შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა ცვლილების დოკუმენტები საინფორმაციო ბარათი ბეჭდვა ფაილის გადმოწერა
დოკუმენტის ნომერი 280
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/07/2011
დოკუმენტის სახე საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110725020, 25/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016445
ძალაში შესვლის თარიღი 04/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 12/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა

თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 280

2011 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1 . „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში.

მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 4 ივლისიდან.

პრემიერ -მინისტრი      . გილაური

 

შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შპს „ქართული კვების კომპანიისათვისსაქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ა .თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „ქართული კვების კომპანიისა“ და მისი შვილობილი საწარმოებისათვის (შემდგომში საწარმო ) საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს .

2. ამ წესის მიზანია საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა .

3. ეს წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე , რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები/მოქმედება .

4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის , გაერთიანებული ერების ორგანიზაციის , ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის , აზიის განვითარების ბანკის , გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW ), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB ) და სხვა დონორი (დამფინანსებელი ) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები , თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი . იმ შემთხვევაში , თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი , მათი , აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე .

5. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად .

6. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას საწარმო ახორციელებს მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად .

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :

) შესყიდვა საწარმოს მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა , აგრეთვე ყველა სახის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შორის , აუდიტორული , საექსპერტო , საკონსულტაციო (მათ შორის , ფინანსური , საბუღალტრო , აქტივების განკარგვა ), იურიდიული , საპროექტო სამუშაოების და სხვ. );

) შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში საწარმო ) შპს „ქართული კვების კომპანია“ და მისი შვილობილი საწარმოები;

) შპს „ქართული კვების კომპანიის“ შვილობილი საწარმო საწარმო , რომელშიც შპს „ქართული კვების კომპანიას“ ეკუთვნის კაპიტალის 50% -ზე მეტი ან/და შპს „ქართული კვების კომპანიის“ და სახელმწიფოს წილი კაპიტალში ერთობლივად აღემატება 50% -ს;

) შესყიდვის ობიექტი შესასყიდი საქონელი და მომსახურება;

) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები იდენტური , ასევე არაიდენტური , მაგრამ მსგავსი კომპონენტების , ტექნიკური მაჩვენებლების ( მახასიათებლების ) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები . შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;

) საქონელი ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი ( გარდა უძრავი ქონებისა ) , როგორც მყარ , ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში , საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება , თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;

) სამშენებლო სამუშაო შენობის , ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან , რეკონსტრუქციასთან , ნგრევასთან , რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო ( მათ შორის , სამშენებლო მოედნის მოწყობა , გრუნტის ამოღება , შენობის ან ნაგებობის აგება - აშენება , აღჭურვილობის მონტაჟი , მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები , მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები ), აგრეთვე მშენებლობის თანამდევი მომსახურება , როგორიცაა ბურღვა , გეოდეზიური სამუშაოები , კოსმოსური და აეროგადაღება , სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება , თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას;

) მომსახურება შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი , საქონლისა და სამუშაოს გარდა . ამასთან , ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მომსახურება“ მოიცავს იჯარას , ქირავნობასა და ლიზინგს;

) პრეტენდენტი საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელმაც შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური;

) მიმწოდებელი პირი , რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;

) ელექტრონული ტენდერი 200 000 ლარის ან მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება , რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს;

) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება , რომელიც მოიცავს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს ;

) გამარტივებული შესყიდვა შესყიდვის საშუალება , როდესაც შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკებით;

) ფასთა გამოკითხვა შესყიდვის საშუალება , რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი , თუმცა შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით , რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ - ცალკე ან ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტს;

) გადაუდებელი აუცილებლობა ვითარება , რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოს ფუნქციონირებას ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საწარმოს ინტერესებს ან მის ქონებას;

) საფასური სატენდერო ან საკონკურსო წინადადების წარდგენისათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით ამავე კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა , რომელიც დაბრუნებას არ ექვემდებარება , გარდა შეცდომით გადახდილი საფასურისა;

) გამოქვეყნების საფასური საწარმოს მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისათვის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა . გამოქვეყნების საფასურის ოდენობები და გადახდის წესი კონკურსის , გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;

) მექანიკური შეცდომა დოკუმენტის ტექსტში დაშვებული კალმისმიერი, ორთოგრაფიული , არითმეტიკული ან სხვა სახის ხარვეზები , რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე დოკუმენტის სხვა ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუმენტებიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს დოკუმენტის შინაარსის არსებით შეცვლას;

) კომისია საწარმოს დირექტორის მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სატენდერო კომისია.

    მუხლი 3. საწარმოს უფლება-მოვალეობები

1. საწარმო უფლებამოსილია :

ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება );

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა;

დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას .

2. საწარმო ვალდებულია:

ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში , ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) საქონლის მიწოდების , მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის , მომსახურების ღირებულება , თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

გ) მხოლოდ ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებებით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და „გამარტივებული შესყიდვის , გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების შესაბამისად .

    მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას :

ა) სატენდერო კომისიის წევრების , შესყიდვის განხორციელებისათვის პასუხისმგებელი სხვა პირების შერჩევას;

ბ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების , სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადებას;

გ) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვასა და შეფასებას;

) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გამართვას;

) ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას;

) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას .

2. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი ( საწარმოს თანამშრომელი , კონსულტანტი , ექსპერტი და სხვ. ) ვალდებულია , წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ .

3. დაუშვებელია , რომ საწარმომ შესყიდვის მომზადება , განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად ( ექსპერტად ) მოიწვიოს პირი , თუ იგი :

) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის , თანამშრომლის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი;

) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე ორგანიზაციაში;

) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან .

4. დაუშვებელია , შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა , რომლებიც მონაწილეობდნენ შესყიდვის მოსამზადებელ სამუშაოებში .

5. ამ მუხლის მე - 3 და მე - 4 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე :

) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მონაწილეების მიმართ;

) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდვის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკების მონაწილეების მიმართ .

    მუხლი 5. შესყიდვის საშუალებები

1. შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ტენდერის , გამარტივებული ელექტრონული ტენდერის , ფასთა გამოკითხვის ან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით .

2. გადაწყვეტილებას შესყიდვის საშუალების გამოყენების შესახებ იღებს საწარმოს დირექტორი .

3. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით:

ა) თუ შესყიდვის ობიექტია :

ა.ა ) კომუნალური მომსახურება ( ელექტროენერგია , ბუნებრივი აირი , წყალი , დასუფთავება და სხვ. ) ;

ა.ბ ) ფიქსირებული სატელეფონო ქსელის მომსახურება;

ა.გ ) მივლინების დროს და წარმომადგენლობითი მიზნებისათვის განსახორციელებელი მომსახურება;

) დირექტორის გადაწყვეტილებით , თუ ამ ობიექტების შესყიდვა დასტურდება საბაჟო დეკლარაციით , ზედდებულით ან/და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით ( საბანკო გადარიცხვა , ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიღება - ჩაბარების აქტი ) ;

) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას;

) ინტერნეტით გამოწერის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას .

4. შესყიდვის პროცედურებს ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელი ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი ( პირები ).

    მუხლი 6 . ფასთა გამოკითხვა

1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეადგინოს დოკუმენტაცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლის , მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში .

2. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ სათანადოდ შერჩეულ არანაკლებ 3 პირს .

3. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით .

4. შემსყიდველი ორგანიზაცია დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 5 დღისა იღებს მოწვეულ პირთა გადაწყვეტილებებს მონაწილეობის თაობაზე , ხოლო დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 15 დღისა იღებს განაცხადებს , რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს :

) განცხადებას მონაწილეობის შესახებ;

) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;

) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ .

5. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები იურიდიული პირის შემთხვევაში უნდა იყოს ხელმოწერილი მონაწილე პირის ხელმძღვანელის მიერ .

6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერჩეული უნდა იქნეს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა .

7. მოწვეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით .

8. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე , რომლის განაცხადი სრულად შეესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი .

    მუხლი 7. სატენდერო კომისიის აპარატი

1. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით , საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანებით , ამ საწარმოს თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი , რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე .

2. სატენდერო კომისიის აპარატი ვალდებულია , ყოველი ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში , ხოლო გრძელვადიანი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში , რის შემდეგაც გადაეცემა საწარმოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დადგენილი წესით შესანახად .

    მუხლი 8. საკვალიფიკაციო მონაცემები

მოთხოვნებს , რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები , განსაზღვრავს საწარმოს სატენდერო კომისია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის .

    მუხლი 9. ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი

1. ხელშეკრულება, ამ წესის მე -5 მუხლის მე -3 პუნქტის გარდა, იდება წერილობითი ფორმით .

2. მიმწოდებელთან გამარტივებული შესყიდვის , ფასთა გამოკითხვის საშუალებებით დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით , ხოლო ელექტრონული ტენდერის , გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვას ახორციელებს სატენდერო კომისია .

    მუხლი 10. ანგარიშის წარდგენა

1. საწარმო განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს წარუდგენს საწარმოს კაპიტალის 20%‑ზე მეტი წილის მფლობელს ან მმართველ სუბიექტს ყოველწლიურად , არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 მარტამდე .

2. ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის დანართის შესაბამისად .

    მუხლი 11. ცვლილების შეტანის წესი

წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით .

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

ანგარიში

 

საწარმოს მიერ _______ წელს

განხორციელებული შესყიდვების შესახებ

 

შესყიდვის საშუალება ( გამარტივე ბული შესყიდვა , ფასთა გამოკითხვა , ელექტრონული ტენდერი , გამარტივებუ ლი ელექტრონული ტენდერი )

შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება

იმწოდე ბელი მხარის დასახე ლება

შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა

შესყიდვის საერთო ღირებუ

ლება

შესყიდვი

სათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


პირველადი სახე (25/07/2011 - 11/07/2013)