ნეფროლოგიური დაავადებების მართვის პრინციპების სრულყოფილი ცოდნაა დაავადების ნებისმიერ ეტაპზე დაავადების გამწვავებისა და რემისიის ჩათვლით. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, როტაციის პერიოდში რეზიდენტს მიეწოდოს ინფორმაცია თირკმლის დაავადებების მართვის თანამედროვე რეკომენდაციებისა და გაიდლაინების სახით.

3. მოდულის ამოცანებია:

ა) წყალ-მარილოვანი ცვლის ცოდნა: რეზიდენტს უნდა შეეძლოს დარღვეული წყალ-მარილოვანი (ნატრიუმი, კალიუმი) ბალანსის ადეკვატური შეფასება და მიზანმიმართული სამკურნალო ღონისძიებების გატარება; ასევე, კალციუმისა და ფოსფორის დარღვეული წონასწორობის შეფასება და ადეკვატური მკურნალობის ჩატარება;

ბ) მჟავა-ტუტოვანი დისბალანსის ამოცნობა, აციდოზისა და ალკალოზის ადეკვატური შეფასება და მათი პათოგენეზური მექანიზმების (რესპირატორული, მეტაბოლური) კორექტული ამოცნობა, კომპენსატორულ მექანიზმებში გარკვევა და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის აღდგენის სამკურნალო ღონისძიებების დასახვა;

გ) თირკმლების მწვავე უკმარისობის დიაგნოზი, შეფასება და მკურნალობის სტრატეგიის შემუშავება. დიალიზის ჩვენებები მწვავე უკმარისობის დროს; დიფერენციული დიაგნოზის წარმოება მწვავე გლომერულური, ტუბულარული და ინტერსიტიცული დაავადებების დროს; თირკმლების მწვავე უკმარისობის პირველადი და მეორადი მიზეზების დიფერენციული დიაგნოზი;

დ) თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დიაგნოზი, შეფასება და ადეკვატური მკურნალობა; თირკმლების ქრონიკულ უკმარისობასთან ასოცირებულ გართულებათა მართვა; ქრონიკული გლომერულონეფრიტების, ინტერსტიციული და მილაკოვანი დაავადებების დიფერენციული დიაგნოზი; პირველადი და მეორადი თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დიფერენციული დიაგნოზი. თირკმლების ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტთა მართვის კონსერვატული მეთოდების ცოდნა; თირკმლის ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის ჩვენებების ცოდნა;

ე) თირკმლების დაავადების დროს ადეკვატური სადიაგნოზო მეთოდების გამოყენება, სისხლის და შარდის ლაბორატორიული მონაცემების ადეკვატური ინტერპრეტაცია, შარდის მიკროსკოპიის ჩატარებისა და ინტერპრეტაცია; თირკმლების ბიოფსიის და მიღებული მასალის ჰისტომორფოლოგიური შეფასება და ადეკვატური მკურნალობის დასახვა;

ვ) არტერიული ჰიპერტენზია. რეზიდენტს უნდა შეეძლოს სისტემური არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების შეფასება, დიაგნოზი და მკურნალობა; პირველადი და მეორადი არტერიული ჰიპერტენზიის დიფერენციული დიაგნოზი; ადეკვატური ფარმაკოთერაპიის ჩატარება;

ზ) შაქრიანი დიაბეტი. რეზიდენტი უნდა ფლობდეს დიაბეტური ნეფროპათიით გართულებული ან მის გარეშე არსებული შაქრიანი დიაბეტის ამოცნობის, დიაგნოზისა და მკურნალობის უნარ-ჩვევებს; შეეძლოს ტიპი I და ტიპი I I შაქრიანი დიაბეტის დიფერენცირება.

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №11-ის სახით

ცხრილი №11

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

დავალება

1. გლომერულოპათიები;

1. თირკმლის დაზიანება შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების დროს;

2. თირკმლის დაზიანება ტუმორულიდა ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების დროს;

3. წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები;

4. მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევები;

5. თირკმლის თანდაყოლილი დაავადებები;

6. საშარდე გზების ინფექციები;

7. ნეფროლითიაზი;

8. ინტერსტიციული ნეფროპათიები;

9. ორსულთა ნეფროპათია;

10. არტერიული ჰიპერტენზია;

11. თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;

12. თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ძირითადი პრინციპები;

13. თირკმლის ტრანსპლანტაცია.

1. ნეფროლოგიურ დაავადებათა დიანგოსტიკა:

  ანამნეზის შეგროვება

  პაციენტის ობიექტური გამოკვლევა

  სისხლის და შარდის ბიოქიმიური და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის პრინციპები, დანიშნულება და ინტერპრეტაცია

  თირკმლის ფუნქციის შეფასება კლირენსის მიხედვით

  სეროლოგიური კვლევის პრინციპები, განსაკუთრებით სისტემური დაავადებების დროს. სპეციფიკური ანტისხეულების ინტერპრეტაცია და მართვა მკურნალობის პროცესში;

  ფუნქციურ-დიანგოსტიკური ტესტები ამა თუ იმ დაავადების გამოსარიცხად (ვაზოპრესინის, რენინ-ალდოსტერონის, კაპტოპრილის);

  საშარდე გზების სონოგრაფია, დუპლექსი, რენტგენოლოგიური, სხივური და კომპუტერული კვლევების ჩვენებები და ინტერპრეტაცია – 5;

  თირკმლის ბიოფტატის მორფოლოგიური მონაცემების ინტერპრეტაცია.

რეფერატი ან მოხსენება – 1;

ავადმყოფის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა – 10;

ავადმყოფობის ისტორიის დამოუკიდებელი დაწერა – 4;

მორიგეობა – თვეში 4.

 

მუხლი 4. მოდული 2. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია

1 . მოდულის ხანგრძლივობაა 2 კვირა.

2. მოდულის მიზანია რეზიდენტის/სპეციალობის მაძიებლისათვის პროგრამის მიზანია მსმენელთა შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფუძვლების ცოდნის ამაღლება და აღნიშნული დისციპლინის პრინციპებისა და მეთოდების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობის ხელშეწყობა.

3. მოდულის ამოცანები:

ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა;

ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები და მათი პრიორიტეტები;

გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამათა დაგეგმვა და მართვა;

დ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამახასიათებელი ძირითადი მაჩვენებლები (დაავადების გავრცელება და სიხშირე, ლეტალობა);

ე) ვიტალური სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლები (სიკვდილობა, ბავშვთა სიკვდილობა, დედათა სიკვდილობა, შობადობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა);

ვ) ჯანდაცვის მართის საინფორმაციო სისტემები;

ზ) თანამედროვე ეპიდემიოლოგია, ეპიდემიოლოგიური კვლევების ტიპები-ობსერვაციული და ექსპერიმენტული კვლევები

თ) ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგია, ეპიდემია და ენდემია, ტრანსმისია;

ი) ეპიდემიოლოგიური კვლევების ტიპები-ონსერვაციული და ექსპერიმენტული კვლევები;

კ) ეპიდემიოლოგიური კვლევების პოტენციური შეცდომები;

ლ) ეპიდემიოლოგიური კვლევების ვალიდურობის შეფასება;

მ) მიზეზი და მიზეზ-შედეგობრიობა ეპიდემიოლოგიაში, მიზეზ-შედეგობრიობის კრიტერიუმები;

ნ) ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგია,ეპიდემია და ენდემია, ტრანსმისია, ბაზისური რეპროდუქციული რიცხვი, მასპინძელი და გარემო პირობები;

ო) ეპიდემიოლოგია და პრევენცია,პრევენციის საგანი და მნიშვნელობა. მიდგომები პრევენციასა და კონტროლში.

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №12-ის სახით .

 

ცხრილი №12

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა:

თეორიული კურსი

დავალება

1.

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მახასიათებლები. დაავადების გავრცელება, დაავადების სიხშირე, კუმულაციური სიხშირე და რისკი, ლეტალობა

 

2.

ვიტალური სტატისტიკა, სიკვდილობა, ბავშვთა სიკვდილობა, დედათა სიკვდილობა, შობადობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, მონაცემთა სტანდარტიზაცია.

პრეზენტაციების განხილვა

3.

სტატისტიკური მონაცემები (ტიპები, შეფარდება, პროპორცია, პროცენტი, მონაცემების გრაფიკული გამოსახვა, ნორმალური დისტრიბუცია, საშუალო, მოდა, მედიანა)

პრეზენტაციების განხილვა

4.

სტატისტიკური ანალიზის პრინციპები (ჯგუფების შედარება)

ტესტირება

5.

ჰიპოთეზის ტესტირება და შეფასება (სარწმუნოობის ინტერვალი, სტატისტიკური სარწმუნოობა)

 

6.

საზ. ჯანდაცვის კონცეფცია (განსაზღვრება, ფოკუსი, საზ. ჯანდაცვის დეტერმინანტები, საზ. ჯანდაცვის ძირითადი ფუნქციები)

 

7.

საზ. ჯანდაცვის პრაქტიკა (ღონისძიებები, პრევენციის პროგრამები, საზ. ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში)

პრეზენტაციების განხილვა

8.

თანამედროვე ეპიდემიოლოგია (ისტორიული კონტექსტი, საგანი, ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის გაზომვა)

 

9.

ეპიდემიოლოგიური კვლევები. დაკვირვებადი და ექსპერიმენტული კვლევები

 

10.

ქრონიკულ დაავადებათა ეპიდემიოლოგია და კონტროლი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, შაქრიანი დიაბეტი

 

11.

თამბაქო და ალკოჰოლი (საზ. ჯანდაცვის პროგრამები, მათი დიზაინი და იმპლემენტაცია

 

12.

ეპიდემიოლოგია და პრევენცია, პრევენციის დონეები, მიოდგომრბი პრევენციასა და კონტროლში.

 

13.

ეპიდემიოლოგირი კვლევების პოტენციური შეცდომები

 

14.

მიზეზი და მიზეზ შედეგობრიობა ეპიდემიოლოგიაში

 

15.

ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგია

 

16.

ეპიდემია და ენდემია, ბაზისური რეპროდუქციული რიცხვი

 

 

5. მოდულის დასრულების შემდეგ რეზიდენტმა/სპეციალობის მაძიებელმა უნდა იცოდეს/შეეძლოს:

ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირება;

ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებისათვის პრიორიტეტების განსაზღვრა;

გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამათა დაგეგმვა და მართვა;

დ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დახასიათება ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით (დაავადების გავრცელება და სიხშირე, ლეტალობა);

ე) ვიტალური სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების გამოყენება და ინტერპრეტაცია (სიკვდილობა, ბავშვთა სიკვდილობა, დედათა სიკვდილობა, შობადობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა);

ვ) ეპიდემიოლოგიური კვლევების ვალიდურობის შეფასება;

ზ) ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიის საფუძვლების პრაქტიკაში გამოყენება;

თ) ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიის გამოკვლევის, ზედამხედველობის და კონტროლის ბაზისური პრინციპების პრაქტიკაში გამოყენება;

ი) პრევენციის პოტენციალისა და ეფექტურობის შეფასება.

    მუხლი 5. მოდული 3. მტკიცებითი მედიცინის და სამედიცინო სტატისტიკის საფუძვლები

1. მოდულის ხანგრძლივობაა 2 კვირა.

2. მოდულის მიზანია რეზიდენტის/სპეციალობის მაძიებლისათვის მტკიცებითი მედიცინის და სამედიცინო სტატისტიკის ცოდნის ამაღლება და მათ პრაქტიკულ საქმიანობაში აღნიშნული დისციპლინების პრინციპებისა და მეთოდების დანერგვის ხელის შეწყობა.

3. მოდულის ამოცანები:

ა) კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებული მტკიცებითი მედიცინის ძირითადი პრინციპები;

ბ) რანდომიზირებული კლინიკური გამოცდის შედეგები, მათი ვალიდურობა, მნიშვნელობა და პრაქტიკული ღირებულება;

გ) მეტა- ანალიზი, მეტა-ანალიზის შედეგები, მათი ვალიდურობა, მნიშვნელობა და პრაქტიკული ღირებულება;

დ) კლინიკური გაიდლაინის ვალიდურობა და პრაქტიკული ღირებულება;

ე) დიაგნოსტიკური ტესტის შესახებ არსებული მტკიცებულების ვალიდურობა და პრაქტიკული ღირებულება;

ვ) პროგნოზის შესახებ არსებული მტკიცებულების ვალიდურობა და პრაქტიკული ღირებულება;

ზ) დადასტურებული ეფექტურობის მქონე ინტერვენციების მოძიება და მათი კონკრეტულ კლინიკურ სიტუაციებთან მისადაგება;

თ) კოხრანის ბიბლიოთეკა;

ი) ინტერნეტის ელექტრონული ბაზები, რომლებიც იძლევიან ინფორმაციას ეფექტური ინტერვენციებისა და გაიდლაინების შესახებ;

კ) სამედიცნო ლიტერატურის კრიტიკულად აღქმა;

ლ) ჯანდაცვასა და მედიცინაში სტატისტიკის როლი და მნიშვნელობა, ის ძირითადი სფეროები, სადაც გამოიყენება სტატისტიკის მეთოდები;

მ) მონაცემთა ტიპები, მათი გრაფიკული გამოსახვა; ნორმალური დისტრიბუციის დახასიათება, ვარიაციის გაზომვა. მონაცემთა სტანდარტიზაცია;

ნ) ალბათობის პრინციპები და კანონები მათი მისადაგება პოპულაციის პარამეტრებისა და სინჯის დისტრიბუციის მახასიათებლებისადმი;

ო) სტატისტიკური ანალიზის ბაზისური პრინციპები (შეფასება, ჰიპოთეზის ტესტირება, სტატისტიკური მოდელირება);

პ) ჯგუფების შედარება;

ჟ) ორ უწყვეტ ცვლადს შორის დამოკიდებულება, კორელაცია და წრფივი რეგრესია;

რ) რამდენიმე ცვლადს შორის დამოკიდებულება, მრავლობითი რეგრესიის ანალიზის;

ს) კომპიუტერის გამოყენება მონაცემთა ანალიზისათვის, სტატისტიკური პროგრამების ტიპების გარჩევა, კომპიუტერული ანალიზის სტრატეგია, მონაცემთა ბაზის ფორმირება.

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №13-ის სახით .

 

ცხრილი №13

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა:

თეორიული კურსი

დავალება

1.

მტკიცებითი მედიცინის არსი, ძირითადი პრინციპები და სტრატეგია, მტკიცებითი სამედიცინო პრაქტიკა და მისი კომპონენტები, კოხრანის კოლაბორაცია.

პრეზენტაციების ანალიზი

2.

რანდომიზირებული კლინიკური გამოცდა, კლინიკური გამოცდის დიზაინი და ტიპები, კლინიკური გამოცდის შედეგების ვალიდურობა, მნიშვნელობა და პრაქტიკული ღირებულება

პრეზენტაციების ანალიზი

3.

მეტა-ანალიზის მეთოდი, მეტა-ანალიზის შედეგების ვალიდურობა, მნიშვნელობა და პრაქტიკაში გამოყენებითობა, კოხრანის კოლაბორაციის სისტემური მიმოხილვის ჯგუფები

პრეზენტაციების ანალიზი

4.

დიაგნოზი და სკრინინგი, დიაგნოსტიკური ტესტის დიაგნოსტიკური ღირებულება, დიაგნოსტიკური ტესტის შესახებ არსებული მტკიცებულების ვალიდურობა და პრაქტიკული ღირებულება

ტესტირება

5.

დაავადების ნატურალური ისტორია და პროგნოზი, პროგნოზის შესახებ არსებული მტკიცებულების ვალიდურობა და პრაქტიკული ღირებულება, კლინიკური გაიდლაინი, მისი ვალიდურობა და პრაქტიკული ღირებულება

 

6.

მონაცემთა ტიპები (დათვლა და გაზომვა), შეფარდება, პროპორცია, პროცენტი, დათვლადი და გაზომვადი მონაცემების გრაფიკული გამოსახვა, ნორმალური დისტრიბუცია, საშუალო, მოდა, მედიანა, მონაცემთა ვარიაბელურობა, ვარიაციის გაზომვა, პოპულაცია და სინჯი, პოპულაციის პარამეტრის დისტრიბუცია, სინჯის საშუალოს დისტრიბუცია, ორი სინჯის საშუალოს სხვაობის დისტრიბუცი

 

7.

ალბათობა, ალბათობის კანონები, ნორმალური მრუდის სტანდარტიზაცია, ნორმალური სტანდარტული მრუდი, Z და მისი მნიშვნელობა.

 

8.

სტატისტიკური ანალიზის პრინციპები, შეფასება (95% სარწმუნოობის ინტერვალი), ჰიპოთეზის ტესტირება (ნულოვანი ჰიპოთეზა, ალტერნატიული ჰიპოთეზა, I და II ტიპის შეცდომა), შეფასება თუ ჰიპოთეზის ტესტირება

 

9.

ჯგუფების შედარება – უწყვეტი მონაცემები, ანალიზის შესაბამისი მეთოდის ამორჩევა, ტ დისტრიბუცია, ორი სინჯის საშუალოს სხვაობა,  t ტესტი

 

10.

ჯგუფების შედარება – კატეგორიული მონაცემები, პროპორცია, ორი დამოუკიდებელი ჯგუფის პროპორცია, 2 X 2 ცხრილი – ორი ჯგუფის პროპორციის შედარება, რამდენიმე ჯგუფის პროპორციის შედარება, რისკების შედარება (შედარებითი რისკი, შანსების შეფარდება)

 

11.

ორ უწყვეტ ცვლადს შორის დამოკიდებულება, კორელაცია და მისი ტესტირება, კორელაციის გამოყენება, ინტერპრეტაცია, მარტივი წრფივი რეგრესია

 

12.

რამდენიმე ცვლადს შორის დამოკიდებულება, მრავლობითი წრფივი რეგრესია

 

13.

მონაცემთა სტანდარტიზაცია

 

 

5. მოდულის დასრულების შემდეგ რეზიდენტმა/სპეციალობის მაძიებელმა უნდა იცოდეს/შეეძლოს:

ა) კლინიკურ პრაქტიკაში მტკიცებითი მედიცინის პრინციპების გამოყენება;

ბ) რანდომიზირებული კლინიკური გამოცდის შედეგების ინტერპრეტირება, მათი ვალიდურობის, მნიშვნელობის და პრაქტიკული ღირებულების დადგენა;

გ) მეტა-ანალიზის შედეგების ინტერპრეტირება, მათი ვალიდურობის, მნიშვნელობის და პრაქტიკული ღირებულების დადგენა;

დ) კლინიკური გაიდლაინის ვალიდურობისა და პრაქტიკული ღირებულების დადგენა;

ე) დიაგნოსტიკური ტესტის შესახებ არსებული მტკიცებულების ვალიდურობისა და პრაქტიკული ღირებულების დადგენა;

ვ) პროგნოზის შესახებ არსებული მტკიცებულების ვალიდურობისა და პრაქტიკული ღირებულების დადგენა;

ზ) დადასტურებული ეფექტურობის მქონე ინტერვენციების მოძიება და მათი კონკრეტულ კლინიკურ სიტუაციებთან მისადაგება;

თ) კოხრანის ბიბლიოთეკით სარგებლობა;

ი) ინტერნეტის ელექტრონული ბაზებით სარგებლობა, რომლებიც იძლევიან ინფორმაციას ეფექტური ინტერვენციებისა და გაიდლაინების შესახებ;

სამედიცინო ლიტერატურის კრიტიკულად აღქმა;

ლ) ჯანდაცვასა და მედიცინაში სტატისტიკის როლისა და მნიშვნელობის ახსნა, იმ ძირითადი სფეროების დასახელება, სადაც გამოიყენება სტატისტიკის მეთოდები;

მ) მონაცემთა ტიპების გარჩევა, მათი გრაფიკული გამოსახვა; ნორმალური დისტრიბუციის დახასიათება, ვარიაციის გაზომვა;

ნ) ალბათობის პრინციპებისა და კანონების მისადაგება პოპულაციის პარამეტრებისა და სინჯის დისტრიბუციის მახასიათებლებისადმი;

ო) სტატისტიკური ანალიზის ბაზისური პრინციპების გამოყენება (შეფასება, ჰიპოთეზის ტესტირება, სტატისტიკური მოდელირება);

პ) ჯგუფების შედარება როგორც უწყვეტი ისე კატეგორიული მონაცემებისათვის; აღნიშნული ანალიზის შედეგების ინტერპრეტაცია;

ჟ) ორ უწყვეტ ცვლადს შორის დამოკიდებულების ახსნა კორელაციისა და წრფივი რეგრესიის საშუალებით, მათი შედეგების ინტერპრეტაცია;

რ) რამდენიმე ცვლადს შორის დამოკიდებულების ახსნა მრავლობითი რეგრესიის ანალიზის საშუალებით, შედეგების ინტერპრეტაცია;

ს) კომპიუტერის გამოყენება მონაცემთა ანალიზისათვის, სტატისტიკური პროგრამების ტიპების გარჩევა, კომპიუტერული ანალიზის სტრატეგია, მონაცემთა ბაზის ფორმირება.

    მუხლი 6. მოდული 4. ოტორინოლარინგოლოგია (უნარ-ჩვევები)

1. მოდულის ხანგრძლივობაა 2 კვირა.

2. მოდულის მიზანია ცხვირ-ხახის და ყურის სომატურ დაავადებებთან ასოცირებული პათოლოგიების პირველადი დიანგოსტიკა.

3. მოდულის ამოცანები:

ა) ლორ-ორგანოების გამოკვლევა;

ბ) სინუსიტების, შუაყურის მწვავე და ქრონიკული ანთებების მკურნალობა.

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №14-ის სახით.

 

ცხრილი №14

შესასრულებელი ს ამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები

სინუსიტების, შუაყურის მწვავე და ქრონიკული ანთებების მკურნალობა

ანამნეზის შეკრება და ლორ-ორგანოების გამოკვლევის მეთოდების შესწავლა.

    მუხლი 7 . მოდული 5. ოფთალმოლოგია (უნარ-ჩვევები)

1. მოდულის ხანგრძლივობაა 2 კვირა.

2. მოდულის მიზანია სომატურ დაავადებებთან ასოცირებული თვალის დაავადებების პირველადი დიაგნოსტიკა.

3. მოდულის ამოცანები: კონიუქტივიტის, ეპისკლერიტის, გლაუკომის, კატარაქტის და მხედველობის დარღვევების დიაგნოსტიკა. Fფუნდოსკოპიური კვლევა

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №15-ის სახით.

 

ცხრილი №15

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები

დავალება

1. თვალის ჰყპერემია (კონიუქტივიტი, ბაქტერიული, ალერგიული, მედიკამენტური, რქოვანას დაზიანება);

2. რქოვანას წყლულოვანი დაზიანება;

3. თვალისა და ქუთუთოების გარეგანი დაზიანება (ბლეფიტი, კერატოპათია);

4. თვალის ტრავმა;

5. გლაუკომა;

6. თვალის დაზიანება შაქრიანი დიაბეტის დროს;

7. თვალის დაზიანება იმუნოდეფიციტის დროს (კანდიდოზური, ციტომეგალოვირუსული და სხვა ინფექციებთან ასოცირებული რეტინიტის);

8. მხედველობის ნერვის შეშუპება.

პაციენტის ოფთალმოლოგიური გამოკვლევა: თვალისა და ქუთუთოების დათვალიერება, გუგების ფორმის, ზომისა და სინათლეზე მათი რეაქციის განსაზღვრა; თვალის კაკლების მოძრაობის განსაზღვრა; მხედველობის ველისა და სიმახვილის განსაზღვრა;

თვალის ფსკერის გამოკვლევა.

 

კვლევის მეთოდების დემონსტრირება სადიაგნოზო პაციენტის გამოკვლევისას

    მუხლი 8. მოდული 6. ფსიქიატრია

1. მოდულის ხანგრძლივობაა 1 თვე.

2. მოდულის მიზანია რეზიდენტის მზადება და პროფესიული სრულყოფა ფსიქიატრიული პროფილის დაავადებების დიაგნოსტირებასა და მართვაში;

3. მოდულის ამოცანები: შფოთვის, დეპრესიის, ისტერიის, პოსტრავმული სტესული მდგომარეობების, ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქიკური დარღვევების ამოცნობა, დიაგნოსტირება და მართვა, სომატური დაავადებებით გამოწვეული ფსიქიკური დარღვევების ანალიზი, შეფასება და მართვა.

 4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №16-ის სახით.

 

ცხრილი №16

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები

შფოთვის, დეპრესიის, ისტერიის, პოსტრავმული სტრესული მდგომარეობების, ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქიკური მდგომარეობების ამოცნობა, დიაგნოსტიკა და მართვა

ანამნეზის შეკრება და ფსიქოდიაგნოსტიკური კვლევის საფუძვლების ათვისება

 

    მუხლი 9. მოდული 7. გადაუდებელი მედიცინა

1. მოდულის ხანგრძლივობაა 2 თვე.

2. მოდულის მიზანია კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების დიაგნოსტიკა და მართვა.

3. მოდულის ამოცანები:

ა) ნერვული სისტემის პათოლოგიასთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები (ტვინის სიკვდილი, ქრონიკული ვეგეტატიური მდგომარეობები, აპალიური კომა, ტვინის შეშუპება, ტვინის ღეროს დისლოკაციური სინდრომი და ჩაჭედვის ფენომენი, ბულბულრი დამბლა, ჰიპერთერმიული და ჰიპოთერმიული სინდრომი, ეპილეფსიური სტატუსი, ძილის აპნოეს სინდრომი, კომატოზური მდგომარეობები, ტვინის ინფარქტი, ჰემორაგიული ინსულტი, ცერებრულ სისხლძარღვთა თრომბოზი, ბაქტერიული, ვირუსული და მიკობაქტერიული მენინგიტის, ენცეფალიტი/ენცეფალოპათია, ნევრ-კუნთოვანი დაავადებები – ჟულიან-ბარის სინდრომი, მიასთენია გარავის, პოლინეიროპათია, პარანეოპლაზური სინდრომი, ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება და ნერვული სისტემის სხვა დაავადებებთან ასოცირებული მდგომარეობები);

ბ) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით განპირობებული კრიტიკული მდგომარეობები: კორონარული არტერიის დაავადება, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ვირუსული მიოკარდიტი და კარდიომიოპათია, ფილტვების კარდიოგენული შეშუპება, ფილტვისმიერი გული, არითმია, გულის მანკები, ენდოკარდიტი (ბაქტერიული, ფუნგალური), არტერიული ჰიპერტენზია, სხვადასხვა გენესის პერიკარდიტი და გამონაჟონი პერიკარდიუმის ღრუში, აორტის განშრევებადი ანევრიზმა, პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადება და პერიფერიული არტერიის მწვავე ოკლუზია;

გ) სასუნთქი სისტემის დაავადებებთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები: ასთმა, მწვავე და ქრონიკული ასპირაცია, ალვეოლური ჰემორაგიული სინდრომი, ატელექტაზი, ბეხჩეტის დაავადება, ბრონქოექტაზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, სისტემური ვასკულიტები, ემპიემა, ჰემოპტისი, ფილტვის ინტერსიციული დაავადებები, ფილტვის კიბო, ფილტვის მეტასტაზური სიმსივნე, პნევმონია, სხვადასხვა გენესის პლევრალური გამონაჟონი, ფილტვის აბსცესი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ფილტვის განგრენა, სხვადასხვა მიზეზით განპირობებული ფულმონალური ჰიპერტენზია, სხვადასხვა მიზეზით განპირობებული ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია. თრაქეისტომის ჩვენებები, პროცედურის შესწავლა;

დ) კანისა და რბილი ქსოვილების დაავადებებთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები: ცელულიტი, დამწვრობა და ინფექცია, დეკუბიტუს და კანის სხვა ტიპის წყლულოვანი დაზიანება (დიაბეტი, ვენოზური სტაზი, სისხლძარღოვანი უკმარისობა), მიონეკროზი, გამონაყარი, ვასკულიტი, ჭრილობის ინფექცია;

ე) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები: სხვადასხვა მიზეზით განპირობებული ზედა და ქვედა გასტროინტერსტინალური სისხლდენა, ჰეპატიტი (ვირუსული, ტოქსიური, აუტოიმუნური), ღვიძლის ციროზი, ღვიძლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, აცეტამინოფენის დოზის გადაჭარბება, დიარეა, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი (კალკულოზური და აკალკულოზური), აპენდიციტი, ნაწლავთა ადინამიური გაუვალობა, წვრილი ნაწლავების ობსტრუქცია, ნაწლავთა ინფექცია;

ვ) ენდოკრინულ დაავადებებთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები: დიაბეტური კეტოაციდოზი, ჰიპეროსმოლარული არაკეტოაციდოზური კომა, თირეოტოქსიკოზი, მიქსედემური კომა, ჰიპოთირეოზი, ადისონის კრიზი, უშაქრო დიაბეტი, SIADH;

ზ) თირკმლის დაავადებებთან და ელექტროლიტურ დისბალანსთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები: თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, ATN, გლომერულონეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი, ობსტრუქციული ნეფროპათია, RTA, ფულმო-რენალური სინდრომი, MODS; ანიონური და არაანიონური ჩავარდნა, მეტაბოლური აციდოზი, ნატრიუმის, კალიუმის, მაგნიუმის, კალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევები. Hჰემოდიალიზი, ულტრაფილტრაცია, CAVH და CAVH-D;

თ) ჰემატოლოგიურ დაავადებებთან და ჰემოსტაზის დარღვევებთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები: სხვადასხვა გენეზის ანემიები, ჰემოლიზური ანემია, დიკ სინდრომი, ჰემოფილია, ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა, სხვადასხვა გენეზის თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, იმუნური თრომბოციტოპენიური პურპურა, სხვადასხვა გენეზის ლეიკოპენია, ლიმფომები (ჰოდჯკინის და არაჰოდჯკინის);

ი) ინფექციურ დაავადებებთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები: პულმონური და ექსტრა-პულმონური ინფექციები, ენდოკარდიტი, რიკეტსიული ინფექცია, HIV და ასოცირებული ინფექციები;

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №17-ის სახით.

 

ცხრილი №17

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

 

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

დავალება

1. ნერვული სისტემის პათოლოგიასთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარებები;

2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით განპირობებული კრიტიკული მდგოამარეობები;

3. სასუნთქი სისტემის დაავადებებთან ასოცირებული კრიტიკული მდომარეობები;

4. კანისა და რბილი ქსოვილების დაავადებებთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები;

5. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებთან ასოცირებული კრიტიკული მდომარეობები;

6. ენდოკრინულ დაავადებებთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები;

7. დიაბეტური კეტოაციდოზი, ჰიპეროსმოლარული არაკეტოაციდოზური კომა, თირეოტოქსიკოზი, მიქსედემური კომა, ჰიპოთირეოზი, ადისონის კრიზი, უშაქრო დიაბეტი;

8. თირკმლის დაავადებებთან და ელექტროლიტურ დისბალანსთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები;

10. ჰემატოლოგიურ დაავადებებთან და ჰემოსტაზის დარღვევებთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები;

11. ინფექციურ დაავადებებთან ასოცირებული კრიტიკული მდგომარეობები.

ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია  10;

ფილტვის არტერიის კათეტერიზაცია 5;

მაგისტრალური არტერიების კათეტერიზაცია 5;

ინფუზიური თერაპია და პარენტერული ალიმენტაცია – 15;

სისხლის გასასხმა – 10;

ჰემოსტაზის დარღვევების ინტერპრეტაცია;

არტერიული სისხლის გაზების მონაცემების ინტერპრეტაცია;

მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევების ინტერპრეტაცია;

სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება: ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია – 10, გულის არაპირდაპირი მასაჟი – 10, გულის ელექტრული სტიმულაცია – 5, ელექტრული დეფიბრილაცია – 5, კარდიოვერსია – 5, ტრაქეის ინტუბაცია – 5;

ნაზოგასტრალური ზონდის ჩადგმა – 10;

ზონდით კვება – 10;

პარენტერალური და შერეული კვება –10;

ჰემოსორბციისა და პლაზმაფერეზის ჩვენებების განსაზღვრა და ტექნიკა;

ცვირის წინა და უკანა ტამპონადა სისხლდენის დროს;

პირველადი სასწრაფო დახმარება თვალის ტრავმის, ჭრილობების, დამწვრობის დროს;

შარდის ბუშტის კათეტერიზება;

სისხლდენის შეჩერების დროებითი მეთოდები;

მოტეხილობების დროებითი იმობილიზაცია;

ტრანსფუზიული თერაპიის ჩვენებების განსაზღვრა და ტექნიკა.

ავადმყოფობის ისტორიის დამოუკიდებელი დაწერა – 4;

მორიგეობა – თვეში 4;

 

თავი VIII

პროფესიული მზადების III წელი

    მუხლი 1. მოდული 1. ნევროლოგია

1. მოდულის ხანგრძლივობაა 2 თვე.

2. მოდულის მიზანია ნევროლოგიური სინდრომები ინტერნისტის პრაქტიკაში

როტაცია/მოდული ნევრულ დაავადებებში მიზნად ისახავს რეზიდენტის მზადებას და პროფესიულ სრულყოფას ზოგადი ინტერნისტის პრაქტიკაში გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოზსა და მართვაში, და ასევე, იმ მდგომარეობების ადეკვატურ შეფასებაში, რომლებიც ნევროლოგის გადაუდებელ ან ჩვეულ (რუტინულ) კონსულტაციას მოითხოვს.

3. მოდულის ამოცანებია უხშირესი ნევროლოგიური დარღვევების დიაგნოსტიკა და მართვა:

ა) იმ უნარ-ჩვევების სრულყოფილი დაუფლება, რომლებიც პაციენტის ნევროლოგიური ანამნეზის შეკრებასა და ნევროლოგიურ გამოკვლევას მოითხოვს;

ბ) ნევროლოგიური და არანევროლოგიური ჩივილების დიფერენცირება;

გ) დაზიანების ანატომიური უბნის დადგენა და ლოკალიზაცია;

დ) რაციონალური დიფერენციული დიაგნოზის წარმოება, შესაბამისი ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევების დაგეგმვა და პაციენტის მართვის ეფექტური გზების დასახვა;

ე) ნევროლოგიური გადაუდებელი მდგომარეობის ადეკვატური შეფასება და კონსულტანტის დროული მოწვევა;

ვ) ეეგ-ს, EMG AND NCS , ძილის კვლევების, CT, MRI/MRA , მიელოგრამის, კაროტიდული ეულტრასონოგრაფიული გამოკვლევის და ანგიოგრაფიული გამოკვლევების კორექტული და ადეკვატური ინტერპრეტაცია;

ზ) კონტრასტული და არაკონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგების ნეიროანატომიური ინტერპრეტაცია;

თ) სულ ცოტა ხუთი ლუმბალური პუნქციის შესრულება, C SF ტესტის დანიშვნის ადეკვატურობა და მიღებული შედეგების კორექტული ინტერპრეტაცია;

ი) ტენსილტონის სინჯის (ტესტის) შესრულების ცოდნა და კორექტული ინტერპრეტაცია

კ) ინტერნისტის პრაქტიკაში ნევროლოგიური კლინიკური მდგომარეობების პათოფიზიოლოგიური მექანიზმების სრულყოფილი ცოდნა

ლ) შემდეგი ნევროლოგიური მდგომარეობების შეფასება და ინტერპრეტაცია: მეტყველების დარღვევა, მხედველობის დარღვევა, მგრძნობელობის დარღვევა, ცნობიერების დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, სმენის დარღვევა ან დაკარგვა, ლოკალური ტკივილის სინდრომი, ცნობიერების დაკარგვა და კომა, მეხსიერების დარღვევები, კრუნჩხვები, ძილის პრობლემები, ტრემორი, ლოკალური და გენერალიზებული სისუსტე.

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №18-ის სახით.

 

ცხრილი №18

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

დავალება

1. თავის ტკივილი, დიაგნოსტიკა, დიფერენციული დიაგნოზი და მართვა;

2. კუნთების სისუსტე (მიასთანია), დიფერენციული დიაგნოზი და მართვა;

3. სხვადასხვა ხარისხის ცნობიერების მწვავე დარღვევები (სტუპორი, სოპორი, კომა) აღნიშნულ სინდრომთან ასოცირებული დაავადებების დიფერენციული დიაგნოზი და მდგომარეობის მართვა;

4. ალკოჰოლური აბსტინენცია;

5. კრუნჩხვითი განტვირთვები, დიაგნოსტიკა, მართვა;

6. თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური მოშლა, ჰემორაგიული ინსულტი);

7. ზურგის ტვინის კომპრესია, დიაგნოსტიკა, მართვა;

8.ქალა-ტვინის ტრავმები;

9. ქალაშიდა წნევის მომატება

10. ძილის დარღვევები.

ანამნეზის შეკრება და პაციენტის გასინჯვის ძირითადი მეთოდები;

ლუმბალური პუნქციის მაჩვენებლების ციტოლოგიური და ბიოქიმიური ინტერპრეტაცია;

ეეგ-ს მაჩვენებლების ინტერპრეტაცია – 5;

კომპიუტერული კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია – 10.

 

რეფერატი ან მოხსენება – 1;

ავადმყოფის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა – 10 .

 

მუხლი 2. მოდული 2. ენდოკრინოლოგია

1. მოდულის ხანგრძლივობაა 1 თვე.

2. მოდულის მიზანია ენდოკრინული დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა. აღნიშნული როტაციის გავლის შემდეგ რეზიდენტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ენდოკრინული პროფილის დაავადებების ჩივილების, სიმპტომების ადეკვატური შეფასების და ფიზიკური კვლევის უნარ-ჩვევებს. მას დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს ენდოკრინული დაავადების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მართვა დაავადების ნებისმიერ ეტაპზე; უნდა ერკვეოდეს ენდოკრინული დაავადებების განვითარების პათოფიზიოლოგიურ მექანიზმებში; უნდა შეეძლოს ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკლვევების სრულყოფილი ინტერპრეტაცია და ანალიზი. როტაციის პერიოდში რეზიდენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნული დაავადებების მართვის თანამედროვე რეკომენდაციებისა და გაიდლაინების სახით.

3. მოდულის ამოცანები:

ა) შაქრიანი დიაბეტი ტიპი I Dდა ტიპი II შაქრინი დიაბეტის პათოგენეზური მექანიზმებისა და კლინიკური მანიფესტაციის დიფერენციული დიაგნოზი;

დიაბეტის ისეთი მწვავე და ქრონიკული გართულებების დიაგნოზისა და მკურნალობის ცოდნა, როგორიცაა დიაბეტური კეტოაციდოზი, ჰიპერგლიკემიური ჰიპეროსმოლარული სინდრომი და ჰიპოგლიკემია;

დიაბეტის მართვა დიეტოთერაპიის, პერორალური ანტიდიაბეტური მედიკამენტებისა და ინსულინის გამოყენებით;

პაციენტის მონიტორირების მეთოდების სრულყოფილი ცოდნა, რაც გულისხმობს ამბულატორიული პაციენტების მონიტორირებას;

უნდა შეეძლოს სისხლში გლიკოზირებული ცილების, კრეატინინის და მიკროალბუმინურიის შეფასება და ბინაზე გლუკოზის მონიტორირება.

ბ) პრედიაბეტური მდგომარეობის შეფასება: უზმოზე გლუკოზის ცვლის დარღვევა და გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა;

სიმსუქნის შეფასება;

მეტაბოლური სინდრომის შეფასება;

გ) ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა

თირეოიდული ჯირკვლის კლინიკური გამოკვლევა;

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯების ინტერპრეტაცია;

ჰიპოთირეოზის, ჰიპერთირეოზის, თირეოიდიტის შეფასება და მართვა;

ფარისებრი ჯირკვლის ანატომიური პათოლოგიის (მულტიკვანძოვანი და სოლიტური კვანძები) ადეკვატური შეფასება და კვლევის რადიოიზოტოპური, ულტრასონოგრაფიული და ასპირაციული ბიოფსიის ადეკვატური გამოყენება;

თირეოიდული გადადუდებელი მდგომაროებების შეფასება და მართვა (თირეოტოქსიური შოკი და მიქსედემა)

დ) ლიპიდური ცვლის დაავადებები – დისლიპიდემია – დიაგნოსტიკა და მართვა. ანტილიპიდური თერაპიის პრინციპები

პირველადი დისლიპიდემიის განსაზღვრა და შეფასება;

პირველადი დისლიპიდემიის დიეტური და ფარმაკოლოგიური მართვა;

აშშ-ის ქოლესტეროლის ნაციონალური საგანმანათლებლო პროგრამის გაიდლაინების სრულყოფილი ცოდნა;

მეორადი დისლიპიდემიის დიაგნოზი და მართვა.

ე) არტერიული ჰიპერტენზია

მეორადი-ედნოკრინული არტერიული ჰიპერტენზიის ამოცნობა, დიაგნოზი და მკურნალობა (პირველადი ალდოსტერონიზმი, ფეოქრომოციტომა, კუშინგის სინდრომი);

JNC გაიდლაინის საფუძვლიანი ცოდნა.

ვ) ძვლის მეტაბოლური დაავადებები

ოსტეოპენიის და ოსტეოპოროზის რისკ ფაქტორების ცოდნა და ადეკვატური დიაგნოსტიკური ძიების წარმოება;

ძვლის დენსიტომეტრიული გამოკვლევის ჩვენებების განსაზღვრა. დენსიტომეტრული და ძვლის სცინტიგრაფიული კვლევების ინტერპრეტაციის ძირითადი საფუძვლების ცოდნა;

მკურნალობის სტატეგიის დასახვა სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ოსტეოპოროზის დროს (პოსტმენოპაუზა, კორტიკოსტეროიდებით ინდუცირებული);

ოსტეომალაციის და ვიტამი D-ს დიანგოზი და მართვა;

პეჯეტის დაავადების დიაგნოზი და მართვა;

ზ) თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა

კუშინგის სინდრომის და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დიაგნოზი და მართვა;

ადისონის კრიზის ამოცნობა და მართვა;

ფეოქრომოციტომის კლინიკური მიმდინარეობის, სიმპტომებისა და დიფერენციული დიაგნოზის ცოდნა.

თ) ჰიპოფიზის დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა

ჰიპოპიტუიტარიზმისა და ჰიპოფიზის ჰიპერფუნქციის (აკრომეგალია, კუშინგის დაავადება, პროლაქტინომა) კლინიკური სიმპტომებისა და კლინიკური მანიფესტაციის ამოცნობა;

ჰიპოფიზის სიმსივნეების დროს ჰორმონალური და რადიოლოგიური კვლევის მონაცემების ადეკვატური ინტერპრეტაცია;

უკანა ჰიპოფიზის დისფუნქციის დიაგნოზი და შეფასება (SIADH, უშაქრო დიაბეტი);

ჰიპონატრემიისა და SIADH-ის მიზეზებისა და მართვის ცოდნა.

ი) სასქესო ჯირკვლების დისფუნქცია, დიანგოსტიკა და მართვა

პირველადი და მეორადი ჰიპოგონადიზმის დიფერენცირება;

გინეკომასტიის, ჰირსუტიზმის, ამენორეისა და იმპოტენციის დიაგნოზი და მართვა;

ანდროგენული და ესტროგენული ჩანაცვლებითი თერაპიის სტრატეგია;

საკვერცხეების პოლიკისტოზის პათოფიზიოლოგიური მექანიზმების ცოდნა, დიაგნოზი და მართვა

კ) კალციუმის დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა

პირველადი, მეორადი და მესამეული ჰიპერპარათირეოზის დიფერენციული დიაგნოზი;

ჰიპერკალცემიისა და ჰიპოკაცემიის დიფერენციული დიაგნოზი და მართვა;

ჰიპერპარათირეოზის დიაგნოზი და მართვა (ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები); მედიკამენტური და ქირურგიული მართვის ჩვენებები.

კრიტიკული ჰიპერკალცემიის და ჰიპოკალცემიის მართვა;

ვიტამინ D-ს დეფიციტის დიაგნოზი და მართვა.

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №19-ის სახით

 

ცხრილი №19

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი სალექციო კურსი

 

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

დავალება

1. შაქრიანი დიაბეტი

2. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

3. ლიპიდური ცვლის დაავადებები – დისლიპიდემია

4. არტერიული ჰიპერტენზია

5. ძვლის მეტაბოლური დაავადებები

6. თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები

7. ჰიპოფიზის დაავადებები

8. სასქესო ჯირკვლების დისფუნქცია

9. კალციუმის დაავადებები

 

რეზიდენტმა უნდა აითვისოს თანამედროვე ლაბორატორიული კვლევის მეთოდების ჩატარების პრინციპები, უნდა შეეძლოს მათი შედეგების კლინიკური ინტერპრეტაცია.

1. ცილის მეტაბოლიზმის დარღვევის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, საერთო ცილა სისხლში, სისხლის ცილების გამოკვლევა ელექტროფორეზით, ცილების ცალკეული ფრაქციების მნიშვნელობა და მათი ინტერპრეტაცია;

2. ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დარღვევის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, სისხლში შაქრის შემცველობის განსაზღვრა, ტოლერანტობა ნახშირწყლებისადმი;

3. ლიპიდების მეტაბოლიზმის დარღვევის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. იპიდური სპექტრის მაჩვენებლების ინტერპრეტაცია.

4. წყალ-მარილოვანი და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;

5. ჰორმონალური დარღვევების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. მიღებული მონაცემების კლინიკური ინტერპრეტაცია;

6. ფარისებრი ჯირკვლის პალპატორული კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია;

7. ფარისებრი ჯირკვლის სონოგრაფიული, რადიოიზოტოპური და კომპიუტერული კვლევების ჩვენებები და ინტერპრეტაცია;

8. ფარისებრი ჯირკვლის ბიოფტატის მორფოლოგიური მონაცემების ინტერპრეტაცია;

9. ჰიპოთალამუ-ჰიპოფიზის მიდამოს სონოგრაფიული და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევების ჩვენებები და ინტერპრეტაცია;

10. რენტგენო-კრანიოგრაფიული გამოკვლევის ჩვენებები და კლინიკური ინტერპრეტაცია;

11. ძვლოვანი ასაკის დადგენა რენტგენოლოგიური გამოვკლევის საუძველზე;

12. თვალის ფსკერის გამოკვლევა პირდაპირი ოფთალმოსკოპიით და მონაცემების ინტერპრეტაცია;

13. მხედველობის ველის გამოკვლევა;

14. თირკმლელზედა, კუჭქვეშა და მკერდის ჯირკვლების ვიზუალაციური მეთოდებით მიღებული შედეგების კლინიკური ინტერპრეტაცია.

რეფერატი ან მოხსენება – 1;

ავადმყოფის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა – 10;

ავადმყოფობის ისტორიის დამოუკიდებელი დაწერა – 4;

მორიგეობა – თვეში 4 .

    მუხლი 3. მოდული 3. ჰემატოლოგია

1. მოდულის ხანგრძლივობაა 1 თვე.

2. მოდულის მიზანია რეზიდენტის პროფესიული მზადება სისხლის სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკაში, მკურნალობასა და პროფილაქტიკაში.

3. მოდულის ამოცანები:

ა) თანდაყოლილი და შეძენილი ანემიების დიაგნოსტიკა და მართვის თანამედროვე პრინციპები (რკინადეფიციტური, B12 დეფიციტურ ანემიები, თალასემია, მწვავე და ქრონიკული პოსტჰემორაგიული ანემიები);

ბ) ონკოჰემატოლოგია: ლეიკემიების და ლიმფომების დიფერენციული დიაგნოსტიკა (ლეიკემიების დიფერენციული დიაგნოზი კლინიკის და ძვლის ტვინის ბიოფსიით მიღებული მასალის მორფოლოგიის საფუძვლზე, ჰოდჯკინის და არა-ჰოდჯკინის ლიმფომების კლასიფიკაცია და დიფერენციალური დიაგნოზი, მიელოპროლიფერაციული და მიელოდისსპლაზიური სინდრომების დიაგნოზი და მართვა);

გ) ქიმიოთერაპიის საფუძვლები (ქიმიოთერაპიის მოცულობის განსაზღვრა, მისი ტოქსიური ზემოქმედების შეფასება, პრევენცია; ტუმორლიზისის სინდრომის ამოცნობა, დიაგოსტიკა და პრევენცია, ქიმიოთერაპიის ორგანოტოქსიური ზემოქმედების შეფასება და მართვა; მიელოაბლაციური მდგომარეობების – ანემია, ფებრილური და აფებრილური ნეიტროპენია, ტროფბოციტოპენია- შეფასება და მართვა

დ) ლეიკემოიდური რეაქციები;

ე) ჰემოსტაზის დარღვევები – თრომბოზები და ჰემორაგიები

 ე.ა) ჰემოსტაზის სისტემის ფიზიოლოგია და პათოლოგია

 ე.ბ) ჰემოსტაზის დარღვევებით გამოწვეული დაავადებები და

 ე.გ) პათოლოგიური მდგომარეობებში დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია

ვ) თერაპიული ტრანსფუზიოლოგია (კლინიკური ტრანსფუზიოლოგია)

ზ) სისხლის, მისი კომპონენტების და სისხლის შემცვლელების გადასხმის ჩვენებები, სატრანსფუზიო არეების სამკურნალო ეფექტურობა, პოსტრანსფუზიული გართულებები, მათი პროფილაქტიკა, კომპონენტური ჰემოთერაპიის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება;

თ) იზოიმუნოლოგიის გამოყენების ძირითადი პრინციპები;

ი) ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ (რეციპიენტ/დონორის) დაავადებების პათოფიზიოლოგიური მექანიზმები, დიფერენციული დიაგნოზი, მკურნალობა და პრევენცია;

კ) თერაპიული ჰემაფერეზი, მისი გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში.

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №20-ის სახით.

 

ცხრილი №20

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

 

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

დავალება

1.

თანდაყოლილი და შეძენილი ანემიების დიაგნოსტიკა და მართვის თანამედროვე პრინციპები

ვენ ის პუნქცია, სისტემის აწყობა და დაყენება;

ინფუზომატის და პერფუზორის გამოყენება;

ძვლის ტვინის პუნქცია;

რეფერატი ან მოხსენება – 1;

ავადმყოფის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა – 10;

ავადმყოფობის ისტორიის დამოუკიდებელი დაწერა – 4;

მორიგეობა – თვეში 4;

2.

ნკოჰემატოლოგია – ლეიკემიების და ლიმფომების დიფერენციული დიაგნოზი და მართვა

ტრეპანობიოფსია;

ლიმფური კვანძისა და ზედაპირული სიმსივნური წარმონაქმნის პუნქცია;

თავზურგტვინის პუნქცია, ინტრალუმბალურად ციტოსტატიკების შეყვანა;

პერიფერიული სისხლის ნაცხის, რეტიკულოციტების პრეპარატების, ძვლის ტვინის და ლიმფური კვანძის პუნქტატის, ბიოფსიური ლიმფური კვანძის ანაბეჭდის მომზადება;

სისხლის კომპონენტების და სისხლის შემცვლელების გადასხმა.

 

3.

ქიმიოთერაპიის მკურნალობის პრინციპები.

 

 

4.

ჰემოსტაზის დარღვევები – თრომბოზები და ჰემორაგიები

 

 

5.

თერაპიული ტრანსფუზიოლოგია (კლინიკური ტრანსფუზიოლოგია)

 

 

    მუხლი 4. მოდული 4. დერმატოლოგია

1. მოდულის ხანგრძლივობაა 1 თვე.

2. მოდულის მიზანია კანის ძირითადი დაავადებები (დიაგნოსტიკა და მართვა) ინტერნისტის პრაქტიკაში

3. მოდულის ამოცანები:

ა) გამონაყარის ძირითადი ტიპების ამოცნობა, შეფასება და დიფერენციული დიაგნოზი

ბ) კანის ძირითადი დაავადებების ამოცნობა, დიაგნოსტიკა და მართვა

გ) დერმატიტი – კონტაქტური, ატოპიური, სებორეული ეგზემა, მტევნებისა და ტერფის ქრონიკული დერმატიტი);

დ) კანის ბაქტერიული (სტაფილოკოკური, წითელი ქარი, ფოლიკულიტი, ფურუნკული, კარბუნკული) და სოკოვანი (დერმატოფიტია, ფერადი ლიქენი);

ე) კანის პარაზიტული დაავადებები (მუნი, პედიკულოზი);

ვ) კანის ვირუსული დაავადებები (მეჭეჭები, კონტაქტური მოლუსკი, მარტივი ვირუსი და ჰერპეს ზოსტერი);

ზ) ქერცლოვანი პაპულოზური დერმატოზი (პსორიაზი, ვარდისფერი ლიქენი, ბრტყელი წითელი ლიქენი);

თ) კანის ალერგიული დაავადებები (ჭინჭრის ციება, მედიკამენტური გამონაყარი, პოლიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, ბეჭდისებრი გრანულომა) ;

ი) ნაწოლები

კ) პიგმენტაციის დარღვევები – კანის პიგმენტური დაავადებები(ჰიპოპიგმენტაცია, ჰიპერპიგმენტაცია);

ლ) კანის კეთილთვისებიანი (ხალი, პაპილომა, ლიპომა, ანგიომა, კელოიდი) და ავთვისებიანი სიმსივნეები;

მ) კანის დაზიანებების ან გამოვლინებების დიაგნოსტიკა შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების დროს;

ნ) კანის ბიოფსიის ტექნიკის ათვისება.

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №21-ის სახით

ცხრილი №21

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

დავალება

1. გამონაყარის ძირითადი ტიპების ამოცნობა, შეფასება და დიფერენციული დიაგნოზი

2. კანის ძირითადი დაავადებების ამოცნობა, დიაგნოსტიკა და მართვა

3. დერმატიტი – კონტაქტური, ატოპიური, სებორეული ეგზემა, მტევნებისა და ტერფის ქრონიკული დერმატიტი);

4. კანის ბაქტერიული (სტაფილოკოკური, წითელი ქარი, ფოლიკულიტი, ფურუნკული, კარბუნკული) და სოკოვანი (დერმატოფიტია, ფერადი ლიქენი);

5. კანის პარაზიტული დაავადებები (მუნი, პედიკულოზი);

6. კანის ვირუსული დაავადებები (მეჭეჭები, კონტაქტური მოლუსკი, მარტივი ვირუსი და ჰერპეს ზოსტერი);

7. ქერცლოვანი პაპულოზური დერმატოზი (პსორიაზი, ვარდისფერი ლიქენი, ბრტყელი წითელი ლიქენი);

8. კანის ალერგიული დაავადებები (ჭინჭრის ციება, მედიკამენტური გამონაყარი, პოლიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, ბეჭდისებრი გრანულომა):

9. ნაწოლები ;

10. პიგმენტაციის დარღვევები – კანის პიგმენტური დაავადებები(ჰიპოპიგმენტაცია, ჰიპერპიგმენტაცია);

11. კანის კეთილთვისებიანი (ხალი, პაპილომა, ლიპომა, ანგიომა, კელოიდი) და ავთვისებიანი სიმსივნეები.

12. კანის დაზიანებების ან გამოვლინებების დიაგნოსტიკა შეფაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების დროს;

13.კანის ბიოფსიის ტექნიკის ათვისება;

პაციენტის ზოგადი დათვალიერება;

კანისა და ხილურლი ლორწოვანი გარსების დათვალიერება;

დიასკოპია, პალპაცია, მოფხეკა;

ბალცერის სინჯის განსაზღვრა;

ნიკოლსკის სიმპტომის განსაზღვრა;

ფსორიაზული ტრიადის განსაზღვრა;

რენგენოგრამების ინტერპრეტაცია;

პათოლოგიური მასალის აღება სოკო-პარაზიტზე გამოსაკვლევად და მიღებული მასალის ინტერპრეტაცია;

სოკოვანი დაავადებების ლუმინესცენტური დიაგნოსტიკა;

მუნის ტკიპაზე და დემოდექსზე გამოკვლევა;

კანის ბიოფსია და მიღებული მასალის მორფოლოგიური ინტერპრეტაცია;

ლიმფური ჯირკლვების პუნცია და მიღებული მორფოლოგიური მასალის ინტერპრეტაცია;

მკრთალ ტრეპონემაზე, გონოკოკზე და ტრიქომონადაზე მასალის აღება და გამოკვლევა;

ზურგის ტვინის პუნქციის ტექნიკა, ჩვენებები და შედეგების ინტერპრეტაცია.

 

პაციენტის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა.

    მუხლი 5. მოდული 5. ინფექციური დაავადებები

1. მოდულის ხანგრძლივობაა 2 თვე.

2. მოდულის მიზანი – მოდული ინფექციურ დაავადებებში მიზნად ისახავს რეზიდენტის მზადებას და პროფესიულ სრულყოფას როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარის პირობებში ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვაში. აღნიშნული როტაცია/მოდულის ამოცანებია ინფექციური დაავადებების პრობლემების შეფასება და მართვა სტაციონარის პირობებში:

3. მოდულის ამოცანები:

ა) ანტიმიკრობული ქიმიოთერაპიის რაციონალური გამოყენება Central Line ინფექციების დროს:

ა.ა) ფებრილური ნეიტროპენია;

ა.ბ) ნოსოკომიალური და არაჰოსპიტალური პნევმონიები

ა.გ) ცელულიტი

ა.დ) ჭრილობებთან ასოცირებული ქრონიკული ინფექცია

ა.ე) ენდოკარდიტი

ა.ვ) ორგანის ტრანსპლანტაციის შემდგომი ინფექციები

ა.ზ) მკურნალობის მიმართ რეზისტენტული ინფექციები ( MRSA and VRE)

ა.თ) სეფსისი

ა.ი) მენინგიტი

ა.კ) FUO

ბ) HIV/AIDS ინფექციის მკურნალობის პრინციპების ცოდნა :

.) HIV დიაგნოზი

.) საწყისი შეფასება

.) ანტირეტროვირუსული აგენტების შერჩევა

ბ.დ) ოპორტუნისტული ინფექციის პროფილაქტიკა და მკურნალობა

გ) ჰოსპიტალური ეპიდემიოლოგიის ძირითადი პრინციპების ცოდნა:

გ.ა) ხელის ჰიგიენა

გ.ბ) იზოლაციური გაიდლაინები

დ) ამბულატორიულ პაციენტებში ინფექციური დაავადებების შეფასება და მართვა:

.) STDs

დ.ბ) დიარეა

დ.გ) გამონაყარი

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №22-ის სახით .

ცხრილი №22

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

დავალება

1. პათოფიზიოლოგიური მექანიზმის, ეტიოლოგიური ფაქტორების (ბაქტერიული, ვირუსული, მიკობაქტერიული, პარაზიტული, სოკოვანი, რიკეტსიული) შეფასება და მართვა;

2. აივ ინფექციის პათოფიზიოლოგია, შეფასება და მართვა;

3. ენდოკარდიტის პათოფიზიოლოგია, შეფასება და მართვა;

4. მენინგიტის პათოფიზიოლოგია, შეფასება და მართვა;

5. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების მართვა;

1. სისხლის სეროლოგიური და ბიოქიმიური გამოკვლევების ჩვენებები და ინტერპრეტაცია;

2. სისხლის ჰემოკულტურაზე და სტერილობაზე გამოკვლევის ჩვენებები და ინტერპრეტაცია;

3. მასალის აღება ვირუსული და ბაქტერიული კვლევისათვის, ჩვენებები, ინტერპრეტაცია;

4. სისხლის სქელი წვეთის და ნაცხის აღება მალარიაზე, ჩვენებები, ინტერპრეტაცია;

5. მასალის აღების ტექნიკა დიარეული ინფექციების გამოსაკლვევად, ჩვენებები, ინტერპრეტაცია .

 

რეფერატი ან მოხსენება – 1;

ავადმყოფის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა – 10;

ავადმყოფობის ისტორიის დამოუკიდებელი დაწერა – 4;

მორიგეობა – თვეში 4;

 

    მუხლი 6. მოდული 6. ფთიზიატრია

1. მოდულის ხანგრძლივობაა 1 თვე.

2. მოდულის მიზანია ტუბერკულოზის ფილტვის და ფილტვგარეშე ფორმების პირველადი დიაგნოსტიკა და მონიტორინგი.

3. მოდულის ამოცანები:

ა) ფილტვისა და ფილტვგარეშე ტუბეკულოზის დიაგნოსტიკის მეთოდები (ლაბორატორიული, რენტგენოლოგიური, ენდოსკოპიური, ტუბერკულინონდიაგნოსტიკა);

ბ) ფილტვების და ფილტვგარეშე ტუბეკრკულოზის კლასიფიკაცია, დაიგნოსტიკა და მართვის ძირითადი პრინციპები;

გ) ტუბერკულოზის მკურნალობის და პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპები;

დ) კრიტიკული მდგომარეობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ფტიზიატრიაში (სპონტანური პნევმოთორაქსი, ფილტვებიდან სისხლდენა, ასთმური სტატუსი, ფილტვების შეშუპება და რესპირატორული დისტრეს სინდრომი)

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №23-ის სახით.

ცხრილი №23

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

დავალება

1. ფილტვისა და ფილტვგარეშე ტუბეკულოზის დიაგნოსტიკის მეთოდები (ლაბორატორიული, რენტგენოლოგიური, ენდოსკოპიური, ტუბერკულინონდიაგნოსტიკა);

2. ფილტვების და ფილტვგარეშე ტუბეკრკულოზის კლასიფიკაცია, დაიგნოსტიკა და მართვის ძირითადი პრინციპები;

3. ტუბერკულოზის მკურნალობის და პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპები;

4. კრიტიკული მდგომარეობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ფტიზიატრიაში (სპონტანური პნევმოთორაქსი, ფილტვებიდან სისხლდენა, ასთმური სტატუსი, ფილტვების შეშუპება და რესპირატორული დისტრეს სინდრომი)

1. არტერიული სისხლის გაზების ინტერპრეტაცია

2. რენტგენოლოგიური გამოკვლევების ინტერპრეტაცია (გულ-მკერდის რეტნტგენო-გრაფიული გამოკვლევის ინტერპრეტაცია – 50, ჩრდილის აღწერა, რენტგენოლოგიური დიაგნოზის დასაბუთება,

რენტგენოსკოპიით პუნქციის ადგილის მონიშვა);

3. ბრონქოსკოპიის ჩვენების განსაზღვრა; ბრონქოსკოპიის ტექნიკის ათვისება, მისი წარმოება და მიღებული შედეგების აღწერა; ბრონქო-ალვეოლური ლავაჟის წარმოება;

4. ენდობრონქული ჩასხმის (ინსტილაციის) ტექნიკის ათვისება და ჩვენებების განსაზღვრა;

5. პლევრის ღრუს პუნქციის წარმოება (თორაკოცენტეზი), სითხის ევაკუაცია – 5;

6. გარეგანი სუნთქვის ფუნქციის შეფასება;

რეფერატი ან მოხსენება – 1;

ავადმყოფის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა – 10;

ავადმყოფობის ისტორიის დამოუკიდებელი დაწერა – 4;

მორიგეობა – თვეში 4 .

 

    მუხლი 7. მოდული 7. ონკოლოგია

1. მოდულის ხანგრძლივობაა 1 თვე.

2. მოდულის მიზანია ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობის მეთოდები, ეთიკური და ეუთანაზიური საკითხები ტერმინალური სტადიის ონკოლოგიური დაავადების დროს.

3. მოდულის ამოცანები:

ა) ინტერნისტის პრაქტიკაში ონკოლოგიური პაციენტების მართვა, პალიატიური მედიცინისა და ბიოეთიკის იმ პრინციპების გაცნობა, რომლებიც მომაკვდავი პაციენტის პრობლემებთან არის ასოცირებული;

ბ) ძუძუს კიბოს, ფილტვის კობოს, სწორი ნაწლავის კიბოს, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს, კანის კობოსა და ყელის კიბოს რისკ-ფაქტორების განსაზღვრა, პაციენტების სკრინინგი და ადრეული გამოვლენა;

გ) ისეთი გადაუდებელი ონკოლოგიური მდგომარეობების შეფასება და მართვა, როგორიცაა ჰიპერკალცემია, ზურგის ტვინის კომპრესია, მეტასტაზები თავის ტვინში, SIADH, ტუმორ-ლიზისის სინდრომი, ზემო ღრუ ვენის სიდნრომი, რესპირატორული უკარისობა და გამონაჟონები;

დ) ქიმიოთერაპიის პრინციპების ცოდნა: ( ქიმიოთერაპიის ტოქსიური ზემოქმედების ამოცნობა და მართვა);

ე) სიმსივნის სტადიის განსაზღვრა და მასთან ასოცირებული პროგნოზის შეფასება;

ვ) მწვავე და ქრონიკული სომატური და ნეიროპათიური ტკივილის ამოცნობა და მართვა. ტკივილგამაყუჩებელი (ნარკოტიკული და არანარკოტიკული) მედიკამენტების კორექტული ტიტრაცია, დანიშვნის ადეკვატური ფორმის შერჩევა და მეტაბოლიზმის გათვალისწინებით გარკვეული კორექტივების შეტანა;

ზ) ალიატიური მედიცინის პრინციპების დაუფლებას, მათ შორის, გულისრევის და ღებინების, ანორექსიის, ტკივილის, სუნთქვის გაძნელების მართვა;

თ) ავთვისებიანი სიმსივნეების (პულმონოლოგიური, გასტროენტეროლოგიური, კარდიოლოგიური და ა.შ.) სადიაგნოზო ტესტების ადეკვატურო გამოყენება;

ი) სხივური თერაპიის გამოყენების ჩვენებების კორექტული განსაზღვრა და სხივური ონკოლოგიის საბაზისო პრინციპების ცოდნა.

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №24-ის სახით.

ცხრილი №24

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

1. ძუძუს კიბოს, ფილტვის კობოს, სწორი ნაწლავის კიბოს, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს, კანის კობოსა და ყელის კიბოს რისკ-ფაქტორების განსაზღვრა, პაციენტების სკრინინგი და ადრეული გამოვლენა;

2 . გადაუდებელი ონკოლოგიური მდგომარეობების შეფასება და მართვა (ჰიპერკალცემია, ზურგის ტვინის კომპრესია, მეტასტაზები თავის ტვინში, SIADH, ტუმორ-ლიზისის სინდრომი, ზემო ღრუ ვენის სინდრომი, რესპირატორული უკმარისობა და გამონაჟონები) ;

3. ქიმიოთერაპიის პრინციპების ცოდნა: (ქიმიოთერაპიის ტოქსიური ზემოქმედების ამოცნობა და მართვა) ;

4, სიმსივნის სტადიის განსაზღვრა და მასთან ასოცირებული პროგნოზის შეფასება ;

5. მწვავე და ქრონიკული სომატური და ნეიროპათიური ტკივილის ამოცნობა და მართვა. ტკივილგამაყუჩებელი (ნარკოტიკული და არანარკოტიკული) მედიკამენტების კორექტული ტიტრაცია, დანიშვნის ადეკვატური ფორმის შერჩევა და მეტაბოლიზმის გათვალისწინებით გარკვეული კორექტივების შეტანა ;

6. პალიატიური მედიცინის პრინციპების დაუფლება, მათ შორის, გულისრევის და ღებინების, ანორექსიის, ტკივილის, სუნთქვის გაძნელების მართვა ;

7. ავთვისებიანი სიმსივნეების (პულმონოლოგიური, გასტროენტეროლოგიური, კარდიოლოგიური და ა.შ.) სადიაგნოზო ტესტების ადეკვატურო გამოყენება;

8. სხივური თერაპიის გამოყენების ჩვენებების კორექტული განსაზღვრა და სხივური ონკოლოგიის საბაზისო პრინციპების ცოდნა .

1. მიკროციტური, მაკროციტური და ნორმოციტური (მათ შორის ჰემოლიზური) ანემიების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;

2. თრომბოციტოპენიის და ლეიკოპენიის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;

3. სისხლის და მისი კომპონენტების გადასხმის ჩვენებების განსაზღვრა;

4. ჰემოსტაზის დარღვევის ლაბორატორიული ინტერპრეტაცია;

5. TTP სინდრომის ლაბორატორიული ინტერპრეტაცია;

6. ლიმფური კვანძისა და ზედაპირული სიმსივნური წარმონაქმნის პუნქცია;

7. პერიფერიული სისხლის ნაცხის, რეტიკულოციტების პრეპარატების, ძვლის ტვინის და ლიმფური კვანძის პუნქტატის, ბიოფსიური ლიმფური კვანძის ანაბეჭდის მომზადება;

8. სისხლის კომპონენტების და სისხლის შემცვლელების გადასხმა.

    მუხლი 8. მოდული 8. ალერგოლოგია

1. მოდულის ხანგრძლივობაა 2 კვირა.

2. მოდულის მიზანია რეზიდენტის სწავლება და პროფესიული სრულყოფა ორიენტირებული ალერგიული, არაალერგიული და იმუნურ დაავადებების ამოცნობასა და დიაგნოზზე, ასევე, ამ დაავადებების მართვასა და მონიტორირებაზე; ალერგიულ, არაალერგიულ და იმუნურ დაავადებათა სადიაგნოზო მეთოდების ათვისება.

3. მოდულის ამოცანები:

ა) ალერგიული და არაალერგიული ასთმის, ალერგიული და არაალერგიული რჰინიტის, მწვავე და ქრონიკული ურტიკარიის, ანაფილაქსიის, შუა ყურის მწვავე და ქრონიკული ანთების, მწვავე და ქრონიკული სინუსიტის, კონტაქტური დერმატიტის დიაგნოზი და მკურნალობა;

ბ) ალერგიული, არაალერგიული და იმუნურ დაავადებათა პათოფიზიოლოგიური მექანიზმები და ამ დაავადებათა მართვის ფარმაკოლოგიური პრინციპები;

გ) ადრეული და დაგვიანებული ალერგიული რეაქციების პათოფიზიოლოგიური მექანიზმები, ბრონქიალური და ნაზალური ჰიპერეაქცია, ეოზინოფილების და ლიმფოციტების როლი ალერგიული რეაქციის განვითარებაში;

დ) იმ პაციენტების სკრინინგი, რომლებიც ალერგოლოგის შემდგომ კონსულტაციას საჭიროებენ; კანის სინჯის მნიშვნელობა ალერგიული დაავადებების დიაგნოზში.

ე) კრიტიკული მდგომარეობები ალერგოლოგიაში დიაგნოსტირება და მართვა (ასთმური შეტევა და სტატუსი, მწვავე ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური შოკი, შრატისმიერი დაავადება და შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი)

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №25-ის სახით.

ცხრილი №25

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

დავალება

1. ალერგიული და არაალერგიული ასთმის, ალერგიული და არა-ალერგიული რინიტის, მწვავე და ქრონიკული ურტიკარიის, ანაფილაქსიის, შუა ყურის მწვავე და ქრონიკული ანთების, მწვავე და ქრონიკული სინუსიტის, კონტაქტური დერმატიტის დიაგნოზი და მკურნალობა;

2. ალერგიული, არა-ალერგიული და იმუნურ დაავადებათა პათოფიზიოლოგიური მექანიზმები და ამ დაავადებათა მართვის ფარმაკოლოგიური პრინციპები;

3. ადრეული და დაგვიანებული ალერგიული რეაქციების პათოფიზიოლოგიური მექანიზმები, ბრონქიალური და ნაზალური ჰიპერეაქცია, ეოზინოფილების და ლიმფოციტების როლი ალერგიული რეაქციის განვითაებაში;

4. იმ პაციენტების სკრინინგი, რომლებიც ალერგოლოგის შემდგომ კონსულტაციას საჭიროებენ; კანის სინჯის მნიშვნელობა ალერგიული დაავადებების დიაგნოზში.

5. კრიტიკული მდგომარეობები ალერგოლიაში დიაგნოსტირება და მართვა (ასთმური შეტევა და სტატუსი, მწვავე ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური შოკი, შრატისმიერი დაავადება და შრატისმიერი დაავადების მსგასვსი სინდრომი)

კანის წვეთოვანი სინჯი – 50

კანის აპლიკაციური სინჯები (ღია და დახურული – 50

სკარიფიკაციული და პრიცკ ტესები-50

კანშიდა ტესტები არაინფექციური და ინფექციული ალერგენების გამოყენებით – 50

ალერგომეტრიული ტიტრაცია – 50

კონიუქტივალური პროვოკაციული ტესტი – 30

ნაზალური პროვოკაციული ტესტი –  30

ინჰალაციური პროვოკაციული ტესტი –  30

ხუბლინგვალური პროვოკაციული ტესტი –  50

სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაციური იმუნოთერაპია – 10 კურსი

არასპეციფიკური იმუნოთერაპია –  5

გარეგანის სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა (სპიროგრაფია, პნევმოტაქომეტრია) –  30

ბრონქოკონსტიქტორული ფარმაკოლოგიური ტესტები –  20

 

რეფერატი ან მოხსენება

    მუხლი 9. მოდული 9. ტოქსიკოლოგია

1. მოდულის ხანგრძლივობაა 2 კვირა.

2. მოდულის მიზანია ქიმიური, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებებით მოწამვლის პირველადი დიაგნოსტიკა და გადაუდებელი თერაპია.

3. მოდულის ამოცანებია მოწამვლის ძირითადი სინდრომების დიაგნოზი:

ა) ანტიქოლინერგული სინდრომი;

ბ) მეტაბოლური აციდოზი ინიონური ინტერვალის გაზრდით;

გ) ნარკოტიკული ინტოქსიკაციის სინდრომი;

დ) შეძენილი ჰემოგლობინოპათიები;

ე) სალიცილიზმი;

ვ) სიმპათომიმეტური სინდრომი;

ზ) ქოლინერგული სინდრომი;

თ) ციანიდებით მოწამვლის სინდრომი;

ი) ექსტრაპირამიდული სინდრომი.

  კ) ამ სინდრომების ამოცნობა და გადაუდებელი თერაპიული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება.

 4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №26-ის სახით.

ცხრილი №26

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი

1. ანტიქოლინერგული სინდრომი;

2. მეტაბოლური აციდოზი ინიონური ინტერვალის გაზრდით;

3. ნარკოტიკული ინტოქსიკაციის სინდრომი;

4. შეძენილი ჰემოგლობინოპათიები;

5. სალიცილიზმი;

6. სიმპათომიმეტური სინდრომი;

7. ქოლინერგული სინდრომი;

8. ციანიდებით მოწამვლის სინდრომი;

9. ექსტრაპირამიდული სინდრომი.

    მუხლი 10. მოდული 10. ზოგადი ქირურგია

 1. მოდულის ხანგრძლივობაა 1 თვე.

2. მოდულის მიზანია ქირურგიული პათოლოგიის პირველადი დიაგნოსტიკა, ოპერაციული მკურნალობის ჩვენებები ს ათვისება და პოსტოპერაციული პერიოდის მონიტორინგი.

3. მოდულის ამოცანები:

 ა) ქირურგიული პათოლოგიის დიაგნოსტიკა;

ბ) შინაგანი დააადებების ოპერაციული ჩვენებების განსაზღვრა;

გ) პრე- და პ ოსტოპერაციული პერიოდის მართვა.

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა მოცემულია ცხრილი №27-ის სახით.

ცხრილი №27

შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:

თეორიული კურსი

პროფესიული უნარ-ჩვევები (რაოდენობის მითითებით)

დავალება

1. ქირურგიული პათოლოგიის დიაგნოსტიკა;

2. შინაგანი დააადებების ოპერაციული ჩვენებების განსაზღვრა;

3. პრე- და პოსტოპერაციული პერიოდის მართვა.

 

მუცლის ღრუს ორგანოთა სონოგრაფიული მონაცემების ინტერპრეტაცია;

ნაზოგასტრალური ზონდის ჩადგმა;

ზონდით კვება;

პარენტერალური და შერეული კვება;

შარდის ბუშტის კათეტერიზება;

სისხლდენის შეჩერების დროებითი მეთოდები;

მოტეხილობების დროებითი იმობილიზაცია;

ტრანსფუზიული თერაპიის ჩვენებების განსაზღვრა და ტექნიკა.

პაციენტის დამოუკიდებელი გასინჯვა და დიაგნოზის დასმა;

თვეში 4 მორიგეობა.

თავი IX

დამატებითი საკითხები

    მუხლი 1. სასწავლო გეგმა

 

პროფესიული მზადების I წელი

მოდული №№

მოდულის დასახელება

ხანგრძლივობა

მოდული 1.1.

ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლები;

2 კვირა

მოდული 1.2.

ფუნდამენტური მედიცინის თანამედროვე ასპექტები

2 კვირა

მოდული 1.3.

ზოგადი თერაპია/ამბულატორიული თერაპია

4 თვე

მოდული 1.3.1

ზოგადი თერაპია

2 თვე

მოდული 1.3.2

ამბულატორიული თერაპია

2 თვე

მოდული 1.4.

თერაპიული სტაციონარი I

6 თვე

მოდული 1.4.1

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

3 თვე

მოდული 1.4.2

რევმატიული დაავადებები/ალერგოლოგია

2 თვე

მოდული 1.4.3

გერიატრია

1 თვე

 

პროფესიული მზადების II წელი

მოდული №№

მოდულის დასახელება

ხანგრძლივობა

მოდული 2.1.

თერაპიული სტაციონარი II

6 თვე

მოდული 2.1.1

სასუნთქი სისტემის დაავადებები

2 თვე

მოდული 2.1.2

კუჭ-ნაწლივის სისტემის დაავადებები

2 თვე

მოდული 2.1.3

თირკმლის დაავადებები

2 თვე

მოდული 2.2.

საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია

2 კვირა

მოდული 2.3.

მტკიცებითი მედიცინისა და სამედიცინო სტატისტიკის საფუძვლები

2 კვირა

მოდული 2.5.

ოტოტრინოლარინგოლოგია (უნარ-ჩვევები)

2 კვირა

მოდული 2.6.

ოფთალმოლოგია (უნარ-ჩვევები)

2 კვირა

მოდული 2.7.

ფსიქიატრია

1 თვე

მოდული 2.8.

გადაუდებელი მედიცინა

2 თვე

 

პროფესიული მზადების III წელი

მოდული №№

მოდულის დასახელება

ხანგრძლივობა

მოდული 3.1.

ნევროლოგია

2 თვე

მოდული 3.2.

ენდოკრინოლოგია

1 თვე

მოდული 3.3.

ჰემატოლოგია

1 თვე

მოდული 3.4.

დერმატოლოგია

1 თვე

მოდული 3.5.

ინფექციური დაავადებები

2 თვე

მოდული 3.6.

ფთიზიატრია

1 თვე

მოდული 3,7

ონკოლოგია

1 თვე

მოდული 3.8.

ალერგოლოგია

2 კვირა

მოდული 3.9.

ტოქსიკოლოგია

2 კვირა

მოდული 3.10.

ქირურგია

1 თვე

    მუხლი 2. რეზიდენტის დღიური

(რეზიდენტის მიერ განხორციელებული/შესრულებული სამუშაოთა აღრიცხვის ჟურნალის ფორმატს ადგენს კონკრეტული სპეციალობის პროგრამის დირექტორი)

ნიმუში

დღიური

საჭიროა შეივსოს პროგრამის განხორციელების ყოველი წლის შემდეგ

რეზიდენტის გვარი, სახელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

პროგრამის დაწყებისა და დამთავრების თარიღი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                         (დღე/თვე/წელი)

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

    (დღე/თვე/წელი)

დაწესებულების/დაწესებულებების დასახელება და მისამართი:

1 წელი:

......................................................................

2 წელი:

......................................................................

 3 წელი:

.......................................................................

    მუხლი 3. რეზიდენტურის პროგრამის გაწერის ვადები

მოდულების დასახელება

,,შინაგან მედიცინაში” რეზიდენტურის პროგრამის ხანგრძლივობა თვეების მიხედვით (I წლის პროგრამა)

I

თვე

II თვე

III თვე

IV

თვე

V

თვე

VI

თვე

VII

თვე

VIII

თვე

IX

თვე

X

თვე

XI

თვე

ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლები;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფუნდამენტური მედიცინის თანამედროვე ასპექტები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზოგადი თერაპია/ამბულატორიული თერაპია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზოგადი თერაპია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამბულატორიული თერაპია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თერაპიული სტაციონარი I

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რევმატიული დაავადებები/ალერგოლოგია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გერიატრია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოდულების დასახელება

,,შინაგან მედიცინაში” რეზიდენტურის პროგრამის ხანგრძლივობა თვეების მიხედვით (II წლის პროგრამა)

I

თვე

II თვე

III თვე

IV

თვე

V

თვე

VI

თვე

VII

თვე

VIII

თვე

IX

თვე

X

თვე

XI

თვე

თერაპიული სტაციონარი II

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სასუნთქი სისტემის დაავადებები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კუჭ-ნაწლივის სისტემის დაავადებები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თირკმლის დაავადებები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მტკიცებითი მედიცინისა და სამედიცინო სტატისტიკის საფუძვლები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ოტორინოლარინგოლოგია (უნარ-ჩვევები)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ოფთალმოლოგია (უნარ-ჩვევები)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფსიქიატრია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაუდებელი მედიცინა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოდულების დასახელება

,,შინაგან მედიცინაში” რეზიდენტურის პროგრამის ხანგრძლივობა თვეების მიხედვით (III წლის პროგრამა)

I

თვე

II თვე

III თვე

IV

თვე

V

თვე

VI

თვე

VII

თვე

VIII

თვე

IX

თვე

X

თვე

XI

თვე

ნევროლოგია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ენდოკრინოლოგია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჰემატოლოგია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დერმატოლოგია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფექციური დაავადებები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფთიზიატრია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ონკოლოგია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ალერგოლოგია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტოქსიკოლოგია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქირურგია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

    მუხლი 4. თეორიული მზადება და პრაქტიკული მუშაობა

1. თეორიული მზადება მოიცავს:

ა) პროგრამული საკითხების დამუშავება;

ბ) კონფერენციის, საზოგადოების სხდომის, სემინარის მოხსენების თემა;

გ) ლიტერატურის მიმოხილვა;

დ) დამუშავებული რეფერატები.

 

თემის დასახელება

სად იყო წარდგენილი თემა

შესრულების თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლოკალური ხელმძღვანელი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––-

2. პრაქტიკული მუშაობა

 

დაწესებულების დასახელება

პაციენტის გსმ

ისტორიის №

თარიღი

პროცედურა, კურაცია, მანიპულაცია, ოპერაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. მორიგეობა სტაციონარში

 

კლინიკა, განყოფილება,

თარიღი

ავადმყოფის გსმ

სამკურნალო მანიპულაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

    მუხლი 5. აუცილებელი და რეკომენდებული ლიტერატურის ნუსხა

1. დ. ტვილდიანი, ბ. კანდელაკი –,,შინაგან დაავადებათა სინდრომული დიფერენციული დიაგნოსტიკა და გადაუდებელი თერაპია“, 2000 წ.

2. ნ. ტატიშვილი. გ. სიმონია – „შინაგანი სნეულებანი“, 1998.

3. MERCK MANUAL (რუსულ ან ინგლისურ ენებზე)

4. HARRISON-ის მრავალტომეული შინაგან მედიცინაში.

5. რ. ჰეგლინი – შინაგან დაავადებათა დიფერენციული დიაგნოსტიკა.

6. დამხმარე ლიტერატურა: მონოგრაფიები და შესაბამისი საიტები ინტერნეტში.

    მუხლი 6. დეფინიციები:

SIADH – ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომი

MRSA – მეტიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი

VRE – ვანკომიცინ-რეზისტენტული ენტეროკოკი

FUO – უცნობი ეტიოლოგიის ცხელება

RTA – თირკმლის მილაკოვანი აციდოზი

ATN – მწვავე ტუბულარული ნეკროზი

CAVH – გახანგრძლივებული არტერიო-ვენოზური ჰემოფილტრაცია

CAVHD – გახანგრძლივებული ვენო-ვენოზური ჰემოფილტრაცია

JNC – გაერთიანებული ნაციონალური კომიტეტი

ESC-ESH-2003 – ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება-ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოება-2003

MODS– მულტიორგანული დისფუნქციის სინდრომი

EMG – ელექტრომიოგრაფია

NCS –

CT – კომპიუტერული ტომოგრაფია

MRI/MRR – მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა

დანართი №2

რეზიდენტურის (დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების) პროგრამა

„ზოგადი ქირურგია“

 (საექიმო სპეციალობა)

თავი I

პროგრამის მიზანი და ამოცანები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ზოგადი ქირურგია არის ქირურგიული დისციპლინა, რომელიც ეფუძნება საბაზისო ცოდნას (ანატომია, ფიზიოლოგია, მეტაბოლიზმი, იმუნოლოგია, ნუტრიციოლოგია, პათოლოგია, ჭრილობის მართვა, შოკი და რეანიმაცია, ინტენსიური თერაპია, ონკოლოგია) და რომელიც წარმოადგენს საერთო საფუძველს ყველა ქირურგიული სპეციალობისათვის. ზოგად ქირურგს უნდა გააჩნდეს სპეციალიზებული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც უკავშირდება დიაგნოსტიკას, პრე-, პერი- და პოსტოპერაციულ (მათ შორის, გართულებების), მართვას. ზოგადი ქირურგის კომპეტენცია შემოიფარგლება თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, შემდეგ ძირითად სფეროებში: ალიმენტური ტრაქტი, მუცელი და მისი ორგანოები, სარძევე ჯირკვალი, კანი და რბილი ქსოვილები, თავი და კისერი (მათ შორის, ტრავმები, სისხლძარღვოვანი, ენდოკრინული და ონკოლოგიური დაავადებები), სისხლძარღვთა სისტემა (გარდა ინტრაკრანიული სისხლძარღვებისა), ენდოკრინული სისტემა (ფარისებრი, ფარისებრახლო, თირკმელზედა ჯირკვლის და პანკრეასის ენდოკრინული ნაწილი), ქირურგიული ონკოლოგია (მათ შორის, კოორდინირებული მულტიდისციპლინური მიდგომა და მართვა), ტრავმის სრულყოფილი მართვა, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ქირურგიულ პაციენტთა მართვა.

2. აღნიშნული დეფინიციიდან გამომდინარე, ზოგად ქირურგიაში მზადება მოითხოვს სპეციალიზებულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, სხვადასხვა ორგანოთა სისტემების იმ თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების და დაზიანებების მართვისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მკურნალობის ქირურგიული მეთოდები.

3. ზოგადი ქირურგის, როგორც სპეციალისტის, დიპლომის შემდგომი მომზადების საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე (როგორც ევროპული, ისე ამერიკული გამოცდილებით), მზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს მინიმუმ 5 წელს, რომლის დროსაც ცალკეული ქირურგიული დისციპლინის შესწავლას, გარდა პრინციპული, ზოგადქირურგიული კომპონენტებისა, არ უნდა დაეთმოს 12 თვეზე მეტი ხანგრძლივობის პერიოდი; არაქირურგიულ კლინიკურ დისციპლინას (გასტროენტეროლოგია, პედიატრია, ანესთეზიოლოგია და სხვ) არ უნდა დაეთმოს 6 თვეზე მეტი პერიოდი; და ბოლოს, სულ მცირე 54 თვე მაინც უნდა დაეთმოს ზოგადქირურგიულ კლინიკაში დაყოვნებას, რა პერიოდშიც ზოგადი ქირურგის კვალიფიკაციის მაძიებელი ასევე უნდა დაეუფლოს ენდოსკოპიას, ქირურგიულ ავადმყოფთა ინტენსიურ თერაპიას და ამ კატეგორიის პაციენტთა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის პრინციპებს.

 4. პროგრამამ რეზიდენტებსა და საექიმო სპეციალობის მაძიებლებს უნდა შეუქმნას შესაძლებლობა კურიკულუმზე დაფუძნებული ცოდნისა და კლინიკური უნარ-ჩვევების სიღრმისეულად შესწავლისათვის, საბაზისო და გამოყენებითი ქირურგიის ათვისებისა და კლინიკური ჩვევების სრულყოფისათვის. გარდა ზოგადქირურგიული ელემენტებისა, პროგრამა ითვალისწინებს დახელოვნებას სხვა სპეციალობებში, ქირურგიის მომიჯნავე სპეციალობებსა და სუბ-სპეციალობებში, ისეთებში როგორიცაა: კარდიოქირურგია, ბავშვთა ქირურგია, პლასტიკური ქირურგია, დამწვრობის მართვა, ტრანაპლანტოლოგიის საფუძვლები, ენდოსკოპია, უროლოგია, გინეკოლოგია, ნეიროქირურგია, ორთოპედია და ანესთეზიოლოგია.

    მუხლი 2. მიზანი და ამოცანები

  1. ზოგად ქირუგიაში დიპლომისშემდგომი მომზადების პროგრამის მიზანია ექიმის –,,ზოგადი ქირურგი” მომზადება ფართო სპექტრისა და უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტად. სპეციალისტის მომზადების პროცესი წარიმართება მდიდარი საგანმანათლებლო გამოცდილებისა და მრავალპროფილური კლინიკური ბაზების პირობებში. პროგრამას გააჩნია სამი ძირითადი კომპონენტი: კურიკულუმი, სამეცნიერო საქმიანობა და პრაქტიკული საქმიანობა, რომლებიც სტრუქტურირებულია იმგვარად, რომ უზრუნველყოს ცოდნის, უნარ–ჩვევების, დამოკიდებულებისა და კლინიკური განსჯის უნარის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელი პირობაა ზოგადქირურგიული პრაქტიკისათვის. პროგრამის დირექტორი და ფაკულტეტის წევრები მზად უნდა იყვნენ, პროგრამის მიზნისა და ამოცანების შესრულებაში რეზიდენტისათვის ნებისმიერი სახის აკადემიური და პროფესიული დახმარების აღმოჩენისათვის. პროგრამის ნებისმიერი აკადემიური კომპონენტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ზემოთ აღწერილ მიზანთან და ამოცანებთან.

2. დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამა ზოგად ქირურგიაში წარმოადგენს I კატეგორიის პირამიდულ პროგრამას. პროგრამის თითოეული ფაზის (PGY) დასრულების შემდეგ პროფესიული მომზადება გადადის შემდეგ ეტაპზე. სარეზიდენტო პროგრამა 5-წლიანია და შედგება კურიკულუმით განსაზღვრული ეტაპებისგან (კლინიკური როტაცია, თეორიული კურსი, რეზიდენტის მიერ შესასრულებელი სამუშაო): I – (PGY- I), II – (PGY- II), III – (PGY- III), IV – (PGY- IV), V – (PGY- V)

3. პროფესიული მზადების თითოეული ფაზისათვის/საფეხურისათვის პროგრამაში მოცემულია მზადების მიზანი, ასათვისებელი საკითხებისა და უნარ-ჩვევების ნუსხა, მზადების ფორმა, ხანგრძლივობა და მეთოდები. ასევე, ზოგადად, შეფასების კრიტერიუმები და მოსალოდნელი შედეგები, ანუ იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომლის ათვისება და ცოდნა უნდა დაადასტუროს რეზიდენტმა თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ.

4. მოდულების წარმატებით დასრულების შემდეგ, დამამთავრებელი ეტაპის რეზიდენტი უნდა ფლობდეს სათანადო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რათა შეეძლოს ზოგადი ქირურგიის სრული სპექტრის ფარგლებში პრაქტიკული საქმიანობის წარმართვა; პროგრამის რეალიზაციის პროცესში ექიმს უნდა გამოუმუშავდეს კლინიკური აზროვნება, კლინიკური გადაწყვეტილების მიღებისა და განსჯის უნარი; ტექნიკური და ოპერაციული ჩვევები; სპეციალობაზე დაფუძნებული ცოდნა და პროფესიული ჩვევები. აღნიშნულის შემდეგ, რეზიდენტურის კურსდამთავრებულს უნდა გააჩნდეს ადექვატური ოპერაციული გამოცდილება და სათანადო თეორიული ცოდნა რათა ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა „ზოგადი ქირურგიის” სპეციალობით. გარდა ამისა, რეზიდენტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ქირურგთა ასოციაციის მიერ დაწესებულ ქირურგიული პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპებსა და მოთხოვნების დონეს. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია ასევე სწავლების 2/3 წლის შემდეგ განხორციელდეს რეზიდენტის მობილობა მომიჯნავე ქირურგიული სპეციალობის სხვა პროგრამის ფარგლებში.

თავი II

საექიმო სპეციალობის „ზოგადი ქირურგია” აღწერილობა/სპეციფიკაცია

    მუხლი 1. სპეციალობისა და სპეციალისტის განსაზღვრება (დეფინიცია)

1. „ქირურგია” – (წარმოდგება ბერძნული სიტყვისაგან Χειρουργια – და ნიშნავს ხელით მუშაობას) წარმოადგენს სამედიცინო სპეციალობას, რომლის მიზანია დაზიანებებისა ან დაავადებების მკურნალობა ოპერაციულ-მანუალური ან ინსტრუმენტული გზით; ასევე იმ მდგომარეობათა და დაავადებათა შესწავლა, რომელთა მკურნალობის მეთოდიც შეიძლება იყოს ქირურგიული ჩარევა, ამ ჩარევების მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური სრულყოფა და განვითარება. ქირურგიული გზით მკურნალობა გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

ა) ტრავმა;

ბ) ანატომიური გადახრები;

გ) ფუნქციის დარღვევა/მოშლა;

დ) ანთება;

ე) იშემია და ინფარქტი;

ვ) მეტაბოლური დარღვევა;

ზ) ნეოპლაზია;

თ) ქსოვილთა ზრდის სხვა დარღვევები (მაგ.: ცისტები, ჰიპერპლაზია და ორგანოთა ჰიპერტროფია)

2. „ზოგადი ქირურგია” – წარმოადგენს ქირურგიულ სპეციალობას, რომელიც ფოკუსირებულია მუცლის ღრუს ორგანოთა ქირურგიულ მკურნალობაზე, სხეულის სხვადასხვა მიდამოების ტრავმულ დაზიანებებზე, თიაქრებზე და სხვ.

ავსტრალიაში, კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაერთიანებულ სამეფოში, ზოგადი ქირურგების მოვალეობაში შედის სარძევე ჯირკვლის დაავადებები (მათ შორის ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობა); ზოგიერთ სხვა ქვეყნაში აღნიშნული სფერო მეან-გინეკოლოგთა და ამ დარგის სუბსპეციალისტთა (მასტოლოგია) კომპეტენციას განეკუთვნება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მინიმალურ-ინვაზიური ქირურგია და რობორული ქირურგია, რაც ზოგადი ქირურგიის მოქმედების სფეროს, უფრო მეტად აფართოვებს. მოყვანილი მაგალითის გათვალისწინებით, საჭიროა ქირურგიულ სპეციალობებს შორის საზღვრების გამიჯვნა, რაც უნდა წარიმართოს უპირველეს ყოვლისა დიპლომისშემდგომი პროფესიული მომზადების პროგრამების შესაბამისად.

3. ზოგადი ქირურგი წარმართავს პაციენტთა პრე-, ინტრა- და პოსტოპერაციულ მართვას დაავადებათა და მდგომარეობათა ვიწრო ან კომპლექსური პრობლემატიკის არსებობისას. ზოგადი ქირურგის კომპეტენციის ჩარჩოები გარკვეულწილად შემოისაზღვრება, თუმცა მოიცავს სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას შემდეგ სფეროებში:

ა) თავ-კისრის დაავადებები, მათ შორის ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლების კეთილ- და ავთვისებიან დაავადებათა მართვა;

ბ) სარძევე ჯირკვლის დაავადებები, მათ შორის ძუძუს კიბო, ძუძუს ქირურგია და კონსერვატიული მართვა, მიმდებარე ლიმფური ჯირკვლების ბიოფსია;

გ) კანი და რბილი ქსოვილები, მათ შორის ზოგიერთი სახის ავთვისებიანი სიმსივნეების მართვა;

დ) ალიმენტური ტრაქტის დაავადებები, მათ შორის დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც მოიცავს საყლაპავს, კუჭს, წვრილ და მსხვილ ნაწლავებს და სწორ ნაწლავს. ზოგად ქირურგს ასევე მოეთხოვება განსაკუთრებული ცოდნა მსხვილი ნაწლავის კიბოს, ასევე ნაწლავთა ანთებითი დაავადებების (მათ შორის კრონის დაავადება და წყლულოვენი კოლიტი) ადეკვატური მართვისათვის. ზოგადი ქირურგი უნდა ფლობდეს აღნიშნულ მდგომარეობათა მკურნალობის როგორც ღია, ისე ლაპაროსკოპულ მეთოდებს;

ე) გულმკერდი და გულმკერდის ღრუს შიგთავსი გარდა გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვებისა;

ვ) პანკრეასის, ღვიძლის, სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები;

ზ) თიაქრების მკურნალობა (მუცლის კედელი, საზარდული, სხვა);

თ) სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, მათ შორის არტერიული დაავადებები, რომლებიც უკავშირდება ოკლუზიურ პროცესებს, ასევე ძირითადი სახისა და ლოკალიზაციის ანევრიზმები;

ი) ტრავმის შემთხვევების სრულყოფილი მართვა, სასწრაფო და გადაუდებელი პროცედურების წარმოება, ქირურგიული ავადმყოფის მოვლა ინტენსიური თერაპიის პალატაში;

კ) ბავშვთა ქირურგიის საკითხები.

4. ზოგადი ქირურგია წარმოადგენს საბაზისო ძირითად სპეციალობას ქირურგიულ დისციპლინათა შორის. შესაბამისად, ზოგადი ქირურგი არის ქირურგი-სპეციალისტი, რომელიც წარმართავს ქირურგიულ ავადმყოფთა სრულყოფილ მართვას. ზოგადი ქირურგიის მომავალი, დამოკიდებულია დიპლომისშემდგომი მომზადების სტანდარტებისა და პრაქტიკული საქმიანობის საზღვრების დაწესებასა და ცვლილებებზე. „ზოგადი ქირურგიის” ცნება მოიცავს საბაზისო სამეცნიერო ელემენტებისა და კლინიკური ჩვევების კომპლექსს, რომალიც ათვისებულ უნდა იქნეს სპეციალობის მაძიებლის მიერ კლინიკურ პრაქტიკაში შემდგომი გამოყენების მიზნით. საერთაშორისო გამოცდილებით და ექსპერტთა მოსაზრებების მიხედვით, ზოგადი ქირურგიის შემდგომი ფრაგმენტაცია და მისგან სუბსპეციალობათა გამოყოფა არ არის რეკომენდებული, მიუხედავად სამედიცინო მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარებისა და ახალი მეთოდების დანერგვისა.

5. ზოგადქირურგიული ცოდნის ცენტრალური ბირთვი მოიცავს ანატომიას, ფიზიოლოგიას, მეტაბოლიზმის, იმუნოლოგიას, ნუტრიციოლოგიას, პათოლოგიას, ჭრილობის შეხორცებას, შოკს და რესუსციტაციას, ინტენსიურ თერაპიას და ქირურგიულ ონკოლოგიას. ზოგადი ქირურგის სპეციალიზებული ცოდნა და უნარ-ჩვევები კი უკავშირდება დიაგნოსტიკას, პერი-, ინტრა- და პოსტოპერაციულ მართვას მოცემული ჩამონათვალის კომპონენტების მიხედვით, როგორც შესაბამისი პროფილის ექიმის პირველადი მოვალეობა:

ა) ალიმენტური ტრაქტი;

ბ) მუცელი და მისი შიგთავსი;

გ) გულმკერდი და გულმკერდის ღრუს შიგთავსი გარდა გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვებისა;

დ) სარძევე ჯირკვალი, კანი და რბილი ქსოვილები;

ე) თავ-კისერი;

ვ) სისხლძარღვთა სისტემა (გარდა ინტრაკრანიული სისხლძარღვებისა და მათგან უშუალოდ გამომავალი ტოტებისა);

ზ) ტრავმის მართვა. ტრავმირებულ პაციენტთა მართვა ყველა ეტაპზე წარმოადგენს ზოგადი ქირურგის უშუალო მოვალეობას და კომპეტენციის სფეროს;

თ) კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა (ინტენსიური თერაპიის პალატაში, სასწრაფო დახმარების განყოფილებაში და ტრავმულ/დამწვრობის განყოფილებაში) სრულყოფილი მართვა, თუ აღნიშნული კრიტიკული მდგომარეობა გამოწვეულია ქირურგიული მდგომარეობით.

    მუხლი 2. სარეზიდენტო პროგრამის ძირითადი კომპონენტები

სარეზიდენტო პროგრამის ძირითადი კომპონენტებია:

ა) კისრის მიდამოს ოპერაციები/ქირურგიული დაავადებები (რეზექცია (ფარისებრი ჯირკვლის კიბო, ლიმფომა) );

ბ) საყლაპავის, ფილტვისა და კუჭის ოპერაციები/ქირურგიული დაავადებები (რეზექცია (საყლაპავის კიბო, ფილტვის კიბო, კუჭის კიბო), ბარიატრული ქირურგიის ელემენტები, ტრავმული მდგომარეობების მართვა);

გ) მუცლის მიდამოს ოპერაციები/ქირურგიული დაავადებები (არა-GI) (თირკმლის გადანერგვა (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა), თირკმლის რეზექცია (თირკმლის კიბო, მეტასტაზური დაზიანება), ორგანოთა რეზექციები (საკვერცხის კიბო), თიაქარპლასტიკები );

დ) ღვიძლის, პანკრეასის, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების ოპერაციები / ქირურგიული დაავადებები (ღვიძლის გადანერგვა (ჰეპატიტის, ციროზი, PBC , PSC ), რეზექცია (HCC , ღვიძლის მეტასტაზური დაზიანებები), პანკრეასის რეზექცია (ვიპლის პროცედურა (პანკრეასის კიბო), ქოლეცისტექტომია (ქოლეცისტიტი) );

ე) წვრილი ნაწლავის ოპერაციები/ქირურგიული დაავადებები (რეზექცია (ინფარქტის / წვრილი ნაწლავის ობსტრუქციის, ვოლვულუსის, ინტუსისეპციის, კრონის დაავადების, მეკელის დივერტიკულის, მეკონიური გაუვალობის, წვრილი ნაწლავის კიბოს დროს);

ვ) მსხვილი ნაწლავის ოპერაციები/ქირურგიული დაავადებები (აპენდექტომია (აპენდიციტი), რეზექცია ობსტრუქციისა და/ან პერფორაციისას (ტოქსიური მეგაკოლონი, ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს), კოლორექტული კიბო, რეკონსტრუქციული ოპერაციები წვრილ და მსხვილ ნაწლავზე, ჰირშპრუნგის დაავადება, ტრავმა, ინტუსისეპცია, ვოლვულუსი, საზარდულის თიაქარი, შეხორცებითი დაავადება, (გადატანილი ქირურგიული ჩარევების გამო) )

    მუხლი 3. ქირურგის ზოგადი პროფესიული ცოდნა

ქირურგი უნდა ფლობდეს ცოდნას შემდეგი პუნქტების შესაბამისად:

ა) საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”;

ბ) საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახ ბ”;

გ) საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ”;

დ) ქირურგიული საქმიანობის იურიდიული ასპექტები;

ე) პროფესიული პასუხისმგებლობის ასპექტები, მალპრაქტიკა;

ვ) ქირურგიული პრაქტიკის ბიოეთიკური საკითხები;

ზ) სიკვდილის კონსტატაცია და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ღონისძიებები;

თ) ორგანოთა დონაციის პრინციპები;

ი) პაციენტთა უსაფრთხოების პრინციპები;

კ) ქირურგიული მკურნალობის ხარისხი და მისი კონტროლის პრონციპები;

ლ) ქირურგიული სამუშაო გარემოს უსაფრთხოება, პროფესიული მავნეობის საკითხები;

მ) ქირურგიული დახმარების არსი, მისი ორგანიზაცია და მენეჯმენტი – ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების სამივე დონეზე (პირველადი, მეორადი და მესამეული);

ნ) კრიტიკულ შემთხვევათა კლინიკური მართვა; ქირურგიის ეკონომიკური ასპექტები;

ო) ზოგადი სამედიცინო მენეჯმენტი (კრიზისული სიტუაციების მართვა, დროის მენეჯმენტი, ჯგუფური მუშაობის პრინციპები);

პ) ქირურგიული ავადმყოფის ინფორმირებული თანხმობა;

ჟ) რისკის შეფასება და სკალირების სისტემები ქირურგიულ პრაქტიკაში, ქირურგიული გადაწყვეტილების მიღება;

რ) მტკიცებულებებზე დაყრდნობილი პრაქტიკის ინტერპრეტაცია;

ს) ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ახალი სამკურნალო საშუალებების კრიტიკული ანალიზი;

ტ) კოლეგებთან, პაციენტებთან, მათ ნათესავებთან და კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის ასპექტები;

უ) ვერბალური, წერილობითი და ელექტრონული კომუნიკაციები;

ფ) კონფლიქტების გადაწყვეტა და მენეჯმენტი;

ქ) საკითხისა და შემთხვევისადმი მულტიდისციპლინური მიდგომის პრინციპები;

ღ) მონაცემთა შეგროვება, სკრინინგული პროგრამები, სტატისტიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები ქირურგიაში;

ყ) კლინიკური აუდიტი და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესები;

შ) მკურნალობის უწყვეტობისა და პაციენტთა გადაცემის პრინციპები;

ჩ) სამეცნიერო პრინციპები ქირურგიაში, კლინიკური კვლევების დიზაინი და ანალიზი;

ც) ოპერაციის ფსიქოლოგიური ეფექტები და მძიმე დანაკარგები, რეაბილიტაცია.

    მუხლი 4. სპეციალისტის უნარ-ჩვევები

1. ქირურგის ზოგადი უნარ-ჩვევები:

ა) ქირურგიულ მდგომარეობათა მართვა, საბაზისო და კლინიკურ ცოდნაზე დაფუძნებული გამოცდილების გამოყენებით;

ბ) აჩვენოს შესაბამისი უნარ-ჩვევები იმ ქირურგიული ტექნიკის გამოყენებით, რომელსაც უნდა ფლობდეს კვალიფიციური ქირურგი;

გ) აჩვენოს კრიტიკული აზროვნების უნარი ქირურგიული გადაწყვეტილებების მიღებისას, განსაკუთრებით, როდესაც ავადმყოფი იმყოფება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში;

დ) წარმართოს ეთიკური, იურიდიულად დასაბუთებული განსჯა, რაც შეეფერება მაღალი კვალიფიკაციის ექიმ სპეციალისტს;

ე) ეფექტურად ითანამშრომლოს კოლეგებთან და სხვა სპეციალობის ექიმებთან;

ვ) ასწავლოს და გაუზიაროს შეძენილი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება კოლეგებს, უმცროს რეზიდენტებს, სტუდენტებს და ჯანდაცვის სფეროს სხვა მუშაკებს;

ზ) მიაწოდოს პაციენტს და მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მათი ჯანმრთელობისათვის აუცილებელი საჭირო რეკომენდაციები;

თ) აჩვენოს მზადყოფნა უწყვეტი პროფესიული განათლებისათვის, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ქირურგის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლებისა და სრულყოფისათვის;

ი) აჩვენოს სამეცნიერო კვლევების, ნაშრომების ადეკვატური აღქმისა და ინტერპრეტაციის უნარი, ამავდროულად თვითონაც შეეძლოს სამეცნიერო კვლევის წარმართვა ან მასში აქტიური მონაწილეობა;

კ) განავითაროს ლიდერობისა და ადმინისტრაციული უნარები;

ლ) პატივი სცეს პაციენტის და მათი ოჯახის საჭიროებებს, აღმოუჩინოს და წარმართოს ქირურგიული დახმარება მათი საჭიროებიდან გამომდინარე.

 2. არსებითი შესაძლებლობები, რომელიც უნდა გააჩნდეს რეზიდენტურის კურსდამთავრებულს, მდგომარეობს აკადემიურ და მოქმედების შესაძლებლობებში და უნარებში, რასაც თან უნდა ერთვოდეს ფიზიკური, კოგნიციური და ქცევითი თავისებურებების ჩამოყალიბება და განვითარება. ეს უკანასკნელი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ინტელექტური შესაძლებლობებს (კონცეპტუალური, ინტეგრაციული და ხარისხობრივი შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია დიაგნოზის დასმისა და კლინიკური პრობლემების გადაჭრისათვის); ექიმის მიქმედების ქცევით და სოციალურ ასპექტებს, კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს, მოტორულ თავისუფლებას და სენსორული სფეროს სპეციფიკურ განვითარებას. ზემოთ ჩამოთვლილი ჩვევები უნდა განავითაროს თითოეულმა რეზიდენტმა ქირურგმა, რათა ადეკვატური საშუალება მიეცეს შეძენილი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებისათვის.

    მუხლი 5. დაავადებების და პათოლოგიური მდგომარეობების ჩამონათვალი, რომელთა კლინიკას, დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას მოიცავს ზოგადი ქირურგია

1. საჭმლის მომნელებელი სისტემა:

ა) დისფაგია და გასტროეზოფაგური რეფლუქსი (GERD);

ბ) მუცლის თიაქრები;

გ) ინტრა-აბდომინური აბსცესები;

დ) უხშირესი მწვავე აბდომინური მდგომარეობები;

ე) ნაწლავთა ობსტრუქცია, პარალიზური გაუვალობა;

ვ) ნაწლავთა ფისტულები;

ზ) გასტროსტომია, ილეოსტომია, კოლოსტომია და სხვა სტომები;

თ) გასტროინტესტინური ენდოსკოპია მკურნალობისა და დიაგნოსტიკის მიზნით;

ი) მუცლის ტკივილის შეფასება და გამოკვლევა;

კ) მუცლის სიმსივნური წარმონაქმნების გამოკვლევა;

ლ) სიყვითლე: დიფერენციული დიაგნოზი და მართვა;

მ) ღვიძლის ციროზი, პორტული ჰიპერტენზია, ასციტი;

ნ) ნაღვლოვანი კენჭები და მათი გართულებები;

ო) ღვიძლის აბსცესები;

პ) ღვიძლის პარაზიტული და არაპარაზიტული დაავადებები;

ჟ) პანკრეატიტი;

რ) პეპტიკური წყლულოვანი დაავადება (PUD);

ს) გასტროინტესტინური სისხლდენა (ფარული და მანიფესტირებული);

ტ) უხშირესი ანალური და პერინეალური მდგომარეობები;

უ) ლაპაროსკოპული ქირურგიის პრინციპები და გართულებები;

ფ) გასტროინტესტინური ტრაქტის ავთვისებიანი დაავადებები;

ქ) ნაწლავთა ანთებითი დაავადებები;

ღ) ინტესტინური იშემია.

2. სისხლძარღვთა ქირურგია:

ა) კიდურის იშემია: მწვავე და ქრონიკული არტერიული ემბოლიზმი;

ბ) განგრენა;

გ) სისხლძარღვთა დაავადებების დროს წარმოებული ამპუტაციები;

დ) ანევრიზმები (მაგ.: მუცლის აორტის ანევრიზმა);

ე) სისხლძარღვთა რეკონსტრუქციული ქირურგიის პრინციპები;

ვ) რეკონსტრუქციული შუნტირება;

ზ) ქვემო კიდურების ვენების დაავადებები;

თ) ღრმა ვენური თრომბოზი და მისი გართულებები;

ი) ქვემო კიდურის ქრონიკული ულცერაცია;

კ) დიალიზისას სისხლძარღვოვანი მიდგომები.

3. ენდოკრინული სისტემა:

ა) ფარისებრი ჯირკვლის რეზექცია;

ბ) ფარისებრი ჯირკვლის კიბო;

გ) ფარისებრახლო ჯირკვლები;

დ) ჰიპერპარათირეოიდიზმი;

ე) ჰიპერკალცემია;

ვ) თირკმელზედა ჯირლვლის დაავადებები და პანკრეასის დაავადებები;

ზ) მეორადი ჰიპერტენზიის ენდოკრინული მიზეზები;

თ) მუცლისა და რეტროპერიტონეული სივრცის ენდოკრინული სიმსივნეები.

4. სარძევე ჯირკვალი:

ა) მწვავე მამარული ინფექციები;

ბ) დვრილის ნახეთქი;

გ) მასტალგია;

დ) ძუძუს კეთილთვისებიანი დაავადებები;

ე) ძუძუს კიბო.

5. რესპირაციული სისტემა, გული და მთავარი სისხლძარღვები:

ა) აორტო-კორონული შუნტირების ძირითადი პრინციპები;

ბ) გულის დაავადებათა გამოკლვევისათვის საჭირო სპეციფიკური მეთოდები და ტექნიკა;

გ) პლევრის ღრუს ემპიემა;

დ) პნევმოთორაქსი / ჰემოთორაქსი;

ე) თორაკალური ოპერაციების გართულებების მართვა;

ვ) ფილტვებისა და ბრონქების კეთილ- და ავთვისებიანი დაავადებები.

6. ურო-გენიტალური ტრაქტი:

ა) ურინარული ტრაქტის ინფექციები, ჰემატურია;

ბ) შარდოვანი კენჭები;

გ) შარდის რეტენცია;

დ) თირკმლის ქრონიკული უკმარისობა: პრინციპები და დიალიზის ტექნიკა;

ე) თირკმლის გადანერგვის პრინციპები;

ვ) სათესლე პარკის ტკივილი და შეშუპება;

ზ) სათესლის შემოგრეხა;

თ) წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები;

ი) მუცლის მწვავე ტკივილის გინეკოლოგიური მიზეზები;

კ) მენჯის ანთებითი დაავადებები;

ლ) ურო-გენიტალური ტრაქტის ავთვისებიანი დაავადებები.

7. ცენტრალური ნერვული სისტემა:

ა) მენინგიტის ქირურგიული ასპექტები;

ბ) ინტრაკრანიული აბსცესები;

გ) ინტრაკრანიული ჰემორაგიები;

დ) ინტრაკრანიული მოცულობითი დაზიანებები და მათი ეფექტები;

ე) ხერხემლის დაზიანება და კომპრესია;

ვ) პარაპლეგია და ტეტრაპლეგია: მართვის პრინციპები.

8. ძვალ-კუნთოვანი სისტემა:

ა) ძვლების მეტაბოლური და დეგენერაციული დაავადებები: ოსტეოპოროზი და ოსტეომალაცია;

ბ) ძვლებისა და სახსრების ინფექციები, მათ შორის ისეთი პათოლოგიები, რომლებსაც ესაჭიროება პროთეზირება;

გ) ამპუტაციები;

დ) უხშირესი მოტეხილობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

ე) სახსრების უხშირესი დაავადებებისა და დაზიანებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

ვ) მტევნის ინფექციები და დაზიანებები;

ზ) მყესის აღდგენის პრინციპები;

თ) ტერფის უხშირესი დაავადებები;

ი) კისრისა და მხრის მიდამოს ტკივილი;

კ) ზურგის ტკივილი;

ლ) იშიაზი;

მ) ართრიტების დიფერენციული დიაგნოსტიკა;

ნ) პერიფერიული ნერვების დაზიანება;

ო) ნერვის რეგენერაციის და აღდგენის პრინციპები;

პ) ძვლებისა და რბილი ქსოვილების ავთვისებიანი დაავადებები.

9. ბავშვთა ქირურგია:

ა) ახალშობილთა ანესთეზიისა და ქირურგიის სპეციფიკური საკითხები;

ბ) ნეონატალურ პერიოდში წყალ-მარილოვანი ბალანსის თავისებურებები;

გ) კორექტაბელური ნეონატალური სიცოცხლისათვის საშიში თანდაყოლილი მდგომარეობები;

დ) ბავშვთა ქირურგიის უხშირესი დაავადებები, მგლის ხახა და კურდღლის ტუჩი, პილოროსტენოზი, ინტუსისეფცია, თიაქარი, სათესლის დაუშვებლობა, სათესლის შემოგრეხა.

    მუხლი 6. იმ ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩამონათვალი, რომელთა შედეგების ინტერპრეტაცია და კლინიკური შეფასება უნდა შეეძლოს ზოგად ქირურგს

  ზოგად ქირურგს უნდა შეეძლოს შემდეგი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და კლინიკური შეფასება:

ა) ელექტროკარდიოგრაფია;

ბ) სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის და ენდოკრინული სისტემის შესაფასებელი ტესტები (გამოკვლევები);

გ) წყალ-მარილოვანი ბალანსის შეფასება და შენარჩუნება;

დ) ბიოფსიისა და ციტოლოგიური კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია;

ე) ქსოვილთა ნიმუშების კრიოსექციული და პარაფინული ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ბაქტერიოლოგიის შედეგების ინტერპრეტაცია;

ვ) ქსოვილოვანი სითხეების/გამონაყოფების აღება ლაბორატორიული შესწავლისათვის, მათი შედეგების ინტერპრეტაცია;

ზ) კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი და მძიმედ დაზიანებულ პაციენტთა კლინიკური შეფასების შკალები;

თ) ქალასშიდა წნევის მაჩვენებელი;

ი) სისხლძარღვთა დაავადებების გამოსაკვლევად საჭირო სპეციფიკური ტექნიკური საშუალებებით მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია;

კ) თორაკოცენტეზის შედეგის ინტერპრეტაცია;

ლ) ბრონქოსკოპია, თორაკოსკოპია, მედიასტინოსკოპია;

მ) ფიბროეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია;

ნ) რიგიდული და ფიბროსკოპული სადიაგნოზო პროქტო-კოლონოსკოპია;

ო) ERCP (ენდოსკოპური, რეტროგრადული, ქოლანგიო- პანკრეატოგრაფია);

პ) საყლაპავის ვარიკოზების სკლეროთერაპია;

ჟ) სადიაგნოზო რადიოლოგიის მეთოდებით (სონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი) მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ინტერპრეტაცია;

რ) მუცლისა და კიდურების სისხლძარღვების დოპლეროგრაფიული მაჩვენებლების ინტერპრეტაცია;

ს) სისხლის კლინიკური ანალიზის (საერთო, ბიოქიმიური, კოაგულოგრამა და ა.შ.) ინტერპრეტაცია;

ტ) შარდის საერთო და ბიოქიმიური ანალიზების შედეგების ინტერპრეტაცია;

უ) ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია;

ფ) იმუნო-სეროლოგიური კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია.

    მუხლი 7. იმ დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა ფლობდეს ზოგადი ქირურგი

  ზოგადი ქირურგი უნდა ფლობდეს შემდეგ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მანიპულაციებს:

ა) ელექტროკარდიოგრაფია;

ბ) სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის და ენდოკრინული სისტემის შესაფასებელი ტესტები (გამოკვლევები);

გ) რესპირაციული დარღვევების ამოცნობა და კორექცია;

დ) წყალ-მარილოვანი ბალანსის შეფასება და შენარჩუნება;

ე) ჰემოტრანსფუზია: ჩვენებები, რისკები, გართულებები, პლაზმის შემცვლელები;

ვ) ინტრავენური მიდგომები;

ზ) ნუტრიციული მხარდაჭერა: ჩვენება, ტექნიკა, სრული პარენტერული კვება;

თ) ქირურგიული ინფექციის წყაროები, პრევენცია და კონტროლი;

ი) სტერილიზაცია;

კ) ადგილობრივი და რეგიონული ანესთეზია;

ლ) დიათერმიის პრინციპები, ენერგიის ალტერნატიული წყაროები;

მ) ლაზერული ტექნოლოგიების პრინციპები;

ნ) ბიოფსიისა და ციტოლოგიური კვლევისათვის მასალის აღების პრინციპები და ტექნიკა;

ო) ქსოვილთა ნიმუშების აღება კრიოსექციის და პარაფინული ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ბაქტერიოლოგიისათვის;

პ) ქსოვილოვანი სითხეების/გამონაყოფების აღება ლაბორატორიული შესწავლისათვის, მათი შედეგების ინტერპრეტაცია;

ჟ) კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი და მძიმედ დაზიანებულ პაციენტთა კლინიკური შეფასების შკალები;

რ) რესუსციტაცია (რეანიმაცია) და ჰემოდინამიკური მხარდაჭერა;

ს) გადაუდებელი ქირურგული პროცედურები და ტრეპანაცია;

ტ) ხერხემლის ტრავმული დაზიანების საწყისი მართვა;

უ) კარდიოპულმონური და ფარმაკოლოგიური რესუსციტაცია;

ფ) ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია;

ქ) ფილტვის არტერიის კათეტერიზაცია;

ღ) სხივის და ბარძაყის არტერიების კათეტერიზაცია;

ყ) ქალასშიდა წნევის გასაზომი ხელსაწყოების გამოყენება;

შ) ლაპაროტომია და ლაპაროსკოპია;

ჩ) სისხლძარღვთა დაავადებების გამოსაკვლევად საჭირო სპეციფიკური ტექნიკა და ტექნოლოგიები;

ც) თორაკოცენტეზი, გულმკერდის დრენირება;

ძ) ბრონქოსკოპია, თორაკოსკოპია, მედიასტინოსკოპია;

წ) ფიბროეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია;

ჭ) რიგიდული და ფიბროსკოპული სადიაგნოზო პროქტო-კოლონოსკოპია;

ხ) ERCP (ენდოსკოპური, რეტროგრადული, ქოლანგიო- პანკრეატოგრაფია), პაპილოტომია, ნაღვლოვანი კენჭების ექსტრაქცია და სანათურშიდა სტენტირება;

ჯ) საყლაპავის ვარიკოზების სკლეროთერაპია;

ჰ) გასტროინტესტინური სისხლდენის უბნების მკურნალობა (ინიექციები, კლიპინგი, ლაზერი);

ჰ.1) ენდოსკოპების დამუშავება და ჰიგიენური ღონისძიებები;

ჰ.2) სადიაგნოზო რადიოლოგიის პრინციპები, სონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი;

ჰ.3) საკონტრასტო ნივთირებების გამოყენების პრინციპები;

ჰ.4) სადიაგნოზო და სამკურნალო ინტერვენციული რადიოლოგიის მეთოდების გამოყენება;

ჰ.5) სისხლძარღვებში, ორგანოებსა და სხვა სტრუქტურებში სტენტებისა და პროტეზების ინტერვენციულ-რადიოლოგიური ჩაყენების ძირითადი პრინციპები;

ჰ.6) უცხო სხეულის აღმოჩენის რენტგენოლოგიური კონტროლით;

ჰ.7) არაპალპირებადი სიმსივნეების სონოგრაფიული აღმოჩენა;

ჰ.8) მუცლისა და კიდურების სისხლძარღვების დოპლეროგრაფია;

ჰ.9) ლიმფური კვანძების მარკირება და აღმოჩენა;

ჰ.10) გასტროეზოფაგული რეფლუქსის დიაგნოსტიკა (მაგ.: P H-მეტრია);

ჰ.11) საყლაპავისა და კუჭის მოტორული ფუნქციისა და კუჭის მოტორული ფუნქციის დარღვევის შესწავლა (მაგ.: მანომეტრია);

ჰ.12) კოლინჯისა და ანორექტული დარღვევების დიაგნოსტიკა (მაგ.: ანალური სპინქტერის მანომეტრია)

    მუხლი 8. ოპერაციების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა ფლობდეს ზოგადი ქირურგი

ზოგადი ქირურგი უნდა ფლობდეს შემდეგ ოპერაციებს:

ა) კანის გადანერგვა / პლასტიკა;

ბ) მელანომის მიმდებარე ლიმფური კვანძების დისექცია;

გ) მტევნის ინფექციების გაკვეთა და დრენირება;

დ) მასტიტის დრენირება;

ე) ძუძუს მიმდებარე ლიმფური კვანძების დისექცია;

ვ) მოდიფიცირებული რადიკალური მასტექტომია;

ზ) ძუძუს სექტორული რეზექცია;

თ) ჰიდრადენიტის დრენირება;

ი) კისრის რადიკალური დისექცია;

კ) პაროტიდექტომია (ლატერალური ლობექტომია);

ლ) თავის მიდამოს ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება;

მ) თავის ქალას ძვალ-პლასტიკური ტრეპანაცია;

ნ) სახის მიდამოს ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება;

ო) კისრის აბსცესის (ფლეგმონის) გახსნა;

პ) კისრის მიდამოს ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება;

ჟ) ტრაქეოტომია;

რ) ტრაქეის ინტუბაცია;

ს) აპენდექტომია;

ტ) ენტეროსტომია;

უ) ფუნდოპლოკაცია;

ფ) განივი კოლოსტომია;

ქ) გასტრექტომია HOFMEISTER–ის მეთოდით;

ღ) გასტრექტომია POLYA–ს მეთოდით;

ყ) გასტროიეიუნოსტომია;

შ) გასტროიეიუნოსტომია Roux-en-Y– ის მიხედვით;

ჩ) გასტროსტომია;

ც) ულცერორაფია;

ძ) ჰემიგასტრექტომია BILLROTH II–ის მეთოდით;

წ) ჰემიგასტრექტომია BILLROTH I–ის მეთოდით;

ჭ) ჰემიგასტრექტომია BILLROTH I–ის სტეპლერული მეთოდით;

ხ) ილეოანალური ანასტომოზი;

ჯ) კოლინჯის სტეპლერული ანასტომოზი;

ჰ) კოლოსტომის ლიკვიდაცია;

ჰ.1) მარცხენამხრივი ჰემიკოლექტომია;

ჰ.2) მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია;

ჰ.3) მარყუჟოვანი ილეოსტომია;

ჰ.4) MECKEL-ის დივერტიკულექტომია;

ჰ.5) პილორომიოტომია – ინტუსუსცეფცია;

ჰ.6) პილოროპლასტიკა – გასტროდუოდენოსტომია;

ჰ.7) ქოლეცისტექტომია;

ჰ.8) ქოლეცისტექტომია ქოლედოქოპლასტიკით;

ჰ.9) ქოლედოქოდუოდენოსტომია;

ჰ.10) ქოლედოქოიეიუნოსტომია;

ჰ.11) ქოლედოქოსტომია;

ჰ.12) ქოლედოქოსტომია, ტრანსდუოდენური მიდგომით;

ჰ.13) ღვიძლის სადინრის ბიფურკაციის კიბოს (KLATSKIN) დროს რეკონსტრუქციული ოპერაცია;

ჰ.14) სტეპლერული ენტერო-ენტეროსტომია;

ჰ.15) სტეპლერული პილოროპლასტიკა;

ჰ.16) სუბტოტალური გასტრექტომია;

ჰ.17) სუბტოტალური გასტრექტომია და ომენტექტომია;

ჰ.18) ტოტალური გასტრექტომია;

ჰ.19) ტოტალური კოლექტომია;

ჰ.20) ტოტალური სტეპლერული გასტრექტომია;

ჰ.21) ვაგოტომია (ღეროვანი, სელექციური, პროქსიმალური სელექციური);

ჰ.22) წვრილი ნაწლავის რეზექცია;

ჰ.23) წვრილი ნაწლავის სტეპლერული რეზექცია;

ჰ.24) ბარძაყის დაუჭიმავი თიაქარპლასტიკა;

ჰ.25) ბარძაყის თიაქრის პლასტიკა;

ჰ.26) ლაპაროტომია;

ჰ.27) ლაპაროტომიული ჭრილობის დახურვა;

ჰ.28) საზარდულის თიაქრის პლასტიკა;

ჰ.29) საზარდულის თიაქრის პლასტიკა (Shouldice) -ით;

ჰ.30) საზარდულის პირდაპირი თიაქრის პლასტიკა (MC VAY) -ით;

ჰ.31) საზარდულის თიაქრის დაუჭიმავი პლასტიკა (LICHTENSTEIN);

ჰ.32) საზარდულის თიაქრის დაუჭიმავი პლასტიკა (Rutkow და Robbins);

ჰ.33) სუბფრენული აბსცესის დრენირება;

ჰ.34) ჭიპის თიაქრის პლასტიკა;

ჰ.35) ღვიძლის ბიოფსია;

ჰ.36) მარცხენმახრივი ჰეპატოლებექტომია;

ჰ.37) მარჯვენამხრივი ჰეპატოლობექტომია;

ჰ.38) ღვიძლის წილის რეზექცია;

ჰ.39) ღვიძლის სიმსივნის ადგილობრივი ამოკვეთა;

ჰ.40) პანკრეასის ცისტის ან ფსევდოცისტის დრენირება;

ჰ.41) პანკრეასის კუდის რეზექცია;

ჰ.42) პანკრეატიკოცისტოიეიუნოსტომია (PUESTOW-GILLESBY);

ჰ.43) ტოტალური პანკრეატექტომია;

ჰ.44) პანკრეატიკოდუოდენექტომია (Whipple);

ჰ.45) აორტოფემორული შუნტირება;

ჰ.46) კაროტიდული ენდარტერექტომია;

ჰ.47) მუცლის აორტის ანევრიზმის რეზექცია;

ჰ.48) პორტაკავური შუნტირება;

ჰ.49) ღრუ ვენის ინტერრუპცია;

ჰ.50) საჩინო ვენის IN SITU შუნტირება;

ჰ.51) საჩინო ვენის მაღალი ლიგაცია და სტრიპინგი;

ჰ.52) სპლენორენული შუნტირება (Warren);

ჰ.53) შუნტირების პროცედურა პორტული ჰიპერტენზიის დროს;

ჰ.54) ბილატერული ადრენალექტომია;

ჰ.55) პარათიროიდექტომია;

ჰ.56) სუბტოტალური თიროიდექტომია;

ჰ.57) სპლენექტომია;

ჰ.58) სპლენური კონსერვაცია (სპლენორაფია);

ჰ.59) ფემოროპოპლიტეური რეკონსტრუქცია;

ჰ.60) სუპრაკონდილური ამპუტაცია;

ჰ.61) სისხლძარღვთა ლიგაცია;

ჰ.62) ნევრორაფია;

ჰ.63) ტენდორაფია;

ჰ.64) ოსტეოტომია;

ჰ.65) ოსტეოსინთეზი;

ჰ.66) სეკვესტრექტომია;

ჰ.67) ძვალშიგა ფიქსაცია;

ჰ.68) ძვლის რეზექცია;

ჰ.69) ართროტომია;

ჰ.70) ართროპლასტიკა;

ჰ.71) ართროდეზი;

ჰ.72) ბარძაყის ამპუტაცია;

ჰ.73) ფალანგების ამპუტაცია;

ჰ.74) ფალანგების ამოსახსვრა;

ჰ.75) წინამხრის ამპუტაცია;

ჰ.76) ტერფის ამპუტაცია შარპის მიხედვით;

ჰ.77) ტერფშორისი ამპსახსვრა ლისფრანკის წესით;

ჰ.78) წვივის ძვალ-პლასტიკური ამპუტაცია;

ჰ.79) ბარძაყის ძვალ-პლასტიკური ამპუტაცია;

ჰ.80) ლაპაროსკოპული ფუნდოპლიკაცია;

ჰ.81) ლაპაროსკოპული სპლენექტომია;

ჰ.82) პერკუტანული, ენდოსკოპური გასტროსტომია – PEG;

ჰ.83) ქოლეცისტექტომია (ლაპაროსკოპული);

ჰ.84) ვენტრალური თიაქრის ლაპაროსკოპული პლასტიკა;

ჰ.85) აპენდექტომია (ლაპაროსკოპული);

ჰ.86) პერინეული რეზექცია;

ჰ.87) აბდომინოპერინეული რეზექცია;

ჰ.88) ანალური ფისტულის / ნაპრალის ამოკვეთა;

ჰ.89) ჰემოროიდების ინიექცია და ამოკვეთა;

ჰ.90) იშიორექტული აბსცესის დრენირება და ანალური ფისტულის ამოკვეთა;

ჰ.91) პილონიდური სინუსის ამოკვეთა;

ჰ.92) პროლაბირებული სწორი ნაწლავის პერინეული პლასტიკა;

ჰ.93) წინა რექტოსიგმოიდური რეზექცია;

ჰ.94) წინა სტეპლერული რეზექცია;

ჰ.95) ჰიდროცელეს ქირურგიული კორექცია;

ჰ.96) ნეფრექტომია;

ჰ.97) ნეფრორაფია;

ჰ.98) ეპიცისტოსტომია;

ჰ.99) ნეფროსტომის ფორმირება;

ჰ.100) ცერვიქსულ დაზიანებათა სადიაგნოზო ტექნიკა– დილატაცია / კიურეტაჟი;

ჰ.101) სალპინგექტომია – ოოფორექტომია;

ჰ.102) საკვერცხის სოლისებური რეზექცია;

ჰ.103) ტოტალური აბდომინური ჰისტერექტომია;

ჰ.104) თორაკოტომია;

ჰ.105) Zenker-ის დივერტიკულექტომია;

ჰ.106) საყლაპავი მილის რეზექცია და პლასტიკა;

ჰ.107) ტრაქეიდან/საყლაპავოდან უცხო სხეულის ამოღება;

ჰ.108) პლევრის პუნქცია / დრენირება;

ჰ.109) გულმკერდის კედლის ჭრილობის პირველადი ქირ. დამუშავება;

ჰ.110) პნევმორაფია;

ჰ.111) პულმონექტომია;

ჰ.112) ლობექტომია / სეგმენტექტომია;

ჰ.113) კარდიორაფია.

    მუხლი 9. გადაუდებელი მდგომარეობები, რომელთა პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, პირველადი დახმარება და მკურნალობა უნდა შეეძლოს ზოგად ქირურგს

1. ზოგად ქირურგს უნდა გააჩნდეს გამოყენებითი საბაზისო ცოდნა, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ ხარისხის მძიმე დაზიანებების მქონე ავადმყოფთა კლინიკური შეფასებისათვის, რათა გააზრებულ იქნეს ტრავმით, ჰემორაგიით ან შოკით გამოწვეული ფუნქციის დარღვევა, ასევე საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც საჭიროა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციანტთა შესაფასებლად და იმ ფუნქციათა დარღვევების აღსაქმელად, რომლებიც გამოწვეულია ჰემორაგიით, შოკით და სეფსისით.

  2. ზოგად ქირურგს უნდა შეეძლოს:

ა) პრეჰოსპიტალური მართვა;

ბ) კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი და მძიმედ დაზიანებულ პაციენტთა კლინიკური შეფასების შკალების განსაზღვრა;

გ) უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა მართვა;

დ) კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ და მძიმე დაზიანებების მქონე პაციენტთა სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი;

ე) პოლიტრავმის პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, პირველადი დახმარება, მკურნალობა და ავადმყოფთა მართვა;

ვ) რესუსციტაცია (რეანიმაცია) და ჰემოდინამიკური მხარდაჭერა;

ზ) სისხლდენისა და შოკის პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, პირველადი დახმარება და მკურნალობა ;

თ) გადაუდებელი ქირურგული პროცედურებისა და ტრეპანაციის შესრულება;

ი) ხერხემლის ტრავმული დაზიანების საწყისი მართვა, პარა- და ტეტრეპლეგია;

კ) გულის გაჩერების მართვა;

ლ) გულის ტამპონადის მართვა;

მ) ტრავმული ჭრილობების მართვა;

ნ) ცეცხლნასროლი დაზიანებები და წნევის ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებების / კონტუზიოს მართვა;

ო) დამწვრობითი დაზიანების მართვა;

პ) ტრავმული შეშუპებისა და კომპარტმენტის (რომელიმე ანატომიურ ღრუში წნევის მომატების) სინდრომის მართვა;

ჟ) თავის დაზიანებების (მათ შორის, სახისა და თვალბუდის ტრავმები) მართვა;

რ) თავისა და ტვინის დაზიანებების საწყისი მკურნალობა;

ს) მძინე დაზიანებების მქონე უგონო პაციენტთა ჰაერგამტარი გზების გამავლობის უზრუნველყოფა, ენდოტრაქეული ინტუბაცია, ლარინგოტომია, ტრაქეოსტომია;

ტ) გულმკერდის ღია და დახურული დაზიანებების მართვა;

უ) შარდის გამომყოფი ტრაქტის დაზიანებების მართვა;

ფ) ტრავმული ჰემატურიის მართვა;

ქ) ორგანოთა ტრავმული დაჟეჟილობისა და გახეთქვის (მაგ.: ღვიძლი, ფილტვი, ელენთა, პანკრეასი, თირკმელი) მართვა;

ღ) პოსტტრავმული, პრეოპერაციული და პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპია;

ყ) კარდიოპულმონური და ფარმაკოლოგიური რესუსციტაცია;

შ) ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია;

ჩ) ფილტვის არტერიის კათეტერიზაცია;

ც) სხივის და ბარძაყის არტერიების კათეტერიზაცია;

ძ) სითხის შენაცვლება, ინფუზიური თერაპია და პარენტერული ალიმენტაცია;

წ) სისხლის გადასხმა და სეროლოგია;

ჭ) სისხლის შედედების დარღვევებისა და შენაცვლებითი (სუბსტიტუციური) ღონისძიებების განსაზღვრა;

ხ) სისხლის აირების ანალიზი და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის განსაზღვრა.

 3. ზოგადმა ქირურგმა უნდა იცოდეს:

ა) კანის დეფექტების კანის ყლორტებითა და ნაფლეთებით მკურნალობის პრინციპები;

ბ) მოტეხილობის შეხორცების პათოფიზიოლოგია, შეუხორცებლობის, დაგვიანებული შეხორცების, გართულებების მკურნალობის პრინციპები, ძვლის იმპლანტაციის პრინციპები;

გ) ქალასშიდა წნევის გასაზომი ხელსაწყოების გამოყენების პრინციპები;

დ) მონოორგანული უკმარისობის (გული, ღვიძლი, თირკმელი) მართვა;

ე) პოლიორგანული უკმარისობის (პათოფიზიოლოგია და მკურნალობა) მართვა;

ვ) რესპირაციული უკმარისობის, ფილტვის შეშუპების, შოკური ფილტვის”, მოზრდილთა რესპირაციული დისტრესს სინდრომის, პულმონური და ლობური კოლაფსის მართვა;

ზ) პულმონური ემბოლიზმის მართვა;

თ) პერიტონიტის მართვა;

ი) პანკრეონეკროზის მართვა;

კ) SIRS (სეპტიური ანთებითი რეაქციის სინდრომი) მართვა;

ლ) უხშირესი აბდომინური სასწრაფო მდგომარეობების (გაუვალობა, პერფორაცია, სისხლდენა) მართვა;

მ) მწვავე გასტროინტესტინური სისხლდენის მართვა;

ნ) ქირურგიულ პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობის მართვა;

ო) ჰემოფილტრაციის, დიალიზისა და პლაზმოფერეზის მართვა;

პ) ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მართვა;

ჟ) ორგანოთა გადანერგვის ქირურგიის პრინციპები.

თავი III

სწავლების / შეფასების მეთოდები და ხანგრძლივობა

    მუხლი 1. სწავლების/შეფასების პრინციპები

1. თითოეული რეზიდენტი ასრულებს გარკვეულ საქმიანობას. თეორიული პროგრამის შესრულება და მრავლობითი მოდულები/როტაციები გამიზნულია იმისათვის, რომ რეზიდენტმა შესძლოს ავადმყოფთა ფართო სპექტრის განსხვავებული შემთხვევების ნახვა, შესწავლა და მართვა; მიიღოს საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე სარეზიდენტო პროგრამით.

რეზიდენტებზე ზედამხედველობა ხორციელდება ამ მიზნით სპეციალურად დანიშნული ექიმების (ლოკალური ხელმძღვანელი) მიერ. თითოეულ რეზიდენტზე ზედამხედველობისა და მისი საქმიანობის მონიტორინგი ხორციელდება წერილობითი ანგარიშის სახით. საჭიროა გაკონტროლდეს რეზიდენტის მიერ მისი ინდივიდუალური გეგმის შესრულება, რეზიდენტის წასვლა-მოსვლის განრიგი, სხვა ვალდებულებანი, რომლებიც პროგრამით არის გათვალისწინებული. ზედამხედველობა რეზიდენტისაგან მოითხოვს განსხვავებულ დამოკიდებულებას ქირურგიული სპეციალიზაციის სხვადასხვა ეტაპზე. აღნიშნული გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ პროფესიული მზადების დამასრულებელი წლის რეზიდენტს, კომპეტენციასთან ერთად, პროპორციულად ეზრდება პასუხისმგებლობა და მოვალეობები, მათ შორის ავადმყოფთა მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებით.

3. რეზიდენტის ზედამხედველ ექიმს – ლოკალურ ხელმძღვანელს გააჩნია როგორც იურიდიული, ისე ეთიკური პასუხისმგებლობა ინდივიდური პაციენტის მკურნალობასა და მოვლაზე, ამავე დროს მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის საქმიანობაზე და განათლებაზე. ამასთან, პროფესიული მზადების დამასრულებელი წლის რეზიდენტს, აღნიშნული ზედამხედველობა უფრო ნაკლები ხარისხით ესაჭიროება, ვიდრე სწავლების საწყის საფეხურზე მყოფ პირებს.

4. მითითებების ჯაჭვი ითვალისწინებს ეტაპობრივი პასუხისმგებლობის ზრდას. უფლებამოსილების გადაცემის საზღვრები, კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ზედამხედველი ექიმის მიერ, გამომდინარე რეზიდენტის აკადემიური მომზადებისა და ტექნიკური მზაობის ასპექტებიდან. ამგვარი მიდგომა უნდა გამომდინარეობდეს პროგრამის დირექტორისა და ლოკალური ხელმძღვანელის ხანგრძლივი დაკვირვებიდან, რომელიც პასუხისმგებელნი არიან რეზიდენტის მიერ ქირურგიული უნარ-ჩვევების ათვისებაზე და ხარისხზე. ამ პასუხისმგებლობის შესრულებისათვის, მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს ზედამხედველობის განხორციელების შემდეგ პრინციპებს:

ა) რეზიდენტზე ზედამხედველობის ფორმები შესაძლებელია განისაზღვროს კლინიკის შინაგანაწესით, პოლიტიკით ან სხვა რაიმე პროცედურული ნორმით;

ბ) რეზიდენტზე ზედამხედველობის ფორმები და წესები პერიოდულად მოწმდებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის გასვლითი ვიზიტების დროს;

გ) სათანადო ზედამხედველობა ხელს არ უნდა უშლიდეს პროგრესულ და შედარებით უფრო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღებას რეზიდენტთან დაკავშირებით; ამგვარად, ზედამხედველობის ტიპი შესაძლებელია ვარირებდეს კლინიკური სიტუაციებისა და რეზიდენტის მომზადების ეტაპისა და დონის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, პროგრამის დირექტორი და ლოკალური ხელმძღვანელი ნებისმიერ დროს უნდა იყოს ხელმისაწვდომი რჩევის მიცემის, დახმარების ან კონსულტაციური მხარდაჭერისათვის.

    მუხლი 2. შეფასების მეთოდები

1. ზოგადი ქირურგიის რეზიდენტები პროგრამაში მონაწილეობისას უნდა აკმაყოფილებდნენ დადგენილ აკადემიურ კრიტერიუმებს.

 2. წლიდან წლამდე, რეზიდენტთა აკადემიური კომპეტენციისა და კლინიკური უნარ-ჩვევების პროგრესის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება ხორციელდება რეზიდენტთა შეფასების სისტემის საშუალებით. რეზიდენტთა საბაზისო და კლინიკური ცოდნის, კლინიკური უნარ-ჩვევების, ზოგად სამედიცინო ასპექტებისა და სხვა კომპონენტების შეფასების ამსახველი ინფორმაცია საბოლოო ჯამში თავს იყრის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორთან.

 3. რეზიდენტთა განვითარების და მოქმედების პროგრესის მონიტორინგი ეტაპობრივად ხორციელდება თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ.

 4. რეზიდენტის შეფასება შესაძლებელია მოხდეს გამოცდის ტიპით მოწყობილი გამოკითხვით: ზეპირი, ტესტური, წერილობითი და ჩვევებზე უშუალო ზედამხედველობის სახით.

 5. მოდულის დასრულების შემდეგ შეფასების ანგარიში გადაეგზავნება პროგრამის დირექტორს განსახილველად და ხელმოწერისათვის.

 6. რეზიდენტთა შეფასების პოლიტიკა მნიშვნელოვანია ასევე პროგრამის პრომოციის, სრულყოფის, გამოსწორების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თვალსაზრისით. გათვალისწინებულია, რეზიდენტთა შეფასება განხორციელდეს OSCE სისტემის საშუალებით.

    მუხლი 3. შესაფასებელი კომპეტენციები

1. თეორიული მზადება: ზოგად ქირურგს უნდა გააჩნდეს ზოგადსამედიცინო და ზოგად-ბიოლოგიური გენერიული ცოდნა, რომელიც მან უნდა გამოიყენოს კლინიკურ პრაქტიკაში; ქირურგმა უნდა წარმართოს თვისობრივი კლინიკური პროცესი და უნდა აითვისოს ძირითადი ტექნიკური/ოპერაციული ჩვევები. უპირველეს ყოვლისა, ქირურგისათვის აუცილებელია დიპლომამდელი განათლების ეტაპზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და სხვა ჭრილში განხილვა. რეზიდენტი, პროგრამაში მონაწილეობის დროს გაივლის შემდეგ მოდულებს საბაზისო მეცნიერებებში:

ა) გამოყენებითი ქირურგიული ანატომია

ბ) გამოყენებითი ფიზიოლოგია

გ) კლინიკური ბიოქიმია

დ) პათოლოგია

ე) კლინიკური მიკრობიოლოგია

ვ) კლინიკური ფარმაკოლოგია.

2. ქირურგს მომზადებისას აუცილებლად უნდა მიეცეს ცოდნა ჯანდაცვის ეკონომიკის, სამეცნიერო-კვლევითი მეთოდოლოგიების, ეთიკური და იურიდიული საკითხების სფეროებში. მზადების პერიოდში ქირურგი უნდა ეწეოდეს სამეცნიერო აქტივობას, ამზადებდეს სამეცნიერო პუბლიკაციებს და ამით იმზადებდეს საფუძველს შემდგომი კლინიკური საქმიანობის წარმატებულად განხორციელებისათვის.

3. პრაქტიკული საქმიანობა : უშუალოდ ქირურგიული მოდულები პროგრამაში უნდა იქნეს გამოყოფილი შემდეგი სახით:

ა) პრეოპერაციული მართვა: ფიზიკური გამოკვლევები; სამუშაო დიაგნოზი და მისი განვითარების ეტაპები; ანესთეზიისა და ოპერაციის ადეკვატურობის (ჩვენების) განსაზღვრა; ელექტროკარდიოგრაფია და მისი ინტერპრეტაცია; სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის და ენდოკრინული სისტემის შესაფასებელი ტესტები (გამოკვლევები); თანმხლები მდგომარეობების მართვა (მაგ.: დიაბეტი, რესპირაციული დაავადებები, კარდიოვასკულური დაავადებები, მალნუტრიცია, ანემია, სიყვითლე, კოაგულაციური დარღვევები, იმუნოსუპრესიული ან სხვა სახის მკურნალობის ფონი, ფსიქიატრიული დაავადებები და სხვ.); პრემედიკაცია და სედაცია; თრომბოემბოლიური დაავადების პროფილაქტიკა ;

ბ) ინტრაოპერაციული მართვა: ანესთეზიის პრინციპები; ანესთეზიის პირობებში მყოფი ავადმყოფის მოვლა და მონიტორინგი; ანესთეზიის პერიოდში ნერვებისა ან სხვა დაზიანებების პრევენცია ;

გ) პოსტოპერაციული მართვა: ტკივილის კონტროლი; რესპირაციული დარღვევების ამოცნობა და კორექცია; წყალ-მარილოვანი ბალანსის შეფასება და შენარჩუნება; ჰემოტრანსფუზია: ჩვენებები, რისკები, გართულებები, პლაზმის შემცვლელები; ინტრავენური მიდგომები; პოსტ-ოპერაციული მონიტორინგი; ნუტრიციული მხარდაჭერა: ჩვენება, ტექნიკა, სრული პარენტერული კვება; ორგანოთა სისტემების უკმარისობა პოსტოპერაციულ პერიოდში და მისი მართვა; პოსტ-ოპერაციული გართულებები; გართულებათა პრევენცია, ამოცნობა და მართვა ;

დ) ქირურგიული ინფექცია და მისი პრევენცია: ქირურგიულად “მნიშვნელოვანი” მიკროორგანიზმები; ორგანიზმის ინფექციაზე რეაგირების პათოფიზიოლოგია; სეპტიური შოკი; ქირურგიული ინფექციის წყაროები, პრევენცია და კონტროლი; ასეპტიკისა და ანტისეპტიკის პრინციპები; ასეპტიკის ტექნიკა; სტერილიზაცია; ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა და ინფექციათა მკურნალობა; ჰეპატიტითა და იავ-ინფიცირებულ პაციენტთა ქირურგიული მკურნალობა, სპეციფიკური სიფრთხილის ზომები ;

ე) ქირურგიული ტექნიკა და ტექნოლოგია: კანის დამუშავება / მომზადება; ადგილობრივი და რეგიონული ანესთეზია; განაკვეთები და მათი დახურვა; ნაკერები და სალიგაციო მასალები; პაციენტის მდებარეობა; ჩაცმულობა, თეთრეული; ჰემოსტაზისა და კოაგულაციის დარღვევები; დიათერმიის პრინციპები, ენერგიის ალტერნატიული წყაროები; ლაზერული ტექნოლოგიების პრინციპები; ზოგად ნარკოზთან და ლაპაროსკოპიულ პროცედურებთან დაკავშირებული აფეთქებების საფრთხე; ჭრილობის შეხორცების პათოფიზიოლოგია; ქირურგიული ჭრილობების კლასიფიკაცია; ჭრილობის მართვის პრინციპები; ნაწიბურები და კონტრაქტურები; ჭრილობის გახსნა (დეგისცენცია); კანისა და კანქვეშა ქსოვილის ცისტებისა და კეთილთვისებიანი სიმსივნეების ამოკვეთა; ბიოფსიისა და ციტოლოგიური კვლევისათვის მასალის აღების პრინციპები და ტექნიკა; ქსოვილთა ნიმუშების აღება კრიოსექციის და პარაფინული ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ბაქტერიოლოგიისათვის; ქსოვილოვანი სითხეების/გამონაყოფების აღება ლაბორატორიული შესწავლისათვის, მათი შედეგების ინტერპრეტაცია; ზედაპირული აბსცესების დრენირება; ნაწლავთა შერთულების და სისხლძარღვთა ანასტომოზების ბაზისური პრინციპები;

ვ) ტრავმატოლოგია და გადაუდებელი მედიცინა (გამოყენებითი საბაზისო ცოდნა, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ ხარისხის მძიმე დაზიანებების მქონე ავადმყოფთა კლინიკური შეფასებისათვის, რათა გააზრებულ იქნეს ტრავმით, ჰემორაგიით ან შოკით გამოწვეული ფუნქციის დარღვევა): პრეჰოსპიტალური მართვის პრინციპები; კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი და მძიმედ დაზიანებულ პაციენტთა კლინიკური შეფასების შკალები; უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა მართვა; კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ და მძიმე დაზიანებების მქონე პაციენტთა სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი; პოლიტრავმა და ავადმყოფთა მართვა; რესუსციტაცია (რეანიმაცია) და ჰემოდინამიკური მხარდაჭერა; სისხლდენა და შოკი; გადაუდებელი ქირურგული პროცედურები და ტრეპანაცია; ხერხემლის ტრავმული დაზიანების საწყისი მართვა, პარა- და ტეტრეპლეგია; გულის გაჩერება; გულის ტამპონადა; ტრავმული ჭრილობები; ცეცხლნასროლი დაზიანებები და წნევის ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებები / კონტუზიო; დამწვრობითი დაზიანება; კანის დეფექტების კანის ყლორტებითა და ნაფლეთებით მკურნალობის პრინციპები; მოტეხილობის შეხორცების პათოფიზიოლოგია, შეუხორცებლობა, დაგვიანებული შეხორცება, გართულებები, მკურნალობის პრინციპები, ძვლის იმპლანტაციის პრინციპები; ტრავმული შეშუპება და კომპარტმენტის (რომელიმე ანატომიურ ღრუში წნევის მომატების) სინდრომი; თავის დაზიანებები (მათ შორის სახისა და თვალბუდის ტრავმები); თავისა და ტვინის დაზიანებების საწყისი მკურნალობა; მძინე დაზიანებების მქონე უგონო პაციენტთა ჰაერგამტარი გზების გამავლობის უზრუნველყოფა, ენდოტრაქეული ინტუბაცია, ლარინგოტომია, ტრაქეოსტომია; გულმკერდის ღია და დახურული დაზიანებები; შარდის გამომყოფი ტრაქტის დაზიანებები; ტრავმული ჰემატურია; ორგანოთა ტრავმული დაჟეჟილობა და გახეთქვა (მაგ.: ღვიძლი, ფილტვი, ელენთა, პანკრეასი, თირკმელი) ;

ზ) კრიტიკული ქირურგიული დაავადებები და ინტენსიური თერაპია (გამოყენებითი საბაზისო ცოდნა , რომელიც საჭიროა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციანტთა შესაფასებლად და იმ ფუნქციათა დარღვევების აღსაქმელად, რომლებიც გამოწვეულია ჰემორაგიით, შოკით და სეფსისით): პოსტტრავმული, პრეოპერაციული და პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპია; კარდიოპულმონური და ფარმაკოლოგიური რესუსციტაცია; ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია; ფილტვის არტერიის კათეტერიზაცია; სხივის და ბარძაყის არტერიების კათეტერიზაცია; ქალასშიდა წნევის გასაზომი ხელსაწყოები; სითხის შენაცვლება, ინფუზიური თერაპია და პარენტერული ალიმენტაცია; სისხლის გადასხმა და სეროლოგია; სისხლის შედედების დარღვევები და შენაცვლებითი (სუბსტიტუციური) ღონისძიებები; სისხლის აირების ანალიზი და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა; მონოორგანული უკმარისობა (გული, ღვიძლი, თირკმელი); პოლიორგანული უკმარისობა (პათოფიზიოლოგია და მკურნალობა); რესპირაციული უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, შოკური ფილტვი”, მოზრდილთა რესპირაციული დისტრესს სინდრომი, პუ