“სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ”
საინფორმაციო ბარათი ბეჭდვა ფაილის გადმოწერა
დოკუმენტის ნომერი 308/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2001
დოკუმენტის სახე საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 27/08/2001
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.931

სახელწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.931

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება 308/ნ

2001 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

სკოლამდელი და ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ

სკოლამდელ და ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა სწავლების პროცესის ოპტიმალურად წარმართვის, მავნე ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებისაგან მოზარდი ორგანიზმის დაცვის მიზნით ”ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმირების სახელმწიფო სისტემის ნორმატიული დოკუმენტები, სკოლამდელი და ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარიული წესებისა და ნორმების შესახებ:

ა) „ჰიგიენური მოთხოვნები ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების მოწყობისა და ექსპლუატაციისადმი“ – სანიტარიული წესები და ნორმები (დანართი1);

ბ) ჰიგიენური მოთხოვნები ექვსი წლის ბავშვთა სწავლების ორგანიზებისადმი“ – სანიტარიული წესები და ნორმები (დანართი2);

გ) „ჰიგიენური მოთხოვნები მოსწავლეთა სწავლების პირობებისადმი სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში“ – სანიტარიული წესები და ნორმები (დანართი 3);

დ) „ჰიგიენური მოთხოვნები პერსონალური ელექტროგამომთვლელი მანქანების ვიდეო-დისპლეური ტერმინალების მოწყობის, აღჭურვის, შენახვისა და სამუშაო რეჟიმისადმი ყველა ტიპის თანამედროვე ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში“ – სანიტარიული წესები და ნორმები (დანართი4).

ე) „ჰიგიენური მოთხოვნები ბავშვთა სანატორიუმების მოწყობისა და ექსპლუატაციისადმი“ – სანიტარიული წესები და ნორმები (დანართი5);

2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ა. ზოიძეს.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ჯორბენაძე

 

 

 

 

2.4.1. ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები

ჰიგიენური მოთხოვნები ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების მოწყობისა და ექსპლუატაციისადმი

(საბავშვო ბაგები, საბავშვო ბაღები, საბავშვო ბაგა-ბაღები)

სანიტარიული წესები და ნორმები

სანწდან 2.4.1. 00000

 

კარი I. ზოგადი ნაწილი

 

I. გამოყენების სფერო

1. წინამდებარე სანიტარიულ წესები და ნორმები შემუშავებულია საქართველოს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” და „განათლების შესახებ” კანონების შესაბამისად.

2. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები ვრცელდება ქალაქების, ქალაქის ტიპის დასახლებებისა და სასოფლო პუნქტების ყველა სახის ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებაზე (საბავშვო ბაგა, ბაღი, ბაგა-ბაღი) საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად.

 

II. ნორმატიული დამოწმებები

1. წინამდებარე სანიტარიულ წესებში გამოყენებულია დამოწმებები შემდეგ დოკუმენტებზე:

ა) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”;

ბ) საქართველოს კანონი „განათლების შესახებ”;

გ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”;

დ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის №807 ბრძანებულება „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი 1999-2005 წლების ღონისძიებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ”

 

     III. ზოგადი დებულებები.

1. ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები იქმნება 2 თვიდან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და კომპლექტდება ჯგუფებად, ასაკის გათვალისწინებით I ცხრილის შესაბამისად.

ცხრილი 1

2. მომსახურების ხანგრძლივობის მიხედვით ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები შეიძლება იყოს 9, 10, 12, 24 -საათიანიც ერთი დასვენების დღით 6-დღიან სამუშაო კვირაში, ან 2 დღის დასვენებით 5-დღიან სამუშაო კვირაში.

3. ბავშვთა ბაგა-ბაღები საჭიროა დაპროექტდეს ერთ, ორ, ოთხ, ექვს, რვა, თორმეტ და თოთხმეტ ჯგუფად შესაბამისად; 25,50, 95, 140, 190, 280 და 330 ადგილებით. მშენებარე ობიექტებზე ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფების რაოდენობა და თანაფარდობა განისაზღვრება დაპროექტების პროცესში.

4. საცხოვრებელ სახლებთან მიშენებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში უნდა იყოს არა უმეტეს 140 ადგილ. ქალაქებისა და მსხვილი დასახლებული პუნქტებისათვის საჭიროა დაპროექტდეს საბავშვო ბაგა-ბაღები არანაკლებ 140 ადგილის ტევადობით. საბავშვო ბაგა-ბაღების კომპლექები პროექტდება 24 და უფრო მეტ ჯგუფად 560-660 ადგილისათვის.

კარი II. ძირითადი ნაწილი

    მოთხოვნები ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების ჰიგიენური მოწყობისა და სწავლა-აღზრდის ორგანიზებისადმი

IV. მოთხოვნები მიწის ნაკვეთისადმი

1.  საბავშვო ბაგა-ბაღები საჭიროა განლაგდეს მიკრორაიონის განცალკევებულ მიწის ნაკვეთზე, მაგისტრალური ქუჩების, კომუნალური და სამრეწველო საწარმოებიდან 300 მ მომსახურების რადიუსით. მანძილი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობიდან წითელ ხაზამდე არ უნდა იყოს 25 მ-ზე ნაკლები, ხოლო საზღვარი მიწის ნაკვეთებსა და საცხოვრებელ ბინებს შორის შესასვლელიდან და ფანჯრებამდე არანაკლებ 10 მ-სა.

2.  საბავშვო სკოლამდელი დაწესებულების აშენებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი სანიტარიული მანძილი: საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებიდან ჯგუფური უჯრედების ძირითადი სათავსების ფანჯრებამდე დაშორება უნდა იყოს ყველაზე მაღალი მოპირდაპირე შენობის სიმაღლის არანაკლებ 2,5.

3.  მიწის ნაკვეთების ზომები შემდეგნაირად უნდა იქნეს გაანგარიშებული ერთ ადგილზე: 95-ადგილიან საბავშვო ბაგა-ბაღში – 40 კვ.მ; 140-320 ადგილზე – 35 კვ.მ; 560-660 ადგილიან კომპლექსებში – 30 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე გათვალისწინებული უნდა იყოს ჯგუფური მოედნები, საერთო სპორტული მოედანი, საერთო ფიზკულტურული მოედანი, ბოსტანი, სამეურნეო ფართობი, გამწვანება. ჯგუფური მოედნების მოცულობა განისაზღვრება შემდეგი ანგარიშით: 5 კვ.მ – 1 ბავშვზე ადრეული ასაკის I-II ჯგუფისათვის, 7,5 კვ.მ – I უმცროს ჯგუფში, 7,2 კვ.მ – სკოლამდელთათვის. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის ჯგუფური მოედნები ერთიანდებ წრიულ ბილიკებად, რომლის სიგანეა 1,5 მ (ველოსიპედით სასეირნოდ; თხილამურებით სასრიალოდ).

4.  საბავშვო მოედნები მოხერხებულად უნდა უკავშირდებოდეს შენობის შესასვლელს. ჯგუფური მოედნები უნდა იყოს როგორც ღია, ასევე გადახურული.

5.  მოედნის მოწყობილობა უნდა ითვალისწინებდეს მოზარდის ასაკსა და სიმაღლეს, მყარად უნდა იყოს დამაგრებული. დამზადებული უნდა იყოს გლუვზედაპირიანი მაღალხარისხიანი მასალისაგან, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ტრავმას.

6.  ჯგუფური მოედნები შემოფარგლული უნდა იყოს ბუჩქნარით. მოედნის 50% მაინც უნდა იყოს გამწვანებული და იცავდეს მოედანს ზედმეტი სიცხისაგან. შენობიდან 10 მ-ის მანძილზე უნდა დაირგს ხეები, ხოლო ბუჩქნარი – 5 მ-ზე. გამწვანება ისე უნდა შეირჩეს, რომ მთელი წლის განმავლობაში იყოს სიმწვანე. არ შეიძლება გასამწვანებლად გამოყენებულ იქნეს მომწამლავი ნაყოფის მქონე და ეკლიანი მცენარეები.

7.  თუ გამწვანებული ნაკვეთები უშუალოდ აკრავს ბაღს, პარკს ან ტყის მასივს, მაშინ დასაშვებია მწვანე ნარგავების ფართობის შემცირება 50%-მდე.

8.  ყოველ ჯგუფს მოედანზე უნდა ჰქონდეს საჩრდილობელი – 40 კვ.მ-ის ფართობით მზისა და წვიმისაგან დასაცავად. მისი იატაკი უნდა იყოს ხისა.

9.  ჯგუფურ მოედნებს უნდა ჰქონდეს ბაგის ასაკის ბავშვებისათვის ბალახის საფარი; სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის – დატკეპნილი ნიადაგი.

10.     სპორტული მოედანი გათვალისწინებულ უნდა იყოს 150 კვ.მ 50-75 და 250 კვ. მ – 100 და მეტ სკოლამდელი ასაკის ბავშვზე.

11.     ბაგა-ბაღის კომპლექსისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს 2 სპორტული მოედანი, საერთო ფართობით 400 კვ. მ. დასაშვებია საცურაო აუზების მოწყობაც 0,4-0,8 მ. სიღრმითა და 21 კვ. მ ფართობით. დასაშვებია აგრეთვე მოედნებზე საჭყუმპალაო აუზების მოწყობა სიღრმით 0,25 მ.

12.     სამეურნეო მოედანი დანარჩენებისაგან იზოლირებული და განთავსებული უნდა იყოს კვების ბლოკსა და სამრეცხაოსთან ახლოს, უნდა ჰქონდეს მყარი საფარი (ბეტონი ან ასფალტი) და ცალკე შესასვლელი.

13.     თუ საჭიროა პროდუქტების შენახვა დიდი ხნით (1 კვირაზე მეტი), მაშინ უნდა აიგოს არანაკლებ 50 კვ.მ ფართობის მქონე ბოსტნეულის შესანახი, რომლისთვისაც სპეციალური ნებართვის აღება იქნება საჭირო. ნაგვის ყუთები უნდა იყოს ლითონის მასალისაგან დამზადებული და სახურავებიანი უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამეურნეო მოედანზე შენობიდან 25 მეტრის მოშორებით, აუცილებლად ბეტონის ან ასფალტის საყრდენზე.

14.     მიწის ნაკვეთი შემოფარგლული უნდა იყოს არანაკლებ 1,6 მ სიმაღლის ღობით და მისი პერიმეტრის გაყოლებაზე უნდა იყოს ხეებისა და ბუჩქების 5 მ სიგანის ზოლი.

15.     მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე უნდა იყოს გარე ელექტროგანათება.

 

V. მოთხოვნები შენობებისადმი

1.  საბავშვო ბაგები, ბაღები და ბაგა-ბაღები მოთავსებული უნდა იყოს არა უმეტეს 2 -სართულიან ცალკე მდგომ შენობაში. რთული რელიეფის მქონე მიწის ნაკვეთებზე დასაშვებია სართულების რაოდენობის გაზრდა სამამდე.

2.  შენობას, ტევადობაზე დამოკიდებულებით, შეიძლება ჰქონდეს კომპაქტური, ბლოკური ან პავილიონური სტრუქტურა: შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე კორპუს-პავილიონისაგან, რომლებიც ან ცალ-ცალკე დგას, ან შეერთებულია ერთმანეთთან გათბობადი გადასასვლელებით.

3.  შენობსა და მიწის ნაკვეთზეც დაცული უნდა იყოს პრინციპი მაქსიმალური იზოლაციისა, განსაკუთრებით ბაგის ჯგუფებისათვის, როგორც ერთმანეთისაგან, ასევე ადმინისტრაციული შენობისგანაც. 50 და მეტი ადგილიან ბაგა-ბაღში, შენობაში, კვების ბლოკიდან, იზოლატორიდან, სამრეცხაოდან უნდა იყოს სხვადასხვა გამოსასვლელები გარეთ.

4.  შენობაში გარედან შესასვლელი კარი უნდა იყოს ერთტამბურიანი. გარე კარები შიგნით უნდა იღებოდეს. ტამბურის სიღრმე უნდა იყოს არანაკლებ 1,6 მ-სა.

5.  შიგა კარები, რომელიც ნაწილობრივ შემინულია, აუცილებლად ორივე მხრიდან ფიცრით უნდა იყოს დაფარული ბავშვის სიმაღლეზე.

6.  ბაგის ასაკის ბავშვების ჯგუფური უჯრედები აუცილებლად I სართულზე უნდა იყოს განლაგებული და თითოეულს უნდა ჰქონდეს ცალკე შესასვლელი.

7.  ჯგუფურ უჯრედში შედის: მისაღები, სათამაშო ოთახი, საძინებელი და ბუფეტი. ისინი მოხერხებულად უნდა იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან. ადრეული ასაკის I ჯგუფის მიმღებში გამოყოფილია ადგილი მშობლებისათვის გასახდელად და ძუძუთა ბავშვთა კვებისათვის. ამ ჯგუფებში საძინებელი რეკომენდებულია გაიყოს ორ ზონად შემინული ტიხრებით.

8.  სკოლამდელი ასაკის ბავშვების ჯგუფური უჯრედები შეიძლება მოთავსდეს როგორც I, ისე II სართულზე. 4 ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს ერთი შესასვლელი. ამ ჯგუფური უჯრედის შემადგენლობაში შედის: გასახდელი, ჯგუფის ოთახი, საძინებელი, ტუალეტი და სასადილო.

9.  შენობის სათავსების ფართობები და შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს დანართებს 1 და 2.

10.     საბავშვო დაწესებულებების მიწისზედა სართულების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრისა.

11.     შენობის სათავსების გადახურების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მზის საცავის გათვალისწინება ფანჯრებისათვის: სათამაშო, საძინებელი, დარბაზის სამზარეულოსა და სხვათათვის აუცილებელია ფერადი ბამბის ქსოვილების ფარდები, რომლებიც სინათლეს კარგად ატარებს (პოპლინი, შტაპელი, რიფსი). ფარდა უნდა შედგებოდეს ორი გასაწევ-გამოსაწევი ტილოსაგან.

12.     სათამაშო, ჯგუფურ და საძინებელ სათავსებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორპირი ან კუთხური განიავება (ჯგუფური სათამაშო და საძინებელი ოთახების გარდა). ასეთი განიავება უნდა ჰქონდეს სამზარეულო, სამრეცხაო, საშრობ, საუთოებელ სათავსებს.

13.     ყველა სათავსს უნდა ჰქონდეს ფრამუგები და სარკმლები და გამოიყენებოდეს მთელი წლის განმავლობაში. ფრამუგებისა და იატაკის ფართობების თანაფარდობა უნდა იყოს – 1:50. ფრამუგების გარეთა ნაწილი უნდა იღებოდეს ქვემოდან, შიგნითა – ზემოდან. რე-კომენდებულია ფრამუგის შიგა ნაწილს ჰქონდეს გვერდითი ფარი.

14.     ჯგუფურ უჯრედებში კიბეების ზღუდის სიმაღლედ მიღებულია 1,3 მ. კიბის უჯრედის სახელურის სიმაღლე ბავშვებისათვის 0,5 მ უნდა იყოს, უფროსებისათვის კი – 0,85 მ.

15.     ადრეული ასაკის მეორე ჯგუფისა და პირველი უმცროსი ჯგუფის ბავშვების ტუალეტებში იდგმება 2 საბავშვო პირსაბანი და 1 უფროსებისათვის. 1 საბავშვო უნიტაზი, 1 პირსახოცი – საშრობი.

16.     მეორე უმცროსი და საშუალო ჯგუფების ტუალეტებში იდგმება 4 საბავშვო პირსაბანი, 3 საბავშვო უნიტაზი ღია კაბინებში და 1 საშრობი – პირსახოცი. უფროსი და მოსამზადებელი ჯგუფებისათვის საჭიროა ცალ-ცალკე ტუალეტები გოგონებისა და ბიჭებისათვის 4-4 უნიტაზით, 4 პირსაბანითა და 1 საშრობით.

17.     95 და მეტადგილიან საბავშვო დაწესებულებებში უნდა იყოს დარბაზი მუსიკალური და ფიზკულტურული მეცადინეობისათვის. დარბაზის ფართობი სკოლამდელთათვის 140 ადგილისათვის – 75 კვ.მ; ხოლო 140-190 ადგილისათვის – 100კვ.მ; სკოლამდელ დაწესებულებებში 280-330 ადგილზე გათვალისწინებული უნდა იყოს დარბაზი 100-500 ან 75 კვ.მ. თითოეულისათვის. დარბაზში იატაკზე დაგებული უნდა იყოს, ან ლინოლეუმი, დათბილულსარჩულიანი.

18.     დარბაზს არ უნდა ჰქონდეს ორმხრივ გასასვლელი. დასაშვებია ორი დარბაზის გაერთიანება ტიხრით. დარბაზებს უნდა ჰქონდეს სათავსი, ფიზკულტურული ინვენტარისათვის 6 მ2.

19.     საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებების შენობებში ბაგა-ბაღის კომპლექტის დასაშვებია საცურაო აბაზანიანი აუზები 3X7 მ 0,6-დან 0.8 მ-მდე სიღრმის. აუზის გარემომცველი ბილიკი სიგანით 0,75 მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. საშხაპეებიდან ბილიკებამდე გამოსასვლელებში საჭიროა იდგეს ფეხის სააბაზანოები სიგრძე-სიგანით 0,8 მ და სიღრმით 0,1 მ.

20.     ავადმყოფი ბავშვების იზოლაციისათვის შენობის I სართულზე უნდა იყოს იზოლატორი ცალკე გასასვლელით. იზოლატორის პალატები ერთმანეთში არ უნდა გადიოდეს. ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების ყველა შენობაში აუცილებლად უნდა იყოს საექიმო კაბინეტი იზოლატორის ერთ-ერთ პალატასთან, გამოყოფილი იატაკის დონიდან 1-1,2 მ სიმაღლის შემინული ტიხრით.

21.     სამედიცინო კაბინეტის მოწყობა და ფართობი უნდა შეესაბამებოდეს დანართ 3-ს.

22.     საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებების საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობების შემადგენლობა და ფართობი უნდა შეესაბამებოდეს დანართ 4-ს.

23.     ასეთი დაწესებულებების შენობებში გათვალისწინებული უნდა იყოს შესასვლელი მომსახურე პერსონალისთვის და ჰოლი 12 მ2 ფართობით 90-240 ადგილისათვის, 18 მ2. – 240 და მეტადგილიანი დაწესებულებისათვის.

24.     კვების ბლოკის სათავსები უმჯობესია განთავსდეს I სართულზე გარეთ გასასვლელით. სათავსო ბოსტნეულისა და მშრალი პროდუქტების შესანახად გათვალისწინებულია სამზარეულოსაგან იზოლირებულად. სამზარეულოდან ასეთ სათავსში გასასვლელი დაუშვებელია.

25.     საკვების ვერტიკალური ტრანსპორტირებისათვის სასურველია სატვირთო ამწეები. სამზარეულოს უნდა ჰქონდეს ელექტროენერგიაზე მუმუშავე აღჭურვილობა.

26.     კვების ბლოკის შენობის მოწყობა და ფართობი უნდა შეესაბამებოდეს დანართ 5-ს.

27.     სამრეცხაო და საუთოებელი სათავსები უნდა განლაგდეს მომიჯნავედ. ჭუჭყიანი თეთრეულის ჩაბარება და სუფთას მიღება უნდა ხდებოდეს სხვადასხვა ფანჯრიდან. ჭუჭყიანი თეთრეულის ჩასაბარებელი რაბი ფანჯრით უნდა იღებოდეს სამრეცხაოს მხარეს. დაუშვებელია სამრეცხაოს შესასვლელი იყოს კვების ბლოკის ან ჯგუფური უჯრედების მოპირდაპირედ.

28.     სამრეცხაო სათავსის შემადგენლობა და ფართობი უნდა შეესაბამებოდეს დანართ 6-ს.

29.     დაუშვებელია, რომ სამზარეულოს, სამრეცხაოს, საპირფარეშოს ფანჯრები მოთავსებული იქნეს ჯგუფების, სათამაშო და საძილე შენობის ფანჯრების ქვეშ.

30.     ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულების შენობის კედლები და იატაკი უნდა იყოს გლუვი და მოსახერხებელი სველი წესით დასუფთავებისათვის.

31.     შენობის მუსიკისა და სპორტული დარბაზების კედლების ზედაპირები უნდა იყოს ნათელი ფერის, მქრქალი, მოსახერხებელი გარეცხვა-დეზინფექციისათვის. კვების ბლოკი (სამზარეულო) გარედან, სამრეცხაოს, საუთოებლისა და საპირფარეშოს სათავსები მოპირკეთებული უნდა იყოს 1,5 მ-ის სიმაღლეზე მოჭიქული კერამიკული ფილებით. ჯგუფური, სათამაშო, საძინებელი, იზოლატორის ოთახების ფიცრის, პარკეტის, ან ლიეუმის იატაკი უნდა იყოს თბილი, ნაპრალების გარეშე და მოსახერხებელი გათბობისათვის, ხოლო კვების ბლოკის, სამრეცხაოს, საუთოებლის, საპირფარეშოს სათავსების იატაკები უნდა იყოს მოხვეწილი კერამიკული ან მოზაიკის ფილებით.

32.     ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების შენობების იატაკის საფარისათვის შესაძლებელია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული პოლიმერიული მასალების გამოყენება.

 

VI. მოთხოვნები ბუნებრივი და ხელოვნური განათებისადმი

1.  საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებების ძირითად შენობებს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება. ბუნებრივი განათების მინიმალური კოეფიციენტი (ბგკ) ჯგუფებში, საძინებლებში, სამედიცინო ოთახებში, იზოლატორის პალატებში, ავადმყოფი ბავშვების ოთახებში, მუსიკისა და ფიზკულტურული ვარჯიშების სამეცადინო ოთახებში უნდა იყოს არა უმცირეს 15%-ისა დამატებითი ხელოვნური განათება დასაშვებია მხოლოდ საპირფარეშოსა და მისაღებში.

2.  ერთმხრივი განათების დროს ჯგუფების ოთახების სიღრმე შეიძლება იყოს მხოლოდ 6 მ, ხოლო უფრო ღრმა შენობებისთვის აუცილებელია ფანჯრების ორმხრივი პარალელური ან კუთხური განლაგება. ფანჯრებს არ უნდა ჰქონდეს წვრილი ბადე. ფანჯრის რაფებზე არ უნდა იდგეს მაღალი, ფართოფოთლოვანი ყვავილები, რომლებიც ხელს უშლის ფანჯრიდან შუქის შემოსვლას. რაფებზე მდგარი ყვავილების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 15 სმ-ს თითოეულ ფანჯარაზე არ უნდა იდგეს 2–3-ზე მეტი ყვავილი. რეკომენდებულია კედლებზე ჩამოსაკიდი ან იატაკზე დადგმული 70 სმ-მდე სიმაღლის ყვავილის ქოთნები.

3. ხელოვნური განათების წყარომ უნდა უზრუნველყოს მთელი შენობის საკმარისი და თანაბარი განათება.

4. ლუმინესცენციური ნათურების გამოყენებისას ჯგუფების, მუსიკისა და ტანვარჯიშის ოთახების განათება უნდა იყოს 200 ლუქსი. იატაკის დონიდან 0,5 მ-ზე, მისაღებში – 0,8 მ-ზე; გასახდელებში – იატაკის დონეზე. იმ ოთახებში, სადაც მიმდინარეობს 6-წლიანი ბავშვების სწავლება, განათება მაგიდებზე უნდა იყოს 30 ლუქსი. საძინებელში, იზოლატორის პალატებსა და ავადმყოფი ბავშვების ოთახებში – 75 ლუქსი იატაკიდან 0,5 მ სიმაღლეზე.

 

VII. ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების შენობათა ხელოვნური განათებისათვის რეკომენდაციები

1. რეკომენდაციები ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების შენობათა ხელოვნური განათებისადმი მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში

 

ცხრილი 2

2. ვარვარების ნათურების გამოყენებისას განათების დონე უნდა იყოს 100 ლუქსი. საერთო ელექტროსიმძლავრე უნდა შეადგენდეს 1800 ვტ/მ2, კუთრი – 30-36 ვტ/მ2. იმ ოთახებში, სადაც ბავშვები მუდმივად არიან, ჩამრთველები და გამომრთველები უნდა დამონტაჟდეს იატა-კიდან 1,8 მ სიმაღლეზე. ხელოვნური განათება უნდა ირთვებოდეს სინათლის კალენდრის თანახმად, რომელიც მოცემულია დანართ 7-ში.

 

VIII. მოთხოვნები სანიტარიულ-ტექნიკური მოწყობილობისადმი

1. ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაღალხარისხიანი სასმელი წყლით შემდეგი ანგარიშით:

ა) დღის განმავლობაში მომუშავე ბავშვთა ბაგა-ბაღებისათვის 75ლ/დღე-ღამეში;

ბ) 24 -საათიანი განრიგით მომუშავე ბავშვთა ბაგა-ბაღებისათვის 100 ლ/დღე-ღამეში;

2.  სასმელი წყლის ხარისხი უნდა შესაბამებოდეს გოსტ 2874-82 „სასმელი წყალი. ჰიგიენური მოთხოვნები და ხარისხის კონტროლის” მოთხოვნებს.

3.  საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებების შენობები უნდა იყოს აღჭურვილი წყალგაყვანილობით და უზრუნველყოფილი იყოს ცხელი წყლითა და კანალიზაცით. თუ არ არსებობს ცენტრალიზებული საქალაქო ან სასოფლო წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, უნდა გაკეთდეს ადგილობრივი კანალიზაცია ადგილობრივი გამწმენდი ნაგებობით სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურებთან შეთანხმებით.

4.  სამზარეულოს, სამრეცხაოს და I ჯგუფის ადრეული ასაკის ბავშვებთან სათამაშო ოთახების, ბუფეტსა და საპირფარეშოებს გამანაწილებელი ონკანით უნდა მიეწოდებოდეს ცხელი წყალი. ყველა ჯგუფისათვის წყლის ტემპერატურა საშხაპეებსა და პირსაბანებში უნდა იყოს არანაკლებ 370C. თუ არსებობს ცხელი წყლით მომარაგების სისტემა, საპირფარეშოებში უნდა იყოს ბავშვების ზედა ტანსაცმლის გასშრობი კარადები და საშრობები.

5.  საბავშვო სანიტარული მოწყობილობათა დანადგარები სიმაღლე უნდა იყოს:

ა) პირსაბანები ბაგისა და უმცროსი ასაკის სკოლამდელთათვის – 0,4 მ;

ბ )პირსაბანები საშუალო და უფროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის – 0.5 მ;

გ) აბაზანები – 0,6 მ;

დ) საშხაპე (ღრმა) ქვესადგამები II ჯგუფის ადრეული ასაკის და I უმცროსი ჯგუფის ბავშვებისათვის – 0,6 მ;

ე) საშხაპე (მცირე) ქვესადგამები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის – 0,3 მ;

6.  შხაპის ბადეებს უნდა ჰქონდეს დრეკადი შლანგები.

7.  ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების შენობებში უნდა იყოს ცენტრალური გათბობისა და ვენტილაციის სისტემები. სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში არა უმეტეს 50 კაცზე. დასაშვებია ღუმლებით გათბობა, ოღონდ გასათბობი ღუმელი უნდა იკეტებოდეს ჰერმეტულად. გათბობა უნდა დაიწყოს ბავშვების მისვლამდე 1,5-2 საათით ადრე. წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ხდებოდეს სპეციალური კომისიის მიერ ღუმლების უსაფრთხოების შემოწმება. ბავშვების უსაფრთხოებისათვის სასურველია გამათბოელი მოწყობილობები შემოისაზღვროს.

8.  ჰაერის ტემპერატურა შენობაში უნდა იყოს ოთახების დანიშნულებისა და ბავშვთა ასაკის მიხედვით.

9.  ბავშვების ტანსაცმელი უნდა შეესაბამებოდეს ამინდის პირობებს და ჰაერის ტემპერატურას, რაც მოცემულია მე-3 ცხრილში.

10.     სათამაშო და ჯგუფების ოთახებში, რომლებიც განლაგებულია I სართულზე, იატაკის ტემპერატურა ზამთარში არ უნდა იყოს 220-ზე ნაკლები.

11.     ჰაერის ფარდობითი ტენიანობა ბავშვების შენობაში ყოფნისას უნდა იყოს 40-55%, სამზარეულოსა და სამრეცხაოებში – 60-70%.

12.     სათავსები, სადაც ბავშვები მუდმივად იმყოფებიან (სათამაშო, საძინებელი, ჯგუფები), უზრუნველყოფილი უნდა იყოს სუფთა ჰაერით, ამიტომ საჭიროა ხშირი განიავება.

 

 

 

 

 

 

ცხრილი 3

IX. მოთხოვნები სათავსების მოწყობისადმი.

1.  ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს ბავშვების ზრდისა და ასაკობრივ თავისებურებებს, უნდა ითვალისწინებდეს ჰიგიენურ და პედაგოგიურ მოთხოვნებს.

2.  სათამაშო და ჯგუფების ოთახებში მაგიდები და სკამები უნდა შეესაბამებოდეს ბავშვთა რაოდენობას. ადრეული ასაკის მეორე ჯგუფში და პირველ უმცროს ჯგუფსა და საშუალო ჯგუფებში მაგიდები 4-ადგილიანი და დამატებით ორადგილიანი ტრაპეციის ფორმისა უნდა იყოს. უფროს და მოსამზადებელ ჯგუფებში კი – ასახდელთავსახურიანი ორადგილიანი მაგიდები.

3.  მაგიდებისა და სკამების ზომები უნდა შეესაბამებოდეს გოსტ 19301.2-86 საბავშვო სკოლამდელი ავეჯი. ფუნქციური ზომები..

4.  მაგიდებისა და სკამების ძირითადი ზომები საბავშვო ასაკის ბავშვებისათვის უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ 4-ს.

ცხრილი 4

* ორადგილიანი მაგიდების რაოდენობა.

5.  ბაგის ასაკის ბავშვებისათვის მაგიდების და სკამების ძირითადი ზომები უნდა შეესაბამებოდეს მე-4 ცხრილის მონაცემებს.

6.  სკამები უნდა იყოს მაგიდების კომპლექტის ნაწილი. საორიენტაციო რაოდენობა სკამებისა და მაგიდებისა, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის მოცემულია მე-5 ცხრილში.

7.  მაგიდების განლაგების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი აუცილებელი მოთხოვნები:

ა) მაგიდები დადგმული უნდა იყოს იმ კედელთან, რომელიც უზრუნველყოფს სინათლის შემოსვლას მარცხენა მხრიდან.

ბ) ოთხადგილიანი მაგიდები იდგმება არა უმეტეს 2 რიგისა;

გ) ორადგილიანი – არა უმეტეს 3 რიგისსა;

დ) მაგიდების რიგებს შორის მანძილი 0,5 მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს;

ე) მაგიდების პირველ რიგსა და სინათლის შემომავალი კედლიდან მანძილი –1 მ;

ვ) პირველი მაგიდებიდან დაფამდე მანძილი – 3-2,5 მ.

ზ) დაფის სიმაღლე იატაკიდან – 0,7-0,8მ.

თ) დასაკიდი დაფის ზომა – 0,75-1,5 მ.

8.  ბავშვების განაწილება მაგიდებთან უნდა მოხდეს ჯანმრთელობის, მხედველობისა და სმენის გათვალისწინებით.

9.  სათამაშო და სასადილო ოთახებში მანეჟი და ბარიერი მოთავსებული უნდა იყოს ფანჯრიდან 1მ-ის დაშორებით, მისგან სიგრძივ პარალელურად. ადრეული ასაკის I ჯგუფში პირსაბანის გვერდით დგამენ ბავშვის გადასახვევ მაგიდას პირსახოცის ჩამოსაკიდით და ბაკს ჭუჭყიანი თეთრეულისათვის. ბავშვთა კვებისათვის იდგმება ორადგილიანი მაგიდები.

10.     საძილე ოთახებში იდგმება სტაციონარული საწოლები, რომელთა ზომა უნდა შესაბამებოდეს გოსტ 19031.3-73 საბავშვო სკოლამდელი ავეჯი, საწოლები, ფუნქციონალური ზომები მოთხოვნებს.

11.     3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საწოლის სიგრძე 120 სმ-ია; სიგანე – 60 სმ, სიმაღლის მაგერულირებლით და ზღუდით 3-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწოლის სიგრძე – 140 სმ; სიგანე – 60 სმ-ია. სკოლამდელი ბავშვებისათვის დასაშვებია მაგარძირიანი გასაშლელი საწოლების გამოყენება, აგრეთვე ჩაშენებული 1 ან 2-სართულიანი საწოლებისა. კატეგორიულად იკრძალება სტაციონარული ორიარუსიანი საწოლები.

12.     მისაღებ და გასახდელ ოთახებში უნდა იდგეს კარადები ბავშვებისა და მომსახურე პერსონალისათვის, აგრეთვე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გასაშრობი მოწყობილობა. ტანსაცმლის კარადებს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური უჯრები თაროებით თავსახურავისათვის და ჩამოსაკიდი ზედა ტანსაცმლისათვის. ადრეული ასაკის I ჯგუფის ბავშვების მისაღებში უნდა იდგეს მაგიდები, სკამები, ფეხის დასადგამები, პირსაბანები, კარადები გასახდელად ბავშვების კვებისათვის მეძუძური დედებისათვის.

13.     საპირფარეშოებში უნდა იდგეს საკიდები ინდივიდუალური სექციებით ბავშვების პირსახოცებისა და პირადი ჰიგიენის სხვა ნივთებისათვის; სამეურნეო კარადებით, ბაგის ჯგუფებში კარადებს ცალკე სათავსები უნდა ჰქონდეს ღამის ქოთნებისათვის. სტაციონარული საბავშვო მოწყობილობა მყარად უნდა იყოს დამაგრებული შესაძლო ტრავმების თავიდან ასაცილებლად.

14.     დიაფილმების საჩვენებლად გამოიყენება დიაპროექტორები და სტანდარტული ეკრანები 0,8 გამოსახულების კოეფიციენტით. კინოფილმის ჩვენება უშუალოდ კედელზე დაუშვებელია. ეკრანის სიმაღლე იატაკიდან უნდა იყოს არანაკლებ 1 მ-ისა და არა უმეტეს 1,3 მ-ისა. დიაფილმების ჩვენების ხანგრძლივობა 15 წუთია.

15.     ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში სატელევიზიო გადაცემების სანახავად საჭიროა ტელევიზორი, რომლის ეკრანის ზომა იქნება დიაგონალით 59-69 სმ. ტელევიზორი უნდა იდგეს 1-1,3 მ სიმაღლეზე. დაშორება ეკრანიდან მაყურებლამდე უნდა იყოს 4-6 მეტრი. სკამები იდგმება 4 ან 5 რიგად. რიგებს შორის მანძილი 0,5-0,6 მ-ია. ბავშვები უნდა დასხდნენ სიმაღლის მიხედვით.

16.     სატელევიზიო გადაცემების ყურება უნდა მოხდეს საღამოს საათებში ხელოვნური განათების პირობებში. დღის საათებში ფანჯრები უნდა დაიხუროს ფარდებით, ისე რომ, მზის სხივი არ ხვდებოდეს ეკრანს. ტელეგადაცემის ნახვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს 4-5 წლის ბავშვებისათვის; 30 წუთს – 6 წლის ბავშვებისათვის.

17.     დიაპროექტორის ეკრანიდან დაშორებას და მაყურებელთა პირველი რიგიდან ეკრანამდე მანძილს შემდეგი ცხრილის მიხედვით გამოითვლიან:

ცხრილი 6

 

X. მოთხოვნები სათავსებისა და ნაკვეთის სანიტარიული მდგომარეობისადმი

1.  შენობების ყველა სათავსში დაცული უნდა იყოს სამაგალითო წესრიგი და სისუფთავე. ყველა სათავსის დალაგება-დასუფთავება უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად, სველი წესით, ღია ფანჯრებისა და ფრამუგების პირობებში. იატაკი უნდა ირეცხებოდეს დღეში ორჯერ, ერთხელ აუცილებლად ავეჯის გადაადგილებით. ავეჯი, რადიატორი, ფანჯრის რაფები სველი ტილოთი უნდა გაიწმინდოს. ბავშვების ტანსაცმლის კარადა ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს და კვირაში ერთხელ გაირეცხოს. მუსიკისა და ტანვარჯიშის სამეცადინო ოთახებ უნდა დალაგდეს ყოველი მეცადინეობის შემდეგ. შენობის სველი წესით დასუფთავება უნდა ხდებოდეს სარეცხი საშუალებების გამოყენებით (საპონი, კალცინირებული სოდა, სინთეზური სარეცხი საშუალებები) ღია ფანჯრებისა და ფრამუგების პირობებში. მთელი შენობის განერალური დასუფთავება უნდა ხდებოდეს ყოველთვიურად ეპიდჩვენების მიხედვით: რეცხვა იატაკის, გამანათებელი საშუალებების, ფანჯრების, კარების. კედლები უნდა ირეცხებოდეს და იწმინდებოდეს სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებებით. სადეზინფექციო მასალად უნდა გამოიყენებოდეს ნაკლებტოქსიკური პრეპარატები: 0,5%–1.0% ქლორისა და ქლორამინის ხსნარი; 0,5% კალციუმის ჰიპოქლორიტი; ქლორდეზინის (0,5%) და სულფოქლორანტინის (0,2%) მადეზინფიცირებელი კომპოზიცია.

2.  გამწოვი ვენტილაციის სისტემის ჟალუზები უნდა იყოს ღია, სისტემატიურად იწმინდებოდეს მტვრისაგან. მათი დახურვა მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა შენობის შიგნით და გარეთ ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ფანჯრის მინები შიგნიდან და გარედან უნდა იწმინდებოდეს წელიწადში ორჯერ (შემოდგომასა და გაზაფხულზე). კატეგორიულად აკრძალურია ყოველგვარი სარემონტო სამუშაოები – კედლების, ჭერის, ფანჯრის ჩარჩოების შეთეთრება და შეღებვა იმ დროს, როდესაც ფუნქციონირებს ჯგუფები.

3.  ახლადშეძენილი სათამაშოები (რბილის გარდა), სანამ სათამაშოდ გადაეცემათ, უნდა ირეცხებოდეს 15 წუთის განმავლობაში 370-იანი წყლით და საპნით, შემდეგ კი უნდა გაშრეს ჰაერზე.

4.  I ჯგუფის ადრეული ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილი სათამაშოები უნდა ირეცხებოდეს დღეში ორჯერ წყლით, ჯაგრისით, საპნით, ან 2%-იანი სასმელი სოდის ხსნარით, ხოლო ცოტა უფროსი ასაკის ბავშვების სათამაშოები უნდა ირეცხებოდეს დღეში ერთხელ დღის ბოლოს. თოჯინების ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს გაჭუჭყიანების მიხედვით. რბილ სათამაშოებს უკეთდებათ დეზინფექცია სპეციალური, ბაქტერიოციდული ნათურებით 30 წუთის განმავლობაში.

5.  მთელი თეთრეული უნდა იყოს მარკირებული. ლოგინის თეთრეული მარკირებულია ფეხების მხარეს. აუცილებელია ჰქონდეთ ორჯერ გამოსაცვლელად 3 ხელი თეთრეული და ლეიბის შალითები.

6.  ლოგინის თეთრეულის, პირსახოცების გამოცვლა უნდა ხდებოდეს გაბინძურების მივედვით, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც. სუფთა თეთრეული შემოდის ტომრებით და ინახება კარადებში, ხოლო ნახმარი თეთრეული ინახება სპეციალურ ბაკებში, ან თავდახურულ ვედროებში, ხოლო დღის ბოლოს ბარდება სამრეცაოს. მატერიისაგან შეკერილი ტომრები ბარდება სამრეცხაოს, ხოლო მუშამბისას ამუშავებენ ცხელი საპნიანი ან სოდიანი ხსნარით. ლოგინი ლეიბები, ბალიშები, საბნები, საძილე ტომრები უნდა განიავდეს საძინებლებში ღია ფანჯრების გაღებით გენერალური დასუფთავების დროს. ხოლო პერიოდულად უნდა გაიტანონ გასანიავებლად. წელიწადში ერთხელ ლოგინს უნდა ჩაუტარდეს ქიმიური წმენდა.

7.  ხალიჩები ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს მტვერსასრუტით, დროდადრო სველი ჯაგრისით, წელიწადში ერთხელ კი უნდა ჩაუტარდეს მშრალი ქიმიური წმენდა. გადასახვევი მაგიდები, საბავშვო ქვეშაგები მუშამბები, მანეჟის საფარველი უნდა გაირეცხოს საპნიანი წყლით დღეში ორჯერ. ფეკალიებით დაბინძურების შემთხვევაში აუცილებებლია გაწმენდა, გასუფთავებული ადგილების დამატებითი წმენდა 1%-იანი  ქლორამინის ხსნარში დასველებული ჩვრით. გამოყენებული ჩვრის დეზინფიცირება 1%-იანი ქლორამინის ხსნარით 4 საათის განმავლობაში სპეციალურად გამოყოფილ ჭურჭელში.

8.  საპირფარეშოებში იატაკი, უნიტაზები ირეხება დღეში ორჯერ ცხელი წყლით და სარეცხი საშუალებებით; ლაქების მოსაცილებლად თვეში 2-ჯერ უნდა გაირეცხოს შესაბამისი პრეპარატით. ბაგის ჯგუფებში იატაკს რეცხავენ ბავშვის მიერ ღამის ქოთნის ყოველი მოხმარების შემდეგ.

9.  მაგიდები და სკამები ჯგუფების ოთახებში ირეცხება ცხელი წყლით და საპნით. ასევე ყოველდღიურად ცხელი წყლით და საპნით ირეცხება ყველა სკამი, ხოლო ეპიდჩვენებისას წმენდა უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად სადეზინფექციო საშუალებებით. მაგიდები და სკამები უნდა გაიწმინდს 1%-იანი ქლორის ხსნარით, შემდეგ ცხელი წყლით და გამშრალდეს. სათამაშოებს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს ქლორამინის 0,5%-იანი ხსნარით ან 0,5%-იანი ქლორის ხსნარით 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაირეცხოს და გაშრეს.

10.     უნიტაზები ყოველდღიურად იწმინდება თბილი საპნიანი წყლით. ქოთნებს ყოველი ხმარების შემდეგ რეცხავენ გამდინარე წყლით, ხოლო ეპიდემიური სიტუაციის დროს 30 წთ-ის განმავლობაში ამუშავებენ 1%-იანი ქლორის ხსნარით. თუ არ გააჩნიათ კანალიზაცია, აუცილებელია ჰქონდეთ თავდახურული ვედრო, ბაკი ქლორის ხსნარით, ვედრო სუფთა წყლით, სადეზინფექციო მასალით, ქოთნების დამუშავების შემდეგ გამოსარეცხად,  – ციცხვები.

11.     შენობაში შესასვლელთან უნდა იყოს ხვეტიები, ხალიჩები, ჯაგრისები. სველი ხალიჩის ნაჭერი უნდა იწმინდებოდეს ძალიან ხშირად.

12.     ტუალეტის დასალაგებელ ინვენტარს (ტილოები, ჯაგრისები, ვედროები) უნდა ჰქონდეს სასიგნალო ნიშნები მკაფიო ფერის და უნდა ინახებოდეს ტუალეტის ოთახში სპეციალურ კარადაში. ყველა ეს ინვეტარი ხმარების შემდეგ უნდა ირეცხებოდეს ცხელი წყლით და სარეცხი საშუალებებით. სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებები უნდა ინახებოდეს მუქი ფერის ჭურჭელში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადილას.

13.     შენობაში (კვების ბლოკში, სამრეცხაოში, ტუალეტსა და სხვ.) ბუზების შეღწევის თავიდან ასაცილებლად წელიწადის თბილ დროს ფანჯრებზე აუცილებლად უნდა იყოს დამაგრებული ლითონის ბადეები.

14.     ნაკვეთის აღჭურვილობანი (მაგიდები, სკამები, ფიზკულტურული ინვეტარი და სხვა) უნდა იყოს წესრიგში და ყოველდღიურად იწმინდებოდეს. ქვიშის შეცვლა ყუთებში უნდა ხდებოდეს თვეში ერთხელ მაინც. ღამით ისინი უნდა იხურებოდეს თავსახურით. თამაშის დაწყებამდე ქვიშა ახლით უნდა შეიცვალოს. წლის თბილ პერიოდში ყოველთვიურად უნდა ხდებოდეს ქვიშის ანალიზი ჭიის კვერცხებზე.

15.     ნაკვეთის დასუფთავება უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად, დილით ბავშვების მისვლამდე 1-2 საათით ადრე. ნაგავი დაუყოვნებლივ უნდა ჩაიყაროს ნაგვის საყრელებში. წელიწადის თბილ დროს, მშრალ და ცხელ ამინდში ნაკვეთის მორწყვა უნდა ხდებოდეს 2-ჯერ მაინც დღეში, და შემდეგ კი ტერიტორიის დასუფთავება.

16.     კანალიზაციის არარსებობისას, ორმოები და ნაგვის ყუთები უნდა გაიწმინდოს შევსებამდე 2/3-მდე და ყოველდღიურად დამუშავდეს 10%-იანი ქლორის ხსნარით, ხოლო კვირაში ერთხელ უნდა მოიყაროს მშრალი ქლორი (1 კგ. 1 მ2-ზე). ეზოში არსებული საპირფარეშოს შიგნითა ზედაპირი და კარების სახელური ყოველდღიურად უნდა გაირეცხოს 1%-იანი ქლორამინის ხსნარით.

17.     საცურაო აუზების მოვლა და ექსპლუატაცია უნდა ექვემდებარებოდეს სანიტარიულ წესებსა და ნორმებს „ჰიგიენური მოთხოვნები საცურაო აუზების მოწყობის, ექსპლუატაციისა და წყლის ხარისხის მიმართ”.

 

XI. მოთხოვნები სითბურ-საჰაერო რეჟიმისადმი

1.  კეთილსასურველი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია მთელი შენობის გულმოდგინე განიავება ყოველდღიურად. უფრო ეფექტურია ორპირი და გვერდითი განიავება, რაც მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების იქ არყოფნის დროს არის დასაშვები (მათ მოსვლამდე, მათი დარბაზში ყოფნისას ან სეირნობისას). განიავების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე შენობის გარეთ, ქარის მიმართულებაზე, გამათბობელი სისტემის ეფექტურობაზე და უნდა დასრულდეს 30 წუთით ადრე ბავშვების ჯგუფებში დაბრუნებამდე.

2.  ერთმხრივი განიავება შესაძლებელია ბავშვების შენობაში დროსაც. წელიწადის თბილ დროს რეკომენდებულია შენობის განუწყვეტელი აერაცია, ცივ დროს დასაშვებია ჰაერის ტემპერატურის ხანმოკლე დაქვეითება 180C-მდე უფროსი და 190C-მდე უმცროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის.

3.  საძინებელ ოთახებში გამჭოლი განიავება უნდა ხორციელდებოდეს ბავშვების არყოფნის დროს. წელიწადის ცივ დროს სარკმლები, ფრამუგები უნდა დაიკეტოს ბავშვების დაძინებამდე 30 წუთისთ ადრე; შემდეგ გაიღოს ძილის დროს ცალმხრივად და დაიკეტოს გაღვიძებამდე, ადგომამდე 30 წუთით ადრე. წლის თბილ დროს ძილის დროს ფანჯრები ღიაა (გამჭოლი ქარის მორიდებით).

4.  საძინებელ ოთახებსა და ვერანდებს უნდა ჰქონდეთ მზის დამცავი მოწყობილობები (ფარდები, ჟალუზები).

5.  ჰაერის ტემპერატურას აკონტროლებენ საყოფაცხოვრებო თერმომეტრის მეშვეობით, რომელიც დამაგრებული უნდა იყოს შიგა კედელზე იატაკიდან 0,8-1,2 მ-ზე ბავშვების სიმაღლის შესაბამისად.

6.  ბავშვები ჰაერზე უნდა გაასეირნონ დღეში 2-ჯერ.

7.  გასეირნების მაღალი გამაჯანსაღებელი ეფექტის უზრუნველსაყოფად საჭიროა:

ა) არ იქნეს შემცირებული ბავშვების ჰაერზე ყოფნის დრო, რაც გათვალისწინებულია პროგრამით;

ბ) უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვების საკმაოდ მაღალი მოძრავი აქტივობა გასეირნების დროს რაციონალური ტანსაცმლის პირობებში (ცხრილი 7);

 

 

 

 

 

 

 

 

ცხრილი 7

გ) მკაცრი ზამთრის პირობებში ტანსაცმელი უნდა უზრუნველყოფდეს ცივი ჰაერის შეღწევისაგან დაცვას, იყოს მსუბუქი და მოხერხებული.

 

XII. მოთხოვნები კვების ბლოკის აღჭურვილობის, პროდუქტების შენახვისა და საკვების მომზადებისადმი

1.  კვების ბლოკის შემადგენლობაში შედის სამზარეულო სამზადითა და სამრეცხაოთი; საწყობი მშრალი პროდუქტებისათვის მაცივარ-დანადგარებით და საწყობი ბოსტნეულისათვის. სამრეცხაო, სამზადი და გამანაწილებელი სათავსები სამზარეულოსაგან გამოყოფილია 1,2 სიმაღლის ტიხარ-ეკრანებით ან სხვა აღჭურვილობით. სამრეცხაოსა და სამზადში იატაკს უნდა ჰქონდეს დახრილი ტრაპი წყლის კანალიზაციაში ჩასაშვებად.

2.  საკვების დასამუშავებლად და მოსამზადებლად, როგორც წესი, საჭიროა ელექტრომოწყობილობათა გამოყენება. გაზიფიცირებულ რაიონებში დასაშვებია გაზქურების დამონტაჟება. სამზარეულოში უნდა იყოს გამწოვი ვენტილაცია. სოფლებში ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში (50 ადგილი) დასაშვებია მყარ საწვავზე მომუშავე გამავალ საცეცხლურებიანი, განცალკევებულ შენობებში განთავსებული სამზარეულოს ქურების გამოყენება.

3.  მალფუჭებადი პროდუქტების შესანახად საჭიროა იყოს მაცივარ-დანადგარები თერმომეტრებით. მალფუჭებადი პროდუქტების შესანახი ტემპერატურა უნდა იყოს 4-80C. მაცივრებში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული პროდუქტების შესანახი ადგილი ნიშანდებით: „ხორცი”, „თევზი” და სხვა.

4.  წლამდე ბავშვთა საკვები პროდუქტები უნდა ინახებოდეს სათავსში, რომელიც აღჭურვილია თაროებით, სტელაჟებითა და კარადებით. სათავსი უნდა იყოს მშრალი და კარგად ნიავდებოდეს. მაგიდები უნდა იყოს მთლიანი ლითონის უჟანგავი ფოლადის ან დურალუმინისა. მაგიდებზე, რომელიც დაფარულია მოთუთიებული რკინით, დასაშვებია მხოლოდ უმი ხორცისა და თევზის დამუშავება. ცომის მოსამზადებლად საჭიროა მაგარი ჯიშის ხეებისაგან დამზადებული მაგიდები ხის კარგად დამუშავებული გლუვი ზედაპირებით.

5.  ხორცის, თევზის, ბოსტნეულის და სხვა პროდუქტების დასაჭრელ-დასაცალკევებლად სავალდებულოა სპეციალური დანები და დაფები, დამზადებული მაგარი ხის ჯიშებისაგან (მუხა, იფანი, არყი). ისინი უნდა იყოს გლუვზედაპირიანი, ნაპრალების გარეშე, 9 ცალი მაინც. დაფები და დანები ნიშანდებული უნდა იყოს შემდეგნაირად „უხ – უმი ხორცი”, „მხ -მოხარშული ხორცი”, “უთ - უმი თევზი”, “ მთ – მოხარშული თევზი”, „უბ – უმი ბოსტნეული”, „მბ – მოხარშული ბოსტნეული”. დაფები და დანები უნდა ინახებოდეს სამუშაო ადგილას სპეციალურ ლითონის კასეტებში.

6.  ნარჩენები და ნაგავი უნდა მოგროვდეს ლითონის თავსახურიან და პედლებიან ვედროში, რომელიც საჭიროებს დაცლას 2/3-მდე გავსებისთანავე. საღამოს კი ისინი უნდა გაირეცხოს 2%-იანი სოდის ხსნარით, გამოირეცხოს ცხელი წყლით და გაშრეს.

7.  სამზარეულოს ჭურჭელი დასაშვებია უჟანგავი ლითონის, ტაფები – თუჯის, ალუმინის. ხოლო პროდუქტების შესანახი ჭურჭელი და ვედროები მოთუთიებული რკინისა. ყველა ჭურჭელი უნდა ინახებოდეს სპეციალურ თაროებზე, ხოლო წვრილი ინვენტარი – კარადებში.

8.  სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვისათვის უნდა დამონტაჟდეს უჟანგავი ფოლადის ან ალუმინისაგან დამზადებული ლითონის აბაზანები, რომლებიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხელი და ცივი წყლით. კანალიზაციასთან ამ მოწყობილობების შეერთების ადგილას გათვალისწინებული უნდა იყოს საჰაერო ნაპრალი.

9.  კვების ბლოკში აუცილებელია ყოველდღიური გულმოდგინე დასუფთავება: იატაკების რეცხვა, ობობს ქსელის ჩამოწმენდა, მტვრის გადაწმენდა. რადიატორებისა და ფანჯრის რაფების გადაწმენდა. ყოველდღიურად სარეცხი საშუალებების გამოყენებით უნდა ხდებოდეს კედლების რეცხვა, გამანათებელი არმატურის, მინების და სხვა. თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს მთელი შენობის, მოწყობილობებისა და ინვეტარის დეზინფექცია.

10.     წვრილმანი ხის ინვეტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფელები და სხვ. ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გამშრალდეს. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში შესაბამისი სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 650C-იან ცხელ წყალში და გამშრალდეს თაროებზე. ხორცის საჭრელი მანქანა უნდა დაიშალოს, გაირეცხოს მდუღარე წყლით, გამშრალდეს. კვების ბლოკი აღჭურვილი უნდა იყოს წვენის საწურებით, მიქსერებით, სარეცხი მანქანებით. ღრუბლები და ჩვრები ჭურჭლის გარეცხვის შემდეგ უნდა წამოდუღდეს 15 წუთი, გაშრეს და შენახულ იქნს თავდახურულ ჭურჭელში.

11.     სამზარეულოსა და საკუჭნაოში საჭიროა ფართოდ გამოიყენებოდეს ბუზებთან ბრძოლის საშუალებები, წებოვანი ქაღალდები, ელექტროდამჭერები და სხვ. მღრღნელების გამრავლების პროფილაქტიკისათვის საჭიროა პროდუქტების სწორი შენახვისა და ნარჩენების მექანიკური განადგურების წესების დაცვა. ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური პრეპარატების გამოყენება კატეგორიულად იკრძალება.

12.     ყველა ის კვების პროდუქტი, რომლითაც მარაგდება ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები, უნდა შეესაბამებოდეს ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვებს. უმი პროდუქტები და პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება თერმული დამუშავების გარეშე, აუცილებლად ცალ-ცალკე უნდა ინახებოდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მალფუჭებადი პროდუქტების შენახვას. ხორც, თევზ, ნახევარფაბრიკატებ, რძე და სხვ. უნდა ინახებოდეს მაცივრებში +4-80C ტემპერატურაზე, მე-8 დანართში მითითებული ვადით. ტემპერატურის შესამოწმებლად საჭიროა საკონტროლო თერმომეტრის გამოყენება. თუ ხორცი, რძე, თევზი ერთ მაცივარში ინახება, აუცილებლად დახურულ ურჭელში უნდა მოთავსდეს. არ შეიძლება კარაქი ინახებოდეს მძაფრი სუნის მქონე პროდუქტებთან ერთად. ყველი უმჯობესია ინახებოდეს ხის ღია სტელაჟებზე, ისე რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს. შენახულ ყველზე გაჩენილი ნადები უნდა მოშორდეს 3%-იან მარილხსნარში დასველებული სუფთა ხელსახოცით. არაჟანი და ხაჭო უნდა ინახებოდეს ცალკე ჭურჭელში. რძე ბოთლებით – იმავე ტარაში, რომლითაც იქნა მიღებული, თუ მიღებისთანავე არ გამოიყენე. ამასთან, იგი უნდა შეინახონ მაცივარში +4,+80C ტემპერატურაზე. არაპასტერიზებული რძე აუცილებლად უნდა ადუღდეს მოხმარებამდე და შენახულ იქნს თავდახურულ ჭურჭელში.

13.     ბოსტნეული და ხილი უნდა ინახებოდეს მშრალ, კარგად განიავებად შენობაში სტელაჟებზე +80C ტემპერატურაზე. ბოსტნეულის მარაგი შეიძლება იყოს მხოლოდ 30 დღის. ფხვიერი პროდუქტები უნდა ინახებოდეს მშრალ, კარგად განიავებად შენობაში, თავდახურულ ჭურჭელში ან ტომრებში სტელაჟებზე, იატაკიდან 15 სმ-ის სიმაღლეზე. კედელსა და პროდუქტებს შორის მანძილი 20 სმ-ია. პური უნდა ინახებოდეს თაროებსა და კარადებში, ცალ-ცალკე – თეთრი და შავი. თარო იატაკიდან 35 სმ დაშორებით უნდა იყოს. კარადებში კარებს უნდა ჰქონდეს გასანიავებლად დატოვებული მანძილი. როცა პურის შესანახ ადგილს ალაგებენ, ნამცეცები უნდა გადაიწმინდოს სპეციალური ჯაგრისით და თეთრი ნაჭრით, რომელიც დასველებული იქნება 1%-იან სუფრის ძმრის ხსნარში.

14.     საჭმლის მომზადების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები: უმი და მოხარშული პროდუქტების დამუშავება უნდა ხდებოდეს სხვადასხვა მაგიდებზე, უნდა გამოიყენებოდეს შესაბამისი დანიშნულების დასამუშავებელი დაფები და დანები. უმი ბოსტნეულისაგან სალათები უნდა მომზადდეს ბოსტნეულის გულმოდგინე დამუშავების შემდეგ და დაიჭრას მაგიდებსა და დაფებზე ნიშანდებით „უბ – უმი ბოსტნეული”.

15.     სამზარეულო უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორი ხორცსაკეპი მანქანით – ერთი უმი, ხოლო მეორე მოხარშული პროდუქტებისათვის.

16.     კატლეტი, გუფთა, ხორცისა ან თევზის ფარში უნდა შეიწვას ორივე მხრიდან 10 წუთის განმავლობაში: ადუღებამდე გაცხელებულ ცხიმში, შემდეგ კი 5-8 წუთი მოთავსდეს ჰაერღუმელში.

17.     მოხარშული ხორცისაგან მეორე თავი საჭმლის მომზადებისას დაჭრილ ხორცს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს მეორეული დამუშავება 5-8 წთ-ის განმავლობაში 220-2500C ტემპერატურაზე.

18.     ამჟავებული რძე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ცომისათვის.

19.     აკრძალულია ისეთი საკვების მომზადება, როგორიცაა მაწონი, ხაჭო, ხორცის ბლინები, მაკარონი დაკეპილ ხორცთან ერთად, პაშტეტი და სხვა. კატეგორიულად აკრძალულია სოკოს, აუდუღარი რძის, ვეტერინარულად შეუმოწმებელი კვერცხისა და ხორცის, სახლში დამზადებული დაკონსერვებული პროდუქტების მოხმარება.

20.     პროდუქტების კულინარული დამუშავებისას საჭიროა ვიტამინის შენარჩუნების წესის დაცვა: ბოსტნეულს თხელ ფენად გაეცალოს კანი და ჩაიდოს ადუღებულ წყალში.

21.     საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს მის დაცვას დაბინძურებისაგან. კვების პროდუქტის გადასატანი სატრანსპორტო საშუალებანი არ უნდა გამოიყენებოდეს სხვა საქონლის გადასაზიდად და სუფთად უნდა ინახებოდეს. მანქანა უნდა იყოს სპეციალიზებული და ჰქონდეს ლითონით მოპირკეტებული ძარა. ტარა, რომლითაც მოაქვთ ბაზრიდან პროდუქტები, უნდა იყოს მარკირებული და გამოიყენებოდეს მხოლოდ დანიშნულებისამებრ. მუშამბის ტომრები, ლითონისა და ხის ყუთები, ბიდონები, და სხვ. გამოყენების შემდეგ უნდა დასუფთავდეს, გაირეცხოს 2%-იანი კალცინირებული სოდის ხსნარით, შემდეგ გაშრეს და შეინახოს, დაბინძურებისაგან დაცულ ადგილას.

22.     დასაშვებია თიხის, ფაიფურისაგან დამზადებული ჩაისა და სადილის ჭურჭელი (თეფშები, ფინჯნები, ლანგრები), ხოლო კოვზები და ჩანგლები უჟანგავი ფოლადისა უნდა იყოს. ყოველ ჯგუფს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ჭურჭელი და ინახებოდეს სასადილოში. ნაპირებმომტვრეული, პლასტმასისა და ალუმინის ჭურჭლის ხმარება დაუშვებელია.

23.     ჯგუფების ჭურჭლის გასარეცხად საჭიროა მარკირებული ორბუდიანი სამრეცხაო. თავდაპირველად ირეცხება ჩაის ჭურჭელი ორჯერ 50-600C ტემპერატურაზე ნებადართული სარეცხი საშუალებების დამატებით, შემდეგ იწმინდება სამრეცხაო და იწყება სადილის ჭურჭლის რეცხვა. რომელიც გარეცხვამდე კარგად უნდა გაიწმინდოს საჭმლის ნარჩენებისაგან, გაირეცხოს სარეცხის საშუალებებდამატებული ცხელი წყლით და მეორედ გაივლოს გამდინარე 650C ტემპერატურის წყლით და გაშრეს ბადე-თაროებზე, ასევე  – კოვზები, ჩანგლები. საწოვარები ხმარების შემდეგ გაივლება წყალში, გამოიხარშება 15 წუთი და ინახება მინის თავდახურულ ჭურჭელში. რძიანი ბოთლები უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით, სარეცხი საშუალებების დამატებით, შემდეგ წამოდუღდეს 15 წუთი და შენახულ იქნეს თავდახურულ ემალის ჭურჭელში. ყოველ ჯგუფში აუცილებელია იყოს სპეციალური საშრობი კარადები ჭურჭლის გასაუვნებლად ან თავსახურავიანი ბაკი სადეზინფექციო ხსნარში ჭურჭლის დასალბობად, ეპიდჩვენებისას.

24.     საჭმლის ნარჩენების მოსაგროვებლად აუცილებელია გამოიყოს სპეციალური პედლიანი ბაკები, რომლებიც სამუშაოს დამთავრებისას უნდა დაიცალოს, გასუფთავდეს, გაირეცხოს 2%-იანი კალცინირებული სოდის ხსნარით, გაივლოს ცხელ წყალში და გაშრეს.

 

XIII. პერსონალის პირადი ჰიგიენა

1.  ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალი უნდა ცხადდებოდეს სამუშაოზე სუფთა, ფაქიზი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით. მუშაობის დაწყებამდე გულმოდგინედ უნდა დაიბანონ ხელები, ჩაიცვან ხალათი ან სპეციალური ფორმა. ტექნიკურ პერსონალს უნდა ჰქონდეს სპეციალური ხალათები შენობის დასასუფთავებლად. ტუალეტის ოთახში შესვლის წინ ხალათი უნდა გაიხადონ, გამოსვლის შემდეგ დაიბანონ ხელები საპნით. საბავშვო ტუალეტით სარგებლობა პერსონალს ეკრძალება. შენობიდან გამოსვლის წინ ხალათი უნდა გაიხადონ და მოათავსონ კარადაში.

2.  ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში მუშაობის დაწყებამდე და შემდგომ პერსონალმა უნდა გაიაროს პერიოდული სამედიცინო შემოწმება.

3.  საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებების მუშაკთა პირადი სამედიცინო წიგნაკები ინახება ამ დაწესებულების ხელმძღვანელთან.

4.  ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკის ყველა მუშაკი ვალდებულია ყოველდღიურად გაესინჯოს ექთანს, რათა არ გამორჩეთ ჩირქოვანი დაავადების არც ერთი შემთხვევა, რომლებიც უნდა აღირიცხოს სპეციალურ ჟურნალში. ავადმყოფობის ან მასზე ეჭვის შემთხვევაში პერსონალი სამუშაოზე არ დაიშვება.

 

 

 

XIV. მოთხოვნები სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა მიღების წესებისადმი

1.  ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვის მიღებისას ექიმი დოკუმენტაციის მიღებასთან ერთად აგროვებს დამატებით ცნობებს მშობლებისაგან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი თავისებურებებისა და ქცევების შესახებ და პედაგოგთან ერთად უნიშნავს ინდივიდუალურ დანიშნულებას დღის რეჟიმით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს კვება და სხვა გამაჯანსაღებელი ღონისძიებები.

2.  ყველა ცნობა, რომელსაც იღებენ საბავშვო დაწესებულებაში მიღების დროს, შედის ბავშვის განვითარების ისტორიასა და სამედიცინო ბარათში – ფორმა 026. ეს ბარათები აქვთ ჯგუფის აღმზრდელებს.

3.  ყოველდღიური დილის მიღება უნდა ხდებოდეს აღმზრდელთა მიერ, რომლებიც გამოკითხავენ მშობლებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, უსინჯავენ სიცხეს, უთვალიერებენ კანს ბაგის ჯგუფებში ყველას, ბაღის ბავშვებს – საჭიროების შემთხვევაში. თუ შეინიშნება ავადმყოფობის ნიშნები, ბავშვები არ მიიღებიან, ხოლო თუ დღის განმავლობაში გახდებიან ცუდად, მაშინ მათ ათავსებენ იზოლატორში მშობლების მოსვლამდე. საჭიროების შემთხვევაში კი საავადმყოფოში გადაჰყავთ. ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში ინსტრუქციის შესაბამისად ტარდება სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რათა ჯგუფში ინფექცია არ გავრცელდეს. ტარდება დეზინფექცია, აცრები და სხვ.

4.  ავადმყოფობის შემდეგ ბავშვი დაიშვება ბაგა-ბაღში მხოლოდ ექიმი პედიატრის ნებართვით, რომელიც უნიშნავს ინდივიდუალურ რეჟიმს 10-14 დღისათვის.

5.  დილის ტუალეტი ბავშვებს უტარდებათ სახლში. მშობლები ვალდებულნი არიან მიიყვანონ ბავშვები სუფთად ჩაცმულნი. ჭამის წინ, სეირნობიდან დაბრუნებულ ბავშვებს უნდა დააბანინონ ხელები საპნით.

6.  ბავშვები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი ინდივიდუალური ლოგინით, პირსახოცით, პირადი ჰიგიენის ინდივიდუალურად მარკირებული ნივთებით (კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, ღრუბელი და სხვ.).

 

XV. მოთხოვნები დღის რეჟიმისა და სასწავლო მეცადინეობის ორგანიზებისადმი

1.  დღის რეჟიმი უნდა შეესაბამებოდეს ძილის ხანგრძლივობის ჰიგიენურ ნორმებს სხვადსხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის, ითვალისწინებდეს საკმარისი დროით ჰაერზე ყოფნას, გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას, გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის რაციონალურად განაწილებას.

2.  სასწავლო მეცადინეობათა რაოდენობა კვირაში უნდა შეადგენდეს: უმცროსი და საშუალო ჯგუფებისათვის – 10; უფროსი – 15; მოსამზადებელი – 19. ერთი მეცადინეობის ხანგრძლივობა უმცროს ჯგუფებში არა უმეტეს 10-15 წუთია, საშუალოსათვის –20 წთ-მდე; უფროსებისათვის – 20-25 წთ; მოსამზადებლისათვის – 20-30 წთ.

3.  ყველა ჯგუფში მეცადინეობის შუალედში უნდა ტარდებოდეს ფიზკულტურის წუთები – 1,5 –2 წთ-მდე. დასვენება მეცადინეობათა შორის უნდა გრძელდებოდეს 10-12 წთ. შესვენებისას უნდა ტარდებოდეს ზომიერი ინტენსივობით მოძრავ თამაშები.

4. საშინაო დავალებები არ ეძლევა არც ერთ ჯგუფს.

5. მეცადინეობის ცხრილის შედგენისას რეკომენდებულია: სასწავლო დატვირთვა დღის, კვირისა და წლის განმავლობაში ხდებოდეს თანაბარზომიერად. კვირის დასაწყისსა და ბოლოს უნდა მიეცეს შინაარსითა და სირთულით შედარებით ადვილი მასალა.

6. ბავშვებს ეძლევათ არდადეგები, შესაბამისი პროგრამის გათვალისწინებით. არდადეგების დროს უნდა ჩატარდეს სპორტული და მოძრავი თამაშები, ფიზიკური ვარჯიშები, სპორტული ზეიმები, იზრდება სეირნობის ხანგრძლივობა, მაგრამ არ ტარდება სასწავლო მეცადინეობები.

7.  მოსამზადებელ ჯგუფში წლის დასაწყისში უნდა განისაზღვროს ბავშვების ფუნქციური მზადყოფნა სწავლისათვის. მოუმზადებელ ბავშვებს საჭიროა მიექცეს ყურადღება. თუ აქვთ მეტყველების დეფექტი, საჭიროა მათი მეცადინეობა ლოგოპედთან, ფიზიკურად სუსტ ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურები.

 

XVI. მოთხოვნები კვების ორგანიზებისადმი

1.  ბავშვთა კვება უნდა იყოს სრულფასოვანი, შედგენილობით მრავალფეროვანი და ყოველმხრივ უნდა აკმაყოფილებდეს მზარდი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს, რაც ძირითადად კვებაზეა დამოკიდებული. ბავშვთა კვება უნდა ხორციელდებოდეს რეკომენდებული 7 და 10-დღიანი მენიუს შესაბამისად. სამედიცინო პერსონალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კერძების კარტოთეკა და შეჰქონდეს ცვლილებები რეკომენდებულ მენიუში.

2.  მშობლებისათვის თითოეულ ჯგუფში ყოველდღიურად გამოკრული უნდა იყოს რეკომენდებული მენიუ ბავშვების ვახშმისათვის.

3.  მედიცინის მუშაკები უნდა იღებდნენ მონაწილეობას მენიუს შედგენაში და თვალყურს ადევნებდნენ საჭმლის მომზადებას, მათ სწორ კულინარიულ დამუშავებას, მზა კერძის საგემოვნო თვისებებს; ატარებდნენ მესამე თავი საჭმლის C-ვიტამინიზებას უშუალოდ დარიგების წინ, ინსტრუქციის შესაბამისად; აკონტროლებდნენ პროდუქტების შენახვის სისწორეს და პროდუქტების სარეალიზაციო ვადების დაცვას; თვალყურს ადევნებდნენ კვების ბლოკის სანიტარიულ მდგომარეობას.

4.  მზა საკვები ბავშვებს უნდა მიეცეთ მხოლოდ სინჯის აღებისა და სპეციალურ ჟურნალში მედმუშაკის ჩანაწერის შემდეგ (მზა კერძის შეფასებისა და მისი გაცემის ნებართვის შესახებ).

5.  ჟურნალში აუცილებლად უნდა აღინიშნოს თითოეული თავი კერძის საგემოვნო თვისებები, წონა, რაოდენობა. შესამოწმებლად გაცემის წინ იწონება კერძების 10 ულუფა. ყოველდღიურად უნდა დატოვონ მზა პროდუქციის სადღეღამისო სინჯი. სინჯს უნდა აიღონ სტერილური მინის თავსახურიანი ჭურჭელით და შეინახონ მაცივარში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე 6-80 C-ზე.

6.  საკვების ინგრედიენტებისა და კალორიულობის აღრიცხვას აწარმოებს ექთანი თვეში ერთხელ.

 

XVII. მოთხოვნები ფიზიკური აღზრდის ორგანიზებისადმი

1.  ფიზიკური აღზრდა სკოლამდელ დაწესებულებებში უნდა ხორციელდებოდეს ტიპური პროგრამით. პროგრამა შედგენილი უნდა იყოს ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით თითოეული ასაკობრივი ჯგუფისათვის და მიმართული იყოს ჯანმრთელობის განმტკიცებისა და ბავშვის ორგანიზმის ფუნქციური შესაძლებლობების სრულყოფისაკენ.

2.  სკოლამდელ დაწესებულებებში მოძრავი რეჟიმი უნდა უზრუნველყოფდეს ფიზიკური აღზრდის ძირითად ამოცანებს. მის საფუძველს შეადგენს ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშები, თამაშები სხვადსხვა ფორმით (აღმზრდელის ხელმძღვანელობით) და ბავშვების დამოუკიდებელი მოძრავი საქმიანობა.

3.  პროგრამით გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული ასაკობრივი ჯგუფისათვის შემდეგი მეცადინეობის სახეები (ცხრილი 6). ფიზიკურ აღზრდას ხელმძღვანელობენ აღმზრდელები, რომელთაც თავის მხრივ აკონტროლბენ მედიცინის მუშაკები და დაწესებულების ხელმძღვანელები.

4.  საჭიროა მუდმივი სამედიცინო და პედაგოგიური კონტროლი სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელის ფიზიკურ აღზრდაზე:

     ა) დინამიკურ დაკვირვებას ბავშვთა ჯანმრთელობისა და ფიზიკური განვითარების მდგომარეობაზე და ფიზიკური აღზრდის ეფექტურობის შეფასებას ახორციელებენ სკოლამდელი დაწესებულებებისა და პოლიკლინიკის ექიმები გეგმაზომიერი პროფილაქტიკური გასინჯვებით;

ბ) სამედიცინო-პედაგოგიურ კონტროლს ფიზიკური ვარჯიშების მეცადინეობის მეთოდიკაზე, მათ ზემოქმედებაზე ბავშვის ორგანიზმზე, ახორციელებს ექიმი, ექთანი, ბაღის ხელმძღვანელი;

გ) კონტროლს იმ ადგილის სანჰიგიენური მდგომარეობის შესახებ, სადაც ტარდება მეცადინეობა, ახორციელებს ექთანი, ექიმი და ბაღის ხელმძღვანელი;

დ) საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალისა და მშობლებისათვის სანიტარიულ-საგანმანათლებლო მუშაობას სკოლამდელი ფიზიკური აღზრდის შესახებ ატარებს ექიმი, ექთანი, ბაღის ხელმძღვანელი და აღმზრდელები.

5.  ბავშვების გაკაჟება უნდა შედგებოდეს ღონისძიებათა სისტემისაგან, რომელიც მოიცავს ყოველდღიურ ცხოვრებაში გაკაჟების ელემენტებსა და სპეციალურ ღონისძიებებს: საჰაერო აბაზანები, წყლის პროცედურები, სწორად ორგანიზებული სეირნობა, ფიზიკური ვარჯიშები, რომლებიც ტარდება მსუბუქ სპორტულ ტანსაცმელში შენობაში და სუფთა ჰაერზე.

6.  გაკაჟების სისტემაში გარემოს ძირითადი ფაქტორები (მზე, ჰაერი, წყალი) გამოიყენება დიფერენცირებულად ბავშვების ასაკის, მათი ჯანმრთელობის მდომარეობის, მატერიალური ბაზისა და მეთოდური წესების გათვალისწინებით.

7.  გაკაჟების მეთოდები და საშუალებები იცვლება სეზონის, შენობის ტემპერატურის, ჯგუფის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად. გასაკაჟებელი ღონისძიებების ჩასატარებლად საჭიროა: ნიშანდებული მსუბუქი პოლიეთილენის ბაკები (2 ცალი), 0,5ლ ტევადობის ჩამჩა და 2-2,5 ლ ტევადობის დოქები წყლის გადასავლებად, ინდივიდუალური პირსახოცები, დარბაზსა და ჰაერზე დილის ტანვარჯიშისათვის საჭირო ტანსაცმელი.

 

XVIII. ფიზიკური აღზრდის მეცადინეობათა სახეები და სამუშაოს ფორმები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცხრილი 6

   

XIX. მოთხოვნები სკოლამდელი ასაკის ბავშვების ჰიგიენური სწავლებისა და აღზრდისადმი

1.  სკოლამდელი ასაკის ბავშვების ჰიგიენური აღზრდა და სწავლება უნდა ხდებოდეს სისტემატურად მზარდი ორგანიზმის დინამიკური, ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისა და ძირითადი ფუნქციების ჩამოყალიბების გათვალისწინებით. ჰიგიენური სწავლებისა და აღზრდის ამოცანას წარმოადგენს ბავშვებში შეგნებული კულტურულ-ჰიგიენური ჩვევების ჩამოყალიბება მზარდი აქტივობისა და დამოუკიდებლობის ფონზე.

2.  ჰიგიენური აღზრდისა და სწავლების ძირითად ფორმას წარმოადგენს პრაქტიკული მეცადინეობა როგორც აღმზრდელობითი პროცესის ორგანული ნაწილი, მ.შ. მორალური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდა. შესაბამისად – ფიზიკურ აღზრდაში იგულისხმება ორგანიზ-მის გაკაჟება; მორალურში – კულტურული ქცევების აღზრდა, შეგნებული დამოკიდებულება როგორც საკუთარ, ისე ამხანაგის ჯანმრთელობის მიმართ; შრომით აღზრდაში – შრომითი ჩვევების გამომუშავება, ჰიგიენური რეკომენდაციებისადმი შეგნებული დამოკიდებულება.

3.  პედაგოგიური და სამედიცინო პერსონალი სისტემატურად უნდა ახორციელებდეს ჰიგიენური აღზრდის ამოცანებს ბავშვის სკოლამდელ დაწესებულებაში ყოფნის დროს. ჰიგიენურ აღზრდაში უნდა მონაწილეობდნენ მშობლები, რომელთაც ევალებათ სახლში ადევნონ თვალი ამ მოთხოვნათა შესრულებას.

4.  სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალის სამუშაო გეგმებში უნდა აისახოს ჰიგიენური აღზრდისა და სწავლების საკითხები.

5.  საჭიროა ბავშვებს სისტემატიურად მივუთითოთ ხელების და ფეხების დაბანის აუცილებლობაზე. იმისათვის, რომ ჩვევად ექცეთ კბილების გაწმენდა, სადილის შემდეგ გააწმენინონ კბილები, ხოლო ვინც 24-საათიან ბაღშია, საღამოს, ძილის წინ, უნდა ჩაატარონ ეს პროცედურა.

6.  3 წლამდე ასაკის ბავშვებს კბილებს უწმენდენ მხოლოდ სველი ჯაგრისით, ხოლო 3 წლის შემდეგ – კბილის პასტით ან ფხვნილით. კბილის ჯაგრისები უნდა ინახებოდეს სპეციალურ ინდივიდუალურ ჭიქებში. ბავშვები უნდა მივაჩვიოთ ინდივიდუალური ნივთების ხმარებას (ჯაგრისი, სავარცხელი). ღრუბელები (ბავშვთა რაოდენობის შესაბამისად) გამოყენების შემდეგ უნდა მოთავსდეს1%-იან ქლორამინის ხსნარში 15 წუთით, შემდეგ საჭიროა გამდინარე წყალში გავლება, გაშრობა და შენახვა სუფთა მაუდის ტომსიკებში.

 

XX. პასუხისმგებელობა სანიტარიული წესების დაცვაზე

1. პასუხისმგებლობა წინამდებარე სანიტარიული წესების დაცვაზე ეკისრება სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელობასა და ექიმს.

2. სამედიცინო პერსონალმა უნდა უზრუნველყოს ბავშვთა კვების, ფიზიკური აღზრდის, გაკაჟების, ეპიდემია საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების, სასწავლო-აღმზრდელობითი რეჟიმის დაცვის ყოველდღიური კონტროლი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

XXI. ბავშვთა ბაგა-ბაღების შენობათა ფართობი და შედგენილობა

დანართი 1

XXII. ბავშვთა ბაგა-ბაღების შენობათა სათავსების შედგენილობა და ფართობი

დანართი 2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

XXIII. საექიმო კაბინეტის შემადგენლობა და ფართობი

დანართი 3

 

 

 

XXV. საყოფაცხოვრებო მომსახურების სათავსების შემადგენლობა და ფართობი

დანართი 4

 

XXV. კვების ბლოკის შემადგენლობა და ფართობი

დანართი 5

 

 

XXVI. სამრეცხაოს შემადგენლობა და ფართობი

დანართი 6

 

 

XXVII. განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვისა და რეალიზაციის სარეკომენდაციო ვადები

დანართი 7

 

XXVIII. სკოლამდელ დაწესებულებათა სინათლის კალენდარი

დანართი 8

 

 

 

ჰიგიენური მოთხოვნები ექვსი წლის ასაკის ბავშვთა სწავლების ორგანიზებისადმი

Hygienic requirements to organization of studies for six years old children

სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.4.2. 000 – 00

 

I. გამოყენების სფერო

1.  წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები შემუშავებულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” და განათლების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად.

2.  წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები ვრცელდება ყველა სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაზე (სკოლა, საბავშვო ბაღი, სკოლა-საბავშვო ბაღი), სადაც გათვალისწინებულია ბავშვების სწავლება 6 წლის ასაკიდან.

3.  6 წლის ბავშვებისათვის კლასის გახსნა დასაშვებია, მხოლოდ აუცილებელი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების არსებობის შემთხვევაში, რომელიც რეგლამენტირდება მოცემული დოკუმენტით.

4.  პასუხისმგებლობა წინამდებარე დოკუმენტის დებულებების მოთხოვნების შესრულებაზე ეკისრება ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას.

 

II. ნორმატიული დამოწმებები

1. წინამდებარე სანიტარიულ წესებში გამოყენებულია დამოწმებები შემდეგ დოკუმენტებზე:

ა) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”;

ბ) საქართველოს კანონი „განათლების შესახებ”;

გ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”;

დ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის №807 ბრძანებულება „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის 1999–2005 წლების ღონისძიებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ”.

 

III. ზოგადი დებულებანი

1. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც მიმდინარე წლის პირველ სექტემბრამდე შეუსრულდათ ექვსი წელი, მშობლების წერილობითი თანხმობისა და ბავშვის სწავლებისათვის მზადყოფნის შესახებ ფსიქო-მედიკო-პედაგოგიური კომისიის დასკვნის საფუძველზე.

2.  6 წლის ასაკის მოსწავლეების ზღვრულად დასაშვები რაოდენობა ერთ კლასში შეადგენს 25-ს, ხოლო საბავშვო ბაღის მოსამზადებელ ჯგუფში – არა უმეტეს 20 ბავშვს.

3.  ექვსი წლის ასაკის ბავშვთა სწავლების ორგანიზების საკითხებს წყვეტს საქართველოს განათლებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.

4.  6 წლის ასაკის ბავშვთა სასწავლო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, შესაბამისად სწდან „ჰიგიენური მოთხოვნები მოსწავლეთა სწავლების პირობებისადმი სხვადასხვა ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში”.

 

 

 

 

 

    IV. მოთხოვნები ექვსი წლის ასაკის ბავშვთა სწავლების ორგანიზებისა და პირობებისადმი

 

1. მოთხოვნები მიწის ნაკვეთისადმი

ა) ექვსი წლის ასაკის ბავშვთა სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულების მიწის ნაკვეთს უნდა ჰქონდეს ცალკე ზონა შენობის იმ შესასვლელთან ახლოს, რომლითაც ისინი სარგებლობენ. ეს ზონა უნდა მოიცავდეს მოედანს სპორტული და წყნარი თამაშებისათვის, 7,2მ2 ერთ ბავშვზე;

ბ) სპორტულ-სათამაშო მოედანს უნდა ჰქონდეს მყარი საფარი, რომელზეც განლაგდება სტაციონარული და გადასატანი მოწყობილობანი დანართი 1-ის შესაბამისად;

გ) მიწის ნაკვეთის შერჩევა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელიც ითვალისწინებს ექვსი წლის ასაკის ბავშვთა სწავლებას, უნდა განხორციელდეს წინასაპროექტო სტადიაზე, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით.

 

2. მოთხოვნები შენობისადმი

ა) სასწავლო-აღმზრდელობითი ოთახები განთავსებული უნდა იყოს ცალკე მიშენებულ შენობაში, ბლოკში ან პირველ-მეორე სართულებზე განცალკევებულ ნაწილში, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი გასასვლელი სკოლის ნაკვეთზე. დაუშვებელია ოთახების განლაგება ერთი კლასისათვის სხვადასხვა სართულზე. სათავსების განთავსებისას ცალკე მინაშენში, ეს უკანასკნელი უნდა უერთდებოდეს სკოლის შენობას გადასასვლელებით – გალერეებით;

ბ) სასწავლო-აღმზრდელობით შენობას უნდა ჰქონდეს შემდეგი დანიშნულების ოთახები:

საკლასო ოთახი – 1 ბავშვზე 2,4მ2 გაანგარიშებით;

საძინებელი ოთახი . . . . . – 2,0მ2;

სათამაშო ოთახი . . . . . . – 2,0მ2; 

რეკრეაცია . . . . . . . . . – 1მ2;

ტუალეტები;

საგარდერობო;

სასადილო (ცალკე შენობა, ან სპეციალურად გამოყოფილი ადგილები საერთო სასადილო დარბაზში);

გ) დასაშვებია საკლასო ოთახის ფართი – 2 მ2 1 ბავშვზე. საძინებელი და სათამაშო ოთახების შეთავსება – ფართით 2 მ2 ერთ ბავშვზე, აუცილებელი დარბაზული რეკრეაციის არსებობის შემთხვევაში, ფართით 1 მ2 1 ბავშვზე;

გ.ა) დარბაზული რეკრეაცია საჭიროა აგრეთვე, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სათავსსათვის;

გ.ბ) რეკრეაციული სათავს უნდა აერთიანებდეს არა უმეტეს 2 კლასს;

დ) ყოველ ორ კლასზე უნდა მოეწყოს პირსაბანები და ტუალეტები, განცალკევებით ბიჭებისა და გოგონებისათვის. პირსაბან ოთახში უნდა დამონტაჟდეს საბავშვო პირსაბანები, იატაკიდან 0,6 მ სიმაღლეზე, გაანგარიშებით 1 პირსაბანი 12 ბავშვზე, ხოლო ტუალეტში – 1 საბავშვო უნიტაზი 6 ბავშვზე;

დ.ა) პირსაბანთან მიყვანილ უნდა იქნეს ცხელი და ცივი წყალი შემრევების საშუალებით;

დ.ბ) სანიტარიული კვანძის შესასვლელი, არ უნდა იყოს მოთავსებული საკლასო ოთახის შესასვლელის წინ;

ე) შენობის ფანჯრების ორიენტაცია ჰორიზონტის მხარეების მიხედვით მიიღება შემდეგი ცხრილის მიხედვით;

 

 ცხრილი 1

ვ) გადასაწევი ფრამუგები ან სარკმლები (ფანჯრების არანაკლებ 50%-ისათვის) უნდა იყოს ყველა ოთახში და გამოიყენებოდეს წელიწადის ყველა სეზონზე;

ვ.ა) საკლასო და სათამაშო ოთახების, რეკრეაციების, საძინებლების, გასახდელებისა და სასადილო ოთახების ბუნებრივი განათების მინიმალური კოეფიციენტი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1,5%-ს;

ვ.ბ) დამატებითი განათება დასაშვებია მხოლოდ ტუალეტებში;

ზ) სათავსოების კედლები უნდა იყოს გლუვი და იმგვარად მოპირკეთებული, რომ ექვემდებარებოდეს სველი წესით დასუფთავებას. კედლების მოსაპირკეთებლად გამოყენებულ უნდა იქნეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული მასალები;

თ) სათავსებში იატაკები უნდა იყოს თბილი (გამოთვლითი ტემპერატურა +220C ღრიჭოების გარეშე და უნდა ჰქონდეს ხის, პარკეტის ან დათბილული ლინოლეუმის საფარველი. ტუალეტისა და პირსაბანი ოთახის იატაკებზე უნდა დაიგოს მოხვეწილი კერამიკული ან მოზაიკური ფილები. აკრძალულია ცემენტის, მარმარილოს და სხვა ანალოგიური მასალების გამოყენება. იატაკის და კედლების მოსაპირკეთებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული პოლიმერული მასალები.

 

3. მოთხოვნები სათავსების აღჭურვილობისადმი

ა) სასწავლო ოთახები (კლასები) აღჭურვილი უნდა იყოს სასწავლო მერხებით შესაბამისად სსტ 5994-86 მერხები. ტიპები და ფუნქციური ზომები”.

ბ) კლასები აღჭურვილი უნდა იყოს ავეჯით არანაკლებ სიმაღლის ორი ან სამი ჯგუფისათვის (ცხრილი №2). აკრძალულია ტაბურეტების და გრძელი სკამების გამოყენება. მცირე ზომის ავეჯი უნდა დაიდგას დაფასთან ახლოს.

ბ.ა) თითოეულ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს კომფორტული სასწავლო ინვენტარი (მერხი, სკამი), მისი სიმაღლის, სმენისა და მხედველობის შესაბამისად.

   ბ.ბ) პირველ რიგში უნდა დასხდნენ სმენა დაქვეითებული ბავშვები, ხოლო მხედველობა დაქვეითებული ბავშვები – ფანჯრის მხარეს პირველ რიგში. ანგინითა და სურდოთი ხშირად მოავადე ბავშვები – ფანჯრიდან მოშორებით;

ბ.გ) წელიწადში ორჯერ განაპირა რიგებში მსხდარი ბავშვები აუცილებელია გადავსხათ, ისე რომ არ დაირღვეს ავეჯის ჯგუფის შესაბამისობა მოსწავლის სიმაღლესთან;

გ) მერხების ან მაგიდების რიგებსა და კედლებს შორის დაცული უნდა იყოს შემდეგი მანძილები:

ა) გარეთა კედლიდან მერხების პირველ რიგამდე – 0,6-0,7 მ;

ბ) შიგნითა კედლიდან მე-3 რიგის მერხებამდე – 0,5-0,6 მ;

გ) მართკუთხედის კონფიგურაციის კლასებში, სადაც მერხები 3 რიგადაა განლაგებული, პირველი მერხიდან დაფამდე მანძილი – 3 მ (მინიმალური მანძილი – 2,5 მ); კვადრატული და განივი კონფიგურაციის კლასებში, სადაც მერხები ოთხ რიგად არის განლაგებული – 4 მ. (მინიმ. მანძილი 3,5);

დ) მანძილი ერთადგილიანი სკამების რიგებს შორის, არანაკლებ - 0,5 მ, ორადგილიანისა – არანაკლებ 0,6 მ;

ე) კედლის დაფები უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ ქვედა კიდე იატაკიდან დაშორებული იყოს 65-75 სმ. თვალსაჩინოებისა და სხვა სასწავლო ინვენტარის განსათავსებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს კარადები, რომლებიც საკლასო ოთახის უკანა კედელზე განლაგდება. ასევე სექციებიანი კარადა-საკიდი პირსახოცებისათვის;

ვ) სათამაშო ოთახები უნდა აღიჭურვოს ორადგილიანი მაგიდებით, სკამებით, სათამაშოების, წიგნებისა და სამაგიდო თამაშების შესანახი კარადებით. ავეჯი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვების სიმაღლეს და განლაგდეს ფანჯრებისა და ერთ-ერთი კედლის გასწვრივ. ხოლო მეორე კედელთან უმჯობესია მოეწყოს სპორტული კუთხე, სავარჯიშო კედლითა და სხვა ნივთებით: სახტუნაოები, რგოლები, ბურთები და სხვ., ან „ოთახის სტადიონი’’. დაუშვებელია ინდივიდუალური მოხმარების სათამაშოების შეძენა (ფლეიტა, სასტვენი, ტუჩის გარმონი და ა. შ.);

ზ) სტაციონალური საწოლების განლაგების დროს (სახ. სტანდ 19301.3-73) საძინებელ ოთახებში დაცული უნდა იქნეს მანძილი: საწოლების გრძელ მხარეებს შორის – 0,5 მ, საწოლის თავებს შორის – 0,2მ. საწოლსა და გარეთა კედელს შორის უნდა იყოს არანაკლებ – 0,6მ. გარდა ამისა საძინებელ ოთახებში საჭიროა განთავსდეს კარადები საშინაო ტანსაცმლისათვის;

თ) სათამაშო და საძინებელი ოთახების შეთავსების შემთხვევაში საჭიროა მათი აღჭურვა ჩამონტაჟებული ან გასაშლელი საწოლებით, საშინაო ტანსაცმლის, სათამაშოების და წიგნების კარადებით, ორადგილიანი მაგიდებით და სკამებით. ჩამონტაჟებული ავეჯის კონსტრუქცია შეთანხმებულ უნდა იქნეს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან;

თ.ა) „საძინებელი-სათამაშო’’ შეთავსებულ ოთახში – დასაშვებია მხოლოდ წყნარი თამაშობების ზონის მოწყობა. სპორტული კუთხის ორგანიზება, ასეთ შემთხვევაში, რეკომენდებულია დარბაზული ტიპის რეკრეაციაში;

ი) 6 წლის ასაკის ბავშვების სასადილო აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ზომის მაგიდებითა და სკამებით;

კ) გასახდელში უნდა იყოს ინდივიდუალური კარადები ზედა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისათვის. იზოლირებული გასახდელის უნქონლობის შემთხვევაში დასაშვებია ტანსაცმლის კარადების განთავსება რეკრეაციებში დამატებითი ფართობის არსებობისას.

 

4. მოთხოვნები სასწავლო-აღმზრდელობითი ოთახების სანიტარიული მდგომარეობისადმი

ა) სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულების ყველა ოთახში დაცული უნდა იყოს სამაგალითო სისუფთავე და წესრიგი. დასუფთავება უნდა ხორციელდებოდეს ყოველდღიურად, სველი წესით, სარეცხი საშუალებების გამოყენებით, ფანჯრებისა და ფრამუგების გაღებით. ნოხები საჭიროებს დამუშავებას სველი წესით ან გაწმენდას მტვერსასრუტით;

ა.ა) ყველა სათავსოს გენერალური დალაგება-დასუფთავება უნდა ჩატარდეს ყოველი მეოთხედის ბოლოს და ეპიდჩვენების მიხედვით;

ა.ბ) სადეზინფექციო საშუალებებად რეკომენდებულია ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატები: 0,5% კალციუმის ჰიპოქლორატი, 3%-იანი ნიტრანის ხსნარი, ქლორდეზინის (0,5%) და სულფოქლორანტინის (0,2%) სადეზინფექციო კომპოზიცია;

ა.გ) სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში გამოყენებული თეთრეული უნდა იყოს მარკირებული. ლოგინის თეთრეულს მარკირებას უკეთებენ ფეხების მხარეს კუთხეში. აუცილებელია თეთრეულის 3 კომპლექტისა და 2 ცვლა ლეიბის შალითების ქონა;

ა.დ) ლოგინის თეთრეულისა და პირსახოცების ცვლა უნდა ხდებოდეს დაჭუჭყიანების მიხედვით, მაგრამ არა ნაკლებ კვირაში ერთხელ. სუფთა თეთრეული აუცილებელია ინახებოდეს სპეციალურ კარადაში;

ა.ე) ლოგინის თეთრეული – ლეიბები, ბალიშები და გადასაფარებლები უნდა გამზეურდეს საძინებელ ოთახში ფანჯრების გაღებით, ხოლო ყოველი გენერალური დასუფთავებისას გატანილ იქნეს გარეთ გასანიავებლად. წელიწადში ერთხელ ლოგინს უნდა ჩაუტარდეს ქიმწმენდა;

ბ) კატეგორიულად იკრძალება კედლებისა და ჭერის, ფანჯრის რაფების შეთეთრება და სხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მიმდინარეობის პერიოდში;

გ) ტუალეტებში იატაკები, უნიტაზები უნდა ირეცხებოდეს დღეში 2-ჯერ გამდინარე წყლით (სასურველია ცხელი), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული სარეცხი საშუალებების გამოყენებით. გარდა ამისა, შარდმავა მარილების მოსაცილებლად უნიტაზები თვეში 2-ჯერ უნდა გაირეცხოს შესაბამისი პრეპარატით და გამდინარე წყლის ჭარბი ჭავლით. უნიტაზზე დასაჯდომიოველდღე საჭიროებს გარეცხვას თბილი, საპნიანი ხსნარით;

დ) ტუალეტების დასასუფთავებლად განკუთვნილ ინვენტარს (ჩვრები, ვედროები, ჯაგრისები) უნდა ჰქონდეს მკვეთრი ფერის მარკირება და ინახებოდეს ტუალეტის ოთახში, სპეციალურად გამოყოფილ კარადაში. მთელი ინვენტარი, გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს სარეცხი საშუალებებით და გაშრეს. სადეზინფექციო ხსნარები და სარეცხი საშუალებები, რომლებიც მუქ ჭურჭელშია მოთავსებული, უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას;

ე) ცენტრალური საკანალიზაციო ქსელის უქონლობის შემთხვევაში უნდა დამონტაჟდეს ლოკალური კანალიზაცია ადგილობრივი გამწმენდი ნაგებობით;

ე.ა) იქ, სადაც არ არის ამის საშუალება, თხრილები და სანაგვე ორმოები უნდა დაიცალოს 2/3-მდე ავსებისას და ყოველდღიურად დამუშავდეს ქლორიანი კირის 10%-იანი ხსნარით, ხოლო კვირაში ერთხელ ჩაიყაროს მშრალი ქლორიანი კირი, ბუზებთან ბრძოლის მეთოდური მი-თითებანი” №28-6/3 27.01.84-ის შესაბამისად;

ე.ბ) მცირე სასკოლო კონტინგენტის (50 მოსწავლე) სოფლის სკოლებში დასაშვებია ლუფტკლოზეტის გაკეთება, რომელიც უნდა დაიცალოს საკანალიზაციო ორმოებში. ნახმარი წყლების ჩასხმა ლუფტკლოზეტში აკრძალულია.

ე.გ) ეზოს საპირფარეშოს შიგნითა ზედაპირი და კარების სახელური ყოველდღე უნდა გაირეცხოს სარეცხი საშუალებებით და გამდინარე წყლის ჭარბი ჭავლით.

5. მოთხოვნები სითბური და საჰაერო რეჟიმისადმი

ა) ჰაერის ტემპერატურის გათვლითი დონე სასწავლო-აღმზრდელობით სათავსებში უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ პარამეტრებს:

 

ბ) საკლასო და სათამაშო ოთახებში ბავშვის ტანსაცმელი უნდა იყოს შემდეგი სახის: ბამბის საცვლები და კაბა (ბამბის ან ნახევრად შალის) გოგონებისათვის; ბამბის საცვლები და შორტები (ბამბის ან ნახევრად შალის) ბიჭებისათვის. ფეხზე კოლგოტები, ჰაერის ტემპერატურის შესაბამისად – წინდები, გოლფები, მსუბუქი ფეხსაცმელი. დაუშვებელია გამოსაცვლელ ფეხსაცმელად რეზინის კედებისა და „ბოტასების’’ გამოყენება.

გ) სასურველი საჰაერო გარემოს შესაქმნელად აუცილებელია ყოველდღიურად კარგად განიავდეს ყველა სათავსi. მეტად ეფექტურია გამჭოლი და გვერდითი განიავება, რაც უნდა ჩატარდეს ბავშვების ოთახში არყოფნის დროს.

დ) საძინებელი ოთახები აუცილებლად უნდა განიავდეს ძილის წინ. წელიწადის ცივ პეროიდში ფრამუგები და სარკმელები უნდა დაიხუროს დაძინებამდე 30 წთ-ით ადრე. ძილის დროს ფრამუგები უნდა გაიღოს ერთი მხრიდან და დაიხუროს 20 წთ-ით ადრე ბავშვების ადგომამდე. საძინებელს უნდა ჰქონდეს მზისგან დამცავი მოწყობილობა (ფარდები, ჟალუზები და სხვა);

ე) ბავშვის სეირნობისათვის განკუთვნილი ტანსაცმელი უნდა შეესაბამებოდეს ამინდის პირობებს და მოძრაობითი აქტივობის სახეს. მკაცრი ზამთრის პირობებში, ტანსაცმელი უნდა უზრუნველყოფდეს დაცვას ცივი ჰაერის შეღწევისაგან, იყოს მსუბუქი და მოხერხებული (კომბინეზონი, ნახევრადკომბინეზონი და ა. შ.).

 

6. მოთხოვნები ბუნებრივი და ხელოვნური განათებისადმი

ა) 6 წლის ბავშვების სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულების ყველა ძირითად სათავსს უნდა ჰქონდეს უშუალო პირდაპირი ბუნებრივი განათება. სასწავლო სათავსების ბუნებრივი განათების საუკეთესო სახეს წარმოადგენს მარცხენა მხრიდან და ზოლური განათება მზისგან დასაცავი განათება მოწყობილობების გამოყენებით;

ა.ბ) 6 მ-ზე მეტი სიღრმის ოთახში აუცილებელია მარჯვნივი, დამატებითი განათების ორგანიზება.

ა.გ) სინათლის ძირითადი ნაკადი არ შეიძლება იყოს მიმართული მოსწავლის ზურგის, ანფასის ან მარჯვენა მხარეს;

ბ) ხელოვნური განათება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ლუმინესცენტური ან ვარვარების ნათურებით. სასწავლო ოთახების ხელოვნური განათება ნორმირდება შემდეგი ფარგლებში: ლუმინესცენტური ნათურებისათვის – 300 ლუქსი და ვარვარების ნათურებისათვის – 150ლუქსი.

ბ.ა) სათამაშო ოთახში ლუმინესცენტური ნათურების გამოყენებისას განათება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 ლუქსს, იატაკიდან 0,5 მ სიმაღლეზე, ხოლო ვარვარების ნათურებისათვის 100 ლუქსს; საძინებელში – 75 ლუქსს, იატაკიდან 0,5 მ სიმაღლეზე.

გ) ხელოვნური განათების წყაროები უნდა უზრუნველყოფდნენ ოთახების საკმარის და თანაბარ განათებას.

 

7. მოთხოვნები სასწავლო მეცადინეობების რეჟიმის ორგანიზებისადმი

ა) 4 -წლიანი დაწყებითი სკოლის სასწავლო წელი პირველ კლასებში შეადგენს 32 სასწავლო კვირას;

ა.ა) ტიპიური სასწავლო გეგმით 6-წლიანებისათვის განსაზღვრულია სასწავლო დატვირთვა 20 სთ. კვირაში.

ა.ბ) პირველ კლასებში არდადეგები ინიშნება სკოლის რეჟიმის შესაბამისად. გარდა ამისა, მესამე მეოთხედის შუაში შემოღებულია დამატებითი ერთკვირიანი არდადეგები. სასწავლო წლის დამთავრების თარიღად პირველ კლასში დადგენილია – 25 მაისი;

ა.გ) დასაშვებია დამატებითი არდადეგების შემოღება სასწავლო წლის განმავლობაში;

ბ) სწავლება 6 წლის ბავშვებისათვის მხოლოდ პირველი ცვლის რეჟიმში უნდა წარმოებდეს. გაკვეთილების დაწყების დროდ დადგენილია 9-სთ. დასაშვებია დროის შეცვლა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.

ბ.ა) სასწავლო დღე უნდა იწყებოდეს წინასწარ საგანგებოდ განიავებულ საკლასო ოთახში დილის გამამხნევებელი ვარჯიშით (დანართი 2);

გ) 6-დღიანი სწავლების შემთხვევაში – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს დასაშვებია არა უმეტეს 3 გაკვეთილისა, სამშაბათს და ხუთშაბათს არა უმეტეს 4 გაკვეთილისა;

გ.ა) 5-დღიანი სასწავლო კვირის დატვირთვა დღეში არ უნდა აღემატებოდეს 4 გაკვეთილს. ხუთშაბათს გათვალისწინებული უნდა იყოს „განტვირთვის დღე’’ ექსკურსიების მოსაწყობად, მოძრავი თამაშობებისათვის, ჰაერზე სპორტული გასართობებისათვის, კინოთეატრში წასასვლელად და სხვა;

დ) მთელი სასწავლო წლის განმავლობაში 6 წლის ასაკის ბავშვებს არ მიეცემათ საშინაო დავალებები და არ ეწერებათ ნიშნები;

ე) პირველ კლასში მიღებულია საფეხურებრივი სწავლების რეჟიმი სასწავლო დატვირთვის თანდათანობითი გაზრდით:

ე.ა) სექტემბერ-ოქტომბერი – 30 წთ-იანი 3 გაკვეთილი;

ე.ბ) ნოემბერ-დეკემბერი – 30 წთ-იანი 4 გაკვეთილი;

ე.გ) სასწავლო წლის II ნახევარში – 35  წთ-იანი 4 გაკვეთილი.

ვ) გაკვეთილებს შორის დასვენების ხანგრძლივობა 20 წთ-ია. 35 წთ-იანი გაკვეთილის მსვლელობისას უნდა ჩა-ტარდეს ორი ფიზკულტურული წუთი თითოეული 2 წთ-ის ხანგრძლივობით, გაკვეთილის მე-10 და მე-20 წთ-ზე (დანართი 3). მე-2 ან მე-3 გაკვეთილის შემდეგ უნდა ჩატარდეს 40 წთ-იანი დინამიური მეცადინეობა ჰაერზე მოძრაობითი და სპორტული თამაშობებით, მასწავლებლის ხელმძღვანელობით (დანართი 4).

ზ) გაკვეთილების ცხრილი შედგენილი უნდა იყოს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: საგნები, რომლებიც მოითხოვს მეტ გონებრივ დატვირთვას – მშობლიური ენა, მათემატიკა, უნდა ჩატარდეს პირველ და მე-2 გაკვეთილზე;

ზ.ა) საგნები, რომლებიც საჭიროებ მოძრაობით, დინამიურ კომპონენტს – ფიზკულტურა, მუსიკა – მე-3 გაკვეთილზე უნდა ჩატარდეს. სახვითი ხელოვნება, შრომა, გარემოს გაცნობა – მე-4 გაკვეთილზე. წერითი სამუშაოები მათემატიკასა და ქართულში უნდა ჩატარდეს გაკვეთილის პირველ ნახევარში. განუწყვეტელი კითხვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 8-10 წთ-ს, ხოლო განუწყვეტელი წერითი სამუშაოები – 3-5 წთ-ს.

ზ.ბ) შრომის გაკვეთილებზე ქსოვილთან, ქაღალთან, მუყაოსთან და ბუნებრივ მასალასთან მუშაობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წთ-ს. ეს პერიოდი უნდა შედგებოდეს სამი 5 წთ-იანი მონაკვეთისაგან, 3 წთ-იანი შესვენებების მონაცვლეობით.

თ) წიგნები, რვეულები და სხვა დიდაქტიკური საჭიროებანი უნდა ინახებოდეს სკოლაში.

 

8. მოთხოვნები გახანგრძლივებული დღის ჯგუფების მუშაობის ორგანიზებისადმი

ა) პირველი კლასის მოსწავლეები, მშობლების სურვილის მიხედვით, შეიძლება მიღებულ იქნენ გახანგრძლივებული დღის ჯგუფებში.

ბ) არდადეგების დროს შესაძლებელია გახანგრძლივებული დღის ჯგუფის მუშაობა მოსწავლეთა იმ ჯგუფისათვის, რომელიც ამას საჭიროებს.

გ) გახანგრძლივებული დღის ჯგუფში მყოფი ბავშვებისათვის აუცილებელია ყოველდღიურად 1 სთ და 30 წთ – 2 სთ-იანი დღის ძილი და 2 სთ და 30 წთ – 3სთ ყოფნა სუფთა ჰაერზე. გასეირნება და მოძრაობითი თამაშები ჰაერზე უნდა ჩატარდეს დღის განმავლობაში არანაკლებ 2-ჯერ;

დ) არასასწავლო დროში ჩართულ უნდა იქნეს ბავშვების ინტერესებისა და სურვილების შესაბამისი საქმიანობები. აკრძალულია დღის მეორე ნახევარში მეცადინეობების ჩატარება;

დ.ა) საქმიანობის ისეთი სახეები, როგორიცაა კითხვა, მუსიკალური მეცადინეობა, ხატვა, ძერწვა, ხელსაქმე, მაგიდის თამაშობები და სხვა – არ უნდა ტარდებოდეს 30წთ-ზე მეტი ხანგრძლივობით;

დ.ბ) დიაფილმების, ტელევიზორის ყურება დასაშვებია არა უმეტეს კვირაში ორჯერ ხანგრძლივობით: დიაფილმისა – 30წთ-მდე, ტელეგადაცემისა – 30-45წთ;

დ.გ) კინოთეატრში, გამოფენაზე, ექსკურსიაზე წასვლა შეიძლება მოეწყოს არა უმეტეს 1-2-ჯერ თვეში;

დ.დ) არასასწავლო საქმიანობისათვის ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული სკოლის შენობა: სამკითხველო, სააქტო, სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა;

ე) დიაფილმის საჩვენებლად გამოყენებულ უნდა იქნეს დიაპროექტორი, რომლის არეკვლის კოეფიციენტია 0,8. დიაფილმის ჩვენება უშუალოდ კედელზე დაუშვებელია. ეკრანის განთავსების სიმაღლე იატაკიდან უნდა იყოს – არანაკლები 1მ და ეკრანის ცენტრიდან არა უმეტეს 1,3მ. ტელეგადაცემების საყურებლად გამოიყენებული ტელევიზორის ეკრანის დიაგონალის ზომა უნდა შეადგენდეს 59-69სმ. ტელევიზორი უნდა დაიდგას იატაკიდან 1-1,3მ; ბავშვები ეკრანიდან დაშორებული უნდა იყოს 4-დან 6მ-ის ფარგლებში. სკამები იდგმება (სათამაშო ოთახში) 4-5 რიგად, მათ შორის მანძილი – 0,5-0,6მ;

ე.ა) საღამოს ტელეგადაცემების ყურება მხოლოდ ხელოვნური განათების თანაობისას არის დაშვებული, რომელიც ბავშვის მხედველობის არეში არ იმყოფება;

ე.ბ)დღის საათებში მზის კაშკაშა განათების დროს საჭიროა ფანჯრების დახურვა მსუბუქი, ღია ფერის ფარდებით, მზის ათინათის გამოსახულების ეკრანზე არეკვლის ასაცილებლად.

ვ) დღის მეორე ნახევარი უნდა ეთმობოდეს ბავშვთა თვითმომსახურების ჩვევების გამომუშავებას, რაც გამოიხატება სამუშაო ადგილის, ტანსაცმლის, საკლასო ოთახის მცენარეების მოვლაში, სუფრის გაწყობისას დახმარებაში;

ზ) სწავლების პირობებზე და სასწავლო-აღმზრდელობითი ორგანიზაციის პროცესზე კონტროლს ახორციელებენ სკოლის მედიცინის მუშაკები (ექიმი, მედდა, ექთანი) და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენის ექიმები.

თ) გახანგრძლივებული დღის ჯგუფის მოსწავლეები უზრუნველყოფილ უნდა იყვნენ 3-ჯერადი ცხელი კვებით (საუზმე, სადილი, სამხარი) 6-წლის ბავშვებისათვის დადგენილი ნორმის შესაბამისად. ინტერვალები ცხელი საკვების მიღებს შორის უნდა იყოს 3,0-4,0 სთ. –საუზმე სახლში 7,30 სთ, საუზმე მეორე შესვენებაზე, სადილი 13-13,30 სთ-ზე, და სამხარი 16,20-16,30 სთ შუადღის ძილის შემდეგ;

თ.ა) სახლში საუზმის კალორიულობა უნდა შეადგენდეს დღე-ღამური მოთხოვნილების (1970 კკალ) დაახლოებით – 15%-ს, სკოლის ცხელი საუზმისა – 20%-ს, სადილისა – 35%-ს, სამხარისა დაახლოებით – 10%, ვახშამი არა უმეტეს – 20%-სა;

თ.ბ) პროდუქტების სანიმუშო ნაკრები მოყვანილია დანართ 5-ში.

ი) ყოველდღიურ კონტროლს კვების ხარისხსა და ორგანიზებაზე ანხორციელებს სკოლის ადმინისტრაცია, მედპერსონალი და მშობელთა კომიტეტი;

ი.ა) პერიოდულ კონტროლს – განათლებისა და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური.

 

9. მოთხოვნები ფიზიკური აღზრდის ორგანიზებისადმი

ა) ფიზკულტურის პროგრამა 6 წლის ბავშვებისათვის ითვალისწინებს მუშაობის შემდეგ ფორმებს:

ბ) ფიზკულტურულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები:

ბ.ა) ტანვარჯიში გაკვეთილების დაწყებამდე;

ბ.ბ) ფიზკულტურული წუთები გაკვეთილების დროს;

ბ.გ) ფიზიკური ვარჯიშები და მოძრაობითი თამაშობები დასვენებებზე;

ბ.დ) თამაშების საერთო ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 10-15 წთ-ს თამაშის დასაწყისი უნდა იყოს საშუალო ინტენსივობის, დამთავრება მცირე ინტენსივობის. გაკვეთილებს შორის შესვენების მაქსიმალური ეფექტურობა მიიღწევა, სუფთა ჰაერზე ყოფნის პირობებში;

ბ.გ) დინამიკური მეცადინეობები: უნდა ჩატარდეს მე-2 ან მე-3 გაკვეთილის შემდეგ, ყოველდღე. მეცადინეობის მეთოდი და ორგანიზაცია უნდა შეესაბამებოდეს წელიწადის დროს, ამინდს და გაკვეთილების ცხრილს;

გ) ფიზკულტურის გაკვეთილები უნდა ჩატარდეს ჰაერზე, ამინდის გათვალისწინებით, კვირაში 2-ჯერ;

დ) ზოგადსასკოლო ფიზკულტურულ-მასობრივი და სპორტული ღონისძიებანი, რომლებიც ითვალისწინებს ყოველთვიურ ჯანმრთელობის და სპორტის დღეებს (მოძრაობითი თამაშობები, ესტაფეტები, შეჯიბრებები, ველოსიპედით და ფეხით სიარული);

ე) ფიზიკური ვარჯიშები უნდა ჩატარდეს ფიზკულტურის დარბაზში, ან ამ მიზნით მოწყობილ სათავსში (რეკრეაციაში), ფრამუგების გაღებით – ზამთარში, ფანჯრების გაღებით – ზაფხულში.

 

10. მოთხოვნები ჰიგიენური სწავლებისა და აღზრდისადმი

ა) სკოლის პედაგოგიური და სამედიცინო პერსონალი სისტემატიურად უნდა ახორციელებდეს მუშაობას მოსწავლეთა ჰიგიენური სწავლა-აღზრდისათვის, რომელიც მიმართულია შეგნებული კულტურულ-ჰიგიენური ჩვევების ფორმირებისაკენ;

ბ) ჰიგიენურ სწავლებასა და აღზრდაში უნდა შედიოდეს:

ბ.ა) შრომითი აღზრდა (შრომითი და თვითმომსახურების ჩვევების გამომუშავება, გონებრივი და ფიზიკური შრომის ფორმირება რეკომენდებული ჰიგიენური მოთ-ხოვნებით);

ბ.ბ) ჯანმრთელობის განმტკიცება, გამამხნევებელი ვარჯიშის შესრულების, გაკაჟების და ორგანიზმის აქტიური მოძრაობითი რეჟიმის გამომუშავება;

ბ.გ) მორალური და ესთეტიკური აღზრდა;

გ) ჰიგიენურ აღზრდაში ფართოდ უნდა ჩაებან მშობლები, რომლებიც წინასწარ იქნებიან ინფორმირებული მუშაობის ორგანიზების ხასიათისა და პრინციპების შესახებ, ჰიგიენური ჩვევების განმტკიცებისათვის სკოლასა და სახლში.

 

11. მოთხოვნები სამედიცინო უზრუნველყოფის ორგანიზებისადმი

ა) სკოლაში შესვლის წინ ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება (პედიატრის, ნევროპათოლოგის, ოფთალმოლოგის, ოტოლარინგოლოგის, ქირურგის (ორთოპედის) და ჩვენების მიხედვით – სხვა სპეციალისტების, ფუნქციური მზადყოფნის განსაზღვრასთან ერთად. სამედიცინო შემოწმების შედეგები შეტანილ უნდა იქნეს ფორმა 026/1-ში;

ბ) სასწავლო დაწესებულების პირველ კლასში ჩაირიცხებიან ბავშვები, რომლებსაც არა აქვთ დანართ 3-ში – „6 წლის ბავშვების სკოლაში მიღების გადავადების სამედიცინო ჩვენებანი” მითითებული დაავადებები;

გ) სკოლის მედპერსონალი უნდა ახორციელებდეს მუდმივ კონტროლს ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ფიზიკურ განვითარებაზე, ავადობაზე, ატარებდეს იმ პროფილაქტიკურ და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია ჯანმრთელობის განმტკიცებისა და ავადობის შემცირებისაკენ;

დ) სკოლის მედპერსონალი ვალდებულია მიაწოდოს დროული ინფორმაცია მასწავლებლებსა და აღმზრდელებს ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გააფორმოს „ჯანმრთელობის ბარათი’’ (დანართი 4);

ე) ქრონიკული დაავადებების მქონე და ხშირად მოავადე ბავშვებზე უნდა განხორციელდეს მუდმივი მეთვალყურეობა;

ვ) სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულების მედპერსონალი ვალდებულია აწარმოოს მუშაობა ჯანდაცვის საკითხების, სწავლების და აღზრდისა ჰიგიენის, ფიზაღზრდის, კვების ჰიგიენის, ჰიგიენური ჩვევების გამომუშავების დასაცავად და ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის.

 

    VI. სათამაშო-სპორტული მოედნის აღჭურვილობა

 

დანართი 1

(სავალდებულო)

1. სტაციონარული მოწყობილობა

ა) სავარჯიშო კედელი ფიცარნაგებისა და კიბეების ნაკრებით (4-6 სექცია), სიმაღლის 2,5-3,0მ;

ბ) სავარჯიშო ძელები სიმაღლით 50 და 35 სმ, სიგრძით 3,5 მ – ორი ცალი;

გ) სამიზნეები, რომლებიც წარმოადგენს 4 კონ-ცენტრულ წრეს დიამეტრით 20,40,60 და 80 სმ, რომლის ცენტრი მოედნის დონიდან 110-120 სმ სიმაღლეზეა მოთავსებული. 

დ) კალათბურთის ფარები ზომით 80 x120 სმ და კალათბურთის რგოლები, ფარები უნდა დაიდგას იმგვარად, რომ რგოლები იმყოფებოდეს 2 მ-ის სიმაღლეზე მოედნის ზედაპირიდან;

ე) მაგიდა, მაგიდის ჩოგბურთის სამუშაო ზედაპირის ზომები 200x100 სმ; სიმაღლით 50-60 სმ;

ვ) ორმო ხტომებისათვის, მოწყობილი მოედნის ნაპირას, სიღრმით 40-50 სმ, სიგრძით 3მ, სიგანით 2-3 მ.

ზ) 2-4 ხის სკამი სიგანით 15 სმ და სიმაღლით 30 სმ.

 

2. გადასატანი მოწყობილობა

ა) ბაგირი დიამეტრით 4სმ;

ბ) ფრენბურთის ბადეები – 2ცალი;

გ)ლატანი, (ჭოკი) – ცოცვისათვის;

დ) სადგამები ხტომებისათვის, 1 ნაკრები.

ე) დასვენების ზონაში უნდა დაიდგეს საქანელები, სასრიალო და სხვა სათამაშო მოწყობილობანი.

 

    VII. დილის გამამხნევებელი ტანვარჯიში მეცადინეობების დაწყებამდე

დანართი 2

(სარეკომენდაციო)

1. ვარჯიშების შესასრულებლად ბავშვები გამწკრივდებიან თავთავიანთი მერხების მარჯვენა და მარცხენა მხარეს ან რიგებად, თუ ვარჯიშები სკოლის ეზოში ტარდება.

2. ვარჯიში იწყება ადგილზე სიარულით (საკლასო ოთახში) ან გარბენით (მოედანზე).

3. პირველი ვარჯიში – გაჭიმვის ტიპისაა, ზემკლავი ფეხის წვერებზე აწევით და აუწევლად. შემდეგ ვარჯიშები ხელების, ფეხებისა და ტანისათვის. ვარჯიშის კომპლექსის აგება ითვალისწინებს სხვადასხვა ჯგუფის კუნთების რიგ-რიგობით ჩართვას ვარჯიშში, უკვე ნავარჯიშები კუნთების დასვენებას, მათი დაძაბულობის შენაცვლებას მოდუნებით, ურთიერთსაწინააღმდეგო მოძრაობების მონაცვლეობას, მაგ.: მოხრის შეცვლას გამართვით, წინზნექის შეცვლას უკუზნექით და ა. შ.

4. ვარჯიშების კომპლექსის ხანგრძლივობა 8-10წთ-ია.

რეკომენდებულ ვარჯიშთა სანიმუშო კომპლექსი:

 

 

 

) პირველი კომპლექსი:

ა.ა) I ვარჯიში – „გაჭიმვა”. საწყისი მდგომარეობა – ფეხები მხრების სიგანეზე, ხელისგულები თავს უკან, იდაყვები წინ. 1-2 იდაყვების უკან წაღება, ტანის გამართვა, 3-4 საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.

ა.ბ)II ვარჯიში – „ბრუნვები”. საწყისი მდგომარეობა – ფეხები მხრების სიგანეზე, ხელები ზურგს უკან. 1 სხეულის მარჯვნივ მობრუნება, 2 იგივე მარჯვნივ, შეუჩერებლად. საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.

ა.გ) III ვარჯიში – „თოჯინა”.საწყისი მდგომარეობა – ფეხები ერთად, 1-4 3600-ით შებრუნება მარც-ხენა მხარეს, გამართული ფეხების გადაბიჯებით, 5-8 იგივე მოძრაობა მარჯვენა მხარეს.

ა.დ) III-IV ვარჯიში –„ქარი არხევს ნაძვებს”. საწყისი მდგომარეობა – ფეხები მხრების სიგანეზე, განმკლავი: 1-2 ზნექი მარცხნივ, 3-4 ზნექი მარჯვნივ, შეუჩერებლად, დაბრუნება საწყის მდგომარეობაში.

ა.ე) V ვარჯიში –ხტუნია ბეღურები”. საწყისი მდგომარეობა – დოინჯი, ორივე ფეხით ადგილზე ხტომი, სიარულზე გადასვლით.

 

) მეორე კომპლექსი

ბ.ა)  I ვარჯიში. საწყისი მდგომარეობა – ფეხები ერთად, 1 ფეხის წვერებზე აწევა, ზემკლავი, უკუზნექი, 2 დაბრუნება საწყის მდგომარეობაში.

ბ.ბ) II ვარჯიში. საწყისი მდგომარეობა – ფეხები მხრები ს სიგანეზე, განმკლავი, 1 წინზნექი, ტაში მარჯვენა ფეხს უკან, 2 დაბრუნება საწყის მდგომარე-ობაში და ტაში მარცხენა ფეხს უკან.

ბ.გ) III ვარჯიში. საწყისი მდგომარეობა – ფეხები მხრების სიგანეზე, დოინჯი, 1 უკან ზნექი, განმკლავი, 2 დაბრუნება საწყის მდგომარეობაში.

ბ.დ) IV ვარჯიში საწყისი მდგომარეობა – დოინჯი, 1 მარჯვნივ ზნექი, მარცხენა ხელის მაღლა აწევა, 2 საწყის მდგომარეობაში დაბრუნება. იგივე მეორე მხარეს.

ბ.ე) V ვარჯიში საწყისი მდგომარეობა – დოინჯი, 1-4 ხტომები მარჯვენა ფეხზე, 5-8 ხტომები მარცხენა ფეხზე, სიარულზე გადასვლით.

ბ.ვ) VI ვარჯიში საწყისი მდგომარეობა – ფეხები ერთად, 1 მარჯვენა ფეხის განზე გაწევა, განმკლავი, 2 საწყის მდგომარეობაში დაბრუნება. იგივე მეორე ფეხით.

 

    VIII. ფიზკულტურული წუთების სანიმუშო კომპლექსი

 

დანართი 3

(სარეკომენდაციო)

1. პირველი კომპლექსი (მერხთან ჯდომით)

ა) I ვარჯიში. საწყისი მდგომარეობა – ხელები მერხზე, წინ გამართული, ზემკლავი, გაჭიმვა, საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.

ბ) II ვარჯიში. საწყისი მდგომარეობა – ხელები მერხის კიდეზე მუშტებად შეკრული. ხელების გამართ-ვით და თითების გაჭიმვით მერხის მეორე კიდეზე შეხება, საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.

გ) III ვარჯიში. საწყისი მდგომარეობა – ხელები თავს უკან, იდაყვები წინ, იდაყვების განზე გაწევა, გაზნექვა, საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.

 

2. მეორე კომპლექსი (მერხთან ჯდომით)

ა) I ვარჯიში. საწყისი მდგომარეობა – ხელები მერხის კიდეზე, ადგომა, დაჯდომა.

ბ) II ვარჯიში. საწყისი მდგომარეობა – ხელების გადაჯვარედინება მერხზე, იდაყვებზე დაყრდნობა, თითების შეერთება.

გ) III ვარჯიში. საწყისი მდგომარეობა – დოინჯი, იდაყვების უკან გაწევა, საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, მხრების მაღლა აწევა, საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.

 

3. მესამე კომპლექსი (მერხთან დგომით)

ა) I ვარჯიში. საწყისი მდგომარეობა – დოინჯი, ცერა თითებით წინ, უკუზნექი, საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.

ბ) II ვარჯიში. საწყისი მდგომარეობა – დოინჯი, ტანის ბრუნი მარჯვნივ, მარცხენა ხელით უკან მდგარი მერხის შეხებით, საწყის მდგომარეობაში დაბრუნება. იგივე მარცხენა ხელით.

გ) III ვარჯიში. საწყისი მდგომარეობა – ხელები მხრებთან, იდაყვები წინ, საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, იდაყვები განზე. საწყის მდგომარეობაში დაბრუნება. იდაყვები უკან, საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.

 

    IX. დინამიკური თამაშების ორგანიზება შესვენების დროს

 

დანართი 4

(სარეკომენდაციო)

1. შესვენების 15-20 წთ-ის განმავლობაში ბავშვებმა შეიძლება 3-4 თამაში მოასწრონ. თამაშების საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 10-15 წთ-ს. მიზანშეწონილია, დავიწყოთ საშუალო ინტენსივობის თამაშით და დავამთავროთ ნაკლებად მოძრავი თამაშით, ამით მივაღწევთ ფიზიკური და ემოციური დაძაბულობის მოხსნას ახალი გაკვეთილის დაწყების წინ.

2. უნდა წავახალისოთ სპონტანურად წარმოქმნილი თამაშებიც, მაგ.: სახტუნელებით, „კლასობანა” და სხვ. თამაშები, რომლებიც სკოლაში მოსწავლეთა ყოფაქცევის წესების მოთხოვნებს პასუხობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

X. პროდუქტების სანიმუშო ნაკრები სასკოლო საუზმისა და სადილისათვის ზოგადსაგანმამათლებლო სკოლის 6 წლის ასაკის მოსწავლისათვის

დანართი 5

(სავალდებულო)

    

XI. სამედიცინო ჩვენებები ექვსი წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიღების გადავადებაზე

 

დანართი 6

(სავალდებულო)

1. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე გადატანილი დაავადებები:

ა) ინფექციური ჰეპატიტი,

ბ) პიელონეფრიტი, დიფუზური გლომერულონეფრიტი,

გ) არარევმატული მიოკარდიტი,

დ) რევმატიზმი აქტიურ ფაზაში,

ე) ეპიდემიოლოგიური მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი,

ვ) ტუბერკულოზი (ყველა ფორმა, ტუბერკულოზური სინჯის ვირაჟის ჩათვლით),

ზ) სისხლის დაავადებები,

თ) ცნს-ის ტრავმული დაზიანებები,

ი) სისხლის დაავადებები,

კ) ბავშვთა ინფექციური დაავადებების მძიმე ფორმები.

2. შემდეგი ქრონიკული მდგომარეობები და დაავადებები:

ა) ფსიქიკური განვითარების შეფერხება,

ბ) ფიზიკური განვითარების შეფერხება 1 წლით და მეტი (სხეულის სიგრძე რეგიონალური სტანდარებით ნაკლები M-26, მუდმივი კბილების უქონლობა),

გ) ცნს-ის ორგანული დაზიანების ნარჩენი მოვლენები მოძრაობითი, ტროპიკული და გრძნობათა ფუნქციების გამოხატული დარღვევით (ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა),

დ) ეპილეფსია, ეპილეფსიური სინდრომი,

ე) ნევროზები და ნევროზისმაგვარი მოშლილობანი (ლოგონევროზი, ენურეზი და სხვა),

ვ) ენდოკრინული დაავადებანი (ჩიყვი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა),

ზ) მიოპია, პროგრესირებისკენ გადახრილი (2,0 D-ზე მეტი),

თ) ნუშურების ჰიპოტროფია III ხარისხის,

ი) ადენოიდური ვეგეტაციები III ხარისხის, ქრონიკული ადენოიდიტი,

კ) ქრონიკული ტონზილიტი (დეკომპენსაციური ფორმა),

ლ) ვეგეტოდისტონია ჰიპოტონიური (არტერიული წნევა 80 მმ ვერც. სვ. და მეტი)

მ) გულის მანკი რევმატიული ან თანდაყოლილი,

ნ) ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ქრონიკული პნევმონია (გამწვავების პერიოდში ან მდგრადი რემისიის უქონლობის შემთხვევაში წლის განმავლობაში),

ო) კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლული, ქრონიკული გასტრიტი, ქრონიკული გასტროდუოდენიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი (არასრული რემისიის სტადიაში, ხშირი რეციდივებით),

პ) ეგზემა, ნეიროდერმიტი (კანის გავრცელებული ცვლილებებით),

ჟ) ანემია (10,7გ% და ნაკლები ჰემოგლობინის შემცველობისას სისხლში),

რ) სხვა ქრონიკული დაავადებები არასრული რემისიის სტადიაში და ხშირი რეციდივებით.

 

XII. ჯანმრთელობის ბარათი

დანართი 7

(სავალდებულო)

ბიბლიოგრაფია

1. Му. «Организация учебных занятий и режима продленного дня в потготовилеьных классах общеоброзовательноой школы в условиях пятидневной учебной недели», 1981 г.

2. Му. «Организация рационального питания учащихся подготовительных классов общеоброзовательных школ»,1982 г.

3. მეთოდური მითითებაბუზებთან ბრძოლა”, 27.01.84 28-6/3;

4. ГосТ 11015-86 «Столы ученические »;

5. ГосТ 11016-86 «Стулья ученические »;

6. СНиП 2.08.02-89 «Общественные здания и сооружения »,1989;

7. სანწდან ჰიგიენური მოთხოვნები მოსწავლეთა სწავლების პირობებისადმი სხავდასხვა ტიპის თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში”, 2000.

 

 

ჰიგიენური მოთხოვნები მოსწავლეთა სწავლების პირობებისადმი სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში

Hygienic requirements for the conditions of schoolchildrens study in different kinds of modern general educational institutions

სანიტარიული წესები და ნორმები

სანწდან 2.4.300

 

    I. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები (შემდგომში სანიტარული წესები) განკუთვნილია, რათა დავიცვათ მოსწავლეთა ორგანიზმი მავნე ფაქტორების იმ არასასურველი ზემოქმედებისაგან, რომელიც თან ახლავს სასწავლო პროცესს.

2. სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები წაეყენება:

) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადგილმდებარეობას;

) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ნაკვეთს;

) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობ;

) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობის აღჭურვას;

) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობის ჰაერცვლას და სითბურ რეჟიმს;

) ბუნებრივ და ხელოვნურ განათებას;

) წყალმომარაგებას და კანალიზაციას;

) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების არატიპურ შენობაში განთავსებას და აღჭურვას;

) სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზებას;

) მოსწავლეთა სამედიცინო მომსახურებას;

) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სანიტარიულ მდგომარეობას;

) მოსწავლეთა კვების ორგანიზებას.

3. წინამდებარე სანიტარიული მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას ეკისრება.

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაგეგმარება, მშენებლობა და რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს წინამდებარე სანიტარიული წესების და ნორმების შესაბამისად.

5. სანიტარიული წესების სავალდებულო დაცვის მიზნით, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები უნდა შევიდეს შესაბამის სახელმწიფო სტანდარტებში და სხვა ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებში.

6. სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობასა და კონტროლს წინამდებარე სანიტარიული წესების შესრულებაზე ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურები, უწყების სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ კონტროლს კი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალი.

 

    II. ნორმატიული დამოწმებები

1. წინამდებარე სანიტარიულ წესებში გამოყენებულია დამოწმებები შემდეგ დოკუმენტებზე:

) საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”.

) საქართველოს კანონი განათლების შესახებ”.

) საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ”.

    III. ჰიგიენური მოთხოვნები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადგილმდებარეობისადმი

1.  ქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობა უნდა მდებარეობდეს მიკრორაიონებისა და კვარტლების სიღრმეში. მანძილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან მაგისტრალებამდე, სადაც ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობაა, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100-170 -ისა.

2.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განთავსება კვარტლების შიდა გზებთან, სადაც ავტოტრანსპორტის არაინტენსიური მოძრაობაა, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მინიმალური მანძილი სკოლის ნაკვეთის საზღვრიდან გზის კიდემდე 15-25 -ია.

3.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განთავსება კვარტლების შიგა გზებთან, სადაც ტრანსპორტის რეგულარული მოძრაობაა დაუშვებელია.

4.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ახლოს ინდივიდუალური ავტოფარეხების მშენებლობა დაუშვებელია.

5.  სკოლის ტერიტორიისა და ავტოფარეხის საზღვრებს შორის მინიმალურ სანიტარიული-დაცვის ზონა უნდა იყოს არანაკლებ 25 -ისა (ავტოფარეხი, ტევადობით 20 მანქანა), 50 -ისა, (ავტოფარეხი, ტევადობით 50 მანქანა). მანძილი დიდი ტევადობის ავტოფარეხების და სკოლის ტერიტორიას შორის უნდა შეთანხმდეს ადგილობრივ სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურებთან.

6.  მანძილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვადასხვა ტიპის შენობამდე (საცხოვრებელი სახლები, დაწესებულებები და სხვა) უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო ნორმებსა და წესებს 2.07.01-89.

7.  მანძილი სახლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამდე არ უნდა აღემატებოდეს 0,5კმ- (ფეხით);

) I-II საფეხურის მოსწავლეთათვის 0,4 კმ-ს;

) III საფეხურის მოსწავლეთათვის 0,5 კმ-ს;

8.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება მდებარეობდეს სახლიდან (ტრანსპორტით გადაადგილებისას):

) I საფეხურის მოსწავლეთათვის 15 წთ-ს სავალზე (ერთი მიმართულებით მოძრაობისას);

) II-III საფეხურის მოსწავლეთათვის 30 წთ-ს სავალზე (ერთი მიმართულებით მოძრაობისას);.

9.  სოფლის პირობებში მანძილი სახლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამდე:

) I საფეხურის მოსწავლეთათვის არ უნდა აღემატებოდეს 2 კმ-ს (ფეხით გადაადგილებისას) და არა უმეტეს 15 წთ-ს (ტრანსპორტით გადაადგილებისას);

     ) II-III საფეხურის მოსწავლეთათვის 4 კმ-ს (ფეხით გადაადგილებისას) და 30 წთ (ტრანსპორტით გადაადგილებისას);

     ) II-III საფეხურის მოსწავლეთათვის მანძილი სახლიდან სკოლამდე არ უნდა აღემატებოდეს 15 კმ-ს (ტრანსპორტით გადაადგილებისას).

10.     მოსწავლეები, რომლებიც სკოლიდან 3კმ დაშორებით ცხოვრობენ ექვემდებარებიან ტრანსპორტით მომსახურეობას..

11.     გაჩერებამდე ფეხით მისასვლელი მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 500 -ს.

12.     ტრანსპორტის გაჩერება უნდა იყოს შემოსაზღვრული 3 მხრიდან, გადახურული, გააჩნდეს მყარი საფარი და ბარიერით გამოყოფილი გზის სავალი ნაწილიდან. გზიდან მისი ხილვადობა უნდა იყოს არა ნაკლებ 250-ისა.

   

IV. მოთხოვნები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ნაკვეთისადმი

1.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი მიწის ნაკვეთი, რომლის სიგრძე შენობიდან წითელ ზოლამდე უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 25.

2.  მიწის ნაკვეთის ფართობი დამოკიდებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სიდიდეზე და იგი უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო ნორმები და წესები (2.07.01-89) მოთხოვნებს.

3.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორია შემოღობილი უნდა იყოს 1,5 მ სიმაღლის ღობით და მისი საზღვრის გასწვრივ აუცილებელია არსებობდეს მწვანე ნარგავების ზოლი.

4.  მწვანე ნარგავებს უნდა ეჭიროს ნაკვეთის ფართობის არანაკლებ 50%. ტერიტორიის გამწვანებისას აკრძალულია იმ ხეების და ბუჩქების დარგვა, რომელთაც შხამიანი ნაყოფი აქვთ.

5.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიწის ნაკვეთზე უნდა გამოიყოს შემდეგი ზონები: სასწავლო-საცდელი, სპორტული, დასასვენებელი და სამეურნეო. ზონები შენობებთან და ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული.

6.  სასწავლო-საცდელი ზონა, უნდა შეადგენდეს ნაკვეთის ფართობის არანაკლებ 25 %-. ეს ზონა ქალაქის სკოლებში შეიძლება შემცირდეს ბიოლოგიის და ქიმიის კაბინეტების კომპლექსთან არსებული პავილიონების, სათბურებისა და ორანჟერების ხარჯზე.

7.  სპორტული ზონა შენობიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 25 -ისა და მდებარეობდეს მწვანე ნარგავების გარეთ, დაუშვებელია, რომ სპორტული დარბაზი სასწავლო ოთახების ფანჯრებს ესაზღვრებოდეს. სპორტულმა მოწყობილობებმა უნდა უზრუნველყონ ფიზკური აღრზდის სასწავლო პროგრამების, სექციური მეცადინეობისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარება.

8.  სპორტულ-სავარჯიშო მოედანს უნდა ჰქონდეს მყარი საფარი, ფეხბურთის მოედანს კი ბალახისა. სველ, არასწორ და ღრანტებიან მოედანზე მეცადინეობების ჩატარება დაუშვებელია.

9.  დასასვენებელი ზონა სპორტული და სამეურნეო ზონიდან მოშორებით, მწვანე ნარგავებთან ახლოს უნდა იყოს. მას უნდა გააჩნდეს სათამაშო მოედანი და დასავენებელი ადგილი. სკოლის სათამაშო და დასასვენებელი მოედანი შენობის შესასვლელებთან ახლოს უნდა განლაგდეს (რათა მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული შესვენებების დროს) და გამოიყოს ყველა საფეხურის მოსწავლეთათვის.

10.     სამეურნეო ზონა უნდა მოთავსდეს სასადილოს, ბუფეტისა და სხვა სამეურნეო სათავსების შესასვლელის მხარეს, შენობიდან არანაკლებ 35 -ისა, შემოისაზღვროს მწვავე ნარგავებითა და გააჩნდეს დამოუკიდებელი შემოსასვლელი ქუჩიდან.

11.     ცენტრალური წყალმომარაგებისა და გათბობის უქონლობის შემთხვევაში, სამეურნეო ზონის ტერიტორიაზე უნდა მოთავსდეს საქვაბე და წყალსადაწნეო ავზი.

12.     სპეციალურ ბეტონის მოედანზე უნდა დაიდგას სანაგვე ყუთები, სასადილოს ფანჯრებიდან და შესასვლელიდან (ბუფეტის) 25 -ის მოშორებით.

13.     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესასვლელ-გამოსასვლელი ბილიკები, სამეურნეო შენობებთან მისასვლელი გზები, სანაგვს ტერიტორია, სოფლის სკოლებში, რომლებსაც არა აქვთ კანალიზაცია, ეზოში მოთავსებულ ტუალეტამდე მისასვლელი გზა უნდა დაიფაროს ასფალტით, ბეტონით ან სხვა მყარი საფარით.

14.     სკოლის ნაკვეთს უნდა გააჩნდეს გარე განათება. განათების ნორმა 10 უქსია (ლუქსი)-ია.

15.     სოფლის სკოლის ნაკვეთი შეიძლება გაფართოვდეს სათბურების, ორანჟერების, მცირეგაბარიტიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ინვენტარის სათავსის ხარჯზე.

 

V. მოთხოვნები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობისადმი

1.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა კონტინგენტი არ უნდა აღემატებოდეს შენობის პროექტით გათვალისწინებულ ტევადობას. ქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000-. ყველა კლასის დატვირთვა უნდა შეადგენდეს 25 ბავშვს. მცირედ დაკომპლექტებულ სოფლის დაწყებით სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 80-. I-II საფეხურიან საბაზო სკოლაში 250-, I-II-III საფეხურიან საშუალო სკოლაში 500-.

2.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ახალ ტიპებს (ლიცეუმები, გიმნაზიები, კერძო სკოლები და სხვა) უნდა გააჩნდეთ ცალკე შენობები ან განთავსდნენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ბაზაზე, შენობის სპეციალურად გამოყოფილ ფართში და აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ცალკე შესასვლელი.

3.  სასკოლო დაწესებულებების განთავსება შენობის სარდაფსა და ნახევრადსარდაფში დაუშვებელია.

4.  სკოლის შენობა უნდა იყოს 3-სართულიანი. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში დასაშვებია აშენდეს 4-სართულიანი შენობაც. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც მოთავსებული არიან ძველ 4-5-სართულიან შენობებში, IV და V სართულებზე უნდა განლაგდეს იმ საგანთა კაბინეტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს ინტენსიურ მეცადინეობები.

5.  სკოლის არა ტიპურ შენობაში განთავსებისას ოთახების ფართობი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურების მიერ (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტიპიდან, მოსწავლეთა ასაკიდან, რაოდენობიდან, კლასების რაოდენობიდან და სხვ. გამომდინარე).

6.  სკოლის გასახდელი თითოეული კლასისათვის ცალ-ცალკე სექციებით, შენობის პირველ სართულზე უნდა მოთავსდეს.

7.  გასახდელი უნდა აღიჭურვოს ტანსაცმლის საკიდებით და ფეხსაცმლის თაროებით. დაუშვებელია გასახდელის მოწყობა სასწავლო ფართში ან რეკრეაციულ ზონაში.

8.  ინფექციური დაავადებების აფეთქების შემთხვევაში კარანტინის სწორი ორგანიზაციის მიზნით, აუცილებელია ყოველდღიურად გამოყენებულ იქნეს შენობის ყველა შესასვლელი.

9.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობის წყობა სათანადო პირობებს უნდა უქმნიდეს მოსწავლეებს, რათა საფუძვლიანად აითვისონ როგორც ძირითადი, ასევე (ნაციონალური და რეგიონალური სპეციფიკის გათვალისწინებით) დამატებითი საგნები, რომლებსაც ისინი აირჩევენ ინტერესების შესაბამისად. ასევე უნდა მოხდეს მოსწავლეთა დიფერენცირება ერთი, ორი ან მეტი საგნის ღრმად შესწავლის მიზნით. სასწავლო ოთახები არ უნდა იყოს იმ შენობების სიახლოვეს, რომლებიც წარმოადგენენ ხმაურის და ცუდი სუნის წყაროს (სახელოსნოები, სპორტული და სააქტო დარბაზები, კვების ბლოკი და სხვა).

10.     როგორც ქალაქის, ისე სოფლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების I საფეხურის მოსწავლეთა მეცადინეობა უნდა მიმდინარეობდეს თითოეული კლასისთვის გამოყოფილ საკლასო ოთახში, რომლებიც ცალკე ბლოკში უნდა იქნეს მოთავსებული.

11.     II და III საფეხურის მოსწავლეთათვის უნდა იყოს საკლასო-კაბინეტური სისტემა.

12.     საკლასო-კაბინეტური სისტემა უზრუნველყოფს ყველა საგნის სწავლებას სპეციალურ კლას-კაბინეტებში, რომლებიც უნდა აღიჭურვოს შესაბამისი სასწავლო-ტექნიკური საშუალებებით. ძირითადი საგნების კლას-კაბინეტების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მაღალი კლასების რაოდენობას.

13.     სასწავლო ოთახები და ლაბორატორიები შეიძლება მოთავსდეს შენობის ნებისმიერ სართულზე სარდაფის და ნახევარსარდაფის გარდა. აუცილებელია შეიქნას სპეციალური სექციები, რომლებშიც გაერთიანდებიან მათემატიკური და ჰუმანიტარული კლას-კაბინეტები.

14.     II და III საფეხურის მოსწავლეთა სასწავლო და კლასგარეშე მუშაობისათვის საუკეთესო პირობების შექმნის მიზნით კაბინეტებისა და ლაბორატორიების რაოდენობა თითოეულ სექციაში არ უნდა აღემატებოდეს 6-ს.

15.     მცირე დაკომპლექტებულ სოფლის სკოლაში სასწავლო კაბინეტი შეიძლება გამოყენებული იყოს 2 საგნისათვის შეთავსებით: ქიმია-ბიოლოგია, მათემატიკა-ხაზვა, ხაზვა-ხატვა, ისტორია-გეოგრაფია, ლიტერატურა, უცხო ენა.

16.     სასწავლო ოთახი უნდა შედგებოდეს: მოსწავლეთა სამუშაო ზონისაგან (მოსწავლეთა მერხების განლაგებისათვის), მასწავლებლის სამუშაო ზონისაგან, დამატებითი სივრცისაგან სასწავლო თვალსაჩინოების და ტექნიკური საშუალებების განლაგებისათვის, ასევე მოსწავლეთა აქტიური ინდივიდუალური მუშაობისათვის საჭირო ზონისაგან.

17.     კაბინეტის ფართია: ერთ მოსწავლეზე – 2,5 მ2-სწავლების ფრონტალური ფორმისა და 3,3მ2–ჯგუფური და სწავლების ინდივიდუალური ფირმის დროს.

18.     გამოთვლითი ტექნიკის კაბინეტის ფართობი და მისი გამოყენების პირობები უნდა შეესაბამებოდეს სანწდან ჰიგიენური მოთხოვნები პერსონალური ელექტრო-გამომთვლელი მანქანებისა და ვიდეო-დისპლეური ტერმონალების მოწყობის, აღჭურვის, შენახვისა და სამუშაო რეჟიმისადმი, ყველა სახის საშუალო-სასწავლო დაწესებულებების გამოთვლითი ტექნიკის კაბინეტებსა და დისპლეურ კლასებში” მოთხოვნებს.

19.     მოსწავლეთა სამუშაო ზონის ოპტიმალური ფართობი დამოკიდებულია ხილულობის კუთხეზე, რაც განისაზღვრება მანძილით დაფიდან I გვერდით რიგამდე. II და III საფეხურის მოსწავლეთათვის ის უნდა იყოს არანაკლებ 350-ისა, I საფეხურის მოსწავლეთათვის არა ნაკლებ 450-ისა.

20.     ყველა კაბინეტში ან 2-3 კაბინეტში უნდა არსებობდეს სალაბორანტო (სალაბორანტო აუცილებელია ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის და კომპიუტერულ კლასში).

21.     ცალკეული საგნების გაღრმავებული შესწავლისათვის და პრაქტიკული მეცადინეობების მაღალ დონეზე ჩატარებისათვის აუცილებელია კლასი 2-4 ქვეჯგუფად დაიყოს.

22.     სკოლის შენობაში არსებული სასწავლო სახელოსნოები დანიშნულებისამებრ უნდა იყოს გამოყენებული ან უნდა გადაკეთდეს თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პროფილის შესაბამისად, მათი გამოყენება შეიძლება კლასგარეშე მუშაობისათვისაც (მაგ.: ტექნიკურ ხელოვნებაში), ეს უნდა შეუთანხმდეს სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურს.

23.     ისეთი სკოლების მშენებლობისას, რომლებიც განკუთვნილია ცალკეული საგნების გაღრმავებული შესწავლისა და მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისათვის (დაწესებულების პროფილის გათვალისწინებით) აუცილებელია გამოიყოს ფართობი 12X12-ზე სტუდიებისთვის (უნივერსალური დარბაზი) ოთახები მხატვრული აღზრდის და ხელოვნების გაკვეთილებისათვის, ესთეტიკის კაბინეტი პოლიეკრანით, ოთახები სახვითი ხელოვნების წრეებისთვის, ცეკვის, სიმღერის და მუსიკის კლასები – ფართობით 70-108 მ2-ზე.

24.     ტექნიკური პროფილის დაწესებულებაში უნდა არსებობდეს უნივერსალური ოთახი ფართობით – 108 მ2 (90 მ2+18 მ2) ტექნიკური საშუალებებით მუშაობისათვის, სასწავლო-სამხატვრო კაბინეტში უნდა გამოიყოს ფართი აკვარელით, ზეთის საღებავით და ფანქრით ხატვისათვის.

25.     მხატვრობის სხვადასხვა სახეობებში მუშაობის დროს საჭირო პოზიდან გამომდინარე (აკვარელით და ფანქრით – ჯდომით, ზეთის საღებავით – დგომით) ერთი სამუშაო ადგილის ფართობი ზეთის საღებავით ხატვისას უნდა იყოს არა ნაკლებ – 3,5 მ2-ისა, აკვარელით და ფანქრით ხატვისას 2,0 მ2.

26.     სპორტულ დარბაზს უნდა დაეთმოს შენობის I სართულზე სპეციალურად მიშენებული ფართი. დარბაზის ზომები უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის პროგრამას, აგრეთვე შესაძლებელი უნდა იყოს არასასწავლო სპორტული ღონისძიებების ჩატარებაც.

27.     სპორტული დარბაზის ტიპი და რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტიპს და ტევადობას.

28.     სპორტული დარბაზის ფართი უნდა შეადგენდეს: 9X18 მ, 12X24 მ, 18X30 მ-ს, სიმაღლე არანაკლებ 6 მ-ისა.

29.     სპორტულ დარბაზთან უნდა არსებობდეს სპორტული ინვენტარის სათავსი ფართობით – 16-32 მ2, გასახდელი ბიჭებისა და გოგონებისათვის თითოეული – 10,5 მ2, საშხაპე 9 მ2, ტუალეტი ბიჭებისა და გოგონე-ბისათვის, თითოეული – 8 მ2, ინსტრუქტორის ოთახი – 9 მ2. (სათავსოების ფართობი შეიძლება შეიცვალოს სპორტული დარბაზის სიდიდის შესაბამისად).

30.     შენობის სპორტული დანიშნულების ფართი ტრენაჟორებით უნდა იყოს აღჭურვილი, შესაძლებლობის შემთხვევაში, საცურაო აუზითაც.

31.     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სააქ-ტო დარბაზის სიდიდე დამოკიდებულია მოსწავლეთა რაოდენობაზე. სკამების რაოდენობა გათვლილი უნდა იყოს მოსწავლეთა კონტინგენტის 60%-ზე, ფართობი 1 ადგილზე 0,65 მ2.

32.     სააქტო დარბაზთან უნდა არსებობდეს ტუალეტი მსახიობებისათვის – 10მ2, კინოსაპროექციო ოთახი – 27 მ2, ბუტაფორიების, დეკორაციების და მუსიკალური ინსტრუმენტების საწყობი – 10 მ2, კოსტუმების საწყობი – 10 მ2.

33.     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც განკუთვნილია ცალკეული საგნების გაღრმავებული შესწავლისათვის, უნდა გააჩნდეთ სალექციო აუდიტორია, რომლის სიდიდე უნდა შეესაბამებოდეს სკოლაში კლასების რაოდენობას. ერთად უნდა იტევდეს 3 კლასის მოსწავლეთა კონტინგენტს (გათვალისწინებული უნდა იქნეს პარალელური კლასების რაოდენობაც) ერთ ადგილზე ფართობით – 1 მ2.

34.     ბიბლიოთეკის ტიპი დამოკიდებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პროფილსა და ტევადობაზე.

35.     თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბიბლიოთეკა შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც საინფორმაციო ცენტრი, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს იმუშაონ ინდივიდუალურად. ბიბლიოთეკაში ერთ მოსწავლეზე უნდა მოდიოდეს ფართობი არანაკლებ 0,06 მ2-ისა, ამის მიხედვით იანგარიშება ბიბლიოთეკის მთლიანი ფართობი.

36.     ბიბლიოთეკაში უნდა არსებობდეს შემდეგი ზონები: სამკითხველო, საინფორმაციო პუნქტი (საიდანაც წარმოებს ლიტერატურის გაცემა და მიღება), კატალოგებთან სამუშაო ადგილი, ღია ფონდები, დახურული ფონდები, ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი კაბინები ინდივიდუალური მეცადინეობისათვის.

37.     თანამედროვე ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობის და რეკონსტრუქციის დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს დარბაზული ტიპის რეკრეაციულ ოთახებს.

38.     თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პუნქტი უნდა შედგებოდეს: ექიმის ოთახის – ფართობი 14 მ2, სიგრძით არა ნაკლებ 7 მ-ისა (სმენისა და მხედველობის სიმახვილის გამოსაკვლევად); სტომატოლოგის კაბინეტის – ფართობი 12 მ2, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს გამოსაღები კარადით; საპროცედუროს – ფართობი 14 მ2, ფსიქოლოგის კაბინეტისაგან – 10 მ2.

39.     სამედიცინო პუნქტს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი სანიტარიული კვანძი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესე-ბულების სამედიცინო კაბინეტის საჭირო ინვენტარით და ინსტრუმენტებით აღჭურვა უნდა შეესაბამებოდეს დანართი №1-ს.

40.     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა სართულზე უნდა არსებობდეს ტუალეტები ბიჭებისა და გოგონებისათვის, რომელსაც უნდა ჰქონდეს კარებიანი კაბინები (ჩამკეტის გარეშე). 20 გოგონაზე – 1 უნიტაზი და 30 გოგონაზე – 1 ნიჟარა. 30 ბიჭზე – 1 უნიტაზი და 1 ნიჟარა.

41.     სან. კვანძის ფართი 1 მოსწავლეზე 0,1მ2-ისა, აქედან გამოითვლება სან.კვანძის მთლიანი ფართობი.

42.     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალისათვის უნდა არსებობდეს ცალკე სანკვანძი.

43.     II და III საფეხურის მოსწავლე გოგონებისათვის უნდა არსებობდეს პირადი ჰიგიენის ოთახი – 1 კაბინა 70 მოსწავლეზე – ფართობით 3 მ2.

44.     სანიტარული კვანძი არ უნდა იყოს შენობის შესასვლელის პირდაპირ ან მასთან ახლოს. შენობის ყველა სართულზე უნდა არსებობდეს ინვენტარის და სადეზინფექციო ხსნარების მოსამზადებელი სათავსი.

45.     დაწყებითი კლასების საკლასო ოთახებში, ლაბორატორიებში, კლასკაბინეტებში, სახელოსნოში, სამედიცინო კაბინეტებში, სამასწავლებლოსა და ტექ. პერსონალის ოთახში უნდა დამონტაჟდეს ხელსაბანი ნიჟარები.

46.     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოსწავლეები 2-ჯერადი კვებით ცხელი კერძებით, გახანგრძლივებული კლასებისათვის და ცხელი საუზმე ყველა მოსწავლისათვის.

47.     კვების ორგანიზებას ახდენს სასადილო, რომელიც უნდა მუშაობდეს საკვებ პროდუქტებზე და ნახევარფაბრიკატებზე. ბუფეტში, საიდანაც ხდება საკვების გაცემა დაცული უნდა იყოს სათანადო სანიტარიული წესები და ნორმები. სასადილო უნდა გააჩნდეს სკოლას, სადაც სწავლობს არანაკლებ 100 მოსწავლისა.

48.     სკოლის სასადილოს, რომელიც საკვებ პროდუქტებზე მუშაობს, უნდა გააჩნდეს საჭირო დანადგარებისა და სათავსები: ცხელი საამქრო, ხორცისა და თევზის, ბოსტნეულისა და საკონდიტრო, სამზარეულო, ჭურჭლის სამრეცხაო.

49.     მშრალი პროდუქტების და ბოსტნეულის საწყობი, მაცივარდანადგარები – მალეფუჭებადი პროდუქტებისა და ხორცის შესანახად, ტარის საწყობი, ტარის სამრეცხაო, მაცივარი – ნარჩენებისათვის და სან.კვანძი.     

50.     ბუფეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი სათავსები: საკვების გასაცხელებელი ღუმელი, მაცივარი, საკვების გასაცემი ჭურჭლისა და ტარის სამრეცხაო, საკუჭნაო, მომსახურე პერსონალისათვის გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე ოთახი.

51.     სკოლის სასადილოსა და ბუფეტში უნდა არსებობდეს სასადილო დარბაზი 1 მოსწავლეზე – ფართობით 0,7 მ2. იგი უნდა იტევდეს მოსწავლეთა 100% – 3 ნაწილად დასხდომისას.

52.     სასადილო დარბაზთან ან კვების ბლოკში შესასვლელ კორიდორში უნდა დამონტაჟდეს ხელსაბანი ნიჟარები 1ც 20 ადგილზე.

53.     სოფლის სკოლებში კვების ორგანიზდება ხდება ისევე, როგორც ქალაქის სკოლებში.

54.     მცირედ დაკომპლექტებულ სოფლის სკოლებში (50 მოსწავლე) საჭიროა გამოიყოს ფართი მოსწავლეთა კვებისათვის. მინიმალური მოწყობილობით: 2 სექციიანი ელექტროღუმელით, ჭურჭლის სამრეცხაოთი და მაცივრით.

 

VI. მოთხოვნები შენობის აღჭურვისადმი

1.  თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფილის შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს: მოსწავლეთა 1 და 2-ადგილიანი მაგიდები (მერხები), აუდიტორიული ტიპის მაგიდები, მაგიდები ხაზვის და ლაბორატორიული მუშაობისათვის.

2.  მაგიდები უნდა განლაგდეს 3 რიგად, მაგრამ შესაძლებელია მათი განლაგება 1 ან 2 რიგად.

3.  თითოეულ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს კომფორტული სამუშაო ადგილი მაგიდასთან ან მერხთან, მისი სიმაღლის, მხედველობის და სმენის მდგომარეობის შესაბამისად.

4.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავეჯის შერჩევა უნდა მოხდეს ზომის და ფერის მიხედვით (სახელმწიფო სტანდარტი სასწავლო მაგიდები” და სასწავლო სკამები”).

5.  აკრძალულია სკამების ნაცვლად ტაბურეტების და გრძელი სკამების გამოყენება.

6.  მაგიდები (მერხები) უნდა განლაგდეს ნომრების მიხედვით: პატარები დაფასთან ახლოს, დიდები უფრო შორს.

7.  სმენა და მხედველობადაქვეითებული ბავშვების მერხები უნდა განლაგდეს ნომრის მიუხედავად. პირველ რიგში უნდა დასხდნენ სმენადაქვეითებული ბავშვები, ხოლო მხედველობადაქვეითებულნი უნდა მოთავსდნენ ფანჯრიდან პირველ რიგში.

8.  მოსწავლეები, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ (მაგ. სურდოთი, აგინით და სხვა) ფანჯრიდან მოშორებით უნდა დასხდნენ.

9.  სასწავლო დაწესებულების მოწყობისას გასასვლელებსა და სასკოლო ინვენტარს შორის დაცული უნდა იყოს შემდეგი მანძილი (სმ-ში):

ა) ორადგილიან მერხების რიგებს შორის არანაკლებ – 60;

ბ) გარეთა გასწვრივ კედელს და მაგიდების რიგს შორის არანაკლებ – 50-70-ისა;

გ) შიგნითა გასწვრივ კედელს (ტიხარს) ან კედლის გასწვრივ მდგარ კარადებს, და მაგიდების რიგს შორის არანაკლებ – 50-70-ისა;

დ) ბოლო მაგიდებს და დაფის მოპირდაპირე უკანა კედელს (ტიხარს) შორის, არანაკლებ 70-ისა;

ე) ბოლო მაგიდებს და უკანა გარეთა კედელს შორის არანაკლებ – 100-ისა;

ვ) სადემონსტრაციო მაგიდიდან დაფამდე არანაკლებ – 100-ისა;

ზ) პირველი მერხიდან დაფამდე – 2,4-2.7 მ;

თ) ყველაზე დიდი მანძილი ბოლო მერხიდან დაფამდე შეიძლება იყოს – 860;

ი) მანძილი დაფის ქვედა კიდიდან იატაკამდე შიძლება იყოს 80-90;

კ) დაფის ხედვის კუთხე (დაფის კიდიდან, რომლის სიგრძე 3 მ-ია) გვერდითი რიგის წინა და შუა მერხამდე უნდა იყოს არა ნაკლებ 350-ისა II და III საფეხურის მოსწავლეთათვის, I საფეხურის მოსწავლეთათვის კი არანაკლებ 450-ისა.

10.     ფიზიკის და ქიმიის კაბინეტებში მოწყობილი უნდა იყოს სპეციალური საჩვენებელი მაგიდები, საჭირო აპარატურით, მას უნდა მიეწოდებოდეს წყალი, დენი, უნდა გააჩნდეს საკანალიზაციო სისტემა.

11.     სასწავლო ცდების ჩასატარებლად აუცილებელია კარგი ხილვადობა, რისთვისაც საჩვენებელი მაგიდა უნდა დაიდგას პოდიუმზე.

12.     მოსწავლეებისათვის უნდა დაიდგას ორადგილიანი სასწავლო-ლაბორატორიული მაგიდები, რომლებზეც უნდა დამონტაჟდეს წყალ- და ელექტროგაყვანილობა, შეკუმშული ჰაერი ფიზიკის კაბინეტში.

13.     ქიმიის ლაბორატორია უნდა აღიჭურვოს კედლის კარადებით, რომელთა ახლოს უნდა დაიდგას მასწავლებლის მაგიდა.

14.     უცხო ენის კაბინეტში უნდა იყოს შემდეგი ინვენტარი: მასწავლებლის მაგიდა, რომელზეც დამონტაჟებული იქნება სპეციალური ლინგაფონური აპარატურის სამართავი პულტი, მაგნიტოფონი და მიკროფონი, კარადები – ტექნიკური საშუალებების შესანახად.

15.     გამოთვლითი ტექნიკის კაბინეტი უნდა აღიჭურვოს სანწდან ჰიგიენური მოთხოვნები პერსონალური ელექტრო-გამომთვლელ მანქანების და ვიდეო-დისპლეურ ტერმინალების მოწყობის, აღჭურვის, შენახვისა და სამუშაო რეჟიმებისადმი ყველა ტიპის თანამედროვე ხოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში” მოთხოვნების შესაბამისად.

16.     სასკოლო ავეჯის ფერი და ზომები უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებს სასწავლო მაგიდები” და სასწავლო სკამები” ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად.

 

 

 

 

 

 

 

სასკოლო ავეჯის ფერი და ზომები

სახელმწიფო სტანდარტი „სასწავლო მაგიდებიდა „სასწავლო სკამები

ცხრილი 1

VII. მოთხოვნები ჰაერცვლისა და ტემპერატურული რეჟიმისადმი

1.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გათბობა, ვენტილაცია, ჰაერის კონდიცირება უნდა ხდებოდეს სამშენებლო ნორმები და წესები 2.08.02–89-ის მოთხოვნების შესაბამისად.

2.  შენობის გათბობა უნდა უზრუნველყოს თბოელექტ-როსადგურმა რაიონული ან ადგილობრივი საქვაბიდან. დასაშვებია ავტონომიური გათბობაც. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ორთქლით გათბობა. გათბობისათვის შეიძლება გამოყენებული იყოს რადიატორები. გამათბობელი უნდა დამონტაჟდეს ფანჯრების ქვემოთ, შემოისაზღვროს ხის დამცავი დაფებით და გააჩნდეს ტემპერატურის მარეგულირებელი. დაუშვებელია დამცავად გამოყენებულ იქნს პოლიმერული ნივთიერებებისაგან დამზადებული დაფები. გამათბობელი ხელსაწყოების ზედაპირზე საშუალო ტემპერატურული მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს – 800C.

3.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ჰაერით გათბობის სისტემის (ვენტილაციასთან ერთად) დაპროექტებაა გათვალისწინებული, უნდა არსებობდეს ამ სისტემის მართვის პულტები, რათა შევინარჩუნოთ, სწავლის პროცესის მიმდინარეობისას, ჰაერის მუდმივი ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობის მაჩვენებელი 40-60%-ის ფარგლებში.

4.  არასასწავლო პერიოდში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს შენობაში არანაკლებ 150C-ისა.

5.  სწავლის პროცესის მიმდინარეობისას ტემპერატურა ჰაერით გათბობის სისტემაში არ უნდა აღემატებოდეს 400C.

6.  ჰაერის რეცირკულაცია ჰაერით გათბობის სისტემებში სასწავლო დაწესებულებაში დაუშვებელია.

7.  აუცილებელია დამონტაჟდეს გამწოვი ვენტილაციის ცალკე სისტემა: საკლასო ოთახებსა და სასწავლო კაბინეტებში (ჰაერით გათბობის არარსებობის დროს), ლაბორატორიებში, სააქტო დარბაზში, სასადილოში, მედპუნქტში, საცურაო აუზში, კინოსააპარატოში, სანკვაძებში, საკუჭნაოში.

8.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სასადილოში აუცილებელია დამონტაჟდეს ხელოვნური ვენტილაცია სამზარეულოს დანადგარებიდან გამოყოფილი ჭარბი სითბოს შთანთქმისათვის.

9.  სასკოლო დაწესებულებებში აკრძალულია აზბესტ-ცემენტის ჰაერგამტარი მილების გამოყენება.

10.     ღუმლებით გათბობა დასაშვებია მხოლოდ ერთსართულიან მცირედ დაკომპლექტებულ სოფლის სკოლებში (არა უმეტეს 50 ბავშვისა).

11.     დაუშვებელია თუნუქის ღუმლების გამოყენება.

12.     შენობაში CO-ით ჰაერის დაბიძურების თავიდან ასაცილებლად ღუმლის კვამლსადენი მილები არ უნდა დაიხუროს საწვავის სრულ დაწვამდე და არა უგვიანეს 2 სთ. მოსწავლეთა სასწავლო დაწესებულებაში მოსვლამდე.

13.     სასწავლო დაწესებულების გაძლიერებულ განიავებისათვის გამოიყენება სარკმლები და ფრამუგები, რომელთა ფართობი უნდა შეადგენდეს იატაკის ფართობის 1/50-ს.

14.     სარკმლები და ფრამუგები უნდა ფუნქციონირებდნენ წლის ნებისმიერ დროს.

15.     სასწავლო ოთახები უნდა განიავდეს შესვენების დროს, რეკრეაციული ოთახები კი – გაკვეთილების პერიოდში. სასწავლო პროცესის დაწყებამდე და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ აუცილებელია მოხდეს შენობის გამჭოლი განიავება. გამჭოლი განიავების დრო დამოკიდებულია ამინდზე და განისაზღვრება №2 ცხრილით.

16.     თბილ დღეებში მიზანშეწონილია მეცადინეობები ჩატარდეს გაღებულ სარკმელებისა და ფრამუგების მდგომარეობაში.

17.     ჰაერის ტემპერატურა (კლიმატური პირობების მიხედვით) უნდა შეადგენდეს:

ა) საკლასო ოთახებში, სასწავლო კაბინეტებში, ლაბორატორიებში 18-200C;

ბ) სასკოლო სახელოსნოში – 15-170C;

გ) სააქტო დარბაზში, სალექციო აუდიტორიაში, მუსიკის კაბინეტში, სადისკუსიო ოთახში – 18-200C;

დ) ძირითადი დისციპლინების კლასებში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 19-210C, დასაშვები – 18-220C;

ე) სპორტდარბაზში, სექციური მუშაობის ოთახებში – 15-170C;

ვ) პორტდარბაზის გასახდელებში – 19-230C;

ზ) ექიმის ოთახში – 21-230C;

თ) რეკრეაციულ ზონაში – 16-180C;

ი) ბიბლიოთეკაში – 17-210C;

კ) ვესტიბულსა და გასახდელში – 16-190C.

18.     სასწავლო დაწესებულების შენობის განიავების დროის მაჩვენებლები (გარე ტემპერატურაზე დამოკიდებულებით) მოყვანილია ცხრილში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცხრილი 2

19.     ფიზკულტურის გაკვეთილები უნდა ჩატარდეს კარგად განიავებულ დარბაზში. ამისათვის სპორტულ დარბაზში მეცადინეობებისას სუსტი ქარისა და გარე +50C ტემპერატურის დროს აუცილებელია გაიღოს გვერდითი ერთი ან ორი ფანჯარა. როცა გარემოს ტემპერატურა +50C-ზე დაბალია და ჰაერის მოძრაობის სიჩქარე მაღალი, სპორტდარბაზში მეცადინეობები უნდა ჩატარდეს გაღებულ ფრამუგებში.

20.     შესვენებების პერიოდში, დარბაზში მოსწავლეთა არყოფნისას აუცილებელია მისი გამჭოლი განიავება. როცა ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 14-150C სპორტულ დარბაზის განიავება უნდა შეწყდეს.

21.     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჰაერის ფარდობოთი ტენიანობა უნდა იყოს 40-60%-ის ფარგლებში.

22.     სამზარეულოში, ტუალეტებში, საშხაპესა და სახელოსნოში უნდა დამონტაჟდეს გამწოვი ვენტილაცია, ხოლო სავენტილაციო მილების გისოსები მტვრისაგან უნდა გაიწმინდოს ყოველთვიურად. სასკოლო სახელოსნოებში, სადაც მუშაობა მიმდინარეობს ჩარხებთან და მექანიზმებთან, რომლებიც გამოყოფენ დიდი რაოდენობით სითბოს და მტვერს, უნდა დამონტაჟდეს მექანიკური გამწოვი ვენტილაცია. ჰაერცვლის ჯერადობა 1 ბავშვზე უნდა შეადგენდეს 20 მ3/სთ-ში.

23.     სასკოლო სახელოსნოს ჩარხები და მექანიზმები უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ ნორმებს და გააჩნდეს დამცავი მოწყობილობები.

 

 

VIII. მოთხოვნები ბუნებრივი და ხელოვნური განათებისადმი

1.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს ბუნებრივი განათება.

2.  ბუნებრივი განათების გარეშე შეიძლება დაპროექტდეს საკუჭნაო, საშხაპე, ხელსაბანი ოთახი, სპორტდარბაზის ტუალეტი, პერსონალის ტუალეტი, საწყობი, რადიოკვანძები, კინოფოტოლაბორატორია, წიგნსაცავი, ბოილერი, ყალსაქაჩი  და კანალიზაციის სისტემა, სავენტილაციო და ჰაერის კონდიცირების კამერები, სხვადასხვა საინჟინრო-ტექნოლოგიური დანადგარების მართვის კვანძები, სადეზინფექციო ხსნარების შესანახი სათავსი.  

3.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საჭიროა იყოს მარცხენა გვერდითი განათება.

4.  ორმხრივი განათებისას შენობაში, რომლის სიღრმე არანაკლებ 6მ-ია, აუცილებელია მარჯვენა განათების დამონტაჟება არანაკლებ 2,2მ სიმაღლეზე (როცა კედლის სიმაღლე 3მ-ია). ამასთან, დაუშვებელია, რომ სინათლის ძირითადი ნაკადი მოსწავლეს ზურგიდან ან წინიდან სცემდეს.

 

 

5.  სასკოლო სახელოსნოებში, სააქტო და სპორტულ დარბაზებში შეიძლება არსებობდეს ორმხრივი (გვერდითი) ან კომბინირებული (ზედა და გვერდითი) ბუნებრივი განათება.

6.  სასკოლო დაწესებულებაში დაცული უნდა იყოს ბუნებრივი განათებულობის კოეფიციენტი (ბგკ), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს.

7.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ცალმხრივი გვერდითი განათებაა, ბუნებრივი განათებულობის კოეფიციენტი (ბგკ) უნდა უდრიდეს 1,5%-ს. ბუნებრივი განათების თანაბარზომიერება სკოლის შენობაში არ უნდა აღემატებოდეს 3:1.

8.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ფანჯრები შეიძლება ორიენტირებული იყოს სამხრეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, აღმოსავლეთისაკენ. ფანჯრები ჩრდილოეთით შეიძლება ჰქონდეს ხაზვისა და ხატვის კაბინეტებს, სამზარეულოს. გამოთვლითი ტექნიკის კაბინეტში ფანჯრები ჩრდილოეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთით შეიძლება დაპროექტდეს.

9.  სკოლის შენობის ფანჯრებს უნდა გააჩნდეს მზის სხივებისაგან დამცავი ჟალუზები, ოთახის კედლის და ავეჯის ფერთან შეხამებული ღია ფერის ფარდები.

10.     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაუშვებელია პოლიმერული ნივთიერებებისაგან დამზადებული შტორების გამოყენება.

11.     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობის კედლების შესაღებად გამოყენებულ უნდა იქნს საღებავები, რომელთა არეკვლის კოეფიციენტია:

ა) ჭერისათვის – 0,7-0,8;

ბ) კედლისათვის – 0,5-0,6;

გ) იატაკისათვის – 0,3-0,5.

12.     სკოლის შენობის შესაღებად გამოიყენება შემდეგი ფერის საღებავები:

ა) საკლასო ოთახების კედლების შესაღებად ღია ფერები. მაგ. ყვითელი, ჩალისფერი, ვარდისფერი, მწვანე და ცისფერი;

ბ) ავეჯისათვის (მერხები, მაგიდები, კარადები) – ნატურალური ხის ფერი ან ღია მწვანე;

გ) საკლასო დაფისათვის – მუქი მწვანე, მუქი ყავისფერი;

დ) კარების და ფანჯრის ჩარჩოებისათვის – თეთრი.

13.     დღის სინათლის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით და შენობის თანაბარი განათებისათვის რეკომენდებულია:

ა) ხეები დაირგოს შენობიდან 15 მ-ის მოშორებით, ბუჩქნარი კი – 5 მ-ის;

ბ) არ უნდა შეიღებოს ფანჯრის მინები;

გ) ფანჯრის რაფებზე არ უნდა დაიდგას ყვავილები. ისინი უნდა მოთავსდეს სპეციალურ გადასატან საყვავილეებში იატაკიდან 65-70 სმ-ის სიმაღლეზე ან ფანჯრებს შორის დაკიდებულ საყვავილეებში;

დ) ფანჯრების გაწმენდა რეკომენდებულია მოხდეს წელიწადში 2-ჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე).

14.     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს ხელოვნური განათება.

15.     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს განათების ნორმირებული დონე და განათების ხარისხის მაჩვენებელი (დისკომფორტის მაჩვენებელი და განათებადობის კოეფიციენტი). იგი უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო ნორმებს და წესებ(2.07.89) მოთხოვნებს.

16.     სასკოლო დაწესებულებაში ხელოვნური განათების დაპროექტებისას უპირატესობა ენიჭება ლუმინესცენციურ განათებას. დასაშვებია გამოყენებულ იქნეს ვარვარების ნათურებიც (ამ დროს განათების მაჩვენებელი 2 საფეხურით ნაკლებია განათებულობის შკალაზე).

17.     დაუშვებელია ერთ შენობაში ერთად იქნეს გამოყენებული ლუმინესცენციური და ვარვარების ნათურები.

18.     ახალი ტიპის ნათურების და ლამპარების გამოყენების საკითხი უნდა შეუთანხმდეს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურს.

19.     სასწავლო დაწესებულებაში გამოყენებულ უნდა იქნეს განათების საერთო სისტემა. ლუმინესცენციური ნათურები და ლამპარები უნდა მოთავსდეს ფანჯრებიანი კედლის პარალელურად ორ რიგად 1,2 მ-ის დაშორებით 1,5 მ-ით შიგნითა კედლიდან.

20.     საკლასო ოთახების და სასკოლო სახელოსნოების საერთო განათებისათვის გამოიყენება ლუმინესცენციური ნათურების სხვადასხვა ტიპები (გოსტ 6825-91). შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა ტიპის ნათურებიც, რომლებსაც გააჩნიათ ანალოგიური ტექნიკური დახასიათება და კონსტრუქცია.

21.     ხელოვნური განათების სისტემის დაპროექტებისას საკლასო ოთახებში უნდა დაიგეგმოს განათების ხაზის დამოუკიდებელი რამდენიმე ჩამრთველი.

22.     სასწავლო ოთახებში და აუდიტორიებში, ლაბორატორიებში განათების დონე უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ ნორმებს:

ა) სასწავლო მაგიდებზე – 300 ლქ (ლუქსი);

ბ) საკლასო დაფაზე – 500 ლქ;

გ) ხაზვის და ხატვის კაბინეტში – 500 ლქ;

დ) ძირითადი დისციპლინების კლასების მაგიდებზე – 300-500 ლქ;

ე) სააქტო და სპორტულ დარბაზებში (იატაკზე) – 200 ლქ;

ვ) რეკრიაციულ ზონაში (იატაკზე) – 150 ლქ;

ზ) გასახდელში – 100 ლქ;

თ) ვესტიბიულში – 100 ლქ;

ი) ექიმის კაბინეტში – 200 ლქ;

კ) სასადილოში, ბუფეტში – 200 ლქ;

ლ) სამასწავლებლოში – 200 ლქ;

მ) ბიბლიოთეკაში – 300 ლქ.

23.     ტექნიკური საგნების კაბინეტებში განათების დონე უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლეთა მიერ ეკრანიდან ინფორმაციის აღქმასა და რვეულში ჩაწერის თანადრო-ულობას, მოსწავლეთა მაგიდაზე განათების ნორმაა 300ლქ.

24.     დია და კინოპროექტორების გამოყენებისას მოსწავლეთა მაგიდებზე განათების ნორმაა – 500ლქ. ამ დროს გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ერთი ადგილობრივი განათება ან უნდა შეიქმნას „ფუნქციონალური” ხელოვნური განათება, ეკრანის წინ „ბნელი დერეფნით”.

25.     აუცილებელია განათების ხელსაწყოები გაიწმინდოს წელიწადში ორჯერ და დროზე გამოიცვალოს გადამწვარი ნათურები. დაუშვებელია ეს სამუშაო მოსწავლეებმა შეასრულონ.

26.     მწყობრიდან გამოსული, გადამწვარი ლუმინესცენციური ნათურები უნდა შეგროვდეს და გატანილ იქნს სკოლის შენობიდან. მათი შენახვა სასკოლო დაწესებულებაში, სადაც არ არსებობს სპეციალური სათავსი, დაუშვებელია.

 

IX. მოთხოვნები წყალმომარაგებასა და კანალიზაციისადმი

1.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს სასმელი, სამეურნეო, ხანძარსაწინააღმდეგო და ცხელი წყალმომარაგების სისტემები, კანალიზაციით და წყალსადენით, რომელიც შეესაბამება სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.08.02-89 მოთხოვნებს.

2.  სასწავლო დაწესებულებაში აუცილებელია იყოს ცენტრალური წყალმომარაგება და კანალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ დასახლებულ პუნქტში არ არის ცენტრალური კანალიზაცია და წყალსადენი, გადანაყარის გატანა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შეუთანხმდეს ადგილობრივ სანიტარიულ ზედამხედველობის სამსახურებს.

3.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სუფთა სასმელი წყლით, გოსტ 2874-82-ის „სასმელი წყალი. ჰიგიენური მოთხოვნები და ხარისხის კონტროლი” მოთხოვნების შესაბამისად.

4.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასმელი წყლის გასაწმენდად ფილტრების გამოყენება შეთანხმებული უნდა იყოს ადგილობრივ სანიტარიულ სამსახურთან.

5.  ცხელი წყლით უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო დაწესებულების კვების ბლოკი, საშხაპე, ხელსაბანი, გოგონების ჰიგიენის ოთახი, სამედიცინო კაბინეტი.

6.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც არ არის ცენტრალური კანალიზაცია, უნდა დამონტაჟდეს ადგილობრივი კანალიზაცია, ადგილობრივი გამწმენდი დანადგარებით.

7.  მცირედ დაკომპლექტებულ სოფლის სკოლებში, სადაც არ არის კანალიზაცია, უნდა მოეწყოს ლუფტკლოზეტი ან პუდკლოზეტი, რომელიც საჭიროებისამებრ უნდა დაიცალოს. საკანალიზაციო ორმოებში ნარეცხი წყლის ჩასხმა აკრძალულია.

 

X. მოთხოვნები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გამოყენებული არატიპური შენობისადმი

1.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების არატიპურ შენობებში მოთავსებისთვის აუცილებელია არსებობდეს: საკლასო ოთახები, ფიზკულტურის დარბაზი, სასადილო ან ბუფეტი, სამედიცინო პუნქტი ან სამედიცინო დახმარების კაბინეტი, ადმინისტრაციულ-სამეურნეო ოთახები, სანიტარული კვანძები, რეკრეაცია და გასახდელი. ოთახების ფართობი უნდა განისაზღვროს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პროფილის შესაბამისად, მოსწავლეთა კონტინგენტის ასაკის რაოდენობისა და კლასების რაოდენობის გათვალისწინებით. იგი უნდა შეესაბამებოდეს არსებულ სანიტარიულ ნორმებს და შეთანხმებული იყოს ადგილობრივ სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან.

2.  აკრძალულია სასწავლო დაწესებულების შენობის გაქირავება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სასწავლო-აღმზრდელობით პროცესთან.

3.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სასადილო ან ბუფეტი უნდა მოთავსდეს შენობის პირველ სართულზე და გააჩნდეს ცალკე გამოსასვლელი.

4.  მცირედდაკომპლექტებულ სკოლებში (100 მოსწავლე) კვების ბლოკის უქონლობისას მოსწავლეთა კვება უნდა ხდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურებთან შეთანხმებით.

5.  სპორტდარბაზი უნდა მოთავსდეს შენობის პირველ სართულზე მიშენებულ ფართში, საკლასო ოთახებიდან, სამასწავლებლოდან და ექიმის კაბინეტიდან მოშორებით. სპორტდარბაზს უნდა ჰქონდეს გასახდელი ტანსაცმლის საკიდებით, საშხაპე ბიჭებისა და გოგონებისათვის. თუ სპორტული დარბაზის სათანადო ინვენტარით აღჭურვის შესაძლებლობა არ არის შეიძლება გამოყენებული იქნეს სკოლის ახლოს განლაგებული სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები (მოედნები), რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ სასკოლო სპორტული დარბაზისადმი წაყენებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს.

6.  სამედიცინო პუნქტი უნდა მოთავსდეს შენობის პირველ სართულზე. იგი უნდა შედგებოდეს ექიმის ოთახისა და საპროცედუროსაგან.

7.  სასკოლო შენობის კედლები უნდა იყოს გლუვი და იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების შესაძლებლობას.

8.  იატაკი უნდა იყოს ხვრელების გარეშე ფიცრის, პარკეტიანი ან ლინოლეუმის. ტუალეტს და ხელსაბანს უნდა გააჩნდეს კერამიკული ფილებით მოპირკეთებული იატაკი.

9.  დაუშვებელია გამოყენებულ იყოს ცემენტი, მარმარილო ან სხვა ანალოგიური მასალები იატაკისათვის.

10.     შენობის იატაკის და კედლების პოლიმერული მასალებით მოპირკეთებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ მშენებლობაში ნებადართული პოლიმერული მასალების ჩამონათვალით.

 

XI. მოთხოვნები სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციისადმი

1.  თითოეული სასწავლო დაწესებულება დამოუკიდებლად წარმართავს სასწავლო პროცესს შემუშავებული გეგმის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული პროგრამის ფარგლებში, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა მაქსიმალური დატვირთვის ნორმები.

2.  ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა დადგინდეს შემდეგი მაქსიმალურად დასაშვები საათების რაოდენობა კვირაში.

 

3.  მოსწავლეთა მაქსიმალურ დატვირთვაში გათვალისწინებული უნდა იყოს ჯგუფური და ინდივიდუალური სწავლების ფაკულტატური საათებიც.

4.  თანამედროვე სასწავლო დაწესებულებებში 5 დღი-ანი სასწავლო პროცესის ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ ორცვლიანი სწავლებისას.

5.  გაკვეთილის ხანგძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 45 წთ-ს.

6.  I კლასში მიიღებიან ბავშვები, რომლებსაც შეუსრულდათ ან მიმდინარე წელს შეუსრულდებათ 6 წელი, მშობლების თანხმობის საფუძველზე. აუცილებელია 1-ლი სექტემბრისათვის ბავშვის ასაკი იყოს არა ნაკლებ 5 წლის და 6 თვის.

7.  I კლასში ბავშვების მიღება ხდება ფსიქო-სამედიცინო პედაგოგიური კომისიის დასკვნის საფუძველზე.

8.  5, 6 წლამდე ასაკის ბავშვების სწავლება უნდა მიმდინარეობდეს საბავშვო ბაღში შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.

9.  სკოლაში ბავშვებისათვის ადაბტაციის პროცესის შესამსუბუქებლად 1-ლ კლასში მიღებულია საფეხუროვანი სწავლების რეჟიმი, დატვირთვის თანდათანობითი გაზრდით:

ა) სექტემბერში – 35 წთ-იანი 3 გაკვეთილი;

ბ) მე-2 მეოთხედში – 35 წთ-იანი 4 გაკვეთილი;

გ) მე-3 მეოთხედში – მე-5 პუნქტის შესაბამისად.

10.      I კლასელთათვის სასწავლო წლის განმავლობაში უნდა არსებობდეს დამატებითი არდადეგები.

11.     დაწყებით კლასებში მოსწავლეთა სწავლების პროცესის სიმჭიდროვე ძირითადი საგნების გაკვეთილებზე არ უნდა აღემატებოდეს 80%-ს.

12.     მოსწავლეთა საერთო გადაღლისა და თვალების გადაღლის თავიდან აცილების მიზნით, გაკვეთილის განმავლობაში მათემატიკის სწავლებისას, წერისა და კითხვისას აუცილებელია გამოიყოს პაუზები ფიზიკური ვარჯიშებისათვის (დანართი 2 და 3).

13.     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა შეიქმნას პირობები მოსწავლეთა ბიოლოგიური აქტიურობის რეალიზაციისათვის. ყოველდღიური მოძრაობითი ხანგრძლივობა უნდა იყოს არა ნაკლებ 2 სთ-ისა, ყველა მოსწავლე მონაწილეობას უნდა იღებდეს შემდეგ ღონისძიებებში (დანართი 40): ვარჯიშები გაკვეთილების დაწყებამდე, ფიზკულტურული ვარჯიშების წუთები გაკვეთილებზე, მოძრავი თამაშები შესვენებებზე, სპორტული საათი გახანგრძლივებულ კლასებში, ფიზკულტურის გაკვეთილები, კლასგარეშე სპორტული მეცადინეობები, სასკოლო შეჯიბრებები და ჯანმრთელობის დღეები, ინდივიდუალური მეცადინეობები ფიზკულტურაში. ამ მიზნით დაწყებითი კლასების სასწავლო გეგმაში უნდა ჩაირთოს საგნები მოძრაობითი აქტივობით. (მაგ. ცეკვა, აერობიკა, სპორტული თამაშები და სხვა).

14.     სკოლაში სასწავლო პროცესი უნდა დაიწყოს არანაკლებ 8-9 სთ-ისა, დაუშვებელია ნულოვანი გაკვეთილების ჩატარება.

15.     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც ცალკეული საგნები შეისწავლება გაღრმავებული სწავლებით, მეცადინეობა უნდა მიმდინარეობდეს ერთ ცვლაში.

16.     კომპენსირებული სწავლების კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20-ს. გაკვეთილის ხანგრძლივობა ასეთ კლასებში არ უნდა აღემატებოდეს 40წთ-ს. საკორექციო განმავითარებელი მეცადინეობები უნდა შევიდეს კვირის მაქსიმალურ დასაშვებ დარტვირთვაში და დადგენილ უნდა იქნს ყველა ასაკის მოსწავლეთათვის. კომპენსირებული სწავლების კლასებში დღის დასაშვები დატვირთვა უნდა იყოს: 5 გაკვეთილი დაწყებით კლასებში და 6 გაკვეთილი მაღალ კლასებში.

17.     მოსწავლეთა შრომისუნარიანობის ოპტიმალური დონის შენარჩუნებისათვის კვირის განმავლობაში კომპენსირებული სწავლების კლასებში უნდა დაიგეგმოს დატვირთვის დღე კვირის შუაში (ოთხშაბათი). სკოლაში ადაბტაციის დროის შესამცირებლად და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის მიზნით, მოსწავლეებს უნდა გაუწიონ აუცილებელი სამედიცინო ფსიქოლოგიური დახმარება (ფსიქოლოგი, პედიატრი, ლოგოპედი). ამ პროცესში უნდა ჩაერთონ სპეციალურად მომზადებული პედაგოგები, მშობლები, გამოყენებული უნდა იყოს ტექნიკური თვალსაჩინოებები და სხვა.

18.     მცირედ დაკომპლექტებულ სკოლაში კლას-კომპლექტების ფორმირება უნდა მოხდეს კონკრეტული სკოლის პირობების შესაბამისად და დამოკიდებულია მოსწავლეთა და მასწავლებელთა რაოდენობაზე.

19.     ორი კლასის გაერთიანებისას მოსწავლეთა რაოდენობა კლას-კომპლექტში არ უნდა აღემატებოდეს 25-ს. მე-3, მე-4 კლასის გაერთიანებისას კი არა უმეტეს 15 ბავშვისა. ბავშვების გადაღლის თავიდან აცილების და მათი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით უპირატესობა უნდა მიენიჭოს ორი კლასისაგან შემდგარ კლასკომპლექტს. ოპტიმალურად ითვლება, თუ ერთ კომპლექტად შემდეგი კლასები: I და III (I+III), II და III (II+III), II და IV (II+IV) შეერთდება.

20.     მცირედ დაკომპლექტებულ სკოლებში მოსწავლეთა გადაღლის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია კლას-კომპლექტებში გაკვეთილის ხანგრძლივობა (განსაკუთრებით მე-4 და მე-5 გაკვეთილის) შემცირდეს 5-10 წთ-ით (ფიზკულტურის გაკვეთილის გარდა).

21.     I, II, III, IV კლასების შეერთებისას შემოღებულ უნდა იქნეს მცოცავი გრაფიკი გაკვეთილების, რათა სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის შეიქმნას პირობები, თითოეულ კლასში, ნაწილის ცალკე ჩასატარებლად (ამ მოთხოვნების შესრულება განსაკუთრებით აუცილებელია პირველკლასელთათვის) (დანართი 5).

22.     მცირედ დაკომპლექტებულ სკოლებში, სადაც მე-2 კლასიდან პროგრამებით გათვალისწინებულია ბგერით-ტექნიკური საშუალებებით სწავლება, დაცულ უნდა იქნეს პროგრამულ მასალებზე მუშაობის მაქსიმალურად დასაშვები ხანგრძლივობა: წერის გაკვეთილზე მე-2 კლასში – არა უმეტეს 20წთ-ისა, მე-3 კლასში – 25 წთ-ისა; მათემატიკის გაკვეთილზე მე-2 კლასში არა უმეტეს 15 წთ-ისა, მე-3 კლასში არა უმეტეს 20 წთ. კითხვის გაკვეთილზე ბგერით-ტექნიკური საშუალებების გამოყენება დასაშვებია თვალსაჩინოების სახით.

23.     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება მიმდინარეობდეს აუდიოვიზუალური ტექნიკის გამოყენებით, ამ ტექნიკის შეუსვენებლად გამოყენების ხანგრძლივობა სასწავლო პროცესში უნდა მიდინარეობდეს (მე-4 ცხრილის) შესაბამისად.

24.     გაკვეთილებზე კომპიუტერულ ტექნიკასთან შეუსვენებელი მუშაობის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს (სანწდან 4.2.007) „ჰიგიენური მოთხოვნები პერსონალური ელექტრო-გამომთვლელი მანქანების და ვიდეოდისპლეური ტერმინალების მოწყობის, აღჭურვის, შენახვისა და სამუშაო რეჟიმისადმი ყველა ტიპის თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში” მოთხოვნებს.

25.     კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ, სამუშაო ადგილზე აუცილებელია მოსწავლეებს ჩაუტარდეთ თვალის ვარჯიშები (დანართი 3).

26.     შრომის გაკვეთილზე ერთმანეთს უნდა შეუნაცვლდეს სხვადასხვა ხასიათის სამუშაოები. ერთი სახის სამუშაოების შესრულება გაკვეთილის განმავლობაში დაუშვებელია.

27.     პრაქტიკული საქმიანობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს (I-II კლასის მოსწავლეთათვის) – 20-25 წთ-ს, (II-IV კლასის მოსწავლეთათვის) – 30-35 წთ. მუყაოზე, ქაღალდზე და ნაჭრებზე მუშაობის ხანგრძლივობა უნდა იყოს I კლასში – არაუმეტეს 5წთ, II-III კლასში – 5-7 წთ-ისა, IV კლასში – 10 წთ.-ისა ხეზე და ლითონზე მუშაობისას – 4-5 წთ-ს.

28.     შრომის გაკვეთილზე პრაქტიკული მუშაობის ხანგრძლივობა V-VII კლასში არ უნდა აღემატებოდესგაკვეთილის დროის 65%-ს ძირითად სამუშაო ოპერაციებში შეუსვენებლად მუშაობის ხანგრძლივობა უნდა იყოს V კლასში – არა უმეტეს 10წთ-ისა, VI კლასში – 12 წთ-ისა VII კლაში – 16 წთ-ისა.

29.     გაკვეთილების ცხრილი უნდა შედგეს ცალ-ცალკე სავალდებულოა და ფაკულტატური მეცადინეობებისათვის. ფაკულტატური მეცადინეობები უნდა დაიგეგმოს იმ დღეს, როცა სავალდებულოა საგნების გაკვეთილების მცირე რაოდენობა. ხოლო ძირითად გაკვეთილსა და ფაკულტატურს შორის უნდა არსებობდეს შესვენება 45 წთ-ისა.

30.     დაწყებით კლასებში დაუშვებელია გაორმაგებული გაკვეთილების ჩატარება. V-IX კლასებში გაორმაგებული გაკვეთილების ჩატარება დასაშვებია ლაბორატორიულ, საკონტროლო წერის, შრომისა და მიზნობრივი ფიზკულტურის გაკვეთილებზე (მაგ., ცურვა).

31.     გაორმაგებული გაკვეთილების ჩატარება V – IX კლასებში ძირითად და მაპროფილებული საგნებში შეიძლება ფიზკულტურის გაკვეთილისა და დინამიური პაუზის – 30წთ-ის შემდეგ. X – XI კლასებში ორმაგი გაკვეთილები დასაშვებია ჩატარდეს ძირითად და მაპროფილებელ საგნებში.

32.     გაკვეთილების ცხრილის შედგენისას, დღისა და კვირის განმავლობაში, დაწყებით კლასებში, აუცილებელია, ერთმანეთს შეუნაცვლდეს ძირითადი საგნების და მუსიკის, ხატვის, შრომის, ფიზკულტურის გაკვეთილები, მაღალ კლასებში მათემატიკური და ჰუმანიტარული გაკვეთილები.

33.     სკოლაში გაკვეთილების ცხრილი უნდა შედგეს მოსწავლეთა ყოველდღიური და საკვირაო გონებრივი შრომის უნარიანობის მრუდის შესაბამისად (დანართი 6).

34.      ყველა ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 10 წთ-ისა, დიდი შესვენება (2 და 3 გაკვეთილების შემდეგ) 30წთ, ერთი შესვენების (2 და 3 გაკვეთილების შემდეგ) ნაცვლად დასაშვებია 2 შესვენება, თითოეული 20 წთ. შესვენებები უნდა გაიმართოს სუფთა ჰაერზე მოძრაობითი თამაშებით. დიდი შესვენება შეიძლება გაგრძელდეს 45წთ, აქედან 30წთ გამოყენებულ იქნს მოსწავლეთა მოძრავი თამაშებისა და ვარჯი-შებისათვის სკოლის სტადიონზე, სპორტდარბაზსა და ტრენაჟორებზე.

35.     საშინაო დავალება მოსწავლეებს ეძლევათ მათი შესაძლებლობის გათვალისწინებით: I კლასში (სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან) – 1 სთ-მდე, II კლასში – 1,5 სთ-მდე, III-IV კლასში – 2 სთ-მდე, V-VI კლასში – 2,5 სთ-მდე, VII-VII კლასში – 3სთ-მდე, IX-XI კლასში – 4სთ-მდე.

36.     სწავლება გახანგრძლივებული დღის ჯგუფებში უნდა წარიმართოს მეთოდური მითითების „მუშაობის ორგანიზება და დღის რეჟიმი გახანგრძლივების დღის ჯგუფებში” 1981წ. შესაბამისად.

37.     გახანგრძლივებული დღის ჯგუფებში (დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის) სეირნობის დრო უნდა იყოს არანაკლებ 2სთ-ისა, მე-5-მე-8 კლასის მოსწავლეთათვის – არანაკლებ 1,5 სთ-ისა.

38.     მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობა უნდა დაიწყოს 16სთ-ზე. დამოუკიდებელი მუშაობის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს კლასის მიხედვით.

39.     უმჯობესია, თუ გახანგრძლივებული დღის ჯგუფებში გაკვეთილების მომზადების დაწყებამდე ბავშვები სუფთა ჰაერზე ისეირნებენ და ივარჯიშებენ ან ჩაებმებიან საზოგადოებრივ სასარგებლო შრომაში სკოლის ნაკვეთზე. დამოუკიდებელი მეცადინეობების შემდეგ მონაწილეობა უნდა მიიღონ ღონისძიებებში (მუშაობა წრეებში, მხიარული თამაშები, მხატვრული თვითშემოქმედების საღამოები, ვიქტორინები და სხვა).

40.     კვირის განმავლობაში ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დაწყებით კლასებში – 3-4-ს; მაღალ კლასებში 4-6-ს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების შეუსვენებელი გამოყენების ხანგრძლივობა გაკვეთილებზე მოყვანილია ცხრილში.

 

 

 

 

 

 

ცხრილი 4

XII. მოთხოვნები მოსწავლეთა სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციისადმი

1.  ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება დაკომპლექტებულ უნდა იქნეს კვალიფიციური საშუალო სამედიცინო პერსონალით და ექიმი პედიატრით.

2.  ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს უნდა ჩაუტარდეთ პერიოდული სამედიცინო შემოწმება.

3.  ყველა ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შემუშავებულ უნდა იქნეს კომპლექსური გაჯანსაღების გეგმა ბავშვებისათვის, რომელთაც გადახრები აქვთ ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, მის სტრუქტურაში ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური კორექციის ჩართვით.

4.  თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არა ჰყავს მედიცინის მუშაკი, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო მომსახურეობას.

5.  სკოლის ყველა მუშაკმა უნდა გაიაროს სავალდებულო პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ და მედპერსონალმა (სადაც მიმდინარეობს საგნების გაღრმავებული სწავლება) სკოლაში ქრონიკულად დაავადებული ბავშვის მიღებისას უნდა აუხსნან მშობლებს, რომ ასეთ სკოლაში სწავლა ბავშვისთვის დამატებითი რისკფაქტორია.

7.  მოსწავლეთა სწავლის, დასვენების და შრომის პირობები განსაზღვრულია კანონმდებლობით და მათ დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.

 

XIII. მოთხოვნები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სანიტარული მდგომარეობისადმი

1.  ეპიდემიოლოგიურად კეთილსაიმედო პერიოდში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ყოველდღიურად უნდა დალაგდეს სველი წესით სოდის, საპნის ან სინთეზური სარეცხი საშუალებების გამოყენებით.

2.  საკლასო ოთახების და სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება უნდა მოხდეს გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, გაღებული ფანჯრების და ფრამუგების მდგომარეობაში. თუ სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ორ ცვლად, იგი უნდა დალაგდეს 2-ჯერ, მოირეცხოს იატაკი, გაიწმინდოს მტვრიანი ადგილები (ფანჯრის რაფები, რადიატორები და სხვა).

3.  თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება არა მარტო სარეცხი საშუალებებით, არამედ სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით. ამისათვის გამოიყენება: 0,5-1%-იანი ქლორიანი კირის ხსნარი, ქლორამინის ან კალციუმის ჰიპოქლორიდი, 0,2%-იანი სულფოქ-ლორამინის ხსნარი, 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი სარეცხ საშუალებებთან ერთად და სხვა ხსნარები.

4.  ფანჯრები უნდა გაიწმინდოს წელიწადში ორჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე). ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი უნდა დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.

5.  სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება უნდა მოხდეს ყოველდღიურად, ეპიდსიტუაციის მიუხედავად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები უნდა გაირიცხოს ცხელი წყლით და საპნით. ნიჟარები, უნიტაზები უნდა გაირეცხოს ჯაგრისით სარეცხი-სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით მათ ეტიკეტზე მითითებული მოთხოვნების შესაბამისად, ან ორჯერ უნდა გაირეცხოს სადეზინფექციო ხსნარებში დასველებული ჩვრით (დანართი 8).

6.  სასადილოს დასუფთავება უნდა მოხდეს ბავშვების ყველა გასვლის შემდეგ (საუზმე, სადილი, სამხარი). ჭამის შემდეგ მაგიდები უნდა გაირეცხოს ცხელი წყლით და საპნით ან სოდით.

7.  ჭურჭელი უნდა გაირეცხოს ხელით ან მექანიკური გზით. ჭურჭლის ხელით რეცხვის დროს გამოიყენება სამგანყოფილებიანი აბაზანა. ნარჩენებისაგან გასუფთავებული სასადილო ჭურჭელი უნდა გაირეცხოს ჯაგრისით წყალში (500C) და სარეცხ საშუალებებში (აბაზანის ერთი განყოფილება). ამის შემდეგ ჭურჭელი უნდა მოთავსდეს ერთ-ერთ სადეზინფექციო ხსნარში (0,2%-იანი ქლორამინის ხსნარი, კალციუმის და ნატრიუმის ჰიპოქლორიდი) (აბაზანის მე-2 განყოფილება). ჭურჭლის გავლება ხდება გამდინარე ცხელი წყლით (650C) (აბაზანის მე-3 განყოფილება). ჭურჭელი უნდა გაშრეს სპეციალურ საშრობ კარადაში ან თაროებზე.

8.  მინის ჭურჭელი მექანიკური დასუფთავების შემდეგ ირეცხება სარეცხი საშუალებებით აბაზანის I განყოფილებაში, გაპრიალდება გამდინარე ცხელი წყლით აბაზნის მე-2 განყოფილებაში და შრება სპეციალურ საშრობ კარადაში.

9.  მექანიკური გასუფთავების შემდეგ უნდა გაირეცხოს სასადილო. მოწყობილობა ირეცხება სარეცხი საშუალებების გამოყენებით (აბაზანის I განყოფილება), გაივლოს გამდინარე ცხელი წყლით (II განყოფილება) და გაშრეს ფიზიკური მეთოდის გამოყენებით, ორთქლის სტერილიზატორებში 2-3 წთ-ის განმავლობაში.

10.     სუფთა დანა-ჩანგალი ინახება სპეციალურ, სახელურიან მეტალის კასეტებში.

11.     კარანტინის დროს ჭურჭლის დასუფთავების რიგი იცვლება: საჭმლის ნარჩენებისაგან გათავისუფლებული ჭურჭელი უნდა მოთავსდეს ერთ-ერთ სადეზინფექციო ხსნარში (დანართი 8) ან გამოიხარშოს 2%-იანი სოდის ხსნარში – 15 წთ-ის განმავლობაში, ამის შემდეგ ჭურჭელი ირეცხება, პრიალდება გამდინარე ცხელი წყლით და შრება.

12.     ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებისას ჭურჭლის დასუფთავება ხდება მანქანის დოკუმენტაციაში მითითებული რეჟიმის შესაბამისად.

13.     ჭურჭლის სარეცხი ხრალი და ჯაგრისი, მაგიდის გადასაწმენდი ჩვარი ხმარების შემდეგ უნდა გამოიხარშოს სოდიან წყალში 15 წთ ან მოთავსდეს სადეზინფექციო ხსნარში (0,5%-იანი ქლორამინის ხსნარში 30 წთ), შემდეგ გაივლოს, გაშრეს და შეინახოს სპეციალურ ჭურჭელში.

14.     საჭმლის ნარჩენები უნდა გაუვნებლდეს შემდეგნაირად: ვადუღოთ 15 წთ ან ჩავყაროთ ქლორიან კირში 200გ/კგ ან მითითებულ სადეზინფექციო საშუალებებში (დანართი 8).

15.     კვების ბლოკში (სამზარეულო, საწყობი და სხვა) დაცული უნდა იქნს პროდუქტების და საჭმლის ნარჩენების შენახვის წესები. უნდა მიმდინარეობდეს ბრძოლა ბუზების, ტარაკნების და მღრღნელების წინააღმდეგ.

16.     სამედიცინო კაბინეტში ავეჯის დასუფთავების გარდა აუცილებელია დეზინფექცია ჩაუტარდეს მრავალჯერადი ხმარების სამედიცინო ინსტრუმენტებს. ისინი უნდა მოთავსდეს (დანართი 8) მითითებულ ერთ-ერთ სადეზინფექციო ხსნარში ან დეზინფიცირება უნდა მოხდეს გაუვნებლობის ფიზიკური მეთოდის გამოყენებით. ნახმარი ინსტრუმენტები უნდა გაირეცხოს და ჩაიყაროს სადეზინ-ფექციო ხსნარში (დანართი 8).

17.     იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა სტერილობა, აუცილებელია გამოყენებულ იქნს ერთჯერადი სამედიცინო ხელსაწყოები.

18.     კარანტინის დროს ყოველდღიურ დეზინფექციას ექვემდებარება ყველა ოთახი, სადაც იმყოფებოდნენ იმ კლასის მოსწავლეები, რომლებიც კარანტინს ექვემდებარებიან.

19.     დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში. ჰაერწვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად უნდა განიავდეს კლასები (ყველა დასვენებაზე), ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დეზინფექცია ჩაუტარდეს ჭურჭელს.

20.     ნაწლავური ინფექციების დროს – გაუვნებლდეს. ჭურჭელი, სასადილო მაგიდების ზედაპირი, სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობა, ხელების დაბანა მოხდეს საპნით ტუალეტში ყოფნის შემდეგ და ჭამის დაწყებამდე.

21.     პედიკულოზის გამოვლენის მიზნით, სკოლის სამედიცინო პერსონალმა არანაკლებ 4-ჯერ წელიწადში ყველა არდადეგების შემდეგ და ყოველთვიურად ამორჩევით (მე-4 მე-5 კლასში) ჩაატარონ ბევშვების დათვალიერება. დათვალიერება (სხეულის თმიანი ნაწილების და ტანსაცმლის) უნდა მოხდეს კარგად განათებულ ოთახში ლუპის და წმინდა სავარცხლის გამოყენებით. ყველა დათვალიერების შემდეგ სავარცხელს უნდა გადავავლოთ მდუღარე წყალი ან გავწმინდოთ 70%-იანი სპირტის ხსნარით.

22.     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორია უნდა გასუფთავდეს ყოველდღიურად. ნაგავი უნდა მოგროვდეს და ჩაიყაროს თავსახურიან ნაგავსაყრელში. ის უნდა დაიდგას შენობიდან – 25მ-ზე სპეციალურად გამოყოფილ ბეტონის ან ცემენტის მოედანზე.

23.     ნაგვის ყუთების გაცლა უნდა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.

24.     ნაგავსაყრელი ორმოების, ნაგვის შემკრებების, ნაგვის ყუთების დეზინფექცია ხდება 10%-იანი ქლორიანი კირის ხსნარით ან 5%-იანი კალციუმის ჰიდროქლორიდის ხსნარით – 60წთ და სხვა ხსნარები. ნაგავს ასხამენ ერთ-ერთ ხსნარს. მაგ., 10% ქლორიანი კირის ხსნარს შეფარდებით 2:1 120წთ, 20%-იანი ქლორიანი კირის რძეს შეფარდებით 2:1 60წთ.

25.     ბუზების გამრავლების თავიდან ასაცილებლად ისინი უნდა განადგურდნენ განვით რების ფაზაში, ამისათვის 1-ჯერ 4-5 დღეში ნარჩენების შეგროვების ადგილი უნდა დამუშავდეს საშუალებებით, რომლებიც მითითებულია (მეთოდურ მითითებაში “ბუზებთან ბრძოლა” №28-6/3 27.01.84).

26.     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე არ დაიშვება უმეთვალყურეო ცხოველების არსებობა.

XIV. მოთხოვნები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა კვების ორგანიზაციისადმი

1.  ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ორგანიზებული უნდა იყოს ერთჯერადი ცხელი კვება (საუზმე). მოსწავლეთა მშობლების სურვილის მიხედვით შეიძლება დაწესდეს სადილიც.

2.  გახანგრძლივებული დღის ჯგუფებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოსწავლეთა 2-ჯერადი ცხელი კვება (საუზმე, სადილი), სკოლაში ხანგრძლივად ყოფნის შემთხვევაში – სამხარიც.

3.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კვების ორგანიზაციის საკითხი და კვების რაციონი აუცილებლად უნდა შეუთანხმდეს ადგილობრივ სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურებს.

4.  მოსწავლეთა კვების ორგანიზაციის დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ მეთოდური მითითებებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა რაციონალური კვების ორგანიზაციისადმი.

5.  სკოლაში საკვებით მოწამვლის შემთხვევაში, პერსონალსა და მოსწავლეებს შორის მწვავე ნაწლავური ინფექციების აფეთქებისას, აუცილებელია დადგენილ დროში ეცნობოს სანიტარიული ზედმხედველობის სამსახურებს.

6.  აკრძალულია მოსწავლეთა საკვებად გამოყენებულ იქნს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში:

ა) კასრის არაპასტერიზებული აუდუღარი რძე;

ბ) ნატურალური ხაჭო და არაჟანი, თერმული დამუშავების გარეშე (ხაჭო შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხაჭაპურის დასამზადებლად), არაჟანი შეიძლება გამოვიყენოთ I თავ საკვებში (წვნიანებში) ჩასასხმელად მომზადებამდე 5-10წთ ადრე;

გ) რძე ნატურალური სახით;

დ) მწვანე ბარდა თერმული დამუშავების გარეშე;

ე) ხორციანი მაკარონი, ხორციანი ბლინჩიკები, პაშტეტი, ქაშაყის ფარში;

ვ) წვენები თერმული დამუშავების გარეშე, ბურახი;

ზ) სოკო;

თ) კვერცხიანი მაკარონი, ერბოკვერცხი;

ი) კრემიანი ნამცხვრები და ტორტები;

კ) ფრიტიურში შემწვარი ფუნთუშა და ღვეზელი;

ლ) ცომის ასაფუებელი (გამაფხვიერებელი), უცნობი ფხვნილები.

7.  კვების ბლოკის თანამშრომლებს წაეყენება მკაცრი მოთხოვნები პირადი ჰიგიენის დაცვისთან დაკავშირებით:

ა) კვების ბლოკში სამუშაოდ დაიშვებიან ჯანმრთელი პირები, რომლებმაც გაიარეს სამედიცინო შემოწმება, არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების შესახებ კურსის მოსმენისა და ჩაბარების შემდეგ;

ბ) სამედიცინო შემოწმების ვადის ფარგლებში გავლაზე კონტროლი უნდა დააწესოს სკოლის მედპერსონალმა;

გ) კვების ბლოკის ყველა თანამშრომელზე უნდა გაიხსნას პირადი სამედიცინო წიგნაკი, სადაც უნდა შევიდეს სამედიცინო შემოწმების შედეგები, ცნობები გადატანილ ინფექციურ დაავადებაზე, სანიტარული მინიმუმის ჩაბარების შედეგები.

დ) საზოგადოებრივი კვების ობიექტის პერსონალმა ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები პირადი ჰიგიენისადმი:

დ.ა) სამსახურში უნდა გამოცხადდეს სუფთა ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით;

დ.ბ) გასახდელში უნდა დატოვოს მოსაცმელი, თავსაბურავი და პირადი ნივთები;

დ.გ) ფრჩხილები იქონიოს სუფთად და აკურატულად დაჭრილი;

დ.დ) სამუშაოს დაწყებამდე გულდასმით დაიბანოს ხელები საპნით, ჩაიცვას სუფთა სანიტარიული ტანსაცმელი სპეციალურად განკუთვნილ ოთახში, ტუალეტში შესვლის შემდეგ კარგად დაიბანოს ხელები საპნით, სასურველია სადეზინფექციო ხსნარში;

დ.ე) სურდოს ნიშნების გამოვლენისას ან ნაწლავების დისფუნქციის დროს, გამონაყარის, ჭრილობის და დამწვრობის არსებობის შემთხვევაში უნდა ეცნობოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას და მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას სამკურნალოდ;

დ.ვ) კვების ბლოკის თანამშრომელმა უნდა აცნობოს ადმინისტრაციას ოჯახის წევრების ნაწლავური ინფექციით დაინფიცირების შემთხვევაში.

8.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კვების ბლოკში კატეგორიულად აკრძალულია:

ა) საკვების, კულინარული და საკონდიტრო ნაწარმის მომზადების დროს საიუველირო ნაკეთობების გაკეთება, ფრჩხილებზე ლაქის წასმა, სანიტარული ტანსაცმლის შეკვრა ქინძისთავებით;

ბ) სამუშაო ადგილზე საკვების მიღება და სიგარეტის მოწევა. ეს ნებადართულია სპეციალურად განკუთვნილ ოთახში.

9.  ყოველდღიურად სამუშაოს დაწყების წინ სკოლის მედ მუშაკმა უნდა ჩაატაროს პერსონალის სხეულის ზედაპირული დათვალიერება, რათა გამოირიცხოს ჩირქოვანი გამონაყარის არსებობის ფაქტი. სამუშაოზე არ დაიშვებიან პიროვნებები, რომლებსაც ექნებათ კანის დაავადება, კანზე ჩირქოვანი ნახეთქები, დამწვრობა ან ნაწიბურები და ზედა სასუნთქი გზების კატარი. ისინი გადაყვანილი უნდა იქნნ სხვა სამუშაოზე, დათვალიერების შედეგები შეტანილი უნდა იქნს სპეციალურ ჟურნალში. კვების ბლოკში უნდა არსებობდეს სააფთიაქო ყუთი პირველადი დახმარებისათვის აუცილებელი მედიკამენტებით და შესახვევი მასალით.

 

XV. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო კაბინეტის ინვენტარის და ინსტრუმენტების ჩამონათვალი

დანართი1

(სავალდებულო)

XVI. ფიზკულტურული წუთების (ფწ) ვარჯიშების კომპლექსი

 

დანართი  2

(სარეკომენდაციო)

სწავლის პროცესი, რომელსაც თან ახლავს ცალკეული ორგანოების და სისტემების ფსიქიკური, სტატიკური და დინამიური გადატვირთვა, ასევე მთლიანად ორგანიზმის გადაღლა მოითხოვს გაკვეთილზე ჩატარდეს ფ.წ., რათა მოიხსნას ლოკალური გადაღლა, შეიძლება ჩატარებული იქნეს ზოგადი ზემოქმედების ფ.წ.

 

1. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი ფწ

ა) საწყისი მდგომარეობა – სკამზე დამჯდარი, 1-2 –   უკან გადავიხაროთ და გადავწიოთ თავი. 3-4 – გადავიხაროთ წინ და გადავწიოთ თავი. ამ ვარჯიშის დროს მხრები არ უნდა ვამოძრაოთ. გავიმეოროთ 4-6-ჯერ ნელ ტემპში;

ბ) საწყისი მდგომარეობა – დამჯდარი, ხელები წელზე. 1 – მოვაბრუნოთ თავი მარჯვნივ, 2 – დავუბრუნდეთ საწ. მდგ., 3 – მოვაბრუნოთ თავი მარცხნივ, 4 – დავუბრუნდეთ საწ. მდგომარეობას. ვარჯიში გავიმეოროთ 6-8-ჯერ;

გ) საწყისი მდგომარეობა – დამჯდარი ან ფეხზე მდგომარე, ხელები წელთან. 1 – სწრაფად გადავიტანოთ მარცხენა ხელი მარჯვენა ბეჭის მხარეს, თავი მოვაბრუნოთ მარცხნივ. 2 – დავუბრუნდეთ საწ. მდგომარეობას. 3 – იგივე მოძრაობა შევასრულოთ მარცხნივ. 4 – დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. ვარჯიში გავიმეოროთ 4-6-ჯერ ნელ ტემპში.

 

2. .. მხრის სარტყლის და ხელების გადაღლის მოსახსნელად

ა) საწყისი მდგომარეობა – დამჯდარი ან ფეხზე მდგომი, ხელები წელთან. 1 – მარჯვენა ხელი წინ, მარცხენა ხელი მაღლა. 2 – შევცვალოთ ხელების მდგომარეობა. ვარჯიში გავიმეოროთ 3-4-ჯერ, შემდეგ ხელები ნელ-ნელა ჩამოვუშვათ და დავბერტყოთ, თავი წინ გადავხაროთ. ვარჯიში სრულდება ნელ ტემპში;

ბ) საწყისი მდგომარეობა – დამჯდარი ან ფეხზე მდგომი, ხელის ზურგი წელთან. 1-2 – ხელები წინ (თითები გაშლილი), თავი გადავხაროთ წინ. 3-4 – ხელები უკან და ავხტეთ, შემდეგ ხელები დავუშვათ ძირს და დავბერტყოთ. ვარჯიში გავიმეოროთ 6-8-ჯერ ნელ ტემპში.

გ) საწყისი მდგომარეობა – დამჯდარი, ხელები ზემოთ. 1 – თითები შევკრათ მუჭად 2 – გავშალოთ. შემდეგ ხელები ნელ-ნელა ჩამოვუშვათ და დავბერტყოთ. ვარჯიში გავიმეოროთ 6-8-ჯერ საშუალო ტემპში.

 

3. ხერხემლის (ზურგის კუნთების) გადახრის თავიდან ასაცილებელი ..

ა) საწყისი მდგომარეობა – ფეხები განზე, ხელები თავზე. 1 – სწრაფად მოვაბრუნოთ ტანი მარჯვნივ. 2 – სწრაფად მოვაბრუნოთ ტანი მარცხნივ. ვარჯიშის დროს მხრები უმოძრაოდ რჩება. ვარჯიში გავიმეოროთ 6-8-ჯერ საშუალო ტემპში;

ბ) საწყისი მდგომარეობა – ფეხები განზე, ხელები თავზე. 1-3 – წრიული მოძრაობები ერთი მიმართულებით. 4-6 – იგივე მოძრაობები შევასრულოთ მეორე მხარეს. 7-8 – ხელები ჩავუშვათ და დავბერტყოთ. ვარჯიში გავიმეოროთ 4-6-ჯერ საშუალო ტემპში;

გ) საწყისი მდგომარეობა – ფეხები განზე. 1-2 – დავიხაროთ წინ და მარჯვენა ხელით შევეხოთ მარცხენა ფეხის ტერფს. 3-4 – საწყისი მდგომარეობა. 5-6 – იგივე მოძრაობა მეორე მხარეს. ვარჯიში გავიმეოროთ 6-8-ჯერ საშუალო ტემპში.

 

XVII. .. ვარჯიშების კომპლექსი უმცროსკლასელთათვის წერის გაკვეთილებზე

1. ვარჯიშები თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაძლიერებლად

ა) საწყისი მდგომარეობა – დამჯდარი, ხელები წელზე. 1 – მოვაბრუნოთ თავი მარჯვნივ. 2  – საწინააღმდეგო მდგომარეობა. 3 – თავი მოვაბრუნოთ მარცხნივ. 4 – საწინააღმდეგო მდგომარეობა. 5 – თავი გადავხაროთ უკან. 6 – თავი გადმოვხაროთ წინ. ვარჯიში გავიმეოროთ 4-6-ჯერ ნელ ტემპში;

ბ) კიდურების კუნთების გადაღლის საწინააღმდეგო ვარჯიშები. საწყისი მდგომარეობა – დამჯდარი, ხელები ზემოთ. 1 – თითები შევკრათ მუჭად. 2 – გავშალოთ, შემდეგ ნელ-ნელა ჩამოვუშვათ ხელები და დავბერტყოთ. ვარჯიში გავიმეოროთ 6-8-ჯერ საშუალო ტემპში;

გ) ვარჯიშები ზურგის კუნთების გადაღლის საწინააღმდეგო. საწყისი მდგომარეობა – ფეხები განზე, ხელები თავზე. 1 – სწრაფად მოვაბრუნოთ ტანი მარჯვნივ. 2 – იგივე მოძრაობა მარცხნივ. ვარჯიშის დროს მხრის სარტყელი რჩება უმოძრაოდ. ვარჯიში გავიმეოროთ 4-6-ჯერ საშუალო ტემპში;

დ) ვარჯიშები ყურადღების მობილიზაციისათვის. საწყისი მდგომარეობა – ფეხზე მდგომი. 1 – მარჯვენა ხელი წელზე. 2 – მარცხენა ხელი წელზე. 3 – მარჯვენა ხელი მხარზე. 4 – მარცხენა ხელი მხარზე. 5 – მარჯვენა ხელი მხარზე. 6-8 – ტაში თავს ზემოთ, 9 – ჩამოვუშვათ მარცხენა ხელი მხარზე. 10 – მარჯვენა ხელი ჩამოვუშვათ მხარზე. 11 – მარცხენა ხელი წელზე. 12 – მარჯვენა ხელი წელზე. 13-14 – ხელები მივირტყათ თეძოზე. ვარჯიში გავიმეოროთ 4-6-ჯერ. ტემპი ერთხელ ნელი, 2-3-ჯერ საშუალო, მე-4-5-ჯერ ჩქარი, მე-6-ჯერ ნელი.

 

XVIII. ვარჯიშთა კომპლექსი თვალებისათვის

 

3

(სარეკომენდაციო)

1. სწრაფად ვახამხამოთ და დავხუჭოთ თვალი, დავჯდეთ წყნარად და ნელა დავითვალოთ 5-მდე. გავიმეოროთ 4-5-ჯერ.

2. მაგრად დავხუჭოთ თვალები (დავთვალოთ 3-მდე), გავახილოთ და გავიხედოთ შორს (დავითვალოთ 5-მდე). გავიმეოროთ 4-5-ჯერ.

3. გავშალოთ წინ მარჯვენა ხელი. თავის გაუნძრევლად თვალი ნელა გავაყოლოთ გაშლილი ხელის საჩვენებელთითს მარჯვნივ და მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ. გავიმეოროთ 4-5-ჯერ.

4. გაშლილი ხელის საჩვენებელ თითს ვუყუროთ 1-4 თვლამდე, შემდეგ გავიხედოთ შორს 1-6 თვლამდე. გავიმეოროთ 4-5-6-ჯერ.

5. საშუალო ტემპში გავაკეთოთ 3-4 თვალებით წრიული მოძრაობა მარჯვნიდან და ამდენჯერვე მარცხნიდან. მოვადუნოთ თვალის კუნთები, ვიცქიროთ შორისაკენ 1-6 თვლამდე. გავიმეოროთ 1-2-ჯერ.

 

XIX. მოსწავლეთა მოძრაობის აქტიურობის მიახლოებითი მოცულობა

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

(სარეკომენდაციო)

XX. მცირედ დაკომპლექტებულ სკოლებში კლას-კომპლექტების შექმნის მიახლოებითი სქემა

 

დანართი 5

(სარეკომენდაციო)

 

1. მითითება: შეერთებულ კლასებში გაკვეთილების ხანგრძლივობა უნდა შემცირდეს 40წთ-მდე, ბოლო გაკვეთილების – 35წთ-მდე. I კლასში გაკვეთილების ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს I სემესტრში 30წთ-ს, II სემესტრში – 35 წთ-ს. მეორე დასვენება (20წთ) გამოყენებული უნდა იქნას ბავშვების კვების ორგანიზაციისათვის, მესამე (20წთ) დასვენება – სუფთა ჰაერზე ვარჯიშებისათვის, მე-2 ვარიანტში – I კლასში მე-3 გაკვეთილის შემდეგ 2,5 სთ-იანი შესვენება შეიძლება გავაკეთოთ. ეს პერიოდი უნდა დაეთმოს კვებას, ძილს, თამაშებს. რამდენიმე კლასის სრული შეერთების დროს ამ პერიოდში შეიძლება ჩატარდეს ფიზკულტურის, შრომის, სიმღერისა და ხატვის გაკვეთილები.

 

XXI. ჰიგიენური მოთხოვნები გაკვეთილების ცხრილის მიმართ

 

დანართი 6

(სარეკომენდაციო)

1. თანამედროვე სამეცნიერო გამოკვლევებით დადგინდა, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებში გონებრივი საქმიანობის ბიორიტმული ოპტიმუმი 10-12 სთ-ის ინტერვალში მდებარეობს, ამიტომ ეს საათები ითვლება ყველაზე ეფექტურად საგნის ათვისებისათვის, ამ შუალედში ორგანიზმის ფსიქოფიზიკური დატვირთვა ყველაზე მცირეა. ამიტომ დაწყებით კლასებში გაკვეთილების ცხრილი უნდა შედგეს ისე, რომ ძირითად საგნებს დაეთმოს II-III გაკვეთილი, ხოლო მაღალ კლასებში გაკვეთილების ცხრილი უნდა შედგეს ისე, რომ ძირითად საგნებს დაეთმოს II,III,IV გაკვეთილი.

2. კვირის განმავლობაში არათანაბარია მოსწავლეთა გონებრივი შრომისუნარიანობა, მისი დონე იზრდება კვირის შუა დღეებში და დაბალია კვირის დასაწყისში (ორშაბათი) და ბოლოს (პარასკევი). ამის გათვალისწინებით სასწავლო დატვირთვა კვირის განმავლობაში უნდა განაწილდეს ისე, რომ ყველაზე მეტი დატვირთვა მოდიოდეს სამშაბათზე და ორშაბათზე. ამ დღეების გაკვეთილების ცხრილში უნდა შევიდეს ყველაზე რთული საგნები, მაგრამ მცირე რაოდენობით.

3. მოსწავლეებს ახალი მასალა უნდა მიეცეთ და საკონტროლო წერა ჩაუტარდეთ II-IV გაკვეთილზე, კვირის შუა დღეებში.

4. საგნები, რომლებშიც საშინაო დავალებების მომზადება დიდ დროს მოითხოვ, გაკვეთილების ცხრილში ერთ დღეს არ უნდა მოხვდეს.

5. გაკვეთილების ცხრილის შედგენისას რეკომენდირებულია ვიხელმძღვანელოთ რივკოვის ცხრილით (1975წ), სადაც ყველა საგნის სირთულე ქულებით ფასდება. მაგ.:

6. რივკოვის ცხრილს შეიძლება დაემატოს თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები, რომლებიც ყველაზე რთულ საგნებად მიიჩნევენ ინფორმატიკას, პროფილურ დისციპლინებსა და ახალ საგნებს. მითითებული საგნები უნდა შევაფასოთ არანაკლებ 10 ქულით.

7. სწორად შედგენილ გაკვეთილების ცხრილში ის საგნები, რომლებიც მაღალი ქულით ფასდება, უნდა მოხვდეს სამშაბათს ან ოთხშაბათს. სასურველია ასევე განაწილდეს კვირის სასწავლო დატვირთვა მაღალი კლასების გაკვეთილების ცხრილში.

8. დაწყებით კლასებში კვირის სასწავლო დატვირთვა უნდა განაწილდეს ისე, რომ მაღალი ქულებით შეფასებული საგნები ყველაზე მეტი ინტენსივობით მოდიოდეს სამშაბათზე და ხუთშაბათზე, რათა ოთხშაბათი განტვირთვის დღე იყოს. თუ მაღალი ქულებით შეფასებული საგნების ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის კვირის ბოლო დღეებზე ან კვირის ყველა დღეზე თანაბრად, გაკვეთილების ცხრილი არასწორად არის შედგენილი.

 

XXII. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა პროფილაქტიკური გასინჯვები

დანართი 7

(სავალდებულო)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

XXII. სანიტარიულ-სადეზინფექციო რეჟიმის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კარანტინის დროს

დანართი 8

(სავალდებულო)

 

 

 

ჰიგიენური მოთხოვნები პერსონალური ელექტრო-გამომთვლელი მანქანებისა და ვიდეო-დისპლეური ტერმინალების მოწყობა, დამონტაჟება და სამუშაო რეჟიმისადმი

ყველა სახის სასწავლო დაწესებულების გამოთვლითი ტექნიკის კაბინეტებსა და დისპლეურ კლასებში

Installing, arranging, keeping and working conditions of video terminals and computer techniques in all types of shools.

სანიტარიული წესები და ნორმები

სანწდან 2.4.2. 000 – 00

 

    I. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები

1.  წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები შემუშავებულია საქართველოს კანონების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” და „განათლების შესახებ” შესაბამისად და განკუთვნილია ვიდედისპლეურ ტერმინალებსა და პერსონალურ ელექტროგამომთვლელ მანქანებზე მომუშავე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისათვის.

2.  წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები ვრცელდება ელექტრონულსხივურ-მილაკიან ყველა სახის პერსონალურ-ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებზე (პეგმ) და ვიდეო-დისპლეურ ტერმინალებზე (ვდტ), რომლებიც განკუთვნილია საქართველოს განათლების სისტემაში, ასევე სხვა სამინისტროებსა და უწყებებში, გამოყენებისათვის მოსწავლეთა სწავლებისა და სამუშაო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით. ასევე ყველა სახის დასაპროექტებელ სარეკონსტრუქციო და ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებების შენობა-სათავსებზე, რომლებიც განკუთვნილია პგმ და ვდტ-ზე სწავლებისა, და პრაქტიკული მუშაობისათვის.

3.  სანიტარული წესების მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ელექტრონულ-სხივურმილიკიანი ელექტროგამომთვლელი ტექნიკის და აგრეთვე პეგმ-ის და ვდტ-ის გამოყენებით სწავლების, პრაქტიკის და მუშაობისათვის განკუთვნილი შენობებისა და სათავსების დამპროექტებელი, დამამზადებელი და ექსპლუატაციაში გამშვები დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებისათვის, მათი უწყებრივი დაქვემდებარე-ბისაგან დამოუკიდებლად.

4.  სანიტარული წესების სავალდებულო დაცვის მიზნით, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები უნდა შევიდეს შესაბამის სახელმწიფო სტანდარტებში და სხვა ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებში.

5.  სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობას და კონტროლს არსებული სანიტარიული წესების შესრულებაზე ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური, საუწყებო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ კონტროლს კი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალი.

 

    II. ნორმატიული დამოწმებები

1. წინამდებარე სანიტარიულ წესებსა და ნორმებში გამოყენებულია დამოწმებები შემდეგ დოკუმენტებზე:

ა) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”;

ბ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”;

გ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის №807 ბრძანებულება „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის 1999-2005 წლების ღონისძიებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ”.

 

    III. მოთხოვნები გამოთვლითი ტექნიკის კაბინეტების, სათავსების, სადისპლეო კლასების, სამუშაო ადგილების განთავსებისა და აღჭურვილობისადმი

1.  იმ შენობებისა და სათავსოების მოცულობით-გეგმარებითი გადაწყვეტა, რომლებიც განკუთვნილია პ.ე.გ.მ-ში და ვ.დ.ტ.-ში გამოყენებულ ელექტრონულ-სხივურ მილაკებზე ინფორმაციის ამსახველ საშუალებებთან მუშაობისათვის, უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე სწდან-ის მოთხოვნებს.

2.  გამოთვლითი ტექნიკის კაბინეტს (გ.ტ.კ.) და დისპლეის კლასებს (დ.კ.) ბუნებრივი განათება უნდა ჰქონდეთ ფანჯრების ორიენტაციით ჩრდილოეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით.

3.  დაუშვებელია გ.ტ.კ. და დ.კ. განთავსება სარდაფებსა და ცოკოლის სართულებზე.

4.  გ.ტ.კ. და დ.კ იზოლირებული უნდა იყოს ხმაურიანი სათავსოებისგან (სამანქანო დარბაზები, ტანვარჯიშის დარბაზი დარბაზი და სხვ.).

5.  გ.ტ.კ.-ს და დ.კ-ს ფართი ერთ სამუშაო ადგილზე უნდა განისაზღვროს, არანაკლებ 6მ2-ისა, სათავსოს ჭერის სიმაღლე არანაკლებ 4მ-ისა.

6.  გ.ტ.კ. და დ.კ, სადაც პ.ე.გ.მ და ვ.დ.ტ.-ის რაოდენობა არანაკლებ 10 ერთეულს შეადგენს, უზრუნ-ველყოფილი უნდა იყოს 18 კვ.მ-ის სალაბორანტოთი. სალაბორანტოს ორგანიზებისას რეკომენდირებულია შემდეგი დანადგარების გათვალისწინება: რადიო-სამონტაჟო მაგიდა ადგილობრივი ქვედა ან გვერდითი ჰაერგამწოვით, სამუშაო მაგიდა, ინსტრუმენტების, აღჭურვილობის და ნაკეთობათა შესანახი კარადები და თაროები. (დანართი 1ა).

7.  იატაკის ზედაპირი უნდა იყოს სწორი, ამოტეხილების გარეშე, არასრიალა, დასუფთავებისათვის მოხერხებული და ანტისტატიკური თვისებების მქონე.

8.  გ.ტ.კ.-ს და დ.კ-ს კედლების მოსაპირკეთებლად აკრძალულია მავნე ქიმიური ნივთიერებებითა და შენაერთებით ჰაერის დამაბინძურებელი სამშენებლო მასალების გამოყენება.

9.  პ.ე.გ.მ-სა და ვ.დ.ტ.-ს სამუშაო მაგიდებთან მიყვანილ უნდა იქნას ელექტროგაყვანილობისა და ადგილობრივი ქსელის კაბელი, ელექტროუსაფრთხოების უზრუნველყოფით.

10.     მასწავლებლის მაგიდა, რომელზეც მოთავსებულია პ.ე.გ.მ ან ვ.დ.ტ. გრაფოპროექტორისა და პრინტერისათვის განკუთვნილი მისადგომი ტუმბოებით, უნდა დადგას პოდიუმზე.

11.     მოსწავლის ერთადგილიანი სამუშაო მაგიდის სიგრძე (მარცხნიდან მარჯვნივ) უნდა იყოს არანაკლებ 70 სმ-ს; სიგანე კლავიატურის წინ – 30 სმ რვეულის დასადებად და იდაყვების დასაყრდნობად, რათა მოიხსნას მხრის სარტყლის კუნთების სტატიკური დაძაბულობა. მონიტორის დასადგმელი მაგიდის ზედაპირი ჰორიზონ-ტალური უნდა იყოს; ხოლო ზედაპირი, რომელზეც კლავიატურაა განთავსებული – დამრეცი (დახრის კუთხე 12-150). ვიდეომონიტორთან მომუშავისკენ მიმართული მაგიდის კიდის სიმაღლე და იატაკიდან სკამის დაცილება მოსწავლის სიმაღლის შესაბამისი უნდა იყოს.

12.     მაგიდის ქვეშ თავისუფალი სივრცის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 500 მმ-ისა, სიღრმე – არანაკლებ 450 მმ-ისა.

13.     თუ მაგიდა მაღალია და არ შეესაბამება მოსწავლის სიმაღლეს, აუცილებელია სიმაღლის მიხედვით სარეგულირებელი ფეხის სადგამის გამოყენება.

14.     სადგამის კონსტრუქციის სიგანე უნდა იყოს 300მმ, სიგრძე –  400მმ, საყრდენი ზედაპირის დახრის კუთხე –  20%-მდე, სადგამის სიმაღლის რეგულირება უნდა ხდებოდეს 150მმ-ის ფარგლებში. სადგამის ზედაპირი უნდა იყოს დაღარული წინა კიდეზე 10მმ-ის შემაღლებით.

15.     გ.ტ.კ და დ.კ. აღჭურვილი უნდა იყოს სიმაღლის მიხედვით სარეგულირებელი დაპროფილებული საზურგის მქონე ნახევრად რბილი სკამებით, რომლებიც ბრუნავÓ +1800-ით.

16.     პ.ე.გ.მ. და ვ.დ.ტ.-ის განლაგება სამუშაო ადგილებზე შესაძლებელია სამ ვარიანტად: პერიმეტრულად, რიგებად (1-3 რიგოვანი), ცენტრულად.

17.     გ.ტ.კ-ს და დ.კ.-ს დაგეგმარების სქემები ექსპლიკაციით წარმოდგენილია დანართ 1-ში.

18.     პ.ე.გ.მ.-ს და ვ.დ.ტ.-ს სამუშაო ადგილების განლაგების ოპტიმალურ ვარიანტიÓ პერიმეტრული წარმოადგენს (დანართი 1ა).

19.     სამუშაო ადგილების პერიმეტრული განლაგებისას დადგენილია შემდეგი მანძილები:

ა) გ.ტ.კ-ს და დ.კ.-Éს სიგანეზე:

ა.ა) დაშორება მაგიდებსა და ფანჯრის ჭრილებიან კედელს შორის უნდა იყოს არანაკლებ 0,8მ-ისა.

ა.ბ) ფანჯრის მოპირდაპირე კედელსა და პ.ე.გ.მ. და ვ.დ.ტ.-ს მაგიდებს შორის დაშორება არანაკლებ 0,1მ-ისა უნდა იყოს. რიგ შემთხვევებში, ვიდეოტერმინალების ტიპიდან გამომდინარე, მაგიდები უშუალოდ კედელთან შეიძლება დაიდგას.

ბ) გ.ტ.კ-ს და დ.კ-ს სიგრძეზე:

ბ.ა) პ.ე.გ.მ-ის და ვ.დ.ტ-ის ორადგილიანი მაგიდები მიჯრით უნდა განლაგდეს (დან. 1ა), ერთადგილიანი მაგიდები კი – ცალ-ცალკე. ამასთან, მაგიდებს შორის მანძილი გ.ტ.კ-ის ან დ.კ-ის ფართით და ვიდეოტერ- მინალებთან მოსწავლეთა სამუშაო ადგილების რაოდენობით განისაზღვრება.

ბ.ბ) პ.ე.გ.-ს ან ვ.დ.ტ.-ს სამუშაო ადგილების მცირე რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მათ განლაგებას ფანჯრÄბის მოპირდაპირე კედელთან.

20.     პ.ე.გ.მ-ის ან ვ.დ.ტ-ის მაგიდების პერიმეტრული განლაგებისას გ.ტ.კ. ან დ.კ. აღჭურვილი უნდა იყოს დამატებით სასკოლო მაგიდებითა (გოსტ 11015-86) და სკამებით (გოსტ 11016-86). ეს ინვენტარი გათვალისწინებულია პ.ე.გ.მ.-ის ან ვ.დ.ტ.-ის გარეშე მეცადინეობისათვის. მათი რიცხვი მოსწავლეთა რაოდენობით განისაზღვრება. მაგიდები ერთ ან ორ რიგად შეიძლება განლაგდეს პ.ე.გ.მ.-ის ან ვ.გ.ტ.-ის სამუშაო ადგილების რაოდენობის შესაბამისად. ორადგილიანი მაგიდების შეერთება დაუშვებელია (რიგებს შორის დაშორება უნდა იყოს არანაკლებ 0,5მ-ისა).

21.     პ.ე.გ.მ.-ს ან ვ.დ.ტ.-ს მაგიდების რიგებად განლაგებისას თითოეულ მაგიდას უნდა ჰქონდეს დამცავი ეკრანი იმ მხარიდან, რომლისკენაც მიმართულია ვიდეომონიტორის უკანა ნაწილი. პ.ე.გ.მ. ან ვ.დ.ტ.-ს ერთადგილიანი მაგიდების ერთ, ორ ან სამ რიგად განლაგებისას აუცილებელია შემდეგი მანძილების დაცვა:

ა) გ.ტ.კ.-ის და დ.კ.-ის სიგრძეზე:

ა.ა) თითოეულ რიგში სამუშაო მაგიდებს შორის დაშორება უნდა იყოს არანაკლებ 1,0მ-ისა; უკანასკნელ სამუშაო მაგიდებსა და კედელს შორის დაშორება – არანაკლებ 0,8მ-ისა; გ.ტ.კ.-ის ან დ.კ.-ის კარების ბოლო მაგიდებთან მდებარეობისას, ამ უკანასკნელსა და კუთხის კედელს შორის დაშორება უნდა იყოს 1,2მ;

ბ) გ.ტ.კ. და დ.კ.-ის სიგანეზე:

ბ.ა) ფანჯრიან კედელსა და პ.ე.გ.მ.-ის ან ვ.დ.ტ.-ის მაგიდების პირველ რიგს შორის მანძილი 0,8-დან 1,1მ-მდე უნდა იყოს.

ბ.ბ) მანძილი (ფანჯრებიდან) მაგიდების მესამე რიგსა და კედელს შორის 0,8-0,9მ უნდა იყოს.

ბ.გ) პ.ე.გ.მ. ან ვ.დ.ტ.-ს სამუშაო მაგიდების ორ რიგად განლაგებისას რიგებს შორის გასასვლელი შესაბამისად იზრდება.

22.     პ.ე.გ.მ. ან ვ.დ.ტ.-ის მაგიდების ცენტრული განლაგებისას, როდესაც მაგიდების ორი რიგი მიჯრით დგას გ.ტ.კ.-ის ან დ.კ.-ის ცენტრში და ვიდეომონიტორების ეკრანები პირისპირაა მიმართული, პ.ე.გ.მ. ან ვ.დ.ტ. შეიძლება ჭადრაკულად განლაგდეს მონიტორის უკანა მხარეებით ან ერთმანეთის მოპირდაპირედ განლაგდეს.

23.     გ.ტ.კ.-ს და დ.კ.-ს შესასვლელში აუცილებელია კარადების გათვალისწინება მოსწავლეთა ხელჩანთებისა და პორტფელებისათვის.

 

    IV. მოთხოვნები მოსწავლეთა სწორი განთავსებისადმი ....- ან ...-თან მუშაობისას

1.  პ.ე.გ.მ. ან ვ.დ.ტ.-თან მუშაობისას მოსწავლემ უნდა დაიცვას სწორად ჯდომის წესები. მაგიდა და სკამიმოსწავლის სიმაღლის მიხედვით უნდა იყოს შერჩეული. სკამის საჯდომის კიდე 3-5სმ-ით უნდა შედიოდეს მაგიდის კიდის ქვეშ. სკამის საზურგეს უნდა ჰქონდეს საყრდენი, ბეჭის ძვლის ქვედა კუთხის დონეზე. თავი ოდნავ უნდა იყოს წინ დახრილი (5-70). წინა მხრები მაგიდის ზედაპირს უნდა ეყრდნობოდეს (კლავიატურის წინ) მხრის სარტყლის და ხელის კუნთების სტატიკური დაძაბულობის მოსახსნელად. მხრითა და წინამხრით, ასევე წვივითა და ბარძაყით შექმნილი კუთხე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 90.

2.  თვალების დონე ეკრანის ვერტიკალური მდე-ბარეობისას ეკრანის ცენტრზე ან მისი სიმაღლის 2/3-ზე უნდა მოდიოდეს. ხედვის ხაზი ეკრანის ცენტრის პერპენდიკულარული უნდა იყოს. მისი ოპტიმალური გადახრა ვერტიკალურ სიბრტყეში უნდა იყოს +50-ის ფარგლებში, დასაშვებია – +100. ეკრანის ცენტრალური ღერძიდან ჰორიზონტალურ სიბრტყეში ოპტიმალური ხედვის არე +150-ის ფარგლებში უნდა იყოს, დასაშვებია +300. მონიტორის ეკრანის ნაპირებთან უკიდურეს წერტილში მდებარე ინფორმაციის განხილვისას, ხედვის კუთხე (კუთხე, მზერის ხაზითა და ეკრანის ზედაპირით შემოფარგლული) უნდა იყოს არა ნაკლებ 450. პ.ე.გ.მ.-ზე და ვ.დ.ტ.-ზე წყვილად მუშაობის აუცილებლობის შემთხვევაში ხედვის კუთხე დაცული უნდა იყოს. რაც უფრო მეტია ხედვის კუთხე, მით უფრო ადვილია ინფორმაციის აღქმა ვიდეომონიტორის ეკრანიდან და თვალიც ნაკლებად იღლება.

3.  მონიტორის ეკრანზე სიმბოლოების ხედვის კუთხე უნდა იყოს არა ნაკლებ 20 კუთხური წუთისა.

4.  ოპტიმალური მანძილი პ.ე.გ.მ.-ის ან ვ.დ.ტ.-ის ეკრანსა და მოსწავლის თვალებს შორის უნდა იყოს 0,6-0,7მ-ის ფარგლებში, ასევე დასაშვებია არანაკლებ 0,5მ.

 

    IV. მოთხოვნები ....- ან ...-თან მუშაობის პირობებისადმი

1. მოთხოვნები მიკროკლიმატისადმი:

ა) სანიტარიული ნორმებისა და წესების თავის „გათბობა, ვენტილაცია და ჰაერის კონდიცირება”  მოთხოვნების თანახმად გ.ტ.კ. და დ.კ. უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობის სისტემით, შემწოვ-გამწოვი ვენტილაციით ან ჰაერის კონდიცირებით.

ბ) ჰაერის მიწოდება უნდა წარმოებდეს ზედა ზონაში დაბალი სიჩქარით, რომელიც მოსწავლეთა სამუშაო ადგილზე ჰაერის მოძრაობას 0,1 მ/წ-ით უზრუნველყოფს.

გ) გ.ტ.კ.-ს და დ.კ.-ს მოწყობისას არასპეციალიზირებულ შენობებში, სადაც შემწოვ-გამწოვი ვენტილაცია გათვალისწინებული არა არის, აუცილებელია ჰაერის კონდიცირების ორგანიზება.

2. ჰაერის ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის ოპტიმალური და დასაშვები პარამეტრები მიიღება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით.

 

   

V. მოთხოვნები განათებისადმი

1.  გ.ტ.კ.-ის ან დ.კ.-ის სათავსებს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი და ხელოვნური განათება, რომლებიც უნდა პასუხობდეს სწდან-ს თავს 11-4-79 „ბუნებრივი და ხელოვნური განათება. პროექტირების ნორმები”, სანიტარულ კანონმდებლობას და არსებულ სწ-ს.

2.  გ.ტ.კ.-ის და დ.კ.-ის ორიენტაცია უნდა იყოს ჩრდ. ან ჩრდ.-აღმოსავლეთისაკენ (ნახ. 2.2)

3.  ამ სათავსების ჰორიზონტის სხვა მხარეებზე ორიენტაციისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მზისაგან დამცავი ჟალუზის ტიპის მოწყობილობები, რომლებიც უნდა განთავსდეს გარედან ან ფანჯრის მინებს შორის არსებულ სივრცეში.

4.  ბუნებრივი განათების ძირითადი ნაკადი მარცხნიდან უნდა ეცემოდეს. პ.ე.გ.მ.-თან მომუშავის მარჯვენა, უკანა ან წინა მხრიდან ბუნებრივი შუქის ძირითადი ნაკადის დაცემა დაუშვებელია. მზის სხივები და ანარეკლი არ უნდა მოხვდეს მოსწავლის მხედველობის არეს და ვიდეომონიტორის ეკრანს.

5.  მოსწავლის მხედველობის არეში მყოფი ზედაპირთა სიმკვეთრის შეფარდება სამუშაო ზონაში 3:1-ის ფარგლებში უნდა იყოს; ხოლო ეკრანი – მაგიდის ზედაპირებსა და მოცილებულ გარემოს შორის; კედლები, საკლასო დაფა, იატაკი, ჭერი – 10:1-ზე.

6.  გ.ტ.კ. და დ.კ.-ის ინტერიერის ფერადი მოპირკეთების და სამუშაო ზედაპირების არეკვლის კოეფიციენტი შემდეგნაირი უნდა იყოს: ჭერისა – 0,7-0.8; კედლებისა 0,5-0,6; იატაკისა – 0,3-0,4; მაგიდისა – 0,45-0,5; კლავიატურისა – 0,4-0,6.

7.  გ.ტ.კ.-ის და დ.კ.-ის კედლების შეღებვა უმჯობესია ჭერამდე ან პანელებამდე ცივი ტონის საღებავებით: ღია ცისფერი, ღია მწვანე, ღია ნაცრისფერი; დასაშვებია კედლების ღია ყვითელ ან სპილოს ძვლისფრად შეღებვა.

8.  მონიტორის ეკრანის მოპირდაპირე კედლების მუქ ტონში შეღებვა დაუშვებელია (არეკვლის კოეფიციენტი 0,3-0,4).

9.  პ.ე.გ.მ. და გ.დ.ტ.-ის სამუშაო მაგიდების ზედაპირები ნატურალური მერქნის, ცისფერი, ღია მწვანე, ღია ნაცრისფერი უნდა იყოს.

10.     გ.ტ.კ. და დ.კ.-ს მომიჯნავე კონსტრუქციების, საკლასო დაფის, სამუშაო მაგიდების ზედაპირი გლუვი უნდა იყოს.

11.     ფანჯრის ჩარჩოს ბადე და რაფა თეთრი საღებავით უნდა შეიღებოს.

12.     ფანჯრებზე იკიდება კედელის ფერთან შეხამებული ფარდები. ისინი არ უნდა ატარებდნენ ბუნებრივ შუქს და მთლიანად უნდა ფარავდნენ ფანჯრის ღიობებს. ფარდის სიგანე ორჯერ მეტი უნდა იყოს ფანჯრის სიგანეზე.

13.     იკრძალება ფანჯრებისათვის შავი ფარდების გამოყენება.

14.     გ.ტ.კ.-ის და დ.კ.-ის განათებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს საერთო განათების სისტემა, რომელიც შესრულებულია ჭერზე კიდული თანაბრად და შუქის ღიობების პარალელურად განლაგებული ლუმინესცენციური ნათურებით.

15.     მონიტორის ეკრანი ნათურის დამცავი კუთხის არეში უნდა განთავსდეს და მისი პროექცია მონიტორის ეკრანის გარეთ უნდა იყოს. ნათურები არ უნდა ირეკლებოდნენ პ.ე.გ.მ.-ის ან გ.დ.ტ.-ის ეკრანზე.

16.     ნათურების შერჩევა პირდაპირი და არეკლილი ნათების შეზღუდვის გათვალისწინებით უნდა ხორციელდებოდეს. ლუმნესცენციური ნათურები მწკრივებად უნდა ირთვებოდეს. ისინი სასწავლო წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ უნდა გაიწმინდოს მტვრისაგან: სასწავლო წლის დაწყებამდე და ზამთრის არდადეგების დროს; ასევე – გაჭუჭყიანების შესაბამისად.

17.     გ.ტ.კ. და დ.კ.-ში ლუმინესცენციური ნათურებით გასანათებელი დანადგარების (გ.დ.), დაპროექტებისას არჩეულ უნდა იქნეს, სიდიდის – 1,4 მარაგის კოეფიციენტი, სწდან „ბუნებრივი და ხელოვნური განათება. პროექტირების ნორმები” თანახმად.

18.     დისკომფორტის დასაშვები სიდიდე, როგორც გასანათი დანადგარების ერთ-ერთი ძირითადი ხარისხობრივი პარამეტრი, 15-ს არ უნდა აღემატებოდეს.

19.     პულსაციის კოეფიციენტი 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, აგრეთვე გასანათებელი დანადგარების ელექტრომონტაჟის დროს საჭიროა ნათურების გაფაზება (რისთვისაც მრვალნათურიანი ჭაღების გამოყენებაა უმჯობესი).

20.     სინათლის წყაროდ რეკომენდებულია 40 ვტ.-ის სიმძლავრის ლუმინესცენტური ნათურების გამოყენება, რომლებიც ან სპექტრალური შემადგენლობის თვალსაზრისით უფრო ეფექტური და მისაღებია და რომელთა გამოსხივების შეფერილობის ტემპერატურა 3500-4200 დიაპაზონში იმყოფება.

21.     გადამწვარი ნათურების შეცვლა დროულად უნდა განხორციელდეს

22.     გ.ტ.კ.-ს და დ.კ.-ში სამუშაო ზედაპირებზე განათება უნდა განისაზღვროს ცხრილი 2-ის მიხედვით.

 

შენიშვნა: ვ – ვერტიკალური სიბრტყე, ჰ – ჰორიზონტალური სიბრტყე.

23.     ვიდეოტერმინალებზე მუშაობა სასწავლო მეცადინეობისას ან პრაქტიკის დროს უნდა ხორციელდებოდეს განათების შემდეგი სახეობის პირობებში: მონიტორების სათავსს პერიმეტრზე განლაგებისას ან სამუშაო ადგილების ცენტრალური ორრიგად განლაგებისას მტკ-ს და დკ-ს სიგრძეზე ურთიეთსაწინააღმდეგოდ მიმართული ეკრანებით, აგრეთვე სამუშაო ადგილების 1-3 რიგოვანი განათებისას, როცა გარეთ სიბნელეა – საერთო (ზოგადი) ლუმუნესცენცური განათების და ფანჯრებზე ჩამოფარებული ფარდების პირობებში.

24.     შეთავსებითი განათების (ბუნებრივი+ხელოვნური) პირობებში, სამუშაო ადგილების მხოლოდ 1, 2 ან 3 რიგად განლაგების შემთხვევაში (სამუშაო მაგიდის ზედაპირი და ეკრანი იმ კედლის პერპენდიკულარულად მდებარეობს, რომლიდანაც სინათლე მოედინება)

25.     ბუნებრივი განათებისას კაბინეტის გასწვრივ განლაგებული პ.ე.გ.მ.-ისა ან ვ.დ.ტ.-ის სამუშაო ადგილები, ფანჯრის ღიობიანი კედლიდან  0,8-1,0 მ-ით არის დაცილებული. ვ.დ.ტ.-ს ეკრანები ამ კედლის პერპენდიკულარულია.

 

    VI. მოთხოვნები ელექტრომაგნიტური გამოსხივებისა და ელექტროსტატიკური ველებისაგან დაცვისადმი

1. ელექტრონულ-სხივურ მილებზე მომუშავე პ.ე.გ.მ.-ის და ვ.დ.ტ.-ის ფართომასშტაბიანი ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროებს წარმოადგენ:

ა) რბილი რენტგენის;

ბ) ულტაიისფერი (უიგ) 200-400მმ;

გ) ხილული – 400-700ნმ;

დ) ახლო ინფრაწითელი – 700-1050ნმ;

ე) რადიოსიხშირის დიაპაზონის – 3კჰც-30მჰც;

ვ) მაღალი და ინფრადაბალი სიხშირის – 0-3კჰ;

ზ) ელექტროსტატიკური ველების – (ესვ).

2.  პ.ე.გ.მ.-ის ან ვ.დ.ტ.-ის ეკრანის ზედაპირიდან 5სმ-ის დაშორებით, სივრცის ნებისმიერ წერტილში რენტგენის გამოსხივების დოზას ექსპოზიციური სიმძლავრე – 7,74x10 – არ უნდა აღემატებოდეს. 13A/kg (0,003მკრ/წმ, რაც შეესაბამება 10,8მკრ/სთ) – ეს მაჩვენებლები ეთანხმება რენტგენული გამოსხივების წყაროებთან მუშაობის სანიტარიულ წესებს” №1960-79, 19.01.1979 წ.

3.  ულტრაიისფერი გამოსხივება 200-315ნმ-ის დიაპაზონში 10მკვტ/მ2 არ უნდა აღემატებოდეს; გამოსხივების დიაპაზონში – 315-400ნმ და გამოსხივების ხილულ დიაპაზონში 400-დან 700ნმ-0,1ვტ/მ2-მდ; ახლო ინფრაწითელი გამოსხივებისას (700-1050ნმ) – 0,05ვტ/სმ2, ხოლო შორეული ინფრაწითელი გამოსხივებისას (1050ნმ-1მმ) – 4ბვტ/მ2

4.  ელექტროსტატიკური ველების დაძაბულობის დონეები (ე.ს.ვ.) 15კვ/მ-ს არ უნდა აღემატებოდეს. მომატებული ე.ს.ვ.-სას, რეკომენდებულია ხელმძღვანელობა გოსტ 12.4.125-83 „სტატიკური ელექტროობისაგან დაცვის საშუალებებით”, საერთო ტექნიკური მოთხოვნები დროებით ს.წ.-ში გათვალისწინებული ტენიანობის მომატების ღონისძიებებით. ამ დროს ეფექტურია ყოველდღიურად მონიტორის ეკრანის მტვრისაგან გასუფთავება.

5.  მსუბუქი აეროიონების შემცველობა უნდა ეთანხმებოდეს „საწარმოო და საზოგადო დაწესებულებებში ჰაერის იონიზაციის დასაშვები დონეების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს” №2152-80 – (ცხრილი 3).

 

   

VII. მოთხოვნები ხმაურისა და ვიბრაციისაგან დაცვისადმი

1.  გ.ტ.კ.-ს და დ.კ.-ს არ უნდა ესაზღვრებოდეს სათავსები, რომელთაც ხმაურის დონე მომატებული აქვთ. გამორთული გამომთვლელი ტექნიკის პირობებში გ.ტ.კ-სა და დ.კ.-ში ხმაურის დონე 50 დბა-ს არ უნდა აღემატებოდეს; რაც ეთანხმება „ხმაური სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე” სანიტარიული ნორმები სანნ 2.2.4/2.1.8.000- 00.

2.  ხმაურის გამომცემი დანადგარები, როგორიცაა, საბეჭდი მოწყობილობა, რომლის მიერ შექმნილი დონე ხმაურის აღემატება დასაშვებ, გ.ტ.კ.-ს და დ.კ.-ს, სათავსოების გარეთ უნდა განთავსდნენ (სალაბორანტოში ან სპეციალურ სათავსოში).

3.  მტკ-ს და დკ-ს შემომსაზღვრელი კონსტრუქტირების ბგერაიზოლაცია უნდა პასუხობდეს სწდან-ც11-12-77 თავის მოთხოვნებს „ხმაურისაგან დაცვა. პროექტირების ნორმები”.

4.  ხმაურის დონის შესამცირებლად ჭერი ან პანელებს ზემოთ კედლები, ზოგჯერ კი კედლებიც და ჭერიც ბგერათ მშთანმთქმელი მასალით უნდა მოპირკეთდეს, მაქსიმალური კოეფიციენტი სიხშირის არეში 63-8000 ჰც-ია (აუცილებელია გათვლა). დამატებითი ხმის ბგერათმშთანმთქმელი საშუალებაა აგრეთვე ფანჯარაზე ნაოჭად დაკიდული მძიმე ქსოვილის ფარდა, რომელიც გ.ტ.კ.-სა და დ.კ.-ში ტიხრისაგან 15-20 სმ-ს დაშორებით ჰკიდია.

5.  გ.ტ.კ. და დ.კ.-ში რევერბერაციის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს. 250-4000ჰც-ის სიხშირის დიაპაზონში რევერბერაციის ხანგრძლივობის სიხშირის მახასიათებელი თანაბარი უნდა იყოს; ხოლო 125 ჰც სიხშირის პირობებში რევერბერაციის ხანგრძლივობის ვარდნა არ უნდა აღემატებოდეს 15%.

6.  გ.ტ.კ.-სა და დ.კ.-ში პ.ე.გ.მ. ან ვ.დ.ტ.-ზე მუშაობისას სამუშაო ადგილებზე ხმაურის დონე 50დბა-ს არ უნდა აღემატებოდეს (ცხ. 4).

 

7. გ.ტ.კ. ან დ.კ.-ში მოსწავლეთა სამუშაო ადგილებზე ვიბრაცია არ უნდა აღემატებოდეს ცხრილ 5-ში მოყვანილ მაჩვენებლებს.

 

ცხრილი 5

8. გ.ტ.კ.-სა დ.კ.-ში ჰაერში მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველობა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას (ზ.დ.კ.) არ უნდა აღემატებოდეს და შეესაბამებოდეს სანწდან-ს ჰიგიენური მოთხოვნები დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერისადმი”.

 

    VIII. ჰიგიენური მოთხოვნები ელექტრონული ტერმინალის ბაზაზე არსებული ....-სა და ...-სადმი

1. კომფორტულობის ხარისხის შესაბამისი საიმედო ინფორმაციის მისაღებად უნდა განისაზღვროს ვიზუალური, ერგონომეტრული პარამეტრების ოპტიმალური და დასაშვები დიაპაზონები და მათი ცვლილების ფარგლები. ადრე ექსპლუატაციაში მყოფი ვ.დ.ტ. უნდა იყოს გამოცდილი წინამდებარე სანიტარიული წესების დამტკიცების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში.

2. ვიდეომონიტორის კონსტრუქცია უნდა ითვალისწინებდეს იმ ზომებსა და საშუალებებს, რომლებიც მიუხედავად შიდა განათებისა უზრუნველყოფენ გამოსახულების კარგ ხარისხს. დანიშნულებიდან და მოხმარების სფეროდან გამომდინარე ვიდეოტერმინალები შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად:

ა) ჯგუფი – სასწავლო პროცესში მხოლოდ სადემონსტრაციო მიზნით გამოყენებული ფერადი მონიტორები;

ბ) ჯგუფი – სასწავლო პროცესში პერსონალური მოხმარებისათვის განკუთვნილი ფერადი მონიტორები;

გ) ჯგუფი – მონოქრომული მონიტორები, რომლებიც განკუთვნილია სასწავლო გამოთვლითი ტექნიკის კომპლექსებისათვის.

3. კონტრასტის სიდიდე განისაზღვრება ეკრანის მაქსიმალური სიმკვეთრის მინიმალურთან შეფარდებით: K=Lmax/Lmin, სადაც L – სიმკვეთრეა.

ა) ნეგატიური კონტრასტის დროს: Lmax შეესაბამება ნიშნის სიმკვეთრეს, Lmin – ფონის სიმკვეთრეს.

ბ) დადებითი კონტრასტის დროს: Lmax შეესაბამება ფონის სიმკვეთრეს, Lmin – ნიშნის სიმკვეთრეს.

4. ჯგუფზე დამოკიდებული მონიტორის პარამეტრები მოყვანილია ცხრილში 6.

5. ისეთი პ.ე.გ.მ.-ის ან ვ.დ.ტ.-ის დაკომპლექტება, რომლებიც დროებითი Cfy Gby–ის მოთხოვნებს არ პასუხობენ, აკრძალულია.

6. მოთხოვნების შესაბამისად, ელექტრომაგნიტური და ელექტროსტატიკური ველების მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად აუცილებელია დამცავი ფილტრები, სპეციალური ეკრანები და დაცვის სხვა ინდივიდუალური საშუალებები.

7. მონიტორებს (გარდა A ჯგუფისა) ანარეკლისსაწინააღმდეგო საფარი უნდა ჰქონდეთ. მათი არეკვლის კოეფიციენტი 0,5-ზე მეტი არ უნდა იყოს. საფარველი ეკრანის ზედაპირიდან ელექტროსტატიკური მუხტის მოხსნას უნდა უზრუნველყოფდეს. ის უნდა გამორიცხავდეს ნაპერწკლების წარმოქმნას და მტვრის დაგროვებას.

8. სიმკვეთრის, კონტრასტის, ხმის მარეგულირებელი სახელურები და კვებიდან გამომრთველი ინდიკატორიანი ღილაკი, მონიტორის პანელის წინა მხარეს უნდა იყოს განლაგებული. კადრების სიხშირის, სტრიქონების სიხშირის, ხაზობრიობის, ვერტიკალზე ზომების, ჰორიზონტალზე ცენტრირების, ფერადი მონიტორებისათვის – მონოქრომული მონიტორების მუქ-მწვანე ფერის ეკრანზე გადართვის რეჟიმის რეგულატორები გვერდით პანელზე საფარის ქვეშ უნდა განთავსდნენ.

9. მონიტორის უნდა ჰქონდეს დახრის კუთხის ჰორიზონტალური ღერძის რეგულირება (200-ის ფარგლებში და ვერტიკალური ღერძის გასწვრივ – (300-ის.

10. მონიტორს კორპუსი უნდა უზრუნველყოფდეს დაცვას მაიონებელი და არამაიონებელი გამოსხივებისაგან.

11. ნიშნების დახასიათება:

ა) ნიშნების კუთხითი ზომა არანაკლებ 20 კუთხური მინუტი უნდა იყოს, ნიშნის ოპტიმალური ზომა კი 24-35 კუთხურ წამს შეადგენდეს.

ბ) თვალებსა და ეკრანს შორის 50-80სმ დაშორებისას ნიშნის სიმაღლე 3-4მმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

გ) ნიშნის ოპტიმალური სიგანე მისი სიმაღლის 0,7 შეადგენს;

დ) ნიშნებს შორის მანძილი მათი სიმაღლის 15-20% უნდა იყოს;

ე) ვერტიკალზე სტრიქონებს შორის მანძილი ნიშნების სიმაღლის 50% უნდა იყოს;

ვ) შტრიხის სისქე მისი სიგრძის 1/5-1/6 არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ არანაკლებ 0,4მმ;

ზ) სტრიქონში სიტყვებს შორის დაშორება ნიშნის სიმაღლის 70%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

თ) ეკრანის ტევადობა – ეკრანზე უნდა იყოს არანაკლებ 24 სტრიქონის და სტრიქონში – არანაკლებ 64 ნიშნისა;

ი) ნიშნის შემადგენელ მანათობელ წერტილებს შორის მანძილი დაშორება წერტილის დაიამეტრზე ნაკლები უნდა იყოს.

კ) ასოების და ციფრების გამოსახვისათვის მატრიცის ფორმატი 7X9 წერტილი უნდა იყოს.

ცხრილი 6

12. ფერადოვანი გამოსახულების მახასიათებლები:

ა) არანაკლებ 70 ჰც-ისა კადრული გაშლის სიხშირისას (გამოსახულების რეგენერაციისას) აუცილებელია პოზიტიური გამოსახულების გამოყენება (მუქი ნიშნები ეკრანის ღია ფონზე), კადრული გაშლის 50 ჰც-ისა სიხშირისას (გამოსახულების რეგენერაციისას) – უარყოფითი (ნეგატიური) გამოსახულებით (ღია ფერის ნიშნები მუქ ფონზე).

ბ) პირდაპირი და საწინააღმდეგო კონტრასტის მანათობელი გამოსახულებებისათვის საუკეთესო ფერთა შეხამებას შავი და სტაფილოსფერი იძლევა. ფერად პ.ე.გ.მ. და ვ.დ.ტ.-ზე საწინააღმდეგო კონტრასტისას საუკეთესო შეხამებას მუქი მწვანე და თეთრი ნიშნები იძლევა. ეს კომბინაცია მხედველობის ყველაზე მცირე გადაღლას იწვევს.

გ) მონოქრომული მონიტორის გამოყენებას, რთული კონფიგურაციის მანათობელი ნიშნების გამოსახვის ოპტიმალურ ფერს სპექტრის ყვითელ-მწვანე მონაკვეთი წარმოადგენს. ტალღის სიგრძით 500-დან 570მმ-მდე, რომელიც ხასიათდება მცირენაჯერობით (ანუ უმნიშვნელოდ განსხვავდება თეთრისაგან) და აქვს მაქსიმალური ხილვადობა.

დ) რთული კონფიგურაციის ნიშნების გამოსახვისათვის გამოსასახავად რეკომენდებული არ არის წითელი, იასამნისფერი, ლურჯი და განსაკუთრებით ცისფერი ფერების გამოყენება. (ფონისა და ტექსტის ფერების ცუდი შეხამების გამოყენება აუარესებს კითხვის და გარჩევის შესაძლებლობას, რაც იწვევს უფრო აშკარად გამოხატულ თვალების გადაღლისას).

ე) პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისას ერთდროულად შეიძლება არა უმეტეს 7 ფერის შემოყვანა

13. კლავიატურა.

ა) კლავიატურა მონიტორთან უხეშად დაკავშირებული არ უნდა იყოს;

ბ) კლავიატურის ფერი მონიტორის კორპუსის ფერთან შეხამებული უნდა იყოს (არეკვლის კოეფიციენტი – 0,4-0,6);

გ) კლავიატურის დახრა; 12-150-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს

დ) კლავიატურას უნდა ჰქონდეს საყრდენი ნაწილი;

ე) კლავიატურის სისქე შუა რიგის დონეზე 30მმ-ს არ უნდა აღემატებოდეს;

ვ) კლავიატურის სიგრძე ორი ხელით მუშაობის საშუალებას უნდა იძლეოდეს;

ზ) კლავიატურაში გათვალისწინებული უნდა იყოს კლავიშების ჩართვისას ხმოვანი უკუკავშირი მისი რეგულირების შესაძლებლობით;

თ) კლავიშებს და კლავიატურის კორპუსს გლუვი ზედაპირი უნდა ჰქონდეთ. უპირატესობა ენიჭება კლავიშების ღია ნაცრისფერს მათზე შავი შრიფტით;

ი) კლავიშების ფუნქციური ჯგუფები უნდა გამოირჩეოდეს როგორც ზომით, ფერით და ფორმით, ასევე მდებარეობით.

კ) კლავიშებისა და კლავიატურის ხშირად გამოყენებადი ველები, ქვემოთ მარჯვენა მხარეს უნდა განლაგდეს; იშვიათად – ზემოთ და მარცხნივ;

ლ) კლავიშების მინიმალური ზომაა 13მმ, რეკომენდირებული – 15მმ ჩაღრმავებით (კლავიშის ცენტრში ჩაღრმავებული ზედაპირით). კლავიშის ნაბიჯი 19მმ +1მმ, კლავიშების განლაგება გოსტ 14289-88;

მ) კლავიშების წინააღმდეგობის მინიმალური მაჩვენებელია 0,25H, მაქსიმალური – 1,5H.

ნ) ყველა ღილაკისა და კლავიშისათვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი ერთგვაროვანი თავისუფალი სვლა;

ო) კლავიშების ჩაღრმავებული ზედაპირების კიდეებს შორის დაშორება არანაკლებ 3მმ უნდა იყოს.

 

IX. ....-თან და ...-თან სასწავლო მეცადინეობების რეჟიმი

1. მოსწავლეთა მეცადინეობების რაციონალური რეჟიმი გულისხმობს ვიდეოტერმინალთან შეუსვენებელი მუშაობისას რეგლამენტირებულ ხანგრძლივობისა და შესვენებების დაცვას, ასევე მათი ჯანმრთელობის დაცვისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას.

2. საშუალო სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო მეცადინეობების დროს პ.ე.გ.მ. და ვ.დ.ტ.-ზე მუშაობის ხანგრძლივობა დგინდება ვიდეოტერმინალებისმახასიათებლებით, მოწაფეთა ასაკით, მუშაობის დაწყების დროით, შესვენებების ხანგრძლივობით.

3. ვიდეოტერმინალებთან მუშაობის ხანგრძლივობა (მანათობელი წერტილის ზომა ეკრანის ცენტრში არა უმეტეს 0,4მმ) არ უნდა აღემატებოდეს:

ა) V კლასის მოწაფეებისათვის – 15წთ.

ბ) VI-VII კლასების მოსწავლთათვის – 20წთ.

გ) VIII-IX კლასების მოსწავლთათვის – 25წთ.

დ) X-XI კლასების მოსწავლთათვის შეწყვილებული გაკვეთილებისას – პირველ მათგანზე – 30წთ, მეორე-ზე – 20 წთ.

4. ეკრანის ცენტრში 0,5მმ მანათობელი წერტილის მქონე პ.ე.გ.მ. და ვ.დ.ტ.-სთან მუშაობის ხანგრძლივობა 30%-მდე მცირდება:

ა) V კლასის მოსწავლთათვის – 10წთ.

ბ) VI-VII კლასების მოსწავლთათვის – 15წთ.

გ) VIII-IX კლასების მოსწავლთათვის – 18წთ.

დ) X-XI კლასების მ მოსწავლთათვის – 20წთ (პირველ შეწყვილებულ გაკვეთილზე), მეორეზე – 15 წთ.

5. პ.ე.გ.მ. და ვ.დ.ტ.-ს გამოყენებით მიმდინარე მეცადინეობების რიცხვი შეადგენს X-XI კლასის მოწაფეებისათვის – დღეში ორს, ხოლო V–IX კლასების მოწაფეებისათვის – დღეში ერთ გაკვეთილს არ უნდა აღემატებოდეს.

6. გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა შეადგენს არა ნაკლებ 10 წთ-ს (20 წთ-მდე).

7. X-X1 კლასების მოსწავლეთათვის მე-5 გაკვეთილის წინ, ხოლო VII-IX კლასების მოსწავლეთათვის –მე-4 გაკვეთილის წინ მიზანშეწონილია 50-60 წთ-იანი დასვენების მოწყობასა და მოსწავლეთა დასაქმებისათვის.

8. 0,4 მმ-იანი მანათობელ წერტილის მქონე ვიდეოტერმინალებთან ყოველდღიური მუშაობის ხანგრძლივობა 3 სთ-ია, ხოლო 0,5მმ მანათობელ წერტილიან ვიდეოტერმინალებთან – 2 სთ.-ს ამასთან დაცული უდა იყოს პროფილაქტიკური ღონისძიებები. გატარდეს.

9. უფროსი კლასების მოწაფეებისათვის პ.ე.გ.მ. ან ვ.დ.ტ.-ს გამოყენებით მიმდინარე ფაკულტატიური მუშაობა კვირაში ორ აკადემიურ საათს არ უნდა აღემატებოდეს.

10. მხედველობითი ანალიზატორის გადაღლის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია თვალების ვარჯიშების კომპლექსის ჩატარება. ვიდეომონიტორთან მუშაობისას მოსწავლემ ყოველ 20-25 წთ-ში თვალის ვარჯიშების კომპლექსი უნდა ჩაატაროს.

11. ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის გაკვეთილებს შორის X-XI კლასების მოწაფეების საერთო დაღლილობის მოსახსნელად. აუცილებელია ფიზკულტურული პაუზის ჩატარება რომელიც შეიცავს საერთო ზემოქმედების ვარჯიშებს, რაც აუმჯობესებს ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემების ფუნქციონალურ მდგომარეობას; ასევე – ტვინის სისხლის მიმოქცევას, ხსნის ზურგის სარტყლის, ხელების, ტანის დაფეხის კუნთების დაძაბულობას (მე-3 დანართი).

12. ფიზკულტურული პაუზების და თვალის ვარჯიშების კომპლექსის შეცვლა რეკომენდებულია. არანაკლებ თვეში ერთხელ ყველა ტიპის საშუალო სასწავლო დაწესებულებში, პ.ე.გ.მ. და ვ.დ.ტ.-ზე მუშაობის სწავლების ორგანიზაციის, პირობების და რეჟიმის განხორციელებაზე გამაფრთხილებელი ან მიმდინარე სანიტარიული ზედამხედველობის გატარებისას, საჭიროა ოფიციალური დოკუმენტების ჩამონათვალით ხელმძღვანელობა (მე-4 დანართი).

 

X. გამოთვლითი ტექნიკის კაბინეტი:

დანართი 1

(სავალდებულო)

1. – მოსწავლის ორადგილიანი მაგიდა 130(120)X50;

2. – ორადგილიანი მაგიდა პ.ე.გ.მ.-ით;

3. – მასწავლებლის მაგიდა პ.ე.გ.მ.-ით 130(120)X75;

4. – გრაფონპროექტორის მაგიდა – ქვესადგამი;

5. – მაგიდა – ქვესადგამი პრინტერისათვის;

6. – ტელევიზორი;

7. – ქვესადგამი პროექტორისათვის;

8. – კედლის კარადა 96X45;

9. – ცარცით საწერი დაფა;

10. – ცეცხლსაქრობები;

11. – სიგნალიზაცია;

12. – ელექტრონული ფარი;

13. – ფარდები;

14. – სამუშაო მაგიდა 130(120)X75;

15. – რადიოსამონტაჟო მაგიდა ადგილობრივი გაწოვით;

 – ტუმბო ინსტრუმენტებისათვის;

 – კარადა-სეიფი;

 – კედლის სტენდი;

 – ხელსაბანი.

 

დანართი 1

(სავალდებულო)

1. – ორადგილიანი მაგიდა პ.ე.გ.მ.-ით – 130(120)X75;

2. – მასწავლებლის მაგიდა პ.ე.გ.მ.-ით – 130(120)X75;

3. – გრაფონპროექტორის მაგიდა-ქვესადგამი;

4. – მაგიდა-ქვესადგამი პრინტერისათვის;

5. – ტელევიზორი;

6. – ქვესადგამი პროექტორისათვის;

7. – კედლის კარადა 90X95;

8. – ცარცით საწერი დაფა;

9. – ცეცხლსაქრობები;

10. – სიგნალიზაცია;

11. – ელექტროფარი;

12. – ფარდები;

13. – ხელსაბანი.

 

XI. ვარჯიშთა კომპლექსები თვალებისათვის

 

დანართი 2

(სარეკომენდაციო)

ვარჯიშები უნდა შესრულდეს ეკრანისაგან მიბრუნებულ მჯდომარე ან მდგომარე მდგომარეობაში, რიტმული სუნთქვით, თვალის მოძრაობისათვის მაქსიმალური ამპლიტუდით.

 

ვარიანტი პირველი

1. დახუჭეთ თვალები, დაძაბეთ თვალის კუნთები 1-4 თვლაზე; შემდეგ გაახილეთ თვალები, მოადუნეთ თვალის კუნთები და გაიხედეთ შორს 1-6 თვლაზე.

გაიმეორეთ 4-5-ჯერ.

2. შეხედეთ თვალებს შუა და შეაჩერეთ მზერა 1-4 თვლაზე. თვალების დაღლილობამდე მიყვანა არ შეიძლება. შემდეგ გაახილეთ თვალი და 1-6 თვლაზე გაიხედეთ შორს.

გაიმეორეთ 4-5-ჯერ.

3. თავის მიუბრუნებლად გაიხედეთ მარჯვნივ და 1-4 თვლაზე მზერა დააფიქსირეთ, შემდეგ გაიხედეთ პირდაპირ შორს თვლაზე 1-6. ანალოგიურად ტარდება ვარჯიშები მარცხნივ, ზემოთ ან ქვემოთ ფიქსაციით.

სწრაფად გადაიტანეთ მზერა დიაგონალზე მარჯვნივ მაღლა – მარცხნივ ქვემოთ; შემდეგ პირდაპირ შორს 1-6 თვლაზე; შემდეგ, მარცხნივ ზემოთ – მარჯვნივ ქვემოთ და გაიხედეთ შორს თვლაზე 1-6.

გაიმეორეთ 4-5-ჯერ.

 

ვარიანტი მეორე

1. დახუჭეთ თვალები კუნთების დაძაბვის თვლაზე 1-4, ფართოდ გაახილეთ თვალები და გაიხედეთ შორს თვლაზე 1-6.

გაიმეორეთ 4-5-ჯერ.

2. შეხედეთ ცხვირის წვერს თვლაზე 1-4, შემდეგ მზერა სიშორეში გადაიტანეთ თვლაზე 1-6.

გაიმეორეთ 4-5-ჯერ.

3. თავის მიუბრუნებლად (თავი პირდაპირ) თვალებით შეასრულეთ წრიული მოძრაობები: ზემოთ-მარჯვნივ-ქვემოთ-მარცხნივ და საწინააღმდეგო მხარეს: ზემოთ-მარცხნივ-ქვემოთ-მარჯვნივ. შემდეგ გაიხედეთ შორს თვლაზე 1-6.

გაიმეორეთ 4-5-ჯერ.

4. თავის უმოძრაო პოზიციით თვლაზე 1-4 მზერა გადაიტანეთ ზევით, ფიქსაციით; თვლაზე 1-6 – პირდაპირ; შემდეგ, ანალოგიურად ქვემოთ-პირდაპირ-მარჯვნივ-პირდაპირ-მარცხნივ-პირდაპირ. შეასრულეთ მოძრაობები დიაგონალზე ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, თვლაზე 1-6 თვალები გადაიყვანეთ პირდაპირ მზერის მდგომარეობაში.

5. გაიმეორეთ 4-5-ჯერ.

 

ვარიანტი მესამე

1. ახამხამეთ თვალები თვალის კუნთების დაუძაბავად თვლაზე 10-15;

2. თავის მიუბრუნებლად (თავი პირდაპირ), დახუჭული თვალებით 1-4 თვლაზე გაიხედეთ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ თვლაზე 1-4 და პირდაპირ – თვლაზე 1-6. ასწიეთ თვალები მაღლა თვლაზე 1-4, დახარეთ ქვემოთ - თვლაზე 1-4 და გადაიტანეთ მზერა პირდაპირ თვლაზე 1-6.

გაიმეორეთ 4-5-ჯერ.

3. შეხედეთ საჩვენებელ თითს, რომელიც თვალებიდან 25-30 სმ-ის მოშორებითაა თვლაზე 1-4, შემდეგ გადაიტანეთ მზერა შორს თვლაზე 1-6.

გაიმეორეთ 4-5-ჯერ.

4. საშუალო ტემპში შეასრულეთ წრიული მოძრაობები მარჯვენა მხარეს 3-4-ჯერ, ამდენჯერვე მარცხენა მხარეს და თვალის კუნთების მოდუნებით გაიხედეთ შორს 1-6 თვლაზე.

გაიმეორეთ 1-2-ჯერ.

 

 

 

 

 

 

 

 

XII. ფიზკულტურული პაუზების კომპლექსები

 

დანართი 3

(სარეკომენდაციო)

ფიზკულტურული პაუზა ზრდის სამოძრაო აქტივობას, ასტიმულირებას ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და კუნთოვანი სისტემების მოქმედებას, ხსნის საერთო დაღლილობას, ზრდის გონებრივი მუშაობის უნარს.

 

ფიზკულტურული პაუზა 1

1. ადგილზე სიარული 20-30წმ. საშუალო ტემპი.

საწყისი მდგომარეობა (სმ) – ძირითადი პოზა (ძ.პ.) 1) წინმკლავი, ხელისგულებით ქვემოთ. 2) განმკლავი, ხელისგულები ზევით. 3) დადექით თითის წვერებზე, ხელები ზემოთ, გასწორდით. 4) .მ.

გაიმეორეთ 4-6-ჯერ ნელი ტემპით.

2. ს.მ. – ფეხები მხრების დონეზე ცოტათი განზე. 1-3-ჯერ გადახრა უკან, ხელები ზურგს უკან – 3-4 – ს.მ.

გაიმეორეთ 6-8-ჯერ საშუალო ტემპით.

3. ს.მ. – ფეხები მხრების სიგანეზე. 1) ხელები თავს უკან, ტანი მიაბრუნეთ მარჯვნივ. 2) ტანი ს.მ.-ში, ხელები განზე, დაიხარეთ პირდაპირ, თავი – უკან. 3) გასწორდით, ხელები თავს უკან, მიბრუნდით მარცხნივ 4) ს.მ. 5-8) ასევე მეორე მხარეს.

გაიმეორეთ 6-ჯერ საშუალო ტემპით.

4. ს.მ. – ხელები მხრებთან. 1) გაიზნიქეთ მარჯვნივ, ხელები განზე. 2) ს.მ. 3) ჩაიკუზეთ, ხელები ზევით. 4) ს.მ. 5-8) იგივე სხვა მხარეს.

გაიმეორეთ 6-ჯერ საშუალო ტემპით.

5. ს.მ. – ფეხები განზე, ხელები წელზე. 1-4) წრიული მოძრაობები ტანით მარჯვნივ. 5-8) წრიული მოძრა-ობები ტანით მარცხნივ.

გაიმეორეთ 4-ჯერ საშუალო ტემპით.

6. ს.მ. – ძ.პ. 1) გაიქნიეთ ფეხი უკან, ხელები განზე. 2) ს.მ. 3-4) იგივე მარცხენა ფეხით.

გაიმეორეთ 6-8-ჯერ საშუალო ტემპით.

7. ს.მ. – ფეხები განზე. ხელები წელზე. 1) თავი დახარეთ მარჯვნივ, 2) თავის გაუსწორებლად დახარეთ იგი უკან. 3) თავი დახარეთ წინ. 4) ს.მ. 5-8) იგივე მეორე მხარეს.

გაიმეორეთ 4-6-ჯერ საშუალო ტემპით.

 

ფიზკულტურული პაუზა 2

ადგილზე სიარული 20-30წმ. საშუალო ტემპი.

1. ს.მ. – ძ.პ., ხელები თავს უკან. 1-2) დადექით თითის წვერებზე, გასწორდით, გაწიეთ იდაყვები უკან. 3-4) დადექით ტერფებზე, ოდნავ წინ გადაიხარეთ, იდაყვები პირდაპირ.

გაიმეორეთ 6-8-ჯერ ნელი ტემპით.

2. ს.მ. – ძ.პ. 1) ნაბიჯი მარჯვნივ, ხელები განზე. 2) ამოატრიალეთ მტევნები ხელისგულებით ზევით. 3) მიადგით მარცხენა ფეხი, ხელები მაღლა. 4) ხელები რკალად განზე და ქვემოთ, თავისუფალი მოძრაობით გადააჯვარედინეთ ხელები. მკერდის წინ 5-8) იგივე მარცხნივ.

გაიმეორეთ 6-8-ჯერ საშუალო ტემპით.

3. ს.მ. – ფეხების მდგომარეობა განზე, მარცხენა წინ, ხელები განზე ან წელზე. 1-3) სამი ზამბარისები ნახევრადჩაჯდომა მარცხენა ფეხზე. 4) შეანაცვლეთ ფეხების მდგომარეობა. 5-7) იგივე, მაგრამ მარჯვენა ფეხი მარცხენას წინ.

გაიმეორეთ 4-6-ჯერ. გადადით სიარულზე 20-25წმ. საშუალო ტემპით.

4. ს.მ. – ფეხების მდგომარეობა განზე, , ხელები განზე ან წელზე. 1) 3 დახრა წინ მარჯვენა ფეხთან, შემოჰკარით ტაში. 2) ს.მ. 3-4) იგივე მეორე მხარეს.

გაიმეორეთ 6-8-ჯერ საშუალო ტემპით.

5. ს.მ. – დადგით ფეხები განზე. 1) ტანი მიაბრუნეთ მარცხნივ, გადაიხარეთ უკან ხელები უკან. 2-3) შეინარჩუნეთ ტანის მიბრუნებული მდგომარეობა და ზამბარისებურად დაიხარეთ წინ, ხელები. 4) ს.მ. 5-8) იგივე, მხოლოდ ტანი მიაბრუნეთ მარჯვნივ.

გაიმეორეთ 4-6-ჯერ ორივე მხარეს ნელი ტემპით.

6. ს.მ. – დაეყრდენით საყრდენს, მოხარეთ მარჯვენა ფეხი და ხელი მოხვიეთ მუხლს. 1) დადექით მარცხენა თითისწვერებზე, გაიქნიეთ მარჯვენა ფეხი უკან, მარჯვენა ხელი განზე – უკან. 2) ს.მ. 3-4) იგივე, მხოლოდ მოხარეთ მარცხენა ფეხი.

გაიმეორეთ 6-8-ჯერ. საშუალო ტემპით.

7. ს.მ. – ძ.პ. 1) ხელები უკან განზე, ხელისგულები გარეთ, თავი გადახარეთ უკან. 2) ხელები დაუშვით, თავი გადახარეთ წინ.

გაიმეორეთ 6-8-ჯერ ნელი ტემპით.

 

ფიზკულტურული პაუზა 3

ადგილზე სიარული 20-30წმ. საშუალო ტემპი.

1. ს.მ. – …ძ.პ. 1) მარჯვენა ხელი რკალად შიგნით. 2) იგივე მარცხენა ხელით, ზემკლავი, აიწიეთ თითის წვერებზე. 3-4) ხელები რკალად. ს.მ.

გაიმეორეთ 4-6-ჯერ ნელი ტემპით.

2. ს.მ. – ძ.პ. 1) განმკლავით გადადგით ნაბიჯი მარჯვნივ, ხელისგულები ზემოთ. 2) მიაბრუნეთ ტანი მარჯვნივ, მარცხენა ხელი მორკალეთ და ხელის-გულები შემოარტყით მარჯვნივ. 3) გასწორდით. 4) ს.მ. 5-8) იგივე მეორე მხარეს.

გაიმეორეთ 6-8-ჯერ საშუალო ტემპით.

3. ს.მ. – ფეხები გადგით განზე. 1-3) ხელები განზე, გადაიხარეთ წინ და ტანით სამჯერ შეასრულეთ წრიული მოძრაობები. 4) ს.მ.

გაიმეორეთ 6-8-ჯერ საშუალო ტემპით.

4. ს.მ. – ძ.პ. 1-2) ჩაიკუზეთ, მუხლები განზე, წინმკლავი. 3-4) ადექით, მარჯვენა ხელი მაღლა, მარცხენა თავს უკან. 5-8) იგივე, მხოლოდ მარჯვენა ხელი თავს უკან.

გაიმეორეთ 6-10-ჯერ ნელი ტემპით.

5. ს.მ. – ძ.პ. – გადაიხარეთ მარცხნივ, ხელები განზე. 2-3) ზემკლავი, ორი ზამბარისებრი დახრა მარჯვნივ. 4) ს.მ. 5-8) იგივე მეორე მხარეს.

გაიმეორეთ 4-6-ჯერ საშუალო ტემპით.

6. ს.მ. – მარჯვენა ხელი წელზე, მარცხენათი დაეყრდენით საყრდენს. 1) გაიქნიეთ მარჯვენა ფეხი პირდაპირ. 2) გაიქნიეთ მარჯვენა ფეხი უკან, გამოსდეთ ფეხი წვივს.

გაიმეორეთ 6-8-ჯერ ორივე ფეხით საშუალო ტემპით.

7. ს.მ. – ძ.პ. 1-2) მარჯვენა ფეხი გაწიეთ უკან ფეხის წვერზე, ხელები ოდნავ უკან, თავიც გადახარეთ უკან. 3-4) ფეხები მიადგით, ხელები მოადუნეთ და დაუშვით, თავი წინ დახარეთ. 5-8) იგივე, მეორე ფეხის უკან გადადგმით.

გაიმეორეთ 6-8-ჯერ ნელი ტემპით.

 

ბიბლიოგრაფია

1.  Временные санитарно-гигиенические нормы и правила устройства оборудования содержания и режима работы на персональных электронно-вычислительных машинах и видеодисплейных терминалах кабинетах вычислительной техники и дисплейных классах всех типов средних учебных заведений. Временные СанПин № 5146-89;

2.  რადიაციული უსაფრთხოების ნორმები. ჰნ 2000;

3.  საწარმოო ვიბრაცია, ვიბრაცია საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში. სანნ 2000;

4.  ხმაური სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე, სანნ 2000;

5.  რადიოსიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, სანწდან 2000.

 

ჰიგიენური მოთხოვნები ბავშვთა სანატორიუმების რეჟიმის ორგანიზების მოწყობისა და აღჭურვისადმი

სანიტარიული წესები და ნორმები

სანწდან 2.4.4. 000 00

I. გამოყენების სფერო

შემუშავებულია საქართველოს კანონის ჯანმრთელობის დაცვის შესახებშესაბამისად.

 

II. ნორმატიული დამოწმებები

1.  საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”.

2.  საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის №807 ბრძანებულება ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის 1999–2005 წლების ღონისძიებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ”.

 

III. ზოგადი დებულებები

1.  ბავშვთა სანატორიუმი წარმოადგენს სამედიცინო-პედაგოგიურ დაწესებულებას, სადაც ავადმყოფი ბავშვების ეტაპობრივი მკურნალობა მჭიდროდაა დაკავშირებული საგანმანათლებლო-აღმზრდელობით პროცესთან.

2.  სანატორიუმებში იგზავნებიან ბავშვები 1 წლიდან 14 წლის ჩათვლით:

) საკურორტო ზონის სანატორიუმებში – 5-დან 14 წლის ჩათვლით;

) საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის დარღვევებით, მათ შორის, ცერებრალურ-სპასტიკური დამბლით დაავადებულ ბავშვებისათვის განკუთვნილ სანატორიუმებში – 3 წლიდან.

3.  ბავშვთა სანატორიუმებში, სადაც ოსტეომიელიტის ნარჩენ მოვლენებსა და პოლიართრიტს მკურნალობენ, ადგილების ნახევარი გათვალისწინებულ უნდა იქნეს მწოლიარე ავადმყოფებისათვის; ხოლო საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის დარღვევებით დაავადებულთათვის, მათ შორის, მწოლიარე და გაჭირვებით მოძრავი ბავშვებისათვის კი – 20%.

4.  წინამდებარე წესების” III, IV და V თავების მოთხოვნები ვრცელდება საპროექტო და სარეკონსტრუქციო დაწესებულებებზე; დანარჩენი თავების მოთხოვნებიყველა მოქმედ სანატორიუმზე. რეკონსტრუქციისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სწდან-ის მოთხოვნები.

 

IV. მოთხოვნები მიწის ნაკვეთისადმი

1.  სანატორიუმების ტერიტორიის ფართობი, სამედიცინო პროფილის მიუხედავად, უნდა შეადგენდეს 200კვ.. ერთ ადგილზე, სამეურნეო ზონის ფართობის ჩაუთვლელად. განსაკუთრებული სამკურნალო თვისებების მქონე კურორტებზე, სანატორიუმების განთავსებისას სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით დასაშვებია ფართობის შემცირება არაუმეტეს 20%-ით ერთ ადგილზე.

2.  სანატორიუმების ტერიტორიაზე აკრძალულია პერსონალის საცხოვრებელი ნაგებობის განთავსება.

3.  სანატორიუმის ტერიტორიაზე უნდა გამოიყოს შემდეგი ფუნქციონალური ზონები:

ა) მიღების ზონა (მიმღები განყოფილება);

ბ) საცხოვრებელი ზონა;

გ) საპარკო ზონა;

დ) ფიზკულტურულ-გამაჯანსაღებელ ნაგებობათა ზონა;

ე) იზოლიატორის ზონა;

ვ) სამეურნეო ზონა.

4.  საცხოვრებელ ზონაში განლაგებულ შენობებსა და ნაგებობებში უნდა განთავსდეს: საძინებელი კორპუსი, სასწავლო კორპუსი, კვების ბლოკი, სამკურნალო, კულტურულ-მასობრივი და ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსები. საცხოვრებელ ზონას უნდა ჰქონდეს მოხერხებული მისასვლელი ქუჩიდან და მიწის ნაკვეთიდან.

5.  სანიტარიული დაშორება უნდა იყოს:

ა) საძინებელ კორპუსს, სასწავლო კორპუსსა და საცხოვრებელი ზონის საზღვარს შორის არა ნაკლებ 50მ-ისა;

ბ) სანატორიუმის ძირითადი კორპუსიდან ავტომაგისტრალამდე – არანაკლებ 150მ-ისა; სამეურნეო ზონამ-დე – არანაკლებ 100მ-ისა; ადგილობრივი მნიშვნელობის გზებამდე – არანაკლებ 30მ-ისა.

6.  საპარკო ზონა მოიცავს: სათამაშო მოედნებს, გამწვანებას, სასწავლო-საცდელ ნაკვეთს.

ა) სათამაშო მოედნების ფართობი გამოითვლება: 1 ბავშვზე 5მ2-ი და აღიჭურვილია: სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის – გადახურული, ქვიშიანი მოედნებით, გორაკებით, საქანელებით, კიბეებით და ა.შ; უფროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის – ფანჩატურით, სკამებით, მაგიდით, სამაგიდო თამაშობებისათვის, კითხვისათვის და სხვა.

ბ) მოედნებს უნდა ჰქონდეს ბალახოვან-სილოვანი საფარი; საფარად დასაშვებია ასევე, მოზაიკური ფილების გამოყენება. აკრძალულია ხრეშის საფარი.

გ) გამწვანებას სათამაშო მოედნების ჩათვლით უნდა ეკავოს სანატორიუმის მთელი ტერიტორიის არანაკლებ 60%-ისა.

7.  ზაფხულში, დღის ძილის ორგანიზებისათვის, საძინებელ კორპუსთან აუცილებელია მოეწყოს პარკის ზონაში გამავალი ღია ტერასები (თითოეული სექციისათვის ცალკ-ცალკე) ან თვით პარკის ზონაში მოეწყოს ღია მოედნები ხის იატაკითა და ქარისაგან დამცავი კედლებით (თითოეული სექციისათვის ცალკ-ცალკე). ბავშვების გადახურებისა და სიცივისაგან დამცავი კედელი დამზადებული იყოს მცირედ თბოგამტარი მასალისაგან. ჰაერზე ძილისათვის წლის ცივ პერიოდში აუცილებელია მოეწყოს ვერანდები, რომლებიც თბება, ასევე უნდა გამოიყოს ადგილი საძილე ტომრების შესანახად.

8.  სპორტულ-გამაჯანსაღებელ ზონაში უნდა განლაგდეს: სპორტული (ერთ ადგილზე 20მ2-ის გაანგარიშებით) და სამკურნალო-ფიზკულტურული ვარჯიშების მოედნები, რომლებიც აღჭურვილ უნდა იყოს ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფებისა და სანატორიუმის სამედიცინო პროფილის გათვალისწინებით; უნდა მოეწყოს სამკურნალო პლაჟები.

9.  საძინებელი და სასწავლო კორპუსები დაშორებული უნდა იყოს მოედნებს არანაკლებ 50მ-ით.

10.     სპორტული მოედნების აღჭურვილობის გამოყენება მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული და სანატორიუმის სამედიცინო პერსონალის მიერ უნდა გაკონტროლდეს.

11.     იზოლატორის ზონა იზოლირებული უნდა იყოს დანარჩენი ტერიტორიისაგან (გამწვანებით), მას უნდა ჰქონდეს მოსახერხებელი მისასვლელი გზები და სათამაშო მოედნები გამოსაჯანსაღებული ბავშვებისათვის (იხ. II თავის 6. პუნქტი).

12.     სამეურნეო ზონის ფართობი სანატორიუმის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული; სამეურნეო ზონაში უნდა იყოს საქვაბე, სამრეცხაო, ავტოფარეხი და სასაწყობო სათავსები. დაწესებულების კომპლექსის შემადგენლობის განთავსებისას იგეგმება საერთო-კომპლექსური სამეურნეო ზონა (საქვაბე, სამრეცხაო, ფარეხი, სასაწყობო სათავსები). სამეურნეო ზონის დამოუკიდებლად მშენებლობისას ითვალისწინებენ საქვაბეს, სამრეცხაოს, ავტოფარეხს, სასაწყობო სათავსებსა და ნაგებობებს, რომელიც აუცილებელია სანატორიუმის მომსახურებისათვის.

 

V. ჰიგიენური მოთხოვნები შენობის არქიტექტურულ-დაგეგმარებითი გადაწყვეტისადმი

1.  სანატორიუმი გათვალისწინებული უნდა იყოს მთელი წლით ფუნქციონირებისათვის. ძირითადი ნაგებობანი კაპიტალური უნდა იყოს: სართულების რაოდენობა – არა უმეტეს 2-ისა; საკურორტო ზონაში დასაშვებია 3-სართულიანი შენობებიც.

ა) სანატორიუმების ოპტიმალური ტევადობაა 250-ადგილი, მაქსიმალური – 500 ადგილი (2 სანატორიუმი – თითოეული 250-ადგილიანი).

ბ) საძინებელი, სამკურნალო-დიაგნოსტიკური, სასწავლო სათავსების ჭერის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 3.3მ-ისა.

2.  მიმღებმა განყოფილებამ ბავშვთა მიღება ორ ნაკადად უნდა უზრუნველყოს. იმ სანატორიუმებში, სადაც მკურნალობა ინდივიდუალური ვადით ხდება, მიმღები გამიჯნული უნდა იყოს საკარანტინო განყოფილებით. ესუკანასკნელი სანატორიუმის საერთო ფართის 8%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და უნდა შედგებოდეს არანაკლებ 9მ2-იანი პალატა ბოქსებისაგან.

3.  საძინებელი, სამკურნალო-დიაგნოსტიკური, სასწავლო, სასადილო და კულტურულ-მასობრივი დანიშნულების სათავსები საჭიროა ერთ კორპუსში ან განცალკევებულ ბლოკებში განლაგდეს, რომლებიც გამთბარი გადასასვლელებით შეერთდება.

4.  მიმღები, საძინებელი, სამკურნალო-დიაგნოსტიკური, სასწავლო, კულტურულ-მასობრივი და ადმი-ნისტრაციული სათავსები უნდა განლაგდეს მხოლოდ მიწისზედა სართულზე; პერსონალისა და ბავშვების საგარდერობო, საშრობი, თეთრეულის შესანახი, პროდუქტების პირველადი გადამუშავების სათავსი აგრეთვე სამრეცხაო და სამეურნეო სახელოსნო დასაშვებია განლაგდეს ცოკოლის სართულზე, რომლის იატაკი მოსაზღვრე ტროტუარის დონიდან 0,7მ-ზე ქვევით არ უნდა იყოს.

5.  სარდაფში შეიძლება დაიდგას სამაცივრო კამერები სამანქანო დანადგარებით, მოეწყოს საკუჭნაოები, სავენტილაციო კამერები, ლიფტ-ამწეები და სხვა. თუ სარდაფის ზემოთ (უშუალოდ ან მოსაზღვრედ) განლაგებულია საცხოვრებელი (საძილე), სასწავლო და სამკურნალო-დიაგნოსტიკური დანიშნულების ოთახები, დაუშვებელია ისეთი დამხმარე სათავსების მოწყობა, რომელთა აღჭურვილობა იწვევს ხმაურს.

6.  სანატორიუმებში, სადაც მკურნალობენ ოსტეომიელიტის ნარჩენ მოვლენებს, პოლიართრიტს, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებს, ძირითადი სათავსების კორიდორთა სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 2,4მ-ისა; სხვა პროფილის სანატორიუმებში – არანაკლებ 2,2მ-ისა. 10მ-მდე სიგრძის დამხმარე სათავსებში – არანაკლებ 1,25მ-ისა, ხოლო 10მ-ზე მეტი სიგრძის შემთხვევაში – არანაკლებ 1,5მ-ისა.

7.  პალატების, საკლასო ოთახებისა და სათამაშო ოთახების ფანჯრების ორიენტაცია ოპტიმალური უნდა იყოს (სამხრეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი, დასაშვებია აღმოსავლეთის ორიენტაცია). პალატების სექციაში ჩრდილოეთის რუმბისკენ ორიენტაცია დასაშვებია ადგილების არა უმეტეს 10%-სთვის

8.  სანატორიუმების მშენებლობისას სამხრეთის რუმბისაკენ ორიენტირებული სათავსებისათვის აუცილებელია სტაციონარული მზის დამცავი მოწყობილობების ჟა-ლუზების გათვალისწინება. ფანჯრის ჩარჩოსა და ჟალუზებს შორის მოთავსებული უნდა იყოს ფარდები, როლებიც ორი მოძრავი გასაწევი ტილოსაგან უნდა შედგებოდეს და დამზადებული უნდა იყოს ბამბის ქსოვილისაგან, რომელსაც აქვს საკმარისი შუქგაბნევა და შუქგამტარობა. დღის განმავლობაში ფარდები არ უნდა უშლიდეს ფანჯრაში შუქის შეღწევას.

9.  სანატორიუმში უნდა მოეწყოს პანდუსები და დამონტაჟდეს ლიფტები, საწოლების გადასატანად (იმ სანატორიუმებში, სადაც მკურნალობენ ოსტეომიელიტს, პოლიართრიტს, საყრდენ-მამოძრავებელ აპარატის ფუნქციის დარღვევებს) და სამეურნეო დანიშნუ-ლებისათვის.

10.     სანატორიუმის საძინებელი უნდა შედგებოდეს იზოლირებული პალატების სექციისაგან. ერთ სართულზე უნდა განლაგდეს არაუმეტეს ორი სექციისა. სექციის ტევადობაა 30 საწოლი. სექციის შემადგენლობაში გათვალისწინებული უნდა იქნეს სათამაშო მოედანი არა ნაკლებ 15მ2-ის ფართობისა, საგარდერობო საშრობი კარადებით ერთ სულზე 0,6მ2-ის გადაანგარიშებით. ორ სექციაზე გათვალისწინებული უნდა იქნეს: ტანსაცმლის საწმენდი და გასაუთოებელი ოთახი – არანაკლებ 0,1მ2-ისა ერთ ადგილზე; ბავშვების ნივთების შესანახი ოთახი – 0,2მ2 ერთ ადგილზე.

11.     სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის პალატების სექციები უნდა შედგებოდეს: საძინებელი, სასადილო-სათამაშო ოთახების, ტუალეტის, გასახდელისა და ბუფეტისაგან. უჯრედში გათვალისწინებული უნდა იყოს 15, სექცია – 30 ადგილზე, დამოუკიდებელი შესასვლე-ლებით. პალატა-საძინებლის ფართობი – ერთ ადგილზე 4,0მ2 უნდა იყოს. გასახდელებში უნდა გაითვალისწინონ საშრობი კარადები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისათვის.

12.     პალატის ტევადობა სკოლის ასაკის ბავშვთა სანატორიუმებში, სადაც ოსტეომიელიტის ნარჩენ მოვლენებსა და პოლიართრიტს მკურნალობენ არ უნდა აღემატებოდეს 10 ადგილს, დანარჩენებში – 5-ს. პალატების ფართობი მიიღება ერთ ადგილზე 6მ2 -ის გადაანგარიშებით.

     ა) თითოეულ სექციაში აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს სამადგილიანი 2-3 პალატა.

13.     სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განყოფილებებში სანიტარიული კვანძი ეწყობა ცალ-ცალკე თითოეული უჯრედისათვის. სანიტარიული კვანძი შედება: აბაზანა (საბავშვო) – 1, საშხაპე – 1, პირსაბანი – 2, ფეხის დასაბანი ონკანი – 2, უნიტაზი – 2. ონკანი ღამის ქოთნის გასარეცხად, თარო ღამის ქოთნების შესანახად, ღია კარადები პირსახოცებისა და საბანაო დანიშნულების ნივთების შესანახად. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის 5 წლის ასაკიდან აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ცალ-ცალკე ტუალეტები ბიჭებისა და გოგონებისათვის.

14.     სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილი სანიტარიული კვანძი (ბიჭებისა და გოგონებისათვის ცალ-ცალკე) უნდა მოეწყოს სექციად, რომელიც შედგება: პირსაბანის (1ც – 5 ბავშვზე), 2 ფეხის დასაბანის (15 ბავშვისათვის), საპირფარეშოსა (2 უნიტაზი 15 ბავშვზე და 1 უნიტაზი და 1 პისუარი 15 ბიჭზე) და საშხაპე კაბინებისაგან – (1 – 15 ბავშვზე); ჰიგიენური კაბინეტებისაგან გოგონებისათვის პირსაბანით, (15 გოგონაზე ორი), კაბინის მინიმალური ფართობი უნდა შეადგენდეს 4მ2-ს.

15.     სანატორიუმებში, სადაც ოსტეომიელიტის ნარჩენ მოვლენებს, პოლიართრიტს, საყრდენ-მამოძრავებელ აპარატის დაავადებებს მკურნალობენ – გათვალისწინებული უნდა იყოს დასაჯდომად მოხერხებული ერთი მაღალი უნიტაზი. საშხაპეს გარდა უნდა იყოს სააბაზანო ოთახი – 1 აბაზანაზე 6მ-ის გაანგარიშებით. (1 აბაზანა 15 ბავშვზე).

16.     სანატორიუმებში, სადაც ოსტეომიელიტის ნარჩენ მოვლენებს, პოლიართრიტს და საყრდენ-მამოძრავებელ აპარატის დაავადებებს მკურნალობენ თითოეული პალატის სექციაში გათვალისწინებული უნდა იყოს სანიტარული კვანძი პერსონალისთვის, 6მ2 ფართობის პირსაბანითა და რაბებით, ხოლო დანარჩენი პროფილის სანატორიუმებში კი 4მ2–ის ფართობით. სანიტარიული ოთახში დამონტაჟებულია შემრევონკანიანი პირსაბანი, ხოლო, სანატორიუმში, სადაც ჰყავთ მწოლიარე ბავშვები – ღამის ქოთნის გასარეცხი მოწყობილობა.

17.     სანატორიუმების პალატების სექციის შემადგენლობაში, სადაც ოსტეომიელიტის ნარჩენ მოვლენებს, პოლიართრიტის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებს მკურნალობენ, შედის შესახვევი ოთახი 16მ2 (არაუმეტეს 2 სექციისათვის) და ოთახი სამკურნალო ფიზკულტურის ინდივიდუალური ვარჯიშებისათვის, ყოველ 10 ბავშვზე ანგარიშობენ ერთ მაგიდას, ხოლო თითოეული მაგიდისათვის 6მ2-ს.

18.     სამზარეულოსა და სასადილოს სათავსის ფართობი დაიანგარიშება ბავშვებისა და პერსონალის მომსახურებისათვის. პერსონალის კვებისათვის აუცილებელია გამოიყოს სპეციალური დარბაზი ცალკე შესასვლელით.

19.     სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვების ორგანი-ზებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს სასადილო-სათამაშო ოთახები (არანაკლებ 2მ2-სა 1 ბავშვზე), ბუფეტი 3-ბუდიანი სამრეცხაო აბაზანით, ჭურჭლის საშრობი და შესანახი კარადებით.

20.     საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევების მქონე ბავშვთა სანატორიუმებში, სადაც კვება უშუალოდ სექციებში ხდება, აუცილებელია ისეთი სასადილოს გათვალისწინება, რომელშიც მოეწყობა საკვების გასაცემი ოთახი, ჭურჭლის სამრეცხაო (3 ბუდიანი აბაზანით), ჭურჭლის საშრობი და შესანახი კარადებით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ამწე, საკვების ასატანად.

21.     სკოლის ასაკის ბავშვებისათვის, რომელთაც არ უჭირთ დამოუკიდებლად გადაადგილება, საკვებ ბლოკში გათვალისწინებული უნდა იყოს სასადილო დარბაზი ერთ ადგილზე – 1,5მ2-ის გაანგარიშებით. სასადილო დარბაზის ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 60 ადგილს.

22.     სასადილო დარბაზთან გათვალისწინებული უნდა იყოს პირსაბანი, 25 ბავშვზე 1 ცალი, სანიტარული კვანძი – 1 უნიტაზი 40 ბავშვზე, კვების ბლოკის პერსონალისათვის – საშხაპე და ტუალეტი. იზოლატორისათვის გათვალისწინებულია გამანაწილებელი, იზოლატორში – სათავსი, ჭურჭლის გასარეცხად და შესანახად. პალატის სექციებში აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს სპეციალური ადგილი და მაცივარი მშობლების მიერ მოტანილი საკვების შესანახად.

23.     ყველა სანატორიუმში სკოლის ასაკის ბავშვებისათვის უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტი სასწავლო პროცესი. იმ ბავშვთა სწავლება, რომელთაც დაზიანებული აქვთ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი, პალატებში უნდა ხდებოდეს. დანარჩენი ბავშვების სასწავლო სათავსები უნდა მოეწყოს საძინებელი კორპუსის სპეციალურად გამოყოფილ ნაწილში ან ცალკე მდგომ შენობაში.

24.     ერთ კლასში დასაშვებია არა უმეტეს 25ბავშვისა. საკლასო ოთახის ფართი გამოითვლება 2,5მ2-ის გაანგარიშებით ერთ სასწავლო ადგილზე, რეკრე-აციის ფართი 0,6მ2 – ერთ ადგილზე.

25.     სასწავლო სათავსის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ლაბორატორია 60მ2 ფართობით, სამი სალაბორანტო ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის კაბინეტებისათვის.

26.     სამკურნალო-დიაგნოსტიკური, კულტურულ-მასობრივი, ადმინისტრაციულ-სამეურნეო და დამხმარე სათავსების ფართობი სანატორიუმის სამედიცინო პროფილსა და ტევადობაზეა დამოკიდებული და უნდა დაპროექტდეს სპეციალური დავალებით, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით.

27.     იზოლატორის პროექტირება მთელი სანატორიუმის ფართობის 5%-ის გაანგარიშებით ხდება. იზოლატორისადმი წაყენებული მოთხოვნები ინფექციური საავადმყოფოების განყოფილებებისადმი წაყენებული მოთხოვნების ანალოგიურია. იზოლატორში შესაძლებელი უნდა იყოს ისეთი ავადმყოფების იზოლაცია, რომლებსაც ინფექცია სხვადასხვა გზით გადაეცათ (ფეკალურ-ორალური, აირ-წვეთოვანი და ა.შ.).

28.     ა)იზოლატორის შემადგენლობაში შედის მელცერის ბოქსები, რომლებიც დაპროექტებულია საავადმყოფოს მშენებლობისადმი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად. ადგილების რაოდენობა ბოქსებში, უნდა შეადგენდეს იზოლატორის 25-30%-ს.

29.     ყველა სანატორიუმში საჭიროა გათვალისწინებული იქნეს 0,7-დან 1მ-მდე სიღრმის სამკურნალო აუზი აბაზანით (4X9მ).

 

VI. სანიტარიულ-ტექნიკური კეთილმოწყობა

1.  სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, სანატორიუმი უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით, ვენტილაციით, ელექტრომომარაგებით, სასმელ­-სამეურნეო და ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგები სისტემებით, კანალიზაციითა და წყალშემკრებით. ყველა ძირითად სათავსში გაყვანილი უნდა იყოს რადიო.

2.  სანატორიუმის ყველა სათავს უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხელი და ცივი წყალგაყვანილობით და კანალიზაციით.

ა) სასმელი წყალი უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტს: „სასმელი წყალი. ჰიგიენური მოთხოვნები და კონტროლი წყლის ხარისხისადმი” ოთახებში დამონტაჟებული უნდა იყოს შემრევონკანიანი პირსაბანები ონკანიდან წამოსული ცხელი წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 370 C.

ბ)საზაფხულო საშხაპეებში წყლის გასაცხელებლად უნდა გამოიყენებოდეს მზის სითბური ენერგია.

3.  ზღვისა და მინერალური წყლების გატარებისათვის საჭიროა გამოიყენონ პლასტმასის ან ანტიკოროზიული მასალისაგან დამზადებული მილები, რომლებიც დაშვებულია საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

4.  ტალახის პროცედურების ჩასატარებელი სათავსის, ტალახის სამზარეულოს, ბრეზენტების სამრეცხაოს, ტალახის შენახვისა და რეგენერაციის შენობების ჩამდინარე წყლები ღარის ან მილის საშუალებით უნდა ჩაედინებოდეს შემკრებ ტალახ-სალექარში, რომელიც აღჭურვილია ჰიდრავლიკური საკეტებითა და მოსახსნელი ღობეებით (მოქმედი სანიტარული წესებისა და ნორმების „კანალიზაცია, გარე ქსელები და ნაგებობანი“ შესაბამისად).

5.  დასახლებული პუნქტების ან ქალაქის ცენტრალური წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის უქონლობისას ადგილობრივი წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის საკითხი უნდა გადაიჭრას სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით.

6.  სანატორიუმის ყველა სათავსი უნდა თბებოდეს: გამათბობელი მოწყობილობები გამიჯნული უნდა იყოს ხის მოსახსნელი მესერით.

7.  500-ადგილიან სანატორიუმებში სხვადასხვა ორიენტაციის სათავსების არსებობისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს სათავსში სითბოს რეგულარული მიწოდება მათი ორიენტაციის შესაბამისად.

8.  აბაზანებისა და ტალახის საპროცედურო დარბაზებში (აბაზანებისა და ტალახის საწოლთ ოდენობა უნდა იყოს 6 და უფრო მეტი) აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს გათბობის დამატებითი წყარო, რომლის შია ტემპერატურაა 150C.

ა) მიწოდებული ჰაერის ხარჯზე მუშაობისას დარბაზის შიგა ტემპერატურა აუცილებელია აყვანილ იქნეს 250C მდე, არ უნდა აღემატებოდეს 350C და უნდა ექვემდებარებოდეს შემოწმებას.

ჰაერის ტემპერატურა სასწავლო და საძილე სათავსებში უნდა იყოს 200 C - 240C საზღვრებში და უნდა შეესაბამებოდეს წელიწადის დროს. სკოლამდელი განყოფილებების პირველი სართულის იატაკის ტემპერატურა წლის ცივ პერიოდში უნდა იყოს არანაკლებ 220 C. (იატაკის გათბობა).

ა) სათავსის ჰაერის ფარდობითი ტენიანობა უნდა შეადგენდეს 30-60% წლის ნებისმიერ დროს. ჰაერის მოძრაობის სიჩქარე წლის ცივ პერიოდში უნდა მერყეობ-დეს 0,07-0,1მ/წმ-ის ფარგლებში; თბილ პერიოდში – 0,1-0,2მ/წმ-ის ფარგლებში.

9.  საძინებელ და სასწავლო სათავსებში, კვების ბლოკში, ხილის და ბოსტნეულის შესანახ სამაცივრო კამერებში გათვალისწინებული უნდა იყოს შემწოვ-გამწოვი ვენტილაცია (ჰაერის შემოსვლა მექანიკურ და გაწოვა უნდა იყოს ბუნებრივი) საშხაპეებსა და სანიტარულ კვანძებს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი, მექანიკური გამწოვი ვენტილაცია. წყლის და ტალახის სამკურნალო დაწესებულებები, ტალახისა და პარაფინის სამკურნალო კაბინეტები, ინჰალატორები, ელექტროგანათებით მკურნალობის კაბინეტები და ლაბორატორიები აღჭურვილი უნდა იყოს მექანიკური შემწოვ-გამწოვი ვენტილაციით.

10.     სანატორიუმის ყველა ძირითად სათავსს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება. ბგკ* სასწავლო სათავსებში უნდა იყოს არანაკლებ 1,5%, საძინებელ ოთახებში – არანაკლებ 0,5%. ყველა დანარჩენ სათავსებში (სასადილო, სპორტული, კულტურულ-მასობრივი დანიშნულების) არანაკლებ – 1,0%.

11.     სანატორიუმის ძირითადი სათავსების ხელოვნური განათება, მწოლიარე ავადმყოფების საძინებლების ჩათვლით, უპირატესად უნდა ხდებოდეს ლუმინესცენცური ნათურებით, საძინებელ სათავსებში – ვარვარების ნათურებით.

ა)პალატებში ხანგრძლივად მყოფი ბავშვებისათვის აუცილებელად უნდა მოეწყოს ადგილობრივი განათება და დაიდგას ტელევიზორები (სასურველია დისტანციური მართვით).

 

VII. სათავსებისა და ტერიტორიის სანიტარული მდგომარეობა და მოვლა

1.  ძირითადი სათავსების ავეჯი და სხვა აღჭურვილობა უნდა შეესაბამებოდეს სამკურნალო და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ღონისძიების, სასწავლო-აღმზრდელ ობითი პროცესის სპეციფიკას, ბავშვის ასაკისა და სიმაღლის თავისებურებებს.

ა) საძინებელი სათავსები და იზოლატორი აღჭურვილი უნდა იყოს მაგარსარეცლიანი საწოლებით. საძინებელ ოთახებში აკრძალულია ორიარუსიანი საწოლების დადგმა.

2. ძირითადი სათავსების კედლები, იატაკი და ჭერი უნდა იყოს გლუვი, რეცხვისა და დეზინფექციისათვის მოსახერხებელი.

ა) ძირითადი სათავსების კედლები და ჭერი უნდა შეიღებოს ღია ფერებში. იატაკი უნდა იყოს ხის (პარკეტი);

3.  სანატორიუმის ნაკვეთზე და სათავსებში უნდა იყოს სამაგალითო წესრიგი და სისუფთავე.

ა) ეზო უნდა ლაგდებოდეს ყოველდღე: დილით, ბავშვების გამოსვლამდე 1-2 საათით ადრე და დანაგვიანების მიხედვით. ნაგავი დაუყონებლივ უნდა გაიტანონ ნაგავშემკრებში. კატეგორიულად აკრძალულია სანატორიუმის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნაგვისა და ფოთლების დაწვა.

ბ) წლის თბილ პერიოდში, მშრალ და ცხელ ამინდში ეზო დალაგების წინ აუცილებელია მოირწყას და ეზოში გამომავალი სათავსების ფანჯრები დაიხუროს. ცხელ მშრალ ამინდში აუცილებელია დღეში 2-ჯერ მორწყვა.

4.  ტერიტორიის აღჭურვილობა (მაგიდები, სკამები, აღჭურვილობა ფიზკულტურისათვის და სხვა) აუცილებელია გამართული იყოს და იწმინდებოდეს ყოველ-დღიურად.

ა) ქვიშის ყუთებში ყოველთვიურად უნდა შეიცვალოს ქვიშა; ღამით ქვიშიანი სათამაშო მოედნები უნდა გადაიხუროს სახურავით. თამაშის დაწყებამდე ქვიშა უნდა დაინამოს და პერიოდულად გადაიბაროს; ჭუჭყიანი ქვიშა უნდა შეიცვალოს ახლით. წლის თბილ პერიოდში ყოველთვიურად უნდა ტარდებოდეს ქვიშის ანალიზი ჭიის კვერცხების არსებობაზე.

5.  ამოთხრილი ორმოები და ნაგავშემკრები უნდა გაიწმინდოს 2/3-ით ავსებისას და დამუშავდეს „ბუზების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდური მითითებების“ მიხედვით 27.01.84წ №23-6/3.

6.  სათავსებში მწერებისაგან თავის დასაცავად კვების ბლოკის კარები და ფანჯრები, სამრეცხაოს, ტუალეტისა და სხვ. სათავსების ფანჯრები წლის თბილ პერიოდში უნდა დაიგმანოს ლითონის ცხაურით.

7.  სანატორიუმის ყველა სათავსი ყოველდღიურად უნდა დასუფთავდეს სველი წესით, ფანჯრებისა და ფრამუგების გაღებით.

ა) საძინებლი უნდა ლაგდებოდეს დღეში 2-ჯერ (ღამისა და დღის ძილის შემდეგ), ბავშვების არყოფნისას, მწოლიარე ავადმყოფების პალატების გარდა.

ბ) საძინებლების კვარცის ნათურით დასხივება უნდა ჩატარდეს მხოლოდ ბავშვების არ ყოფნისას. კვარცის ნათურით დასხივების რეჟიმი დამოკიდებულია ნათურის სიმძლავრეზე და დამამზადებელი ქარხნის რეკომენდაციებზე.

8.  ნოხები და ნოხის ბილიკები აუცილებელია ყოველდღიურად დასუფთავდეს მტვერსასრუტით, პერიოდულად უნდა გაიბერტყოს და გაიწმინდოს სველი ჯაგრისით, ხოლო წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს მშრალი ქიმიური წმენდა.

9.  ლოგინი: ცვლის დაწყებამდე აუცილებელია ლეიბების, ბალიშების, საბნების ჰაერზე გამზეურება და გაშრობა. წელიწადში ერთხელ ლოგინი უნდა დამუშავდეს ქიმიურად. აირ-წვეთოვანი ან ნაწლავური ინფექციისას ლოგინი ორჯერ უნდა გაიწმინდოს ქლორამინის 0,5%-იან ან ქლორდეზინის 0,5%-იან ხსნარში დასველებული ჯაგრისით. ვირუსული ჰეპატიტისას ხდება მათი კამერული დამუშავება. კამერული დამუშავებიდან ერთი საათის შემდეგ ოთახი კარგად უნდა განიავდეს.

10.     ახლად შეძენილი სათამაშოები (გარდა ლითონისა და რბილი სათამაშოებისა) ბავშვის ხელში მოხვდრამდე და ყოველდღიურად, დღის ბოლოს, აუცილებლად უნდა გაირეცხოს 15 წუთი გამდინარე წყალში (ტემპერატურა +370) საპნით და შემდეგ გაშრეს ჰაერზე. რეზინის, პენოპოლიურეტინის, პენოლატექსის, პლასტიზოლისა და სხვა სათამაშოები კარგად უნდა გაიწუროს.

ა) თოჯინების ტანსაცმელს რეცხავენ და აუთოებენ გაჭუჭყიანების მიხედვით. გადასატანი სათამაშოები, პატარა სპორტული ინვენტარი მექანიკურ წმენდას ექვემდებარება, აუცილებლობის შემთხვევაში დღის ბოლოს უნდა გაირეცხოს და ინახებოდეს სხვა სათამაშოებისგან განცალკევებით.

ბ) რბილი და პენოლატექსის ხაოიანი სათამაშოების შეძენა შეიძლება მხოლოდ დიდაქტიკური თვალსაზრისით. აკრძალულია აღნიშნული სათამაშოების იზოლატორებში გამოყენება, ასევე მათი ერთი სექციიდან მეორე სექციაში გადატანა. რბილ სათამაშოებს ყოველდღიურად 30 წუთის განმავლობაში უნდა ჩაუტარდეს დეზინფიცირება სათამაშოდან 25სმ-ით დაცილებული ბაქტერიციდული ნათურებით. პენოლატექსის ხაოიანი სათამაშოები უნდა დამუშავდეს ინსტრუქციის შესაბამისად.

11.     გამანათებელი არმატურა, ფანჯრის ჭრილების მარცხენა მხარე და მინები, ასევე სავენტილაციო ცხაურები უნდა გაიწმინდოს გაჭუჭყიანების ხარისხის მიხედვით, მაგრამ არა ნაკლებ წელიწადში ორჯერ.

12.     კატეგორიულად იკრძალება კაპიტალური რემონტის ჩატარება დაწესებულების ფუნქციონირებისას, მიმდინარე რემონტი შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ ბავშვების არყოფნის დროს.

13.     პირსაბანების, საშხაპეების (სააბაზანოების), სამრეცხაოების, ტუალეტების კედლები და კარის სახელურები საჭიროა ყოველდღიურად ცხელი წყლით გაირეცხოს, სარეცხი საშუალებებით (დანართი 2), ხოლო იატაკი გაიწმინდოს დღეში რამდენრმე გაჭუჭყიანების ხარისხის მიხედვით (არანაკლებ 3-ჯერ).

ა) უნიტაზები აუცილებელია გაირეცხოს დღეში 2-ჯერ წყლითა და სარეცხი საშუალებებით, კვაჩისა და ჯაგრისის დახმარებით; შარდმჟავა მარილების მოსაცილებლად საჭიროა გამოყენებულ იქნეს პრეპარატი „სანიტარიული“. დამუშავების შემდეგ უნიტაზებს რეცხავენ წყლის ჭავლით. დამუშავება უნდა მოხდეს არა ნაკლებ 2-ჯერ თვეში. ყოველ სანკვანძში აუცილებელია იყოს არანაკლებ 6 კვაჩი. სუფთა და გამოყენებული კვაჩები ინახება ცალ-ცალკე მარკირებულ ტარაში.

14.     დასუფთავებისათვის საჭირო ინვენტარი (ტაშტები, სათლები, ჯაგრისები და სხვა) მარკირებული უნდა იყოს, სათავსოს კუთვნილების მიხედვით (საძინებელი, სამზარეულო, სასადილო, იზოლატორი, სანკვანძი და ა.შ.) და გულმოდგინე გარეცხვის შემდეგ უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე, ამ მიზნისათვის გამოყოფილ სათავსში, კარადასა და კედლის ნიშაში.

ა) იატაკის გასარეცხ და სანკვანძის დასალაგებელ ინვენტარს უნდა ჰქონდეს სასიგნალო შეფერვა (წითელი, ნარინჯისფერი).

ბ) დასუფთავებისათვის განკუთვნილი ჩვრები, გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს ცხელი წყლითა და სარეცხი საშუალებებით, გაივლოს, გაშრეს და შენახულ იქნეს სპეციალურ ტარაში.

15.     სასადილოს სათავსები უნდა იყოს სუფთა. ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს ყველა საწარმოო სათავსის დასუფთავება სველი წესითა და სარეცხი საშუალებებით. ყოველი კვების შემდეგ უნდა ხდებოდეს აღჭურვილობისა და ინვენტარის გარეცხვა და სასადილო დარბაზების დასუფთავება.

ა) სასადილო მაგიდებს უნდა ჰქონდეს პლასტიკატის ან სხვა მასალის ჰიგიენური საფარველი, რომლებიც ადვილად ირეცხება, მედეგია მაღალი ტემპერატურისა და სადეზინფექციო საშუალებების მიმართ. მაგიდები ყოველი კვების შემდეგ უნდა გაიწმინდოს სუფთა სველი ჩვრით.

ბ) ჭურჭლის, სამზარეულო ინვენტარისა და მაგიდების გარეცხვის შემდეგ ღრუბელსა და ჩვრებს ხარშავენ, ადუღებენ 15 წუთის განმავლობაში, აშრობენ და ინახავენ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

ღია და დახურული აუზების შენახვა და ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს სწდან ჰიგიენური მოთხოვნები საცურაო აუზების მოწყობის, ექსპლუატაციისა და წყლის ხარისხისადმი”.

16.     შენობის შესასვლელში საჭიროა იყოს საფხეკები, ცხაურები, ნოხები, ჯაგრისები, შესასვლელ კარებთან უნდა ეფინოს სველი ნოხი. ნოხი და ცხაურა ბავშვების მოსვლის შემდეგ აუცილებლად უნდა გასუფთავდეს და გაირეცხოს.

17.     ყოველ კვირას უნდა ჩატარდეს გენერალური დასუფთავება, რომელიც მოიცავს ყველა სათავსში ობობის ქსელის ჩამოწმენდას, კედლების, კარებისა და იატაკების აღჭურვილობის გარეცხვას სარეცხი საშუალებებით. ცვლის დამთავრების შემდეგ ტარდება სანიტარიული დღე, სათავსის გენერალური დასუფთავება, ფანჯრების, გასანათებელი არმატურის, სავენტილაციო ცხაურების გარეცხვა.

18.     ეპიდჩვენების მიხედვით, ყოველდღიურად ტარდება ყველა სათავსის სველი წესით დასუფთავება სადეზინფექციო საშუალებებით. რომლებიც უნდა ინახებოდეს ბნელ ჭურჭელში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ა) სათავსების, ავეჯის, გასათბობი ხელსაწყოებისა და სხვა ნივთების დასუფთავებისათვის რეკომენდებულია ნაკლებადტოქსიკური პრეპარატები: ქლორიანი კირის ან ქლორამინის 0,5-1%-იანი ხსნარის, კალციუმის ჰიპოქლორიტის 0,5%-იანი ხსნარის, ნირტანის 3%-იანი ხსნარის, ქლორდეზინისა (0,5%) და სულფოქლორანტინის (0,2%) მადეზინფიცირებელი ნარევის გამოყენება.

ბ) ვირუსული ჰეპატიტისას სათავსების დასალაგებლად გამოიყენება ქლორიანი კირის გამჭვირვალე 3%-იანი ან კალციუმის ჰიპოქლორიტის 3%-იანი, ან ქლორამინის 3%-იანი ხსნარი.

გ) ხელსაბანებისა და ტუალეტების დასუფთავება აუცილებელია ჩატარდეს ქლორიანი კირის გამჭირვალე 3%-იანი ქლორამინის 3%-იანი (ექსპოზიცია არანაკლებ 30 წუთისა), ან ქლორდეზინის 1%-იანი ხსნარის (ექსპოზიცია არანაკლებ 60 წუთისა) გამოყენებით.

დ) დასასუფთავებლად გამოყენებულ ინვენტარს ცხელი წყლითა და სარეცხი საშუალებებით გარეცხვის შემდეგ ათავსებენ ქლორიანი კირის გამჭვირვალე 3%-იან ქლორამინის 3%-იან (30 წუთიანი ექსპოზიცია), ქლორდეზინის 1%-იან, ან ქლორიცინის 1%-იან ხსნარში (60 წუთიანი ექსპოზიცია). ძონძები გასუფთავების (გარეცხვა და გავლება) შემდეგ ინახება გამჭირვალე ქლორიანი კირის 0,5%-იან ან სხვა სადეზინფექციო ხსნარებში; ვირუსული ჰეპატიტისას – გამჭირვალე ქლორიანი კირის 3%-იან ხსნარში ან 3%-იანი ქლორამინის ხსნარში.

ე) ნაწლავური ინფექციისას ავადმყოფის გამონაყოფს, კანალიზაციაში ჩაშვებამდე, ურევენ მშრალ ქლორიან კირს (1 ლიტრზე 200გ მშრალი ქლორიანი კირი) ან კალციუმის ჰიპოქლორიტს (1 ლიტრზე 100გ კალციუმის ჰიპოქლორიტი), ექსპოზიცია – 1 საათი. ქოთნებს გამონაყოფის გადაქცევის შემდეგ ამუშავებენ კვაჩის საშუალებით ქლორიანი კირის გამჭირვალე 0,5%-იანი, კალციუმის ჰიპოქლორიტის 0,5%-იანი, ან ქლორამინის 0,5%-იანი ხსნარით; ვირუსული ჰეპატიტისას ქლორიანი კირის გამჭირვალე 3%-იანი კალციუმის ჰიპოქლორიტის 3%-იან ან ქლორამინის 3%-იანი ხსნარით. დამუშავების შემდეგ ქოთნებს წყალს ავლებენ.

19.     აბანოს დღე უნდა მოეწყოს 7 დღეში ერთხელ. ლოგინის თეთრეულისა და პირსახოცის გამოცვლა უნდა მოხდეს გაჭუჭყიანების ხარისხის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვირაში ერთხელ.

20.     დაწესებულებაში აუცილებლია იყოს არანაკლებ 3 ხელი გამოსაცვლელი თეთრეული, 2 ხელი გამოსაცვლელი ლეიბის პირი და ჰიგიენური პროცედურებისათვის საჭირო ერთჯერადი გამოყენების ინდივიდუალური ხელსახოცების საკმარისი რაოდენობა.

21.     სუფთა თეთრეული უნდა მოიტანონ ტომრებით და უნდა შეინახონ კარადებში.

ა) ჭუჭყიანი თეთრეული აუცილებლად უნდა მოთავსდეს სპეციალურ თავსახურიან ბაკებში ან მუშამბის ტომრებში, რომლებიც შემდგომში მიაქვთ სპეციალურ სათავსში ან სამრეცხაოში. ნაჭრის ტომრები უნდა ჩაბარდეს სამრეცხაოში, ხოლო მუშამბისა – დამუშავდეს ცხელი საპნიანი ან სოდიანი ხსნარით. ენურეზით დაავადებული ბავშვების თეთრეულს აგროვებენ და ამუშავებენ ცალკე.

22.     ბავშვის თეთრეულის (ღამის პერანგები, ტრუსები, პიჟამოები) და ლოგინის თეთრეულის რეცხვა აუცილებლად უნდა ხდებოდეს მხოლოდ საპნიან-სოდიანი ხსნარით.

 

VIII. კვების ორგანიზება

1.  სამკურნალო კვება ორგანიზებული უნდა იყოს სხვადასხვა პროფილის (ტუბერკულოზის გარდა) ბავშვთა სანატორიუმებში დიეტური კვების ორგანიზაციის მეთოდური რეკომენდაციების შესაბამისად. მოხმარებული საკვები, ინგრედიენტებისა და ენერგიის რეკომენდებული სიდიდეები მოცემულია მე-3 და მე-4 დანართებში.

2.  ერთი ბავშვის გამოსაკვებად დღეში გამოიყოფა თანხა ასაკის მიხედვით: 3 წლამდე, 3-დან 7-მდე, 7-დან 14 წლამდე (დანართი 5). ამ ასიგნებების შესაბამისად, მითითებული ასაკობრივი ჯგუფებისათვის დადგენილია კვების პროდუქტების ნორმები (დანართი 6).

3.  სანატორიუმებში კვების რეჟიმი განისაზღვრება ავადმყოფთა კონტიგენტის მიხედვით, სამკურნალო დიეტების ნომენკლატურის შესაბამისად (დანართი 7).

ა) აუცილებელია წლის დროის მიხედვით შედგეს პერსპექტიული ყოველკვირეული, 10- დღიანი მენიუ (შემოდგომა-ზამთარი, გაზაფხული-ზაფხული).

4.  სანატორიუმებში კვება უნდა იყოს 5-ჯერადი (დამატებითი მეორე საუზმე ან მეორე ვახშამი, ავადმყოფობის პროფილისა და ადგილობრივი პირობების მიხედვით).

ა) საკვების გადანაწილება კალორიულობის მიხედვით დღის განმავლობაში უნდა იყოს თანაბარი, სადილის კალორიულობის მცირეოდენი სიჭარბით:

ბ) შუალედებში არ შეიძლება ბავშვს მიეცეს ტკბილეული, ხილი, რძე.

გ) საკვების მიცემა უნდა იყოს შეთანხმებული სანატორიუმის მუშაობის რეჟიმთან და უნდა ხდებოდეს ერთსა და იმავე დროს. საკვების მიღებებს შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.

5.  პროდუქტები წონით და მენიუ-განრიგის მიხედვით უნდა დალაგდეს, სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით. საცალო კერძების დამზადებისას (კატლეტი, ხაჭოს კვერები, ფუნთუშა, ღვეზელი და სხვა) აწონვა ხდება მზარეულის მიერ ჯერ კიდევ მომზადების პროცესში თერმულ დამუშავებამდე. მობრაწულა, რულეტი, ომლეტი იჭრება მენიუ-განრიგში მითითებული წონის შესაბამისად დამზადების შემდეგ.

ა) წვნიანი კერძები უნდა დარიგდეს მოცულობით (სუფი, ფაფა, ყავა, კისელი, კომპოტი), ხოლო გარნირი – წონით.

6.  საგემოვნო თვისებებისა და ვიტამინების შენარჩუნების მიზნით საკვებს ამზადებენ ყოველი მიღების წინ, ხოლო მისი რეალიზება ხდება მომზადების მომენტიდან ერთი საათის განმავლობაში. კარტოფილს, ბოსტნეულს მოხარშვის წინ ჭრიან, ათავსებენ ადუღებულ წყალში და ხარშავენ თავდახურულ ჭურჭელში. მწვანილი უნდა ჩაიყაროს მზა კერძში, საჭმლის დარიგების წინ.

7.  მესამე თავი კერძების  С-ვიტამინით გამდიდრება უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად. დადგენილი წესებითა და ნორმებით. ასკორბინის მჟავას შეტანა ხდება შემდეგი გაანგარიშებით: 1 წლიდან 3 წლამდე – 35 მგ, 3-დან 12 წლამდე – 50 მგ, 12-დან 14 წლამდე – 70 მგ.

8.  მზა კერძების ვიტამინებით გამდიდრება სამედიცინო პერსონალის მიერ უშუალოდ მათი დარიგების წინ ტარდება და სპეციალურ ჟურნალში აღირიცხება.

9.  მზა საკვები მხოლოდ მედიცინის მუშაკის მიერ გაიცემა, სინჯის აღების შემდეგ. კერძის ხარისხს ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების მიხედვით შეამოწმებენ (სინჯს იღებენ უშუალოდ იმ ჭურჭლიდან, რომლებშიც მზადდება საკვები). წუნდების ჟურნალში აუცილებელია აღირიცხოს საკვების მოსამზადებლად გამოყენებული ძირითადი პროდუქტების ჩალაგების, სინჯის აღების და გაცემის უფლების. საკვების დამზადების ტექნოლოგიის დარღვევისას, აგრეთვე ბოლომდე მოუმზადებლობის შემთხვევაში, კერძი არ გაიცემა გამოვლენილი კულინარიული ნაკლის აღმოფხვრამდე.

10.     სამედიცინო პერსონალის მიერ კონტროლის მიზნით ყოველდღიურად აღებულ უნდა იქნეს მზა პროდუქციის სადღეღამისო სინჯი. სინჯის შერჩევასა და შენახვას სამედიცინო პერსონალი фკონტროლებს. სინჯს იღებენ მინის, სტერილურ, თავსახურავიან ჭურჭელში (გარნირი აიღება ცალკე ჭურჭელში) და ინახავენ მაცივარში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 20C - 60C ტემპერატურაზე.

11.     მალფუჭებადი პროდუქტების შენახვისას დაცული უნდა იქნეს მოქმედი სანიტარიული წესებისა და ნორმების მოთხოვნები „განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქ-ტების შენახვის პირობები და ვადები.“ სწდან. 2.3.2. 000-00 (დანართი 9). მალფუჭებად პროდუქტებს უნდა ჰქონდეს ხარისხის სერტიფიკატი, საწარმოში პროდუქტის დამზადების თარიღის, საათისა და რეალიზაციის ბოლო ვადის თარიღის მითითებით. საკვებად გამოყენებულ ხორცს გავლილი უნდა ჰქონდეს ვეტერინარული კონტროლი.

12.     მოხარშული ხორცისაგან მეორე თავი კერძის მომზადებისას ან პირველ თავ კერძთან ერთად მოხარშული ხორცის გაშვებისას იგი აუცილებლად ხელმეორედ უნდა წამოდუღდეს ბულიონში 10 წუთის განმავლობაში.

13.     კატლეტები, ხორცისა და თევზის ფარშისაგან დამზადებული კეპილა (მრგვალი კატლეტი), დაჭრილი შნიცელი და თევზი, ბლინები ხორცითა და ხაჭოთი უნდა შეიწვას გაცხელებულ ცხიმში ორივე მხრიდან, 10 წუთის განმავლობაში, ხოლო შემდეგ უნდა შეიცხოს ჰაერღუმელში 220-2500C–ზე 8-10 წუთის განმავლობაში. არაჟნის ნატურალური სახით გამოყენება დასაშვებია სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით.

14.     აკრძალულია შინ დამზადებული კონსერვების, ხაჭოს, რძისა და მწვანე ბარდის თერმული დამუშავების გარეშე, სოკოს, სისხლიანი და გულ-ღვიძლის ძეხვების, ბატისა და იხვის კვერცხების (გარდა ცომის მოსამზადებლად გამოყენებისას), წინადღით დამზადებული და წინა მიღების საკვების ნარჩენების ასევე ხორცის ვეტერინარული შემოწმების გარეშე გამოყენება.

15.     ავადმყოფი ბავშვების კვების რაციონში არ გამოიყენება ცხარე საწებლები, სანელებლები, მდოგვი, პირშუშხა, წიწაკა, ძმარი, ნატურალური ყავა.

16.     კვების ყველა პროდუქტი, რომელიც სანატორიუმს მიეწოდება, უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნებს. ფხვიერი პროდუქტების მარაგი უნდა იყოს არა უმეტეს 30 დღისა, ბოსტნეულის – 20 დღისა. ფხვიერი პროდუქტები უნდა ინახებოდეს მშრალ, კარგი განიავების (აერაციის) მქონე სათავსში, მჭიდრო თავსახურიან სუფთა სკივრებში ან ტომრებში, იატაკიდან არანაკლებ 14 სმ-ით დაშორებულ თაროებზე. მანძილი კედელსა და თაროებს შორის უნდა იყოს 20 სმ.б ხილი და ბოსტნეული უნდა ინახებოდეს მშრალ, კარგი აერაციის მქონე სათავსში, სკივრებში ან თაროებზე 20C – 60C ჰაერის ტემპერატურაზე.

ა) პური უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე შავი და თეთრი, თაროებზე ან კარადებში; ქვედა თარო იატაკიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 35სმ-ით; კარადების კარებს უნდა ჰქონდეს სავენტილაციო ნახვრეტები.

ბ) პურის შესანახი ადგილის დალაგებისას, პურის ნამცეცები სპეციალური ჯაგრისით უნდა გადმოიგავოს თაროებიდან და გულმოდგინეთ უნდა გაიწმინდოს 1%-იან სუფრის ძმარში დასველებული თეთრი ქსოვილით.

გ) პროდუქტები (განსაკუთრებით რძისა, თევზისა და სხვ.) უნდა ინახებოდეს თავდახურულ ტარაში; მძაფრსუნიანი პროდუქტები – ჰერმეტულად შეფუთული; კვერცხი – ტარაში ან ხონჩაზე დაწყობილი. კარაქი უნდა ინახებოდეს თაროებზე ტარაში ან კალაპოტებად პერგამენტში გახვეული. ყველი – გრილ კამერებში; მსხვილნასვრეტებიანი ყველი სუფთა ხის თაროებზე ტარшს გარეშე; ყველის ერთი თავის მეორეზე დადებისას საჭიროა მათ შორის მოთავსდეს მუყაოს ან ფანერის შუასადები. წვრილნასვრეტებიანი ყველი უნდა ინახებოდეს თაროებზე ტარაში ან ხის სუფთა საფენებზე.

დ) ყველის ზედაპირზე გაჩენილიობი 3%-იანი სუფრის მარილის ხსნარში დასველებული ხელსახოცით უნდა მოშორდესб ნაღები და ხაჭო მეტალის მათარაში ან წვრილად დაფასოებული უნდა ინახებოდეს. რძე ადუღებამდე ინახება მაცივარში იმავე ტარაშიб რითაც მოიტანეს.

17.     საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება, აუცილებელია ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს მათ შენახვასა და დაცვას დაბინძურებისაგან.

ა) განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების ტრანსპორტირება დახურული მარკირებული ტარით ხდება; წლის თბილ პერიოდში ტრანსპორტირება ხდება იზოთერმული ტრანსპორტით არა უმეტეს 3 საათისა ყინულის თანაობისას, არა უმეტეს 1 საათისა – ყინულის გარეშე.

ბ) საკვები პროდუქტების გადასატანი სატრანსპორტო საშუალებები არ უნდა გამოიყენებოდეს სხვა საქონლის გადასატანად და უნდა ინახებოდეს სუფთად. პროდუქტების გადასაზიდი მანქანა სპეციალიზებული უნდა იყოს ან შიგნიდან უნდა ჰქщნდეს გამოკრული ჰიგიენური საფარი. პროდუქტების გადასაზიდ ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული სანიტარიული პასპორტი. პასპორტში აღინიშნება: ავტომანქანის ნომერი, ტრანსპორტის სანიტარიულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირის გვარი, სახელი, მამის სახელი; ტრანსპორტის აღჭურვილობა; სანიტარიული ტანსაცმლის არსებობა.

გ) საკვები პროდუქტის გადასაზიდი ტრანსპორტი ირეცხება ავტობაზაში, მანქანის კუთვნილების მიხედვით.

დ) ტარა, რომლითაც მოაქვთ პროდუქტები ბაზიდან, უნდა იყოს მარკირებული და გამოიყენებოდეს მკაცრად დანიშნულებისამებრ. მუშამბისა და სხვა ტომრები, ლითონისა და ხის ყუთები, კასრები, ბიდონები, მათარები, და სხვა, გამოყენების შემდეგ აუცილებლად უნდა გაიწმინდოს, გაირეცხოს წყალში გახსნილი 2%-იანი კალცინირებული სოდის ხსნარით, დაიმდუღროს, გამოშრეს და შეინახოს დაბინძურებისაგან დაცულ ადგილზე.

18.     საკვების დამუშავებისა და დამზადებისათვის საჭიროა დამონტაჟდეს ელექტრომოწყობილობა. გაზიფიცირებულ რაიონებში დასაშვებია გაზის ქურების დამონტაჟება. ტექნოლოგიური აღჭურვილობის განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს მასთან თავისუფლად მისვლასა და საწარმოო პროცესების სწორ თანმიმდევრობას, აგრეთვე მომუშავეთა უსაფრთხოების ტექნიკის წესებისდაცვის პირობებს. კვების ბლოკები მომარაგებული უნდა იყოს მიქსერებით, გასახეხი მანქანებით, ორთქლში მხარშავით, ხორცსაკეპით ნედლი და მოხარშული პროდუქტის გასატარებლად, ორთქლის კარადებითა და სხვ.

ა) ტექნოლოგიური აღჭურვილობა დამზადებული უნდა იყოს ანტიკოროზიული მასალისაგან, რომელის კონტაქტი საკვებ პროდუქტებთან დაშვებულია, არ უნდა ჰქონდეს ბასრი კუთხეები, უხეში ნაკერები, მისი კონსტუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ადვილად დაშლას და სათანადო სანიტარიულ დამუშავებას. ბოსტნეულის ხორცის, თევზის გასარეცხი აბაზანა, ჭურჭელი, საწარმოო ინვენტარი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი კვების საწარმოებში დაშვებული მასალისაგან უნდა იყოს დამზადებული.

ბ) საკვები პროდუქტების დასამუშავებლად განკუთვნილი მაგიდები მთლიანი ლითონის უჟანგავი ფოლადისაგან ან დურალუმინისაგან უნდა იყოს დამზადებული. მოთუთიებული რკინისაგან (მომრგვალებული კუთხეებით), დამზადებული მაგიდები დასაშვებია მხოლოდ უმი ხორცისა და თევზის დასამუშავებლად, ცომის მოსაზელად უნდა იყოს ხისა, გაშალაშინებული, მჭიდროდ მორგებული სარქვლებიანი მაგიდა, ნაპრალების გარეშე.

გ) უმი და მზა პროდუქტების გასანაწილებლად უნდა გამოიყოს ცალკ-ცალკე გასანაწილებელი მაგიდები, დანები და საჭრელი დაფები, რომლებიც დამზადებული იქნება მაგარი ხის ჯიშებისაგან (მუხა, წიფელი, იფანი, არყი) ხვრელებისა და ღრიჭოების გარეშე, გლუვად გაშალაშინებული.

დ) დაფები და დანები უნდა იყოს მარკირებული: „უხ“ – უმი ხორცი, „მხ“ – მოხარშული ხორცი, „უთ“ –  უმი თევზი, „მთ“ – მოხარშული თევზი, „მბ“- მოხარშული ბოსტნეული, „უბ“ – უმი ბოსტნეული, „გასტრონომია“, „ქ“ –  ქაშაყი, „პ“ – პური.

ე) დაფები და დანები უნდა ინახებოდეს უშუალოდ სამუშაო ადგილას.

ვ) აუცილებელია გამოიყოს 1-ლი და მე-2 თავი კერძების დასამზადებელი ქვაბების ნაკრები ცალ-ცალკე, თითოეული დიეტისათვის. სამზარეულოს ჭურჭელი უჟანგავი ლითონის, თუჯის (ტაფები), ალუმინის, რკინისა უნდა იყოს. სასმელი წყლის ბაკები და სათლები, ფხვიერი პროდუქტების (ბურღულეული, ფქვილი) გადასატანი და შესანახი ჭურჭელი მოთუთიებული რკინისაგან უნდა იყოს დამზადებული. ქვაბები უნდა იყოს მარკირებული, ჰქონდეს სპეციალური აღნიშვნები მომზადებული საკვების მოცულობის გასაკონტროლებლად. იზოლატორის ავადმყოფებისათვის საკვების დასამზადებელი ჭურჭელი განსაკუთრებულ ნიშანდებას ექვემდებარება. სამზარეულოს მთელი ჭურჭელი უნდა ინახებოდეს სპეციალურ თაროებსა და სტელაჟებზე, წვრილი ინვენტარი – კარადებში.

ზ) სამზარეულო, კვების ორგანიზებისათვის, საკმარისი რაოდენობის სადილისა და საუზმის, ფაიფურის ანქაშანურის ჭურჭლით, უჟანგავი ფოლადისაგან დამზადე-ბული კოვზებითა და დანა-ჩანგლით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.

თ) კატეგორიულად იკრძალება დაზიანებული ჭურჭლის გამოყენება, (ჩამოტეხილი ნაპირებითა და ბზარებით), აგრეთვე პლასტმასის ან ალუმინისაგან დამზადებული კოვზებისა და დანა-ჩანგლის გამოყენება.

19.     ჭურჭლის გასარეცხად უნდა დამონტაჟდეს 2-ბუდიანი სარეცხი აბაზანები. აბაზანის კანალიზაციასთან შეერთების ადგილას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ჰაერგამყოფი ფენა.

ა) ჭურჭელი აუცილებლად უნდა გაირეცხოს ცხელ წყალში (450-500C) დაშვებული სარეცხი საშუალებებით. შემდეგ ის უნდა გაივლოს არანაკლებ 650C–იან ცხელ წყალში და გაშრეს ცხაურის თაროებზე. ლითონის ინვენტარი გარეცხვის შემდეგ ჰაერღუმელში უნდა გახურდეს (გავარვარდეს).

ბ) ხის წვრილმანი ინვენტარი – საჭრელი დაფები, ნიჩბები, ამრევები და სხვა, ცხელი (500C) წყლითა და ნებადართული სარეცხი საშუალებებით გარეცხვის შემდეგ, უნდა გაივლოს, არანაკლებ 650C-იან ცხელ წყალში და შემდეგ გაშრეს ცხაურიან ლითონის სტელაჟებზე.

20.     სადილის ჭურჭლის გასარეცხად უნდა მოიწყოს მექანიკური სარეცხი მანქანები. ჭურჭლის ხელით რეცხვისათვის – სარეცხი აბაზანები. სადილის ჭურჭლის გასარეცხად უნდა დამონტაჟდეს სამბუდიანი აბაზანები; მე-3 ბუდეში სპეციალური ცხაურითა და დრეკადი შხაპსაცმი მილით გარეცხილი ჭურჭლის გასავლებად.

ა) კოვზები, ჩანგლები აუცილებლად უნდა გაირეცხოს ნებადართული სარეცხი საშუალებებით, შემდეგ უნდა გაივლოს (არანაკლებ 650C-იან) ცხელ გამდინარე წყალში. აუცილებელია, გარეცხილი ხელსაწყოების გავარვარება ორთქლის ჰაერღუმელში, 2-3 წუთის განმავლობაში.

ბ) ჩაის ჭურჭელი აუცილებლად უნდა გაირეცხოს ცალკე ორბუდიან ნიჟარაში ცხელი 50-600C-იანი წყლით, ნებადართული სარეცხი საშუალებებით და შემდეგ უნდა გაივლოს გამდინარე წყალში.

21.     საწარმოო საამქროებში, ნარჩენების შესაგროვებლად, გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური, პედლიანი ურნები ან სახურავიანი ლითონის სათლები, რომლებიც სამუშაოს დამთავრების შემდეგ უნდა გაიწმინდოს და საგულდაგულოდ გაირეცხოს 2%-იანი კალცინირებული სოდის ხსნარით, შემდეგ გაივლოს ცხელ წყალში და გაშრეს.

22.     სანატორიუმში, კვების ორგანიზებასა და ხარისხზე პასუხისმგებელია მთავარი ექიმი, დიეტდა, ექიმი-დიეტოლოგი (თუ არის დამტკიცებული ასეთი თანამდებობა) ან კვებაზე პასუხისმგებელი ექიმი, რომელიც ინიშნება სანატორიუმის მთავარი ექიმის მიერ.

ა) ექიმი დიეტოლოგი ან სანატორიუმში კვებაზე პასუხისმგებელი ექიმი, ან დიეტდა მოვალენი არიან:

ა.ა)  უზრუნველყონ რაციონალური, ბალანსირებული დიეტური კვება;

ა.ბ) მთავარ მზარეულთან ერთად შეადგინონ პერსპექტიული და ყოველდღიური მენიუ;

ა.გ) ჩაატარონ საკვებისა და უმი პროდუქტების შემოწმება, აწარმოონ შესაბამისი ჟურნალი. მზა საკვების გაცემა ხდება მხოლოდ სინჯის აღებისა და წუნდების ჟურნალში ჩაწერის შემდეგ სადაც აუცილებელია აღინიშნოს არა მთელი რაციონის, არამედ თითოეული კერძის საგემოვნო თვისებები, მიეთითოს დასარიგებელი კერძების წონისა და მოცულობის შესაბამისობა, მენიუ-განრიგში მოყვანილ რაოდენობასთან; დამზადებული კერძის შესამოწმებლად აუცილებელია აიწონოს არანაკლებ 10 პორციისა. უმი პროდუქტების წუნდების ჟურნალში, აუცილებელია, მიეთითოს პროდუქტების მოტანის თარიღი და რეალიზაციის საბოლოო ვადა.

ა.დ) აკონტროლონ, დღე-ღამური სინჯის შერჩევისა და შენახვის სისწორე;

ა.ე) აწარმოონ კვების ბლოკის მუშაობის, მისი სანიტარიული მდგომარეობისა და აღჭურვილობის, საკვების ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობების, პროდუქტის რეალიზაციის ვადებზე, კერძების ვიტამინებით გამდიდრების, კვების ბლოკის თანამშრომლების მიერ სამედიცინო შემოწმების დროულად გავლის მუდმივი კონტროლი.

ა.ვ) აკონტროლონ მშობლებისაგან ამანათით მოტანილი პროდუქტები.

ა.ზ) 10 დღეში ერთხელ უნდა ჩაატარონ თითოეულ ბავშვზე გაანგარიშებული პროდუქტების ნორმისა და დღე-ღამური რაციონის ქიმიური შედგენილობისა და კალორიულობის გაანგარიშება (დაგროვილი საბუღალტრო უწყისების მიხედვით ყოველი 10 დღისათვის).

 

IX. სანატორიუმებში ბავშვთა დღის რეჟიმის ორგანიზება

1.  დღის რეჟიმი სანატორიუმის სამკურნალო-გამაჯანსაღებელ მუშაობაში მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს; იგი განსხვავებული უნდა იყოს სხვადასხვა ასაკის ბავშვთა ჯგუფების, დაავადების ფორმისა და წლის სეზონის მიხედვით.

ა) სანატორიუმში ორგანიზებული უნდა იყოს რეჟიმის 3 ტიპი: დამზოგველი, მატონიზებელი (დამზოგველ-საწვრთნელი) და საწვრთნელი (საერთო).

ბ) დამზოგველ რეჟიმს დროებით უნიშნავენ ყველა ბავშვს, სანატორიუმის პირობებთან ადაპტაციისათვის პირველი 5-7-10 დღე (ბავშვის ჯანმრთელობისა და ასაკის მიხედვით) ინტერკურენტული დაავადებისას ან გამწვავებისას. ის ითვალისწინებს მოძრაობის აქტიურობის შეზღუდვას, კლიმატურ მკურნალობას დამზოგველი მეთოდით, წყნარ თამაშებს, სწავლის დატვირთვის შეზღუდვას, ინფექციური კერების სანაციას, აუცილებელი გამოკვლევების ჩატარებას დიაგნოზის დასაზუსტებლად.

გ) ადაპტაციის პერიოდის სასურველად წარმართვისას ბავშვი გადაყავთ მატონიზებელ რეჟიმზე, რომელიც ითვალისწინებს კლიმატურ პროცედურებს, ფიზიკური დატვირთვას, ბალნეოთერაპიას ტალახით მკურნალობას, ფიზიოთერაპიასა და სხვა მეთოდებს, რომლის ინტენსივობას თანდათანობით ზრდიან ოპტიმალური ასაკობრივი დოზირებით.

დ) ორგანიზმის აქტივობის აღდგენის ხარისხის მიხედვით ნიშნავენ საწვრთნელ (საერთო) რეჟიმს.

2.  სანატორიუმში სასწავლო მეცადინეობებისა და სამკურნალო პროცედურების ძირითადი კომპლექსის ჩატარების დრო მოზარდი ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციების ბიოლოგიურ რიტმებს უნდა შეესაბამებოდეს. სასწავლო მეცადინეობები სანატორიუმის სკოლაში უნდა ჩატარდეს დილის საათებში, რადგანაც სკოლის ასაკის ბავშვების გონებრივი შესაძლებლობები ყველაზე მაღალია 10-12 საათისათვის. სამკურნალო პროცედურების ძირითადი კომპლექსი სანატორიუმში უნდა ჩატარდეს სასწავლო მეცადინეობების შემდეგ, როდესაც მატულობს ვეგეტატიური ფუნქციების აქტივობა.

ა) მოსწავლეთა იმ ნაწილისათვის, რომლებმაც ვერ მოასწრეს სამკურნალო პროცედურების სრული კომპლექსის ჩატარება დღის პირველ ნახევარში, უნდა გამოიყოს დამატებითი დრო დღის ძილის შემდეგ. ასეთი ბავშვების კონტიგენტი სანატორიუმში მკურნალობის პერიოდის განმავლობაში მუდმივი არ უნდა იყოს.

3.  დღის რეჟიმის შედგენისას სანიმუშოდ უნდა ავიღოთ სანატორიუმში მოსწავლეთათვის განრიგზე ზაფხულის პერიოდში (დანართი 9), სასწავლო წლის პერიოდზე (დანართი 10), რომელიც შედგენილია სანატორიუმის ზოგადსაგანმანათლებლო არასრული საშუალო სკოლის ტიპური სასწავლო გეგმის გათვალისწინებით (დანართი 11).

ა) სანატორიუმში მკურნალობის დროს ბავშვების სასწავლო დატვირთვა უნდა იყოს 4 გაკვეთილი დღეში, თითოეული გაკვეთილი 35 წუთის ხანგრძლივობით.

ბ) სანატორიუმის სკოლის სასწავლო მუშაობის ძირითადი ფორმა არის გაკვეთილი. შესვენების ხანგრძლივობა გაკვეთილებს შორის უნდა შეადგენდეს 10 წუთს. მეორე გაკვეთილის შემდეგ საჭიროა მოეწყოს დიდი 35 წუთიანი შესვენება, რომლის დროსაც ბავშვებს ჰაერზე გაიყვანენ. დიდი შესვენების ორგანიზებამ პირობები უნდა შეუქმნას მოსწავლეთა ნებისმიერ ფიზიკურ აქტივობას გაკვეთილებს შორის.

გ) დიდი შესვენების დროს მიზანშეწონილია ჩატარდეს ფიზკულტურის გაკვეთილები, მორიგეობით თითოეული კლასისათვის.

4.  კულტურულ-მასობრივ წრეებში მუშაობა ბავშვის სანატორიუმში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში თანაბრად უნდა განაწილდეს და მთელი დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 1,5 საათს.

ა) ზაფხულის პერიოდში ყველა აღმზრდელობითი, კულტურულ-მასობრივი და ფიზკულტურულ-სპორტული მუშაობა ბავშვებთან ჰაერზე უნდა ჩატარდეს.

 

X. სანატორიუმის პერსონალის ძირითადი მოვალეობები და მუშაობის ორგანიზების პრინციპები

1.  სანატორიუმების სამედიცინო პერსონალის შტატები მტკიცდება მოქმედი ნორმატივების მიხედვით (ბრძ. №60 17.01.85წ. „ბავშვთა სანატორიუმების (გარდა ტუბერკულიოზისა) სამედიცინო პედაგოგიური პერსონალისა და სამზარეულოს მუშაკების ნორმატიული შტატების შესახებ“).

2.  სანატორიუმის სამედიცინო პერსონალი ვალდებულია:

ა) ჩაატაროს სანატორიუმში შემოსული ყველა ბავშვის სამედიცინო დათვალიერება, განსაზღვროს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სანატორიუმისა და კურორტის პირობებში მკურნალობის ჩვენებით, მწვავე, ინფექციური დაავადებების პროდრომულ პერიოდში, კანის, თვალებისა და თავის თმიანი ნაწილის გადამდები და პარაზიტული დაავადებების გამოვლენის მიზნით ჩაატაროს ყოველდღიური დათვალიერება. ინტერკურენტული დაავადებით დასნეულებული ავადმყოფების, ძირითადი ან თანდართული დაავადებების გამწვავებისას, ბავშვის მხრიდან ჩივილების ან ტემპერატურის დროს ავადმყოფ ბავშვს აღმოუჩინოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, სამკურნალო ფიზიკური ფაქტორების ფართოდ გამოყენებით.

ბ) სამედიცინო პერსონალმა უნდა განახორციელოს ასევე ჩატარებული კომპლექსური მკურნალობის პროცედურების, ავადმყოფი ბავშვების რეაქციების, მათ მიერ სანატორიუმის რეჟიმისა და დღის განრიგის ყველა ელემენტის დაცვის კონტროლი.

გ) გაატარონ, სანატორიუმში ინფექციური დაავადებების გავრცელების, უბედური შემთხვევებისა და ბავშვთა ტრავმატიზმის წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებები, ბავშვის ინფექციურ დაავადებაზე ნებისმიერი ეჭვის მიტანის შემთხვევაში, იგი აუცილებლად უნდა მოთავსდეს ბოქსში, სადაც იმყოფება ჰოსპიტალიზაციამდე.

დ) კატეგორიულად იკრძალება ინფექციური დაავადებებით დასნეულებული ბავშვების მკურნალობა იზოლატორში. ავადმყოფი თანამშრომლები, და ასევე ავადმყოფობაზე ეჭვმიტანილნი, სამუშაოზე არ დაიშვებიან.

ე) ინფექციური დაავადების დიაგნოზის დამტკიცებისას ჩატარებულ უნდა იქნეს ღონისძიებანი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოქმედი ბრძანებებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

ვ) კვების ბლოკის ყველა თანამშრომელი უნდა გამოიკვლიონ ჩირქოვანი დაავადების არსებობაზე, გამოკითხოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევების შესახებ და შედეგები შეტანილ იქნას სპეციალურ ჟურნალში (გვარების მიხედვით).

ზ)სანატორიუმის მუშაობის პრაქტიკაში დროულად უნდა დაინერგოს ავადმყოფი ბავშვების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და საშუალებები. გამიზნული თანამიმდევრობა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებსა (საავადმყოფოებთან, პოლიკლინიკებთან, დისპანსერებთან და ა.შ.) და სანატორიუმის საქმიანობას შორის.

თ) ჩაატარონ სანიტარიულ-საგანმანათლებლო მუშაობა პედაგოგიურ და ტექნიკურ პერსონალსა და კვების ბლოკის თანამშრომლებს შორის; სანატორიუმის მთელი სამედიცინო დოკუმენტაცია სწორად გააფორმონ.

ი) სანატორიუმის მთელი პერსონალი მოვალეა, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მითითებით გაიაროს სამედიცინო დათვალიერება და გამოკვლევა, აუცილებელი პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების შესახებ მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად.

კ) სანატორიუმის თანამშრომელთა პირადი სამედიცინო წიგნაკები უნდა ინახებოდეს დაწესებულების მთავარ ექიმთან; კვების ბლოკის თანამშრომლებისა კი დიეტდასთან ან დიეტექიმთან.

3.  ბავშვების მომსახურეობასა და კვებასთან დაკავშირებული სანატორიუმის ყველა თანამშრომელი ვალდებულია გაიაროს ჰიგიენური მომზადების კურსი (2 წელიწადში ერთხელ, ხოლო დაწესებულების პერსონალის 2/3-ის შეცვლისას კი – ვადაზე ადრე), ჩააბაროს გამოცდა და მუშაობის დროს მკაცრად დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები; კვების ბლოკის თანამშრომლებმა უნდა დაიცვა სანიტარული მოთხოვნები საკვების მომზადების ტექნოლოგიისადმი.

ა) კვების ბლოკის ყველა თანამშრომელი ვალდებულია ყურადღება მიაქციოს სანიტარული ტანსაცმლის დროულ გამოცვლას გაჭუჭყიანების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ 2 დღეში ერთხელ.

ბ) კვების ბლოკში აუცილებლად უნდა იყოს აფთიაქი მედიკამენტების ნაკრებით პირველადი დახმარების აღმოსაჩენად.

 

XI. პასუხისმგებლობა და კონტროლი სანიტარიული წესების შესრულებაზე

1.  პასუხისმგებლობა წინამდებარე სანიტარიული ნორმებისა და წესების შესრულებაზე ეკისრება მთავარ ექიმს.

2.  სანიტარული ნორმებისა და წესების შესრულებაზე ყოველდღიური კონტროლი ეკისრებათ სანატორიუმის სამედიცინო მუშაკებს პერიოდული კი – სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურებს და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს.

 

XII. სამკურნალო პლაჟების მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესები

(ამონაწერი სანწდან-დან 4060-85)

დანართი I

1. სამკურნალო პლაჟის ნაკვეთის ამორჩევისას აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი მაჩვენებლები:

ა) სანიტარული პირობები;

ბ) შეძენილი სანაპიროსა და ფსკერის წყალმარჩხ ზონაში გრუნტების მექანიკური და მინერალური შედგენილობა;

გ) მზის ექსპოზიცია, ქართა მარაო და პლაჟის დაცვის შესაძლებელობა ხშირი და ძლიერი ქარებისაგან;

დ) პლაჟის მდგრადობა ტალღების მოქმედებისადმი დროში;

ე) მეწყერებისა და ჩამონგრევისადმი ადგილის უშიშროება.

2. აკრძალულია სამკურნალო პლაჟების მოწყობა სამეურნეო-სასმელი წყალმომარაგების წყაროების სანიტარული დაცვის ზონის პირველი სარტყლის საზღვრებში.

3. სამკურნალო პლაჟები და მიმდებარე სანაპირო ზოლი (წყლის დონიდან 100მ-მდე), მიეკუთვნება კურორტის სანიტარიული დაცვის პირველ ზონას და მათზე იკრძალება ისეთი ობიექტების მშენებლობა, რომელიც პლაჟების ექსპლუატაციასთან და ავადმყოფების მომსახურეობასთან არ არის დაკავშირებული (საზ. კვების, ვაჭრობის, საყოფაცხოვრებო მომსახურეობის საწარმოები და სხვ.).

4. სამკურნალო პლაჟებისათვის წყლის ობიექტის ამორჩევისას აუცილებელია გავითვალისწინოთ:

ა) ჰიდროლოგიური რეჟიმი (მორევის არ არსებობა, დინების სიჩქარე არაუმეტეს 0,5მ/წმ-ისა, წყლის დონის მკვეთრი ცვლილება), ფსკერისა და გრუნტის რელიეფი (ორმოების, წვეტიანი ნივთების, კონსტრუქციების და ა.შ. არ არსებობა).

5. სამკურნალო პლაჟის მოწყობისას უნდა გამოვიდეთ ერთი ადგილისათვის საჭირო მინიმალური დასაშვები ნორმიდან: საბავშვო პლაჟებისათვის 5მ2-ს. ამასთან თუ სანაპირო ზოლის სიგანე 25მ და მეტია, არა უმცირესს 0,2მ-ისა.

ა) წყლის ზედაპირის ფართობი ზღვაზე და მდინარეზე არ უნდა იყოს 5მ2- ნაკლები; მტკნარწყლიან, გაუვალ და ნაკლებად გაუვალ წყალსატევში (ტბები, წყალსატევები) არანაკლებ 10მ2-სა.

6. სამკურნალო პლაჟები უნდა განლაგდეს საძინებელი კორპუსებიდან ფეხით სიარულის შესაძლებლობის ზონაში (1,2 მ-მდე), ჰქონდეს მოსახერხებელი მისასვლელი გზები, მისადგომები და დაღმართები (ბილიკები, კიბეები, ლიფტები, ფუნიკულიორები და ა.შ.).

7. სამკურნალო პლაჟის ორგანიზებამ და ზონებად დაყოფამ უნდა უზრუნველყოს ბუნებრივი ფაქტორების სამკურნალო მიზნით გამოყენების ოპტიმალური პირობები. მოქმედი სამედიცინო მეთოდების შესაბამისად სამკურნალო პროცესის ორგანიზებისათვის, კლიმატური პროცედურების ჩატარებისათვის, პლაჟზე ავადმყოფთა მომსახურეობისათვის განსაზღვრული რეჟიმის შესაქმნელად გამოიყოფა ფუნქციონალური ზონები:

ა) სამკურნალო;

ბ) სამომსახურო.

პლაჟის სამკურნალო ზონაში გათვალისწინებული უნდა იქნეს: სოლარიუმები, აერარიუმები, მოედნები სამკურნალო ფიზკულტურისათვის და ცურვის შესასწავლად; აღნიშნულ საზღვრებში ცურვისათვის გამოყოფილი აკვატორიის ნაწილი.

8. პლაჟის სამკურნალო ზონა ბავშვთა სანატორიუმებში, მოზრდილთა სანატორიუმებში იყოფა იზოლირებულსაძინებელი სექციების რაოდენობის მიხედვით. საბავშვო პლაჟების თითოეულ სექტორში ეწყობა აერარიუმები, რომლებშიც იქმნება 3 კლიმატური თერაპიის უბანი: მკვრივი ჩრდილის, გაფანტული და აქტიური მზის რადიაციისა. ბავშვთა პლაჟების სამკურნალო ზონის შემადგენლობაში აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მოედნები სამკურნალო ფიზკულტურის ჩასატარებლად.

10. ცურვისათვის გამოყოფილი აკვატორიის მაქსიმალური სიღრმე ბავშვებისათვის უნდა იყოს 1,5მ; მანძილი ლივლივიდან წყლის კიდემდე არ უნდა აღემატებოდეს 30მ-ს.

ა) ბავშვთა პლაჟების საცურაო ზონის ფსკერი უნდა იყოს დამრეცი (ტგ( არა უმეტეს 0,020-ისა) ქვიშის ან ხრეშისა.

11. მომსახურების ზონა სამკურნალო ზონის გაგრძელებაა. ზონის შემადგენლობაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს პლაჟის პავილიონი მომსახურებით, რომელიც პლაჟის მუშაობას უზრუნველყოფს.

ა) ბავშვთა პლაჟების პავილიონებს უნდა ჰქონდეს შემდეგი სათავსების ნაკრები: სამედიცინო პუნქტი რადიოკვანძით;

ბ) დოზიმეტრული პუნქტი;

გ) მაშველთა ოთახი;

დ) პერსონალის ოთახი;

ე) საშხაპეები მტკნარი წყლით;

ვ) სანკვანძები;

ზ) ტექნიკური სათავსები.

თ) მომსახურეობის ზონებში, გარდა პლაჟების პავილიონისა, განლაგებული უნდა იყოს კაბინები ტანსაცმლის გამოსაცვლელად, წყლის ფანტანები, ფეხების დასაბანი ნიჟარები და სხვ.

12. ფეხიანი საწოლები და სხვა აღჭურვილობა, რომელიც პლაჟზე გამოიყენება, უნდა დამზადდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მასალისაგან; ხოლო მათი ზომები უნდა შეესაბამებოდეს „მასიური მშენებლობის საზოგადოებრივი შენობების ავეჯისა და აღჭურვილობის ერთიან ნომენკლატურას“, მოსკოვი, 1982წ.

13. ბავშვთა პლაჟების შენობების აღჭურვილობა უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვთა უსაფრთხოებას.

14. პლაჟის ტერიტორია უნდა იყოს კეთილმოწყობილი და გამწვანებული (ტერიტორიის არანაკლებ 20%-ის), ჰქონდეს სავალი ბილიკების სისტემა, რომელიც მოხერხებულად აკავშირებს შენობებს, სექტორებსა და მოედნებს.

15. კურორტის (სანატორიუმის) ადმინისტრაციამ, რომლის განკარგულებაშია სამკურნალო პლაჟი, სეზონის წინ უნდა მიიღოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დასკვნა სანაპირო ტერიტორიისა და წყლის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედობის შესახებ და უფლება მათ გამოსაყენებლად სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიზნებისათვის.

 

XII. ენერგიის, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მოხმარების რეკომენდებული სიდიდეები ბავშვებისა და მოზარდებისათვის

დანართი 2

XIII. ვიტამინების მოხმარების რეკომენდებული სიდიდეები (დღეში) ბავშვებისა და მოზარდებისათვის

დანართი 3

XIV. საკვები პროდუქტების ნორმები არატუბერკულოზური პროფილის ბავშვთა სანატორიუმებისათვის

 

(ერთ ბავშვზე გრამებში დღეში)

დანართი 4

 

 

 

 

 

 

XV. სამკურნალო დიეტები, რეკომენდებული ბავშვთა სხვადასხვა დაავადებების დროს

 

დანართი 5

XVI. განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვისა და რეალიზაციის ვადები

დანართი 6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

XVII. ზაფხულის პერიოდში მოსწავლეთა დღის სანიმუშო განრიგი სანატორიუმებში

დანართი 7

XVIII. სწავლის პერიოდში მოსწავლეთა დღის სანიმუშო განრიგი სანატორიუმებში

დანართი 8

ბიბლიოგრაფია

Санитарно-гигиенические правила и нормы «Устроиство, содержание. и организация режима детских санаториев» СанПиН №42-125-4437-87.

 


27/08/2001
პირველადი სახე