„პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ“
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა ცვლილების დოკუმენტები საინფორმაციო ბარათი ბეჭდვა ფაილის გადმოწერა
დოკუმენტის ნომერი 183/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2010
დოკუმენტის სახე საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 75, 28/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.014783
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა

თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.783

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება № 183/ნ

2010 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ“

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ღონისძიებათა ფარგლებში პროფილაქტიკური აცრების კალენდრის დადგენის და იმუნიზაციის მართვის გაუმჯობესების მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი“ და იმუნიზაციის მართვის წესები და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმები (№№ 1.1; 1.2; 1.3; 063; 1.4; 1.5; 1.6; 1.7; 1.8; 1.9; 2.2; 2.3; 2.6; 2.7; 2.8; 2.9; 2.10). 

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარის დამტკიცების შესახებსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 4 ივნისის №122/ნ ბრძანება.

3. სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს სამედიცინო პერსონალისა და დაწესებულებების მიერ ამ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფილაქტიკური აცრების კალენდრისა და იმუნიზაციის მართვის” ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ქმედებების მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავება, დამტკიცება და დაინტერესებული დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის მიწოდება 2010 წლის 1 აგვისტომდე;

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

 

დანართი

,,პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი, იმუნიზაციის მართვისათვის საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმები და წესები

თავი I

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე ,,პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარიდა იმუნიზაციის მართვისათვის საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმები და წესები (შემდგომში - წესები) შემუშავებულია  ჯანმრთელობის დაცვის შესახებდა ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად,  მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პროფილაქტიკური აცრების ახალი კალენდრის დადგენისა და სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების უზრუნველსაყოფად;

2. წესები განკუთვნილია ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა იმუნიზაციის სფეროში დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, რომელთაც გააჩნიათ სათანადო უფლებამოსილება;

3. წინამდებარე წესებით განისაზღვრება  პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი, რომელიც ითვალისწინებს ზოგიერთი ინფექციური დაავადების საწინააღმდეგო იმუნიზაციას განსაზღვრულ ასაკსა და ვადებს, ახალშობილობის პერიოდიდან მოზრდილობის ასაკამდე, ასევე, ადგენს იმუნიზაციის განსახორციელებლად აუცილებელ ღონისძიებათა და განსაზღვრებათა ჩამონათვალს, აცრების ეფექტურად და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით.

თავი II

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ბცჟ (BCG) – კალმეტ-გერენის ბაცილა – ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა

2. დტ (DT), (DT for children/for pediatric – ბავშვებისათვის) – დიფთერია-ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინი (ვაქცინა);

3. დყტ (DPT) – დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა;

4. ტდ (Td), (ან DT for adults – მოზრდილებისათვის)–ტეტანუსი-დიფთერიის საწინააღმდეგო ანატოქსინი (ვაქცინა);

5. იპვ (IPV) – ინაქტივირებული პოლიომიელიტის ვაქცინა;

6. ოპვ (OPV) – ორალური პოლიომიელიტის ვაქცინა;

7. წწყ (MMR) – წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა;

8. ჰიბ (Hib) – ბ ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცას საწინააღმდეგო ვაქცინა

9. დყტ+ჰეპბ+ჰიბ (DPT-HepB-Hib)  – დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, ჰეპატიტი B-ს, ბ ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცას საწინააღმდეგო (ხუთკომპონენტიანი) ვაქცინა;

10. ჰეპ ბ (HepB) – ჰეპატიტი B-ის საწინააღმდეგო ვაქცინა;

11. აატი – ადამიანის ანტიტეტანური იმუნოგლობულინი;

12. თბ შპრიცი – თვითბლოკირებადი შპრიცი (ავტობლოკირებადი შპრიცი);

13. ატშ   ანტიტეტანური შრატი;

14. აა – ანტიტეტანური ანატოქსინი;

15. IgM – M კლასის იმუნოგლობულინი;

16. HBsAg – ჰეპატიტი B-ის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი;

17. თზს – თავ-ზურგ-ტვინის სითხე;

18. მდდ მწვავე დუნე დამბლა;

19. იშგამ იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენა.

20. აშგ აცრისშემდგომი გართულება;

21. აშრ აცრისშემდგომი რეაქცია

22. . . საერთაშორისო ერთეული;

23. ფთი ფლაკონის თერმოინდიკატორი;

24. შიდსი შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი;

25. აივ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი;

26. გბს გიენ- ბარეს სინდრომი;

27. ცნს ცენტრალური ნერვული სისტემა;

28. იმუნიზაციის უსაფრთხოება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც ეხება ორგანიზმში ვაქცინების სწორი შეყვანის სხვადასხვა ასპექტს, პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებისათვის.

29. ინექცირების უსაფრთხოება –  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც ეხება იმუნიზაციასთან დაკავშირებულ ყველა ინექციას, ითვალისწინებს ინექციების მართებული ჩატარების ( სახიფათო ნარჩენების უსაფრთხოდ განადგურების ჩათვლით) იმ ასპექტებს, რომლებიც მინიმუმამდე ამცირებენ სისხლის საშუალებით პათოგენების გადაცემის რისკს;

30. უკუჩვენება რეციპიენტის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც  ვაქცინაციის ჩატარების შემთხვევაში იზრდება აცრისშემდგომი გართულებების განვითარების რისკი. უკუჩვენებების არსებობის შემთხვევაში აცრა არ ტარდება.

31. გაფრთხილება რეციპიენტის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც ვაქცინაციის ჩატარების შემთხვევაში იზრდება აცრისშემდგომი რეაქციების განვითარების რისკი, ან მცირდება ვაქცინაციის ეფექტურობა. ვაქცინაციის შემთხვევაში შესაძლებელია რეციპიენტმა მიიღოს გარკვეული სახის დაზიანება ან განუვითარდეს აცრისშემდგომი გართულებები, თუმცა რისკი უფრო მცირეა, ვიდრე უკუჩვენებების არსებობის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ სიტუაციაში ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს გაფრთხილებების არსებობის მიუხედავად, ვინაიდან აცრის ჩატარების აუცილებლობა აღემატება იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების განვითარების რისკს;

32. ცრუ უკუჩვენება დაავადება და/ ან ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც არ არის ჩვენება ვაქცინაციის გადავადების და/ მოხს ისათვის;

33. ცივი ჯაჭვი სათა ადო ტემპერატურული რეჟიმით ვაქცი ების შე ახვა- ტრა სპორტირების უზრუ ველყოფა;

34. სშჯსდს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

35. დკსჯეც სსიპ . საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“;

36. იპ იურიდიული პირი ( ამ ბრძანებით აცრების განმხორციელებელი დაწესებულება);

37. ბპ ბავშვთა პოლიკლინიკა;

38. სა საექიმო ამბულატორია;

39. სმც საოჯახო მედიცინის ცენტრი;

40. გსა  – გაერთიანებული საექიმო ამბულატორია, ან აგ ამბულატორიული გაერთიანება ( დაწესებულება მომსახურეობის უბნობრივი დაყოფით);

41. სჯც და/ ან სჯს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და/ ან სამსახური;

42. ჯსპს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ჯანმრთელობისა და სოციალურ პროგრამების სააგენტო“;

43. ჯანმო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO);

44. ფპ ფიზიკური პირი ( ამ ბრძანებით პროფილაქტიკური აცრების განმხორციელებელი ექიმი/ ექთანი);

45. სოფლის ექიმი/ ექთანი სოფლის მოსახლეობისთვის ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ექიმი/ ექთანი;

46. UNICEF გაეროს ბავშვთა ფონდი;

47. UNFPA გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდი;

48. USAID აშშ საერთაშრისო განვითარების სააგენტო;

49. RVF როსტროპოვიჩ- ვიშნევსკაიას ფონდი;

50. იმუნიზაციის განხორციელებისა და საინფორმაციო სისტემის დონეები:

) I დონე: პოლიკლინიკა, საექიმო ამბულატორია, საოჯახო მედიცინის ცენტრი, პედიატრიული და/ ან თერაპიული უბანი, ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, სამშობიარო სახლი/ განყოფილება და სხვა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ატარებს პროფილაქტიკურ აცრებს;

) II – III დონე ამბულატორიული გაერთიანება, რაიონის/ ქალაქის პოლიკლინიკა, / რესპუბლიკის, ,, სამხარეო”, რაიონის და ქალაქის სჯც და/ ან სჯს და სხვა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ატარებს რუტინულ ვაქცინაციას პროფილაქტიკური აცრების კალენდრის მიხედვით და იღებს ინფორმაციას მის შემადგენლობაში შემავალი იურიდიული და ფიზიკური სუბიექტებისგან.

) IV დონე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ . საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო“; 

თავი III

    მუხლი 3. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

 

 

                             ასაკი

ვაქცინა

 

0-12 საათი

0-5 დღე

2 თვე

3 თვე

4 თვე

12 თვე

18 თვე

5 წელი

14 წელი

1

ბცჟ (BCG)

 

X

 

 

 

 

 

 

 

2

ჰეპ B   (Hep B)

X

 

 

 

 

 

 

 

 

3

დიფთერია-ტეტანუსი-ყივანახველა-ჰეპ B-ჰიბ (DTP-HepB-Hib)

 

 

X

X

X

 

 

 

 

4

დიფთერია-ტეტანუსი-ყივანახველა (DTP)

 

 

 

 

 

 

X

 

 

5

ოპვ/იპვ (OPV/IPV)

 

 

X

X

X

 

X

X

 

6

წითელა-წითურა-ყბაყურა (MMR)

 

 

 

 

 

X

 

X

 

7

დიფთერია-ტეტანუსი (Dt)

 

 

 

 

 

 

 

X

 

8

ტეტანუსი-დიფთერია* (TR)

 

 

 

 

 

 

 

 

X

9

როტავირუსული (Rotavirus)

 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აცრების დაწყების კონკრეტული წელი და აცრადაქვემდებარებული ასაკობრივი კონტინგენტები განისაზღვრება სშჯსდ სამინისტროს ცალკე ბრძანებით

10

პნევმოკოკური (Pneumo)

11

ადამიანის პაპილომა-

ვირუსული (HPV)

12

ჩუტყვავილა (VZV)

 

შენიშვნა:    * ტდ შემდეგ ყოველ მე-10 წელს, 55 წლის ასაკამდე;

    მუხლი 4. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარით გათვალისწინებული აცრების ჩატარების წესები

1. ბცჟ – აცრა ტარდება დაბადებიდან 0-5 დღეში. სამშობიარო სახლში აუცრელი ბავშვი ჯანმოს რეკომენდაციების შესაბამისად, უნდა აიცრას პირველივე შესაძლებლობისთანავე. ბცჟ ვაქცინაციის ჩატარება 12 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის არაა რეკომენდებული, ვინაიდან იმუნიტეტის განვითარება განიცდის ვარირებას და კლებულობს ვაქცინის დამცველობითი ეფექტი;

2. ჰეპატიტი B-ს – პირველი აცრა კეთდება სამშობიარო სახლში 0 – 12 სთ განმავლობაში ჰეპატიტ B-ის მონოვაქცინით. რუტინული ვაქცინაციის სქემა განისაზღვრება ქვეყნაში არსებული ეპიდემიური და პროგრამული თავისებურებებით. სამშობიაროში აუცრელი ბავშვების ვაქცინაცია ტარდება დამტკიცებული კალენდრის შესაბამისად, კომბინირებული ვაქცინებით სამჯერადად, თითოთვიანი ინტერვალით; ამასთანავე:

ა) თუ ახალშობილის დედა არის HbsAg დადებითი, მიზანშეწონილია ჩატარდეს ახალშობილის აქტიურ-პასიური იმუნიზაცია ჰეპბ მონოვაქცინით და ჰეპბ საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით 0 – 12 სთ-ის განმავლობაში.

ბ) იმუნოგლობულინის დოზა განისაზღვრება თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად. ბცჟ, ჰეპ ბ ვაქცინები და B იმუნოგლობულინი, ახალშობილს  შესაძლებელია გაუკეთდეს ერთდროულადაც (დეტალურად იხილეთ თანმხლებ ინსტრუქციებში), სხეულის სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა შპრიცით. ამ ბავშვების გეგმიური ვაქცინაცია გრძელდება პროფილაქტიკური აცრების კალენდრის შესაბამისად;

გ) კომბინირებული ვაქცინის პირველი დოზის შეყვანის შემდეგ ყივანახველას კომპონენტზე ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, ვაქცინაცია გრძელდება დტ ვაქცინით და ჰეპატიტ B-ის ჰიბ მონოვაქცინებით;

დ) თუ ვაქცინაცია ტარდება ჰეპატიტ B-ის მონოვაქცინით, აცრები კეთდება 0-12სთ, 2 თვის და 4 თვის ასაკში და  ვაქცინაციის კურსი არის სამჯერადი.

3. დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი  ვაქცინაცია ტარდება, როგორც დყტ ( სამკომპონენტიანი), ასევე, დყტ- ს შემცველი სხვა კომბინირებული ვაქცინებით ( დყტ+ ჰიბ+ ჰეპბ, დყტ+ ჰიბ+ იპვ, დყტ+ ჰიბ+ იპვ+ ჰეპბ  და სხვა). დაგვიანებით დამთავრებული ვაქცინაციის შემთხვევაში, რევაქცინაცია ტარდება მესამე აცრიდან 6-12 თვის ინტერვალით დყტ/ დტ ვაქცინით. ამასთან:

) 2- დან – 5 წლამდე ასაკის არავაქცინირებული ბავშვების ვაქცინაცია/ რევაქცინაცია ტარდება დყტ/ დტ ვაქცინით,

) 5- დან – 7 წლამდე ასაკის არავაქცინირებული ბავშვების ვაქცინაცია/ რევაქცინაცია ტარდება დტ ვაქცინით,

) 7- დან – 14 წლამდე ასაკის არავაქცინირებული ბავშვების ვაქცინაცია/ რევაქცინაცია ტარდება ტდ ვაქცინით,

) 2 წლის ზემოთ არავაქცინირებული ბავშვები იცრებიან შემოკლებული“ სქემით: პიველი ორი აცრა კეთდება 4 კვირიანი ინტერვალით, ხოლო მესამე აცრა 6 თვის შემდეგ, ასაკის შესაბამისი ვაქცინით  ( დყტ, დტ, ტდ)

) ყივანახველას კომპონენტზე ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში აცრები გრძელდება ყივანახველას კომპონენტის გარეშე ( ჰეპ ბ, დტ, ტდ და ჰიბ);

4. ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება როგორც კომბინირებული ვაქცინებით ( დყტ+ ჰიბ+ ჰეპბ, დყტ+ ჰიბ+ იპვ. დყტ+ ჰიბ+ იპვ+ ჰეპბ), ასევე, ჰიბ მონოვაქცინით. ამასთან:

) 12-24 თვის აუცრელი ბავშვები იცრებიან ჰიბკომპონენტიანი ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზით. ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვების აცრა მიზანშეწონილი არა არის;

) თუ რაიმე მიზეზის გამო, ერთ წლამდე ასაკის ბავშვს პირველი აცრა არ გაუკეთდა ჰიბ- კომპონენტიანი ვაქცინით, მე-2 და შესაბამისად მე-3 აცრაც შესაძლებელია გაკეთდეს ჰიბ კომპონენტით.

5. ორალური/ ინაქტივირებული პოლიომიელიტის ვაქცინა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრები იწყება 2 თვის ასაკიდან, რევაქცინაცია ტარდება 18 თვის და 5 წლის ასაკში.  

6 წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრები ტარდება წწყ კომბინირებული ვაქცინით, ცალკეულ შემთხვევაში ან ეპიდემიური ჩვენებით აცრები შესაძლებელია ჩატარდეს წითელას, წითურასა და ყბაყურას საწინააღმდეგო მონოვაქცინებით;

7. პნევმოკოკური ვაქცინაცია იწყება 2 თვის ასაკიდან და მთავრდება 12 თვის ასაკში, კურსი შედგება 3 ინექციისაგან. ინექციებს შორის მინიმალური ინტერვალია 4 კვირა.

8 როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა იწყება 2 თვის ასაკიდან და მთავრდება 12 თვის ასაკში კურსი შედგება 2 ინექციისაგან. ინექციებს შორის მინიმალური ინტერვალია 4 კვირა.

9. ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა კეთდება 1 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში და მოზრდილებში. ზოგიერთ ქვეყანაში აცრები ბავშვებს უტარდებათ უკვე 9 თვის ასაკიდან. 13 წელზე უმცროს ასაკში, როგორც წესი, კეთდება 1 აცრა. შესაძლებელია, გაკეთდეს სხვა ვაქცინებთან ერთად, ერთდროულად.

10. ადამიანის პაპილომავირუსული  ვაქცინა აცრები ძირითადად იწყება 10 წლის ასაკიდან და კურსი შედგება 3 ინექციისაგან ( დააზუსტეთ ინსტრუქციაში). ამასთან:

) პირველი დოზა კეთდება ნებისმიერ არჩეულ დროს; 

) მეორე დოზა პირველი ინექციიდან ერთი თვის შემდეგ;

) მესამე დოზა პირველი დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

11. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების ფარგლებში ყველა ბავშვი იცრება წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრების კალენდრის მიხედვით;

12. იმუნიზაცია სრულყოფილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ

) ერთ წლამდე ასაკში ბავშვს ჩატარებული აქვს 8 აცრა: ბცჟ, ჰეპ ბ ( მონო), სამჯერადად დყტ+ ჰეპ ბ+ ჰიბ და სამჯერადად ოპვ ( ან იპვ);

) 1- დან 2 წლამდე ასაკში 3 აცრა: წწყ დყტ და ოპვ ( ან იპვ);

) 5 წლის ასაკში 3 აცრა: დტ, ოპვ ( ან იპვ) და წწყ;

) 14 წლის ასაკში 1 აცრა ტდ.

13. ამცრელი პერსონალი ვალდებულია აწარმოოს ჩატარებული აცრების, აცრებზე უარის, აცრებზე უკუჩვენებებისა და  აცრისშემდგომი გართულებების რეგისტრაცია.

14. აცრის წინ სამედიცინო პერსონალი ვალდებულია შეაფასოს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა, გაუზომოს ტემპერატურა და გაარკვიოს აცრისადმი რომელიმე უკუჩვენების არსებობა. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს დოკუმენტური დადასტურება ბავშვის აცრების სტატუსის შესახებ, ვიზიტის დღეს ბავშვს უნდა ჩაუტარდეს ყველა გამოტოვებული აცრა შესაბამისი ვაქცინითა და ასაკის გათვალისწინებით. ამასთან:

. ცოცხალი და არაცოცხალი ( ინაქტივირებული) ვაქცინებით აცრები კეთდება ერთდროულად, სამედიცინო დაწესებულებაში ერთი ვიზიტის დროს პროფილაქტიკური აცრების კალენდრის შესაბამისად; ბავშვის იმუნურ სისტემას აქვს უნარი, ეფექტურად უპასუხოს რამდენიმე ანტიგენის ერთდროულ შეყვანას.

. მინიმალური ინტერვალი ერთი და იმავე ანტიგენით ( როგორც ცოცხალი ასევე არაცოხცალი ან ორი სხვადასხვა სახეობის ცოცხალი ვაქცინით ჩატარებულ აცრებს შორის შეადგენს 4 კვირას (28 დღე), თუ ორი ან მეტი ცოცხალი ვაქცინით აცრა ვერ ჩატარდა ერთ ვიზიტზე. თუ ცოცხალი და არაცოცხალი ვაქცინებით აცრები არ ჩატარდა ერთდროულად ( ერთი ვიზიტის დროს), შემდგომი ვაქცინაცია ტარდება ცოცხალი და არაცოცხალი სახეობის ვაქცინებს შორის ინტერვალის გათვალისწინების გარეშე;

. ერთი სახეობის ვაქცინის ცალკეული დოზების შეყვანის რეკომენდებული 4 კვირიანი ინტერვალის გადამეტების შემთხვევაში ვაქცინაცია გრძელდება პირველი შესაძლებლობისთანავე, დამატებითი აცრის გარეშე, ასაკის გათვალისწინებით;

. თუ კონკრეტული ვაქცინის მორიგი დოზის შეყვანისას არ იყო დაცული მინიმალური 4 კვირიანი ინტერვალი (28 დღეს აკლია 5 დღე და მეტი), ეს აცრა არ ითვლება გეგმიურად და საჭიროა მისი განმეორებითი ჩატარება, ამ აცრიდან 4 კვირიანი ინტერვალის დაცვით;

) აცრები ტარდება აცრების წარმოების ტექნიკისა და წესების, აგრეთვე გართულებების დროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მცოდნე სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელიც ვალდებულია გააფრთხილოს პაციენტი/ მშობელი შესაძლო აცრისშემდგომი არასასურველი გამოვლინებების შესახებ და გაუწიოს სათანადო კონსულტაცია.

15. ყველა აცრა უნდა გაკეთდეს სხვადასხვა შპრიცით, სხვადასხვა ადგილზე. აცრის გაკეთების წინ ყველა ვაქცინის ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს.

    მუხლი 5. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი ეპიდემიური ჩვენებით

 

 

ვაქცინა

ასაკი

რევაქცინაციები

რისკ-კონტინგენტები

1.

ტულარემია

 

7 წლის ასაკიდან

ყოველ 5

წელიწადში

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; ეპიზოოტიურ/ენზოოტურ ტერიტორიაზე მოსახლე და პირები შემდეგი სამუშაოების შესრულებისას: სასოფლო-სამეურნეო, ჰიდრომელიორაციული და სხვა სამუშაოები დაკავშირებული გრუნტის ამოღებასა და ტრანსპორტირებასთან, გეოლოგიური, ექსპედიციური, დერატიზაციური, დეზინსექციური, ხე-ტყის დამამუშავებელი

2.

შავი ჭირი

 

2 წლიდან

ყოველწლიურად

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; ბუნებრივ კერებში ეპიდრაზმებში მომუშავენი; აქტიურ ეპიზოოტურ კერებში მცხოვრებნი;

3.

ბრუცელოზი

18 წლიდან

ყოველწლიურად

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; შემდეგ სამუშაოებზე დაკავებული პირები: ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო კერებში/ტერიტორიებზე მომუშავე მეცხოველეები, ვეტერინარები, ზოოტექ-ნიკოსები, ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო ფერმებიდან მიღებული ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამუშავებით დაკავებული პირები

4.

ჯილეხი

 

14

წლიდან

ყოველწლიურად

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; ჯილეხით დაავადებული/დაცემული ცხოველების დაკვლა-გატყავებასა და ხორცისა და ტყავის დამუშავებაში მონაწილე პირები, მეცხოველეები

5.

ცოფი

16 წლიდან;

პოსტექსპოზი-ციური მკურნალობა ნებისმიერ ასაკში

ვაქცინის ინსტრუქციის შესაბამისად

ცოცხალ ველურვირუსებზე მომუშავეები; მოხეტიალე-მაწანწალა ცხოველების გამომჭერები და მომვლელები, ვეტერინარები, ტაქსიდერმისტები.

6.

ლეპტოს-პიროზი

 

7 წლიდან

ყოველწლიურად

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; ლეპტოსპიროზზე არაკეთილსაიმედო ტერიტორიებზე ეპიზოოტურ კერებში მომუშავეები; მოხეტიალე-მაწანწალა ცხოველების გამომჭერები და მომვლელები

7.

ტკიპისმიერი

ენცეფალიტი

4 წლიდან

1 წელი, შემდგომ ყოველ 3 წელიწადში

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები, ენზოოტურ ტერიტორიებზე გამსვლელი პირები

8.

Q ცხელება

14 წლიდან

ყოველწლიურად

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; არაკეთილსაიმედო მეცხოველეობის  ფერმებში მომუშავე პირები

9.

ყვითელი ცხელება

1 წლიდან

10 წლის შემდეგ

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; საზღვარგარეთ, ენდემურ რეგიონებში გამსვლელი პირები

10.

მუცლის

ტიფი

 

3 წლიდან (ვაქცინის მიხედვით)

3 წლის შემდეგ

ცოცხალ კულტურებზე მომუშავეები; პერმანენტული წყლისმიერი ეპიდემიების ტერიტორიაზე მყოფი მოსახლეობა, კონტაქტირებულები ეპიდჩვენების დროს

11.

მენინგო-კოკური ინფექცია

1 წლიდან

3 წლის შემდეგ

A, C, Y და W135  სეროჯგუფებით გამოწვეული ეპიდაფეთქებების კერებში, მექაში ჰაჯზე გამსვლელი პირები

12.

ვირუსული

ჰეპატიტი A

3 წლიდან

 

ბავშვები ჰიპერენდემური ავადობის დონის ტერიტორიაზე, სკოლამდელი საბავშვო დაწესებულებებისა და წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემებთან დაკავშირებული პერსონალი

13.

ვირუსული

ჰეპატიტი B

ნებისმიერ ასაკში

 

ქრონიკული ავადმყოფის ოჯახურ კერებში მცხოვრებნი, ბავშვთა სახლების ბინადრები, სისხლისა და სისხლის პრეპარატების რეგულარული რეციპიენტები, ჰემოდიალიზზე მყოფი და ონკოჰემატოლოგიური პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, ინექციური ნარკომანები, სტუდენტი მედიკოსები. 

14.

გრიპი

 

6 თვიდან

ყოველწლიურად

60 წელზე უფროსი ასაკის, ქრონიკული სომატური დაავადების მქონე პირები, სკოლამდელი ასაკის ბავშვები, სკოლის მოსწავლეები, ორსულები; სამედიცინო, ტრანსპორტის, განათლებისა და მომსახურების სფეროს პერსონალი

15

ყბაყურა

9 თვიდან

 

აუცრელი კონტაქტები, და/ან ვისაც არა აქვს გადატანილი ეპიდემიური პაროტიტი

16.

წითელა

9 თვიდან

 

აუცრელი კონტაქტები, და/ან ვისაც არა აქვს გადატანილი წითელა

17.

წითურა

9 თვიდან

 

აუცრელი კონტაქტები, და/ან ვისაც არა აქვს გადატანილი წითურა

18.

დიფთერია

2 თვიდან

 

აუცრელი კონტაქტები კერაში

19.

მდდ/პოლიომიელიტი

2 თვიდან

 

აუცრელი და არასრულად ვაქცინირებულები კერაში

 

ა) მოსახლეობის ცალკეული პროფესიული ჯგუფების შავი ჭირის,  ტულარემიის, ბრუცელოზის, ჯილეხის, ცოფის, ლეპტოსპიროზის, ტკიპისმიერი ენცეფალიტის, Q-ცხელების და სხვა ინფექციების წინააღმდეგ ეპიდჩვენებით აცრები ტარდება ეპიზოოტურ, ენდემურ და ენზოოტურ ტერიტორიებზე მცხოვრებთა შორის, მოქმედი ინსტრუქციებისა და დარიგებათა შესაბამისად ფიზიკური პირის, დამქირავებლის ხარჯით ან მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში. ტერიტორიების ეპიზოოტურობას, ენდემურობასა ან ენზოოტურობას ადგენენ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამინისტროები, უწყებები, დაწესებულებები და სხვა. მოსახლეობაში ზოონოზური და სხვა ინფექციების აღმოცენება-გავრცელებისას, ეპიდჩვენებით აცრების ჩატარებას, მათ შორის აცრების კამპანიებსაც, განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ცალკეულ ტერიტორიებზე ეპიდსიტუაციის გამწვავების თავიდან ასაცილებლად აცრების კამპანიის ჩატარებას განსაზღვრავს  დკსჯეც.

ბ) აცრები ტარდება ვაქცინებზე თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად. ინაქტივირებული ვაქცინები (გარდა ანტირაბიულისა) და ანატოქსინები, რომლებიც გამოიყენება ეპიდჩვენებით აცრებისთვის და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარით განსაზღვრული ვაქცინები შესაძლებელია გაკეთდეს ერთდროულად სხვადასხვა შპრიცით, სხეულის სხვადასხვა ადგილას.

    მუხლი 6. იმუნოდეფიციტიანი ბავშვების ვაქცინაციის ტაქტიკა და სისხლის პრეპარატების შეყვანასა და ცოცხალი ვაქცინებით აცრებს  შორის ინტერვალი

 

1. იმუნოდეფიციტური მდგომარეობა

ცოცხალი ვაქცინების შეყვანის ვადები

ა) პირველადი (თანდაყოლილი)

ცოცხალი ვაქცინები არ კეთდება, ოპვ-ს ნაცვლად კეთდება იპვ

ბ) მძიმე დაავადებებთან ასოცირებული იმუნოდეფიციტები (ლიმფომა, სიმსივნე, ლეიკოზი, ლიმფოგრანულომატოზი)

ცოცხალი ვაქცინები კეთდება რემისიის პერიოდში ინდივიდუალურ ვადებში, მაგრამ არა უადრეს 3 თვისა იმუნოსუპრესიული მკურნალობიდან

გ) კორტიკოსტეროიდები:

1)

 

1 თვის შემდეგ კურსის დამთავრებიდან

 

მკურნალობის დამთავრებისთანავე

 

მკურნალობის პერიოდში

 

მკურნალობის პერიოდში

 

დ) აივ ინფექცია

    უსიმპტომო

    სიმპტომური

ოპვ-ს ნაცვლად – იპვ;

არ კეთდება ბცჟ, კეთდება წწყ;

არ კეთდება ბცჟ და წწყ

შენიშვნა: ინაქტივირებული ვაქცინები, ანატოქსინები კეთდება ასაკობრივად, პროფილაქტიკური აცრების კალენდრის შესაბამისად.

 

2. იმუნობიოლოგიური და/ან სისხლის პრეპარატები

დოზა

პრეპარატის შეყვანასა და ცოცხალ ვაქცინებს შორის ინტერვალი

იმუნოგლობულინები/ანტიტოქსინები:

_ ჰეპატიტი A'და B-ის, ტეტანუსის, წითელას და სხვა პროფილაქტიკა

_ წითელას (3 მლ)

_ ანტირაბიული

 

1 დოზა

 

2 დოზა

12,5 ერთ/კგ

 

3 თვე

 

5 თვე

6 თვე

_ გარეცხილი  ერითროციტები

_ ერითროციტული მასა

_ სისხლი

_ პლაზმა, თრომბოციტული მასა

10 მლ/კგ

10 მლ/კგ

10 მლ/კგ

10 მლ/კგ

0

3-5 თვე

6 თვე

7 თვე

იმუნოგლობულინი ვენური შეყვანისათვის

 

300-400მგ/კგ

750 მგ/კგ

1000 მგ/კგ

>1500 მგ/კგ

8 თვე

9 თვე

10 თვე

11 თვე

 

3. ორგანიზმის უჯრედული იმუნიტეტი (ნაწლავებში არსებული) არ ამცირებს პოლიომიელიტის ცოცხალი ვაქცინის ეფექტურობას. სისხლში მოცირკულირე ანტისხეულები (ჰუმორული იმუნიტეტი), ასევე, არ აქვეითებს ინაქტივირებული ვირუსული და ბაქტერიული ვაქცინების ეფექტურობას. ეს ვაქცინები შეიძლება გამოყენებულ იქნას იმუნოგლობულინის (ასევე პლაზმის, სისხლის) შეყვანის შემდეგ ან შეყვანამდე ინტერვალის დაცვის გარეშე. გარკვეულ შემთხვევაში ვაქცინები და სპეციფიკური იმუნოგლობულინები, ჩვენების მიხედვით, კეთდება ერთდროულად (ცოფი, ტეტანუსი, ჰეპატიტი B).

4. აუცილებლობის შემთხვევაში ცოცხალი ვაქცინით აცრილ ბავშვს შესაძლებელია გაუკეთდეს იმუნოგლობულინი, გადაესხას პლაზმა, სისხლი, მაგრამ, თუ ეს პროცედურა ჩატარდა აცრიდან 2 კვირაზე ხანმოკლე ინტერვალით, ბავშვი ითვლება აუცრელად და უნდა აიცრას განმეორებით, ცხრილში მოცემული ინტერვალების გათვალისწინებით.

    მუხლი 7. ტეტანუსის პროფილაქტიკა

 

წინა აცრების კურსი

(ტეტანუსის ანატოქსინის შემცველი ნებისმიერი პრეპარატით)

ასაკობრივი ჯგუფი

ვადა უკანასკნელი

აცრიდან

გამოყენებული პრეპარატი

ტეტანუსის ანატოქსინი2

მლ

 

აატი3  ან

 

ატშ3

ს.ე.

არსებობს დოკუმენტური დადასტურება წინა აცრის შესახებ

ასაკის შესაბამისი გეგმიური აცრების სრული კურსი4

ბავშვები და

მოზარდები

მიუხედავად ვადისა

არ შეჰყავთ5

არ შეჰყავთ

არ შეჰყავთ

გეგმიური აცრების კურსი ასაკობრივი ბოლო რევაქცინაციის გარეშე

ბავშვები და მოზარდები

მიუხედავად ვადისა

0.5

არ შეჰყავთ

არ შეჰყავთ

იმუნიზაციის სრული კურსი6

მოზრდილები

არა უმეტეს

5 წლისა

არ შეჰყავთ

არ შეჰყავთ

არ შეჰყავთ

5 წელზე მეტი

0.5

არ შეჰყავთ

არ შეჰყავთ

ორი აცრა7

ყველა ასაკი

არა უმეტეს

5 წლისა

0.5

არ შეჰყავთ8

არ შეჰყავთ8

5 წელზე მეტი

1.0

250 9

3000 9

ერთი აცრა

ყველა ასაკი

არა უმეტეს 2 წლისა

0.5

არ შეჰყავთ8

არ შეჰყავთ8

2 წელზე მეტი

1.0

250 9

3000 9

აუცრელი

ბავშვები 5 თვემდე

არ შეჰყავთ

250 9

3000 9

დანარჩენი ასაკები

1.0

250 9

30009

არ არსებობს დოკუმენტური დადასტურება ჩატარებული აცრების შესახებ

აცრების ანამნეზი არ არის ცნობილი, ხოლო ანამნეზში არ იყო

წინააღმდეგჩვენება აცრისადმი

ბავშვები 5 თვემდე

არ შეჰყავთ

250

3000

ბავშვები 5 თვიდან, მოზარდები, სამხედროები

0.5

არ შეჰყავთ 8

არ შეჰყავთ 8

დანარჩენი კონტინგენტი

ყველა ასაკი

1.0

250 9

3000 9

 

1. ტეტანუსის სასწრაფო პროფილაქტიკისას დასაშვებია დტ/ტდ ვაქცინების გამოყენება;

2. უნდა იქნეს გამოყენებული ერთ-ერთი დასახელებული პრეპარატთაგანი აატი  ან ატშ.

3. ეს ეხება აგრეთვე კალენდრის გარეშე აცრილ ბავშვებს და მოზარდებს, მაგრამ რომელთაც მიღებული აქვთ რევაქცინაცია: ტრავმასთან დაკავშირებით შემდგომი გეგმიური ან სასწრაფო რევაქცინაცია საჭიროა გაკეთდეს არაუხშირესად 1- ჯერ 5 წელიწადში;

4. ინფიცირებული ჭრილობისას თუ წინა აცრიდან გასულია 5 წელი, შეჰყავთ 0.5 მლ ტეტანუსის ანატოქსინი;

5.  მოზრდილთათვის ტეტანუსის ანატოქსინით იმუნიზაციის სრული კურსი შედგება ორი აცრისაგან 0.5 მლ თითოეული 30-40 დღის ინტერვალით და რევაქცინაცია 6-12 თვის შემდეგ იგივე დოზით. შემოკლებული სქემისას იმუნიზაციის სრული კურსი შეიცავს ანტიტეტანური ანატოქსინით ერთჯერად ვაქცინაციას ორმაგი დოზით (1 მლ) და რევაქცინაცია 6-12 თვის შემდეგ 0.5 მლ-ით;

6.  ორი აცრა იმუნიზაციის ჩვეულებრივი სქემით (მოზრდილებისა და ბავშვებისათვის) და ერთი აცრა მოზრდილების იმუნიზაციის შემოკლებული სქემისას;

7.  დაინფიცირებული ჭრილობისას შეჰყავთ აატი ან ატშ

8. ყველა პირს, რომელთაც ჩაუტარდათ აქტიურ-პასიური პროფილაქტიკა, იმუნიზაციის კურსის ჩასამთავრებლად და აატი /ატშ-ის განმეორებით შეყვანის აუცილებლობის გამოსარიცხად 6-12 თვეში უნდა ჩაუტარდეთ რევაქცინაცია 0.5 მლ ტეტანუსის ანატოქსინით.

    მუხლი 8.  ამცრელი კაბინეტი

1. სამედიცინო დაწესებულების ამცრელი კაბინეტი, როგორც წესი შედგება 2 ოთახისგან/განყოფილებისაგან;

ა)  I  –  სარეგისტრაციო,

ბ)  II – აცრების ჩასატარებელი;

2. დასაშვებია ერთი ოთახის ტიხრით ან შირმით გაყოფა ,,სარეგისტრაციოდ” და ,,ასაცრელად”.

3. სარეგისტრაციო ოთახი:

ა) სარეგისტრაციო ოთახში ინახება სავალდებულო სარეგისტრაციო ფორმები და ჟურნალები (იხ. მეთოდური სახელმძღვანელო)

ბ) პროფილაქტიკური აცრების რუკის (ფორმა 063) შენახვა/სარგებლობის პრაქტიკული და მარტივი ფორმაა – კარტოთეკული. აღნიშნული ამარტივებს ბავშვთა აცრების თვიურ გეგმაში ჩართვას. კართოთეკის შედგენა წარმოებს ცალკეული უბნების მიხედვით. თითოეულ უბანზე პროფილაქტიკური აცრების რუკები ლაგდება წლების, თვეების და აცრების ჩატარების ვადების მიხედვით.

4. ასაცრელი ოთახი:

ა) ასაცრელ ოთახს უნდა გააჩნდეს მაგიდა ინსტრუმენტებისა და ასაცრელი პრეპარატებისათვის, მაცივარი და/ან ცივი ყუთი, ყინულის ელემენტები, ფენოპლასტის ან პარალონის საფენი, თერმომერტი, თერმოინდიკატორები, შპრიცების და ნემსების შესაგროვებლად და გასანადგურებლად უსაფრთხო ყუთი, სამედიცინო ტახტი, სკამი, ანტიშოკური საშუალებები, ონკანი ან ხელსაბანი;

ბ) მაცივარზე მოთავსებული უნდა იყოს ტემპერატურის ყოველდღიური აღრიცხვის ფორმა 1.7;

გ) ცივი ყუთი ყინულის ელემენტებით გამოიყენება როგორც ასაცრელი მასალის ტრანსპორტირებისათვის, ასევე, აცრების წარმოებისას გახსნილი ვაქცინების ცივად შესანახად. გახსნილი ვაქცინა ინახება ყინულის ელემენტებით დატვირთული ცივი ყუთის ფენოპლასტის ან პარალონის დამატებით თავსახურში ტემპერატურის მეთვალყურეობით. დასაშვებია გახსნილი ვაქცინა მოთავსდეს სამანიპულაციო მაგიდაზე ყინულის ელემენტებზე დადებულ  ფენოპლასტის ან პარალონის დამატებით თავსახურში, ისე რომ ფლაკონი უშუალოდ არ ეხებოდეს გაყინულ ყინულის ელემენტს.

დ) სამედიცინო პერსონალის კონსულტაციისა და ნებართვის შემდეგ აცრები ტარდება აცრების წარმოების ტექნიკისა და წესების, აგრეთვე გართულებების დროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მცოდნე საშუალო სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელიც ვალდებულია გააფრთხილოს მშობელი აცრისშემდგომი შესაძლო არასასურველი გამოვლინების შესახებ.

ე) ასაცრელ ოთახში აუცილებლად უნდა იყოს პირველადი სამედიცინო დახმარების და ანტიშოკური საშუალებები . მაგ: კორტიკოსტეროიდული ჰორმონები (ადრენალინი, პრედნიზოლონი, ჰიდროკორტიზონი), ანტიჰისტამინური პრეპარატები (სუპრასტინი, დიმედროლი, პიპოლფენი), საგულე საშუალებები (კორდიამინი, კოფეინი, სტროფანტინი, კორგლიკონი), გლუკოზის ხსნარი, ფიზიოლოგიური ხსნარი, ნიშადურის სპირტი (ან აღნიშნული პრეპარატების ანალოგები), სათბურები, ლახტი.

ვ) აცრების ჩატარების შემდეგ ბავშვი უნდა იმყოფებოდეს ექიმის (მედდის) მეთვალყურეობის ქვეშ 30 წუთის განმავლობაში (განსაკუთრებულ შემთხვევებში – ბინაზე აცრის ჩატარებისას).

    მუხლი 9. ვაქცინების ადმინისტრირება*: მეთოდი, დოზა

 

ვაქცინა

დოზა

შეყვანის მეთოდი

დყტ, დტ, ტდ (DPT, DT TD)

0,5 მლ

ინტრამუსკულარული

ჰიბ (Hib)

0,5 მლ

ინტრამუსკულარული

ჰეპატიტი B  (HEPB)

< 19წ. 0,5 მლ

> 20წ 1.0 მლ

ინტრამუსკულარული

ჰეპატიტი A (HEPA)

< 18წ. 0,5 მლ

> 19წ. 1.0 მლ

ინტრამუსკულარული

ადამიანის პაპილომავირუსი (HPV)

0,5 მლ

ინტრამუსკულარული

გრიპი ცოცხალი ატენუირებული (LAIV)

0,2 მლ

ინტრანაზალური შესასხურებელი

გრიპი სამვალენტიანი ინაქტივირებული (TIV)

6-35თვე 0,25მლ

> 3წ. 0,5მლ

ინტრამუსკულარული

წითელა, წითურა, ყბაყურა (MMR)

0,5 მლ

კანქვეშ

მენინგოკოკური – კონიუგირებული (MCV)

0,5 მლ

ინტრამუსკულარული

მენინგოკოკური – პოლისაქარიდული (MPSV)

0,5 მლ

კანქვეშ

პნევმოკოკური – კონიუგირებული (PCV)

0,5 მლ

ინტრამუსკულარული

პნევმოკოკური – პოლისაქარიდული (PPSV)

0,5 მლ

ინტრამუსკულარული ან კანქვეშ

პოლიო ცოცხალი (OPV)

2 წვეთი

რალური

პოლიო ინაქტივირებული (IPV)

0,5 მლ

ინტრამუსკულარული ან კანქვეშ

ბცჟ (BCG)

0,05 მლ

კანში

როტავირუსული (RV)

2.0 მლ

რალური

ჩუტყვავილა (VZV)

0,5 მლ

კანქვეშ

 

 

 

კომბინირებული ვაქცინები

დყტ+ჰიბ+ჰეპ, დყტ+ჰიბ+იპვ+ჰეპბ

დყტ+ჰიბ, ჰიბ+ჰეპბHB

0,5 მლ

ინტრამუსკულარული

აჰეპ+ბჰეპ (HEPA+HEPB)

> 18წ 1.0 მლ

ინტრამუსკულარული

წწყ+ჩუტყვავილა (MMR+Var)

< 12წ. 0,5 მლ

კანქვეშ

 

 

 

 

მუხლი 10. ინექციის ადგილი ასაკის მიხედვით*

 

 

კანქვეშა ინექცია   ( ადგილი უნდა შეირჩეს პიროვნების ასაკის შესაბამისად )

ასაკი

ბავშვი (1-12 თვე )––––––––––––––––––––––––––––

ბავშვები (12 თვე და უფროსი ასაკის )–––––––––––

ინექციის ადგილი

ბარძაყის გარეთა ანტეროლატერალური ზედაპირი

მხრის შუა მესამედის გარეთა ზედაპირი ან ბარძაყის გარეთა ანტეროლატერალური ზედაპირი

ინტრამუსკულარული ინექცია   ( ადგილი უნდა შეირჩეს პიროვნების ასაკის შესაბამისად

ასაკი

ახალშობილი (1-28 დღე )––––––––––––––––––––––

ბავშვი (1-12 თვე )–––––––––––––––––––––––––––

ბავშვები , მოზარდები და მოზრდილები (1 . და

მეტი )––

ინექციის ადგილი

ბარძაყის გარეთა ანტეროლატერალური ზედაპირი

ბარძაყის გარეთა ანტეროლატერალური ზედაპირი

მხრის შუა მესამედის გარეთა ზედაპირი ან ბარძაყის გარეთა ანტეროლატერალური ზედაპირი

კანშიდა ინექცია

ასაკი

ახალშობილები და ბავშვები (0-12 თვე )––––––––

ინექციის ადგილი

მხრის ზედა მესამედის გარეთა ზედაპირი

 

*ვაქცინაციის წინ იხილეთ ვაქცინის თანმხლებ ინსტრუქციაში

    მუხლი 11. აცრისშემდგომი გართულებები (აშგ)

1. ნებისმიერი სამედიცინო პერსონალი, რომელიც დააფიქსირებს აშგ-ს, ვალდებულია სასწრაფო შეტყობინება გაუგზავნოს შესაბამისი რაიონის/ქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს (ცენტრი), რომელიც თავის მხრივ ატყობინებს მე-3 და მე-4 დონის სამსახურებს (დკსჯეც);

2. ყველა აშგ, სასწრაფო შეტყობინების მიუხედავად, ექვემდებარება ყოველთვიურ ანგარიშგებას დადგენილი წესის მიხედვით.

3. ზედამხედველობას დაქვემდებარებარებული აშ გართულებებია:

ა) მძიმე ადგილობრივი რეაქციები:

ა.ა. აბსცესი ინექციის ადგილზე;

ა.ბ. ლიმფადენიტი;

ა.გ. ჰიპერემია და შეშუპება 7-8 სმ-ზე მეტი დიამეტრის;

ბ) ზოგადი მძიმე რეაქციები და გართულებები:

 ბ.ა. – მწვავე დუნე დამბლა  ;

 ბ.ბ. გიენ-ბარეს სინდრომი;

 ბ.გ. ენცეფალოპათია:

 .ბ.დ ენცეფალიტი;

 ბ.ე. სეროზული მენინგიტი;

 ბ.ვ. კრუნჩხვები: ფებრილური და აფებრილური.

 ბ.ზ. ალერგიული რეაქციები;

 ბ.თ. ანაფილაქსიური შოკი;

 ბ.ი. ანაფილაქტოიდური რეაქცია;

 ბ.კ. შრატისმიერი დაავადება (იმუნოგლობულინებისა და/ანტიტოქსინების გამოყენების შემთხვევაში);

 ბ.ლ – ართრალგია;

 ბ.მ – გენერალიზებული ბცჟ ინფექცია:

 ბ.ნ – ცხელება 400C და მეტი;

 ბ.ო – ჰიპოტენზიურ-ჰიპორესპონსული სინდრომი (შოკი, კოლაფსი);

 ბ.პ – ოსტეიტი/ოსტეომიელიტი;

 ბ.ჟ – ხანგრძლივი (3 საათზე ხანგრძლივი) დროით ტირილი/ყვირილი;

 ბ.რ – აცრიდან 5 დღეში განვითარებული სეფსისი;

 ბ.ს – ტოქსიკური შოკის სინდრომი;

 ბ.ტ – თრომბოციტოპენია;

 ბ.უ – ჯანმრთელობის სხვა სერიოზული და უჩვეულო დარღვევები, უეცარი სიკვდილი, ჰოსპიტალიზაციის ყველა შემთხვევა აცრიდან 30 დღეში, რომელიც სამედიცინო პერსონალის აზრით უკავშირდება აცრას და არ იკვეთება სხვა რაიმე მიზეზი.

4. აცრისშემდგომი მძიმე რექციებისა და გართულებების გამოვლენაზე პასუხისმგებელია:

ა) თვით აცრების განმხორციელებელი სამედიცინო პერსონალი;

ბ) სამედიცინო პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს აშგ-ით პაციენტთა მკურნალობას;

გ) სამედიცინო პერსონალი, რომელიც აწარმოებს კლინიკურ გამოკვლევებს ან საველე კვლევებს;

    მუხლი 12. ვაქცინაციის უკუჩვენებები, გაფრთხილებები და ცრუ უკუჩვენებები

 

ვაქცინა

უკუჩვენებები და გაფრთხილებები

1. ყველა სახეობის ვაქცინა

უკუჩვენება მძიმე ალერგიული რეაქცია ან გართულება ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის  კომპონენტზე – ანაფილაქსია, შოკი, კოლაფსი, ენცეფალოპათია ან ენცეფალიტი, კრუნჩხვა ტემპერატურული ფონის გარეშე;

გაფრთხილება

ვაქცინაცია არ ტარდება გამოჯანმრთელებამდე, ანუ თუ პაციენტს აღენიშნება ზომიერი ან მძიმე მწვავე დაავადება მკაფიოდ გამოხატული კლინიკური ნიშნებით ტემპერატურით და/ან მის გარეშე;

 

2. ყველა ცოცხალი ვაქცინა

უკუჩვენება კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით მკურნალობა, მაალკილირებადი და ანტიმეტაბოლური პრეპარატებით მკურნალობა

2 კვირაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სხივური თერაპიით მკურნალობა, ლეიკოზი, ლიმფომა, ორსულობა, სიმსივნური დაავადებები, სიმპტომური ან უსიმპტომო აივ/შიდსი (იხ. კონკრტეტული ვაქცინის უკუჩვენებები), ანაფილაქსიური რეაქცია კვერცხის ცილაზე (თუ შედის ვაქცინის შემადგენლობაში);

 

გაფრთხილება

 სისხლის ან სისხლის სხვა პროდუქტების ხშირი გადასხმის შემთხვევაში ვაქცინაციის ჩატარების საკითხს წყვეტს ექიმი;

 

დამატებითი უკუჩვენებები და გაფრთხილებები ცალკეულ ვაქცინებზე

3. ტუბერკულოზი (BCG)  

უკუჩვენება აივ ინფექცია/შიდსი კლინიკური ნიშნების არსებობის ან არარსებობის  მიუხედავად;

   გაფრთხილება

● ძალზე მნიშვნელოვანია ვაქცინის სწორად შეყვანა კანში;

ახალშობილები 2 000 გრამზე ნაკლები წონით  იცრებიან სამშობიაროდან გაწერამდე წონის კორექციის შემთხვევაში;

● ავადმყოფი ახალშობილები, მათ შორის კანზე გენერალიზირებული ცვლილებებით;

 

4. დიფთერია/ყივანახველა/

ტეტანუსი (DPT) 

 (ყივანახველას უჯრედული ან არაუჯრედული კომპონენტით)   

უკუჩვენება

მძიმე   ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის  კომპონენტზე;

ენცეფალოპათიები (მაგ. კომა, გონების დაკარგვა, პროლონგირებული კრუნჩხვა ვაქცინის წინა დოზის

მიღებიდან 7 დღის განმავლობაში);

პროგრესირებადი ნევროლოგიური აშლილობები – ბავშვთა ასაკის აფებრილური კრუნჩხვები ანამნეზში (ვაქცინაცია ტარდება ყივანახველის კომპონენტის გარეშე);

თერაპიას დაუქვემდებარებელი ეპილეფსია, პროგრესირებადი ენცეფალოპათია (ვაქცინაცია გადადეთ ნევროლოგიური სტატუსის გარკვევამდე და სტაბილურობამდე);

  გაფრთხილება

ცხელება > 40.5 °C არაუგვიანეს 48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ;

კოლაფსი ან შოკის მსგავსი სტატუსი  ე.წ. ჰიპოტონურ-ჰიპორესპონსიული ეპიზოდი არაუგვიანეს 48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ;

კრუნჩხვები არაუგვიანეს 3 დღისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ;

შეუჩერებელი ხანგრძლივი ყვირილი და/ან ტირილი > 3 საათის განმავლობაში და არაუგვიანეს 48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ;

ზომიერი ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე  – გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!

5. დიფთერია/ტეტანუსი (DT)

ტეტანუსი/დიფთერია (TD)

უკუჩვენება მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის  კომპონენტზე;

              გაფრთხილება

გიენ-ბარეს სინდრომი აცრიდან <6 კვირის განმავლობაში ვაქცინის წინა დოზის მიღებიდან (ტეტანუსის ტოქსოიდის გამო);

ზომიერი ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე – გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!

 

6. ოპვ  პოლიომიელიტი (OPV)/

იპვ პოლიომიელიტი (IPV)

უკუჩვენება

მძიმე  ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;

აივ ინფექცია კლინიკური ნიშნებით;

ორსულობა;

     გაფრთხილება

თანდაყოლილი იმუნოდეფიციტები, ხანგრძლივი იმუნოსუპრესიული თერაპია;

● ბავშვები დადასტურებული, თანდაყოლილი იმუნოდეფი-ციტით აივ ჩათვლით იცრებიან ინაქტივირებული პოლიო ვაქცინით (იპვ);

ზომიერი ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე – გადადეთ  ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!   

7. წითელა/წითურა/ყბაყურა

(MMR)

უკუჩვენება

მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის  კომპონენტზე;

იმუნოდეფიციტები (მაგ. ჰემატოლოგიური და სისმსივნური წარმონაქმნები, ხანგრძლივი იმუნოსუპრესიული მკურნალობა ან მძიმე სიმპტომური აივ ინფექცია);

ორსულობა;

არაგანკურნებული აქტიური ტუბერკულოზი;

ანაფილაქსიური რეაქცია კვერცხის ცილაზე; აცრა ტარდება ქათმის ფიბრობლასტით ან ადამიანის დიპლოიდურ უჯრედებზე დამზადებული ვაქცინებით;

                             გაფრთხილება

ანტისხეულების შემცველი სისხლის პროდუქტების ბოლო გადასხმიდან ინტერვალი <11 თვე (სპეციფიური ინტერვალი დამოკიდებულია გადასხმულ პროდუქტზე);

ზომიერი ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე – გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!

 

8. B ვირუსული ჰეპატიტის B-ს (HB) 

 უკუჩვენება მძიმე   ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის  კომპონენტზე;

     გაფრთხილება

ახალშობილები 2 000 გრამზე ნაკლები წონით (გარდა HbsAg ინფიცირებული დედებისაგან დაბადებული ბავშვები – უტარდებათ აქტიურ-პასიური იმუნიზაცია); 

ზომიერი ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე – გადადეთ   ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!

9. ბ ტიპის ჰემოფილუს

ინფლუენცა (HIB)

 უკუჩვენება მძიმე   ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის  კომპონენტზე;

      გაფრთხილება

6 კვირაზე ნაკლებ ასაკში ვაქცინაცია არ ტარდება;

ზომიერი ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან

მის გარეშე – გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!

 

ა) უკუჩვენებათა ზუსტი/დეტალური ჩამონათვალი ყოველთვის უნდა დაზუსტდეს ვაქცინის თანმხლებ

ინსტრუქციაში;

ბ) ტდ ვაქცინაცით აცრა ორსულებისათვის უკუჩვენებას არ წარმოადგენს;

    მუხლი 13. ცრუ უკუჩვენებებისჩამონათვალი

1. დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც არ წარმოადგენენ აცრების უკუჩვენებას

ა) მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე;

ბ) პერინატალური ენცეფალოპათია;

გ) სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა  (მათ შორის ცერებრული დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კონტროლირებადი კრუნჩხვები);

დ) ანემია, ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი;

ე) თიმუსის ჩრდილის გადიდება;

ვ) ალერგია, ასთმა, პოლინოზი, ეკზემა, დიათეზი;

ზ) განვითარების მანკები, ფერმენტოპათია;

თ) დისბაქტერიოზი;

ი) ადგილობრივად გამოყენების სტეროიდები, ანტიმიკრობული პრეპარატები;

კ) ჰიპოტროფია;

ლ) დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე);

მ) ინფიცირებულ პირთან კონტაქტი და/ან გადატანილი  ინფექციური  დაავადება ახლო წარსულში;

ნ) დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ);

ო) სეფსისი ანამნეზში;

პ) აუტოიმუნური დაავადება (წითელი მგლურა, რევმატიული ართრიტი);

ჟ) ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება;

რ) მკურნალობას დაქვემდებარებული ეპილეფსია;

ს) ორსულობა – დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტები;

ტ) ბუნებრივი და/ან ხელოვნური კვება;

უ) ოპერაციის წინა და/ან შემდგომი პერიოდი;

ფ) რეციპიენტის რეპროდუქციული ასაკი;

    მუხლი 14. უსაფრთხო იმუნიზაციის წესები

1. იმუნიზაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამედიცინო პერსონალი ვაქცინაციის დაწყებამდე ვალდებულია ვიზუალურად დარწმუნდეს ვაქცინის ვარგისიანობაში (უსაფრთხოებაში) და ყოველთვის  შეამოწმოს: ვაქცინის ფლაკონისა და ვაქცინის მდგომარეობა, მისი ეტიკეტი, ვარგისიანობის ვადა და თერმოინდიკატორის ჩვენება – კონტამინაციის, სხვადასხვა სახის დაზიანების, დაბალი ან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ნიშნების გამორიცხვის მიზნით;

2. ვაქცინის გამოყენება აკრძალულია და ექვემდებარება ჩამოწერა/განადგურებას თუ:

ა. ფლაკონზე შეინიშნება ბზარები და/ან სითხის გამოჟონვის ნიშნები;

ბ. ვაქცინა ვიზუალურად შეცვლილია ან მასში შეინიშნება მცურავი ნაწილაკები;

გ. გახსნილი ფლაკონი დასველებულია;

დ. ფლაკონის სახურავის მთლიანობა დაირღვა არასტერილური ნემსით;

ე. ლიოფილიზებული ვაქცინის აღდგენიდან გასულია 6 საათი და მეტი;

ვ. ფლაკონს არ აქვს ეტიკეტი ან ეტიკეტზე არ იკითხება წარწერები;

ზ. ლიოფილიზებული ვაქცინის ფლაკონზე არ არის მითითებული ვაქცინის აღდგენის თარიღი, საათი, წუთი;

თ. გამოყენებული თხევადი ვაქცინის ფლაკონზე არ არის მითითებული ფლაკონის გახსნის თარიღი;

ი. გასულია ვაქცინის ვარგისიანობის ვადა;

კ. ვაქცინის ფლაკონის თერმოინდიკატორის (ფთი) ჩვენება შეესაბამება III და IV დონეებს (ფთი აჩვენებს სითბოს ჯამურ ზემოქმედებას ვაქცინის ფლაკონზე. თუ თერმოინდიკატორის შიდა კვადრატმა დაიწყო გამუქება, მაგრამ ჯერ კიდევ ბაცია გარე წრეზე,  ფლაკონი გამოყენებული უნდა იქნას უფრო ადრე, ვიდრე ფლაკონები თერმოინდიკატორის უფრო ბაცი შიდა კვადრატით (იხ. მეთოდური სახელმძღვანელო);

ლ. ვაქცინას არ ახლავს იმავე  მწარმოებლის მიერ მოწოდებული შესაბამისი გამხსნელი;

მ.  დარღვეულია გამხსნელის ფლაკონის მთლიანობა და/ან გამხსნელი გაყინულია;

3. კატეგორიულად აკრძალულია:

ა. ლიოფილიზებული ვაქცინის აღსადგენად სხვა გამხსნელის გამოყენება. თითოეული სახის ლიოფილიზებული ვაქცინის აღსადგენად გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ვაქცინის თანმხლები, იმავე მწარმოებლისგან მოწოდებული გამხსნელი; არასათანადო გამხსნელის ან სხვა პრეპარატის გამოყენება გამხსნელად აქვეითებს ვაქცინის ეფექტურობას და შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე, ხანგრძლივი დარღვევა;

ბ. ვაქცინის აღდგენა წინასწარ, პაციენტის მოსვლამდე;

გ. არასტერილური შპრიცის და ნემსის გამოყენება ლიოფილიზებული ვაქცინის  აღდგენის მიზნით;

დ. ერთ შპრიცში სხვადასხვა ფლაკონიდან ამოღებული როგორც ერთი, ასევე, სხვა სახეობის ვაქცინების შერევა, თუ მწარმოებლის მიერ ვაქცინების ანოტაციაში არ არის სათანადო მითითება;

ე. ნემსის ჩატოვება ფლაკონის თავსახურავში;

ვ. შპრიცის წინასწარი ავსება ვაქცინით და ხანგრძლივი დროით დაყოვნება;

ზ. ვაქცინით შევსებული შპრიცის დადება მაგიდაზე, სკამზე და სხვა, ამცრელი კაბინეტიდან (სამანიპულაციო) შპრიცის გატანა და სიარული;

თ. ინექციის დასრულებისთანავე გამოყენებული ნემსიანი შპრიცი, ერთმანეთისგან განცალკევებისა (დაუშვებელია ნემსის გაღუნვა ან გადატეხვა ან გადაჭრა) და ქიმიური დამუშავების გარეშე, ჩააგდოს სპეციალურ გახვრეტისადმი მედეგ უსაფრთხო ყუთში, რომელიც გამოიყენება ნახმარი საინექციო აღჭურვილობის უსაფრთხო შეგროვებისა და განადგურებისათვის. ერთჯერადიც და თვითბლოკირებადი შპრიცებიც ნემსებთან ერთად გამოყენებისთანავე უნდა ჩაიყაროს უსაფრთხო ყუთში და ყუთის 3/4-ით შევსების შემდეგ განადგურდეს.

  ი. აკრძალულია გამოყენებული შპრიცების და ნემსების გადაყრა ღია, ადვილად მისაწვდომ ადგილას, სადაც შესაძლებელია მათზე ფეხის დადგმა და/ან აღება, გადაყრა საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად.

  კ. ვაქცინებთან ერთად მაცივრებსა და ცივ ყუთებში საკვები პროდუქტებისა და სხვა სამკურნალწამლო საშუალებების შენახვა;

თავი IV

    მუხლი 1 5. რეგისტრაცია და ანგარიშგება:

1. I დონეზე მოქმედი ფორმები (იხ. სახელმძღვანელო I დონისთვის):

ა) ფორმა 1.1. ბავშვთა აღრიცხვის ჟურნალი დაბადების წლის მიხედვით”;

ბ) ფორმა 1.2. ანგარიში მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესახებ”;

გ) ფორმა 1.3. აცრების გეგმა მომდევნო –––––––  წლისთვის”;

დ) ფორმა 063. პროფილაქტიკური აცრების რუკა;

ე) ფორმა 1.4. აცრების ყოველთვიური დაგეგმვისა და აღრიცხვის ჟურნალი”;

ვ) ფორმა 1.5. 1 თვეზე მეტი, მუდმივი უკუჩვენებების და უარის აღრიცხვის ჟურნალი”;

ზ) ფორმა 1.6. ვაქცინების, შპრიცების და უსაფრთხო ყუთების აღრიცხვის ჟურნალი”;  

თ) ფორმა 1.7  ტემპერატურის რეგისტრაცია მაცივარში”;

ი) ფორმა 1.8. ანგარიში ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ”;

კ) ფორმა 1.9. ასაცრელი მასალების საჭიროების გამოანგარიშების ცხრილი~.

2. II-III-IV დონეზე მოქმედი ფორმები (იხ. სახელმძღვანელო II დონისთვის):

ა) ფორმა 2.2. მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების ჯამური ანგარიში”;

ბ) ფორმა 2.3. აცრების გეგმა მომდევნო –––––––  წლისთვის”;

გ) ფორმა 2.6. ვაქცინების, შპრიცების და უსაფრთხო ყუთების აღრიცხვის ჟურნალი”;

დ) ფორმა 2.7  ტემპერატურის რეგისტრაცია მაცივარში”;

ე) ფორმა 2.8. ანგარიში ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ”.

ვ) ფორმა 2.9. ასაცრელი მასალების საჭიროების (უსაფრთხო მარაგის) გამოანგარიშების ცხრილი”;

ზ) ფორმა 2.10. ვაქცინების, შპრიცების წლიური საჭიროების ფორმა”.

თ) საანგარიშგებო ფორმებს I დონეზე ადგენს უბნის სათანადო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი. II-III დონეზე კი – იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი პირი. საერთო რაიონულ გეგმას (2.3) ამტკიცებს სჯც/სჯს-ის დირექტორი (ხელმძღვანელი). ყველა საანგარიშო ფორმის 1 ასლი რჩება დაწესებულებაში. სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომელთანაც ანგარიშვალდებული არიან I დონის დაწესებულებები (უბნები) პირადად აგებენ პასუხს საანგარიშგებო ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხსა და დროულობაზე.

ი) III-IV დონეებზე მიღებული საანგარიშო ფორმების მონაცემები ერთიანდება კომპიუტერული პროგრამის მონაცემთა ბაზაში.

კ)   სარეგისტრაციო, საანგარიშგებო ფორმების შევსება უნდა მოხდეს დკსჯე ცენტრის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული მეთოდური სახელმძღვანელოების მიხედვით;

ლ) სააღრიცხო-საანგარიშგებო ფორმებში მითითებული ვაქცინების დანაკარგის კოეფიციენტები სარეკომენდაციოა, ის ცვალებადია ყოველი დაწესებულებისა და ადმინისტრაციული ერთეულისთვის, დამოკიდებულია მოსახლეობის სიმჭიდროვესა და ფლაკონში ვაქცინის დოზების ოდენობაზე. ყოველი დაწესებულება და ადმინისტრაციული ერთეულის სჯდ ცენტრი ვალდებულია ყოველწლიურად გამოიანგარიშოს თითოეული ვაქცინის დანაკარგის კოეფიციენტი და მის შესაბამისად გამოთვალოს ასაცრელი მასალების წლიური საჭირო რაოდენობა (დოზებში/ცალებში).

3.   25%-იანი სარეზერვო მარაგი (1,25 კოეფიციენტი) განისაზღვრება მხოლოდ ცენტრალური დონისთვის და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად მიეწოდება ადმინისტრციული ერთეულის (ავტონომიური რესბუბლიკა/მხარე/ქალაქი/რაიონი) სჯდ ცენტრს.

    მუხლი 1 6. საანგარიშგებო ფორმების წარდგენის სიხშირე და ვადები:

 

ფორმის №

ფორმის დასახელება

ანგარიშგების სიხშირე

ანგარიშგების ვადა

(არაუგვიანეს)

ანგარიშგების დონე

 

I დონე

1.2

ანგარიში მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესახებ

წელიწადში ერთხელ

10 ნოემბერამდე

II დონე (გაერთიანება ან ადგილობრივი სჯდც)

1.3

აცრების გეგმა მომდევნო წლისათვის

წელიწადში ერთხელ

10 ნოემბერამდე

II დონე (გაერთიანება ან ადგილობრივი სჯდც)

1.8

ანგარიში ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ

ყოველთვიურად

მიმდინარე თვის

30 რიცხვი

II დონე (გაერთიანება ან ადგილობრივი სჯდც)

მომდევნო თვის

3 რიცხვი

ქალაქის/რაიონის სჯდ ცენტრი

1.9

ასაცრელი მასალების საჭიროების გამოანგარიშების ცხრილი

ყოველთვიურად

(კვარტალურად დასაშვებია რთული კლიმატური პირობებისას)

 

ა/რ, ,,სამხარეო”

სჯდ ცენტრი

 

 

კვარტალურად

 

დკსჯეც

 

II-III დონე

2.2

ანგარიში მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესახებ

წელიწადში ერთხელ

15 ნოემბერი

II-III დონეებს (ადგილობრივი და ,,სამხარეო” სჯდ ცენტრები

 

20 ნეომბერი

ა/რ, ,,სამხარეო”

სჯდ ცენტრი

 

30 ნოემბერი

დკსჯეც

 

2.3

აცრების გეგმა მომდევნო წლისათვის

წელიწადში ერთხელ

15 ნოემბერი

II-III დონეებს (ადგილობრივი და ,,სამხარეო” სჯდ ცენტრები

 

20 ნოემბერი

ა/რ, ,,სამხარეო” სჯდ ცენტრი

30 ნოემბერი

დკსჯეც

 

2.8

ანგარიში ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ

ყოველთვიურად

მომდევნო თვის

5 რიცხვი

ა/რ, ,,სამხარეო”

სჯც /სჯს

მომდევნო თვის

7 რიცხვი

დკსჯეც

 

2.10.

ვაქცინების, შპრიცების წლიური საჭიროების ფორმა

წელიწადში ერთხელ

15 დეკემბერი

ა/რ, ,,სამხარეო”

სჯდ ცენტრი

წელიწადში ერთხელ

20 დეკემბერი

დკსჯეც

 

 

შენიშვნა: საანგარიშგებო ფორმების ოპერატიულად წარდგენის მიზნით, დასაშვებია მათი ელექტრონული ვერსიების მიწოდება III-IV დონეებისთვის, იდენტური ორიგინალების მაქსიმუმ 10 დღეში წარდგენით.

 

 


პირველადი სახე (28/06/2010 - 04/08/2010)
დანართები (2)