საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №234/ნ „ საწარმოების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონებისა და სანიტარიული კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა ცვლილების დოკუმენტები საინფორმაციო ბარათი ბეჭდვა ფაილის გადმოწერა
დოკუმენტის ნომერი 234/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/10/2003
დოკუმენტის სახე საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
სარეგისტრაციო კოდი 470230000.11.119.006125
ძალის დაკარგვის თარიღი 12/07/2007
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა

თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.125

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება 234/ნ

2003 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საწარმოების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონებისა და სანიტარიული კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ

ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორების ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს კანონების „საქართველოს სანიტარიული კოდექსი„ 44-ე მუხლის პირველი ბუნქტის ბ.ე) ქვექვეპუნქტის, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ 70-ე მუხლის, “საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ”  29-ე მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული სანიტარიული წესები და ნორმები “საწარმოების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონები და სანიტარიული კლასიფიკაცია”;

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

საწარმოების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონები და სანიტარიული კლასიფიკაცია

სანიტარიული წესები და ნორმები

სანწდან 2.2.1./2.1.1. 000-03

კარი I. ზოგადი ნაწილი

თავი I. გამოყენების სფერო

    მუხლი 1.

1. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები (შემდეგში სანიტარიული წესები) შემუშავებულია „საქართველოს სანიტარიული კოდექსის„ 44-ე მუხლის, საქართველოს კანონების “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, “გარემოს დაცვის შესახებ”, “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“, “წყლის შესახებ”, “საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ”, “პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ”, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სხვა ნორმატიული აქტების გათვალისწინებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს.

2. მოცემული სანიტარიული წესები ადგენენ:

ა) საწარმოების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების სანიტარიულ კლასიფიკაციას მათი საწარმოო სიმძლავრეების და გამოყოფილი მავნეობების ხასიათის და რაოდენობის გათვალისწინებით;

ბ) ჰიგიენურ მოთხოვნებს სანიტარიული დაცვის ზონების სიდიდეებისადმი საწარმოების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების სანიტარიული კლასიფიკაციის მიხედვით;

გ) მოთხოვნებს სანიტარიული დაცვის ზონის ორგანიზაციისა და კეთილმოწყობისადმი;

დ) საფუძვლებს სანიტარიული დაცვის ზონის დადგენილი სიდიდეების გადახედვისათვის.

3. სანიტარიული წესები განკუთვნილია სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული და ფიზიკური პირისათვის, რომელთა საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების პროექტირებას, მშენებლობას და ექსპლუატაციას, ასევე სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობას და სახელმწიფო ეკოლოგიურ ზედამხედველობასა და კონტროლს.

თავი II. ტერმინები და განსაზღვრებები

    მუხლი 2.

1. საბინადრო გარემო – ადამიანის ცხოველქმედების პირობების განმსაზღვრელი გარემოს (ბუნებრივი და ხელოვნური) ობიექტების, მოვლენების და ფაქტორების ერთობლიობა.

2. საწარმო – სამეურნეო საქმიანობის ობიექტი, დაკავშირებული პროდუქციის წარმოებასთან, სამუშაოების შესრულებით და მოსახურეობის გაწევით, ისეთი პროცესების, მოწყობილობების და ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც წარმოადგენენ საბინადრო გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების წყაროს.

3. საწარმოს ტერიტორია – სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად საწარმოს მესაკუთრის მიერ დადგენილი წესით გაფორმებული ტერიტორია.

4. სანიტარიული დაცვის ზონა – მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მავნე საწარმოო ფაქტორების ზემოქმედების შემცირების მიზნით დადგენილი დაცვის ზონა, რომელიც წარმოადგენს დაცილების ტერიტორიას სამრეწველო მოედნებს, მასალებისა და რეაგენტების ღია და დახურულ საწყობებს, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებსა (მათი გაფართოების პერსპექტივის გათვალისწინებით) და საცხოვრებელი განაშენიანების, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, დასვენების და საკურორტო ზონების ტერიტორიებს შორის.

5. ჰუმანური განვითარების ინდექსი (ჰგი) – ინტენსიური მაჩვენებელი, რომელიც ასახავს საზოგადოების განვითარების დონეს და ემყარება სამ მაჩვენებელს: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, ინტელექტუალური განვითარებისა და ცხოვრების დონეს.

6. ატმოსფეროს დაბინძურების პოტენციალი (ადპ) – წარმოადგენს ატმოსფეროს უნარს განაზავოს ატმოსფერულ ჰაერში არსებული მინარევები და მოიცავს მეტეოროლოგიური ფაქტორების კომპლექსს.

თავი III.  ზოგადი დებულებები

    მუხლი 3

1. წინამდებარე სანიტარიული წესების მოთხოვნები ვრცელდება მშენებარე და სარეკონსტრუქციო სამრეწველო დანიშნულების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, საცდელ-ექსპერიმენტული საწარმოების შენობების, ნაგებობების და დანადგარების, მცირე საწარმოების, კომუნალური დანიშნულების, სპორტის, ვაჭრობის, კვების, სამკურნალო-პროფილაქტიკური და სხვა ობიექტების პროექტირებასა და ექსპლუატაციაზე, ასევე მოქმედ საწარმოებზე.

2. მაგისტრალური მილსადენების და აირმომარაგების სისტემებისათვის სანიტარიული დაცვის ზონა განისაზღვრება დასახლებული პუნქტებიდან და ცალკეული ობიექტებიდან მინიმალური დაცილების მანძილის გათვალისწინებით, რომელიც დადგენილია საქართველოს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესებით მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. მაგისტრალური მილსადენების და აირმომარაგების სისტემებისათვის სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე ზუსტდება და თანხმდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.

    მუხლი 4

1. თანამედროვე სამრეწველო ობიექტების დაპროექტებისათვის აუცილებელი პირობაა მოწინავე, რესურსდამზოგავი, უნარჩენო ან მცირენარჩენიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტის დანერგვა, რაც იძლევა მავნე ქიმიური ნივთიერებების ან ბიოლოგიური კომპონენტების ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში და წყალში მოხვედრის მაქსიმალურად შემცირების ან თავიდან აცილების, აგრეთვე ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილებისა და დადგენილ ჰიგიენურ ნორმატივებამდე დაყვანის შესაძლებლობას.

2. მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტებში ასახული გარემოსდაცვითი საკითხების ტექნოლოგიური და ტექნიკური გადაწყვეტა დეტალურად უნდა დასაბუთდეს საცდელ-სამრეწველო გამოცდის შედეგებით, ხოლო ახალი ტექნოლოგიების საფუძველზე საწარმოების პროექტირებისას – მოქმედი ანალოგის ექსპლუატაციის მონაცემებით, მსგავსი საწარმოს შექმნის უცხოეთის გამოცდილების მასალების გამოყენებით.

    მუხლი 5

1. ნებისმიერ საწარმოს და სხვა ობიექტს, რომელიც წარმოადგენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედების წყაროს, უნდა გააჩნდეს სანიტარიული დაცვის ზონა.

2. სანიტარიული დაცვის ზონა განკუთვნილია:

ა) ატმოსფეროს მიწისპირა ფენაში ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიკური ფაქტორების ჰიგიენური ნორმების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, მოსახლეობაზე მათი უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად;

ბ) სამრეწველო და საცხოვრებელ ზონებს შორის არქიტექტურულ-ესთეტიკური ბარიერის შესაქმნელად და მის სათანადოდ კეთილმოსაწყობად;

გ) დამატებითი მწვანე მოედნების მოსაწყობად ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლების ასიმილაციისა და ფილტრაციის გაძლიერების მიზნით, ასევე ჰაერის მასების დიფუზიის პროცესების აქტიურობის ასამაღლებლად და კლიმატზე ლოკალური კეთილსასურველი გავლენისათვის.

3. საწარმოს ტერიტორიისა და სანიტარიული დაცვის ზონის გამწვანების და კეთილმოწყობის პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენილი უნდა იქნას დოკუმენტაცია იმ მოცულობით, რომლითაც შესაძლებელი იქნება საპროექტო გადაწყვეტის სანიტარიულ წესებთან და ნორმებთან შესაბამისობის შეფასება.

4. ახალი საწარმოების მშენებლობის, მოქმედი საწარმოების რეკონსტრუქციის ან ტექნიკური გადაიარაღების წინა საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს სანიტარიული დაცვის ზონების ორგანიზაციისა და კეთილმოწყობის საშუალებები, მოსახლეობის მიგრაციის პროცესების ჩათვლით, ხოლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს მისი ორგანიზაციის, კეთილმოწყობის და გამწვანების პროექტი მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 6

1. სანიტარიული დაცვის ზონის დახასიათებისათვის მისი ორგანიზაციის პროექტის საწყის მონაცემებში შეტანილი უნდა იყოს:

ა) ბუნებრივ-კლიმატური პირობების დახასიათება;

ბ) ნიადაგის გამოკვლევების საძიებო ანგარიშები, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვესა წყლებში ელემენტებისა და ქიმიური ნივთიერებების საწყისი დონეების შემცველობის განსაზღვრით, რომელთა წყარო შეიძლება იყოს დასაპროექტებელი საწარმო;

გ) მონაცემები გამწვანების რაიონის ტყე-მცენარეული პირობების შესწავლის შესახებ;

დ) შენობების, ნაგებობებისა და ნარგავების ინვენტარიზაციის მასალები;

ე) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დახასიათების მასალები.

2. სანიტარიული დაცვის ზონის გენერალური გეგმა გრაფიკულ მასალებში მუშავდება 1:1000 ან 1:2500 მასშტაბში ზონის საზღვრების დატანით. მითითებული გენერალური გეგმა შეიძლება შეთავსებული იყოს სიტუაციურ გეგმასთან.

    მუხლი 7

1. საწარმოების, მათი ცალკეული შენობებისა და ნაგებობებისათვის, რომელთა ტექნოლოგიური პროცესები წარმოადგენენ მავნე საწარმოო ფაქტორების ფორმირების წყაროებს მათი სიმძლავრეების, ექსპლუატაციის პირობების, შეზღუდულ ტერიტორიაზე ობიექტების კონცენტრაციის, გარემოში გამოყოფილი მავნე და/ან მკვეთრი სუნის მქონე ნივთიერებების ხასიათისა და რაოდენობის, წარმოშობილი ხმაურის, ვიბრაციის და სხვა მავნე საწარმოო ფიზიკური ფაქტორების, ასევე იმ ღონისძიებათა გათვალისწინებით, რომლებიც მიმართული უნდა იყოს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად, ჰიგიენური ნორმატივების მოთხოვნების აუცილებელი დაცვის პირობით, დგინდება საწარმოებისა ან ცალკეული ნაგებობების სანიტარიული კლასიფიკაცია და შესაბამისი სანიტარიული დაცვის ზონების შემდეგი საორიენტაციო სიდიდეები:

ა) პირველი კლასის საწარმოები - 1000მ;

ბ) მეორე კლასის საწარმოები - 500მ;

გ) მესამე კლასის საწარმოები - 300მ;

დ) მეოთხე კლასის საწარმოები - 100მ;

ე) მეხუთე კლასის საწარმოები - 50მ.

2. მშენებარე და სარეკონსტრუქციო საწარმოებისათვის აუცილებელია სანიტარიული დაცვის ზონების სიდიდეების დაცვა, გათვალისწინება და კორექტირება კონკრეტული პირობების გათვალისწინებით საწარმოების სანიტარიული კლასიფიკაციის შესაბამისად.

3. წინამდებარე სანიტარიული წესების მოთხოვნების უზრუნველყოფა, დაგეგმარებითი მეთოდებით ამოცანის გადაწყვეტის შესაძლებლობის არ არსებობისას უნდა მოხდეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვითა და მოცემული საწარმოს რეკონსტრუქციის დროს მავნე ფაქტორების მოსახლეობაზე ზემოქმედებისა და მავნეობის კლასის შესაბამისი შემცირებით.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც მავნე ფაქტორების ზემოქმედების გაანგარიშებული დონე აღწევს ნორმატიულ მნიშვნელობებს მოქმედი საწარმოს ტერიტორიის საზღვრებში, რაც აგრეთვე დასტურდება სისტემატური ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგებით, შესაძლებელია დადგინდეს სანიტარიული დაცვის ზონის ახალი სიდიდე, რომელიც უთანხმდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. იმ საწარმოებისათვის, რომლებიც არ შედიან სანიტარიულ კლასიფიკაციაში, სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდის დასაბუთებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიმუშავებს ობიექტის მფლობელი (ორგანიზაცია) და ათანხმებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან, რომელიც პასუხისმგებელია მის ობიექტურობაზე.

6. საწარმოებისათვის ახალი, ნაკლებად შესწავლილი ტექნოლოგიებით (რომელთაც არა აქვთ ანალოგები ქვეყანაში და საზღვარგარეთ), ატმოსფეროში საშიშროების პირველი და მეორე კლასის ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებების გაფრქვევით, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდის გაანგარიშება ხდება გენერალური დამპროექტებლის მიერ და თანხმდება საქართველოს მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. მცირე საწარმოებისათვის (კვების, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური მრეწველობის, საზოგადოებრივი კვების, ვაჭრობის, საყოფაცხოვრებო მომსახურების, კულტურული და სანახაობითი ობიექტებისათვის) სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე დგინდება მავნე ფაქტორების ზღვრულად დასაშვები სიდიდეების გათვალისწინებით.

8. წარმოების მოცულობის დროებითი შემცირება არ წარმოადგენს პროექტით გათვალისწინებული მაქსიმალური ან ფაქტობრივად მიღწეული მისი სიმძლავრისათვის დადგენილი სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდის გადახედვის საფუძველს.

9. სანიტარიული დაცვის ზონის საორიენტაციო სიდიდის საბოლოო დადგენა და შეცვლა აღნიშნული ნორმატიული აქტით დამტკიცებულ ფარგლებში შესაძლებელია:

ა) I, II და III კლასიის საწარმოებისათვის – საქართველოს მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის ან მისი მოადგილის გადაწყვეტილებით;

ბ) III და IV კლასის საწარმოებისათვის – ავტონომიური ერთეულების, რეგიონების და ქ.თბილისის მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის ან მისი მოადგილის გადაწყვეტილებით;

გ) IV და V კლასის საწარმოებისათვის – რაიონის (ქალაქის) მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის ან მისი მოადგილის გადაწყვეტილებით.

    მუხლი 8

1. მიღებული სანიტარიული კლასიფიკაციის თანახმად სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდის საკმარისობა, პირველ რიგში I, II, III კლასის საწარმოებისათვის, უნდა დადასტურდეს ატმოსფეროში გამონაფრქვევების განბნევის გამოთვლების მათემატიკური მოდელირების მოქმედი მეთოდიკებით, ქიმიური ნივთიერებების მოცულობისა და ტოქსიკურობის, ატმოსფეროს ჰაერის ჩამოყალიბებული ფონური გაბინძურების გათვალისწინებით ან მოქმედი, მშენებლობისათვის გამიზნული ან დასაპროექტებელი საწარმოების ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველის გავრცელების გამოთვლით.

2. იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ხასიათდება მაღალტოქსიკური ნაერთებით (საშიშროების I, II და III კლასი) ატმოსფეროს მრავალკომპონენტიანი გაბინძურებით, სანიტარიული დაცვის ზონის დასადგენად გამოიყენება “S” კომპლექსური მაჩვენებლის გამოთვლა შესაბამისი რუმბებით ქართა მარაოს, დასახლებული ადგილებისა და სამრეწველო ტერიტორიების ურთიერთგანლაგების, მოქმედი, მშენებლობისათვის გამიზნული ან დასაპროექტებელი საწარმოების ჯამური გაფრქვევების გათვალისწინებით (დანართი 1).

3. დიდი განფენილობის სანიტარიული დაცვის ზონების მქონე საწარმოების, ასევე I, II და III კლასის საწარმოების განთავსება დასახლებულ ადგილებში დაუშვებელია.

4. დასაშვებია IV და V კლასის საწარმოების (რომლებსაც არ სჭირდებათ სარკინიგზო მისასვლელი ხაზები და სატვირთო ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა) განლაგება დასახლებულ რაიონში, თუმცა უპირატესობა უნდა მიენიჭოს დასახლებული ტერიტორიის მიმართ მათ განაპირა განლაგებას.

    მუხლი 9

მსხვილი სამრეწველო საწარმოებისა და საწარმოთა კომპლექსებისათვის (შავი და ფერადი მეტალურგიის, ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიის, ქიმიური, ბიოსინთეზის, სატყეო-სამრეწველო და სხვ.) სანიტარიული დაცვის ზონების სიდიდეებს ასაბუთებს გენერალური დამპროექტებელი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თანხმდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან, როგორც ერთიანი წარმონაქმნი კომპლექსის ყველა საწარმოსათვის.

    მუხლი 10

1. ცალკეული საწარმოებისა და სამრეწველო კომპლექსებისათვის სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდის გაზრდის აუცილებლობას, ან სანიტარიული კლასიფიკაციით დადგენილზე ზევით ინდივიდუალური სანიტარიული დაცვის ზონების შექმნას განაპირობებს:

ა) მოქმედ საწარმოებში ან მათ ცალკეულ საამქროებში მოძველებული ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობა, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის ხარისხს ჰიგიენური ნორმატივების შესაბამისად;

ბ) აირმტვერდამჭერი აღჭურვილობის მუშაობის დაბალი ეფექტურობა და ატმოსფერული ჰაერის გაბინძურების ჰიგიენურ ნორმატივებამდე დაყვანის ტექნიკური გადაწყვეტის შეუძლებლობა;

გ) გაბატონებულ ქართა მიმართულების მიხედვით დასახლებული ადგილებისა და სამრეწველო ტერიტორიების არაკეთილსასურველი ურთიერთგანლაგება;

დ) ატმოსფერულ ჰაერში ქიმიური ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის, ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების და სხვა მავნე ფიზიკური ფაქტორების ზღვრულად დასაშვები დონეების გადაჭარბება, რომელიც ვლინდება სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრებს გარეთ ლაბორატორიული კონტროლის მასალებით და შეუძლებელია გაბინძურების დონის შემცირება ტექნიკური საშუალებებით;

2. სანიტარიული თვალსაზრისით არასაკმარისად შესწავლილი ახალი მავნე საწარმოების მშენებლობისას, ახალი სამრეწველო საწარმოების განლაგებისას ტერიტორიებზე, რომლებიც ხასიათდებიან ატმოსფეროს დაბინძურების მაღალი პოტენციალით (ადპ), ასევე საქართველოსთვის დამახასიათებელი ჰუმანური განვითარების ინდექსის (ჰგი) მაჩვენებლების გათვალისწინებით (დანართი 2), სანიტარიული დაცვის ზონა შესაძლებელია გადიდდეს, მაგრამ არა უმეტეს 1,5-ჯერ. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე უნდა გამოანგარიშდეს დანართი 1-ის შესაბამისად.

    მუხლი 11

1. სანიტარიული დაცვის ზონების სიდიდე შესაძლებელია შემცირდეს:

ა) რეგიონის კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით;

ბ)გარემოსა და მოსახლეობაზე ტექნოგენური ზემოქმედების ნორმატიული მოთხოვნების, ან მათზე დაბალი დონის სტაბილურად მიღწევის ობიექტური დასაბუთებისას ატმოსფერული ჰაერის გაბინძურებაზე სისტემატური ლაბორატორიული დაკვირვებების (არანაკლებ წლიური) მასალების საფუძველზე და ატმოსფეროს დაბინძურების პოტენციალის (ადპ) კეთილსაიმედო მახასიათებლების შემთხვევაში;

გ) დასახლებული ადგილების საზღვრებში ჩატარებული გაზომვებით ჰიგიენური ნორმატივების შესაბამისად ხმაურის, ვიბრაციისა და სხვა ფიზიკური ფაქტორების დონეების შემცირების დადასტურებისას;

დ) საწარმოს პროფილის მთლიანად შეცვლისა და ამასთან დაკავშირებით მავნეობის კლასის შეცვლისას.

2. არ დაიშვება სანიტარიული დაცვის ზონების სიდიდის შემცირების შესაძლებლობის დადგენა მხოლოდ გაანგარიშების მეთოდით. კონკრეტული საწარმოს სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდეები არ შეიძლება შემცირდეს, თუ ამ რაიონის ატმოსფერული ჰაერის ფონური გაბინძურების მდგომარეობა აღემატება ჰიგიენურ ნორმატივებს და განპირობებულია შესაბამისი საწარმოების, საქვაბეების, ავტოტრანსპორტის წვლილით.

    მუხლი 12

1. სანიტარიული დაცვის ზონა ან მისი რომელიმე ნაწილი არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც საწარმოს სარეზერვო ტერიტორია და გამოყენებული იქნეს სამრეწველო მოედნის გასაფართოებლად, აგრეთვე დასახლებული ადგილების პერსპექტიული განვითარებისათვის.

2. სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდეები სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საკონსტრუქტორო ბიუროებისა და სხვა ობიექტებისათვის, რომელთაც გააჩნიათ სახელოსნოები, საწარმოო, ნახევარსაწარმოო და ექსპერიმენტული დანადგარები, განისაზღვრება ამ სანიტარიული წესების მოთხოვნების შესაბამისად, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით.

3. სანიტარიული დაცვის ზონის მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო წარმოების (სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად, საძოვრად, სათიბად) დანიშნულებით გამოყენება დასაშვებია შესაბამისი დასაბუთებით და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით.

4. დაუშვებელია სანიტარიული დაცვის ზონის გამოყენება კოლექტიური ან ინდივიდუალური სააგარაკო, საბაღე და საბოსტნე ნაკვეთების განსათავსებლად.

5. სანიტარიული დაცვის ზონის და სამრეწველო მოედნის საზღვრებში არ შეიძლება კვების მრეწველობის, აგრეთვე კვების მრეწველობისათვის ჭურჭლის, ტარის, აღჭურვილობის და სხვა მასალების მწარმოებელი საწარმოების, მზა პროდუქციის საწყობების, სასმელი წყლის მომზადებისა და შენახვისათვის საჭირო წყალსადენის დანადგარების განთავსება.

6. დაუშვებელია სანიტარიული დაცვის ზონების ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსების, პარკების, ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების, სკოლების, საერთო სარგებლობის სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი დაწესებულებების განთავსება.

    მუხლი 13

1. სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრებში დასაშვებია განლაგდეს:

ა) სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ტექნიკური კულტურების მოყვანისათვის, რომლებიც არ გამოიყენება კვების პროდუქტების წარმოებისათვის;

ბ) საწარმოები, მათი ცალკეული შენობები და ნაგებობები, ძირითად წარმოებასთან შედარებით დაბალი მავნეობის კლასის მქონე წარმოებებით, ანალოგიური შედგენილობის, მაგრამ ნაკლები რაოდენობის გამონარტყორცნით, იმ პირობით, რომ გამონარტყორცნების ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ ჰიგიენურ ნორმატივებს;

გ) საწარმოს მუშაკების მომსახურების ობიექტები (სახანძრო დეპოები, აბანოები, სამრეცხაოები, ავტოფარეხები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინდივიდუალური სადგომი მოედნები, ავტოგასამართი სადგურები, ადმინისტრაციული შენობები, საკონსტრუქტორო ბიუროები, სასწავლო და ამბულატორიულ-სამკურნალო დაწესებულებები, მაღაზიები, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი აღჭურვილობები, ბიბლიოთეკები);

დ) სამორიგეო და საწარმოების დაცვის პერსონალისათვის განკუთვნილი არასაცხოვრებელი სათავსები, საზოგადოებრივი და ინდივიდუალური ტრანსპორტის სადგომები, ადგილობრივი და სატრანზიტო კომუნიკაციები, ელექტროგადაცემის ხაზები, ელექტრო-ქვესადგურები, ნავთობ და აირსადენები, არტეზიული ჭები ტექნიკური წყალმომარაგებისათვის, ტექნიკური წყლის მოსამზადებელი, წყალგამაგრილებელი ნაგებობები, საკანალიზაციო სატუმბი სადგურები, ნაგებობები ბრუნვითი წყალმომარაგებისათვის, მცენარეთა სანერგეები სამრეწველო მოედნების, საწარმოებისა და სანიტარიული დაცვის ზონების გამწვანებისათვის.

    მუხლი 14

1. სანიტარიული დაცვის ზონა უნდა იყოს მაქსიმალურად გამწვანებული:

ა) I კლასის საწარმოებისათვის და გაზრდილი განფენილობის ზონისათვის - არანაკლებ 40%;

ბ) II და III კლასის საწარმოებისათვის - არანაკლებ 50%;

გ) IV და V კლასის საწარმოებისათვის - საერთო ტერიტორიის არანაკლებ 60%.

2. საწარმოსა და საცხოვრებელი ზონის საზღვარს შორის არსებული 50-100მ სანიტარიული დაცვის ზონის არსებობისას, ავტომაგისტრალის სიგანე არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სანიტარიული კლასიფიკაციით მოთხოვნილი სიდიდის შემადგენელი ნაწილი. სანიტარიული დაცვის ზონის ტერიტორიაზე ავტომაგისტრალის არსებობის შემთხვევაში მისი გამონაფრქვევები ემატება ობიექტის ჯამური გამონაფრქვევების რაოდენობას.

3. სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრებში საცხოვრებელი სახლების შესაძლო მშენებლობის, ან მოსახლეობის გაყვანის აუცილებლობის საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წყდება ატმოსფეროს ფაქტობრივი გაბინძურების, ობიექტის გამონაფრქვევების გარემოსა და ადამიანზე არასასურველი ზემოქმედების შემცირების პერსპექტივებისა და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედების დადგენილი დონეების გათვალისწინებით.

4. სანიტარიული დაცვის ზონები ავტომაგისტრალებისა და ობიექტებისათვის, რომლებიც განლაგებულია დასახლებულ ადგილებში, განისაზღვრება საქალაქო და სასოფლო დასახლებების განაშენიანების შესახებ მოქმედი სამშენებლო ნორმებით.

    მუხლი 15

1. იმ საწარმოებისათვის, რომელთათვისაც სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისათვის წამყვანი ფაქტორია ატმოსფეროს ქიმიური გაბინძურება, ძირითადი გამონაფრქვევების ხასიათის შესაბამისად სანიტარიული დაცვის ზონის საზღვარი დგინდება სამრეწველო მოედნის საზღვრიდან, ან გამაბინძურებელი ნივთიერებების გაფრქვევის წყაროდან.

2. სანიტარიული დაცვის ზონა სამრეწველო მოედნის ტერიტორიის საზღვრიდან დგინდება:

ა) არაორგანიზებული წყაროებიდან და ტექნოლოგიური პროცესებიდან გამონაფრქვევების მოცულობისას, რომელიც ძირითადი წარმოების ჯამური გამონაფრქვევების 30%-ზე მეტს შეადგენს;

ბ) საწარმოს ტერიტორიაზე გაფრქვევის წყაროების დიდი რაოდენობით განლაგების შემთხვევაში.

3. სანიტარიული დაცვის ზონა გაფრქვევის წყაროდან დგინდება გახურებული გამონაფრქვევების მნიშვნელოვანი წყაროების არსებობისას არაორგანიზებული წყაროების გამონაფრქვევების 30%-ზე მეტის შემთხვევაში.

თავი IV. სანიტარიული დაცვის ზონების დადგენისას მოსახლეობაზე მოქმედი ფიზიკური ფაქტორების გათვალისწინება

    მუხლი 16

1. სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდეები სამრეწველო, კომუნალური, ენერგეტიკული საწარმოების, საავტომობილო, სარკინიგზო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის სატრანსპორტო საშუალებების მომსახურე საწარმოების, სადგურებისა და სხვა ობიექტებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ დიდ მანძილზე გავრცელებადი ფიზიკური ფაქტორების (ხმაური, ვიბრაცია, ინფრაბგერა და სხვ.) წყაროებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დასაბუთდეს გაანგარიშების გზით დანადგარებისა და აღჭურვილობის მიერ წარმოქმნილი ხმაურის, ვიბრაციისა და ინფრაბგერის ხასიათის, ხმაურის წყაროების დახასიათების, მათი განლაგების ადგილის (შენობაში თუ მის გარეთ), ექსპლუატაციის რეჟიმის და გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ობიექტების ხმაურის დონის მახასიათებელს წარმოადგენს ბგერის სიმძლავრის კორექტირებული დონე (LPA, დბა), საშუალოკვადრატული ბგერითი წნევის დონეები (დბ) საშუალო გეომეტრიული სიხშირეების ოქტავურ ზოლებში: 63, 125, 250, 500, 1000, 2000, 4000 და 8000ჰც, ბგერის დონეები, ბგერის ექვივალენტური დონეები (დბა).

3. ბგერითი წნევის დასაშვები დონე სიხშირეების ოქტავურ ზოლებში და ბგერის დონე დასახლებული ადგილების ტერიტორიაზე, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში უნდა შეესაბამებოდეს „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ„ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით დამტკიცებულ სანიტარიულ წესებსა და ნორმებს “ხმაური სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე”.

4. ვიბრაციის დასაშვები დონეები ნორმირდება ამავე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული ბრძანებით დამტკიცებული სანიტარიული წესებისა და ნორმების „საწარმოო ვიბრაცია, ვიბრაცია საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში„ შესაბამისად.

5. ინფრაბგერის ზემოქმედების დასაშვები დონეების ნორმები და მათი დადგენის მეთოდური ხერხები რეგლამენტირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №257/ნ ბრძანების “სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში, საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიებზე ინფრაბგერის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად.

    მუხლი 17

1. საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებით წარმოქმნილი ელექტრული ველის გავლენისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით დგინდება სანიტარიული დაცვის ზონები. საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზების სანიტარიული დაცვის ზონას წარმოადგენს მაღალი ძაბვის გადამცემების ტრასის მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც ელექტრული ველის დაძაბულობა აღემატება 1 ვ/მ-ს.

2. დასაპროექტებელი საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებისათვის, აგრეთვე შენობა-ნაგებობებისათვის სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრებად დასაშვებია სიდიდეები ელექტრული ველის დაძაბულობის დამწევი საშუალებების არმქონე ჰორიზონტალურად განლაგებული საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზების ტრასების გასწვრივ, მისგან ორივე მხარეს, ელექტროგადაცემის ხაზებისადმი პერპენდიკულარული მიმართულებით განაპირა სადენების მიწაზე პროექციისაგან შემდეგ მანძილებზე:

ა) 20მ - საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებისათვის 330კვტ-მდე ძაბვით;

ბ) 30მ - საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებისათვის 500კვტ-მდე ძაბვით;

გ) 40მ - საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებისათვის 750კვტ-მდე ძაბვით;

დ) 55მ - საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებისათვის 1150კვტ-მდე ძაბვით.

3. თუ ელექტრული ველის დაძაბულობა აღემატება ზღვრულად დასაშვებ დონეს (ზდდ) დადგენილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №259/ნ ბრძანებით “ელექტროსტატიკური, სამრეწველო სიხშირის ელექტრული და სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ზონაში მომუშავე-მომსახურე პერსონალის შრომის პირობების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ”, უნდა გატარდეს ღონისძიებები მის შესამცირებლად (დასახლებული ადგილებიდან საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზების გადატანა, მაეკრანებელი მოწყობილობების გამოყენება და სხვ.).

4. სანიტარიული დაცვის ზონების ფარგლებში აკრძალულია საცხოვრებელი, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისა და ნაგებობების, ყველა სახის ავტოტრანსპორტის სადგომი მოედნების და გაჩერებების, ავტოტრანსპორტის მომსახურეობის საწარმოების, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საწყობების განლაგება.

5. დასაპროექტებელი 750-1150კვტ ძაბვის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზების ღერძიდან დასახლებულ პუნქტამდე უახლოესი მანძილი, როგორც წესი, უნდა იყოს არანაკლებ:

ა) 250მ – 500კვტ-750კვტ-მდე ძაბვის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებისათვის;

ბ) 300მ - 1150კვტ-მდე ძაბვის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებისათვის.

6. გადამცემი რადიოტექნიკური ობიექტების განლაგების ადგილებში სანიტარიული დაცვის ზონების სიდიდეები დგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ„ დამტკიცებული სანიტარიული წესებისა და ნორმების “რადიოსიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივება” და “გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე” 2003 წლის 24 თებერვალის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებების “რადიოსიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების მქონე ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონის განსაზღვრა”

კარი II. ძირითადი ნაწილი საწარმოების სანიტარიული კლასიფიკაცია და მათთვის სანიტარიული დაცვის ზონების საორიენტაციო სიდიდეები

თავი V. შესავალი

    მუხლი 18

1. საწარმოებისა და ნაგებობებისათვის, რომელთა ტექნოლოგიური პროცესები წარმოადგენენ საწარმოო მავნეობების (ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური) გარემოში გამოყოფის წყაროებს, გათვალისწინებული უნდა იყოს სანიტარიული დაცვის ზონები სანიტარიული კლასიფიკაციის საფუძველზე.

2. ახალი წარმოების და ტექნოლოგიური პროცესის ორგანიზაციის დროს, რომელიც მოცემულ კლასიფიკაციაში არ შედის, სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდეებს ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის ასაბუთებს გენერალური დამპროექტებელი და თანხმდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველბის სამსახურთან, იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც მომზადდება ამ სანიტარიული წესების მოთხოვნების შესაბამისად.

3. თუ სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდეების დადგენისას წამყვან ფაქტორს წარმოადგენს ხმაურის ზემოქმედება, ამ სანიტარიულ წესებში პუნქტი აღნიშნულია ვარსკვლავით (*).

თავი VI. ქიმიური წარმოება

    მუხლი 19 I კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 1000მ.

1. ბმული აზოტის წარმოება (ამიაკის, აზოტმჟავას, აზოტოვანი და სხვა სასუქების).

2. ამიაკის და აზოტშემცველი ნაერთების (შარდოვანა, თიოშარდოვანა, ჰიდრაზინი და მისი წარმოებულები და სხვა), აზოტოვანი, ფოსფოროვანი, კონცენტრირებული მინერალური სასუქების, აზოტმჟავას და სხვა მწარმოებელი კომბინატები მოითხოვენ გაფართოებულ სანიტარიული დაცვის ზონას, რომელიც განისაზღვრება წინამდებარე წესების მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების დებულებებით.

3. ანილინური საღებავების, ბენზოლისა და ეთერის რიგის პროდუქტებისა და ნახევარპროდუქტების - ანილინის, ნიტრობენზოლის, ნიტროანილინის, ალკილბენზოლის, ნიტროქლორბენზოლის, ფენოლის, აცეტონის, ქლორბენზოლის და სხვ. წარმოება.

4. ნაფტალენური და ანტრაცენული რიგის ნახევარპროდუქტების (ბეტა-ნაფტოლი, H-მჟავა, ფენილპერმჟავები, პერმჟავები, ანტრაქინონი, ფტალის ანჰიდრიდი და სხვ.) წარმოება.

5. ცელულოზის და პოლიცელულოზის წარმოება მჟავე სულფიტური, ბისულფიტური ან მონოსულფიტური ხერხით გოგირდის ან სხვა გოგირდშემცველი მასალების წვის საფუძველზე; აგრეთვე ცელულოზის წარმოება სულფატური ხერხით (სულფატცელულოზა).

6. ქლორის წარმოება ელექტროლიზული მეთოდით, პროდუქტებისა და ნახევარპროდუქტების წარმოება ქლორის ფუძეზე.

7. იშვიათი ლითონების წარმოება ქლორირების მეთოდით (ტიტან-მაგნიუმის შენადნობი, მაგნიუმი და სხვ.).

8. ხელოვნური და სინთეზური ბოჭკოების წარმოება (ვისკოზური, კაპრონული ლაფსანი, ნიტრონი, ცელოფანი).

9. დიმეთილტერეფტალატის წარმოება.

10. დარიშხანისა და მისი ნაერთების წარმოება.

11. ნავთობის, ნავთობის თანმხლები და ბუნებრივი აირების გადამამუშავებელი წარმოება. გოგირდის ნაერთების 1%-ზე მეტი (წონითი) შემცველი ნახშირწყალბადოვანი ნედლეულის გადამუშავებისას სანიტარიული დაცვის ზონა უნდა გადიდდეს დასაბუთებულად.

12. პიკრინის მჟავას წარმოება.

13. ფთორის, ფთორწყალბადის და მათ ფუძეზე ნახევარპროდუქტებისა და პროდუქტების (ორგანული, არაორგანული) წარმოება.

14. საწვავი ფიქლის გადასამუშავებელი საწარმოები.

15. მურის წარმოება.

16. ფოსფორის (ყვითელი, წითელი) და ფოსფორორგანული ნაერთების (თიოფოსი, კარბოფოსი, მერკაპტოფოსი და სხვ.) წარმოება.

17.სუპერფოსფატური სასუქების წარმოება.

18. კალციუმის კარბიდის, ასევე მისგან აცეტილენის და აცეტილენის ფუძეზე ნაერთების წარმოება.

19. ბუნებრივი და სინთეზური კაუჩუკის წარმოება.

20. ციანწყალბადმჟავასა და მის ფუძეზე ორგანული ნახევარპროდუქტებისა და პროდუქტების (აცეტონციანჰიდრინი, ეთილენციანჰიდრინი, მეტაკრილისა და აკრილის მჟავათა ეთერები, დიიზოციანატები და სხვ.) წარმოება; ციანიდების (კალიუმის, ნატრიუმის, სპილენძისა და სხვ.), ციანშენადნობის (შავი ციანიდი), დიციანამიდის, კალციუმის ციანამიდის წარმოება.

21. აცეტილენის წარმოება ნახშირწყალბადოვანი აირებისგან და მის ფუძეზე მიღებული პროდუქტებისაგან.

22. სინთეზური ქიმიურ-ფარმაცევტული და სამკურნალო პრეპარატების წარმოება.

23. სინთეზური ცხიმოვანი მჟავების, უმაღლესი ცხიმოვანი სპირტების წარმოება ჟანგბადით პირდაპირი დაჟანგვის გზით.

24. მერკაპტანების წარმოება, მერკაპტანებით აირების ოდორირების ცენტრალიზებული დანადგარები, ოდორანტის საწყობები.

25. ქრომის, ქრომის ანჰიდრიდის და მათ ფუძეზე მარილების წარმოება.

26. რთული ეთერების წარმოება.

27. ფენოლფორმალდეჰიდური, პოლიეთერული, ეპოქსიდური და სხვა ხელოვნური ფისების წარმოება.

28. მეთიონინის წარმოება.

29. ლითონთა კარბონილების წარმოება.

30. ბიტუმის და სხვა პროდუქტების წარმოება ქვანახშირის კუპრის, ნავთობის, წიწვის გამოხდის შედეგად მიღებული ნარჩენებისაგან (გუდრონი, ნახევარგუდრონი და სხვ.).

31. ბერილიუმის წარმოება.

32. სინთეზური სპირტების (ბუთილის, პროპილის, იზოპროპილის, ამილის) წარმოება.

33. ვოლფრამის, მოლიბდენის, კობალტის ჰიდრომეტალურგიული საწარმოები.

34. საკვები ამინმჟავების (საკვები ლიზინის, პრემიქსების) წარმოება.

35. პესტიციდების წარმოება.

36. საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოება, მათი საწყობები, ასევე პოლიგონები.

37. ალიფატური ამინების (მონო-, დი-, ტრი- მეთილამინები, დიეთილ-ტრიმეთილამინები და სხვ.) და მათ ფუძეზე პროდუქტების (სიმაზინი და სხვ.) წარმოება.

    მუხლი 20. II კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 500მ.

1. ბრომის და მის ფუძეზე ნახევარპროდუქტების და პროდუქტების (ორგანული და არაორგანული) წარმოება.

2. აირების (სანათი, წყლის, გენერატორის, ნავთობის) წარმოება.

3. ნახშირის მიწისქვეშა გაზიფიკაციის სადგურები.*

4. ორგანული გამხსნელების და ზეთების (ბენზოლი, ტოლუოლი, ქსილოლი, ნაფტოლი, კრეზოლი, ანტრაცენი, ფენანტრენი, აკრიდინი, კარბაზოლი და სხვ.) წარმოება.

5. ქვანახშირის გადამუშავების და მის ფუძეზე პროდუქტების მწარმოებელი (ქვანახშირის სქელფისი, ფისების და სხვ.) საწარმოები.

6. ტორფის ქიმიური გადამუშავების საწარმოები.

7. გოგირდმჟავას, ოლეუმის, გოგირდოვანი აირების წარმოება.

8. გოგირდნახშირბადის წარმოება.

9. მარილმჟავას წარმოება.

10. კაპროლაქტამის წარმოება.

11. სინთეზური ეთილის სპირტის წარმოება პირდაპირი ჰიდრატაციის ან გოგირდმჟავური გზით.

12. ფოსგენის და მისი პროდუქტების (პარაფორები და სხვ.) წარმოება.

13. ამინოენანტის, ამინოუნდეკანის, ამინოპელარგონის, თიოდივალერიანის, იზოფტალის, მჟავების წარმოება.

14. ნატრიუმის ნიტრიტის, თიონილქლორიდის, ნახშირმჟავაამონიუმის მარილების, ამონიუმის კარბონატის წარმოება.

15. დიმეთილფორმამიდის წარმოება.

16. “ეთილური” სითხის წარმოება.

17. პროდუქტებისა და ნახევარპროდუქტების წარმოება სინთეზური პოლიმერული მასალებისათვის.

18. კატალიზატორების წარმოება.

19. გოგირდოვანი ორგანული საღებავების წარმოება.

20. კალიუმის მარილების წარმოება.

21. ხელოვნური ტყავის წარმოება აქროლადი ორგანული გამხსნელების გამოყენებით.

22. აზოტოლების და აზოამინების ყველა კლასის მუქი ლურჯი კუბური საღებავების წარმოება.

23. ეთილენის ოქსიდის, პროპილენის ოქსიდის, პოლიეთილენის და პოლიპროპილენის წარმოება.

24. 3,3-დი(ქლორმეთილ)ოქსიციკლობუტანის, პოლიკარბონატის, პროპი-ლენთან ეთილენის თანაპოლიმერების, ნავთობის თანმხლების აირების ბაზაზე მიღებული უმაღლესი პოლიოლეფინების პოლიმერების წარმოება.

25. პლასტიფიკატორების წარმოება.

26. პლასტმასების წარმოება ქლორვინილის ფუძეზე.

27. ცისტერნების დასუფთავების, გარეცხვისა და ორთქლით დამუშავების (ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვისას) პუნქტები.

28. სინთეზური სარეცხი საშუალებების წარმოება.

29. საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტების წარმოება საწყისი პროდუქტების წარმოებით.

30. ბორის და მისი შენაერთების წარმოება.

31. პარაფინის წარმოება.

32. მერქნისაგან კუპრის, თხევადი და აქროლადი ნახადის, მეთილის სპირტის, ძმარმჟავას, სკიპიდრის, ტერპეტინული ზეთების, აცეტონის, კრეოზოტის წარმოება.

33. ძმარმჟავას წარმოება.

34. აცეტილცელულოზის წარმოება ძმარმჟავასა და ძმარმჟავა ანჰიდრიდის ნედლეულის საწარმოებით.

35. ჰიდროლიზული წარმოება პენტოზანების შენაერთების შემცველი მცენარეული ნედლეულის გადამუშავების საფუძველზე.

36. იზოქტილის სპირტის, ერბოს ალდეჰიდის, ერბოს მჟავას, ვინილტოლუოლის, პენოპლასტის, პოლივინილტოლუოლის, პოლიურეთანების, პოლიფორმალდეჰიდის, ორგანული მჟავების რეგენერაციის (ძმარმჟავას, ერბოს მჟავას და სხვ.) პროდუქტების, მეთილპიროლიდონის, პოლივინილპიროლიდონის, პენტაერითრითის, უროტროპინის, ფორმალდეჰიდის წარმოება.

37. ანტიბიოტიკების (ტეტრაციკლინის და სხვ.) წარმოება.

    მუხლი 21. III კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 300მ.

1. ნიობიუმის წარმოება.

2. ტანტალის წარმოება.

3. კალცინირებული სოდის წარმოება ამიაკური მეთოდით.

4. ამონიუმის, კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმის გვარჯილის წარმოება.*

5. ქიმიური რეაქტივების წარმოება.*

6. პლასტიკური მასების წარმოება ცელულოზის ეთერებისგან.

7. კორუნდის წარმოება.

8. ბარიუმისა და მისი ნაერთების წარმოება.

9. ულტრამარინის წარმოება.

10. ნიკოტინის წარმოება.

11. სინთეზური ქაფურის წარმოება იზომერიზაციით.

12. მელამინის და ციანურის მჟავას წარმოება.

13. პოლიკარბონატების წარმოება.

14. მინერალური მარილების წარმოება (დარიშხანის, ფოსფორის, ქრომის, ტყვიისა და ვერცხლისწყლის მარილების გარდა).

15. პლასტმასების (კარბოლიტის) წარმოება.

16. ფენოლფორმალდეჰიდის წნეხილი მასალების, ქსოვილის, ქაღალდის დაწნეხილი ან დახვეული ნაწარმის წარმოება ფორმალდეჰიდური ფისების საფუძველზე.

17. ხელოვნური მინერალური საღებავების წარმოება.

18. რეზინის და კაუჩუკის რეგენერაციის საწარმოები.

19. რეზინის ტექნიკური ნაკეთობების, ებონიტის წარმოება.

20. იშვიათი ლითონების მადნის ქიმიური გადამუშავების წარმოება სტიბიუმის, ბისმუტის, ლითიუმის და სხვა მარილების მისაღებად.

21. ნახშირის ნაწარმის (ელექტროდების, ელექტრონახშირების და სხვ.) წარმოება ელექტრომრეწველობისათვის.

22. რეზინის ვულკანიზაციის წარმოება.

23. ამიაკის წყლის წარმოება და საბაზისო საწყობები.

24. ლითონური ვერცხლისწყლის გამოუყენებლად აცეტალდეჰიდის წარმოება ორთქლფაზური მეთოდით.

25. პოლისტიროლის და სტიროლის თანაპოლიმერების წარმოება.

26. სილიციუმორგანული ლაქების, სითხეების და ფისების წარმოება.

27. მაგისტრალური აირსადენების აირგამანაწილებელი სადგურები მერკაპტანისგან ოდორიზაციის დანადგარებით.

28. სებაცინის მჟავას წარმოება.

29. ვინილაცეტატის და მისი პროდუქტების (პოლივინილაცეტატი, პოლივინილაცეტატური ემულსია, პოლივინილის სპირტი, ვინილფლექსი და სხვა) წარმოება.

30. ლაქების (ზეთოვანი, სპირტიანი, პოლიგრაფიული, საიზოლაციო, რეზინის მრეწველობისათვის და სხვ.) წარმოება.

31. ვანილინის და საქარინის წარმოება.

32. შეკუმშული და გათხევადებული დაყოფის პროდუქტების წარმოება.

33. ტექნიკური სალომასის (წყალბადის არაელექტროლიზული მეთოდით მიღებით) წარმოება.

34. პარფიუმერიული წარმოება.

35. ხელოვნური ტყავის წარმოება პოლივინილქლორიდის და სხვა ფისების ფუძეზე აქლორადი ორგანული გამხსნელების გამოუყენებლად.

36. ეპიქლორჰიდრინის წარმოება.

37. შეკუმშული აზოტის, ჟანგბადის წარმოება.

    მუხლი 22. IV კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 100მ.

1. სხვა მინერალური სასუქების წარმოება.

2. ფტოროპლასტების გადამამუშავებელი წარმოება.

3. ქაღალდის წარმოება მზა ცელულოზისა და ჩვრებისაგან.

4. გლიცერინის წარმოება.

5. გალალიტის და სხვა ცილოვანი პლასტიკების (ამინოპლასტებისა და სხვ.) წარმოება.

6. ემალების წარმოება კონდენსაციური ფისებით.

7. საპნის წარმოება.

8. მარილსახარში და მარილსაფქვავი წარმოებები.

9. კალიუმის ფარმაცევტული მარილების (ქლორიდი, სულფატი, პოტაში) წარმოება.

10. ბუნებრივი მინერალური (ცარცი, ჟანგმიწა და სხვ.) საღებავების წარმოება.

11. სათრიმლავი ექსტრაქტის წარმოება.

12. პლატსმასის და სინთეზური ფისების ნაკეთობათა წარმოება (მექანიკური დამუშავება).

13. პოლიგრაფიული საღებავების წარმოება.

14. ფოტოქიმიური (ფოტოქაღალდი, ფოტოფირფიტები, ფოტო-კინოფირები) წარმოება.

15. საყოფაცხოვრებო ქიმიური საქონლის წარმოება მზა საწყის პროდუქტებზე

16. ოლიფას წარმოება.

17. მინის ბოჭკოს წარმოება.

18. სამედიცინო მინის (ვერცხლისწყლის გამოყენების გარეშე) წარმოება.

    მუხლი 23. V კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 50მ.

1. მზა სამკურნალწამლო ფორმების წარმოება.

2. ქაღალდის წარმოება მაკულატურისგან.

4. პლასტმასების გადამუშავების (ჩამოსხმა, ექსტრუზია, წნეხვა, ვაკუუმ-დაყალიბება) საწარმოები.

5. პოლიგრაფიული საწარმოები.*

6. ნახშირმჟავას და “მშრალი ყინულის” წარმოება.

7. ხელოვნური მარგალიტის წარმოება.

8. ასანთის წარმოება.

თავი VII.  მეტალურგიული, მანქანათმშენებელი და ლითონდამამუშავებელი საწარმოები და წარმოებები

    მუხლი 24. I კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 1000მ.

1. შავი მეტალურგიის კომბინატი სრული მეტალურგიული ციკლით (წელიწადში 1 მლნ. ტონაზე მეტი თუჯისა და ფოლადის წარმოება). დიდსიმძლავრიანი კომბინატებისათვის საჭიროა ზენორმატიული მინიმალური სანიტარიული დაცვის ზონის დამატებითი დასაბუთება.*

2. ფერადი ლითონების (სპილენძი, ტყვია, თუთია და სხვ.) მეორეული გადამუშავების საწარმოები წელიწადში 3000 ტონაზე მეტი ოდენობით.

3. თუჯის გამოდნობის წარმოება ბრძმედის 1500მ3-ზე მეტი საერთო მოცულობით.

4. ფოლადის წარმოება მარტენის და კონვერტორული მეთოდებით ნარჩენების გადამუშავების საამქროებით (თომასწიდის დაფქვა და სხვ.).

5. ფერადი ლითონების წარმოება გამოდნობით უშუალოდ მადნისაგან და კონცენტრატებისაგან (მათ შორის ტყვია, კალა, სპილენძი, ნიკელი).

6. ალუმინის წარმოება ელექტროლიზით გამდნარი ალუმინის მარილებისგან (თიხამიწა).

7. სპეცთუჯის წარმოება, ფეროშენადნობების წარმოება.

8. შავი, ფერადი ლითონების მადნის და პირიტის ნამწვის აგლომერირების საწარმოები.

9. თიხამიწის (ალუმინის ოქსიდი) წარმოება.

10. ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის შემცველი ხელსაწყოების (ვერცხლისწყლიანი გამმართველები, თერმომეტრები, ნათურები და სხვ.) წარმოება.

11. კოქსოქიმიური წარმოება (კოქსის აირი).

    მუხლი 25. II კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 500მ.

1. თუჯის წარმოება ბრძმედის საერთო მოცულობით 500-დან 1500მ3 -მდე.

2. შავი მეტალურგიის კომბინატი სრული მეტალურგიული ციკლით, თუჯის და ფოლადის წარმოების სიმძლავრით 1 მილიონ ტონამდე წელიწადში.

3. ფოლადის წარმოება მარტენის, ელექტროსადნობი და კონვერტორული მეთოდებით, ნარჩენების გადამუშავების საამქროებით (თომასწიდის დაფქვა და სხვ.) ძირითადი პროდუქციის წელიწადში 1 მილიონ ტონამდე მოცულობით.

4. მაგნიუმის წარმოება (ყველა ხერხით, გარდა ქლორიდულის).

5. თუჯის მოყვანილი სხმულის წარმოება წელიწადში 100 ათას ტონაზე მეტი რაოდენობით.

6. კოქსის გამოწვის წარმოება.

7. ტყვიის აკუმულატორების წარმოება.

8. თვითმფრინავების წარმოება, ტექნიკური მომსახურება.

9. საავტომობილო მრეწველობის საწარმოები.

10. ფოლადის კონსტრუქციების წარმოება.

11. ვაგონების წარმოება საჩამომსხმელო და სამღებრო საამქროებით.

    მუხლი 26. III კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 300მ.

1. ფერადი ლითონების წარმოება 100-დან 2000 ტონამდე წელიწადში.

2. ფერადი ლითონების (ტყვია, სპილენძი, თუთია) მეორეული გადამუშავების საწარმოები წელიწადში 1000-დან 3000 ტონამდე რაოდენობით.

3. თუჯის წარმოება ბრძმედის 500მ3-ზე ნაკლები საერთო მოცულობით.

4. თომასწიდას დაფქვის საწარმოები.

5. სტიბიუმის წარმოება პირომეტალურგიული და ელექტროლიზული მეთოდებით.

6. თუჯის მოყვანილი სხმულის წარმოება წელიწადში 20 ათას ტ-დან 100 ათას ტ-მდე.

7. თუთიის, სპილენძის, ნიკელის, კობალტის წარმოება წყალხსნარების ელექტროლიზის მეთოდით.

8. ლითონის ელექტროდების წარმოება (მანგანუმის გამოყენებით).

9. მოყვანილი ფერადი სხმულის წარმოება წნევის ქვეშ წელიწადში 10 ათასი ტონის სიმძლავრით (9500ტ. სხმული ალუმინის შენადნობისგან, 500ტ. სხმული თუთიის შენადნობისგან).

10. ლუმინოფორების წარმოება.

11. ტრაქტორების აგრეგატების წარმოება.*

12. ლითონის ნაკეთობათა წარმოება.*

13. სანიტარიულ-ტექნიკური ნაწარმის წარმოება.*

14. ხორცისა და რძის მრეწველობის მანქანათმშენებლობის საწარმოები.*

15. საშახტო ავტომატიკის წარმოება.*

16. შრიფტის ჩამომსხმელი ქარხნები ტყვიის შესაძლო გამოფრქვევით.*

    მუხლი 27. IV კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 100მ.

1. ლითონების გამამდიდრებელი წარმოება ცხელი დამუშავების გარეშე.

2. ტყვიით დაფარული ან რეზინის იზოლაციის მქონე კაბელის წარმოება.

3. თუჯის მოყვანილი სხმულის წარმოება 20 ათას ტონამდე წელიწადში.

4. ფერადი ლითონების (სპილენძი, ტყვია, თუთია და სხვ.) მეორეული გადამუშავების საწარმოები წელიწადში 1000 ტონამდე რაოდენობით.

5. მძიმე წნეხების წარმოება.*

6. ელექტროტექნიკური მრეწველობის მანქანების და ხელსაწყოების წარმოება (დინამომანქანები, კონდენსატორები, ტრანსფორმატორები, პროჟექტორები და სხვ.), მცირე ზომის საჩამომსხმელო და სხვა ცხელი საამქროებით.*

7. ხელსაწყოების წარმოება ელექტრული მრეწველობისათვის (ელექტრონათურების, ფარნების და სხვ.) საჩამომსხმელო საამქროების არარსებობისას და ვერცხლისწყლის გამოუყენებლად.*

8. საგზაო მანქანების, ავტომობილების, ძარის სარემონტო საწარმოები.*

9. კოორდინატულ-მჩარხავი დაზგების წარმოება.*

10. ლითონდამამუშავებელი მრეწველობის წარმოება თუჯის, ფოლადის (10 ათას ტონამდე წელიწადში) და ფერადი ლითონების (100ტ-მდე წელიწადში) სხმულების წარმოებით საჩამომსხმელო საამქროების გარეშე.*

11. ლითონის სპორტულ ნაკეთობათა წარმოება.*

12. ლითონის ელექტროდების წარმოება.

13. შრიფტის ჩამომსხმელი ქარხნები ტყვიის გაფრქვევის გარეშე.

14. მყარი შენადნობების და ძნელდნობადი ლითონების წარმოება მადნის ქიმიური დამუშავების საამქროების გარეშე.

    მუხლი 28. V კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 50მ.

1. შიშველი კაბელის წარმოება.

2. ტუტიანი აკუმულატორების წარმოება.

3. პნევმოავტომატიკის საწარმოები.*

4. ლითონწნეხების საწარმოები.*

5. სასოფლო-სამეურნეო დეტალების საწარმოები.*

6. ოფსეტური ბეჭდვის ფაბრიკა.*

თავი VIII

 მადნეული და არამადნეული წიაღისეულის მომპოვებელი წარმოება

    მუხლი 29. I კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 1000მ.

1. ნავთობმომპოვებელი საწარმოები დღეღამეში 0,5-დან 1ტ-მდე გოგირდწყალბადის გამოტყორცნით, ასევე აქროლადი ნახშირწყალბადების მაღალი შემცვლელობით.

2. პოლილითონური (ტყვიის, ვერცხლისწყლის, დარიშხანის, ბერილიუმის, მანგანუმის) მადნის მოპოვების და VIII-XI კატეგორიების მთის ქანების ღია წესით დამუშავების საწარმოები.

3. ბუნებრივი აირის მომპოვებელი საწარმო.

4. ნახშირის საბადოების ჭრილები.

5. საწვავი ფიქლების მომპოვებელი საწარმოები.

6. სამთო-გამამდიდრებელი კომბინატები.

    მუხლი 30. II კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 500მ.

1. ნავთობის მომპოვებელი საწარმოები დღე-ღამეში 0,5ტ-მდე გოგირდწყალბადის გამორტყორცნით და აქროლადი ნახშირწყალბადების მცირე შემცველობით.

2. აზბესტის მომპოვებელი საწარმოები.

3. რკინის მადნისა და სამთო ქანების ღია წესით მომპოვებელი საწარომები.

4. არალითონების ღია წესით მომპოვებელი საწარმოები.

5. ნაყარები და შლამსაგროვები ფერადი ლითონების მოპოვებისას.

6. არამადნეული საშენი მასალების კარიერები.

7. შახტური ტერიკონები თვითაალების დათრგუნვის ღონისძიებების გარეშე.

8. თაბაშირის მომპოვებელი საწარმოები.

    მუხლი 31. III კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 300მ.

1. ფოსფორიტების, აპატიტების, ალმადანის (ქიმიური გადამუშავების გარეშე), რკინის მადნის მომპოვებელი საწარმოები.

2. VI-VII კატეგორიების მთის ქანების (დოლომიტების, მაგნეზიტების, ასფალტის გუდრონების) ღია დამუშავების გზით მომპოვებელი საწარმოები.

3. ტორფის, ქვანახშირის, მურა ნახშირისა და სხვა ნახშირების მომპოვებელი საწარმოები.

4. წვრილი ტორფისა და ნახშირისგან ბრიკეტების წარმოება.

5. ჰიდროშახტები და გამამდიდრებელი ფაბრიკები სველი გამდიდრების პროცესით.

6. სუფრის ქვამარილის მომპოვებელი საწარმოები.

7. ტორფის ღარვის ხერხით მომპოვებელი საწარმოები.

8. ნაყარები და შლამსაგროვები რკინის მოპოვებისას.

9. ლითონებისა და არალითონების მადნის შახტური წესით მომპოვებელი საწარმოები (ტყვიის მადნის, ვერცხლისწყლის, დარიშხანის და მანგანუმის გამოკლებით).

10. ფხვიერი ტვირთების (ნახშირი, წიაღისეული) ამწეებით გადატანა.

    მუხლი 32. IV კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 100მ.

1. მარმარილოს, ქვიშის, თიხის ღია წესით მომპოვებელი საწარმოები.

2. კალიუმის კარბონატის ღია წესით მომპოვებელი საწარმოები.

თავი IX.  საშენ მასალათა მრეწველობა

    მუხლი 33. I კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 1000მ.

1. ცემენტის (პორტლანდ-, წიდაპორტლანდ-, პუცოლანცემენტის და სხვ.), ასევე ადგილობრივი ცემენტების (თიხაცემენტის, რომანცემენტის, თაბაშირწიდოვანი და სხვ.) წარმოება.

2. მაგნეზიტის, დოლომიტის და შამოტის წარმოება შახტურ, მბრუნავ და სხვა ღუმელებში გამოწვით.

3. აზბესტის და მისგან დამზადებული ნაკეთობების წარმოება.

    მუხლი 34. II კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 500მ.

1. ასფალტ-ბეტონის წარმოება სტაციონარულ ქარხნებში და მათი ხელოვნური შემავსებლების წარმოება.

2. თაბაშირის და ალებასტრის წარმოება.

3. კირის წარმოება (კირის ქარხნები შახტური და მბრუნავი ღუმელებით).

    მუხლი 35. III კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 300მ.

1. მინის მხატვრული ჩამოსხმა და ბროლის წარმოება.

2. მინის ბამბისა და წიდის ბოჭკოს წარმოება.

3. ღორღის, ხრეშისა და ქვიშის წარმოება, კვარცის ქვიშის გამდიდრება.

4. ტოლის და რუბეროიდის წარმოება.

5. ფერიტების წარმოება.

6. სამშენებლო პოლიმერული მასალების წარმოება.

7. აგურის (თიხის, სილიკატური), კერამიკული და ცეცხლგამძლე სამშენებლო ნაკეთობების წარმოება.

8. საშენებელკომბინატი.

9. რკინაბეტონის ნაკეთობების წარმოება.*

    მუხლი 36. IV კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 100მ.

1. ხელოვნური შემავსებლების (კერამზიტი და სხვ.) წარმოება.

2. ხელოვნური ქვების წარმოება.

3. ცემენტის და სხვა მტვერწარმომქმნელი საშენი მასალების ელევატორები.

4. საშენი მასალების წარმოება თბოელექტროსადგურების ნარჩენებისგან.

5. ბეტონის ნაკეთობათა წარმოება.

6. ფაიფურის და ქაშანურის ნაკეთობათა წარმოება.

7. ქვის საჩამომსხმელო საწარმოები.

8. ბუნებრივი ქვების დამუშავების საწარმოები.

9. ქვების აუფეთქებლად მომპოვებელი საწარმოები.

10. თაბაშირის ნაკეთობათა წარმოება.

11. ფიბროლიტის, ლელიტის, დიფერენტის და სხვა წარმოება.

12. სამშენებლო დეტალების წარმოება.*

    მუხლი 37. V კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 50მ.

1. თიხის ნაკეთობათა წარმოება.

2. სამინამბერო, სარკის წარმოება, მინის გახეხვა და ამოჭმა.

3. მარმარილოს მექანიკური დამუშავება.

თავი X

მერქნის დამამუშავებელი წარმოება

    მუხლი 38. I კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 1000მ.

სატყეო-ქიმიური კომპლექსები (ხის ქიმიური დამუშავება და ხის ნახშირის წარმოება).

    მუხლი 39. II კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 500მ.

ხის ნახშირის (ნახშირდამქანცველი ღუმელები) წარმოება.

    მუხლი 40. III კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 300მ.

1. ხის დაკონსერვების (გაჟღენთვა) საწარმოები.

2. მერქნის ბოჭკოს ნაკეთობათა (მერქანბურბუშელოვანი ფილების, მერქანბოჭკოვანი ფილების) წარმოება შემაკავშირებლად სინთეზური ფისების გამოყენებით.

3. ხის დამამუშავებელი წარმოება.*

    მუხლი 41. IV კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 100მ.

1. წიწვოვან-ვიტამინიზებული ფქვილის, ქლოროფილ-კაროტინული პასტის, წიწვოვანთა ექსტრაქტის წარმოება.

2. მერქნის მატყლის წარმოება.

3. ხე-ტყის სამხერხაო, ფირფიცრის და ხის სტანდარტული ნაგებობების დეტალების წარმოებები.

4. ხის გემების (კატერები, ნავები) დამამზადებელი გემთსაშენები.

5. სადურგლო-სახუროო, პარკეტის, ყუთების დამამზადებელი საწარმოები.

6. ავეჯის წარმოება.*

    მუხლი 42. V კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 50მ.

1. აღალის წარმოება.

2. მეკასრეობის ნაკეთობათა წარმოება მზა ტკეჩისაგან.

3. ჭილობის ქსოვილის წარმოება.

4. მერქნის მარილხსნარებით და წყალხსნარებით დამაკონსერვებელი საწარმოები (დარიშხანის მარილების გარეშე) სუპერშემოგოზვით.

თავი XI. საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობის წარმოებები

    მუხლი 43. I კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 1000მ.

 ბამბის პირველადი გადამუშავების საწარმოები ვერცხლისწყლის ორგანული პრეპარატებით თესლის დამუშავების საამქროებით.

    მუხლი 44. II კლასის - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდით არანაკლებ 500მ.

1. მცენარეული ბოჭკოების (ბამბის, სელის, კანაფის, კენდირის) პირველადი გადამუშავების საწარმოები.

2. ხელოვნური ტყავის და აფსკური მასალების, მუშამბის, პლასტიკური ტყავის წარმოება აქროლადი გამხსნელების გამოყენებით.

3. ქსოვილების ქიმიური გაჟღენთის და გოგირდნახშირბადით დამუშავების საწარმოები.

    მუხლი 45. III კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 300მ.

1. ქსოვილების და ქაღალდის ზეთოვან-ასფალტოვანი, ბაკელიტური და სხვა ლაქებით უწყვეტი გაჟღენთის საწარმოები.

2. ქსოვილების (დერმატინი, გრანიტოლი და სხვ.) ქიმიური ნივთიერებებით (გოგირდნახშირბადის გარდა) გაჟღენთის და დამუშავების საწარმოები.

3. პოლივინილქლორიდის ცალმხრივარმირებული აფსკების, შეთავსებული პოლიმერების აფსკების, ფეხსაცმლის ძირების რეზინის, რეგენერატის წარმოება გამხსნელების გამოყენებით.

4. სართავ-საქსოვი წარმოება.*

5. ფეხსაცმლის წარმოება.*

    მუხლი 46. IV კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 100მ.

1. გამათეთრებელი და სამღებრო-აპრეტურული საწარმოები.

2. შალის, ბამბის, სელის, ასევე მათი სინთეზური და ხელოვნური ბოჭკოების შენარევებიანი ნართისა და ქსოვილების წარმოება სამღებრო და მათეთრებელი საამქროებით.

3. პოლიმერებით გაწყობილი ტყავ-საგალანტერიო მუყაოს წარმოება ორგანული გამხსნელების გამოყენებით.

4. ნედლი ბამბის მიმღები პუნქტები.

5. სამკერვალო ფაბრიკა.*

6. წინდების წარმოება.*

7. სასპორტო ნაწარმის წარმოება.*

8. საჩითავი წარმოება.*

9. ფურნიტურის წარმოება.*

    მუხლი 47. V კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 50მ.

1. ბამბეულის საწარმოები.

2. ჭიის პარკის სახარში და აბრეშუმის ამოსახვევი საწარმოები.

3. ნარევძაფის (მელანჟის) საწარმოები.

4. ქერელის და ჯუთსაგრეხი, ბაგირის, ხეზის, თოკის და მათი ბოლოების დამამუშავებელი საწარმოები.

5. ხელოვნური კრაველის წარმოება.

6. ბამბის, სელის, შალის ნართის და ქსოვილის წარმოება სამღებრო და მათეთრებელი საამქროების გარეშე.

7. ტრიკოტაჟისა და მაქმანის წარმოება.

8. აბრეშუმსაქსოვი წარმოება.

9. ხალიჩების წარმოება.

10. ფეხსაცმლის მუყაოს წარმოება ტყავისა და ტყავ-ცელულოზის ბოჭკოსგან გამხსნელების გამოუყენებლად.

11. მასრა-კოჭის წარმოება.*

12. შპალერის წარმოება.*

თავი XII. ცხოველური პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოება

    მუხლი 48. I კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 1000მ

1. ტყავის ნარჩენების, ძვლებისა და ცხოველთა სხვა ნარჩენებისგან წებოს წარმოება.

2. ტექნიკური ჟელატინის წარმოება გახრწნილი ძვლების, ტყავის და ცხოველთა სხვა ნარჩენებისგან, დასაწყობებული გადანაყრებისგან.

3. დაცემული ცხოველების, თევზის, მათი ნაწილებისა და ცხოველთა სხვა ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები (ცხიმად, ცხოველთა საკვებად, სასუქებად და სხვ. გარდაქმნა).

4. ძვლის გამოსაწვავი და საფქვავი საწარმოები.

    მუხლი 49. II კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 500მ

ქონის სადნობი საწარმოები (ტექნიკური ქონის წარმოება).

    მუხლი 50. III კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სადიდე არანაკლებ 300მ

1. უტილნედლეულის დაგროვების ცენტრალური საწყობები.

2. ცხოველების ბეწვიანი ნედლი ტყავის დამუშავებისა და შეღებვის საწარმოები ნარჩენების გადამუშავებით (ცხვრის ბეწვიანი ქურქის, ცხვრის ტყავის სათრიმლავი, ბეწვის, ნატის ნაწარმის, ტარსიკონის, ლაიკის და სხვ.).

3. ცხოველების ნედლი ტყავის გადამუშავების საწარმოები, მოქნილი ტყავის სათრიმლავი (ლანჩის მასალის, სპეც. სქელი ტყავის, გამონაჭრის, თალათინის) ნარჩენების გადამუშავებით.

    მუხლი 51. IV კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანკლებ 100მ.

1. მატყლის სარეცხი საწარმოები.

2. დაუმუშავებელი და სველმარილოვანი ტყავების დროებით შესანახი საწყობები.

3. თმის, ჯაგრის, ღინღლის, ბუმბულის, რქების და ჩლიქების დასამუშავებელი საწარმოები.

4. ცხოველთა ლეშისგან ჩონჩხის და თვალსაჩინოებების წარმოება.

5. კომბინირებული საკვების დამამზადებელი საწარმოები (ცხოველებისათვის საკვების წარმოება კვების პროდუქტების ნარჩენებისგან).

6. სათელავი და ქეჩის წარმოება.

7. ლაქიანი ტყავის წარმოება.

8. ნაწლავებისგან კეტგუტის და სიმების წარმოება.

    მუხლი 52. V კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 50მ.

1. გამოყვანილი ტყავის ნაკეთობათა წარმოება.

2. თმისა და ჯაგრისაგან ჯაგრისის წარმოება.

3. სათელი საწარმოები.

თავი XIII. საკვები პროდუქტების და საგემოვნო ნივთიერებების დამამუშავებელი წარმოება

    მუხლი 53. I კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 1000მ.

პირუტყვის ბაზები.

    მუხლი 54. II კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 500მ.

1. სასაკლაოები (მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის), ხორცკომბინატები და ხორცსამაცივრო სასაკლაოები დასაკლავი პირუტყვის სამი დღის მარაგის შესანახი ბაზებით.

2. ზღვის ცხოველებისგან ცხიმის გამოსადნობი საწარმოები.

3. ნაწლავების სარეცხი საწარმოები.

4. ცხოველთა გადაყვანის შემდეგ ვაგონების გაწმენდისა და რეცხვის სადგურები და პუნქტები (სადეზინფექციო რეცხვის სადგურები და პუნქტები).

5. ყველის სახარში საწარმოები.

6. ჭარხლის შაქრის საწარმოები.

7. ალბუმინის წარმოება.

8. დექსტრინის, გლუკოზის და ბადაგის წარმოება.

    მუხლი 55. III კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 300მ.

1. თევზის სარეწები.

2. წვრილფეხა საქონლისა და ფრინველის სასაკლაო.

3. მარცვალსაღერღი წისქვილები, მარცვალგამფცქვნელი საწარმოები.

4. სასაქონლო ქერის ალაოს ხარშვის და საფუვრის დამამზადებელი საწარმოები.

5. თამბაქოს და წეკოს (თამბაქოს საფერმენტაციო, თამბაქოს და სიგარეტ-წეკოს ფაბრიკები) საწარმოები.

6. ლიქიორ-არაყის ქარხნები.*

7. მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხნები მკვეთრი სუნის გამოყოფით.*

8. ხორცკომბინატები.

    მუხლი 56. IV კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 100მ

1. ელევატორები.

2. ყავის მოსახალი საწარმოები.

3. მარგარინისა და ოლეომარგარინის წარმოება.

4. ზეთსახდელი ქარხნები (მცენარეული ზეთი).

5. საკვები სპირტის წარმოება.

6. თევზკომბინატები. თევზის საკონსერვო და თევზის ფილეს საწარმოები უტილსაამქროებით (გამომყვანი, შესაბოლი საამქროს გარეშე).

7. შაქარ-რაფინადის ქარხნები.

8. სიმინდის სახამებლის, სიმინდის ბადაგის ქარხნები.

9. სახამებლის წარმოება.

10. პირველადი ღვინის წარმოების ქარხნები.

11. სუფრის ძმრის წარმოება.

12. რძის და ცხიმსახდელი (ცხოველური ცხიმი) ქარხნები.*

13. ხორცის შესაბოლი საწარმოები.

14. თევზის შესაბოლი საწარმოები.

15. მინერალური წყლების ჩამომსხმელი საწარმოები.*

16. ლუდისა და ბურახის წარმოება.*

    მუხლი 57. V კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 50მ

1. საკონდიტრო საწარმოები.

2. ჩაის გადამწონი ფაბრიკები.

3. საკონსერვო ქარხნები.

4. ბოსტნეულისა და ხილის საცავები.

5. საკონიაკე სპირტის ქარხნები.

6. მაკარონის ფაბრიკები.

7. ძეხვეულის დამამზადებელი საწარმოები.

8. პურის ქარხნები.

9. საკვების დამამზადებელი ფაბრიკები.

10. მაცივრები 600ტ-ზე მეტი მოცულობით.

11. ყურძნის წვენის წარმოება.

12. ხილის, ბოსტნეულის წვენების და უალკოჰოლო სასმელების წარმოება.

13. ბოსტნეულის გადამამუშავებელი (შრობა, დამარილება და დამწნილება) საწარმოები.

თავი XIV. მიკრობიოლოგიური მრეწველობა

    მუხლი 58. I კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 1000მ

1. ცილოვან-ვიტამინური კონცენტრატების წარმოება ნახშირწყალბადებისგან (ნავთი, პარაფინი, ეთანოლი, მეთანოლი, ბუნებრივი აირი). არსებული ტექნოლოგიის არასრული ჰერმეტიზაციისას (ცილოვან-ვიტამინური კონცენტრატების აეროზოლების, საფუვრის უჯრედების, ძლიერი არასასიამოვნო სუნის გამოყოფა) მოითხოვენ გაფართოებულ სანიტარიული დაცვის ზონას, რომელიც განისაზღვრება ამ სანიტარიული წესების მე-9, მე-10 და მე-11 მუხლებით.

2. წარმოებაში პათოგენობის I-II ჯგუფის მიკროორგანიზმების გამომყენებელი საწარმოები.

    მუხლი 59. II კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 500მ

1. საკვები ბაციტრაცინის წარმოება.

2. საკვები ამინომჟავების წარმოება მიკრობიოლოგიური სინთეზის მეთოდით.*

3. ანტიბიოტიკების წარმოება.

4. საკვები საფუვრის, ფურფუროლის და სპირტის წარმოება მერქნის და სოფლის მეურნეობის ნარჩენებისგან ჰიდროლიზის მეთოდით.

5. სხვადასხვა დანიშნულების ფერმენტების წარმოება ზედაპირული კულტივირების მეთოდით.

6. პექტინების წარმოება მცენარეული ნედლეულისგან.

    მუხლი 60. III კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 300მ

1. საკვები საფუვრის წარმოება.

2. ბიოპრეპარატების (ტრიქროგრამის და სხვ.) წარმოება სასოფლო-სამეურნეო მცენარეების დასაცავად.

3. მცენარეთა დაცვის საშუალებების წარმოება მიკრობიოლოგიური სინთეზის მეთოდით.

4. მიკრობიოლოგიური პროფილის საწარმოები და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები.

5. ვაქცინების და შრატების წარმოება.

    მუხლი 61. IV კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე

არანაკლებ 100მ სხვადასხვა დანიშნულების ფერმენტების წარმოება ღრმა კულტივირების ხერხით.

თავი XV. ელექტრული და სითბური ენერგიის წარმოება მინერალური საწვავის დაწვით

    მუხლი 62.

1. 600მვტ და მეტი ეკვივალენტური ელექტრული სიმძლავრის თბოელექტროსადგურები (თეს), რომლებიც საწვავად იყენებენ ნახშირს და მაზუთს, მიეკუთვნებიან I კლასის საწარმოებს და უნდა ჰქონდეთ არა ნაკლებ 1000მ საორიენტაციო სანიტარიული დაცვის ზონა, ხოლო აირზე და აირ-მაზუთის საწავავზე მომუშავენი მიეკუთვნებიან II კლასის საწარმოებს და უნდა ჰქონდეთ არა ნაკლებ 500მ საორიენტაციო სანიტარიული დაცვის ზონა.

2. 200ჰკალ და მეტი თბური სიმძლავრის ელექტროსადგურები და სარაიონო საქვაბეები, რომლებიც მუშაობენ ნახშირის და მაზუთის საწვავზე, მიეკუთვნებიან II კლასის საწარმოებს სანიტარიული დაცვის ზონის საორიენტაციო სიდიდით არა ნაკლებ 500მ, ხოლო, რომლებიც მუშაობენ აირზე და აირ-მაზუთის საწვავზე (უკანასკნელი, როგორც სარეზერვო), მიეკუთვნებიან III კლასის საწარმოებს სანიტარიული დაცვის ზონის საორიენტაციო სიდიდით არა ნაკლებ 300მ.

3. მინიმალური სანიტარიული დაცვის ზონა თეს-ის ნაცარსაყრელიდან უნდა შეადგენდეს 300მ. (III კლასი) შესაბამისი გამწვანებით მის პერიმეტრზე.

4. ყველა ტიპის (მყარ, თხევად, აირად) საწვავზე მომუშავე საქვაბისათვის სანიტარიული დაცვის ზონის მინიმალური სიდიდის განსაზღვრისას აუცილებელია მავნე ნივთიერებების გამოთვლითი კონცენტრაციების განსაზღვრა ატმოსფერული ჰაერის მიწისპირა ფენაში და ვერტიკალის გასწვრივ, საქვაბისგან ატმოსფერული ჰაერის მაქსიმალური გაბინძურების ზონაში, საცხოვრებელი სახლების სართულიანობის გათვალისწინებით:

ა) თუ ატმოსფერული ჰაერის მოსალოდნელი გაბინძურების გამოთვლითი კონცენტრაციები მიწისპირა ფენაში საცხოვრებელი განაშენიანების სხვადასხვა სიმაღლეზე ზ.დ.კ.-ს ფარგლებშია, მინიმალური სანიტარიული დაცვის ზონა უნდა იყოს არა ნაკლებ 50 მეტრი, თუ აკუსტიკური გაანგარიშების საფუძველზე არ არის საჭირო მისი გაზრდა;

ბ) მხოლოდ აირად საწვავზე მომუშავე საქვაბისათვის ყველა ზემოთაღნიშნული პირობების დაცვის შემთხვევაში, თუ ფონური გაბინძურების გათვალისწინებით მავნე ნივთირებების კონცენტრაცია არ აღემატება ზ.დ.კ.-ს, სანიტარიული დაცვის ზონა შეიძლება შემცირდეს 25 მეტრამდე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება ავტონომიურ (ინდივიდუალურ) მცირე სიმძლავრის საქვაბეებზეც, მათ შორის სახურავზე განლაგებულზე, რომლებიც განკუთვნილია უშუალოდ ამ საცხოვრებელი სახლების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

6. კვამლის და აირების განბნევის გაანგარიშების საფუძველზე აუცილებელია ატმოსფეროში ძირითადი გამონაბოლქვის ჰიგიენური ნორმით განსაზღვრული, ან უფრო დაბალი დონის მიღწევა, რაც შესაძლებელია გამონაბოლქვის გაწმენდის თანამედროვე ეფექტური საშუალებების გამოყენებით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს SO2+NO2-ის, SO2+NO2+NO+ მაზუთის ჭვარტლის ჯამური ბიოლოგიური ზემოქმედების ეფექტი.

7. სანიტარიული დაცვის ზონის დანიშნულებაა დაიცვას მოსახლეობა საწარმოო ტერიტორიიდან მტვრის და აირების გამოყოფის არაორგანიზებული წყაროებისგან (ნახშირის ღია საწყობები, რკინიგზის ტრანსპორტი, მაზუთსაცავი, ნახშირის მოსამზადებელი საამქრო, წყაროს სიახლოვეს კვამლის ღრუბლიდან ნაცრის მსხვილი ფრაქციის გამოყოფა და სხვ.).

7. თეს-ის ქალაქების მახლობლად განთავსებისას აუცილებელი სანიტარიული დაცვის ზონა თანხმდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან, თეს-ის გამონატყორცნებით ატმოსფეროს გაბინძურების მაქსიმალური სიდიდეების შესაძლო გავრცელების და აღმოჩენის ზონებში საცხოვრებელი განაშენიანების მოხვედრის გამორიცხვით.

    მუხლი 63.

1. თბოელექტროსადგური და საქვაბეები 200ჰკალ და მეტი თბური სიმძლავრით, რომლებიც მუშაობენ აირზე და დიზელის საწვავზე, დასახლებული ადგილებიდან დაცილებული უნდა იქნენ არანაკლებ 300მეტრით (III კლასი).

3. საქვაბეებისათვის სანიტარიული დაცვის ზონები დიფერენცირდება საკვამლე მილების სიმაღლის მიხედვით15მ-ზე ნაკლები სიმაღლის საკვამლე მილის დროს სდზ-ის სიდიდე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100მ-ს; 15მ-ზე მეტი სიმაღლის საკვამლისას სდზ-ის სიდიდე უნდა იყოს 300მ, თუ საპროექტო გადაწყვეტილებით, აკუსტიკური გამოთვლებით არ მოითხოვს დამატებით კორექტირებას მისი გადიდებისკენ.

4. მსხვილ ჰიდროელექტროსადგურებს უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 300მ-ის სიდიდის სანიტარიული დაცვის ზონა.

თავი XVI. სასოფლო-სამეურნეო წარმოებები და ობიექტები

    მუხლი 64. I კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 1000მ

1. მეღორეობის კომპლექსები.

2. მეფრინველეობის ფაბრიკები.

3. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კომპლექსები.

4. 1-ელ, მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილი საწარმოები უნდა განთავსდეს ნაკლებად დასახლებულ ადგილებში.

    მუხლი 65. II კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 500მ

1. ნადირსაშენი ფერმები.

2. შხამქიმიკატების შესანახი საწყობები 500ტ-ზე მეტი სიმძლავრით.

3. თესლის დამუშავების და შეწამვლის საწარმოები.

4. თხევადი ამიაკის და ამიაკური წყლის საწყობები.

5. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების პესტიციდებით ავიადამუშავება (მინდვრის საზღვრებიდან დასახლებულ პუნქტამდე).

6. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების პესტიციდებით დამუშავება ტრაქტორების გამოყენებით (მინდვრის საზღვრებიდან დასახლებულ პუნქტამდე).

    მუხლი 66. III კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 300მ

1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (ყველა სპეციალიზაციის), მეცხვარეობის, მეცხენეობის ფერმები.

2. მეფრინველეობის ფერმები.

3. 50ტ-ზე მეტი სიმძლავრის მინერალური სასუქების და შხამქიმიკატების შესანახი საწყობები.

    მუხლი 67. IV კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 100მ

1. მებოცვრეობის ფერმები.

2. ვეტერინარული სამკურნალოები.

3. სათბურები და კვალსათბურები.

4. 50 ტონამდე ოდენობით მინერალური სასუქების და შხამქიმიკატების შესანახი საწყობები.

5. ცხოველების საკვების დამამზადებელი საწარმო (მათ შორის კვების ნარჩენების გამოყენებით).

6. ავტომანქანების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შენახვის და ტექნოლოგიური მომსახურების ავტოფარეხები და სარემონტო პარკები.

7. სამრეწველო საწარმოების დამხმარე მეურნეობები (მეღორეობის, მეცხოველეობის, მეფრინველეობის, ნადირთსაშენი) 100 სულამდე ოდენობით.

8. საწვავ-საპოხი მასალების საწყობები.

9. რძის, ხილის, ბოსტნეულის პირველადი დამუშავების და გადამუშავების საწარმოები ან საამქროები.

    მუხლი 68. V კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 50მ

1. ხილის, ბოსტნეულის, კარტოფილის, მარცვლეულის საცავები.

2. მასალების საწყობები.

3. მშრალი მინერალური სასუქების და მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების საწყობები (ზონა დგინდება საკვები პროდუქციის შენახვის და გადამუშავების საწარმოებამდე).

4. ცხოველების და ფრინველების შესანახი კერძო სარგებლობის ნაგებობები კვარტალური განაშენიანებისას.

    მუხლი 69.

სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე ჯიშიანი ცხოველების სანაშენეებიდან საჭიროა მოეწყოს ცხრილი 1-ის შესაბამისად.

ცხრილი 1.

ცხოველების სანაშენეები

სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე (მეტრები)

სულადობა (ცალი)

ღორები

ძროხები, მოზვრები

ცხვრები, თხები

ბოცვრები

ფრინველები

ცხენები

ნუტრია, თეთრი მელიები და სხვ.

20

5-მდე

2/8

15

20

50

5

5

40

15

8/15

25

50

75

15

15

75

50

15/50

100

100

150

100

50

150

100

50/150

250

200

500

250

100

თავი XVII. სანიტარიულ-ტექნიკური და სანტრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაგებობები, კომუნალური დანიშნულების, სპორტის, ვაჭრობის ობიექტები

    მუხლი 70. I კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 1000მ

1. კონტროლირებადი არასრულყოფილი საყრელები ორგანული წარმოშობის სამეურნეო თხევადი გადანაყრების, უსუფთაობების და მყარი ლპობადი გადანაყრებისათვის.

2. საასენიზაციო მინდვრები და ნაგავსაყრელის გადასახნავი მინდვრები.

3. ცხოველთა სამარხები ორმოებში ჩამარხვით.

4. უტილქარხნები ცხოველთა ლეშის და კონფისკატების სალიკვიდაციოდ.

5. სრულყოფილი საყრელები არაუტილიზებული მყარი საწარმოო ნარჩენებისა და გადანაყრებისათვის.

6. კრემატორიუმები ერთზე მეტი ღუმელით.

7. ნაგავსაწვავი და ნაგავგადამამუშავებელი ქარხნები წელიწადში 40 ტონაზე მეტი სიმძლავრით.

    მუხლი 71. II კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 500მ

1. ნაგავსაწვავი და ნაგავგადასამუშავებელი ქარხნები წელიწადში 40 ტონამდე სიმძლავრით.

2. დასახლებული ადგილების მყარი გადანაყრების, ნარჩენებისა და უსუფთაოებების კომპოსტირების უბნები.

3. ცხოველთა სამარხები ბიოლოგიური კამერებით.

4. ჩამრეცხი სადგურები.

5. შერეული და ტრადიციული სამარხებიანი სასაფლაოები 40-დან 20 ჰექტარამდე ფართობით.

6. ერთღუმელიანი კრემატორიუმები, მოსამზადებელი და სარიტუალო პროცესების გარეშე.

    მუხლი 72. III კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 300მ

1. უტილნედლეულის შეგროვების ცენტრალური ბაზები.

2. შერეული და ტრადიციული სამარხებიანი სასაფლაოები 20 ჰა-ზე ნაკლები ფართობით.

3. ნაკვეთები სათბურებისა და კვალსათბურებისათვის ნაგვის გამოყენებით.

4. ნაგვის კომპოსტირება ფეკალიებისა და ნაკელის გარეშე.

5. სატვირთო მანქანების მომსახურების საწარმოები.*

6. ავტობუსების და ტროლეიბუსების სადგურები.*

7. ავტობუსების და ტროლეიბუსების პარკები 300-ზე მეტი ტექნიკურად გამართული მანქანით; ტრამვაის დეპო (სარემონტო ბაზით).

8. ღია ტიპის ფიზკულტურულ-გამაჯანსაღებელი ნაგებობები 500 ადგილზე მეტი ტევადობის სტაციონარული ტრიბუნებით.

    მუხლი 73. IV კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 100მ

1. რაიონული დანიშნულების უტილნედლეულის შეგროვების ბაზები.

2. უტილნედლეულის დროებითი შენახვის საწყობები გადამუშავების გარეშე.

3. მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მომსახურების საწარმოები არა უმეტეს 10 ადგილით, ტაქსომოტორების პარკი.*

4. ქალაქის დასუფთავების მექანიზებული სატრანსპორტო პარკი.

5. საქალაქთაშორისო სატვირთო ავტოტრანსპორტის სადგომები (პარკი), საბაჟო ტერმინალები.

6. მსუბუქი და სატვირთო ავტოტრანსპორტის ბენზინგასამართი სადგურები დღეღამეში 500 გამართვაზე მეტი სიმძლავრით.

7. პორტალური ტიპის სატვირთო მანქანების სამრეცხაოები (განთავსდება სამრეწველო და კომუნალურ სასაწყობე ზონებში, ავტოსატრანსპორტო საწარმოების ტერიტორიაზე და მაგისტრალებზე ქალაქის შესასვლელთან).

8. ქიმწმენდის ფაბრიკები.

9. სამრეცხაო ფაბრიკები.

10. აბანო-სამრეცხაო კომბინატები.

11. ღია ტიპის ფიზკულტურულ-გამაჯანსაღებელი ნაგებობები 500-ზე ნაკლებ ადგილიანი სტაციონარული ტრიბუნებით.

12. ავტობუსების და ტროლეიბუსების პარკები (300 მანქანამდე).*

13. ავტომობილების სამრეცხაო ორ ადგილზე მეტი.

14. ვეტსამკურნალოები ცხოველების შენახვით.

15. დახურული სასაფლაოები, კრემაციის შემდგომი დასაფლავების სასაფლაოები.

16. ნაგვის გადასატვირთი სადგურები.

    მუხლი 74. V კლასი - სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 50მ

1. აბანოები.

2. სახანძრო დეპო.

3. სასწრაფო დახმარების ქვესადგურები ხმამაღლა მოლაპარაკე კავშირით.

4. საწყობები.

5. ცალკე განთავსებული შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილებები და სამმართველოები, რაიონული და საქალაქო სამხედრო კომისარიატები.

6. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელ-მოსაბრუნებელი ადგილი.

7. დახურული სასაფლაოები და მემორიალური კომპლექსები, სოფლის სასაფლაოები.

8. ღია ტიპის ფიზკულტურულ-გამაჯანსაღებელი ნაგებობები სპორტული თამაშების ჩატარებით, 100 კაცამდე ტევადობის სტაციონარული ტრიბუნებით.

9. მსუბუქი მანქანების ტექნიკური მომსახურების სადგურები 5 ადგილით (სამღებრო-სათუნუქე სამუშაოების გარეშე).

10. სავაჭრო კომპლექსები, წვრილი საბითუმო ბაზრები, სასურსათო ბაზრები და სამრეწველო საქონლის ბაზრები.

11. თევზის, ხორცის და ძეხვეულის პროდუქტების სველი წესით შებოლვის საწარმოები დღე-ღამეში არა უმეტეს 500კგ წარმადობით.

12. ხორცის გადამამუშავებელი მცირე სიმძლავრის საწარმო ან საამქრო დღე-ღამეში არა უმეტეს 500კგ წარმადობით.

13. სამრეცხაოები ცვლაში 500კგ-ზე ნაკლები წარმადობით.

14. ცალკე მდგომი სახელოსნოები (საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ფეხსაცმლის და სხვ.).**

15. ავტომატური სატელეფონო სადგურები.

16. სამტრედეები.**

17. ვეტსამკურნალოები ცხოველების შენახვის გარეშე.**

18. ავტოგასამართი სადგურები მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის ბენზინის ორთქლის გასაუვნებელყოფი მოწყობილობით, არა უმეტეს დღე-ღამეში 500 გამართვით ავტომობილების მომსახურების ობიექტების გარეშე.

19. ავტომობილების სამრეცხაო 2 ადგილამდე, დამატებითი მომსახურების გარეშე.

20. მინი ქიმწმენდა, მინი სამრეცხაო არა უმეტეს 20კგ/სთ-ში წარმადობით.**

21. ტანსაცმლის ქიმიური წმენდის საწარმოები დღე-ღამეში 160კგ. მეტი სიმძლავრით.

22. ცალკე მდგომი დახურული ფიზკულტურულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები, სპორტული კლუბები, ღია სპორტული მოედნები.

შენიშვნა:

* - დგინდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

** - ობიექტებისათვის სანიტარიული დაცვის ზონის ზომის სიდიდე შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არა უმეტეს 2-ჯერ, სათანადო დასაბუთებით.

    მუხლი 75.

1. ავტოსადგომების და ავტოფარეხების სხვადასხვა დანიშნულების შენობებისაგან დაცილება უნდა იყოს არა ნაკლებ ცხრილ 2-ში მოცემული სიდიდეებისა.

 

ცხრილი 2

მანძილი მსუბუქი ავტომანქანების შესანახი ნაგებობებიდან განაშენიანების ობიექტებამდე

ობიექტები, რომლებამდეც გაითვლება მანძილი

მანძილი, მეტრებში

ავტოსადგომები (ღია მოედნები), ფარეხი-სადგომები ტევადობით, მანქანა-ადგილი

10 და ნაკლები

11-50

51-100

101-300

300 და მეტი

1

საცხოვრებელი სახლების ფასადები და გვერდები ფანჯრებით

10

15

25

35

50

2

საცხოვრებელი სახლების გვერდები უფანჯროდ

10

10

15

25

35

3

სკოლები, საბავშვო დაწესებულებები, დასასვენებელი და სპორტული მოედნები

15

25

25

50

*

4

სტაციონარული ტიპის სამკურნალო დაწესებულებები

25

50

*

*

*

2. მანძილი ფარეხებიდან და ღია მოედნებიდან იანგარიშება სკოლების, საბავშვო დაწესებულებების, სტაციონარული ტიპის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების საზღვრამდე.

3. მოსაზღვრე ნაკვეთებზე, რომელთა შორის მანძილი არ აჭარბებს 25 მეტრს, რამდენიმე ავტოსადგომის განთავსების შემთხვევაში დაშორება ამ სადგომებიდან საცხოვრებელ სახლებამდე და სხვა შენობებამდე საჭიროა მივიღოთ ყველა ავტოსადგომზე მანქანა-ადგილების საერთო რაოდენობის გათვალისწინებით, მაგრამ ყველა შემთხვევაში დაუშვებელია 300 მანქანა-ტევადობის ავტოსადგომების განთავსება საცხოვრებელი განაშენიანების შიგა კვარტალებში.

4. 300 მანქანაზე მეტი ტევადობის ავტოფარეხების განლაგება საცხოვრებელ განაშენიანებაში (დასახლებაში) დასაშვებია მავნე ნივთიერებების გამონაფრქვევების გაბნევის და ხმაურისაგან დაცვის დასაბუთებული გათვლების და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

5. ცეცხლმედეგობის I - II ხარისხის მასიურ-კედლიანი დახურული ტიპის გარაჟებისათვის ცხრილში მითითებული მანძილი დასაშვებია შემცირდეს 25%-ით ავტოფარეხში გასაღები ფანჯრების და საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების მხარეს მანქანის შესასვლელის არ არსებობის შემთხვევაში.

6. 50 მანქანაზე მეტი ტევადობის ავტოფარეხების და ავტოსადგომების გამოსასვლელები განლაგებული უნდა იყოს სატრანსპორტო მაგისტრალზე შიგა მოხმარების და ფეხით მოსიარულეთა სამოძრაო გზების გვერდის ავლით.

7. აკრძალულია 50-ზე მეტი მანქანის ტევადობის ღია ავტოსადგომების განლაგება სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე.

8. 500 მანქანაზე მეტი ტევადობის ავტოფარეხები განლაგებული უნდა იყოს სამრეწველო და კომუნალურ-სასაწყობო ზონებში.

9. მიწისქვეშა ავტოფარეხების შესასვლელ-გამოსასვლელი და სავენტილაციო შახტები სკოლების, ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების, სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების, საცხოვრებელი შენობების ფასადების, დასასვენებელი მოედნების ტერიტორიიდან დაცილებული უნდა იყოს არანაკლებ 15 მეტრით.

 

 

თავი XVIII

 საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობები

    მუხლი 76.

1. საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობებისათვის სანიტარიული დაცვის ზონები მიღებულია ცხრილი 3-ის მიხედვით.

2. სანიტარიული დაცვის ზონა საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობებისათვის წარმადობით დღე-ღამეში 200 ათას მ3-ზე ზევით, ასევე ჩამდინარე წყლების გაწმენდის და ნალექების დამუშავების მიღებული ტექნოლოგიიდან გადახვევის შემთხვევაში დგინდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების მიერ.

3. ფილტრაციის მინდვრებისათვის ფართობით 0,5ჰა/მდე, კომუნალური ტიპის სარწყავი მინდვრებისათვის ფართობით 1,0ჰა-მდე, ჩამდინარე წყლების მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდის ნაგებობებისათვის წარმადობით 50მ3-მდე/დღე-ღამეში, სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე უნდა იყოს 100მ.

4. მიწისქვეშა ფილტრაციის მინდვრებისათვის 15მ3-მდე/დღე-ღამეში გამტარუნარიანობით სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე უნდა იყოს 50მ.

5. ცხრილში 3 მითითებული სანიტარიული დაცვის ზონის გადიდება დასაშვებია გამწმენდი ნაგებობების მიმართ საცხოვრებელი განაშენიანების ქარზურგა განლაგებისას რეალური აეროკლიმატური სიტუაციის გათვალისწინებით, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით.

ცხრილი 3.

სანიტარიული დაცვის ზონები საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობებისათვის

 

 

ნაგებობები ჩამდინარე წყლების გაწმენდისათვის

 

დაცილება მეტრებში გამწმენდი ნაგებობების გამოთვლითი წარმადობისას ათასი მ3/დღე-ღამეში

0,2-მდე

0,2-ზე მეტი 5,0-მდე

5,0-ზე მეტი 50,0-მდე

50,0-ზე მეტი 100,0-მდე

სატუმბი სადგურები და საავარიო-სარეგულაციო რეზერვუარები

15

20

20

30

ნაგებობები მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდისათვის ლამის მოედნებით დადუღებული ნალექებისათვის, ასევე ლამის მოედნები

150

200

400

500

ნაგებობები მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდისათვის, ნალექების დახურულ შენობებში თერმომექანიკური დამუშავებით

100

150

300

400

ფილტრაციის მინდვრები

200

300

500

--

სარწყავი მინდვრები

150

200

400

--

ბიოლოგიური გუბურა

200

200

300

300

6. წყალჩასაშვები სადგურებიდან სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე უნდა იყოს 300მ.

7. სანიტარიული დაცვის ზონა ზედაპირული ჩამონადენის გამწმენდი ნაგებობიდან სელიტებურ ტერიტორიამდე უნდა იყოს 100მ.

8. სანიტარიული დაცვის ზონა შლამ-საგროვებიდან დადგენილი უნდა იყოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების დასკვნის საფუძველზე.

9. სამრეწველო საწარმოების ტერიტორიის გარეთ განლაგებული სამრეწველო კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები და სატუმბი სადგურები, როგორც სამრეწველო ჩამდინარე წყლების დამოუკიდებელი გაწმენდის და გადატუმბვის, ასევე საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლებთან ერთობლივი გაწმენდის შემთხვევაში – სანიტარიული დაცვის ზონა უნდა იყოს ისეთივე, როგორც საწარმოებისათვის, რომლისგანაც მიდის ჩამდინარე წყლები, მაგრამ არა ნაკლები ცხრილ 4-ში მითითებულისა.

ცხრილი 4.

სანიტარიული დაცვის ზონები საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობებისათვის

ნაგებობები ჩამდინარე წყლების გაწმენდისათვის

მანძილი მეტრებში გამწმენდი ნაგებობების გაანგარიშებული მწარმოებლურობის დროს, ათასი მ3/დღე-ღამეში

0,2-მდე

0,2-დან 5,0-მდე

5,0-დან 50,0-მდე

50,0-დან 200,0-მდე

სატუმბი სადგურები და საავარიო-სარეგულაციო რეზერვუარები

15

20

20

30

ნაგებობები მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდისათვის ამბოხიანი ნალექებისათვის სალამე მოედნებით, აგრეთვე სალამე მოედნები

150

200

400

500

ნაგებობები მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდისათვის ნალექის თერმოდინამიკური დამუშავებით დახურულ შენობებში

100

150

300

400

ველები ფილტრაციის

200

300

500

--

ველები სარწყავი

150

200

400

--

ბიოლოგიური გუბურები

200

300

500

--

 

    თავი XIX. ნავთობის, აირის და მათი პროდუქტების მაგისტრალური სადენები, საკომპრესორო სადგურები

    მუხლი 77

1. ნახშირწყალბადოვანი ნედლეულის მაგისტრალური მილსადენებისათვის იქმნება სანიტარიული ზონები. მათი სიდიდეები თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ზუსტდება და თანხმდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოებთან.

2. მინიმალური მანძილები ითვალისწინებს ავარიული სიტუაციებისას აფეთქების და ხანძარსაშიშროების ხარისხს, გავრცელების არეალს და დიფერენცირებული უნდა იყოს დასახლების სახეობის, შენობის ტიპის, ობიექტის დანიშნულების მიხედვით, მილსადენის დიამეტრის გათვალისწინებით.

3. ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების დროს დადგენილია შემდეგი დაცილების მანძილები (ცხრილი 5).

ცხრილი 5.

მიწისზედა მაგისტრალური აირსადენიდან დაცილების მინიმალური მანძილები (გოგირდწყალბადის შემცველობის გარეშე)

 

განაშენიანების ელემენტები, წყალსატევები

დაცილება მ-ში I და II კლასის მილსადენისათვის მილების დიამეტრით მმ-ში

I კლასი

II კლასი

300-მდე

300-

600

600-

800

800-

1000

1000-1200

1200-ზე მეტი

300-მდე

300-ზე მეტი

1

2

3

4

5

6

7

8

9

ქალაქები და სხვა დასახ-ლებული პუნ-ქტები; კოლექტიური მებაღეობები და სა-აგარაკო დაბები; სასათბურე კომ-ბინატები; ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ცალკეული საზოგადოებრივი შენობები.

100

150

200

250

300

350

75

125

ცალკეული დაბალსართულიანი შენობები; სასოფლო-სამეურნეო მინდვრები და საძოვრები, საველე სადგომები

75

125

150

200

250

300

75

100

მაგისტრალური სარწყავი არხები, მდინარეები და წყალსაცავები; წყალასაღები ნაგებობები

25

25

25

25

25

25

25

25

მუხლი 78

1. გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების მაგისტრალური მილსადენებისათვის მიწისქვეშა მეთოდით გაყვანისას დადგენილია დაცილების მინიმალური მანძილები                (ცხრილი 6).

ცხრილი 6.

მინიმალური დაცილების მანძილები გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების მილსადენებიდან

განაშენიანების ელემენტები

დაცილება მ-ში მილსადენისათვის მილების დიამეტრით მმ-ში

150-მდე

150-300

300-500

500-1000

ქალაქები და დასახლებული პუნქტები

150

250

500

1000

სააგარაკო დაბები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები

100

175

350

800

 

2. მიწისზედა მეთოდით გაყვანისას დაცილების მინიმალური მანძილი იზრდება 2-ჯერ პირველი კლასისათვის და 1,5-ჯერ მეორე კლასისათვის. დაცილების მანძილი მაგისტრალური აირსადენებისათვის, რომლებიც აწარმოებენ მაღალი მაკოროზებელი თვისებების მქონე ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას, განისაზღვრება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გამოთვლებით, ასევე ექსპლუატაციის გამოცდილების საფუძველზე, მაგრამ არანაკლებ 2000 მეტრისა.

3. ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მაღალი კოროზიული თვისებების მაგისტრალური მილსადენების დაცილების სიდიდე განისაზღვრება გაანგარიშებით ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, აგრეთვე ექსპლუატაციის გამოცდილებით, მაგრამ არა ნაკლებ 3000 მეტრისა.

4. აკრძალულია მაგისტრალური აირსადენების გაყვანა დასახლებულ ადგილებში.

5. საკომპრესორო სადგურებიდან მინიმალური დაცილების მანძილი დგინდება ცხრილი 7-ის შესაბამისად. მანძილი დგინდება საკომპრესორო საამქროს შენობიდან.

6. მილსადენის ქსელიდან დაცილების მანძილის სიდიდე დგინდება ცხრილი 8-ის შესაბამისად.

 

 

 

ცხრილი 7.

მინიმალური დაცილების მანძილები საკომპრესორო სადგურებიდან

განაშენიანების ელემენტები, წყალსატევები

დაცილება მ-ში I და II კლასის მილსადენისათვის მილების დიამეტრით მმ-ში

I კლასი

II კლასი

300-მდე

300-600

600-800

800-1000

1000-1200

1200-ზე მეტი

300-მდე

300-ზე მეტი

ქალაქები და დაბები

500

500

700

700

700

700

500

500

წყალსადენის ნაგებობები

250

300

350

400

450

500

250

300

დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლები

100

150

200

250

300

350

75

150

 

 ცხრილი 8.

მინიმალური დაცილების მანძილები დაბალი წნევის აირსადენებიდან

განაშენიანების ელემენტები

დაცილება მ-ში

მრავალსართულიანი საცხოვრებელი და საზოგადოებრვი შენობები

50

დაბალსართულიანი საცხოვრებელი შენობები, სათბურები, საწყობები

20

წყალსადენის სატუმბო სადგურები, წყალასაღები და გამწმენდი ნაგებობები, არტეზიული ჭები*

30

*ამასთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს წყალმომარაგების წყაროების სანიტარიული დაცვის 1, 2 და 3 ზონების ორგანიზაციის მოთხოვნები

 

    მუხლი 79

1. ნავთობის ტრანსპორტირების მაგისტრალური მილსადენებიდან დაცილების მანძილი დგინდება ცხრილი 9-ის შესაბამისად.

ცხრილი 9.

მინიმალური დაცილების მანძილები ნავთობის ტრანსპორტირების მაგისტრალური მილსადენებიდან

მინიმალური დაცილების მანძილები ნავთობის ტრანსპორტირების მაგისტრალური მილსადენებიდან

განაშენიანების ელემენტები

დაცილება მ-ში მილების დიამეტრით მმ-ში

300-მდე

300-600

600-1000

1000-1400

ქალაქები და დაბები

75

100

150

200

ცალკეული დაბალ-სართულიანი საც-ხოვრებელი სახლები

50

50

75

100

ჰიდროტექნიკური ნაგებობები

300

300

300

300

წყალასაღებები

3000

3000

3000

3000

 

2. დაცილების მანძილი მაგისტრალური ნავთობსადენებიდან, რომლებიც აწარმოებენ მაღალი კოროზიის თვისებების მქონე ნავთობის ტრანსპორტირებას, პროდუქტსადენებიდან, რომლებიც აწარმოებენ მაღალტოქსიკური, გამაღიზიანებელი აირებისა და სითხეების ტრანსპორტირებას, განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გაანგარიშების საფუძველზე მანძილის აუცილებელი გადიდებით არანაკლებ 3-ჯერ.

    მუხლი 80.

1. ნავთობსაქაჩი სადგურებიდან დაცილების მანძილები დგინდება ცხრილი 10-ის შესაბამისად.

ცხრილი 10.

მინიმალური დაცილების მანძილები ნავთობგადასაქაჩი სადგურებიდან (ნგს)

მინიმალური დაცილების მანძილები ნავთობგადასაქაჩი სადგურებიდან (ნგს)

განაშენიანების ელემენტები

დაცილება მ-ში ნგს-ს კატეგორიების მიხედვით

III

II

I

ქალაქები და დაბები

100

150

200

წყალსადენის ნაგებობები

100

150

200

ცალკეული დაბალსართულიანი შენობები

50

75

100

2. ნავთობსაცავებისათვის სანიტარიული დაცვის ზონა უნდა დაზუსტდეს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გაანგარიშების და მიმდებარე ტერიტორიის ატმოსფერული ჰაერის ნახშირწყალბადებით გაბინძურების რეალური დახასიათების საფუძველზე.

3. სამდინარე პორტებში განლაგებულ ადვილად აალებადი და საწვავი სითხეების საწყობებისათვის, მინიმალური დაცილების მანძილები საცხოვრებელ ნაგებობებამდე, მათი კატეგორიების გათვალისწინებით უნდა შეადგენდეს 5000 მეტრიდან (I კატეგორია) 500 მეტრამდე (კატეგორიის გარეშე).

    თავი XX. ნავმისადგომები, გემების და ტვირთების ფუმიგაციის, აირადი დეზინფექციის, დერატიზაციის და დეზინსექციის ადგილები

    მუხლი 81. I კლასი – სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 1000მ.

1. აპატიტის კონცენტრატის, ფოსფორიტული ფქვილის, ცემენტისა და სხვა მტვრიანი ტვირთების ღია საწყობები და გადატვირთვის ადგილები წელიწადში 150 ათას ტონაზე მეტი ტვირთბრუნვით.

2. შეკუმშული აირებისაგან თხევადი ქიმიური ტვირთების (მეთანი, პროპანი, ამიაკი და სხვ.), ჰალოგენების, გოგირდის, აზოტის ნაწარმების, ნახშირწყალბადების (მეთანოლი, ბენზოლი, ტოლუოლი და სხვ.), სპირტების, ალდეჰიდების და სხვა ნაერთების შენახვის და გადატვირთვის ადგილები.

3. საწმენდი, სარეცხ-საორთქლავი სადგურები, სადეზინფექციო-სარეცხი საწარმოები, გემების, ცისტერნების საწმენდი პუნქტები, ბალასტური და ნავთობშემცველი წყლების მიმღები. მიმღებ-გამწმენდი ნაგებობები სპეციალიზებული მცურავ-შემგროვებლებით.

4. გემების და ტვირთების ფუმიგაციის, აირადი დეზინფექციის, დერატიზაციის და დეზინსექციის ადგილები და ნავმისადგომები.

    მუხლი 82. II კლასი – სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 500მ.

1. აპატიტური კონცენტრატის, ფოსფორიტული ფქვილის, ცემენტის და სხვა მტვრიანი ტვირთების ღია საწყობები და გადატვირთვის ადგილები წელიწადში 150 ათას ტონაზე ნაკლები ტვირთბრუნვით.

2. ქვანახშირის ღია საწყობები და გადატვირთვის ადგილები.

3. მინერალური სასუქების, აზბესტის, კირის, მადნის (გარდა რადიაქტიულისა), სხვა მინარევების (გოგირდი, გოგირდის კოლჩედანი, თაბაშირი და სხვ.) ღია საწყობები და გადატვირთვის ადგილები.

4. ნედლი ნავთობის, ბიტუმის, მაზუთის და სხვა ბლანტი ნავთობპროდუქტების და ქიმიური ტვირთების გადატვირთვის და შენახვის ადგილები.

5. სილის და სილის შემცველი ტვირთების ღია და დახურული საწყობები და გადატვირთვის ადგილები.

6. ანტისეპტიკებით გაჟღენთილი ხის შპალების შესანახი და გადასატვირთი ადგილები.

7. სანიტარიულ-საკარანტინო სადგურები.

    მუხლი 83. III კლასი – სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 300მ.

1. აპატიტის კონცენტრატის, ფოსფორიტული ფქვილის, ცემენტის და სხვა მტვრიანი ტვირთების ღია საწყობები და გადატვირთვის ადგილები წელიწადში 1000 ტონაზე ნაკლები ტვირთბრუნვით.

2. დაფასოებული ქიმიური ტვირთის (სასუქები, ორგანული გამხსნელები, მჟავები და სხვ.) დახურული საწყობები, გადატვირთვის და შენახვის ადგილები.

3. მაგნეზიტის, დოლომიტის და სხვა მტვრიანი ტვირთის მიწისზედა საწყობები და გადატვირთვის ღია ადგილები.

4. მტვერწარმომქმნელი და თხევადი ტვირთის (ამიაკის წყალი, სასუქები, კალცინირებული სოდა, ლაქ-საღებავები და სხვ.) საწყობები.

5. მშრალი სილის, ხრეშის, ქვიშის და სხვა მინერალური სამშენებლო მასალების ღია მიწისზედა საწყობები და ჩამოტვირთვის ადგილები.

6. შროტის, კოპტონის, კოპრის და სხვა მტვრიანი მცენარეული პროდუქციის საწყობები და ღია წესით გადატვირთვის ადგილები.

7. საწყობები, უტილნედლეულის გადატვირთვა და შენახვა.

8. ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, სველმარილოვანი და დაუმუშავებელი ტყავის (200 ცალზე მეტი) და სხვა გადატვირთვა და შენახვა, საწყობები.

9. პირუტყვის, ცხოველების და ფრინველების მუდმივი გადატვირთვის ადგილები.

10. თევზის, თევზის პროდუქტების და ვეშაპის პროდუქტების საწყობები და გადატვირთვის ადგილები.

    მუხლი 84. IV კლასი – სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 100მ.

1. ტყავის მასალის საწყობები და გადატვირთვა (მათ შორის სველმარილოვანი ტყავები 200 ცალამდე).

2. მარცვლეულის ჩამოტვირთვის ღია ადგილები და საწყობები.

3. სუფრის მარილის ჩამოტვირთვის ღია ადგილები და საწყობები.

4. მატყლის, თმის, ჯაგრის და სხვა მსგავსი პროდუქციის ჩამოტვირთვის ღია ადგილები და საწყობები.

5. აპატიტური კონცენტრატის, ფოსფორიტული ფქვილის და სხვა მტვრიანი ტვირთის გადატვირთვის და შენახვის სატრანსპორტო-ტექნიკური სქემები სასაწყობე ელევატორების, პნევმოტრანსპორტული და სხვა დანადგარების და საწყობების გამოყენებით, რომლებიც გამორიცხავენ გარემოში მტვრის გამოყოფას.

    მუხლი 85. V კლასი – სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 50მ.

1. დატენიანებული მინერალური სამშენებლო მასალების (სილის, ხრეშის, ღორღის, ქვიშის და სხვ.) გადატვირთვა და ღია საწყობები.

2. დაწნეხილი კოპტონის, თივის, ჩალის, თამბაქოს და სხვა ნაწარმის გადატვირთვის და შენახვის ადგილები.

3. კვების პროდუქტების (ხორცის, რძის, საკონდიტრო პროდუქციის), ბოსტნეულის, ხილის, სასმელების და სხვ. გადატვირთვის ადგილები და საწყობები.

4. კვების პროდუქტების (ღვინო, ზეთი, წვენები) შენახვის და ჩამოსხმის ადგილები.

5. რეფრიჟერატორული გემების და ვაგონების ჩატვირთვის და გადმოტვირთვის ადგილები.

6. მდინარის ნავმისადგომები.

დანართი 1.

სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდის გაანგარიშება[*]

    მუხლი 86.

1. შემოთავაზებულია კომპლექსური კოეფიციენტის – „S” მაჩვენებლის განსაზღვრის მეთოდი, რომელიც წარმოადგენს ატმოსფერულ ჰაერში გამორტყორცნილი ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებზე (ზდკ) გადაჭარბების ჯერადობების ჯამს, დაყვანილს საშიშროების III კლასზე ბიოლოგიური სუმაციის გათვალისწინებით.

2. სანიტარიული დაცვის ზონის განსაზღვრისას, გამოიყოფა გავლენის ზონის ის ნაწილი, სადაც „S” მაჩვენებელი 1-ის ტოლია. გასათვალისწინებელია ასევე ამ მაჩვენებლის მონაცემები დაცილების სხვადასხვა მანძილებზე, ადგილობრივი ქართა მარაოს და ცალკეული გამონატყორცნი ნივთიერებების მიწისპირა კონცენტრაციების გათვალისწინებით.

3. მოწოდებული მეთოდური მიდგომების რეალიზაციისათვის რეკომენდირებულია შემდეგი ფორმულა:

 

 

სადაც:

C1, C2, Ck - განსახილველი საწარმოს გამაბინძურებელი ნივთიერებების გამოთვლითი მიწისპირა კონცენტრაციები.

ზდკ1, ზდკ2, ზდკk – მოცემული ნივთიერებების ზდკ.

Cj - დამაბინძურებელი ნივთიერებების ფონური კონცენტრაციების მაჩვენებელი, შეფარდებული მათ ზდკ-თან.

N1, N2, Nk - გადასაყვანი კოეფიციენტები, რომლებიც დამოკიდებულია ნივთიერებების საშიშროების კლასზე.

R - რუმბების რიცხვი მაჩვენებლის გამოსათვლელად;

j - რუმბის ნომერი.

n - გამოსათვლელი წერტილების რაოდენობა, რომლებიც განლაგებულია რუმბის გავლენის ზონაში ერთმანეთისაგან თანაბარ მანძილებზე.

j - ერთ-ერთი მიმართულება გაბინძურების წყაროდან (რუმბი), რომლის გასწვრივ გამოითვლება მოცემული ნივთიერებების მიწისპირა კონცენტრაცია.

დანართი 2

სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდის განსაზღვრისათვის ატმოსფეროს დაბინძურების პოტენციალის (ადპ) და ჰუმანური განვითარების ინდექსის (ჰგი) გამოყენება

    მუხლი 87.

1. ატმოსფეროს დაბინძურების პოტენციალი (ადპ) სხვა ფაქტორებთან ერთად გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. აქედან გამომდინარე, მისი გათვალისწინება სანიტარიული დაცვის ზონების სიდიდის განსაზღვრისას აუცილებელია.

2. ატმოსფეროს დაბინძურების პოტენციალი (ადპ) წარმოადგენს ატმოსფეროს უნარს განაზავოს ატმოსფერულ ჰაერში არსებული მინარევები და მოიცავს მეტეოროლოგიური ფაქტორების კომპლექსს.

3. საქართველო მიეკუთვნება მაღალი ატმოსფეროს დაბინძურების პოტენციალის მქონე ზონას, რომელსაც ახასიათებს მეტეოფაქტორების შემდეგი მაჩვენებლები:

 

მიწისპირა ინვერსიები

განმეორებადობა, %

ფენების გადაადგი-ლების

ნისლიანო-ბის

განმეორე-ბადობა, %

სიმძლავ-რე, კმ

ინტენსივობა, 0C

ქარის სიჩქა-რე, 0-1 მ/წმ

მ.შ. უწყვე-ტად გარკვე-ული დღეე-ბის განმავ-ლობაში

სიმაღლე, კმ

ხანგრძლი-ვობა, სთ

0,3-0,7

3-6

30-60

10-30

0,7-1,6

50-200

4. ჰუმანური განვითარების ინდექსი (ჰგი) წარმოადგენს ინტენსიურ მაჩვენებელს, რომელიც ასახავს საზოგადოების განვითარების დონეს და ემყარება სამ მაჩვენებელს:

ა) დღეგრძელობას, რომელიც იზომება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით;

ბ) აკადემიურ მიღწევას, რომელიც იზომება წერა-კითხვის მცოდნე მოზრდილთა და დაწყებით, საშუალო და უმაღლეს განათლებაში ჩართულთა ერთობლიობით;

გ) ცხოვრების დონეს, რომელიც იზომება ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით და გამოიხატება შემსყიდველუნარიანობით აშშ დოლარებში (გამოიყენება ძველი მაჩვენებლის – პოტენციური სიცოცხლისუნარიანობის ინდექსის ნაცვლად).

5. საქართველო მიეკუთვნება ჰუმანური განვითარების ინდექსის (ჰგი) საშუალო დონეს (ჰუმანური განვითარების ანგარიში. საქართველო – 2000).

6. ადპ და ჰგი მაჩვენებლების საქართველოსათვის დამახასიათებელი სიდიდეების მიხედვით სასურველია სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდის გადიდება, მაგრამ არა უმეტეს 1,5-ჯერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხოლო სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდის გაანგარიშება შესაძლებებლია დანართი 1-ის რეკომენდაციების შესაბამისად.

 



[*] * -შემუშავებულია ნიჟნი ნოვგოროდის შრომის ჰიგიენისა და პროფპათლოგიის ს/კ ინსტიტუტის მიერ, 1996 წ.


პირველადი სახე (01/01/1970 - 27/06/2007)