კახეთის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე
საინფორმაციო ბარათი ბეჭდვა ფაილის გადმოწერა
დოკუმენტის ნომერი 1366
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/09/2013
დოკუმენტის სახე საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016033

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1366

2013 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

კახეთის რეგიონის განვითარების 2014 � 2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე

�საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონის მე-5 მუხლის �ს� ქვეპუნქტისა და ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 14 ნოემბრის დაფინანსების ხელშეკრულების (�საქართველოს რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა�) მე-2 დანართის (ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები) შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული �კახეთის რეგიონის განვითარების 2014 � 2021 წლების სტრატეგია�.

პრემიერ-მინისტრი����������������������������������� ბ. ივანიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია

201 4 -2021

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


I. ზოგადი ნაწილი

 

კახეთი საქართველოს აღმოსავლეთ საზღვრისპირა რეგიონია . მას ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება , აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან  კიაზერბაიჯანის რესპუბლიკა . კახეთის ფართობი 11,310 ათასი კმ 2-ია , რაც საქართველოს ტერიტორიის 17,5%-ია . საქსტატის 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით , კახეთში 405 ათასი მოსახლეა , რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 9%-ია . ამ მაჩვენებლით კახეთი მეოთხე ადგილზეა იმერეთის , ქვემო ქართლისა და სამეგრელო -ზემო სვანეთის შემდეგ . რეგიონში 9 ქალაქი და 276 სოფელია , ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი . კახეთში სულ 8 ადმინისტრაციული ერთეულია . რეგიონი მკვეთრად აგრარული მონო -ეკონომიკით და ურბანიზაციის დაბალი დონით ხასიათდება .

კახეთის მოსახლეობის 80% სოფლად ცხოვრობს . რეგიონის სოფლები მოსახლეობის რიცხოვნობითა და განსახლების სიმჭიდროვით გამოირჩევა . მოსახლეობის საშუალო რიცხოვნობა 1200 კაცია , რაც 2-ჯერ აღემატება საქართველოს სოფლის საშუალო ზომას . ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგიონში ბუნებრივი კლება და, შესაბამისად , მოსახლეობის დაბერება შეინიშნება , გაზრდილია ახალგაზრდების მიგრაცია. 20-დან 39 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა რეგიონის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 17%- შეადგენს . შიდა და გარე მიგრაციის შედეგად რეგიონის მოსახლეობა 2002 წელთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა , ხოლო 1989 წელთან შედარებით კი � 7.9%-ით .

კახეთის ადგილმდებარეობა , კერძოდ , თბილისთან სიახლოვე და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საერთო საზღვარი , განაპირობებს ამ რეგიონის სატრანსპორტო არტერიის როლს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კარგ საფუძველს ქმნის . ტურისტების ნაკადის ზრდის შემთხვევაში , მომავალში შეიძლება აქტუალური გახდეს თელავის აეროპორტის (ამჟამად 1 ასაფრენი ბილიკია ) ამოქმედება .

საქართველოს ტყეების ფართობის 11�12% კახეთის რეგიონშია . კახეთის ტერიტორიის 30% ტყით არის დაფარული და ამ მხრივ მესამე ადგილზეა საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით . რეგიონის ტყეების 98% მთის ტყეების კატეგორიას მიეკუთვნება , რომელთაც უდიდესი ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს .

 

 

 

 


II. რეგიონის სოციალური განვითარება

 

დასაქმება და შემოსავლები

 

კახეთში მოსახლეობის ბუნებრივი კლება ფიქსირდ ება . ბუნებრივი კლება იყო როგორც სოფლად , ისე ქალაქად . საქართველოს 6 რეგიონში სოფლად სიკვდილიანობის მაჩვენებელი აღემატებოდა შობადობას , ხოლო ქალაქად ბუნებრივი კლება სამ რეგიონში იყო : კახეთში , სამეგრელო -ზემო სვანეთსა და რაჭა -ლეჩხუმში .

 

წყარო: საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებული დათვლები

 

ამ ფონზე შეინიშნება მოსახლეობის შიდა და გარე მიგრაცია . რეგიონულ ჭრილში მიგრაციის სტატისტიკა არ არსებობს , თუმცა სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრების დროს მიღებული ინფორმაციით , კახეთში მთელი რიგი სოფლები (ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ) მოსახლეობისგან დაცლილია . შრომისუნარიანი მოსახლეობის ნაწილი კი მასობრივად გადის საქართველოს სხვა ქალაქებსა და საზღვარგარეთ . კახეთში , ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში , გარე მიგრაციის ფემინიზაცია იკვეთება , რაც მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის დემოგრაფიულ მაჩვენებელზე . სამსახურის შოვნის უპერსპექტივობის გამო რეგიონს ახალგაზრდებიც ტოვებენ , შედეგად კი მოსახლეობის დაბერების ტენდენცია იკვეთება , განსაკუთრებით კი სოფლად . ახალგაზრდების მიგრაციის შეჩერება და შობადობის მატების ხელშეწყობა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევაა . დაბერების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ვერ განვითარდება ეკონომიკა , ვერ გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრების დონე და შესაბამისად , სახელმწიფოს მიერ გაწეული სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზრდება .

სტატისტიკის მონაცემების მიხედვით , კახეთში დასაქმების მხრივ მდგომარეობა საშუალოზე უკეთესია . დასაქმებისა და აქტივობის დონით კახეთის მაჩვენებელი აღემატება საქართველოს საშუალო მაჩვენებელს , ხოლო უმუშევრობის დონე კახეთში უფრო დაბალია , ვიდრე საშუალოდ საქართველოში . ეს ძირითადად სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა რაოდენობით არის განპირობებული .

 

2012

 

კახეთი

საქართველო , საშუალო მაჩვენებელი

დასაქმების დონე

67.1 %

56.8%

აქტივობის დონე

71.8 %

66.9 %

უმუშევრობის დონე

6.5 %

15.01 %

წყარო : საქსტატი

 

კახეთში მთლიანი მოსახლეობის 48%- (199 700 ადამიანი ) სამუშაო ძალას წარმოადგენს , აქედან უმუშევარია 13 100 (6.5%), ხოლო აქტიური მოსახლეობის ყველაზე დიდ წილს � 71%- (142 400 ადამიანი ) თვითდასაქმებულები წარმოადგენენ , რომელთა შემოსავალიც არასტაბილურია ძირითადად სეზონურობის გამო .

რეგიონის ეკონომიკის განვითარების მიზანია შექმნას ახალი სამუშაო ადგილები , დასაქმებული და თვითდასაქმებული მოსახლეობა მაქსიმალურად უზრუნველყოს უწყვეტი შემოსავლით და გაზარდოს რეგიონის კონკურენტუნარიანობა .

კახეთში ეკონომიკის განვითარება დამოკიდებულია არსებული ბუნებრივი რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე , ადამიანური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაზე . დასაქმების ზრდას თან უნდა ახლდეს საბავშვო ბაღებისა და სკოლების განვითარება , რომლის უწყვეტი და ხარისხიანი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ძალის (მშობლების ) შრომის ბაზარზე გასვლას . ეკონომიკის განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა , რადგან სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს . ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ნაწარმის კონკურენტუნარიანობა .

რეგიონის ეკონომიკის ზრდისთვის აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა იმ პრობლემების გადაჭრაში , რომელიც უკავშირდება რეგიონში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას , ადგილობრივი წარმოების პროტექციონიზმს , ინფრასტრუქტურისა და ფინანსური შუამავლობის განვითარებას და იმ საკითხებს , რომელიც მხოლოდ ერთი რეგიონის დონეზე ვერ გადაწყდება .

კახეთში მოსახლეობა ძირითადად დასაქმებულია სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში , როგორიც არის მშენებლობა , რეაბილიტაცია -რეკონსტრუქცია , გზების დაგება -შეკეთება , სანიაღვრე და სარწყავი სისტემების მოწყობა -გაწმენდა და . . სამუშაო ძალაზე მოთხოვნაც ამ მიმართულებით არის , რაც იმას ნიშნავს , რომ ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონისთვის .

კახეთში ხელფასების დონე საშუალოზე დაბალია , 2011 წლის მონაცემებით , კახეთში საშუალო ხელფასი 323 ლარს შეადგენდა , მაშინ როცა საქართველოში საშუალო მაჩვენებელი 623 ლარი იყო . ამავე დროს სახეზეა გენდერული უთანასწორობაერთი და იმავე სფეროში დასაქმებულ ქალთა და მამაკაცთა ხელფასები მკვეთრად განსხვავებულია მამაკაცთა სასარგებლოდ . ერთ შინამეურნეობაზე და მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლით კახეთი ბოლოდან მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ ქვემო ქართლი ჩამორჩება . ხარჯების მაჩვენებლითაც კახეთი ბოლოდან მეორე ადგილზეა . ეს, თავის მხრივ, დაბალ მოხმარებას ნიშნავს , რაც ეკონომიკის (ვაჭრობის ) განვითარების ბარიერია .

კახეთში შინამეურნეობის შემოსავლის წყაროს , დაქირავებული შრომის შედეგად მიღებულ შემოსავალთან ერთად , პენსიები (17%) და დახმარებები (16%) შეადგენს . ამასთან, იგივე წილი (16%) აქვს ფულის სესხების შედეგად ან დანაზოგების ხარჯვით მიღებულ შემოსავალს . ასევე მნიშვნელოვანი წილი აქვს არაფულად შემოსავლებს (15%), ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის წილი უფრო მწირია (14%). ეს კი ნიშნავს , რომ შინამეურნეობის შემოსავლებში პენსიები და დახმარებები , სესხები ან დანაზოგები , ასევე ნატურალური პროდუქტი უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ , ვიდრე დაქირავების შედეგად მიღებული ხელფასი .

სახელმწიფოს დანახარჯები კახეთის მოწყვლად მოსახლეობაზე საკმაოდ დიდია . 2012 წლის მონაცემებით , საპენსიო ასაკის მოსახლეობის რიცხვით კახეთი, იმერეთის შემდეგ , სამეგრელო -ზემო სვანეთთან ერთად მე -2 ადგილზე იყო . სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულთა წილით კახეთი პირველია რეგიონებს შორის , (თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა ). 57000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების რაოდენობით კახეთი მე -2 ადგილზეა იმერეთის შემდეგ . საარსებო შემწეობაზე გადარიცხული თანხის ოდენობა კახეთში ერთ -ერთი ყველაზე მაღალია იმერეთისა და შიდა ქართლის შემდეგ . ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად , არსებული მიზნობრივი სოციალური დახმარების მექანიზმიდან გამომდინარე , ბევრი ბავშვიანი ოჯახი ბენეფიციართა რიგებში ვერ ხვდება . შესაბამისად , სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა უფრო მეტია , ვიდრე ზრდასრულთა , თუმცა ეს პრობლემა მთელი საქართველოს მასშტაბით აქტუალურია [1] . რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების რაოდენობა კახეთში სხვა რეგიონებთან შედარებით დაბალია , ყველა რეგისტრირებულს ერიცხება შესაბამისი შემწეობა და დახმარება [2] .

 

ჯანდაცვა

 

ჯანდაცვის სექტორის გამართულ მუშაობაზე დიდად არის დამოკიდებული რეგიონში მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი . კახეთში , ისევე როგორც მთელ საქართველოში , 2013 წლის 1 აპრილიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა , რომლის მიზანიც საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების უფასო მიწოდებაა . კახეთში 122 სოფლის ამბულატორია მოქმედებს . 2011 წლისთვის მოსახლეობის ერთ სულზე მიმართვების რაოდენობით კახეთი საქართველოს რეგიონებს შორის 1.3%-ით მეოთხე ადგილზეა და ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 6 წლის განმავლობაში . გაუმართავია პჯდ - ინფრასტრუქტურა , ამ დაწესებულებების დიდი ნაწილი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს , ხშირ შემთხვევაში კი , მომუშავე პერსონალის პირადი მცდელობის მიუხედავად , ჰიგიენური მდგომარეობა სრულიად არასახარბიელოა [3] .

კახეთში პჯდ სექტორში ყოველ 1000 კაცზე 1 ექიმი მოდის , რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია . ამავე დროს საშუალო მედპერსონალის ნაკლებობა შეინიშნება (ერთ ექიმზე 0.9 ექთანი მოდის )[4] . ნორმალურია ექიმთა სწავლების მაჩვენებელი : �ოჯახის ექიმადგადამზადდა პჯდ სექტორის 198 ექიმი და 209 ექთანი , რაც კახეთის მთელი მედ -პერსონალის 49%-ია . ყველა მუნიციპალიტეტში არის გარემონტებული და სათანადოდ აღჭურვილი სტაციონარი . საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით , კახეთში სტაციონარში 100,000 მოსახლეზე საწოლების უზრუნველყოფის მაჩვენებელი 95.4-ია [5] , რაც საქართველოს მასშტაბით მცხეთა -მთიანეთის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია [6] .

2011 წლის თებერვალ -ივნისში IOM-ისა და USAID-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად , კახეთში სტაციონა სექტორში სპეციალისტ -ექიმების ნაკლებობაა . ეს პრობლემა კომპლექსურ მიდგომას ითხოვს , რომლის მოგვარებაშიც ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად უმაღლესი სასწავლებლებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ . შესასწავლია სპეციალისტ -ექიმების სწავლის , დასაქმებისა და რეგიონში სამუშაოდ მოზიდვის შესაძლებლობა , ეს პრობლემა მხოლოდ თვითმმართველობის დონეზე ვერ გადაიჭრება .

საქსტატის მონაცემებით , 2012 წელს კახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარება 56 317[7] ადამიანს გაეწია , რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია (ჩამორჩება იმერეთს , ქვემო ქართლს , შიდა ქართლსა და აჭარას ), რაც ალბათ , პირველ რიგში , სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზრდისა და ეფექტური სახელმწიფო პროგრამის შედეგია .

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით , კახეთში აივ -ინფექციისა და ჰეპატიტის ახალმა შემთხვევებმა იკლო , ასევე ტუბერკულოზის მკურნალობის დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა , რაც ამ მიმართულებით არსებული სხვადასხვა საერთაშორისო და სახელმწიფო პროგრამების (ტუბერკულოზის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები ) ეფექტური მუშაობის შედეგია .

ჯანდაცვის სექტორში არსებული სხვა პრობლემებია : სტაციონარული სექტორის ექიმების დაბალი ანაზღაურება , ხელფასების დაგვიანება , მოსახლეობის თვითმკურნალობისა და თვითმედიკაციის მაღალი დონე , თუმცა ამ პრობლემების გადაჭრა ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული , რომელიც ადგილობრივ დონეზე ვერ დარეგულირდება .

აღსანიშნავია , რომ თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილება მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პროგრამის ხელშეწყობაა . 6 მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხი , ახმეტა , გურჯაანი , სიღნაღი , საგარეჯო , დედოფლისწყარო ) მონაცემებით , საზოგადოებრივი ჯანდაცვა ლიმიტირებული უფლებებისა და მცირე ბიუჯეტის გამო ეფექტურად ვერ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს . საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ბიუჯეტი ამ მუნიციპალიტეტებში ძალიან მწირია და 2009-2013 წლების მონაცემებით მთლიანი ბიუჯეტის 2%- არ აღემატება .

მიუხედავად იმისა , რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების უმეტესობა კონკრეტული დაავადებების შემცირებისკენაა მიმართული , რეგიონში გავრცელებულია ბრუცელოზი , ტუბერკულოზი (ახმეტის , ლაგოდეხის , სიღნაღის , გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში ), ცოფი (დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში ). ხშირია სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებები . მაღალია ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების დონე , განსაკუთრებით ახალგაზრდებში , ასევე პრობლემაა ჭარბი წონა .

2011 წლის მონაცემებით , ავთვისებიან სიმსივნეთა გავრცელების რაოდენობით კახეთი მესამე ადგილზეა შიდა ქართლისა და იმერეთის შემდეგ [8] . რეგიონის მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია ანემიის გავრცელების დონე [9] . ენდოკრინოლოგიური სისტემის , კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული დაავადებებით კახეთი , იმერეთისა და აჭარის შემდეგ , მესამე ადგილზეა . რეგიონში იოდის ნაკლებობის გამო მოსახლეობაში ხშირია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია .

 

განათლება

 

განათლება ადამიანთა შემდგომი ცხოვრების ხარისხს განაპირობებს , ვინაიდან მიღებული ცოდნა და განვითარებული საჭირო უნარ -ჩვევები დასაქმებისთვის აუცილებელი წინაპირობაა .

კახეთში განათლების სისტემის ყველა საფეხურია წარმოდგენილი . 2013 წლის მდგომარეობით , რეგიონში 206 ბაგა -ბაღი , 192 სკოლა (მათ შორის , ძირითადად საჯარო სკოლებია , თუმცა ასევე რამდენიმე კერძო სკოლაც არის ), 2 სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი და 1 სახელმწიფო უნივერსიტეტია . მოსახლეობის 18%- უმაღლესი განათლება აქვს მიღებული , ხოლო 32% კი პროფესიული განათლების მქონეა .

კახეთის რეგიონის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა და აღმზრდელთა თანაფარდობა საშუალოდ , სტანდარტის შესაბამისად , 12/1-ზეა და არათანაბრადაა გადანაწილებული მუნიციპალიტეტების მიხედვით (ყველაზე მაღალია გურჯაანში (21/1) და ყველაზე დაბალია სიღნაღში � 10.48/1). გარემონტებული და აღდგენილია ბაგა -ბაღების 40%, მაშინ როდესაც ბაღები მაღალი დატვირთვით მუშაობენ [10] .

2006-2012 წლებში კახეთის რეგიონის საშუალო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდება [11] : ზოგიერთ მუნიციპალიტეტში (მაგ ., გურჯაანი , ყვარელი , თელავი ) რაოდენობის მკვეთრი კლება შეინიშნება , თუმცა რიგ მუნიციპალიტეტებში (ახმეტა , დედოფლისწყარო , საგარეჯო , სიღნაღი ) შემცირება მხოლოდ ორი ასეულის ფარგლებში მერყეობს . მიუხედავად იმისა , რომ კახეთის საჯარო სკოლები ბრენდირების სისტემით 7-8-ვარსკვლავიან კატეგორიაშია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემების მიხედვით , სკოლების 28% ჯერ კიდევ რეაბილიტაციას საჭიროებს , სრულად განახლებულია სკოლების 18%, ხოლო ნახევრად რეაბილიტირებულია კახეთის სკოლების 53,51%. სკოლების ინფრასტრუქტურა ყველაზე უკეთ ყვარლის მუნიციპალიტეტშია მოწესრიგებული , ხოლო გურჯაანსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ამ მხრივ ყველაზე არასახარბიელო სიტუაციაა .

კახეთის რეგიონის 2 პროფესიული კოლეჯის ინფრასტრუქტურა და სასწავლო ბაზები დამაკმაყოფილებელია . თავად პროფესიული სასწავლებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით , 2006-2012 წლებში ორივე პროფესიულ კოლეჯში მოსწავლეთა რიცხვი მერყეობდა , თუმცა ზრდის ტენდენციით გამოირჩეოდა , რაც მოსახლეობაში პროფესიული განათლების პოპულარობის ზრდაზე მეტყველებს . სასწავლებლების მონაცემების თანახმად , კოლეჯების კურსდამთავრებულთა 40% პირველივე წელს პროფესიის შესაბამისად საქმდება . თუმცა , 2011 წლის თებერვალ -ივნისში IOM-ისა და USAID-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად , �კახეთში არ ისწავლება ისეთი მოთხოვნადი სპეციალობები , როგორიცაა მიმტანი , მცხობელი , შემდუღებელი , გამყიდველ -კონსულტანტი , სასოფლო -სამეურნეო ტექნიკის მექანიკოსი , მელიორატორი , ზოოტექნიკოსი (კურსი ისწავლება მხოლოდ თელავის პროფესიულ კოლეჯშიპრესტიჟი �) და სხვა [12] �. ამავე კვლევაში საუბარია უმაღლესი განათლების მქონე კადრების დასაქმების პრობლემაზე . კვლევის მიხედვით , კახეთში ყველაზე მოთხოვნადი და ამავე დროს დეფიციტურია შემდეგი პროფესიები : აგრონომი , უცხო ენის სპეციალისტი (თარჯიმანი ), პროექტის , საფინანსო და მარკეტინგის მენეჯერი , სხვადასხვა სპეციალისტი -ექიმი , ინჟინერ -მშენებელი (გზების , ხიდების , შენობების ), ინჟინერ -მექანიკოსი , სასტუმროს მენეჯერი , ფარმაცევტი , ფარმაკოლოგი , სხვადასხვა საგნის პედაგოგი , ენტომოლოგი (მცენარეთა დაცვის სპეციალისტი ) და ნიადაგმცოდნე [13] . აქვე უნდა აღინიშნოს , რომ სხვა ანალოგიური კვლევა , რომელიც კახეთში შრომის ბაზრის შეისწავლიდა არ არსებობს .

კახეთის რეგიონის ერთადერთ უმაღლეს სასწავლებელს აკადემიური სწავლების სამივე საფეხური აქვს : ბაკალავრიატი , მაგისტრატურა და დოქტორანტურა . თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს გააჩნია ოთხი კეთილმოწყობილი სასწავლო კორპუსი და გამართული მატერიალურ -ტექნიკური ბაზა . თუმცა , უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად , 2006-2011 წლებში , რეფორმის შემდეგ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა რაოდენობის კლების ტენდენციაა , მაქსიმალური მაჩვენებლით 2101 (2006-07 წლებში ) და მინიმალური მაჩვენებლით 1189 (2007-08 წლებში ). ამჟამად , უნივერსისტეტში სახელმწიფო დაფინანსებით 348 სტუდენტი სწავლობს , ანუ სტუდენტთა 21%, ხოლო დანარჩენი 79% კი თავად ფარავს სწავლის საფასურს .

კახეთში არაფორმალური განათლებისთვის საკმაოდ კარგი ბაზაა �91 ბიბლიოთეკა , 30 მუზეუმი და 46 კულტურის სახლი , ასევე არის სხვადასხვა სპორტული ბაზები , სამუსიკო თუ სამხატვრო სკოლები , ხელნაკეთობათა სახელოსნოები , თუმცა ამ ობიექტების უმეტესობა გაურემონტებელია .

კერძო ტრენინგ -ცენტრებსა და სასწავლო კურსებზე კახეთის მასშტაბით ზედმიწევნითი ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია . ცნობილია მხოლოდ ის , რომ ასეთი სასწავლო კურსები თელავში აქვს . . მრავალპროფილიანთარჯიმანთა ბიუროებს �, რომლებიც ზრდასრულ მოსახლეობას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა კურ ებს სთავაზობენ (მაგალითად , საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი შესაბამისი კომპიუტერული პროგრამებით , უცხო ენები , კომპიუტერული პროგრამები და . .). უმეტეს შემთხვევაში , გასაგებ მიზეზთა გამო , კერძო ტრენინგ -ცენტრები ნაკლებად კაპიტალტევად სპეციალობებს ირჩევენ , რათა ამან გავლენა არ იქონიოს სწავლების საფასურსა და მსმენელთა რაოდენობაზე . მათი სასწავლო პროგრამები შეზღუდულია და არ პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს , არადა პროფესიული მომზადების ეს რგოლი , როგორც წესი , მეტი მოქნილობითა და მობილურობით უნდა გამოირჩეოდეს და სწრაფად რეაგირებდეს შრომის ბაზრის საჭიროებებზე . შედარებით მაღალი ხარისხის კურსების პროვაიდერია შპსცოდნა �, რომლის ფილიალიც ასევე თელავშია .

ზოგადი , უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემა ცენტრალური მთავრობის უფლებამოსილებაა , რეგულირდება საქართველოს კანონით ზოგადი , უმაღლესი და პროფესიული განათლების შესახებ და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება . სკოლამდელი განათლებასაქართველოს თვითმმართველობის შესახებორგანული კანონის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდება .

 

 

III. რეგიონის ეკონომიკური განვითარება

ეკონომიკა ( სოფლის მეურნეობის გარდა )

 

წარმოება

 

კახეთის აგრარული პროფილიდან გამომდინარე , არასასოფლო -სამეურნეო ეკონომიკის წილი უმნიშვნელოა როგორც რეგიონში წარმოებული დამატებით ღირებულებაში , ისე ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში . რეგიონის მონოაგრარული სპეციალიზაციის შედეგად , ურბანიზაციის დონე კახეთში დაბალია , რაც იმაზე მეტყველებს , რომ უახლოეს მომავალში კახეთის ეკონომიკის ფოკუსის გადატანა ინდუსტრიაზე არ მოხდება . სოფლის მეურნეობის წილი რეგიონის დამატებით ღირებულებაში , 2011 წლის მდგომარეობით , 24%- შეადგენდა , მაშინ როდესაც მრეწველობის წილი მხოლოდ � 9% იყო , ვაჭრობის � 5%, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის � 1.2%, მშენებლობის კი � 1.7%. აღსანიშნავია , რომ ტურიზმის წილის შესახებ მონაცემები არ არსებობს , სხვადასხვა მომსახურების სფეროს წილი კი 2011 წელს მაღალი იყო და 20%- შეადგენდა . დანარჩენი დარგების ერთობლივმა წილმა 38% შეადგინა .

ბოლო წლებში მშენებლობის მასშტაბის ზრდამ რეგიონში ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე საშენი მასალების (აგური , კრამიტი , სამშენებლო ბლოკი და სხვა ) წარმოების განვითარებას შეუწყო ხელი . რეგიონში მოქმედებს სამთომომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოები : ფიქალ -მარმარილოს მოპოვება -გადამუშავება თელავის მუნიციპალიტეტებში , კირქვის მოპოვება -გადამუშავება კი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში . ამ კირქვით რუსთავის ცემენტის ქარხანა მარაგდება , თუმცა რიგი სიძნელეები ამ ქვედარგის განვითარებას აფერხებს . მათ შორის ის , რომ ფინანსური რესურსები ძვირია , ხოლო საფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი ძირითადად ვაჭრობაზე გაცემული სესხებისგან შედგება , რაც წარმოების სექტორში საკრედიტო რესურსების სიმცირეზე მიუთითებს . ასევე დაინტერესებულ პირებს საშუალება არა აქვთ , წარმოების ოპტიმიზაციასა და განვითარებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე მიიღონ რჩევები , როგორიც არის , მაგალითად , საკრედიტო და საგადასახადო საკითხები , ბიზნეს - გეგმები , საქონლის მარკეტინგი და . .

 

ტურიზმი

 

კახეთის ისტორიული ძეგლების ტერიტორიული კონცენტრაცია , სახელმოხვეჭილი მეღვინეობის კერები , ბუნებრივი რესურსები , კულტურულ -ისტორიული მემკვიდრეობა და გეოგრაფიული მდებარეობა რეგიონში ტურიზმის განვითარების უდიდეს პოტენციალს განაპირობებს , შესაბამისად , ტურიზმს დიდწილად შეუწყობს ხელს მომსახურების სფეროს განვითარება .

კახეთის რეგიონში აქტიურად ფუნქ იონირებს 30-მდე სხვადასხვა დონის სასტუმრო (მათ შორის ისეთი ძვირადღირებული , როგორცამბასადორი �, �ლოპოტა �, �ძველი თელავი �, �ყვარლის ტბა �), 100-ზე მეტი მცირე სასტუმრო და საოჯახო სახლი , 70-მდე კვების ობიექტი , რესტორანი , კაფე -ბარი , პიცერია და სხვა (მაგრამ საქართველოში მოქმედი ანალოგიური ობიექტების მხოლოდ 3.4%-ია ) და 15 ტურისტული კომპანია . რეგიონში ვიზიტორის (ტურისტის ) განთავსების ღირებულება 10-15 ლარიდან 350 ლარამდე მერყეობს .

მომსახურების დონე , სტანდარტები და საკადრო დეფიციტი პრობლემას წარმოადგენს თვით ძვირადღირებული სასტუმროებისთვისაც . აგრეთვე უნდა ითქვას , რომ სტატისტიკის სამსახურებს სასტუმროების მეპატრონეები არ აწვდიან ღამისთევების ზუსტ მაჩვენებელს , ამიტომ , რეგიონის სასტუმროების ვიზიტორების საერთო ციფრების დადგენა გართულებულია .

2013 წელს მოსალოდნელია თელავის მიმართულებით ტურისტული ნაკადის მნიშვნელოვანი გაძლიერება (სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ახალი თელავის მიმართ ინტერესი იზრდება ), თუმცა ტურისტები ძირითადად დაბალმხარჯველობით სეგმენტს წარმოადგენენ . შესაბამისად , მაღალმხარჯველობითი სეგმენტის ათვისება ამ რეგიონის გამოწვევად რჩება .

კახეთის ბუნებრივი მრავალფეროვნება რეკრეაციული ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას ქმნის ახმეტის , გურჯაანის , თელავის , საგარეჯოს , სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში . მნიშვნელოვანია სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება ახმეტის , დედოფლისწყაროს , ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში , ეკოტურიზმის განვითარება ახმეტის , დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში , ხოლო აგროტურიზმის განვითარება კი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში .

რეგიონის პოტენციალის გამოყენების შემთხვევაში რეალური გახდება ისეთი ტურისტული მომსახურების პროდუქტების განვითარება , რომლის საფუძველს კახური ღვინის წარმოების უნიკალური ტექნოლოგია და რეგიონის კულტურულ -ისტორიული მემკვიდრეობა წარმოადგენს . განსაცვიფრებელი პეიზაჟები და დაცული ტერიტორიები მთებში ლაშქრობების , საცხენოსნო ტურებისა და ველოტურების მოსაწყობად კარგ შესაძლებლობას ქმნის .

რეგიონში მრავლად არის წარმოდგენილი წინაქრისტიანული ძეგლები (მაგ ., გარეჯის უდაბნოში აღმოჩენილია კავკასიის უძველესი ქალაქების ნაშთები რეგულარული გეგმარებით , რომლებიც ჩვ . . აღ -მდე მე -14-მე -9 საუკუნეებით თარიღდება . გურჯაანსა (ახტალა ) და საგარეჯოში (უჯარმა )ბალნეოლოგიური კურორტებია , რომელთა პოტენციალი გამოსაკვლევია . აქვე აღსანიშნავია იშვიათი მიკროკლიმატის ადგილების კვლევის აუცილებლობა და ტურისტულ მიმართულებებად ჩამოყალიბება (მაგ :, მთა ცივი , კოდის მთა (მისი მიკროკლიმატი არ ჩამოუვარდება ბაკურიანისას ) , სოფ . მარიამჯვარი (საგარეჯო ) და . .).

ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია ახალი მარშრუტების შესწავლა და მთელი რიგი მარკეტინგული ღონისძიებების გატარება , რაც ამ სფეროში მომუშავე ადამიანების ერთობლივ ჩართულობას მოითხოვს . დარგისშემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ასევე , დარგის ინტერესების ლობირებისთვის მიზანშეწონილია რეგიონში ტურისტული პროფესიული ასოციაციის (ების ) შექმნა .

 

ინვესტიციები

 

კახეთში ინვესტიციების მოზიდვა საჭიროა იმ დარგებში , რომელსაც მოსახლეობის დასაქმებისა და ადგილობრივი ბაზრის ათვისების და საექსპორტო პოტენციალი გააჩნია , კერძოდ , აგროწარმოებასა და ტურიზმში . ინვესტიციები დარგების განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია , ვინაიდან დაფინანსებასთან ერთად მათ თან ახლავს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია . აგრომრეწველობის შემთხვევაში ინვესტიციები მიმართული უნდა იყოს წარმოებაში , ირიგაციის სისტემის რეაბილიტაციაში და ასევე ლოჯისტიკური ჯაჭვის აწყობაში , რომელიც მწარმოებელს , შუამავალ რგოლებსა და საბოლოო მომხმარებლებს დააკავშირებს . აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა რიგ საწარმოებში , მაგალითად , როგორიც არის სამშენებლო მასალების წარმოება , თუკი წინასწარი შესწავლა ამის მიზანშეწონილობას დაადასტურებს . ენერგომატარებლების ღირებულების შემცირებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით მიზანშეწონილია ინვესტირება ალტერნატიული ენერგიის წყაროებში .

 

სოფლის მეურნეობა

 

რეგიონის სასოფლო - სამეურნეო სავარგულები

 

ქვეყნის სასოფლო -სამეურნეო სავარგულების 38% კახეთის რეგიონშია . განსაკუთრებით დიდია სახნავი და სათიბ -საძოვარი სავარგულების მოცულობა , ამ კატეგორიის სავარგულების მიხედვით კახეთი პირველ ადგილზეა საქართველოში , რის გამოც იგი მემარცვლეობისა და მეცხოველეობის წამყვანი რეგიონია .

კახეთში არსებული სასოფლო -სამეურნეო სავარგულების სიდიდით გამორჩეულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი , მას მოსდევს ახმეტა , საგარეჯო და სიღნაღი . ქვემოთ მოყვანილ ცხრილში და გრაფიკზე მკაფიოდ ჩანს თითოეული მუნიციპალიტეტის სავარგულების მონაცემები და მათი განაწილება .დღემდე მიწის მესაკუთრეთა მხოლოდ 20-25%- აქვს დარეგისტრირებული სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში , დანარჩენ ნაწილს კი არ აქვს მიწის დასარეგისტრირებლად საჭირო თანხა . ფერმერებთან ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით დადგინდა , რომ მიწის მესაკუთრეთა მხოლოდ 2-4%- აქვს დარეგისტრირებული როგორც საკუთრება და ამ მიწაზე სტაბილურად აწარმოებს სხვადასხვა სასოფლო -სამეურნეო კულტურას . მესაკუთრეობის თაობაზე ხშირია დავები მოქალაქეთა შორის ან მოქალაქეთა და სახელმწიფოს შორის .

უნდა აღინიშნოს , რომ ფერმერები სათანადოდ არ უვლიან ნიადაგს , საკმარისად არ ამდიდრებენ მას მინერალური თუ ორგანული სასუქებით , მოუვლელობის გამო მიწები დაბინძურებულია სარეველა ბალახით . საძოვრებზე , ცხოველთა დიდი რაოდენობის ძოვების გამო , დაწყებულია გაუდაბნოების პროცესი , განსაკუთრებით საგარეჯოსა და დედოფლისწყაროში . სასოფლო -სამეურნეო მიწების მრავალ უბანზე მიმდინარეობს ნიადაგის წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზია .

კახეთის სასოფლო -სამეურნეო სავარგულებს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მდინარე ალაზანი , საქართველო -აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთზე . უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მდინარემ 100 ჰექტარზე მეტი სახნავი და საძოვარი მიწები ჩარეცხა და ამ ტიპის დანაკარგი ყოველწიურად მატულობს შედეგად , ადგილობრივი მოსახლეობა შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს კარგავს მეცხოველეობიდან და სასოფლო -სამეურნეო კულტურების წარმოებიდან . საშიში გახდა მიწისქვეშა მავნებლების (განსაკუთრებით კავკასიის მარმარა ღრაჭა ) გავრცელება კახეთის ნიადაგებში , რომელიც ახალშენ ვენახს აზიანებს . ამის გამო , ამ სფეროს განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა წარუმატებლად მთავრდება . მიუხედავად იმისა , რომ 2009-2011 წლებში სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მიერ კალიების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ჩატარდა , რეგიონში მაინც დარჩა გარკვეული უბნები , სადაც ეს სამუშაოები არ შესრულებულა .

სავარგულების ინვენტარიზაციითა და მესაკუთრეობის დადგენით მოიხსნება დავების პრობლემა , ფერმერებს გაუჩნდებათ ნიადაგის მოვლისა და გამდიდრების მოტივაცია , გრძელვადიან პერიოდში არსებული სავარგულების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა გაჩნდება .

 

მევენახეობის და მეღვინეობის სექტორი

 

კახეთი მევენახეობა -მეღვინეობის უძველესი და უნიკალური რეგიონია . აქ მდებარეობს მევენახეობის უნიკალური მიკროზონები , სადაც ტრადიციულად იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელებისა და სხვა მაღალხარისხოვანი ქართული ღვინოები .

დღეს საქართველოს ვენახების 65-70% კახეთშია კონცენტრირებული . ვენახის (33 582 ჰა ) ფართობის მიხედვით კახეთი პირველ ადგილზეა , მას იმერეთი და შიდა ქართლი მოსდევს .

კახეთში ვენახების მთლიანი ფართობი 33 582,5 ჰექტარს შეადგენს . ვენახების ფართობის სიდიდით გამოირჩევა გურჯაანი � 7618 ჰა , მეორე ადგილზეა ყვარელი � 6382 ჰა , მესამეზე კითელავი 6048 ჰა . ყველაზე მცირე ფართობები აქვს დედოფლისწყაროს 1498,5 ჰა და ახმეტას 1747 ჰა .

კახეთში დღეს არსებული ვენახების 50-60% საბჭოთა პერიოდშია გაშენებული , დანარჩენი ნაწილი კი � 1994-95 წლებიდან დღემდე . ვაზის ძველ ნარგაობებში დიდია მეჩხერიანობა , რის გამოც დაბალია საჰექტარო მოსავლიანობა და ყურძნის ხარისხი , რომელიც 2-2,5 ტონა /ჰა არ აღემატება , რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია . აღსანიშნავია , რომ საქართველოში დარეგისტრირებული ადგილწარმოშობის 18 დასახელების ღვინიდან 14 მხოლოდ კახეთში იწარმოება .

ქართული ღვინის ექსპორტი 2006 წლიდან 2009 წლამდე რუსეთის ემბარგოს მკვეთრად შემცირდა , ხოლო შედარებით სტაბილური ზრდა მხოლოდ 2010 და 2011 წლებშია .

ქართული ღვინო ექსპორტზე ძირითადად ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გადის . 2005-2012 წლებში ყველაზე მეტი გაიყიდა უკრაინაში , ყაზახეთსა და ბელორუსიაში , ყველაზე ნაკლები კიყირგიზეთში , თურქმენეთში , უზბეკეთსა და მოლდავეთში .

საქართველოდან ექსპორტზე გადის ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სასმელებიც , კერძოდ , ბრენდის /კონიაკი / და ჭაჭის არაყი . 2009-2012 წლებში ამ პროდუქციის ძირითადი ბაზარი 10 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა . აქ ქართულ ბრენდს და ჭაჭის არაყს სტაბილურად მზარდი ჯამური გაყიდვები აქვს , თუმცა გაყიდვების ზრდა მხოლოდ უკრაინაში , ბელორუსიასა და უზბეკეთშია , დანარჩენ ქვეყნებში კი ექსპორტს ფრაგმენტული , კლებადი და არასტაბილური ხასიათი აქვს .

ჩამოსასხმელი სახით ღვინომასალების ექსპორტში წამყვანი ადგილი ისევ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს უკავია . ამ კატეგორიის პროდუქციის ექსპორტის ყველაზე დიდი წილი უკრაინაზე , ბელორუსიაზე , აზერბაიჯანსა და სომხეთზე მოდის . 2009-2012 წლებში ექსპორტი ზრდადი და სტაბილურია . ჩამოსასხმელი ღვინო ექსპორტზე მცირე რაოდენობით გადის ტაჯიკეთში , ყირგიზეთსა და ლატვიაში . 2009 და 2010 წლებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა ჩამოსასხმელი ღვინო ექსპორტზე გავიდა მხოლოდ ჩინეთში , თუმცა 2011 წელს კი გაყიდვები შეწყდა .

ქართული ღვინის ექსპორტში ყველაზე მნიშვნელოვანი წილი ადგილწარმოშობის ( / ) დასახელების ღვინოებზე მოდის , რომლებიც განსაკუთრებული მევენახეობის სპეციფიკურ ზონებში იწარმოება და მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს . 2009-2012 წლებში / ღვინოების ექსპორტი მზარდია და 3 ,2 მლნ ბოთლიდან 6 მლნ ბოთლზე გაიზარდა . / ღვინოებს ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში სტაბილური წილი უკავიათ , რომელიც 27,4-29,5% შორის მერყეობს , ხოლო / ღვინოების მთლიან ექსპორტში კახეთში წარმოებულ / ღვინოებს 79-82% უკავიათ . კახეთში მრავალი საოჯახო ღვინის მარანია , რომელიც მცირე და საშუალო ზომის ღვინის წარმოებას წარმოადგენს . მარნების ნაწილი ტრადიციული არქიტექტურით არის აშენებული , სადაც თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებია დამონტაჟებული , თუმცა საწარმოების უმრავლესობა მაინც კუსტარულია . საოჯახო მარნების მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია წელიწადში 40-160 ტონას შედგენს . რეალიზაციიდან მიღებული თანხა შინამეურნეობებისთვის საკმაოდ კარგი შემოსავლის წყაროა . მცირე მწარმოებლებს უჭირთ წარმოების გაფართოება , ღვინის ხარისხის უზრუნველყოფა და სარეალიზაციო ბაზრის ათვისება . თანამედროვე ტექნოლოგიების არცოდნა საოჯახო ღვინის მარნების განვითარებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს . საოჯახო მარნებს სერიოზულ კონკურენციას უწევენ ღვინის მსხვილი კორპორაციების მიერ დაარსებული საწარმოები . ამიტომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მცირე და საშუალო ზომის მეღვინეობის განვითარებას . ექსპორტის პოტენციალის ზრდის და მცირე და საშუალო წარმოების განვითარებისთვის საჭიროა არამარტო ბაზრის ათვისება , არამედ ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ქმედებები .

 

მარცვლეული კულტურების წარმოების სექტორი

 

მარცვლეული კულტურების წარმოებას კახეთში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს , რასაც საფუძვლად მიწის ნაყოფიერება და მარცვლეული კულტურების მრავალფეროვნება უდევს . ხორბლის ნათესი ფართობისა და წარმოების თვალსაზრისით კახეთი წამყვანი რეგიონია საქართველოში .

სხვა რეგიონებთან შედარებით კახეთში ყველაზე მეტი ფართობი ხორბლის ნათესებს უკავია , თუმცა წლების მიხედვით მისი ფართობი თანდათან იკლებს . 2007 წელს კახეთში , ყველაზე მეტი , 62 ათასი ტონა ხორბალი აწარმოეს , 2009 და 2010 წლებში მოსავლის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა , ხოლო 2012 წელს კვლავ გაიზარდა .

ხორბლის წარმოება რეგიონების მიხედვით , ათასი ტონა

რეგიონი / წელი

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

საქართველო

69,7

74,9

80,3

53,9

48,4

96,8

80,7

შიდა ქართლი

8,5

4,7

11,3

19

11,1

23,8

8,5

კახეთი

42,7

62

52,7

22,2

23,6

47,1

53

ქვემო ქართლი

14,1

5,5

12,4

8,7

9,8

17,3

14,9

სხვა რეგიონები

4,4

2,7

3,9

4

3,9

8,6

4,3

 

 

 

 

 

 

 

 

კახეთის წილი , %

61,3

82,8

65,6

41,2

48,8

48,7

65,7

წყარო: საქსტატი

 

მიუხედავად იმისა , რომ კახეთში , ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით , ხორბლის ნათესი ფართობი მეტია , ძალიან დაბალია მისი საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა . კახეთის რეგიონში სათესლე ხორბლის წარმოების და სათესლე მეურნეობების საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს , თუმცა ქვეყნის მასშტაბით სათესლე ხორბლის გამოყენების მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ , რა რაოდენობით გამოიყენება რეგიონში სათესლე ხორბალი . კახეთში დარაიონებული და ფართოდ გავრცელებული ჯიშებია : უფხო 1, კოპერი , სპარტანკა და . .���

კახეთში საშემოდგომო მარცვლეული კულტურებიდან მეორე ადგილზეა ქერის კულტურა , რადგან იგი ცხოველთა ძირითად საკვებად გამოიყენება . ადგილზე წარმოებულ ქერს ქართული ლუდის მრეწველობა არ იყენებს და მხოლოდ იმპორტირებულ ნედლეულზეა ორიენტირებული .

2006-2011 წლების შედარებისას ცხრილიდან კარგად ჩანს , რომ კახეთში მეტ -ნაკლებად სტაბილურია სიტუაცია ქერის ნათესების მხრივ , ხოლო სამცხე -ჯავახეთში გარკვეული კლება შეინიშნება , თუმცა წარმოებული ქერის ოდენობით კახეთი მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ რეგიონს . გამომდინარე იქიდან , რომ ორივე რეგიონი მეცხოველეობის უმსხვილესი მხარეებია , ქერის წარმოება აქ საკმაოდ პრიორიტეტულია და წარმოების გაზრდის დიდი პოტენციალიც არსებობს .დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ფერმერებს ქერი შედარებით დიდი რაოდენობით მოჰყავთ , კახეთის სხვა მუნიციპალიტეტების ფერმერები კი ქერის კულტურას საკუთარი პირუტყვის საკვებად აწარმოებენ .

 

ქერის წარმოება რეგიონების მიხედვით , ათასი ტონა

რეგიონი / წელი

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

საქართველო

30,6

40,3

49,3

19,9

23,3

30,3

20,7

შიდა ქართლი

3

6,2

4,7

3,6

3,3

9,5

7,3

კახეთი

12,4

12

18,7

3

6,7

9,4

5,9

ქვემო ქართლი

4,4

2,2

0,6

1,3

0,4

0,8

2,9

სამცხე - ჯავახეთი

10,2

19,7

24,6

11,6

12,9

10,4

4,1

სხვა რეგიონები

0,6

0,2

0,7

0,4

0

0,2

0,5

 

 

 

 

 

 

 

 

კახეთის წილი , %

40,5

29,8

37,9

15,1

28,8

31,0

28,5

წყარო: საქსტატი

სიმინდი უმნიშვნელოვანესი კულტურაა საქართველოში . 2006 წლიდან კახეთი სიმინდის ნათესი ფართობით მესამე ადგილზეა რეგიონებს შორის და მხოლოდ იმერეთსა და სამეგრელო -ზემო სვანეთს ჩამორჩება .

რეგიონში სიმინდის კულტურას ძირითადად მეცხოველეობის სექტორში იყენებენ , უმნიშვნელოა . . თეთრი სიმინდის წარმოების მაჩვენებელი . სიმინდის ღერო კი ზამთარში ცხოველთა საკვებად გამოიყენება , მისგან სილოსს ამზადებენ . დარაიონებული და მაღალკონდიციური სათესლე მასალა მკვეთრად გაზრდის სიმინდის წარმოების მოცულობას და ფერმერთა შემოსავალს .

2010 წლიდან კახეთში სიმინდის წარმოება სახელმწიფოს მიერ იქნა სტიმულირებული . ქვეყანაში იმპორტით შემოვიდა სიმინდის ჰიბრიდული ჯიში კომპანიაპიონერისგან . ეს სიმინდი ხელშეკრულებით და სათანადო პირობებით დაურიგდათ ადგილობრივ ფერმერებს . ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კი მოეწყო სიმინდის საშრობი საწარმო სრული ტექნოლოგიური ციკლით . მიუხედავად იმისა , რომ აღნიშნულმა პროგრამამ ფერმერთა მოლოდინი ვერ გაამართლა , წარმოებული სიმინდი სპირტის რექტიფიკატის წარმოებისთვის გამოიყენეს . დღეს ყვარელსა და თელავში არსებული სპირტის მწარმოებელი ფირმები ადგილზე წარმოებულ სიმინდსა და მცირე რაოდენობით ხორბალს სწორედ ამ დანიშნულებით იყენებენ .

მზესუმზირა კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ტექნიკური კულტურაა , განსაკუთრებით დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებისთვის . ტრადიციულად , ამ კულტურის წარმოება მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო იყო როგორც ფერმერული მეურნეობების , ასევე შინამეურნეობებისთვის . ბოლო 10 წლის განმავლობაში მზესუმზირის ნათესი ფართობები მკვეთრად შემცირდა და დღეს მას მხოლოდ მცირე ფართობი უკავია .

მზესუმზირის ნათესი ფართობები

მუნიციპალიტეტი

სახნავი მიწა სულ , ჰა

მზესუმზირის ნათესი ფართობი , ჰა

მზესუმზირის ნათესი ფართობის წილი სახნავი მიწის სავარგულში , %

ახმეტა

16354

885

5,4

გურჯაანი

19288

205

1,1

/ წყარო

50514

3306

6,5

თელავი

16327

243

1,5

ლაგოდეხი

24971

70

0,3

საგარეჯო

29575

865

2,9

სიღნაღი

22675

2169

9,6

ყვარელი

16534

52

0,3

სულ

196237

7795

4,0

წყარო: პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია კახეთის რეგიონში

 

მზესუმზირის ნათესი ფართობი მნიშვნელოვნად არის შემცირებული . დაბალია საჰექტარო მოსავლიანობის მაჩვენებელი � 700-950 კგ /ჰა და წარმოებული პროდუქციაც . მზესუმზირის წარმოებას , ისე როგორც დანარჩენ სასოფლო -სამეურნეო კულტურებს , შინამოხმარების ხასიათი აქვს , თანაც ორი დანიშნულებით : პირველი სათესლედკვლავწარმოებისთვის , ხოლო მეორე მზესუმზირის ზეთის წარმოებისთვის . კახეთის სოფლებში არსებულკუსტარულზეთსახდელებში მზესუმზირის ზეთი საკვები დანიშნულებით იწარმოება , ხოლო მისი ნარჩენისგანკოპტონიმზადდება , რომელიც ცხოველებისა და ფრინველებისთვის მაღალკალორიული საკვებია .

2004-2005 წლებში კახეთში 35 ათას ჰექტარზე მეტი მზესუმზირა ითესებოდა , აქედან , მზესუმზირის ნათესი ფართობის 45-50%, ანუ 17 ათასი ჰექტარი დედოფლისწყაროში იყო . მცირემოსავლიანობის მიუხედავად , მზესუმზირის წარმოების მხრივ , დედოფლისწყარო მაინც წამყვანი ზონა იყო და არის . იყო პერიოდი , როცა საქართველოში წარმოებული მზესუმზირის 80-85% კახეთზე , ძირითადად კი დედოფლისწყაროზე მოდიოდა .

მზესუმზირის წარმოებას დიდი პოტენციალი გააჩნია , რადგან ადგილობრივ ბაზარზე ყოველწლიურად იზრდება მცენარეულ ცხიმზე მოთხოვნა , რაც ძირითადად იმპორტის ხარჯზე კმაყოფილდება . დღეს მზესუმზირის წარმოების ძირითადი წილი 95-98% ოჯახურ მეურნეობებზე მოდის , დანარჩენი კი � 2-5% სასოფლო -სამეურნეო საწარმოებს უკავიათ .

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაკეთებული იმპორტ -ექსპორტის 2010 წლის შედარებითი ანალიზით , მცენარეული ზეთი იმპორტით 51 ქვეყნიდან , ძირითადად კი უკრაინიდან , რუსეთიდან , აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოდის . 2007 წელს ქვეყანაში იმპორტირებული ზეთი მთლიანი მოხმარების 96%- შეადგენდა , ხოლო ადგილობრივი წარმოების ზეთი კი � 4%- . მცენარეული ზეთის ადგილობრივი მწარმოებლები არიან : შპს ქარვა , შპს მამონტი , . . . ბათოილი , შპს გეორგი და სხვები , აქედან ქართული ბრენდები მხოლოდ ქარვა და ოქროს კანდელია .

ცხრილიდან კარგად ჩანს იმპორტირებულ მცენარეულ ზეთსა და ადგილობრივ წარმოებას შორის არსებული მკვეთრი სხვაობა . მიუხედავად იმისა , რომ ექსპორტის მაჩვენებელი 2007 წელს 1100 ტონას აღწევს , ამავე პერიოდში საკმაოდ დიდია იმპორტირებული მცენარეული ზეთის რაოდენობა 31 385 ტონა .

დღეს მზესუმზირის ზეთის ადგილობრივი წარმოება ძალიან უმნიშვნელოა იმპორტირებულ ზეთთან შედარებით . ადგილობრივი მზესუმზირის ზეთი 1 ლიტრი 3-6 ლარი ღირს , რომელიც კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში იხდება . სამწუხაროდ , აქ გამოხდილი ზეთი იმპორტირებული სიმინდის ან სხვა კულტურიდან მიღებული ზეთის ფალსიფიცირებისთვის გამოიყენება , ანუ საქართველში შემოტანილ უცხოურ მცენარეულ ზეთებს უმატებენ აქ წარმოებულ მზესუმზირის ზეთს და ადგილობრივ აგრარულ ბაზრებში იყიდება როგორცმზესუმზირის ზეთი �.

კახეთის რეგიონში არსებობდა ძლიერი სათესლე და ჯიშთა გამოცდის მეურნეობებიყოფილი მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ულიანოვკის საცდელი მეურნეობა , აგრეთვე წნორის , ბაკურციხის , თელავის ჯიშთა გამოცდისა და სათესლე მეურნეობები , რომლებიც ფერმერებს დარაიონებული და ელიტური სათესლე მასალით უზრუნველყოფდნენ , მაგრამ დღეს ამ ტიპის მეურნეობები აღარ არსებობს . კახეთის რეგიონი , რომელსაც იმ კატეგორიის მიწის რესურსები გააჩნია , რომელიც სასოფლო -სამეურნეო მარცვლეული კულტურების მაღალ მოსავლიანობას და პროდუქციის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს , დღეს სრულად არაა ჩართული ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფაში .

 

ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები

 

კახეთი ბაღჩეული კულტურების (მარწყვი , საზამთრო , ნესვი და გოგრა ) წამყვანი რეგიონია საქართველოში . სოფლის მეურნეობის დარგებს შორის ბაღჩეული კულტურების წარმოება ერთ -ერთი მაღალშემოსავლიანი სფეროა . ამ დარგს , ისე როგორც ბოსტნეულის წარმოებას , კახეთში ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია .

2006-2011 წლებში კახეთში უმნიშვნელოდ მცირდება ნათესი ფართობი , წარმოებული პროდუქცია მხოლოდ 2007 წელსაა მაქსიმალური 41 ათასი ტონა , ხოლო შემდგომ წლებში იგი სტაბილურად მცირდება .

კახეთი , კერძოდ კი ლაგოდეხის , ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები მიწის თხილის /არაქისის / მწარმოებელ ზონებს წარმოადგენენ . ამ ზონებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ , რადგან აქ არსებული ნიადაგი და მიკროკლიმატი მიწის თხილის (არაქისის ) წარმოების გაფართოების შესაძლებლობას იძლევა . დღეს არაქისის წარმოებაში ხელით შრომა გამოიყენება , ხოლო სათანადო მექანიზაციის პირობებში , მაღალმოსავლიანი ჯიშებისა და მეცნიერების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით წარმოების მოცულობა მკვეთრად გაიზრდება . ამ კულტურის წარმოება მომგებიანია , რადგან მაღალი ფასი აქვს და ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადია . ამ კულტურის სანედლეულო ბაზის გაფართოების შემთხვევაში ინვესტიციები ჩაიდება არაქისის გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმოების შექმნაში .

ბოსტნეულის წარმოების მხრივ რეგიონებს შორის წამყვანი პოზიცია , ტრადიციულად , ქვემო ქართლს უკავია , კახეთი კი მეორე ადგილზეა , თუმცა გამონაკლისი იყო მხოლოდ 2010 წელი � 300 ჰექტარი .

ბოსტნეული კულტურების ძირითადი მწარმოებლები არიან ლაგოდეხის , გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები . აქ არსებული მიკროკლიმატი , ნაყოფიერი ნიადაგები და ტრადიციები ამ დარგის მიმართ ადგილობრივი ფერმერების მაღალ ინტერესს განაპირობებს .

ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების წარმოება ყველაზე შემოსავლიანი საქმიანობაა სოფლის მეურნეობის დარგებს შორის , მიუხედავად იმისა , რომ დღეს ამ სფეროში არსებული პრობლემები მოგების მიღების შანსებს ამცირებს . ცხრილის სახით წარმოდგენილია ამ დარგში არსებული პრობლემები , მათი გამომწვევი მიზეზები და შედეგები .

 

მეკარტოფილეობა

 

დღეს კარტოფილი ძირითადი სასოფლო -სამეურნეო კულტურაა , რომელსაც მოსახლეობის კვების რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია . კარტოფილის მწარმოებელი წამყვანი რეგიონები სამცხე -ჯავახეთი და ქვემო ქართლია . მართალია , კახეთში მეკარტოფილეობას ძირითადად საოჯახო წარმოების ხასიათი აქვს , მაგრამ აქ არსებული ნაყოფიერი ნიადაგები და ხელსაყრელი აგროკლიმატური პირობები , რითაც განსაკუთრებით გამოირჩევა თუშეთი და გომბორის უღელტეხილზე მდებარე სოფლები , ამ კულტურის წარმოების საშუალებას იძლევა .

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით , მეკარტოფილეობის სექტორში ადგილობრივ კარტოფილის წარმოებას 42,6-89,5% უკავია სხვადასხვა წელს , 2006 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში დინამიკურად იზრდება , ხოლო იმპორტირებული კარტოფილის წილი კი მკვეთრად მცირდება და 2010 წელს 0,8%- იკავებს , თუმცა 2011 წელს 15,2%-მდე იზრდება .

საქსტატის მონაცემებით , ქვეყნის ბაზარზე კარტოფილის მოთხოვნას ნაწილობრივ აკმაყოფილებს ადგილობრივი წარმოება , ძირითადად სამცხე -ჯავახეთი და ქვემო ქართლი .

მიუხედავად იმისა , რომ კარტოფილის ადგილობრივ ბაზარზე ეს რეგიონები დომინირებენ , კახეთსაც აქვს გარკვეული პოტენციალი , განსაკუთრებით ბიო -კარტოფილის სეგმენტზე დამკვიდრებისა . დედოფლისწყაროს , თუშეთისა და გომბორის უღელტეხილზე მდებარე სახნავი მიწის სავარგულები დიდი პოტენციალის მქონე ზონებს წარმოადგენს არა მარტო კარტოფილის , არამედ სხვა სახის სასოფლო -სამეურნეო ბიოპროდუქტების წარმოებისთვისაც .

 

მეხილეობა

 

კახეთში მრავალი სახეობის ხილი იწარმოება , აქ არსებული აგროკლიმატური პირობები და ნაყოფიერი ნიადაგები მეხილეობის განვითარების კარგ საფუძველს იძლევა . ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს გურჯაანის , ლაგოდეხის , ნაწილობრივ თელავის , სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტ ეტ ებს . გურჯაანი ძირითადად ატმის მწარმოებელია , ლაგოდეხი კიხურმის , ქლიავის , ვაშლისა და სხვა სახეობის ხილის . შესანიშნავი სანედლეულო ბაზა აქვს საკონსერვო მრეწველობას , თუმცა იგი გაფართოებას და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად დივერსიფიცირებას საჭიროებს . თესლოვანი ხილის წარმოებაში კახეთს უმნიშვნელო ადგილი უკავია , ხოლო კურკოვანი ხილის წარმოებაში რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს � 9,6-38% (2006-2011 წლებში ).

კურკოვანი ხილის ძირითადი წილი მოდის ატმის კულტურაზე , რომლის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში .

ატმის წარმოების მხრივ კახეთი წამყვანი რეგიონია საქართველოში , მისი წილი 39,6-76,8%- შორის მერყეობს . კახეთში ატმის მწარმოებელი ძირითადი ზონა გურჯაანია , შემდეგ მოდის თელავი , სიღნაღი და ყვარელი . ატმის წარმოება უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა . რეგიონში თესლოვანი ხილის წარმოებას ნაკლები ყურადღება ექცევა , თუმცა ამ თვალსაზრისითაც კახეთს საკმაოდ მაღალი პოტენიალი აქვს . გარდა იმისა , რომ კახეთი კურკოვანი ხილის , განსაკუთრებით ატმის მწარმოებელი რეგიონია , აქ წლის სხვადასხვა სეზონზე მრავალი სახეობის ხილი მოდის , რომელიც საკონსერვო მრეწველობისთვის კარგ სანედლეულო ბაზას წარმოადგენს . აქვე უნდა აღინიშნოს , რომ საკონსერვო მრეწველობას კახეთში ის სპეციფიკა ახასიათებს , რომ გვალვის ან სეტყვის გამო შესაძლოა ხილის სხვადასხვა სახეობის მოსავალი განადგურდეს , რაც საკონსერვო მრეწველობისთვის წყვეტას ნიშნავს , მაგრამ აქ არსებული ნიადაგები და აგროკლიმატური პირობები სანედლეულო ბაზის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა , რაც ამ რისკს შეამცირებს .

 

მეცხოველეობა

 

კახეთის სოფლის მეურნეობაში მეცხოველეობას ტრადიციულად წამყვანი ადგილი ეკავა . აქ არსებული საძოვრებისა და სათიბების დიდი მასივები და ხელსაყრელი აგროკლიმატური პირობები ამ დარგის განვითარებისთვის საუკეთესოა .

მიუხედავად იმისა , რომ კახეთს მცირე წილი უკავია ქვეყნის მეცხოველეობის მთლიან სულადობაში , ამ დარგის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს და დედაქალაქთან მისი სიახლოვე რეგიონის ძლიერ მხარეს წარმოადგენს .

კახეთ მეხუთე ადგილზეა იმერეთის , სამეგრელოს , ქვემო ქართლისა და სამცხე -ჯავახეთის შემდეგ და მისი წილი 9 % შეადგენს .

კახეთის მეცხოველეობის სექტორში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს , მათი სულადობა 2012 წლის მონაცემებით მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში . კახეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებს შორის კი ყველაზე მცირე სულადობა ჰყავს თელავს � 8.6 ათასი სული , ხოლო ყველაზე მეტი საგარეჯოს 24.6 ათასი სული , მას მოსდევს ლაგოდეხი , /წყარო , სიღნაღი და ყვარელი .

კახეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით მაღალია , განსაკუთრებით შინამეურნეობებში , სადაც ეს მაჩვენებელი 99,3-99,8%- შორის მერყეობს , დანარჩენი წილი კი სასოფლო -სამეურნეო საწარმოებს უკავიათ .

კახეთის თითოეულ მუნიციპალიტეტს გააჩნია პირუტყვის გადასარეკი ტრასები , რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ზამთრის და ზაფხულის საძოვრებს როგორც რეგიონის შიგნით , ისე ქვეყნის სხვა რეგიონებთან . გადასარეკი ტრასები შემდეგი ინდიკატორებით იზომება : ტრასის , ცხოველთა სადგომების , ტრასის ფართობის (ჰექტრებში ), ტრასის სიგრძის (კილომეტრებში ) მიხედვით . სამწუხაროდ , ცხოველთა გადასარეკ ტრასებზე არსებული განუკითხაობა მრავალი პრობლემის წინაშე აყენებს როგორ ფერმერებს , ისე სახელმწიფოს . კერძოდ , ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების გავრცელება რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით , არაკეთილსაიმედო ეპიზოოტიური გარემო და რეგიონის მეცხოველეობის დარგში რისკების ზრდის ტენდენცია .

კახეთი საქონლის ხორცის წარმოების მხრივ მეოთხე ადგილზეა იმერეთის , სამეგრელოს , ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის შემდეგ . 2006-2011 წლებში ხორცის წარმოება კახეთის რეგიონში იკლებს 2010 წლამდე , 2011 წელს კი ზრდაა . ცალსახად შეიძლება აღინიშნოს , რომ ეს ცვლილება სახელმწიფო აღრიცხვიანობის მოწესრიგებითაა განპირობებული .

ხორცს რეგიონში აწარმოებენ ოფიციალურად მოქმედი ცხოველთა სასაკლაოები , რომელთაც შესაბამისი ნებართვა გააჩნიათ . თელავში , სოფელ ყარაჯალას სასაკლაო , რომელიც USAID პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა , სეზონურობის გათვალისწინებით დღეში 2-4 ტონა , ხოლო თვეში 60-120 ტონა საქონლის ხორცს უწევდა რეალიზებას . აქ მოწყობილია თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზი და სამაცივრე კამერა . ასევე აღსანიშნავია ლაგოდეხის , ველისციხის , იორმუღანლოსა და ვარდისუბნის სასაკლაოები , ასევე ბაკურციხე -თბილისის საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე ხორცის სარეალიზაციო პუნქტები , სადაც იკვლება პირუტყვი და ხორცის რეალიზება ამ უბნებიდანვე ხდება .

რეგიონში მოქმედ სხვა სასაკლაოებზე არსებული სიტუაცია უკიდურესად მძიმეა : სრულად არის დარღვეული სანიტარ ულ -ჰიგიენური ნორმები ; მოუწყობელია საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემები ; ხორცის შესანახად არ არის მოწყობილი სამაცივრე კამერები ; ადგილზე არ მუშაობს ლაბორატორიული შემოწმების პუნქტები ; სასაკლაოები არ არის იზოლირებული ბაზრობების ტერიტორიიდან ; მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი მაკონტროლებელი ორგანოების არარსებობა და სურსათის უვნებლობის სამსახურის უუნარობა პროდუქციის ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით .

რძის წარმოების თვალსაზრისით კახეთს მცირე წილი უკავია , ვიდრე იმერეთს ან ქვემო ქართლს ან დანარჩენ რეგიონებს , მაგრამ კახეთის მოსახლეობის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა და შესაბამისად , წარმოების გაზრდის პოტენციალიც გააჩნია . ქვემოთ მოყვანილ ცხრილში კარგად ჩანს კახეთის წილი ქვეყნის სხვა რეგიონებს შორის .

კახეთის წილი ქვეყნის რძის საერთო წარმოებაში 6,1-6,8%-ის ფარგლებში მერყეობს , თუმცა მას ზრდის პოტენციალი გააჩნია . რძეზე სტაბილური მოთხოვნა მზარდია და რეალურად ადგილობრივ ბაზარზე ნატურალურ რძეზე დეფიციტია , ეს კი ხელსაყრელ ბიზნესგარემოში მერძეული მესაქონლეობის განვითარების ერთგვარი წინაპირობაა . ადგილობრივი ფერმერი , რომელსაც 3-6 ან მეტი სული ძროხა ჰყავს , თავად აწარმოებს სულგუნს ან სხვა სახეობის ყველს და უფრო მეტ მოგებას იღებს .

კახეთში ტრადიციულად რძის მწარმოებელი წამყვანი ზონებია ახმეტა , საგარეჯო , სიღნაღი , ლაგოდეხი და დედოფლისწყარო , დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც აწარმოებენ რძეს , მაგრამ მათი წარმოების მოცულობა მცირეა ზემოთ აღნიშნულ ზონებთან შედარებით .

რძის და რძის პროდუქტების ადგილობრივი კომპანიები , როგორიც არისსანტე �, �ეკოფუდი �, �სოფლის ნობათიდა სხვა კახეთის რეგიონში რძეს არ შეისყიდიან , რადგან მათ ყოვედღიურ მოთხოვნას კახეთი ვერ აკმაყოფილებს , თუმცა ქვეყნის ვერც სხვა რეგიონები აწვდიან საკმარის რძეს და ეს კომპანიები დეფიციტს რძის ფხვნილის გამოყენებით ივსებენ .

მეღორეობა საქართველოს მეცხოველეობის ერთ -ერთი უძველესი დარგია . დღეს მეღორეობის წამყვანი რეგიონებია იმერეთი , სამეგრელო , ქვემო ქართლი და ზემო სვანეთი , მათ შორის , კახეთი . მეღორეობას განსაკუთრებით დიდი ზიანიღორის გრიპმამიაყენა .

კახეთში ღორის სულადობის მხრივ ყვარელი ლიდერობს 4035 სულით , მას მოსდევს დედოფლისწყარო 3815 სულით , შემდეგ კი საგარეჯო 3421 სულით , ყველაზე მცირე რაოდენობა ახმეტის მუნიციპალიტეტშია 700 სული . კახეთში ღორის სხვადასხვა სახეობებია გავრცელებული , მაგრამკახური ღორისსახეობა გადაშენების პირასაა მისული . სამწუხაროდ , კახეთში არც ერთი ჯიშთსაშენი არ არსებობს , სადაც დაინტერესებული ფერმერი ჯიშობრივად წმინდა ღორის სახეობებს შეიძენს .

ღორის ხორცის წარმოებას კახეთში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს , ადგილობრივ ბაზარზე დიდი მოთხოვნილებაა , რომელიც პიკს დეკემბერსა და იანვარში აღწევს . მიუხედავად იმისა , რომ ადგილობრივი ღორის ხორცი უფრო ძვირი ღირს , ვიდრე იმპორტირებული , ქვეყანაში ადგილზე წარმოებულზე მაინც დიდი მოთხოვნაა . დღეს ქვეყანაში წარმოებული ღორის ხორცის საერთო რაოდენობაში კახეთის წილი 10,5-14,1%-ის ფარგლებში მერყეობს .

ღორის ხორცის მწარმოებლები ძირითადად წვრილი შინამეურნეობები არიან , შესაბამისად , რეალიზებული ხორციდან შემოსავალი მწარმოებელთა ამ სეგმენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია . მეხორცეული მიმართულების განვითარებას ხელს შეუწყობს ეპიზოოტიური მდგომარეობის გაუმჯობესება .

მეღორეობის , ისე როგორ მეცხოველეობის სხვა დარგების განვითარებას ხელს რამდენიმე ფაქტორი უშლის , კერძოდ :

         ხორცის ხარისხის კონტროლის სამართლებრივი ნორმების არასრულყოფილება ;

         რეგიონსა და ქვეყანაში არაკეთილსაიმედო ეპიზოოტიური მდგომარეობა ;

         რეგიონსა და ქვეყანაში ვეტერინარული სისტემის არაეფექტურობა ;

         საკვები ბაზის დაბალკალორიულობა და წარმოებული საკვების სიძვირე ;

         მაღალპროდუქტიული ჯიშების ნაკლებობა ;

         სურსათის ხარისხის კონტროლის სისტემის არაფექტურობა ;

         ხორცის წარმოებისა და სარეალიზაციო პუნქტებში სათანადო ინფრასტრუქტურის დაბალი დონე ;

         ადგილობრივ ხორცის ბაზარზე მონოპოლიური კომპანიების დიდი ზეგავლენა .

 

მეცხვარეობას , ისე როგორც ზოგადად მეცხოველეობას , კახეთში უხსოვარი დროიდან მისდევდნენ . ტრადიციულად კახეთში ამ საქმიანობას ახმეტის , დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს ფერმერები მისდევდნენ , რადგან ზამთრის საძოვრებისა და საზაფხულო იალაღების დიდი მასივები ამ დარგის განვითარების ფართო შესძლებლობას იძლეოდა და დღესაც ასეა . წინა წლებთან შედარებით დღეისათვის ცხვრის სულადობა შემცირებულია . მეცხვარეობის თვალსაზრისით უმთავრეს რეგიონს რეალურად კახეთი წარმოადგენს , მას მოსდევს ქვემო ქართლი , რომელსაც წინა წლებში ცხვრის დიდი სულადობა არ ჰყავდა , მაგრამ ბოლო 12 წლის განმავლობაში ეს დარგი რეგიონში სტაბილურად ვითარდება .

კახეთის მუნიციპალიტეტებს შორის მეცხოველეობის თვალსაზრისით ლიდერობენ ახმეტა 67 .5 ათასი სული და საგარეჯო 96 ათასი სული ცხვრით . მას შემდეგ , რაც არაბულ ქვეყნებში თუშურ ცხვარზე მოთხოვნა გაჩნდა , ცხვრის სულადობამ მკვეთრად იმატა და კიდევ უფრო გამრავლების მოტივაცია გაჩნდა , მაგრამ ცხოველთა საშიში დაავადებების გავრცელება დიდ რისკს წარმოადგენს ექსპორტისთვის .

ცხვრის ხორცის წარმოებას და მოხმარებას ძირითადად ადგილობრივი ხასიათი აქვს . ამ ხორცის იმპორტი სხვადასხვა სახეობის კონსერვების ან პროდუქტების სახით ხდება , დანარჩენი კი ადგილზე იწარმოება . მიუხედავად იმისა , რომ უკანასკნელი 4 წელია , ქვეყნიდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი მიმდინარეობს და მას სახორცე დანიშნულება აქვს , რეგიონში ცხვრის ხორცის დამამზადებელი და გადამამუშავებელი საწარმო არ არსებობს .. აქვე აღსანიშნავია , რომ კველევის პერიოდში ექსპორტის მონაცემების მოძიება შეუძლებელი იყო . ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ჩანს წარმოებული ცხვრის ხორცის რაოდენობა , სადაც წამყვანი ადგილი ისევ კახეთს უჭირავს , მას მოსდევენ ქვემო ქართლი , სამცხე -ჯავახეთი და მცხეთა -მთიანეთი .

მეცხოველეობის დარგებს შორის მეცხვარეობა ერთ -ერთი შემოსავლიანი დარგია , რადგან ცხვრის ნამატი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდია , ცხვრის ყველის წარმოება მისი მაღალი ფასის გამო საკმაოდ მომგებიანია , აგრეთვე ცხვრისგან მიღებული მატყლი შესანიშნავ ნედლეულს წარმოადგენს საფეიქრო მრეწველობისთვის , მართალია , წინა წლებთან შედარებით დღეს მატყლის ფასი დაბალია , მაგრამ გარკვეულ შემოსავალს მაინც იძლევა .

ამ დარგში არსებული პრობლემები მისი განვითარების შესაძლებლობებს ზღუდავს . პრობლემები კი შემდეგი სახისაა :

         რეგიონსა და ქვეყანაში არაკეთილსაიმედო ეპიზოოტიური მდგომარეობა ;

         რეგიონსა და ქვეყანაში ვეტერინარული სისტემის არაეფექტურობა ;

         ფერმებში , აგრეთვე რძისა და ყველის წარმოებისას სანიტარულ -ჰიგიენური ნორმების დაუცველობა ;

         საზაფხულო და ზამთრის საძოვრების დაბალკალორიულობა , საძოვრების ნაწილობრივი გაუდაბნოება ;

         სურსათის ხარისხის კონტროლის სისტემის არაფექტურობა ;

         ხორცის წარმოებისა და მის სარეალიზაციო პუნქტებში სათანადო ინფრასტრუქტურის დაბალი დონე .

 

მეფრინველეობა

 

ადგილობრივ ბაზარზე ფრინველის ხორცზე , განსაკუთრებით კი ქათმის ხორცსა და კვერცხზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნაა . ადგილობრივი წარმოება , ფაქტობრივად , ამ მოთხოვანას ვერ აკმაყოფილებს , რის გამოც დეფიციტი იმპორტირებული ხორცით ივსება .

ფრინველის ოდენობა რეგიონების მიხედვით მოყვანილია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში . როგორც ცხრილიდან ჩანს , კახეთს მცირე წილი � 15-17,1% უკავია ფრინველის საერთო რაოდენობაში , წამყვანი ადგილზე კი ქვემო ქართლია , ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობა შიდა ქართლშია . მეფრინველეობაზე უარყოფითი გავლენა იქონია 2005-2006 წლებში ქათმის გრიპმა , რომლის გამოც მკვეთრად შემცირდა როგორც ფრინველის , ისე კვერცხის რაოდენობა .

მეფრინველეობას კახეთში ძირითადად შინამეურნეობრივი ხასიათი აქვს , ასევე ფუნქციონირებს მეფრინველეობის ორი ფაბრიკა : საგარეჯოში , სოფელ პატარძეულსა და თავად საგარეჯოში , რომელსაც ძირითადად მეკვერცხეობის მიმართულება გააჩნია . მეხორცეული მიმართულებით კახეთში , ისე როგორც სხვა რეგიონებში , ბროილერის ჯიშის ქათმები გამოჰყავთ და ისიც მხოლოდ საოჯახო მეურნეობებში . მსხვილი მეფრინველეობის ფაბრიკა იყო თელავში , რომელიც დღეს გაჩერებულია . კახეთს აქვს დიდი პოტენციალი , მიაწოდოს ქათმის ხორცი დედაქალაქს და ქვეყნის მსხვილ ქალაქებს და იმპორტი ნაწილობრივ ჩაანაცვლოს .

ფრინველის ხორცის წარმოებაშიც მცირე წილი უკავია კახეთს , რომელიც 10,1-12,1%- შორის მერყეობს . წამყვან ადგილზე კი იმერეთი და სამეგრელოა , ყველაზე მცირე მოცულობა კი შიდა ქართლშია . როგორც კახეთში , ისე მთელ საქართველოში მეფრინველეობას მეკვერცხული მიმართულება და შინამეურნეობრივი ხასიათი აქვს . ფაქტობრივად , ფრინველის ხორცის ადგილობრივი წარმოება საკმაოდ მცირეა და ბაზრის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს , რაც იმპორტირებული ქათმის ხორცით ბალანსდება .

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ადგილობრივი წარმოება 2006-2011 წლებში სტაბილურია და 12,9 ათას ტონას არ აღემატება , ხოლო იმპორტი 2006 წლიდან 2007 წლა ,დე თითქმის ორმაგდება , დანარჩენ წლებში კი სტაბილურად იზრდება და მაქსიმუმს � 40,8 ათას ტონას 2010 წელს აღწევს . ფრინველის ხორცის იმპორტი 57%-დან 77,6%-მდე გაიზარდა , მასზე მოთხოვნა კი კვლავ მზარდია . ეს ამ დარგის გაძლიერების საფუძველს იძლევა .

კვერცხის წარმოებაში რეგიონებს შორის კახეთის წილი 13,6-18,1%- შორის მერყეობს , მაგრამ კლებითი ტენდენციით , 2006 წელს 18,1% იყო , ხოლო 2010 წელს 13,6%-მდე ჩამოდის , 2011 წელს კი კვლავ იმატებს .

კახეთის წილის ასეთი კლება გამოწვეულია ქვემო ქართლში მეფრინველეობის ფაბრიკებში კვერცხის წარმოების ზრდით . ამ რეგიონში სახელმწიფომ და ინვესტორთა მცირე ჯგუფმა ეფექტურად აამოქმედეს კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკა , რომელიც ადგილობრივ ბაზარზე კვერცხის მსხვილი მიმწოდებელია .

ფრინველის ხორცის წარმოებაში თუ იმპორტის წილი მაღალი იყო , განსხვავებული მდგომარეობაა კვერცხის სასურსათო ბალანსში . სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით , 2006 წლიდან 2010 წლამდე იმპორტი მცირდება /2,2%-მდე / და შესაბამისად იზრდება ადგილობრივი წარმოება /96,9%-მდე /. ფაქტობრივად , 2006 წლიდან 2010 წლამდე წარმოება თითქმის ორმაგდება და მთლიანობაში 445 მლნ . ცალ კვერცხზე ადის . მზარდია კვერცხის სასურსათო მოხმარებაც , რომელიც 2010 წლისთვის 433 მლნ . ცალს შეადგენს .

 

მეფუტკრეობა

 

მეფუტკრეობას უძველესი დროიდან მისდევენ საქართველოში , განსაკუთრებით კი კახეთში . ქართული ფუტკარი თავისი უნიკალური და სამეურნეო თვისებებით გამორჩეულია ფუტკრის სხვა ჯიშებისაგან და მსოფლიოში აღიარებულია .

კახეთის წილი ქართულ მეფუტკრეობაში საკმაოდ მცირეა , წამყვანი ადგილი სამეგრელოს , იმერეთს , აჭარას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს უკავია .

ადგილობრივ ბაზარზე თაფლის რეალიზაცია სეზონურ ხასიათს ატარებს და პიკს დეკემბერ -იანვრის თვეებში აღწევს . თაფლის ექსპორტის მონაცემების არქონის გამო შეუძლებელია ითქვას , რომელ ქვეყანაში რა რაოდენობის თაფლი იყიდება . ამ დარგის განვითარებისთვის თაფლის ექსპორტი ერთ -ერთი მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორი იქნება , რადგან მას დიდი პოტენციალი გააჩნია .

თაფლის წარმოების ზრდის დიდი პოტენციალის გარდა , ამ დარგის გამოყენება სამკუნალო დანიშნულების პრეპარატების დამზადებისთვისაც მნიშვნელოვანია . ეს მეფუტკრეობის ერთ -ერთი უნიკალური მიმართულებაა . კახეთის ტყეებსა და მინდვრებში არსებული მცენარეების მრავალფეროვნება და სეზონური ყვავილობა მაღალხარისხოვანი თაფლის წარმოების ერთ -ერთი ძირითადი ფაქტორია .

კახეთში ფუტკრის ოჯახების რიცხვი მუნიციპალიტეტების მიხედვით მოყვანილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში . მეფუტკრეობის წამყვანი ზონებია ყვარელი , სიღნაღი და გურჯაანი , ყველაზე მცირე რაოდენობა ახმეტას ჰყავს . შესაბამისად , აღნიშნული მუნიციპალიტეტები თაფლის მსხვილი მწარმოებლები არიან რეგიონში . მეფუტკრეობის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს , რომლის ტყე და მინდვრები მაღალხარისხოვანი თაფლის წარმოების შესაძლებლობას იძლევა .

 

სასოფლო -სამურნეო ტექნიკა

 

რეგიონში დღეს არსებული სასოფლო -სამეურნეო ( / ) ტექნიკა ძირითადად ამორტიზებულია და მისი ექსპლუატაციის ვადა გასულია . ეს ძველი ტექნიკა ძირითადად რუსული წარმოებისაა , ნაწილი კი ბელარუსიის გამოშვებული . ფაქტობრივად , გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოში / ტექნიკა ამ ქვეყნებიდან აღარც შემოსულა , რამდენიმე ერთეული შემთხვევის გარდა . უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ქვეყნაში მაღალი ხარისხის სასოფლო -სამეურნეო ტექნიკაზე მაღალი მოთხოვნაა , მაგრამ კერძო სექტორს თანამედროვე ტექნიკაში ჩასადებად საჭირო ინვესტიცია არ აქვს . საერთაშორისო და დონორმა ორგანიზაციებმა USAID, MCG, GIZ და იაპონიის საელჩომ არაერთი პროექტი განახორციელეს არსებული დეფიციტის შესავსებად , მაგრამ დღეს ქართული სოფლის მეურნეობა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვას კვლავ საჭიროებს .

 

კახეთის სამელიორაციო სისტემა

 

კახეთის სასოფლო -სამეურნეო სავარგულების გასარწყავებას უზრუნველყოფს სახელმწიფო შპსსაქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია �. აღნიშნულ კომპანიას რეგიონის მასშტაბით ოთხი სისტემური სამმართველო ექვემდებარება , კერძოდ : ზემო ალაზნის , ქვემო ალაზნის , ლაგოდეხი -ყვარლის და ქვემო სამგორის სისტემური სამმართველოები , რომლებიც კახეთის ყველა მუნიციპალიტეტისთვის სარწყავი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფენ .

დედოფლისწყაროში რამდენიმე სარწყავი სისტემა ფუნქციონირებდა : ზილიჩა პირველი , ტარიბანისა და თელაწყლის მექანიკური სარწყავი სისტემები . მდინარე ალაზნიდან ზილიჩა პირველით 6 000 ჰა ირწყვებოდა , ტარიბანის მასივის გასარწყავება მდინარე იორზე მოწყობილი სატუმბი სადგურით ხდებოდა . დღეს აღნიშნული სისტემები გაუქმებულია . საგარეჯოში სავარგულების გასარწყავება მექანიკური სარწყავი სისტემებით ხდებოდა . დღეს აღნიშნული სარწყავი სისტემა გაუქმებულია .

 

IV. ინფრასტრუქტურა

 

ინფრასტრუქტურა კახეთის რეგიონის კონკურენტუნარიანობას და ადგილობრივი მოსახლეობის , მათ შორის , შშმ პირების ცხოვრების ხარისხს განაპირობებს . რეგიონში საცხოვრებელი პირობები ფასდება იმის მიხედვით , თუ როგორია სასმელი წყლის ხარისხი , ადგილობრივი გზები , საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა , მყარი ნარჩენების მართვა , ელექტროენერგიის , ბუნებრივი აირისა და ტელეკომუნიკაციების ხელმისაწვდომობა .

აღსანიშნავია , რომ კახეთში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად სამუშაოების ნაწილი უკვე ჩატარებულია , მათ შორის აღსანიშნავია . სიღნაღის და . თელავის რეაბილიტაცია . გზებისა და ნაგავსაყრელების რეაბილიტაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება , გარე განათება და სოფლების წყალმომარაგება კიადგილობრივი ბიუჯეტიდან , ხოლო ელექტროფიკაცია , ქალაქების წყალმომარაგება , გაზიფიცირება , კავშირგაბმულობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად კერძო სექტორს ეკუთვნის .

კახეთის რეგიონების 99.7%- ელექტროენერგიას შპსკახეთის ენერგოდისტრიბუციააწვდის , წყალმომარაგებასშპსსაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაუზრუნველყოფს . თუმცა სოფლების დიდი ნაწილი კვლავ თვითდინებით მომდინარე წყლითა და არტეზიული ჭაბურღილებიდან მარაგდება . რეგიონში მხოლოდ . სიღნაღსა და . ლაგოდეხს აქვს წყალი 24-საათიანი გრაფიკით . დანარჩენ ქალაქებში სხვადასხვა ხანგრძლივობის გრაფიკი მოქმედებს . მოუწესრიგებელია სოფლებში წყლის გადასახადის ადმინისტრირება , რაც უფრო ართულებს არსებულ სიტუაციას . ხშირია წყლით გამოწვეული დაავადებები ( წყარო: საჯარო შეხვედრების დროს მიღებული ინფორმაცია).

კახეთში შინამეურნეობების განაწილება წყლის მომარაგების მიხედვით , 2010 .

�� [1] წყარო: მსოფლიო ბანკის 2012 წ. საქართველოს ურბანიზაციის ანგარიში

 

საკანალიზაციო სისტემა კახეთის რეგიონში ყველაზე ნაკლებად არის განვითარებული . გამართული კანალიზაცია მხოლოდ რამდენიმე ქალაქშია , . დედოფლისწყაროსა და . ყვარელში საერთოდ არ არსებობს , ხოლო ლაგოდეხსა და ახმეტაში კი ქალაქის მხოლოდ 50%-ია დატვირთული . საკანალიზაციო სისტემა ყველაზე მოწესრიგებული . თელავსა და . სიღნაღის ცენტრშია . პრობლემაა ისიც , რომ მუნიციპალიტეტებში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები ან ამორტიზირებულია , ან საერთოდ არ არსებობს . სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწესრიგებას ხმარდება . მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციით , 2012 წელს კახეთის რეგიონში სოფლის პროგრამის ფარგლებში მთლიანობაში დახარჯული თანხის 39% წყალმომარაგების სისტემის შექმნა /აღდგენას მოხმარდა , ხოლო საკანალიზაციო სისტემების მოწყობა /აღდგენას კიმხოლოდ 2%. მიუხედავად ამისა , წყლის მიწოდების მხრივ არსებული პრობლემების კომპლექსური მოგვარება ვერ ხერხდება .

 

კანალიზაციის სისტემასთან მიერთებული შინამეურნეობების წილი რეგიონების მიხედვით , 2010

თბილისი ������������������������������������������ 97.6

აჭარა ������������������������������������������������� 57.6

საქართველო ���������������������������������� 46.0

ქვემო ქართლი ����������������������������� ����������� 31.2

შიდა ქართლი ����������������������������������������������� 29.9

იმერეთი ������������������������������������������� 29.6

სამცხე - ჯავახეთი ������������������������ 25.9

მცხეთა - მთიანეთი ���������������������� 20.6

სამეგრელო - ზემო სვანეთი ����� 15.3

კახეთი ����������������������������������������������� ������������ 9.8

გურია ������������������������������������������������ 6.4

წყარო: მსოფლიო ბანკის 2012 წ. საქართველოს ურბანიზაციის ანგარიში

��������������������

გაზიფიცირებულია რეგიონის 37.5%. მუნიციპალიტეტების უმრავლესობას ბუნებრივი აირითსოკარ ჯორჯია გაზისკახეთის რეგიონული სამსახური ამარაგებს , ხოლო თელავის მუნიციპალიტეტსკომპანიავისოლ გაზის სადისტრიბუციო კომპანია �. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის პრობლემაა გაზის საფასურის გადახდა , ამიტომ გასათბობად ხშირად კვლავ შეშა გამოიყენება .

ბოლო 5 წლის განმავლობაში კახეთის რეგიონში შიდა და მაგისტრალური გზების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა . 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით , კახეთში რეაბილიტაციას საჭიროებს 835 კმ . (31%) ასფალტიანი და 889 კმ . (33%) გრუნტიანი საფარი . კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში შიდა გზების რეაბილიტაცია ძირითადად მუნიციპალური ბიუჯეტიდან და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება .

 

გარე განათების სისტემის მოვლა -პატრონობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება . ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მონაცემებზე დაყრდნობით , კახეთის რეგიონში გარე განათების პრობლემა ძირითადად მოგვარებულია (გარდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა ), მუნიციპალიტეტების ქალაქები და ცენტრალური გზები უზრუნველყოფილია გარე განათების გამართული ქსელით .

რეგიონში საზოგადოებრივ ტრანსპორტს კერძო სამარშრუტო ტაქსები და მსუბუქი ავტომანქანები წარმოადგენენ . საზოგადოებრივი ტრანსპორტი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შიგნით და მუნიციპალიტეტებს შორის მოსახლეობის მიმოსვლას .

2011 წლის მონაცემებით , ინტერნეტის ქსელში კახეთის მოსახლეობის მხოლოდ 5.2% იყო ჩართული , რის მიხედვითაც რეგიონი გურიის შემდეგ ბოლოდან მეორე ადგილზეა .

ყველა მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს -ების მიერ ხდება , რომლებსაც ქალაქებიდან და სოფლებიდან ნარჩენები გააქვთ თვითმმართველობის მიერ მითითებული განრიგით . 2012 წლის სექტემბერში თვითმმართველობების მიერ მოწოდებული ინფორმაციით , ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქი უზრუნველყოფილია ნაგვის ბუნკერებითა და ურნებით .

კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში შშმ პირების გადაადგილებისა და განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა თითქმის არ არსებობს , ანალოგიური ვითარებაა მთელ საქართველოში [14] . კულტურული და სპორტული განვითარების საჭირო ინფრასტრუქტურა ასევე განაპირობებს ადამიანთა ცხოვრების ხარისხს .

V. გარემოს დაცვა

 

სატყეო სექტორი და ბიომრავალფეროვნება

 

კახეთის რეგიონისთვის ტყეები ერთ - ერთი მთავარი ბუნებრივი რესურსია , რომელიც მოსახლეობას უზრუნველყოფს შეშით , სამშენებლო მასალით , ტყის მეორადი პროდუქტებითა და სანადირო - სარეწაო ნადირ - ფრინველით . სტატისტიკის მიხედვით , კახეთის რეგიონში საქართველოს ტყეების ფართობის 11%- ია თავმოყრილი . დაკავებული ფართობის მიხედვით კი მეორე ადგილზეა. რეგიონის ტყეების 98% მთის ტყეების კატეგორიას მიეკუთვნება და მათ უდიდესი ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნიათ . მთის ტყეების დიდ ნაწილს ეროზიის საწინააღმდეგო , ნიადაგდაცვითი , კლიმატის მარეგულირებელი , წყლის შემნახავი , ბუნების გენოფონდის მწარმოებელი და სხვა ფუნქციები აქვს . ასევე მნიშვნელოვანია ის , რომ რეგიონის მთის ტყეების 80% მაღალი (25�- ზე მეტი ) და ქანების ფერდობებზე იზრდება , რაც კიდევ უფრო ზრდის ამ ტყეების ეკოლოგიურ მნიშვნელობას . რეგიონის ტყეების 2% კი ჭალის ტყეებს უკავია . კახეთის ტყეების 15% დაცულ ტერიტორიებშია მოქცეული , რაც ტყეების შენარჩუნებასა და განახლებას უწყობს ხელს .

ტყის ფართობების განაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით

�� � წყარო: საქართველოს სატყეო მეურნეობის ყოველწლიური სტატისტიკური ბროშურა � 2006 წ.

 

დაცული ტერიტორიები

 

საქართველოს დაცული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი კახეთის რეგიონში მდებარეობს და 194 ათასი ჰა უკავია , რაც მთლიანი ქვეყნის დაცული ტერიტორიების ფართობის 37 %-ია , ხოლო მთლიანი ქვეყნის ტერიტორიის2.8 %.

ქვეყნის გარემოსდაცვით სისტემაში ყველაზე წარმატებით დაცული ტერიტორიები ვითარდება გარემოსდაცვით სხვა სფეროებთან შედარებით . ამ მიმართულებით იზრდება როგორც სახელმწიფო დანახარჯები , ასევე უცხოური ორგანიზაციების დაფინანსებაც . 2012 წელს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის 8.6 მლნ . ლარი გამოიყო , ხოლო 2013 წელს კი 5,6 მლნ . ლარია გათვალისწინებული . დაცული ტერიტორიების ნაწილში , სადაც ტურიზმის განვითარების პოტენციალი დიდია , საერთაშორისო დონორების დახმარებით მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა კოტეჯებისა და ტურისტული ბილიკების სახით .

ატმოსფერული ჰაერის მართვა

 

�2012 წელს საქართველოში საწარმოებიდან სულ გაიფრქვა 38477 ტონა მავნე ნივთიერება, საიდანაც კახეთის რეგიონზე მოდის მხოლოდ 568,3 ტონა (1,48%);�

როგორც მთელ საქართველოში , მათ შორის კახეთშიც , ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია . კახეთში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ -ერთი წყარო მოსახლეობის მიერ ფოთლის წვაა . ამ სფეროს შესახებ სანდო ინფორმაცია კახეთის რეგიონის შესახებ არ არსებობს .

ბუნებრივი კატასტროფების მართვა

 

ბუნებრივი კატასტროფების რისკი მთელ მსოფლიოში , მათ შორის საქართველოში , ძალიან გაიზარდა , რაც მრავალი ფაქტორითაა გამოწვეული : კლიმატის ცვლილებით დაწყებული სოფლის მეურნეობის არასწორი წარმოებით დამთავრებული . ეს პრობლემა კახეთის რეგიონში მწვავედ დგას , ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მიღებული დანაკარგები ყოველწლიურად იზრდება . ხშირია გვალვა გაზაფხულზე , წვიმები მოსავლის აღების პერიოდში , სეტყვა უკვე წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს , ქარიშხლების ინტენსივობაც გაზრდილია . ამ კლიმატური მოვლენების ციკლი მკვეთრად შეცვლილია და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს , ფერმერები დიდ ზარალს განიცდიან . 2012 წლის 19 ივლისს მოსული სეტყვისა და ძლიერი ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზარალი უპრეცედენტო იყო . 2013 წლის აპრილსა და მაისში თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მოსულმა სეტყვამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას .

ასევე აღსანიშნავია სეზონური წყალდიდობა და გვალვა , დროში განგრძობადი სტიქია , მაგალითად დაჭაობება . ამჟამად ბუნებრივი კატასტროფების რისკის ქვეშ , სხვადასხვა დიაპაზონით , მთელი კახეთის რეგიონი დგას .

 

გარემოსდაცვითი განათლება

 

გარემოსდაცვითი განათლების განხორციელებისთვის საჭირო ქმედებები ჩამოყალიბებულია დოკუმენტშიგარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის , საქართველოს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2012�2014�, სადაც ფორმალური , არაფორმალური და არაოფიციალური მიმართულებებია გამოყოფილი .

 

ბოლო სამი წლის განმავლობაში დონორების და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებში გარემოსდაცვითი სხვადასხვა მიმართულების წილი (% - ში )

 

მიმართულების დასახელება

% - ული წილი

1

დაცული ტეროტორიები

20

2

გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურა

0

3

ნიადაგის მართვა

4

4

მდინარეთა მართვა

4

5

განახლებადი და ალტერნატიული ენერგიები

5

6

ქარსაფარი ზოლები და გამწვანება

2

7

გარემოსდაცვითი განათლება

9

8

ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა

15

9

ბუნებრივი კატასტროფები

13

10

ადამიანური რესურსების მართვა

5

11

სატყეო სექტორი და ბიომრავალფეროვნება

7

12

კლიმატის ცვლილება

9

13

ნარჩენების მართვა

5

14

ფინანსური მდგრადობა

2

 

სულ

100

 

განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება

 

იაფი და ეფექტური ენერგიის მიღების მიზნით კახეთის რეგიონისთვის მეტად მნიშვნელოვანია ენერგიის ალტერნატიული და განახლებადი წყაროების გამოყენება . ენერგომატარებლების მაღალი ფასი აფერხებს საწარმოებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარებას . გარდა ამისა , რეგიონში არსებობს სოფლები , სადაც მოსახლეობას ელექტროენერგია დღემდე არ მიეწოდება . ამ პირობებში მნიშვნელოვანია ალტერნატიული და განახლებადი ენერგორესურსების შესაძლებლობების განვითარება და გამოყენება .

კახეთი საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით არ არის მდიდარი ალტერნატიული და განახლებადი ენერგორესურსებით . კახეთი მოქცეულია ქარის დაბალსიჩქარიან ზონაში . რეგიონში ქარის ენერგიის გამოყენებისთვის შესაბამისი მხოლოდ ორი მონაკვეთი არსებობს : ალაზნის ველი , რომელიც ქარის რესურსის ეფექტური გამოყენების ზონას მიეკუთვნება და ილტოს ზეგანი , რომლის პოტენციალიც შედარებით შეზღუდულია . კახეთს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მზის ენერგიის (წელიწადში 270 დღე მზიანია ) გამოყენების პოტენციალი აქვს . ასევე საქონლის ნაკელის გადამუშავების გზით ბიოსაწვავის მიღების პერსპექტივა არსებობს .

თუმცა მნიშვნელოვანი მაინც ჰიდრორესურსებია , რომლის საფუძველზეც რეგიონში 10 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაა დაგეგმილი , ხოლო 4 სადგურის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს .

კახეთის რეგიონში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის პროექტები

ჰესის დასახელება

დადგმული სიმძლავრე

საშუალო წლიური გამომუშავება

1

სტორი �3

13,7 მგვ

60,56 კვტსთ

2

სტორი �1

14 მგვ

69,37 კვტსთ

3

ჩელთი

4.8 მგვ

25,04 კვტსთ

4

სტორი �2

11,4 მგვ

50,52 კვტსთ

5

ჩელთი �2

4.8 მგვ

25,09 კვტსთ

6

სტორი

11.8 მგვ

56,78 კვტსთ

7

დურუჯი

1,74 მგვ

10,69 კვტსთ

8

სამყურისწყალი �1

4,88 მგვ

25,70 კვტსთ

9

ავანი

4,6 მგვ

18,70 კვტსთ

10

სამყურისწყალი �2

22,6 მგვ

117,40 კვტსთ

 

სულ

89,52 მგვ

434,76 კვტსთ

 

კახეთის რეგიონში მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის მიმდინარე პროექტები

ჰესის დასახელება

დადგმული სიმძლავრე

საშუალო წლიური გამომუშავება

სავარაუდო ინვესტიცია ( აშშ . დო არი )

ეტაპი

1

შილდა

5 მგვ

30 კვტსთ

5 500 000

მშენებარე

2

სტორი �2

11,4 მგვ

50,52 კვტსთ

 

მოკვლევა

3

სტორი �3

13,7 მგვ

60,56 კვტსთ

 

მოკვლევა

4

 

 

 

 

მოკვლევა

5

სტორი �1

14 მგვ

69,37 კვტსთ

 

მოკვლევა

 

 

 

 

 

VI. რეგიონის ფაქტორული ანალიზი (SWOT)

რეგიონის ძლიერი მხარეები

         სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დიდი ფართობი;

         ღვინო და სპირტიანი სასმელები � ქვეყნის საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენს;

         აგროგადამამუშავებელი მრეწველობის განვითარების პოტენციალი;

         რეკრეაციული, ეკო, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისა და ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების პოტენციალი;

         ცენტრალური გზების კარგი მდგომარეობა;

         რეგიონის ელექტროფიკაცია;

         კარგი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა (თბილისთან სიახლოვე და აზერბაიჯანთან საზღვარი);

         თელავის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის კარგი მდგომარეობა;

         ტყეებისა და დაცული ტერიტორიების სიუხვე.

 

რეგიონის სუსტი მხარეები

         მოსახლეობის დაბერება;

         ახალგაზრდების მიგრაცია;

         სახელმწიფოს დიდი დანახარჯები პენსიებსა და დახმარებებზე;

         თვითდასაქმების მაღალი დონე;

         სამელიორაციო სისტემის არასათანადო მდგომარეობა;

         მოსახლეობის 90%-ისთვის კანალიზაციის სისტემის ხელმიუწვდომლობა;

         მოსახლეობის 62.5%-ისთვის ბუნებრივი აირის ხელმიუწვდომლობა;

         შიდა გზების გაუმართაობა (31% ასფალტიანი და 33%- გრუნტიანი საფარი);

         ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე;

         მოსახლეობაში კიბოს, ფარისებრი ჯირკვლისა და ანემიის გავრცელების მაღალი დონე.

 

რეგიონის შესაძლებლობები

         აგრომრეწველობის მოდერნიზაცია;

         აგრომრეწველობი განვითარების ზრდის ხელშეწყობა როგორც საექსპორტო პოტენციალის ზრდის, ასევე ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით

         ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებების განვითარება;

         მოსახლეობის შემოსავლების ზრდა ამ ორ დარგში ახალი სამუშაო ადგილების შექმნით;

         ადგილობრივ ნედლეულზე დაფუძნებით სხვა საწარმო დარგების ამუშავება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;

         თვითდასაქმების წილის შემცირება და დასაქმებულთა რიცხვის ზრდა;

         რეგიონში სწავლის ხარისხის ამაღლებითა და სამუშაო ადგილების შექმნით დასაქმების ზრდა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მიგრაციის პროცესის შემცირებას

         დასაქმებასთან ერთად სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებით (საბავშვო ბაღები, სკოლები, არაფორმალური განათლების ცენტრები) მოსახლეობისთვის რეგიონში დარჩენის მასტიმულირებელი გარემოს შექმნა;

         ცხოვრების ხარისხის ამაღლება ინფრასტრუქტურის გაძლიერებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებითა და რიგ დაავადებათა პრევენციით;

         ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მატერიალური ზარალისა და ადამიანური მსხვერპლის შემცირება განათლებისა და პრევენციული ღონისძიებების ჩატარებით.

 

რეგიონში არსებული საფრთხეები

         ბუნებრივი კატასტროფები;

         ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება გამონაბოლქვით;

         მოსახლეობის ბუნებრივი კლება და ავადობა.

 

 

რეგიონის სოციალური განვითარება

ძლიერი მხარეები

         მოსახლეობის საბაზისო განათლების მაღალი დონე;

         კახეთის დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ( სიახლოვე მაგისტრალებთან ) ;

         აგრომრეწველობისა და ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი ბუნებრივი და კლიმატური პირობები.

 

შესაძლებლობები

         ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის წახალისება;

         სამუშაო ადგილების შექმნა;

         ახალგაზრდული პოლიტიკის გატარება;

         შობადობის წახალისება და სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნა;

         ახალგაზრდების მიგრაციის და, შესაბამისად, მოსახლეობის დაბერების ტენდენციის შეჩერება ;

         განათლების სფეროს მორგება შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;

         ბავშვიანი ოჯახებისთვის ადგილობრივი პროგრამებიდან დამატებითი სერვისების მიწოდება .

სუსტი მხარეები

         ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის სიძველე ან არარსებობა;

         მიგრაციული პროცესები რეგიონიდან სამუშაო ადგილების სიმცირე;

         მოსახლეობის დაბერება;

         ეკონომიკის ნელი ტემპით განვითარება;

         რეგიონში კვალიფიციური კადრების დეფიციტი;

         ბავშვებისა და დედების სოციალური დაცვის პროგრამების არარსებობა;

         ბავშვების დაბალი წილი სოციალური დახმარების პროგრამებში.

საშიშროებები

         მიგრაციისა და დაბერების ტენდენციის გაგრძელება;

         ინფრასტრუქტურის განვითარების შეჩერება;

         ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი ან სტაგნაცია;

         ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუარესება;

         გონივრული ახალგაზრდული პროგრამების უგულებელყოფა და ბავშვების განვითარებაში ინვესტიციების ჩადებაზე უარის თქმა .

 

 

 

ჯანდაცვა

ძლიერი მხარეები

         საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობებში ამბულატორიული და ურგენტული სერვისების ხელმისაწვდომობა;

         კარგად მომზადებული და გადამზადებული პჯდ ექიმები და ექთნები;

         სტაციონარულ სექტორში განახლებული ინფრასტრუქტურა.

 

 

სუსტი მხარეები

         რეგიონში პჯდ ამბულატორიების უმეტესობაში ამორტიზებულია ინფრასტრუქტურა და მოძველებულია მატერიალურ - ტექნიკური ბაზა;

         სტაციონარულ სექტორში ექიმ - სპეციალისტების ნაკლებობაა, რის გამოც მოსახლეობა იძულებულია სამკურნალოდ თბილისში წავიდეს;

         საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაბალი ეფექტურობა;

         არც რეგიონში და არც ცალკეულ მუნიციპალიტეტში დაავადებების გავრცელების შემსწავლელი კვლევები არ ტარდება.

შესაძლებლობები

         მუნიციპალიტეტებში დაავადებათა გავრცელების შემსწავლელი კვლევების ჩატარება;

         ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით საინფორმაციო კამპანიების წარმოება;

         საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტურობის მონიტორინგი;

         ექიმების სამუშაო პირობების გაუმჯოსების ლობირება , სპეციალისტ - ექიმების კახეთში დასაქმების

ხელსაყრელი პირობების შექმნა;

რეგიონის მასშტაბით ექიმთა ინტერესების დასაცავად და ლობირების მიზნით ექიმთა ასოციაციის� შექმნა

         პაციენტთა უფლებისა და ინტერესების დასაცავად � �პაციენტთა ასოციაციის� ჩამოყალიბება.

საფრთხეები

 

         ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვისას მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების უგულებელყოფა ;

         ადგილობრივი მმართველობის ნების არარსებობა გადაჭრას თავის კომპეტენციებში შემავალი ჯანდაცვის საკითხები ;

         მოსახლეობის და ექიმების საზოგადოებრივი პასიურობა;

         სახელმწიფოს მხრიდან სტაციონარულ სექტორში ვიწრო სპეციალიზაციის ექიმების რეგიონებში მოზიდვისა და დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკის არარსებობა;

         მედ-პერსონალის დაბალი ანაზღაურება და ხელფასების დაგვიანება.

 

 

განათლება

ძლიერი მხარეები

         კახეთში ყველა დონის განათლების დაწესებულებების არსებობა;

         დამაკმაყოფილებელი სტანდარტების 2 პროფესიული სასწავლებელი ;

         პროფესიული და უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის დიდი ხვედრითი წილი რეგიონის მოსახლეობაში.

 

სუსტი მხარეები

         პროფესიული და უმაღლესი განათლება კახეთის შრომის ბაზრის მოთხოვნებს არ შეესაბამება;

         საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობა;

         ინტერნეტის დაბალი ხელმისაწვდომობა რეგიონის სკოლებში;

         ბავშვებისა და ახალგაზრდების მრავალმხრივი ჰარმონიული განვითარების თვის საჭირო არაფორმალური განათლების კერების ინფრასტრუქტურის დაბალი ხელმისაწვდომობა და გაუმართაობა;

         ინკლუზიური განათლების შეზღუდული შესაძლებლობები ;

         შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრები ს დაბალი ხელმისაწვდომობა.

 

შესაძლებლობები

         კახეთში უმაღლესი და პროფესიული განათლების შესაბამება შრომის ბაზართან;

         �პროფესიული სასწავლებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და შესაბამისი კადრების მოთხოვნა - მიწოდებაზე დამყარებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

         ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის სრული აღდგენა მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფისთვის;

         სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური სწავლების პროგრამების შეთავაზება;

         არაფორმალური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის აღდგენა;

         ახალგაზრდებს შორის ინტელექტუალური და სპორტული განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია .

 

საფრთხეები

         მუნიციპალიტეტების მხრიდან უფასო და ხარისხიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსების უკმარისობა;

         ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ბავშვებისა და ახალგაზრდების არაფორმალური და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობის იგნორირება;

         დაბალი საზოგადოებრივი აქტივობა.

 

 

წარმოება

ძლიერი მხარეები

         სამშენებლო სექტორისთვის ნედლეულის არსებობა.

 

 

სუსტი მხარეები

         კვალიფიციური კადრების მწვავე ნაკლებობა ან საერთოდ არარსებობა;

         ფინანსური რესურსების სიმცირე და სიძვირე;

         საკონსულტაციო მომსახურების არარსებობა.

შესაძლებლობები

         ადგილობრივ ნედლეულზე ( გარდა სოფლის მეურნეობისა ) ორიენტირებული, უახლესი ტექნოლოგიებით და თანამედროვე მართვის პრინციპებით აღჭურვილი საწარმეობის განვითარება.

 

 

საფრ ხეები

         ენერგომატარებლების სიძვირე;

         სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები;

         მოთხოვნის არარსებობა (მაგ., მშენებლობის შეჩერება) .

 

 

 

ტურიზმი

1 ძლიერი მხარეები

         რეგიონის კულტურული მემკვიდრეობა ;

         ბუნებრივი და გეოგრაფიული პირობები;

         რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და ამ სექტორის განვითარების დიდი სურვილი.

 

3.3 სუსტი მხარეები

         ტურისტისთვის სერვისის მიწოდების დაბალი ხარისხი;

         ინფრასტრუქტურის ხარვეზები (შეფერხება წყლის მიწოდებაში);

         სექტორში მომუშავე ადამიანების არასაკმარისი ცოდნა-გამოცდილება.

 

3.2 შესაძლებლობები

         რეკრეაციული ტურიზმის განვითარება;

         სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება;

         აგროტურიზმის განვითარება;

         ბალნეოლოგიური კურორტების ამოქმედება.

 

 

3 .4 საფრთხეები

         ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობა;

         საინვესტიციო კლიმატის გაუარესება.

 

 

ინვესტიციები

ძლიერი მხარეები

         სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ადგილობრივ ბაზარზე მზარდი მოთხოვნა, მისი საექსპორტო პოტენციალი;

         იაფი სამუშაო ძალა;

         ბიზნესის დაწყების იოლი პროცედურები;

         ქვეყნიდან კაპიტალის რეპატრიაციის თავისუფლება.

 

სუსტი მხარეები

         აგრომრეწველობაში სეზონური რისკები და გრძელვადიანი უკუგება;

         შიდა გზების, წყალკანალიზაციის სისტემისა და მყარი ნარჩენების მართვის პრობლემები.

შესაძლებლობები

         ინვესტიციების მოზიდვა სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელ მრეწველობაში;

         ირიგაციის სისტემის აღდგენაში;

         ინვესტიციები ტურიზმის სხვადასხვა სახეობებში;

         ინვესტიციები სამშენებლო მასალების წარმოებაში;

         ბიოსაწვავში ინვესტირება.

 

საფრთხეები

         ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუარესება;

         საქონლის გასაღების ბაზრების შემცირება.

 

 

 

სოფლის მეურნეობა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულები

ძლიერი მხარეები

         სხვადასხვა ტიპის ნიადაგის დიდი და ნაყოფიერი მასივები .

 

 

სუსტი მხარეები

         არ ხდება ნიადაგის სათანადო გამდიდრება მინერალური თუ ორგანული სასუქებით , მიმდინარეობს მიწების გაუდაბნოების პროცესი , განსაკუთრებით საგარეჯოსა და დედოფლისწყაროში ;

         სასოფლო - სამეურნეო მიწების მრავალ უბანზე მიმდინარეობს ნიადაგის წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზია .

 

შესაძლებლობები

         სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ინვენტარიზაცია და მესაკუთრეთა მონაცემთა სრულყოფილი ბაზის შექმნა;

         სასოფლო - სამეურნეო სავარგულების ნაყოფიერების ამაღლება;

         ნიადაგის დაცვის სრულყოფილი სამართლებრივი ბაზის შექმნა.

 

საფრთხეები

      სახნავი და საძოვარი მიწების ჩარეცხა;

      მიწისქვეშა მავნებლების ( განსაკუთრებით კავკასიის მარმარა ღრაჭა ) გავრცელება კახეთის ნიადაგებში;

      წყალდიდობა და ღვარცოფები.

 

 

მეღვინეობა

ძლიერი მხარეები

         ვაზის კულტურული ჯიშების მრავალფეროვნება ;

         ნაყოფიერი ნიადაგები ;

         აგროკლიმატური პირობები ;

         ღვინის დამზადების ორიგინალური მეთოდები.

სუსტი მხარეები

         ვაზის თანამედროვე სანერგე მეურნეობ ის არარსებობა / გამონაკლისია თელავში , სოფელ კონდოლში მოქმედი ქართულ - ფრანგული ინვესტიციით მოწყობილი ვაზის სანერგე არივიე ჯორჯია და ასევე რამდენიმე მსხვილი ფერმერის სანერგე მეურნეობა , თუმცა მათ სრული ტექნოლოგიური ციკლი არ გააჩნიათ ;

         ვაზის საძირეთა და ვაზის ჯიშთა წმინდა სადედეები ს არარსებობა;

         ნერგის ლაბორატორიული შემოწმებ ის ხელმიუწვდომ ლობა;

         დაბალმოსავლიანი და გამეჩხერებული ვენახები ;

         ღვინის საწარმოში დანაკარგების შესახებ სახელმწიფო ნორმები ს არარსებობა;

         საოჯახო ღვინის მარნების პროდუქციის ბაზარზე ხელშეწყობის არარსებობა

         მევენახე - ფერმერთა და მეღვინეთა კვალიფიკაცი ისა და უნარ - ჩვევები დაბალ დონე ;

         შხამ - ქიმიკატების ფალსიფიკაცია და სიძვირე ;

         სასუქების და საწვავის სიძვირე ;

         ჩასაბარებელ ყურძენზე გამოყოფილი სუბსიდი ების არაეფექტურ ობა.

 

შესაძლებლობები

         ვაზის თანამედროვე სანერგე მეურნეობები ს მოწყობა და სერ იფიცირებული და მაღალხარისხოვანი ვაზის ნერგი ს ხელმისაწვდომობა;

         აოჯახო და მცირე სიმძლავრის მარნებში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარები ს მოწყობა;

         ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე რეგიონში წარმოებული ღვინოების სტიმულირება ;

         ღვინის წარმოებაში საწარმოო დანაკარგების სახელმწიფო ნორმები ს შემუშავება;

         მწარმოებლებისთვის ლაბორატორიული მომსახურებ ის ხელმისაწვდომ ობა;

         პროფესიული გადამზადების სპეციალური პროგრამები ს დანერგვა.

 

საფრთხეები

         ნიადაგის მიწისქვეშა მავნებლების ( კავკასიის მარმარა ღრაჭა ) გავრცელება ;

         საინვესტიციო გარემოს გაუარესება;

         საექსპორტო ბაზრების დაკარგვა.

 

მარცვლეული კულტურების წარმოების სექტორი

ძლიერი მხარეები

         უნიკალური ხორბლის სახეობების მრავალფეროვნება ;

         ნაყოფიერი ნიადაგები და ხელსაყრელი აგროკლიმატური პირობები.

 

 

სუსტ მხარეები

                  კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ;

                  დაბალკონდიციური სათესლე მასალა ;

                  საჰექტ რო მოსავლიანობის დაბალი მაჩვენებელი ;

                  დასარაიონებელი ახალი ჯიშები ;

                  წარმოებული პრ დუქციის მაღალი თვითღირებულება ;

                  ზეთსახდელებში გამოხდილი ზეთის დაბალი ხარისხი და გამოსავლიანობ ა.

 

3.3 შესაძლებლობები

         თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათესლე და ჯიშთაგამოცდის მეურნეობები ს მოწყობა;

         მაღალკონდიციური სათესლე მასალ ის წარმოება;

         სადემონსტრაციო ნაკვეთები ს მოწყობა;

         ინვესტიციები ს მოზიდვა წისქვილების , ზეთსახდელების , სპირტსახდელების და ცხოველთა საკვების მწარმოებელი ქარხნების ასაშენებლად .

 

3.4 საფრთხეები

                  სტიქიური მოვლენები : სეტყვა , ქარი და გვალვა ;

                  გამოუცდელი ჯიშების დათესვა ;

                  კალიების გამრავლება და სხვა საშიში მავნებლების ფართო გავრცელება .

 

 

ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები

ძლიერი მხარეები

   ნაყოფიერი ნიადაგი და ხელსაყრელი აგროკლიმატური გარემო .

 

სუსტი მხარეები

      შესანახი სასაწყობო ფართების ნაკლებობა ;

      მალფუჭებადი კულტურებისათვის