Comments

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

ნების გამოვლენა უნდა წარმოადგენსდეს დასახული სამართლებრივი შედეგის წარმოშობის უშუალო საფუძველს.

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

ნების გამოვლენა რომლის საფუძველზეც პირი ახდენს სამართლებრივ თვითბოჭვას უნდა იყოს ნამდვილი. ნების ნამდვილობა ნიშნავს მის ვარგისიანობას სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლის შეწყვეტის ან წარმოშობისათვის. ნების გამოვლენის ვარგისიანობის საკითხებს კანონი აწესრიგებს. მაგ: ფორმა, მართლწ. ზემოქმედება..

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

საჯარო წესრიგის ცნებაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტალური პრინციპები, როგორიცააა ხელშეკრულების თავისუფლება, საზოგადოების თავისუფალ წევრად ყოფნის უფლება და ა.შ. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არამხოლოდ კონკრეტული პირის სობიექტური უფლებები, არამედ იგი ვნებას აყნებს საჯარო ინტერესს.

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

საჯარო წესრიგის დარღვევა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სამართლებრივ ფასეულობათა უარყოფაში.

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

საფუძველში შეცდომა ისევე როგორც შინაარსში შეცდომა შეცილების საფუძველს იძლება მაშინ როდესაც ეს შეცდომა როგორც სუბიექტურად ისე ობიექტურად მნიშვნელოვანია.

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

საფუძლევლში შეცდომა: ა) საფუძველში შეცდომა გულისხმობს განსაზღვრულ გარემოებებში შეცდომას, ბ) ეს გარემოებები წარმოადგენენ სუბიექტურად აუცილებელ ელემენტებს და მას ხელშეკრულების საფუძვლად მიიჩნებს ცდომილებაში მყოფი პირი, გ)კეთილსინდისიერების პოზიციიდან გამომდინარე ობიექტური თვალსაზრისითაც ეს გარემოებები ხელშეკრულების საფუძვლად მიიჩნევა დ) საჭიროა ხელშეკრულების მეორე მხარე აცნობიერებდეს გარემოებების იმ მნიშვნელობას რასაც ანიჭებს მას ცდომილებაში მყოფი პირი.

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

მოტივში შეცდომის დროს ადგილი აქვს ნების ნაკლს ნების ფორმირებაში და არა მის გამოვლენაში. მოტივში შეცდომა მაშინ იწვევს გარეიგების ბათილობას, როდესაც მოტივი შეთანხმების საანს წარმოადგენდა. მხარემ ნების გამოვლენის დროს უნდა უნდა გაამახვილოს ყურადღება თავუს მოტივზე ან/და საგნის თვისებები იყოს ასეთი. კეთილსინდისიერეი ნების მიმღები უნდა აცნობიერებდეს მხარის მოტივს.

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

ამ მუხლის მეორე ნაწილი განამტკიცებს კერძო სამართლის ფუნდამენტალურ პრინციპს-მხარეთა კერძო ავტონომიას. კერძო ავტონომია ეწოდება პირთათვის მინიჭებულ შესაძლებლობას ერთმანეთს შორის ურთიერთობა მოაქესრიგონ გარიგების, განსაკუთრებით ხელშეკრულების მეშვეობით. ეს პრინციპი მოიცავს აგრეთვე მხარეთა თვითპასუხისმგებლობას.

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

შეცვლილი გარემოება იმდენად ართულებს შესრულებას ერთ-ერთი მხარისათვის, რომ ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასითებელ სიკეთეთა სამართლიანი (ექვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს. აღნიშნული კი შეიძლება განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირეულების გაზრდით ისე შემცირებით.

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

1. უნდა შეიცვალოს ის გარემოებები რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა. 2. გარემოებები უნდა შეიცვალოს ხელშეკრულების დადების შემდეგ. 3. თავიდანვე, რომ ასეთი გარემებები ყოფილიყო მხარეები არ დადებდნენ ხელშეკრულებას, ან დადებდნენ შევლილი პირობებით.

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ ფსიქოლიგიურ ტანჯვას რასაც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე განიცდის ამა თუ იმ სიკეთის უმეტესწინად არამატერიალური სიკეთის ხელყოფის შედეგად.

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ სოციალურ ამოცანებთან მიმართებაში რომლის განხორციელებასაც პასუხისმგებლობის ეს სახე ისახავს მიზნად.

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

413 მუხლით მორალური ზიანის ანაზღაურების უნდა განხორციელდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფით გამოწვეული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება (მაგ: საქმიანი რეპუტაციის შელახვა) ხორციელდება საერთო საფუძვლებით. 992 და 993 მუხლებით.

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

სამედიცინო დაწესებულებას
ზიანის ანაზღაურება დაეკისრება საერთო საფუძვლებით.

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

ქმედება მართლსაწინააღმდეგოა, თუ ირღვევა პირზედ დაკისრებული ვალდებულება. სახელშეკრულებო ურთიერთობებში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა პირის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევა, მიუხედავად იმისა ბრალეულად არღვევს პირი ვალდებულებას, თუ ბრალის გარეშე მხოლოდ დარღვევის ფაქტი საკმარისია იმისათვის, რომ ქმედება ან უმოქმედობა მივიჩნიოთ მართლსაწინააღმდეგოდ. არასახელშეკრულებო ვალდებულებებში მართლსაწინააღმდეგობა უკავშირდება სამართლის ნორმის დარღვევას, მაგრამ ხშირად მართლსაწინააღმდეგობის ცნება უფრო ფართოდ განიმარტება ვიდრე ეს სამართლის ნორმის დარღვევა და მოიცავს შემთხვევას, როდესაც პირის მოქმედებით ან უმუქმედობით ირღვევა საზოგადოებრივი მართლწესრიგი.
სახელშეკრულო ვალდებუებებში მართლსაწინააღმდეგო ქმედებით პირის რელატიური უფლებების დარღვევა ხდება ხოლო არასახელშეკრულებო ურთიერთობებში ირღვევა პირის აბსოლუტური უფლება.

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ ფასდება დაზარალებულის ქონებრივი მდგომარეობა ზიანის გამომწვევ მოქმედებამდე და ზიანის გამომწვევი მოქმედების შემდეგ. თუ ადგილი აქვს ქონების კლებას, ადგილი აქვს ზიანსაც.

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

არსებობს მიზეზობრივი კავშირის მრავალი თეორია. სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლით, ‘’წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.’’ ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ‘’ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.’’
მაშასადამე, აშკარაა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალი დაფუძნებულია უშუალო მიზეზობრივი კავშირის თეორიაზე. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისთვის, როცა მისი ქმედება უშუალო კავშირშია დამდგარ შედეგთან ე.ი. ზიანთან. რომ არა ზიანის გამომწვევი მოქმედება ზაინი არ დადგებოდა, იმ ფორმით, იმ ადგილასა და იმ დროს როგორც იგი დადგა.

socrates's picture
socrates (ბექა ერაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2015/11/30 08:55:51
Contact - All comments

თანამედროვე პოზიტიური სამართალი არ იცნობს ბრალის ცენბას. ბრალის ცნებას განსაზღვრავს დოქტრინა. ბრალის დოქტრინისეული ცნებიდან იკვეთება, რომ ის მოიცავს მართლწინააღმდეგობასა და მის შეცნობას. ბრალეულად მოქმედ პირს გააზრებული აქვს, რომ მისი მოქმედებით ილაზება სხვისი უფლებები და ხელყოფას არ გააჩნია კანონიერი საფუძველი.
სამოქალაქო სამართალში ბრალის ფორმებია განზრახვა და გაუფრთხილებლობა. განზრახვა არის მართლსაწინააღმდეგო შედეგის ცოდნა და ამის სურვილი, ან სურვილის გარეშე. გაუფრთხილებლობად ითვლება, რომლითაც ირღვევა სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნები. გაუფრთხილებლობის ცნება არ არის დამოკიდებული ყურადღებიანობის იმ ხაარისხზე, რომელიც შეიძლება გამოიჩინოს ინდივიდუალურად ბრალეულმა პირმა. გაუფრთხილებლობა სამოქალაქო სამართალში განისაზღვრება მოთხოვნის ობიექტური მასშტაბებით, ე.ი. გამოიყენება მსგავს სიტუაციაში გონიერი და კეთილსინდისიერი ადამიანის მოქმედების პრეზუმფცია.
გაფრთხილება შეიძლება იყოს უხეში და მარტივი, მათ შორის განსხვავება, სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი ყურადღებიანობის დარღვევის ხარისხში ვლინდება.

goga1995's picture
goga1995 ( გოგა შერმაზანაშვილი)
სხვა
Registration Date: 2015/10/01
Last visit: 2024/05/16 15:30:51
Contact - All comments

;-)

d.kldiashvili's picture
d.kldiashvili (დავით კლდიაშვილი)
სხვა
Registration Date: 2011/01/26
Last visit: 2024/11/26 23:07:34
Contact - All comments

რატომ არის დაკონკრეტებული ნივთი ? ხომ შესაძლებელია რომ უპირატესი შესყიდვის უფლების საგანი იყოს მაგალითად წილ ?

სტუდენტი's picture
სტუდენტი (ამირანი ხინიკაძე-ქადიეშვილი)
სხვა
Registration Date: 2015/02/03
Last visit: 2018/12/24 19:18:13
Contact - All comments

მიმაჩნია, რომ მოწმედ ასევე არ შეიძლება იყოს ისეთი პირები რომლებიც სასამართლომ შეზღუდულ ქემდუნარიანად ცნო, ამიტომ კანონში ეს ცვლილებაც უნდა შევიდეს.

დავით მაისურაძე's picture
დავით მაისურაძე (დავით მაისურაძე)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2015/11/11
Last visit: 2016/06/21 17:24:17
Contact - All comments

არასწორია ზოგიერთი ავტორის მითითება, რომ ანალოგია შეიძლება კანონით იყოს გათვალისწინებული და ამის სამაგალითოდ 523-ე მუხლის მოჰყავთ, რომლის მიხედვითაც „გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის ხელშეკრულების წესები“ (იხ. მაგ. ჯორბენაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი პირველი, მუხლი 5, გვ. 34-35). ამის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ „კანონისმიერი ანალოგიის“ ასეთი გააზრება პრინციპულად ეწინააღმდეგება თავად ანალოგიის არსს, რომელიც მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნას გამოყენებული, როცა კანონი პირდაპირ არ უთითებს ამ ურთიერთობის მოწესრიგების წესზე. 523-ე და სხვა მსგავსი მუხლები პირდაპირ განსაზღვრავენ მოცემული ურთიერთობის მოწესრიგების წესს და ამდენად არაფერი აქვთ საერთო კანონის ანდა სამართლის ანალოგიასთან.

gvanc1's picture
gvanc1 (გვანცა კალანდაძე)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2016/07/12
Last visit: 2016/07/13 11:39:43
Contact - All comments

ამ მუხლში მითითებული სსკ 1191_ე და 1192_ე მუხლები კოდექსიდან ამოღებულია

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
Registration Date: 2011/07/24
Last visit: 2018/09/07 19:54:27
Contact - All comments

"ყველაფერი ნებადართულია რაც აკრძალული არ არის" - მეორე ნაწილის მოკლე შინაარსი.

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
Registration Date: 2011/07/24
Last visit: 2018/09/07 19:54:27
Contact - All comments

gigibreg
კეთილსინდისიერ შემძენ პირს არა აქვს დაბრუნების ვალდებულება.

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
Registration Date: 2011/07/24
Last visit: 2018/09/07 19:54:27
Contact - All comments

ეგ ხომ თავისთავად იგულისხმება. სასამართლო გადაწყვეტილება რომ სავალდებულოა შესასრულებლად, მაგას რათ უნდა დამატებით ამ მუხლში აღნიშვნა ?

iosebchonkadze's picture
iosebchonkadze (იოსებ ჭონქაძე)
სხვა
Registration Date: 2015/01/30
Last visit: 2024/12/01 22:17:34
Contact - All comments
გურამი1987's picture
გურამი1987 (გურამი კაკაურიძე)
სხვა
Registration Date: 2017/02/09
Last visit: 2017/02/09 18:43:21
Contact - All comments

სადაზღვევო ღირებულება რას ნიშნავს? ტერმინი თუ არის განმარტებული სადმე

ქართლი's picture
ქართლი (ნათია ევსტაფიშვილი)
სხვა
Registration Date: 2017/12/11
Last visit: 2019/12/17 12:37:22
Contact - All comments

მოგესალმებით,სკ 1343-ე მუხლში დაფიქსირებული ტერმინი ,,ინვალიდი" საჭიროებს შესწორებას!

makunebi's picture
makunebi (Maka Dolidze)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2017/12/20
Last visit: 2017/12/25 17:56:11
Contact - All comments
Hovik's picture
Hovik (ოგანეს ტოროსიან)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2016/04/03
Last visit: 2022/05/02 14:43:34
Contact - All comments

გურამი, სადაზღვევო ღირებულება არის დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ოდენობა, რომელიც მზღვეველმა უნდა გადაუხადოს დამზღვევს სადამზღვევო შემთხვევის დადგომისას.

ნიკა ლომსაძე's picture
ნიკა ლომსაძე (ნიკა)
სხვა
Registration Date: 2018/06/16
Last visit: 2019/03/26 14:03:02
Contact - All comments
iosebi's picture
iosebi (iosebi)
სხვა
Registration Date: 2011/09/18
Last visit: 2019/06/19 14:29:32
Contact - All comments

უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული მუხლის გამოყენებით, უშუალო მოვალესა და ბანკს შორის ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე საქმეში ჩათრეული ხდება მესამე პირი - მესაკუთრე, როგორც თავდები/ან სოლიდარული მოვალე და შემდეგ სასამართლოს მეშვეობით სწორედ მესაკუთრის ქონების დატაცებასა აქვს ადგილი. ამდენად კრედიტორი, სანამ არ ამოწურავს უშუალო მოვალის ფინანსურ და მატერიალურ შესაძლებლობებს არც უნდა გაეკაროს მესამე პირის ვალდებულბას.

macne's picture
macne (macne)
სხვა
Registration Date: 2011/01/25
Last visit: 2024/11/29 16:41:33
Contact - All comments

I. ზოგადი დებულებანი
1. ნორმის მიზანი და ფუნქცია
1
სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლი ზოგადად განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსით მოსაწესრიგებელი ურთიერთობების სფეროს და ასრულებს საორიენტაციო ფუნქციას. მართალია, მასში ჩამოთვლილი ურთიერთობები არ არის ამომწურავი, მაგრამ შეიცავს საჯარო სამართლისაგან კერძო სამართლის განმასხვავებელის თითქმის ყველა კრიტერიუმს და ნორმატიულად განამტკიცებს იმ დებულებას, რომ სამოქალაქო სამართალი კერძო სამართალია. პირველი მუხლის მიერ შესრულებული ფუნქცია „სპეციფიკურია“, რადგან „იგი უშუალოდ ემსახურება კოდექსის ტექსტის ორგანიზაციის ამოცანას“ და იურიდიული ძალის მქონეა სამოქალაქო სამართლის ნორმების განმარტებისას.1
2
საქართველოს სამოქალაქო კოდექსს არა აქვს პრეამბულა. ამით ის განსხვავდება ზოგიერთი სხვა ქვეყნის სამოქალაქო კოდექსებისაგან.2 ამ თვალსაზრისით პირველი მუხლი ასრულებს პრეამბულის ფუნქციასაც.
3
კოდექსის მოქმედების სფეროს განსაზღვრის გარდა, პირველი მუხლი შეიცავს სამოქალაქო სამართლის ლეგალური დეფინიციის მცდელობასაც, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალი „აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს“.
2. კერძო და საჯარო სამართალი
4
სამოქალაქო კოდექსმა საქართველოში ნორმატიულად პირველად განამტკიცა „ნაციონალური სამართლის სისტემის დანაწევრება კერძო და საჯარო სამართლის სფეროებად“.3 ამით კოდექსმა საკანონმდებლო დონეზე აღიარა კონტინენტური ევროპის სამართლისადმი ქართული სამართლის კუთვნილების ფაქტი.4
5
კერძო სამართალი არის სამართლის სისტემის ნაწილი, რომელიც აწესრიგებს კერძო პირთა შორის თანასწორუფლებიანობის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებს, რომელთაც საფუძვლად უდევს პირთა ნების გამოვლენის თავისუფლება და სხვა პირებთან ურთიერთობის დამყარების სურვილი - კერძო ავტონომია.5 კერძო ავტონომია საკუთრების უფლებასთან ერთად შეადგენს კერძო სამართლის ფუნდამენტს.6 კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მაგალითებია: ნასყიდობა, ჩუქება, ქირავნობა, იჯარა, დაქორწინება, ანდერძი და ა.შ.
6
საჯარო სამართალი აწესრიგებს სახელმწიფოს მიერ საჯარო უფლებამოსილებათა განხორციელებისას პირთა სუბორდინაციული დაქვემდებარების ნიადაგზე წარმოშობილ ურთიერთობებს, რომელთა ინიცირება ხდება არა კერძო ავტონომიის, არამედ სახელმწიფოს ან მისი ორგანოების ნების საფუძველზე.
საჯარო სამართალი განსაზღვრავს სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოსა და მისი ორგანოების მონაწილეობის წინაპირობებსა და წესებს, რომელთა შესაბამისად სახელმწიფო არღასრულებს კონსტიტუციითა და საჯარო სამართლის სხვა კანონებით დაკისრებულ ფუნქციებს. ამ გაგებით საჯარო სამართალი წარმოადგენს სახელმწიფოსთვის შექმნილ სპეციალურ სამართალს.7

კერძო სამართლისაგან განსხვავებით, რომელშიც პირები გადაწყვეტილებებს კერძო ავტონომიის საფუძველზე იღებენ, საჯარო სამართალში მისაღები გადაწყვეტილებების უმეტესობა კანონით არის დაწვრილებით დადგენილი: სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს თავისი ძალაუფლების შეუზღუდავად გამოყენების შესაძლებლობა.8

საჯაროსამართლებრივი ურთიერთობების მაგალითებია: სამშენებლო ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემა, პოლიციური ფუნქციების შესრულება, სამართალდარღვევების აღკვეთა, გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირება და ა.შ.

3. სამოქალაქო კოდექსის რეგულირების საგანი
7
პირველი მუხლი განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის, როგორც კერძო სამართლის კანონის, გამოყენების სფეროს და ადგენს სამოქალაქო კოდექსით მოსაწესრიგებელი ურთიერთობების კრიტერიუმებს.
ა. პირთა თანასწორობა
8
პირთა თანასწორობა ნიშნავს ნების თავისუფალი გამოვლენისა და ურთიერთობის თავისუფლად დამყარებისა თუ კონტრაგენტის არჩევის შესაძლებლობას, ურთიერთობის მონაწილეთა მიერ “ინიციატივის გამოჩენას, გარეშე პირთა ჩაურევლობას“.9 ერთი პირის ბრძანების ან მისი დიქტატის საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობა, მაგალითად, პოლიციელის მიერ ჯარიმის დაკისრება, არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მოწესრიგების საგანს.
პირთა თანასწორობა არ გამორიცხავს კერძო სამართალში სუბორდინაციულ ურთიერთობებს, ე.ი. ხელისუფლებასა და დაქვემდებარებაზე დამყარებული ურთიერთობების არსებობას, მაგალითად, ურთიერთობანი სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებსა და მართვის ორგანოებს ანდა მშობლებსა და შვილებს შორის და ა.შ.

პირთა თანასწორობა არსებითად კერძო ავტონომიის სინონიმია და ნიშნავს ნების თავისუფლად, სხვისი იძულების გარეშე, გამოხატვის უნარს.10

ბ. კერძო ხასიათის ურთიერთობები
9
სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს მხოლოდ კერძო პირებს, ინდივიდებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა ეს ურთიერთობები სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, მაგალითად, მშობლების მოვალეობა იზრუნონ შვილებზე და ა.შ. ამ გაგებით სამოქალაქო სამართალი ყოველდღიურობის მომწესრიგებელ ურთიერთობებს, ყველასა და თითოეულს ეხება.11
კერძო პირად მიიჩნევა ურთიერთობის მონაწილე ყველა სუბიექტი, რომელიც თანასწორობის საფუძველზე და არასაჯარო ფუნქციის შესასრულებლად იყენებს სამოქალაქოსამართლებრივ კონსტრუქციებსა თუ ინსტიტუტებს, მაგალითად, ნასყიდობის ან ნარდობის ხელშეკრულებებს. ამ პირების დეფინიციას შეიცავს 8 I მუხლი.

სახელმწიფოს ან საჯარო სამართლის სხვა იურიდიული პირების მონაწილეობა ურთიერთობაში ავტომატურად არ იწვევს ამ ურთიერთობის გადაქცევას საჯაროსამართლებრივ ურთიერთობად, თუკი სახელმწიფო მათში არ აღასრულებს საჯარო ფუნქციებს, მაგალითად, არ ახორციელებს გადასახადების აკრეფას.

გ. ქონებრივი ურთიერთობები
10
სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული ურთიერთობების უმეტესობა ქონებრივი ხასიათისაა და ისინი წარმოიშობა ქონებრივ სიკეთეებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, ქონებრივი სიკეთე მატერიალურია თუ არამატერიალური (7, 147). საჯარო სამართალში წარმოშობილი ქონებრივი ურთიერთობები არ წესრიგდება სამოქალაქო კოდექსით, ვინაიდან ისინი არ არიან კერძო ხასიათის და მათ საფუძვლად არ უდევთ პირთა თანასწორუფლებიანობა, მაგალითად, სახელმწიფოს საბიუჯეტო ურთიერთობები.
11
სახელმწიფოს მონაწილეობა ქონებრივ ურთიერთობებში არ იწვევს ამ ურთიერთობების გადაქცევას საჯაროსამართლებრივ ქონებრივ ურთიერთობებად, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ მაღაზიაში სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით. სახელმწიფოს მიერ ავტომანქანის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი წარმოადგენს საჯაროსამართლებრივ ურთიერთობას და მასზე სამოქალაქო კოდექსი არ ვრცელდება.12
12
ქონებრივი ურთიერთობების კვალიფიკაციის პრობლემა წარმოიშობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შემთხვევაშიც. გადაწყვეტილება პრივატიზაციის შესახებ და ამ გადაწყვეტილების პროცედურა წარმოადგენს საჯარო სამართალს, ხოლო სახელმწიფო ქონების მიყიდვა შემძენზე ფორმდება კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებით. პრივატიზაციის ხელშეკრულების შეფასებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო თავის ადრეულ სასამართლო გადაწყვეტილებებში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ“ პუნქტზე დაყრდნობით თვლიდა, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ გარიგებას და დავა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას უნდა განეხილა.13
დ. საოჯახო ურთიერთობები
13
სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს საოჯახო ურთიერთობებსაც. თავისი ბუნებით საოჯახო ურთიერთობები შეიძლება იყოს პირადიც და ქონებრივიც.14 მაგრამ პირველ მუხლში საოჯახო ურთიერთობების ცალკე გამოყოფით სამოქალაქო კოდექსი გაემიჯნა 70 წლიან საბჭოთა ტრადიციას, რომლის მიხედვითაც საოჯახო სამართალი ცალკე იყო მოწესრიგებული საქორწინო და საოჯახო სამართლის კოდექსებში. მრავალი პოსტსაბჭოთა ქვეყანა დღემდე ამ ტრადიციის ერთგული დარჩა.15
ე. პირადი ურთიერთობები
14
პირადი ურთიერთობებით სრულდება სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული ურთიერთობების საორიენტაციო ჩამონათვალი. მათში იგულისხმება სახელის, პატივისა და ღირსების, საკუთარის გამოსახულების, საქმიანი რეპუტაციის და ა.შ. დაცვა.
პირად ურთიერთობებს გამნეკუთვნება ავტორობის უფლებიდან წარმოშობილი ურთიერთობებიც.

ლიტერატურაში არის მოსაზრება “პირადი უფლებების“ “პიროვნული უფლებებით“ შეცვლის თაობაზე. ვიდრე სამოქალაქო კოდექსი იყენებს ტერმინს “პირადი უფლებები“, მიზანშეწონილია ამ ტერმინით სარგებლობა.16

4. კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნა
15
სამართლის სისტემის დაყოფა კერძო და საჯარო სამართლად სამართლის მეცნიერების ერთ-ერთი უძველესი თემაა და მას მრავალი თეორია მიეძღვნა, რომელთაგან აღსანიშნავია ინტერესების, სუბორდინაციის, სუბიექტის და სპეციალური სამართლის თეორიები.17
16
თეორიულის გარდა საყურადღებოა გამიჯვნის პრაქტიკული მნიშვნელობა, რომელთაგან აღსანიშნავია ორი საკითხი: პირველი, რომელი ნორმა უნდა იქნეს შერჩეული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად კონკრეტულ შემთხვევაში და, მეორე, რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს მოცემული დავა - სამოქალაქომ თუ ადმინისტრაციულმა.
17
სამართლის ნორმის შერჩევის საკითხი მნიშვნელოვანია როგორც კანონშემოქმედების, ისე სამართალგამოყენების დროს.
კანონშემოქმედების დროს კანონმდებელმა უნდა გადაწყვიტოს, მიზანშეწონილია ურთიერთობის მოწესრიგება სახელმწიფოს მონაწილეობით (საჯარო სამართალი), თუ საკმარისია თვით ამ ურთიერთობის მონაწილეთა ინიციატივა და აქტიურობა (კერძო სამართალი). მაგალითად, შრომითი ურთიერთობები შესაძლებელია მთლიანად კერძო სამართლით მოწესრიგდეს შრომის ხელშეკრულების საფუძველზე ანდა სახელმწიფომ საჯაროსამართლებრივად განსაზღვროს სამუშაოს მიმღებთა სამართლებრივი სტატუსი.

სამართალგამოყენების დროს მოსამართლის ამოცანაა შეარჩიოს დავის გადასაწყვეტად შესაბამისი ნორმა და გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, დავა საჯაროსამართლებრივია თუ კერძოსამართლებრივი, მაგალითად, თუ სახელმწიფოს ასპროცენტიანი მონაწილეობით შექმნილი სააქციო საზოგადოების ორგანოებმა მიიღეს გადაწყვეტილება მომსახურების ან პროდუქტის შესყიდვის შესახებ, გარიგების სამართლებრივი შეფასებისას გადასაწყვეტი იქნება საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს ეს შეფასება - მეწარმეთა შესახებ თუ სახელმწიფო შესყიდვების კანონების საფუძველზე.
18
კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნა პრობლემატურია განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც პარალელურად რამდენიმე საპროცესო სამართლის არსებობისას - სამოქალაქო და ადმინისტრაციული - წარმოიშობა. კერძოდ, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს მოცემული დავა.
წლების მანძილზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მისაჩნევად საკმარისად თვლიდა სახელმწიფოს ან მისი ორგანოების მონაწილეობას გარიგებაში, რაც იწვევდა სახელმწიფოს მონაწილეობით დადებული სამოქალაქო გარიგებების განხილვის აუცილებლობას ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ (სუბიექტის თეორია). 2005 წლის 25 ივნისს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ეს მიდგომა შეიცვალა: ამჯერად მნიშვნელოვანია ის, თუ რა უფლებამოსილებით მონაწილეობს სახელმწიფო ურთიერთობებში - თუკი საჯარო ფუნქციებს ახორციელებს, მაშინ დავა ადმინისტრაციულმა სასამართლომ უნდა განიხილოს, თუ არა - სამოქალაქო სასამართლომ (სპეციალური სამართლის თეორია). ამით განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა მიენიჭა არა ამ ურთიერთობის მონაწილეებს, მაგალითად სახელმწიფოს (სუბიექტის თეორია), არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას (სპეციალური სამართლის თეორიას).18

5. კერძო სამართლის სისტემა
19
კერძო სამართალი შედგება სამოქალაქო სამართლისა და კერძო სამართლის სხვა დარგებისაგან.
20
სამოქალაქო სამართალი, როგორც სამოქალაქო კოდექსისა და მის საფუძველზე წარმოშობილი სამოსამართლო სამართლის ნორმების ერთობლიობა, ზოგად კერძო სამართალს წარმოადგენს. ამ დებულებას აღიარებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.19 სამოქალაქო სამართალი კერძო სამართლის ბირთვია და განსაზღვრავს კერძო სამართლის ფუძემდებლურ დებულებებს, როგორიცაა პირები, გარიგებები, კერძო ავტონომია, ხელშეკრულების თავისუფლება, საკუთრების უფლება და ა.შ.
21
გარდა ზოგადი კერძო სამართლისა არსებობს ასევე კერძო სამართლის სპეციალური დარგები, რომლებიც კერძო სამართლის ცალკეულ კანონებში არის განმტკიცებული.20 ზოგად კერძო სამართლად სამოქალაქო სამართლის აღიარება ნიშნავს სამოქალაქო კოდექსში განმტკიცებული ნორმებისა და ინსტიტუტების გამოყენებას კერძო სამართლის სპეციალურ დარგებშიც. მაგალითად, გარიგებანი, ვადები და ხანდაზმულობა, იურიდიული პირები გამოიყენება საკორპორაციო სამართალშიც.21
22
კერძო სამართლის სპეციალურ დარგებს განეკუთვნება: მეწარმეთა, ინტელექტუალური საკუთრების, შრომის, საკორპორაციო, გაკოტრების და ა.შ. სამართალი.
საერთაშორისო კერძო სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობები ასევე კერძოსამართლებრივია და განეკუთვნება კერძო სამართალს.22 კერძო სამართლის სპეციალური დარგების ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი.

6. საჯარო სამართლის სისტემა
23
საჯარო სამართალს განეკუთვნება: კონსტიტუციური, სახელმწიფო, ადმინისტრაციული, საგადასახადო, საბაჟო, სისხლისა და საპროცესო, საეკლესიო სამართალი.23
24
კონსტიტუციური (სახელმწიფო) სამართლის შემდეგ მოცულობითა და შესრულებული როლით განსაკუთრებული ადგილი უკავია ადმინისტრაციულ სამართალს. ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის გვერდით, რომელიც 1999 წლიდან საქართველოში კოდიფიცირებულია, მნიშვნელოვანია სპეციალური ადმინისტრაციული სამართლის დარგები: საგადასახადო, საბაჟო, საფინანსო, საბიუჯეტო, საპოლიციო, საპასპორტო, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო, გარემოს დაცვის, საგზაო, კომუნალური, სამოხელეო და ა.შ. სამართალი.
25
საპროცესო სამართალი მთლიანად, როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციული და სამოქალაქო პროცესი, განეკუთვნება საჯარო სამართალს.
26
საჯარო საერთაშორისო სამართალი ასევე საჯარო სამართალს წარმოადგენს, განსხვავებით საერთაშორისო კერძო სამართლისაგან, რომელიც კერძო სამართლის ნაწილია.
27
საჯარო სამართლის ნაწილია საეკლესიო სამართალი, რომელიც აწესრიგებს ეკლესიასა და მის წევრებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს.
II. სამოქალაქო სამართლის კოდიფიკაცია
1. სამოქალაქო კოდექსის შექმნის ისტორია
28
1991 წელს საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადებამ, კერძო საკუთრებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების აღიარებამ დღის წესრიგში დააყენა ახალი სამოქალაქო კოდექსის შექმნის აუცილებლობა. ამ მიზნით შეიქმნა სამთავრობო კომისია (კომისია), რომელსაც პროფესორი სერგო ჯორბენაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკის წარმომადგენელი სხვადასხვა თაობის იურისტები.24
29
ახალი სამოქალაქო კოდექსის შემუშავების აუცილებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც იქნა დანახული. ინიციატივა რუსეთმა გამოიჩინა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შექმნილმა კერძო სამართლის ცენტრმა პროფესორ ალექსანდრე მაკოვსკის ხელმძღვანელობით დაიწყო მუშაობა დსთ-ის მოდელურ სამოქალაქო კოდექსზე. ამ კოდექსის შემუშსავებაში მონაწილეობის თაობაზე მიწვევა საქართველომაც მიიღო. გასული საუკუნის ოთხმოცდაათციან წლებში საქართველოში მრავლად იყვნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე იურისტები, რომლებიც დსთ-ის მოდელური კოდექსის მიღებას უჭერდნენ მხარს.25
30
პარალელურად დაიწყო თანამშრომლობა გერმანელ იურისტებთან ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორის როლფ კნიპერის ხელმძღვანელობით.26 ამ თანამშრომლობას გერმანიის მთავრობის დავალებით უზრუნველყოფდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება.27 კომისიამ არჩევანი გააკეთა გერმანელებთან თანამშრომლობაზე და უარი თქვა დსთ-ის მოდელური სამოქალაქო კოდექსის შემმუშავებელ ჯგუფთან კოოპერაციაზე.28 კომისიის მიერ მომზადებული სამოქალაქო კოდექსის პირველი პროექტი ითარგმნა გერმანულ ენაზე. ამ ტექსტის ექსპერტიზის საფუძველზე გერმანელი იურისტების მიერ შემუშავდა კოდექსის პროექტის ახალი ვარიანტი, რომლის ყოველ წინადადებასა და მუხლზე ოთხი წლის განმავლობაში - 1993-1997 წლებში - მიმდინარეობდა მუშაობა. კოდექსზე მუშაობას ართულებდა მრავალი ინსტიტუტისა და დებულების სიახლე და ქართული იურიდიული ენის მოუმზადებლობა ახალი სამართლებრივი რეალობისათვის. სამართლის მეცნიერებისა და სასამართლო პრაქტიკის განვითარებამ მრავალი პრობლემა და სირთულე გამოიტანა სააშკარაოზე.
31
1996 წელს სარედაქციო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა სამოქალაქო კოდექსის პროექტზე და ის იუსტიციის მინისტრმა თედო ნინიძემ წარუდგინა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც პროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა.
32
კოდექსის პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა პარლამენტშიც. საბოლოოდ 1997 წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი სამოქალაქო კოდექსი.29 სამოქალაქო კოდექსი ძალაში შევიდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან (1504).
2. სამოქალაქო სამართლის განვითარება კოდექსის მიღების შემდეგ
33
სამოქალაქო კოდექსის მიღებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში თანამედროვე, განვითარებული სამოქალაქო სამართლის რეცეპციისა და დამკვიდრების საქმეში. მან დააჩქარა საბჭოთა სამართლის რელიქტების გაუქმება და ახალი ქართული სამართლებრივი ცნობიერების ჩამოყალიბება.30
34
ასპარეზზე გამოვიდნენ ახალი თაობის ქართველი იურისტები, რომლებმაც სამოქალაქო სამართალი ახალი კოდექსის საფუძველზე შეისწავლეს, ხოლო მათთმა ერთმა ნაწილმა განათლება დასავლეთის ქვეყნებში მიიღო. ეს თაობა სრულიად თავისუფალია საბჭოთა სამოქალაქო სამართლის იდეოლოგიური გადმონაშთებისაგან.
35
სამოქალაქო კოდექსმა საფუძველი ჩაუყარა ქართული ცივილისტიკის განვითარებას, რაც გამოიხატება სამოქალაქო კოდექსის ცალკეული ინსტიტუტების თაობაზე მომზადებულ და გამოქვეყნებულ მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში.31 პირველად ქართული სამართლის ისტორიაში მომზადდა და გამოიცა სამოქალაქო კოდექსის ექვსტომიანი კომენტარი.32
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მრავალჯერ იყო უცხოეთში შესრულებული სამეცნიერო კვლევევების საგანიც.33 უცხოელმა ავტორებმაც მიუძღვნეს ნაშრომები ქართულ სამოქალაქო კოდექსს.34 საზღვარგარეთ გამოცემულ სამეცნიერო კრებულებსა თუ მონოგრაფიებშიც იყო სამოქალაქო კოდექსი კვლევის ობიექტი.35

სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე მომზადდა არაერთი სახელმძღვანელო თუ დამხმარე სახელმძღვანელო, რამაც შესაძლებელია გახადა სამოქალაქო სამართლის ფართომასშტაბიანი სწავლება უნივერსიტეტებში.

36
სამოქალაქო კოდექსმა გავლენა მოახდინა სასამართლო პრაქტიკაზე. სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებით 1999 წლიდან ხელმისაწვდომი შეიქნაგახდა სამოსამართლო სამართალი, რამაც შესაძლებელი გახადა მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის მჭიდრო კავშირი.36 სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე მიღებული ზოგიერთი სასამართლო გადაწყვეტილება სამართალშეფარდების მეთოდოლოგიის სრულყოფის თვალსაზრისითაც იმსახურებს ყურადღებას, რის გამოც ისინი ცალკე კვლევის ობიექტიც კი გახდა.37 ქართული სასამართლო პრაქტიკის ზოგი პრობლემური საკითხი უცხოელი მოსამართლეების მსჯელობისა და პუბლიკაციის საგანიც იყო.38
37
სამოქალაქო კოდექსმა შესაძლებელი გახადა საერთაშორისო კონტაქტების, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წამოწყება და მათი ფართოდ განვითარება. მრავალი პროექტი დღემდე წარმატებულად ხორციელდება.39 ამან კი ხელი შეუწყო ქართული სამოქალაქო სამართლის ევროპეიზაციის პროცესს.40

macne's picture
macne (macne)
სხვა
Registration Date: 2011/01/25
Last visit: 2024/11/29 16:41:33
Contact - All comments

I. ზოგადი დებულებები
1. მიზანი და გამოყენების სფერო
1
მე-3 მუხლი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების ძალაში შესვლის, გაუქმებისა და კანონის ცოდნის პრეზუმფციის ზოგად დებულებებს და მას რაიმე მხოლოდ სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური დანიშნულება და ფუნქცია არ გააჩნია.

მე-3 მუხლში მოცემული ნორმები საერთოა მთლიანად სამართლის სისტემისათვის და ისინი შეიცავენ კანონის დროში მოქმედების უნივერსალურ წესებს. შესაბამისად, ეს საკითხები უფრო დაწვრილებით არის მოწესრიგებული კანონში ნორმატიული აქტების შესახებ.1

კანონის მოქმედება დროში განისაზღვრება კანონის ამოქმედებისა და მისი ძალადაკარგულად აღიარების დროს შორის არსებული დროის მონაკვეთით.2

2. კავშირი სხვა ნორმებთან
2
მე-3 მუხლი განხილულ უნდა იქნეს, ერთი მხრივ, მე-2, მე-5 და მე-6 მუხლებთან, ხოლო, მეორე მხრივ, ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 22-ე მუხლთან. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სპეციალურ კანონს და სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან კოლიზიის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს სპეციალურ კანონს, როგორც უფრო გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტს.

II. ნორმატიული აქტის შესვლა ძალაში (3 I)
1. ნორმატიული აქტები
3
ნორმატიული აქტის ლეგალურ დეფინიციას განამტკიცებს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 2 III მუხლი, რომლის მიხედვითაც ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესებს.

თავის მხრივ ნორმატიული აქტები იყოფა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად (ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 7 I მუხლი).

2. დადგენილი წესით გამოქვეყნება
4
3 I მუხლის მიხედვით, ნორმატიული აქტები ძალაში შედის მხოლოდ დადგენილი წესით ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნების შემდეგ.

ნორმატიული აქტების გამოქვეყნების დადგენილი წესი მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის 68-ე და ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 22-ე და 27-ე მუხლებში.

5
ნორმატიული აქტის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე პირველად განთავსება. ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს (ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 26 I მუხლი).

6
საერთო წესის მიხედვით, ნორმატიული აქტები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ნორმატიულ აქტებში ძალაში შესვლის სხვა ვადა არ არის მითითებული (ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 23 I მუხლი) ანდა მოცემული აქტისათვის არ არის დადგენილი ძალაში შესვლის სპეციალური ვადა, მაგალითად, საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს (ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 23 III მუხლი). ჩვეულებრივ, ნორმატიულ აქტში მიეთითება მისი ძალაში შესვლის ვადა, მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის დრო არის 1997 წლის 25 ნოემბერი (1504).

თუ კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე — ეს ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს 24 საათზე (ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 22 II მუხლი).

3. საყოველთაო გაცნობა
7
ნორმატიული აქტების გამოქვეყნება, როგორც ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის კონსტიტუციური წინაპირობა, მიზნად ისახავს ამ აქტის მოსახლეობისათვის საყოველთაოდ გაცნობის უზრუნველყოფას. დადგენილი წესით ნორმატიული აქტის გამოქვეყნება გულისხმობს, რომ მოცემული აქტი მოსახლეობისათვის უკვე ხელმისაწვდომია.3

გარდა ოფიციალური გამოქვეყნებისა, შესაძლებელია ნორმატიული აქტების გამოცემა კერძო გამომცემლობების მიერ. ნორმატიული აქტები განეკუთვნება ისეთ ნაწარმოებთა კატეგორიას, რომლებზეც არ ვრცელდება საავტორო უფლება და ამიტომ მათი ტირაჟირება და გამოცემა დასაშვებია ნებისმიერი გამომცემლობისათვის.

8
საყოველთაო გაცნობისათვის ნორმატიული აქტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებულია კანონის ცოდნის პრეზუმფცია, რომელიც მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს იწვევს (3 II), კერძოდ, ივარაუდება, რომ გამოქვეყნებული კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომია.

III. კანონის არცოდნის ან არასადანადოდ გაგების სამართლებრივი შედეგები (3 II)
1. შესავალი
9
3 II მუხლი რომის სამართლიდან მომდინარე ორ მნიშვნელოვან პრინციპს განამტკიცებს: პირველი, კანონის გამოუყენებლობის დაუშვებლობა და, მეორე, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დაუშვებლობა კანონის არცოდნის გამო.

კანონის ამ ორ პრინციპს ორი განსხვავებული ადრესატი ჰყავს: პირველი პრინციპი ეხება მოსამართლეს, რომელმაც კანონი უნდა გამოიყენოს, ხოლო მეორე – კერძო პირს, რომელმაც არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება ან სხვაგვარად არამართლზომიერად მიაყენა ზიანი სხვა პირს.

2. კანონის გამოუყენებლობის დაუშვებლობა
10
კანონის გამოუყენებლობის დაუშვებლობას საფუძვლად უდევს რომის სამართლის პრინციპი iura novit curia – სასამართლომ იცის კანონი. უმთავრესად საპროცესო სამართალში გამოყენებადი ეს პრინციპი მოსამართლეს ავალდებულებს კანონის ცოდნას, მაგრამ იმავე ვალდებულებას არ აკისრებს კერძო პირს: მისთვის საკმარისია მოსამართლის წინაშე მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

11
მოსამართლეს არა აქვს უფლება უარი თქვას კანონის გამოყენებაზე კანონის არცოდნის ან მისი არასათანადოდ გაგების მომიზეზებით. მსგავს აკრძალვას შეიცავს 4 I და II მუხლებიც. მოსამართლე არა მარტო ვალდებულია იცოდეს კანონი, არამედ უნდა გამოიყენოს კიდევაც ეს კანონი. იგი ვალდებულია მოძებნოს დავის გადასაწყვეტად სათანადო კანონი და მისი ნორმა. კანონის გამოუყენებლობა იქნება მოსამართლის მიერ კონსტიტუციური მოვალეობის შეუსრულებლობა.

12
გამონაკლისი ამ ზოგადი წესიდან მოქმედებს სასამართლოს მიერ სხვა ქვეყნის სამართლის გამოყენებისას, რადგან აღიარებული წესის მიხედვით მოსამართლე არ არის ვალდებული იცოდეს უცხო ქვეყნის სამართალი.

3. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დაუშვებლობა
13
კანონის არცოდნის გამო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას თანამედროვე სამართალი არ იცნობს. აღნიშნული აკრძალვაც რომის სამართლის პრინციპებს განეკუთვნება – Ignorantia legis non excusat – კანონის არცოდნა არ ამართლებს. სხვა სიტყვებით, სამართლის უცოდინრობა ან შეცდომა არ არის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრინციპი უმთავრესად სისხლის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სამართალში გამოიყენება, 3 II მუხლს საფუძვლად დაედო ავსტრიის ზოგადი სამოქალაქო კოდექსის § 2, რომლის თანახმად, „კანონის სათანადოდ გამოქვეყნების მომენტიდან არავის არ შეუძლია თავი იმართლოს იმით, რომ კანონი მისთვის უცნობი იყო“. მოქმედი კანონის გამოყენება, აღიარებული შეხედულების თანახმად, არ არის ადრესატების მიერ მის ცოდნაზე დამოკიდებული.4

14
მართალია, რიგითი მოქალაქე არ არის ვალდებული იცოდეს კანონი, მაგრამ კანონის არცოდნა მას არ ათავისუფლებს არც ერთი სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების, მათ შორის სახელშეკრულებო ვალდებულების, შესრულებისაგან.5

IV. კანონის გამოცხადება ძალადაკარგულად (3 III)
1. ნორმის მიზანი და საგანი
15
კანონის ამოქმედებასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია ძალადაკარგულად კანონის გამოცხადება. 3 III მუხლი შეიცავს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების რამდენიმე შემთხვევას, რომლებიც ასევე გათვალისწინებულია ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 25-ე მუხლში.

3 III მუხლის გარდა, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებით კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხები კონკრეტულად მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის გარდამავალ დებულებებში (1505-1507).

16
3 III მუხლი უთითებს კანონის ძალის დაკარგვის რამდენიმე საფუძველზე: ძველი კანონის გაუქმების შესახებ პირდაპირი მითითება ახალ კანონში, კოლიზია ძველსა და ახალ კანონს შორის, ძველი ურთიერთობის მოწესრიგება ახალი კანონით, მოსაწესრიგებელი ურთიერთობის არარსებობა. ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და მას მხოლოდ საორიენტაციო ფუნქცია აქვს.

2. პირდაპირ მითითება ახალ კანონში
17
სამოქალაქო ნორმების გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია ახალი კანონის გამოცემა, რომელიც აუქმებს ძველ კანონს.6 გაუქმების შესახებ პირდაპირ უნდა იყოს მითითებული ახალ კანონში ან ახალი კანონი უნდა აწესრიგებდეს ძველი კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობას. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლში ჩამოთვლილია სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შედეგად გაუქმებული კანონები.

კანონი შეიძლება კონკრეტულად არ შეიცავდეს ძალადაკარგული კანონების ნუსხას, მაგრამ ზოგადად უთითებდეს გარკვეული კატეგორიის ნორმატიული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადებაზე. მაგალითად, 1506 I მუხლი ძალადაკარგულად აცხადებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსს. საკითხი იმის შესახებ, თუ რომელი ნორმატიული აქტი არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსს, უნდა გადაწყდეს ინტერპრეტაციის საფუძველზე.7

3. კოლიზია ძველსა და ახალ კანონს შორის
18
ძალადაკარგულად კანონის გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველია კოლიზია ძველსა და ახალ კანონებს შორის. კერძოდ, თუ ძველი კანონი ეწინააღმდეგება ახალ კანონს, ძველი კანონი მიიჩნევა ძალადაკარგულად. ამ დროს ახალი კანონი არ შეიცავს მითითებას იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი კანონი უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად. თვით კოლიზიის ფაქტი ხდება ძველი კანონის გაუქმების საფუძველი.

თუ ახალი კანონი ზოგადი ხასიათის კანონია, მისი ამოქმედება არ იწვევს მოქმედი სპეციალური კანონის გაუქმებას (3 IV). ამ ნორმის გამოყენებისას პრობლემად რჩება იმ საკითხის გარკვევა, თუ რომელი კანონი უნდა ჩაითვალოს სპეციალურად და რომელი ზოგადად.

19
ზოგადი ხასიათის კანონი მხოლოდ ერთ შემთხვევაში აუქმებს სპეციალურ კანონს: თუკი სპეციალური კანონის გაუქმება წარმოადგენს კანონმდებლის პირდაპირ მიზანს (3 IV). დასაზუსტებელია, თუ როგორ უნდა გამოიხატებოდეს „კანონმდებლის პირდაპირი მიზანი“. თუ ახალი კანონი პირდაპირ უთითებს გასაუქმებელ კანონზე, მაშინ სახეზე იქნება 3 III მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, მაგალითად, 1505-ე მუხლმა გააუქმა ისეთი სპეციალური კანონები, როგორიც იყო კანონი საკუთრების უფლების შესახებ ან საბინაო კოდექსი.

4. ძველი ურთიერთობის მოწესრიგება ახალი კანონით
20
კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება ახალი კანონით იწვევს ძველი კანონის გამოცხადებას ძალადაკარგულად. ზოგადი წესის მიხედვით, ახალი კანონი, მათ შორის სამოქალაქო კოდექსი, ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა კანონის (კოდექსის) ამოქმედების შემდეგ (1507 I) და ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გავრცელდება. ამიტომ ეს საკითხი კავშირშია კანონის უკუქცევითი ძალის საკითხთან (6).

ჩვეულებრივ, ახალი კანონი შეიცავს მითითებას წარსულში წარმოშობილ ურთიერთობებზე, რომლებიც უნდა მოაწესრიგოს ახალმა კანონმა, მაგალი- თად, 1507 III მუხლი.

21
ახალი კანონი შეიძლება არც შეიცავდეს მითითებას ახალი კანონით მოსაწესრიგებელ, მაგრამ ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე. ასეთ შემთხვევაში ინტერპრეტაციის საფუძველზე უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა ახალი კანონის მიღება მოქმედი კანონის გაუქმებას.

5. ურთიერთობის არარსებობა
22
კანონი ძალადაკარგულად ითვლება მაშინაც, როცა აღარ არსებობს კანონით მოსაწესრიგებელი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, ძველი კანონი ფორმალურად გაუქმებულია თუ არა. მაგალითად, საკოლმეურნეო ურთიერთობების გაუქმებამ გამოიწვია ყველა იმ საკანონმდებლო აქტის ფაქტობრივი გაუქმება, რომლებიც ამ ურთიერთობებს აწესრიგებდა, მიუხედავად იმისა, ოფიციალურად გაუქმდა ეს აქტები თუ არა.

V. ახალი კანონის გაუქმების შედეგი (3 V)
23
მართალია, ახალი კანონის ძალაში შესვლა იწვევს ძველი კანონის გაუქმებას, მიუხედავად ძალადაკარგულად გამოცხადების კონკრეტული საფუძვლებისა, მაგრამ ახალი კანონის გაუქმება, რაც პრაქტიკაში არ არის იშვიათობა, ავტომატურად არ ხდება ძალადაკარგული კანონის ამოქმედების საფუძველი. მაგალითად, 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის გაუქმება არ გამოიწვევს 1964 წლის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის ამოქმედებას.

შდრ. საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, 22-ე მუხლი.
ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 59.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ოფიციალურ ტექსტებზე, რომელთაც კანონებიც განეკუთვნება, არ ვრცელდება საავტორო უფლებები.
შდრ. Koziol/Bydlinski/Bollenberger, Kurzkommentar zum AGBG, 2. Aufl., 2007, S. 2-3.
შდრ. „No man shall, under the pretence of ignorance oft he law, excuse himself from the performance of his obligations“: Festschrift für Hans Stoll zum 75. Geburtstag, 2001, S. 105, Fn. 174.
შდრ. ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ბ ქვეპუნქტს.
შდრ. ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტს.

giobero's picture
giobero (გიორგი ბერიძე)
სხვა
Registration Date: 2018/09/27
Last visit: 2018/09/27 02:19:11
Contact - All comments

თუ მაქვს 2 ან მეტი კერძო დაზღვევა ნაყიდი რატომ არ უნდა ამინაზღაუროს ორივემ?
სახელმწიფო დაზღვევის და კერძო დაზღვევის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში ეს ლოგიკურია რადგან არ მოხდეს ბიუჯეტის თანხის არამიზნობრივი ხარჯვა მაგრამ როდესაც 2 კერძო სადაზღვევო კომპანიას უხდის მოქალაქე პირად თანხას რატომ არ უნდა აუნაზღაუროს ორივემ სრულად ნაყიდი მომსახურების პირობების მიხედვით?

giorgi10's picture
giorgi10 (giorgi berulava)
სხვა
Registration Date: 2019/07/17
Last visit: 2019/07/22 16:13:54
Contact - All comments

დავაებების გარეშე სვისი სამეების შესრულება 969 მხული ტაქსისტი ზიანის ანაძრურების მოვალეობა 970 საფუძვლზე შეუძლია იმ ყველაფრის მოთხოვნა

giorgi10's picture
giorgi10 (giorgi berulava)
სხვა
Registration Date: 2019/07/17
Last visit: 2019/07/22 16:13:54
Contact - All comments

დავალებაზე მეზობელზე კაზუსი ზიანი მიაგდა დავლაების გარეშე შეასრულა 970 ეზე უნდა დავსვათ ჰიპოტეზა ამის მიხედვით ვიტყვით რო შეუძლია ყველაფრის მოთხოვნა იმსჯელებ დავალებაზე და რას ნისნავს დავალების საქმის შერუსლება

giorgi10's picture
giorgi10 (giorgi berulava)
სხვა
Registration Date: 2019/07/17
Last visit: 2019/07/22 16:13:54
Contact - All comments

ველოსიპედზე დელიქტია წარმოიშვა 992 ჰიპოტეზა დელიქტ უნარიანი პიირი იმის ცოლს ქრონიკულიდაავადებაზე თავის ცოლისას მოითოვს თვითონ ცოლი

giorgi10's picture
giorgi10 (giorgi berulava)
სხვა
Registration Date: 2019/07/17
Last visit: 2019/07/22 16:13:54
Contact - All comments

მუშაკის მიმართ არრააქ მოთხობნის უფლებება 997

levan12's picture
levan12 (levan)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2019/07/22
Last visit: 2019/07/23 17:51:39
Contact - All comments

N-2 კაზუსი საკუთრებაზე(ავტომობილით სარგებლობაზე)
1)დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიხედით დაცულ საგანს წარმოადგენს პირის საკუთრების უფლება
როგორც კაზუსის შინაარსიდან ჩანს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ეკრძალებათ მათ საკუთრებაში არსებული ავტომანქანებით სარგებლბა დღის განსაზვრულ მონაკვეთში ვინაიდან ამ ნორმამ განსზაზღვრა თუ რადროს შეუძლია პირს ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით საქმე ეხბა საკუთრების უფლების შეზღუდვას
აღნიშნული მუხლით პერსონალურად დაცულ სფეროს წარმოადგენს - ყველა ფიზიკური პირი და მათ შორის კერძო სამართლის იურიდიული პირებიც
საგნობრივად დაცული სფერო-საკუთრება, კერძოდ საკუთრების უფლებით სარგებლობა
გაიხსნა როგორც როგორც პერსონალურად ისე საგნობრივად დაცული სფერო.
შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტით დაცული სფერო გაიხსნა.
2)ჩარევა- ჩარევა განხორციელდა საჯარო ხელისუფლების კერძოდ საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს.

3)კონსტუციურ სამართლებრივი გამართლება
ა) ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან ინფორმაციის უქონლობის გამო უნდა ვივარაუდოთ რომ დაცულია.
ბ)ნორმის მატერიალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან.
მოცემულ შემთხვევაში გვხვდება კანონის აუცილებლობით დადგენილი ზღვარი რადგანაც კონკრეტული უფლების შეზღუდვისთვის მიუთითებს კანონზე და აყალიბებს კონკრეტულ წინაპირობებს
ლეგიტიმური საჯარო მიზანი -ჰაერის დაბინძურების შემცირება საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სხვათა უფლბების დაცვა.
გამოსადეგობა-აღნიშნული ნორმით როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად შესაძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა კერძოდ თუ ავკრძალავთ ავტომობილით სარგებლობას დღის გარკვეულ მონაკვეთში ამით დავიცავთ გარემოს დაბინძურებისაგან. შესაბამისად ნორმა ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად გამოსადეგია
აუცილებლობა-რაც შეეხება აუცილებლობას ვვარაუდობ რომ აღნიშნული ნორმა არ არის აუცილებელი ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად ვინაიდან არსებობს სხვა უფრო მსუბუქი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ამ მიზნის მიღწევაა შესაძლებელი მაგალითად: ახალი მცენარეების დარგვით შესაძლებელია ჰაერის დაბინძურების შემცირება ამას გარდა ვიცით რომ 21 საუკუნეში ტექნიკა საკმაოდ წინ არის წასული და არსებობს ელექტრო ავტომობილები რომლებიც მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს გარემოს. ასევე სხვა ისეთი საწვავის გამოყენება რომელიც ნაკლებად ზიანის მომტანია გარემოსთვის. შესაბამისად ნორმა არ არის აუცილებელი და იგი ართულებს მიზნის მიღწევას (არ არის ყველაზე უფრო მსუბუქი საშუალება)
დასკვნა:გარემოებათა განხილვის საფუძველზე ვადგენთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 -ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით დაცულ სფერო გაიხსნა განხორციელდა ჩარევა , დაცულ სფეროში მაგრამ აღნიშნული ჩარევა არ ექვემდებარება კონსტიიტუციურ-სამართლებრივ გამართლებას

N-3 საპროცესო უფლებები ( წარმომადგენელი პირის დაშვება სასამართლოში)
1) დაცული სფერო
როგორც კაზუსის შინაარსიდან ჩანს მოცემული ნორმა ანიჭებს სასამართლოს უფლებამოსილებას უარი უთხრას პირს პროცესში წარმომადგენლად დაშვებაზე თუ ის არ არის ადვოკატი და მიიჩნევა რომ ის ვერ აკმაყოფილებს გარკვეულ კრიტერიუმებს რადგან მას არ აქვს საკმარისი მინაცემები იმისთვის რომ წარმოადგინოს მხარე და დაიცვას მისი ინტერესები. ვინაიდან საქმე ეხება პირის საპროცესო უფლებებს ( საგნობრვად დაცული სფერო) ვიქრობ რომ გაიხსნა საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის პირველი და მესამე პუნქტიტ დაცული სფერო კერძოდ მესამე პუნქტის ის ნაწილი როელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას თავი დაიცვას სასამართლოში წარმომადგნლის მეშვეობით . მოცემულ ნორმა კი ამ სამართლებრივ სიკეთეს არსებოობას ეჭქვეშ აყენებს და შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას შესაბამისად კონსტიტუციის 31 მუხლის პირველი და მესამე პუნქტით დაცული სფერო გახსნა. აღნიშნული მუხლით პერსონალურად დაცულ სფეროს წარმოადგენს ყველა ადამიანი ადამიანში იგულსხმება ნებისმიერი ინდივიდი და ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირები.

2)ჩარევა
ძირითად უფლებაში ჩარევა განხორციელდა საჯარო ხელისუფლების კერძოდ საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის მიერ მიღებული კანონით,რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს.
3)კონსტიტუციური სამართლებრივი გამართლება
ა) ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან - ინფორმაციუის უქონლობის გამო უნდა ვივარაუდოდ რომ დაცულია
ბ) ნორმის მატერიალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან-
გ) ზღვარი- მოცემულ მუხლში გვხვდება უშუალო კონსტიტუციური ზღვარი. ამ შემთხვევაში, კონსტიტუცია კანონზე მითითების გარეშე თავად განსაზღვრავს ძირითად უფლებაში ჩარევის კონკრეტულ წინაპირობებს.და ის ძირითად უფლებაში უშუალოდაა ფორმულირებული. ანუ ამ შემთხვევაში ძირითადი უფლების შეზღუდვის საფუძველი თავიდანვეა განსაზღვრული კონსტიტუციით.

დ) ლეგიტიმური საჯარო მიზანი- სწრაი და ეფექტური მართლმსაჯულების გახორციელება ( რომელსაც საფრთხე დაემუქრება იმ შემთხვევაში თუ პროცესი გაჭიანურდა იმიტომ რომ დაცვის მხარე არ არის კომპეტენტური)

ე) გამოსადეგობა- ვფიქრობ რომ აღნიშნული ნორმა ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის შესაძლებლობას არ იძლევა ამასთან იგი ზღუდავს გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა და მიუთითა რომ ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება წარმოადგენს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გარანტს აქედან გამომდინარე აღნიშნული ნორმა ერევეა 31 მუხლის პირველ და მესამე პუნქტში და ეჭქვეშ აყენებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას ვინაიდან იმპერატიულად განსაზღვრავს წარმომადგენლის არყოლის შესაძლებლობას და ამბობს რომ განჩინება არ გასაჩივრდება.

დასკვნა: გაიხსნა საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის პირველი და მესამე პუნქტით დაცული სფერო განხორციელდა ჩრევა დაცულ სეროში თუმცა აღნშნული ჩარევა არ ექვემდებარება კოსტიტუციურ სამართლებრივ გამართლებას.

N-4 კაზუსი რელიგიაზე (ჩადრით სიარულს რომ კრძალავს )

1)დაცული სფერო
როგორც კაზუსის შინაარსიდან ირკვევა მოქალაქეებს ეკრძალებათ ჩადრით სიარული სკოლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.აღნიშნული კანონის დარღვევის შემთხვევაში მოქალქეს დაეკისრება ჯარიმა 100ლარის ოდენობით. ამის თაობაზე მოქალაქემ განაცხადა რომ ირღვევა მისი უფლებები. ვინაიდან მოცემულ ნორმა უწესებს პირს გარვეულ შეზღუდვებს კერძოდ საზგადოებრივი თავშეყრის ადგილებშა და სკოლებში ჩადრით სიარულით აკრძალვას. აქედან გამომდინარე აღნიშნულ კაზუში საქმე ეხება რწმენისა და აღმსარებლობის გაცხადების თავისუფლებას.(საგნობრივად დაცული სფერო) . აღნიშნული მუხლით პერსონალურად დაცულ სფეროს წარმოადგენს - როგორც ფიზიკური პირები ასევე იურიდიული პირიებიც მაგალითად, ეკლესიებსა და ასოციაციებს, რომლებსაც გააჩნიათ რელიგიურითუ ფილოსოფიური მიზნები, შეუძლიათ დაეყრდნონ კონსტიტუციის მე-16 მუხლს როგორც საკუთარი თავის, ისე იურიდიული პირის, უფლებების დასაცავად. გაიხსნა როგორც საგნობრივად ისე პერსონალურად დაცული სფრო შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციის მე 16-ე მუხლის 1 და 2 პუნქტებიდაცული სფერო გაიხსნა. მაგრამ პირველი პუნქტის მხოლოდ ის ნაწილი რომელიც რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას ეხება.
2)ჩარევა
აღნიშნულ ძირითად უფლებაში ჩარევა განხორციელდა საჯარო ხელისუფლების კერძოდ საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის მიერ მიღებული კანონით,რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს.

3)კონსტიტუციური სამართლებრივი გამართლება
ა) ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან - ინფორმაციუის უქონლობის გამო უნდა ვივარაუდოდ რომ დაცულია
ბ) ნორმის მატერიალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან
გ) ზღვარი- პარლამენტს აღნიშნული ჩარევა უნდა განეხორციელებიან დასაშვები ფორმით მოცემულ კაზუსში გვხდება კანონის აუცილებლობით დადგენილი ზღვარი რადგანაც მე16-ე მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს რომ ეს უფლება „შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით“შემდეგ კი ჩამოთვლილია კონკრეტული საჯარო ინტერესების შემცველი სიკეთეები ანუ მოცემული შეზღუდვის შინაარსი

დ) ლეგიტიმური საჯარო მიზანი- დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სხვათა უფლბების დაცვა
ე) გამოსადეგობა -აღნიშნული ნორმით როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად შესაძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა,ვინაიდან ასეთი პიროვნების სკოლააში ან საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გამოიწვიო კონფლიქტი ამ საშუალებით თავიდან ავირიდებთ კონფლიქტის გაღვივებას. შესამაბისად ნორმა გამოსადეგია
ვ) აუცილებლობა -მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დათქმა –„სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“ მიგვანიშნებს, რომ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ თავისუფლებათა „გამოვლენის”, ანუ მხოლოდ გარეგან განზომილებასთან მიმართებაში ამ ძირითად უფლებაში ჩარევა გამართლებულია მხოლოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ჯანმრთელობის, მორალისა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური საჯარო მიზნების განსახორციელებლად არ არსებსობს სახელმწიფოს სხვა ურო მსუბუქი საშუალება გარდა კანონისა. ვინაიდან სახელმწიფოს უფლება აქვს მორწმუნეს აუკრძალოს რელიგიური სამოსის ტარება სახელმწიფო დაწესებულებებში, საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, რათა დაიცვას რელიგიური ნეიტრალიტეტი იმ დაწესებულებებში, სადაც განსხვავებული რელიგიის ადამიანები იმყოფებიან რათა მათ შორის არ მოხდეს დაპირისპირება და ეს არ გადაიზარდოს დიდ კონფლიქტში.

ზ) პროპორციულობა- როდესაც პროპორციულობას ვაფასებთ სასწორზე დევს ორი სამართლებრივად დაცული სიკეთე, მათი შეპირისპირებისას უნდა გავითვალისწინოთ რომ, ერთი სიკეთე არ იქნას არაპროპორციულად, ცალმხრივად შეფასებული მეორე სიკეთის ხარჯზე. ამ შემთხვევასი შესადარებელი სიკეთეებიდან ერთია რელიგიისა და რწმენის გაცხადების თავისუფლება ხოლო მეორეა საზოგადოებრივი უსაფრთხოება, წესრიგი, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ასევე რელიგიური ნეიტრალიტეტი იმ დაწესებულებებში, სადაც განსხვავებული რელიგიის ადამიანები იმყოფებიან , აქედან გამომდინარე სახელმწიფო აბალანსებს დაპირისპირებულ ინტერესებს სწორად როცა ზღუდავს ამ კანონით ჩადრით სიარული სკოლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. შესაბამისად ნორმა პროორციულია
თ) განსაზღვრულობა-ზოგადად, თითოეული ნორმა კონკრეტული, გასაგები და წინასწარგ განჭვრეტადი უნდა იყოს ნორმის ადრესატს უნდა შეეძლოს მისი შინაარსის ცალსახად გაგება, რათა მან იმოქმედოს ნორმის მოთხოვნის შესაბამისად.კანონმდებელმა თავად უნდა განსაზღვროსძირითადი უფლებების შეზღუდვის კონკრეტული მიზანი, შინაარსი და მოცულობა. ამ შემთხვევაში ყველა ეს წინაპირობა დაცულია. ( აქვს ლექგიტიმური საჯარო მიზანი გამოსადეგია აუცილებელია შესაბამისად დაცულია) ვინაიდან ეს კანონი აკმაყოფილებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აქედან გამომდინარე ნორმა განსაზღვრულია
დასკვნა:გარემოებათა განხილვის საფუძველზე ვადგენთ, რომ გაიხსნა საქართველოს კონსტიტუციის მე-16-ე მუხლის 1 და მეორე პუნქტით განხორციელდა ჩარევა , დაცულ სფეროში მაგრამ აღნიშნული ჩარევა ექვემდებარება კონსტიიტუციურ სამართლებრივ გამართლებას.
N-5 კაზუსი რელიგიაზე (რელიგიური სიმბოლიკის ტარება პედაგოგისთვის)

1)დაცული სფერო
როგორც კაზუსის შინაარსიდან ირკვევა სახელმწიფომ აუკრძალა პედაგოგებს საჯარო სკოლებში რელიგიური სიმბოლიკის დემონსტრაციული ტარება ამის თაობაზე ერთ-ერთი მასწავლებელი თვლის რომ ირღვევა მისი უფლებები.ვინაიდან მოცემულ ნორმა უწესებს პედაგოგს გარკვეულ შეზღუდვებს კერძოდ საჯარო სკოლასი რელიგიური სიმბოლიკის დემონსტრაციულ ტარებას აქედან გამომდინარე აღნიშნულ კაზუში საქმე ეხება რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას.(საგნობრივად დაცული სფერო) . აღნიშნული მუხლით პერსონალურად დაცულ სფეროს წარმოადგენს - როგორც ფიზიკური პირები ასევე იურიდიული პირიებიც მაგალითად, ეკლესიებსა და ასოციაციებს, რომლებსაც გააჩნიათ რელიგიურითუ ფილოსოფიური მიზნები, შეუძლიათ დაეყრდნონ კონსტიტუციის მე-16 მუხლს როგორც საკუთარი თავის, ისე იურიდიული პირის, უფლებების დასაცავად. გაიხსნა როგორც საგნობრივად ისე პერსონალურად დაცული სფრო შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციის მე 16-ე მუხლის 1 და 2 პუნქტებიდაცული სფერო გაიხსნა. მაგრამ პირველი პუნქტის მხოლოდ ის ნაწილი რომელიც რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას ეხება.

2)ჩარევა
აღნიშნულ ძირითად უფლებაში ჩარევა განხორციელდა საჯარო ხელისუფლების კერძოდ საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის მიერ მიღებული კანონით,რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს.

3)კონსტიტუციური სამართლებრივი გამართლება
ა) ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან - ინფორმაციუის უქონლობის გამო უნდა ვივარაუდოდ რომ დაცულია
ბ) ნორმის მატერიალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან
გ) ზღვარი- პარლამენტს აღნიშნული ჩარევა უნდა განეხორციელებიან დასაშვები ფორმით მოცემულ კაზუსში გვხდება კანონის აუცილებლობით დადგენილი ზღვარი რადგანაც მე16-ე მუხლის მე-2 პინქტი პირდაპირ მიუთითებს რომ ეს უფლება „შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით“შემდეგ კი ჩამოთვლილია კონკრეტული საჯარო ინტერესების შემცველი სიკეთეები ანუ მოცემული შეზღუდვის შინაარსი

დ) ლეგიტიმური საჯარო მიზანი- დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სხვათა უფლბების დაცვა. ასევ რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა.
ე) გამოსადეგობა -აღნიშნული ნორმით როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად შესაძლებელია ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევა,ვინაიდან პედაგოგის სკოლააში რელიგიური სიმბოლიკის ტარებამ შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტი მასწავლებელსა და მშობელს შორის ბავშვსა და მასწავლებელს შორის ამ კანონით კი ნაკლებია შანსი იმისა რომ სკოლებში გაღვივებულ იქნას რელიგიურ მოიტივით კონფლიქტი შესაბამისად აღნიშნული შეზღუდვა ლეგგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად გამოსადეგია .
ვ) აუცილებლობა -მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დათქმა –„სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“ მიგვანიშნებს, რომ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ თავისუფლებათა „გამოვლენის”, ანუ მხოლოდ გარეგან განზომილებასთან მიმართებაში ამ ძირითად უფლებაში ჩარევა გამართლებულია მხოლოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ჯანმრთელობის, მორალისა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური საჯარო მიზნების განსახორციელებლად არ არსებსობს სახელმწიფოს სხვა ურო მსუბუქი საშუალება გარდა კანონისა. ვინაიდან სახელმწიფოს უფლება აქვს პედაგოგს შეუზღუდოს რელიგიური სიმბოლიკის ტარება საჯარო სკოლაში და უმაღლეს სასწავლებლებში, რათა დაიცვას რელიგიური ნეიტრალიტეტი იმ დაწესებულებებში, სადაც განსხვავებული რელიგიის ადამიანები იმყოფებიან რათა მათ შორის არ მოხდეს დაპირისპირება და ეს არ გადაიზარდოს დიდ კონფლიქტში. ვინაიდან როგორც აღვნიშნე შესაძლოა სკოლააში რელიგიური სიმბოლიკის ტარებამ გამოიწვიოს კონფლიქტი მასწავლებელსა და მშობელს შორის ბავშვსა და მასწავლებელს შორის ამ კანონით კი ნაკლებია შანსი იმისა რომ სკოლებში გაღვივებულ იქნას რელიგიურ მოიტივით კონფლიქტი აქედან გამომდინარე აღნიშნული ნორმა აუცილებელია.
ზ) პროპორციულობა- როდესაც პროპორციულობას ვაფასებთ სასწორზე დევს ორი სამართლებრივად დაცული სიკეთე, მათი შეპირისპირებისას უნდა გავითვალისწინოთ რომ, ერთი სიკეთე არ იქნას არაპროპორციულად, ცალმხრივად შეფასებული მეორე სიკეთის ხარჯზე. ამ შემთხვევასი შესადარებელი სიკეთეებიდან ერთია რელიგიისა და რწმენის გაცხადების თავისუფლება ხოლო მეორეა საზოგადოებრივი უსაფრთხოება, წესრიგი, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ასევე რელიგიური ნეიტრალიტეტი იმ დაწესებულებებში, სადაც განსხვავებული რელიგიის ადამიანები იმყოფებიან , აქედან გამომდინარე სახელმწიფო აბალანსებს დაპირისპირებულ ინტერესებს სწორად ზღუდავს ამ კანონით პედაგოგის რელიგიური სიმბოლიკის დემონსტრაციულ ტარებას საჯარო სკოლაში . შესაბამისად ნორმა პროორციულია
თ) განსაზღვრულობა-ზოგადად, თითოეული ნორმა კონკრეტული, გასაგები და წინასწარგ განჭვრეტადი უნდა იყოს ნორმის ადრესატს უნდა შეეძლოს მისი შინაარსის ცალსახად გაგება, რათა მან იმოქმედოს ნორმის მოთხოვნის შესაბამისად.კანონმდებელმა თავად უნდა განსაზღვროსძირითადი უფლებების შეზღუდვის კონკრეტული მიზანი, შინაარსი და მოცულობა. ამ შემთხვევაში ყველა ეს წინაპირობა დაცულია. ( აქვს ლექგიტიმური საჯარო მიზანი გამოსადეგია აუცილებელია შესაბამისად დაცულია) ვინაიდან ეს კანონი აკმაყოფილებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აქედან გამომდინარე ნორმა განსაზღვრულია
დასკვნა:გარემოებათა განხილვის საფუძველზე ვადგენთ, რომ გაიხსნა საქართველოს კონსტიტუციის მე-16-ე მუხლის 1 და მეორე პუნქტით განხორციელდა ჩარევა , დაცულ სფეროში მაგრამ აღნიშნული ჩარევა ექვემდებარება კონსტიიტუციურ სამართლებრივ გამართლებას.