Comments

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

“ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილებით დამტიცდა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 58– ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის ან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–8 მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1–1/1254 ბრძანება, რომელიც შინაარსობრივად იდენტურია და იგივე სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს, რასაც არეგულირებს ზემოხსენებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილება.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

"ტექნიკური რეგლამენტის - განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე"საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N61 დადგენილებით დამტიცდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესი. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 58– ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის ან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–8 მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანება, რომელიც შინაარსობრივად იდენტურია და იგივე სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს, რასაც არეგულირებს ზემოხსენებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N61 დადგენილება.

ხერხეულიძე's picture
ხერხეულიძე (ნოდარ ხერხეულიძე)
სხვა
Registration Date: 2011/04/03
Last visit: 2019/12/21 14:01:09
Contact - All comments

ძალიან კარგად არის კანონპროექტი ფინანსურად დასაბუთებული: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას, პროექტის მიღებამ შეიძლება მოახდინოს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. „შეიძლება“ :-D

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
Registration Date: 2011/07/24
Last visit: 2018/09/07 19:54:27
Contact - All comments

სამოქალაქო კოდექსში ქორწინება როგორც ქალის და მამაკაცის კავშირია განმარტებული. გაასაჩივრონ გეებმა საკონსტიტუციოში და საინტერესო ქეისი იქნება.:) სხვათაშორის ევროსასამართლო ჰომოსექსუალური ქორწინების აკრძალვას, ევროპის კონვენციის დარღვევად არ აფასებს და შესაბამისად მეეჭვება საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილოს მასეთი სარჩელი.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

“საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების შესახებ”საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N71 დადგენილებით დამტიცდა
1. ტექნიკური რეგლამენტი - ,,ბეტონის და რკინაბეტონის კონსტრუქციები” ;
2. ტექნიკური რეგლამენტი - ,,შენობების და ნაგებობების ფუძეები’’;
3. ტექნიკური რეგლამენტი - ,,სეისმომედეგი მშენებლობა” ;
4. ტექნიკური რეგლამენტი - ,,წყალმომარაგების და კანალიზაციის გარე ქსელები და ნაგებობები”;
5. ტექნიკური რეგლამენტი - ,,სამშენებლო კლიმატოლოგია” .
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 58– ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის ან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–8 მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს:
1. „სამშენებლო ნორმების და წესების – ,,ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტუქციები” (პნ 03.01-09) – დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის №1-1/2391 ბრძანება;
2. „სამშენებლო ნორმებისა და წესების - „შენობების და ნაგებობების ფუძეები (პნ 02.01-08) ” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 17 სექტემბრის №1-1/1924 ბრძანება;
3. „სამშენებლო ნორმების და წესების – „სეისმომედეგი მშენებლობა“ (პნ 01.01-09) – დამტკიცების შესახებ“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 7 ოქტომბრის №1-1/2284 ბრძანება;
4. „სამშენებლო ნორმების და წესების – „წყალმომარაგების და კანალიზაციის გარე ქსელები და ნაგებობები“ (მწ 07.01-09)“ – დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 7 ოქტომბრის №1-1/2288 ბრძანება.
5. „დაპროექტების ნორმების – „სამშენებლო კლიმატოლოგია“ – დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 25 აგვისტოს №1-1/1743 ბრძანება.
აღნიშნული, ნორმატიული აქტები შინაარსობრივად იდენტურია და იგივე სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს, რასაც არეგულირებს ზემოხსენებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N71 დადგენილება.

shinjikashvili4545 (დავით შინჯიკაშვილი)
საბანკო სამართალი
Registration Date: 2014/01/22
Last visit: 2014/01/23 14:50:22
Contact - All comments

როგორ არის გამოთვლილი ეს ფორმულა? და მაინტერესებს ტარიფები რა კრიტერიუმებით არის დადგენილი. გმადლობთ

ucha-tamuna (ucha odishelidze)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2013/11/14
Last visit: 2014/05/14 00:12:32
Contact - All comments

გეთანხმებით, მართლაც საკმაოდ საინტერესო ქეისი იქნება, რომ გაასაჩივრონ. რამდენად დააკმაყოფილებს, არ ვიცი, ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მხოლოდ საქართველოს კოსნტიტუციის შესაბამისად იღებს და თუ არაკონსტიტუციურად სცნობს მაგ მუხლს, ვერც ვერავინ შეედავება. :)

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

“ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №78 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების პროდუქტების ასორტიმენტიდან იკრძალება არაპასტერიზებული რძის გამოყენება, ხოლო ამავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში არაპასტერიზებული რძე აუცილებლად უნდა ადუღდეს მოხმარებამდე, ე.ი. ზემოხსენებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს ეწინააღმდეგება, ამავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, თუ, იკრძალება არაპასტერიზებული რძის გამოყენება, შესაბამისად არ უნდა მოხდეს არაპასტერიზებული რძის ადუღება და შემდეგ გამოყენება. ამდენად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №78 დადგენილებით დამტკიცებულ წესში და ზემოხსენებული ხარვეზი გასწორდეს.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის N155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ; „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის N155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

155

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

ცივი იარაღი ტარებაზე, ისევე როგორც ნარკოტიკული ნივთიერების მცირე ოდენობით შეძენა, შენახვი, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისა და ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოყვანა კულტივაციაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობით პასუხისმგებლობის (შრაცხაობის) ზღვრული ასაკია 14 წელი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება 16 წლის ასაკს მიღწეულს ს.ს.კ–ში შესული ცვლილებით,მხოლოდ ცივი იარაღის ტარებისათვის და მარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულს ეკისრება პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა 14–იდან 16 წლამდე მოზარდებზე შეუძლებელია ასეთი არამართლზომიერი ქმედებების ჩადენისას, შესაბამისად ამავე ასაკის მოზარდებს ს.ს. პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრებათ. აღნიშნული საკითხი საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებების მოთხოვნათა გათვალისწინებით აუცილებელ რეგულაციას საჭიროებს.

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

ცივი იარაღი ტარებაზე, ისევე როგორც ნარკოტიკული ნივთიერების მცირე ოდენობით შეძენა, შენახვი, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისა და ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოყვანა კულტივაციაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობით პასუხისმგებლობის (შერაცხადობის) ზღვრული ასაკია 14 წელი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება 16 წლის ასაკს მიღწეულს ს.ს.კ–ში შესული ცვლილებით,მხოლოდ ცივი იარაღის ტარებისათვის და მარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულს ეკისრება პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა 14–იდან 16 წლამდე მოზარდებზე შეუძლებელია ასეთი არამართლზომიერი ქმედებების ჩადენისას, შესაბამისად ამავე ასაკის მოზარდებს ს.ს. პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრებათ. აღნიშნული საკითხი საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებების მოთხოვნათა გათვალისწინებით აუცილებელ რეგულაციას საჭიროებს. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება 14–16 წლის მოზარდზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს?

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

მშობლისთვის ასეთი ქმედება თუ თავიდან ვერ აირიდა მიუხედავად მის მიერ მიღებული ზომებისა რამდენად გამართლებულია (172–ე მუხლი) თუ მშობელს აკისრებს კანონმდებელი შვლილის მიერ ნარკოტიკების მოხმარებისა და ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხისმგებლობას, ნარკოტილების მცირე ოდენობით შეძენის, შენახვის და გადაზიდვის შემთხვევაში ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? ასევე ნარკოტიკების მცირე ოდენობით მოყვანისათვის? სახდელი ასეთ შემთხვევებში მშობელს დაეკისრება და ს. ს. პასუხისმგებლობის განსაზღვრა 14–16–წლამდე კვლავ შეუძლებელი იქნება ცივი იარაღის და მხოლოდ ნარკოტიკების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის.ამ ასაკის მოზარდმა პასუხისმგებლობა არამატერიალური სახდელის დადებით რომ იგრძნოს სასურველი ხომ არ არის?

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

172–ე მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედების არასრულწლოვნის(14–16წ) მიერ ჩადენის შემთხვევა გათვალისწინებული არ არის კანონმდებლის მიერ. ვის უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მითითებულ ასაკში ჩაიდინა ასეთი ქმედება მოზარდმა? იმავე მუხლში არ არის, მსგავსად აღნიშნული გარემოებისა, მითითებული ნარკოტიკების მცირე ოდენობით შეძენა, შენახვის ფაქტზე ამ მოზარდების მშობლის პასუხისმგებლობაზე.

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

14–16 წლამდე მოზარდებს ცივი იარაღის ტარებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ისევე როგორც, ნარკოტიკების მოხმარებისათვის არ ეკისრებათ, შესაბამისად ამ ასაკის მოზარდების მიერ მითითებული მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მაკვალიფიცირებელი გარემოებების დადგომა შეუძლებელია. თუ შვილი ჩაიდენს ზემოთ აღნიშნულ გადაცდომას და მშობელი შეიქმნება ამ ქმედებებისთვის(ცივი იარაღის ტარება, ნარკოტიკების მოხმარება) ადმინისტრაციულსახდელდადებული კანონის სიტყვა სიტყვითი გაგებით მასვე უნდა დაეკისროს ს. ს. პასუხისმგებლობა, იმისთვი რაც არ ჩაუდებია?(მან მხოლოდ დამავალმდებელი ნორმის მოთხოვნა არ შეასრულა ან სულაც ვერ შეძლო მისი შესრულება)

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ, თუ შესაძლებელია იმ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენებაც, რომლებმაც ნარკოტიკების მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, დათესვა, მოყვანა, კულტივაცია განახორციელეს და შესაბამისად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ? ასეთი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში კი 14–16 წლამდე მოზარდები არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის წესით პასუხს არ აგებენ, ისევე როგორც მათი მშობლები ან მზრუნველები.(ადმ. სამარ. კოდ.45–ე, 100–ე მეორე პრიმა და 172–ე მუხლები).

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

მე–20 მუხლით გათვალისწინებული საავტომობილო ტრანსპორტის მინიმალური ტარიფები არის თუ არა დადგენილი?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

“ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების” დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N36 დადგენილებით დამტიცდა ტექნიკური რეგლამენტი- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 58– ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის ან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–8 მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს “ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №1-1/1567 ბრძანება, რომელიც შინაარსობრივად იდენტურია და იგივე სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს, რასაც არეგულირებს ზემოხსენებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N36 დადგენილება.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

“ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N6 დადგენილებით დამტიცდა ტექნიკური რეგლამენტი- ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესი. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 58– ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით.ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის ან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–8 მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს “ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმის და დამზადების წესის” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №1-1/1570 ბრძანება, რომელიც შინაარსობრივად იდენტურია და იგივე სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს, რასაც არეგულირებს ზემოხსენებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N6 დადგენილება.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

“ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N60 დადგენილებით დამტიცდა ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 58– ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის ან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–8 მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანება, რომელიც შინაარსობრივად იდენტურია და იგივე სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს, რასაც არეგულირებს ზემოხსენებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N60 დადგენილება.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N12 დადგენილებით დამტიცდა ტექნიკური რეგლამენტი-ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 58– ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით.ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის ან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–8 მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის„ დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №1-1/1566 ბრძანება, რომელიც შინაარსობრივად იდენტურია და იგივე სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს, რასაც არეგულირებს ზემოხსენებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N12 დადგენილება.

mkvitsiani's picture
mkvitsiani (მარიანა კვიციანი)
სხვა
Registration Date: 2012/01/09
Last visit: 2015/05/27 15:31:01
Contact - All comments

განკარგულება #170 და კიდევ უამრავი მთავრობის განკარგულება რომლის ცვლილებებსაც აქვეყნებთ არ დევს საიტზე, ყოველშემთხვევაში არ იძებნება და იქნებ გაითვალისწინოთ..

ამ ეტაპზე ხდება როგორც მიმდინარე, ასევე ძველი განკარგულებების გამოქვეყნება. შესაბამისად, რამდენიმე თვის შემდეგ მოხდება მთავრობის განკარგულებების ბაზის შევსება და სრულყოფა.

paganini (დავით გელაშვილი)
სხვა
Registration Date: 2014/02/05
Last visit: 2014/02/05 17:27:12
Contact - All comments

3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადით, ჩოგანბადით და ეკრანით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება,აკვალანგებისა და სასუნთქი მოწყობილობების გარეშე

.ეკრანი უნდა ამოიღოთ სპორტული თევჭერიდან და აკრძალულ მეთოდებსი უნდა ჩაიწეროს.

paganini (დავით გელაშვილი)
სხვა
Registration Date: 2014/02/05
Last visit: 2014/02/05 17:27:12
Contact - All comments

19. პარაშუტისებრი (გუმბათის ტიპის) ბადეები – აქტიური მოქმედების თევსაჭერი იარაღები, რომლებითაც თევზჭერა ემყარება წყლის სივრცეში ვერტიკალური დაფარვის წყალგაწურვის პრინციპებს.

აუცილებლად ასაკრძალია

paganini (დავით გელაშვილი)
სხვა
Registration Date: 2014/02/05
Last visit: 2014/02/05 17:27:12
Contact - All comments

23. სპინინგი – გასაშლელი და დასახვევი მოწყობილობით აღჭურვილი ანკესი.

სპინინგი თევზაობის სტილია ისევე როგორც ფიდერ ფიშინგი,კარპ ფიშინგი და ა.შ. ასე რომ ეს მონაკვეთი ამოსაღებია....

paganini (დავით გელაშვილი)
სხვა
Registration Date: 2014/02/05
Last visit: 2014/02/05 17:27:12
Contact - All comments

პ.თ) კარჩხანა – 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე;

ეს თევზი საქართველოს ენდემი არ არის და ხელოვნურა არის ჩასახლებული ადგილობრივ წყლებში მისი დიდი პოპულაციის გამო უმჯობესი იქნება თუ კარჩხანის დაჭერაზე შეზღუდვა საერთოდ მოიხსნება

lament's picture
lament (დავით ნამთალაშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/04/26
Last visit: 2022/12/11 01:23:38
Contact - All comments

გამარჯობა, მე მაინტერესებს ზემოთ კომენტარში იყო მითითებული რომ სამუშაო დღეების მიხედვით შვებულების გამოთვლისას ორშაბათი-პარასკევი ჩაითვლება სამუშაო დღედ, ხოლო შაბათი კვირა როგორც დასვენების დღეები. თუ შეიძლება დადოთ ბმული კონკრეტულად სად არის აღნიშნული განმარტება??? მე შრომის კოდექსში რაიმე მითითება დღეებთან დაკავშირებით არ მინახავს.

lament's picture
lament (დავით ნამთალაშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/04/26
Last visit: 2022/12/11 01:23:38
Contact - All comments

ერთი საკითი მაინტერესებს. დავუშვათ კომპანიამ გაყო 24 სამუშაო დღიანი შვებულება 2 ნაწილად. 12 დღე მისცა ზაფხულში. შემდეგი 12 თვე უწევდა ზამთარში მაგრამ საწარმოს აუცილებლობიდან არ მისცეს. როგორ ჩაითვლება ეს საკითხი??? ანუ როგორც გადატანილი შვებულება თუ როგორც მიღებული?? და მომდევნო წელს რომ იგივე განმეორდეს?? რა ბედი ეწევა მიუღებელ შვებულებას???

tatulina (tatiana jashi)
სხვა
Registration Date: 2014/02/06
Last visit: 2014/02/06 12:42:11
Contact - All comments

ამიხსენით ეს ფორმა როგორ გავაგზავნო ელექტრონულად? თუ მივიტანო საგადასახადოში შევსებული,. 2 სამსახურში ვმუშაობდი და ორივე ბანკის რეკვიზიტები მიუთითი სადაც ხელფასი მერიცხებოდა>?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

“სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ”საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით დამტიცდა სამსახურებრივი ავტომანქანების შესყიდვისა, განაწილების და გამოყენების წესი. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს ,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულება, რომელიც შინაარსობრივად იდენტურია და იგივე სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს, რასაც არეგულირებს ზემოხსენებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილება.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტიცდა ტექნიკური რეგლამენტი-სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 58– ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით.ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის ან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–8 მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463 ბრძანება, რომელიც შინაარსობრივად იდენტურია და იგივე სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს, რასაც არეგულირებს ზემოხსენებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილება.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ”საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით დამტიცებული წესის მე–6 მუხლის მე–4 პუნტის წინადადება „ავტომობილების ჩანაცვლება ხდება მხოლოდ ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით“, ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 1 მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომლითაც სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ, ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების, ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ჩანაცვლება, ე.ი. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი შემსყიდველ ორგანიზაციას უფლებას აძლევს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების, ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლების პროცედურა, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილება ითხოვს ზემოხსენებული შესყიდვა განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ, კერძოდ: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე საქართველოს მთავრობის დადგენილებას, ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 1 მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები და არა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით დამტიცებული წესის მე–6 მუხლის მე–4 პუნტის მოთხოვნები, რაც ხელს შეუშლის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მიზნების განხორცილებას. ამდენად, ზემოხსენებული ხარვეზი უნდა გასწორდეს ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 1 მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილებები ან “სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ”საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით დამტიცებული წესის მე–6 მუხლის მე–4 პუნტში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები.

natalie_nato (ნატო)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2014/02/07
Last visit: 2014/02/10 10:18:31
Contact - All comments

მცირე მეწარმე ახორციელებს ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატების წარმოებას (ხინკალი, პელმენი...).მაინტერესებს: 1.რა საბუთი უნდა მოითხოვოს ცოცხალი ხორცის შესყიდვისას? 2.თავადაც ვალდებულია თუ არა დარეგისტრირდეს ბიზნეს ოპერატორად? 3. იმპორტირებული გაყინული ხორცის შესყიდვისას თუ ჭირდება ე.წ. ფორმა N2? 4.თუ პირველ შემოწმებისას აღმოაჩნდა ე.წ. დაუბეჭდავი ანუ ფორმა#2-ის გარეშე ნაყიდი ხორცისგან დამზადებული პროდუქცია, რა სანქცია დაეკისრება, თუ ხორცი ნამდვილად კარგია და შეესაბამება მოთხოვნებს?

ak.dobo (აკაკი დობორჯგინიძე)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2014/02/08
Last visit: 2014/02/08 22:41:06
Contact - All comments

სამართლიანობისა და სასამართლო სისტემების ნდობის აღდგენის მიზნით სასურველი იქნება 310–ე მუხლის ზ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი ან მტკიცებულება არ ან/და ვერ იქნა წარმოდგენილი ბრალდებულის/ბრალმდებელის მიერ და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

ნიკოლოზი ნამი (ნიკოლოზ ნამიჭეიშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2014/02/16
Last visit: 2014/07/11 17:32:34
Contact - All comments

მუხლი 206.გადასახადისგან გათავისუფლება - ტ) ქვეპუნქტი ამბობს, რომ 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან. რა პრინციპით მოხდა ამ ზღვარის დაწესება? და რატომ არ ხდება იმ ფიზიკური პირების გათავისუფლება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეზე ქონების გადასახადისგან , რომლებმაც მიწა შეიძინეს 2004 წლის 1 მარტის შემდეგ.

mgagnidze (mari gagnidze)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
Registration Date: 2014/02/16
Last visit: 2014/02/16 22:52:15
Contact - All comments

თუ ფიზიკური პირი ყიდვა-გაყიდვას აწარმოებს იჯარით აღებულ (20კვ/მ) ფართში(აქვს საჩუქრების მაღაზია), იჯარას 20%-ით ბეგრავს, მისი ერთობლივი შემოსავალი თვის განმავლობაში არ აღემატება 1500 ლარს, შეუძლია თუ არა მოითხოვოს მიკრო ბიზნესის სერთიფიკატი, რის საფუძველზეც გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან

ზაური (ზაური კაჭარავა)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2014/02/14
Last visit: 2014/02/21 22:53:34
Contact - All comments

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე
კანონი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”. თავი III (ტენდერი), მუხლი II - სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი.K სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მოადგილე, ხოლო წევრებად ამავე ორგანიზაციის თანამშრომლები. კომისიის თავმჯდომარეს გააჩნია კომისიის წევრებზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტები, რაც დაინტერესების შემთხვევაში განაპირობებს კომისიის არაობიექტურ გადაწყვეტილებას. კანონმდებლობით კომისიის თავმჯდომარის ვინაობა, განაცხადების მიღების დაწყებამდე, საზოგადოებისათვის ცნობილიa. ტენდერში მონაწილე პირებისათვის იქმნება საუკეთესო პირობები კონტაქტში შევიდნენ კომისიის თავმჯდომარესთან ან მაღალ თანამდებობის პირებთან; სახეზეა ორმხრივი ფინანსური ინტერესები. მიმდინარე წლის თებერვალშi პრესით (გაზეთი “ვერსია” და სხვა), ტელევიზიით (პირველი არხი, რუსთავი 2) არაერთი ბრალდება გაისმა პარლამენტართა თუ მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ ტენდერების ჩაწყობის თაობაზე.
ასეთ პირობებში კანონის მიზნები შეუსრულებელი რჩება.
სახელმწიფო შესყიდვების მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებისათვის, აუცილებელია კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა.
am მიზნით გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:
1. შემსყიდველ ორგანიზაციaSi შეიქმნას მუდმივმოქმედი სატენდერო კომისია, ერთი წლის საბიუჯეტო ვადით. სატენდერო კომისია განისაზღვროს (პირობითად) 21 წევრის შემადგენლობით; შემსყიდველი ორგანიზაცია (1) წარადგენს თავმჯდომარის სამ, ხოლო წევრების ცხრა კანდიდატურას, დანარჩენ წევრების კანდიდატურებს წარადგენს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია (2), საზოგადოებრივი (3) და არასამთავრობო ორგანიზაციები (4). თითოეული ჯგუფიდან არანაკლები სამი პირისა. ჯგუფების სია შედის კომპიუტერში ცალცალკე, თითოეულს ენიჭება კოდი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით.
2 ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად, ტენდერის ჩატარების დღეს, irTveba კომპიუტერულ პროგრამა, რომელიც შემთხვევითი შერჩევის გზით მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრებისაგან ქმნის დროებითი სატენდერო კომისიას- შემსყიდველი ორგანიზაციიდან (1) თავმჯდომარე და სამი წევრი, დარჩენილი ჯგუფიდან (2,3,4) თითო-თითო წევრი, სულ 7 პირი. კომისიის წევრები იმავე დღეს იკრიბებიან. თუ კომისიამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, დგება ახალი კომისია. კეთდება კომისიის სხდომის ვიდეოჩანაწერი. ამ მეთოდში arsebiTia სატენდერო კომისიის წევრთა რაოდენობა 2-3 ჯერ da metad აღემატებოდეს დროებითი კომისიის წევრebs, რათა კომპიუტერს ჰქონდეს შერჩევის საშუალება;
მსგავსი სქემით ხორციელდება ტენდერები ქვეყნის მმართველობის ნებისმიერ დონეზე. კარგი იქნება თუ სამინისტროებთან და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან არსებული სოციალური დახმარების კომისიები დაკომპლექტდება ანალოგოურად.
არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადგილობრივი მმართველობის სრლოფისათვის“ სახელით
ზაური კაჭარავა ტელ. 555 268 990

mak-o (maia gogidze)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2014/02/12
Last visit: 2014/02/28 16:18:12
Contact - All comments

ე5ურხგფკ

გიგი გიორგაძე's picture
გიგი გიორგაძე (გიგი გიორგაძე)
სხვა
Registration Date: 2012/11/15
Last visit: 2024/01/02 02:33:31
Contact - All comments

დიდი ხანია მაქვს ასეთი სააგენტოს, უფრო სწორედ საბჭოს შექმნის იდეა და უკვე შემუშავებული კანონპროექტი, როგორ შეიძლება მივაწოდო ის, კომპეტენტურ ორგანოებს? მათ შორის ელექტრონულად?

მირანდა's picture
მირანდა (მირანდა)
კონსტიტუციური სამართალი
Registration Date: 2011/03/11
Last visit: 2015/05/12 09:36:40
Contact - All comments

კიდევ ერთი საკითხი, რაც ასეთ დაწესებულებას უკავშირდება: თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლები საჯარო მოსამსახურეები ხომ არ არიან? ახლახანს, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლს (თანამდებობის პირების ჩამონათვალი) დაემატა ასეთი აიპ–ების და შპს–ების დირექტორები. ასევე, მათ ნაწილს, უკვე ეკისრება ქონების დეკლარაციის ყოველწლიურად წარდგენის ვალდებულება. ეს ნიშნავს თუ არა, რომ თანამდებობები კონკურსის წესით უნდა შეივსოს? შესაბამისად, ეს კიდევ ხაზგასმით ხომ არ ადასტურებს, რომ ასეთ იურიდიულ პირებში მუშაობა საჯარო სამსახურად ითვლება?

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთავრობის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული ისევე როგორც ამ მუხლში ჩამოთვლილი ორგანოები, ამდენად ხომ არ არის საჭირო მუხლში მიწთითოს ხსენებულ სამსახურზე ცალკე?

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

კომენტარი ეხება მე–2 მუხლს. ყველა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ავტოტექნიკის შესყიდვა რეგულაციაში რომ მოექცეს ხომ არ ჯობია კანონი იქნეს მიღებული?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

ქალბატონო მირანდა, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლები არ არიან საჯარო მოსამსახურეები, ვინაიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლში ჩამოთვლილია ის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებები, რომლებიც ითვლება საჯარო სამსახურად, ზემოხსენებულ ჩამონათვალში არ არის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლები არ არიან საჯარო მოსამსახურეები. ამასთანავე, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საწარმოების, რომელთა (რომელთა შვილობილი საწარმოების) ხელმძღვანელებსაც ევალებათ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილების 32–ე მუხლის შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციის შევსება ევალება სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ხელმძღვანელს, რომლის წინა წლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური დეკლარაციის მიხედვით, აღემატება ასი ათას ლარს. ზემოხსენებული კანონით და დადგენილებით განსაზღვრულია იმ პირების ჩამონათვალი, რომლებიც ვალდებული არიან შეავსონ ქონებრივი დეკლარაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ხელმძღვანელები არიან საჯარო მოსამსახურეები.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების (5 თებერვალი, 2014 წ. N1971-IIს) შესაბამისად, კანონს დაემატა 134 4 მუხლი შემდეგი რედაქციით: „1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კონკურსის წესით უნდა შეივსოს, პირი კონკურსის წესით უნდა დაინიშნოს არაუგვიანეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120-ე დღისა.“, ე.ი ზემოხსენებული მუხლით ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები, რომლებიც დანიშნული არიან განუსაზღვრელი ვადით, კონკურსის წესით, ხელმეორედ უნდა დაინიშნონ აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის წესით. აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება ამავე, კანონის მე–13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტს, რომლითაც საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპია მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა, ე.ი. თუ, მოხელე დანიშნულია კონკურსის წესით, განუსაზღვრელი ვადით და მუშაობს წლების განმავლობაში, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე ხელახლა არ უნდა გამოცხადდეს კონკურსი, აღნიშნული გარემოება არღვევს საჯარო სამსახურის ძირითად პრინციპს მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობას. კანონში შეტანილი ცვლილებები ეწინააღმდეგება, ამავე, კანონის 23–ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც მოხელე სამსახურში ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება განუსაზღვრელი ვადით, ე.ი. თუ, მოხელე დანიშნულია კონკურსის წესით, განუსაზღვრელი ვადით და მუშაობს წლების განმავლობაში, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე ხელახლა არ უნდა გამოცხადდეს კონკურსი, ვინაიდან, აღნიშნული მოხელე დანიშნულია განუსაზღვრელი ვადით. ზემოხსენებული ცვლილებები ეწინააღმდეგება, საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლს, რომლითაც ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, ე.ი. თუ, თვითმმართველობის მოხელე დანიშნულია კონკურსის წესით, განუსაზღვრელი ვადით და მუშაობს წლების განმავლობაში და ის ვალდებულია, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურში ხელახლა მიიღოს მონაწილეობა, მაშინ იგივე ვალდებულება კანონმა უნდა დააკისროს სახელმწიფო მოხელესაც.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

როგორც ჩანს კანონის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კვალიფიციური საჯარო მოსამსახურეებით დაკომპლექტება. აღსანიშნავია, რომ თუ, მოხელემ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 81–ე მუხლის შესაბამისად, გაირა ატესტაცია და საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ დაადგინა, რომ პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, მაშინ რატომ ცხადდება მისი თანამდებობა ვაკანტური და რატომ უნდა დაიკავოს პირმა აღნიშნული თანამდებობა კონკურსის წესით, აღნიშნულ შემთხვევაში დაუდგენელია კანონის მიზნები.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიღებამდე, მოქმედი „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურსი შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების ფორმით, ხოლო ამავე წესის მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ე.ი აღნიშნული ნორმატიული აქტით დამსაქმებელს (საჯარო დაწესებულებას) სრულიად მარტივად შეუძლია გადაწყვიტოს მისთვის სასურველი პირის კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენის საკითხი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 134 4 –ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიერ დაკომპლექტებულმა საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ შეიძლება პოლიტიკური ნიშნით გამოავლინოს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში გამარჯვებული, ე.ი ზემოხსენებული გარემოებით დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლის მოთხოვნები, რომლითაც ყველა კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა. ამდენად, კანონში შეტანილი ცვლილებები ქმნის გარკვეულ საფრთხეს საჯარო მოხელეების პოლიტიკური ან სხვა ნიშნით დევნის. აღნიშნული გარემოება, დაარღვევს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ (ოქმი №12 რომი, 2000 წლის 4 ნოემბერი) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომლითაც კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, კონკურსი გამოცხადდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მხოლოდ იმ თანამდებობებზე, რომლებიც არის ვაკანტური.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 7 3 მუხლის მე–6 და მე–7 პუნქტები, რომლითაც პრემიერ-მინისტრისთვის კონტრასიგნაციისათვის გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი საჭიროებს მთავრობის სხდომაზე განხილვას და მოწონებას , ეწინააღდეგება საქართველოს კონსტიტუციის 73 1 –ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა და ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, ე.ი საქართველოს კონსტიტუციით მხოლოდ პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაცია და ცალკე საქართველოს მთავრობის თანხმობა (მოწონება) პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების კონტრასიგნაციას არ ჭირდება.

Tamar.D.'s picture
Tamar.D. (თამარი)
სხვა
Registration Date: 2014/02/24
Last visit: 2015/02/09 18:08:26
Contact - All comments

რამდენად ვრცელდება ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეებზე. თან თუ მხედველობაში მივიღებთ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს?