საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა ცვლილების დოკუმენტები საინფორმაციო ბარათი ბეჭდვა ფაილის გადმოწერა
დოკუმენტის ნომერი 497
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის სახე საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016657
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა

თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

  საქართველოს მთავრობის

დადგენილება 497

2011 წლის 27 დეკემბერი

. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

  მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სა ­ ხელ ­ მწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენტის 2011 წლის 19 დეკემბრის 829 ბრძანებულების მე‑4 პუნქ­ტის სა­ფუძველზე:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონ­კუ­რენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანდართული დე ­ ბუ ­ ლება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის 92 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქ­ტუ­რის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 აპრი­ლის 127 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების დამ­ტკიცების შესახებ“.

  მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან .

პრემიერ-მინისტრი                                                                                                   . გილაური

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემ ­ დგომ­ში – სააგენტო) არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდი ­ ული პირი , რომელიც ახორციელებს საქართველოში თავისუფალი ვაჭრო­ბისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობას და სახელმწიფო შეს ­ ყიდ ­ ვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონი ­ ტო ­ რინგს.

2. სააგენტოს სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იური ­ დიუ­ლი პირი – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“. საა­გენ­ტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელე­ბა: „ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“.

  3.   სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონს­ტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანო­ნით, „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანო­ნით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტე ­ ბითა და ამ დებულებით.

 4. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარ­გ­ლებში და წესით.

 5. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქარ­თველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნე­ბისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამო­დის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართ­ლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

 6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, ემბ­ლემა და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუ­მენტი გამოსცეს, მიიღოს ან გასცეს მექანიკური ან/და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამ დოკუმენტების ამონა ­ ბეჭდებს ან მათ ელექტრონულ ასლებს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც ამ დოკუმენტებს.

8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პეკინის ქ. №28.

თავი II

სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილებები

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები

სააგენტოს ძირითადი მიზნებია:

ა) თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების ხელ­შეწყობა;

ბ) ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მხრიდან ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბა­რი­ერების დაუშვებლობა;

გ) გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობა, ობიექ­ტუ­რობა, არადისკრიმინაციულობა და გამჭვირვალობა;

დ) კონკურენციის შემზღუდავი სახელმწიფო დახმარებებისა და მიზ­ნობრივი პროგრამების დაუშვებლობა;

ე) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონიერების მონიტო­რინგი და ზედამხედველობა;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას საჯაროობის, გამ­ჭვირ­ვალობის, სამართლიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინცი­პების დაცვა, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების ზუსტად შეს­რულებისა და ანგარიშგების, ჯანსაღი კონკურენციის, სახელმწიფო შეს­ყიდ­ვების მონაწილეთა რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შე­საძ­ლებლობის უზრუნველყოფა;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქ­ცი­ონირების უზრუნველყოფა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება;

თ) კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფა, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარ­ტებ­თან და საუკეთესო პრაქტიკასთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა.

    მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. სააგენტოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა;

 ბ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის გან­ვითარების ხელ­შეწყობა;

 გ) საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და საქართველოს მთავ ­ რობისათვის წარდგენა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის განვი ­ თარებისათვის ხელის­შემშლელი სამართლებრივი, დისკრიმინა­ციუ­ლი და ადმი­ნისტრაციული ბარიერების აღმოფხვრის მიზნით;

დ) რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა­ნო­ების მხრიდან ისეთი ქმედების აღმოფხვრის მიზნით, რო­მელ­საც შეუძ­ლია:

  დ.ა) დააწესოს ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათები, რომლებიც კონკუ­რენ­ტებთან შედარებით უპირა­ტესო­ბას ანიჭებენ მას და იწვე­ვენ კონკურენციის შეზღუდვას;

 დ.ბ) აკრძალოს, შეაჩეროს ან სხვაგვარად შეაფერხოს ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო საქმიანობა და დამოუ­კიდებლობა (გარდა საქართვე­ლოს კანონმდებლობით დად­გენილი გამონაკლისებისა);

  დ.გ) საქონლის წარმოების ან/და რეალიზაციის კონ­კურენციის შეზ­ღუდვის მიზნით შექმნას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლობის სტრუქტურები, ან უკ­ვე არსებულ სტრუქტურებს მიანიჭოს ისეთი უფლებამო­სილება, რომელიც გამოიწვევს კონკურენციის შეზღუ­დვას;

 ე) იმ სახელმწიფო დახმარებებისა და მიზნობრივი პროგრამების გამოვლენა და მათი აღკვეთის მიზნით სა­ქარ­თველოს მთავრობისათვის შესაბამისი წინადადე­ბების მომზადება, რომლებიც აფერხებს კონკუ­რენ­ციას ან ქმნის მისი შეფერხების საშიშროებას, გარდა „თავისუ­ფალი ვაჭ­რობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართვე­ლოს კა­ნონით გათვალის­წი­ნებული შემ­თხვე­ვებისა;

  ვ) რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ეკონო­მიკური აგენტების, აგრეთვე ინფრასტრუქტურის სფე­რო­ებში სახელმწიფო საკუთრებაში არ­სე­ბული საწარ­მოების საქმიანობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენ­და­ციების მომზადება;

ზ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორ­დინაცია და მონიტორინგი;

თ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გა­მართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ი) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სის­ტემატური შესწავლა, ანალიზი და საქართველოს მთავრობისათვის შე­სა­ბამისი წინადადებების წარდგენა;

კ) სპეციალური სასწავლო პროგრამების და სასწავლო-მეთო­დოლო­გიური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზა­დება, სემინარებისა და ტრენინგების მოწყობა სახელმწიფო ხელისუფ­ლე­ბისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, სამარ­თალ­­დამცავი ორგანოებისათვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საექსპერტო და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;

 მ) თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლო­გიე­ბის კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ინტეგრი­რების ხელშეწყობა;

ნ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას წარმოშობილი და­ვე­ბის განხილვის გამჭვირვალე და სამართლიანი მექანიზმის უზრუნ­ველ­ყოფა ;

ო) სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის (შავი სიის) წარმოება;

პ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაციის წე­რი­­ლობითი მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი გადაწყვეტილებით, ინ­დივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესყიდვის ობი­­ექ­ტის იდენტიფიცირება ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ კლასიფიკატორში ინტეგრირება;

ჟ) სახელმწიფო შესყიდვების ხელოვნურად დაყოფის ფაქტების გა­მოვ­ლენა და შესაბამისი რეაგირება;

რ) კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კა­ნონმდებლობის შემუშავება;

ს) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. სააგენტო თავისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების უზ­რუნველსაყოფად უფლებამოსილია:

ა) მოსთხოვოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვით­მმართველობის ორგანოს „თავისუ­ფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის დებულებების დარ­ღვევით განხორციელებულ ქმედებასთან და­კავშირე­ბული დოკუმენტაცია. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვით­მმარ­თველობის ორგანოს ქმედების კანონით გან­საზღვრულ დე­ბულებებ­თან წინააღმდეგობის გამოვლენის ან მათი არას­წორი გამოყენების რისკის არსებობის შემთხვევაში, სა­­ა­­გენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს დასაბუ­თება შე­სა­­ბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართვე­ლო­ბის ორ­გა­ნოსაგან;

ბ) სახელმწიფო დახმარების გამცემის ქმედების „თავისუ­ფალი ვაჭრო­ბისა და კონკურენციის შესახებ“ საქართვე­ლოს კა­ნონით განსაზღვ­რულ დებულებებთან წინააღმდეგობის გამოვლენის შემთხვევაში, მოით­ხოვოს და­საბუთება სახელმწიფო დახმარების გამცემისაგან;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამ­შრომ­ლოს საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან, საზ­ღ­ვარ­გარეთის ქვეყნე­ბის შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთა­შო­რი­სო ორგანიზაციებთან, თავისუფალ ვაჭრობასა და კონ­კურენციასთან და­კავ­შირებული კანონმდებლობის შემ­დგო­მი სრულყოფის, ორგანიზა­ციულ-სამართლებრივი, ტექ­­ნი­­კური და ფინანსური უზრუნველყოფის პრო­ბ­ლემე­ბის გა­და­ჭრის მიზნით;

დ) ითანამშრომლოს დამოუკიდებელ ეროვნულ მარეგულირებ­ლებ­თან რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროებში კონკურენციის დარ­ღვევის შემთხვევების შესწავლის პროცესში;

ე) მონაწილეობა მიიღოს კონკურენციის სფეროსთან დაკავშირებით საერ­თაშორისო ხელშეკრულებებიდან გა­მომ­დინარე ვალდებულებების შეს­რულებაში;

ვ) მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისაგან განხორციე­ლე­ბუ­ლი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშების წარდგენა „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბა­მისი ნორ­მატიული აქტებით დადგენილი ფორმებითა და ვადებში, აგრეთ­ვე მოით­ხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო შესყიდ­ვებში მო­ნა­წილე პირთაგან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნების­მიე­რი ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკ­რულებების შეს­რულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმა­ციის ჩათვლით;

ზ) კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორ­მების დარღვევის ან მათი არასწორი გამოყენებისას, სახელმწიფო შესყიდ­ვე­ბისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების არარაციო­ნალუ­რი ხარჯ­ვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდ­ველ ორგანიზაციებს და მოითხოვოს მათგან არასწორი გადაწყვე­ტილე­ბე­ბისა და მოქმედების კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებ­თან შესა­ბამისობაში მოყვანა;

თ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით მოახდინოს შესაბამისი რეაგირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ კონკურენ­ციისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში გამოვლენილ ადმინისტრა­ციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე;

ი) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესა­ბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოების წინაშე დასვას სახელ­მწი­ფო შესყიდვებში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკით­ხი;

კ) სააგენტოს მიზნების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ფასიანი მომსახურება, რომელიც უშუალოდ არ წარმოადგენს მის ვალდებულებას;

ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრუ­ლი სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 4. სააგენტოს თავმჯდომარე

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდე­­ბო­ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემი­ერ-მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარე:

 ა) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს სააგენტოს სახელით;

 ბ) ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სააგენტოს საქ­­მიანობას;

 გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონ­მდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის სააგენ­ტოს კომ­პე­ტენციას მიკუთვნებულ სფეროში;

 დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კონ­ტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

 ე) სააგენტოს სახელით კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

 ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საა­გენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დის­ციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

 ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – გან­კარგულებებს;

 თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესსა და სააგენტოს თანამშრო­მელთა სამუშაოს აღწერილობას;

 ი) საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს, თანამშრომელთა თანამდებობ­რივი სარგოების ოდენობას, სახელფასო ფონდს;

 კ) სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით ამტკიცებს სტა­ჟირების გავლის წესს, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

 ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძ­ლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენ­ტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

 მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს საა­გენტოს სახსრებსა და ქონებას;

 ნ) საქართველოს მთავრობას წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს საა­გენ­­ტოს საქმიანობის შესახებ;

 ო) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება;

 პ) ახორციელებს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა ადმი­ნის­­ტრაციულ ფუნქციებს;

 ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება­მოსი­ლებებს.

 3. სააგენტოს თავმჯდომარე კანონმდებლობით დადგენილი წესით გა­­მოს­ცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას.

4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავ­მჯდო­მარის მოვალეობას სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების სა­ფუძ­ველზე ასრულებს სააგენტოს ერთ‑ერთი სტრუქტურული ერთეუ­ლის ხელმძღვანელი.

თავი III

სააგენტოს მართვა და სტრუქტურა

    მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო თავის ფუნქციებს ახორციელებს სტრუქტურული ერ­თეულების მეშვეობით.

2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) კონკურენციის დეპარტამენტი;

ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

გ) მონიტორინგის დეპარტამენტი;

დ) იურიდიული დეპარტამენტი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ვ) ანალიტიკური ჯგუფი.

 3. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს შინაგანაწესით.

თავი IV

სააგენტოს ქონება და ფინანსები

    მუხლი 6. სააგენტოს ქონება და ფინანსები

1. სააგენტოს აქვს ქონება, რომელზეც გააჩნია საკუთრების, სარგებ­ლობის ან/და სხვა სახის უფლებები, საქართველოს კანონმდებლობის შესა­ბამისად.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუა­ლებე­ბი, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა, ფინანსური რესურსები და არამატერიალური აქტივები.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევით მიღე­ბუ­ლი საკუთარი შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით მიღებული საკუთარი შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავ­ლე­ბი.

4. სააგენტოს საბანკო ანგარიშზე პროცენტის სახით დარიცხული თან­ხები ეკუთვნის სააგენტოს და გამოიყენება მისი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად.

თავი V

სახელმწიფო კონტროლი და ანგარიშვალდებულება

    მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი

 1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

 2. სააგენტომ მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეიძ­ლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

 ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

 ბ) სესხის აღება;

 გ) თავდებობა;

 დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

 ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახს­რების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკო­მუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

 ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

 3. ამ მუხლის მე‑2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალის­წინე­ბულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფი­ნანს­თა სამინისტროს თანხმობა.

    მუხლი 8. სააგენტოს წლიური ანგარიში

სააგენტო ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე ამზადებს წლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ, რომელიც წარედგინება საქართვე­ლოს მთავრობას, აგრეთვე ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

თავი VI

სააგენტოს რეორგანიზაცია‑ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

    მუხლი 9. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

 სააგენტოს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქარ­თველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, კანონმდებლობით გათვალისწი­ნე­ბული წესით.

    მუხლი 10. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შე­ტანა ხორციელდება კა­ნონმდებლობით დადგენილი წესით, საქართვე­ლოს მთავრობის დად­გე­ნი­­ლებით.


პირველადი სახე (30/12/2011 - 18/02/2014)