Comments

levan12's picture
levan12 (levan)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2019/07/22
Last visit: 2019/07/23 17:51:39
Contact - All comments

N-1 კაზუსი მოსამართლის ღირსებასა და პატივზე
დაცული სფერო
როგორც კაზუსის შინაარსიდან ირკვევა საპროცესო კოდექსს დაემატა ახლაი მუხლი რომლის მიხედვითაც პირი რომელიც მოსამართლის პატივის ან ღირსების შემლახველ ცნობებს გაავრცელებს დაჯარიმდება. ჯარიმის ოდენობა ფიზკური პირისთვის განსაზღვრულია 1000ლარი ხოლო იურიდული პირი დაჯარიმდება 10000 ლარით. აქედან გამომდინარე მოსამართლეებს გაუჩნდათ დამატებითი დაცვის გარანტია იმ კუთხით რომ კანონით აიკრძალა მათი პატივისა და ღირსების ხელმყოფი ინფორმაციის გავრცელება ან აზრის გამოხატვა ვინაიდან მოცემული ნორმა უწესებს პირს გარკვეულ დოგმებს გამოთქვას აზრი და გავრცელოს ინფორმაცია საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მე- 17 მუხლს რომლის მიხედვითაც დაცულია აზრისა, და ინფორმაციის, თავისუფლების უფლებები(საგნობრივად დაცული სფერო) აღნიშნული მუხლით პერსონალურად დაცულ სფეროს წარმოადგენს ადამიანი, ადამიანში იგულისხმება ნებისმიერი ინდივიდ ასევე კერო სამართლის იურიდიული პირები. ( პერსონალურად დაცული სფერო) გაიხსნა როგოე პერსონალურად ისე საგნობრივად დაცული სფერო.
შესაბამისად კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1, 2, და მე-5 პუნქტები.
2)ჩარევა - ჩარევა განხორციელდა საჯარო ხელისუფლების კერძოდ
საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის მიერ მიღებული კანონით რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს.
3)კონსტუციურ სამართლებრივი გამართლება
ა. ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან ინფორმაციის უქონლობის გამო უნდა ვივარაუდოთ რომ დაცულია.
ბ.ნორმის მატერიალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან.
გ) ზღვარი- მოცემულ მუხლში გვხვდება კანონის აუცილებლობით დადგენილი ზღვარი ვინაიდან ამ შემთხვევაში, კონსტიტუცია ძირითად უფლებაში ჩარევისთვის მიუთითებს კანონზე და, ამასთან, ერთად უფლების შეზღუდვისთვის აყალიბებს კონკრეტულ წინაპირობებს
დ) ლეგიტიმური საჯარო მიზანი-სხვათა უფლებების დაცვა ღირსების დაცვა და სასამართლო ავტორიტეტი.
ე) გამოსადეგობა-აღნიშნული ნორმით როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად შესაძლებელია ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევა კერძოდ თუ ავკრძალავთ მოსამართლის პატივის და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას ადმინისტრაციული ჯარიმით ეს იქნება პრევენციული ხასიათის ნორმა და პირს ნაკლებად გაუჩნდება სურვილი გავრცელოს მოსამართლის პატივის და ღირსების შემლახველი ცნობები. შესაბამისად მოცემული ნორმა ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად გამოსადეგია.
ვ) აუცილებლობა-ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური საჯარო მიზნების განსახორციელებლად არ არსებსობს სახელმწიფოს სხვა ურო მსუბუქი შაშუალება გარდა კანონისა. ვინაიდან აზრის გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება გავიგოთ როგორც საყოველთაო თავისუფლება. ნებისმიერი სუბიექტი თავისუფალია მანამ, სანამ მისი უფლების განხორციელებით ზიანი არ ადგება სხვათა უფლებებს. სახელმწიფო ვალდებულია შემწყნარებელი იყოს ნებისმიერი აზრის მიმართ, თუმცა როდესაც ესე ეხება ადამიანის ღირსებას ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ყველა ზომას უნდა მიმართოს და დაიცვას ადამინის ღირსება ვინაიდან ადამიანის ღირსება, ყველა ძირითადი უფლების საფუძველი და საძირკველია, და არ იზომება არც ერთ კონკრეტულ ძირითად უფლებასთან ურთიერთშეფარდების ფარგლებში. შესაბამისად არ არსებობს უფრო მსუბუქი საშუალება და ნორმა აუცილებელია

ზ) პროპორციულობა- როდესაც პროპორციულობას ვაფასებთ სასწორზე დევს ორი სამართლებრივად დაცული სიკეთე, მათი შეპირისპირებისას უნდა გავითვალისწინოთ რომ, ერთი სიკეთე არ იქნას არაპროპორციულად, ცალმხრივად შეფასებული მეორე სიკეთის ხარჯზე. ამ შემთხვევასი შესადარებელი სიკეთეებიდან ერთია აზრისა ინფორმაციის თავისუფლება ხოლო მეორე არის ადამიანის ღირსება და პატივი. ვინაიდან ადამიანის ღირსება ყველა ძირითადი უფლების საფუძველი და საძირკველია, იგი არ იზომება არც ერთ კონკრეტულ ძირითად უფლებასთან ურთიერთშეფარდების ფარგლებში. აქედან გამომდინარე აზრის გამოხატვა და გავრცელება სხვათა უფლებებში გადამეტებული შეჭრის ხარჯზე უნდა განვიხილოთ კონსტიტუციის უხეშ დარღვევად შესაბამისად ნორმა პროპორციულია

თ) განსაზღვრულობა-ზოგადად, თითოეული ნორმა კონკრეტული, გასაგები და წინასწარგ ანჭვრეტადი უნდა იყოს ნორმის ადრესატს უნდა შეეძლოს მისი შინაარსის ცალსახად გაგება, რათა მან იმოქმედოს ნორმის მოთხოვნის შესაბამისად.კანონმდებელმა თავად უნდა განსაზღვროსძირითადი უფლებების შეზღუდვის კონკრეტული მიზანი, შინაარსი და მოცულობა. ამ შემთხვევაში ყველა ეს წინაპირობა დაცულია. ( აქვს ლექგიტიმური საჯარო მიზანი გამოსადეგია აუცილებელია შესაბამისად დაცულია) აქედან გამომდინარე ნორმა განსაზღვრულია

დასკვნა- გაიხსნა საქართველოს კონსტიტუცისს მე 17 მუხლის პირველი მეორე და მეხუთე პუნქტი, განხორციელდა ჩარევა დაცულ სფეროში თუმცა აღნიშნული ჩარევა ექვემდებარება კონსტიტუციურ სამართლებრი გამართლებას.

levan12's picture
levan12 (levan)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2019/07/22
Last visit: 2019/07/23 17:51:39
Contact - All comments

1) რა საფეხურებისგან შედგება თანასწორობა? - 1)არათანასწორი მოპყრობის დადგენა და 2:დადგენილი არათანასწორი მოპყრობის კონსტიტუციურ სამართლებრივი გამართლება
2)იურიდიულ პირს რა კომპონენტში აქვს უფლება შეკრების? - შეკრების და მანიფესტაციის ინიცირებისა და ორგანიზების უფლება, ფიზიკურ პირებთან ერთად, აქვთ ასევე იურიდიულ პირებსაც, რომლებიც ამ კომპონენტში შეკრების თავისუფლების სუბიექტები არიან.
3)სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების სუბიექტები?
სახელმწიფო, თვითმართველი ერთეული, საქართველოს მოქალაქე
4): რა ვალდებულებას აკისრებს მოსამართლეს (NE BIS IN IDEM)?- -იმ დანაშაულისათვის დასჯის დაუშვებლობა, რომელიც ჩადენის დროს დანაშაულად არ ითვლებოდა.
5)მირანდას გაფრთხილება რას ნიშნავს? იმ ინფორმაციას რაც პირმა დაკავებისას უნდა იცოდეს.
6)პრესის თავისუფლებაზე თუ ახდენს ზეგავლენას პრესის შინაარსი? პრესა მოიცავს ყველა ცნობას ინფორმაციას და აზრს რომლებიც იბეჭდება ან სხვაგვარად ვრცელლდება. პრესაში იგულისხმება არა მარტო ბეჭდვითი სახის გამოცემები არამედ ნებისმიერი სხვა სახის გამოცემა, გაზეთები ჟურნალები საინფორმაციო ფურცლები ( მაგრამ არა ვიდეოკასეტები). პრესის თავისუფლება კი მოიცავს განცხადებების ნააწილს და მკითხველთა გამოხმაურებებს ყველა განცხადება და წერილი დაცულია. შესაბამისად პრესის თავისუფლებაზე არ ახდენს ზეგავლენას პრესის შინაარსი.
7) შეკრების პოზიტიური ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან?- სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას შეკება და უზრუნველყოს შეკრების მონაწილეთა სხვა პირთა აგრესიული ან ხელისშემშლელი ქმედებისგან.
8)ლიბერალური კონცეფცია - დაფუძნებულია ბუნებითი სამართლის თეორიაზე. საკუთრების უფლების ფარგლების დადგენა არ არის დამოკიდებული სახელმწიფოზე.
9) გადაუდებელი აცულილებლობა? - ეს არის კანონით გათვალისწინებული შემთხვევა როდესაც ჩარევის დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება, ასევე როდესაც დაყოვნების შემთხვევაში არსებობს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის საფრთხე.

levan12's picture
levan12 (levan)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2019/07/22
Last visit: 2019/07/23 17:51:39
Contact - All comments

10) უთანასწორო მოპყრობის საფეხურები-უთანასწორო მოპყრობა უნდა მომდინარეობდეს ერთი და იმავე სუბიექტისგან, უნდა არსებობდეს შესადარებელი ჯგუფები, სახეზე უნდა იყოს უთანასწორო მოპყრობა
11)დიფერენცირების კლასიკური გაგება? - როდესაც ხდება პირის გამორჩევა რაიმე ნიშნით. მაგალით სქესი ან გარეგნობა.
12)სკოლაში როგორ უნდა ისწავლდებოდეს ღვთის მეტყველება? -ყველა რელიგია თანაბრად უნდა ისწავლებოდეს,არ უნდა მოხდეს რომელიმეს უფრო მეტად გავრცელება.
13) მსჯავდებული პირის დუმილის უფლება რამდენად მიუთითებს მის დანაშაულზე?- არ მიუთითებს.
14)დაცულია თუ არა იურიდიული სამეწარმეო გაერთიანების თავისუფლებით?-დაცულია რადგან პოლიტიკური გაერთიანება არის სამეწარმეო გაერთიანება შესაბამისად ის დაცულია გაერთიანების თავისუფლებით
15)რას მოიცავს პირის ინტიმური ცხორების სფერო?-ადამიანის დღიური განეკუთვნება პირადი ცხოვრების ინტიმურ სფეროს.
16) სასამართლოში წარდგენიდან რამდენ ხანში უნდა მოხდეს პირის დაპატიმრება?-სასამართლოში წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ.
17)თანასწორობის ძირითადი უფლების სუბიექტთა წრე?- ვრცელდება ყველა ადამიანზე, იურიდიულ პირებზე ნაწილობრივ, შინაარსის გათვალისიწნებით.
18)გაერთიანებები რატომ არ არიან ძირითადი უფლებით დაცულები?-საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური ნორმით დაცულია გაერთიანების თავისუფლება.
19) თავისუფლების გამოხატვისგან მოსამართლის თავშეკავებულობა რას ნიშნავს?-მოსამართლე ვალდებულია ყოველგვარი განცხადებისგან ან აზრის დაფიქსირებისგნ თავი შეიკავოს რაც საქმის განხილვას უკავშირდება.

levan12's picture
levan12 (levan)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2019/07/22
Last visit: 2019/07/23 17:51:39
Contact - All comments

20) რას ნიშნავს პირისთის საჭირო დროის მიცემა დაცვის მოსამზადებლად?- პირის უფლებას ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება საკუთარი დაცვის მოსამზადებლად.
21)რა მომენტიდან ითვლება პირი დაკავებულად?-პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან.
22) საკუთრების და მფლობელობის უფლება რამდენად არის კონსტიტუციით დაცული?- დაცულია.
23)ტექნიკური საშუალებით კომუნიკაციის უფლებით დაცული სუბიექტები ვინ არიან? - ყველა ადამიანი, იურიდიული პირი.
24) რა უშუალო ზღვარს უწესებს კონსტიტუცია პოლიტიკურ პარტიებს?- არ შექმნან ისეთი პოლიტიკური გაერთიანებები რომელიც მისწრაფულია სახელმწიფოს დამხობისკენ.
25)აზრისა და ინფორმაციის თავისუფლების ურთიერთკავშირი?
აზრისა და ინფორმაციის თავისუფლება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული აზრის თავისუფლება გულისხმობს აზრის გამოთქმას გავრცელებას. აზრის გამოხატვა არ ექვემდებარება წინასწარ შემოწმებას დაცულია ნებისმიერი აზრი, ხოლო არაა დაცული აზრის თავსმოხვევა. რაც შეეხება ინფორმაციას ინფორმაცია აზრის ჩამოყალიბების საფუძველია ინფორმაცია ობიექტურა არსებული აზრებისა და ფაქტების გადმოცემაა.
26) რა პოზიტიური თავისებურება აქვს რწმენის თავისუფლებას? - ეს ნიშნავს ადამიანის უფლებას ჰქონდეს და წარმოადგინოს თავისი რწმენა, ფსოფმხედველობა და იმოქმედოს მათ მიხედვით.ასევე შეიცვალოს რელიგია.
27) რა შემთხვევაშია გამართლებული პირადი სივრცის და საცხოვრებელის ხელშეუხებლობაში ჩარევა?- უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აიცულებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
28)საკუთრების ლეგალური კონცეფცია? საკუთრება არის ის რაც კანონმდებლობით არის დადგენილი, საკუთრების შეძენის ფარგლებს არეგულირებს სახელმწიფო
29) შეიძლება თუ არა გაერთიანების უფლებით დაცული იყოს სამეწარმეო იურიდიული პირი?-გაერთიანების უფლებით ვერ იქნება დაცული ისეთი სამეწარმეო იურიდიული პირი,რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს.
30) რა დროს ითვლება პირი დაკავებულად?-პირი დაკავებულად ითვლება იმ მომენტიდან როდესაც კანონით განსაზღვრუ შემთხვევაში და საფუძველზე დაკავებულისთვის უფლებამოსილი პირის მიერ ხდება თავისუფლების შეზღუდვა.
31) რა იგლისხმება კონსცტიტუციის დაცული საცხოვრებეელი და სხვა უფლებებში?-ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი,რომელიც პირს დროებით ან მუდმივად აქვს.
32) ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოს მიმართ?-ეკლესია დამოუკიდებელია, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში.

levan12's picture
levan12 (levan)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2019/07/22
Last visit: 2019/07/23 17:51:39
Contact - All comments

33) სინდისის გადაწყვეტილება რა არის?-,სინდისის გადაწყვეტილება” არის ყოველი მნიშვნელოვანი ზნეობრივი, ანუ ,,კარგსა” და ,,ცუდზე” ორიენტირებული გადაწყვეტილება, რომელსაც ინდივიდი კონკრეტულ სიტუაციაში შინაგანად მისთვის აუცილებლად სავალდებულოდ თვლის
34) ზედა ინსტაციაში განიხილება თუ არა უფლება?- სარჩელი ძირითად უფლებებზე შედის საკონსტიტუციო სასამართლოში, მისი გასაჩივრება კი შეიძლება სტრასბურგში.
35) როდესაც საცხოვრებელშია ინტეგრირებული საქმიანობის ადგილი რას ნიშნავს?-სამუშაო ადგილი არის შენობა, შენობის ნაწილი სადაც პირი ახორციელებს შრომიით საქმიანობას, არსებობს საცხოვრებელი ადგილი რომელი ინტეგრირებულია საცხოვრებელ ადგილთან,როდესაც ერთად აქვს ერთ შენებოში საცხოვრებელი ადგილი,და სამუშაო ადგილი.
36)ინტიმურ და კერძო სფეროში რა მოიაზრება?- ადამიანის დღიური განეკუთვნება პირადი ცხოვრების ინტიმურ სფეროს, ხოლო სხვა ტიპის ჩანაწერები პირადი ცხვორების კერძო სფეროს.
37) რა გარემოებებზეა დამოკიდებული სამართალწარმოების დრო?-სასამართლოში საქმის წარმოების ხანგრძლივობა
განსხვავდება და დამოკიდებულია უშუალოდ
საქმის გარემოებებზე,
38)რწმენის ფილოსოფიური განმარტება?-ადამიანს აძლევს შესაძლებლობას იცხოვორს და განვითარდეს,საკუთარი ინტერესების,სურვილის,გემოვნების,წარმოდგენების შეხედულებების მიხედვით.ქმნის ადამიანი მე-ს.
39)დაცულია თუ არა კონცერტი შეკრების უფლებით? -შეკრება არის მოქალაქეთა ჯგუფის თავმოყრა ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი სოლიდარობის გამოსახატავად მისი შინაარსიდან კონცერტი ვერიქნება დაცული, მაგრამ ახალი რედაქციის მიხედვით შესაძლებელია კონცერტი იყოს დაცული თუკი ეს კონცერტი რაიმე სოლიდარობის მიზნით ტარდება.
40)რა შემთხვევაშია უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება მისაღები?-როდესაც მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს, გადაწყვეტილებისთვის რამაც შეიძლება პირი გაამართლოს ან დამნაშავედ ცნოს.

levan12's picture
levan12 (levan)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2019/07/22
Last visit: 2019/07/23 17:51:39
Contact - All comments

41)როგორ მოიაზრება საჯარო აზრის თავისუფლების კონტექსტში?-
42)თავისუფლების უფლება საიდან მოდის?-მისი ისტორია თავისუფლების დიდი ქარტიიდან იქყება 1215 წელი.რომელიც ინგლისში გამოიცა.მის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე კონსტიტუციური სამართალი.
43) პლორეტარიზმი-პროზელიტიზმი- ესაა როდესაც ერთი რელიგიის წარმომადგენლები ცდილობენ რო ამ რელიგიის ქადაგებით სხვა ადამიანები გადაიყვანონ ამ რწმენაზე.
44)საკუთრების ჩამორთმევა-საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში,სასამართლო გადაწყვეტილებით ან ორგნული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი სრული სამართლიანი ანაზღაურებით.

45) თავიფუსლების საფუძველი?-
46) დიფერენციაციის კლასიკური გაგება? - როდესაც ხდება პირის გამორჩევა რაიმე ნიშნით, მაგალითად სქესი ან გარეგნობა.
47) მიმოწერის დაცვა რას გულისხმობს? - მიმოწერის თავისუფლება იცავს გამგზავნსა და მიმღებს შორის მოძრავ ყველა სახის წერილობით ინფორმაციას. დაცულია პირის უფლება თავად აირჩიოს კომუნიკაციის, დაცულლია კომუნიკაციის ყველა პარტნიორი. პირადი მიმოწერა ასევე მოიცავს კომუნიკაციას ბრალდებულსა და მსჯავრდებულთან.
48) სიტყვის თავისუფლება-ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად ან სხვაგვარი საშუალებით”.

levan12's picture
levan12 (levan)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2019/07/22
Last visit: 2019/07/23 17:51:39
Contact - All comments

N-6 კაზუსი წინასწარი პატიმრობის ვადაზე
1)დაცული სფერო
მოცემული კაზუსიდან ირკვევა,რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ეს ვადა გაიზარდა ერთი თვით. რაც შეეხება აღნიშნულის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან საქმე გვაქვს მე-13 მუხლთან, რომლითაც დაცულია სამართლებრივი სიკეთეს, წარმოადგენს ადამინაის თავისუფლება. აღნიშნული მუხლით პერსნალურად დაცულ სფეროს წარმოადგენს ყველა ადამიანი ადამიანსი იგულისხმება ნებისმიერი ინდივიდი. რაც შეეხება საგნობრივად დაცულ სფეროს მას წარმოადგენს -ადამიანის თავისუფლება. აქედან გამომდინარე მოცემული ვადის გადაჭარბებთ გაიხსნა როგორც პერსონალურად ისე საგნობრივად დაცული სფერო. მე-13 მუხლის პირველი ნაწილით დაცულია ადამიანის თავისუფლება, მე-5 ნაწილში კი გარკვევით არის აღნიშნული რომ დაუშვებელია 9 თვიანი ვადის გადაჭარბება რაც შეეხება მე-6 პუნქტს იგი განსაზღვრავს სანქციას ამ პუნქტების დარღვევის შემთხვევაში აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ კონსტიტუციის მე-13 მუხლის 1 მე-5 და მე-6 პუნქტებით დაცული სფერო გაიხსნა.
2)ჩარევა- აღნიშნულ ძირითად უფლებაში ჩარევა განხორციელდა საჯარო ხელისუფლების კერძოდ საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის მიერ მიღებული კანონით,რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს.
3)კონსტიტუციური სამართლებრივი გამართლება
ა) ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან - ინფორმაციუის უქონლობის გამო უნდა ვივარაუდოდ რომ დაცულია
ბ) ნორმის მატერიალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან
გ) ზღავრი: მოცემულ მუხლში სახეზე გვაქვს უშუალო კონსტიტუციური ზღავრი, რადგანაც კონსტიტუციიის მე13 მუხლის მე5 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული,რომ ამ ვადის გადაჭარბება არ შეიძლება და მე-6 პუნქტით კი ნათქვამია რომ მე-5 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში ის ისჯება კაკონით.
დ) ლეგიტიმური საჯარო მიზნი-საზოგადოებრივი უსაფრთხოება,რათა სავარაუდო დამნაშავეს საზოგადოებისათვის მისი გათავისუფლებით არ შექმნოდა საფრთხე.
ე) გამოსადეგობა: აღნიშნული ნორმა როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად გამოსადეგია რადგან მიზნის მიღწევა ამ საშვალებით შესაძლებელია კერძოდ თუ პირს გაგუგრძელდება წინასწარი პატიმრობის ვადა 1 თვით მანამ სანამ სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული ის საფრთხე რაც მისი გამოშვებით შესაძლებელია საზოგადოებას შეუქმნას.
თ) აუცილებლობა
საშუელება რომელსაც სახელმწიფო იყენებს დაცულ სფეროში ჩასარევად აუცილეელია რომ იყოს ყველაზე მსუბუქი მექანიზმი რაც სახელმწიფოს შეუძლია გამოოიყენოს მოცემულ შემთხვევაში ჩემი აზრით არსებობს სხვა უფრო მსუბუქი საშუალება რომელსაც სახელმწიფო არ იყენებს მაგალითად ასეთი შეიძლება იყოს პირის გამოშვბა და თუნდაც იმ დრომდე სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს მისი მუდმივი კონტროლი. აქედან გამომდინარე ვინაიდან არსებობს სხვა უფრო მსუბუქი სასუალება მოცემული ნორმა არ არის აუცილებელი და იგი არ არის ყველაზე უფრო მსუბუქი საშუალება რაც შეიძლება სახელმწიფომ გამოიყენოს
დასკვნა-გაიხსნა საქართველოს კონსტიტუციის 13 მუხლის პირველი და მე-5 და მე-6 პუნქტებით დაცული სფერო, განხორციელდა ჩარევა დაცულ სეროში თუმცა აღნშნული ჩარევა არ ექვემდებარება კოსტიტუციურ სამართლებრივ გამართლებას.

levan12's picture
levan12 (levan)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2019/07/22
Last visit: 2019/07/23 17:51:39
Contact - All comments

N7-კაზუსი პოლიტიკურ პარტიაზე
1)გაიხსნა თუ არა დაცული სფერო
როგორც კაზუსის შინაარსიდან ირკვევა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ „ორგანული კანონი“ ადგენს რომ დაუშვებელია პარტიის შექმნა რეგიონალური ან ტერიტორიული ნიშნის მიხედვით საქართველოს მოქალაქეთა ერთ ჯგუფს აქვს სურვილი რომ დააფუძნონ მოძრაობა „ჩემი კახეთი“ და შესაბამისათ მათ მიაჩნიათ რომ აღნიშნული ნორმა არის არაკონსტიტუციურია. ვინაიდან საქმე ეხება პოლიტიკური პარტიების შექმნის თავისუფლებას საქმე გვაქვს საქართვეოს კონსტიტუციის 23 მუხლთან აღნიშნული მუხლითსაგნობრივად დაცულ სფეროს წარმოადგენს- პოლიტიკური პარტიების თავისუფლება რაც გულისხმობს მოქალაქეთა უფლებას შექმნან პოლიტიკური მიზნის განსახორციელებლად გაერთიანება, მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში და გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე. ეს უფლება მოიცავს ასევე მოქალაქეების უფლებას მათი ნების საფუძველზე არ გაწევრიანდნენ და არ შექმნან პოლიტიკური პარტიები. რაც შეეხება პერსონალურად დაცულ სფეროს პერსონალურად დაცულ სფეროს წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები. გაიხსნა როგორც საგნობრივად ისე პერსონალურად დაცული სფერო შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლის პირველი და მესამე პუნქტით დაცული სფერო გაიხსნა .
2)ჩარევა -საჯარო ხელისუფლების კერძოდ საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის მიერ ძირითად უფლებაში ჩარევა განხორციელდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების“ შესახებ მიღებული კანონით,რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს.
3)კონსტიტუციური სამართლებრივი გამართლება
ა) ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან - ინფორმაციუის უქონლობის გამო უნდა ვივარაუდოდ რომ დაცულია
ბ)ნორმის მატერიალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან-
გ) ზღვარი- პოლიტიკური პარტიების თავისუფლების უფლება არ არის კონსტიტუციით გნმტკიცებული აბსოლიტური უფლება მასში ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან დასაშვებია გარკვეულო წინაპირობების არსებობისას რომლებსაც წარმოადგენს : პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. და ასევე ის წინაპირობა რაც მოცემულ კაზუსში გვაქვს დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით. ანუ ამ შემთხვევაში კონსტიტუცია თავიდანვე განსაზღვრავს რომ დაუშვებელია ზემო აღნიშნული მიზნების მქონე გაერთიანებათა შექმნა. აღნიშნულით კონსტიტუცია თავად კანონზე მითითების გარეშე ადგენს ძირითადი უფლების შეზღუდვის საუძველს. აქედან გამომდინარე მოცემულ კაზუსში გვხვდება უშუალო კონსტიტუციური ზღვარი ვინაიდან თვითონ კონსტიტუცია აყალიბებს ჩარევის წინაპირობებს .ის ძირითად უფლებაში უშუალოდაა ფორმულირებული.
დ) ლეგიტიმური საჯარო მიზანი-ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, სამართლებრივი უსაფრთხოება და სტაბილურობა საზოგადოებრივი უსაფრთხოება წესწყობილების შენარჩუნება და ა.შ
ე) გამოსადეგობა- აღნიშნული ნორმა გამოსადეგია რადგან თერიულად მიზნის მიღწევა ამ საშვალებით შესაძლებელია კერძოდ აღნიშნული შეზღუდვით შესაძლებელია ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევა რომელსაც წარმოადგენს სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება.
ვ) აუცილებლობა- ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური საჯარო მიზნების განსახორციელებლად არ არსებსობს სახელმწიფოს სხვა მექანიზმი გარდა კანონისა. რადგანაც როდესაც საქმე ეხება სამართლებრივი სახელმწიფოს ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს რომელიც გავლენას ახდენს ტერიტორიულ წესწყობილებაზე ვერ მოწესრიგდება იმაზე მსუბუქი სასუალებით ვიდრე კანონია. შესაბამისად არ არსებობს უფრო მსუბუქი საშუალება. აქდან გამომდინარე ნორმა აუცილებელია
ზ) პროპორციულობა- როდესაც პროპორციულობას ვაფასებთ სასწორზე დევს ორი სამართლებრივად დაცული სიკეთე, მათი შეპირისპირებისას უნდა გავითვალისწინოთ რომ, ერთი სიკეთე არ იქნას არაპროპორციულად, ცალმხრივად შეფასებული მეორე სიკეთის ხარჯზე. ამ შემთხვევასი შესადარებელი სიკეთეებიდან ერთია პოლიტიკური პარტიების თავისუფლება ხოლო მეორეა სახელმწიფოს უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა. აქედან გამომდინარე ვინაიდან სახელმწიფოს უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა ნებისმიერ სახელმწიფოსთვის და მითუმეტეს პატარა სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანად დაცულ სიკკეთეს წარმოადგენს ვიდრე პოლიტიკური პარტიის შექმნის თავისუფლების უფლებაა, ეს უფლება გადაწონის პოლტიკური პარტიების შექმნის თავისუფლებას და შეიზღუდება იგი . ზემო თქმულიდან გამომდინარე ნორმა პროპორცილულია
თ) განსაზღვრულობა-ზოგადად, თითოეული ნორმა კონკრეტული, გასაგები და წინასწარგ ანჭვრეტადი უნდა იყოს ნორმის ადრესატს უნდა შეეძლოს მისი შინაარსის ცალსახად გაგება, რათა მან იმოქმედოს ნორმის მოთხოვნის შესაბამისად.კანონმდებელმა თავად უნდა განსაზღვროს ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონკრეტული მიზანი, შინაარსი და მოცულობა. ამ შემთხვევაში ყველა ეს წინაპირობა დაცულია. ( აქვს ლექგიტიმური საჯარო მიზანი გამოსადეგია აუცილებელია შესაბამისად დაცულია) აქედან გამომდინარე ნორმა განსაზღვრულია
დასკვნა- გაიხსნა საქართველოს კონსტიტუცისს 23 მუხლის პირველი და მესამე პუნქტი განხორციელდა ჩარევა დაცულ სფეროში თუმცა აღნიშნული ჩარევა ექვემდებარება კონსტიტუციურ სამართლებრი გამართლებას.

levan12's picture
levan12 (levan)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2019/07/22
Last visit: 2019/07/23 17:51:39
Contact - All comments

N-8 კაზუსი კედლებზე თვითნებურად ხატვაზე
1)დაცული სფერო
როგორც კაზუსის შინაარსიდან ირკვევა ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსს დაემატა ახალი მუხლი რომლის მიხედვითაც, კედლებზე ხეზე ღობეეებზე თვითნებურად ხატვა ჯარიმდება 50 ლარით. ვინაიდან ამ ნორმით კანონმდებელმა განსაზღვა თუ სად ეკრძალება პირს ხატვა და მისი შემოქმედების გამოხატვა საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლს რომელშიც განმტკიცებულია შემოქმედების თავისულება. აღნიშნული მუხლით პერსნალურად დაცულ სეროს წამოადგენს ყველა ადამიანი ადამიანში იგულისხმება ნებისმიერი ფიზიკური პირი. ხოლო საგნობრივად დაცულ სფეროს წარმოადგენს შემოქმედების თავისუფლება. გაიხსნა როგორც საგნობრივად ისე პერსონალურად დაცული სფერო. შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციის მე 20 მუხლის 1 და მე -2 პუნქტი. გაიხსნა
2)ჩარევა- აღნიშნულ ძირითად უფლებაში ჩარევა განხორციელდა საჯარო ხელისუფლების კერძოდ საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის მიერ მიღებული კანონით,რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს.
3)კონსტიტუციური სამართლებრივი გამართლება ა) ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან - ინფორმაციუის უქონლობის გამო უნდა ვივარაუდოდ რომ დაცულია
ბ) ნორმის მატერიალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან
გ) ზღავრი:- მოცემულ მუხლში ძირითადი უფლების ზღვარს წარმოადგნეს სასამართლო გადაწყვეტილების დათქმა რაც იმას ნიშნავს რომ კონკრეტული დაცული სფეროს შეზღუდვა სასამართლო გაადაწყვეტილების საფუძველზე არის შესაძლებელი. ანუ ამ შემთხვევაში დაუშვებელია ძირითად უფლების შეზღუდვა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
დ)ლეგიტიმური საჯარო მიზანი- აღნიშნული შეზღუდვით ლეგიტიმურ საჯარო მიზანს წარმოადგენს გარემოს დაცვა, სხვისი საკუთრების ხელყოფა, ქალაქის ,სოფლის თუ სხვა ადგილმდებარეობის იერსახის შენარჩუნება.
ე) გამოსადეგობა- აღნიშნული ნორმა გამოსადეგია როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად ვინაიდან თუ შეუზღუდავთ მოქალაქეს კედლებზე ღობეზე ან ხეზე და ა.შ თვითნებურად ხატვას ამით ჩვენ დავიცავთ გარემოს და შევინარჩუნებთ ქალაქის იერსახეს ასევ არ დაუშვებთ ვინმემ ხელყოს სხვისი საკუთრების უფლება შესაბამისად ნორმა გამოსადეგია ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად
ვ) აუცილებლობა- არის თუ არა კანონის მიღება დასახული მიზნის მისაღწევად ყველაზე მსუბუქი საშუალება ? კანონზე უფრო მსუბუქი ფორმა არ არსებსობს რამეთუ გარკვეულ მიზნებს ემსახურება იმპერატიულად მათი მოწესრიგება. თუმცაა სახელმწიფოს მიერ მიღებული კანონი უნდა იყოს პროპორციული.რაც გულისხმობს ყველა უფრ მსუბუქი საშვალების გამოყენებას. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სხვა უფრო მსუბუქი სასუალება ვინაიდან შემოქმედების თავისუფება არ არის აბსოლიტური უფლება მის შეზღუდვა დასაშვებია მაშინ როდესაც მისი გამოხატვით ირღვევა სხვისი უფლებები ამ შემთხვევაში პირის შემოქმედების გამოხატვამ შეშაძლოა დააზიანოს ისეთი მნიშვნელოვანი უფლება როგორიცაა საკუთების უფლება ვინაიდან თუ პირი თვითნებურად მოხატავს კედლებს რომელიც არის სხვისი საკუთრება იგი შეიჭრება სხვის უფლებაში და ამგვარი ქმედება უნდა მივიჩნიოდ კონსტიტუციის უხეშ დარღვევად. ამას გარდა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ინტერსის გათვალისწინებაც შესაძლოა პირის ამგვარი ქმედებას მოყვეს საზოგადოების ნეგატიური რეაქცია და აგრესია ვინაიდან შესაძლოა პირმა დახატოს ისეთი რამ რაც ეწინაღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს რამაც როგორც აღვნიშნე შეიძლება გამოიწვის საზოგადოების საკმაოდ ნეგატიური განწყობა და აგრესია. აქედან გამომდინაე ვთვლი რომ მიღებული ნორმა აუცილებელია
ზ)პროპორციულობა -როდესაც პროპორციულობას ვაფასებთ სასწორზე დევს ორი სამართლებრივად დაცული სიკეთე, მათი შეპირისპირებისას უნდა გავითვალისწინოთ რომ, ერთი სიკეთე არ იქნას არაპროპორციულად, ცალმხრივად შეფასებული მეორე სიკეთის ხარჯზე. ამ შემთხვევასი შესადარებელი სიკეთეებიდან ერთია პირის შემოქმედების გამოხატვის თავისუფლება ხოლო მეორე არის ისეთი მნიშვნელოვანი უფლებები როგორიცაა საკუთრების უფლების დაცვა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.აქედან გამომდინარე შემოქმედების თავისუფლება სხვათა უფლებებში გადამეტებული შეჭრის ხარჯზე უნდა განვიხილოთ კონსტიტუციის უხეშ დარღვევად და მისი შეზღუდვა დასაშვებია შესაბამისად ნორმა პროპორციულია
თ) განსაზღვრულობა-ზოგადად, თითოეული ნორმა კონკრეტული, გასაგები და წინასწარგ ანჭვრეტადი უნდა იყოს ნორმის ადრესატს უნდა შეეძლოს მისი შინაარსის ცალსახად გაგება, რათა მან იმოქმედოს ნორმის მოთხოვნის შესაბამისად.კანონმდებელმა თავად უნდა განსაზღვროსძირითადი უფლებების შეზღუდვის კონკრეტული მიზანი, შინაარსი და მოცულობა. ამ შემთხვევაში ყველა ეს წინაპირობა დაცულია. ( აქვს ლექგიტიმური საჯარო მიზანი გამოსადეგია აუცილებელია შესაბამისად დაცულია) აქედან გამომდინარე ნორმა განსაზღვრულია
დასკვნა გაიხსნა საქართველოს კონსტიტუცისს მე 20 მუხლის 1 და მე-2 პუნქტი, განხორციელდა ჩარევა დაცულ სფეროში თუმცა აღნიშნული ჩარევა ექვემდებარება კონსტიტუციურ სამართლებრი გამართლებას.

levan12's picture
levan12 (levan)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2019/07/22
Last visit: 2019/07/23 17:51:39
Contact - All comments

N-9კაზუსი საკუთრებაზე მიწის ნავეთით სარგებლობა რომ ეზღუდება გერმანელ მოქალაქეს
1)დაცული სფერო
როგორც კაზუსის შინაარსიდან ირკვევა გერმანელი მოქლაქე რომელიც ფლობს მიწის ნაკვეთს ძველ თბილიში სადაც მოქცეული ისტორიული ძეგლი ეზღუდება საკუთრების უფლება ვინაიდან საკანონმდებლო ორგანომ გაითვალისწინა ნორმა რომლის მიხედვითაც მოქალქეებს შეუძლიათ მის კერძო საკუთრებაში შესვლა და ამ ძეგლის მონახულება აქედან გამომდინარე იგი თვლის რომ ირღვევა მისი უფლებები. ვინაიდან საქმე ეხება კერძო საკუთრებას სამქე გვაქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთნ რომელშიც განმტკიცებულია საკუთრების უფლება. აღნიშნული მუხლით პერსონალურად დაცულ სფეროს წარმოადგენს - ყველა ფიზიკური პირი და მათ შორის კერძო სამართლის იურიდიული პირებიც საგნობრივად დაცული სფერო-საკუთრება, კერძოდ საკუთრების უფლების შეზღუდვა . გაიხსნა როგორც როგორც პერსონალურად ისე საგნობრივად დაცული სფერო შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტით დაცული სფერო გაიხსნა.

3)კონსტუციურ სამართლებრივი გამართლება
ა) ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან ინფორმაციის უქონლობის გამო უნდა ვივარაუდოთ რომ დაცულია.
ბ)ნორმის მატერიალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან.
გ) ზღვარი-მოცემულ მუხლში გვხვდება კანონის აუცილებლობით დადგენილი ზღვარი რადგანაც კონსტიტუცია კონკრეტული უფლების შეზღუდვისთვის მიუთითებს კანონზე და აყალიბებს კონკრეტულ წინაპირობებს
დ)ლეგიტიმური საჯარო მიზანი-ადგილობრივი საზოგადოებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყნის ისტორიის გაცნობა, ქვეყნაში ტურიზმის სფეროს განვითარება და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება .
ე) გამოსადეგობა- აღნიშნული ნორმა როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად გამოსადეგია კერძოდ ამგვარი შეზღუდვით შესაძლებელია იმ ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევა რაც კანონმდებელმა მასში ჩადო. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ თუ ტურისტებს და არამარტო მათ მიეცემათ ამ ისტორული ძეგლის მონახულების საშუალება ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ისტორიის ფართო მაშტაბებზე პოპულარიზაციას თუმცა ქვეყნის პოპულარიზაციის გარდა იგი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ვინაიდან სწორედ ასეთი ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად შემოდან ტურისტები ქვეყანაში და აქედან გამომდინარე როგორც ტურისტებს ასევე ადგილობრივ მოსახლეობას უნდა მიეცეს ამ ისტორიული ძეგლის მონახულების საშუალება. შესაბამისად ნორმა გამოსადეგია
ვ) აუცილებლობა-არის თუ არა კანონის მიღება დასახული მიზნის მისაღწევად ყველაზე მსუბუქი საშუალება ? კანონზე უფრო მსუბუქი ფორმა არ არსებსობს რამეთუ გარკვეულ მიზნებს ემსახურება იმპერატიულად მათი მოწესრიგება. თუმცაა სახელმწიფოს მიერ მიღებული კანონი უნდა იყოს პროპორციული.რაც გულისხმობს ყველა უფრ მსუბუქი საშვალების გამოყენებას. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სხვა უფრო მსუბუქი სასუალება. მართალია ჩვენ საქმე გვაქვს ისეტთ მნიშვნელოვან ძირითად უფლებასთან როგორიცაა საკუთრება თუმცა ჩვენ ვიცით რომ კონსტიტუცის მე-19 მუხლის მეორე პუნქტი უშვებს ამ ძირითად უფლებაში ჩარევის შესაძლებლობას როდესაც მასში ჩარევა განპირობებულია საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევასი სწორედ რომ საჯარო ინტერესებია მოცემული შეზღუდვის საფუძველი რათა ქვეყნის მოქალაქეებს და არამარტო მათ მიეცეთ საშუალება ამ ისტორიული ძეგლის მონახულებისა. აქედან გამომდინარე მოცემული ნორმა აუცილებელია
ზ)პროპორციულობა -როდესაც პროპორციულობას ვაფასებთ სასწორზე დევს ორი სამართლებრივად დაცული სიკეთე, მათი შეპირისპირებისას უნდა გავითვალისწინოთ რომ, ერთი სიკეთე არ იქნას არაპროპორციულად, ცალმხრივად შეფასებული მეორე სიკეთის ხარჯზე. ამ შემთხვევასი შესადარებელი სიკეთეებიდან ერთია საკუთრების უფლება ხოლო მეორეა ქვეყნის ისტრიის პოპულარიზაცია ასევე სახელმწიფოსი ეკონომიკის გაძლიერება როგორც აღვნიშნე მართალია საკუთრების უფლება საკმაოდ მნიშვნელოვანი უფლებაა თუმცა განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია მისი შეზღუდვა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. სოწრედ ამ ინტერესებიდან გამომდინარე ხდება ამ შემთხვევაში საკუთრების უფლების შეზღუდვა რაც არ არღვევს თანაზომიერების პრინციპს. შესაბამისად ნორმა პროპორციულია
თ)განსაზღვრულობა-ზოგადად, თითოეული ნორმა კონკრეტული, გასაგები და წინასწარგ ანჭვრეტადი უნდა იყოს ნორმის ადრესატს უნდა შეეძლოს მისი შინაარსის ცალსახად გაგება, რათა მან იმოქმედოს ნორმის მოთხოვნის შესაბამისად.კანონმდებელმა თავად უნდა განსაზღვროსძირითადი უფლებების შეზღუდვის კონკრეტული მიზანი, შინაარსი და მოცულობა. ამ შემთხვევაში ყველა ეს წინაპირობა დაცულია. ( აქვს ლექგიტიმური საჯარო მიზანი გამოსადეგია აუცილებელია შესაბამისად დაცულია) აქედან გამომდინარე ნორმა განსაზღვრულია

დასკვნა-გაიხსნა საქართველოს კონსტიტუცისს მე 19 უხლის 1 და მე-2 პუნქტი, განხორციელდა ჩარევა დაცულ სფეროში თუმცა აღნიშნული ჩარევა ექვემდებარება კონსტიტუციურ სამართლებრი გამართლებას.

levan12's picture
levan12 (levan)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2019/07/22
Last visit: 2019/07/23 17:51:39
Contact - All comments

N-10 შეკრებასა და მანიფესტაციაზე.
1)დაცული სფერო
კაზუსის შინაარსიდან ირკვევა რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება საკანონმდებლო ორგანმ აკრძალა სახელმწიფო დაწესებულების შესასვლლიდან 20 მეტრის რადიუსზე. აღნიშნული ნორმა იძლევა საშუალებას შეკრების აკრძძლვის თუ იგი ტარდება სახელმწიფო დაწესბულების შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსზე ვინაიდან ამ ნორმამ პირისათვის განსაზღვრა თუ სად შეუძლია მას შეკრება საქმე ეხება შკრების თავისუფლების შეზღუდვას
-პერსონალურად დაცულ სფეროს წარმოადგენს - ყველა ფიზიკური პირი და მათ შორის კერძო სამართლის იურიდიული პირებიც -საგნობრივად დაცული სფერო-შეკრების თავიუფლება.გაიხსნა როგორც როგორც პერსონალურად ისე საგნობრივად დაცული სფერო. შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო გაიხსნა.
2)ჩარევა- ჩარევა განხორციელდა საჯარო ხელისუფლების კერძოდ საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის მიერ მიღებული კანონით,რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს.
3)კონსტუციურ სამართლებრივი გამართლება
ა. ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან ინფორმაციის უქონლობის გამო უნდა ვივარაუდოთ რომ დაცულია.
ბ.ნორმის მატერიალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან.
მოცემულ მუხლსი გვხვდება შიდაკონსტიტუციური ზღვარი ამ შემთხვევაში, კონსტიტუცია ძირითად უფლებაში ჩარევისთვის არ იცნობს კონკრეტულ დათქმას, მაგრამ მიუხედავად ამისა, აღნიშნული უფლებაში ჩარევა შიდაკონსტიტუციური შეზღუდვის საფუძვლებით შეიძლება განხორციელდე .შიდაკონსტიტუციური შეზღუდვის საფუძვლები კი თავად მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს.
გ) ლეგიტიმური საჯარო მიზანი-ლეგიტიმური საჯარო მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებების სრულფასოვანი ფუნქციონირება
დ)გამოსადეგობა- აღნიშნული ნორმით როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად შესაძლებელია მიზნის მიღწევა, კერძოდ ამ აკრძალვით შესაძლებელია სახელმწიფო დაწესებულებების სრულფასოვანი ფუნქციონირება
ე) აუცილებლობა-რაც შეეხება აუცილებლობას ვვარაუდობ რომ აღნიშნული ნორმა არ არის აუცილებელი ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად ვინაიდან არსებობს სხვა უფრო მსუბუქი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მაგალითად: შესაძლებელია განსაზღვრული იქნეს გარკვეული დაწესებულებათა ჩამონათვალი რომლის ირგვლივაც 20 მეტრის რადიუსზე შეკრების აკრძალვა იქნება შესაძლებელი
დასკვნა : განხილვის საფუძველზე ვადგენთ რომ გაიხსნა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო განხორციელდა ჩარევა დაცულ სფეროში , თუმცა აღნიშნული ჩარევა არ ექვემდებარება კონსტიტუციურ სამართლებრივ გამართლებას.

giodzo's picture
giodzo (გიორგი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2019/11/01
Last visit: 2019/11/02 20:30:24
Contact - All comments

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კემნტარებში - გამომცემლობა "სამართალი", თბილისი 2000, გვ.513 - მოცემულია მეორე ნაწილში "მამკვიდრებლის კრედიტორებმა"-ო, შესაბამისად, შეცდომად უნდა ვიგულისხმოთ თუ არა ეს, არის საკითხავი...

mamuka2's picture
mamuka2 (mamuka mamukashvili)
სხვა
Registration Date: 2020/02/07
Last visit: 2020/02/14 18:03:53
Contact - All comments

შესაძლოა დათოს წარმოეშვას მოთხოვნის უფლება ინდ. მეწარმე გიორგის მიმართ სსკ. 662-ე 1 მუხლის საფუძველზე, მოგზაურობის ნაადრევად გამოწვეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ
მოთხოვნის წარმოშობა: პირველ რიგში უნდა დავადასტუროთ, რომ ხელშეკრულება ტურისტული მომსახურეობის შესახებ დაიდო სსკ 657 1_ ის მიხედვით

mamuka2's picture
mamuka2 (mamuka mamukashvili)
სხვა
Registration Date: 2020/02/07
Last visit: 2020/02/14 18:03:53
Contact - All comments

ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი მოვალეა გაუწიოს ტურისტს შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისთვის" ანალოგიური მოცემულობა კაზუსის ფაბულიდან იკვეთება, სადაც ტურისტად დათო, ხოლო მოგზაურობის მომწყობად გიორგი გვევლინება
662 1 მუხლის მიხედვით მოთხოვნის ერთ-ერთი საფუძველია ხარვეზი. სსკ 659 1მუხლის მიხედვით მოგზაურობის მომწყობი მოვალეა იმგვარად მოაწყოს მოგზაურობა, რომ მას არ ჰქონდეს ისეთი ხარვეზები, რომლცებსაც შეუძლიათ გააუფასურონ ან შეამცირონ მოგზაურობის მნიშვნელობა ჩვეულებრივი ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის. იკვეთება მსგავსება ნაკლთან მიმართებაში , რაც გულისხმობს , რომ ხარვეზია ის , რაც ამცირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მნიშვნელობას და მოგზაურობის მიზნებს.კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე მოგზაურობას ჰქონდა ხარვეზი, რადგან იგი შეწყდა 2 დღით ადრე და ტურისტმა შეთანხმებული ადგილები ვერ მოინახულა

mamuka2's picture
mamuka2 (mamuka mamukashvili)
სხვა
Registration Date: 2020/02/07
Last visit: 2020/02/14 18:03:53
Contact - All comments

662 1 მუხლის მოთხოვნის საფუძველი ასევე არის ხარვეზზე მოგზაურობის მომწყობის პასუხისმგებლობა. სსკ 666-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით , თუ მოგზაურობა არსებითად გაძნელდება ან წარმოიშბა სხვა საფრთხე ან ტურისტს მიადგება ზიანი ხელშეკრულების დადებისას გაუთვალისიწინებელი დაუძლეველი ძალის დადგომის შედეგად , მაშინ როგორც ტურისტს , ისე მოგზაურობის მომწყობს შეუძლიათ შეწყვიტონ ხელშეკრულება.ძლიერი წვიმა სტიქიური მოვლენაა , რაც შეგვიძლია დაუძლეველ ძალად მოვიაზროთ.შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არსებობს.661-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით.თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ტურისტის უკან მიყვანა , ხელშეკრულების შეწყბეტის შემდეგ მოგზაურობის მომწყობი მოვალეა უკან მიიყვანოს იგი. დათოს დაგიორგის შორის დადებუოლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო დავითის უკან დაბრუნება, შესაბამისად მას აქვს მოთხოვნის უფლება ბათუმში ნაადრევად დაბრუნების ხარჯების ანაზღაურების
შესაძლოა დათოს წარმოეშვას მოთხოვნის უფლება სსკ 662 2 მიხედვით შვებულების დაკარგვით ხელფასის ანაზღაურებისთვის

mamuka2's picture
mamuka2 (mamuka mamukashvili)
სხვა
Registration Date: 2020/02/07
Last visit: 2020/02/14 18:03:53
Contact - All comments

მოთხოვნის წარმოშბა: 662 2 მხულის თნახმად "________________________"ამ მუხლის გამოყენების წინაპირობაა რომ მოგზაურობა საერთოდ არ უნდა შედგეს.გარდა ამისა კანონმდებელი მოგზაურობის მომწყობის პასუხისმგებლობას მაინც გამოხატავს დაუძლეველი ძალის არსებობისას.შესაბამისად დავითს მოთხოვნის უფლება ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ წარმოეშობა.
მოგზაურობის მომწყობმა ყველა სავალდებულო ინფორმაცია მიაწოდა ტურისტს მოგზაურობის ვადა იყო 2-7 ივლისი შესაბამისად 2 ივლისამდე გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოგზაურობის მომწყობამდე გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოგზაურობის მომწყობს არ უწევს.დავითს მოთხოვნა პირველ დღეს სასტუმროს თანხის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა

taso1709's picture
taso1709 (tekla kinwurashvili)
სხვა
Registration Date: 2020/02/08
Last visit: 2020/02/08 16:00:23
Contact - All comments

me davwere gamovedi

taso1709's picture
taso1709 (tekla kinwurashvili)
სხვა
Registration Date: 2020/02/08
Last visit: 2020/02/08 16:00:23
Contact - All comments

is varrr eee iiis sayvareliii

zaza@asa.org.ge's picture
zaza@asa.org.ge (ზაზა ხელაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2020/04/26
Last visit: 2020/05/05 18:48:36
Contact - All comments

მიუხედავად იმისა რომ კანონი უნდა ამოქმედებბულიყო 1997 წლის 25 ნოემბრამდე იგი დღესაც არაა ამოწმედებული დასავლეთ საქართველოში , მაგალითად ქალქ ქუთაისში.

zaza@asa.org.ge's picture
zaza@asa.org.ge (ზაზა ხელაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2020/04/26
Last visit: 2020/05/05 18:48:36
Contact - All comments
GeoLawyer's picture
GeoLawyer (ბექა ლაგურაშვილი)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
Registration Date: 2017/12/03
Last visit: 2024/12/02 15:33:45
Contact - All comments

მე-12 მუხლის მე-3 ნაწილი ამოსაღებია

Conse's picture
Conse (Conse Law Firm)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2019/09/16
Last visit: 2024/12/02 23:21:53
Contact - All comments

ეს მუხლი შინაარსობრივად შეესაბამება Hardship-ის ინსტიტუტს.

Conse's picture
Conse (Conse Law Firm)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2019/09/16
Last visit: 2024/12/02 23:21:53
Contact - All comments
ნოდარ მოსულისშვილი's picture
ნოდარ მოსულისშვილი (ნოდარ მოსულისშვილი)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2020/12/15
Last visit: 2020/12/15 16:06:55
Contact - All comments

სანდრო-გიორგი's picture
სანდრო-გიორგი (სანდრო სარუხანივილი)
სხვა
Registration Date: 2015/09/18
Last visit: 2024/08/19 02:35:04
Contact - All comments

ამ მუხლის მიხედვით, შეგვიძლიათ დავასკნათ, რომ თავდები პირები და სოლიდარული მოვალეები ერთი და იგივეა? მაგალითად ლოლამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დადო ბანკთან, ტატიანა და ნუგზარი არიან სოლიდარული თავდებები ლოსასი. ამ შემთხვევაში ტატიანა, ნუგზარი და ლოლა ბანკი იქსის სოლიდარული მოვალეები არიან? მოქმედებს მათზე 463- შემდგომი მუხლები?

GeoLawyer's picture
GeoLawyer (ბექა ლაგურაშვილი)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
Registration Date: 2017/12/03
Last visit: 2024/12/02 15:33:45
Contact - All comments

239-ე მუხლის მე-2 ნაწილი ხომ არ ხელყოფს აღნაგობის უფლების მქონე პირის ინტერესს ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში?

დავით მძინარაშვილი's picture
დავით მძინარაშვილი (დავით მძინარაშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2021/11/02
Last visit: 2021/11/03 22:20:02
Contact - All comments

და,პლუს,რომელთა გამოც წარმოიშვება ქონებრივი ურთიერთობათა უმეტესობა.

z.chkheidze@bco.ge's picture
z.chkheidze@bco.ge (ზურაბ ჩხეიძე)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2022/04/01
Last visit: 2024/11/27 22:30:24
Contact - All comments

მოთზოვნის დათმობა / მოვალი თანხმობა

chunguza's picture
chunguza (თენგიზ ჯოხაძე)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2013/01/28
Last visit: 2023/08/25 18:34:30
Contact - All comments

რატომ არ შეიძლება ახლობელზე, მეგობარზე იყოს მიამრთული?

levan.kipshidze's picture
levan.kipshidze (levani)
საარჩევნო სამართალი
Registration Date: 2023/02/05
Last visit: 2023/02/11 13:38:30
Contact - All comments

თავდებობა წარმოადგენს ე. წ. კრედიტის უზრუნველყოფის სამართლის ერთ-ერთ
მნიშვნელოვან ნაწილს.
1 კრედიტის უზრუნველყოფის ყველა საშუალებას აერთიანებს
ის გარემოება, რომ მოთხოვნის მფლობელი – უზრუნველყოფილი კრედიტორი –
რომლის მიზანიცაა საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფა,
ითხოვს ამ მიზნით მისთვის დამატებითი სამართლებრივი პოზიციების მინიჭებას,
რომელთა ძალითაც უნდა მოხდეს მოთხოვნის შესრულების გარანტირება.
ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს პიროვნული და ნივთობრივი უზრუნველყოფის
საშუალებები.
2
ნივთობრივი უზრუნველყოფის საშუალების შემთხვევაში პასუხს აგებს
უზრუნველყოფის საშუალების ამჟამინდელი მესაკუთრე და პასუხისმგელობის
ფარგლები შემოსაზღვრულია ამ კონკრეტული (დატვირთული) ნივთით.
ამის საპირისპიროდ, 892-905-ე მუხლებში მოწესრიგებული თავდებობა წარმოადგენს
პიროვნული უზრუნველყოფის არქეტიპულ ფორმას. თავდებობის ხელშეკრულების
ძალით თავდები კისრულობს ვალდებულებას მესამე პირის, მთავარი მოვალის,
კრედიტორის წინაშე პასუხი აგოს ამ მესამე პირის ვალდებულებისათვის – ძირითადი
ვალი (891 І) – მთელი თავისი ქონებით. შეუძლებელია საკუთარი ვალის თავდებობით
უზრუნველყოფა

levan.kipshidze's picture
levan.kipshidze (levani)
საარჩევნო სამართალი
Registration Date: 2023/02/05
Last visit: 2023/02/11 13:38:30
Contact - All comments

თავდებობის შემთხვევაში საქმე ეხება ძირითადი ვალდებულებისაგან გასამიჯნ,
თავდების მიერ ცალმხრივად ნაკისრ შესრულების ვალდებულებას,
4 რომელიც
საკუთარ სამართლებრივ საფუძველს (კაუზას) საკუთარ თავში შეიცავს და მისი
ნამდვილობა სხვა ვალდებულების გარიგების ნამდვილობაზე არ არის
დამოკიდებული.
5 თავდებობა წარმოშობს შესრულების დამოუკიდებელ
ვალდებულებას და არა მხოლოდ პასუხისმგებლობას სხვისი ვალისათვის. თავდები
შესრულებით ასრულებს თავის საკუთარ ვალდებულებას, რის შემდეგაც ძირითადი
ვალდებულება 905 1 მუხლის მიხედვით მასზე გადადის, ამიტომაც თავდები და
ძირითადი მოვალე ვერ ჩაითვლებიან სოლიდარულ მოვალეებად,
6 ვერც
სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში.
7 მიუხედავად ამისა, თავდების
ვალდებულება არის აქცესორული, ანუ წარმოშობის, გაქარწყლების, მიკუთვნების (იხ.
მუხ. 893 მე-3 და მომდევნო ველები), ისევე როგორც პასუხისმგებლობის ფარგლებისა
(898) და მოთხოვნის განხორციელების (899) კუთხით ხანგრძლივად დამოკიდებულია
მთვარ ვალდებულებაზე და წარმოადგენს ამგვარად ე. წ. დამხმარე ვალდებულებას.
8
თუმცა ეს აქცესორული ბმა შეიძლება შერბილდეს ან საერთოდ მოირღვეს იმ
შემთხვევაში, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის უზრუნველყოფის მიზანთან (იხ. მუხ.
893 მე-18 და მომდევნო ველები).9 განსხვავებული შეთანხმების შემთხვევაში სახეზე
აღარ არის თავდებობა, არამედ, მაგალითად, ვალის გადაკისრება ან სხვა ტიპის
უზრუნველყოფის შეთანხმება.

levan.kipshidze's picture
levan.kipshidze (levani)
საარჩევნო სამართალი
Registration Date: 2023/02/05
Last visit: 2023/02/11 13:38:30
Contact - All comments

გარდა აღნიშნული ორი ურთიერთობისა (კრედიტორი  ძირითადი მოვალე; კრედიტორი  თავდები), სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა ასევე ძირითად მოვალესა და თავდებს შორისაც11, რითიც არის განპირობებული თავდების მიერ კრედიტორის წინაშე შესრულების ვალდებულების კისრება. ჩვეულებრივ, ეს არის სახელშეკრულებო ურთიერთობა, როგორიცაა, მაგალითად, სასყიდლიანი თუ უსასყიდლო დავალების ხელშეკრულება, თუმცა ეს სავალდებულო არ არის. ამ – თავდებსა და ძირითად მოვალეს შორის არსებული – შიდა ურთიერთობის ნაკლი თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობაზე არ აისახება. თავდებობის მიზანს წარმოადგენს ძირითადი მოვალის წინააღმდეგ მიმართული კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფა დამხმარე ვალდებულების კისრებით (შდრ. თავდებობის ფარგლებისათვის კონკრეტული უზრუნველყოფის მიზანთან დაკავშირებით 898-ე მუხლის კომენტარი). ინტერცესიის – სხვისთვის ვალდებულების კისრების – სხვა შემთხვევებზე (ინტერცესიის ამ ფორმების თავდებობისაგან გამიჯვნასთან დაკავშირებით იხ. ქვევით) 891-ე და მომდევნო მუხლები ანალოგიითაც არ გამოიყენება. ამიტომაც 905-ე მუხლი არ მოქმედებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირი, რომელიც არ არის თავდები, ისტუმრებს სხვის ვალს, ამ შემთხვევაზე შეიძლება 372 2 მუხლის გამოყენება, თუ, რა თქმა უნდა, სახეზეა 372 1 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. :-D

tamtatamta123's picture
tamtatamta123 (tamta)
სხვა
Registration Date: 2023/02/11
Last visit: 2023/07/06 14:12:46
Contact - All comments

vsio daasrule

tamtatamta123's picture
tamtatamta123 (tamta)
სხვა
Registration Date: 2023/02/11
Last visit: 2023/07/06 14:12:46
Contact - All comments

kobac ver wers

maruckebi's picture
maruckebi (mariami)
სხვა
Registration Date: 2023/01/28
Last visit: 2023/10/19 16:19:51
Contact - All comments

შესაძლოა გიორგის მშობლებს ჰქონდეთ გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

იმისათვის, რომ მოთხოვნა წარმოიშვას, აუცილებელია გიორგი იყო არასრულწლოვანი, სახეზე იყოს მის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ორმხრივი გარიგების დადების ფაქტი, არ უნდა არსებობდეს კანონიერი წარმომადგენლის მოწონების ფაქტი, გარიგება არ უნდა იყოს სარგებლის მომტანი გიორგისათვის. სსკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „სრულწლოვანია პირი, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია“. კაზუსიდან ირკვევა, რომ გიორგი იყო 17 წლის. შესაბამისად, ის არის არასრულწლოვანი. კაზუსიდან ირკვევა, რომ გიორგიმ დადო ლევანთან ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია ორი პირის მიერ ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა. შესაბამად, მხარეთა შორის დადებულია ორმხრივი გარიგება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გიორგის მშობლებს არ მიუციათ მისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე წინასწარი თანხმობა. აქედან გამომდინარე, გიორგის მიერ დადებული გარიგება არის მერყევად ბათილი. მერყევად ბათილი გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, მშობლები მოიწონებენ თუ არა გარიგებას. მშობლების მოწონების შემთხვევაში გარიგება არის ნამდვილი, ხოლო ამგვარი მოწონების არარსებობისას - ბათილი, მისი დადების მომენტიდან. კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, რომ ეგიორგის მშობლებმა არ მოიწონეს გარიგება, რაც გამოხატება მათ მიერ გარიგების ბათილობის მოთხოვნაში. ამასთან, დამატებით წინაპირობას წარმოადგენს, რომ გარიგება არ იყოს სარგებლიანი გიორგისთვის. გასათვალისწინებელია, რომ სარგებელში იგულისხმება არა ფინანსური, არა უფლებრივი სარგებელი. უფლებრივი სარგებელი გულისხმობს, როცა პირს წარმოეშობა მხოლოდ უფლებები საპასუხო ვალდებულებების კისრების გარეშე. კაზუსიდან ირკვევა, რომ გიორგისა და ლევანს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. სსკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველსა და მყიდველს წარმოეშობათ ურთიერთსაპასუხო უფლება-მოვალეობები. შესაბამისად, გიორგისა და ლევანს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის სარგებლიანი გიორგისთვის.

კაზუსიდან ფაბულიდან ირკვევა, რომ გიორგის შეუსრულდა 18 წელი და ის არ უჭერდა მხარს გარიგების ბათილობას. სსკ-ის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ არასრულწლოვანს შეუსრულდა 18 წელი, ის თავად წყვეტს მის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობის საკითხს. ვინაიდან გიორგი მხარს უჭერს მის მიერ დადებული გარიგების სამართლებრივი ძალის შენარჩუნებას, აღნიშნული გარიგება წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს ამ უკანასკნელისთვის, რაც აბრკოლებს მშობლების მოთხოვნის წარმოშობას. შესაბამისად, გიორგის მშობლების არ წარმოეშვას ლევანთან დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება.

დასკვნა: გიორგის მშობლებს არ აქვთ გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

seu2020's picture
seu2020 (nino giorgadze)
სხვა
Registration Date: 2022/12/03
Last visit: 2023/06/17 14:46:13
Contact - All comments

1)აუქციონზე ყიდვა
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის გაცხადებით, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა, ასევე დაცულია სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა. დასკვნა: ნოდარს არ აქვს მერაბის მიმართ ბოთლი ღვინის საფასურის გადახდის მოთხოვნა სკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე.

2)გიორგი ფლობს ლადო გუდიაშვილის ტილოს. ის ფინანსური კრიზისის ფონზე გადაწყვეტს ტილოს რეალიზაციას, შეარჩევს მყიდველ ლევანს, რომელიც 500000 ლარის გადახდის სანაცვლოდ მიიღებს ორიგინალ ტილოზე საკურების უფლებას. ლევანთან ვიზიტისას ცნობილი ხელოვანი ტილოების დათვალიერების პროცესში ლევანს შეატყობინებს, რომ გუდიაშვილის ცნობილი ტილოს ორიგინალი სულ რაღაც ერთი თვის წინ იქნა გასხვისებული აუქციონზე 40000 ლარად. ლევანი გააპროტესტებს და იტყვის, რომ ეს ნახატი ორიგინალია და მან ის საკმაოდ ძვირად შეიძინა. ექსპერტიზის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ნახატი არ არის ორიგინალი და მისი ღირებულება შეადგენს საშუალოდ 1000 ლარს. აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია უცნობი იყო თავად გიორგისთვისაც. ლევანი ითხოვს გარიგების ბათილად ცნობას, რასაც ეწინააღმდეგება გიორგი. ის მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობა და არ არსებობს ბათილად ცნობის საფუძველი. აქვს თუ არა ლევანს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება?

ლევანს შესაძლოა ჰქონდეს გიორგისთან დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 72-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. იმისათვის, რომ ლევანს ჰქონდეს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება საჭიროა სახეზე იყოს 3 მოთხოვნა. კერძოდ, უნდა არსებობდეს შეცილების საფუძველი, უნდა მოხდეს შეცილების გაცხადება და ასევე დაცული უნდა იყოს შეცილების ვადა. სსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად,შეცილების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს არსებითი შეცდომის საფუძველზე ნების გამოვლენა.ამავდროულად,სსკ-ის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითი შეცდომის ერთ-ერთი სახეა შეცდომა საგნის ძირითად თვისებებში.თუმცა,ამავე მუხლის თანახმად,შეცდომა საგნის ძირითად თვისებებში მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არსებითად, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საგნის ღირებულების განსაზღვრისათვის.კაზუსიდან დგინდება,რომ ლევანმა გიორგისგან შეიძინა ნახატი,რომელსაც იგი ორიგინალად მიიჩნევდა მიიჩნევდა.ლევამა ნახატი შეიძინა 500000ლარად,თუმცა აღნიშნული ნახატი არ აღმოჩნდა ორიგინალი,რომლის რეალურ ფასს საშუალოდ შეადგენდა 1000 ლარი. შესაბამისად,სახეზე გვაქვს შეცდომა საგნის ძირითად თვისებაში.კერძოდ,ნივთი მიიჩნიეს ორიგინალდ,რეალურად კი ის არ წარმოადგენდა ორიგინალს,ასევე ეს შეცდომა არსებითია, რადგანაც მას მნიშვნელობა აქვს საგნის ღირებულების განსაზღვრისათვის.აქედან გამომდინარე, სახეზეა გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების წარმომშობი ერთ-ერთი კომპონენტი-შეცილების საფუძველი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,საცილო გარიგების ბათილობის საფუძველია შეცილების გაცხადება,კერძოდ საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. ამავდროულად, შეცილება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.შეცილება წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას,რომელიც ნამდვილია იმ მომენტიდან,როცა ის მეორე მხარეს მიუვა და ექნება მისი გაცნობის ობიექტური შესაძლებლობა. კაზუსიდან დგინდება,რომ ლევანი აღმოაჩენს თუ არა,რომ შეცდა მაშინვე ითხოვს გიორგისთან ხელშეკრულების ბათილობას. შესაბამისად, სახეზეა შეცილების გაცხადება. ამ ყველაფერთან ერთად, შეცილების ნამდვილობისათვის აუცილებელია შეცილების ვადის დაცვა. კერძოდ, სსკ-ის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.ვინაიდან კაზუსიდან არ იკვეთება ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა,უნდა ჩავთვალოთ,რომ ერთ თვიანი ვადა დაცულია. მოთხოვნა წარმოიშვა. ლევანს აქვს გიორგისთან დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 72-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

დუალისტური სისტემა, მონისტური სისტემისგან განსხვავებით იცნობს სამეთვალყურეო საბჭოს.იგი უფრო მსხვილი,ფინანსურად ძლიერი და ანგარიშვალდებული საზოგადოებებისათვის არის დამახასიათებელი.სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მოვალეა განახორციელოს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოების საქმიანობის კონტროლი.ნებისმიერ დროს უფლება აქვს გამოითხოვოს მათი საქმიანობის ანგარიშები,ასევე ნებისმიერ დროს შეუძლია პარტნიორთა საერთო კრების დროს მოსთხოვოს სხვა და სხვა საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელი ორგანოს პირებს. საბჭოს წევრი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადობას,ოღონდ არა მესამე პირებთან,არამედ ხელმძღვანელ ორგანოსთან და მის წევრებთან ურთიერთობაში.სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც არ არიან მოკლებულნი ფიდუციურ მოვალეობებს.განსაკუთრებულად მათ მიმართ მოქმედებს არა იმდენად ზრუნვის მოვალეობა,რამდენადაც კეთილსინდისიერების სტანდარტი,რაც გულისხმობს ზრუნვას,ისე როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და პირობებში მყოფი ჩვეულებრივი პირი.მათ უნდა იმოქმედონ იმ რწმენით,რომ მათი ქმედება ეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელია სამეწარმეო საზოგადოებისათვის.თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას,ისეთივე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ,როგორც დირექტორებს.ანუ ისინი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად,მთელი თავისი ქონებით,პირდაპირ და უშუალოდ. იმ კომპანიებში,სადაც ფუნქციონირებს სამეთვალყურეო საბჭო,დირექტორების არჩევასა და დანიშვნას ახდენს არა პარტნიორთა საერთო კრება,არამედ სამეთვალყურეო საბჭო.შესაბამისად,სასამსახურო ხელშეკრულების დამდებიც გახლავთ სამეთვალყურეო საბჭო.სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციებს წარმოადგენს:1)ნიშნავს ხელმძღვანელი ორგანოს პირებს;2)აკონტროლებს,ზედამხედველობს და მეთვალყურეობს მათ საქმიანობას;3)მას შეუძლია ნებისმიერ დროს,მათ შორის ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დირექტორი გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
შეყვანა
ნანა

არ გადახვიდე ერთი წამი
შეყვანა
Luka

მართვის ერთსაფეხ სისტემისთვის დამახასიათებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული მართვის ორი ორგანო, პარტნიორთ საერთო კრება და მის მიერ დაკომპლექსებული ბორდი ანუ დირექტორთა საბჭო. აქ კორპ უშუალო მართვას ახორციელებს ბორდი,რომელიც სამეთ საბჭოს ფუნქციებსაც ითავსებს. კორპორაციული მართვის ორსაფეხურიან მოდელში ერთდროულად არსებობს კორპორაციული მართვის ორი უმნიშვნელოვანესი ორგანო ‒ დირექტორთა საბჭო და სამეთვალყურეო საბჭო. დირექტ საბჭო ანგარიშვალდებულია სამეთ საბჭოსა და აქციონერთა საერთო კრებ წინაშე. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლს და დადგენილ ფარგლებში თანამშრომლობს მასთან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში. ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით სამეწარმეო საზოგადოებას კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ჰყავდეს სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობის კონტროლს და ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქციები მას არ შეიძლება გადაეცეს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს დირექტორთა საბჭოს საქმიანობის ზედამხედველობას და დადგენილ ფარგლებში თანამშრომლობს მასთან სააქციო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში. სამეთვალყურეო საბჭოს ძირითადი ამოცანა დირექტორთა საბჭოს საქმიანობაზე ზედამხედველობაა. კანონი დეტალურად განსაზღვრავს საბჭოს კომპეტენციას, რომელიც, ძირითადად, უკავშირდება საბჭოს უფლებამოსილებას, იყოს სათანადოდ ინფორმირებული და ასეთი ინფორმირებულობის პირობებში მოახდინოს დირექტორთა საბჭოს ზედამხედველობა, ასევე, წარმოადგინოს საზოგადოება დირექტორებთან დავაში. სამეთვალყურეო საბჭო, მართალია, წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს, თუმცა მისი დაკომპლექტებისას, როგორც წესი, მხედველობაში მიიღება სააქციო საზოგადოების საოპერაციო არეალები და კადრები შეირჩევიან დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით. სწორედ ამიტომ კანონპროექტი ითვალისწინებს კანონითა და წესდებით დადგენილ ფარგლებში სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის ფუნქციათა გადანაწილების და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის განსაზღვრის შესაძლებლობას სამეთვალყურეო საბჭოს დებულებით. ასეთ დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმალური აუცილებელი ფუნქციის შენარჩუნება საბჭოს თითოეული წევრისათვის. თავის მხრივ, მინიმალურ აუცილებელ ფუნქციათა შენარჩუნებად უნდა მივიჩნიოთ საბჭოს წევრებს შორის უფლებამოსილების იმგვარად გადანაწილება, როდესაც თითოეული წევრი მინიმალური დოზით მაინც სარგებლობს სსამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს კონტროლს ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობაზე და ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქციები მას არ შეიძლება გადაეცეს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით, თუ წესდებით გათვალისწინებული არ არის ხმათა უფრო მაღალი უმრავლესობა.ამეთვალყურეო კომპეტენციით. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არ არიან საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვალდებულია კეთილსინდისიერად განახორციელოს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობის კონტროლი და, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წარმოადგინოს სამეწარმეო საზოგადოება ხელმძღვანელ ორგანოებთან/პირებთან ურთიერთობაში. სამეთვალყურეო საბჭოს სდომებს იწვევს:თავმჯდომარე (მისი არყოფნისას – მისი მოადგილე), განსაზღვრავს დღის წესრიგს. ოქმს ადგენს თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. მოწვევა უნდა გაკეთდეს წერილობით, სულ ცოტა 8 დღით ადრე, სავარაუდო დღის წესრიგით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეიძლება სხვა წევრებით იქნენ წარმოდგენილი, ოღონდ ერთი წევრი – ერთი სხვა წევრით. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლს და დადგენილ ფარგლებში თანამშრომლობს მასთან სააქციო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს: ა) სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს სააქციო საზოგადოების საქმიანობის ანგარიში; ბ) გამოითხოვოს, განიხილოს, შეამოწმოს და შეისწავლოს სააქციო საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაცია, მათ შორის, საბუღალტრო დოკუმენტაცია, სააქციო საზოგადოების ქონებრივი ობიექტები და სალარო; ამ მოქმედებების განხორციელება დაავალოს სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს ან მათ განსახორციელებლად მოიწვიოს ექსპერტები; გ) შეამოწმოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წლიური ანგარიშები, წინადადებები მოგების განაწილების შესახებ, საქმიანობის ანგარიში და ამის თაობაზე მოახსენოს საერთო კრებას; დ) წარმოადგინოს სააქციო საზოგადოება ხელმძღვანელ პირთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში; ე) ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაასაჩივროს საერთო კრების გადაწყვეტილებები. სავალდებულოობას რაც შეეხება თუ სააქციო საზოგადოება ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონის მიხედვით არის ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე, სააქციო საზოგადოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის ლიცენზირებული, ანდაც სააქციო საზოგადოების აქციონერთა რაოდენობა აღემატება 100-ს, ამ შემთხვევაში სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, აქ კი განსაზღვრულია წევრთა რაოდენობაც, რომელიც შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 21 წევრისაგან. დანარჩენ შემთხვევებში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა არ არის სავალდებულო.

ნანა

ლევანის მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ს 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამისათვის მოითხოვება არასრულწლოვნის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ორმხრივი გარიგების დადების,კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ორმხრივი გარიგების დადების,კანონიერი წარმომადგენლის მიერ გარიგების შემდგომი მოწონების არარსებობის ფაქტები,ასევე გარიგების არასარგებლიანი ხასიათი არასრულწლოვნისთვის. სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სრულწლოვანია პირი, რომელიც მიაღწევს 18 წლის ასაკს.აქედან გამომდინარე,არასრულწლოვნად ითვლება 18 წლის ასაკს მიუღწეველი სუბიექტი. კაზუსიდან დგინდება, რომ ლევანი არის 17 წლის. შესაბამისად, ლევანი წარმოადგენსარასრულწლოვან პირს.ამასთან, აუცილებელია, რომ ლევანის მიერ დადებული გარიგება იყოს ორმხრივი. ორმხრივია გარიგება,თუ გარიგებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის წარმოშობისათვის მოითხოვება არანაკლებ ორი პირის მიერ ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა. ლევანსა და შპს “აქტაოქეის” შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის აუცილებელია ორი პირის მიერ ნების გამოვლენის ფაქტი. შესაბამისად, ლევანიმ დადო ორმხრივი გარიგება. აგრეთვე,კაზუსიდან დგინდება, რომ ლევანმა გარიგება დადო კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება წარმოადგენს მერყევად ბათილ გარიგებას. ასეთი გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებულია მშობლების მიერ გარიგების შემდგომი მოწონების ფაქტზე. კაზუსიდან დგინდება, რომ მშობლები წინააღმდეგები არიან ამ გარიგების.მათ არ მოიწონეს გარიგება, უფრო მეტიც მოითხოვს გარიგებების ბათილად ცნობა. შემდეგ ელემენტს წარმოადგენს გარიგების არასარგებლიანი ხასიათი არასრულწლოვანისთვის.სარგებელში იგულისხმება უფლებრივი სარგებელი, (როცა მხარეს ენიჭება მხოლოდ უფლებები, საპასუხო ვალდებულებების კისრების გარეშე )და არა ფინანსური სარგებელი.კაზუსიდან დგინდება, რომ ლევანსა და შპს “აქტაოქეის” შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულებით კი,მყიდველს ენიჭება როგორც უფლებები ასევე საპასუხო ვალდებულება. კაზუსის მიხედვით საპასუხო ვალდებულება არის 2000 ლარი გადახდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპიუტერის სანაცვლოდ. რაც იმას ნიშნავს რომ შპს “აქტაოქეისთაბ” ნასყიდობის დადებით მან იკისრა ვალდებულება.აქედან გამომდინარე ეს გარიგება არ არის არასარგებლიანი. თუმცა ლევანის მიერ დადებული გარიგება შეგვიძლია მივიჩნიოთ ნამდვილად სსკ-ის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამისათვის აუცილებელია არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგოს ის საშუალებები, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა თავისუფალი განკარგვის მიზნით. კაზუსიდან დგინდება რომ მშობლები ლევანს თავისუფალი განკარგვის მიზნით გადასცემდნენ თანხას,კერძოდ მას შეეძლო საკუთარი შეხედულებისამებრ დაეხარჯა თანხა. შესაბამისად ემანსიპაციის ეს ფორმა სახეზეა. მოთხოვნა არ წარმოიშვა. ლევანის მშობელს არ აქვთ გარიგების ბათილად ცნობის მოთხივნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
შეყვანა
ნანა

კომპანია ბადაგონს შესაძლოა ჰქონდეს ლევანისგან ღვინის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. ამისათვის საჭიროა,კომპანია ბადაგონსა და ლევანს შორის არსებობდეს ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულება წინაპირობად ითვალისიწნებს ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენას ოფერტისა და აქცეპტის სახით. სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ოფერტი წარმოადგენს მბოჭავი ხასიათის ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია პირთა განსაზღვრული წრისადმი და იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მხოლოდ თანხმობა ან უარყოფა კმაროდეს სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის. კაზუსის მიხედვით,ლევანმა გამოავლინა ნება,კერძოდ,მან შეადგინა წერილი, რომელშიც განსაზღვრა ადრესატი-კომპანია“ბადაგონი“, და შინაარსი-შეუკვეთა 200 ბოთლი ღვინო. კაზუსიდან დგინდება, რომ წერილი გააგზავნა არა ლევანმა, არამედ მისმა დამლაგებელმა ნინომ. შესაბამისად,ნინო შესაძლოა წარმოადგენდეს გიორგის წარმომადგენელს სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისსაფუძველზე, ამისათვის აუცილებელია წარმომადგენლობა იყოს დასაშვები, მოხდეს ნინოს მიერ საკუთარი ნების გამოვლენა, ლევანის სახელით მოქმედება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იყოს მოცემული. სსკ-ის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმომადგენლობა დაუშვებელია, როცა საკითხი ეხება მკაცრად პირადი ხასიათის ურთიერთობებს ან კანონი კრძალავს გარიგებას დადებას წარმომადგენლის მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში დამლაგებელმა ღვინო შეიძინა,ასეთი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი მესამე პირის მიერ, ასევე კანონით არ იკრძალება გარიგების დადება წარმომადგენლის მეშვეობით. შესაბამისად, წარმომადგენლობა დასაშვებია. ამასთან, აუცილებელია წარმომადგენლის მიერ საკუთარი ნების გამოვლენა. მოცემულ შემთხვევაში, დამლაგებლის მიერ წერილის გაგზავნის დროს ნების გამოვლენა გამოვლინდა სწორედ მის მიერ არჩევანის გაკეთებაში,კერძოდ, გაეგზვნა მითითებული წერილი. ამასთან, დამატებით აუცილებელია წარმოდგენილი პირის სახელით მოქმედება. კომპანიისათვის შესაცნობი იყო, რომ გარიგებას დებდა ლევანი. შესაბამისად, სახეზე არის წარმოდგენილი პირის სახელით მოქმედება.თუმცა თუ გავითვალისწინებთ დამლაგებლის ფუნქციებს,ნინოს არ ჰქონდა მინიჭბეული წარმომადგენლობითი უფლებამომოსილება სსკის 107-ე მუხლის მნიშვნელობით.შესაბამისად,ნინო არ წარმოადგენს წარმომადგენელს.სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე კი, თუ კი სახეზეა წარმომადგენლობა,ასეთ გარიგებით წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს.ამ შემთხვევაში კი, მოთხოვნა არ წარმოიშვა. კომპანია ბადაგონს არ აქვს ლევანისგან ღვინის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

ლევანს შესაძლოა ჰქონდეს საადვოკატო მომსახურებაზე გადახდილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.ამისათვის საჭიროა,რომ არსებობდეს ზიანი,ნების მიმღები ენდობოდეს ნების გამომვლენის მიერ ნების გამოვლენის სერიოზულობას,ასევე არ უნდა იცოდეს და არც შეიძლება სცოდნოდეს არასერიოზულობის შესახებ.კაზუსიდან დგინდება, რომ ლევანმა გაწია ხარჯები,კერძოდ იმ გარიგების დადების მიზნით,რომელიც არ შედგა, ადვოკატს გადაუხადა 500 ლარი ხელშეკრულების შაბლონის შესადგენად. შესაბამისად ზიანი სახეზეა.აგრეთვე, გიორგი ლევანთან საუბრისას იყო შეზარხოშებული,ამასთან გიორგის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას რეალურად წარმოადგენდა 800000ლარი,მან კი საუბრისას ახსენა,რომ უძრავ ქონებას გაყიდდა 10000 დოლარად,რაც აშკარად მკვეთრად ჩამოუვარდება საბაზრო ღირებულებას,ამასთან როდესაც ლევანი გამოთქვამს სურვილს მის შეძენაზე გიორგი მას ღიმილით უქნევს თავს.შესაბამისად, ლევანს უნდა სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ,ვინაიდან აბსურდულია უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე აშკარად დაბალ ფასად გაყიდვა,მითუმეტეს შეზარხოშებულ მდგომარეობაში.შესაბამისად,შესაძლოა სახეზე იყოს ნების გამოვლენის არასერიოზული ხასიათი სსკ-ის 57-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.კერძოდ,ბათილია ნების გამოვლენა,რომელიც გაკეთებულია არასერიოზულად(ხუმრობით) იმ ვარაუდით,რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა.კაზუსიდან დგინდება,რომ გიორგი ლევანის გამოთქმულ სურვილზე სიცილით უქნევს თავს და მისი აზრით ეს იყო ხუმრობა,რომლის გამოცნობაც მარტივად იყო შესაძლებელი.შესაბამისად,ნების გამოვლენა ბათილია. ლევანს არ აქვს საადვოკატო მომსახურებაზე გადახდილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

ნათიას შესაძლოა ჰქონდეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 72-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.ამისათვის აუცილებელია ნათიას მიერ ნამდვილი შეცილების განხორციელება,რომელიც წინაპირობად ითვალისწინებს შეცილების საფუძვლის,შეცილების გაცხადების და შეცილების ვადის დაცვას.შესაძლოა სახეზე იყოს არსებითი შეცდომა გარიგების შინაარსში სსკ-ის 73-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის მიხედვით. კაზუსიდან დგინდება,რომ ნათია ძვირფასი ზარდახშის მესაკუთრეა,რომელიც არის მოოქროვილი და ამშვენებს ძვირფასი ქვები,ამასთანავე ის ამ ნივთების რეალიზაციას ახორციელებდა იმისათვის,რომ არასრულწლოვანი შვილი ერჩინა.იქედან გამომდინარე,რომ ნასყიდობოს საგანი წარმოადგენდა ძვირფასს ნივთს,რომლის ღირებულებაც წარმოადგენდა 5000ლარს,ძნელი წარმოსადგენია,რომ მისი მესაკუთრე მას გაყიდდა 500 ლარად.ამიტომაც საგულისხმოა,რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში საფასურის განსაზღვრისას უბრალოდ მოხდა ტექნიკური შეცდომა.შესაბამისად სახეზეა არსებითი შეცდომა გარიგების შინაარსში. შემდეგი ელემენტია ის ,რომ შეცილება გაცხადებული უნდა იყოს ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.შეცილება წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას,რომელიც ნამდვილია იმ მომენტიდან,როცა ის მეორე მხარეს მიუვა,ანუ როცა მას აქვს მისი გაცნობის ობიექტური შესაძლებლობა.კაზუსიდან დგინდება,რომ ნათია როგორც კი აღმოაჩენს თუ არა შეცილების საფუძველს-რომ 5000ლარის ნაცვლად ჰქონდა მითითებული 500 ლარი,მაშინვე მოითხოვს შესაბამისი თანხის გადახდას მაიასაგან.შესაბამისად სახეზეა შეცილების გაცხადების ფაქტი. ამასთანავე დაცული უნდა იყოს შეცილების ვადა. სსკ-ის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე-შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდა 1 თვის ვადაში.კაზუსიდან დგინდება,რომ ნათიამ როგორც კი აღმოაჩინა შეცილების საფუძველი და კონტრაჰენტისგან მიიღო უარი,მაშინვე ითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.შესაბამისად შეცილების ვადა დაცულია.მოთხოვნა წარმოიშვა.ნათიას აქვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 72-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

ნის შესაძლოა ჰქონდეს ნასყიდობის ხელშეკრულეის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 85 მუხლისა და 59-ე მუხლის მე-2 ნააწილის საფუძველზე.ამისათვის საჭიროა სახეზე იყოს ანის იძულების, ანის მიერ შეცილების გაცხადების და შეცილების ვადის დაცვის ფაქტები.შესაძლოა სახეზე იყოს იძულება სსკ-ის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით,რომლის მიხედვითაც-გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება,რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს,რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.კაზუსიდან დგინდება,რომ გოგიმ შეიტყო ანის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ და ამ ინფორმაციის მის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცადა.კერძოდ,თუ ანი მას არ მიჰყიდდა აგარაკს,მაშინ გოგი მისი ქმედების შესახებ შეატყობინებდა სამუშაო ხელმძღვანელობასა და საგამოძიებო ორგანოებს.შესაბამისად,ანის პიროვნებას ემუქრებოდა რეალური საფრთხე,კერძოდ ვინაიდან მან მართლაც ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ის დაკარგავდა სამუშაო ადგილს და უფრო მეტიც ის მიეცემოდა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.აქედან გამომდინარე ანის იძულების ფაქტი სახეზეა.ამასთან აუცილებელია სახეზე იყოს შეცილების გაცხადება.შეცილება გაცხადებული უნდა იყოს ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.შეცილება წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას,რომელიც ნამდვილია იმ მომენტიდან,როცა ის მეორე მხარეს მიუვა და აქვს მისი გაცნობის ობიექტური შესაძლებლობა.კაზუსიდან დგინდება,რომ ანი პირდაპირ მიმართავს გოგის და მოითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.შესაბამისად შეცილების გაცხადება სახეზეა.ამასთანავე დაცული უნდა იყოს შეცილების ვადაც.სსკ-ის 89-ე მუხლის მიხედვით-იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს1 წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან.იძულების დასრულების მომენტად ითვლება,როცა საგამოძიებო ორგანოსთვის ცნობილი გახდა ანის მიერ განხორციელებული ქმედების შესახებ.კაზუსიდან დგინდება,რომ საგამოძიებო ორგანოსთვის ანის ქმედების შესახებ ცნობილი გახდა 2012 წელს,ხოლო ანიმ გოგის მიმართა ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით 2014 წელს,რაც აშკარად აღემატება 1 წლიან ვადას.შესაბამისად მოთხოვნა არ წარმოიშვა. ანის არ აქვს ნასყიდობის ხელშეკრულეის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 85 მუხლისა და 59-ე მუხლის მე-2 ნააწილის საფუძველზე.

კონდიტერეს შესაძლოა ჰქონდეს ნინოსგან ტორტის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. ამისათვის მოითხოვებანინოსა და კონდიტერს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება.ანუ ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა უნდა იყოს სახეზე. კაზუსიდან დგინდება,რომ ნინო და კონდიტერი შეთანხმდნენ თანხის მოგვიანებით გადახდაზე.შესაბამისად, ოფერტი და აქცეპტი სახეზე გვაქვს.აქედან გამომდინარე,მათ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. თუმცა კაზუსიდან დგინდება,რომ ნინოს მიერ ტორტის შეძენის ძირითად მიზანს წარმოადგენდა გიორგის თხოვნის შესრულება. შესაბამისად, შესაძლოა ნინო წარმოადგენდეს გიორგის წარმომადგენელს სსკ-ის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად. ამისათვის საჭიროა სახეზე იყოს 4 ელემენტი:წარმომადგენლობის დასაშვებობა, წარმომადგენლის მიერ საკუთარი ნების გამოვლენა, წარმოდგენილი პირის სახელით მოქმედება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობა. სსკ-ის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმომადგენლობა არ არის დასაშვები, თუ გარიგების ხასიათიდან გამომდინარე ის უნდა დადოს უშუალოდ პირმა ან კანონი კრძალავს გარიგების დადებას წარმომადგენლის მეშვეობით. კაზუსიდან დგინდება,რომ საკითხი ეხება ტორტის ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც არ არის მკაცრად პირადი ხასიათის ურთიერთობა, აგრეთვე კანონი არ ადგენს გარიგების წარმომადგენლის მეშვეობით დადების აკრძალვის დანაწესს. შესაბამისად, დასაშვებია გარიგების დადება წარმომადგენლის მეშვეობით. შემდეგ ელემენტს წარმოადგენს წარმომადგენლის მიერ საკუთარი ნების გამოვლენა. კაზუსიდან დგინდება, რომ ტორტი თავისი გემოვნებით,უშუალოდ შეარჩია ნინომ. შესაბამისად, სახეზეა ნინოს მიერ ნების გამოვლენის ფაქტი. კაზუსიდან არ დგინდება, რომ კონდიტერისთვის ცნობილი იყო, რომ ნინოა გარიგებას დებდა არა საკუთარი, არამედ სხვისი ინტერესებისთვის. შესაბამისად, არ არის სახეზე წარმომადგენლის სახელით მოქმედების ფაქტი. თუმცა,სსკ-ის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას. კაზუსიდან დგინდება, რომ ნათია კონდიტერს შეუთანხმდა ერთი კვირის შემდგომ ანაზღაურების გადახდაზე.ზოგადად, კონდიტერის ინტერესს წარმოადგენს კონკრეტული ქონების რეალიზაცია სათანადო ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ. რადგან,ნინოსა და კონდიტერს შორის არ მომხდარა ანგარიშსწორება იქვე,კონდიტერისათვის არ არის სულ ერთი ,თუ ვინ იქნება გარიგების მეორე მხარე.შესაბამისად,ეს გამონაკლისი არ გვაქვს სახეზე და ვინაიდან ეს ეს ელემენტი არაა სახეზე,არც წარმომადგენლობა გვაქვს ამ შემთხვევაში. შესაბამისად, ნინოს მიერ დადებული გარიგებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები წარმოეშობა ნინოს. მოთხოვნა წარმოიშვა. კონდიტერეს აქვს ნინოსგან ტორტის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
შეყვანა
ნანა

ლევანის მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ს 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამისათვის მოითხოვება არასრულწლოვნის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ორმხრივი გარიგების დადების,კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ორმხრივი გარიგების დადების,კანონიერი წარმომადგენლის მიერ გარიგების შემდგომი მოწონების არარსებობის ფაქტები,ასევე გარიგების არასარგებლიანი ხასიათი არასრულწლოვნისთვის. სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სრულწლოვანია პირი, რომელიც მიაღწევს 18 წლის ასაკს.აქედან გამომდინარე,არასრულწლოვნად ითვლება 18 წლის ასაკს მიუღწეველი სუბიექტი. კაზუსიდან დგინდება, რომ ლევანი არის 17 წლის. შესაბამისად, ლევანი წარმოადგენსარასრულწლოვან პირს.ამასთან, აუცილებელია, რომ ლევანის მიერ დადებული გარიგება იყოს ორმხრივი. ორმხრივია გარიგება,თუ გარიგებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის წარმოშობისათვის მოითხოვება არანაკლებ ორი პირის მიერ ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა. ლევანსა და შპს “აქტაოქეის” შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის აუცილებელია ორი პირის მიერ ნების გამოვლენის ფაქტი. შესაბამისად, ლევანიმ დადო ორმხრივი გარიგება. აგრეთვე,კაზუსიდან დგინდება, რომ ლევანმა გარიგება დადო კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება წარმოადგენს მერყევად ბათილ გარიგებას. ასეთი გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებულია მშობლების მიერ გარიგების შემდგომი მოწონების ფაქტზე. კაზუსიდან დგინდება, რომ მშობლები წინააღმდეგები არიან ამ გარიგების.მათ არ მოიწონეს გარიგება, უფრო მეტიც მოითხოვს გარიგებების ბათილად ცნობა. შემდეგ ელემენტს წარმოადგენს გარიგების არასარგებლიანი ხასიათი არასრულწლოვანისთვის.სარგებელში იგულისხმება უფლებრივი სარგებელი, (როცა მხარეს ენიჭება მხოლოდ უფლებები, საპასუხო ვალდებულებების კისრების გარეშე )და არა ფინანსური სარგებელი.კაზუსიდან დგინდება, რომ ლევანსა და შპს “აქტაოქეის” შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულებით კი,მყიდველს ენიჭება როგორც უფლებები ასევე საპასუხო ვალდებულება. კაზუსის მიხედვით საპასუხო ვალდებულება არის 2000 ლარი გადახდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპიუტერის სანაცვლოდ. რაც იმას ნიშნავს რომ შპს “აქტაოქეისთაბ” ნასყიდობის დადებით მან იკისრა ვალდებულება.აქედან გამომდინარე ეს გარიგება არ არის არასარგებლიანი. თუმცა ლევანის მიერ დადებული გარიგება შეგვიძლია მივიჩნიოთ ნამდვილად სსკ-ის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამისათვის აუცილებელია არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგოს ის საშუალებები, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა თავისუფალი განკარგვის მიზნით. კაზუსიდან დგინდება რომ მშობლები ლევანს თავისუფალი განკარგვის მიზნით გადასცემდნენ თანხას,კერძოდ მას შეეძლო საკუთარი შეხედულებისამებრ დაეხარჯა თანხა. შესაბამისად ემანსიპაციის ეს ფორმა სახეზეა. მოთხოვნა არ წარმოიშვა. ლევანის მშობელს არ აქვთ გარიგების ბათილად ცნობის მოთხივნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

vefxo321's picture
vefxo321 (nika321)
სხვა
Registration Date: 2023/02/18
Last visit: 2023/02/18 15:11:34
Contact - All comments

კაზუსი 1:
მოსარჩელე გელა ცხოვრობს ქალაქ თბილისსში ნომერ 141 ბინაში ხოლო ამ ბინის ზევით მდებარე 142 ბინის მესაკუტრე ვანო 2016 წლის აპრილის თვეში მოპასუხის საცხოვრებელი ბინიდან მოპასუხის ბინასი ჩავიდა წყალი და მისი ბინის შესასვლელში სააბაზოსა და საპირფარეშოში იატაკის ნაწილი კედლები და ჭერი დააზიანა წყლის ჩაშვება დაზიანებულმა ონკანმა გამოიწვია ონკანი 6-8 დღის განმავლობასი იყო დაზიანებული მოსარჩელის ბინაში სარემონტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებამ 1960 ლარს მიაღწია მოსარჩელემ სარჩელში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთით და დამატებით აღნიშნა რომ მას მოპასუხის და ...

((((((((((((ვინ-გელა
ვისგან- ვანოსგან
რას- ბინაში წყლის ჩასვლით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას
რის საფუძველზე: 172,408,409 მუხლების საფუძველზე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. დაზარალებული პირი უფლებამოსილია სასამართოში მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება იმ ბინის მესაკუთრისგან, რომლისაგანაც ჩამოვიდა წყალი. ასეთი მოთხოვნის დაყენება პირს შეუძლია, შემდეგი პირობების არსებობისას:

ა) უნდა არსებობდეს კონკრეტული ზიანი- დაზარალებულმა პირმა უნდა წარადგინოს ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულება- ექსპერტიზის დასკვნა.

ბ) ზიანი უნდა გამომდინარეობდეს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად. – თუ სახეზეა მეზობლის ბინიდან ჩასული წყლის ფაქტი, წყლის ჩამშვებმა მეზობლემა უნდა დაამტკიცოს, რომ წყლის ჩაშვება არ მომხდარა მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად.
გ) უნდა არსებობდეს ზიანის მიმყენებლის ბრალი- ბრალის არ არსებობის საკითხის მტკიცების ტვირთიც წყლის ჩამშვებ მეზობელზეა, სწორედ მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ბინიდან წყლის ჩაშვებაში მას ბრალი არ მიუძღვის.
დ) ზიანსა და პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავიშრი- დაზარებულმა პირმა უნდა წარადგინოს მტკიცებულება, რომ ზიანი დამდგარია მეზობლის ბინიდნა წყლის ჩამოსვლის შედეგად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-მუხლი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ რომ მოსარჩელე გელას აქვს მოსთხოვოს მოპასუხე ვანოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება

vefxo321's picture
vefxo321 (nika321)
სხვა
Registration Date: 2023/02/18
Last visit: 2023/02/18 15:11:34
Contact - All comments

კაზუსი 2:
ა-მ დააბიჯა ფეხი ბ-ს რის შემდეგადაც ბ-ს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.ბ ითხოვს ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.ბ-ს ჰქონდა დიაბეტი და ა-ს მტკიცებით ამ დაავადების თანმდები შედეგია განგრენა,რასაც მოჰყვა ფეხის ამპუტაცია,და რაც ისედაც დაემართებოდა ფეხის დაჭერის გარეშე,ამიტომ მას არ უნდა დაეკისროს ზიანი იმისთვის,რაც ბ-ს ისედაც ელოდა.შეაფასეთ მხარეთა მოთხოვნები?203
ვინ- ბ
ვისგან- ა- სგან
რას-ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
რის საფუძველზე- სახეზეა დელიქტური ვალდებულებები
ბ-ს შესაძლოა ჰქონდეს ა-ს მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, სსკ 992 მუხლის თანახმად,რომლის მიხედვითაც პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. კაზუსში საქმე არ გვაქვს სახელშეკრულებო ურთიერთობებთან, რადგან ა-სა და ბ-ს შორის არ არსებობდა ხელშეკრულება. თუმცა 317-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი,შედეგი – ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. კაზუსიდან ჩანს,რომ ბ-ს ნამდვილად მიადგა ზიანი , რაგდან ფეხი დაუზიანა და ეს იყო გამოწვეული ა-ს ქმედებით.ასევე, სახეზე გვაქვს მიზეზობრიობაც,რადგან სწორედ ა-ს ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია ზიანი. ამ ფაქტეზე დაყრდნობით შეგიძლია ვთქვათ, რომ ბ-ს შეუძლია მოითხოვოს სხეულის დაზიანების ხარჯი ა-სგან.მას ასევე 413 მუხლით შუძლია არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც,რადგან სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

vefxo321's picture
vefxo321 (nika321)
სხვა
Registration Date: 2023/02/18
Last visit: 2023/02/18 15:11:34
Contact - All comments

კაზუსი 3:
17 წ ა მიქრის დაღმართზე ველოსიპედით,უყურადღებობობის გამო ავარდება ტროტუარზე და შეეჯახება ბ-ს ,რომელიც წაიქცევა და ფეხს მოიტეხს,ბ-ს უიღბლობა ამით არ მთავრდება,მას შემდეგ რაც ბ-ს მეუღლე,რომელიც ისედაც ქრონიკული დეპრესიისაგან იტანჯება,ქმრის დაზიანევბის შესახებ შეიტყობს და ჩავარდება ღრმა დეპრესიაში,დესჩემდება უმიზეზო სიცილისა და ტირილის შემოტევები, ასევე მარცხენა ხელის კანკალი და მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა მხოლოდ ხანგრძლივი მკურნალობითაა შესაძლებელი.ბ სთხოვს ა-ს სხეულის დაზიანების ხარჯს და ასევე მისი მეუღლის მკურნალობის ხარჯს. შეეფასეთ ქმედების მიზეზ შედეგობრიობა,მართლწინააღმდეგობა,ბრალი და ზიანის ანაზღაურების ფარგლები.

ბ-ს შეიძლება ჰქონდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ა-სგან 992-ე მუხლის საფუძველზე. თავიდანვე უნდა ითქვას რომ აქ საქმე არ გვაქვს სახელშეკრულებო ურთიერთობებთან, რადგან ა-სა და ბ-ს შორის არ არსებობდა ხელშეკრულება. მაგრამ 317-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს დელიქტთან- დარღვევასთან რომელიც დაკავშირებულია არა ხელშკერულების დარღვევასთან, არამედ ზიანის მიყენებასთან. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მსგავსი ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას, კერძოდ პირი , რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს აიზნს, ვალდბეულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი – ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თავიდან ვარკვევთ დადგა თუ არა ზიანი. ბ-ს ნამდვილად მიადგა ზიანი , რაგდან მოტეხა ხელ-ფეხი და ეს იყო გამოწვეული ა-ს ქმედებით. მისი ბრალი იკვეთება. რაც შეეხება მიზეზობრივ კავშირს, სახეზე გვაქვს ესეც, რადგან რადგან სწორედ პირის ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია ზიანი. სწორედ მოცმეულ ფაქტეზე დაყრდნობით შეგიძლია გამოვიტანოთ დასკვნა რომ ბ-ს შეუძლია მოითხოვოს სხეულის დაზიანების ხარჯი ა-სგან. თუმცა რაც შეეხება მისი მეუღლის მკურნალობიოს ხარჯებს, აქ ვფიქრობ ეს ხარჯები არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ჩვენ ვიცით რომ ზიანის მიყენებისათვის პირს დაეკისრება სამოქალაქოსამრთლებრივი პასუხისმგებლობა თუ სახეზეა ზიანი, ქმედების მართლწინააღმდეგობა, ამ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი, და ბრალის კუმულაციურად არსებობდა. ამ შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირი არ იკვეთება. შესაბამისად, ამ ნაწილში მოპასუხეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. აქ მთაავრი არის ის რომ მეუღლის ჯანმრთელობის დზიანება არ გამოუწვევია ა-ს უშუალო მოქმედებას., ჩვენ კი ვიცით რომ ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი რომელიც მისი გამომწვევი ქმედბეის უშუალო და პირდაპირი შედეგია. ამიტომ , დასკვნის სახით რორმ ვთქვათ, ა-ს დაეკისრება ზიანის ანაზღაურბეის ვალდბეულება თუმცა მხოლოდ ბ-სთვის მიყენებული ზიანისათვის. აქ ასევე გასათვალსიწინებელია ის რომ მოპასუხე არის 17 წლის . მიუხედავად იმისა რომ არარულწლოვანია მას ეკისრება პასუხისმგებლობა - ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი, პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის,რომელიც მან სხვას მიაყენა. თუმცა აქ უნდა ითქვას რომ თუ პირს არა აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, დამატებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის წარმომადგენლებსაც.

vefxo321's picture
vefxo321 (nika321)
სხვა
Registration Date: 2023/02/18
Last visit: 2023/02/18 15:11:34
Contact - All comments

კაზუსი 4:
ა,რომელსაც გაუფუჭდა ბაბუის ნაჩუქარი საათი,მიუტანს ამ საათს ხელოსანს ბ-ს. ბ გააკეთებს თუმცა დაბრუნებამდე ორი დღით ადრე ათხოვებს მასს ძმისშვილს გ-ს ერთი დღით,რომელიც გადაწყვეტს საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთოს და მიყიდის ამ საათს (რომლის რეალური ღირებულებაა 100 ლარი) 300 ლარად თენგიზს.
ა-ს აინტერესებს აქვს თუ აარა გ-ს გან 300 ლარის მოთხოვნის უფლება.

ა-ს შეიძლება ჰქონდეს გ-ს მიმართ 300ლარის მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ანუ პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.კაზუსიდან გამომდინარე სახეზე ნამდვილად გვაქვს განკარგვა,რადგან გ-მ,რომელიც სრ იყო ნივთის მესაკუთრე გარიგება დადო თენგიზთან. ამასთან 982(1)მიხ განკარგვა უნდა მოხდეს მესაკუთრის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფით,შესაბამისად განკარგვა მაშინ იქნებოდა ნამდვილი თუ თენგიზი კეთილსინდისიერად მიიღებდა ნივთს.თენგიზი კი კეთილსინდისიერი შემძენია,რადგან მან არ იცოდა,რომ გ არ იყო გამსხვისებელი.შესაბამისად 982(1) და 985(1) მიხ პირს უნდა დაუბრუნდეს მოგება,რომელმაც გადააჭარბა ფასს. შესაბამისად ამ მუხლით გ-მ უნდა დაუბრუნოს ა-ს 300ლარი.

vefxo321's picture
vefxo321 (nika321)
სხვა
Registration Date: 2023/02/18
Last visit: 2023/02/18 15:11:34
Contact - All comments

კაზუსი 5:
კეთილი ტაქსისტი
ვინ - შ
ვისგან- მ-სგან
რას - გაწეული ხარჯების ანაზღაურებას
რის საფუძველზე - სსკ -969 , 973 , 970

შ-ს შესაძლოა მ-ს მიმართ ჰქონდეს გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 969 -ე ,973-ე და 970 -ე მუხლის 2 ნაწილის შესაბამისად.
პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად , 696 მუხლის მიხედვით საქმის შემსრულებელი უნდა მოქმედებდეს სხვისთვის , ანუ ის უნდა აცნობიერებდეს , იცოდეს და სურდეს იმოქმედოსს სხვა პირის ინტერესებში , ავტომანქანაში დაზარალებული პირის დახმარება , ექცევა დაზარალებული პირის უფლებებსა და ინტერესების სფეროში. მ-ს მანქანიდან გადმოყვანით დაწყებული და მისი საავადმყოფოში მიყვანით დამთავრებული საქმიანობა სრულად ექცეოდა მის ინტერესებში. დავალებისგარეშე სხვისი საქმეების შესრულების შემდეგ წინაპირობას წარმოადგენს სწორედ ამ დავალებისა ან სსხვა რაიმე სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა , მ-სა და შ-ს შორის დავალების ხელშეკრულება არ დადებულა .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის მიხედვით შ-მ შეიძლება მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება , ამ მუხლის მიხედვით შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული. ხარჯების ქვეშ იგულისხმება დავალებულის მიერ დავალების შესასრულებლად ნებაყოფლობით გაღებული ქონებრივი მსხვერპლი, რაც კაზუსიდან ჩანს რომ შ-მ მ-ს დასახმარებლად ნამდვილად გაიღო, და ეს წარმოადგენდა გადაყვანისას დახარჯული ბენზინი რაც მ-მ შ-ს უნდა აუნაზღაუროს. რაც შეეხება დახარჯული დროის ანაზღაურებას , გამომდინარე იქედან რომ შ - იყო ტაქსისტი და მისი მუშაობა დამოკიდებულია დროზე , ბენზინზე - მან გადაყვანისას დახარჯა დრო შესაბამისად უნდა მოხდეს დახარჯული დროის აზაზღაურებაც შესაბამისი ტარიფების მიხედვით.
რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოვალეობას სსკ-ის 970 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ საქმეების შესრულება მიმართულია იმ საფრთხის თავიდან აცილებისაკენ, რომელიც ემუქრება მეპატრონეს, შემსრულებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისათვის.

vefxo321's picture
vefxo321 (nika321)
სხვა
Registration Date: 2023/02/18
Last visit: 2023/02/18 15:11:34
Contact - All comments

6: მერაბი რომელიც ბოლო დროს მძიმე დეპრესიაშია..
მერაბი, რომელიც ბოლო დროს მძიმე დეპრესიაშია, ერთ დილითაც სამსახურში წასვლამდე, მიიყენებს ორ ცეცხლსასროლ ჭრილობას გულმკერდის არეში. მიუხედავად იმისა, რომ მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო არ არის, მკერდიდან ძლიერი სისხლდენა შესაბამისი დახმარების აღმოჩენის გარეშე მერაბს მალევე მოუღებს ბოლოს. საბედნიეროდ მეზობელი შერმადინი პირველივე გასროლისთანავე მიაშურებს მერაბის ბინისაკენ, შეამტვრევს კარებს და გაიხევს შარვალს. შემდეგ ის გონდაკარგულ მერაბს საკუთარი პერანგით შეუხვევს ჭრილობებს და გამოიძახებს სასწრაფოს, რომელსაც თან გაჰყვება. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ასევე შერმადინი დაიყოლიებს ექიმ უშანგის ოპერაციის გაკეთებაზე, რომლის გარეშეც მერაბის გადარჩენა შეუძლებელია. თუმცა მერაბის გადარჩენა არც ოპერაციის მეშვეობით მოხერხდება. მერაბი არ იყო დაზღვეული, ამიტომაც უშანგიმ ვერც ჰონორარი მიიღო და წამლების ხარჯების დაფარვაც საკუთარი ჯიბიდან მოუხდა. ის ითხოვს მათ ანაზღაურებას. შერმადინი თავის მხრივ ითხოვს მერაბის თანამშრომლისა და ერთადერთი ანდერძისმიერი მემკვიდრის გიზოსგან გახეული შარვლის, პერანგისა და ასევე დაკარგული დროის ანაზღაურებას. შეაფასეთ შერმადინის და უშანგის მოთხოვნათა სამართლებრივი საფუძველი და გადაწყვიტეთ დავა.
ვინ- უშანგი და შერმადინი
ვისგან-მერაბის თანამშრომლისა და ერთადერთი ანდერძისმიერი მემკვიდრის გიზოსგან.
რას- უშანგი - ჰონორარს და წამლების ხარჯებს, შერმადინი - გახეული შარვლის, პერანგისა და ასევე დაკარგული დროის ანაზღაურებას.
რის საფუძველზე- სახეზე გვაქვს სხვისი საქმეთა დავალების გარეშე შესრულება.
განვიხილოთ შერმადინის მოთხოვნები:
შერმად შესაძლოა მემკვიდრეებისაგან ჰქონდეს გახეული შარვლის, პერანგისა და ასევე დაკარგული დროის ანაზღაურებას მოთხოვნის უფლება 970(2), 973 მიხ.რადგან მან შეასრულა სხვისი საქმე დავალების გარეშე. თუმცაღა უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ გახეული შარვლისა და პერანგის ზიანი 973 მიხ,ხოლო დრო ვერ აუნაზღაურდება,რადგან მისთვის ეს ჩვეულებრივი დღის ნაწილი იყო და ამით მას დრო არ მოუკვლია თავისი სამსახურისათვის.

უშანგის მოთხოვნები:
უ-ს შესაძლოა ჰქონდეს გ-ს და მემკვიდრეების მიმართ ჰონორარისა და წამლების ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა 411 მუხ,რადგან მან ვერ მიიღო კუთვნილი შემოსავალი. თუმცაღა უნდა აღინიშნოს,რომ ექიმსა და შერმადინს შორის არანამდვილი ხელშ იყო სახეზე.

vefxo321's picture
vefxo321 (nika321)
სხვა
Registration Date: 2023/02/18
Last visit: 2023/02/18 15:11:34
Contact - All comments

კაზუსი 7 :
ბეებიის ვაზა
ა-ს შეიძლება ჰქონდეს ბ-საგან კუთვნილი ვაზის დაბრუნების ვინდიკაციური მოთხოვნა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.ამისათვის აუცილებელია რომ ა იყოს ნივთის მესაკუთრ ე, ხოლო ბ ნივთის მფლობელი მფლობელობის უფლების გარეშე .თავდაპირველად ნივთის მესაკუთრე იყო ა თუმცა მას შესაძლებელია დაეკარგა ეს საკუთრება ბ-სათვის გადაცემის გზით .
ა-ს შეიძლება ჰქონდეს ბ-საგან შესრულების კონდიქციით ნივთის გამოთხოვის უფლება. ამისათვის აუცილებელია ბ-ს მოეპოვებინა რაიმე , ა-ს შესრულებით , სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. რაიმეს მოპოვება მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ბ-მ გადაცემის შედეგად მოიპოვა მფლობელობა ვაზაზე .
მოცემულ შემთხვევაში მფლობელობისაგან გადაცემა მოხდა ჩუქების ხელშეკრულების შესრულების მიზნით .ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენდა სამართლებრივ საფუძველს ბ-ს მიერ მიღებულის შენარჩუნებისათვის და ის იყო არანამდვილი - ა იმყოფებოდა ცნობიერების ( დროებითი ) დაკარგვის მდგომარეობაში, შესაბამისად მისი ნების გამოხატვა ბათილი იყო სსკ-ის 58-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დრო

vefxo321's picture
vefxo321 (nika321)
სხვა
Registration Date: 2023/02/18
Last visit: 2023/02/18 15:11:34
Contact - All comments

კაზუსი 8: ძრავაგამოცლილი მოპედი
ა-ს შეიძლება ჰქონდეს მოთხოვნა გ-ს მიმართ მოპედის დაბრუნებასტან დაკავშირებით სსკ-ის 982-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამიისად.პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.ამისათვის აუცილებელია , რომ გ-ს მოეპოვებინა რაიმე ხელყოფით ა-ს ხარჯზე . საკითხავია ბ-სა და გ-ს შორის არსებული შესრულების ურთიერთობა გამორიცხავს თუ არა გ-ს მიერ მოპედზე მფლობელობის ხელყოფით მოპოვებას . სსკ-იის 984 -ე მუხლის 2 ნნაწილის არ ითვალისწინებს ხელმყოფისთვის ნივთზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.ხელმყოფი პირის მიერ გამოყენებული სიკეთის მიმართ გაწეული ხარჯები არ ამცირებს მისი გამდიდრების ოდენობას.თითოეულმა მხარემ უნდა წარუდგინოს შესაგებელი უშუალოდ თავის კონტრაჰენტს და არა მესამე პირს .სსკ-ის 980-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად.
თითოეულმა მხარემ უნდა ატაროს მხოლლოდ მისი კონტრაჰენტის გაკოტრების რისკი.რაც იმას ნიშნავს რომ თუ ა შეეცდებოდა უკან მოეთხოვა მოპედი გსგან მაშინ ის ატარებდა გს გადახდისუუნარობის რისკს ,რომელიც მან არ უნდა ატაროს რადგან გ მას არ აურჩევია თავის კონტრაჰენტად.

gio123@'s picture
gio123@ (gio123@)
სხვა
Registration Date: 2023/02/19
Last visit: 2023/03/02 17:49:29
Contact - All comments

1)ა-მ გადაწყვიტა მეზობლის ბ-ს მანქანის დაწვა,ვინაიდან შურისძიება სურდა , ის მიიპარა ბ-ს ჭიშკართან დაყენებულ მაქანასთან და მართლაც წაუკიდა ცეცხლი ,მანქანა დაიწვა. მოგვიანებით გაირკვა რომ ეს ბ-ს კიარა მისი სტუმრის გ-ს მანქანა ყოფილა და ა-ს შეცდომა დაუშვია . დაეკისრება თუ არა ა-ს სსკის 187 მუხლის 2-ე ნაწილით გ-ს მანქანასთან მიმართებაში.))))))))))))))))))))))))
ჰიპოთეზა: ა- შესაძლოა დაისსაჯოს სსკის 187 მუხლის 2-ე ნაწილით გათვალისწინებული დაანაშაულისთვის,რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ცეცხლის წაკიდებით
ქმედები შემადგენლობა : ქმედების შემადგენლობის ობიექტური მხარე
სუბიექტი : ფიზიკური პირი ა
ობიექტი:გ-ს მანქანა
ქმედება გამოიხატება მოქმედებაში , კერძოდ ა-ს მიერ გ0ს მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებაში
შედეგი დამდგარია გ-ს მანქნა დაიწვა
მიზეზობრივი კავშირი : 8-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ა-ს რომ არ წაეკიდებინა ცეცხლი გ-ს მანქანა არ დაიწვებოდა ასე რომ ა-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან ობიექტური შერაცხვა: პირს ობიექტურად შეერაცხება ქმედება თუ ის შექმნის სამართლებრივად გასაკიცხ რელევანტურ საფრთხეს ამ შემთხვევაში ა-მ შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი საქმე
გ-ს მანქანა დაიწვა
ქმედების შემადგენლობის სუბიექტური მხარე : ქმედების შემადგენლობის სუბუექტური მხარის ელემენტებია განზრახვა და სურვილი ა-ს ამ შემთხვევაში განძრახვა და სურვილი ქონდა ბ-ს მანქანის მიმართ დაწვის და არა გ-ს მანქანის დაწვის სურვილი . ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა . მართლსაწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები არ გავქვს . ა-ს ქმედება ბრალეულია რადგან გ-ს მანქანას ცეცხლი წაუკიდა და დაწვა
დასკვნა : ა დაისკება სსკის „187 მუხლის 2-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის
სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ცეცხლის წაკიდებით.