Comments

ajafsandali's picture
ajafsandali (sandro eremeishvili)
სხვა
Registration Date: 2023/12/01
Last visit: 2025/11/15 13:49:19
Contact - All comments

ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი ენის, სქესის,
ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის,
საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის,
რელიგიის ან რწმენის, სოციალური კუთვნილების, პროფესიის,
ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სექსუალური
ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური
ან სხვა შეხედულებების გამო ან სხვა ნიშნით, რამაც არსებიდათ ხელყო
ადამიანის უფლება.
კანონმდებელი ამომწურავად არ ჩამოთვლის ნიშნებს, შეიძლება იყოს
სხვა ნიშანი, რომელიც არ არის 142-ე მუხლში, მაგრამ სასამართლომ
ყოველ კონკრეტულ მუხლში დაადგინოს. ასეთ ნორმას ეწოდება
კაუჩუკის, რეზინის ნორმა, როდესაც არ არის განჭვრეტადი და
მოსამართლის შეხედულებებით წყდება კონკრეტული საკითხი.
არსებითად ხელყოფა, უნდა დადგინდეს სასამართლოს მიერ.
მოსამართლემ უნდა დაადგინოს გამოიწვიეს თუ არა, ამ ნორმებმა
ადამიანის უფლებების არსებითად ხელყოფა. თუ არ გამოიწვიეს მაშინ
დანაშაული სახეზე არ გვექნება.
ადამიანის თანასწორუფლებიანოს დარღვევა არის მატერიალური
დანაშაული.(ანუ აუცილებლად უნდა დადგეს შედეგი). შეიძლება
განოხრციელდეს როგორც მოქმედებით ისე უმოქმედობით.
მოქმედებით, მაგ: როდესაც პირს არ აჰყავს სამსახურში მეორე პირი,
რადგან ის სხვა რელიგიის წარმომადგენელია. არ აძლევენ უფლებას
ისარგებლოს ტრანსპორტით.
უმოქმედობით,მაგ: ფერადკანიანმა მიმართა პოლიციაას რეაგირების
მიზნით და მათ რეაგირება არ მოახდინეს.
ასევე შეიძლება, ლეგიტიმურად უარის თქმა. მაგ: სკოლის
მასწავლებლად არ იქნებს აყვანილი ისეთი პიროვნება, რომელსაც თმა
აქვს შეღებილი ან ა.შ, ანუ გააჩნიათ კონკრეტული პროფესიის ადამიანებს
თავიანთი წესები და გამართლება შეიძლება იყოს ეს.
არსებითად ხელყოფის მაგალითები: მატერიალური ( მაგ: ამა თუ იმ
ერის წარმომადგენელს უკრძალავ ვაჭრობას, რომ გამოიტანოს საქონელი
და გაყიდოს) და მორალური შედეგი (მაგ: პირი მიიღეს სამსახურში და
მისი კანის ფერის გამო, ავალებენ მისთვის არასასურველ საქმიანობას)
ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა, შეიძლება
განხორციელდებს როგორ პირდაპირ, ისე არაპირდაპირი განზრახვით.

ajafsandali's picture
ajafsandali (sandro eremeishvili)
სხვა
Registration Date: 2023/12/01
Last visit: 2025/11/15 13:49:19
Contact - All comments

რასობრივი დისკრიმინაცია, ესეიგი ქმედება, ჩადენილი ეროვნული ან
რასობრივი მტრობის, ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული
ღირსებისა და პატივის დამცირების მიზნით. აგრეთვე რასის, კანის
ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით, ადამიანის
უფლებების, პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა, ანდა იმავე
ნიშნით ადამიანისთვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად
ხელყო მისი უფლება.
რასობრივი დისკრიმინაცია შედგება ორი ნაწილისგან:
ფორმალური დანაშაული, ეროვნული ან რასობრივი მტრობის
ჩამოგდების მიზანი თუ აქვს ადამიანს. მაგ: დისკრიმინაციას ახდენს
კანის ფერის მიხედვით და მისი მიზანია, მტრობა ჩამოაგდს ორ ერს
შორის.
მატერიალური დანაშანული, მათი კანის ფერის, რასის მიხედვით,
ეროვნული ეთნიკური ნიშნით უფლებების პირდაპირი და
არაპირდაპირი შეზღუდვა რამაც გამიწვია არსებითად ხელყოფა.
არაპირდაპირი შეზღუდვის მაგალითი: გამოსულია კანონი, რომლის
მიხედვითაც, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაიკავოს კონკრეტული
თანამდებობა, მაგრამ ფერადკანიან ადამიანს განვუცხადებ უარს პირადი
შეხედულებებიდან გამომდინარე.
პირდაპირი შეზღუდვის მაგალითი: როდესაც გამოსულია კონკრეტული
კანონი, რომლის საფუძველზეც ფერადკანიანს არ აქვს უფლება დაიკავოს
თანამდებობა.
უპირატესობის მინიჭება, მაგ: რესტორანში მაქვს რამე შეკვეთილი, ამ
დროს უკვეთავს ფერადკნანიანი და მას უფრო დიდ უპირატესობას
ანიჭებს ვიდრე მე.
არსებობს პოზიტიური და ნეგატიური დისკიმინაცია. პოზიტიურია,
როცა მაგ: მასწავლებელი მოსწავლეს მისი კანის ფერის გამო დაუწერს
ქულას, წაახალისებს, ხოლო ნეგატიურია როცა კანის ფერის გამო არ
დაუწერს ქულას.
უკუდისკრიმინაცია, როდესაც გამოყოფილია კვოტა, დავუშვათ 100
ადგილია უნივერსიტეტში და აქედან 20 უნდა იყოს ფერადკანიანი,
მაგრამ 20-ის მაგივრად 80 ფერადკანიანი აღმოჩნდა. ანუ უმცირესობა
მოყვა უმრავლესობაში.
ადამიანის თანასწორუფლებიანობის და რასობრივი დისკრიმინაციის
გამიჯვნა.
1. თანასწორუფლებიანობის დარღვევა ფართო ნიშნით ხდება,
დაზარალებულთა წრე არის ფართო, ხოლო რასობრივი დისკრიმინაცის
დროს ვიწროა.
2. თანასწორუფლებიანობის დარღვევა არის მატერიალური დანაშაული,
ხოლო რასობრივი დისკრიმინაცია არის ნაწილობრივ ფორმალური,
ნაწილობრივ მატერიალური დანაშაული.
3.თანასწორუფლებიანობის დარღვევა ხორციელდება როგორც პირდაპირ
ისე არაპირდაპირი განზრახვით, ხოლო რასობრივი დისკრიმინაცია
ხორციელდება მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

ajafsandali's picture
ajafsandali (sandro eremeishvili)
სხვა
Registration Date: 2023/12/01
Last visit: 2025/11/15 13:49:19
Contact - All comments

შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირისათვის კანონით ან/და საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლების
განხორციელებაზე უარის თქმა, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირში ზოგიერთი მიიჩნევს
ფსიქიკური ნაკლის მქონე ადამიანს, ხოლო ინვალიდის შემთხვევაში
ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანს. რაც ნამდვილად არ არის სწორი.
ინვალიდი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირი
იდენტურია, მათ შორის განსხვავება არ არის. ყველა სამართლებრივ
აქტში სადაც ინვალიდი ეწერა, ჩაიწერა შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირი, რაც უფრო ასახავს რეალობას. მაგ: შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირი, კანონის თანახმად სარგებლობს უფასო
ტრანსპორტით, მაგრამ თუ ჩვენ მათ თანხას ვახდევინებთ, ამით
ვარღვევთ მათ უფლებებს. იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს
142 მეორე პირიმა მუხლით, სახეზე აუცილებლად უნდა გვქონდეს
მოტივი. ეს მოტივი არის, ის რომ პირი არის შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე და არა სხვა ნიშნის მოტივი, თუმცა არსებობს
ლეგიტიმურად უარის თქმა: პირველი და მეორე ჯუფის ინვალიდს,
ეუბნები რომ ვერ დასაქმდება ისეთ სამსახურში, რომელიც მოითხოვს
აქტიურობას და პირი ვერ შეასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას,
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს არ იქნება
დანაშაული.
ეს დანაშაული არის მატერიალური დანაშაული, აუცილებელია რომ
შედეგი დადგეს.

ajafsandali's picture
ajafsandali (sandro eremeishvili)
სხვა
Registration Date: 2023/12/01
Last visit: 2025/11/15 13:49:19
Contact - All comments

თავისუფლების უკანონო აღკვეთა წარმოადგენს ფორმალურ დანაშაულს,
რომელიც დამთავრებულია თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან.
თავისუფლების აღკვეთა შეიძლება მოხდეს კანონიერად. მაგ: როდესაც
პოლიციელი აკავებს პირს კანონიერად, ეს რათმქაუნდა არ იქნება
დანაშაული, მაგრამ როცა არანაირი სამრთლებრივი საფუძველი არ
არსებობს თავისუფლების აღკვეთის, ამ შემთხვევაში იქნება
თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
თავისუფლების უკანონო აღკვეთა წარმოადგენს დენად დანაშაულს.
დენადია დანაშაული, რომელიც იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით
და ხორციელდება უწყვეტლივ, სანამ არ შეწყდება ეს დანაშაული. ადრე
მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში, იყო მუხლი ,, ქალის მოტაცება
ცოლად შერთვის მიზნით", ახლა კი გვაქვს თავისუფლების უკანონო
აღკვეთა და პირი რომელიც მოიტაცებს ქალს, ცოლად შერთვის მიზნით,
დაისჯება თავისუფლების უკანონო აღკვეთით. თავისუფლების აღკვეთა,
განსხვავდება იძულებისაგან. მაგ: როდესაც პირს აღვუკვეთე
თავისუფლება, შევიყვანე ბინაში და ვუთხარი რომ არსად წავიდეს და მე
წავედი. ეს არ არის დანაშაული რადგან მას შეეძლო წასულიყო, ეს არის
იძულება. მაგრამ თუ თავზე დავადექი რომ არსად წავიდეს, ეს იქნება
თავისუფლების აღკვეთა.
თავისუფლების აღკვეთაში შეიძლება თანამონაწილეობა. მაგ: როდესაც
პიროვნება გარეთ დგას და არ აძლევს პირს უფლებას გამოვიდეს გარეთ.
მაგ: მე და გიორგიმ აღვუკვეთეთ თავისუფლება პირს, ანუ ამ დროს
სახეზე გვაქვს თანაამსრულებლობით ჩადენილი თავისუფლების
აღკვეთა.
თავისუფლების უკანონო აღკვეთა უნდა განვასხვაოთ, განზრახ უკანონო
დაკავებისგან. ჩვენ სსკ-ში გვაქვს განზრახ უკანონო დაკავება. 147-ე
მუხლი. განსხვავება არის ის, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის
სუბიექტი არის ნებისმიერი პირი, ხოლო განზრახ უკანონო დაკავების
სუბიექტი: ამსრულებელი არის პოლიციელი, პროკურორი, მოსამართლე
ან სამართლებრივი ორგანოს წარმომადგენელი, რომელსაც გააჩნია პირის
დაკავების კანონიერი უფლება, მაგრამ ამავდროულად უნდა იყენებდეს
სამართლებრივ უფლებამოსილებას. განზრახ უკანონო დაკავების დროს
უნდა გვქონდეს ორი ნიშანი. 1. პირი უნდა იყოს პოლიციელი ან
სამართლებრივი ორგანოს წარმომადგენელი და 2. სამსახურეობრივ
მოვალეობას უნდა ასრულებდეს. თუ ერთ-ერთი არ გვაქვს სახეზე,
პოლიციელი არ არის, ან სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებს, არ
იქნება განზრახ უკანონო დაკავება. მაგ: პოლიციელმა პირადი მოტივით
მეზობელი ჩაამწყვიდა სარდაფში. ამ დროს არ იქნება უკანონო დაკავება ,
რადგან პოლიციელმა გამოიყენა პირადი მოტივი. ეს იქნება
თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
ასევე საინტერესოა თავისუფლების უკანონო აღკვეთა და
გაუპატიურება.ვინაიდან გაუპატიურება თავის თავში მოიცავს
თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც. იმიტომრომ ძალის გამოყენებით,
ძალადობით ხორციელდება სქესობრივი კავშირის დამყარება. ქმედების
კვალიფიკაცია მართალია ამ დროს შეზღუდული აქვს პირს, მაგრამ
თავისუფლების უკანონო აღკვეთა აღარ მოხდება, იმიტომ ,რომ
გაუპატიურება თავის თავში მოიცავს, თავისუფლების უკანონო
აღკვეთასაც. ამიტომ ქმედების კვალიფიკაცია აღარ მოხდება,
დანაშაულის ერთობლიობით. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პირმა
გააუპატიურა მეორე პირი და შემდგომ ტყეში ხეზე მიაბა, ან გამოკეტა
სახლში, მაშინ ამ შემთხვევაში, სახეზე იქნება, დანაშაულთა
ერთობლიობა.
თავისუფლების უკანონო აღვეთად არ შეიძლება ჩაითვალოს, მშობლის
მიერ შვილის გამოკეტვა სახლში , გაკვეთილების მომზადების მიზნით.

ajafsandali's picture
ajafsandali (sandro eremeishvili)
სხვა
Registration Date: 2023/12/01
Last visit: 2025/11/15 13:49:19
Contact - All comments

მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების
პირობით, აიძულონ ორგანიზცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს
ეს თუ ის ქმედება. ადრე მოქმედი კოდექსით არ გვქონდა ეს მუხლი და
ქმედების კვაფილიკაცია ხდებოდა თავისუფლების უკნაონო აღკვეთით.
მაგრამ, როცა მცირეწლოვანი ბავშვი ჩაიგდეს ხელში კაკაბეთში და
მოითხოვეს გამოსასყიდი ჩათვალეს, რომ თავისუფლების უკანონო
აღკვეთით მათი დასჯა, მცირე სასჯელი იქნებოდა და ამის შემდეგ
გააქტიურდა საკითხი, რომ კოდექსში შესულიყო ახალი მუხლი,
რომელიც გულისხმობს მძევლად ხელში ჩაგდებას.
ორგანიზაციაში, იგულისხმება არასამთავრებო, კერძო ორგანიზაციები
და არა საჯარო ორგანიზაცია. მაგ: მე ვაიძულებ აღმასრულებელ
ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან სასამართლო
ხელისუფლებას, რომ თუ არ გამოიტანენ გამამართლებელ განაჩენს ამ
კონკრეტული პირის მიმართ, არ გავუშვებ მძევალს. ამ შემთხვევაში
იქნება, მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით.
პირში, იგულისხმება მესამე პირი. მაგ: თავისუფლება აღვუკვეთე
ირაკლის და ირაკლის მამას მოვთხოვე გამოსასყიდი, ხოლო თუ
ირაკლის ვეტყვი, რომ მან გადმომირიცხოს თანხა და მესამე პირს არ
ჩავრთავ ამ საქმეში, ეს იქნება თავისუფლების უკანონო აღკვეთა და არა
მძველად ხელში ჩაგდება. მძევლად ხელში ჩაგდება მოიცავს
გამოძალვასაც.
მძევლად ხელში ჩაგდება არის ფორმალური დანაშაული
დამთავრებულია მძევლად ხელში ჩაგდების მომენტიდან. ასევე მძევლად
ხელში ჩაგდენა არის დენადი დანაშაული.
თავიფუსლების უკანონო აღკვეთასა და მძევლად ხელში ჩაგდების
მსგავსებები და განსხვავებები.
მსგავსებები.
1. ორივე დენადი დანაშაულია. მიმდინარეობს იქამდე სანამ არ მოხდება
რაიმე კონსესუსამდე მიღწევა.
2. ორივე ფორმალური დანაშაულია.
3.. ორივე ხორციელდება პირდაპირი განზრახვით.
განსხვავებები:
1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა მოიცავს ორმხრივ ურთიერთობას,
ხოლო მძევლად ხელში ჩაგდება მოიცავს სამმხრივ ურთიერთობას.
2. მძევლად ხელში ჩაგდების დროს, მესამე პირისგან ელი მოქმედების
შესრულებას ან არ შესრულებას, ხოლო თავისუფლების უკანონო
აღვეთის დროს თავისუფლებას უღკვეთს პირადი მოტივით.
3. თავისუფლების უკანონო აღკვთის დროს დღების ხანგრძლივობას
მნიშვენელობა არ აქვს,კვალიფიკაციაზე ზეგავლენას არ მოახდენს,
თუმცა თუ დიდხანს გაგრძელდა სასჯელზე იმოქმედებს. ხოლო
მძევლად ხელში ჩაგდების დროს, თუ მძევალი გვყავს 7 დღეზე მეტი
დღით, მძიმდება კვალიფიკაცია

ajafsandali's picture
ajafsandali (sandro eremeishvili)
სხვა
Registration Date: 2023/12/01
Last visit: 2025/11/15 13:49:19
Contact - All comments

ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების
განხორციელება, აგრეთვე მუქარით, ძალადობით ან იძულების სხვა
ფორმით, მოტაცებით, შანტაჟით, დაღლითობით, მოტყუებით, უმწეო
მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის
ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის
მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება,
ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის
მიზნით.
ადამიანის ყიდვაში იგულისხმება როგორც ყიდვა, ისე გაყიდვა (ორივე
დასჯადია). პასუხისმგებლობა დგება როგორც მყიდველზე ისე
გამყიდველზე. არ არის აუცილებელი ადამიანის ყიდვის დროს ფული
გადავიხადოთ, შესაძლოა მოხდეს ვალში ჩათვლა, გაცვლა.
მის მიმართ სხვა უკანონო ქმედების განხორციელება, აქ იგულისხმება,
რომ მის მიმართ ხორციელდება და არა მასთან. მაგ:როდესაც პირი
მეორეს პირდება, რომ ადამიანის სანაცვლოდ დააწყებინებს მუშაობას ან
დაეხმარება ბიზნესის წამოწყებაში. ეს არის დამთავრებული დანაშაული.
მუქარაში იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როდესაც პირი ემუქრება
მეორე ადამიანს. ეს მუქარა შეიძლება იყოს ჯანმრთელობის დაზიანების,
სქესობრივი დანაშაულის ჩადენის და ა.შ. მუქარა არ უნდა იყოს
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში, თუ საშიშია ქმედება
დაკვალიფიცირდება დამამძიმებელი გარემოებით.
ძალადობა, მაგ: ცემის შედეგად გადაგვყავს ადამიანის საზღვარგარეთ და
ჩავაბამთ პროსტიტუციაში. ძალადობაში იგულისხმება არასაშიში
ძალადობა, თუ საშიშია დაკვალიფიცირდება დამამძიმებელი
გარემოებით.
იძულების სხვა ფორმა , მაგ: პირადი საბუთების ჩამორთმევა,
ფსიქოლოგიური ზეწოლა და ა.შ. ამ დროს არ არის გამოყენებული
ძალადობა და მუქარა.
მოტაცება, მაგ: როდესაც პირი მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩავსვი
მანქანაში და წავიყვანე. ეს არის სპეციალური მუხლი, რაც იმას
გულისხმობს, რომ დამატებით თავისუფლების უკანონო აღკვეთა სახეზე
არ გვექნება.
შანტაჟი, მაგ: გავავრცელებ ისეთ ვიდეოებს სადაც პირი ეწევა ამორალურ
საქმიანობას და ა.შ.
თაღლითობა, მაგ: მოტყუებით ვიღებ თანხას. როდესაც ერთი პირი
პირდება მეორეს, რომ გაუკეთებს ვიზას და თანხის აღების შემდეგ
გაქრება.
მოტყუება, მაგ: პირს დავპირდი, რომ საზღვარგარეთ დავაწყებინებდი
მუშაობას, ჩამოვიყვანე და სამუშაო არ დავახვედრე. მოტყუებასა და
თაღლითობას შორის განსხვავება არის ის, რომ თაღლითობის დროს
ეუფლები ნივთს ან ქონებრივ უფლებას, ხოლო მოტყუების დროს ასე არ
არის.
უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ამ დროს
დამნაშავეა უმწეო მდგომარეობაში. მაგ: მშობელი არის ინვალიდი,
გადაყავს თავისი შვილი, სპეკულირებს იმით, რომ ძალიან უჭირს ოჯახს
და აბამს პროსტიტუციაში. ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მაგ:
კრიმინალური ავტორიტეტი იყენებს თავის ძალაუფლებას.
საზღაურის მიცემის ან მიღების გზით, იმ პირის თანხმობის მისაღწევად,
რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მაგ: მივედი
პირთან და მაქვს იმის შანსი, რომ მისი ცოლი ჩავაბა პროსტიტუციაში. ეს
ყველაფერი უნდა განხორციელდეს გადაბარებით, გადაყვანით,
გადამალვით და ა.შ.
შეფარება, მაგ: ქუჩაში ვიპოვნე ადამიანი და საკუთარ სახლში შევიფარე.
დაქირავებაში იგულისხმება მაგ: დავიქირავე ადამიანი და ფული
გადავუხადე არა მას, არამედ სხვა პირს. ასევე შეიძლებ იყოს, როცა მე
დავიქირავე და ვუხდი არაადეკვატურ ანაზღაურებას.
ექსპლუატაცია, ნიშნავს იმას, რომ მე გამოვიყენო ადამიანი. მაგ: ჩავაბა
პროსტიტუციაში. აუცილებელია სახეზე იყოს სამივე ნიშანი, რათა
ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ 143-ე პრიმა მუხლის მიხედვით.
ექსპლუატაციაში იგულისხმება მატერიალური ან სხვაგვარი სარგებლის
მიღება, შრომის ან მომსახურეობის გაწევის იძულება, დანაშაულებრივ
საქმიანობაში პირის ჩაბმა, ადამიანის ორგანოს ან ორგანოს ნაწილის
აღების იძულება, მონობის თანამედროვე მდგომარეობაში ან მონობის
მსგავსს მდგომარეობაში ჩაყენება.
მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩაყენება, გულისხმობს ისეთ
შემთხვევას, როდესაც პირს ჩამორთმეული აქვს პირადობის მოწმობა, არ
აქვს კომუნიკაცია ახლობებთან, შეზღუდული აქვს გადაადგილება, ასევე
პირის მუშაობა ანაზღაურების გარეშე.
მონობის თანამედროვეობაში ჩაყენება, კანონმდებელი არ განმარტავს,
გულისხმობს იმას, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამ
დროს პირი შეიძლება მოთავსებული იყოს იქ სადაც არის
ანტისანიტარია, არ არის წველი წერტილი და ა.შ.
ამრიგად ტრეფიკინგი არის ფორმალური დანაშაული და
დამთავრებულია ქმედების განხორციელებისთანავე. მნიშვნელობა არ
აქვს დადგა თუ არა კონკრეტული შედეგი

ajafsandali's picture
ajafsandali (sandro eremeishvili)
სხვა
Registration Date: 2023/12/01
Last visit: 2025/11/15 13:49:19
Contact - All comments

არასრულწლოვანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო
გარიგების განხორციელება, აგრეთვე მისი გადაბირება, გადაყვანა,
გადამალვა, დაქირავება, ტრანსორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა
მიღება ექსპლუატაციის მიზნით.

ajafsandali's picture
ajafsandali (sandro eremeishvili)
სხვა
Registration Date: 2023/12/01
Last visit: 2025/11/15 13:49:19
Contact - All comments

წამება, ესეიგი პირისთვის, ან მესამე პირისათვის ისეთი პირობების
შექმნა, ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტესივობით
ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან
მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის,
მტიცებულებების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება,
ანდა პირის დასჯა მის, ან მესამე პირის მიერ ჩადენილი, ან სავარაუდოდ
ჩადენილი ქმედებისთვის.
წამება, ხორიცელდება კონკრეტულ პირზე, ან ამ კონკრეტული პირის
შვილზე.
პირობების შექმნა ან მოპყრობა, როდესაც პირს ვათავსებთ ისეთ
ადგილას, სადაც არის ანტისანიტარია, არ არის სველი წერტილი.
მოპყრობაში იგულისხმება როდესაც პირს ვამუშავებთ დილიდან
საღამომდე, არ ვაჭმევთ საჭმელს, ვექცევით აგრესიულად.
ხასიათი, მაგ: ცხელ ორთქლს მივაპკურებთ სახეში, რამაც შეიძლება
გამოიწვიოს ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი, ან მორალური ტანჯვა.
ინტენსივობა, როდესაც ფეხის გულზე ვჩხვლეტთ ნემსით.
ხანგრძლივობით, როდესაც პირს დილიდან საღამომდე ვამყოფებთ
ფეხზე, თავდაყირა ჩამოვკიდებთ, მივიყვანთ ფანჯარასთან და
გადაგდების იმიტაციას შევქმნით.
წამება, ეს არის მატერიალური დანაშაული, რამაც უნდა გამოიწვიოს
ძლიერი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი ან მორალური ტანჯვა.
ფსიქიკური ტკივილის დროს ადამიანი იღებს ნერვულ აშლილობას.
მორალური ტანჯვის დროს ადამიანს აქვს არასრულფასოვნების განცდა,
ჩაკეტილია, გაურბის სოციუმთან კონტაქტს.
წამების მიზანი არის ინფორმაციის მიღება. მაგ: სად ინახება
კონკრეტული ნივთი, სად იმალება კონკრეტული ადამიანი.
მტკიცებულების მიღება. მაგ: სად ინახება სისხლიანი დანა. აღიარების
მიღება, მაგ: აღიაროს ჩადენლი დანაშაული.

ajafsandali's picture
ajafsandali (sandro eremeishvili)
სხვა
Registration Date: 2023/12/01
Last visit: 2025/11/15 13:49:19
Contact - All comments

სისხლის სამართლის კოდექსის 144პრიმა მუხლში აღნიშნული
პირობები შექმნის, მოპყრობის, ან დასჯის მუქარა, განხორციელებული
იმაზე მიზნით, თუ ეს მუქარა არის რეალური და იმწუთიერი.

ajafsandali's picture
ajafsandali (sandro eremeishvili)
სხვა
Registration Date: 2023/12/01
Last visit: 2025/11/15 13:49:19
Contact - All comments

პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების
შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ
ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.
წამებასა და დამცირებას შორის განსხვავება არის ის, რომ წამების დროს
აუცილებელია მიზანი, ხოლო დამამცირებელ და არაადამიანურ
მოპყრობას არ გააჩნია მიზანი. ასევე, წამება არის პირდაპირი
განზრახვით ჩადენილი, ხოლო დამამცირებელი და არაადამიანური
მოპყრობა, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.

ajafsandali's picture
ajafsandali (sandro eremeishvili)
სხვა
Registration Date: 2023/12/01
Last visit: 2025/11/15 13:49:19
Contact - All comments

1. სიცოცხლის მოსპობის მუქარა;

2. ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა;

3. ქონების განადგურების მუქარა

ajafsandali's picture
ajafsandali (sandro eremeishvili)
სხვა
Registration Date: 2023/12/01
Last visit: 2025/11/15 13:49:19
Contact - All comments

1. მარტივი მუქარა;

2. რთული მუქარა

khatia12341's picture
khatia12341 (katherina)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/04/24
Last visit: 2025/04/24 18:05:03
Contact - All comments

დაუფლებითი დანაშაულის ნიშნები: 1)ნივთს უნდა გააჩნდეს ფიზიკური პარამეტრები
2)დახარჯული უნდა იყოს ადამიანის შრომა
3)ნივთი უნდა იმყოფებოდეს კონკრეტული პირის საკუთრებაში
4)ნივთის ამოღება უნდა მოხდეს უკანონოდ
5)ნივთის ამოღება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ
6)მისაკუთრების მიზანი უნდა ქონდეს დამნაშავეს -
ქურდობა დასრულებულად ითვლება... ამასთან დაკავშირებით არსებობს ორი პოზიცია:
ნივთის დაუფლებისთანავე ან განკარგვის შესაძლებლობის მომენტიდან
ქურდობის დამამძიმებელი გარემოებები:
1ქურდობა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი
2ქურდობა დიდი ოდენობით - როცა ნივთის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს.
3ქურდობა არაერთგზის -
4)ქურდობა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ
5)ბინაში შეღწევით ქურდობა
კაზუსი: პიროვნებამ გადაწყვიტა, რომ მოიპაროს მაგნიტოფონი ავტომობილიდან, ღამის 1 საათზე გააღო ავტომობილი და დაეუფლა მაგნიტოფონს, სასამართლომ ეს ქმედება დააკვალიფიცირა ქურდობის დამამძიმებელი გარემოებით კერძოდ, საცავში შეღწევით, ვინაიდან ავტომობილი არის ისეთი სივრცე, სადაც თავისუფლად შეღწევა არშეუძლია ადამიანს. სწორია თუ არა სასამართლოს კვალიფიკაცია?
პასუხი: სასამართლოს კვალიფიკაცია არასწორია, რადგან მართალია, გარკვეული წინააღმდეგობის გადალახვაა საჭირო, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა, ამ მანქანის გადაადგილება შესაძლებელია, მანქანას რომ დაუფლებოდა, ეს ხომ საცავში შეღწევით არ იქნებოდა და თუ მაგნიტოფონი ამოიღო საცავში შეღწევით როგორღა დაკვალიფიცირდება.
კაზუსი: არასრულწვანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში ჩაედო ქაღალდის ფუცლები, ჩაჭედა ეს აპარადის ფურცლები და ვინც ფულს ჩააგდებდა არ ერიცხებოდა, და ეს არასრულწლოვანი მაგნიტის ჯოხით იღებდა ფულს. დაახლოებით 20 ლარამდე ააგროვა. პოლიციელმა დაინახა ერთ-ერთ ცდაზე და პოლიციამ დააკავა ამ პროცესში. როგორ დაკვალიფიცირდება ქმედება?
პასუხი: ზიანი არ ყოფილა მნიშვნელოვანი, მაგრამ ქმედება არ იყო მცირემნიშვნელოვანი, რადგან აგრძელებდა და პოლიციას, რომ არ დაეჭირა ის კიდევ გააგრძელბდა და ბევრ ადამიანს მოუტანდა ზიანს.

khatia12341's picture
khatia12341 (katherina)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/04/24
Last visit: 2025/04/24 18:05:03
Contact - All comments

ძარცვასაც ის დამამძიმებელი გარემოებები აქვს, რაც ქურდობას, მაგრამ ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებაში არის განსხვავება:
ძარცვა ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის (ლოგიკურია, რომ ქურდობის დროს ძალადობა არ იქნება გამოყენებული). თუ კი პირი გამოიყენებს ძალადობას ან მუქარას და ამავდროულად ეს ძალადობა ან მუქარა სასიშია ადამიანის სიცოცხისა და ჯანმრთელობისათვის მაშინ, ქმედება კვალიფიცირდება ყაჩაღობით.
ძარცვა გაიყოფა ორ ნაწილად:
1) მარტივი ძარცვა - ესაა ისეთი დანაშაული, რა დროსაც გამოყენებული არ არის არც ძალდობა და არც ძალადობის მუქარა (მაგ: გს აქვს მობილური და იმ დაინახა და გასტაცა ეს ტელეფონი. ეს არის მარტივი ძარცვა);
2) კვალფიციური ძარცვა ძალადობრივი ძარცვა) - ისეთი ძარცვა, როცა გამოყენებულია ან ძალადობა ან ძალადობის მუქარა, მაგრამ არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის (მაგ: თუ გ ჩაარტყავს ის თავში და ისე გაიტაცებს მის ტელეფონს, ეს იქნება ძარცვა ჩადენილი ძალადობით, რომელიც არ არის საშიში ანუ ეს იქნება კვალიფიციური ძარცვა, მაგრამ თუ თავში ჩარტყმით მძიმე დაზიანებას მიაყენებს, ეს იქნება უკვე ყაჩაღობა. -რაც შეეხება ძალადობის მუქარას, მაგ: გ ეუბნება ის, თუ არ მისცემს ტელეფონს მაშინ, სცემს, ცემა არ არის საშიში და ამიტომ ეს იქნება ძალადობრივი ძარცვა, მაგრამ თუ კი ეუბნება, რომ თუ არ მისცემს ტელეფონს მოკლავს, ეს იქნება ყაჩაღობა).
თუ დამნაშავე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთის საშიშ ძალადობას ან ძალადობის მუქარას იყენებს მაშინ, ქმედება დაკვალიფიცირდება არა ძარცვით, არამედ ყაჩაღობით.
-ძალადობრივი ძარცის დროს, როდესაც პირი იყენებს ძალადობას ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს თუ არა დამატებით მაგ: ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებით ან ნაკლებად მძიმე დაზიანებით?
არსებობს ჯანრთელობის დაზიანების სამი ხარისხი:
1) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება(საშიშია);
2) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება(არ არის საშიში);
3) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება(არ არის საშიში).
-ძარცვის დროს თუ მძიმე დაზიანებას მიაყენებს, ეს ძარცვა კი არა ყაჩაღობა იქნება. ამიტომ ძარცვის დროს მნიშვნელოვანია ორი ხარისხის დაზიანება, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი.

khatia12341's picture
khatia12341 (katherina)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/04/24
Last visit: 2025/04/24 18:05:03
Contact - All comments
khatia12341's picture
khatia12341 (katherina)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/04/24
Last visit: 2025/04/24 18:05:03
Contact - All comments

ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნითვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძლადობის გამოყენების მუქარით.
ძარცვა და ყაჩაღობა ერთმანეთისაგან ძალადობის ხარისხით განსხვავდება.
ძარცვის დროს მუქარა ან ძალადობა არ არის საშიში, ყაჩაღობის დროს საშიშია. ძალადობის გამიჯვნა ხორციელდება ექსპერტიზის დასკვნით.
ძარცვა მატერიალურია - ყაჩაღობა ფორმალური.
მაგ: გმ უთხრა ის, რომ თუ მობილურს არ მისცემდა სცემდა, სანამ მობილური წაართვა იქამდე პოლიციამ დააკავა. ქმედება დაკვალიფიცირდება ძალადობრვი ძარცის მცდელობით. იმიტომ რომ ძლადობრივი ძარცვა არის მატერიალური.
მაგ: გმ უთხრა ის რომ თუ არ მისცემდა მობილურს, მოკლავდა, სანამ იმ ტელეფონი გადასცა იქამდე პლიციამ დაკავა. ქმედება კვალიფიცირდება ყაჩაღობით მიუხედევად რომ არ გადაუცია, რადგან ყაჩაღობა ფორმალურია.
-ყაჩაღობის დროს, აუცილებელია რომ ადგილი ქონდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას ან ძლადობის მუქარას.
იურიდიულ ლიტერატურაში არისებობს შემდეგნაირი მაგ.: ერთი ადამიანი ეუბნება მეორეს, რომ თუ არ მისცემს ფულს საქმე ცუდად წაუვა, ინანებს და ა.შ და პროფრსორი რომელიც კომენტარს აკეთებს, ის ამბობს რომ ქმედება მაინც კვალიფიცირდება ყაჩაღობით. ეს არასწორია, რადგან ,, საქმე ცუდად წაგივა’’ ,,ინანებ’’ ეს ტერმინები არ არიან მიმართულნი ჯანმრთელობის დაზიანებისკენ, აღნიშნული მუქარა განუსაზღვრელია და არ არის დაკონკრეტებული. იმ შემთხვევაში თუ მუქარა არ არის განსაზღვრული, არ არის კონკრეტიზირებული, ქმედება არ დაკვალიფიცირდება ყაჩაღობით და ეს იქნება ძალადობრივი ძარცვა იმიტომ რომ ეს მუქარა არ არის საშიში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

khatia12341's picture
khatia12341 (katherina)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/04/24
Last visit: 2025/04/24 18:05:03
Contact - All comments

-ანგარებით მკვლელობა - დამამძიმებე გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა. ანგარებით მკვლელობის დროს სახეზე უნდა გვქონდეს ორი საკითხი:
1) ან მატერიალური გამორჩენის მიზნით ხდება მკვლელობა - ადამიანს კლავს იმიტომ რომ დარჩეს მისი ქონება;
2)ან მატერიალური ვალდებულებისგან გათავისუფლებისთვის - ვისი ვალიც აქვს იმას კლავს რომ გათავისუფლდეს მატერიალური ვალდებულებისგან.
-ყაჩაღობის დროს შესაძლებელია ადგილი ქონდეს მკვლელობასაც.
-(არსებობს იუიდიულ ლიტერატურაში მოსაზრება, რომ თუ კი იმ წუთიერად ხდება ნივთის დაუფლება ყაჩაღობის დროს და შემდეგ კლავს ეს პირი დაზარალებულს, ქმედება კვალიფიცირდება ყაჩაღობით და ანგარებით მკვლელობით, მაგრამ თუ კი იმწუთიერად კი არ ხდება ნივთის დაუფლება, არამედ გარკვეული პერიოდის შემდეგ. მაგ: უძრავი ქონების დაუფლება ხორციელდება მაშინ ქმედება კვალიფიცირდება ანგარებით მკვლელობით და ყაჩაღობა სახეზე არ არის. ეს რეალურად ასე არ არის).
1)ყაჩაღობა და ნაგარებითი მკვლელობა სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ კი პირი თავს ესხმის ადამიანს, მისგან უარის მიღების შემთხვევაში კლავს შემდეგ ამ პირს.
1.მაგ: გ დაესხა ბს და ეუბნება რომ მისცეს ძვირადღირებული ბეჭედი თორემ მოკლავს და ბ არ მისცემს და შემდეგ მოკლა. ეს არის ორი დანაშაული ყაჩაღობა და ანგარებით მკვლელობა. იმიტომ რომ ჯერ არის თავდასხმა, თავდასხმის შედეგად დამთავრდა ყაჩაღობა და შემდეგ, როდესაც უარი უთხრა, მოკლა ეს ადამიანი ეს არის ანგარებით მკვლელობა იმიტომ რომ მატერიალური გამორჩენის მიღება სურდა,
2.მაგრამ თუ კი თავდასხმის გარეშე პირდაპირ ესვრის ამ ადამიანს იმისათვის რომ ეს ძვირადღირებული ბეჭედი მიისაკუთროს, ეს იქნება ანგარებით მკვლელობა.
-მაგ: ბ და გ ერთობლივად ჩადიან ყაჩაღობას. ორივე არის შეიარაღებული. ბმ მიადო იარაღი პირს და მოსთხოვა თანხის გადაცემა გმ არ გამოიყენა ეს მუქარა, მაგრამ იარაღით დგას გც. არ არის აუცილებელი, რომ გმაც ჩაიდინოს ის ქმედება, რასაც ბ ჩადის. ქმედება მაინც კვალიფიცირდება ჯგუფური ყაჩაღობით. ანუ შესაძლებელია, რომ ერთი ახორციელებეს მუქარას და მეორე ეთანხმებოდეს ამ მუქარას, და კონკლუდენტური ქმედებით მეორე თანხმობს აცხადებდეს.

Dante777's picture
Dante777 (დანტე ალაგიერი)
სხვა
Registration Date: 2025/05/01
Last visit: 2025/05/01 13:31:14
Contact - All comments

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები არის, პრაქტიკაში ყველაზე მეტად გავრცელებული დანაშაულები. ადრე თუ ყველაზე მეტად იყო გავრცელებული ქურდობა, დღეს დაემატა ასევე ოჯახში ძალადობა. ეს ორი დანაშაული არის ყველაზე მეტად გავრცელებული დანაშაული, სასამართლო პრაქტიკაში.
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები იყოფა ორ ნაწილად:
1. დაუფლებითი დანაშაულები.
2. არადაუფლებითი დანაშაულები.
დაუფლებითი დანაშაულებია: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, რადგან ამ შემთხვევაში ხდება კონკრეტული ნივთის დაუფლება.
არადაუფლებითი დანაშაულებია: ქონებირივი დაზიანება მოტყუებით. მაგ: მე ვიქირავე ტაქსი, ტაქსის მძღოლს ვუთხარი, რომ მე გადაგიხდი 200 ლარს და წამიყვანე დანიშნულების ადგილას და მე მას არ გადავუხადე თანხა. ეს არ არის დაუფლებითი დანაშაული, რადგან მე არ დავუფლებივარ არავის ქონებას. ეს არის ქონებირივი დაზიანება მოტყუებით, ანუ ტაქსის მძღოლის ქონება დავაზიანე. მაგ2: მე დავაზიანე სხვისი მანქანა, დავამტვირე ან ცეცხლი წავუკიდე, ესეც იქნება არადაუფლებითი დანაშაული.

დაუფლებითი დანაშაულები ხასიათდება შემდეგი 6 ნიშნით:
1. ფიზიკური პარამეტრები.
ნივთს უნდა ჰქონდეს ზომა, წონა. ხელშესახები უნდა იყოს ნივთი.
2. დახარჯულია ადამიანის შრომა.
აუცილებელია, რომ ადამიანის შრომა იყოს დახარჯული კონკრეტულ ნივთზე, რომელსაც ვეუფლებით. მაგ: გიორგის ბოსტანში გადავალ და მოვჭრი ხეს და დავეუფლები. ეს იქნება დაუფლებითი რადგან ამ ხეზე დახარჯულია გიორგის შრომა. თუმცა ყოველთვის ასე არ არის. მაგ: ხელოვნური ტყე, არის ადამიანის მიერ გაშენებული. თუ მე დავეუფლები რაიმეს ამ ხელოვნური ტყიდან, ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება გარემოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულით, რადგან მართალია, ადამიანის შრომა არის დახარჯული მაგრამ, მაინც ეკოსისტემის ნაწილი არის ტყე და გარემოს ეკუთვნის და არა კონკრეტულ პირს.
3. ნივთი იმყოფება ვინმეს საკუთრებაში.
აუცილებელია, რომ ნივთი რომელსაც ვეუფლებით, იყოს კონკრეტული პირის საკუთრებაში/მფლობელობაში. თუ ნივთი არ იმყოფება კონკრეტული პირის საკუთრებაში/მფლობელობაში, ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება დაუფლებით დანაშაულად. მაგ: გიორგიმ გამოიატანა ძველი ავეჯი და დააწყო ეზოს გარეთ. ჩამოიარა კონკრეტულმა ადამიანმა და წაიღო. აქ არ არის სახეზე დაუფლებითი დანაშაული, რადგან ნივთი არ იმყოფებოდა არავის საკუთრებაში, გიორგიმ თავისივე ნებით გაიტანა ნივთები და დააწყო გარეთ.
აქ მნიშვნელოვანია ორი საკითხი, რას ნიშნავს დაკარგული ნივთი და დავიწყებული ნივთი.
დაკარგულია ისეთი ნივთი, რომელიც დაუცველ ადგილას არის ამოვარდნილი. დავიწყებულია ნივთი, რომელიც პიროვნებას დაავიწყდა დაცულ ადგილას, მაგალითად სამუშაო კაბინეტში.
მაგ: მე ვმუშაობ იუსტიციის სამინისტროში და სამუშაო კაბინეტში დამრჩა ოქროს ბეჭედი. დამლაგებელმა, ოთახის დალაგების დროს ნახა ბეჭედი და მიისაკუთრა. ეს იქნება ქურდობა, რადგან იუსტიციის სამინისტრო არის დაცული ადგილი, მასზე ზედამხედველობა ხორცილედება შესაბამისი დაცვის სამსახურის მიერ და თუ კი ნივთს იპოვის კონკრეტული პირი, აუცილებლად უნდა გადაეცეს მესაკუთრეს. ამიტომ, თუ კი დაცულ სივრცეში მოხდება დაუფელბა ნივთის, ქმედება კვალიფიცირდება ქურდობით.
მაგ2: მე ამომივარდა ქუჩაში ნივთი (საფულე) და კონკრეტულმა

Dante777's picture
Dante777 (დანტე ალაგიერი)
სხვა
Registration Date: 2025/05/01
Last visit: 2025/05/01 13:31:14
Contact - All comments

პირმა იპოვა და დაეუფლა. აქ არ იქნება ქურდობა, რადგან დაუცველ ტერიტორიაზე მოხდა ნივთის დაუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულია განაცხადოს დაკარგული ნივთის შესახებ, შესაბამის ორგანოში. თუ იდენტიფიცირება არის შესაძლებელი, მესაკუთრეს უნდა დაუბრუნოს პირმა, სამოქალქო კანონმდებლობის შესაბამისად და თუ იდენტიფიცირება არის შეუძლებელი, მაშინ პოლიციას უნდა მიმართოს და განცახდების გაკეთების დღიდან, 1 წლის განმავლობაში თუ არ გამოჩნდება მესაკუთრე, მაშინ მპოვნელი იძენს უფლებას ამ ნივთზე.
მითვისების დროს მართლზომიერად უნდა ფლომდე ნივთს, რომ მიითვისო. მაგ: მე ვარ მოლარე და მართლზომიერად მაქვს მინდობოლი პროდუქტი, თანხა და ა.შ. ამ დროს იქნება მითვისება, მაგრამ თუ ქუჩაში ვიპოვი ნივთს, ეს არ იქნება მითვისება,რადგან მართლზომიერად არ ვფლობ ნივთს.
4. ნივთის ამოღება ხორციელდება უკანონოდ
სიტყვა უკანონო ნიშნავს იმას, რომ არავითარი უფლებამოსილება დამნაშავეს არ აქვს ნივთთან დაკავშირებით. ანუ ხდება მესაკუთრისგან ყოველგვარი თანხმობის გარეშე, არამართლზომიერად ეუფლება პირი კონკრეტულ ნივთს.
5. ნივთის ამოღება ხორციელდება უსასყიდლოდ
მაგ: მე თუ შევედი მაღაზიაში, გამყიდველი არ არის მაღაზიაში, ავიღე პროდუქტები და იმ პროდუქტების ღირებულება დავტოვე სალაროსთან და წავედი, ქმედება არ დაკვალიფიცირდება ქურდობით, რადგან უსასყიდლოთ არ ყოფილა ნივთის დაუფლება. აუცილებელია, რომ ნივთის დაუფლება განხოცრიელდეს უსასყიდლოდ.
6. მისაკუთრების მიზანი
აუცილებელია, რომ დამნაშავეს ამოძრავებდეს მისაკუთრების განზრახვა და თუ არ გვაქვს მისაკუთრების მიზანი, ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება დაუფლებით დანაშაულად.
ადრე მოქმედი სიხლის სამართლის კოდექსში, გქვონდა ასეთი მუხლი ,,ავტომობილის დაუფლება, დროებითი გამოყენების მიზნით" (184-ე მუხლი) თუ მე ავტომობილს დავეუფლებოდი დროებით და შემდეგ 24 საათის განმავლბოაში დავაბრუნებდი, სასჯელი გამინახევრდებოდა. ახლა აღარ არის ეს მუხლი და პირი შეიძლება დაისაჯოს ავტომობლის დაზიანებისთვის, თუ რათქმაუნდა ექნება ადგილი მსგავს ფაქტს

Dante777's picture
Dante777 (დანტე ალაგიერი)
სხვა
Registration Date: 2025/05/01
Last visit: 2025/05/01 13:31:14
Contact - All comments

ქურდობა, ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
აუცილელებლია, რომ ნივთი იყოს სხვის საკუთრებაში და არანაირი შეხება არ ჰქონდეს დამნაშავეს ამ ნივთთან.
მაგ: ცოლ-ქმარი განქორწინდნენ, განქორწინების შემდეგ მათ უნდა გაიყონ ქონება. სანამ სამოქალაქო დავა დაიწყებოდა, იქამდე ქმარი მივიდა ცოლის სახლში და ქორწნების პერიდოში შეძენილი სარეცხი მანქანა აიღო და წაიღო. სასამართლომ ეს ქმედება დააკვალიფიცირა ქურდობით. რათქმაუნდა ეს არ არის ქურდობა, რადგან ეს სარეცხი მანქანა მასაც ეკუთვნოდა. სხვისი ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ამ ქონებასთან შემხებლობა არ უნდა გააჩნდეს დამნაშავეს. ეს ქმედება იქნება თვითნებობა. რადგან ამ კაცს ეგონა, რომ რადგან ქორწინების შემდეგ ჰქონდათ შეძენილი, შეეძლო წამოეღო ეს ნივთი. თვითნებობა არის როცა პირს ჰგონია, რომ სამოქალქო დავის გარეშე უფლება აქვს კონკრეტული ნივთი მიისაკუთროს.
ქურდობის დროს აუცილებელია, რომ ნივთი იყოს სხვის საკუთრებაში, ნივთი იყოს მოძრავი, ფარულად მოხდეს მისი დაუფლება და მისაკუთრების მიზანი მქონდეს. თუ ნივთის დაუფლება არის აშკარა, ქმედება დაკვალიფიცირდება ძარცვად. ქურდობა და დარძცვა ერთმანთისგან განსხვავდება იმით, რომ ქურდობა არის ფარული დაუფლება, ხოლო ძარცვა ეს არის აშკარა დაუფლება. ქურდობის დროს მნიშვნელოვანია, ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმი. ობიექტრი კრიტერიუმია, როცა ვერავინ ვერ მხედავს, ობიექტურად ფარულად ვიპარავ კონკრეტულ ნივთს, ხოლო სუბიექტური ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს აქვს შეცნობილი, რომ ვერავინ ვერ ამჩნევს. თუ მე შეცნობილი მაქვს რომ ვიღაც მიყურებს და მაინც ვიპარავ, ეს არის ძარცვა, მაგრამ თუ მიყურებს ვინმე და მე არ მაქვს შეცნობილი, ეს არის ქურდობა.

ქურდობა არის მატერიალური დანაშაული, ანუ უნდა დადგეს კონკრეტული შედეგი, უნდა დავეუფლო ადამიანის ქონებას. ყაჩაღობა ეს არის ფორმალური დანაშაული, ანუ თავდასხმის განხორციელებისთანავე არის დასრულებული.
არსებობს ორი პოზიცია, თუ როდის ითვლება ქურდობა დასრულებულად.
1. ნივთის დაუფელბისთანავე
2. განკარგვის შესაძლებლობის მომენტიდან
მაგ: თუ მე, ჩავუყავი ჯიბეში ხელი გიორგის და ამოვაცალე თანხა და ეს თანხა ჩემს ხელშია, ეს არის ქურდობა თუნდაც პოლიციამ იქვე დამაკავოს. მაგრამ არსებობს მეორე პოზიცია, ქურდობა არ არის დამთავრებული იმ შემთხვევაში, თუ განკარგვის შესაძლებლობა არ მაქვს. მაგალითად თუ მე გავიქეცი და შემდეგ დამაკავა პოლიციამ ეს არის უკვე დამთავრებული. ზოგიერთი ფქირობს რომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება დაუფლებისთანავე, მაგრამ ზოგიერთი ფიქრობს რომ ქურდობა დამთავრებულია განკარგვის შესაძლებლობისთნავე.
მაგ: იმ შემთხვევაში თუ მე შევედი კონკრეტული პირის სახლში და ავიღე ოქრო, ხელში მიჭირავს და ამ დროს შემოვიდა პოლიცია და დამაკავა. მუხედავად იმისა, რომ ხელში მაქვს ეს ნივთები, ქმედება მაინც იქნება ქურდობის მცდელობა, რადგან სახლიდან არ ვარ გასული. მაგრამ როგორც კი ბინას დავტოვებ ამ შემთხვევაში უკვე დამთავრებული იქნება ქურდობა.
არ აქვს მნიშვნელობა, მართლზომიერად არსებულ ქონებას ვიპარავ თუ არა. მაგ: გიორგის საკუთრებაში არის ბეჭედი და მოვპარე, ეს იქნება ქურდობა. მაგრამ თუ გიორგის ბეჭედი აქვს მოპარული და შემდეგ მე მოვპარავ, ესეც იქნება ქურდობა.

Dante777's picture
Dante777 (დანტე ალაგიერი)
სხვა
Registration Date: 2025/05/01
Last visit: 2025/05/01 13:31:14
Contact - All comments

ქურდობის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოება არის ქურდობა,რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება თუ ზიანის ღირებულება აღემატება 150 ლარს.
ასევე დამამძიმებელი გარემოება არის, დიდი ოდენობით ქურდობა. როცა ნივთის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს.
დამამძიმებელი გარემოებაა ასევე, ქურდობა არაერთგზის, როცა პირი წინათ სანასამართლევია ქურდობისთვის და ნასამართლობა არ აქვს გაქარწყლებული. მაგრამ ასევე, ქურდობა არაერთგზის იქნება,იმ შემთხვევაშიც როცა პირმა წინათ ჩაიდინა ქურდობა, გამოძალვა, თაღლითობა, ყაჩაღობა და ა.შ. ანუ მსგავსი ტიპის დანაშაულები.
დამამძიმებელი გარემობა იქნება ასევე, ბინაში შეღწევით ქურდობა, სადგომში ან საცავში (მაგ: სეიფი) შეღწევით ქურდობა.
თუ სახეზე გვექნება რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება, დამნაშავეს განაჩენში აესახება ყველა დამამძიმებელი გარემოება, მაგრამ სასჯელი უნდა დავუნიშნოთ ყველაზე მძიმე დანაშაულით.
ასევე ქურდობა შეიძლება იყოს ჩადენილი, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ. იმ შემთხვევაში თუ ორი პირიდან ერთი არის შეურაცხადი, არ იქნება სახეზე ჯგუფური ქურდობა, რადგან შეურაცხად პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. იგივენაირად იქნება იმ შემთხვევაშივ თუ ერთი პირი არის არასრულწლოვანი.

Dante777's picture
Dante777 (დანტე ალაგიერი)
სხვა
Registration Date: 2025/05/01
Last visit: 2025/05/01 13:31:14
Contact - All comments

ძარცვა,ესეიგი სხვის მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება,მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ძარცვა და ქურდობა, ერთმანეთისგან განსხვავდება დანაშაულის ჩადენის ხერხში. ქურდობა არის ფარული ხასიათის, ხოლო ძარცვა აშკარა ხასიათის. იმისათვის რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს ძარცვად, სახეზე უნდა გვქონდეს 4 ნიშანი.
1. ნივთი უნდა იყოს სხვისი
2. უნდა იყოს მოძრავი
3. უნდა მოხდეს აშკარა დაუფლება
4. მისაკუთრების მიზანი

ძარცვას აქვს ორი კრიტერიუმი:
1. ობიექტური კრიტერუმი
ნივთის დაუფლების დროს მიყურებს ვიღაც, ხილულია ჩემი ქმედება.
2. სუბიექტური კრიტერიუმი
შეცნობილი მაქვს რომ ვიღაც მიყურებს.

ქურდობა ძარცვაში შეიძლება გადაიზარდოს, იმ შემთხვევაში სანამ ქურდობა დასრულებულ სახეს მიიღებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ქორდობა დასრულდა, მაგ: გიორგის ამოვაცალე ტელეფონი ფარულად. შემდეგ რამდენიმე საათის შეემდეგ შეამჩნია გიორგიმ ტელეფონი და დაბრუნება მომთხოვა და მე გავიქეცი. ეს არ იქნება ძარცვა რადგან ქურდობა იყო დასრულებული და დასრულებული ქურდობა, ძარცვაში ვეღარ გადაიზრდება.

Dante777's picture
Dante777 (დანტე ალაგიერი)
სხვა
Registration Date: 2025/05/01
Last visit: 2025/05/01 13:31:14
Contact - All comments

ძარცვის დამამძიმებელი გარემოებები, იდენტურია ქურდობის დამამძიმებელი გარემოებებისა. ქურდობა დიდი ოდნებით არის 10 000 ლარს ზევით და ასევეა ძარცვის დროს, ძარცვა დიდი ოდენობით არის 10 00 ლარს ზევით. ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა, როდესაც გამოყენებულია ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. არსებობს 2 სახის ძარცვა.
1. მარტივი ძარცვა
მივდივარ, გამყიდველს გამოტანილი აქვს ნივთი გასაყიდად, ავიღე და გავიქეცი
2. კვალიფიციური ძარცვა.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ძრაცვა, რა დროსაც პირი იყენებს ძალადობას ან ძალადობის მუქარას, მაგრამ არ არის საშიში ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.
ძალადობის ხარისხი, განასხვავებს ძარცვას ყაჩაღობისგან, თუ მუქარა რომელსაც ვიყენებთ ნივთის დასაუფლებად, საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სახეზეა ყაჩაღობა.
იურიდიულ ლიტერატურაში მითითებულია, რომ თუ ძარცვას მოყვა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით.

Dante777's picture
Dante777 (დანტე ალაგიერი)
სხვა
Registration Date: 2025/05/01
Last visit: 2025/05/01 13:31:14
Contact - All comments

სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი, ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხიმსგებლობას ყაჩაღობისათვის.

ყაჩაღობის ობიექტური შემადგენლობის ნიშნები
ყაჩაღობა, ესეიგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ამ ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს ყაჩაღობად, სახეზე უნდა იყოს შემდეგი ნიშნები.
1. სახეზე უნდა იყოს თავდასხმა
2. უნდა მოხდეს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება
3. მისაკუთრების მიზანი
4. ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომელსაც დამნაშავე იყენებს, უნდა იყოს საშიში სოცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
ყაჩაღობა წარმოადგენს ფორმალურ დანაშაულს და დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან.

ძარცვისა და ყაჩაღობის გამიჯვნა
განსხვავება ამ ორ დანაშაულს შორის, არის ძალადობის ხარისხი. ძარცვა არის მატერიუალური დანაშაული, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დავეუფლო ნივთს, ხოლო თუ ვერ დავეუფლე ეს იქნება ძარცვის მცდელობა. ხოლო ყაჩაღობა ეს არის ფორმალური დანაშაული და მას არ აქვს მცდელობა.
ყაჩაღობა არის 2 ობიექტიანი დანაშაული.
1. საკუთრება.
2. სიცოცხლე და ჯანრმთელობა.

ყაჩაღობისა და ანგარებით მკვლელობის კვალიფიკაციის პრობლემები.
ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ უნდა დავაკვალიფიციროთ ქმედება, როდესაც სახეზე გვაქვს ყაჩაღობა და დამატებით მკვლელობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი მოსაზრება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თუკი ნივთის დაუფლება ხორციელდება იმწუთიერად და შემდეგ კლავს დაზარაებულს, სახეზე გვაქვს ყაჩაღობა და ანგარებით მკვლელობა. მაგრამ თუ კი ნივთის დაუფლება ხდებაა გარკვეული დროის გსვლის შემდეგ, სახეზე გვექნება ანგარებით მკვლელობა. ასეთი მოსაზრება არასწორია, რადგან არ აქვს მნიშვნელობა როდის დავეუფლებით ნივთს, მთავარია თავდასხმის ფაქტი, აღიქვა თუ არა დაზარალებულმა თავდასხმა. თუ დაზარალებული აღიქვამს თავდასმხმის ფაქტს, სახეზე იქნება ყაჩაღობა, მაგრამ თუ ვერ აღიქვა და ისე მოკლა დამნაშავემ, მაშინ სახეზე იქნება ანგარებით მკვლელობა.
ყაჩაღობა და ანგარებით მკვლელობა გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ პირი იყენებს თავდასხმას და მისგან უარის მიღების შემთხვევაში კლავს ამ პირს. მაგრამ თუ კი თავდასხმის გარეშე პირდაპირ ვესვრი ადამიანს და მოვკლავ, რომ მივისაკუთრო კონკეტული ნივთი, ეს იქნება ანგარებით მკვლელობა.
მაგ: გიორგი მივიდა ირაკლისთან, შუბლზე იარაღი მიადო, მოსთხოვა ფული და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. სახეზე გვაქვს ყაჩაღობა. თუ დაზარალებულმა არ მისცა თანხა და დამნაშავემ მოკლა, სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ყაჩაღობა და ანგარებით მკვლელობა. მაგრამ თუ დამნაშავემ იცის, რომ დაზარალებულს ფული აქვს, არ მოთხოვს და პირდაპირ მოკლავს, სახეზე იქნება ანგარებით მკვლელობა.

ყაჩაღობის დამამძიმებელი გარემოებები
ყაჩაღობის დამამძიმებელი გარემოებები თითქმის გავს ქურდობისა და ძარცვის დამამძიმებელ გარემოებებს, თუმცა არის განსხვავებაც, ქურდობისა და ძარცვის დროს, დამამძიმებელ გარემოებად გვაქვს ქურდობა/ძარცვა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებული ჯგუფის მიერ, მაგრამ ყაჩაღობაში გვიწერია ,,ჯგუფურად''. ჯგუფურში იგულისხმება, წინასწარ შეთანხმებული, წინასწარ შეუთანხმებელი და ორგანიზებული ჯგუფი.

Dante777's picture
Dante777 (დანტე ალაგიერი)
სხვა
Registration Date: 2025/05/01
Last visit: 2025/05/01 13:31:14
Contact - All comments

უვარგისი იარაღით თავდასხმა

უვარგისი იარაღით თავდასხმა შეიძლება მოხდეს: გადაჭრილი თოფით, თოფით რომელშიც ტყვიები არ არის, სათამაშო თოფით.
მაგ: ღამის პირველ საათზე მივდივარ ქუჩაში, დამნაშავემ მომადო შუბლზე უვარგისი/სათამაშო იარაღი და მომთხოვა ფული. როგორ დაკვალიფიცირდება ქმედება?
არსებობს რამდენიმე მოსაზრება, თუ როგორ უნდა დაკვალიფიცირდეს ეს ქმედება.
1. სახეზე უნდა იყოს ძარცვა, რომელიც საშიში არ არის, რადგან ეს ძალადობა და მუქარა ობიექტურად საშიში არ არის.
2. არ აქვს მნიშვნელობა იყო თუ არა საშიში. მთავარია, რომ დაზარალებულს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში. მან აღიქვა, რომ იარაღი იყო რეალური. აქედან გამომდინარე ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ყაჩაღობაად.

Dante777's picture
Dante777 (დანტე ალაგიერი)
სხვა
Registration Date: 2025/05/01
Last visit: 2025/05/01 13:31:14
Contact - All comments

თაღლითობა, ეს არის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით.
სახეზე უნდა იყოს:
1. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი
2. სხვისი ნივთის დაუფლება უნდა მოხდეს
3. ან ქონებრივი უფლების მიღება უნდა მოხდეს და აუცილებელია, რომ მოტყუების განზრახვა ჰქონდეს პირს.
დაღლითობა, ხორციელდება მოტყუების გზით. ანუ მოტყუება არის მთავარი, თაღლითობის კვალიფიკაციის დროს.
ნივთში იგულისხმება, როგორც მოძრავი, ისე უძრავი ნივთი(სახლი,მიწის ნაკვეთი) განსხვავებით ქურდობის, ძარცვის და ყაჩარობისა, ამ დანაშაულების დროს აუცილებელია რომ ნივთი იყოს მოძრავი.
დაღლითის დროს საუბარია, ქონებირივი უფლების მიღებაზე, ანუ შესაძლებელია მოხდეს ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება. მაგ: მე გადმომიფორმებენ კონკრეტულ ქონებას. მაგრამ ყველაფერს ამას უნდა ერთვოდეს მოტყუება და იმ შემთხვევაში თუ მოტყუება არ გვაქვს, სახეზე არ გვექნება დაღლითობა. აუცილებილია, რომ მოტყუება წინ უსწრებდეს ნივთის დაუფლებას. მაგ: მე გიორგის ვეუბნები რომ მომეცი 1000 დოლარი და შემდეგ მე დაგიბრუნებ ამ თანხას ერთ თვეში.
თაღლითობის დროს საგანი, არის ან ნივთი, ან ქონებრივი უფლება.
გვაქვს მოტყუების ორი სახი:
1. აქტიური მოტყუება
აქტიური მოტყუება გვაქვს მაშინ, როცა პირი, ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ჩადის თაღლითობას. ანუ ყალბი ინფორმაციის საფუძველზე ხდება დაღლითობის ჩადენა. მაგ: გიორგის ვეუბნები, რომ მომეცი 10 000 დოლარი და ერთ თვეში დაგიბრუნებ უკან და ყალბი დოკუმენტი მაქვს წარდგენილი, რომ ვითო მე მაქვს მაღალანაზღაურებადი სამსახური.
2. პასიური მოტყუება.
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამალვა. მაგ: მე გამოვართვი გიორგის 10 000 დოლარი, ირაკლის 15 000 და ა.შ და მაქვს ძალიან ბევრი ვალი და ამის შესახებ მათ არ ვატყობინებ, ანუ ვუმალავ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებს რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თანხას არ მომცემდნენ.
მაგ: მე ვიყიდე კონკრეტული ნივთი და ფული მივეცი გამყიდველს, მაგრამ შემეშალა და 200 ლარის ნაცვლად მივეცი 400 ლარი. მივიდა ეს პიროვნება სახლში, დათვალა და აღმოჩნდა რომ 200 ლარით მეტი მაქვს მიცემული და ის არაფერს აცხადებს, არ შემატყობინა. არ იქნება ამ შემთხვევაში პასიური დაღლითობა რადგან ნივთის დაუფლებამდე მას არ ჰქონია მოტყუების განზრახვა. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს და არა სისხლის. მაგრამ ვითარება შეიცვლება თუ კი ადგილი ექნება ასეთ შემთხვევას. მაგ: მე ვიყიდე რაღაც ნივთი, მივეცი 200 ლარი გამყიდველს, შემდეგ მივეცი კიდევ 100 ლარი, შემდეგ კიდევ მივეცი. მიხვდა გამყიდველი რომ ზედმეტად ვაძლევ თანხას მაგრამ მაინც გამომართვა. ეს იქნება უკვე პასიური მოტყუება, რადგან აქ უკვე თანხის დაუფლებამდე გაუჩნდა მოტყუების განზრახვა, რადგან იცოდა რომ ზედმეტს ვაძლევდი და რეაგირება არ ჰქონია.

Dante777's picture
Dante777 (დანტე ალაგიერი)
სხვა
Registration Date: 2025/05/01
Last visit: 2025/05/01 13:31:14
Contact - All comments

თუ კი ადგილი აქვს ყალბი დოკუმენტის გამოყენებას, ქმედება დაღლითობით კვალიფიცირდება და არა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით. მაგ. პირმა დაამზადა ყალბი დოკუმენტი და ამ დუკიმენტის საფუძველზე ჩავიდინე თაღლითობა, ქმედება დაკვალიფიცირდება მხოლოდ თაღლითობით, რადგან მოტყუება თაღლითბის შემადგენლობაში შედის და დამატებითი კვალიფიკაცია, ყალბი დოკეუმენტის გამოყნებით აღარ ხდება, რადგან თაღლითობა მოტყუების გარეშე წარმოუდგენელია. მაგრამ ვითარება შეიცლვება თუ კი ადგილი აქვს ასეთ შემთხვევას: პირმა დაამზადა თვითონ ყალბი დოკუმენტი და შემდეგ გამოიყენა და ჩაიდინა თაღლითობა. ამ შემთხვევაში ქმდება დაკვალიფიცრდება ორი მუხლით, 1. თაღლითობა(რადგან მოტყუებით განახორციელაბ ქმედება) და 2. ყალბი დოკუმენტის დამზადება, რადგან მან დაამზადა ყალბი დოკუმენტი, დამზადება თავისთავად სცლიდება თაღლითობის შემადგენლობას. დამზადება არის ცალკე დანაშაული და გამოყენება აღარ არის ცალკე რადგან თაღლითობაში შედის უკვე. ანუ, თუ პირი დაამზადებს ყალბ დოკუმენტს და შემდეგ თვითონ გამოიყენებს, სახეზე ორი მუხლი იქნება, დაღლითობა და ყალბი დოკუმენტის გამოყენება. მაგრამ თუ ყალბი დოკუმენტი სხვამ დაამზადა და თაღლითობა ჩაიდინა სხვამ, ამ დოკუმენტის გამოყენებით, ვინც თაღლითობა ჩაიდინა მისი ქმედება მხოლოდ თაღლითობით დაკვალიფიცირდება.

მაგ: პირმა დაამზადა ყალბი ფული და შემდეგ გამოიყენა. აქ ყალბი ფულის დამზადება, გასაღება, გამოყენება და ა.შ (212მუხლი) ის ფაქტობრივად მოტყუებას მოიცავს, აქ დამატებით კვალიფიკაცია აღარ ხორციელდება და მთლიანად გვაქვს 212-ე მუხლში მოცემული მოტყუება და დამატებითი კვალიფიკაცია აღარ განხორციელდება.

თაღლითობის გამიჯვნა კრედიტის უკანონო მიღებისგან
მსგავსებები:
1. თაღლითობის, ისვე როგორ კრედიტის უკანონი მიღების დროს, ადგილი აქვს მოტყუებას. მაგ: ბანკს ვატყუებ, ყალბ ცნობას წარვადგენ, რომ მაქვს მაღალანაზღაურებადი ხელფასი.
2. ისევე როგორ თაღლითობის, კრედიტის უკანონო მიღების დროს, მატერიაული დინტერესება ამოძრავებს დამნაშავეს, ანუ მატერიალური გამორჩენის მიზანი გაქვს.
განსხვავებები:
1. თაღლითობის დროს ზიანი ადგება სხვის საკუთრებას, მაგ: გუკას ვეუბნები, რომ მომეცი 10 00 დოლარი და დაგიბრუნებ ერთ თვეში და არ დავურბუნე. ხოლო კრედიტის მიღების შემთხვევაში, ფულად საკრედიტო სისტემას ადგება ზიანი.
2. თაღლითობის დროს, მოტყუებას აქვს ადგილი,კრედიტის უკანონოდ მიღების დროს შეიძლება მოტყუებას ადგილი არ ჰქონდეს, მაგ: ბანკმა მიზნობრივი კრედიტი გამომიყო, მაგ: კომერციული ფართის ასაშენელად და მე ავაშენე კერძო ბინა, ანუ მიზნობრივი კრედიტი, არამიზნობრივად გამოვიყენე.
3. თაღლითობის შემთხვევაში მისაკუთრების მიზანი მაქვს, ანუ თანხას არ ვუბრუნებ იმ ადამიანს ვისაც გამოვართვი, ხოლო კრედიტის უკანონო მიღების შემთხვევაში, მისაკუთრების მიზანი არ მაქვს, ბანკს ვუბრუნებ ისევ თანხას.
4. თაღლითობა შეიძლება ზეპირსიტყვიერად. მაგ: გიორგის ვეუბნები რომ მომეცი ფული 20 000 ლარი და დაგიბრუნებ 1 თვეში, მაგრამ კრედიტის მიღება ხორციელდება დუკუმენტის საფუძველზე.
5. თაღლითობა ეს არის მატერიალური დანაშაული, ანუ შედეგი უნდა დადგეს და თუ არ დადგა, ადგილი ექნება თაღლითობის მცდელობას, მაგრამ კრედიტის უკანონო მიღების შემთხვევაში, დამთავრებულია ბანკში ყალბი დუკუმენტის წარგდენის მომენტიდან.

Dante777's picture
Dante777 (დანტე ალაგიერი)
სხვა
Registration Date: 2025/05/01
Last visit: 2025/05/01 13:31:14
Contact - All comments

ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
მაგ: მე გავაჩერე მრიცხველი და ვპარავ სახელმწიფოს ელექტრო ენერგიას, არ ვიხდი თანხას. ეს არის არადაუფლებითი დანაშაული, ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რადგან მე სახელმწიფოს არ გადავუხადე ის თანხა რაც უნდა გადამხედა და დავაზიანე მისი ქონება.
როგორ უნდა გაიმიჯნოს თაღლითობა და ქონებრივი დაზიანება მოტყუებით.
მსგავსება:
ისევე როგორც თაღლითობის დროს, ქონებრივი დაზიანება მოტყების დროსაც, ადგილი აქვს მოტყუებას. მოტყუებით ხდება ორივე დანაშაულის ჩადენა.
განსხვავება:
თაღლითობა გახლავთ, დაუფლებითი დანაშაული, ეუფლები კონკრეტულ ნივთს, ხოლო ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, არ არის დაუფლებითი დანაშაული, არ ეუფლები არც ნივთს არც ქონებას.
თაღლითობის დროს, დაზარალებულის ქონება მცირდება და ქონებირივი დაზიანება მოტყუების გზით, ამ დროს დაზარალებულის ქონება კი არ მცირდება, არამედ ვერ იზრდება. არაპირდაპირ ზიანთან გვაქვს ამ დროს საქმე, ხოლო დაღლითობის დროს პირდაპირ ზიათან.

Dante777's picture
Dante777 (დანტე ალაგიერი)
სხვა
Registration Date: 2025/05/01
Last visit: 2025/05/01 13:31:14
Contact - All comments

გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა,რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.
დისპოზიციიდან როგორც ჩანს გამოძალვის შემადგენლობის არსებობისას აუცილებელია რომ სახეზე იყოს
1. სხვისი ნივთის გადაცემა (იგულისხმება როგორც მოძრავი, ისე უძრავი)
2. ქონებრივი უფლების გადაცემა(მაგ: მიწის ნაკვეთი)
3. ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა(მაგ: როდესაც ვეუბნები პირს, რომ ძალიან მინიმალურ ფასად მომაქირაოს კომერციული ფართი).
ანუ კანონმდებლობა ამ სამ საკითხზე მიუთითებს.

ამ ყველაფერს თან უნდა ერთვოდეს, დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ(109მუხლი) ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა,რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.

გამოძალვის დროს აქცენტი კეთდება შემდეგ ხერხებზე:
1. ძალადობის გამოყენების მუქარა- შეიძლება იყოს ცემის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა ან სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
2. ნივთის დაზიანების ან განადგურების მუქარა- დაზიანებაა, როცა პირვანდელი მდგომარეობა აღდგება,ხოლო განდგურების დროს პირვანდელი მდგომარება ვერ აღდგება. ეს შეიძლება იყოს როგორც იმწუთიერი მუქარა ისე სამომავლო.
3. სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარა - რაიმე ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც სახელს უტეხავს პირს. მაგ: თუ პირი ეწევა ამორალურ საქმიანობას.4. ისეთი ცნობების გავრცელების მუქარა რომელმაც შეიძლება პირის უფლებები დააზიანოს. - მაგ: თუ ფულს არ მომიტან, გავავრცელებ რომ შენ ხარ შვილად აყვანილი.
აქედან ერთ-ერთიც საკამირისა, რომ დანაშაული დავაკვალიფიციროთ ამ მუხლით.
გამოძალვა არის ფორმალური დანაშაული.

ყაჩაღობისა და გამოძალვის გამიჯვნა
1. გამოძალვის დროს მუქარა არ არის იმწუთიერი ანუ სამომავლოდ ხოციელდება. მაგ:გიორგის ვეუბნევი რომ სამ დღეში ფულს თუ არ მომიტან მოგკლავ. გამოძალვაა რადგან დროს ვაძლევ.
2. მაგრამ გიორგის თუ ვეუბნევი, რომ თუ არ მომიტან და არ მომცემ ახლავე ფულს მოგკლავ, ეს არის ყაჩაღობა,რადგან იმწუთიერია და იმ მომენტში რეალიზდება.
თუ მუქარა არის საშიში და იმწუთიერი - ყაჩაღობა
თუ მუაქარა არ არის საშიში და იმწუთიერია - ძარცვა
თუ მუქარა არ არის საშიში და მიმართულია მომავლისკენ - გამოძალვა.

Dante777's picture
Dante777 (დანტე ალაგიერი)
სხვა
Registration Date: 2025/05/01
Last visit: 2025/05/01 13:31:14
Contact - All comments

სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ ფლობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა.
მთავარი პირობაა, რომ ნივთი იმყოფებოდეს მართლზომიერ მფლობელობაში, თუ არ იმყოფება მართლზომიერ მფლობელობაში, მითვისება არ გვაქვს სახეზე.

მითვისების გამიჯვნა სხვა მომიჯნავე დანაშაულებისგან
1.მითვისება და გაფლანგვა
პირი ითვისებს კონკრეტულ ნივთს და მისი ქონება იზრდება ანუ მის ქონებას უერთებს ამ ნივთს. მაგ:ვარ მაღაზიის გამყიდველი ავიღე ტელეფონი და წავიღე სახლში, ანუ მითვისებაა რადგან ჩემი ქონება გაიზარდა.
ხოლო გაფლანგვაა როდესაც სხვას ვაძლევ ნივთს.მაგ როდესაც ეს ტელეფონი მაღაზიიდან სხვას ვაჩუქე ესაა გაფლანგვა,ანუ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთი გავფლანგე.
მითვისების დროს ნივთს უვადოდ ვითვისებ და ასევე აუცილებელია მითვისების დროს, რომ მართლზომიერად ვფლობდე ნივთს.
შეიძლება თუ არა მითვისება გადაიქცეს გაფლანგვაში?
მაგ:ავიღე ტელეფონი და წავიღე სახლში ანუ მივითვისე. შემდეგ ეს ტელეფონი ავიღე და გადავეცი გუკას. ეს არ არის გაფლანგვა.
რადგან მე როდესაც ტელეფონი წავიღე სახლში, უკვე უკანონოდ ვფლობ და არა მართლზომიერად. მაგრამ თუ ავიღე ტელეფონი და მაღაზიაში მივეცი, ამ შემთხვევაში უკვე იქნება გაფლანგვა.
მაგ: ვმუშაობ მოლარედ, ავიღე რაღაც თანხა ხელფასამდე და შემდეგ დავაბრუნე. ეს არ არის მითვისება,მითვისების დროს უვადოდ ვითვისებ,მაგრამ იმ შემთხვევაში როცა ავიღე კონკრეტული თანხა და რამოდენიმე კვირის შემდეგ დავაბრუნე ისევ სალაროში, ეს შეიძლება ჩაითვალოს დისციპლინურ გადაცდომად და არა მითვისებად.
არსებობს სხვაგვარი განმარტება, მითვისება გვაქვს იმ შემთხვევაში როდესაც ეს ნივთი ავიღე და სხვას გადავეცი, გაფლანგვა არის თანხის ან ქონების არამიზნობრივი ხარჯვა. მაგ:უყაირადო ხარჯვა. ფულის არამიზნობრივი გამოყენება.
მაგ:ვარ უნივერსიტეტის რექტორი,სამინისტრომ გამოყო ავეჯის შესაძენად თანხა და მე ეზო გავაკეთე,როცა მისი აუცილებლობა არ იყო.
2. მითვისება და ქურდობა
ეს ორი დანაშაული ჰგავს ერთმანეთს, რადგან ორივე შემთხვევაში სხვის ნივთს ვითვისებ.
მითვისების დროს მართლზომიერად ვფლობ ნივთს (სამართლებრივი წვდომა) და შემდეგ ვითვისებ. მითვისების დროს არამარტო ფიზიკური წვდომა გვაქვს ნივთზე, არამედ იურიდიულიც. ქურდობის დროს ადგილი არ აქვს მართლზომიერ ფლობას, ფარულად ვეუფლებით სხვის ქონებას, ქურდობის დროს პირს ტექნიკური წვდომა აქვს ნივთზე.

3. მითვისებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
მაგ: ვარ ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი და მაქვს ძალიან კარგი კაბინეტი. კიდევ ერთხელ გავარემონტე, შევიძინე ახალი ძვირადღირებული ავეჯი და ძველი ავეჯი წავიღე აგარაკზე. გარემონტებისა და ავეჯის შეძენის ნაწილში, გვაქვს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ხოლო აგარაკზე წაღების ნაწილი, იქნება მითვისება, რადგან მივითვისე სახელმწიფოს კუთვნილი ქონება. ეს ქმედება დაკვალიფიცირდება 2 მუხლით.
მითვისების დროს დამნაშავის ქონება იზრდება.
სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დროს ქონება იზოგება.

Dante777's picture
Dante777 (დანტე ალაგიერი)
სხვა
Registration Date: 2025/05/01
Last visit: 2025/05/01 13:31:14
Contact - All comments

ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
მაგ: მე გავაჩერე მრიცხველი და ვპარავ სახელმწიფოს ელექტრო ენერგიას, არ ვიხდი თანხას. ეს არის არადაუფლებითი დანაშაული, ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რადგან მე სახელმწიფოს არ გადავუხადე ის თანხა რაც უნდა გადამხედა და დავაზიანე მისი ქონება.
როგორ უნდა გაიმიჯნოს თაღლითობა და ქონებრივი დაზიანება მოტყუებით.
მსგავსება:
ისევე როგორც თაღლითობის დროს, ქონებრივი დაზიანება მოტყების დროსაც, ადგილი აქვს მოტყუებას. მოტყუებით ხდება ორივე დანაშაულის ჩადენა.
განსხვავება:
თაღლითობა გახლავთ, დაუფლებითი დანაშაული, ეუფლები კონკრეტულ ნივთს, ხოლო ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, არ არის დაუფლებითი დანაშაული, არ ეუფლები არც ნივთს არც ქონებას.
თაღლითობის დროს, დაზარალებულის ქონება მცირდება და ქონებირივი დაზიანება მოტყუების გზით, ამ დროს დაზარალებულის ქონება კი არ მცირდება, არამედ ვერ იზრდება. არაპირდაპირ ზიანთან გვაქვს ამ დროს საქმე, ხოლო დაღლითობის დროს პირდაპირ ზიათან.

junkera's picture
junkera (ჯუნკერ)
სხვა
Registration Date: 2024/04/23
Last visit: 2025/07/03 18:14:34
Contact - All comments

აზერბაიჯნის მოქალაქე- 38 მუხლი პირველ რიგში საქმე უნდა დაიწყოს განრიდებით, შემდეგ 15 მუხლი ადვოკატზე, დაირღვა გამომძიებლის მხრიდან ის უფლება რომ სხვა ადვოკატი მოუყვანა, რადგან მხარეს აქვს ადვოკატის ყოლის უფლება, 54 მუხლი ბოლოს პროკურორმა რო გადაუგზავნა სასამართლოს, პროკურორის ქმედება კანონიერია სასამართლოსი უკანონო.

junkera's picture
junkera (ჯუნკერ)
სხვა
Registration Date: 2024/04/23
Last visit: 2025/07/03 18:14:34
Contact - All comments

არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსი

მარიამ ხაჩიძე's picture
მარიამ ხაჩიძე (მარიამ ხაჩიძე )
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2022/03/28
Last visit: 2025/05/01 14:06:25
Contact - All comments

1. Present Simple vs. Present Continuous
• Present Simple: გამოიყენება რეგულარული მოქმედებებისა და ზოგადი ჭეშმარიტებების აღსაწერად.
• I go to school every day. (მე ყოველდღე სკოლაში მივდივარ.)
• Present Continuous: გამოიყენება მიმდინარე ან დროებითი მოქმედებების აღსაწერად.
• I am studying English now. (ახლა ინგლისურს ვსწავლობ.)

მარიამ ხაჩიძე's picture
მარიამ ხაჩიძე (მარიამ ხაჩიძე )
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2022/03/28
Last visit: 2025/05/01 14:06:25
Contact - All comments

2. Used to / Be used to / Get used to
• Used to + verb: წარსულში რეგულარული მოქმედება, რომელიც ახლა აღარ ხდება.
• I used to play football. (ადრე ფეხბურთს ვთამაშობდი.)
• Be used to + noun/verb+ing: მიჩვეული ყოფნა რაიმეს.
• I am used to waking up early. (მე მიჩვეული ვარ ადრე გაღვიძებას.)
• Get used to + noun/verb+ing: მიჩვევის პროცესი.
• I am getting used to the new schedule. (მე ვეჩვევი ახალ განრიგს.)

მარიამ ხაჩიძე's picture
მარიამ ხაჩიძე (მარიამ ხაჩიძე )
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2022/03/28
Last visit: 2025/05/01 14:06:25
Contact - All comments

3. Narrative Tenses
• Past Simple: დასრულებული მოქმედება წარსულში.
• I visited Paris last year. (შარშან პარიზი ვეწვიე.)
• Past Continuous: მოქმედება, რომელიც მიმდინარეობდა წარსულში გარკვეულ დროს.
• I was reading when she called. (ვკითხულობდი, როდესაც მან დარეკა.)
• Past Perfect: მოქმედება, რომელიც მოხდა სხვა წარსულ მოქმედებამდე.
• I had finished my homework before dinner. (სადილამდე დავასრულე საშინაო დავალება.)

მარიამ ხაჩიძე's picture
მარიამ ხაჩიძე (მარიამ ხაჩიძე )
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2022/03/28
Last visit: 2025/05/01 14:06:25
Contact - All comments

4. Modal Verbs for Deduction
• Must: დარწმუნებული ვარ.
• He must be at home. (დარწმუნებული ვარ, ის სახლშია.)
• Might / May: შესაძლოა.
• She might be busy. (შესაძლოა, ის დაკავებულია.)
• Can’t: გამორიცხულია.
• He can’t be the thief. (გამორიცხულია, რომ ის ქურდია.)

მარიამ ხაჩიძე's picture
მარიამ ხაჩიძე (მარიამ ხაჩიძე )
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2022/03/28
Last visit: 2025/05/01 14:06:25
Contact - All comments

5. Conditionals (პირობითი წინადადებები)
• Zero Conditional: ზოგადი ჭეშმარიტებები.
• If you heat ice, it melts. (თუ ყინულს გააცხელებ, ის დნება.)
• First Conditional: რეალური სიტუაციები მომავალში.
• If it rains, I will stay home. (თუ იწვიმებს, სახლში დავრჩები.)
• Second Conditional: არარეალური სიტუაციები აწმყოში.
• If I were rich, I would travel the world. (თუ მდიდარი ვიქნებოდი, მთელ მსოფლიოში ვიმოგზაურებდი.)
• Third Conditional: არარეალური სიტუაციები წარსულში.
• If I had studied, I would have passed the exam. (თუ მესწავლა, გამოცდას ჩავაბარებდი.)

მარიამ ხაჩიძე's picture
მარიამ ხაჩიძე (მარიამ ხაჩიძე )
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2022/03/28
Last visit: 2025/05/01 14:06:25
Contact - All comments

One person who has significantly influenced my identity is my grandmother. She always encouraged me to be curious and open-minded. Growing up, I used to spend weekends at her house, where we would read books and discuss various topics. Her wisdom and kindness taught me the importance of empathy and lifelong learning. As a result, I have become more compassionate and eager to explore new ideas.

მარიამ ხაჩიძე's picture
მარიამ ხაჩიძე (მარიამ ხაჩიძე )
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2022/03/28
Last visit: 2025/05/01 14:06:25
Contact - All comments

Moving to a new city for university was a significant change in my life. Initially, I felt overwhelmed and homesick. However, I gradually adapted by joining student clubs and making new friends. I used to rely on my family for support, but this experience taught me independence and resilience. Over time, I became more confident and embraced the opportunities that came with this change.

მარიამ ხაჩიძე's picture
მარიამ ხაჩიძე (მარიამ ხაჩიძე )
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2022/03/28
Last visit: 2025/05/01 14:06:25
Contact - All comments

Last year, I had a miscommunication with a colleague regarding a project deadline. I assumed the deadline was next week, while she thought it was this week. As a result, we were unprepared for the presentation. This experience taught me the importance of clear and direct communication. Now, I always confirm details to avoid similar misunderstandings.

jumberi123's picture
jumberi123 (jumberi)
სხვა
Registration Date: 2023/02/13
Last visit: 2025/07/08 18:40:45
Contact - All comments

ანუ ნახე ამ დროს სასამართლოს ეძლევა თვითონ განსაზღვროს მტკიცების საგანი :მტკიცებულებების გამოთხოვის უფლებაც აქვს:უნდა გამოითხოვოს ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე მტკიცებულებები თუ რატო არ იყო ადმინისტრაციული ორგანო პროცესზე:ანუ ამ შემთხვევაში თვითონ გამოიკვლია მტკიცებულებები:შეჯიბრებითობიდან გამომდინარეობს ინკვიზიციურობაკანონიერების პრინციპიცაადისპოზიციურობის პრინციპი

jumberi123's picture
jumberi123 (jumberi)
სხვა
Registration Date: 2023/02/13
Last visit: 2025/07/08 18:40:45
Contact - All comments

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

202020's picture
202020 (dato)
სხვა
Registration Date: 2023/12/02
Last visit: 2026/02/05 16:50:07
Contact - All comments

1. ფალსიფიკაციის და თაღლითობის გამიჯვნა
ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით
თვისობრიობის შეცვლა- როდესაც მაგალითად კონკრეტული პროდუქტი უნდა იყოს შაქარზე და დამზადებულია შაქრის შემცვლელი ნივთიერებით.
ფალსიფიკაციას წინ უნდა უსწრებდეს მოტყუება. მიზანი არის რომ ის ვინც აწარმოებს ამ პროდუქციას ქონდეს გამორჩენის მიზანი . როდესაც ტარდება ექსპერტიზა ისინი ამბობენ არის თუ არა ეს პროდუქტი ფალსიფიცირებული თუ არა. ექსპერტები დასკვნაში წერენ რომ თუ პროდუქტი შეესაბამება სტანდარტებს არის ხარისხიანი. თუ პროდუქტი არ შეესაბამება სტანდარტებს არის უხარისხო. ექსპერტები არ წერენ თვისობრიობა შეცვლილია თუ არა.
• მაგ: უხარისხოდ ვამზადევ ღვინოს, ეტიკეტზე წერია შემადგენლობა რითაც არის დამზადებული, მაგრამ არის ანტისანიტარია, არ არის დაცული ჰიგიენის წესები. შეიძლება ადამინი მოწამლოს ამ პროდუქტმა, რეალურად თვისობრიობა არ არის შეცვლილი, შემადგენლობა იგივეა რაც ეტიკეტზეა მაგრამ უხარისხოა, სტანდარტებთან შეუსაბამოა.
უმჯობესი იქნება სიტყვა თვისობრიობა შეიცვალოს უხარისხო პროდუქტით ან სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქტით
ფალსიფიკაციის გამიჯვნა თაღლითობისგან
მსგავსებები
1. თაღლითობის დროს ხდება მოტყუება ,ფალსიფიკაციის დროსაც ხდება მოტყუება
განსხვავება:
1. თაღლითობის დროს არ ხდება ნივთის თვისობრიობის შეცვლა
ფალსიფიკაციის დროს ხდება ნივთის თვისობრიობის შეცვლა
• მაგ: ლითონის მეტალისგან დამზადებული ბეჭდი, ოქროს წყალში ამომავლე, სინჯი გავაკეთე, გავაყალბე და მივყიდე გიორგის- მე დავისჯები ფალსიფიკაციისთვის რადგან მე ნივთს შევუცვალე თვისობრიობა
• მაგ: უბრალო ბიჟუტერია რომელიც წააგავს ოქროს ბეჭედს, ვაჩვენებ გიორგის და ვეუბნები რომ არის 2000 ლარად ღირებული ბეჭედი და მან იყიდა- ეს არის თაღლითობა
2. თაღლითობის და კრედიტის უკანონოდ მიღების გამიჯვნა
თაღლითობის და კრედიტის უკანონოდ მიღების გამიჯვნა
მსგავსება:
1. ორივე შემთხვევაში გამოყებულია მოტყუება.
2. ორივეს შემთხვევაში არის მატერიალური დაინტერესება.
განსხვავება:
1. თაღლითობის დროს ობიექტი არის სხვისი საკუთრება.
კრედიტის უკანონოდ მიღების დროს ობიექტი არის ფულადი საკრედიტო სისტემა.
2. თაღლითობა მოტყუების გარეშე არ არსებობს
კრედიტის უკანონოდ მიღება შეიძლება არ იყოს მოტყუებით. მაგ: თუ მიზნობრივად გამოყოფილ კრედიტს იყენებ არამიზნობრივად.
3. თაღლითობა შეიძლება ზეპირსიტყვიერად. მაგ: ვეუბნები მომეცი 10 000 ლარი და დაგაწყებინებ სამსახურს
კრედიტის უკანონოდ მიღება აუცილებლად ხდება დოკუმენტის საფუძველზე
4. თაღლითობის დროს მიზანია ნივთის მისაკუთრება
კრედიტის უკანონოდ მიღების დროს მიზანი არ მაქვს რომ ეს ფული არ გადავიხადო. მიზანი მაქვს რომ ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ბანკმა მომცეს ფული.
5. თაღლითობა არის მატერიალური დანაშაული- დამთავრებულია ნივთის დაუფლების თანავე
კრედიტის უკანონოდ მიღება პირველ ნაწილში არის ფორმალური როდესაც ყალბ ინფორმაცის ვაწვდი ბანკს. მიზნობრივი კრედიტის არამიზნობრივად გამოყება არის მატერიალური.
3. დაუფლებითი დანაშაულის ნიშნები
დაუფლებითი დანაშაული- მაგ:ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა. ამ დანაშულებს უნდა ჰქონდეთ შემდეგი ნიშნები:
1) ნივთს უნდა ჰქონდეს ფიზიკური პარამეტრები- ხელშესახები უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს ზომა, წონა, ანგარიში.
2) ნივთზე უნდა იყოს დახარჯული ადამიანის შრომა
• მაგ:თუ ტყეში მოვჭრი ხეს, ან დავეუფლები ცხოველს ეს არ არის ქუროდობა
• მაგ: თუ მე გადავალ ვინმეს ეზოში და მოვჭრი ხეს ეს იქნება ქურდობა
• მაგ: ადმიანებმა გააშენეს ხელოვნური ტყე, და არ არის ვინმეს საკუთებაში, ის მაინც გარემოს ნაწილია და მასზე ვრცელდება ეკოლოგიური სამართალი.
3) ნივთი უნდა იმყოფებოდეს კონკრეტული პირის საკუთებაში
• მაგ: მე ქუჩაში ამომივარდა საფულე და იმ პირმა ვინც იპოვა მიისაკუთრა- დაკარგული ნივთი
• მაგ: საფულე ამომივარდა უნივერსიტეტში და სტუდენმა მიისაკუთრა- დავიწყებული ნივთი
4) უკანონოდ უნდა დაეუფლოს- არავითარი უფლებამოსილება დამნაშვეს არ აქვს ნივთთან დაკავშირებით ანუ მესაკუთრესთან, მფლობელისგან ყოველგვარი თანხმობის გარეშე ხდება.
5) უსასყიდლოდ უნდა აიღოს- მაგ:შევედი მაღაზიაში, არ არის გაყიდველი თუმცა ნივთის ღებს შემდეგ სალაროსთან დავდე ფული.
6) მისაკუთრების მიზანი უნდა ჰქონდეს
4. თაღლითობა და ქონებრივი დაზიანება მოტყუებით
თაღლითობა ეს არის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. დანაშაულის საგანი არის როგორც სხვისი ნივთი ასევე ქონებრივი უფლება, საგანი არის როგორც მოძრავი ისე უძრავი ნითვი.
ქონებრივი დაზიანება მოტყუებით- ქონების მესაკუთრის, ქონებრივი დაზიანება მოტყუებით თუ არ არის თაღლითობის ნიშნები.
• მაგ: ვაჩერებ მრიცხველს და ვპარავ სახელმწიფოს ელექტრო ენერგიას და თანხას არ ვუხდი ეს არის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით და არა თაღლითობა რადგან ამ დროს სახეზე უნდა იყოს ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება
მსგავსება: თაღლიღობის და ქონებრივი დაზიანება მოტყუების დროს გვაქვს მოტყუება, მოტყუებით ხდება ორივე დანაშაულის ჩადენა
განსხვავება:
• თაღლითობა არის დაუფლებითი დანაშაული, ხოლო ქონებრივი დაზიანება მოტყუებით არადაუფლებითი დანაშაულია.
• თაღლითობის დროს დაზარალებულის ქონება მცირდება და ქონებრივი დაზიანება მოტყუების დროს დაზარალებულის ქონება კი არ მცირდება არამედ ვერ იზრდება
• თაღლითობის დროს გვაქვს პირდაპირი ზიანი, ხოლო ქონებრივი დაზიანება მოტყუების დროს არაპირდაპირი ზიანი
5. ყაჩაღობა
ყაჩაღობა ესეიგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლასწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით
ყაჩაღობა არის ფორმალური დანაშაული, რაც ნიშნავს რომ დამთავრებულია ნივთის დაუფლების მომენტიდან. მაგ:გიორგის თავს დავესხი და ვეუბნები თუ არ მომცემ ფულს მოგკლავ-უკვე დასრულებია.
მძიმე -არის სიცოცხლისათვის საშიში. თუ პირი იყენებს საშიშ ძალადობას, მაგალითად მიაყენა ჯანმრთელოის მძიმე დაზიანება, იქნება ყაჩაღობა.
თუ ყაჩაღობის დროს პირს მიადგა ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანება მოსამართლები აკვალიფიცირებენ დანაშაულთა ერთობლიობით. ეს პოზიცია არასწორია. ყაჩაღობა მოიცავს სამივე დაზიანებას. პრობლებაა სასჯელების კუთხით. მძიმე დაზიანების საჯელი მაღალია ვიდრე ყაჩაღობის. ჯანმრთელობის დაზიანების საჯელი და ყაჩაღობის სასჯელი ისე უნდა გავათანაბროდ რომ ყაჩაღობის სასჯელმა მოიცვას ჯანმრთელობის დაზიანების სასჯელი.
6. გამოძალვა
გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები
ფორმალური დანაშაულია-დამთავრებულია მოთხოვნის წაყენების მომენტიდან.
• სხვისი ნივთი- როგორც მოძრავი ისე უძრავი ნივთი
• ქონებრივი უფლება- მაგ:ვემუქრები ადამიანს რომ თუ არ გადმომიფორმებს 3 დღეში მიწას მოვკლავ
• ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა- მაგ:გიორგი ეუბნება ნიკას თუ არ მისცემს ბიზნესის წილს მოკლავს.
გამოძალვის დროს აუცილებელია განხორციელდეს მუქარა. დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. ხერხები:
1. ძალადობის გამოყენების მუქარა- იგულისხმება ნებისმიერი სახის მუქარა. შეიძლება იყოს ცემის მუქარა, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა.
2. ნივთის დაზიანების ან განადგურების მუქარა- შეიძლება იყოს იმწუთიერიც და სამომავლო. დაზიანების დროს პირვანდელი მდგომარეობა აღგება, განადგურების დროს ვერ აღდგება პირვანდელი მდგომარეობა.
• მაგ: მე თუ ვემუქრები გიორგის დაგიმტვრევ მანქანას თუ არ მომცემ ფულს
3. სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარა- მაგ:პირი ეწევა ამორალურ საქმიანობას. არ აქვს მნიშვნელობა იმწუთიერია თუ სამომავლო
4. ისეთ იცნობების გავრცელების მუქარა რომელმაც შეიძლება დააზინოს პირის უფლებები-მაგ:შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება.
• მაგ:გიორგი ეუბნება ნიკას შენ თუ 3 დღეში არ მომიტან ფულს გავავრცელებ რომ შვილი გყავს აყვანილი.
7. დანაშაულში თანამონაწილეობა და ქონების უკანონოდ ფლობის გამიჯვნა
დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში
თანამონაწილეობის დროს დანაშაულის ჩადენამდე ხდება დახმარება.
• მაგ: მე ვეუბნები გიორგის რომ წავიდეს და მოიპაროს ტელეფონი და მერე მე მინდა მოპარული ტელეფონი იაფად ვიყიდო-ესაა დანაშაულში თანამონაწილეობა.
• თუ გიორგიმ ტელეფონი მოიტანა და მეუბნება რომ მოვიპარე ტელეფონი და იაფად მოგყიდიო-ეს იქნება დანაშულებრივი გზით მოპოვებული ქონების უკანონო შეძენა ჩემი მხრიდან რადგან აქ მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს ჩემს ქმედებასა და გიორგის მიერ ჩადენილ დანაშულს შორის, მაგრამ თუ დანაშაულის ჩადენამდე ხდება შეთანხმება-ეს თანმონაწილეობაა.
• თუ მე გადავაწყვეტინე ვარ წამქეზებელი, თუ გადაწყვეტილი აქვს მაგრამ მე განვუმტკიცე სურვილი მაშინ ფსიქიკური დამხმარე ვარ.
• მაგ:თუ გიორგიმ მოპარავს ნივთებს და მოდის და მე მერე ვყიდულობ გიორგი დაისჯება ქურდობისთვის , მე ვასიჯები წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენისთვის. არ შეიძლება ქურდობის ამსრულებელი ამავდროულდ იყოს 186 მუხლის ამსრულებელი.
• თუ გიორგიმ მოიპარა ნივთი, მისცა ნიკას და მან იცის რომ დანაშულებრივი გზით არის ქონება მოპოვებული. ნიკა დაისჯება 186 მუხლისთვის როგორც გასაღებისთვის და შეძენისთვის.
8. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა გასაღება
წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება. წინასწარი შეცნობა გულისხმობს რომ დარწმუნებული უნდა იყოს პირი რომ დანაშულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას იძენს, სარგებლობს,ფლობს ან ასაღებს. თუ პირი ვარაუდობს რომ შეიძლება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული ეს ქონება პირი არ დაისჯება. ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება. პირს აქვს პირადი ანგარების მოტივი.
9. ქურდობა
ქურდობა ეს არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
იმისთვის რომ სახეზე იყოს ქურდობა უნდა გვქონდეს შემდეგი ნიშნები:
1. სხვისი ნივთი უნდა იყოს
2. მოძრავი უნდა იყოს
3. ფარულად დაუფლება უნდა იყოს
4. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი უნდა ჰქონდეს
ქურდობა არის მატერიალური დანაშაული, დამთავრებულია ნივთის დაუფლებისთანავე.
ქურდობის დროს სახეზე უნდა გვქონდეს ორი კრიტერიუმი
1. ობიექტური კრიტერიუმი- ფარულად, ვერავინ ვერ მამჩნევს და ისე ვიპარავ ნივთს
2. სუბიექტური კრიტერიუმი- მე შეცნობილი მაქვს რომ ვერავინ ვერ მხედავს. უპირატესობა ენიჭება თუ რა მაქვს მე შეცნობილი
ქურდობას აქვს დამამძიმებელი გარემოებები:
1. ჩვეულებრივი ქურდობა- ზიანი არის 150 ლარის ფარგლებში
2. ქურდობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია- თუ ზიანი არის 150 ლარს ზევით
3. დიდი ოდენობით ქურდობა- თუ ზიანი არის 10 000 ლარს ზევით
არაერთგზის ქურდობა- არ არის აუცილებელი რომ ქურდობისთვის იყოს ნასამართლევი. ითვლება ისეთი შემთხვევა როდესაც პირი ნასამართლევია ქურდობისთვის, ძარცვისთვის, ყაჩაღობისთვის, გამოძალვისთვის, მითვისებისთვის.
10. თაღლითობა
თაღლითობა ეს არის მართალსაწინააღმდეგო მისაკუთების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით
დანაშულის საგანი არის როგორც სხვისი ნივთი ასევე ქონებრივი უფლება. საგანი არის როგორც მოძრავი ისე უძრავი ნივთი. ნივთის გარდა ასევე შეიძლება იყოს ქონებრივი უფლება. მაგ:ვეუბნები გადმომიფორმე სახლი და დაგაწყებინებ სამსახურს. თაღლითობის შემადგენლობის მთავარი ელემენტი არის მოტყუება. მოტყუების გარეშე თაღლითობა არ არსებობს. მოტყუების განზრახვა პირს უნდა ჰქონდეს ნივთის დაუფლებამდე. თაღლითობა არის მატერიალური დანაშაულია და დამთავრებულია ნივთის დაუფლებისთანავე
1. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი
2. სხვისი ნივთის დაუფლება უნდა მოხდეს
3. ან ქონებრივი უფლების მიღება უნდა მოხდეს და აუცილებელია, რომ მოტყუების განზრახვა ჰქონდეს პირს.
დაღლითობა, ხორციელდება მოტყუების გზით. ანუ მოტყუება არის მთავარი, თაღლითობის კვალიფიკაციის დროს.
არსებობს ორი სახის მოტყება:
1. აქტიური- როდესაც პირი მცადარ ინფორმაციას აწვდის მაგ: ეუბნება მე მაქვს ბიზნესი, მაქვს ძალიან მაღალი ხელფასი
2. პასიური- იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამალვა
• მაგ: მე მაქვს ძალიან ბევრი ვალი ,ჩემს სახელზე არ არის არანაირი ქონება რეგისტრირებული და ვუმლავ,
• მაგ:თუ გიორგიმ მომცა 200 ლარი, და ვიცი რომ მეტი არ მეკუთვნის და კიდევ მომცა 100 ლარიანი და არაფერს არ ვეუბნები და ვართმევ- პასიური მოტყება. მოტყუების განზრახვა წინ უსწრებდა ნივთის დაუფლებას, სანამ მომცემდა ფულს იქამდე ვიცი რომ ზედმეტად მაძლევს და კიდევ ვართმევ.

11. ძარცვა
ძარცვა ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
მატერიალური დანაშაულია. იმისთვის რომ სახეზე გვქნდეს ძარცვა, აუცილებელია შემდეგი ნიშნები:
1. სხვისი ნივთის დაუფლება უნდა მოხდეს
2. უნდა იყოს მოძრავი ნივთი
3. აშკარად უნდა დაეუფლოს, თვალნათლივ
4. მისაკუთრების მიზანი უნდა ჰქონდეს.
არსებობს ორი სახის ძარცვა:
1. მარტვი ძარცვა- როდესაც პირი არ იყენებს არავითარ ძალადობას,არც მუქარას
• მაგ:გიორგის უჭირავს ტელეფონი და გავტაცე.
2. ძალადობრივი ძარცვა- როდესაც გამოყენებულია ძალადობა ან ძალადობის მუქარა. ეს ძალადობა ან ძალადობის მუქარა არ არის საშიში. თუ საშიშია-ყაჩაღობაა.
• მაგ:გიორგის ვეუბნები თუ არ მომცემ ტელეფონს გცემ.
კრიტერიუმები:
• ობიექტური კრიტერიუმი- პირი ნივთს ეუფლება აშკარად, ხილულად, სხვებისგან შესამჩნევად.
• სუბიექტური კრიტერიუმი- პირს გაცნობიერებული აქვს რომ ვიღაც ამჩნევს, არ აქვს მნიშვნელობა დაზარალებული უყურებს თუ მესამე პირი.
ქურდობასა და ძარცვის ყველა ნიშანი ემთხვევა ერთმანეთს გარდა დაუფლების ხელი, ძარცვის დროს პირი ეუფლება აშკარად. ძარცვა არის ორ ობიექტიანი დანაშაული,ძარცვის დროს არა მარტო საკუთრება ზიანდება ასევე შეიძლება დაზიანდეს პირის ჯანმრთელობა.

მითვისება და გაფლანგვა ( 182-ე მუხლი)
სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ ფლობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა.
მთავარი პირობაა, რომ ნივთი იმყოფებოდეს მართლზომიერ მფლობელობაში, თუ არ იმყოფება მართლზომიერ მფლობელობაში, მითვისება არ გვაქვს სახეზე.

მითვისების გამიჯვნა სხვა მომიჯნავე დანაშაულებისგან
1.მითვისება და გაფლანგვა
პირი ითვისებს კონკრეტულ ნივთს და მისი ქონება იზრდება ანუ მის ქონებას უერთებს ამ ნივთს. მაგ:ვარ მაღაზიის გამყიდველი ავიღე ტელეფონი და წავიღე სახლში, ანუ მითვისებაა რადგან ჩემი ქონება გაიზარდა.
ხოლო გაფლანგვაა როდესაც სხვას ვაძლევ ნივთს.მაგ როდესაც ეს ტელეფონი მაღაზიიდან სხვას ვაჩუქე ესაა გაფლანგვა,ანუ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთი გავფლანგე.
მითვისების დროს ნივთს უვადოდ ვითვისებ და ასევე აუცილებელია მითვისების დროს, რომ მართლზომიერად ვფლობდე ნივთს.
შეიძლება თუ არა მითვისება გადაიქცეს გაფლანგვაში?
მაგ:ავიღე ტელეფონი და წავიღე სახლში ანუ მივითვისე. შემდეგ ეს ტელეფონი ავიღე და გადავეცი გუკას. ეს არ არის გაფლანგვა.
რადგან მე როდესაც ტელეფონი წავიღე სახლში, უკვე უკანონოდ ვფლობ და არა მართლზომიერად. მაგრამ თუ ავიღე ტელეფონი და მაღაზიაში მივეცი, ამ შემთხვევაში უკვე იქნება გაფლანგვა.
მაგ: ვმუშაობ მოლარედ, ავიღე რაღაც თანხა ხელფასამდე და შემდეგ დავაბრუნე. ეს არ არის მითვისება,მითვისების დროს უვადოდ ვითვისებ,მაგრამ იმ შემთხვევაში როცა ავიღე კონკრეტული თანხა და რამოდენიმე კვირის შემდეგ დავაბრუნე ისევ სალაროში, ეს შეიძლება ჩაითვალოს დისციპლინურ გადაცდომად და არა მითვისებად.
არსებობს სხვაგვარი განმარტება, მითვისება გვაქვს იმ შემთხვევაში როდესაც ეს ნივთი ავიღე და სხვას გადავეცი, გაფლანგვა არის თანხის ან ქონების არამიზნობრივი ხარჯვა. მაგ:უყაირადო ხარჯვა. ფულის არამიზნობრივი გამოყენება.
მაგ:ვარ უნივერსიტეტის რექტორი,სამინისტრომ გამოყო ავეჯის შესაძენად თანხა და მე ეზო გავაკეთე,როცა მისი აუცილებლობა არ იყო.

202020's picture
202020 (dato)
სხვა
Registration Date: 2023/12/02
Last visit: 2026/02/05 16:50:07
Contact - All comments

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები არის, პრაქტიკაში ყველაზე მეტად გავრცელებული დანაშაულები. ადრე თუ ყველაზე მეტად იყო გავრცელებული ქურდობა, დღეს დაემატა ასევე ოჯახში ძალადობა. ეს ორი დანაშაული არის ყველაზე მეტად გავრცელებული დანაშაული, სასამართლო პრაქტიკაში.
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები იყოფა ორ ნაწილად:
1. დაუფლებითი დანაშაულები.
2. არადაუფლებითი დანაშაულები.
დაუფლებითი დანაშაულებია: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, რადგან ამ შემთხვევაში ხდება კონკრეტული ნივთის დაუფლება.
არადაუფლებითი დანაშაულებია: ქონებირივი დაზიანება მოტყუებით. მაგ: მე ვიქირავე ტაქსი, ტაქსის მძღოლს ვუთხარი, რომ მე გადაგიხდი 200 ლარს და წამიყვანე დანიშნულების ადგილას და მე მას არ გადავუხადე თანხა. ეს არ არის დაუფლებითი დანაშაული, რადგან მე არ დავუფლებივარ არავის ქონებას. ეს არის ქონებირივი დაზიანება მოტყუებით, ანუ ტაქსის მძღოლის ქონება დავაზიანე. მაგ2: მე დავაზიანე სხვისი მანქანა, დავამტვირე ან ცეცხლი წავუკიდე, ესეც იქნება არადაუფლებითი დანაშაული.

დაუფლებითი დანაშაულები ხასიათდება შემდეგი 6 ნიშნით:
1. ფიზიკური პარამეტრები.
ნივთს უნდა ჰქონდეს ზომა, წონა. ხელშესახები უნდა იყოს ნივთი.
2. დახარჯულია ადამიანის შრომა.
აუცილებელია, რომ ადამიანის შრომა იყოს დახარჯული იმ კონკრეტულ ნივთზე, რომელსაც ვეუფლებით. მაგ: გიორგის ბოსტანში გადავალ და მოვჭრი ხეს და დავეუფლები. ეს იქნება დაუფლებითი რადგან ამ ხეზე დახარჯულია გიორგის შრომა. თუმცა ყოველთვის ასე არ არის. მაგ: ხელოვნური ტყე, არის ადამიანის მიერ გაშენებული. თუ მე დავეუფლები რაიმეს ამ ხელოვნური ტყიდან, ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება გარემოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულით, რადგან მართალია, ადამიანის შრომა არის დახარჯული მაგრამ, მაინც ეკოსისტემის ნაწილი არის ტყე და გარემოს ეკუთვნის და არა კონკრეტულ პირს.
3. ნივთი იმყოფება ვინმეს საკუთრებაში.
აუცილებელია, რომ ნივთი რომელსაც ვეუფლებით, იყოს კონკრეტული პირის საკუთრებაში/მფლობელობაში. თუ ნივთი არ იმყოფება კონკრეტული პირის საკუთრებაში/მფლობელობაში, ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება დაუფლებით დანაშაულად. მაგ: გიორგიმ გამოიატანა ძველი ავეჯი და დააწყო ეზოს გარეთ. ჩამოიარა კონკრეტულმა ადამიანმა და წაიღო. აქ არ არის სახეზე დაუფლებითი დანაშაული, რადგან ნივთი არ იმყოფებოდა არავის საკუთრებაში, გიორგიმ თავისივე ნებით გაიტანა ნივთები და დააწყო გარეთ.
აქ მნიშვნელოვანია ორი საკითხი, რას ნიშნავს დაკარგული ნივთი და დავიწყებული ნივთი.
დაკარგულია ისეთი ნივთი, რომელიც დაუცველ ადგილას არის ამოვარდნილი. დავიწყებულია ნივთი, რომელიც პიროვნებას დაავიწყდა დაცულ ადგილას, მაგალითად სამუშაო კაბინეტში.
მაგ: მე ვმუშაობ იუსტიციის სამინისტროში და სამუშაო კაბინეტში დამრჩა ოქროს ბეჭედი. დამლაგებელმა, ოთახის დალაგების დროს ნახა ბეჭედი და მიისაკუთრა. ეს იქნება ქურდობა, რადგან იუსტიციის სამინისტრო არის დაცული ადგილი, მასზე ზედამხედველობა ხორცილედება შესაბამისი დაცვის სამსახურის მიერ და თუ კი ნივთს იპოვის კონკრეტული პირი, აუცილებლად უნდა გადაეცეს მესაკუთრეს. ამიტომ, თუ კი დაცულ სივრცეში მოხდება დაუფელბა ნივთის, ქმედება კვალიფიცირდება ქურდობით.
მაგ2: მე ამომივარდა ქუჩაში ნივთი (საფულე) და კონკრეტულმა პირმა იპოვა და დაეუფლა. აქ არ იქნება ქურდობა, რადგან დაუცველ ტერიტორიაზე მოხდა ნივთის დაუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულია განაცხადოს დაკარგული ნივთის შესახებ, შესაბამის ორგანოში. თუ იდენტიფიცირება არის შესაძლებელი, მესაკუთრეს უნდა დაუბრუნოს პირმა, სამოქალქო კანონმდებლობის შესაბამისად და თუ იდენტიფიცირება არის შეუძლებელი, მაშინ პოლიციას უნდა მიმართოს და განცახდების გაკეთების დღიდან, 1 წლის განმავლობაში თუ არ გამოჩნდება მესაკუთრე, მაშინ მპოვნელი იძენს უფლებას ამ ნივთზე.
მითვისების დროს მართლზომიერად უნდა ფლომდე ნივთს, რომ მიითვისო. მაგ: მე ვარ მოლარე და მართლზომიერად მაქვს მინდობოლი პროდუქტი, თანხა და ა.შ. ამ დროს იქნება მითვისება, მაგრამ თუ ქუჩაში ვიპოვი ნივთს, ეს არ იქნება მითვისება,რადგან მართლზომიერად არ ვფლობ ნივთს.
4. ნივთის ამოღება ხორციელდება უკანონოდ
სიტყვა უკანონო ნიშნავს იმას, რომ არავითარი უფლებამოსილება დამნაშავეს არ აქვს ნივთთან დაკავშირებით. ანუ ხდება მესაკუთრისგან ყოველგვარი თანხმობის გარეშე, არამართლზომიერად ეუფლება პირი კონკრეტულ ნივთს.
5. ნივთის ამოღება ხორციელდება უსასყიდლოდ
მაგ: მე თუ შევედი მაღაზიაში, გამყიდველი არ არის მაღაზიაში, ავიღე პროდუქტები და იმ პროდუქტების ღირებულება დავტოვე სალაროსთან და წავედი, ქმედება არ დაკვალიფიცირდება ქურდობით, რადგან უსასყიდლოთ არ ყოფილა ნივთის დაუფლება. აუცილებელია, რომ ნივთის დაუფლება განხოცრიელდეს უსასყიდლოდ.
6. მისაკუთრების მიზანი
აუცილებელია, რომ დამნაშავეს ამოძრავებდეს მისაკუთრების განზრახვა და თუ არ გვაქვს მისაკუთრების მიზანი, ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება დაუფლებით დანაშაულად.
ადრე მოქმედი სიხლის სამართლის კოდექსში, გქვონდა ასეთი მუხლი ,,ავტომობილის დაუფლება, დროებითი გამოყენების მიზნით" (184-ე მუხლი) თუ მე ავტომობილს დავეუფლებოდი დროებით და შემდეგ 24 საათის განმავლბოაში დავაბრუნებდი, სასჯელი გამინახევრდებოდა. ახლა აღარ არის ეს მუხლი და პირი შეიძლება დაისაჯოს ავტომობლის დაზიანებისთვის, თუ რათქმაუნდა ექნება ადგილი მსგავს ფაქტს.

ქურდობა (177-ე მუხლი)
ქურდობა, ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
აუცილელებლია, რომ ნივთი იყოს სხვის საკუთრებაში და არანაირი შეხება არ ჰქონდეს დამნაშავეს ამ ნივთთან.
მაგ: ცოლ-ქმარი განქორწინდნენ, განქორწინების შემდეგ მათ უნდა გაიყონ ქონება. სანამ სამოქალაქო დავა დაიწყებოდა, იქამდე ქმარი მივიდა ცოლის სახლში და ქორწნების პერიდოში შეძენილი სარეცხი მანქანა აიღო და წაიღო. სასამართლომ ეს ქმედება დააკვალიფიცირა ქურდობით. რათქმაუნდა ეს არ არის ქურდობა, რადგან ეს სარეცხი მანქანა მასაც ეკუთვნოდა. სხვისი ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ამ ქონებასთან შემხებლობა არ უნდა გააჩნდეს დამნაშავეს. ეს ქმედება იქნება თვითნებობა. რადგან ამ კაცს ეგონა, რომ რადგან ქორწინების შემდეგ ჰქონდათ შეძენილი, შეეძლო წამოეღო ეს ნივთი. თვითნებობა არის როცა პირს ჰგონია, რომ სამოქალქო დავის გარეშე უფლება აქვს კონკრეტული ნივთი მიისაკუთროს.
ქურდობის დროს აუცილებელია, რომ ნივთი იყოს სხვის საკუთრებაში, ნივთი იყოს მოძრავი, ფარულად მოხდეს მისი დაუფლება და მისაკუთრების მიზანი მქონდეს. თუ ნივთის დაუფლება არის აშკარა, ქმედება დაკვალიფიცირდება ძარცვად. ქურდობა და დარძცვა ერთმანთისგან განსხვავდება იმით, რომ ქურდობა არის ფარული დაუფლება, ხოლო ძარცვა ეს არის აშკარა დაუფლება. ქურდობის დროს მნიშვნელოვანია, ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმი. ობიექტრი კრიტერიუმია, როცა ვერავინ ვერ მხედავს, ობიექტურად ფარულად ვიპარავ კონკრეტულ ნივთს, ხოლო სუბიექტური ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს აქვს შეცნობილი, რომ ვერავინ ვერ ამჩნევს. თუ მე შეცნობილი მაქვს რომ ვიღაც მიყურებს და მაინც ვიპარავ, ეს არის ძარცვა, მაგრამ თუ მიყურებს ვინმე და მე არ მაქვს შეცნობილი, ეს არის ქურდობა.

ქურდობა არის მატერიალური დანაშაული, ანუ უნდა დადგეს კონკრეტული შედეგი, უნდა დავეუფლო ადამიანის ქონებას. ყაჩაღობა ეს არის ფორმალური დანაშაული, ანუ თავდასხმის განხორციელებისთანავე არის დასრულებული.
არსებობს ორი პოზიცია, თუ როდის ითვლება ქურდობა დასრულებულად.
1. ნივთის დაუფელბისთანავე
2. განკარგვის შესაძლებლობის მომენტიდან
მაგ: თუ მე, ჩავუყავი ჯიბეში ხელი გიორგის და ამოვაცალე თანხა და ეს თანხა ჩემს ხელშია, ეს არის ქურდობა თუნდაც პოლიციამ იქვე დამაკავოს. მაგრამ არსებობს მეორე პოზიცია, ქურდობა არ არის დამთავრებული იმ შემთხვევაში, თუ განკარგვის შესაძლებლობა არ მაქვს. მაგალითად თუ მე გავიქეცი და შემდეგ დამაკავა პოლიციამ ეს არის უკვე დამთავრებული. ზოგიერთი ფქირობს რომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება დაუფლებისთანავე, მაგრამ ზოგიერთი ფიქრობს რომ ქურდობა დამთავრებულია განკარგვის შესაძლებლობისთნავე.
მაგ: იმ შემთხვევაში თუ მე შევედი კონკრეტული პირის სახლში და ავიღე ოქრო, ხელში მიჭირავს და ამ დროს შემოვიდა პოლიცია და დამაკავა. მუხედავად იმისა, რომ ხელში მაქვს ეს ნივთები, ქმედება მაინც იქნება ქურდობის მცდელობა, რადგან სახლიდან არ ვარ გასული. მაგრამ როგორც კი ბინას დავტოვებ ამ შემთხვევაში უკვე დამთავრებული იქნება ქურდობა.
არ აქვს მნიშვნელობა, მართლზომიერად არსებულ ქონებას ვიპარავ თუ არა. მაგ: გიორგის საკუთრებაში არის ბეჭედი და მოვპარე, ეს იქნება ქურდობა. მაგრამ თუ გიორგის ბეჭედი აქვს მოპარული და შემდეგ მე მოვპარავ, ესეც იქნება ქურდობა.

ქურდობის დამამძიმებელი გარემოება
ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოება არის, ქურდობა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება თუ ზიანის ღირებულება აღემატება 150 ლარს.
ასევე დამამძიმებელი გარემოება არის, დიდი ოდენობით ქურდობა. როცა ნივთის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს.
დამამძიმებელი გარემოებაა ასევე, ქურდობა არაერთგზის, როცა პირი წინათ სანასამართლევია ქურდობისთვის და ნასამართლობა არ აქვს გაქარწყლებული. მაგრამ ასევე, ქურდობა არაერთგზის იქნება,იმ შემთხვევაშიც როცა პირმა წინათ ჩაიდინა ქურდობა, გამოძალვა, თაღლითობა, ყაჩაღობა და ა.შ. ანუ მსგავსი ტიპის დანაშაულები.
დამამძიმებელი გარემობა იქნება ასევე, ბინაში შეღწევით ქურდობა, სადგომში ან საცავში (მაგ: სეიფი) შეღწევით ქურდობა.
თუ სახეზე გვექნება რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება, დამნაშავეს განაჩენში აესახება ყველა დამამძიმებელი გარემოება, მაგრამ სასჯელი უნდა დავუნიშნოთ ყველაზე მძიმე დანაშაულით.
ასევე ქურდობა შეიძლება იყოს ჩადენილი, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ. იმ შემთხვევაში თუ ორი პირიდან ერთი არის შეურაცხადი, არ იქნება სახეზე ჯგუფური ქურდობა, რადგან შეურაცხად პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. იგივენაირად იქნება იმ შემთხვევაშივ თუ ერთი პირი არის არასრულწლოვანი.