Comments

salomenatroshvili (სალომე ნატროშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/08/28
Last visit: 2014/03/28 16:32:01
Contact - All comments

კი, მართლაც შეცდომა :))

გიგი გიორგაძე's picture
გიგი გიორგაძე (გიგი გიორგაძე)
სხვა
Registration Date: 2012/11/15
Last visit: 2024/01/02 02:33:31
Contact - All comments

ფაილი-ჩანაწერების მოწესრიგებული ერთობლიობა, ან სხვა მონაცემთა ერთობლიობა, რომლებიც შენახულია კომპიუტერში ერთი დასახელებით

salomenatroshvili (სალომე ნატროშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/08/28
Last visit: 2014/03/28 16:32:01
Contact - All comments

"ან მიუთითოს, თუ როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე . “. მითითებული ალტერნატივის დამატება მიმსასალმებელია, ვინაიდან მოსამართლეებისთვის საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მითითებებისა და მინიშნებების მიცემა, იმის მიუხედავად, გაიზიარებენ თუ არა ისინი მას, ბუნებრივია, მოსამართლეზე ზეწოლის ერთ-ერთი საშუალება შეიძლება იყოს.

lali_go (ლალი გოჩელაშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/09/10
Last visit: 2013/09/10 12:47:06
Contact - All comments

მოგესალმებით, კარგი კანონპროექტია,მაგრამ მიმაჩნია, რომ 34-ე მუხლის სხვა ნაწილებშიც უნდა განხორციელდეს ცვლილება. კერძოდ,ა) ამ მუხლის მე-6 ნაწილით საკვალიფიკაციო გამოცდისაგან თავისუფლდებიან საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი ან მოქმედი წევრები და არაფერია ნათქვამი უზენაესი სასამართლოს ყოფილ წევრებზე(?). ბ) ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დადგენილი ვადა- 7 წელი ან უნდა გაუქმდეს ან ა გაიზარდოს 10-15 წლამდე, რადგან სასამართლოში დაბრუნდეს კვალიფიციური კადრი. გმადლობთ, რომ გაეცანით.

Lasharioni's picture
Lasharioni (ლაშა ქურდაძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
Registration Date: 2013/01/11
Last visit: 2024/04/17 20:41:59
Contact - All comments

ბატონო გიგი თქვენ გინდათ თქვათ Folder? :-)

Lasharioni's picture
Lasharioni (ლაშა ქურდაძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
Registration Date: 2013/01/11
Last visit: 2024/04/17 20:41:59
Contact - All comments

მაშინ რა სხვაობაა File-სა და Folder-ს შორის?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულება, რომლითაც დამტკიცდა საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესი, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, ვინაიდან, მოქმედი "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს. ზემოხსენებული ბრძანებულება ეწინააღდეგება "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის მოთხოვნებს."ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის "დ" და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებასთან მიმართებაში. ამდენად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს ზემოხსენებული ბრძანებულება.

გიგი გიორგაძე's picture
გიგი გიორგაძე (გიგი გიორგაძე)
სხვა
Registration Date: 2012/11/15
Last visit: 2024/01/02 02:33:31
Contact - All comments

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=9015 საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამის მიხედვით გაკეთებული გამარტება. ფოლდერი ფაილის სახეობაა, რომელშიც შეიძლება თავად არსებობდეს ფაილები, ფაილია ყველა ტექსტობრივი, ცხრილობრივი დოკუმენტი, ვიდეო და აუდიო მასალა და ა.შ. :-)

Lasharioni's picture
Lasharioni (ლაშა ქურდაძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
Registration Date: 2013/01/11
Last visit: 2024/04/17 20:41:59
Contact - All comments

ოკ. თუმცა ნეოლოგიზმის განმარტება, ვფიქრობ ფილოლოგების კომპეტენცია უფროა, ერთია სამართლებრივი გაგება, ხოლო მეორე ფილოლოგიური, აქ საკითხი არა file მნიშვნელობაზეა, არამედ მასზე როგორც განმარტებად ტერმინზე. :) http://www.ena.ge/ ორთოგრაფიულ ლექსიკონში შედეგი არ დგება, ამიტომაც დავსვი საკითხი. :)

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
Registration Date: 2011/07/24
Last visit: 2018/09/07 19:54:27
Contact - All comments

george harison სანამ უაზრო სმაილებს დადებ ხოლმე, ჯერ კარგად წაიკითხე რა წერია. მე ცრუ ჩვენების მიცემა მიწერია და არა ჩვენების მიცემაზე უარის თქმა. ჩვენების მიცემა-არმიცემა ბრალდებულის უფლებაა, მაგრამ თუ მიცემს აღარ უნდა მოიტყუოს !

koba nadiradze's picture
koba nadiradze (Koba Nadiradze)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2011/03/27
Last visit: 2024/04/18 14:30:04
Contact - All comments

რა დააშავეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა? ერთ-ერთი მშობელი მაინც უნდა სარგებლობდეს მზგავსი მექანიზმით (არ მინდა ამას შეღავათი უწოდო)..

გიგი გიორგაძე's picture
გიგი გიორგაძე (გიგი გიორგაძე)
სხვა
Registration Date: 2012/11/15
Last visit: 2024/01/02 02:33:31
Contact - All comments

თუ რეკლამა განთავსებულია ისეთ მასობრივ საინფორმაციოსაშუალებაში, რომელიც ფარავს რამდენიმე თვითთმართველი ერთეულის ტერიტორიას (ჟურნალ-გაზეთები), რომელმა თვითმმართველობის ორგანომ უნდა განახორციელოს სახელწმიფო კონტროლი ან რა მექანიზმები არსებობს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისა?

teoshka (teona qutateladze)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2013/09/15
Last visit: 2013/09/15 09:11:31
Contact - All comments

teoshkaqu@mail.ru

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

"პროფესიული კავშირების შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლის მე–3 პუნქტი ამოსაღებია, შემდეგ გარემოებათა გამო: ზემოხსენებული პუნქტით დაუშვებელია დამსაქმებელთა ინიციატივით, შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგის სამუშაოდან დათხოვნა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსი" 37–ე და 38–ე მუხლებით განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი, აღნიშნული მუხლები არ ითვალისწინებს პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობას ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგის სამუშაოდან დათხოვნასთან დაკავშირებით. ამდენად,"პროფესიული კავშირების შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლის მე–3 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსის" 37–ე და 38–ე მუხლებს. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის "დ" და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონს "საქართველოს შრომის კოდექსს" უპირატესი იურიდიული ძალა აქვს "პროფესიული კავშირების შესახებ" საქართველოს კანონთან მიმართებაში. ამდენად,"პროფესიული კავშირების შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლის მე–3 პუნქტი ამოსაღებია.

qavtar2011's picture
qavtar2011 (shorena qavtaradze)
სხვა
Registration Date: 2011/01/20
Last visit: 2018/06/12 18:13:34
Contact - All comments

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის
ბრძანება №8/36
2000 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
სასაქონლო ნიშნით გაფორმებული მოხმარების საგნებითა და ვაჭრობის მოწყობილობებით რეკლამის გავრცელების შესახებ

rezo_rija (revaz rizhamadze)
სხვა
Registration Date: 2011/02/01
Last visit: 2014/10/14 23:42:38
Contact - All comments

კოდექსის 38-ე და სხვა მუხლებში კოდექსის ნაწილების პუნქტებად მოხსენიება შეცდომაა და ეწინააღმდეგება ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებს იმის თაობაზე, რომ კოდექსი, როგორც ნორმატიული აქტი, სხვა კანონებისაგან განსხვავებით შეიცავს მუხლის ნაწილებს და ამგვარადვე უნდა იყოს მოხსენიებული იგი.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

ბატონო რევაზ, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსი არის საქართველოს ორგანული კანონი, ე.ი. საქართველოს შრომის კოდექსი არის არამარტო კოდექსი, არამედ არის ორგანული კანონი. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტი შედგება მუხლებისაგან. მუხლი შეიძლება დაიყოს პუნქტებად (კოდექსში – ნაწილებად), მოცემულ შემთხვევაში –საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ მუხლები იყოფა პუნქტებად, ხოლო სამოქალაქო კოდექსში (რომელიც არ არის ორგანული კანონი) მუხლები იყოფა ნაწილებად. მაგალითისთვის შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები (12 ივნისი 2013 წ. N729-IIს) მაგალითად: „მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12.2010, მუხ. 461) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:“ ან მაგალითად: „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ორგანულ კანონში 2013 წლის 6 სექტემბერს (N1019-Iს) შეტანილი ცვლილება, კერძოდ: „მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 95-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“, და ასე შემდეგ. ამდენად, საქართველოს ორგანული კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ მუხლები იყოფა პუნქტებად, ხოლო სამოქალაქო კოდექსში (რომელიც არ არის ორგანული კანონი და არის მხოლოდ კოდექსი) მუხლები იყოფა ნაწილებად.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით, ამ კოდექსის 151–ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. აღნიშნული მუხლი წინააღმდეგობაში მოდის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლთან, რომლითაც საკრებულოს პირველი სხდომა იმართება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის განმავლობაში. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად უნდა გამოვიყენოთ უფრო გვიან მიღებული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ (საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მიღებულია 2013 წლის 6 სექტემბერს N1019-Iს) 151 მუხლის ცვლილებები, მიღებულია უფრო გვიან ვიდრე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი (მიღებულია 2005 წლის 16 დეკემბერს), ამდენად, უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლის მოთხოვნები ე.ი. უფრო გვიან მიღებული ნორმატიული აქტი. ამდენად, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლთან.

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

რუკაზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსები, ასევე მიმდებარე ტერიტორია კერძო საკუთრებად არის მიჩნეული (წითლად არის დაშტრიხული), რაც აშკარა შეცდომაა და უნდა გამოსწორდეს.

ablabuda11 (sandro maxaradze)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2013/09/28
Last visit: 2013/09/30 07:30:12
Contact - All comments

ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ თუ ვინმემ იცის პასუხი. ის ორგანიზაციები რომლებიც არ იცავენ ამ შრომის კოდექს და საერთოდ არც კი აფორმებენ ხელშეკრულებებს (მხოლოდ ბრძანების საფუძველეზე ყავთ თანამშრომლები აყვანილი და როგორც უნდა ისე ექცევიან პერსონალს) ამ შემთხვევაში რა ხდება? ამას გააკონტროლებს ვინმე?

rezo_rija (revaz rizhamadze)
სხვა
Registration Date: 2011/02/01
Last visit: 2014/10/14 23:42:38
Contact - All comments

185-ე მუხლი შეიძლება ითქვას ,,მკვდარი მუხლია", მისი დისპოზიცია გასაშლელია და საერთოდაც სისხლის სამართლის კოდექსის ყველა მუხლი მოითხოვს დახვეწას, გაშინაარსებას, რათა უფრო კონკრეტული იყოს დარღვევის სახე. ამით ხელი შეეწყობა ერთის მხრივ სწრაფ სამართლებრივ შეფასებებს, ხოლო მეორე მხრივ ეფექტურობა მიეცემა ადამიანის უფლებების დაცვის ფარგლების გამოოვლენას.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

ბატონო სანდრო, მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის“ საქართველოს შრომის კოდექსის“ მე–6 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას, ე.ი პირის განცხადება და დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანება უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას, ხოლო რაც შეეხება დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვას, საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

ქალბატონო ქეთევან, "საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების ხელფასების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს №262/2013 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისთვის
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ხელფასი არის 225 ლარი. (იხ. ბმული http://cesko.ge/files/2013/gankargulebebi2013/CG_262.pdf )

iuridiuli komiteti's picture
iuridiuli komiteti (პაატა)
სხვა
Registration Date: 2010/12/27
Last visit: 2024/04/01 10:37:53
Contact - All comments

კანონს მე–3 მუხლის შემდეგ არ აქვს პრეზიდენტის ხელმოწერის აღმნიშვნელი შესაბამისი მითითება – /საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი/

lasha rtevladze's picture
lasha rtevladze (ლაშა რთველაძე)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2011/07/02
Last visit: 2024/04/17 21:52:13
Contact - All comments

1/დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით 3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

სულ მცირე დაკონკრეტებული უნდა იყოს ეს

კანონმდებლობა

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსია“ თუ საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“. ამ საკითხის ნათლად გამოკვეთით გაეცემოდა კითხვასაც პასუხი არის არის თუ არა მასწავლებელი საჯარო მოსამსახურე...

lelakeda's picture
lelakeda (ლელა აბულაძე)
სხვა
Registration Date: 2011/02/24
Last visit: 2017/10/30 20:58:49
Contact - All comments

,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ" დედოფლისწყაროს საკრებულოს # 23 დადგენილების მე-3 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება:თანამდებობის პირის სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები, ტელეფონის ნომრები და სხვა,,,,,,, ეს ხომ პერსონალური მონაცემებია და არ უნდა გამოქვეყნდეს.

zviadimnaishvili's picture
zviadimnaishvili (ზვიად იმნაიშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2013/07/15
Last visit: 2024/02/12 13:27:27
Contact - All comments

თუ შესაძლებელია, იქნებ კომენტარი ვინმემ გააკეთოს თუ რა მოიაზრება გ) პუნქტის ბოლო აბზაცით გათვალისწინებულ მომსახურებებში: "აგრეთვე კრედიტის (სესხის) მომსახურება (საპროცენტო სარგებლისა და ძირის გადახდა) და კრედიტზე (სესხზე) საპროცენტო სარგებლისა და კრედიტის (ძირის) დაფარვის მიღება..."

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს # 23 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი „გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);“ - ქალბატონო ლეილა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს # 23 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი თქვენს მიერა არასწორადააა განმატებული და დამახინჯებულადაა წარმოდგენილი თქვენს კომენტარში.

xatu12 (xatunaa)
სხვა
Registration Date: 2011/02/24
Last visit: 2013/10/04 16:36:50
Contact - All comments

მაინტერესებს რამდენად მოქმედებს ეს კანონმდებლობა კერძო სკოლის მასწავლებლების ანაზღაურებაზე?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

ქალბატონო ხათუნა, ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ინსტრუქცია არეგულირებს საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობის გამოანგარიშების წესსა და პირობებს. ამდენად, ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი არ ვრცელდება კერძო სკოლებზე.

maka mamaladze (maka mamaladze)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2013/10/05
Last visit: 2013/10/05 17:23:23
Contact - All comments

vaswavli ,,chveni saqartvelos" 5-6 klasebshi, var sertificirebuli istoriashi, chems garda, kidev 3 sertificirebulia skolashi. isini igeben sertificirebis danamats, mainteresebs me mivigeb tu ara danamats, sul maqvs 18 saati, aqedan 15 5-6 klasebshi da 3 12 klasshi. madlobt :-)

ჩვენი კლინიკა (დავით სეფიაშვილი)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
Registration Date: 2013/10/07
Last visit: 2013/10/17 14:29:35
Contact - All comments

მუხლი 1

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37–ე მუხლის პირველი პუნქტის წინადადება “თუ პარლამენტის წევრი არ არის არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, და მას არ ეძლევა კანონით დადგენილი გასამრჯელო.“ ეწინააღდეგება საქართველოს კონსტიტუციის 53–ე მუხლის მე–3 პუნქტის მოთხოვნებს, რომლითაც პარლამენტის წევრი იღებს კანონით დადგენილ გასამრჯელოს ე.ი პარლამენტის წევრი იღებს გასამრჯელოს მიუხედავად იმის არის თუ არა ის პარლამენტის კომიტეტის წევრი. საქართველოს კონსტიტუციის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამდენად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37–ე მუხლის პირველი პუნქტი შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს კონსტიტუციის 53–ე მუხლის მე–3 პუნქტთან.

Arcani (giorgi)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2013/04/14
Last visit: 2014/05/08 22:35:58
Contact - All comments

მაგრამ მას ხომ ამ დროის განმავლობაში ამ თანამდებობაზე (მართალია სხვისი ბრალით, მაგრამ მაინც) არ უმუშავია

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

"1 7 პუნქტი „1 7. აღნიშნული მუხლის 1 2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით da/an obieqturi garemoebis ormxrivi dadasturebis gareshe დადებული შრომითი ხელშეკრულება ითვლება განუსაზღვრელი ვადით დადებულად.“, აღნიშნული პუნქტის დამატება ხელს შეუწყობს დასაქმებულის უფლებების დაცვას და კანონის მიზნების განხორციელებას"

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ საკუთარი სურვილით მოწვეული ადვოკატის სასამართლოში გამოცხადებისთანავე, სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი უნდა ჩამოსცილდეს სასამართლო განხილვას tu amas moitxovs da etanxmeba braldebuli.

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments
eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

1. საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება: დახმარების უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, garda politikuri saqmianobiT gaweuli daxmarebisa,romelic aseve ar itvleba ekonomikur saqmianobad.

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

მუხლი 29. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.“.

ჯანჯი (ჯანჯი ჯანჯიშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/10/10
Last visit: 2013/10/10 17:53:00
Contact - All comments

21 საუკუნის მონის კანონი

tsere2013 (wereTeli nikolozi)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2013/10/02
Last visit: 2013/10/10 21:11:18
Contact - All comments

ანგარიშ-ფაქტურის არ გამოწერის შემთხვევაში როცა მოთხოვნაა? არის თუ არა რაიმე სანქცია?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

“საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლი „სხვა სახელმწიფოში საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, საქართველოს მოქალაქეს, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეუზღუდოს ამ სახელმწიფოში გასვლა გარკვეული ვადით.“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს, რომლითაც ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად , დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის , ჯანმრთელობის დაცვის , დანაშაულის თავიდანაცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.“საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლში არ არის მითითებული არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება. საქართველოს კონსტიტუციის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამდენად, “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ამოსაღებია, ვინაიდან, ის უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს . ამასთანავე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (სტრასბურგი, 1963 წლის 16 სექტემბერი, ოქმი № 4, რატიფიცირებული საქართველოს მიერ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყველა თავისუფალია, დატოვოს ნებისმიერი, მათ შორის, საკუთარი, ქვეყანა. ამდენად, საქართველოს მთავრობა არ არის უფლებამოსილი შეზღუდოს პირის უფლება თავისუფლად დატოვოს საქართველო.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში, მე-11 მუხლში, მე-16 მუხლში, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 29-ე მუხლის პირველ პუნქტში, სიტყვები: „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ ვინაიდან, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან.