საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“-ს დამტკიცების შესახებ
საინფორმაციო ბარათი ბეჭდვა ფაილის გადმოწერა
დოკუმენტის ნომერი 1-1/282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 21/12/2004
დოკუმენტის სახე საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 153, 28/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 300010000.22.024.006942

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.22.024.006.942

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება N1-1-/282

2004 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 001-2004 ეკონომიკური საქმიანობის სახეები -ს დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 001-2004 ეკონომიკური საქმიანობის სახეები .

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქსტანდარტის 1997 წლის 13 იანვრის 2 ბრძანების მე-2 აბზაცი – საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ (NACE) 001-97 ეკონომიკური საქმიანობის სახეობები .

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი

ეკონომიკური საქმიანობის სახეები

სეკ 001-2004

1.   შესავალი

       ეკონომიკური საქმიანო ის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი სეკ 001-2004 წარმოადგენს ეკონომიკური და სოციალური ინფორმაციის კლასიფიკაციისა და კოდირების ეროვნული სისტემის შემადგენელ ნაწილს.

       წინამდებარე კლასიფიკატორი შემუშავებული საქართ ელოში მოქმედი ეკონომიკური საქმიანო ის სახეობათა ეროვნული კლასიფიკატორის სეკ (NACE) 001-97-ის ნაცვლად. მასში გათვალისწინებულია საქართველოს ეროვნული ეკონომიკის თავისებურებანი და საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებში 2002 წელს შეტანილი ცვლილებები.

       კლასიფიკაციის ობიექტებს (საკლასიფიკაციო სიმრავლის ელემენტს) სეკ 001-2004 - ში წარმოადგენენ ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომლითაც ხასიათდება როგორც ერთპროფილიანი, ასევე მრავალპროფილიანი მეურნე სუბიექტები.

       საქმიანობის სახე განისაზღვრება როგორც პროცესი, რომელიც მიმართულია იმ ერთგვაროვანი პროდუქციის (საქონელი, მომსახურება) მისაღებად, რომელიც ახასიათებს ეკონომიკური საქმიანობის სახეების კლასიფიკატორის მეტად დაწვრილმანებულ კატეგორიებს.

       კლასიფიკატორში არ არის გათვალისწინებული საქმიანობის სახეების დაყოფა სამრეწველო და არას მრეწველო სფეროებად, საკუთრებისა ან ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით, რადგანაც ეს ნიშნები არ ახასითებ თვით საქმიანობის სახეს და წარმოადგენ სხვა კლასიტიკატორის ობიექტებს.

       პირადი დამხმარე მეურნეობისა და საიჯარო მეურნეობების ეკონომიკური საქმიანობა შედის საქმიანობის სახეების შესაბამის კატეგორიებში.

       სეკ 001-2004 - ში გათვალისწინებულია განსხვავება ძირით დ და დამხმარე საქმიანობებს შორის.

       ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ისეთი საქმიანობა, რომელსაც შეაქვს უდიდესი წვლილი მეურნე სუბიექტის დამატებულ ღირებულებაში, ან საქმიანობა, რომლის დამატებული ღირებულება აღემატება მეურნე სუბიექტის სხვა ნებისმიერი საქმიანობის დამატებულ ღირებულებას.

       დამხმარე საქმიანობა ეწოდება საქმიანობის იმ სახეებს, რომლებიც ხელს უწყობენ მეურნე სუბიექტის ძირით დი საქმიანობის სახის განხორციელებას (გადატანა, შენახვა, შესყიდვა, დაცვა და ა.შ.).

       მეურნე სუბიექტის სტრუქტურული ქვედანაყოფის დამხმარე საქმიანობა განისაზღვრება მისი ძირითდი საქმიანობის მიხედვით.

       ეროვნული ეკონომიკის დარგების გამოსაყოფად (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ტრანსპორტი, მშენებლობა და ა.შ.) რომლებსაც მიეკუთვნებიან საკლასიფიკაციო ობიექტები, კლასიფიკატორში შემოღებულია „სექცია“ და „ქვესექცია“, რომლებიც აღინიშნება ლათინური ალფავიტის მთავრული ასოებით.

       კალსიფიკატორის დაჯგუფებების უფრო ღრმა დეტალიზაცია (განყოფილება, ჯგუფი, კლასი, ქვეკლასი) აღინიშნება ციფრული კოდებით.

       კლასიფიკატორის კოდის ზოგად აღნიშვნას აქვს შემდეგი სახე:

       Y YY XX.         XX. X

       სადაც Y- სექცია (A-დან Q-მდე)

                   YY– ქვესექცია (გამოიყენება მხოლოდ C და D სექციებში

                   XX – განყოფილება

                   XX X – ჯგუფი

                   XX XX – კლასი

                   XX XX X – ქვეკლასი

       მაგალითი: D DA 15. 13. 0

       სადაც,

       D – სექცია დამამუშავებელი მრეწველობა

       DA– ქვესექცია საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და

                               თმბაქოს წარმოება

15 – განყოფილება საკვები პროდუქტების წარმოება, სასმელების

                    ჩათვლით .

15.1            – ჯგუფი ხორცის პროდუქტების მრეწველობა

15.13 – კლასი ხორცის პროდუქტების წარმოება

15.13.0 – ქვეკლასი ხორცის პროდუქტების წარმოება

       ქვეკლასის დონე შეიცავს პოზიციებს 0 დან 9 - მდე.

       პოზიცია 0 მიეკუთვნება ქვეკლასს იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს კლასის საერთშორისო დონის დეტალიზაცია ეროვნულ დონეზე.

       პოზიციები 1 - დან 8 - მდე მიეკუთვნება ქვეკლასს კლასის საერთშორისო დონის დეტალიზაციის დროს ეროვნულ დონეზე.

       პოზიცია 9 ყოველთვის ნიშნავს სხვა დაჯგუფებებს.

       ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 001-2004 შემოღება აუქმებს ეკონომიკური საქმიანობის სახეობათა საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ (NACE) 01-97, რომელიც დამტკიცებულია საქსტანდარტის 1997 წლის 13 იანვრის N 2 ბრძანებით, მოქმედებას საქართველოს ტერიტორიაზე.

2. ეკონომიკური საქმიანობის სახეების კლასიფიკატორი

 

კოდი

დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა

განყოფილება

ჯგუფი

კლასი

ქვეკლასი

 

 

 

 

 

სექცია A

 

 

სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა

 

 

სექცია შეიცავს მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ბუნებრივი რესურსების გამოყენებას. ის შეიცავს მემცენარეობას, მეცხოველეობას, მეტყევეობას, სხვა მცენარეების მოყვანას, ცხოველების მოშენებას ფერმებში ან ჩვეული ბინადრობის ადგილებში.

 

 

 

 

01

სოფლის მეურნეობა, ნადირობა და ამ სფეროში მომსახურების გაწევა

 

 

 01 განყოფილებაში შესულია:

 

 

მცენარეული წარმოშობის პროდუქტების წარმოება (01.1 მემცენარეობა)

 

 

ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოება (01.2 მეცხოველეობა)

 

 

_

მემცენარეობა მეცხოველეობასთან ერთად (01.3 შერეული სოფლის მეურნეობა)

 

 

_

მომსახურების გაწევა მემცენარეობისა და მეცხოველეობის დარგში (01.4)

 

 

 

 

 01.1 ჯგუფში გამოყოფილია:

 

 

_

ერთწლიანი კულტურების მოყვანა (01.11 და 01.12), როგორიცაა მარცვლეული კულტურები, ტექნიკური კულტურები, ბოსტნეული კულტურები და ყვავილები

 

 

_

მრავალწლიანი კულტურების მოვლა-მოყვანა: ვენახების, ხეხილის ბაღების, ჩაის, ყავისა და კაკაოს, პლანტაციებში (01.13)

 

 

 

 01.2 ჯგუფში (მეცხოველეობა) საქმიანობის სახეები გამოყოფილია ამა თუ იმ ცხოველის მოშენების სახის მიხედვით, და არა წარმოებული პროდუქციის (ხორცი, რძე, ტყავი და მისთ.) მიხედვით. ასევე ცალკე არ არის გამოყოფილი ცხოველების მოშენება საძოვრებზე და დახურულ სადგომებში.

 

 

 

 01.3 ჯგუფში (მემცენარეობა მეცხოველეობასთან ერთად) დარღვეულია ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის განსაზღვრის წესი. ეს აიხსნება იმით, რომ ბევრი სასოფლო-სამეურნეო საწარმო აწარმოებს როგორც მეცხოველეობის, ასევე მემცენარეობის პროდუქციას (დაახლოებით თანაბარ პროპორციებში), და ამდენად არასწორი იქნებოდა მათი მიკუთვნება 01.1 ან 01.2. ჯგუფებისადმი.

 

 

 

ისეთი ეკონომიკური საქმიანობის სახეები (მომსახურება), როგორიცაა მინდვრების მომზადება, თესვა, მოსავლის აღება და მართვა, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი ფერმერული მეურნეობის (სასოფლო-სამეურნეო საწარმოს) ფუნქციონირებისათვის და გაწეულია ანაზღაურებით ან ხელშეკრულების საფუძველზე, შეყვანილია 01.41 კლასში (მომსახურების გაწევა მემცენარეობის დარგში) ან 01.42 (მომსახურების გაწევა მეცხოველეობის დარგში).

 

 

 

აღნიშნულ სექციაში არ შედის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება (განყოფილება 15 საკვები პროდუქტების წარმოება, 16 თამბაქოს ნაწარმის წარმოება), გარდა მისი პირველადი დამუშავებისა. მაგრამ, როგორც საერთო წესიდან გამონაკლისი, საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი ერთეული, მიეკუთვნება 01 განყოფილებას, მიუხედავად იმისა, რომ წარმოებული პროდუქციის სახეობის მიხედვით ის უნდა მიეკუთვნებოდეს 15 და 16 განყოფილებებს. მაგალითად, ვენახების გაშენება და ღვინის წარმოება ფერმებში; ზეთისხილის ხეების გაშენება და ზეთისხილის ზეთის წარმოება.

                ეს სექცია არ შეიცავს:

 

 

_

მიწის მომზადების სამუშაოებს (პლანტაციების დრენაჟს და ა.შ.), იხ. 45

 

 

_

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გასაღებას საკომისიო და კომერციული ორგანიზაციების მეშვეობით (სექცია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გასაღებას საკომისიო და კომერციული ორგანიზაციების მეშვეობით (სექცია G)

01.1

მემცენარეობა

 

 

ეს ჯგუფი აგრეთვე შეიცავს:

 

_

დახურული გრუნტის მცენარეების მოყვანას კვალსათბურებში, სათბურებში და მისთ.

01.11

 

01.11.0

მარცვლეული, ტექნიკური და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა, რომლებიც არ შედიან სხვა დაჯგუფე-ბებში

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

მარცვლეული კულტურების მოყვანას სამარცვლედ სასურსათო მიზნებისათვის, ცხოველებისა და ფრინველების გამოსაკვებად, სათესლედ

 

_

პარკოსანი კულტურების მოყვანას სამარცვლედ სასურსათო მიზნები-სათვის, ცხოველებისა და ფრინველების გამოსაკვებად, სათესლედ

 

_

კარტოფილის მოყვანას სასურსათო და ტექნიკური მიზნებისათვის, სათესლედ

 

_

შაქრის ჭარხლის მოყვანას

 

_

შაქრის ჭარხლისა და საკვები კულტურების თესლების წარმოებას (ბალახების ჩათვლით)

 

_

ზეთოვანი კულტურების: მზესუმზირის, არაქისის, სოიას, შალგისა და მისთ., თესლებისა და ნაყოფების მოყვანას სასურსათო და ტექნიკური მიზნებისათვის, და აგრეთვე სათესლედ

 

_

თამბაქოს მოყვანას

 

_

თამბაქოს ჩითილების მოყვანას

 

_

თამბაქოს ფოთლის პირველად დამუშავებას (გამოშრობას, დახარისხებასა და ა.შ.)

 

_

საკვები ძირნაყოფების მოყვანას

 

_

ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების მოყვანას თივისათვის

 

_

ბამბისა და სხვა სართავი კულტურების მოყვანას

 

_

ბამბისა და სხვა სართავი კულტურების პირველად დამუშავებას (დალბობას და ა.შ.)

 

_

მცენარეების მოყვანას, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ფარმაციაში ან ინსექტიციდების, ფუნგიციდების სახით და ანალოგიური მიზნები-სათვის

 

_

მცენარეების მოყვანას პარფიუმერიისათვის

 

_

სამკურნალო მცენარეების მოყვანას

 

_

ვარდკაჭაჭას მოყვანას

 

_

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანას, რომლებიც არ შედიან სხვა დაჯგუფებებში

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ნესვისა და საზამთროს მოყვანას, იხ. 01.12.0

 

_

შაქრის სიმინდის მოყვანას, იხ. 01.12.0

 

_

დანარჩენი ბოსტნეულის მოყვანას, იხ. 01.12.0

 

_

ყვავილების მოყვანას, იხ. 01.12.0

 

_

ყვავილებისა და ბოსტნეულის თესლების მოყვანას, იხ. 01.12.0

 

_

დეკორატიული მცენარეების მოყვანას, იხ. 01.12.0

 

_

ზეთისხილის მოყვანას, იხ. 01.13.1

 

_

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანას, სასმელების წარმოებისა-თვის, იხ. 01.13.3

 

_

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანას სუნელ-სანელებლების წარმოებისათვის, იხ. 01.13.4

 

_

კაკლისა და თხილის მოყვანას, იხ. 01.13.1

 

_

ტყის პროდუქტებისა და დანარჩენი ველური ნედლეული მასალების მოგროვებას, იხ. 02.01.3

 

_

მცენარეული მასალების მოყვანას წვნისათვის, იხ. 02.01.3

01.12

01.12.0

მებოსტნეობა, დეკორატიული მებაღეობა და სანერგე პროდუქ-ციის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ბოსტნეული კულტურების: პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, შაქრიანი სიმინდისა და მისთ. მოყვანას

 

_

ბოსტნეულის ჩითილების მოყვანას

 

_

ძირნაყოფების (სტაფილოს, ჭარხლისა და მისთ.) მოყვანას

 

_

მწვანილის (კამის, ოხრახუშის, სალათის, ისპანახისა და მისთ.) მოყვანას

 

_

ბოსტნეული კულტურების თესლების მოყვანას

 

_

საბაღჩე კულტურების (ნესვის, საზამთროს, ბადრიჯნისა და მისთ.) მოყვანას)

 

_

საბაღჩე კულტურების თესლების მოყვანას

 

_

პარკოსანი კულტურების (ლობიოს, ცერცვისა და მისთ.) მოყვანას სასურსათო მოხმარებისათვის ნედლი სახით

 

_

სოკოს მოყვანას

 

_

ტყის, მინდვრის სოკოსა და ტრიუფელების კრეფას

 

_

ყვავილების მოყვანას

 

_

ყვავილების, ხეხილისა და ბოსტნეული კულტურების თესლების მოყვა-ნას

 

_

ჩითილების, სანერგე მასალისა და მცენარეების მოყვანას დეკორატიული მიზნებისათვის

 

_

დანარჩენი კულტურების მოყვანას, რომლებიც არ შედის სხვა დაჯგუფებებში

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

კარტოფილის მოყვანას, იხ. 01.11.0

 

_

შაქრის ჭარხლის მოყვანას, იხ. 01.11.0

 

_

ზეთოვანი კულტურების თესლებისა და ნაყოფების მოყვანას, იხ. 01.11.0

 

_

ბამბისა და სხვა სართავი კულტურების მოყვანას, იხ. 01.11.0

 

_

კულტურების მოყვანას სუნელ-სანელებლების საწარმოებლად, იხ. 01.13.4

 

_

ზეთისხილის მოყვანას, იხ. 01.13.1

 

_

ტყის სარგავი მასალების გაშენებას, იხ. 02.01.1

 

_

საახალწლო ნაძვის ხეების გაშენებას, იხ. 02.01.1

01.13

ხილის, კაკლის, თხილის, სასმელებისა და სუნელ-სანელებლების საწარმოებლად კულტურების მოყვანა

 

01.13.1

ხილის, კენკროვანების, კაკლისა და თხილის მოყვანა

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ხილის მოყვანას

 

_

კენკროვანების მოყვანას

 

_

ტყის ხილისა და კენკროვანების კრეფას

 

_

ხეხილის, კენკროვანების, კაკლისა და თხილის სანერგე მასალის გამოყვანას

 

_

ღვინის წარმოებას მოცემულ მეურნეობაში მოყვანილი ხილისა და კენკროვანებისაგან

 

_

ციტრუსების მოყვანას

 

_

სუბტროპიკული კულტურების მოყვანას

 

_

ზეთისხილის მოყვანას

 

_

ზეთისხილის ზეთის წარმოებას საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი ზეთისხილისაგან

 

_

კაკლისა და თხილის მოყვანას

 

_

წაბლის მოყვანასა და კრეფას

 

_

ნუშის მოყვანასა და კრეფას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

არაქისის, სოიას და მისთ. მოყვანას, იხ. 01.11.0

 

_

სვიის გირჩების მოყვანას, იხ. 01.11.0

 

_

ხილბოსტნეული კულტურების: პომიდვრის, კიტრის, ნესვისა და მისთ. მოყვანას, იხ. 01.12.0

 

_

ზეთისხილის ზეთის წარმოებას სხვა მეურნეობაში მოყვანილი ზეთისხილი-საგან, იხ. 15.42.0

 

_

ღვინის წარმოებას სხვა მეურნეობაში მოყვანილი ხილისა და კენკროვანებისაგან, იხ. 15.93.0

 

01.13.2

ყურძნის მოყვანა

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ღვინის ყურძნისა და სუფრის ყურძნის მოყვანას

 

_

ვაზის სანერგე მასალის გამოყვანას

 

_

ღვინის წარმოებას მოცემულ მეურნეობაში მოყვანილი ყურძნისაგან

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ღვინის წარმოებას სხვა მეურნეობაში მოყვანილი ყურძნისაგან, იხ. 15.93.0

 

01.13.3

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა სასმელების საწარმო-ებლად

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ჩაის ფოთლის მოყვანას

 

_

კულტურების მოყვანას სასმელების საწარმოებლად: ჩაის, კაკაოს, ყავის

 

_

ჩაის ფაბრიკების საქმიანობას, დაკავშირებულს ჩაის პლანტაციებთან

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

კაკაოს წარმოებას, იხ. 15.84.0

 

_

ჩაის ფოთლის დამუშავებას, იხ. 15.86.1

 

_

ყავის გადამუშავებას, იხ. 15.86.2

 

01.13.4

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა სუნელ-სანელებლების საწარმოებლად

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

დაფნის ფოთლის, რეჰანის, ანისულის, ქინძის, კვლიავის, კოჭას, ზირას, დარიჩინის, მიხაკის, მუსკატის კაკლისა და მისთ. მოყვანას.

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

მწვანილისა (კამის, ოხრახუშის, სალათის, ისპანახისა და მისთ.) და წიწაკის მოყვანას, იხ. 01.12.0

01.2

მეცხოველეობა

01.21

01.21.0

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას

 

_

ძროხისა და ფურკამეჩის უმი რძის წარმოებას

 

_

რძის პირველად გადამუშავებას მეურნეობის ფარგლებში

 

_

ბუღის სპერმის მიღებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

რძის გადამუშავებას ფერმის გარეთ, იხ. 15.51.1

 

_

ცხოველების შენახვასა და მათ მოვლას, იხ. 01.42.0

 

_

რძის პროდუქტების წარმოებას, იხ. 15.51.0

01.22

ცხვრების, თხების, ცხენების, ვირების, ჯორცხენებისა და ჯორების მოშენება

 

01.22.1

ცხვრებისა და თხების მოშენება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ცხვრებისა და თხების მოშენებას

 

_

ცხვრისა და თხის უმი რძის წარმოებას

 

_

რძის პირველად გადამუშავებას მეურნეობის ფარგლებში

 

_

გაურეცხავი მატყლის წარმოებას

 

_

ერკემლისა და ვაცის სპერმის მიღებას

 

_

ცხვრების გაკრეჭვას პატრონის მიერ

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ცხვრების კრეჭას ანაზღაურებით ან ხელშეკრულების საფუძველზე, იხ. 01.42.0

 

_

დაწეწილი მატყლის წარმოებას, იხ. 15.11

 

01.22.2

ცხენების მოშენება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ცხენების მოშენებას

 

_

ფაშატის რძის წარმოებას მეურნეობის ფარგლებში

 

_

აჯილღას სპერმის წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

დოღისა და მარულის ცხენების შესანახი საჯინიბოებისა და საცხენოსნო სკოლების საქმიანობას, იხ. 92.62.0

 

01.22.3

ვირების, ჯორცხენებისა და ჯორების მოშენება

01.23

01.23.0

ღორების მოშენება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ღორების მოშენებას

 

_

ღორის ჯაგრის მიღებას

 

_

კარატის სპერმის მიღებას

01.24

სასოფლო-სამეურნეო ფრინველის მოშენება

 

01.24.1

ფრინველის მოშენება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

სასოფლო-სამეურნეო ფრინველის: ქათმების, ინდაურების, ბატების, იხვების, ციცრების მოშენებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს

 

_

დანარჩენი ფრინველის მოშენებას, იხ. 01.25.3

 

_

ნაკრტენისა და ბუმბულის წარმოებას, იხ. 15.12.0

 

_

შინაური ფრინველის დაკვლას, იხ. 15.12.0

 

01.24.2

კვერცხის წარმოება

 

01.24.3

ხორც-კვერცხის შერეული წარმოება

01.25

დანარჩენი ცხოველების მოშენება და მათი პროდუქციის წარმოება

 

01.25.1

მეფუტკრეობა

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ფუტკრის მოშენებას

 

_

ფუტკრის თაფლის წარმოებას

 

_

თაფლის სანთლის წარმოებას

 

01.25.2

მეაბრეშუმეობა

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

აბრეშუმის ჭიის მოშენებას

 

_

ჭიის პარკის წარმოებას

 

01.25.3

დანარჩენი ცხოველებისა და ფრინველების მოშენება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ბოცვრების მოშენებას

 

_

შინაური ცხოველებისა და ფრინველების (ძაღლების, კატების, დეკორატიული ფრინველებისა და მისთ.) მოშენებას

 

_

იხვინდაურების, ხოხობების, მწყერების, სირაქლემების და მისთ. მოშენებას

 

_

ბეწვიანი ნადირის მოშენებას

 

_

წყლის ცხოველების (ნუტრიის, ონდატრისა და მისთ.) მოშენებას

 

_

წყლის ქვეწარმავლებისა და ბაყაყების მოშენებას წყალსატევებში

 

_

ლოკოკინებისა და ბაყაყების მოშენებას

 

_

ლაბორატორიული ცხოველების მოშენებას

 

_

ბეწვეულის ნედლეულის წარმოებას

 

_

ბიოჰუმუსის მიღებას

 

_

დანარჩენი ცხოველების (აქლემების, ირმებისა და მისთ.) მოშენებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

სოფლის მეურნეობის ცხოველების შენახვასა და მათ მოვლას, იხ. 01.42.0

 

_

ბეწვეულის, ქვეწარმავლებისა და ფრინველების ტყავის წარმოებას ნადირობის, მათ შორის ჭერის შედეგად, იხ. 01.50.1

 

_

შინაური ცხოველების შენახვას, იხ. 93.05.0

01.3

მემცენარეობა მეცხოველეობასთან ერთად (შერეული სოფლის მეურნეობა)

01.30

01.30.0

მემცენარეობა მეცხოველეობასთან ერთად (შერეული სოფლის მეურნეობა)

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

კულტურების მოყვანას მეცხოველეობასთან ერთად მეურნეობებში, რომლებშიც სპეციალიზაციის კოეფიციენტი ერთ სფეროში არ აღემატება მთლიანი პროდუქციის 66%-ს

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

შერეული მემცენარეობისა და შერეული მეცხოველეობის მეურნეობებს, ანუ ისეთი მეურნეობების საქმიანობას, რომლებშიც სასაქონლო პროდუქციის ხვედრითი წილი მემცენარეობისა და მეცხოველეობის ერთერთი ქვეკლასის მიხედვით აღემატება მოცემული მეურნეობის სასაქონლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობის 66%-ს. ასეთი მეურნეობები კლასიფიცირდება თავისი ძირითადი საქმიანობის სახეობის მიხედვით

01.4

მომსახურების გაწევა მემცენარეობისა და მეცხოველეობის დარგში, ვეტერინარული მომსახურების გარდა

01.41

მომსახურების გაწევა მემცენარეობაში

 

01.41.1

მომსახურება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანით

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

მომსახურების გაწევას მემცენარეობის დარგში ანაზღაურებით ან ხელშეკრულების საფუძველზე (მუშა ძალის დაქირავების საქმიანობის ჩათვლით)

 

_

მიწის დამუშავებას

 

_

მინდვრების მომზადებას

 

_

სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესვას

 

_

სასოფლო-სამეურნეო კულტურების დამუშავებასა და მოყვანას

 

_

სასოფლო-სამეურნეო კულტურების შეწამვლას, მათ შორის ჰაერიდან

 

_

ხეხილისა და ვაზის გასხვლას

 

_

ბოსტნეულის გამოხშირვას

 

_

მოსავლის აღებასა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მომზადებას ბაზარზე გასასაღებლად: გასუფთავებას, წაჭრას, დახარისხებას, გაშრობას, ჩენჩოსა და კილის გაცლას, დეზინფექციას, ხეხვას, გაპრიალებას, შეფუთვას, დალბობას (კანაფის, სელის), შეწამვლას, გაცივებას და მსხვილ პარტიებად შეფუთვას, ვაკუუმის საფუთავებში დაფასოების ჩათვლით

 

_

მცენარეების დაცვას მწერებისა და მავნე ცხოველებისაგან (მათ შორის კურდღლებისაგან)

 

_

დეკორატიული მებაღეობა მშენებლობისათვის; ისეთი ლანდშაფტების შენახვა და მოწყობა, როგორიცაა:

 

 

- ბაღები და პარკები:

 

 

კერძო და სახელმწიფო საცხოვრებელი შენობების ტერიტორი-ებისათვის

 

 

საზოგადოებრივი შენობების ტერიტორიებისათვის (სკოლების, საავადმყოფოების, ადმინისტრაციული დაწესებულებების, ეკლესი-ებისა და ა.შ.)

 

 

მუნიციპალური ტერიტორიებისათვის (პარკები, მწვანე ზონები, სასაფლაოები და ა.შ.)

 

 

●              გზების, სარკინიგზო გზების, მდინარეებისა და არხების ნაპირების, პორტების გამწვანებისათვის

 

 

●              სამრეწველო და სავაჭრო საწარმოების ტერიტორიებისათვის

 

 

- შენობების გამწვანება (ბაღები სახურავებზე, შიდა ბაღები, მცენარეები ფასადებზე)

 

 

- სპორტული მოედნების, სათამაშო და დასვენების ზონების გამწვანება (სპორტული მოედნების, სათამაშო მოედნების, მზის აბაზანების მისაღები ადგილების, გოლფის მოედნების)

 

 

- წყლის წყაროების გამწვანება (წყალსატევების, ჭაობების, აუზების, თხრილების, მდინარეების და მისთ.)

 

 

- მწვანე ნარგავები და ლანდშაფტის კეთილმოწყობა ხმაურის, ქარის, ეროზიის, შუქისა და დაბინძურებისაგან დასაცავად

 

_

ლანდშაფტის კეთილმოწყობას გარემოს დასაცავად და მის მოვლას, მიწების აღდგენას, მცენარეების დარგვას, მიწების და გასხვისებული ზონების, სამრეწველო საწარმოების გამდინარე წყლების სისტემების გაუმჯობესებას

 

_

ხეებისა და ბუჩქების გაშენებას, ხეების შემოკაფვას, ხეებისა და ცოცხალი ღობეების (ლტეების) გასხვლას, ძველი ხეების გადარგვის ჩათვლით

 

 

ეს ქვეკლასი აგრეთვე შეიცავს:

 

_

სასოფლო-სამეურნეო მანქანებით მომსახურებას მომსახურე პერსონალთან ერთად

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

სელის ძენძვას, იხ. 17.14.1

 

_

ხეების გაკაფვას ტერიტორიების გასაწმენდად სასოფლო-სამეურნეო გამოყენებისათვის, იხ. 02.01.1

 

_

მცენარეული ბოჭკოების მომზადებას, იხ. 17.1

 

_

მიწების გასუფთავებას სოფლის მეურნეობაში ნიადაგის გამოსაყენებლად, იხ. 45

 

_

გასაღებას კომისიონერებისა და კომერციული ორგანიზაციების მეშვეო-ბით, იხ. 51.11.0

 

_

აგრონომებისა და ეკონომისტების საქმიანობას სოფლის მეურნეობის დარგში, იხ. 74.14.0

 

_

ბაღების, პარკებისა და სპორტული ნაგებობების დაგეგმარებასა და პროექტირებას, იხ. 74.20.1

 

_

სასოფლო-სამეურნეო ბაზრობებისა და გამოფენების ორგანიზებას, იხ. 74.87.0

 

01.41.2

საირიგაციო სისტემების ფუნქციონირება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს

 

_

სარწყავი სისტემების ექსპლუატაციას

 

_

ამოსაშრობი სისტემების ექსპლუატაციას

01.42

01.42.0

მომსახურება მეცხოველეობაში, ვეტერინარული მომსახურების გარდა

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

 

_

სასოფლო-სამეურნეო მომსახურების გაწევას მეცხოველეობის დარგში ანაზღაურებით ან ხელშეკრულების საფუძველზე:

 

_

ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ საქმიანობას

 

 

ნახირის მდგომარეობის გამოკვლევას, საქონლის გადარეკვას, საქონლის ძოვებას, სასოფლო-სამეურნეო ფრინველის დაკოდვას, საქათმეების წმენდასა და მისთ.

 

 

● ცხოველების მოშენების, ზრდისა და პროდუქტიულობის სტიმულირებასთან დაკავშირებულ საქმიანობას

 

 

სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველის შენახვასა და მოვლას

 

 

მომსახურებას ცხოველების დაკვლით, გატყავებითა და გაკრეჭით

 

 

მომსახურებას კვერცხის გასუფთავებითა და დახარისხებით

 

 

მომსახურებას მეცხოველეობის პროდუქციის ტრანსპორტირებით

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

მომსახურების გაწევას საქონლის გამოკვებით, იხ. 01.2

 

_

მომსახურების გაწევას ნადირობის განვითარებით, მათ შორის ცხოველების ჭერის, კომერციული მიზნებისათვის, იხ. 01.50

 

_

გასაღებას კომისიონერებისა და კოოპერატიული ორგანიზაციების მეშვეობით, იხ. 51.11.0

 

_

აგრონომებისა და ეკონომისტების საქმიანობას სოფლის მეურნეობის დარგში, იხ. 74.14.0

 

_

ვეტერინარულ მომსახურებას, იხ. 85.20.0

01.5

ნადირობა და ნადირის მომრავლება, ამ დარგებში მომსახურების გაწევის ჩათვლით

01.50

ნადირობა და ნადირის მომრავლება, ამ დარგებში მომსახურების გაწევის ჩათვლით

 

01.50.1

ნადირობა, ნადირის ჭერა და მომრავლება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ნადირობას და ცხოველების ჭერას სასურსათო მიზნებისათვის

 

_

ნადირობას ბეწვისა და ტყავის მისაღებად

 

_

ნადირის ჭერას კვლევით სამუშაოებში გამოსაყენებლად

 

_

ნადირის ჭერას ზოოპარკებისათვის

 

_

ნადირის ჭერას შინაურ პირობებში გამოსაყენებლად

 

_

ნადირის მომრავლებას

 

_

ზღვის ძუძუმწოვრების ჭერას (ლომვეშაპების, სელაპებისა და მისთ.)

 

_

ტყავისა და ბეწვეულის წარმოებას ნადირის, ფრინველის, წყალხმელეთა ცხოველების ჭერის, მომრავლებისა და ნადირობის შედეგად

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ბეწვეულის, ქვეწარმავლებისა და ფრინველების ტყავის წარმოებას, მათი ფერმებში მოშენების შედეგად, იხ. 01.25

 

_

ცხოველების მოშენებას ფერმებში, იხ 01.25

 

_

ვეშაპების მოპოვებას, იხ. 05.01

 

_

ტყავისა და ბეწვეულის წარმოებას სასაკლაოებში, იხ. 15.11.0

 

_

სპორტულ-სამოყვარულო ნადირობას, იხ. 92.62.0

 

01.50.2

ნადირობის, ნადირის ჭერისა და მომრავლების დარგში მომსახუ-რების გაწევა

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

მომსახურებას ნადირის მომრავლების სტიმულირებით

 

_

მომსახურებას ნადირობის, ცხოველების ჭერის განვითარებით კომერციულ მიზნებში

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ვეტერინალურ მომსახურებას, იხ. 85.20.0

 

_

სპორტულ-სამოყვარულო ნადირობას, იხ. 92.62.0

 

 

 

 

02

სატყეო მეურნეობა და ამ სფეროში მომსახურების გაწევა

 

 

               

 მეტყევეობა შეიცავს ხე-ტყის დამზადებასა და აგრეთვე ტყის ველური პროდუქტების მოპოვებასა და შეგროვებას. ხე-ტყის დამზადებას მიეკუთვნება: ქერქის (კორპის) წარმოება, მერქანი - პირველადი დამუშავების, როგორიცაა: საშეშე მერქანი, სამაგრი ხე-ტყე, მერქნის მასა.

 

 

 

  მერქნის დამუშავება (დახერხვისა და პროფილირების ჩათვლით), რომელიც ხორციელდება ხე-ტყის დამამზადებელი უბნის გარეთ, შედის 20 ჯგუფში: ”მერქნის დამუშავება და ხის ნაკეთობების წარმოება”, ხოლო ხის ნახშირის წარმოება მიეკუთვნება 24 ჯგუფს.

 

02.0

სატყეო მეურნეობა და ამ სფეროში მომსახურების გაწევა

02.01

მეტყევეობა და ხე-ტყის დამზადება

 

02.01.1

მეტყევეობა

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

საშენი ხე-ტყის გაშენებას: დარგვას, ნერგების დარგვასა და გადარგვას, ტყეებისა და ტყესაკაფების გამოხშირვასა და დაცვას

 

_

ამონაყარი შიმალისა და საბალანსო მერქნის გაშენებას

 

_

ტყის სანერგე მასალების გაშენებას

 

_

საახალწლო ნაძვის ხეების გაშენებას

 

02.01.2

ხე-ტყის დამზადება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ხე-ტყის ჭრას

 

_

საქმიანი (სამასალე) მერქნის წარმოებას (ბოძების, მაღაროს ბიგების, ნაპობებისა და მისთ.)

 

_

მცენარეული მასალების მოყვანას წვნისათვის

 

_

საშეშე მერქნის დამზადებას

 

_

ხე-ტყის მასალების მოპოვებას ნატურალური ფისების, ლაქებისა და სათრიმლავი ნივთიერებების მისაღებად

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ტყის დამუშავებული მასალების წარმოებას, იხ. 20.10.1, 20.20.0, 20.30, 20.40.0, 20.51

 

_

მერქნის ნაფოტების წარმოებას, იხ. 20.10.0

 

02.01.3

ტყის ველური პროდუქტების კრეფა

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ტყის ველური პროდუქტების (რკოს, ცხენის წაბლის, ხავსის, მღიერის, სამკურნალო ბალახებისა და მისთ.) კრეფას

 

_

ბალატების, ბუნებრივი ფისების, კორპის, შელაქის, გუმფისების, ბალზამების, ბუნებრივი წვენებისა და მისთ. შეგროვებას

 

_

მასალების შეგროვებას დეკორატიული მიზნებისათვის

 

_

მასალების შეგროვებას წვნისათვის (ტირიფის, ლელქაშის, ბამბუკისა და მისთ.)

 

_

ხეებისა და ბუჩქოვანი მცენარეების თესლების შეგროვებას ტყის გასაშენებლად

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ტყის სოკოს კრეფას, იხ. 01.12.0

 

_

ველური ხილისა და კენკრის კრეფას, იხ. 01.13.1

 

_

ტყის კაკლის (თხილის) კრეფას, იხ. 01.13.1

 

_

დეკორატიული და წნული ნაკეთობების დამზადებას, იხ. 20.52.0

02.02

02.02.0

მომსახურების გაწევა მეტყევეობისა და ხე-ტყის დამზადების სფეროში

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ტყის ტაქსაციას (დანიხვრას)

 

_

ტყის შეფასებას (სამეწარმეო გამოყენების ასპექტში)

 

_

ტყის დაცვას ხანძრისაგან

 

_

დაუმუშავებელი ხე-ტყის ტრანსპორტირებას ტყის ფარგლებში

სექცია B

 

თევზჭერა, მეთევზეობა

 

 

 

 

 

                მოცემული სექცია შეიცავს წყლის ბიორესურსების გამოყენებას მსოფლიო ოკეანის ღია წყლებსა და შიდა საზღვაო წყლებში, სახელდობრ: თევზის ჭერას, კიბოსნაირების, ნიჟარებისა და დანარჩენი ბიორესურსების ჭერასა და შეგროვებას (მარგალიტის, ღრუბლების).

 

 

                ეს სექცია ასევე შეიცავს მეთევზეობას, წყლის მცენარეებისა და ცხოველების მოშენებასა და წყლის ბიორესურსების აღწარმოებისათვის დამხმარე საქმიანობის სახეობებს, (მაგალითად, მარგალიტოვანას დამყნობა).

 

 

                თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების გადამუშავება თევზსაჭერ გემებზე აგრეთვე მიეკუთვნება მოცემულ სექციას.

                მოცემული სექცია არ შეიცავს:

 

 

_

გემების მშენებლობასა და რემონტს, იხ. 53.11

 

 

_

სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერას, იხ. 92.62

 

 

_

თევზის გადამუშავებას გემებზე, რომლებიც უშუალოდ არ ახორციელებენ თევზჭერას, ან ნაპირზე განლაგებულ თევზის ქარხნებში, იხ. 15.20

 

 

 

 

 

 

05

თევზჭერა, მეთევზეობა და ამ სფეროში მომსახურების გაწევა

05.0

თევზჭერა, მეთევზეობა და ამ სფეროებში მომსახურების გაწევა

05.01

თევზჭერა, მეთევზეობა და ამ სფეროში მომსახურების გაწევა

 

05.01.1

თევზჭერა

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

თევზის ჭერას ოკეანეში, ზღვაში, ტბორებში, ტბასა და მდინარეში

 

_

ვეშაპების მოპოვებას

 

_

გემების საქმიანობას, რომლებიც ერთდროულად დაკავებულნი არიან თევზის ჭერით, მისი გადამუშავებითა და კონსერვირებით

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ლომვეშაპებზე, სელაპებზე და მისთ. ნადირობას, იხ. 01.50.1

 

_

თევზის გადამუშავებას თევზის ქარხნებში, იხ. 15.20.0

 

_

გემების საქმიანობას, რომლებიც დაკავებულნი არიან უშუალოდ თევზის გადამუშავებითა და კონსერვირებით, იხ. 15.20.0

 

_

სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერას, იხ. 92.72.0

 

05.01.2

კიბოსნაირებისა და მოლუსკების ჭერა, ზღვის პროდუქტების მოპოვება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

კიბოს, კიბორჩხალების, ლანგუსტების, კრევეტებისა და მისთ. ჭერას

 

_

წყლის ცხოველების (კუს, ზღვის ზღარბების, ასციდიებისა და მისთ.) ჭერას

 

_

ხამანწკების მოპოვებას

 

_

მარჯანის, ღრუბლების, ნიჟარებისა და მისთ. მოპოვებას

 

_

ნატურალური და კულტივირებული მარგალიტის მოპოვებას

 

_

წყლის მცენარეების მოპოვებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ბაყაყების მოშენებას, იხ. 01.25.3

 

_

გემების საქმიანობას, რომლებიც უშუალოდ დაკავებულნი არიან თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამუშავებითა და კონსერვირებით, იხ. 15.20.0

 

_

თევზის ქარხნების საქმიანობას, იხ. 15.20.0

 

05.01.3

თევზჭერასთან დაკავშირებული მომსახურება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

თევზჭერასთან დაკავშირებულ მომსახურებას: თევზის დაცვასა და ზედამხედველობას

 

_

მომსახურებას წყალსატევებისა და თევზის მდგომარეობის გამოკვლევით

 

_

მომსახურებას თევზის მოშენების სტიმულირებითა და წყალსატევების პროდუქტიულობის ზრდით

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

თევზსაჭერი ბადეების დამზადებასა და რემონტს, იხ. 17.52.2

 

_

თევზსაჭერი გემების რემონტს, იხ. 35.11.2

 

_

მომსახურებას, დაკავშირებულს სასპორტო-სამოყვარულო თევზჭერასთან, იხ. 92.72.0

05.02

მეთევზეობა

 

05.02.1

თევზსაშენებისა და თევზის ფერმების საქმიანობა

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

თევზების მოზარდეულის მოშენებას

 

_

კიბოსნაირების, ხამანწკების, მიდიების, ასთაკვების მოზარდეულის, ლანგუსტების, კრევეტებისა და მისთანების მოზარდეულის მოშენებას

 

_

წითელი წყალმცენარეებისა და სხვა საკვები წყალმცენარეების მოყვანას

 

_

აკვარიუმის პროდუქციის მოშენებას

 

_

ზღვისა და მტკნარი წყლის მეთევზეობას, დეკორატიული თევზების მოშენების ჩათვლით

 

_

ხამანწკების კულტივირებას

 

05.02.2

თევზსაშენებისა და თევზის ფერმების საქმიანობასთან დაკავშირე-ბული მომსახურება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

მომსახურებას წყალსატევებისა და თევზის მდგომარეობის გამოკვლევით

 

_

მომსახურებას თევზის მოშენების სტიმულირებითა და წყალსატევების პროდუქტიულობის ზრდით

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ფერმების საქმიანობას ბაყაყების მოშენებით, იხ. 01.25.3

 

_

ნაკრძალების საქმიანობას სპორტული თევზჭერისათვის, იხ. 92.72.0

სექცია C

 

 

სამთომოპოვებითი მრეწველობა

 

 

 მოცემული სექცია შეიცავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას, რომელიც ბუნებაში არსებობს მყარი ქანების სახით (ნახშირი და მადანი), თხევად (ნავთობი) ან აირისებრ (ბუნებრივი აირი) მდგომარეობაში. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შეიძლება განხორციელებულ იქნ ს საბადოების დამუშავების მიწისქვეშა და ღია წესით, აგრეთვე ჭაბურღილების ექსპლუატაციის გზით.

 

 

ეს სექცია შეიცავს პროცესებს, რომლებიც დაკავშირებულია ნედლეულის მომზადებასთან სარეალიზაციოდ: მსხვრევას, დაქუცმაცებას, შრობას, დახარისხებას, გამდიდრებას, აგლომერაციას, ნავთობის გაუწყლოებას. ამ საქმიანობის სახეებს ჩვეულებრივ ახორციელებენ იგივე ერთეულები, რომლებიც მოიპოვებენ სასარგებლო წიაღისეულებს.

 

 

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება კლასიფიცირდება განაყოფებში, ჯგუფებში და კლასებში ძირითადი სასარგებლო წიაღისეულის სახის მიხედვით. ქვესექცია CA შეიცავს სათბობ-ენერგეტიკული სასარგებლო წიაღისეულის (ნახშირის, ლიგნიტის, ტორფის, ნახშირწყალბადების, ურანის მადანის) მოპოვებას; ქვესექცია CB შეიცავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას, სათბობ-ენერგეტიკულის გარდა (ლითონის მადნების, სხვადასხვა მინერალებისა და მთის ქანების).

 

 

                ზოგიერთი ოპერაცია, განსაკუთრებით თხევადი ნახშირწყალბადების მოპოვებისას, შეიძლება ხორციელდებოდეს გასამრჯელოს ან ხელშეკრულების საფუძველზე.

 

 

ეს სექცია აგრეთვე შეიცავს:

 

_

ნახშირისა და მადნების აგლომერაციას

 

 

ეს სექცია არ შეიცავს:

 

_

მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებას, იხ. სექცია D

 

_

ბუნებრივი და მინერალური წყლების ბოთლებში ჩამოსხმას ბუნებრივი წყაროებიდან და ჭაბურღილებიდან, იხ. 15.98

 

_

ზოგიერთი გრუნტის, მთის ქანებისა და მინერალების დამსხვრევას, დაფხვნასა და სხვა სახის დამუშავებას, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა და ღია წესით მოპოვების ოპერაციებთან არაა დაკავშირებული, იხ. 26.81, 26.82

 

_

სამშენებლო უბნის მომზადებას, იხ. 45.11

 

_

წყლის დაგროვებას, გაწმენდასა და განაწილებას, იხ. 41.00.0

 

_

სასარგებლო წიაღისეულის დაზვერვას, იხ. 74.20

ქვესექცია CA

 

 

სათბობ-ენერგეტიკული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება

 

10

ნახშირის, ლიგნიტისა და ტორფის მოპოვება

 

 

 

 

მოცემული განყოფილება შეიცავს: მყარი სათბობის მოპოვებას მიწისქვეშა და ღია დამუშავების წესით. აქ ჩაირთვება ნედლეულის სარეალიზაციოდ მომზადებასთან დაკავშირებული პროცესები: მსხვრევა, დაქუცმაცება, შრობა, დახარისხება, გამდიდრება, აგლომერაცია, ბრიკეტების წარმოების ჩათვლით.

 

10.1

ქვანახშირის მოპოვება, გამდიდრება და აგლომერაცია

 

10.10

ქვანახშირის მოპოვება, გამდიდრება და აგლომერაცია

 

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

 

_

კოქსპროდუქტების წარმოებას, იხ. 23.10.0

 

 

10.10.1

ქვანახშირის მიწისქვეშა მოპოვება

 

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

 

_

სხვადასხვა სახის ქვანახშირის: ანტრაციტის, საკოქსავი ნახშირის მოპოვებას

 

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

 

_

ლიგნიტის (მურა ნახშირის) მოპოვებას, იხ. 10.20.1

 

 

_

ქვანახშირის აგლომერაციას, იხ. 10.10.4

 

 

10.10.2

ქვანახშირის მოპოვება ღია მეთოდით

 

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

 

_

სხვადასხვა სახის ქვანახშირის: ანტრაციტის, საკოქსავი ნახშირის, მოპოვებას ღია მეთოდით

 

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

 

_

ლიგნიტის (მურა ნახშირის) მოპოვებას, იხ. 10.20.1

 

 

_

ქვანახშირის აგლომერაციას, იხ. 10.10.4

 

 

10.10.3

ქვანახშირის გამდიდრება

 

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

 

_

ქვანახშირის გამდიდრებას

 

 

_

ქვანახშირის ნაყარიდან ამოღებას

 

 

_

ქვანახშირის გამორეცხვას, დაკალიბრებას, დახარისხებას, დამსხვრევასა და მისთ.

 

 

_

სხვადასხვა ოპერაციებს ქვანახშირის ხარისხის ამაღლებისა და მისი ტრანსპორტირების გაადვილებისათვის

 

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

 

_

ლიგნიტის (მურა ნახშირის) აგლომერაციას, იხ. 10.20.4

 

 

_

კოქსის წარმოებას, იხ. 23.10

 

 

_

მყარი საწვავის წარმოებას კოქსის ღუმელებში, იხ. 23.10

 

 

10.10.4

ქვანახშირის აგლომერაცია და ქვანახშირის ბრიკეტების წარმოება

 

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

 

_

ქვანახშირის აგლომერაციას

 

 

_

ქვანახშირის ბრიკეტების წარმოებას

 

10.2

ლიგნიტის მოპოვება, გამდიდრება და აგლომერაცია

 

10.20

ლიგნიტის მოპოვება, გამდიდრება და აგლომერაცია

 

 

10.20.1

ლიგნიტის (მურა ნახშირის) მიწისქვეშა მოპოვება

 

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

 

_

ლიგნიტის (მურა ნახშირის) მიწისქვეშა მოპოვებას

 

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

 

_

ქვანახშირის მოპოვებას, იხ. 10.10.1, 10.10.2

 

 

_

ლიგნიტის აგლომერაციას, იხ. 10.20.4

 

 

_

ლიგნიტის ნაკეთობების წარმოებას, იხ. 26.82

 

 

10.20.2

ლიგნიტის (მურა ნახშირის) მოპოვებას ღია მეთოდით

 

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

 

_

ლიგნიტის მოპოვებას ღია მეთოდით

 

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

 

_

ქვანახშირის მოპოვებას, იხ. 10.10.1, 10.10.2

 

 

_

ლიგნიტის აგლომერაციას, იხ. 10.20.4

 

 

_

ლიგნიტის ნაკეთობების წარმოებას, იხ. 26.82

 

 

10.20.3

ლიგნიტის (მურა ნახშირის) გამდიდრება

 

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

 

_

ლიგნიტის გამდიდრებას

 

 

_

ლიგნიტის გამორეცხვას, დეჰიდრაციას, პულვერიზაციას

 

 

_

სხვა ოპერაციებს ლიგნიტის ხარისხის გაუმჯობესების, მისი ტრანსპორ-ტირების გაადვილებისა და შენახვისათვის

 

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

 

_

ლიგნიტის აგლომერაციას, იხ. 10.20.4

 

 

10.20.4

ლიგნიტის აგლომერაცია და ლიგნიტის ბრიკეტების წარმოება

 

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

 

_

ლიგნიტის აგლომერაციას

 

 

_

ლიგნიტის ბრიკეტების წარმოებას

 

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

 

_

ქვანახშირის აგლომერაციას, იხ. 10.10.4

 

 

_

ლიგნიტის ნაკეთობების წარმოებას, იხ. 26.82

 

10.3

ტორფის მოპოვება და აგლომერაცია

 

10.30

ტორფის მოპოვება და აგლომერაცია

 

 

10.30.1

ტორფის მოპოვება

 

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

 

_

ტორფისაგან ნაკეთობების წარმოებას, იხ. 26.82

 

 

10.30.2

ტორფის აგლომერაცია და ტორფის ბრიკეტების წარმოება

 

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

 

_

ტორფისაგან ნაკეთობების წარმოებას, იხ. 26.82

 

 

 

 

 

 

11

ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება; ამ სფეროში მომსახურების გაწევა

 

 

 

  ეს განყოფილება შეიცავს ნავთობისა და აირის მოპოვებასა და მათი საბადოების დამუშავებას, აგრეთვე მომსახურების გაწევას ბურღვითა და საბურღი კოშკურების მონტაჟით, მათ შორის საბურღი მოწყობილობების, სეპარატორების, ემულსიის წარმოქმნის მწყვეტარების, გამწმენდი მოწყობილობებისა და ნედლი ნავთობის შესაგროვებელი მოწყობილობების მონტაჟს.

 

 

 

მოცემულ განყოფილებაში შეყვანილია ნედლი ნავთობის მოპოვება, ბიტუმოვანი ფიქალებისა და ქვიშებისაგან ნედლი ნავთობის წარმოება, ბუნებრივი აირისა და თხევადი ნახშირწყალბადების მოპოვება.

 

 

 

11.20 კლასში შედის ჭაბურღილების ბურღვითა ან ნავთობისა და აირის საბადოების დაზვერვით გაწეული მომსახურება გასამრჯელოსა ან ხელშეკრულების საფუძველზე.

 

 

 

ეს განყოფილება არ შეიცავს:

 

 

_

ნავთობპროდუქტების გაწმენდას (გადამუშავებას), იხ. 23.20.0

 

 

_

სადაზვერვო ბურღვას, იხ. 45.12.0

 

 

_

გეოდეზიურ საძიებო საქმიანობას, იხ. 74.20.3

 

11.1

ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება

 

11.10

ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება

 

 

 

ეს კლასი შეიცავს:

 

 

_

ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების ექსპლუატაციას

 

 

11.10.1

ნედლი ნავთობის მოპოვება

 

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

 

_

ნედლი ნავთობისა და კონდენსატების მოპოვებას

 

 

_

აირის კონდენსატის ექსტრაგირებას

 

 

_

თხევადი ნახშირწყალბადების ფრაქციების გაუწყლოებასა და სეპარაციას

 

 

_

ნავთობის მომზადებას ტრანსპორტირებისათვის

 

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

 

_

ნედლი ნავთობისა და აირის მოპოვებასთანბ დაკავშირებულ მომსახურებას, იხ. 11.20.0

 

 

_

ნავთობგადამუშავების პროდუქტების წარმოებას, იხ. 23.20.0

 

 

_

ნავთობის საბადოების დაზვერვას, იხ. 74.20.2

 

 

_

მილსადენების ექსპლუატაციას, იხ. 60.30

 

 

11.10.2

ბუნებრივი აირის მოპოვება

 

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

 

_

ნედლი აირისებრი ნახშირწყალბადის (ბუნებრივი აირის) მოპოვებას

 

 

_

აირის დესულფურაციას

 

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

 

_

აირის მოპოვებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, იხ. 11.20.0

 

 

_

ბუნებრივი აირის საბადოების დაზვერვას, იხ. 74.20.2

 

 

_

მილსადენების ექსპლუატაციას, იხ. 60.30

 

 

11.10.3

ბუნებრივი აირის კონდენსაცია და რეგაზიფიკაცია ტრანსპორტირებისათვის

 

 

11.10.4

ბიტუმოვანი ფიქალებისა და ბიტუმოვანი ქვიშაქვის მოპოვება

 

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

 

_

ბიტუმოვანი ფიქალებისა და ქვიშაქვის დამუშავებას

 

 

_

ნედლი აირის წარმოებას ბიტუმოვანი ფიქალებისა და ბიტუმოვანი ქვიშაქვისაგან

 

11.2

მომსახურების გაწევა ნავთობისა და აირის მოპოვებით

 

11.20

11.20.0

მომსახურების გაწევა ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებით

 

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

 

_

ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების პროცესის მომსახურების სამუშაოების ჩატარებას, ანაზღაურებით ან ხელშეკრულების საფუძველზე: დახრილ-მიმართული ბურღვა, განმეორებითი ბურღვა, დარტყმითი ბურღვა

 

 

_

ჭაბურღილების საექსპლუატაციო ბურღვას: საბურღი დანადგარების დამონტაჟება ადგილზე, მათი რემონტი და დემონტაჟი; ნავთობისა და აირის სამაგრი მილების დაცემენტება, ჭაბურღილების ამოტუმბვა, ჭაბურღილების დახშობა, კონსერვაცია, ლიკვ დაცია და მისთ.

 

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

 

_

ჭაბურღილების გეოფიზიკურ გამოკვლევებს, საძიებო-გეოლოგიურ და საძიებო-სეისმურ სამუშაოებს, იხ. 74.20.2

 

 

_

აირსადენებისა და ნავთობსადენების ექსპლუატაციას, იხ. 60.30.1, 60.30.2

 

 

 

 

 

 

12

ურანისა და თორიუმის მადნების მოპოვება

 

12.0

ურანისა და თორიუმის მადნების მოპოვება

 

12.00

12.00.0

ურანისა და თორიუმის მადნების მოპოვება

 

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

 

_

ურანისა და თორიუმის მადნების მოპოვებას

 

 

_

ურანისა და თორიუმის მადნების პირველად გამდიდრებას

 

 

_

ყვითელი კეკის (ურანის კონცენტრატის) წარმოებას

 

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

 

_

ურანისა და თორიუმის მადნების გამდიდრებას, იხ. 23.30.0

 

 

_

გაყოფადი და აღმწარმოებელი ბირთვული მასალების წარმოებას, იხ. 23.30.0

 

 

_

ლითონური ურანის წარმოებას, იხ. 23.30.0

 

 

_

ბირთვული რეაქტორებისათვის სათბობი ელემენტების წარმოებას, იხ. 23.30.0

 

 

_

რადიოაქტიური ელემენტების წარმოებას სამრეწველო და სამედიცინო მოხმარებისათვის, იხ. 23.30.0

 

 

_

ბირთვული ნარჩენების გადამუშავებას, იხ. 23.30.0

 

 

_

ბირთვული ნარჩენების შენახვას, იხ. 23.30.0

 

ქვ სექცია CB

სამთომოპოვებითი მრეწველობა, სათბობენერგეტიკული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გარდა

13

ლითონური მადნების მოპოვება

 

 

ეს განყოფილება შეიცავს:

 

_

მადნებისა და თვითნაბადი ლითონების მიწისქვეშა და ღია მოპოვებას

 

_

მადნების მომზადებას:

 

 

მადნების მსხვრევა, დაქუცმაცება და გარეცხვა

● მადნების მაგნიტური და გრავიტაციული გამდიდრება

მადნების ფლოტაცია, დაყოფა სიდიდის მიხედვით (კლასიფიკაცია და გაცხრილვა), გამოშრობა, კალცინირება და გამოწვა

 

 

ეს განყოფილება არ შეიცავს:

 

_

ურანისა და თორიუმის მადნების მოპოვებას, იხ. 12.00.0

 

_

პირიტების (რკინის ალმადანის) გამოწვას, იხ. 24.13.0

 

_

ალუმინის ჟანგის წარმოებას, იხ. 27.42.0

13.1

რკინის მადნის მოპოვება

13.10

რკინის მადნის მოპოვება

 

13.10.1

რკინის მადნის მიწისქვეშა მოპოვება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

რკინის მადნის მოპოვებას მიწისქვეშა მეთოდით

 

_

რკინის მადნის გამდიდრებასა და აგლომერაციას (შეცხობას)

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

რკინის მადნის მოპოვებას ღია მეთოდით, იხ. 13.10.2

 

_

რკინისა და მაგნიტური ალმადანის მოპოვებას, იხ. 14.30.0

 

13.10.2

რკინის მადნის მოპოვება ღია მეთოდით

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

რკინის მადნის მოპოვებას ღია მეთოდით

 

_

რკინის მადნის გამდიდრებასა და აგლომერაციას (შეცხობას)

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

რკინის მადნის მოპოვებას მიწისქვეშა მეთოდით, იხ. 13.10.1

 

_

რკინისა და მაგნიტური ალმადანის მოპოვებას, იხ. 14.30.0

13.2

ფერადი ლითონების მადნების მოპოვება, ურანისა და თორიუმის მადნების გარდა

13.20

ფერადი ლითონების მადნების მოპოვება

 

 

ეს კლასი შეიცავს:

 

_

მადნების მოპოვებასა და გამდიდრებას, უპირატესად მათში ფერადი ლითონების შემცველობით ფასეულს:

 

 

ალუმინის (ბოქსიტების), სპილენძის, ტყვიის, თუთიის, კალის, მანგანუმის, ქრომის, ნიკელის, კობალტის, მოლიბდენის, ტანტალის, ვანადიუმისა და მისთ.

 

 

ძვირფასი ლითონების: ოქროს, ვერცხლის, პლატინის

 

 

ეს კლასი არ შეიცავს:

 

_

ურანისა და თორიუმის მადნების მოპოვებასა და პირველად გამდიდრებას, იხ. 12.00.0

 

_

ალუმინის ჟანგის, ნიკელისა და სპილენძის ქვის წარმოებას, იხ. 27.42.0, 27.44.0, 27.45.1

 

13.20.1

მანგანუმის მადნის (შავი ქვის) მიწისქვეშა მეთოდით მოპოვება და გამდიდრება

 

13.20.2

მანგანუმის მადნის (შავი ქვის) ღია მეთოდით მოპოვება და გამდიდრება

 

13.20.3

ალუმინის შემცველი ნედლეულის მოპოვება და გამდიდრება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ალუმინის შემცველი ნედლეულის მოპოვებასა და პირველად დამუშავებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ალუმინის ჟანგის წარმოებას, იხ. 27.42.0

 

13.20.4

ნიკელ-კობალტის მადნის მოპოვება და გამდიდრება

 

13.20.5

სტიბიუმ-ვერცხლისწყლის მადნის მოპოვება და გამდიდრება

 

13.20.6

ტყვია-თუთიის მადნის მოპოვება და გამდიდრება

 

13.20.7

ტიტანის მადნის მოპოვება და გამდიდრება

 

13.20.8

კალის მადნის მოპოვება და გამდიდრება

 

13.20.9

სხვა ფერადი, იშვიათი და ძვირფასი ლითონების მადნების მოპოვება და გამდიდრება

 

 

 

 

14

სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა დარგები

 

 

ეს განყოფილება შეიცავს როგორც ქვის კარიერების დამუშავებას, ასევე ალუვიონის მოპოვებას, მთის ქანების დაქუცმაცებას, მარილის საბადოების დამუშავებას. მოპოვებული მთის ქანები და მინერალები გამოიყენება მშენებლობაში (ქვიშა, ქვა და მისთ.), სამშენებლო მასალების წარმოებისას (თიხები, თაბაშირი და მისთ.), ქიმიური პროდუქტების წარმოებისას.

 

 

განყოფილება შეიცავს მთის ქანებისა და მინერალების პირველად დამუშავებასთან დაკავშირებულ პროცესებს: მსხვრევას, დაქუცმაცებას, გაწმენდას, შრობას, დახარისხებას, ნარევების წარმოქმნას. მარილის წარმოება აგრეთვე შეიცავს მარილის გასუფთავებასა და საკვები მარილის წარმოებას.

14.1

ქვის კარიერების დამუშავება

14.11

14.11.0

სამშენებლო ქვის მოპოვება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ქვის მოპოვებას ღია მეთოდით მშენებლობისა და მოპირკეთებისათვის

 

_

მარმარილოს, გრანიტის, ქვიშაქვისა და მისთ. უხეშ დამუშავებასა და დახერხვას, ძეგლებისა და მშენებლობისათვის

 

_

ქვის მსხვრევასა და დაქუცმაცებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

მინერალური ნედლეულის მოპოვებას ქიმიური მრეწველობისათვის და მინერალური სასუქების საწარმოებლად, იხ. 14.30.0

 

_

ქვის დაჭრას, დამუშავებასა და მოპირკეთებას, კარიერების გარეთ, იხ. 26.70.0

14.12

14.12.0

კირქვის, თაბაშირისა და ცარცის მოპოვება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

კირქვის მოპოვებას, მსხვრევასა და დაქუცმაცებას

 

_

თაბაშირის ქვისა და ანჰიდრიტის მოპოვებას

 

_

ცარცისა და არაკალცინირებული დოლომიტის მოპოვებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

მინერალური ნედლეულის მოპოვებას ქიმიური მრეწველობისათვის და მინერალური სასუქების საწარმოებლად, იხ. 14.30.0

 

_

კალცინირებული (გამომწვარი) დოლომიტის წარმოებას, იხ. 26.52.1

14.13

14.13.0

ფიქალების მოპოვება

14.2

ქვიშისა და თიხის მოპოვება

14.21

14.21.0

ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ქვიშის მოპოვებას მრეწველობისა და მშენებლობისატვის, ხრეშის მოპოვებას

 

_

ქვის, ღორღისა და ქვიშის მსხვრევასა და დაქუცმაცებას

 

_

ქვიშის მოპოვებას მინის წარმოებისათვის

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ბიტუმოვანი ქვიშის, ბიტუმოვანი ფიქალისა და ქვიშაქვის მოპოვებას, იხ. 11.10.4

 

_

მინერალური ნედლეულის მოპოვებას ქიმიური მრეწველობისათვის და მინერალური სასუქების საწარმოებლად, იხ. 14.30.0

14.22

14.22.0

თიხისა და კაოლინის მოპოვება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

სამშენებლო თიხის მოპოვებას სამშენებლო საწარმოებისათვის და აგურის, კერამიკული ნაკეთობებისა და მისთ. საწარმოებლად

 

_

თიხის მოპოვებას სამსხმელო საწარმოებისათვის

 

_

ცეცხლგამძლე თიხისა და კაოლინის წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

მინერალური ნედლეულის მოპოვებას ქიმიური მრეწველობისათვის და მინერალური სასუქების საწარმოებლად, იხ. 14.30.0

14.3

მინერალური ნედლეულის მოპოვება ქიმიური მრეწველობისათვის და მინერალური სასუქების საწარმოებლად

14.30

14.30.0

მინერალური ნედლეულის მოპოვება ქიმიური მრეწვე-ლობისათვის და მინერალური სასუქების საწარმოებლად

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ბუნებრივი ფოსფატებისა და ბუნებრივი კალიუმის მარილების მოპოვებას

 

_

ბუნებრივი გოგირდის მოპოვებას

 

_

რკინისა და მაგნიტური ალმადანის მოპოვებასა და გამდიდრებას

 

_

ბუნებრივი ბარიუმის სულფატისა (ბარიტის) და ბარიუმის კარბონატის (ვიტერიტის), ბუნებრივი ბორატების, ბუნებრივი მანგანუმის სულფატების (კიზერიტის) მოპოვებას

 

_

მინერალური საღებარებისა და მლღობი შპატის მოპოვებას

 

_

გუანოს მოპოვებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

მარილის მოპოვებასა და წარმოებას, იხ. 14.40.0

 

_

რკინის ალმადანის გამოწვას, იხ. 24.13.0

 

_

ქიმიური სასუქებისა და აზოტის შენაერთების წარმოებას, იხ. 24.15

14.4

მარილის მოპოვება და წარმოება

14.40

14.40.0

მარილის მოპოვება და წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

მიწისქვეშა საბადოებიდან მარილის მოპოვებას, წყალში გახსნისა და ამოტუმბვის ჩათვლით

 

_

მარილის წარმოებას ზღვის წყლიდან ან სხვა მარილიანი წყლებიდან ამოშრობის გზით

 

_

მარილწყლისა და სხვა მარილოვანი ხსნარების წარმოებას

 

_

მარილის დაფხვნას, გაწმენდასა და რაფინირებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

სასმელი წყლის წარმოებას, მარილიანი წყლის გამტკნარებით, იხ. 41.00.0

14.5

სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა დარგები, რომლებიც არ შედის სხვა დაჯგუფებებში

14.50

სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა დარგები, რომლებიც არ შედის სხვა დაჯგუფებებში

 

14.50.1

აზბესტის მადნის მოპოვება

 

14.50.2

არალითონური მადნების მოპოვება და გამდიდრება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ბუნებრივი გრაფიტის, სტეატიტის (ტალკის), მინდვრის შპატისა და მისთ. მოპოვებას

 

_

ბუნებრივი ასფალტისა და ბიტუმის მოპოვებას

 

14.50.3

კვარცისა და ქარსის მოპოვება

 

14.50.4

ბუნებრივი და ხელოვნური ფოროვანი შემავსებლებისათვის ნედლეულის მოპოვება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ვერმიკულიტის, პემზის (მინქაფის), ტუფისა და მისთ. მოპოვებას

 

14.50.5

ძვირფასი ქვების (ალმასების გარდა), ნახევრადძვირფასი ქვების, ფერადი ქვებისა და ქარვის მოპოვება

 

14.50.6

ალმასების მოპოვება

სექცია D

 

დამამუშავებელი მრეწველობა

 

 

 

 

 

 

  დამამუშავებელი მრეწველობა მოიცავს ყველა საქმიანობის სახეს, რომელიც დაკავშირებულია მასალების, ნივთიერებებისა ან მათი კომპონენტების ახალ პროდუქტში გადამუშავებასთან (ანუ მექანიკურ გადამუშავებასთან, ფიზიკური და ქიმიური თვისებების ცვლილებასთან). საწყის მასალას ძირითადად წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ნედლეული, მეტყევეობისა და თევზჭერის პროდუქტები, მთის ქანები და მინერალები.

 

 

დამამუშავებელ მრეწველობაში შემავალი ერთეულები წარმოადგენენ საწარმოებს (ფაბრიკებს, ქარხნებს), რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენებენ მანქანებსა და მოწყობილობებს. ინდივიდუალური (სახელოსნო) წარმოება, რომელიც იყენებს ხელით შრომას და ეწევა პროდუქციის რეალიზაციას ვაჭრობაში, ასევე მიეკუთვნება დამამუშავებელ მრეწველობას, მაგალითად, კერძო საფუნთუშეები და ატელიები.

 

 

დამამუშავებელი მრეწველობის ერთეულებს შეუძლიათ გადაამუშაონ მასალები ან აწარმოონ ნახევარფაბრიკატები შემდგომი დამუშავებისათვის სხვა საწარმოებში.

 

 

წარმოებული პროდუქცია შეიძლება იყოს მზა მოხმარებისათვის ან წარმოადგენდეს ნახევარფაბრიკატს შემდგომი დამუშავებისათვის. მაგალითად, ალუმინის გაწმენდის პროდუქტი გამოიყენება როგორც ნედლეული ალუმინის მავთულის წარმოებისათვის, რომელიც ასევე საჭიროებს გადამუშავებას ალუმინის ნაკეთობათა წარმოებისათვის.

 

 

წარმოებული პროდუქციის შემადგენელი კომპონენტების აწყობა მიეკუთვნება დამამუშავებელ მრეწველობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რომელიმე საქმიანობის სახე მიზანშეწონილია კლასიფიცირებული იქნ ს 45 განყოფილებაში - მშენებლობა“.            

 

 

მანქანებისა და მოწყობილობების მონტაჟი და დაყენება სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობისა და სხვა საწარმოებში, თუ ისინი ხორციელდება, როგორც ერთერთი სპეციალიზებული საქმიანობის სახეობა, კლასიფიცირდება დასაყენებელი მოწყობილობების წარმოებასთან ერთად.

 

 

საწარმოების საქმიანობა, რომლებიც ძირითადად დაკავებული არიან მრეწველობის, სავაჭრო და ანალოგიური მანქანებისა და მოწყობილობების რემონტითა და ტექნიკური მომსახურებით, როგორც წესი, კლასიფიცირდება განყოფილებაში «დამამუშავებელი მრეწველობა», ისევე როგორც საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ ამ საქონელს. მაგრამ იმ საწარმოების საქმიანობა, რომლებიც დაკავებული არიან საოფისე მოწყობილობებისა და ელექტრო-გამომთვლელი მანქანების რემონტით, შედის 72.50 კლასში. საწარმოები, რომელთა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების, მოწყობილობებისა და ავეჯის რემონტი, შედიან 50 განყოფილებაში - “ავტომანქანებით ვაჭრობა და რემონტი“, ან 52 - “პირადი მოხმარების საგნების საცალო ვაჭრობა ან რემონტი“ გასარემონტებელი საქონლის სახეობის შესაბამისად.

 

 

დამამუშავებელ წარმოებას მიეკუთვნება ნებისმიერი სახის საქონლის არსებითი ცვლილება, განახლება ან რეკონსტრუქცია.

სპეციალიზებული კომპონენტებისა და დეტალების, ასევე მანქანებისა და მოწყობილობებისათვის საკუთნოებისა და სამარჯვების წარმოება შედის, როგორც წესი, იმავე განყოფილებაში, რაც მანქანებისა და მოწყობილობების წარმოება, რომელთათვისაც განკუთვნილია დეტალები და საკუთნოები. მანქანებისა და მოწყობილობების არასპეციალიზებული კომპონენტებისა და დეტალების წარმოება, მაგალითად, ძრავების, დგუშების, ელექტროძრავების, ელექტროკვანძების, სარქველების, კბილანების, საკისრების, კლასიფიცირდება დამამუშავებელი მრეწველობის შესაბამის ჯგუფში, იმისდა მიუხედავად, როგორი მანქანებისა და მოწყობილობების შემადგენლობაში შედის ეს საგნები.

 

 

 დამამუშავებელი მრეწველობა – ეს არის მასალების გადამუშავება ახალი პროდუქციის წარმოებისათვის.

 

 

 წარმოება - ეს არის ახალი პროდუქციის (საქონლის) შექმნა.

                მოცემულ ჯგუფში აგრეთვე შედის შემდეგი საქმიანობის სახეები:

 

 

_

რძის პროდუქტების პასტერიზაცია და მათი ჩამოსხმა ბოთლებში

 

 

_

ახალი თევზის გადამუშავება (ქერცლისგან გასუფთავება,გამოშიგვნა)

 

 

_

პოლიგრაფიული საქმიანობა

 

 

_

მზა ბეტონის დუღაბის წარმოება

 

 

_

ტყავის დამუშავება

 

 

_

მერქნის დაცვა

 

 

_

ლითონის დამუშავების შემდეგი სახეები: ელექტროლიტური, მიტკეცა, გაპრიალება, თერმოდამუშავება

 

 

_

სიგნალიზაციის და სარეკლამო ფარების წარმოება

 

 

_

ხელსაწყოების გაახლება (მაგალითად, ავტომანქანების ძრავების)

 

 

_

ხომალდების გაახლება და რემონტი

 

 

_

სალტეების აღდგენა

 

 

 

 

 მოცემულ ჯგუფში არ შედის შემდეგი საქმიანობის სახეები:

 

 

_

ხე-ტყის დამზადება (სექცია A – სოფლის მეურნეობა, ნადირობა და მეტყევეობა)            

 

 

 

_

მთის ქანებისა და მინერალების მოპოვება (სექცია C – სამთომოპოვებითი მრეწველობა)

 

 

_

ნაგებობების მშენებლობა და მათი აშენების ოპერაციები, რომელიც ხორციელდება მშენებლობის ადგილზე

 

 

_

საქონლის შეფუთვა და დაფასოება ვაჭრობისათვის, ბოთლების შევსება თხევადი პროდუქტებით ვაჭრობისათვის, კომპიუტერების აწყობა დაკვეთით, ნარჩენების დახარისხება, ლითონის დაჭრა ინდივიდუალური დაკვეთით, შეცვლილი საქონლის წარმოება (დამკვეთის მოთხოვნათა შესაბამისად), და არა ახალი საქონლისა (სექცია

G – ვაჭრობა; ავტომობილებისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი).

ქვესექცია DA

საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება

 

 

                მოცემული ქვესექცია შეიცავს მემცენარეობის, მეცხოველეობის, თევზჭერის პროდუქციის გადამუშავებას საკვები საჭმელად ვარგისი პროდუქციისა (სასმელების ჩათვლით) და ცხოველებისათვის მზა საკვების საწარმოებლად. მოცემული ქვესექცია აგრეთვე შეიცავს არასაკვებ ნახევარფაბრიკატებს. ერთი სახის საქონლის წარმოება ხშირ შემთხვევაში გათვალისწინებულია სხვა საქონლის წარმოებისას (მაგალითად, ტყავის წარმოება შედის იმავე ჯგუფში, სადაც საქონლის კვლა; კოპტონის წარმოება – ცხიმების წარმოებაში) .

 

 

                მოცემული ქვესექცია დაყოფილია უფრო წვრილ ჯგუფებად წარმოებული პროდუქციის მიხედვით: ხორცის, თევზის, ბოსტნეულისა და ხილის, ცხიმებისა და ქონის, საფქველ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქტების, საქონლის, სასმელების, თამბაქოს ნაწარმისა და დანარჩენი საკვები პროდუქტების გადამუშავება და წარმოება. წარმოება აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს გასამრჯელოსა ან ხელშეკრულების საფუძველზე

 

                პროდუქციის მწარმოებელი და ამავე პროდუქციით ადგილზე მოვაჭრე საწარმოები (მაგალითად, საფუნთუშეები, საკონდიტროები და ა.შ), შედიან დამამუშავებელ მრეწველობაში. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის დამუშავება მინიმალურია, მაგრამ საქმიანობის ძირითადი სახეა ვაჭრობა, მაშინ მოცემული საწარმოები შედიან G – სექციაში – ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი და პირადი მოხმარების საგნების რემონტი.

 

 

                დაკლული ცხოველებისა და ფრინველების ნარჩენების მეორადი გადამუშავება ცხოველების საკვების საწარმოებლად შესულია 15.7 ჯგუფში, მაშინ, როდესაც, სასმელების, საკვები პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოებიდან მიღებული ნარჩენების მეორადი გადამუშავება შესულია 37.20 კლასში, ხოლო კვების მრეწველობის ნარჩენების დამუშავება კი – 90 განყოფილებაში.

 

 

                ნედლი ტყავებისა და ბეწვეულის წარმოება არის სასაკლაოს საქმიანობის ნაწილი.

 15

საკვები პროდუქტების წარმოება, სასმელების ჩათვლით

15.1

ხორცის მრეწველობა

15.11

15.11.0

ხორცისა და სუბპროდუქტების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ახალი, გაცივებული და გაყინული ხორცის, მათ შორის გარეული ცხოველების ხორცის წარმოებას სასაკლაოებზე დაფეშხოებული ნაკლავის სახით

 

_

ვეშაპის ხორცის წარმოებას, გადამუშავებულს ნაპირზე ან სპეციალიზე-ბულ გემებზე

 

_

სასაკლაოდან მიღებული ტყავების, მათ შორის ბეწვეულის, წარმოებას

 

_

ცხოველური წარმოშობის საკვები ცხიმების, მათ შორის, გადამდნარი ქონის წარმოებას

 

_

კვების სუბპროდუქტების გადამუშავებასა და ხორცის ფქვილის წარმოებას

 

_

დაწეწილი მატყლის წარმოებას

 

_

ენდოკრინულ-ფერმენტული სპეციალური ნედლეულის მიღებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ხორცის დაფასოებას საბითუმო ვაჭრობის საწარმოებისა და ორგანიზა-ციების საკუთარ ხარჯზე, იხ. 51.32.0

 

_

ხორცის დაფასოებას ანაზღაურებით ან ხელშეკრულების საფუძველზე, იხ. 74.82.0

 

_

პროდუქტების წარმოებას გადამუშავებული ხორცისაგან, იხ. 15.13.0

 

_

ძეხვეულისა და მისთ. წარმოებას, იხ. 15.13.0

 

_

სასოფლო-სამეურნეო ფრინველის ხორცის წარმოებას, იხ. 15.12.0

 

_

სასოფლო-სამეურნეო ფრინველის ცხიმის წარმოებას, იხ. 15.12.0

15.12

15.12.0

სასოფლო-სამეურნეო ფრინველისა და ბოცვრის ხორცის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ფრინველის კვლას

 

_

ფრინველის ხორცის გამზადებას

 

_

ახალი ან გაყინული ფრინველის ხორცის ულუფებად წარმოებას

 

_

სასოფლო-სამეურნეო ფრინველის ცხიმის წარმოებას

 

_

ბოცვრებისა და ანალოგიური ცხოველების კვლას

 

_

ბოცვრებისა და ანალოგიური ცხოველების ხორცის გამზადებას

 

_

ნაკრტენისა და ბუმბულის წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ფრინველის ხორცის დაფასოებას საბითუმო ვაჭრობის საწარმოებისა და ორგანიზაციების საკუთარ ხარჯზე, იხ. 51.32.0

 

_

ფრინველის ხორცის დაფასოებას ანაზღაურებით ან ხელშეკრულების საფუძველზე, იხ. 74.82

 

_

ხორცისა და სუბპროდუქტების წარმოებას, იხ. 15.11.0

 

_

ხორცის პროდუქტების წარმოებას, იხ. 15.13.0

15.13

15.13.0

ხორცის პროდუქტების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

გამოყვანილი, დამარილებული ან შებოლილი ხორცის წარმოებას

 

_

ხორცის პროდუქტების წარმოებას: სოსისის, სალამის, ძეხვეულის, სერველატის, ხორცის რულეტების, პაშტეტების, ლაბასხმულების, დაკეპილი ხორცის, მოხარშული ბარკლების, ხორცის ექსტრაქტებისა და წვენების წარმოებას

 

_

ხორცის მზა კერძების წარმოებას

 

_

ხორცის ნახევარფაბრიკატების წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ხორცის, ფრინველისა და ბოცვრის ხორცის დაფასოებას საბითუმო ვაჭრობის საწარმოებისა და ორგანიზაციების საკუთარ ხარჯზე, იხ. 51.32.0

 

_

ხორცის, ფრინველისა და ბოცვრის ხორცის დაფასოებას ანაზღაურებით ან ხელშეკრულების საფუძველზე, იხ. 74.82.0

 

_

ხორციანი სუპების წარმოებას, იხ. 15.89.1

15.2

თევზისა და თევზის პროდუქტების გადამუშავება და კონსერვირება

15.20

15.20.0

თევზისა და თევზის პროდუქტების გადამუშავება და კონსერვირება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების გადამუშავებასა და კონსერვირებას: გაცივებას, გაყინვას, გამოყვანას, შებოლვას, დამარილებას, მარილხსნარში ჩადებას, კონსერვირებას ჰერმეტულ ტარაში და მისთ.

 

_

პროდუქტების წარმოებას თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკებისაგან: სითბურად დამუშავებული თევზის, თევზის ფილეს, ხვაშის, ხიზილალის, ხიზილალის შემცვლელებისა და მისთ.

 

_

თევზის მზა კერძების წარმოებას

 

_

თევზის ფქვილის წარმოებას ცხოველების საკვებისათვის

 

_

გემებისა ან სანაპირო თევზის ქარხნების საქმიანობას, რომლებიც დაკავებული არიან მხოლოდ თევზის გადამუშავებითა და კონსერვირებით

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

გემების საქმიანობას, რომლებიც ერთდროულად დაკავებული არიან თევზჭერით, თევზის გადამუშავებითა და კონსერვირებით, იხ. 05.01.1

 

_

თევზის ქონისა და ზღვის ძუძუმწოვრების ქონის წარმოებას, იხ. 15.41.0

 

_

თევზის სუპების წარმოებას, იხ. 15.89.1

15.3

ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება და კონსერვირება

15.31

15.31.0

კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

გაყინული, გამზადებული კარტოფილის წარმოებას

 

_

კარტოფილის მშრალი პიურეს წარმოებას

 

_

კარტოფილისაგან საუზმეულის წარმოებას

 

_

კარტოფილის ჩიფსების წარმოებას

 

_

წმინდად და მსხვილად დაფქული კარტოფილის ფქვილის წარმოებას

 

_

კარტოფილის სამრეწველო (მექანიკურ) გათლას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

კარტოფილისაგან პროდუქტების დამზადებას, ახალშობილებისა და ბავშვებისათვის, იხ. 15.88.1

15.32

15.32.0

ხილისა და ბოსტნეულის წვენების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

წვენების წარმოებას ხილისა და ბოსტნეულისაგან

 

_

კონცენტრატებისა და ნექტარების წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ხილის სიროფების წარმოებას, იხ. 15.98.0

 

_

ხილისა და ბოსტნეულის წვენების წარმოებას ახალშობილთა და ბავშვებისათვის, იხ. 15.88.1

15.33

სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ხილისა და ბოსტნეულის დამუშავება და კონსერვირება

 

15.33.1

ხილისა და ბოსტნეულის გადამუშ ავება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

გაყინული ხილისა და ბოსტნეულის წარმოებასა და შენახვას

 

_

ხილისა და ბოსტნეულის დამწნილებასა და დამარილებას

 

_

ხილის, ბოსტნეულისა და კაკლის გახმობას, ცხიმში ან ძმარში ჩადებას

 

_

საკვები პროდუქტების წარმოებას ხილისა და ბოსტნეულისაგან

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

წმინდად და მსხვილად დაფქული ფქვილის წარმოებას ხმელი პარკოსნებისაგან, იხ. 15.61.1

 

_

მოსარკლული ხილის წარმოებას, იხ. 15.84.0

 

_

ხილისა და კაკლის კონსერვირებას შაქარში, იხ. 15.84.0

 

15.33.2

ხილბოსტნეულის კონსერვების წარმოება (კარტოფილის გარდა), ხორცნარევის ჩათვლით

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ხილბოსტნეულის კონსერვირებას ჰერმეტულ ტარაში

 

_

კონსერვების წარმოებას ხილბოსტნეულისაგან, ხორცნარევის ჩათვლით

 

_

მურაბის, ჯემის, ხილფაფის, ჟელეს, მარმელადისა და კომფიტიურის წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

კონსერვების წარმოებას ბავშვებისათვის, იხ. 15.88.1

15.4

მცენარეული და ცხოველური ზეთებისა და ცხიმების წარმოება

 

ეს ჯგუფი შეიცავს ცხიმებისა და ზეთების წარმოებას, მათ შორის გაუწმენდავი მცენარეული ცხიმებისა და ზეთების მათი ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად, აგრეთვე გაწმენდილი და გაუწმენდავი ცხოველური ცხიმებისა და ზეთების წარმოებას მათი ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად. 15.42 კლასი შეიცავს გაწმენდილი მცენარეული ცხიმებისა და ზეთების წარმოებას და აგრეთვე ნაწილობრივ ან მთლიანად ჰიდროგენიზებული და ინტერფიცირებული ცხოველური ცხიმებისა და ზეთების წარმოებას.

 

15.41

15.41.0

გაუწმენდავი ზეთებისა და ცხიმების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

გაუწმენდავი მცენარეული ზეთების წარმოებას: ზეთისხილის, სოიას, პალმის, მზესუმზირის, ბამბის, რაფსის, შალგის, მდოგვის, სელისა და მისთ.

 

_

წმინდად და მსხვილად დაფქული ცხიმგაუცლელი ფქვილის წარმოებას, ზეთოვანი კულტურების თესლებისა და ნაყოფებისაგან (კაკლის, ნუშის და მისთ.)

 

_

კოპტონის წარმოებას ზეთოვანი თესლებისაგან

 

_

მცენარეული და ცხოველური ტექნიკური ზეთებისა და ცხიმების წარმოებას

 

_

ცხიმებისა და ზეთების წარმოებას თევზისა და ზღვის პროდუქტებისაგან

 

 

შენიშვნა: ბამბის ფთილა, კოპტონი და ზეთის წარმოების სხვა ნარჩენები წარმოადგენენ ამ კლასის თანმხლებ პროდუქტებს

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

რაფინირებული ზეთების წარმოებას, იხ. 15.42.0

 

_

გადამდნარი ქონისა და სხვა საკვები ცხოველური ცხიმების გაწმენდასა და წარმოებას, იხ. 15.11.0

 

_

ცხოველური კარაქისა და ერბოს წარმოებას, იხ. 15.51.1

 

_

ეთერზეთების წარმოებას, იხ. 24.63.0

 

_

ნავთობის ეთერზეთების წარმოებას, იხ. 24.63.0

 

_

სიმინდის ნოტიოდ დაფქვას, იხ. 15.62.0

15.42

15.42.0

რაფინირებული ზეთებისა და ცხიმების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

რაფინირებული მცენარეული ზეთების: მზესუმზირის, სიმინდის, ზეთისხილის, სოიასა და მისთ. წარმოებას

 

_

მცენარეული ზეთების გადამუშავებას: გამორეცხვას, დუღებას, მჟავურ დამუშავებას, პოლიმერიზაციას, დეჰიდრატაციას, ჰიდროგენიზაციასა და მისთ.

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ზეითუნის ზეთის წარმოებას საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი ზეთისხილისაგან, იხ. 01.13.1

 

_

ტექნიკური ცხოველური ზეთებისა და ცხიმების წარმოებას, იხ. 15.41.0

 

_

თევზის ქონისა და ზღვის ძუძუმწოვრების ქონის წარმოებას, იხ. 15.41.0

15.43

მარგარინის წარმოება

 

 

ეს კლასი შეიცავს:

 

_

მარგარინის წარმოებას

 

_

ცხიმოვანი ნარევებისა და ანლოგიური პასტისებრი პროდუქტების წარმოებას

 

_

შერეული კულინარული ცხიმების წარმოებას

 

 

ეს კლასი არ შეიცავს:

 

 _

ცხოველური ცხიმების წარმოებას, ერბოს ჩათვლით, იხ. 15.51.1

 

_

მაიონეზის წარმოებას, იხ. 15.87.0

15.5

რძის პროდუქტების წარმოება (რძის მრეწველობა)

15.51

რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება

 

15.51.1

რძის გადამუშავება და ყველის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

პასტერიზებული, სტერილიზებული, ჰომოგენიზებული და, აგრეთვე, სხვა მაღალტემპერატურული დამუშავების უმი თხევადი რძის წარმოებას

 

_

უმი თხევადი რძისაგან პასტერიზებული, სტერილიზებული, ჰომოგენიზირებული ნაღების წარმოებას

 

_

რძის ფხვნილისა და შესქელებული რძის წარმოებას შაქრითა და უშაქროდ

 

_

კარაქისა და ერბოს წარმოებას

 

_

მაგარი (ცხიმიანი) ყველის წარმოებას, ბრინზის ჩათვლით

 

_

იოგურტის, კეფირის, მაწონის, არაჟანისა და მისთ. წარმოებას

 

_

რბილი ყველისა და ხაჭოს წარმოებას

 

_

შრატის წარმოებას

 

_

კაზეინისა და ლაქტოზის წარმოებას

 

_

მწარმოებლების მიერ უმი მოუხდელი რძისა და რძის მასალების მიღებას პირველად გადამუშავებაზე

 

_

რძეზე დამზადებული უალკოჰოლო სასმელების წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ძროხის უმი მოუხდელი რძის წარმოებას, იხ. 01.21.0

 

_

სხვა ცხოველების უმი მოუხდელი რძის წარმოებას, იხ. 01.22

 

_

ნაყინის წარმოებას, იხ. 15.52.0

 

_

ცხოველური ტექნიკური ცხიმებისა და თევზის ქონის წარმოებას, იხ. 15.41.0

 

_

რძის კონსერვების წარმოებას, იხ. 15.51.2

 

15.51.2

რძის კონსერვების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

კონცენტრირებული, შესქელებული რძისა და ნაღების წარმოებას შაქრითა ან უშაქროთ და სხვა რძის ნარევების წარმოებას კაკაოს, ყავისა და სხვა შემავსებლების დამატებით

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

რძის ფხვნილის გადამუშავებასა და რძის კონსერვების წარმოებას ახალშობილებისა და ბავშვებისათვის, იხ. 15.88.1

15.52

15.52.0

ნაყინის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ნაღებისა და სხვა სახის ნაყინის წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

კაფე-სანაყინეების საქმიანობას, იხ. 55.30.2

15.6

საფქველ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქტების, სახამებლისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება

15.61

საფქველ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქტების წარმოება

 

15.61.1

ფქვილის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

წმინდად და მსხვილად დაფქული ფქვილის წარმოებას, მარცვლეული კულტურებისაგან: ხორბლის, სიმინდის, შვრიის, ჭვავისა და მისთ.

 

_

წმინდად და მსხვილად დაფქული ფქვილის წარმოებას, ხმელი პარკოსნებისა, ძირნაყოფებისა, ბოლქვნაყოფებისა და საჭმელი კაკლისაგან (თხილისაგან)

 

_

ბრინჯის ფქვილის წარმოებას

 

_

მზა ცომეულის წარმოებას პურის, ნამცხვრების, ტორტებისა და მისთანებისათვის

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

წმინდად და მსხვილად დაფქული კარტოფილის ფქვილის წარმოებას, იხ. 15.31.0

 

_

სიმინდის ნოტიოდ დაფქვას, იხ. 15.62.0

 

15.61.2

ბურღულეულის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ბურღულეულის წარმოებას ხორბლის, ქერის, ჭვავისა და მისთანებისაგან და დამსხვრეული, გაპრიალებული, მოჭიქული და ორთქლში გამოყვანი-ლი ბრინჯის წარმოებას

 

15.61.3

სხვა კვების პროდუქტების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

სიმინდის, შვრიისა და სხვა მარცვლოვანი კულტურებისაგან პროდუქ-ტების წარმოებას

 

_

სოიას პროდუქციის წარმოებას

 

_

მარცვლოვანი კულტურებისაგან პროდუქციის წარმოებას საუზმისათვის (ჰერკულესის, ბურბუშელისა და მისთ.)

15.62

15.62.0

სახამებლისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

სახამებლის წარმოებას ბრინჯის, კარტოფილის, სიმინდისა და სხვა მსგავსი კულტურებისაგან

 

_

სიმინდის ნოტიოდ დაფქვას

 

_

გლუკოზის, გლუკოზის სიროფის, მალტოზისა და მისთ. წარმოებას

 

_

გლუტენის (წებოვანა) წარმოებას

 

_

ტაპიოკის წარმოებას

 

_

სიმინდის ზეთის წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ლაქტოზის წარმოებას, იხ. 15.51.1

 

_

ლერწმისა და ჭარხლის შაქრის წარმოებას, იხ. 15.83.0

 

_

ხელოვნური თაფლისა და კარამელის წარმოებას, იხ. 15.84.0

15.7

მზა საკვების წარმოება პირუტყვისათვის

15.71

15.71.0

მზა საკვების წარმოება ფერმების ცხოველებისათვის

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

მზა საკვების წარმოებას ფერმების ცხოველებისათვის, საკვები დანამატების წარმოების ჩათვლით

 

_

შეურეველი საკვების მომზადებას ფერმების ცხოველებისათვის

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

თევზის ფქვილის წარმოებას ცხოველების საკვებად, იხ. 15.20.0

 

_

კოპტონის წარმოებას ზეთოვანი კულტურების თესლებისაგან, იხ. 15.41.0

15.72

15.72.0

მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

მზა საკვების წარმოებას შინაური ცხოველებისათვის, სპეციალური კონსერვების ჩათვლით

15.8

კვების დანარჩენი პროდუქტების წარმოება

15.81

15.81.0

პურის წარმოება; არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

პურისა და ფუნთუშეულის წარმოებას

 

_

არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის: ტკბილღვეზელების, ღვეზელების, ტორტებისა და მისთ., წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ცომეული ნაწარმის (მაკარონის) წარმოებას, იხ. 15.85.0

 

_

კაფეტერიების საქმიანობას, იხ. 55.30.2

 

_

ორცხობილისა და ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის წარმოებას, იხ. 15.82.0

15.82

15.82.0

ორცხობილის, ხანგრძლივი შენახვის ნამცხვრისა და ცომეული საკონდიტრო ნაწარმის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ორცხობილის, ნამცხვრებისა და ხმელი პურფუნთუშეული ნაწარმის წარმოებას

 

_

ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმისა და ტორტების (ტკბილღვეზელების) წარმოებას

 

_

ტკბილი ან მარილიანი სასაუზმე პროდუქტების წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის წარმოებას, იხ. 15.81.0

15.83

15.83.0

შაქრის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ხამი შაქრის წარმოებას შაქრის ჭარხლისა და შაქრის ლერწმისაგან

 

_

რაფინირებული შაქრის წარმოება შაქრის ჭარხლისა და შაქრის ლერწმისაგან

 

_

საქაროზისა და მისი შემცვლელების წარმოებას შაქრის ჭარხლის, შაქრის ლერწმის, ნეკერჩხლისა და პალმის წვენებისაგან

 

_

შაქრის წარმოების სხვა პროდუქტების: ჟენჟოს, ბადაგის, საკვები ორგანული მჟავებისა და შაქრის წარმოების სხვა ნარჩენების, წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

გლუკოზისა და მალტოზის წარმოებას, იხ. 15.62.0

15.84

15.84.0

კაკაოს, შოკოლადისა და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

კაკაოს წარმოებას ფხვნილის, კარაქისა და თხევადი კარაქის სახით

 

_

შოკოლადისა და შოკოლადის საკონდიტრო ნაწარმის წარმოებას

 

_

შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმის წარმოებას

 

_

საღეჭი რეზინის წარმოებას

 

_

ჰალვის წარმოებას

 

_

დაშაქრული ხილის, თხილის (კაკლის), ხილის კანის, ქერქისა და მცენარეთა სხვა ნაწილებისაგან ცუკატების წარმოებას

 

_

ხელოვნური თაფლის წარმოებას

 

_

დრაჟესა და პასტილის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

საქაროზის წარმოებას, იხ. 15.83.0

15.85

15.85.0

მაკარონის ნაწარმის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

მაკარონის, ვერმიშელის, სპაგეტის, ატრიისა და სხვა მოხარშული ან მოუხარშავი, კონსერვირებული ან გაყინული ცომეული ნაწარმის წარმოებას, გულსართით ან გულსართის გარეშე

 

_

კუსკუსის წარმოებას

 

_

ხინკლისა და პელმენის წარმოებას

15.86

ჩაისა და ყავის გადამუშავება

 

15.86.1

ჩაის გადამუშავება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ჩაის პირველად გადამუშავებას

 

_

ჩაის დაფასოებასა და შეფუთვას, ჩაის პაკეტებში შეფუთვის ჩათვლით

 

_

უნალექო ჩაის წარმოებას

 

_

ჩაის წარმოებას ბრიკეტების სახით

 

_

ჩაისა და მატეს ნარევების დამზადებას

 

_

პიტნის, გვირილის, ასკილისა და მისთ. ნაყენების წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ბალახების ნაყენების წარმოებას სამკურნალო საშუალებების სახით გამოსაყენებლად, იხ. 24.42.1

 

_

ჩაის ფაბრიკების საქმიანობას, რომლებიც დაკავშირებულია ჩაის პლანტაციებთან, იხ. 01.13.3

 

15.86.2

ყავის გადამუშავება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

კოფეინის ამოღებასა და ყავის მარცვლების მოხალვას

 

_

დაფქული ყავის წარმოებას

 

_

უნალექო ყავის წარმოებას

 

_

ყავის ექსტრაქტებისა და კონცენტრატების წარმოებას

 

_

ყავის შემცვლელების წარმოებას

 

_

სხვა სასმელების წარმოებას ყავისაგან

15.87

15.87.0

სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

სპეციების, სოუსებისა და საკაზმების წარმოებას

 

_

სუნელ-სანელებლებისა და საკაზმების წარმოებას

 

_

სუნელ-სანელებლებისა და საკაზმების დაფასოებას

 

_

მაიონეზის წარმოებას

 

_

მდოგვის ფხვნილის წარმოებას

 

_

მდოგვისა და მისთ. წარმოებას

 

_

ძმრის წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

კულტურების მოყვანას სუნელ-სანელებლების საწარმოებლად, იხ. 01.13.4

 

_

სუფრის მარილის წარმოებას, იხ. 14.40.0

15.88

ბავშ თა კვებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება

 

15.88.1

ბავ შთა კვების პროდუქტების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ბავშვთა რძის ნარევების წარმოებას

 

_

ჩვილი ბავშვებისათვის რძის მკვებავი და სხვა პროდუქტების წარმოებას

 

_

ბავშვთა კვების წარმოებას

 

_

ხილის, ბოსტნეულის, ხორცის კონსერვების წარმოებას ახალშობილებისა და ბავშვებისათვის

 

_

მშრალი რძის ნარევების წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

სხვა დიეტური პროდუქტების წარმოებას, იხ. 15.88.2

 

15.88.2

დიეტური და ჰომოგენიზებული პროდუქტების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

სხეულის შესაბამისი წონის შესანარჩუნებლად გამოსაყანებელი დაბალკა-ლორიული და ნაკლებკალორიული პროდუქტების წარმოებას

 

_

სპეციალური სამედიცინო დანიშნულების დიეტური საკვები პროდუქტების წარმოებას

 

_

პროდუქტების წარმოებას, ნატრიუმის შემცირებული შემადგენლობით, მათ შორის დაბალნატრიუმიანი და უნატრიუმო დიეტური მარილების

 

_

პროდუქტების წარმოებას, გლუტენის შემცველობის გარეშე

 

_

პროდუქტების წარმოებას, მძიმე ფიზიკური სამუშაოთი დაკავებულ პირთათვის, განსაკუთრებით სპორტსმენებისათვის

 

_

პროდუქტების წარმოებას, დიაბეტით დაავადებულთათვის

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ბავშვათა კვების პროდუქტების წარმოებას, იხ. 15.88.1

15.89

სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი საკვები პროდუქტების წარმოება

 

15.89.1

კვების კონცენტრატების (დეჰიდრატების) წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

სუპებისა და ბულიონების წარმოებას თხევადი, მყარი და ფხვნილის სახით, გაყინული სუპებისა და სუპის ბრიკეტების ჩათვლით, ხორცის, თევზის, მაკარონისა და მისთ. ნაწარმის შემადგენლობით

 

_

მშრალი საუზმეებისა და კისელების წარმოებას

 

15.89.2

საფუარის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

პურის საცხობი და მშრალი საკვები საფუარის წარმოებას

 

15.89.9

სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი საკვები პროდუქტების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

კვერცხის ფხვნილის, მელანჟის წარმოებას

 

_

საკვები მჟავების წარმოებას

 

_

ვიტამინებით, პროვიტამინებით გამდიდრებული საკვები პროდუქტების წარმოებას

15.9

სასმელების წარმოება

15.91

15.91.0

დისტილირებული ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

დისტილირებული ალკოჰოლიანი სასმელების: არყის, კონიაკის, ვისკის, ბრენდის, ჯინის, ლიქიორებისა და ეთილის სპირტის შემცველი სხვა ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებას

 

_

სასმელების წარმოებისათვის გამოსაყენებელი შემადგენელი ალკოჰოლიანი პრეპარატების წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

არადისტილირებული ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებას, იხ. 15.92.0, 15.93.0, 15.94.0, 15.95.0

15.92

15.92.0

ეთილის სპირტის წარმოება გაღვივებული მასალებისაგან

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ეთილის სპირტის წარმოებას გაღვივებული მასალებისაგან

 

_

საკვები სპირტისა და ნეიტრალური სპირტების წარმოებას

15.93

15.93.0

ღვინის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ყურძნის ღვინის წარმოებას:

 

 

სუფრის ღვინო

 

 

განსაზღვრული რაიონების მაღალხარისხიანი ღვინის

 

_

შამპანურის წარმოებას

 

_

ცქრიალა ღვინის წარმოებას

 

_

ღვინის წარმოებას ყურძნის ტკბილისაგან

 

_

უალკოჰოლო და მსუბუქალკოჰოლიანი ღვინის წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ღვინის წარმოებას მოცემულ მეურნეობაში მოყვანილი ყურძნისაგან, იხ. 01.13.2

 

_

ბოთლებში ჩამოსხმასა და შეფუთვას, ღვინის გადამუშავების გარეშე, იხ. 51.34.0, 74.82.0

 

_

არომატიზებული ღვინის წარმოებას, იხ. 15.95.0

15.94

15.94.0

სიდრის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ხილის, კენკროვანებისა და თაფლის ღვინის წარმოებას, რომელიც შეიცავს ალკოჰოლს

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ყურძნის ღვინის წარმოებას, იხ. 15.93.0

15.95

15.95.0

სხვა არადისტილირებული სასმელების წარმოება გაღვივებული მასალებისაგან

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ვერმუტებისა და ანალოგიური არომატიზებული ღვინის წარმოებას

15.96

15.96.0

ლუდის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი აგრეთვე შეიცავს:

 

_

უალკოჰოლო და მსუბუქალკოჰოლიანი ლუდის წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ალაოს წარმოებას, იხ. 15.97.0

15.97

15.97.0

ალაოსა და ალაოს ექსტრაქტების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ალაოსა და ალაოს დანარჩენი პროდუქტების წარმოებას ქერისა და სხვა მარცვლოვანებისაგან

15.98

15.98.0

მინერალური წყლებისა და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების: ლიმონათის, კოკა-კოლას, ფანტას, სპრაიტის, პეპსი-კოლას, ცივი ჩაის, ორანჯადისა და მისთ. წარმოებას

 

_

ხილ-კენკროვანი სიროფების წარმოებას

 

_

ბურახის წარმოებას

 

_

უალკოჰოლო სასმელების წარმოებას შაქრისა და გემური დანამატებით ან მათ გარეშე: ხილის სასმელების, გაზიანი წყლების, მორსის, ტონიკისა და მისთ.

 

_

მშრალი უალკოჰოლო სასმელების (კონცენტრატების) წარმოებას

 

_

მინერალური წყლების ჩამოსხმას ბოთლებში, მინერალური წყლების წარმოებასთან ერთად

 

_

ბუნებრივი სასმელი წყლის წარმოებას და ბოთლებში ჩამოსხმას

 

_

უალკოჰოლო ენერგეტიკული სასმელების წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ხილისა და ბოსტნეულის წვენების წარმოებას, იხ. 15.32.0

16

თამბაქოს მრეწველობა

16.0

თამბაქოს ნაწარმის წარმოება

16.00

თამბაქოს ნაწარმის წარმოება

 

16.00.1

თამბაქოს ფერმენტაცია

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ჰომოგენიზებული ან აღდგენილი თამბაქოს წარმოებას

 

16.00.2

თამბაქოს ნაწარმის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

თამბაქოს ნაწარმის: სიგარეტებისა და სიგარების, სასიგარე თამბაქოს, საჩიბუხე თამბაქოს, საღეჭი თამბაქოს, ბურნუთის, წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

თამბაქოსა და წეკოს მოყვანას, იხ. 01.11.0

 

_

თამბაქოსა და წეკოს პირველად გადამუშავებას, იხ. 01.11.0

ქვესექცია DB

 

ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება

17

ტექსტილის წარმოება

 

 

მოცემული განყოფილება შეიცავს ტექსტილის ბოჭკოების დართვას, ტექსტილის წარმოებას, ქსოვილისა და ტანსაცმლის საკუთნოების გაწყობას, მზა ტექსტილის ნაწარმის (მაგალითად, მაგიდის თეთრეულის, საბნების, ნოხების, თოკის ნაკეთოებების) წარმოებას, ტანსაცმლის საკუთნოების გარდა ტრიკოტაჟისა და მოქსოვილი ქსოვილების წარმოებასა და მათ ნაწარმს (მაგ: წინდების, პულოვერების). მცენარეული ბოჭკოების წარმოებისას გამოიყენება A სექციის ნედლეული, ხოლო სინთეზური ბოჭკოების წარმოება ქიმიური პროცესია და ამიტომ მოცემული წარმოება შედის 24.70 კლასში, ტანსაცმლის საგნების წარმოება კი შედის 18 განყოფილებაში.

 

17.1

ტექსტილის ბოჭკოების დართვა

17.11

ბამბის ბოჭკოების დართვა

 

17.11.1

ბამბის ბოჭკოების მომზადება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ბამბის ბოჭკოების მომზადების ოპერაციებს: კარდჩეჩასა და ვარცხნა-ჩეჩას

 

17.11.2

ბამბის ბოჭკოების დართვა

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ბამბეულის ტიპის ნართის წარმოებას ბამბისა, ხელოვნური ან სინთეზური ბოჭკოსაგან ტექსტილის, ტრიკოტაჟისა და სხვა წარმოებებისათვის

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

საკერავი ძაფების წარმოებას, იხ. 17.16

17.12

შალის ბოჭკოების კარდული დართვა

 

17.12.1

შალის ბოჭკოების მომზადება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

შალის ტიპის ბოჭკოების მომზადების ოპერაციებს: მატყლის ცხიმგაც-ლასა და კარბონიზაციას

 

_

მატყლის კარდოჩეჩას

 

17.12.2

შალის ბოჭკოების დართვა

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ნართის წარმოებას მატყლისა ან ხელოვნური და სინთეზური ბოჭკოებისაგან საფეიქრო, ტრიკოტაჟისა ან სხვა წარმოებებისათვის

17.13

შალის ბოჭკოების სავარცხლური დართვა

 

17.13.1

საკამვოლო მატყლის მომზადება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

შალის ტიპის მატყლის სავარცხლურ (საკამვოლო) ჩეჩას

 

_

საკამვოლო ძაფის წარმოებას მატყლისაგან ან ხელოვნური და სინთეზური ბოჭკოებისაგან საფეიქრო, ტრიკოტაჟისა ან სხვა წარმოებებისათვის

 

_

საკამვოლო მატყლისა და ნახევრადსაკამვოლო (კარდნაჩეჩი, მაგრამ არასრულად სავარცხნნაჩეჩი) მატყლის მომზადებას

 

17.13.2

საკამვოლო მატყლის დართვა

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ნართის წარმოებას საკამვოლო და ნახევრადსაკამვოლო მატყლისა ან ხელოვნური და სინთეზური ბოჭკოებისაგან ტექსტილის, ტრიკოტაჟისა ან სხვა წარმოებებისათვის

17.14

სელის ბოჭკოების დართვა

 

17.14.1

სელის ბოჭკოების მომზადება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

სელის ძენძვას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

სელის დალბობას, იხ. 01.41.1

 

17.14.2

სელის ბოჭკოების დართვა

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

სელის ტიპის ნართის წარმოებას სელის ბოჭკოებისა ან ხელოვნური და სინთეზური ბოჭკოებისაგან ტექსტილის, ტრიკოტაჟისა და სხვა წარმოებებისათვის

17.15

ნატურალური აბრეშუმის ბოჭკოების, ხელოვნური და სინთეზური ბოჭკოების დამზადება

 

17.15.1

აბრეშუმის ბოჭკოს მომზადება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ბოჭკოს გამორეცხვასა და წარმოებას

 

_

ბოჭკოს გადახვევასა და გრეხას

 

_

აბრეშუმის ნარჩენების კარდჩეჩასა და სავარცხლურ ჩეჩას

 

17.15.2

აბრეშუმის ნართის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

აბრეშუმის ტიპის ნართის წარმოებას აბრეშუმის, ხელოვნური ან სინთეზური ბოჭკოებისაგან ტექსტილის, ტრიკოტაჟისა ან სხვა წარმოებებისათვის

 

_

ტექსტუირებას, გრეხას, რამდენიმე ფენად დაკეცვას, რამდენიმე ძაფის ერთ ძაფად დაგრეხას, სინთეზური ან ხელოვნური კომპლექსური ძაფების დალბობას

17.16

საკერავი ძაფების წარმოება

 

 

ეს კლასი შეიცავს:

 

_

საკერავი ძაფების წარმოებას ტექსტილის ნებისმიერი მასალებისაგან, ხელოვნური და შერეული მასალებისაგან ძაფების ჩათვლით

 

 

ეს კლასი არ შეიცავს:

 

_

ნართის წარმოებას ტრიკოტაჟის წარმოებებისათვის, იხ. 17.11.2, 17.12.2, 17.14.2, 17.15.2, 17.17.2

 

17.16.1

ბამბის ძაფების წარმოება

 

17.16.2

სელის ძაფების წარმოება

 

17.16.3

აბრეშუმის ძაფების წარმოება

 

17.16.4

ძაფების წარმოება დანარჩენი ბოჭკოებისაგან

17.17

დანარჩენი ტექსტილის ბოჭკოების მომზადება და დართვა

 

17.17.1

დანარჩენი ბოჭკოების მომზადება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

დანარჩენი ბოჭკოების, როგორიცაა ჯუთის ბოჭკო და ლაფნის სხვა ბოჭკოები, მომზადების ოპერაციებს

 

17.17.2

დანარჩენი ბოჭკოების დართვა

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

დანარჩენი ბოჭკოების, როგორიცაა ჯუთის ბოჭკო და ლაფნის სხვა ბოჭკოები, დართვას

 

_

ქაღალდის ნართის წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

სინთეზური ან ხელოვნური ბოჭკოებისა და ხალიჩების წარმოებას, ნართის (მათ შორის მაღალი სიმტკიცის ნართისა და ხალიჩების დასამზადებელი ნართის) წარმოებას, სინთეზური და ხელოვნური ბოჭკოებისაგან, იხ. 24.70.0

 

_

ბოჭკოვანი მინის წარმოებას, იხ. 26.14

 

_

აზბესტის ნართის წარმოებას, იხ. 26.82.1

17.2

ტექსტილის წარმოება

17.21

17.21.0

ბამბის ქსოვილების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

განიერი ქსოვილების წარმოებას ბამბისა ან ხელოვნური ან სინთეზური ნართისაგან: ჩითის, ნარმის, სატინის, მარლის, თეთრეულისა და აგრეთვე ტანსაცმლისათვის, საავეჯე-დეკორატიული, საპირსახოცე და მისთ.

 

_

ხავერდისა და პლუშის ქსოვილების წარმოებას

 

_

ძენძფოჩიანი ქსოვილების წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

იატაკის საფეიქრო საფენების წარმოებას, იხ. 17.51.1, 17.51.2

 

_

უქსოვადი მასალების წარმოებას, იხ. 17.53.0

 

_

ვიწრო ქსოვილების წარმოებას, იხ. 17.54.2

 

_

ტრიკოტაჟის ტილოს წარმოებას, იხ. 17.60.0

17.22

17.22.0

შალის ქსოვილების წარმოება კარდული დართვის ბოჭკოებისაგან

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

განიერი ქსოვილების წარმოებას შალის, ხელოვნური ან სინთეზური ნართისაგან

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

იატაკის საფენების წარმოებას ტექსტილისაგან, იხ. 17.51.1, 17.51.2

 

_

უქსოვადი მასალების წარმოებას, იხ. 17.53.0

 

_

ნაქსოვი და ტრიკოტაჟის ქსოვილების წარმოებას, იხ. 17.60.0

17.23

17.23.0

შალის ქსოვილების წარმოება სავარცხლური დართვის ბოჭკოებისაგან

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

განიერი ქსოვილების წარმოებას შალის, ხელოვნური ან სინთეზური ნართისაგან

 

_

შინნაქსოვი ტილოს წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

იატაკის საფენების წარმოებას ტექსტილისაგან, იხ. 17.51.1, 17.51.2

 

_

უქსოვადი მასალების წარმოებას, იხ. 17.53.0

 

_

ნაქსოვი და ტრიკოტაჟის ქსოვილების წარმოებას, იხ. 17.60.0

17.24

17.24.0

აბრეშუმის ქსოვილების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

განიერი ქსოვილების: აბრეშუმის, კრეპის, ნაცურის, ჟაკარდის, ატლასის, ხაოიანი და მისთ. წარმოებას, აბრეშუმის, ხელოვნური ან სინთეზური ნართისაგან

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

უქსოვადი მასალების წარმოებას, იხ. 17.53.0

17.25

დანარჩენი ტრიკოტაჟის ქსოვილების წარმოება

 

17.25.1

სელის ქსოვილების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

განიერი ქსოვილების წარმოებას სელისაგან: ხამი, გათეთრებული, მოჩითული, ფერადი და მისთ. ტანსაცმლის, ტარისა და ტექნიკური მიზნებისათვის

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

იატაკის საფენების წარმოებას ტექსტილის ნედლეულისაგან, იხ. 17.51.1, 17.51.2

 

17.25.9

დანარჩენი ქსოვილების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

განიერი ქსოვილების წარმოებას ისეთი მასალებისაგან, როგორიცაა: ჯუთი, რამი, კანაფი და სხვა ლაფნის ბოჭკოები

 

_

ქსოვილების წარმოებას პოლიპროპილენის ბოჭკოებისაგან

 

_

ქსოვილების წარმოებას ბოჭკოვანი მინისაგან

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

იატაკის საფენების წარმოებას ტექსტილის ნედლეულისაგან, იხ. 17.51.1, 17.51.2

 

_

უქსოვადი მასალების წარმოებას, იხ. 17.53.0

 

_

ქსოვილების წარმოებას აზბესტის ნართისაგან, იხ. 26.82.1

17.3

ქსოვილებისა და ტექსტილის ნაწარმის გაწყობა

17.30

17.30.0

ქსოვილებისა და ტექსტილის ნაწარმის გაწყობა

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

არასაკუთარი წარმოების ქსოვილებისა და ტექსტილის ნაწარმის, ტანსაცმლის ჩათვლით, გათეთრებას, შეღებვას, დაჩითვას (მათ შორის თერმოდაჩითვას)

 

_

არასაკუთარი წარმოების ქსოვილებისა და ტექსტილის ნაწარმის, ტანსაცმლის ჩათვლით, აპრეტირებას, გაშრობას, ორთქლით დამუშავებას, დეკატირებას, შეკლების საწინააღმდეგო გაწყობას (სანფორიზებას), მერსერიზებას

 

_

ტყავის ნაწარმის გაწყობას

 

_

ჯინსების გაუფერულებას (გათეთრებას)

 

_

საფეიქრო ნაწარმის დაპლისვასა და ანალოგიურ ოპერაციებს

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

საკუთარი წარმოების ქსოვილებისაგან ტექსტილის ნაწარმის გაწყობას, იხ. 17.1, 17.2, 17.5

 

_

ტექსტილის მასალების გაჟღენთვას, დაფარვასა და ლამინირებას პლასტმასებით, იხ. 17.54.9

 

_

საფეიქრო ნაწარმის მყისიერ დაჩითვას, იხ. 52.74

17.4

ტექსტილის მზა ნაწარმის წარმოება, ტანსაცმლის გარდა

17.40

ტექსტილის მზა ნაწარმის წარმოება, ტანსაცმლის გარდა

 

17.40.1

ტექსტილის მზა ნაწარმის წარმოება, ტანსაცმლის გარდა

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

მზა ნაწარმის წარმოებას ნებისმიერი არასაკუთარი წარმოების ტექსტილის მასალისაგან, მათ შორის ტრიკოტაჟისა და ნაქსოვი ტილოსაგან:

 

 

საბნების, მათ შორის საგზაო პლედების

 

 

ლოგინის, მაგიდის, ტუალეტისა და სამზარეულოს თეთრეულის

 

 

ბამბისა და ბუმბულის დალიანდაგებული საბნების, ბალიშების, მათ შორის დივანის ბალიშების, პუფების, საძილე ტომრებისა და მისთ.

 

_

სამეურნეო-საყოფაცხოვრებო და სხვა დანიშნულების მზა საგნების წარმოებას:

 

 

ფარდების, პორტიერების, შტორების, ლოგინის გადასაფარებლების, ავეჯისა და მანქანების შალითებისა და მისთ.

 

 

ბრეზენტების, ტენტების, კემპინგების აღჭურვილობის, იალქნების, მარკიზების (მზის საწინააღმდეგო ჟალუზების), ავტომობილების შალითებისა და მისთ.

 

 

●დროშების, ბაირაღების, ვიმპელების

 

 

მტვრის ასაღები ტილოების, ნეჭებისა და ანალოგიური ნაწარმის, საშველი ჟილეტების, პარაშუტებისა და მისთ.

 

_

მხატვრული ქსოვის ნაწარმის წარმოებას

 

_

ელექტროსაბნების საფეიქრო ნაწილების წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ტექნიკური დანიშნულების ტექსტილის ნაწარმის წარმოებას, იხ. 17.54.9

 

_

ნაწარმის წარმოებას, დამხმარე საქმიანობის სახით, იმავე საწარმოში, რომელიც აწარმოებს ქსოვილს (კლასიფიცირდება 17.2 ჯგუფის შესაბამის კლასებში)

 

17.40.2

ნაწარმის წარმოებას ტექსტილისაგან სპეციალიზერებული საწარ-მოების მიერ, მოსახლეობის ინდივიდუალური შეკვეთებით

17.5

ტექსტილის სხვა ნაწარმის წარმოება

17.51

ხალიჩებისა და ორხოვისებრი ნაწარმის წარმოება

 

17.51.1

ხალიჩებისა და ორხოვისებრი ნაწარმის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ხალიჩებისა და სხვა ორხოვისებრი ნაწარმის წარმოებას მატყლის, მათ შორის ქეჩის, სინთეზური ნართის, ბამბისა და ტექსტილის სხვა ნედლეულისაგან: ნოხების, იატაკის საფენების, საგებების, ხალიჩების.

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

საგებებისა და ჭილოფების წარმოებას დასაწნავი მასალებისაგან, იხ. 20.52

 

_

იატაკის საფარების წარმოებას კორპის, რეზინისა და პლასტმასებისაგან, მათ შორის ტექსტილის ფუძეზე, იხ. 20.52.0, 25.13.1, 25.23.0

 

_

ლინოლეუმებისა და სხვა არაპლასტიკური მასალისაგან იატაკის მყარი საფარების წარმოებას, იხ. 30.63.6

 

17.51.2

ხალიჩებისა და სხვა ორხოვისებრი ნაწარმის წარმოებას, სპეციალიზირებული საწარმოების მიერ, მოსახლეობის ინდივიდუალური შეკვეთებით

17.52

ბაგირების, თოკების, კანაფისა და ბადეების წარმოება

 

17.52.1

ბაგირების, თოკებისა და კანაფების წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ბაგირების, თოკების, კანაფებისა და გვარლების წარმოებას ტექსტილის ბოჭკოს, ლენტებისა და ანალოგიური მასალებისაგან, გაჟღენთილი ან გაუჟღენთავი, საფარით ან მის გარეშე, რეზინის ან პლასტმასის გარსით დაცული ან დაუცველი

 

_

ბადეების წარმოებას კანაფების, ბაგირებისა და თოკებისაგან

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

თმის ბადურების წარმოებას, იხ. 18.24.9

 

17.52.2

ნაკეთობების წარმოება თოკებისა და ბადისებრი ტილოსაგან

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

თევზსაჭერი ბადეების, გემებზე მცველი ბადეების, გადმოტვირთვის სამუშაოების დროს გამოსაყენებელი უსაფრთხოების საშუალებების, ჯამბარების, ლითონრგოლებიანი თოკებისა ან გვარლების, ტაკელაჟის მარყუჟების წარმოებას, ტვირთის ჩამოსაკიდად

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

თმის ბადურების წარმოებას, იხ. 18.24.9

 

_

სპორტული თამაშებისათვის ბადეების წარმოებას, იხ. 36.40

17.53

17.53.0

უქსოვადი ტექსტილის მასალებისა და მათი ნაწარმის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ნაქსოვის ტიპის უქსოვადი მასალებისა (ვატინისა და მისთ.) და მათი ნაწარმის წარმოებას საფეიქრო ნედლეულისაგან

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ქეჩის, ფეტრისა და მათი ნაწარმის წარმოებას, იხ. 17.54.1

17.54

ტექსტილის დანარჩენი ნაწარმის წარმოება, რომელიც არ შედის სხვა დაჯგუფებებში

 

17.54.1

სათელ-საქეჩე წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ფეტრის, ქეჩისა და მათი ნაწარმის წარმოებას, ქუდების, ჩაჩების, ღაბაშების, ქეჩის ქუდების, ბანდულების, ნაბდებისა და მისთ.

 

_

ფეტრისა და ნახევრადფეტრის წინდების წარმოებას (ბოტებისათვის)

 

_

ნაბდის ჩექმების (ბაგვების) წარმოებას

 

_

სამშენებლო, ტექნიკური, გაჟღენთილი, დაფარული, ზედაპირული დამუშავებით ქეჩისა ან რეზინითა ან პლასტმასით შეკრული მრავალშრიანი ქეჩის წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

იატაკის ქეჩების წარმოებას, იხ. 17.51.1, 17.54.2

 

17.54.2

ვიწრო ქსოვილებისა და სხვა საგალანტერეო ნაწარმის წარმოება

 

 

ეს ქვეკლასი შეიცავს:

 

_

ვიწრო ქსოვილებისა და მათი ნაწარმის: ლენტების, ზონრების, ფოჩების, პომპონების, შარფების, ემბლემების, დეკორატიული ნაკეთობებისა და მისთ. წარმოებას ტექსტილის ნედლეულისაგან

 

_

გადახლართვის გარეშე მისაქსლის ფუძისაგან შემდგარი და წებოვანი ნივთიერებით შეერთებული ვიწრო ქსოვილების წარმოებას

 

 

ეს ქვეკლასი არ შეიცავს:

 

_

ტყავგალანტერიის ნაწარმის წარმოებას, იხ. 19.20.1, 19.20.3

 

17.54.3

ტექსტილის ნაწარმის წარმოებას, რომელიც არ შედის სხვა დაჯგუფებებში, სპეციალიზებული საწარმოების მიერ, მოსახლეობის ინდივიდუალური შეკვეთებით

 

17.54.9