დოკუმენტის ნომერი 230
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2011
დოკუმენტის სახე საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110608009, 08/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016390
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა

თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 230

2011 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ

    მუხლი 1.

 „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე‑3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სს „საპარტნიორო ფონდის“ (შემდგომში – ფონდი) თანდართული წესდება.

    მუხლი 2.

ფონდის კაპიტალის ფორმირების მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) შპს „საქართველოს რკინიგზის“ 34% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;

ბ) შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელებამდე კომპანიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 17 მარტის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხმობების მოპოვება.

 2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს:

 ა) შპს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 14% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;

 ბ) შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 49% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;

 გ) შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 34% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;

 დ) შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შვილობილი კომპანიის შპს „ქარჩალ ენერჯის“ 99% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;

 ე) შპს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისა“ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ამ მუხლის მე‑2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებამდე მოქმედი ხელშეკრულებებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული შესაბამისი თანხმობების მოპოვება.

    მუხლი 3.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური

სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდება

 მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.  სს „საპარტნიორო ფონდი“ (შემდგომში – ფონდი) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი .

2.  სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან .

3.  საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება – სს „საპარტნიორო ფონდი“ .

4. საწარმოს სამართლებრივი ფორმა – სააქციო საზოგადოება .

5.  საწარმოს იურიდიული მისამართი – თამარ მეფის გამზ. №15, თბილისი, საქართველო .

6. სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის.

7. სააქციო საზოგადოების საქმიანობის საგანი:

ა) ინვესტიციების მოზიდვა;

ბ) სამუშაო ადგილების შექმნა;

გ) შეფერხებული პროექტის დასრულებისათვის ხელშეწყობა;

დ) განხორციელებული პროექტის განსახელმწიფოებრივება.

8. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპებია:

ა) პროექტის დაფინანსება კერძო სექტორის თანადაფინანსების (კერძო სექტორის თანადაფინანსება შეიძლება არ მოიცავდეს პროექტის განსახორციელებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას) შემთხვევაში, თუ ფონდის სამეთვალყურეო საბჭო არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას;

ბ) პროექტის დაფინანსება კონკურენტული შერჩევის წესით;

გ) პროექტში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს საბანკო გარანტია საინვესტიციო თანხის მინიმუმ 10%-ის ოდენობით.

 9. ფონდი მოიზიდავს სახსრებს და განკარგავს მათ. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სესხები და გრანტები (სახელმწიფო გრანტების გარდა), რომელთა დაბრუნების თვის ფონდი თავადაა პასუხისმგებელი;

ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების, სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები (მათ შორის, წილების და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი);

გ) კერძო სექტორის თანადაფინანსებით მოზიდული სახსრები;

დ) პრივატიზაციის შედეგად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები.

 10. ფონდს უფლება აქვს თავის მიერ მოზიდული სახსრებით პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული მოგება მოიხმაროს საკუთარი მიზნებისათვის.

 11. ფონდს უფლება აქვს მოგების მიღების მიზნით განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული. ის საქმიანობა, რომელიც კანონმდებლობით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე, დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მიღების მომენტიდან.

    მუხლი 2. აქციათა რეესტრი

1. საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია აქციებად. თითოეული აქციის ნომინალური ღირებულებაა 1 (ერთი) ლარი .

2. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში.

3. აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი.

 4 . აქციების გადაცემა ხდება აქციათა რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს რეესტრის წარმოებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ.

5 . საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია ჩვეულებრივი სახის აქციებად .

6. ერთი კლასის აქციები თანაბარი უფლებებით უზრუნველყოფენ მათ მფლობელებს.

 7. აქციის გადაცემა შესაძლოა განხორციელდეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით .

8. სააქციო საზოგადოებას შეუძლია კანონით დადგენილი წესით გამოუშვას აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები.

    მუხლი 3. სააქციო საზოგადოების დამფუძნებლები

1. სააქციო საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი არის სახელმწიფო, წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სახით.

 2. პარტნიორის წილი კაპიტალში განისაზღვრა შემდეგნაირად:

სახელმწიფო – 100 %.

    მუხლი 4. ფონდის მმართველობის სტრუქტურა

1. ფონდის მმართველობის ორგანოებია: სამეთვალყურეო საბჭო და აღმასრულებელი ორგანო.

2. ფონდის საკონსულტაციო ორგანოა საინვესტიციო საბჭო.

 

      მუხლი 5. სამეთვალყურეო საბჭო

1. სამეთვალყურეო საბჭო შედგება საქართველოს მთავრობის წარმო მადგენლებისაგან.

2. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა პრეზიდენტთან შეთანხმებით.

4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია:

ა) საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ;

ბ) განახორციელოს დამტკიცებული პროექტის მართვის მონიტორინგი;

გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის კაპიტალში არსებული კომპანიების წილების გირავნობის შესახებ ;

 დ) მიიღოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ აქციათა რეესტრის წარმოებისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

5. თავმჯდომარე იწვევს სხდომებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს. ოქმს ადგენს თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი.

 6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. მოწვევა კეთდება წერილობით, სულ ცოტა 8 დღით ადრე, სავარაუდო დღის წესრიგით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეიძლება სხვა წევრებით იქნენ წარმოდგენილი, ოღონდ ერთი წევრი – ერთი სხვა წევრით.

7. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა სულ მცირე, ნახევარი. თუ სამეთვალყურეო საბჭო არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, თავმჯდომარეს შეუძლია, არა უგვიანეს 8 დღისა, მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 25%-ისა. თუ სამეთვალყურეო საბჭო კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ სამეთვალყურეო საბჭოს უწყდება უფლებამოსილება.

8. სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანები და კომპეტენცია :

ა) აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის კონტროლი;

) ფონდის ფინანსური დოკუმენტაციის კონტროლ და შემოწმება;

გ) პროექტის მთავარი აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება, ამასთან აღმას რულებელი ორგანოს სტრუქტურისა და წევრთა რაოდენობის შეთანხმება.

9. სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ამოცანები და კომპეტენცია განსაზღვრულია „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 6. აღმასრულებელი ორგანო

1. აღმასრულებელი ორგანოს ძირითადი ფუნქცია არის დამტკიცებული პროექტის მართვა.

2. პროექტს ხელმძღვანელობს მთავარი აღმასრულებელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნ ავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამეთვალყუ რეო საბჭო.

3. აღმასრულებელი ორგანო თავის სტრუქტურასა და თავის წევრთა რაოდენობას უთანხმებს სამეთვალყურეო საბჭოს.

4. მთავარი აღმასრულებელი უშუალოდ ხელმძღვანელობს პროექტის განხორციელებას.

    მუხლი 7. საინვესტიციო საბჭო

1. საინვესტიციო საბჭო არის სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული ფონდის საკონსულტაციო ორგანო, რომლის ძირითადი ფუნქციაა პროექტის ეფექტიანობისა და მდგრადობის შეფასება, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარდგენა.

2. საინვესტიციო საბჭო შედგება ექსპერტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისაგან.

3. საინვესტიციო საბჭოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო.

    მუხლი 8. აქციონერის უფლებები და მოვალეობები

1.  აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა, უზრუნველყოს შენა ტანი განხორციელება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტ(ებ)ის თანახმად .

2. აქციონერს უფლება აქვ , მოითხოვო სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ მიიჩნევ , რომ ადგილი აქვს დარღვევებს.

    მუხლი 9. ფონდის ანგარიშგება

ფონდი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

       მუხლი 10. ფონდის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

ფონდის ლიკვიდაცია/ რეორგანიზაცია შესაძლებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 


პირველადი სახე (08/06/2011 - 14/06/2011)