საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ევროპის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების ფორუმში (EFOG).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 1 მაისის №234/№230 ერთობლივ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, 2019 წლის 23 ივლისიდან დაინტერესებულ პირს იუსტიციის სახლში შეუძლია აიღოს ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ.
2019 წლის 4 ივლისიდან ამოქმედდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ცვლილება, რომლის მიხედვითაც უბილეთო მგზავრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
2019 წლის 2 ივლისიდან ძალაში შევიდა ახალი ორგანული კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება უცხოელ ფიზიკურ პირს წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მან ეს მიწა მემკვიდრეობით მიიღო.
2019 წლის 31 მაისიდან თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლი ან/და იმპორტიორი ვალდებულია თამბაქოს ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსის“ 1557 მუხლის მიხედვით.
2019 წლის 3 ივნისიდან ძალაში შედის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, რომლის 121-ე მუხლი განსაზღვრავს მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ პირებს.
2019 წლის 1 აპრილიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2019 წლის 1 აპრილიდან საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია - საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №472
2019 წლის 1 მარტიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილება - „ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ეტიკეტზე სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის განთავსებას, მათ შორის ინგრედიენტების ჩამონათვალს, რომლებიც იწვევენ ალერგიას ან მომეტებულ მგრძნობელობას.
Illegal access