Comments

tamtatamta123's picture
tamtatamta123 (tamta)
სხვა
Registration Date: 2023/02/11
Last visit: 2023/07/06 14:12:46
Contact - All comments

1-ღიაკითხვა

განმარტეთ შშმ პირთათვის გონივრული მისადაგების პრინციპი- პრინციპი, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი ცვლილების განხორციელებას გულისხმობს, რაც არ იწვევს არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს ან ვალდებულებას და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვებთან თანაბარ პირობებში; (კანონის მეორე მუხლის გ ქვეპუქნტი)

2-ღია კითხვა

გარემოს მისაწვდომობა- მისაწვდომი გარემო – ფიზიკური, ინსტიტუციური და სოციალური პირობების ერთობლიობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას ისარგებლოს ყველა საზოგადოებრივი სიკეთით, მათ შორის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას კულტურულ, სპორტულ, პოლიტიკურ ან სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის, აგრეთვე ტრანსპორტით, საინფორმაციო და კომუნიკაციის საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობას სხვებთან თანაბარ პირობებში; (კანონის მეორე მუხლის ვ ქვეპუნქტი)

წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა შშმ პირს, შეზღუდული შესაძლებლობის ტიპის მიუხედავად და ყოველგვარი განსხვავების გარეშე (რასა, ფერი, სქესი, ენა ან რელიგია; პოლიტიკური ან სხვა მოსაზრება; ეროვნული ან სოციალური კუთვნილება; დაბადების ადგილი, სამართლებრივი, სოციალური ან სხვა სტატუსი; გენდერი ან ასაკი). შშმ პირისთვის მისაწვდომობა დამოუკიდებელი ცხოვრების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და თანასწორი მონაწილეობისა და ყველა უფლებითა და ძირითადი თავისუფლებით შეუზღუდავი სარგებლობის წინაპირობაა. საზოგადოებისთვის განკუთვნილ ღია შენობებსა და სხვა სივრცეებში გადაადგილება და ორიენტაცია შეიძლება რთული აღმოჩნდეს შშმ პირისთვის, თუ არ არის სათანადო ნიშნები, მისაწვდომი ინფორმაცია და კომუნიკაცია, ან დახმარების სერვისი. მე-9 მუხლი ითვალისწინებს რომ მისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, მოსახლეობისათვის ღია ყველა შენობასა და ობიექტებში აბრები განათავსონ ბრაილის ნიშნებითაც, მარტივად წასაკითხი და გასაგები სახით; ასევე, იქვე უნდა იყოს დამხმარე პერსონალი, შუამავლებთან ერთად (მაგ.: გიდი, წამკითხველი, პროფესიონალი სურდოთარჯიმანი).

მისაწვდომობა უნდა უზრუნველყონ ყველა ახალშექმნილ, აშენებულ და წარმოებულ საგანზე, ინფრასტრუქტურაზე, საქონელზე, პროდუქტსა და სერვისზე, მისაწვდომობისათვის უნდა აღმოიფხვრას დაბრკოლებები არსებულ ფიზიკურ გარემოზე, ტრანსპორტზე, ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე, ასევე, საზოგადოებისთვის ღია სერვისებზე. მისაწვდომობის სტანდარტი სავალდებულო უნდა იყოს ყველასთვის და, დარღვევის შემთხვევაში, განისაზღვროს სანქციები, მათ შორის ჯარიმები.

თემა- იმსჯელეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების მახასიათებლებსა და ტიპებზე

კომიტეტი მიიჩნევს, რომ შშმ პირთა ორგანიზაციები უნდა ეფუძნებოდეს, ითვალისწინებდეს და სრულად სცემდეს პატივს კონვენციით აღიარებულ პრინციპებსა და უფლებებს. ეს მოიცავს მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც უძღვებიან, ხელმძღვანელობენ და მართავენ შშმ პირები. მათი წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ თავად შშმ პირები.4 კონვენციის ფარგლებში, შშმ პირთა ორგანიზაციები მოიცავს შშმ ქალებისა და ბავშვების, ასევე, აივ/შიდსის მქონე პირების ორგანიზაციებს.

შშმ პირთა ორგანიზაციებს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი აქვს: (a) მათ აარსებენ იმ მიზნით, რომ კოლექტიურად იმოქმედონ, ასევე, გამოხატონ, ხელი შეუწყონ, გაატარონ და/ან დაიცვან შშმ პირთა უფლებები. შესაბამისად, საჭიროა მათი საზოგადო აღიარება სწორედ ამ კუთხით; (b) ისინი ასაქმებენ, წარმოადგენენ, მოვალეობას აკისრებენ ან კონკრეტულად წარადგენენ/ნიშნავენ შშმ პირებს; (c) უმრავლეს შემთხვევაში, არ არიან აფილირებულნი არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან და მოქმედებენ სახელმწიფო უწყებებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დამოუკიდებლად, რომელთა ნაწილსაც შეიძლება წარმოადგენდნენ; (d) ეს ორგანიზაციები შეიძლება წარმოადგენდნენ ერთ ან მეტ ჯგუფს, (constituency) ფაქტობრივი ან აღქმული დარღვევების მიხედვით, ან გახსნილნი იყვნენ ყველა შშმ პირის წევრობისათვის; (e) ისინი წარმოადგენენ შშმ პირთა ჯგუფებს და ასახავენ მათ მრავალფეროვნებას (მაგ.: სქესის, გენდერის, რასის, ასაკის, მიგრანტის/ლტოლვილის სტატუსის და ა.შ. მიხედვით). აღნიშნული ორგანიზაციები შეიძლება მოიცავდეს ურთიერთგადამკვეთ იდენტობებზე დაფუძნებულ ჯგუფებს (მაგ.: შშმ ბავშვები, ქალები ან მკვიდრი მოსახლეობა) და სხვადასხვა დარღვევის მქონე წევრებს;(f) მათი მოქმედების ფარგლები შეიძლება მოიცავდეს ადგილობრივ, ეროვნულ ან საერთაშორისო დონეს; (g) ისინი შეიძლება მოქმედებდნენ, როგორც ცალკეული ორგანიზაციები, კოალიციები, ან ურთიერთგადამკვეთი თუ ქოლგისებური ორგანიზაციები, რომლებიც მიზნად ისახავენ შშმ პირთა ერთობლივ და კოორდინირებულ წარმომადგენლობას, როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე საერთაშორისო და კერძო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას.

12. კომიტეტის მიერ გამოვლენილია შშმ პირთა ორგანიზაციების ტიპები, მათ შორის: (a) შშმ პირთა ქოლგისებური ორგანიზაციები - მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების ერთგვარი კოალიციები. იდეალურ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე უნდა მონაწილეობდეს მხოლოდ ერთი ან ორი ქოლგისებური ორგანიზაცია. ღიაობისა და დემოკრატიულობის, ასევე, შშმ პირთა სრულად და ფართო სპექტრით წარმოდგენისათვის, მათ წევრებს შორის უნდა მიიღონ შშმ პირთა ყველა ორგანიზაცია, რომლებსაც მართავენ, ხელმძღვანელობენ და აკონტროლებენ შშმ პირები. ისინი საუბრობენ მხოლოდ საკუთარი წევრი ორგანიზაციების სახელით, და მხოლოდ საერთო ინტერესისა და ერთობლივად გადაწყვეტილ საკითხებზე. თუმცა, არ შეუძლიათ კონკრეტული შშმ პირების წარმომადგენლობა, რადგან, როგორც წესი, არ აქვთ სრული ინფორმაცია მათ პირად გამოცდილებაზე. მსგავსი როლის შესრულება უკეთ შეუძლიათ შშმ პირთა ცალკეულ ორგანიზაციებს, რომლებიც კონკრეტულ ჯგუფებს წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა, შშმ პირებს თავად უნდა შეეძლოთ გადაწყვეტა, თუ რომელი ორგანიზაცია უნდა უწევდეთ წარმომადგენლობას. კონვენციის წევრ სახელმწიფოებში ქოლგისებური ორგანიზაციების არსებობამ არ უნდა დააბრკოლოს შშმ პირები ან მათი ორგანიზაციები, რომ მონაწილეობა მიიღონ კონსულტაციებში, ან შშმ პირთა ინტერესების ხელშემწყობ სხვა პროცესებში; (b) შშმ პირთა ურთიერთგადამკვეთი (Cross-disability) ორგანიზაციები, რომლებიც დარღვევათა ფართო სპექტრიდან მოიცავს ყველას ან რამდენიმეს წარმომადგენელს. ეს ორგანიზაციები ყველაზე ხშირად ადგილობრივ და/ან ეროვნულ დონეზე გვხვდება, თუმცა, შეიძლება არსებობდეს რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზეც; (c) თვითადვოკატირების ორგანიზაციები, რომლებიც შშმ პირებს წარმოადგენენ სხვადასხვა, ხშირად არაფორმალურად (loosely) და/ან ადგილობრივად ჩამოყალიბებულ ქსელებში და პლატფორმებზე. ისინი ადვოკატირებას უწევენ შშმ პირების, განსაკუთრებით, ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანების უფლებებს. მათ ჩამოყალიბებას შესაბამისი, ზოგჯერ ფართო მხარდაჭერით, რაც წევრებს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის საშუალებას აძლევს, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღების, მონიტორინგისა და იმპლემენტაციის პროცესებში ჩართულობისა და პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით. ეს განსაკუთრებულად ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სამართლებრივი ქმედუნარიანობით სარგებლობა, ინსტიტუციონალიზებულნი არიან და/ან წართმეული აქვთ ხმის უფლება. თვითადვოკატირების ორგანიზაციების დისკრიმინაცია ბევრ ქვეყანაში ხდება: მათ სამართლებრივი სტატუსი არ ეძლევათ იმ კანონებისა და რეგულაციების გამო, რომლებიც არ აღირებს ამ ორგანიზაციების წევრთა სამართლებრივ ქმედუნარიანობას. (d) ორგანიზაციები, რომლებიც აერთიანებენ შშმ პირთა ოჯახის წევრებს და/ან ნათესავებს. როდესაც შშმ პირთა ჯგუფებს საკუთარი ოჯახებისაგან ერთიანი ქსელის ან ორგანიზაციის სახით მხარდაჭერა სჭირდებათ, მსგავსი ორგანიზაციები დიდ როლს ასრულებენ ინტელექტუალური შეზღუდვებისა და დემენციის მქონე ნათესავების და/ან შშმ ბავშვების ინტერესების ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში, ასევე, მათი ავტონომიურობისა და აქტიური მონაწილეობის კუთხით. მსგავს შემთხვევებში, აღნიშნული ორგანიზაციები ჩართულნი უნდა იყვნენ კონსულტაციების, გადაწყვეტილების მიღებისა და მონიტორინგის პროცესებში. მშობლების, ნათესავებისა და მომვლელების როლი ასეთ ორგანიზაციებში უნდა იყოს შშმ პირთა დახმარება და გაძლიერება, რათა მათ შეძლონ აზრის გამოხატვა და საკუთარი ცხოვრების სრულად გაკონტროლება. მსგავსი ორგანიზაციები აქტიურად უნდა მუშაობდნენ მხარდაჭერაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს უზრუნველყოფს შშმ პირთა მონაწილეობას კონსულტაციებში და აზრის გამოხატვის უფლების რეალიზებას. (e) შშმ ქალებისა და გოგონების ორგანიზაციები, რომლებიც შშმ ქალებსა და გოგონებს არაერთგვაროვან ჯგუფად წარმოადგენენ. მათი მრავალფეროვანი სპექტრი უნდა მოიცავდეს ყველა ტიპის დარღვევას.5 ძალზე მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების მონაწილეობა კონსულტაციებში, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეხება მათ, ან, ზოგადად, შშმ ქალებისა და გოგონების საკითხებს (მაგ.: გენდერული თანასწორობის პოლიტიკა). (f) შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების ორგანიზაციები, ან ინიციატივები, რომლებიც ფუნდამენტურ როლს ასრულებენ საზოგადოებრივ და სათემო ცხოვრებაში ბავშვთა მონაწილეობის, ასევე, მათი გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების თვალსაზრისით. ზრდასრულებმა მთავარი და მხარდამჭერი როლი უნდა შეასრულონ ისეთი გარემოს შექმნაში, რომელიც შშმ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, ზრდასრულებსა და სხვა ბავშვებთან/ახალგაზრდებთან თანამშრომლობის გზით, საშუალებას მისცემს, ჩამოაყალიბონ საკუთარი ორგანიზაციები და ინიციატივები და ფორმალურად ან არაფორმალურად იმოქმედონ მათ ფარგლებში.

tamtatamta123's picture
tamtatamta123 (tamta)
სხვა
Registration Date: 2023/02/11
Last visit: 2023/07/06 14:12:46
Contact - All comments

II ვარიანტი

1-ღია კითხვა

შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების არსი- (კანონის მე-2 მუხლი ი ქვეპუქნტი)

დამოუკიდებელი ცხოვრება − შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტონომია, მისი არჩევანის, გადაწყვეტილების მიღებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის თავისუფლება, რომლის რეალიზებაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სხვების დახმარებით, მათ შორის, სხვადასხვა სერვისის მიწოდების გზით;

დამოუკიდებელი ცხოვრება/ცხოვრება დამოუკიდებლად ნიშნავს შშმ პირთა უზრუნველყოფას აუცილებელი საშუალებებით, რომელთა მეშვეობითაც შეძლებენ, ისარგებლონ არჩევანისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის უფლებით, ასევე, მიიღონ ყველა გადაწყვეტილება თავიანთი სიცოცხლის შესახებ. პირად ავტონომიას და თვითგამორკვევას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. აქ იგულისხმება: წვდომა ტრანსპორტზე, ინფორმაცია, კომუნიკაცია და პერსონალური ასისტირება (მხარდაჭერა, ხელშეწყობა) საცხოვრებელი ადგილი, ყოველდღიური რუტინა, ჩვევები, სათანადო დასაქმება, პირადი ურთიერთობები, ტანსაცმელი, კვება, ჰიგიენა და ჯანდაცვა, რელიგიური აქტივობები და სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები.

რაც შეეხება დამოუკიდებელი ცხოვრების პირობებს, დამოუკიდებელი ცხოვრება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა ეხება ყველა ტიპის საცხოვრებელი დაწესებულების გარეთ ცხოვრებას. ეს არ ნიშნავს „მხოლოდ“ კონკრეტულ შენობასა ან გარემოცვაში ცხოვრებას; უპირველეს ყოვლისა, იგი გულისხმობს პირადი არჩევანისა და ავტონომიის, როგორც სიცოცხლისა და საცხოვრებელის გარკვეული პირობების შენარჩუნებას.

ღია კითხვა 2

უნივერსალური დიზაინი- „უნივერსალური დიზაინი” „უნივერსალური დიზაინი” – გულისხმობს პროდუქტის, გარემოს, პროგრამებისა და მომსახურების ისეთ დიზაინს, რომელიც ყველა ადამიანის აძლევს მისი მაქსიმალური გამოყენების საშუალებას, ადაპტაციისა და სპეციალური დიზაინის გამოყენების აუცილებლობის გარეშე. „უნივერსალური დიზაინი” არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კონკრეტული ჯგუფის მიერ დამხმარე საშუალებების გამოყენებას. (კონვენციის 2 მუხლი)

თემა- ინკლუზიური განათლების არსი და საგანმანათლებლო სისტემის ურთიერთდამაკავშირებელი მახასიათებლები

მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას განათლებაზე. ამ უფლების დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარ პირობებში რეალიზებისათვის, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვასა და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების მიღების მისაწვდომობას, რაც ემსახურება:

a)პიროვნების პოტენციალის სრულ გამოვლენას, ღირსებისა და საკუთარი თავის პატივისცემის გაღვივებას, ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებებისა და ადამიანთა მრავალფეროვნების პატივისცემის განმტკიცებას;

b. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი პიროვნების, ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას და სხვა.

ინკლუზიური განათლება უნდა გავიგოთ, როგორც:

(a) ყველა მსმენელის ფუნდამენტური უფლება. აღსანიშნავია, რომ განათლება არის ინდივიდუალური მსმენელის უფლება, ბავშვების შემთხვევაში კი - მშობლის/მომვლელის უფლება.

მშობლის პასუხისმგებლობები უნდა მოერგოს ბავშვის უფლებებს;

(b) პრინციპი, რომელიც აღიარებს ყველა სტუდენტის კეთილდღეობას, პატივს სცემს მათ თანდაყოლილ ღირსებასა და ავტონომიას და აღიარებს ინდივიდთა მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობას, რომ ეფექტიანად ჩაერთონ და მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

(c) ადამიანის სხვა უფლებების განხორციელება. ეს არის უმთავრესი საშუალება, რომლის მეშვეობითაც შშმ პირებს შეუძლიათ თავის ამოყვანა სიღარიბიდან, სრულად მონაწილეობა თემში და დაცვა ექსპლუატაციისაგან.3ის მნიშვნელოვანია ინკლუზიური საზოგადოების ჩამოსაყალიბებლადაც;

(d) განათლების უფლების ხელშემშლელი ბარიერების აღმოფხვრის განგრძობითი და პროაქტიული ვალდებულების შესრულება და მისი შედეგი. რეგულარული სკოლების კულტურის, პოლიტიკისა და პრაქტიკის ცვლილებებთან ერთად, ეს არსებითია ყველა სტუდენტის მიმართ მისადაგებისა და ეფექტიანი ჩართვისათვის.

ინკლუზია განათლების უფლების მიღწევის გასაღებია. მისი აღიარების პროცესი გაძლიერდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ინკლუზიური განათლება უმთავრესია ყველა მსმენელის, მათ შორის, შშმ პირების მაღალხარისხიანი განათლების, ასევე, ინკლუზიური, მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების განვითარებისათვის. ინკლუზიურ განათლებას შეუძლია უზრუნველყოს შშმ პირთა ხარისხიანი განათლება და სოციალური განვითარება, ასევე, უნივერსალობის გარანტია და დისკრიმინაციის დაუშვებლობა განათლების უფლებაში. მილიონობით შშმ პირს არ ეძლევა განათლების უფლებით სარგებლობის საშუალება. ბევრი მათგანისთვის განათლება ხელმისაწვდომია მხოლოდ ისეთ დაწესებულებებში, სადაც იზოლირებულნი არიან თავიანთი თანატოლებისაგან და დაბალხარისხიან განათლებას იღებენ.

არსებობს ბარიერები რომლებიც ხელს უშლის შშმ პირებს ინკლუზიური განათლების მიღებაში, ამ ბარიერებს ქმნის მრავალი ფაქტორი, მაგალითად: ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მოდელის გაუაზრებლობა ან განუხორციელებლობა, რომლის მიხედვითაც, თემსა და საზოგადოებაში არსებული ბარიერები უფრო იწვევს იზოლირებას, ვიდრე დარღვევები ან შშმ პირთა მუდმივი დისკრიმინაცია, რაც მოიცავს რეზიდენტულ დაწესებულებებში ხანგრძლივად მცხოვრებთა იზოლაციას და საზოგადოების დაბალ წარმოდგენას მათზე. ეს კიდევ უფრო ამწვავებს და ამყარებს მათთან დაკავშირებულ ცრურწმენებსა და შიშებს, ამიტომ მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა გაიარონ კონსულტაციები და, წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მეშვეობით, აქტიურად ჩართონ შშმ პირები (მათ შორის, ბავშვებიც) ინკლუზიური საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების ყველა ასპექტში. შშმ პირები და, შესაბამისობის მიხედვით, მათი ოჯახები, უნდა აღიარონ პარტნიორებად, და არა უბრალოდ განათლების მიმღებ პირებად.

ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა მოიცავს ცვლილებებს კულტურაში, პოლიტიკასა და პრაქტიკაში, ყველა ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში, ინდივიდუალურ სტუდენტთა ცვლადი მოთხოვნებისა და იდენტობების მისადაგებისათვის. ეს ასევე გულისხმობს ჩამოთვლილ შესაძლებლობათა ხელშემშლელი ბარიერების აღმოფხვრის ვალდებულებას და საგანმანათლებლო სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერებას ყველა მსმენელთან კავშირის შესანარჩუნებლად. ინკლუზიური განათლება ფოკუსირებულია თითოეული მსმენელის სრულ და ეფექტიან მონაწილეობაზე, მისაწვდომობაზე, დასწრებასა და მიღწევაზე. ეს განსაკუთრებულად ეხებათ პირებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო გარიყულნი არიან, ან მარგინალიზების რისკქვეშ დგანან. ინკლუზია მოიცავს მაღალხარისხიან ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაზე წვდომას დისკრიმინაციის გარეშე და მის განვითარებას.

მნიშვნელოვანია განვიხილოთ რას ნიშნავს გარიყვა, სეგრეგაცია, ინტეგრაცია და რა განსხვავებაა მათსა და ინკლუზიას შორის. გარიყვაა, როდესაც სტუდენტს პირდაპირ ან ირიბად ეთქმის უარი ან ეშლება ხელი ნებისმიერი ფორმით განათლების წვდომაზე, სეგრეგაცია ნიშნავს შშმ სტუდენტებისთვის ცალკე გარემოს გამოყოფას, რომელიც მორგებულია ან გამოიყენება კონკრეტული ან რამდენიმე საჭიროების საპასუხოდ, სხვა სტუდენტებისაგან იზოლირებულად, ინტეგრაცია არის შშმ პირთა მოთავსება ჩვეულებრივ საგანმანათლებო დაწესებულებებში, იმ გაგებით, რომ მათ შეუძლიათ აღნიშნული ინსტიტუტების სტანდარტიზებულ მოთხოვნებზე მორგება. რაც შეეხება ინკლუზიას ის მოიცავს სისტემატურ რეფორმას, რომელიც გულისხმობს მოდიფიკაციასა და ცვლილებებს შინაარსში, სასწავლო მეთოდებში, მიდგომებში, სტრუქტურებსა და სწავლებების სტრატეგიებში, რათა შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის სტუდენტებისათვის უზრუნველყოს თანაბარი და კომბინირებული სასწავლო გამოცდილება და გარემო. ეს გარემო საუკეთესოდ უნდა პასუხობდეს მათ მოთხოვნილებებსა და პრიორიტეტებს.

ინკლუზიური განათლების ძირითადი მახასიათებლებია: 1)„მთლიანი სისტემის“ მიდგომა: განათლების სამინისტროებმა ყველა რესურსი უნდა ჩადონ ინკლუზიური განათლების განვითარებისათვის, ასევე, ინსტიტუციურ კულტურაში, პოლიტიკასა და პრაქტიკებში აუცილებელი ცვლილებების განსახორცილებელად. 2) „მთლიანი საგანმანათლებლო გარემო“: აუცილებელია საგანმანათლებლო ინსტიტუტების კომიტირებული ხელმძღვანელობა ყველა სფეროში და ყველა დონეზე ინკლუზიური განათლებისთვის საჭირო კულტურის, პოლიტიკისა და პრაქტიკის წარმოსადგენად. აქ იგულისხმება საკლასო სწავლება და ურთიერთობები; სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრები; მასწავლებელთა ზედამხედველობა და სხვა. 3)„მთლიანი პიროვნების“ მიდგომა: ამ მიდგომით აღიარებულია თითოეული პირის შესაძლებლობა, რომ ისწავლოს; ასევე, ყველა მსმენელისათვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის, ყალიბდება მაღალი მოლოდინები. ინკლუზიური განათლება მოიცავს მოქნილ საგანმანათლებლო პროგრამას - სხვადასხვა შესაძლებლობაზე, მოთხოვნასა და სასწავლო ტიპზე ადაპტირებული მეთოდების შექმნას. ეს მიდგომა გულისხმობს მხარდაჭერას, გონივრულ მისადაგებასა და ადრეულ ჩარევას, რათა ყველა მსმენელს შეეძლოს თავისი პოტენციალის განხორციელება.

tamtatamta123's picture
tamtatamta123 (tamta)
სხვა
Registration Date: 2023/02/11
Last visit: 2023/07/06 14:12:46
Contact - All comments

კაზუსები : 1.პატარაია - 18 მუხლის 1-ლი ნაწილი,174 მე-5 ნაწილი,38 ის 11-ე ნაწილი. 2.დიპლომატიური წარმომადგენლები - 122 მუხლი

tamtatamta123's picture
tamtatamta123 (tamta)
სხვა
Registration Date: 2023/02/11
Last visit: 2023/07/06 14:12:46
Contact - All comments

1.საჯარო და კერძო თანამშრომლობა - საჯარო და კერძო თანამაშრომლობა წარმოადგენს საჯარო და კერძო პარტნიორს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება სამუშაოების განხორციელების ან/და საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით და აკმაყოფილებს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს.

კანონი ადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრინციპებს, განსაზღვრავს შესაბამის ინსტიტუციურ სისტემას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

კანონის მიზანია საჯარო და კერძო თანამშრომლობის გამჭვირვალე, ეფექტიანი და თანამედროვე სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და შექმნის ინვესტიციებისათვის მიმზიდველ გარემოს. 2.ბუნებრივი გაზი - ენერგეტიკის სექტორის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სათბობის ენერგეტიკა, რომელიც
უმთავრესად მოიცავს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მიმართულებებს. ნავთობისა და გაზის
სექტორი რეგულირდება საქართველოს ორი ძირითადი კანონისა და მათ შესაბამისად
გამოცემული კანონმქვემდებარე აქტების საფუძველზე.
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი (რომლითაც 2019 წლის
ბოლოს გაუქმდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონი) ბუნებრივი
გაზის სექტორში აწესრიგებს გადაცემის, განაწილების, მიწოდების, შენახვისა და ვაჭრობის
ზოგად სამართლებრივ ჩარჩოს. ამ კანონის მიზანია გამართული, გამჭვირვალე და
კონკურენტული ბუნებრივი გაზი ბაზრების შექმნის, გახსნის, განვითარებისა და ინტეგრირების
ხელშეწყობა. ასევე, აღნიშნული კანონი აწესრიგებს ბუნებრივი გაზის სექტორის მართვასა და
ორგანიზებასთან, რეგულირებასთან, მონიტორინგსა და ზედამხედველობასთან, ბუნებრივი
გაზის ბაზრებზე თავისუფალ დაშვებასა და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო
ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
თუმცა, აღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოში ბუნებრივი გაზის ძებნაძიებაზე, მოპოვებაზე, დამუშავებასა და დაგროვებაზე, ტრანზიტზე, ბუნებრივი გაზის
მწარმოებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობაზე. ამ საკითხებს არეგულირებს
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მოქმედება ვრცელდება
საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ნავთობის გადამუშავების და
ტრანსპორტირების, გაზის დამუშავებისა და ტრანსპორტირების საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ
„გაზის ტრანსპორტირება“ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონის კონტექსტში გულისხმობს
საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას და
განსხვავდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების (გადაცემის) საქმიანობისგან, რომელშიც
იგულისხმება უმთავრესად იმპორტირებული გაზის ტრანსპორტირება სპეციალურად
საამისოდ აშენებული მაგისტრალური მილსადენებით, შემდგომში მისი განაწილების
სისტემისთვის ან პირდაპირი მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით. 3.ელექტროენერგიის გარანტირებულად შესყიდვის (PPA) პირობა გულისხმობს „ესკოს“ ვალდებულებას, კვალიფიციური საწარმოების მიერ გამომუშავებული, შეთანხმებული მოცულობის ელექტროენერგია გარკვეული პერიოდით შეისყიდოს სავალდებულო წესით, წინასწარ შეთანხმებულ ფასად;

PPA-ს გაცემაზე თანხმობას აცხადებს საქართველოს მთავრობა პროექტის განხორციელების შესახებ შესაბამის ხელშეკრულებაში PPA-ის არსებითი პირობების განსაზღვრის გზით, რომლის მხარეს არის „ესკოც“.

PPA-ის არსებითი პირობებია: ელექტროენერგიის შესყიდვის პერიოდი, ელექტროენერგიის მოცულობა და ფასი (ტარიფი 1 კვტ-სთ-ზე);

აღნიშნულის საფუძველზე კომპანიასა და „ესკოს“ შორის იდება ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ პირდაპირი, ორმხრივი ხელშეკრულება (Guaranteed Power Purchase Agreement – PPA), რომელიც დეტალურად განსაზღრავს ელექტროენერგიის რეალიზაციის პირობებს.
4.გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ძირითადად წარმოადგენენ გაზზე და ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები, რომელიც გამოიმუშავებენ ელექტრონერგიას;

იგი მიიჩნევა ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების სტაბილურობისა და საიმედოობის გარანტად;

ასეთი თბოსადუგრები საქმიანობენ კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიითა და რეგულირებული ორგანაკვეთიანი ტარიფით;

აკმაყოფილებენ დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს;

აღიარებულნი არიან გარანტირებული სიმძალვრის წყაროდ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისს №193 დადგენილებით (შესაბამისად, ყველა თბოსადგური ავტომატურად არ წარმოადგენს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს).

diadia's picture
diadia (diana)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/04/03
Last visit: 2026/07/15 12:01:13
Contact - All comments

მნიშვნელოვანია, ისეთი მდგომარეობის თაობაზე, როდესაც დაზარალებულად ცნობილი/საცნობი პირი არის უგონო/ქმედუუნარო და ა.შ მდგომარეობაში, რაზედაც სსსკ.ი , გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის უნდა აწესრიგებდეს თუნდაც მსგავსი მითითებით

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2025/06/25 16:51:07
Contact - All comments

მოცემული კაზუსის გფაბულის მიხედვით დგინდება რომ, დიპლომატიური იმუნინეტის მქონე პირის ოჯახის წევრის მიერ დაკავებულ შენობაში, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩატარდა ჩხრეკა, რომელსაც ესწრებოდა მთავარი პროკურორი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობიტ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ფოტოსურათები, დოკუმენტები და ასევე დადგენილი იქნა დიპლომატიური ხელმძღვანელის შვილის მიერ ფულის გათეთრების ფაქტი, ჩხრეკის ჩატარებას თავიდან ეწინააღმდეგებობოდა დიპლომატიური წარმომადგენლის ხელმძღვანელი თუმცაჩხრეკის ჩატარების შემდეგ ხელი მოაწერა შესაბამმის ოქმზე, ხოლო ამის შემდეგ პროკურორმა ჩატარებული ღონისძიებების სესახებ აცნობა მოსამართლეს, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება არსებული გადაწყვეტილება ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა და მიღებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, მოცემული კაზუსის ფაბულის მიხედვით მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩზხრეკისა და ამოღების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ არის კანონიერი რომელიც გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 122-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაშიც იგულისხმება დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მის ან/და მისი ოჯახის წევრის მიერ დაკავებულ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ ამ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობით ან თხოვნით.

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2025/06/25 16:51:07
Contact - All comments

მიწერა და დაურეკა
მაგრამ არ პასუხობენ

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2025/06/25 16:51:07
Contact - All comments

ბრძაბება 996 ის თანახმად ფინანსთა მინისტრს აქვს უფლება რომ შეამციროს დეკლარაციის ფორმა რადგანაც ზოგადად ნას აქვს უფლება რო ცვლილების შესახებ გამოსცეს აქტი ერთადერთი უფლებამსილი ორგანო არის~

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2025/06/25 16:51:07
Contact - All comments

რაც შეეხება ინკასოს ინკასო ეს არის ერთგვარი პროცენტი რომელიც ეკისრება გადასახადის გადამხდელს მხოლოდ ძირ თანხაზე და არა იმ თანხაზე რასაც ემატება ჯარიმის გადასახადი ~

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2025/06/25 16:51:07
Contact - All comments

კომპანიის მეწილეს შეეძლო რომ უკან მოეთხოვა ის ძედმეტი თანხა რაც ჩამოაჭრეს გეტყვი მუხლსაც

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2025/06/25 16:51:07
Contact - All comments

254ე მუხლით შეგიძლია ასევე დაწერო ის რო ქონებაზე ყადაღის დადების უფლევბა ქონდა

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2025/06/25 16:51:07
Contact - All comments

ბოლოში იცი რა დაწერო მიმართვის უფლება ქონდა როგორც შემოსავლებისთვის ისე მინისტრისტისაც

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2025/06/25 16:51:07
Contact - All comments

14 კარშია მუხლებბი ზუსტად არ მახსოვს და~ ჩამოყევი მაგ კარს და შენც მიხვდები რ აუდნა დაწერო

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2025/06/25 16:51:07
Contact - All comments

297_ ე მუხლიც ნახე დავის განმხილველ ორგანოებზე მანდ წერია

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2025/06/25 16:51:07
Contact - All comments

35_ ე მუხლიც შეგიძლია დაწერიო გასაჩივრები უფებაზე

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2025/06/25 16:51:07
Contact - All comments

272_ ე მუხლით საურავიც განმარტე მაინც რავი

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2025/06/25 16:51:07
Contact - All comments

რავია რმენ მეც მასე მეწერა მეცამეტე მეთოთხმეტე კარს გადახედე და რასაც დაამატებ ეგეც კარგიიქნება

junkera's picture
junkera (ჯუნკერ)
სხვა
Registration Date: 2024/04/23
Last visit: 2025/07/03 18:14:34
Contact - All comments

1. ს აე რ თაშ ო რ ის ო ს ამ არ თალ ი და ს აე რ თაშ ო რ ის ო ს ის ტე მ ა

ს აერთაშორისო სისტემა, ფარ თო გაგე ბით, მოიცავს ყველა იმ ურთიერთობას, რომელიც სახელმწიფოს გარეთ წარმოქმნილი
ურთიერთბების კომპონენტებს შეიცავს, განურჩევლად იმისა, ატარებს კონკრეტული ურთიერთობა სამთავრობათაშორისო თუ
არასამთავრობათაშორისო ხასიათს, მონაწილეობს მასშიფიზიკური თუ იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია თუ სახელმწიფო,
როგორც სუვერენული უფლებების მატარებელი. ამგვარად, საერთაშორისო სისტემის ამცნებაში შედის ყველა საერთაშორისო მოვლენა,
სახელმწიფოთა შორის არსებული ყველა ურთიერთობა. ს აე რ თაშ ო რ ის ო ს ის ტე მ ა , ვ იწ რ ო გაგე ბით, მოიცავს მხოლოდ
სახელმწიფოთაშორისურთიერთობებს, ე. ი. ისეთ ურთიერთობებს, რომლებშიც ძირითადადმოქმედ პირებად, სუბიექტებად, გამოდიან
სახელმწიფოები, როგორც სუვერენული პოლიტიკური ერთეულები, აგრეთვე სახელმწიფოთა მიერ შექმნილი საერთაშორისო
სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სუბიექტების გარდა, ეს სისტემა მოიცავს აგრეთვე ამ
ურთიერთობების შედეგად წარმოშობილსამართლებრივ, მორალურ და სხვა ნორმებს (საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო
ადათს, საერთაშორისო მორალს, საერთაშორისო თავაზიანობას), რომლებიც თავის მხრივ, აქტიურ ზეგავლენას ახდენენ არსებულ
საერთაშორისო ურთიერთობებზე.
ს აერთაშორისო სამართალი კონკრეტული საერთაშორისო სისტემის - სახელმწიფოთაშორისისისტემის განუყოფელი ნაწილია და უნდა
განიხილებოდეს მთელი სისტემის ყველა კომპონენტთან მჭიდრო კავშირში. საერთაშორისოსამართალი საერთაშორისო პოლიტიკური,
ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და სხვა ურთიერთობების იურიდიული ჩარჩოა, რაც ამ ურთიერთობებს სპეციფიკურ, სხვა
სოციალური მოვლენებისგან განსხვავებულხასიათს ანიჭებს. საერთაშორისო სამართალი ეწოდება მხოლოდ იმ ნორმებს , ან უ ქც ე ვ ის
წ ესებს, რომლებიც სახელმწიფოთა ან სხვა სუბიექტთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზეც იქმნებიან და რომ ე ლ თა შ ე ს რ ულ ე ბის
უზრუნველყოფა თვით სახელმწიფოთა ან სხვა სუბიექტთა მიერ ინდივიდუალურად ან კოლექტიურად ხორციელდება.საერთაშორისო
სამართლის ძირითად სუბიექტს წარმოადგენს სახელმწიფოები. ფიზიკური პირი ინდივიდუალური საერთაშორისო სისხლის
სამართლის სუბიექტი ხდება მხოლოდ საერთაშორისო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. საერთაშორისო სამართლის რეგულირების
საგანი მხოლოდ სახელმწიფოთა მთავრობათაშორისი ურთიერთობებია. საერთაშორისო სამართლის ობიექტად შეიძლება იყოს
მხოლოდ: ა) სახელმწიფოს მოქმედება; ბ) მოქმედებისგან თავის შეკავება; გ) სახელმწიფოს ტერიტორია. საერთაშორისო სამართის
წყაროებია სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბებული ნორმები - საერთაშორისო ხელშეკრულებები და
საერთაშორისო ჩვეულებანი, ე. ი. საერთაშორისო სამართლის ნორმებს ქმნის არა რაიმე ზესახელმწიფოებრივი საკანონმდებლო
ორგანოები, არამედ თვით საერთაშორისოსამართლის სუბიექტები. ყველა ლოკალური საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა,
მიუხედავად თავისუებურებებისა, უნდა შეესაბამებოდეს საყოველთაო საერთაშორისო სამართის ძირითად პრინციპებს. საერთაშორისო
სამართლებრივი ნორმები და პრინციპები შესრულებულ უნდა იქნას საერთაშორისო სამართლის სუბიექტების მიერ.
2. გან ს ხვ ავ ე ბა ს აე რ თაშ ო რ ის ო და შ იდას ახე ლ მ წ იფო ე ბრ ივ ს ამ არ თალ ს შ ო რ ის

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ სამართალს შორის განსხვავება შემდეგშია:1. საერთაშორისო სამართლის ძირითად
სუბიექტს წარმოადგენს სახელმწიფოები. ფიზიკურ პირს მხოლოდ გარკვეულ სფეროებში ვხვდებით: მან შეიძლება დამოუკიდებლად
იმოქმედოს, გამოიყენოს საერთაშორისო სამართალი ადამიანის უფლებების დარღ ვევისას. ფიზიკური პირი ინდივიდუალური
საერთაშორისო სისხლის სამართლის სუბიექტი ხდება მხოლოდ საერთაშორისო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. 2. საერთაშორისო
სამართლისრეგულირების საგანი მხოლოდ სახელმწიფოთა მთავრობათაშორისი ურთიერთობებია,ე. ი. ისეთი ურთიერთბები, სადაც
სახელმწიფოები მონაწილეობს, როგორც ერთიანი, უზენაესი, სუვერენული უფლებების მქონე ძალა, ანუ ხელისუფლების მქონე
სუბიექტი. ურთიერთობანი, რომელნიც საზოგადოებრივი, რელიიგური და სხვა ამგვარი ხაზით ხორციელდება, არ ექვემდებარება
საერთაშორისო სამართალს. 3. საერთაშორისო სამართლის ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ: ა) სახელმწიფოს მოქმედება; ბ)
მოქმედებისგან თავის შეკავება; გ) სახელმწიფოს ტერიტორია. 4. საერთაშორისო სამართის წყაროებია სახელმწიფოთაშორისი
შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბებული ნორმები - საერთაშორისო ხელშეკრულებები და საერთაშორისო ჩვეულებანი, ე. ი.

საერთაშორისო სამართლის ნორმებს ქმნის არა რაიმე ზესახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ორგანოები, არამედ თვით საერთაშორისო
სამართლის სუბიექტები. 5. იგივე სუბიექტები უზრუნველყოფენ საერთაშორისო სამართლის შესრულებას.

3. ს აე რ თაშ ო რ ის ო ს ამ არ თლ ის ნ ო რ მ ე ბის იე რ არ ქია

საერთაშორისო სამართლის ნორმების იერარქია ამგვარად შევიძლია ჩამოვაყალიბოთ:1. საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი
პრინციპები, რომელნიც ყველა ან თითქმის ყველა სახელმწიფოს მიერაა ცნობილი, ამ ქვეყნების სოციალური სისტემების არსის
მიუხედავად. 2. საყოველთაო საერთაშორისო სამართლის ცალკეულ დარგში გაბატონებული პრინციპები, რომელნიც ძირითად
პრინციპებთან შესაბამისობაში უნდაიყვნენ. 3.ძირითადი და დარგობრივი პრინციპების შესაბამისოში არსებული დარგობრივი ნორმები,
რომელნიცაღნიშნული პრინციპების კონკეტიზაციას წარმოადგენენ. 4. ლოკალური საერთაშორისო-სამართლებრივი პრინციპები და
ნორმები, რომელნიც ორი ანრამდენიმე სახელმწიფოს ურთიერთობებს არეგულირებს და ზემოაღნიშნულპრინციპებს და ნორმებსუნდა
შეესაბამებოდეს.

4. იმ პე რ ატიულ ი და დის პო ზიტიურ ი ნ ო რ მ ე ბი

განასხვავებენ იმპერატიულდა დისპოზიტიურ ნორმებს. დისპოზიტიური საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა ანიჭებს სუბიექტს
უფლებას ურთიერთშეთანხმებითშექმნან განსხვავებულიქცევის წესი, გადაუხვიონ მას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა არ
ისარგებლეს ამუფლებით, მათი ურთიერთობა მოწესრიგდება არსებული დისპოზიტიური ნორმით. მაგალითად, ღ ია ზღ ვაში ყველა
სახელმწიფოს ხომალდინაოსნობს თავისი ქვეყნის ალმით და სხვა ქვეყნის ხომალდს არა აქვსუფლება მისი გაჩერების, გაჩხრეკის, თუკი
მეკობრეობის, მონათვაჭრობის და სხვა მსგავსი ეჭვი არ არის, მაგრამ ორან რამდენიმე სახელმწიფოს შეთანხმებით შეუძლიათ მისცენ
უფლება თავიანთსამხედრო ხომალდებს ნებისმიერდროს ჩაატარონ ჩხრეკა სახელმწიფოების სამოქალაქო გემებზე. არსებობს
ნორმები, რომელთა გადახვევა ურთიერთშეთახნმებითაც არ შეიძლება, რადგან მათ მიერ დადგენილი ქცევის წესი ყევლა
სახელმწიფოსათვის, მთელი საერთაშორისოსაზოგადოებისათვის სასიცოცხლო, უმნიშვნელოვანეს ფასეულობას წარმოადგენს. ასეთ
ნორმას იმ პე რ ატიულ ი ხასიათი აქვს.

5. ს აე რ თაშ ო რ ის ო ს ამ არ თლ ის ს ო ც იალ ურ ი ბუნ ე ბა

საერთაშორისო სამართალს, რომელიც მონათმფლობელურ, ფეოდალურ და ბურჟუაზიულ სამყაროს ემსახურებოდა, ეკონომიკურ
ბაზისად ედო ყოველი სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციისთვის დამახასიათებელი საწარმოოურთერთობანი. ესურთიერთობანი ორ

საფეხურიან ხასიათს ატარებდა - ყოველ სახელმწიფოში გაბატონებული ბაზისი განაპირობებდა კონკრეტული სოციალურ-
ეკონომიკური ფორმაციისთვის დამახასიათებელ საერთაშორისო ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთერთობებს. უკანასკნელთა შორის

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობანი ისეთივე მატერიალური ძალის მქონენი იყვნენ, როგორც სახელმწიფოების შიგნით
გაბატონებული საწარმოო ურთიერთობანი. რასაკვირველია, კაცობრიობის განვითარებასთან ერთად საერთაშორისო ეკონომიკური
ურთიერთობანი ფართოვდებოდადა მრავალფეროვანი ხდებოდა, უფრო და უფრო ბევრ ქვეყანას ახვევდა ქსელში, რაც განაპირობებდა
მთელი პოლიტიკური და იურიდიული ზედნაშენის ხასიათს.ამგვარად შეიძლება ვისაუბროთ მონათმპლობელურ, ფეოდალურ და
ბურჟუაზიულსაერთაშორისო სამართალზე, აგრეთვე ე. წ. „სოციალისტური“ და „კაპიტალისტური“ სახელმწიფოების თანაარსებობის
პერიოდისთვის დამახასიათებელ საერთაშორისო სამართალზე. ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფომ საერთაშორისო
ასპარეზზე გასვლისთანავე ხაზი გაუსვა არსებული საერთაშორისო სამართლის დემოკრატიული პრინციპების და ნორმების
მნიშვნელობას და აღ იარა მათი იურიდიული ძალა. ობიექტურად საბჭოთა კავშირის არსებობამ ხელი შეუწო საერთაშორისო
სამართლის შემდგომ ჰუმანიზაციას და დემოკრატიზაციას, კოლონიალიზმის სისტემის დაშლას, თუმცა ყველაფერიეს მიმდინარეობდა
დასავლეთის დიდ სახელმწიფოებთან ზეგავლენის სფეროების განაწილებისთვის გააფთრებული ბრძოლის პირობებში „ცივის ომის“
ნიშნის ქვეშ.

თანამედროვე ეტაპზე ჩამოყალიბდა პროგრესული კაცობრიობის ერთიანი მართლშეგნება, რომელმაც შეიმუშავა ნორმების
კომპლექსი სავალდებულო საერთაშორისო-სამართლებრივ ურთიერთოებებში მონაწილე ყველა სახელმწიფოსათვის. მრავალი მათგანი
დღ ეს საერთაშორისო სამართის შემადგენელ ნაწილად იქცა, ნაწილი კი ჯერჯერობით კვლავ პროგრესული კაცობრიობის
მართლშეგნების სფეროს მიეკუთვნება და იურიდიულად სავალდებულო ძალას მოკლებულია. დღ ეისთვის საყოველთაო
საერთაშორისო სამართალში განმტკიცებულია ყველაფერი საუკეთესო, რაც მოგვცა კაცობრიობის ისტორიულმა განვითარებამ. იგი
გვევლინება იმ პრინციპებისა და ნორმების სისტემად, რომლებიც განამტკიცებენ სახელმწიფოების თანამედროვე საერთაშორისო
საზოგადოების მორალურ ფასეულობებს. ამ ფასეულობებს ზოგადდემოკრატიული ხასიათი აქვთ: ისინი ემსახურებიან სახელმწიფოთა
თანამეგობრობის ნორმალურ ფუნქციონირებას, ყველა სახელმწიფოს, მიუხედავად მისი სოციალურ-პოლიტიკური წყობისა,
კეთილმეზობლური და მშვიდობიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფას.
თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თავისი სოციალური ბუნებით, ზოგად-დემოკრატიული ხასიათისაა , ყ ო ვ ე ლ ი ნ ო რ მ ა
მ ხოლოდ თანასწორუფლებიანი შეთანხმების შედეგი შეიძლება იყოს იქ, სადაც მხარის ნება სხვა ნებასთან თანასწორია. დაუშ ვ ე ბე ლ ია

ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს დიქტატი სხვა სახელმწიფოთა მიმართ. სწორედ ამით აიხსნება საერთაშორისო სამ არ თის ზო გად-
დე მ ო კრ ატიულ ი ხას იათი.

6. ს აე რ თაშ ო რ ის ო ს ამ არ თლ ის წ ყ არ ო ე ბი ( ძ ირ ითადი და დამ ხმ არ ე )

საერთაშორისო სამართლის ძირითადი წყაროებია სახელმწიფოთშორისი შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბებული ნორმები -
საერთაშორისო ხელშეკრულებები და საერთაშორისო ჩვეულებები.
ს აერთაშორისო-სამართლებრივი ჩვეულება დაუწერელი ქცევის წესია. იგი ყალიბდება სახელმწიფოთშორისი პრაქტიკის შედეგად,
რომლებიც აღიარებენ ამ ქცევის წესის სავალდებულო ძალას დუმილით ან ოფიციალური განცხადებით. სახელმწიფოთა ქცევის წესი
საერთაშორისო სამართლის ჩვეულებით ნორმად რომ იქცეს, აუცილებელიაგარკვეული პერიოდი (თვე, წელი, ზოგჯერსაუკუნეებიც კი),
რომლის განმავლობაში სახელმწიფოები ერთნაირად იყენებენ ამ ქცევის წესს საერთაშორისო სამართლებრივ პრაქტიკაში. მხოლოდ მას
შემდეგ, რაც სახელმწიფოთაუმრავლესობა აღიარებს ამ ქცევის წესს, იგი იქცევასაერთაშორისო სამართლის წყაროდ. ეს ნორმა მხოლოდ
მათთვისაა სავალდებულო, ვინც მას ცნობს. ლოკალური საერთაშორისო - სამართლებრივი ჩვეულებითი ნორმა არ უნდა
ეწინააღმდეგებოდეს საყოველთაოდ აღიარებულჩვეულებითდა სახელშეკრულებო იმპერატიულ ნორმებს. ს აე რ თაშ ო რ ის ო
ხელშეკრულება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მთავარი წყაროა, რადგანაც მხოლოდ დაწერილი ნორმა ქმნის სტაბილურ,
მყარ ქცევის წესს. ს აერთაშორისო სამართლის პრინ ც იპე ბი იურიდიული ძალის მქონე ზოგადი სახელმძღ ვანელო საწყისია,
რომელსაც უნდა ემორჩილებოდეს ან საერთაშორისოსამართლის მთელი სისტემა ან ცალკეული დარგების ნორმები. ეს პრინციპები
საერთაშორისო სამართლის წყაროს წარმოადგენს. საერთაშორისო სამართალი იცნობს ე.წ. დამხმარე წყაროებსაც. ასეთი სახის წყაროები
უშუალოდ არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის წყაროს, მაგრამ მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ საერთაშორისო
სამართლებრივი ნორმის ჩამოყალიბების პროცესზე. ესენია: შიდასახელმწიფოებრივი კანონი, საერთაშორისო ორგანიზაციის
დადგენილებანი და სასამართლო პრეცედენტები და მეცნიერთა ნაშრომები.შ იდასახელმწიფოე ბრ ივ ი კან ო ნ ი. ასეთი კანონ ი
თავისთავად არ შეიძლებაიყოს საერთაშორისო სამართლის წყარო, მაგრამ, თუ სხვა სახელმწიფოები აღ იარებენ ამ ქცევის წესს, იგი
შეიძლება გადაიქცეს საერთაშორისო ხელშეკრულების ან საერთაშორისო ჩვეულების ძალით. ს აე რ თაშ ო რ ის ო ო რ გან იზაც იის
დადგენილებანი. თავისთავად, შიდასახელმწიფოებრივი კანონების მსგავსად, ისინი არ წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლის
წყაროს. ასეთი ორგანზიაციების გადაწყვეტილებანი მიიღება არსებული წესდების შესაბამისად და ვრცელდება მხოლოდ ორგანიზაციის
წევრებზე. საერთაშორისო ორგანიზაციების დადგენილებები, რომელბიც საერთაშორისო სამართლის ქცევის წესებს შეიცავენ,
ძირითადში რეკომენდაციის სახეს ატარებენ და წარმოადგენენ სამართლის წყაროს ნაირსახეობას. სასამარ თლ ო პრ ე ც ე დე ნ ტე ბი და
მ ეცნიერთა შრომები, დასკვნები, გამოკვლევანი, მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმათა არსებობის დადგენის დამხმარე
საშუალებაა, რასაც იყენებენ საერთაშორისო ორგანოები სახელმწიფო დავების გადაწყვეტის დროს.

7. ს აე რ თაშ ო რ ის ო და შ იდას ახე ლ მ წ იფო ე ბრ ივ ი ს ამ არ თლ ის თან აფარ დო ბის თე ო რ იე ბი
მეცნიერებაში ჩამოყალიბდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის თანაფარდობის სამი თეორია: აქედან ორი
მ ონისტური ხასიათისაა, ე. ი. ორივე სამართალს ერთ სამართლებრივ სისტემაში ათავსებს: 1. ა) XIX საუკუნის მეორე ნახევარში
გერმანიაში ჩამოყალიბდა თეორია, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის პრიმატს (უპირატესობას) ქადაგებდა. ამ თეორიის
თანახმად, საერთაშორისო სამართალი „საგარეო სახელმწიფოებრივ სამართლად“ ცხადდებოდა, რადგანაც ყოველნორმაში სახელმწიფო
უფლებამოსილი იყო სურვილისამებრ დაერღვია საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმა, როგორც შესაძლო იყო ეს საშინაო სამართის
ნორმის მიმართ. ეს თეორია მოწოდებული იყო იურიდიულად დაესაბუთებინა გერმანული იმპერიალიზმის აგრესიული ზრახვები
მსოფლიოს გადანაწილების მიზნით. ბ)საერთაშორისო სამართის შიდასახელმწიფოებრივზე პრიმატი ზოგიერთისთვის ნიშნავს
საერთაშორისო სამართლის ნორმას, როგორც უფრო მაღლა მდგომი სამართებრივი სისტემის ქცევის წესი. 2. ე. წ. დუალისტური თეორია
ორივე სისტემის დამოუკიდებლობას აღ იარებს, თუმცა შესაძლებლად მიაჩნია მათი ურთიერთზეგავლენა. ამ თეორიის ნაკლი
მდგომარეობს იმაში, რომ იგი იურიდიული კონსტრუქციებით იზღუდება და უგულებელყოფს ამ რგოლის ფუნქციონირების სოციალურ
მხარეს.

8. „თვ ითშ ე მ ს რ ულ ე ბე ლ ი“ და „არ ათვ ითშ ე მ ს რ ულ ე ბე ლ ი“ ნ ო რ მ ე ბი

საერთაშორისო სამართლის ნორმებს, განსაკუთრებითკი საერთაშორისოსახელშეკრულებო ნორმებს, ყოფენ „თვითშემსრულებელ“ და
„არათვითშემსრულებელ“ სამართლებრივ ქცევით ქცევით წესებად. პირველი ტერმინი აღ ნიშნავს ნორმებს, რომლის შინაარსი
ფორმულირებულია ისე, რომ სახელმწიფოს მიერმათი იურიდიული ძალის აღიარების შემდეგ, შესაძლებელი ხდება მათი უშუალო
გამოყენება სასამართლოების და სხვა ორგანოების მიერ, თუ ამას შიდასახელმწიფოებრივი კანონი ითვალისწინებს.
„არათვითშემსრულებელი“ ნორმების იმპლემენტაციისათვის საჭიროა ახალი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი აქტის ან
კონკრეტული ნორმის შექმნა. პრაქტიკაში ხშირად საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეს ორი სახეობა დაიყვანება მხოლოდ
ერთამდე -„არათვითშემსრულებელი“ ნორმის მცნებამდე, რაც გამოიყენება მნიშვნელოვანი საერთაშორისო-სამართლებრივი
ხელშეკრულების უგულვებელსაყოფად ან გამოშიგვნისათვის ეროვნული კანონმდებლობის მეშვეობით.

9. ტრ ან ს ფო რ მ აც ია

საერთაშორისო სამართლის ნორმების შესრულების პროცესს შიდასახელმწიფოებრივი ნორმების მეშვეობით ხშირად აღ ნიშნავენ
ტერმინ „ტრანსფორმაციით“. პირდაპირი ტრანსფორმაციის დროს ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტი იძენს
კანონის ძალას. ამ აქტის სათანადო გამოქვეყნების შემდეგყველა სასამართლო და სხვა სახელმწიფო ორგანო მოვალეაგამოიყენოს იგი
როგორც უზენაესი სამართლებრივი ნორმა. არაპირდაპირი ტრანსფორმაციის დროს ხელშეკრულების დებულებანი იძენენ კანონის
ძალას მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს სპეციალური აქტის გამოცემის შემდეგ.
ამ ტერმინოლოგიის მიხედვით, ხელშეკრულების გამოყენებისთვის ქვეყნის შიგნით მოქმედი სუბიექტების მიმართ,ყოველთვის საჭიროა
ამ აქტის შიდასახელმწიფოებრივ ნორმად გადაქცევა. ამიტომუფრომართებულად მიგვაჩნია შეხედულება, რომელიც ხელშეკრულების
იმპლემენტაციის პროცესის საშუალებად ასახელებს მითითებასა და ინკორპორაციას.

10. იმ პლ ე მ ე ნ ტაც ია ( მ ითითე ბითი ნ ო რ მ ა და ინ კო რ პო რ აც ია )

ხელშეკრულების გამოყენებისათვის ქვეყნის შიგნით მოქმედი სუბიექტების მიმართ, ყოველთვის საჭიროა ამ აქტის
შიდასახელმწიფოებრივ ნორმად გადაქცევა. ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესის საშუალებებია მითითება და ინკორპორაცია.
მ ითითებითი ნორმა (ან ნორმები) ეროვნული სამართლის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ შიდასახელმწიფოებრივი ურთიერთობების
მოწესრიგებისას იყენებს საერთაშორისო სამართალს, რითაც უკანასკნელი ნორმები „წვდებიან“ შიდასახელმწიფოებრივი

სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტებს და შეეფარდებიან ამურთიერთბებს. გვხვდებაროგორც ზოგადი მითითება, რომელიც
მთელ საერთაშორისო სამართალს გულისხმობს, ასევე მითითება, რომელიც ეროვნული სამართლის ნორმათა გარკვეულ ჯგუფს
აკავშირებს საერთაშორისო სამართის გარკვეულ ნაწილთან. არსებობს აგრეთვე სპეციალური მითითება, რომელიც კონკრეტულ
საერთაშორისო-სამართებრივ აქტზე მიგვანიშნებს. არცერთზემოაღნიშნულ შემთხვევაში არ ხდება საერთაშორისო-სამართებრივი
ნორმის ტრანსფორმაცია შიდასახელმწიფოებრივში, არამედ სასამართოებსა და სხვა ორგანოებს ეძლევა უფლება გამოიყენონ
საერთაშორისო სამართლის, ე. ი. სხვა სამართლებრივი სისტემის ნორმები კონკრეტულ არასამთავრობათაშორისი სამართლებრივი
ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოიყენება არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმები,
არამედ უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი ნორმებიც, თუკი ამას ითვალისწინებს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა და
არცერთი მათგანი არ ხდება შიდასახელმწიფოებრივი სამართლის შემადგენელ ნაწილად. აქ ხდება სპეციფიკური სამართლებრივი
ურთიერთობების სპეციალური წესით მოწესრიგება. ინ კორპორაცია საერთაშორისო სამართლის ნორმების იმპლემენტაციის მეორე

საშუალებად გვევლინება. ინკორპორაცია არის არსებული, ძალაში შესული ხელშეკრულების ან აღ იარებული საერთაშორისო-
სამართლებრივი ჩვეულების საფუძველზე ახალი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი ნორმების შექმნა, ან არსებულის შეცვლა, ან

სრულიად გაუქმება. სახელმწიფოს შეუძია გამოსცეს სამართლებრივი აქტი, რომელიც ტექსტუალურად იმეორებს საერთაშორისო-
სამართლებრივ ნორმებს (ინდივიდუალური ინკორპორაცია), ან შეუფარდოს უკვე არსებული შიდასახელმწიფოებრივი ნორმები

ხელშეკრულების დებულებათა შესრულების პროცესს (ადაპტაცია), ან მიიღ ოს აქტი საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების
ფორმულირების კოპირების გარეშ ე (ლეგიტიმაცია). ახალი ნორმების შიდასახელმწიფოებრივისამართლის სისტემაში ჩართვის ყველა
ეს საშუალება ინკორპორაციის ფორმად გვევლინება.
11. ს აე რ თაშ ო რ ის ო და შ იდას ახე ლ მ წ იფო ე ბრ ივ ი ს ამ არ თლ ის ს აკითხი ს აქარ თვ ე ლ ო ს კან ო ნ მ დე ბლ ო ბით
საქართველოს დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლისადა შიდასახელმწიფოებრივი სამართის თანაფარდობისადმი მკაფიოდ
გამოხატულია ფორმულაში: „საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნო რ მ ე ბის
პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირ ითად კო ნ ს ტიტუც იურ
პრ ინციპად“. კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად, „საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის
საყოველთაოდ აღიარებულპრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ
ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვსუპირატესი იურიდიული ძალაშიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების
მიმართ“. ამას გარდა „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულუფლებებსა და თავისუფლებებს , როგორც
წარუვალდა უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღ უდულია ამ
უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი“ (მუხ. 7).
12. ს ა ე რ თაშ ო რ ის ო ს ამ არ თლ ის ძ ირ ითადი პრ ინ ც იპე ბი(ზო გადად და ყ ვ ე ლ ა პრ ინ ც იპი ს ათითაო დ)
 ს აე რ თაშ ო რ ის ო ს ამ არ თლ ის პრ ინ ც იპე ბი ზო გადად
ს აერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები - ყველაზე უფრო ზოგადი, უმნიშვნელოვანესი და საყოველთაოდ აღ იარებული
საერთაშორისო სამართლებრივინორმებია, რომლებიც იქმნებიან საერთაშორისო ხელშეკრულებების ან საერთაშორისო ჩვეულებების
სახით, მაგრამ თავისი ხასიათით სხვა ნორმების მიმართ ისეთივე თანაფარდობაში არიან, როგორც კონსტიტუციური და ჩვეულებრივი
კანონები. საერთაშორისო სამართლის ჩვეულებრივი ნორმები უნდა შეესაბამებოდეს სამართლის ძირითად პრინციპებს. ის ნორმები,

რომლებიც არ შეესაბამებიან ძირითად პრინციპებს, მართლსაწინააღ მდეგო აქტებია და ვერ წარმოშობენ იურიდიულ უფლება-
მოვალეობებს. საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებში ზოგჯერურევენ ”სახელმწიფოთა ძირითად უფლება - მოვალეობებს”.

სახელმწიფოს ძირითადი უფლებები ის უფლებებია, რომლის გარეშე ვერიარსებებს ვერც ერთი სახელმწიფო, როგორც დამოუკიდებელი
პოლიტიკური ორგანიზაცია. ესუფლებები მიენიჭება ყოველ ერს პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღ წევისას. ენიჭება იგი არა
რომელიმე ორგანიზაციის ან სახელმწიფოს მიერ, არამედ ავტომატურად.

დღ ეისათვის არსებობს მძლავრი მორალურ - პოლიტიკური ფაქტორი - სახელმწიფოს (ხალხთა) ძირითადი უფლებები. ეს ის
უფლებებია, რომელიც ეკუთვნის ყველა ერს ან სახელმწიფოს არსებობის ფაქტიდან გამომდინარე და არავის აქვს უფლება ძალით
წაართვას მათ ეს უფლებები. ამავე დროს აღ ნიშნული უფლებები აკისრებს სახელმწიფოებს მთელ რიგ მოვალეობებს სხვა
სახელმწიფოების მიმართ: სხვა ხალხების თვითგამორკვევის უფლების აღ იარებას, სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური
დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას, მათი ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას და ა.შ .
ყ ველა ეს უფლება-მოვალეობა დღეს ქცეულია საყოველთაო საერთაშორისო სამართლის ძირ ითად პრ ინ ც იპე ბად.
ყოველი ეს პრინციპი მოიცავს მთელ რიგ სხვა მნიშვნელოვან პრინციპებსა და ნორმებს, ამიტომ ევროპაში უშიშროებისა და
თანამშრომლობის ჰელსინკის თათბირზე (1975 წ.) გამოყოფილიქნა 3 დამატებითი პრინციპი - ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების
დაურღვევლობა, ადამიანის უფლებათა დაცვა. ეს პრინციპები საერთაშორისო სამართლის სისტემის უმნიშვნელოვანესი საწყისებია,
რომლებიც გამოვლინებას პოულობს საერთაშორისო ხელშეკრულებებში, შეთანხმებებსა თუ სხვა წყაროებში. ეს ის ნორმებია,
რომლებსაც უნდაშეესაბამებოდეს ყველა დანარჩენი საერთაშორისო - სამართლებრივი ნორმა. ყველა ძირითადი პრინციპი ამკრძალავი
ნორმის ხასიათს ატარებს და კრძალავს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს ყველა იმ ქმედობას და ქმედობისგან თავის შეკავებას,
რომელიც სხვა სახელმწიფოების მიმართ გამოიყენება ამუკანასკნელების სუვერენული უფლებების გათელვა-შევიწროების მიზნით.
 ს ახე ლ მ წ იფო თა ს უვ ე რ ე ნ ულ ი თან ას წ ო რ ო ბის პრ ინ ც იპი
ყოველი სახელმწიფო მიუხედავად მისი ტერიტორიული სიდიდისა და მოსახლეობის რაოდენობისა, სამხედრო - ეკონომიკური
სიძლიერისა ან სისუსტისა, ყველა დანარჩენ ქვეყნებთან ერთად თანაბრად სარგებლობს საერთაშორისო სამართლებრივი
უფლებაუნარიანობით. არც ერთ ძლიერსახელმწიფოს უფლება არა აქვს თავს მოახვიოს სუსტს თავისი ბატონობა ან პრივილეგიურ
მდგომარეობაში დააყენოს თავისი თავი. ყველა საერთაშორისო კონფერენციაზე ყოველ სახელმწიფოს თითო ხმა მიეკუთვნება,
მიუხედავად მისი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედროსიძლიერისა. ყოველი სუვერენული სახელმწიფო უფლებამოსილია
მიიღ ოს მონაწილეობა საყოველთაო საერთაშორისო სამართლის ნორმების შემუშავებაში, დაესწროს იმ საერთაშორისო კონფერენციებს,
სადაც წყდება ის საკითხები, რომლებიც უშუალოდ ეხება მის ინტერესებს. ამგვარად, ყველა სუვერენული სახელმწიფო იურიდიულად
თანასწორია, ე.ი. თანაბარია საერთაშორისო სამართლის წინაშე. მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოში ხუთი დიდი სახელმწიფო (აშშ,
ინგლისი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი) სარგებლობს გარკვეული პრივილეგიებით. ყოველმათგანს მუდმივი წევრის ადგილი უკავია,
ხოლო მშვიდობის დაცვასთან დაკავშირებულღონისძიებათა მიღების დროს ხუთივე დიდი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. გაეროს
წესდება მთავარ პასუხისმგებლობას მშვიდობის დაცვის საქმეში სწორედ დიდ სახელმწიფოებს აკისრებს.
 ძ ალ ის გამ ო ყ ე ნ ე ბაზე ან ძ ალ ით დამ უქრ ე ბაზე უარ ის თქმ ა
თანამედროვე საერთაშორისო სამართალი აგრესიულომს კანონგარეშე აცხადებს. აკრძალულია არამარტო ომის დაწყება, არამედ
ნებისმიერი სახის სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური, სავაჭრო და სხვაზომების გამოყენება სხვა სახელმწიფოს დაპყრობის ან მისი
პოლიტიკის დაქვემდებარების მიზნით. მეოცე საუკუნის დასაწყისამდე საერთაშორისო სამართალი ომის ინსტიტუტს დავის
გადაჭრ ის ერთ-ერთ საშუალებად ცნობდა. ყოველი სახელმწიფო მოვალეა საერთაშორისო ურთიერთობებში თავს იკავებდეს
ძალისმიერი მუქარის ან ძალის გამოყენებისაგან. აგრესიული ომის წამოწყებისაგან. აგრესიული ომი არის მშვიდობის საწინააღ მდეგო
დანაშაული, რომელიც იწვევს პასუხისმგებლობას საერთაშორისო სამართლით. ყოველი სახელმწიფო მოვალეა თავს იკავებდეს
არარეგულარული ძალების ან შეიარაღებული ბანდების შექმნისაგან ან შექმნის წაქეზებისაგან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე
შესაჭრელად. სახელმწიფოს ტერიტორია არ უნდა იყოს სხვა სახელმწიფოს მიერ შეძენის ობიექტი ძალისმიერი მუქარის ან ძალის
გამოყენების შედეგად. არავითარი ტერიტორიული შეძენა, რომელიც ძალისმიერი მუქარის ან ძალის გამოყენების შედეგია, არ უნდა
იქნეს ცნობილი კანონიერად. აგრე ს იად ჩაითვლება სახელმწიფოს შეიარაღ ებული ძალების გამოყენება სხვა სახელმწიფოს
სუვერენიტეტის, ტერიტორიული ხელშეუხებლობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღ მდეგ ან გაერო-ს წესდებით
დაუშვებელი სხვარომელიმე სახით. აგრესიულაქტად ითვლება ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შეჭრა ან თავდასხმა სხვა

სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მისი ანექსია, სხვატერიტორიის დაბომბვა, შეიარაღებული ძალების თავდასხმა სხვა სახელმწიფოების
სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო ძალებზე და ა.შ. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ყოველსახელმწიფოს უფლებას ანიჭებს
მასზე თავდასხმის შემთხვევაში გამოიყენოს ”ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის” უფლება, ე.ი შეიარაღ ებულ თავდასხმას
დაუპირისპიროს ან საკუთარი შეიარაღებული ძალები ან მოკავშირე ქვეყნების ძალები. როდესაც ჩაგრული კოლონიური ერი ან ხალხი
განთავისუფლებისთვის მშვიდობიანი საშუალებების ამოწურვის შემდეგ მიმართავს იარაღს, ეს ბრძოლა არ შეიძლება კვალიფიცირებულ
იქნეს როგორც აგრესიული ომი, იგი სამართლიანი შეიარაღ ებული ბრძოლაა, თავდაცვითი ომია.
 ს ახე ლ მ წ იფო ს ტე რ იტო რ იულ ი მ თლ იან ო ბის ხე ლ შ ე უხე ბლ ო ბის პრ ინ ც იპი
ყოველი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორია შეუვალია სხვა სახელმწიფოს ხელისუფლებისათვის. არც ერთსხვა სახელმწიფოს არ
აქვს უფლება დაარღ ვიოს ეს უზენაესობა და შეუფარდოს საკუთარი იურისდიქცია სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ თავისსავე
მოქალაქეებს, თუ გამონაკლისის სახით თვით ეს სახელმწიფო არ მისცემს ამის თანხმობას.
ტერიტორიული უზენაესობა განუყოფელი ცნებაა,იგი მოიცავს როგორც სახელმწიფოს სუვერენულ უფლებებს ტერიტორიაზე
მცხოვრებ ადამიანებზე,ასევე თვითტერიტორიის მიმართუზენაესი განკარგვის უფლებას. ხმელეთი, მისი წიაღი, შიდა ტერიტორიული
წყლები, ტერიტორიის თავზე მდებარე საჰაერო სივრცე მოცემული სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება.ყოველი აქტი,
რომელიც ზღუდავს ადგილობრივი სახელმწიფოს იურისდიქციას მისი ტერიტორიის რომელიმე ნაწილში ძლიერი სახელმწიფოს
სასარგებლოდ, ეწინააღმდეგებათანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს. სახელმწიფოს ტერიტორიული
უზენაესობის შეზღუდვადაიშვება მხოლოდ მხარეთათანასწორუფლებიანი, ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი ხასიათის შეთანხმების
საფუძველზე. ასევე ხელშეუხებელია სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა. ყოველი აქტი, რომელიც ლახავს
სახელმწიფოს საზღვრების მყუდროებას, მართლსაწინააღმდეგოა და უფლებას ანიჭებს დაზარალებულ სახელმწიფოს გამოიყენოს
საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული საშუალებანი. სახელმწიფოს საზღ ვრების შეცვლა შეიძლება მხოლოდ
თანასწორუფლებიანი შეთანხმების საფუძვლზე. როგორც ვხედავთ, ტერიტორიული მთლიანობისა და
ტერიტორიული უზენაესობის ცნებებიგანსხვავდებიან ერთმანეთისგან. ტერიტორიული უზენაესობაუფროფართო, ყოვლისმომცველი
კატეგორიაა, ტერიტორიული მთლიანობა კი - მისი შემადგენელი ნაწილი. ამიტომ შეიძლება ირღვეოდეს ტერიტორიული უზენაესობა,
ხოლო ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელი რჩებოდეს.
 ს აზღ ვ რ ე ბის ურ ღ ვ ე ვ ო ბის პრ ინ ც იპი
ეს პრინციპი ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისა და ძალის გამოყენების პრინციპებთან მჭიდრო კავშირში უნდა
განიხილებოდეს. იგი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიღწეული პოლიტიკური და ტერიტორიული საკითხების მოგვარების
შედეგების გარანტიის საშუალებაა. ცნობილია, რომ დღ ესაც დასავლეთ ევროპაში განსაკუთრებით გერმანიის ფედერაციულ
რესპუბლიკაში არსებობს ძალები, რომლებიც მოითხოვენ პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საზღ ვრების გადასინჯვას.
ჰელსინკის თათბირზე საზღვრების ურღვევობის პრინციპი ცალკე პრინციპად გამოიყო. სახელმწიფოებს ურღ ვევად მიაჩნია
ერთმანეთის მთელი საზღვრები და ამიტომ ისინი ახლაც და მომავალშიც თავს შეიკავებენ ამ საზღვრების ყოველგვარი ხელყოფისაგან.
ისინი შესაბამისად თავს შიკავებენ აგრეთვე ყოველგვარი მოთხოვნებისა და მოქმედებებისაგან, რომელთა მიზანი იქნება ნებისმიერი
მონაწილე სახელმწიფოს ნაწილის თუ მთელი ტერიტორიის დაპყრობა, უზურპაცია.
 ს ხვ ა ს ახე ლ მ წ იფო ს ს აშ ინ აო ს აქმ ე ე ბშ ი ჩ აურ ე ვ ლ ო ბის პრ ინ ც იპი
არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს სხვა სახელმწიფოს „საშინაო საქმეებში“. სახელმწიფოს საშინაო საქმეებში შედის ის
საკითხები, რომლებიც ყოველი ერის ან ხალხის სოციალურ-პოლიტიკურიფორმის არჩევასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და
განპირობებულია ამ უფლებით. ყოველი სახელმწიფოს საშინაო ცხოვრება მისი „საშინაო საქმეა“ სანამ თვითონ არ აქცევს მას
საერთაშორისო სამართლებრივინორმის ობიექტად. მაგრამ არსებობს შემთხვევები,როცა სახელმწიფოს „საშინაო საქმე“ საერთაშორისო

სამართლის ნორმას არღვევს და საერთაშორისო კონფლიქტს იწვევს. ეს მაშინ ხდება, როცა „საშინაო საქმე“ საფრთხეს უქმნის მშვიდობისა
და ხალხის უშიშროებას, არღვევს საყოველთაოდ აღიარებულსაერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებს. ამ თვალსაზრისით ყველაზე
თვალსაჩინომაგალითი იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აპარტეიდის რეჟიმის წინააღ მდეგ.

ჩაურევლობის პრინციპის დარღვევას ინ ტე რ ვ ე ნ ც ია ეწოდება. მის ყველაზე ტიპიურ მაგალითს სამხედრო ჩარევა
წარმოადგენს. არცერთ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთაჯგუფს არ აქვსუფლება ჩაერიოს პირდაპირ თუ არაპირდაპირ, რა მიზეზითაც
უნდა იყოს, სხვა სახელმწიფოს საშინაო და საგარეო საქმეებში. ამგვარი ქმედება, საერთაშორისო სამართლის პრინციპის დარღვევაა. არც
ერთი სახელმწიფო აგრეთვე არ უნდა აწყობდეს, ეხმარებოდეს, აღვივებდეს, აფინანსებდეს, აქეზებდეს შეიარაღ ებულ, ტერორისტულ
საქმიანობას.ყოველსახელმწიფოს აქვსუფლება აირჩიოს თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სისტემა
ყოველი სხვა სახემწიფოს მხრივ ამა თუ იმ ფორმით ჩარევის გარეშე.
 ხალ ხთა ( ე რ თა ) თან ას წ ო რ უფლ ე ბიან ო ბის ა და თვ ითგამ ო რ კვ ე ვ ის პრ ინ ც იპი
ყველახალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება - ამ უფლების ძალით ისინი თავისუფლად აწესებენ თავიანთ პოლიტიკურ
სტატუსს და თავისუფლად უზრუნველყოფენ თავიანთ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.გაეროს
წესდების პრეამბულა მოითხოვს ყველა სახელმწიფოსგან განავითარონ მეგობრული ურთიერთობანი სახელმწიფოთა შორის ხალხთა
თანასწორობისა და თვითგამორკვევის პატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი
საწინააღმდეგო აქტად თვლის ყოველხელშეკრულებას, რომელიც ზღ უდავს ერის,ხალხის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მისი
თვითგამორკვევის უფლებას.
ხალხის დამონება და ექსპლოატაციაუცხო სახელმწიფოს მიერუარყოფს ადამიანის ძირითად უფლებებს და ეწინააღ მდეგება გაეროს
წესდებას. ყოველი სამხედროან რეპრესიული ზომები, რომლებიც მიზნად ისახავენ დამოუკიდებელი ხალხის მონობაში დატოვებას -
მართლსაწინააღმდეგო აქტია და უნდა შეწყდეს, რათა მისცეს ხალხს საშუალება თავისუფლად, მშვიდობის პირობებში განახორციელოს
თავისი სრული დამოუკიდებლობის მოპოვების უფლება. ყოველი ერი, რომელიც გარკვეულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ამ
ტერიტორიაზე არსებულ ბუნებრივ სიმდიდრეთა და რესურსების ერთადერთი პატრონია. მხოლოდ თვით ერს აქვს უფლება
განსაზღვროსრა პირობითდა რაწესითშეიძლება ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაცია. არც ერთ ხალხს არავითარ შემთხვევაში არ
შეიძლება წაერთვას სახსრები, რომლებიც მას ეკუთვნის. ამგვარად, ყოველიერის თვითგამორკვევის უფლებათა რეალიზაცია სამ
ძირითად კომპონენტს უნდა შეიცავდეს: ეროვნული და ტერიტორიული მთლიანობა, პლუს ბუნებრივი რესურსების უზენაესი
მესაკუთრეობა. ხალხებს, როცაისინი ცდილობენ განახორციელონ თავიანთი თვითგამორკვევის უფლება, შეუძლიათ გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის წესების მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად გამოითხოვონ და მიიღონ მხარდაჭერა ამგვარი ძალმომრეობითი
ზომების საწინააღმდეგო მოქმედებასა და მათდამი წინააღ მდეგობის გაწევაში.თვითგამორკვევა და გამოყოფა, დამოუკიდებელი
სახელმწიფოს შექმნა, არ არის დღეს დასაშვები, თუ იგი არ იცავს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, არღ ვევს
ისტორიულად შექმნილ საზღვრებს, აზიანებს სახელმწიფოს უშიშროებას და სხვა.
ამიტომ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს აგრესიული სეპარატიზმი, რომლის მიზანიაცალმხრივად, ძალის გამოყენებით
ხელყოს სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა,ერის თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის
მოტივით. ამის ნათელი მაგალითია კონფლიქტი, რომელიც მოახვიეს საქართველოს აფხაზმა სეპარატისტებმა.
 ადამ იან ის უფლ ე ბე ბის და ძ ირ ითად თავ ის უფლ ე ბათა პატივ ის ც ე მ ის პრ ინ ც იპი
ადამიანის ძირითადი უფლებები კაცობრიობის განვითარების დღ ევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველგვარი გონიერი
არსებისაგან, მიუხედავად მისი სქესისა, კანისფერისა, რჯულისა, რასისადა ეროვნებისა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მნიშვნელოვანი
ნაბიჯები გადაიდგა ადამიანის ძირითადი უფლებების საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარებისა და დაცვის თვალსაზრისით.
ჰელსინკის თათბირის მონაწილე სახელმწიფოებმა შემდეგნაირად განსაზღ ვრეს ამ პრინციპის შინაარსი. სახელმწიფოები
პატივისცემითმოეკიდებიან ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს ყველასთვის, განუსაზღვრელად რელიგიისა, სქესისა

და რასისა. ამ ფარგლებში სახელმწიფოები ცნობენ და პატივს სცემენ პიროვნების თავისუფლებას იწამოს მარტო ან სხვებთან ერთად
რელიგია, იმოქმედოს საკუთარი სინდისის კარნახის თანახმად სახელმწიფოები, რომელთა ტერიტორიაზე არიან ეროვნული
უმცირესობანი, პატივისცემით მოეკიდებიან კანონის წინაშე ასეთ უმცირესობათა წარმომადგენელი პირების თანასწორობის უფლებას
და ამრიგად დაიცავენ მათკანონიერინტერესებს ამ დარგში. სახელმწიფოები აღ იარებენ ადამიანის უფლებებს და ძირითადი
თავისუფლებების საყოველთაო მნიშვნელობას,რომელთა პატივისცემა არსებითი ფაქტორია მშვიდობის, სამართლიანობის და
კეთილდღ ეობისა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაეროს კომპეტენტური ორგანოები ჩათვლიან, რომ სახელმწიფოში ადგილი აქვს
ადამიანის უფლებათა მასობრივ და სისტემურ დარღვევას, მათ შეუძლიათ მიმართონ წესდებით გათვალისწინებულ საშუალებებს
შეიარაღ ებული ძალების გამოყენების ჩათვლით.

 ს აე რ თაშ ო რ ის ო დავ ე ბის მ შ ვ იდო ბიან ი მ ო წ ე ს რ იგე ბის პრ ინ ც იპი
თუ საერთაშორისო დავის წარმოშობის შემთხვევაში ყოველი სახელმწიფო მოვალეათავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, მხარეების
ერთადერთი გზა რჩებათ - მიმართონ მხოლოდ დავის გადაწყვეტის მშვიდობიან საშუალებას.
თანამედროვე საერთაშორისო სამართალი შეიცავს დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის სპეციალურ ინსტიტუტს, რომელიც მრავალ
საშუალებას ითვალისწინებს - მოლაპარაკება, გამოძიება, შუამავლობა, შერიგება, არბიტრაჟი, სასამართლო პროცესი და სხვ.
ყოველი სახელმწიფო თავის საერთაშორისო დავებს სხვა სახელმწიფოებთან წყვეტს მშვიდობიანი საშუალებებით ისე, რომ საფრთხე
არ შეუქმნას მშვიდობას, უშიშროებას და სამართლიანობას. მოდავე მხარეები ვალდებული არიან, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მიაღ წიეს
დავის გადაწყვეტას ერთ-ერთი ზემოხსენებული მშვიდობიანი საშუალებით, განაგრძონ მისწრაფება დავის მოსაწესრიგებლად
ურთიერთშორის შეთანხმებული სხვა მშვიდობიანი საშუალებით. საერთაშორისო დავების გადაწყვეტა ხდება სახელმწიფოთა
სუვერენული თანასწორობის საფუძველზე და დავების მშვიდობიანიგადაწყვეტის საშუალებათა არჩევის პრინციპების შესაბამისად.
 ს ახე ლ მ წ იფო თა მ ო ვ ალ ე ო ბა ითან ამ შ რ ო მ ლ ო ნ ე რ თმ ან ე თთან წ ე ს დე ბის შ ე ს აბამ ის ად
სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ ერთმანეთთან, მიუხედავად მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური
სისტემებისა, საეთაშორისო ურთიერთობათა სხვადასხვადარგებშიიმ მიზნით, რომ დაიცვან საერთაშორისო მშვიდობა და უშიშროება
და ხელი შეუწყონ საერთაშორისო ეკონომიკურ სტაბილურობასადა პროგრესს, ხალხთა საერთო კეთილდღ ეობასა და საერთაშოროს
თანამშრომლობას, რომელიც თავისუფალია ასეთ განსხვავებაზე აღმოცენებული დისკრიმინაციისგან. ამ მიზნით:
ა) სახელმწიფოები თანამშრომლობენ სხვასახელმწიფოებთან საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების დაცვაში; ბ)
სახელმწიფოები თანამშრომლობენ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემისა და დაცვის
დადგენაში ყველასთვის და რასობრივი დისკრიმინაციისა და რელიგიური შეუწყნარებლობის ყველა ფორმის ლიკვიდაციაში; გ)
სახელმწიფოები ახორციელებენ თავიანთ საერთაშორისო ურთიერთობებს ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ტექნიკურ და
სავაჭროდარგებშისუვერენული თანასწორობისა და ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად;დ) გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები მოვალენი არიან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მიიღ ონ
ერთობლივი და ინდივიდუალური ზომები, რომლებსაც წესდების შესაბამისი დებულებანი ითვალისწინებენ.
 ს აე რ თაშ ო რ ის ო ს ამ არ თლ ით გან ს აზღ ვ რ ულ ვ ალ დე ბულ ე ბათა კე თილ ს ინ დის იე რ ი შ ე ს რ ულ ე ბა
სახელმწიფოები კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდნენ საერთაშორისო სამართითგანსაზღვრულთავიანთ ვალდებულებებს, ისევე
როგორც იმ ვალდებულებებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღ იარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან
გამომდინარეობს, აგრეთვე იმ ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლის შესაბაიმისი
ხელშეკრულებებიდან თუ სხვა შეთანხმებებიდან, რომელთა მონაწილენიც ისინი არიან.

თავიანთ სუვერენულუფლებებს, მათ შორის იმ უფლებებს, რომელთა განხორციელებისათვის საჭიროა შემოიღ ონ თავიანთი
კანონები და ადმინისტრაციული წესები, ისინი უფარდებენ თავიანთ იურიდიულ ვალდებულებებს საერთაშორისო სამართლის
ფარგლებში. თუ გაეროს წევრთა ვალდებულებანი, რომლებიც გათვალისწინებულია გაეროს წესდებით, ეწინააღ მდეგება სხვა
რომელიმე ხელშეკრულებით თუ სხვა საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, გაეროს წესდების თანახმად, უპირატესი
ძალა ეძლევა წესდებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

1 3 . ს აე რ თაშ ო რ ის ო ს ამ არ თლ ის ს უბიე ქტის ც ნ ე ბა და ს ახე ე ბი

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება ისაა, რომ მისი ძირითადი სუბიექტები სახელმწიფოებია.
ს აერთაშორისო სამართლის სუბიექტი წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობის ისეთ მონაწილეს, რომელიც არა მარ ტო ფლ ო ბს
ს აერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს, არამედ ურთიერთობის სხვა მონაწილეებთან ერ თად ქმ ნ ის ამ
ნ ორმებს და უზრუნველყოფს მ ათ შ ე ს რ ულ ე ბას . თანამედროვე საერთაშორისო სამართალი გარკვეული მოცულობით სუბიექტად
ცნობს აგრეთვე თავისუფლებისათვის მებრძოლ ერს, ან ხალხს. ერი ან ხალხი, რომელიც ითხოვს დამოუკიდებლობას, მაგრამ
მეტროპოლის წინააღმდეგობის გამო იძულებულია მიმართოს იარაღს, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით
აწარმოებს „შეიარაღებულთავდაცვას“ კოლონიზატორთა აგრესიის წინააღმდეგ. ასეთერს ან ხალხს მიენიჭება მთელი რიგი უფლებანი
და ეკისრება ვალდებულებანი. გაერომოვალეა რაც შეიძლება სწრაფად მოუღ ოს ბოლო წარმოშობილ კონფქლიტს და აიძულოს
კოლონიზატორი ცნოს თავისუფლებისათვის მებრძოლო ერის დამოუკიდებლობა.
თუ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა მშვიდობიან ფორმებში მიმდინარეობს, ერის ინტერესებს გამოხატავენ ის
არსებული წარმომადგენლობითი დაწესებულებები, რომლებიც ბრძოლის გარდამავალ ეტაპზე ყალიბდებიან როგორც შინაგანი
თვითმმარველობის ორგანოები. დამოუკიდებლობის მოპოვებამდე აღნიშნული ორგანიზაციები და ორგანოები უფლებამოსილნი არიან:
დაამყარონ საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებთან. დააარსონ თავისი მუდმივი წარმომადგენლობა
დიპლომატიური სტატუსით, ხელი მოაწერონ საეთაშორისო ხელშეკრულებებს და ა.შ.

ასევე საერთაშორისო სამართლის არაძირითად,განსაკუთრებულსუბიექტს წარმოადგენს საერთაშორისო გაერთიანებანი -
გაერო, მისი სპეციალიზებული დაწესებულებანი. ეს ორგანიზაციები საერთაშორისო ასპარეზზე მათი წესდებით მოქმედებენ.
სახელმწიფო არის პირველადი, ძირითადი სუბიექტი, საერთაშორისო ორგანიზაცია კი მეორადი, არაძირითადი, წარმოებული
სუბიექტია, რომლის უფლებაუნარიანობა ზუსტადაა განსაზღ ვრული საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებით.
საერთაშორისო სამართლის სპეციფიკურ სუბიექტს წარმოადგენს ვატიკანი,რომელიც აღიარებულია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
იტალიის მთავრობაიძლევაგარანტიას, რომ არ ჩაერევა ვატიკანის საშინაო და საგარეოსაქმეებში, იტალიის ტერიტორიაზე ტრანზიტისა
და კომუნიკაციების გამოყენების ჩათვლით. ვატიკანში ან საზღვარგარეთმიმავალი უცხო სახელმწიფოს ელჩები სარგებლობენ იტალიის
ტერიტორიაზე სრული დიპლომატიური იმუნიტეტით, თუნდაც ამ სახელმწიფოს არ ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა
იტალიასთან. ვატიკანი აქტიურად თანამშრომლობს იმ სახელმწიფოებთან, სადაც ძლიერია კათოლიკური რელიგია, იჩენს ინტერესს
მშვიდობისა და ხალხთაუშიშროების დაცვის პრობლემისადმი, ადამიანის უფლებებისა და სხვა საკითხისადმი.

და ბოლოს, მეცნიერთა მოსაზრების მიხედვით, შესაძლებელია საერთაშორისო სამართლის სუბიექტი იყოს ფიზიკური
პირიც. თანამედროვე საერთაშორისო სამართალში ფიზიკური პირი სარგებლობს გარკვეული უფლებებით მხოლოდ
სახელმწიფოთშორისი შეთანხმების საფუძველზე.ფიზიკური პირები მოკლებულნი არიან საერთაშორისო სამართლის ნორმათა შექმნისა
და დაცვის უფლებას. ფიზიკური პირები მოქმედებენროგორც გარკვეული სახელმწიფოს მოქალაქენი და მხოლოდ ამიტომ სარგებლობენ
ამ უფლებით. ამ უფლებათადაცვას ახორციელებს არა თვით ფიზიკური პირი, არამედ მისი სახელმწიფო. ფიზიკურ პირს არ აქვს
უფლება მიმართოსრომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას პრეტენზიებით თავისი ანუცხო სახელმწიფოს მიმართ. მხოლოდ მაშინ,
როცა ფიზიკური პირი აგრესიული სახელმწიფოს ხელმძღვანელიადა მისიბოროტმოქმედება მშვიდობისა და ადამიანობის წინააღ მდეგ
საერთაშორისო ხასიათს ატარებს, მისი გასამართლება ხდება საერთაშორისო სასამართლოში (ტრიბუნალში) და საერთაშორისო

სამართლის ნორმათა საფუძველზე. ამგვარად, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძირითად სუბიექტს მხოლოდ სახელმწიფო
წარმოადგენს.
1 4 . ს უვ ე რ ე ნ ულ ი ს ახე ლ მ წ იფო , რ ო გო რ ც ს აე რ თაშ ო რ ის ო ს ამ არ თლ ის ს რ ულ უფლ ე ბიან ი ს უბიე ქტი
ნ იშან თვისებას, რომელიც გვიჩვენებს სახელმწიფოს ხელისუფლების უზენაესობას, ქვეყნის საშინაო საქმეებში და დამ ო უკიდე ბო ბა ს
რომელიმე უცხო სახელმწიფოსგან საერთაშორისო ასპარეზზე, სახელმწიფო სუვერენიტეტი ეწოდება, ხოლო ამ ნიშან თვისების მ ქო ნ ე
ს ახელმწიფო ს - ს უვ ე რ ე ნ ულ ი ს ახე ლ მ წ იფო . სახელმწიფო სუვერენიტეტისგან განასხვავებენ ეროვნულ სუვენიტეტს - ერის ან
ხალხის თვითგამორკვევის უფლებას. თუ ერი (ხალხი) მოიპოვებს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ასგილი ექნება ეროვნული და
სახელმწიფო სუვერენიტეტის შერწყმას. თუ ერი (ხალხი) განმათავისუფლებელ ბრძოლას ეწევა, ეს კოლონიის ეროვნული
სუვერენიტეტისა და მეტროპოლიის სახელმწიფო სუვერენიტეტის ურთიერთშეუთავსებლობას მოწმობს. როგორც უკვე აღ ვნიშნეთ,
სახელმწიფო სუვენიტეტისგან განასხვავებენ სახალხო სუვერენიტეტსაც - ხალხის უფლებას, აირჩიოს, განამტკიცოს და განავითაროს ის
სოციალურ-პოლიტიკური სისტემა და სახელმწიფო ფორმა, რომელიც მას სურს. ამგვარად, სახელმწიფო სუვერენიტეტი არის
ერის(ხალხის) პოლიტიკური ორგანიზაციის უმაღ ლესი ფორმის ნიშან–თვისება, მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობის
სამართლებრივი გამოხატულება.

1 5 . რ თულ ი ს ახე ლ მ წ იფო ე ბი (ფე დე რ აც ია და კო ნ ფე დე რ აც ია )

ფედერაც ია სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმაა. ფედერალური სახელმწიფო წარმოადგენს ფედერაციის იმ სუბიექტების
გაერთიანებას, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფო ორგანოები აქვთ. თანამედროვე საერთაშორისოპარქტიკაში ვხვდებით ფედერალურ
სახელმწიფოთა განსხვავებულმოდელებს. არის ისეთიფედერაციები, სადაც სუბიექტთა კომპეტენცია მინიმუმამდეა დაყვანილი, და
ისეთებიც, რომელთა სუბიექტებს აქვთ საკუთარი კონსტიტუციები, კანონმდებლობა,მოქალაქეობაც კი. საერთაშორისო სამართლის
მიხედვით, საერთაშორისო სამართის სუბიექტად მხოლოდ ფედერაცია გვევლინება. რაც შეეხებაფედერაციის სუბიექტებს, მათ სრული
სუვერენიტეტი არ აქვთ: მართალია, ისინი გარკვეულშემთხვევაში უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღ ონ საერთაშორისო
ურთიერთობებშ, მაგრამ იქ, სადაც ასეთი წესი მოქმედებს,ფედერაციის სუბიექტთა საერთაშორისო უფლებამოსილება აფუძნებულია
ფედერაციის შიდა კანონმდებლობაზე. შეუზღუდავი, პირველადი, სრულყოფილი სუბიექტის უფლება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ
სუვერენულ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაშ - მთელ ფედერაციას. კონფედერაცია არის ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ისეთი
კავშირი, როდესაც მასში შემავალი სახელმწიფოები სრული სახით ინარჩუნებენ საკუთარ სუვერენიტეტს და რჩებიან სუბიექტებად
საერთაშორისო სამართლისა. ცხადია კონფედერაციათვითონაც მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში როგორც სუბიექტი და
აქვს საერთაშორისო სამართალსუბიექტობის ნიშნები, მაგრამ შეზღ უდული სახით. კონფედერაციის ჩამოყალიბება ფორმდება
საერთაშორისო ხელშეკრულებით,რომლის საფუძველზეც კონფედერაციას გადაეცემა უფლებამოსილება გარკვეულ სფეროებში,
ჩვეულებრივ ეს სფეროები: ომი და ზავი, საგარეო პოლიტიკა, შეიარაღ ბული ძალები, შესაძლოა მათ განეკუთვნებოდეს აგრეთვე
საფინანსო პოლიტიკა და ა. შ. მაგრამ იმის გამო, რომ კონფედერაციის წევრი სახელმწიფოები სუვერენიტეტს ინარჩუნებენ,
გადაწყვეტილებები კონფედერაციისთვის გადაცემული კომპეტენციის ფარგლებში იქმნება იმის მიხედვით, თუ რა კომპეტენცია
განუსაზღვრეს კონფედერაციის სახელმწიფოებმა, რომლებიც მისი სუბიექტები არიან, თუმცა კონფედერაციის ცნტრალური ორგანოები
სრული სახით მაინც არ ემსგავსბიან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, რადგან მათი გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია
დამოკიდებულია კონფედერაციის სუბიექტების ნებაზე, რომლებსაც შეუძლიათ უარი განაცხადონ კონფედერაციის მიერ მიღ ებული
გადაწყვეტილებისრეალიზაციაზე. კონფედერაციის გარდამავალი ტიპის რთული სახელმწიფოა, რომელიც ზოგიერთი გამონაკლისის
გარდა ან ფედერაციაშ გადაიზრდება ან იშლება.
1 6 . ს ახე ლ მ წ იფო ს , რ ო გო რ ც ს აე რ თაშ ო რ ის ო ს ამ არ თლ ის ს უბიე ქტის , წ არ მ ო შ ო ბა და გაქრ ო ბა

დროთაგანმავლობაში იქმნება ახალი სახელმწიფოები, ხოლო სხვა სახელმწიფოები ქრებიან ან განიცდიან მნიშვნელოვან ცვლილებას.
საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაგვიჩვენებს ახალი სახელმწიფოების „დაბადების“ სხვადასხვა საშუალებებს. განვიხილოთ
რამდენიმე მათგანი.
 ე რ თი ს ახე ლ მ წ იფო ს რ ამ დე ნ იმ ე ს ახე ლ მ წ იფო დ დაყ ო ფა
1948-1949 წწ. ყოფილი ერთიანი გერმანიის ადგილზე შეიქმნაორი სახელმწიფო - გერმანიისფედერაციული რესპუბლიკა და გერმანიის
დემოკრატიული რესპუბლიკა. 1919 წელს ავსტრია-უნგრეთის ადგილზე შეიქმნა სახელმწიფოები:
უნგრეთი,ჩეხოსლოვაკია,რუმინეთი,იუგოსლავია,პოლონეთი და ავსტრია.
 ე რ ო ვ ნ ულ-გან მ ათავ ის უფლ ე ბე ლ ი ბრ ძ ო ლ ე ბის შ ე დე გად
1989-1991 წწ. დაიშალა სსრ კავშირი და საერთაშორისო ასპარეზზე 15 დამოუკიდებელი სახელმწიფო გამოვიდა.
 რ ამ დე ნ იმ ე ს ახე ლ მ წ იფო ს ე რ თ ს ახე ლ მ წ იფო დ გაე რ თიან ე ბა
1867 წელს ავსტირამ და უნგრეთმა შექმნეს ერთი სახელმწიფო - ავსტრია- უნგრეთი. 1991 წელს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა
შეუერთდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას.

* * *

რაც შეეხება სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო სუბიექტის გაქრობას, აღ სანიშნავია შემდეგი ძირითადი შემთხვევები:
1. რ ამ დე ნ იმ ე ს ახე ლ მ წ იფო ს ე რ თ ს ახე ლ მ წ იფო დ გაე რ თიან ე ბა
1867 წელს ავსტრია-უნგრეთის შექმნის შემდეგ ავსტირამ და უნგრეთმა შეწყვიტეს დამოუკიდებელი არსებობა, დაკარგეს თავისი
საერთაშორისო-სამართლებრივი სუბიექტურობა და ერთიან სუბიექტად იქცნენ.
2. ე რ თი ს ახე ლ მ წ იფო ს რ ამ დე ნ იმ ე ს ახე ლ მ წ იფო დ დაყ ო ფა
ავსტრია-უნგრეთის დაშლის შემდეგავსტიამ და უნგრეთმა კვლავ შეიძინეს საერთაშორისო-სამართლებრივი სუბიექტის სტატუსი.
სამაგიეროდ, ავსტია-უნგრეთმა,როგორც საერთაშორისო-სამართლებრივმა სუბიექტმა შეწყვიტა არსებობა. იგივე ითქმის
ჩეხოსლოვაკიაზე.
ასეთია სახელმწიფოს გაქრობის ის გზები,რომელიც არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ზოგიერთი მეცნიერი
მიუთითებს ანექსიას,მაგრამ ასეთი შეხედულება ვერჩაითვლება გამართლებულად. მართალია ანექსიის შედეგად სახელმწიფო კარგავს
თავის დამოუკიდებლობას, მაგრამ ეს აქტი ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და არ შეიძლება იყოს
აღ იარებული სახელმწიფოს, როგორც სუბიექტის გაქრობის საშუალებად. ანექსია დღ ეს კანონგარეშედაა გამოცხადებული.

1 7 . ც ნ ო ბის ს ახე ე ბი

როგორც ვიცით, საერთაშორისო ასპარეზზე დროთა განმავლობაში ჩნდება ახალი სახელმწიფოები, რომლებიც აქტიურად ებმება
საერთაშორისო ურთიერთობებში.
ხშირია შემთხვევები, როცა თვითონ სახელმწიფო რჩებაუცვლელი, მაგრმ ადგილი აქვს სახელმწიფო გადატრიალებას. როდესაც
სახელმწიფოში ამგვარი ვითარებაა, რთულდება მოცემული სახელმწიფოსროგორც საშინაო, ისე საგარეოვითარება და არანორმალური
მდგომარეობაიქმნება მსოლიოს ამათუ იმ რეგიონში. იმისათვის, რომ ახლადწარმოშობილმა სახელმწიფომ ან მთავრობამ დაიკავოს

საერთაშორისო-სამართლებრივ ურთიერთობაში ნორმალური ადგილი, საჭიროადანარჩენი სახელმწიფოები თანახმაიყვნენ დაამყარონ
მასთან საერთაშორისო ურთიერთობა, ანუ ცნონ იგი.
საერთაშორისო სამართალში ცნობის ქვეშიგულისხმება მოცემული სახელმწიფოს ნების გამომჟღ ავნება, რომელიც მიმართულია
ახლად წარმოშობილი სახელმწიფოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ. აღნიშნულიდან ჩანს თუ რა როლს ასრულებს ცნობის
ინსტიტუტი საერთაშორისო–სამართლებრივი ურთიერთობის ნორმალურად წარმართვის საკითხში. ზოგჯერ, როდესაც ადგილი აქვს
არა უბრალოამბოხებას, არამედ ფართო მასშტაბის შეიარაღებულბრძოლას,სხვა სახელმწიფოებმა შეიძლება აჯანყებული ორგანიზაცია
ცნონ აჯანყებულმხარედ. იმ შემთხვევაში, თუ აჯანყებულმხარედ ცნობს თვითონ დაინტერესებული სახელმწიფო, იგი ავრცელებს
აჯანყებულებზე სამხედრო ტყვეობისრეჟიმს და მას არ აქვსუფლებაგანიხილოს ისინი როგორც სამართალდამრღვევები.
როდესაც აჯანყებაგადადის სამოქალაქო ომში და ძალები შედარებით თანაბრდება, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მეომარ მხარედ
ცნობას. მეომარ მხარედ ცნობახდება ოფიციალური დეკლარაციის საშუალებით. სახელმწიფო, რომელიც ცნობს აჯანყებულებს მეომარ
მხარედ, მოვალეა დაიცვას ნეიტრალიტეტი, წინააღმდეგშემთხვევაში ადგილი ექნება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას.
ამ სახის ცნობა წარმოიშვა პირველი მსოფლიო ომის დროს. ომის პერიოდში ქვეყნებმა გამოთქვეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს
შექმნის სურვილი. აჯანყებულდა მეომარ მხარედ ცნობადღ ეს არ არის გამართლებული, რადგან საერთაშორისო სამართალი
მოითხოვს ყველა სახელმწიფოსგან აჯანყებისგან თავის შეკავებას.
1 8 . ც ნ ო ბის თე ო რ იე ბი

დე კლარაციული თეორია ჩამოყალიბდა კაპიტალიზმის განვითარების საწყის სტადიაზე, როცა ფეოდალურ სახელმწიფოებს შორის აქა-
იქ წარმოიშობოდა ახალი, ბურჯუაზიული ტიპის სახელმწიფოები.ეს სახელმწიფოები წარმოიშობოდა ან ახალი სახელმწიფოს

ჩამოყალიბებით ანუკვე არსებულსახელმწიფოში ბურჟუაზიული რევოლუციის გზით. დაკლარაციული თეორიის თანახმად, ცნობა
მხოლოდდამხოლოდ აკანონებს ახლად წარმოქმნილი სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობის მონაწილედ გახდომის ფაქტს. ამ
თეორიის მიხედვით, ახლად შექმნილი სახელმწიფო ხდება საერთაშორისოსამართლის სუბიექტიარა იმიტომ, რომ მას ცნობენ, არამედ
იმიტომ, რომ ყოველ ახლად შექმნილ სახელმწიფოს უფლება აქვს გამოვიდეს საერთაშორისო ასპარეზზე და დაიცვას თავისი
ინტერესები. კონსტიტუციური თეორია ამტკიცებს, რომ თითქოს ახლად შექმნილი სახელმწიფო მხოლოდ მაშინ ხდება საერთაშორისო
სამართლის სუბიექტი, როცაროცა მას ცნობენ სხვა სახელმწიფოები. წინააღ მდეგ შემთხვევაში იგი მოკლებულია უფლებას, გახდეს
საერთაშორისო საამრთლის სრულუფლებიანი წევრი. იგი ცდილობს ხელი შეეშალოს ერების თვითგამორკვევის უფლების
განხორციელებას და საექვემდებაროს ყოველი ახალი სახელმწიფოს ,,სამართლიანობის და კანონიერების’’ შეფასებას დიდი
სახელმწიფოებისთვის. სახელმწიფოს ცნობასთან ძალიან ახლოს დგას მთავრობის ცნობის საკითხი. ეს საკითხი დაისმის მაშინ, როდესაც
ახალი მთავრობახელში იღებს ხელისუფლებას არაკონსტიტუციური ანუ სახელმწიფოს გადატრიალების გზით. მაშინ სახელმწიფოები
თავად განსაზღ ვრავენ, რამდენად მიზანშეწონილია ახალი მთავრობის ცნობა.
1 9 . ც ნ ო ბის ფო რ მ ე ბი

საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკის ანალიზი საშუალებას გვაძლევს ცნობის ფორმები 2 კატეგორიად დავყოთ-ფაქტობრივი და
ოფიციალური ცნობა.ფაქტო ბრ ივ ი ც ნ ო ბა გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როცა სახელმწიფო ამყარებს ახლად შექმნილ
სახელმწიფოსთან საქმიან კავშირს, მაგრამ ამავე დროს თავს იკავებს მისი ოფიციალური ცნობისგან. მათ შორის წარმოებს მხოლოდ
მოლაპარაკება ამათუ იმ საკითხზე. ოფიციალური იურიდიულ ი ცნობა განსხვავდება ფაქტობრივი ცნობისგან იმით, რომ ახლად
შექმნილი სახელმწიფოს ცნობის ფაქტი გამოხატული უნდაიყოსრომელიმე დოკუმენტში.ოფიციალური ცნობა შეიძლება ორი სახის
იყოს: de factoდა de iure, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან სამართლებრივი შედეგების მიხედვით. მთავარი განსხვავება მათ
შორის არის ის, რომ პირველ შემთხვევაში მთვრობა იცნობა როგორც სინამდვილეში არსებული, მაგრამ მასთან არ ამყარებენ
დიპლომატიურ და ზოგჯერსაკონსულოურთიერთობებსაც კი. ურთიერთობა სავაჭრ ო ხელშეკრულებით ამოიწურება. დე ფაქტო
ცნობის დროს დამყარებულურთიერთობას აქვს დროებითი, არასტაბილური ხასიათი. დეფაქტო ცნობა მოკლე ხანში იცვლება დე იურე

ცნობით, რის შემდეგაც ორ სახელმწიფოს შორის სტაბილური ურთიერთობა მყარდება. მყარდება დიპლომატიური და საკონსულო
ურთიერთობანი. ამგვარად, მხოლოდ დე იურე ცნობა ქმნის ჭეშმარიტ ურთიერთობას.

ცნობის ინსტიტუტი ემსახურება მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპის განმტკიცებას. იგი მოწოდებულია
ხელი შეუწყოს ხალხთა მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.აღ სანიშნავია, რომ გაეროში
საქართველოს მიღების ფაქტი არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ავტომატურ ცნობას ამ ორგანიზაციის ყველა წევრის მიერ. არსებული წესის

მიხედვით სახელმწიფოს გაეროში ან სხვაორგანიზაციაში გაწევრიანება არ ნიშნავს ამ ორგანიზაციის წევრების მიერ ახალი წევრ-
სახელმწიფოს ოფიციალურ ცნობას. ლაპარაკი შეიძლება საქმიან ცნობაზე, რომელიც არავითარ იურიდიულ ვალდებულებას არ

წარმოშობს დე იურე ან დე ფაქტო ცნობისთვის.

2 0 . ს ახე ლ მ წ იფო ს ს ამ არ თალ მ ე მ კვ იდრ ე ო ბა

სახელმწიფოები იბადებიან და კვდებიან. ეს პროცესი წარმოშობს მეტად რთულდა პოლიტიკურად ძალზე მნიშვნელოვან პრობლემას -
ახალი სახელმწიფოს უფლებამემკვიდრეობის საკითხს. ე.ი. საერთაშორისო-სამართლებრივი უფლებამოსილებანი გადადის ძველი
სახელმწიფოდან ახლად შექმნილზე. უფლებამემკვიდრეობის საკითხი შეიძლება წარმოიშვას ასევე ერთი სახელმწიფოს მიერ
მეორისათვის ტერიტორიის გადაცემის შემთხვევაში.
ა . უფლ ე ბამ ე მ კვ იდრ ე ო ბა ს აე რ თაშ ო რ ის ო ხე ლ შ ე კრ ულ ე ბე ბის მ იმ არ თ
უფლებამემკვიდრეობა სოციალური რევოლუციის პირობებში. მხოლოდ მაშინ, როცა ერთი სახელმწიფოს ფარგლებში ადგილი აქვს
სოციალურ რევოლუციას, წარმოიქმნება უფლებამემკვიდრეობის საკითხი. რაც უფრო ძირფესვიანია რევოლუცია, მით უფრო
რადიკალურია ყოფილი სუბიექტის უფლებათა და მოვალეობათა შემოწმება-გადასინჯვა ახალი სუბიექტის მხრიდან.
დე კოლონიზაციით გამ ო წ ვ ე ულ ი უფლ ე ბამ ე მ კვ იდრ ე ო ბა . ყოველი სახელმწიფო, რომელიც იძენს დამოუკიდებლობას
მეტროპოლისგან ან სხვა სახით არსებულკოლონიური რეჟიმისაგან, თავისუფლდება ყველა სხვახელშეკრულებისაგან, რომელიც დადო
მმართველმა მთავრობამ ამ ტერიტორიის სახელით ან გაავრცელა მასზე. აქ მოქმედებს ე.წ ”ტაბულა რაზას” პრინციპი,რომელიც
ათავისუფლებს მემკვიდრე სახელმწიფოს მეტროპოლის მიერ თავს მოხვეული ვალდებულებისაგან. ყოველი ახალი სახელმწიფო
უფლებამოსილია გადაწყვიტოსრომელხელშეკრულებებს ტოვებს ძალაში და რომელს უარყოფს. ეს როდის ნიშნავს,რომ
სახელმწიფო მემკვიდრე მოვალეა უარყოს ყველა ხელშეკრულება. პირიქით, ახალი სახელმწიფოები უარყოფდნენ მხოლოდ
არათანასწორუფლებიან ხელშეკრულებებს, რომელთა მიხედვით ხდებოდა მათი ტერიტორიის, ბუნებრივი რესურსების უმოწყალო
განიავება და ხალხის სასტიკი ექსპლოატაცია. ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს გაერთიანებით ან ერთი სახელმწიფოს რამდენიმე
ერთეულად გაყოფით გამოწვეულ ი უფლ ე ბამ ე მ კვ იდრ ე ო ბა . პირველ შემთხვევაში გაერთიანებულ სახელმწიფოზე გადადის
წინამორბედი სახელმწიფოს ყველა ხელშეკრულება და შეთანხმება. ავტომატურად გადადის შენაერთზე ის ხელშეკრულებანი,
რომლებიც არეგულირებენ გაერთიანებაში შემავალი ერთეულების სასაზღ ვრო და სხვა ტერიტორიალურ საკითხებს.
იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი სახელმწიფო რამდენიმე სახელმწიფოდ იყოფა, მიუხედავად იმისა განაგრძობს თუ არა წინამორბედი
სახელმწიფო არსებობას, ყველა მის მიერდადებული ხელშეკრულება, რომელიც მთელტერიტორიას ეხებოდა, რჩება ძალაში ყოველი
გამოყოფილი ნაწილის მიმართ, ხოლო კონკრეტული ტერიტორიის მიმართ მოქმედი ხელშეკრულება გადადის მხოლოდ ამ
ტერიტორიის მქონე სახელმწიფოზე.
ბ. უფლებამემკვიდრეობა სახელმწიფო ქონებისა და სახელმწიფო არქივის მიმართ - რასაშუალებითაც არ უნდა ჩამოყალიბდეს ახალი

სახელმწიფო, მასზე გადადის სახელმწიფო საკუთრების ყველა სახე( მოძრავი და უძრავი ქონება) შემდეგი წესით: სახელმწიფო-
მემკვიდრის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება მასვერჩება. უძრავი ქონეება, რომელიც ამ ტერიტორიას ეკუთვნის, მაგრამ მის

გარეთმდებარეობს და მას თავის დროზე დაეპატრონა წინამორბედი სახელმწიფო, სახელმწიფო-მემკვიდრეს მიეკუთვნება.

მოძრავი ქონება,რომელიც გამოყოფილ ტერიტორიას ეკუთვნოდა, მაგრამ შემდგომ გახდა წინამორბედი სახელმწიფოს ქონება,
უბრუნდება სახელმწიფო-მემკვიდრეს.
სახელმწიფო არქივების საკითხი რთულია და ძირითადად ურთიერთშეთანხმებით წყდება. მაგრამ უდავოდ ითვლება
დებულება,რომელიც მოითხოვს წინამორბედ სახელმწიფოსგან გადასცეს სახელმწიფო-მემკვიდრეს მის ტერიტორიასთან

დაკავშირებული დოკუმენტური და ისტორიული არქივები ან თუ ისინი ორივე მხარეს ეხება, მისაწვდომი გახადონ სახელმწიფო-
მემკვიდრისათვის. უნდა დაისვას საკითხი რუსეთში მყოფი საქართველოს საგანძურისა და არქივების დაბრუნების შესახებ.

გ. უფლ ე ბამ ე მ კვ იდრ ე ო ბა ვ ალ ე ბის მ იმ არ თ
როდესაც ერთი სახელმწიფო იყოფა რამდენიმე ერთეულად, ვალების საკითხი წყდება სახელმწიფოების ურთიერთშეთანხმებით,
როგორც წესი, არსებული ვალი იყოფა გამოყოფილი ერთეულების ეკონომიკური პოტენციალისა და მოსახლეობის რაოდენობის
გათვალისწინებით. თუ კონკრეტული თანხა მთლიანად იყო მოხმარებული გარკვეული ტერიტორიის საკეთილდღ ეოდ, მისი გადახდა
დაეკისრება ამ ტერიტორიის მქონე სახელმწიფოს. მიუხედავად იმისა,რომ საქართველო ძალით იყო გაერთიანებული სსრ კავშირში,
ამ უკანასკნელის დაშლის შემდეგ საქართველოს მიეცა უფლებადაპატრონებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქონების გარკვეულ წილს,
რადგანაც ქართველი ხალხი მონაწილეობდა სსრ კავშირის ეკონომიკურ და სამხედრო პოტენციალის მშენებლობაში.
ამავე დროს საქართველოსრესპუბლიკამ აიღო ვალდებულება გადაიხადოს სსრკავშირის საზღ ვარგარეთული ვალის გარკვეული
ნაწილი, რომელიც მოხმარდა საქართველოს საჭიროებას.

2 1 . „ტაბულ ა რ აზას “ პრ ინ ც იპი

ყოველი სახელმწიფო, რომელიც იძენდა დამოუკიდებლობას მეტროპოლისგან ან სხვა სახის კოლონიური რეჟიმისგან,
თავისუფლდებოდა ყველა სხვახელშეკრულებსგან, რომელიც დადო მმართველმა მთავრობამ ამტერიტორიის სახელით ან გაავრცელა
მასზე. აქ მოქმედებს ე.წ. „ტაბულარაზას“ („სუფთა დაფა“) პრინციპი, რომელიც ათავისუფლებს მემკვიდრე სახელმწიფოს მეტროპოლიის
მიერ თავ მოხვეული ვალდებულებებისგან. ყოველი ახალი სახელმწიფო უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოსრომელხელშეკრულებას
დატოვებს ძალაში და რომელსუარყოფს. ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო მემკვიდრე მოვალეა უარყოს ყველა ხელშეკრულება. ახალი
სახელმწიფოები უარყოფდნენ მხოლოდ არათანასწორუფლებიან, კაბალურ ხელშეკრულებებს, რომელთა მიხედვით ხდებოდა მათი
ტერიტორიის უმოწყალოდ განიავება. „ტაბულა რაზას“ პრინციპი არ ვრცელდება საერთაშორისო სამართლის ძირითად
პრინციპებზე და სხვა ამკრძალავ ნორმებზე. არც ერთ სახელმწიფოს არა აქვსუფლებაუარყოს საერთაშორისო მართლწესრიგის საყრდენი
პირინციპები და ნორმები, რომელთა გარეშე შეუძლებელი ხდებახალხთაუშიშროების უზრუნველყოფა.საქართველოს რესპუბლიკაც ამ
გზით მიდის. მან აღ იარა გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები და ორგანიზაციაში შესვლის სურვილი გამოთქვა.
2 2 . ს აე რ თაშ ო რ ის ო ხე ლ შ ე კრ ულ ე ბა , მ ხარ ე ე ბი და მ ათშ ი მ ო ნ აწ ილ ე ო ბის უფლ ე ბა

საერთაშორისო ხელშეკრულებათანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძირითადი წყაროა. საერთაშორისო სახელშეკრულებო
სამართალი არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებისა და შეწყვეტის წესს,
მ ათი იურიდიული ძალის ნამდვილობის პირობებს. ამ საკითხთან დაკავ შ ირ ე ბულ ი დავ ე ბის მ ო წ ე ს რ იგე ბის ს აშ უალ ე ბე ბს .
საერთაშორისო ხელშეკრულებების მხარედ გვევლინება მხოლოდ საერთაშორისო სამართლის სუბიექტები - სახელმწიფოები,
საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო-სამართლებრივი უფლებაუნარიანობა.
საერთაშორისო ხელშეკრულება აკისრებს უფლება-მოვალეობებს მხოლოდ მასში მონაწილე მხარეებს. მესამე სახელმწიფოებზე
უფლება-მოვალეობანი არ ვრცელდება. მაგრამ, თუ საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, რომელიც არის კონკრეტული
ხელშეკრულების მხარე, გამოიყენებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს, მას ავტომატურად ეკისრება ამ
ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებიც.

გამონაკლისს წარმოადგენს ხელშეკრულებანი, მიმართული აგრესიის წინააღ მდეგ. ვენის კონვენცია აღ იარებს სახელმწიფოთა
უფლებას დადონ ხელშეკრულება აგრესორის პასუხისმგებლობისა და სხვა საკითხების ფიქსაციის მიზნით. ამავე დროს, ყოველი
ხელშეკრულება, რომელიც იდება აგრესორებისადა მათი მოკავშირეების მიერსხვა სახელმწიფოს საზიანოდ, იმთავითვე ჩაითვლება
ბათილად.
ხელშეკრულებები განსხვავდება ერთმანეთისგან მხარეთა რაოდენობის მიხედვით. ო რ მ ხრ ივ ი ხე ლ შ ე კრ ულ ე ბე ბი
სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების ყველაზე ტიპური სახეა. დღეისთვის მისი რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათასს შეადგენს.
თანამედროვე ეტაპზე სულუფროდიდ და ფართო გამოყენებას პოულობს მრავალმხრივი ხელშეკრულ ე ბე ბი, რომელთა მეშვეობით
იქმნება საერთაშორისო უნივერსალური და რეგიონალური ორგანიზაციები, წესდებები და ა.შ.ხელშეკრულებაში მონაწილეობა
არ ნიშნავს მხარეებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას, ხოლოხელშეკრულების შეწყვეტა არ ნიშნავს სხვა მხარეებთან
ასეთი ურთიერთობის გაწყვეტას.

2 3 . ალ ტე რ ნ ატის წ ე ს ი (ხე ლ შ ე კრ ულ ე ბის დადე ბის წ ე ს ი და ს ტადიე ბი)

საერთაშორისო ხელშეკრულების დადების უფლება სუვერენული სახემწიფოს ერთ–ერთი ძირითად უფლებათაგანია. ყოველი
სახელწიფო უფლებამოსილია მიიღოს მონაწილეობა ხელშეკრულების შემმუშავებელ კონფეენციაზე,ან შეუერთდეს უკვე არსებულ
ხელშეკრულებას, თუ იგი დაინტერესებულია ასეთი შეთანხმებით. სახელმწიფო თვითონ განსაზღვრავს რომელორგანოს აქვს უფლება
იმოქმედოს საერთაშორისო ასპარეზზე მისი სახელით და დადოს საერთაშორისო ხელშეკრულება. როგორც წესი ეს უფლება
სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურს ეკუთვნის ან საგარეო საქმეთა მინისტრი ან სპეც. უფლებამოსილებით რწმუნებული.
საერთაშორისო ხელშეკრულებაიდება ან უშუალო დიპლომატიური მოლაპარაკების შედეგად, ან საერთაშორისო კონფერენციის
მოწვევით. მხარეთა მიერ შეთანხმებული და დაზუსტებული ტექსტი ხელმოწერის ობიექტად იქცევა. საერთაშორისო ხელშეკრულების
ხელმოწერა სპეციალური წესის დაცვით ხდება, რომლის მიზანია ასახოს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპი. ამ წესს
ალ ტერნატი ეწოდება.ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის დროს მხარეები სვამენ თავის ხელმოწრას ერთმანეთის გასვწრივ,
მარცხნიდან მარჯვნივ, ან ერთიმეორის ქვევით.პირველშემთხვევაში მარცხენა ადგილი პირველადგილად ითვლება, მეორე შემთხვევაში
ასეთ ადგილად ზედა ადგილი ითვლება. ყოველ ეგზემპლარს პირველ ადგილას აწერს ის მხარე, რომელთანაც რჩება წინამდებარე
ხელშეკრულება. მრავალმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერისას მხარეები სვამენ თავის ხელმოწერას ქვეყნების სახელწოდების
ანბანურიწესის მიხედვით,როგორც წესი, გამოიყენებაინგლისური ანბანი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის გამოიყენება რუსული
ანბანი. ხელშეკრულების დანართს ხელს აწერენ დელეგაციის მეთაურები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელშკრულების
განუყოფელ ნაწილად ჩაითვლება (დამატებითი მუხლები და ა. შ.) რაც შეეხება დანართებს, რომლებიც საქონლის ნუსხას, საბუთების
ნიმუშებსადა სხვა ამგვარ აქტებს წარმოადგენს, მათ, როგორც წესი, ან სულარ აწერენ ხელს, ანდა ხელს აწერენ დელეგაციის მდივნები.

2 4 . ხე ლ შ ე კრ ულ ე ბის ძ ალ აშ ი შ ე ს ვ ლ ის ს აფუძ ვ ლ ე ბი

ხელშეკრულება ძალაში შედის: ა) ხელმოწერის დღიდან; ბ) ხელმოწერიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ; გ) სარატიფიკაციო
სიგელების გაცვლის დღიდან ან ამ დღიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ; დ) სარატიფიკაციო სიგელების სათანადო რაოდენობის
დაგროვების დღიდან ან ამ სღ იდან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ; ე)ხელშეკრულების დამტკიცების (მიღ ების) დღ იდან ან
გარკვეული ვადის გასვის შემდეგ.

ასეთია ხელშეკრულების როგორც კონკრეტული საერთაშორისო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობის აღ მნუსხველი
აქტის ძალაში შესვლის ძირითადი საშუალებანი, მაგრამ ხელშეგრულების ძალაში შესვლა როდი ნიშნავს იმას, რომ იგი სავალდებულო
ხდება ყველა მხარისთვის. ასეთი ხელშეკრულება სავალდებულო ხდება მხოლოდ მათთვის, ვინც შეასრულა აქტის ძალაში შეყვანისთვის
გათვალისწინებული ყველა პროცედურა, მაგალითად, მოახდინა მისი რატიფიკაცია, შეუერთდა მას და ა. შ. მაგრამ, სხვებისთვის,
რომლებსაც ასეთი აქტი არ ჩაუტარებიათ, ეს ხელშეკრულება სავალდებულო ძალას არ იძენს, მანამ სანამ ისინი არ გადადგამენ სათანადო
ნაბიჯს.

რ ატიფიკაციის ქვეშიგულისხმება ხელშეკრულების დამტკიცება სახელმწიფოს უზენაესი ხელისუფლების მიერ.სახელმწიფოს უფლება
აქვს უარითქვასრატიფიკაციაზე და ეს ვერჩაითვლება მართლსაწინააღმდეგო აქტად. ყოველი სახელმწიფო თვითონ განსაზღ ვრავს
რატიფიკაციის წესებს და იმ ორგანოს, რომლის კომპეტენციაშიც შედის რატიფიკაციის უფლება. რატიფიკაციის აქტი ფორმდება
სარატიფიკაციოსიგელის სახეით, რომლითაც მეთაური ატყობინებს მეორე მხარეს ხელშეკრულების დამტკიცებისფაქტს და არწმუნებს,
რომ ხელშეკრულება პირნათალად შესრულდება. რატიფიკაციისგან განასხვავებენ ხელშეკრულების დამტკიცებას ანუ მიღ ებას, რასაც
ქვეყნის კონსტიტუცია მიაკუთვნებს ამა თუ იმ კომპეტენტურ ორგანოს, თუკი ხელშეკრულება არ მოითხოვს სარატიფიკაცია
პროცედურას. თუ ხელშეკრულებაღია ხასიათისაა, ყოველ სახელმწიფოს უფლება აქვს „შეუერთდეს“ უკვე ხელმოწერილ
ხელშეკრულებას, რისთვისაც ის სპეციალურ განცხადებას აკეთებს და შეერთების აქტს სახელმწიფო-დეპოზიტორს აბარებს.
ხელშეკრულება ძალაში შედის „სარატიფიკაციო სიგელების გაცვლისას“ ან „დეპონირებისთვის გადაცემ ის ას “.
ორმხრივი ხელშეკრულების დადებისას, ერთ ქვეყანაში ხდება ხელშეკრულების ხელმოწერა, ხოლო სარატიფიკაციო სიგელების
გადაცემა ხდება მეორე სახელმწიფოს დედაქალაქში.მრავალმხრივ ხელშეკრულებათა რატიფიკაციის დროს სარატიფიკაციო სიგელის
შესანახად ამოირჩევა სახელმწიფო-დეპოზიტორი ან სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციის აღ მასრულებელი ორგანო. ყოველი
სახელმწიფო ხელმოწერისას ანრატიფიკაციის დროს უფელბამოსილია გააკეთოს შენიშვნები ანუ დათქმ ა . თუ არცერთმა მხარემ არ
განაცხადა პროტესტი, შენიშვნაიურიდიულ ძალას იძენს ყველა მონაწილის მიმართ. დადებული ხელშეკრულება უნდა იყოს სათანადო
წესით გამოქვეყნებული ანუ პრ ო მ ულ გირ ე ბულ ი ყოველი მხარის მიერ.
2 5 . დათქმ ა

ყოველი სახელმწიფო ხელმოწერისას ან რატიფიკაციის დროსუფლებამოსილია გააკეთოს შენიშვნები ანუ დათქმა, რომლის მიზანია
შეზღ უდოსზოგიერთი მუხლის მოქმედება ან შემოფარგლოს მათი მოქმედებაგარკვეული პირობებით. თუ არც ერთმა სხვა მხარემ არ
განაცხადა პრტესტი, შენიშვნა იურიდიულ ძალას იძენს ყველა მონაწილის მიმართ და ამიერიდან შენიშვნის გამკეთებელსა და
ხელშეკრულების სხვა მონაწილეებს შორის ხელშეკრულება მოქმედებს დათქმის აღ ნიშნული შესწორებებით. თუ მის წინააღ მდეგ
პროტესტს აცხადებს მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო, დათქმა ვრცელდება დანარჩენ მონაწილეებზე. ერთსულოვანი პროტესტის
შემთხვევაში დათქმა იურიდიულ ძალას არ იძენს და ბათილდება, თუ თავისი ხასიათი დეკლარაციული არ არის.
ზოგჯერ, იშვიათ შემთხვევაში, თვით ხელშეკრულება ნაწილობრივ ან სრულებით კრძალავს შენიშვნის გაკეთებას, რაც შეთანხმების
დემოკრატიული საწყისების ხელშუხებლობის უზრუნველსაყოფად კეთდება.
2 6 . ხე ლ შ ე კრ ულ ე ბის მ ო ქმ ე დე ბის ვ ადა

ხელშეკრულების მოქმედების ვადა მხარეთა მიერ განისაზღ ვერება. უვადოდ იდება მხოლოდ ის ხელშეკრულებანი, რომლებიც
საერთაშორისო სამართლის კოდიფიკაციის აქტებს წარმოადგენენ ან ომის მდგომარეობას წყვეტენ (საზავო ხელშეკრულეანი). ამ
ხელშეკრულებათა დენონსაცია (გაუქმება)დაუშვებელია. პოლიტიკური სახის ხელშეკრულებანი იდება როგორც წესი 10, 20 და
მეტი წლით, ეკონომიკური, კულტურული და სამართლებრივი სახისა 1-5 წლით, ზოგჯერ განუსაზღ ვრელი ვადით.
ხელშეკრულების ვადა შეიძლებაგაგრძელდეს, რასაც პროლონგაცია ეწოდება. პროლონგაცია ავტომატურ ხასიათს ატარებს მაშინ,
როცა ამას თვითხელშეკრულებაითვალისწინებს. თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდერამდენიმე თვით ან წლით ადრე არც ერთი
მხარე არ გამოთქვამს მისი გაუქმების სურვილს, იგი ავტომატურად განაგრძნობს მოქმედებას გარკვეული ვადის განმავლობაში.

2 7 . ხე ლ შ ე კრ ულ ე ბე ბის ნ ამ დვ ილ ო ბის პირ ო ბე ბი

საერთაშორისო ხელშეკრულების ნამდვილობა გულისხმობს მის საერთაშორისო-სამართლებრივ სრულფასოვნებას, მართლზომიერ
ხასიათს. ყოველი აქტი, რომელსაც ჩადის ერთი სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს ნების გამომჟღ ავნების თავისუფლების შეზღ უდვის
მიზნით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლება. პირველ რიგში, ასეთ ქმედებად ჩაითვლება ძალით დამუქრების გამოყენება

სახელმწიფოს ან მისი წარმომადგენლობის მიმართ. სადავოდ ხდის ხელშეკრულების ნამდვილობას მოლაპარაკების მონაწილე
სახელმწიფოს წარმოამდგენელთა მოტყუება ან მოსყიდვა, ხელშეკრულებაში გაპარული შეცდომა და ა.შ.
ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლება ძალის გამოყენება ან სხვარაიმე იძულებითი საშუალებისთვის მიმართვა. ცალკე საკითხს
წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილობა მხარეთა მიერ იმპერატიული ნორმების გადახვევის გამო. ამ შემთხვევაში ორივე
სახელმწიფოს ნების გამომჟღავნების თავისუფლება ეჭვს არ იწვევს, თუმცახელშეკრულებით დადგენილი ქცევითი წესები ”უხვევენ”
არსებულსაყოველთაოდ აღიარებულნორმებს, რომელთა იმპერატიული ხასიათის უგულებელყოფა აკრძალულია. იმპერატიული ნორმა
უკრძალავს მხარეებს ისეთ გადახვევას, რომელიც მათ ურთიერთობას ეხება და ერთმანეთის მიმართ უფლება-მოვალეობებს ადგენს.
ამიტომ ხელშეკრულება, რომელიც ორივე სახელმწიფოს აგრესიულპაქტს წარმოადგენს და მესამე სახელმწიფოს წინააღ მდეგ არის
მიმართული, ჩაითვლება ბათილად არა იმიტომ, რომ ძალის გამოყენების დაუშვებლობას იმპერატიული ხასიათი აქვს, არამედ იმიტომ,
რომ ეს აქტი არღვევს, ლახავს საერთაშორისო სამართლის ამ ძირითად პრინციპს. მაგრამ თუ ორმა სახელმწიფომ დადო ხელშეკრულება,
რომლითაც აღიარებენ მათშორის დავის მოწესრიგების შეიარაღებული ძალების გამოყენების საშუალებით, ასეთი ხელშეკრულება
იმთავითვე ბათილად გვევლინება, რადგანაც ძალის გამოუყენებლობის პრინციპის შეცვლა ურთიერთშეთანხმებითაც არ შეიძლება.

2 8 . ხე ლ შ ე კრ ულ ე ბის შ ე წ ყ ვ ე ტა

როდესაც მხარე ან მხარეები ერთმანეთის მიმართ აქტიურად იყენებენ შეძენილუფლებებს, ხოლო ვალდებულებების შესრულებაზე თავს
არ იწუხებენ, ხელშეკრულება მერყევიხდება და შეიძლება მოხდეს მისიმოქმედების ვადის შეწყვეტა ვადის გასვლამდე. საერთაშორისო
ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის რამდენიმე საშუალება არსებობს:ა) როდესაც ხელშეკრულებაში აღ ნიშნული წესის
გათვალისწინებით, ერთი მხარე ატყობინებს მეორე მხარეს ან სახელმწიფო-დეპოზიტორს, რომ მას არ სურს ხელშეკრულების ვადის
გაგრძელება, ამას ხელშეკრულების დე ნ ო ნ ს აც ია ეწოდება. ბ) შესაძლებელია ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა მხარეთა
შეთანხმებით მოხდეს. ამ შემთხვევაში ყოველი მხარის თანხმობაა სავალდებულო. თუ ამ შეთანხმებას ახალი შესწორებული
ხელშეკრულების დადება მოყვება შედეგად, ადგილი აქვს საერთაშორისო ხელშეკრულების ნოვაციას. გ) ხელშეკრულება წყდება ასევე
მის მიერ გათვალისწინებული პირობების შესრულებისას ან აღ ნიშნული ვადის ამოწურვისა შესაძლებელია ხელშეკრულების
ცალმხრივიგაუქმებაც,ა) როდესაც ერთ-ერთი მხარე არ იცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებულპირობებს და უხეშად არღვევს მათ,
მეორე მხარესუფლება აქვს გააუქმოს ასეთი შეთანხმება, უკანასკნელის ამ მოქმედებას ხელშეკრულების ან ულ ირ ე ბა ეწოდება.
ბ)ავტომატურად უქმდება ის ხელშეკრულება, რომელიც საერთაშორისო ასპარეზიდან გამქრალ სუბიექტთან იყო დადებული.
ს აერთაშორისო ხელშეკრულების სტრუქტურა და ფორმა
ფორმის მხრივ საერთაშორისოხელშეკრულება წერილობით სახეს ატარებს, ხოლოსტრუქტურის მხრივ სამ ძირითად ნაწილად:
ა) პრეამბულა ანუ შესავალი ნაწილი შეიცავს მხარეთადასახელებას და შეთანხმების მიზანზე მითითებას.
ბ) ძირითადი ნაწილი მუხლობრივად აღნუსხავს მიღწეული შეთანხმების შინაარსს.
გ) დასკვნითი ნაწილი პეოცედურულსაკითხებს შეიცავს: ხელშეკრულების ძალაში შესვლის დრო, მისი მოქმედების ვადა, ვადის
გაგრძელების წესი, ხელშეკრულებასთან შეერთების წესი, ხელშეკრულების გაუქმების ( დენინსაციის ) წესი, რა ენაზეაშედგენილი
ხელშეკრულების ტექსტი, ხელშეკრულების დადების თარიღი და ადგილი. სულბოლოში დაისმის მხარეტა ხელმოწერა და ბეჭდები.
წინათ ხელშეკრულება ან მხოლოდ ლათინურ ანფრანგულან ინგლისურ ენებზე იწერებოდა. დღეს ხელშეკრულების ენა გარკვეულწესს
ემორჩილეაბ – მრავალმხრივი ხელშეკრულებანი იდება ე.წდიპლომატიურ (ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ) ენებზე, ორმხრივი –
მხარეთა არჩევით.
საქართველოს რესპუბლიკაიყენებს ორმხრივი ხელშეკრულების ედგენისას ქართულდა მეორე მხარის ენას,
გაეროშიმიღებულია ექვსი ოფიციალური ენა– რუსული, ინგლისური, ფრანგული, ჩინური, ესპანური, არაბული.
ს აერთაშორისო ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია

საერთაშორისო ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია შეიძლება მოვახდინოთ სამი ნიშნის მიხედვით:
ს აერთაშორისო ხელშეკრულებათა ტიპები. საერთაშორისო ხელშეკრულებათა მრავალათასიანი აქტები თავისი მნიშვნელობითადა
საერთაშორისო მასშტაბურობის თვალსაზრისიტ ყველა თანაბარი როდია. განასხვავებენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტთა
ზოგადი ქცევის მარეგულირებელ შეთანხმებებს, რომლებიც თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და
პრინციპებს განამტკიცებენ და ხელშეკრულებებს, რომელნიც სახელმწიფოთა შორის კონკრეტულ საკითხებს არეგულირებენ.
ს აერთაშორისო ხელშეკრულებათა სახელწოდებანი. არსებობს საერთაშორისოხელშეკრულებათაუამრავი სახელწოდება:
ხელშეკრულება, ტრაქტატი, პაქტი, კონვენცია, შეთანხმებადა ა.შ. პრინციპში ყველა ამ სახელწოდების ხელშეკრულება არ განსხვავდება
ერთმანეთისაგან იურიდიული ძალის თვალსაზრისით და მხარეებისათვის სათანადო უფლებამოვალეობებს წარმოშობს, ცვლის ან
სპობს, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომუგულებელვყოთ ის ნიუანსები, რომელსაც ყოველი სახელწოდება ატარებს. განვიხილოთ
ზოგიერთი მათგანი:
ხელშეკრულება ყველაზეფართოდ მიღებული ტერმინია, რომელიც ყველა სახის სახელმწიფოტაშორისო შეთანხმებებს ასახავს.
პაქტი, როგორც წესი, ეწოდებაორმხრივ ან მრავალმხრივ სახელმწიფოთაშორისო აქტებს, რომლებიც იდება მთავრობის მიერან მათი
რწმუნების საფუძველზე და, როგორც წესი,რატიფიკაციას არ საჭიროებენ. მაგრამ იდება ისეთი შეთანხმებებიც, რომელთა რატიფიკაციაც
სავალდებულოა.
შ ეთანხმება – ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით ეწოდება იმ სახელმწიფოთაშორისო აქტებს, რომლებიც იდება მთავრობის მიერან მათი
რწმუნების საფუძველზე და როგოეც წესი, რატიფიკაციას არ საჭიროებენ, მაგრამ იდება ისეთი შეთანხმებებიც, რომელთარატიფიკაციაც
სავალდებულოა.
კონვენცია ძირითადად ისეთი სახის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებას ეწოდება, რომელიც რაიმე სპეციალური დარგს და სპეციალურ
დანიშნულებით ხასიათს ატარებს.
დე კლარაცია ეწოდებაორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ისეთგანცხადებას, რომელიც მხარეთა საგარეოპოლიტიკის გარკვეულ გეზს
სახავს ან მათშეხედულებას გამოხატავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვასფეროში; დეკლარაცია, როგორც წესი, შეიცავს
საერთაშორისო სამართლის ახალ, ძირითად პრინციპებს ან მხარეთა დამოკიდებულებას არსებული პრინციპებისადმი.
ნ ოტების გაცვლა ეწოდება შეთანხმების დადების ისეთ წესს, როდესაც მხარეები ერთმანეთსუგზავნიან იდენტური ტექსტის მქონე
განცხადებებს.
კომპრომისი ეწოდებაისეთ შეთანხმებას, რომლითაც მხარეები თანხმდებიან გადასცენ საერთაშორისოსასამართლოს მათ შორის
წარმოშობილი დავა.
ო ქმის საშუალებით ფორმდება სხვადასხვა სახის შეთანხმებანი, რომელთა მეშვეობით მხარეები ცხადებენ თავის სურვილს შეუერთდნენ
ხელშეკრულებას, განავადონ მისი მოქმედება; ოქმის მეშვეობით მთავრობები აკეთებენ ამათუ იმ დათქმას ხელშეკრულების მიმართ და
ა.შ.
ზოგჯერ ოქმის სახელწოდებას ატარებს შეთანხმება, რომელიც არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ხელშეკრულებისგან.

zviadi.74's picture
zviadi.74 (ზვიადი)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2011/09/28
Last visit: 2026/07/17 17:27:26
Contact - All comments

6-1,3

zviadi.74's picture
zviadi.74 (ზვიადი)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2011/09/28
Last visit: 2026/07/17 17:27:26
Contact - All comments

11-2

zviadi.74's picture
zviadi.74 (ზვიადი)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2011/09/28
Last visit: 2026/07/17 17:27:26
Contact - All comments

12-3

cristiano's picture
cristiano (nika)
სხვა
Registration Date: 2023/05/06
Last visit: 2024/07/16 19:39:15
Contact - All comments

ირიბი ჩვენების მტკიცებულებითი მნიშვნელობა სისხლის სამართლის პროცესში
ირიბი ჩვენების, სხვა მტკიცებულებებისგან განსხვავებული წესით მოწესრიგებას, ქართულ კანონმდებლობაში არ აქვს ხანგრძლივი ისტორია და ის უკავშირდება სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედებას. კანონში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ფაქტობრივ ინფორმაციას, ვინაიდან ირიბ ჩვენებას იძლევა პირი, რომლისთვისაც აღნიშნული ინფორმაცია სხვა პირის მეშვეობით გახდა ცნობილი. ანუ მოწმეს საკუთარი თვალით არ დაუნახავს ან სხვაგვარად უშუალოდ არ აღუქვამს (არ მოუსმენია, განუცდია, გაუსინჯავს და ა.შ.) ის გარემოება, რომლის თაობაზეც იძლევა ჩვენებას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი და შესაბამისად, რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიწოდებული ირიბი ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. შესაბამისად, სისხლის სამართალწარმოებაში ირიბი ჩვენების გამოყენებისათვის საპროცესო კოდექსი ადგენს ორ წინაპირობას: 1. მოწმემ სახელდებით უნდა მიუთითოს პირველწყარო, რომ შესაძლებელი იყოს საჭიროების შემთხვევაში მისი დაკითხვა; 2. აღნიშნული ინფორმაცია უნდა დასტურდებოდეს საქმეში არსებული ნებისმიერი სხვა მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება . ირიბი ჩვენების სხვა მტკიცებულებით დადასტურების ვალდებულება წარმოადგენს ირიბი ჩვენების დასაშვებობის სავალდებულო წინაპირობას მხოლოდ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე. შესაბამისად, გამოძიების სტადიაზე ირიბი ჩვენების გამოყენება აღკვეთის ღონისძიების, ჩხრეკა-ამოღების, ქონებაზე ყადაღის დადების და საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საპროცესო/საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე სასამართლოს ნებართვის გამოთხოვისას, საგამოძიებო ვერსიების შემოწმების, ახალი მტკიცებულებების მოძიების და სხვა მიზნებისათვის დაიშვება მაშინაც, თუ ირიბ ჩვენებაში მოცემული ინფორმაცია არ დასტურდება საქმეზე შეკრებილი არც ერთი სხვა მტკიცებულებით. ამასთან, საპროცესო კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს დაკითხვის/ გამოკვლევის ვალდებულებას. პირველწყაროს მოწვევა პროცესში შესაძლებელია მნიშვნელოვან (ობიექტურ და სუბიექტურ) სირთულეებთან იყოს დაკავშირებული: გარდაცვალება, დაუდგენელია ადგილსამყოფელი, უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე და სამართალწარმოებაში მონაწილეობაზე, აღარ ახსოვს და ა.შ. შესაბამისად, თუ მოწმე მიუთითებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა აწ გარდაცვლილი მოქალაქისაგან, აღნიშნული ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულება იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს ობიექტურად არ ექნებათ შესაძლებლობა გადაამოწმონ პირველწყაროს სანდოობა . ირიბი ჩვენების გამოყენება, იკრძალება გამამტყუნებელი განაჩენის და ბრალის დადგენილების დასაბუთებისათვის. ირიბი ჩვენების გამოყენება დაიშვება მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების, დამატებითი მტკიცებულების მოძიების, მოწმის ჩვენების იმპიჩმენტის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, ქონებაზე ყადაღის დადების, სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების, ჩხრეკა-ამოღების და სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელებისათვის .

დათვალიერების, როგორც ნივთიერ მტკიცებულებათა შეკრების უმთავრესი საშუალების ჩატარების თავისებურებანი

გამოძიების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცალკეულ საგნებს ან მატერიალურ ობიექტებს, რომლებიც სწორედ მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენენ. სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების პროცესი ოთხი ელემენტისაგან შედგება, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ესენია: 1. მტკიცებულებათა შეკრება, 2. საპროცესო დამაგრება, 3. შემოწმება, 4. შეფასება. მტკიცებულებათა შეკრება ეს არის კომპლექსური ცნება, რომელიც მოიცავს მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია მტკიცებულებათა მოსაძებნად, აღმოსაჩენად და ამოსაღებად . ნივთიერი მტკიცებულება, როგორც წესი, მატერიალური სამყაროს ნებისმიერი ობიექტია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მტკიცებულებითი ინფორმასიის ნიშან-თვისებები და რომელიც მოპოვებული და დართულია სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ნივთიერი მტკიცებულებებია, მაგალითად: ფეხის კვალი, თითის ანაბეჭდი, სიგარეტის ნამწვი, ადამიანის სისხლის კვალი, დოკუმენტები, სხვა და სხვა ნივთიერებები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები და სხვა. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ შედარებითი კვლევის ნიმუში, შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულებაა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. ამასთანავე, ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს. დათვალიერების დროს უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები. ნივთიერი მტკიცებულებები მჭიდროდ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმესთან, რადგან მათზე აღბეჭდილია მტკიცებულებითი კვალი. ისინი წარმოადგენენ: 1. დანაშაულის ჩადენის იარაღსა და საშუალებას; 2. დანაშაულის ჩადენის საგანს; 3. შეინარჩუნეს დანაშაულის სხვა და სხვა კვალი; 4. წარმოიქმნენ დანაშაულის ჩადენის შედეგად; 5. წარმოადგენენ დამნაშავე პირის იდენტიფიცირების და მისი აღმოჩენის, ბრალდების დადასტურების ან უარყოფის საშუალებას . ნივთიერი მტკიცებულებების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში. სწორედ ამ ინფორმაციის მეშვეობით დგინდება, თუ რა კავშირი აქვს ამა თუ იმ მტკიცებულებას მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან. მაგალითად, თუ სისხლის სამართლის საქმეში, მთავარი ნივთიერი მტკიცებულება არის სისხლიანი იარაღი, რომელზეც დატოვებულია დამნაშავის თითის ანაბეჭდები და უცნობია აღნიშნული იარაღის წარმომავლობა ანუ სად და ვის მიერ იქნა აღმოჩენილი, დაცვის მხარეს შეუძლია ამტკიცოს, რომ აღნიშნული დანა არ იყო გამოყენებული მკვლელობის ჩადენის დროს. ნივთიერ მტკიცებულებათა შეკრების პირველი ეტაპია მოძებნა, რაც გულისხმობს ინფორმაციის მიღებას მათი ადგილსამყოფელის და ადგილმდებარეობის თაობაზე. ეს შესაძლებელია მოხდეს როგორც საპროცესო მოქმედების,ასევე ანონიმური ზარის საფუძველზეც. აღმოჩენას რაც შეეხება, იგი წარმოადგენს მტკიცების სუბიექტის მიერ კონკრეტული საგნის, ობიექტის, კვალის უშუალო აღქმას. ხოლო ნივთიერი მტკიცებულებების ამოღება გულისხმობს მტკიცების სუბიექტის მიერ მის მიღებას ანუ დაუფლებას. ძირითად შემთხვევებში იგი თან სდევს აღმოჩენას. მოძებნისაგან განსხვავებით, ნივთიერ მტკიცებულებატა ამოღება, მირება ყოველთვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა განხორციელდეს. მტკიცებულებათა შეკრების საშუალებები პირობითად შესაძლოა სამ ჯგუფად დაიყოს : 1. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები ,2. საგნებისა და დოკუმენტების გამოთხოვა, 3. პროცესის მონაწილეთა მიერ მათი წარდგენა. ნივთიერ მტკიცებულებათა შეკრების ძირითად საშუალებას ამათგან საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენენ. ესენია დათვალიერება, ჩხრეკა და ამოღება, საგამოძიებო ექსპერიმენტი და სხვა. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მხარეებს აქვთ თანაბარი უფლებამოვალეობანი. საგამოძიებო მოქმედებას დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით ან სასამართლოს განჩინებით ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება იყოს ის პირი, რომელიც მოცემულ საქმეზე წარმოადგენს გამომძიებელს. გარდა ამისა, შესაძლებელია საგამოძიებო მოქმედება ჩატარედეს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფისქაციის და ამოღების მეცნიერულ ტექნიკური საშუალებები. თუ იგი განსაკუთრებულ ცოდნას მოითხოვს, მხარე მას ატარებს ექსპერტის მონაწილეობით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125 მუხლის მიხედვით დათვალიერება წარმოადგენს დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებას , რომლის მიზანია დანაშაულის კვალის და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა ან მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების გარკვევა. დათვალიერება მოიცავს შემთხვევის ადგილის, საცავის, სადგომის, სათავსოს, გვამის, საგნის, დოკუმენტის ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტების დათვალიერებას. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, აუცილებელია სასამართლო განჩინება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარე დათვალიერებას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ატარებს ან მესაკუთრე წერილობით გამოხატავს თანხმობას . შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგამოძიებო მოქმედებას წარმოადგენს, რომელიც შემდგომში განსაზღვრავს დანაშაულის გახსნის წარმატებას და კონკრეტული პირის ბრალეულობის დადგენას . შემთხვევის ადგილად მიიჩნევა ადგილი, ტერიტორია, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი ფართი, სამსახურებრივი სადგომი ან სხვა დახურული თუ ღია ტერიტორია. დათვალიერების წარმოების უფლება აქვს გამომძიებელს და პროკურორს, რომლებმაც შეიძლება დამატებით მოიწვიონ ექსპერტი, დამცველი, დაზარალებული და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილე . ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს სწორედ საგამოძიებო მოქმედების დროულად და სრულყოფილად ჩატარება წარმოადგენს. დათვალიერების ხარისხიანად ჩატარება ხელს უწყობს უტყუარ მტკიცებულებათა მოპოვებას, რომელიც შესაძლოა გამოძიების სწორად წარმართვის წინაპირობა გახდეს. გასათვალისწინებელია, რომ დროთა განმავლობაში ადგილზე არსებული მტკიცებულებები შესაძლოა დაზიანდეს ან სრულად გაქრეს, რომლის გამოსწორება ხშირად შეუძლებელია . ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგამოძიებო მოქმედებად ასევე მიიჩნევა გვამის და ზოგადად, დოკუმენტების დათვალიერება. პირველის შემთხვევაში, გვამის გარეგნულ დათვალიერებას ახდენს მხარე და სასამართლო-სამედიცინო დარგის ექსპერტი. რაც შეეხება დოკუმენტის დავალიერებას, აქ იგულისხმება სხვადასხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დანაშაულის ჩადენის ადგილზე იქნება აღმოჩენილი. აღნიშნული დოკუმენტებს შეიძლება წარმოადგენდეს, საბანკო ამონაწერები, მინდობილობები, ხელშეკრულებები, რომელთაც დათვალირების ძირითად მიზანს მათი ავთენტურობის დადგენა, არსებულ საქმესთან კავშირი, დანაშაულის კვალის გამოვლენა წარმოადგენს . აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ნივთი შენახულ იქნას პირველად მდგომარეობაში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მასალები, საქმის გამოძიების სწორად წარმართვის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.

ჩხრეკისა და ამოღების,როგორც მტკიცებულებათა შეკრების საშუალებებ ის ჩატარების თავისებურებანი
ჩხრეკის საგანი სხვა არაფერია, თუ არა ის, რაც საძიებოა და რის დასაძებნად და აღმოსაჩენადაც წარმოებს ეს საგამოძიებო მოქმედება. ჩხრეკის ობიექტი კი არის ის, სადაც ან რაშიც უნდა ვეძიოთ გამოსაძიებელ საქმეზე მნიშვნელობის მქონე საგანი. ამ შემთხვევაში საძიებო საგანში იგულისხმება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ყოველგვარი ფასეულობა, დანაშაულის ჩადენის იარაღები, დოკუმენტები, კანონით აკრძალული სხვადასხვა სახის საგანი (ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ნარკოტიკული ნივთიერებები და სხვ.), ძებნაში მყოფი პირები, ადამიანის გვამი და სხვ. გასაჩხრეკი ობიექტების თავისებურებათა გათვალისწინებით, ჩხრეკის საგნების საძიებო ობიექტები შეიძლება იყოს საცხოვრებელი ბინა და სამსახურებრივი სამუშაო ოთახი თავისი დამხმარე სათავსოებით.თ ჩხრეკის ცალკე სახეებად უნდა მივიჩნიოთ2 : საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა დამხმარე სათავსებით; დაცული ადგილმდებარეობის ჩხრეკა; სამსახურებრივ ადგილზე სამუშაო ოთახის ჩხრეკა თავისი დამხმარე სათავსებით; პირადი ჩხრეკა.აქედან გამომდინარე შეგვიძლია განვმარტ₾ტ რომ ჩხრეკა არის პიროვნების ან დაწესებულების, ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის და გაერთიანებების ადმინისტრაციის ნების საწინააღმდეგოდ მიმართული ისეთი იძულებითი სახის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მიმდინარეობს მათი საცხოვრებელი ბინის, შენობის, სამსახურებრივი სამუშაო ოთახის ან მდებარე დამხმარე სათავსების, ადგილმდებარეობის, პიროვნების და მისი კუთვნილი საგნებისა და ობიექტების (ხელბარგის, ტანსაცმლის, ტრანსპორტის და სხვ.) გამოკვლევა გამოსაძიებლ საქმეზე მნიშვნელობის მქონე დოკუმენტების, დანაშაულის ჩადენის იარაღების და კვალის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთებისა და ფასეულობის, გადამალული გვამის, ძებნაში მყოფი პირის და ჭეშმარიტების დადგენისათვის საჭირო სხვა საგნებისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენისა და ამოღების მიზნით.ჩხრეკის ანალოგიურად, ამოღებაც პიროვნების ან საწარმოო დაწესებულების, ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და გაერთიანების ადმინისტრაციის ნების საწინააღმდეგოდ მიმართული იძულებითი სახის საგამოძიებო მოქმედებაა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ჩხრეკის ჩატარების დროს, უმეტეს შემთხვევაში, უცნობი და გაურკვეველია, თუ ჩხრეკის შედეგად გამოძიებისათვის მნიშვნელობის მქონე რა კონკრეტული სახის საგანი ან დოკუმენტი იქნება აღმოჩენილი. ამოღების დროს კი წინასწარი მონაცემებით უკვე გარკვეულია.ისევე, როგორც ჩხრეკის, ამოღების ჩატარების დროსაც საჭიროა გვქონდეს მოსამართლის, ან სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება
ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად, მიწვეულია მხარის ან, მხარის შუამდგომლობით, სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად, მიწვეულია მხარის ან, მხარის შუამდგომლობით, სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.პირის ექსპერტად მოსაწვევად არარის სავალდებულო რომ იგი მუშაობდეს რომელიმე საექსპერტო დაწესებულებაში ექსპერტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი რომელსაც გააჩნია სპეციალური ცოდნა და გამოცდილება.სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებყლ შემთხვევებში მხარეებმა ცალკეული მოქმედებები მხოლოდ ექსპერტის მონაწილეობით უნდა ჩაატარონ.ექსპერტს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს მოწმის სამართლებრივ სტატუსს შესაბამისად მას ეკისრება მისი უველა მოვალეობა .ექსპერტი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახების შემთხვევაში იგი უნდა იყოს მიუკერძოებელი.ქსპერტს უფლება აქვს: ა) გაეცნოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მასალას, ამოიწეროს საჭირო ცნობა და გადაიღოს ასლი; ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალის წარდგენა; გამოკვლევის პროცესში აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტის საცდელი ნიმუში; ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს მოსთხოვოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია; გ) უარი თქვას დასკვნის მიცემასა და ექსპერტიზის გაგრძელებაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი ცოდნის ფარგლებს, ან თუ მისთვის წარდგენილი მასალა საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად; დ) ექსპერტიზის ჩატარების . თუ საექსპერტო კვლევის ობიექტი მეორე მხარესთან ინახება, იგი ვალდებულია, გადასცეს ობიექტი ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტს. ექსპერტიზის ინიციატორი მხარე უფლებამოსილია, ჩაატაროს ექსპერტიზა. თუ მხარე ნებაყოფლობით ვერ იღებს მას, იგი უფლებამოსილია, საექსპერტო კვლევის ობიექტის ექსპერტისთვის გადაცემის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, გამოძიების ადგილის მიხედვით. შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს არაუგვიანეს 48 საათისაინიციატორის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას;

მტკიცებულებათა კლასიფიკაცია-მტკიცებულებათა კლასიფიკაცია თავისი შინაარსის წარმომავლობისა და მნიშვნელობის მიხედვით პირობითად შეიძლება მოვახდინოდ შემდწგ ნაირად.• გამამტყუნებელი და გამამართლებელი მტკიცებულებები • პიროვნული და ნივთიერი მტკიცებულებები • პირველადი და წარმოებული მტკიცებულებები • პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებები. გამამტყუნებელი და გამამართლებელი მტკიცებულებები-გამამტყუნებელ და გამამართლებელ მტკიცებულებებს სხვაგვარად შეიძლება ვუწოდოთ ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებები. მოცემულ კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს შეჯიბრებითი და თანასწორი სისხლის სამართლის პროცესი. სისხლის სამართლის პროცესში მხარეები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოიპოვებენ მტკიცებულებებს. აღსანიშნავია,რომ გამოძიების ეტაპზე გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ეტაპზე მოიპოვოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სასარგებლოა ბრალდებულის დაცვის პოზიციების გასამყარებლად, რომლებიც ამართლებენ ბრალდებულს ჩადენილ დანაშაულში ან ამსუბუქებენ მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ბრალდების მხარისგან განსხვავებით, დაცვის მხარეს კანონით არ ეკისრება ობიექტურობის ვალდებულება გამოძიების ეტაპზე მტკიცებულების მოპოვებისას. აქედან გამომდინარე, გამამტყუნებელ მტკიცებულებად მიიჩნევა ყველა ის მონაცემი და ინფორმაცია, რომელზეც ბრალდების მხარე ამყარებს პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და რომელიც ამხელს პირს დანაშაულის ჩადენაში ,სასჯელის დანიშვნისას უმძიმებს მას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ან სხვაგვარად ამძიმებს ბრალდებულის პროცესუალურ მდგომარეობას. ამის საწინააღმდეგოდ, გამამართლებელია ყველა ის მონაცემი ან ინფორმაცია, რომელიც ამართლებს პირს ჩადენილ დანაშაულში და რომელსაც იყენებს დაცვის მხარე ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების გასაქარწყლებლად ან ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად.პიროვნული და ნივთიერი მტკიცებულებები - მტკიცებულებები შესაძლოა დაიყოს ინფორმაციის წყაროს მიხედვით, ანუ თუ საიდან მომდინარეობენ ისინი. პიროვნულ მტკიცებულებებს წარმოადგენენ ცნობები და მონაცემები სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ,რომლებიც მიიღება სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე პირთაგან. ხოლო ნივთიერ მტკიცებულებებს მიეკუთვნება ის მონაცმები, რომლებიც მიიღება საგნის თვისებების, ნიშნების და მასზე დატოვებული კვალის აღქმით.პიროვნულ მტკიცებულებებს მიეკუთვნება მოწმის ზეპირი ჩვენება, მისი დაკითხვის ოქმი, ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა, ასევე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების დროს შედგენილი ოქმები, სადაც დაფიქსირებული ინფორმაცია სხვადასხვა ფაქტებისა და გარემოებების თაობაზე გადმოცემულია პროცესის მონაწილე პირებისაგან. ნივთიერ მტკიცებულებებს კი წარმოადგენს დამნაშავის მიერ დატოვებული კვალი, დანაშაულის იარაღი და ა.შ პირველად მტკიცებულებად ჩაითვლება ისეთი მტკიცებულება,რომელიც მიღებულია პირველი წყაროდან, ხოლო მეორე წყაროდან მიღებული ყველა ინფორმაცია და მონაცემი მიეკუთვნებიან წარმოებულ მტკიცებულებებს. მაგალითად, დანაშაულის თვითმხილველი მოწმის მიერ მიცემული ჩვენება პირველადი მტკიცებულებაა, ხოლო წარმოებული მტკიცებულებაა მოწმის ჩვენებ, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერი გავრცელებულ ცნობებს. ამ ტიპის მტკიცებულებას „ირიბი ჩვენება“ ეწოდება. 12 ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას უპირველესად უნდა მოხდეს პირველადი მტკიცებულებების გამოკვლევა,რადგან ისინი პირდაპირ კავშირში არიან მომხდარ ფაქტთან და იძლევიან უმნიშვნელოვანეს ცნობებს საქმესთან დაკავშირებით. ასევე სასამართლოში პირველადი მტკიცებულების წარდგენისას მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ დანაშაულის თვითმხილველ მოწმეს დაუსვან კითხვები და გამოავლინონ ის უზუსტობები,რაც ეჭვქვეშ დააყენებს მოცემული მტკიცებულების სანდოობას. ირიბი ჩვენებისას მოწმე პირადად არ შესწრებია დანაშაულს და იგი იმეორებს იმ ინფორმაციას, რაც სხვა პირებისგან მოისმინა. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია სასამართლოში წარმოებული მტკიცებულებების გამოყენება, როდესაც საქმეში მოიპოვება მასთან დაკავშირებული პირველადი მტკიცებულებები.პირდაპირი მტკიცებულებების საშუალებით ხდება საქმეში მთავარი ფაქტების დამტკიცება. მაგალითად, სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოკარდრი პირდაპირი მტკიცებულებაა, თუ მასში ჩანს, როგორ უხსნის ცეცხლს ბრალდებული დანაშაულის მსხვერპლს. არაპირდაპირი მტკიცებულება უშუალოდ პირდაპირ კავშირში არ არის მტკიცების საგანთან, მაგრამ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება მთავარი ფაქტების შესახებ. 13 ასეთ მტკიცებულებეს შეგვიძლია მივაკუთვნოთ აუდიოჩანაწერი, სადაც ბრალდებული მსხვერპლს მოკვლით ემუქრებოდა რამდენიმე დღით ადრე. ეს ფაქტობრივი გარემოება მართალია, პირდაპირ არ ამტკიცებს, რომ პირი მოკლა ბრალდებულმა, მაგრამ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, შესაძლოა გამოვიყენოთ ბრალდებულის მკვლელობაში სამხელად.

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო ორგანოების სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია თუ ფარული მეთოდით ჩატარებული ღონისძიებების სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ემყარება ნონიერების, კონსპირაციის,ურიდიული პირის უფლებების დაცვისა და პატივისცემის,ღია და ფარული მეთოდების შეხამების პრინციპებს..კრძალულია იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება, რომელიც:
ა) საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, ქონებას;
ბ) საფრთხეს უქმნის იურიდიული პირის უფლებებს; ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი განხორციელება გათვალისწინებულია კანონით და ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის საფუძველზე და კანონით დადგენილი წესით, საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე გამოსცენ უწყებრივი ნორმატიული აქტები.ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას. 2. ამ ამოცანათა შესასრულებლად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება:
ა) პირის გამოკითხვა;ბ) ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი;საკონტროლო შესყიდვა;კონტროლირებადი მიწოდება;
საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა, ცალკეულ პირთა მოქალაქეობა, ეროვნება, სქესი, თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, საზოგადოებრივ გაერთიანებათა წევრობა, რელიგიური აღმსარებლობა და პოლიტიკური მრწამსი ხელს არ უშლის იმას, რომ მათ მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი − პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ფარული საგამოძიებო მოქმედება,არული საგამოძიებო მოქმედებები ვრცელდება მხოლოდ განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე და ასევე, გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე, რომელიც საზოგადოებრივად განსაკუთრებით საშიშ ქმედებას წარმოადგენს.ფარული საგამოძიებო მოქმედებების გავრცელების აუცილებლობა თითოეულ მუხლთან მიმართებაში უნდა იყოს დასაბუთებული. ფარული საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვას და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენება.

წინა სასამართლოს სხდომის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოწმეების გაბისონიას და გაბრიჭიძის..
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 პრიმა 3 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. კაზუსიდან დგინდება რომ გამოძიების პროცესში, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება ვიდეო და აუდიოჩაწერის სახით. სსსკ -ის 143 პირმა1 მუხლის 1-ლი ნაწილის ე) ქვეპუნქტის მიხედვით კი ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეა ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება; კაზუსიდან ასევე დგინდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათალისწინებული ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, რაც დარღვევაა, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143-ე მე-2 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიებისას. ხოლო 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით არ არის აღნიშნული 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესახებ დანაშაული არ წარმოადგენს არც განზრახ მძიმე და არც განსაკუთრებით მძინე დანაშაულს და ასევე არც 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ჩამონათვალშია მოცემული. შესაბამისად ამ დანაშაულზე ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება არასწორად უნდა შეფასდეს. კაზუსიდან ასევე დგინდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, არ ეხებოდა პირის დანაშაულებრივ საქმიანობას მაგრამ შეიცავდა პირის მაკომპრომენტირებელ ცნობებს პირადი ცხოვრების შესახებ და ასეთი ინფორმაცია დაერთო საქმეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედების ჩამტარებელმა არ უნდა გაამჟღავნოს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. შესაბამისად, პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კონკრეტულ პირებს და ასეთი ინფორმაციის საქმეზე დართვა, რომელიც საერთოდ არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას უკანონოა.

მირებული ოპერატიული ინფორმავიის საფუძველზ,პრკურორმა დიპლომატიური წამომადგებლის-122 მუხლის სამივე ნაწილია დარღვეულია წარმომადგენელის ხელმძღვანელის თანხმობიტ ან თხოვნით ანუ მან შედეგი მოლიწონა ეს იმაზე მეტყველებს რომ თანხმობა არმიუცია და მაინც ჩაატარეს ჩხრეკა ასევე ჩხრეკა ამოღებისთვის ხელმძღვანელის თანხმობა უნდა გამოითხოვოს საგარეო მინისტრმა და ამ ჩხრეკას სავალდებულოა ესწრებოდეს საგარეო საქმეთა წარმომადგენელი.

ბრასლდებლი პატარაია დაააკავეს-მე-18 მუხლის 1 ნაწილი,174 მ მე-5 ნაწილი, 38 მ 11 ე ნაწ.

ბასილაია-76 მუხლის ყველა ნაწილი,228 მუხლის მე-2 ნაწილი,242მ მე-3 ნაწილი(აქ თან ვამატებტ რომ ამ მუხლის საფუძველზე სასამართლო არარის უფლებამოსილი გამოიკვლიოს მტკიცებულებები ამის უფლება აქვს მხოლოდ მხარეებს და სასამართლოს უარი არის კანონიერი რადგან კანონმდებლობას აღნიშნული საკითხისათვის ნამდვილად არ განსაზღვრავს დროს.

cristiano's picture
cristiano (nika)
სხვა
Registration Date: 2023/05/06
Last visit: 2024/07/16 19:39:15
Contact - All comments

1)ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა, სამართალსუბიექტურობის დადგენა
ნოტარიუსი, მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, ასრულებს სხვადასხვა სახის სანოტარო
მოქმედებებს. იმის მიხედვით თუ რა სახის სანოტარო მოქმედებასთან გვაქვს საქმე, სანოტარო დამოწმება თუ
დადასტურება, საჯარო თუ კერძო, ნოტარიუსი ადგენს სანოტარო მოქმედებაში მონაწილე პირთა ვინაობას, ამოწმებს
მათ უფლებამოსილებასა და ქმედუნარიანობას.
ნოტარიუსმა უნდა იცოდეს, რომ ფიზიკური პირის პირადობის დადგენისათვის გასათვალისწინებელია ასაკი,
მოქალაქეობა და ზოგჯერ სამსახურებრივი მდგომარეობა. საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქის პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა ან დროებითი მოწმობა,
რომელიც გაიცემა სამშობლოში დაბრუნებულ პირებზე. ცალკეულ შემთხვევებში სანოტარო მოქმედების მონაწილის
პირადობის დადგენა დასაშვებია სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან
საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის
მიერ. ნოტარიუსის მიერ სამხედრო მოსამსახურის ვინაობის დადგენა უნდა მოხდეს სამხედრო ნაწილისა და სამხედრო
დაწესებულებების სარდლობის მიერ გაცემული სამხედრო ბილეთის საფუძველზეც. საქართველოში მცხოვრები
უცხოელი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ვინაობა ნოტარიუსმა უნდა დაადგინოს ბინადრობის მოწმობით.
ბინადრობის მოწმობის შევსებას, გაცემას, შეცვლას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს
ტერიტორიული სამსახური. საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ვინაობა
შეიძლება დადგინდეს ერო- ვნული პასპორტის მიხედვითაც. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის შევსებას,
შეცვლასა და მის გაცემას ახორციელებს საქართველოს იუსტი ციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი — სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. სხვა
სახელმწიფოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქისათვის პირადობის მოწმობის გაცემას ახორციელებს საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის შევსებას, შეცვლასა და მის გაცემას ახორციელებს საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. სხვა სახელმწიფოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქისათვის
პირადობის მოწმობის გაცემას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო
დაწესებულება. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა გაიცემა 14 წლის ასაკს მიღწეულ პირზე. შესაბამისად,
14 წლამდე არასრულწლოვანის პირადობას ნოტარიუსი დაადგენს დაბადების მონ- მობით. შესასრულებელი სანოტარო
მოქმედების ხასიათიდან გამომდინარე სასურველია, რომ 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის პირადობის დადგენას
ესწრებოდნენ მისი კანონიერი წარმომადგენლები (მშობლები, მეურვე, მზრუნველი).
2)საჯარო და კერძო აქტში შესწორების
შეტანის წესი
2) საჯარო და კერძო აქტში შესწორების შეტანის წესი რსებობს სანოტარო აქტის ორი ფორმა საჯარო და
კერძო. სანოტარო აქტში შესწორება (ამოღება, ცვლილება, დამატება) შეიტანება შემდეგი წესით:
ა) სიტყვა (ასო-ნიშნის, წინადადება, ციფრი), რომელიც ამოღებულ უნდა იქნეს, შემოიხაზება იმგვარად,
რომ შესაძლებელი იყოს შემოხაზული სიტყვის (ასო-ნიშნის, წინადადების, ციფრის) წაკითხვა. ამგვარად
მონიშნული სიტყვის (ასო-ნიშნის, წინადადების, ციფრის) გვერდით დაისმება ციფრი. ეს ციფრი უნდა
დაისვას აგრეთვე დოკუმენტის ტექსტის ბოლოს, მაგრამ მხარეთა ხელმოწერამდე. ციფრის გვერდით უნდა
მიეთითოს: ა ხოლო შემდეგ უნდა განმეორდეს მონიშნული სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი);
ბ) სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი), რომელიც უნდა შესწორდეს, შემოიხაზება და გვერდით
დაისმება ციფრი. ეს ციფრი უნდა დაისვას აგრეთვე დოკუმენტის ტექსტის ბოლოს, ციფრის გვერდით
უნდა მიეთითოს: შემდეგ უნდა გამეორდეს მონიშნული სიტყვა (ასო, წინადადება, ციფრი), ხოლო შემდეგ
უნდა მიეთითოს: უნდა იყოს და უნდა დაიწეროს ის სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი), რომლითაც
იცვლება ამოღებული სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი);
გ) გამოტოვებული სიტყვის (ასო-ნიშნის, წინადადების, ციფრის) ადგილზე უნდა დაისვას ციფრი. ეს ციფრი
უნდა დაისვას აგრეთვე დოკუმენტის ტექსტის ბოლოს, მაგრამ მხარეთა ხელმოწერამდე. ციფრის გვერდით
უნდა მიეთითოს: და უნდა დაიწეროს ის სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი), რომელიც უნდა ჩაისვას
ციფრით აღნიშნულ ადგილზე;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ა,ბ,გ ქვეპუნქტებში მითითებული წესით შედგენილი შესწორებების
ბოლოს ხელს აწერს მხარე და ნოტარიუსი. ხელმოწერათა შემდეგ უნდა დაისვას ნოტარიუსის ბეჭედი.
2. შესწორებები იმ სანოტარო აქტში, რომელიც უკვე ხელმოწერილია მხარეთა მიერ, შეიტანება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით იმ განსხვავებით, რომ სანოტარო აქტის ტექსტის
ბოლოს ცვლილებების შესახებ არსებული მითითებების შემდეგ სავალდებულოა მხარეებისა და
ნოტარიუსის განმეორებითი ხელმოწერები და ნოტარიუსის ბეჭდის დასმა;
ბ) დამოუკიდებელი საჯარო აქტის შედგენითა და დამოწმებით.
3. ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო მოქმედების მონაწილის, დაინტერესებული პირის
მოთხოვნით, ან საკუთარი ინიციატივით, სანოტარო აქტის ტექსტში შეასწოროს სანოტარო აქტის
შედგენისას დაშვებული აშკარა მექანიკური შეცდომები. აშკარა მექანიკურ შეცდომად ჩაითვლება
სანოტარო აქტის ტექსტში დაშვებული კალმისმიერი, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის
ხარვეზები, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე სანოტარო აქტის სხვა
ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუმენტებიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს სანოტარო აქტის
შინაარსის არსებით შეცვლას. აშკარა მექანიკური შეცდომების გასწორებისას, სანოტარო აქტის ტექსტის
ბოლოს ცვლილებების შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული მითითების შემდეგ მხარეების
განმეორებითი ხელმოწერები სავალდებულო არ არის. შესწორებულ ვარიანტზე დაისმება ნოტარიუსის
ხელმოწერა და ბეჭედი.
4. ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო აქტის ასლში დოკუმენტის დედნის ტექსტი გადმოსცეს
საბოლოოდ გასწორებული სახით დედანში შეტანილ ცვლილებებზე მითითებების გარეშე.
5. კერძო აქტში დაშვებული შეცდომა სწორდება:
ა) დამოუკიდებელი კერძო აქტის შედგენითა და ამ აქტზე მხარის (მხარეების) ხელმოწერის
(ხელმოწერების) ნამდვილობის დამოწმებით, ან
ბ) იმავე აქტზე მხარის (მხარეების) შესაბამისი შინაარსის მინაწერითა და მინაწერზე მხარის (მხარეების)
ხელმოწერის (ხელმოწერების) ნამდვილობის დამოწმებით.
6. კერძო აქტის დამადასტურებელ წარწერაში (ნოტარიუსის ფორმულიარში) დაშვებულ შეცდომებს
ნოტარიუსი ასწორებს საკუთარი ინიციატივით, ან დაინტერესებული პირის თხოვნით. შესწორებისას
გამოიყენება ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით დადგენილი წესები იმ განსხვავებით,
რომ შესწორების დამადასტურებელ წარწერაზე დაისმება მხოლოდ ნოტარიუსის ბეჭედი და ხელმოწერა.
3)უცხოელი მოქალაქისთვის მინდობილობის
დამოწმება
ონლაინ რეჟიმში მინდობილობა/რწმუნებულების დამოწმების პროცესს უნდა ესწრებოდეს ორი პირი:
ხელმომწერი - პირი, რომელიც მარწმუნებლის (მინდობილობის გამცემის) ნაცვლად, მისი თხოვნით ხელს
აწერს სანოტარო აქტს. ეს პირი უნდა ესწრებოდეს სანოტარო მოქმედების შესრულებას.
ხელმომწერი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ
შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე.მოწმე- პირი, რომელიც მოწმის სტატუსით ესწრება სანოტარო
მოქმედების შესრულებას და ასევე ხელს აწერს სანოტარო აქტს. მოწმე უნდა იყოს სრულწლოვანი და
ქმედუნარიანი, წერა-კითხვის მცოდნე პირი. მას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული სამოქალაქო
ქმედუნარიანობა და სანოტარო მოქმედებით არ უნდა იღებდეს სარგებელს პირდაპირი ან არაპირდაპირი
სახით.
მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარის და/ან ნოტარიუსის ნათესავი
აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით, ასევე სანოტარო მოქმედების მონაწილე
იურიდიული პირის დაქირავებული პირი.
4)სანოტარო ბიუროს სხდომის ოქმის
დამოწმება ნოტარიუსი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ან კრების
(სხდომის) მონაწილეთა თხოვნით დაესწროს სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების, ამხანაგობების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და სხვა ორგანიზაციული
წარმონაქმნების დამფუძნებელ, აგრეთვე მმართველ ორგანოთა კრებებს (სხდომებს) და შეადგინოს ოქმი კრების
(სხდომის) მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, აგრეთვე კრების (სხდომის) ჩაშლის შესახებ.
ოქმი უნდა შედგეს სანოტარო აქტის ფორმით და მას უნდა ჰქონდეს საჯარო აქტისათვის დადგენილი სავალდებულო
რეკვიზიტები. გარდა აღნიშნულისა, ნოტარიუსი ვალდებულია ოქმში მიუთითოს კრების (სხდომის) ჩატარების
ადგილი და დრო, დაწყების და დასრულების თარიღი, კრების (სხდომის) თავმჯდომარის საიდენტიფიკაციო
მონაცემები, კრების საერთო მიმდინარეობა და მიღებული გადაწყვეტილებები, ოქმის გაცემის თარიღი. ნოტარიუსი
უფლებამოსილია წინასწარი ჩანაწერი კრების (სხდომის) ჩატარების შესახებ (კრების/სხდომის შინაარსისა და
გადაწყვეტილებების მითითების გარეშე) სანოტარო რეესტრში შეასრულოს კრების/სხდომის ჩატარების დღესვე, ხოლო
დოკუმენტი შეიძლება გაიცეს კრების/სხდომის ჩატარების დღის შემდგომ დღეებში ნებისმიერ დროს.
ნოტარიუსს ეკრძალება უარი განაცხადოს კრებაზე (სხდომაზე) მომხდარი ფაქტებისა და განცხადებების ოქმში შეტანაზე
ნებისმიერი მოტივით. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ კრებაზე გაკეთებული განცხადებები აშკარად ეწინააღმდეგება
ფაქტობრივ გარემოებებს (მაგალითად, კრებაზე გამოცხადებული და ფაქტობრივ დამსწრეთა რაოდენობა, კენჭისყრისას
დაფიქსირებულ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა და სხვა მსგავსი), რომელთა აღქმა ნოტარიუსს შეუძლია
სპეციალური შემოწმების და/ან დოკუმენტების შესწავლის გარეშე, ნოტარიუსი ვალდებულია ამის შესახებ თავისი
შენიშვნები შეიტანოს კრების ოქმში და მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი უშუალო აღქმის შედეგია. ეს შენიშვნები
შეტანილ უნდა იქნეს კრების ოქმის ბოლოს, კრების თავმჯდომარისა და ნოტარიუსის ხელმოწერამდე.
ოქმს ხელს აწერს ნოტარიუსი და კრების (სხდომის) თავმჯდომარე. თუ კრებამ დაამტკიცა წესდება, ან ცვლილებები
წესდებაში, ეს დოკუმენტი დანართის სახით დაერთვის კრების ოქმს და მას ხელს აწერს კრების თავმჯდომარე და
ნოტარიუსი. სხვა დანართები ოქმს დაერთვის, თუ ამას მოითხოვს კრების თავმჯდომარე ან კრების (სხდომის)
მონაწილე სხვა პირი, ან თავად ნოტარიუსი. ოქმს უნდა დაერთოს ნოტარიუსისათვის წარდგენილი ყველა დოკუმენტი
იმ სახით, რა სახითაც იგი წარედგინა ნოტარიუსს (დამოწმებული, ან დაუმოწმებელი ასლები, დედნები).
იმ შემთხვევაში, თუ კრების თავმჯდომარე ნებისმიერი მოტივით უარს აცხადებს, ხელი მოაწეროს კრების (სხდომის)
ოქმს, ან სხვადასხვა მიზეზის (დაპატიმრება, გარდაცვალება, ავადმყოფობა და სხვა) გამო მას არ შეუძლია ოქმზე
ხელმოწერა, ნოტარიუსი ამის შესახებ აკეთებს აღნიშვნას ოქმსა და სანოტარო რეესტრში და ოქმს გასცემს მხოლოდ
თავისი ხელმოწერით. ამგვარად გაცემულ ოქმს აქვს იურიდიული ძალა.
ნოტარიუსი არ არის ვალდებული შეამოწმოს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაზე დამსწრე
აქციონერთა უფლებამოსილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გადაწყვეტილებას კანონმდებლობით დადგენილი წესით
ერთპიროვნულად იღებს უფლებამოსილი აქციონერი (აქციათა სამოცდათხუთმეტ პროცენტზე მეტის მფლობელი). იმ
შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს
უფლებამოსილი აქციონერი (აქციათა სამოცდათხუთმეტ პროცენტზე მეტის მფლობელი), სანოტარო აქტი აქციონერის
გადაწყვეტილების შესახებ დგება ამ მუხლით დადგენილი წესით შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით
(კრების თავმჯდომარის არარსებობა და სხვა).
იმ შემთხვევაში, თუ კრება გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში (შესვენებები, კრების სხდომის გადადება და
სხვა), მოთხოვნის შემთხვევაში, ნოტარიუსი უფლებამოსილია დასრულებული სხდომების შესახებ გასცეს მოწმობა
(შუალედური ოქმი), ხოლო კრების ერთიანი ოქმი გაიცემა კრების დასრულების შემდეგ.
თუ კრება არ შედგა ქვორუმის არარსებობის გამო, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ნოტარიუსი გასცემს მოწმობას
კრების ჩაშლის ფაქტის დადასტურების შესახებ. მოწმობა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა ნოტარიუსს
წარედგინა კრების ჩაშლის დღეს და ამის შესახებ შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა სანოტარო რეესტრში. ამ შემთხვევაში
მოწმობა შეიძლება გაიცეს იმავე ან მომდევნო დღეებში.
ნოტარიუსი უფლებამოსილია დაესწროს სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების მმართველი ორგანოების
კრებებს (სხდომებს), რომლებიც ტარდება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და შეადგინოს
კრების ოქმი იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა კრებაში გადამწყვეტი ხმის
უფლებით მონაწილე ყველა პირის და ნოტარიუსის ერთდროული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას
(ტელეკონფერენცია) და კრებაში მონაწილეთა პიროვნება ნოტარიუსისათვის ცნობილია ან შესაძლებელია მათი
იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
ნოტარიუსი ვალდებულია ოქმში მიუთითოთოს, რომ სხდომა ჩატარებულია კომუნიკაციის ელექტრონული
საშუალებების გამოყენებით. ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე და მოწმე, რომელიც სრულად უნდა დაესწროს
სხდომას. მოწმის დასწრება სავალდებულო არ არის, თუ ხორციელდება სანოტარო მოქმედების ჩაწერა ვიდეოფაილის
სახით.
იმ შემთხვევაში, როცა ნოტარიუსთან წარდგენილ იქნება სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების მმართველი ორგანოების კრების (სხდომის) ოქმი, ნოტარიუსი ადასტურებს ხელმომწერი
პირების ხელმოწერის ნამდვილობას ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
5)დისტანციური დამოწმება
მართვის მოწმობა პირადობა, პასპორტი და ბაზა ერთობლივად .
ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს
ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე პირს.
მინდობილობა/რწმუნებულების ონლაინ რეჟიმში დასამოწმებლად გჭირდებათ: კომპიუტერი, ინტერნეტი,
ვებკამერა, ყურსასმენი.
სანოტარო აქტის ონლაიში დამოწმებას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი
ნოტარიუსი კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე notary.ge, ბმულებში: „სანოტარო ბიუროები“ და
„ნოტარიუსების რუკა“ მითითებულია ყველა ნოტარიუსის საკონტაქტო ინფორმაცია
ონლაინ რეჟიმში მინდობილობა/რწმუნებულების დამოწმების პროცესს უნდა ესწრებოდეს ორი პირი:
ხელმომწერი - პირი, რომელიც მარწმუნებლის (მინდობილობის გამცემის) ნაცვლად, მისი თხოვნით ხელს
აწერს სანოტარო აქტს. ეს პირი უნდა ესწრებოდეს სანოტარო მოქმედების შესრულებას.
ხელმომწერი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ
შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე.
მოწმე- პირი, რომელიც მოწმის სტატუსით ესწრება სანოტარო მოქმედების შესრულებას და ასევე ხელს
აწერს სანოტარო აქტს. მოწმე უნდა იყოს სრულწლოვანი და ქმედუნარიანი, წერა-კითხვის მცოდნე პირი.
მას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული სამოქალაქო ქმედუნარიანობა და სანოტარო მოქმედებით არ უნდა
იღებდეს სარგებელს პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით.
მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარის და/ან ნოტარიუსის ნათესავი
აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით, ასევე სანოტარო მოქმედების მონაწილე
იურიდიული პირის დაქირავებული პირი.
ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების შესახებ განცხადების წარდგენა შეს
აძლებელია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლება
მოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და
პირადობის დადასტურება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონუ
ლ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით ან თუ განცხადება წარმოდგენილია შესაბამის
ვებგვერდზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, რომლ
ის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შეუძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მეშვეობით, აუცილებელია პირადობ
ის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის ატვირთვა.
მოთხოვნა ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების თაობაზე უფლებამოსი
ლი ორგანოს მიერ განიხილება არაუმეტეს ერთი სამუშაო დღის ვადაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტი აკ
მაყოფილებს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის საჭირო
ფორმალურ საფუძვლებს, აღნიშნულის თაობაზე განმცხადებლის მიერ არჩეული ელექტრონული კომუნიკა
ციის საშუალებით ეცნობება განმცხადებელს. შეტყობინებაში აღინიშნება მომსახურების საფასურის გადახ
დის წესი, ვადა და ოდენობა. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო იღებს გა
დაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელ
ს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ონლაინ რეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად დაგჭირდებათ ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი, ხოლო
თუ განცხადების შევსების ფორმად აირჩევთ კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას, დაგჭირდებათ ე
ლექტრონული პირადობის წამკითხველი.
6)პირის ვინაობის დადგენა
ნოტარიუსი ადასტურებს ფიზიკური პირის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან შესაბამისი მოწმობის
გაცემით. ფოტოსურათზე გამოსახული პირის არასრულწლოვანთან იგივეობის დადასტურებისას გამოიყენება ამ
ინსტრუქციის მე-19 მუხლით დადგენილი წესი.
მოწმობაში აუცილებლად უნდა მიეთითოს: ფოტოსურათზე გამოსახული პირის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი
და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, იმ დოკუმენტის რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც დადგინდა
ფოტოსურათზე გამოსახული პირის პირადობა. მოწმობის ზედა მარცხენა კუთხეში უნდა განთავსდეს ფოტოსურათი და
მას უნდა დაესვას ნოტარიუსის ბეჭედი ისე, რომ ბეჭდის ნაწილი აისახოს ფოტოსურათის ქვედა მარჯვენა მხარეს,
ხოლო ნაწილი იმ ფურცელზე, რომელზედაც განთავსებულია ფოტოსურათი.
ნოტარიუსი ადგენს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკ
უმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მ
ოწმობა. დასაშვებია სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწ
მობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შეს
აბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამა
დასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთ
ში სამოქმედოდ, ბინადრობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა.
დასაშვებია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირება და პირადობის დადა
სტურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან შესაბამისი პირის პირადობის (ბინადრო
ბის) მოწმობის მონაცემების გამოყენებით.
თუ ნოტარიუსს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურ
ებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულე
ბაზე. იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი პირადად იცნობს სანოტარო აქტის მონაწილეს, პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის. ნოტარიუსისათვის ცნობილად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე პირი, რ
ომლის პირადობაც მას უკვე დადგენილი აქვს სხვა სანოტარო მოქმედების შესრულებისას.
14 წლამდე არასრულწლოვნის პირადობას, რომელსაც არა აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნოტარიუ
სი ადგენს დაბადების მოწმობით, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის, მშვილებლის, მეურვის, მ
ზრუნველის) თანდასწრებით, რომელიც ადასტურებს არასრულწლოვნის პირადობას.
ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო აქტში მიუთითოს სანოტარო მოქმედების მონაწილეთა სახელი, გვარი, დაბადები
ს თარიღი, გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, თუ მას არ გ
ააჩნია პირადი ნომერი, მიეთითება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი).
ნოტარიუსი ვალდებულია დარწმუნდეს სანოტარო აქტის მონაწილის ქმედობაუნარიანობაში და თავისი რწმენის შესახე
ბ მიუთითოს დამადასტურებელ წარწერაში. ნოტარიუსი ვალდებულია არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ ეჭვი
ეპარება მასში მონაწილე პირის ქმედობაუნარიანობაში

cristiano's picture
cristiano (nika)
სხვა
Registration Date: 2023/05/06
Last visit: 2024/07/16 19:39:15
Contact - All comments

ხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება.
დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს უნდა ეცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება,
. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხვის და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით
გამოძიების სტადიაზე როგორც ბრალდების მხარის, ისე დაცვის მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება დაიკითხოს პირი, თუ:
ა) არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს;
ბ) იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს;
გ) არსებითად განსახილველად საქმის სასამართლოში წარმართვისათვის აუცილებელი მტკიცებულების სხვა წყაროებიდან მოპოვება არაგონივრულ ძალისხმევას საჭიროებს;

მაგისტრატი მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოწმის დაკითხვა უნდა დაიწყოს გონივრულ ვადაში, მაგრამ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებით, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება სასამართლოში. დაუშვებელია მოწმის ღამით დაკითხვა. დაწყებული დაკითხვა ღამის დადგომისთანავე უნდა შეწყდეს და მეორე დღისთვის უნდა გადაიდოს.

დაკითხვის ზოგადი წესი.
დაკითხვის დაწყებამდე სასამართლო ადგენს მოწმის ვინაობას. სასამართლო ფიცის დადების შემდეგ მოწმეს განუმარტავს, რა უფლება-მოვალეობები აქვს მას, რა საქმეზეა იგი გამოძახებული, რომ იგი ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით, და აფრთხილებს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ასევე განუმარტავს, რომ იგი ვალდებული არ არის, მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი თავის ან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება. სასამართლო ასევე ადგენს, რა დამოკიდებულება აქვს მოწმეს ბრალდებულთან და დაზარალებულთან.
2. დაკითხვის დაწყებისთანავე მოწვევის ინიციატორმა მხარემ მოწმეს უნდა შესთავაზოს, თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით. პასუხის გაცემისას მისი შეწყვეტინება დაუშვებელია, მაგრამ თუ დასაკითხი პირი საუბრობს იმ გარემოებებზე, რომლებიც აშკარად არ ეხება საქმეს, მოსამართლეს მხარის შუამდგომლობით შეუძლია მისი შეჩერება. ამის შემდეგ დასაკითხ პირს მისი ჩვენების შევსებისა და დაზუსტების მიზნით შეიძლება დაკითხვის ინიციატორმა დაუსვას შეკითხვები

მოწმის დაკითხვა არსებითი განხილვის დროს. ბრალდების მოწმის დაკითხვას იწყებს ბრალდების მხარე, აგრძელებს დაცვის მხარე და პირიქით.
2. მოწმე უნდა დაიკითხოს იმ მოწმეთაგან განცალკევებით, რომლებიც ჯერ არ დაკითხულან. ამასთანავე, სასამართლო იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. დაკითხვის დასრულების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს მოწმეს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება.

ჯვარედინ დაკითხვას აწარმოებს მხარე, რომელსაც დასაკითხი მოწმე არ გამოუძახებია.
2. ჯვარედინი დაკითხვისას დასაშვებია პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა.
3. შეკითხვის (შეკითხვების) დასასმელად და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად სხდომის თავმჯდომარე მხარეს (მოწმეს) განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.

დათვალიერება.
დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
2. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას. სასამართლოს განჩინება საჭირო არ არის აგრეთვე საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის, დოკუმენტის ან მონაცემის დათვალიერებისთვის.
3) დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს, მხარის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოვლენას.
2. თუ ამოღებული საგნის, დოკუმენტის, ნივთიერებისა თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის დასათვალიერებლად საჭიროა დიდი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალება, საგამოძიებო მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს გამოძიების ჩატარების ადგილზე.
3. დათვალიერება შეიძლება ჩატარდეს ტექნიკური საშუალებებით, თუ ეს არ გამოიწვევს საგნის, დოკუმენტის, ნივთიერებისა თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ან მასზე არსებული კვალის განადგურებას ან დაზიანებას.
4) შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი დაცული უნდა იყოს.
1. გვამის გარეგნულ დათვალიერებას მხარე ატარებს ექსპერტის მონაწილეობით.
2. ამოუცნობი გვამის დაქტილოსკოპირება და საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშის აღება სავალდებულოა.
3. ამოუცნობი გვამის დამარხვა ან კრემაცია პროკურორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

კრიმინალისტიკური ვერსიები და მათ შორის საგამოძიებო ვერსიები არის წარსულში მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის ლოგიკური-ჰიპოტეზური აზეროვნების შემეცნების,დანაშაულის გახსნისა და გამოსაძიებელ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი.
კრიმინალისტიკური ვერსია,როგორც ჰიპოთეზის ნაირსახეობა და ობიექტური ჭეშმარიტების შემეცნების მეთოდი,არის გამოსაძიებელი დანაშაულის შემთხვევის ან მისი რომელიმე გარემოების ან ფაქტის სავარაუდო ახსნა,რომელიც უნდა ემყარებოდეს საქმეზე არსებულ ფაქტობრივ მონაცემებს და აგებული უნდა იყოს ლოგიკური აზროვნების კვლევის მეთოდებისა და ხერხების-ანალოგიისა და სინთეზის გამოყენებით,რაც უნდა შემოწმდეს და დაზუსტდეს საქმეზე გამოძიების პროცესში მიღებული მტკიცებულებით.
დანაშაულის გახსნის პროცესში კრიმინალისტიკური ვერსია შეიძლება წამოყენებულ იქნას არა მარტო გამომძიებლის,არამედ აგრეთვე სასამართლოს,სასმძებრო-ოპერატიულის მუშაკის,ექსპერტის,ბრალდებულის და თვით დაზარალებულის მიერაც.
როდესაც ვერსია წარმოებს გამომძიებლის მიერ ამას ეწოდება საგამოძიებო ვერსია.
სასამართლოში საქმის განხილვის დროს კი სასამართლოს მიერ საქმეზე მნიშვნელობის მქონე გარემოებების ახსნა-გამოკვლევის მიზნით წამოწყებულ ვერსიებს ეწოდება სასამართლო ვერსიები.
ოპერატიული მუშაკის მიერ წამოყენებულ ვერსიებს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების დროს ეწოდება ოპერატიული-სამძებრო ვერსია.

ოპერატიული სამძებრო საქმიანობა.
მისი პრაქტიკული გამოყენება შეუძლია მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების სპეციალურ სამსახურებს მათთვის განკუთვნილი კომპეტენციის ფარგლებში,და მხოლოდ რომ იგი შეიძლება გატარებულ იქნება როგორც ფარულად ისე ღია მეთოდებით.
მისი ამოცანაა დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა,აღკვეთა და თავიდან აცილება,იმ პირის დადგენა,რომელიც ამზადებს,ან.რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება:იმ პირის ძებნა ან სესაბამის სახელმწიფო ორგანოებში წარდგენა,რომელიც ემალება გამოძიებას,სასამართლოს.
ოპერატ სამძ... არის არსებული კანონით დადგენილი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის ისეთი მოქმედება,რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზოგიერთი სახის პროცესუალური მოქმედების ან სხვა არაპროპორციულუ მოქმედებების ჩატარებით უზრუნველყოფს დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.

გამოკითხვა და დაკითხვა.
გამოკითხვა დაკითხვის ერთგვარი წინაპირობაა,რადგან გამოკითხვის დროს,თუ დავრწმუნდებით,რომ პირი ფლობს საქმისათვის მნიშვნელობის მქონდე რაიმე სახის ინფორმაციას,მაშინ შეიძლება მოწმის სტატუსით მისი გამოკითხვა.
გამოკითხვის უფლებამოსილებით აღჭურვილია როგორც ბრალმდებლის ისე ბალდებულის მხარე.

Vard23's picture
Vard23 (მარიამი)
სხვა
Registration Date: 2024/07/23
Last visit: 2024/07/23 15:34:05
Contact - All comments

დათვალიერების, როგორც ნივთიერ მტკიცებულებათა შეკრების უმთავრესი საშუალების ჩატარების თავისებურებანი

გამოძიების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცალკეულ საგნებს ან მატერიალურ ობიექტებს, რომლებიც სწორედ მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენენ. სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების პროცესი ოთხი ელემენტისაგან შედგება, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ესენია: 1. მტკიცებულებათა შეკრება, 2. საპროცესო დამაგრება, 3. შემოწმება, 4. შეფასება. მტკიცებულებათა შეკრება ეს არის კომპლექსური ცნება, რომელიც მოიცავს მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია მტკიცებულებათა მოსაძებნად, აღმოსაჩენად და ამოსაღებად . ნივთიერი მტკიცებულება, როგორც წესი, მატერიალური სამყაროს ნებისმიერი ობიექტია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მტკიცებულებითი ინფორმასიის ნიშან-თვისებები და რომელიც მოპოვებული და დართულია სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ნივთიერი მტკიცებულებებია, მაგალითად: ფეხის კვალი, თითის ანაბეჭდი, სიგარეტის ნამწვი, ადამიანის სისხლის კვალი, დოკუმენტები, სხვა და სხვა ნივთიერებები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები და სხვა. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ შედარებითი კვლევის ნიმუში, შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულებაა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. ამასთანავე, ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს. დათვალიერების დროს უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები. ნივთიერი მტკიცებულებები მჭიდროდ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმესთან, რადგან მათზე აღბეჭდილია მტკიცებულებითი კვალი. ისინი წარმოადგენენ: 1. დანაშაულის ჩადენის იარაღსა და საშუალებას; 2. დანაშაულის ჩადენის საგანს; 3. შეინარჩუნეს დანაშაულის სხვა და სხვა კვალი; 4. წარმოიქმნენ დანაშაულის ჩადენის შედეგად; 5. წარმოადგენენ დამნაშავე პირის იდენტიფიცირების და მისი აღმოჩენის, ბრალდების დადასტურების ან უარყოფის საშუალებას . ნივთიერი მტკიცებულებების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში. სწორედ ამ ინფორმაციის მეშვეობით დგინდება, თუ რა კავშირი აქვს ამა თუ იმ მტკიცებულებას მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან. მაგალითად, თუ სისხლის სამართლის საქმეში, მთავარი ნივთიერი მტკიცებულება არის სისხლიანი იარაღი, რომელზეც დატოვებულია დამნაშავის თითის ანაბეჭდები და უცნობია აღნიშნული იარაღის წარმომავლობა ანუ სად და ვის მიერ იქნა აღმოჩენილი, დაცვის მხარეს შეუძლია ამტკიცოს, რომ აღნიშნული დანა არ იყო გამოყენებული მკვლელობის ჩადენის დროს. ნივთიერ მტკიცებულებათა შეკრების პირველი ეტაპია მოძებნა, რაც გულისხმობს ინფორმაციის მიღებას მათი ადგილსამყოფელის და ადგილმდებარეობის თაობაზე. ეს შესაძლებელია მოხდეს როგორც საპროცესო მოქმედების,ასევე ანონიმური ზარის საფუძველზეც. აღმოჩენას რაც შეეხება, იგი წარმოადგენს მტკიცების სუბიექტის მიერ კონკრეტული საგნის, ობიექტის, კვალის უშუალო აღქმას. ხოლო ნივთიერი მტკიცებულებების ამოღება გულისხმობს მტკიცების სუბიექტის მიერ მის მიღებას ანუ დაუფლებას. ძირითად შემთხვევებში იგი თან სდევს აღმოჩენას. მოძებნისაგან განსხვავებით, ნივთიერ მტკიცებულებატა ამოღება, მირება ყოველთვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა განხორციელდეს. მტკიცებულებათა შეკრების საშუალებები პირობითად შესაძლოა სამ ჯგუფად დაიყოს : 1. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები ,2. საგნებისა და დოკუმენტების გამოთხოვა, 3. პროცესის მონაწილეთა მიერ მათი წარდგენა. ნივთიერ მტკიცებულებათა შეკრების ძირითად საშუალებას ამათგან საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენენ. ესენია დათვალიერება, ჩხრეკა და ამოღება, საგამოძიებო ექსპერიმენტი და სხვა. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მხარეებს აქვთ თანაბარი უფლებამოვალეობანი. საგამოძიებო მოქმედებას დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით ან სასამართლოს განჩინებით ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება იყოს ის პირი, რომელიც მოცემულ საქმეზე წარმოადგენს გამომძიებელს. გარდა ამისა, შესაძლებელია საგამოძიებო მოქმედება ჩატარედეს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფისქაციის და ამოღების მეცნიერულ ტექნიკური საშუალებები. თუ იგი განსაკუთრებულ ცოდნას მოითხოვს, მხარე მას ატარებს ექსპერტის მონაწილეობით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125 მუხლის მიხედვით დათვალიერება წარმოადგენს დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებას , რომლის მიზანია დანაშაულის კვალის და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა ან მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების გარკვევა. დათვალიერება მოიცავს შემთხვევის ადგილის, საცავის, სადგომის, სათავსოს, გვამის, საგნის, დოკუმენტის ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტების დათვალიერებას. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, აუცილებელია სასამართლო განჩინება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარე დათვალიერებას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ატარებს ან მესაკუთრე წერილობით გამოხატავს თანხმობას . შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგამოძიებო მოქმედებას წარმოადგენს, რომელიც შემდგომში განსაზღვრავს დანაშაულის გახსნის წარმატებას და კონკრეტული პირის ბრალეულობის დადგენას . შემთხვევის ადგილად მიიჩნევა ადგილი, ტერიტორია, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი ფართი, სამსახურებრივი სადგომი ან სხვა დახურული თუ ღია ტერიტორია. დათვალიერების წარმოების უფლება აქვს გამომძიებელს და პროკურორს, რომლებმაც შეიძლება დამატებით მოიწვიონ ექსპერტი, დამცველი, დაზარალებული და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილე . ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს სწორედ საგამოძიებო მოქმედების დროულად და სრულყოფილად ჩატარება წარმოადგენს. დათვალიერების ხარისხიანად ჩატარება ხელს უწყობს უტყუარ მტკიცებულებათა მოპოვებას, რომელიც შესაძლოა გამოძიების სწორად წარმართვის წინაპირობა გახდეს. გასათვალისწინებელია, რომ დროთა განმავლობაში ადგილზე არსებული მტკიცებულებები შესაძლოა დაზიანდეს ან სრულად გაქრეს, რომლის გამოსწორება ხშირად შეუძლებელია . ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგამოძიებო მოქმედებად ასევე მიიჩნევა გვამის და ზოგადად, დოკუმენტების დათვალიერება. პირველის შემთხვევაში, გვამის გარეგნულ დათვალიერებას ახდენს მხარე და სასამართლო-სამედიცინო დარგის ექსპერტი. რაც შეეხება დოკუმენტის დავალიერებას, აქ იგულისხმება სხვადასხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დანაშაულის ჩადენის ადგილზე იქნება აღმოჩენილი. აღნიშნული დოკუმენტებს შეიძლება წარმოადგენდეს, საბანკო ამონაწერები, მინდობილობები, ხელშეკრულებები, რომელთაც დათვალირების ძირითად მიზანს მათი ავთენტურობის დადგენა, არსებულ საქმესთან კავშირი, დანაშაულის კვალის გამოვლენა წარმოადგენს . აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ნივთი შენახულ იქნას პირველად მდგომარეობაში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მასალები, საქმის გამოძიების სწორად წარმართვის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.

ჩხრეკისა და ამოღების,როგორც მტკიცებულებათა შეკრების საშუალებებ ის ჩატარების თავისებურებანი
ჩხრეკის საგანი სხვა არაფერია, თუ არა ის, რაც საძიებოა და რის დასაძებნად და აღმოსაჩენადაც წარმოებს ეს საგამოძიებო მოქმედება. ჩხრეკის ობიექტი კი არის ის, სადაც ან რაშიც უნდა ვეძიოთ გამოსაძიებელ საქმეზე მნიშვნელობის მქონე საგანი. ამ შემთხვევაში საძიებო საგანში იგულისხმება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ყოველგვარი ფასეულობა, დანაშაულის ჩადენის იარაღები, დოკუმენტები, კანონით აკრძალული სხვადასხვა სახის საგანი (ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ნარკოტიკული ნივთიერებები და სხვ.), ძებნაში მყოფი პირები, ადამიანის გვამი და სხვ. გასაჩხრეკი ობიექტების თავისებურებათა გათვალისწინებით, ჩხრეკის საგნების საძიებო ობიექტები შეიძლება იყოს საცხოვრებელი ბინა და სამსახურებრივი სამუშაო ოთახი თავისი დამხმარე სათავსოებით.თ ჩხრეკის ცალკე სახეებად უნდა მივიჩნიოთ2 : საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა დამხმარე სათავსებით; დაცული ადგილმდებარეობის ჩხრეკა; სამსახურებრივ ადგილზე სამუშაო ოთახის ჩხრეკა თავისი დამხმარე სათავსებით; პირადი ჩხრეკა.აქედან გამომდინარე შეგვიძლია განვმარტ₾ტ რომ ჩხრეკა არის პიროვნების ან დაწესებულების, ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის და გაერთიანებების ადმინისტრაციის ნების საწინააღმდეგოდ მიმართული ისეთი იძულებითი სახის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მიმდინარეობს მათი საცხოვრებელი ბინის, შენობის, სამსახურებრივი სამუშაო ოთახის ან მდებარე დამხმარე სათავსების, ადგილმდებარეობის, პიროვნების და მისი კუთვნილი საგნებისა და ობიექტების (ხელბარგის, ტანსაცმლის, ტრანსპორტის და სხვ.) გამოკვლევა გამოსაძიებლ საქმეზე მნიშვნელობის მქონე დოკუმენტების, დანაშაულის ჩადენის იარაღების და კვალის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთებისა და ფასეულობის, გადამალული გვამის, ძებნაში მყოფი პირის და ჭეშმარიტების დადგენისათვის საჭირო სხვა საგნებისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენისა და ამოღების მიზნით.ჩხრეკის ანალოგიურად, ამოღებაც პიროვნების ან საწარმოო დაწესებულების, ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და გაერთიანების ადმინისტრაციის ნების საწინააღმდეგოდ მიმართული იძულებითი სახის საგამოძიებო მოქმედებაა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ჩხრეკის ჩატარების დროს, უმეტეს შემთხვევაში, უცნობი და გაურკვეველია, თუ ჩხრეკის შედეგად გამოძიებისათვის მნიშვნელობის მქონე რა კონკრეტული სახის საგანი ან დოკუმენტი იქნება აღმოჩენილი. ამოღების დროს კი წინასწარი მონაცემებით უკვე გარკვეულია.ისევე, როგორც ჩხრეკის, ამოღების ჩატარების დროსაც საჭიროა გვქონდეს მოსამართლის, ან სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება
ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად, მიწვეულია მხარის ან, მხარის შუამდგომლობით, სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად, მიწვეულია მხარის ან, მხარის შუამდგომლობით, სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.პირის ექსპერტად მოსაწვევად არარის სავალდებულო რომ იგი მუშაობდეს რომელიმე საექსპერტო დაწესებულებაში ექსპერტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი რომელსაც გააჩნია სპეციალური ცოდნა და გამოცდილება.სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებყლ შემთხვევებში მხარეებმა ცალკეული მოქმედებები მხოლოდ ექსპერტის მონაწილეობით უნდა ჩაატარონ.ექსპერტს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს მოწმის სამართლებრივ სტატუსს შესაბამისად მას ეკისრება მისი უველა მოვალეობა .ექსპერტი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახების შემთხვევაში იგი უნდა იყოს მიუკერძოებელი.ქსპერტს უფლება აქვს: ა) გაეცნოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მასალას, ამოიწეროს საჭირო ცნობა და გადაიღოს ასლი; ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალის წარდგენა; გამოკვლევის პროცესში აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტის საცდელი ნიმუში; ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს მოსთხოვოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია; გ) უარი თქვას დასკვნის მიცემასა და ექსპერტიზის გაგრძელებაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი ცოდნის ფარგლებს, ან თუ მისთვის წარდგენილი მასალა საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად; დ) ექსპერტიზის ჩატარების . თუ საექსპერტო კვლევის ობიექტი მეორე მხარესთან ინახება, იგი ვალდებულია, გადასცეს ობიექტი ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტს. ექსპერტიზის ინიციატორი მხარე უფლებამოსილია, ჩაატაროს ექსპერტიზა. თუ მხარე ნებაყოფლობით ვერ იღებს მას, იგი უფლებამოსილია, საექსპერტო კვლევის ობიექტის ექსპერტისთვის გადაცემის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, გამოძიების ადგილის მიხედვით. შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს არაუგვიანეს 48 საათისაინიციატორის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას;

მტკიცებულებათა კლასიფიკაცია-მტკიცებულებათა კლასიფიკაცია თავისი შინაარსის წარმომავლობისა და მნიშვნელობის მიხედვით პირობითად შეიძლება მოვახდინოდ შემდწგ ნაირად.· გამამტყუნებელი და გამამართლებელი მტკიცებულებები · პიროვნული და ნივთიერი მტკიცებულებები · პირველადი და წარმოებული მტკიცებულებები · პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებები. გამამტყუნებელი და გამამართლებელი

junkera's picture
junkera (ჯუნკერ)
სხვა
Registration Date: 2024/04/23
Last visit: 2025/07/03 18:14:34
Contact - All comments

საკითხი 1
1.სასჯელის მიზნები და სამართლიანობის აღდგენა
სასჯელის მიზნების 3 სახე არსებობს:
1 - სამართლიანობის აღდგენა
2- ახალი დანაშაულის თავიდან აცილება
3 - დამნაშავის რესოციალიზაცია
სამართლიანობის აღდგენა - ზოგადად არის შეფასებითი კატეგორია,სამართლიანობის ერთიანი დეფინიცია არ არსებობს.
სამართლიანია განაჩენი - თუ სასჯელი შეესაბამება მსჯავლდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სამართლიანობის აღდგენის დროს,აქცენტი უნდა გავაკეთოთ ამ ორ კრიტერიუმზე.
თუ ეს ორი კრიტერიუმი არ იქნება დაცული,მაშინ განაჩენი არ იქნება სამართლიანი.
განაჩენი უნდა - კანონიერი,დასაბუთებული და სამართლიანი იყოს.
მაგალითად: თუ ორმა პირმა ერთიდაიგივე დანაშაული ჩაიდინა და ერთერთი ამ დანაშაულს აღიარებს,აუცილებელია,რომ სასჯელი დანიშვნა მოხდეს მსჯავდებულის პიროვნების,შესაბამისად და მეორე პირის აღიარებითი ჩვენება არ გაუტულოდეს იმ პირს,რომელიც დანაშაულს არ აღიარებს.

საკითხი 2
შინაპატიმრობა
შინაპატიმრობა - შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდებულისათვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას.
შინაპატირმობის 3 ფორმა არსებობს :
1.შინაპატიმრობის მკაცრი ფორმა - დროს მსჯავრდებულს ეკძალება დატოვოს სახლი.ის 24 საათის განმავლობაში იმყოფება სახლში,თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევა,როდესაც პირს სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
2.შინაპატიმრობის ნაკლებად მკაცრი ფორმა - დროს მსჯავდებულს უფლება იწავლოს და იმუშაოს,თუმცა როდესაც დაამთავრებს ლექციებს და სამუშაოს,მაშინვე სახლში უნდა წავიდეს.
სხვა რამის გაკეთებულის უფლება არ აქვს.
3.შინაპატიმრობის მსუბუქი ფორმა - დროს მსჯავდებული მხოლოდ გარკვეულ საათებში უნდა იყოს სახლში.მაგალითად საღამოს 9 დან დილის 9 საათამდე.ღამის საათების ესეთი კონკრეტიზაცია არ არის,ამაზე გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე ინდივიდუალურად.
ჩვენ მივეკუთვებით შინაპატიმრობის მსუბუქ ფორმას.
თუ პირი დაარღვევს შინა პატიმრობას მას თავისუფლების აღკვეთა ენიშნება.

შინაპატიმრობა ენიშნება:
1. ნასამართლობის არმქონე( პირი,რომელიც არ ყოფილა ნასამართლევი ან გაქარწყებული აქვს), პირს 6 თვიდან 2 წლამდე ვადით (სრულწლოვანს).

2. 6 თვიდან 1 წლამდე ვადით (არასრულწლოვანს).

საკითხი 3
დაუმთავრებელი დანაშაულის თავიდან აცილება
დაუმთავრებელი დანაშაულის ორი დაუმთავრებელი სტადია არსებობს:
1.დანაშაულის მომზადება - ნახევარზე ნაკლებად მძიმე დანაშაულის დროს არ ისჯება - დანაშაულის ჩასადენად პირობების განზრახ შექმნა
2.დანაშაულის მცდელობა 3|4 - არის ისეთი განძრახი ქმედება რომელიც უშუალოდ მიმართულია დანაშაულის ჩასადენად,მაგრა ვერ განხორციელდა. კონკრეტული
განზრახ დანაშაულს აქვს 4 სტადია
1.განზახვის გამომჟღავნება - არ ისჯება და არ იწვევს პასუხისმგებლობას.
2.დანაშაულის მომზადება - საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება განსაკუთრებით მძიმე,მძიმე და ზოგიერთი ნაკლებად მძიმე დანაშაული.
ზოგიერთ ქვეყანაში დანაშაულის მომზადება არ ისჯება,რადგან მომზადება არის შორეული საფრთხე,რის გამოც შესაძლოა პირმა ნებაყოფლობით აიღოს ხელი.
3.დანაშაულის მცდელობა
4.დამთავრებული დანაშაული
სასამართლო პრაქტიკიდან - გაუპატიურების მცდელობა იყო და მოსამართლემ მიუსაჯა მაქსიმალური.
სიმძიმიდან გამომდინარე არ უნდა შეუფასო სასჯელი.ეს პირი ინანიებდა,აღიარებდა სასჯელს,ასევე მან პირველად ჩაიდინა დანაშაული და მაინც მაქსიმალური დანაშაული ჩაიდინა.
მოსამართლემ მნიშვნელოვანია ინდივიადუალურად შეაფასოს გარემოებები.

საკითხი 4
სასჯელის ნიშნები
1.სასჯელი, როგორც სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიება
სასჯელი განსაკუთრებული ღონისძიება იმიტომ არის,რომ არის ყველაზე მკაცრი სხვა ღონისძიებებისგან განსხვავებით
2. სასჯელის ინდივიდუალური, პირადი ხასიათი - პირადი ხასიათი გულისხმობს იმას,რომ დამნაშავემ თვითონ უნდა აგოს პასუხი სხვა პიროვენებამ.
მაგალითად: ადრე მოქმედი კოდექსით არასრუწლოვანის მაგივრად მშობელები აგებდა პასუხს ( ჯარიმის შემთხვევაში )ხოლო დღევანდელი კოდექსით თვითონ არასრუწლოვანი აგებს პასუხს.
3. სასჯელის დანიშვნა სასამართლოს მიერ და მისი საჯაროსამართლებრივი ხასიათი - ნებისმიერი სხდომის შემდეგ ღია არის თუ დახურული არ აქვს მნიშვნელობა,საჯაროდ ცხადდება განაჩენის გამოტანა
4. მსჯავრდებულისათვის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა და ჩამორთმევა - გულისხმობს მიმოსვლა გადაადგილების შეზღიდვას,ასევე იარაღის ჩამორთმევას.
5.ნასამართლობა, როგორც სასჯელის ნიშანი - გულისმხობს,პირის განაჩენის გამოტანიდან მის გაქარწყლებამდე.
მოხსნას აწარმოებს მოსამართლე
გაქარწყლება ხდება კანონით განთვალისიწნებულ ვადებში